გურული კილო


There are currently 1488 names in this directory
აბდალა
სულელი (ნ. ჩუბინ. ლექსიკონი).

აბდარი
ავდარი.

აბლაუცა
მოუხერხებელი, ჩობანო კაცი (ნ. ილ. ჭყონია).

აბჟღრიალება
ანთება, გადანათება.

აბრა
„აბრის აღება“, თოფის ან დამბაჩის ნიშანზე მოწყობა (ნ. ილ. ჭყონია).

აბრაგი
ყაჩაღი, მძარცველი (ნ. ვ. ბერიძე).

აბრადუნი
„აბრადუნი გადამაყარა“ (აბრაგიდელი) გალანძღვა, გინება.

აგინი
(აგინმა, აგინს) ესენი, ამათ.

აგრამონი
აგრონომი.

აგუნა
„აგუნას“ გურიაში ახალი წლის მეორე დღეს ასრულებდნენ. მისი დანიშნულება იყო ყურძნის ღვთაებისადმი პატივისცემა. ღორის თავს აკაკუნებდნენ საწნახელზე და ყვიროდნენ შემდეგ სიტყვებს: აგუნა, აგუნა, ჩვენ მამულში ყურძენია და სხვის მამულში ფურცელი და სხვა. სხვადასხვა ა

ადესა
იზაბელას ყურძენი, ღვინო.

ადრე
მალე, ჩქარა (ნ. საბა ორბ.).

ავანტყოფი
ავადმყოფი , შდ. უნდომი.

ავი
ბოროტი, ცუდი ხასიათისა (ნ. საბა ორბ.).

აზაპი
ქალწულ ქალზე იტყვიან (ნ. ვ. ბერიძე).

აი
ეს.

აი
„აი ზეით“ – ადი ზევით.

აკაპიწება
სახელოების ან კაბის ზევით აწევა (ნ. ილ. ჭყონია).

აკვარკვალება
სიცივისგან აკანკალება.

აკვიატება
ათვალწუნება ვინმეს, გადამტერება, ადევნება.

ალაბი
ერთი არშინი.

ალაბურდა
„ალაბურდე ბალახი“ ჟალტამი, ჟვერო.

ალაგე
ღობეზე გადასასვლელი საფეხური (ნ. ვ. ბერიძე).

ალადასტური
შავ და მსხვილმარცვლებიანი ყურძენია (ნ. ილ. ჭყონია).

ალაია
დამარცხებულებს ერთგვარ სასჯელს ახდევინებდნენ შემდეგ გვარად: დიდ მანძილზე გაამწკრივებდნენ თოფების ჯვარედინს ისე, რომ შიგ გავლა კაცს მხოლოდ დახრილი შეეძლო და ამგვარად შიგ გაატარებდნენ დამარცხებულებს, რაც სასაცილო სცენას ჰქმნიდა (იხ. ე. ნინოშვილი, ტ., I გვ.

ალილო
შობის დღესასწაულის მისალოცი სიმღერაა. ალილოდ წასვლა 24 დეკემბრის საღამოს იცოდნენ. სამი კაცი ან მეტი ჩამოივლიდა სოფლებს და ყოველ ოჯახს მიულოცავდა შობის დღესასწაულს სიმღერითა და შემდეგი სიტყვებით: მოგილოცავთ შობის დღესასწაულსაო, ოცდახუთსა ამთვესაო, ქრისტე

ალიჟვერა
მოუხეშავი, უზრდელი კაცი.

ალობის წიგნი
ერთგვარი ხელშეკრულების სახის დოკუმენტი იყო სასიძოსა და საცოლეს მხრიდან ქორწინებამდის დადებული, სადაც ინიშნებოდა ქორწინების დრო და მასთან იმის პირობა, რომ არც ერთი მხრიდან არ მოხდებოდა პირის შეშლა.

ალომდი
„დადგა ალომდი“ დრომდი (ნ. ილ. ჭყონია).

ალქე
მთავარი რკინის ღერძი, რომელზედაც ზევიდან აცმევენ წისქვილის ქვას.

ამაღლება
დღესასწაულია აღდგომიდან 40 დღის შემდეგ.

ამაღლება
სოფლის სახელი იყო ჩოხატაურის რაიონში, ამჟამად განახლება.

ამიზა
ამიტომ.

ამინუჩი
ამ მინუთში.

ამოგირგალება
ქარის ამოვარდნაზე იტყვიან.

ამოგოჯიჯება
კარგად დაბანაზე და ჭუჭყის ამოყრაზე იტყვიან (ნ. ვ. ბერიძე: გოჯიჯი).

ამორაქვა
წყლის ამოსხმა რაიმე ჭურჭლიდან: „ამორაქა წყალიო“.

ამოყორვა
ძალიან გაძღომაზე იტყვიან: „ამეიყორაო“.

ამოჩემება
რაიმე საქმეში ერთ ვინმეზე დაყრდნობა ან რაიმეს განსაკუთრებით შეყვარება.

ამოჩლიაღვება
იღლიაში ამოდება.

ამოწვერვა
სიმინდის ან ლობიოს ღერო რომ ახლად ამოვა, იმაზე იტყვიან.

ამპოური
ტაბიკების შესაკრავი წვრილი თოკი, აპეური.

ამფსონი
ამყოლი რაიმე საქმეში.

ანაგერა
მოკრეფილ ყურძენს ან აღებულ ყანას რომ ხელახლა ჩამოუვლიან, იმას ეძახიან.

ანაგეფ, ანაგებათ
ბუნებით, სრულებით „ანაგებათ აფერი არ იცის“ (ნ. ილ. ჭყონია).

ანასუნი
„ანასუნი შენ საქმეს“ ლანძღვა.

ანდღროული
ამღვრეული.

ანჩხლი
ბრაზიანი, მიუკარებელი (ნ. ჩუბ.).

აპა
აბა.

არადანი
„არჩევანი მე“, „არადანი მე“ ბურთის თამაშის დროს მოწინააღმდეგეთა ამორჩევისას იტყვიან.

არამც და არამც
არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისათვის.

არანდარა
ყოყმანის მნიშვნელობა აქვს, „თუ არა“. „წევიდე საქმე დამიპკოლდება და არანდარა რა ვქნა“.

არდგილი
ადგილი (შდ. მეგრ. არდგილი. ყიფშ).

არნაგაი
მოთხრილი მიწის გადასატანად მოწყობილი ძელი (ნ. ილ. ჭყონია, შდ. საბა არნადი).

არსა
არსად.

არჩივი
წილი, ულუფა. გათხოვილ ქალიშვილს უგზავნიდნენ დაკლულ ქათმებს და ღორის ხორცს, რასაც ეძახდნენ არჩივს.

ასალი
ფოჩიანი ქეჩა სედლოს ქვეშ დასაგებია (ნ. სედლო).

ატორღიალება
ადევნება, აყოლა (ნ. ილ. ჭყონია).

აფერი
არაფერი.

აფერიზა
არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისათვის.

აფსიორება თვალის
შემცდარად დანახვა რამესი (შდ. ილ. ჭყონია: ასიორება).

აფუტება
კვამლის დაყენება (ნ. ფუტი).

აფშარა
ავშარა, ცხენის ლაგამის მაგვარია, მხოლოდ პირში ამოსაღები რკინა არა აქვს.

აქანე
აქ.

აქედამა/ე,ი
აქეთა.

აქნა
დაკაფსა, დაჭრა (ნ. ილ. ჭყონია).

აქნამდი
აქამდის.

აღაპი
მკვდრის პატივსაცემად გამართულ ქელეხს ეძახიან (ნ. საბა ორბ.).

აყლაყუდა
უშნო მაღალ კაცზე იტყვიან (ნ. საბ. ორბ).

აყრილი
ატეხილი.

აყანა
ვინმეს ხელში დაჭერა, იტყვიან ბებიაქალის საქმის შესრულებაზედაც.

ახორი
სამზარეულო სახლზე მოდგმული თავლა, კონახი (ნ. საბა ორბ.).

ახოცვა
აწმენდა, მოსუფთავება.

ბაბა
მამა.

ბაბიდა
მამიდა.

ბაბილო
ვენახის ფოთოლი.

ბაგა (პირის)
პირუტყვის საჭმლის ჩასაყრელს ეძახიან, რომელსაც ლამაზად ღობვენ (ნ. საბა).

ბადაგი
მობეტმეზებული ტკბილი (მაჭარი) ნ. ბეტმეზი.

ბადე
ბადე სხვადასხვაა: 1. ჩიტბადე. 2. ხოლოხი – ხელის ბადე. 3. სასროლი ბადე (თევზის) 4. სასირე ბადე (იხ. საბა).

ბადიში
შვილიშვილი.

ბაზი
დიდი შხამიანი ბუზი (ნ. საბა ორბ.).

ბაზმა
„როდესაც ოჯახში რაიმე გადამდები სენი გაჩნდება, თხის ქონისა და ნიგვზისაგან შეზავებულ მალამოს ცეცხლს უკიდებენ და ასე ილოცებიან: „ბატონებო, თქვენს გზაზე ია და ვარდი, საიდან მობრძანებულხართ, იქეთკენვე წაბრძანდით, შვიდობით მობრძანებულხართ, შვიდობით წაბრძანდით

ბათფანი
ბათმანი უდრის ნახევარ ფუთს.

ბაიბური
ჩამიჩუმი, „ბაიბური არ ისმის“.

ბაკი
წუღის მკერავის ტყავის სალბობი ჭურჭელია (შდ. საბა).

ბალდუმი
ცხენის ძუის ქვეშ ამოდებული ტყავია, კურტანმა რომ დაღმართში წინ არ წაიწიოს (ნ. ილ. ჭყონია).

ბალი
სხვადასხვა ჯიშისაა: შამბალე (შავბალე), კახამბალი (კახაბალი), ქვიშნა ბალი, მაგარა ბალი, ალიქმელიქი ბალი, თეთრი ბალი, ბიმბილე ბალი.

ბალღამი
ჩირქი.

ბანდალი
სისუსტისაგან ან სიმთვრალისაგან ქანაობა, ბორძიკი (შდ. საბა).

ბანდვა
არა მჭიდროდ კერვა, ქსოვაზედაც იტყვიან.

ბაო
ჩრდილი (შდ. საბა და ვ. ბერიძე).

ბარა
მიდამო, ქონება: „აფერი არაა ჩემ ბარაზე“.

ბარბალობა
ოთხ დეკემბერს იცოდნენ (ძვ. სტ.). ამ დღეს სასუქში ამწყვდევდნენ ქათმებს ახალი წლისათვის. ოჯახის უფროსი დედა ქალი, დამწყვდეული ქათმებიდან ამოირჩევდა ერთს, რომელიც სალოცავ ქათმად ითვლებოდა. ამ სალოცავ ქათმის დაკვლა და ჭამა გარდა ოჯახის დედა ქალისა, არავის შე

ბარდი
ეკლის მაგვარი მცენარეა, მაყვალს იბამს.

ბარდღალა
1. მრავალფერი, ჭრელი. „ბარდღალა ჩითი“. 2. ან არეულად მოლაპარაკე.

ბარქაში
ხელგობა, პატარა გობი (შდ. საბა).

ბარჯგი
ბოძი.

ბასკა
ყავრის დასამაგრებელი თხლად გათლილი ხე (ნ. ვ. ბერიძე, ბასკი).

ბასკუნი
ცემა, რტყმევა (ნ. ვ. ბერიძე).

ბაქიბუქი
დამუქრება, დაშინება (ნ. საბა ბაქი).

ბაღანა
ბავშვი. გადატ. ახალგაზრდა, მაგ. იტყვიან: „ბაღანე ქალიაო“.

ბაღი
წვივსაკონი, ზონარი.

ბაყვი
ბარძაყი (ნ. საბა).

ბაყუნი
ნ. ბასკუნი.

ბაშკა
თავი.

ბაჩალა/ე)-ი
მოზრდილი „ბაჩალი თებზი“ – მოზრდილი თევზი.

ბაძია
ისეთ ხარზე იტყვიან, რომელიც უღელს სწორად არ სწევს და მეორეს ეტოქება, ებაძება. იტყვიან კაცზედაც.

ბაწარი
თოკი.

ბახჩა
ბოსტანი.

ბდღვირი
ბდღვირს ადენს ნაცარში“, ე. ი. მტვერს, კორიანტელს ადენს (ნ. საბა).

ბდღვნა
პტყვნა; ტაკება; „ებდღვნა“ – ეტაკა.

ბელა
უბედურება: „რა ბელაში ჩავარდი“.

ბელასინი
უბედურება: „ჯანდაბა და ბელასინი“ (ნ. ილ. ჭყონია).

ბელატი
უთმო კაცი, მელოტი (ნ. საბა).

ბელენძუხა/ე)-ი
დიდი, უზარმაზარი (შდ. ვ. ბერიძე).

ბელტი
1. მოკლე სქელი ფიცარი, 2. ხვნის დროს ამოცვენილი მიწის ნაჭრები.

ბელყაიში
ტყავის მოქარგული ბრტყელი სარტყელია, რომელსაც ჩაქურაზე (იხ,) ირტყამენ.

ბენცელა//ე)-ი
ძაღლის ავადმყოფობაა (შდ. ვ. ბ. ბანცალა).

ბეჟვა
ცემით ან დაცემით რისიმე დაჟეჟვა „დაბეჟილი ვაშლი“ – დაჟეჟილი ვაშლი.

ბერწი
ხანგადასული, უშვილო.

ბესეტკა
ფოთლებით გადახურული ადგილი, რომელსაც კედლები არა აქვს, ტალავერი.

ბეტმეზი
გადადუღებული ტკბილი (მაჭარი).

ბეღელი
პატარა ოთახისოდენა მაღალ ბოძებზე შემდგარი პურეული მარცვლის შესანახი სახლი.

ბეღელი ყამარი
ხუთასი ფურცელი ყავარი.

ბეწერა/ე-ი
უნაყოფო მიწა.

ბზეი
მზე.

ბზეკა
სხეულის რომელიმე ნაწილის გაშვერა (ხელის, ფეხის, ენის).

ბზეკალ-კოდალა
ხის პატარა მშვილდი (ნ. ილ. ჭყონია).

ბიბო
ძალიან წმინდად დაფქვილი სიმინდი (ნ. პიპკი).

ბიგა
ორპოტიკა თივის ასაღები ჯოხი.

ბილი
რბილი.

ბინდი
წყნარი ქარი.

ბირბილი
ცეცხლი რომ რაიმეს ძლიერად მოეკიდება, იმაზე იტყვიანი.

ბირდაბირა
ხერხის სახელია, რომლითაც ორი კაცი ხერხავს.

ბლუკურტა
ხის ან ადამიანის ტანზე ამობურთული.

ბობორიკა
ობობა.

ბობში
ბავშვი.

ბოგა
დიდი ხიდი მდინარეზე, რომელზედაც ურემს შეუძლია გავლა. იტყვიან კიდევ „საქონლის ბოგა“, ე. ი. საქონლის ბაგა. (შდ. მეგრ. ბოგა (ყიფ.). საბა).

ბოგირი
პატარა მდინარეზე გადებული ხიდი.

ბოზანდარა
საჭმლის შესანახი შკაფი (შდ. უზანდარი).

ბოიკი
მოზრდილ ბიჭზე იტყვიან „კაი ბოიკიაო“ (შდ. საბა).

ბოკონი
სამზარეულო სახლის საძირკველსა და მიწას შორის გამოყენებულ ხეებს ეძახიან (შდ. ვ. ბერიძე).

ბოლათი
ქვაში ან ხის ძირში ერთად დაგროვილი თევზების გროვა.

ბოლი
ხის შტო.

ბოლოშავი
ჩიტის სახელია.

ბორბალა
ობობა.

ბორიო
ნელი ქარი.

ბორძალი
ისარი.

ბორჯი
დრო. „დადგა დრომდი და ბორჯამდი“ (შელოც.).

ბოსლობა
საქონლისადმი პატივისცემის კულტის დღესასწაულია 55 დღით ადრე აღდგომისა, შაბათ დღეს. გამოაცხობდნენ ქონიან მჭადს. მთელი დღე ოჯახის პატრონი ქალი საჭმელს ვერ ჭამდა. საღამოზე იწყებდნენ ლოცვას. ანთებდნენ თაფლის სანთლებს და ხარებს მიაკრავდნენ რქებზე, ერთი -ჩადგებ

ბოყვი
ის ხე, რომელშიაც სახლის კედლის ფიცრებია ჩაშენებული (ნ. ვ. ბერიძე).

ბოშო
ცოლ-ქმარი ხმარობს ერთმანეთისადმი მიმართვისას.

ბოძალი
ნ. ბორძალი.

ბოწოწო
სიმინდის ფოჩი.

ბოხჩა
რევოლვერის ჩასადებია, ტყავისაგანაა შეკერილი (შდ. ჩუბ.).

ბოჯაყი
იმ ადგილს ეძახიან, სადაც ხის ტოტი უერთდება ტანს.

ბჟიორა
პატარა ჩიტის სახელია, გუნდ-გუნდად იციან ფრენა.

ბჟოლი
თუთა.

ბჟოლის ჟღვერთი
თუთის წნელი, კანი.

ბჟუტვა
სანთლის ან ცეცხლის ძლივ-ძლივობით ნთება.

ბჟუტური
დაუკვირვებელი, უთავბოლო ლაპარაკი.

ბრექა
გაჭიმვა, წელში გამართული სიარული (შდ. საბა).

ბრელი
ბევრი, მრავალი.

ბუდარი
უნაგირის ბალიშზე გადასაფარებელი ტყავი.

ბუდუა
ნათლია.

ბუზარა
საქონლის მკბენარა მწერია – იტყვიან დაუდეგარ ადამიანზედაც, – „რა დაგემართა, ბუზარე ხვარ შეგჟდომია, რომ აღარ ისვენეფო“ (ნ. ვ. ბერიძე).

ბუკისციხე
თემის სახელია ჩოხატაურის რაიონში.

ბულთი
ბურთი.

ბუმბული
ბუმბულისაგან გაკეთებული ძალიან სქელი ლეიბი.

ბუნდრუკი
თავისუფლად თარეში, თავის ნებაზე სიარული.

ბურდანი
ბუდეში ჩასაგები ან ღორის ბუნაგის თივა.

ბურდღა
ბუმბული.

ბურდღული
გაურკვეველი ლაპარაკი.

ბურკა
კურკა.

ბურჩხა
ბალახის სახელია, მაღალს იზრდება (ნ. საბა).

ბურძგალა
ბალახის სახელია, იტყვიან წაბლის გარე ეკლიან კანზედაც.

ბუქნა
მოხრილი ცეკვა (ნ. საბა).

ბუღარა
კაცის სახელია.

ბუშალია
ნაბიჭვარი, უკანონო შვილი (შდ. საბა ბუში).

ბუძუ
ჩალდაყს რომ ბორბალი არ მიედოს აჭედენ პატარა გათლილ ხის ნაჭერს ანუ ბუძუს.

ბუჯგური
რაიმეს ძებნა, ქექვა.

ბუჯერი
სამზარეულო სახლის კედელზე გაკეთებული ჭურჭლეულობის დასაწყობი (საბა).

ბღვერა
გაჯავრებული ცქერა.

ბღინკი
დაძაბუნებული გამხდარი.

ბღინძურია
ავგულიან, ბრაზიან კაცზე იტყვიან.

ბღორინი
ბღავილი.

ბე
დადასტურებისას იტყვიან, მაგ. „ქარხანა მუშაობს-ბე“.

გაბარება
„ბაღანე გავაბარე“ – ნიშნავს ბავშვის სხვისათვის მოსამსახურედ მიცემას. საერთოდ ნიშნამს სხვისთვის რაიმეს სესხებას.

გაბახება
საქვეყნოდ სირცხვილის ჭმევა, შერცხვენა.

გაბიცება
მჭადს, რომ დიდხანს დააგვიანდება კეცზე, იმაზე იტყვიან.

გაბურსალებული
გაჯავრებულზე, მთვრალზე და გულწასულზედაც იტყვიან.

გაბღეზებული
გახელებული, გაცოფებული.

გაბღუზვა
რაიმეზე გაჯავრება, მოღუშულად ყოფნა.

გადაასხვაგნა (სიტყვა)
გადაკრული ლაპარაკი, სიტყვის გადასხვაფერება ლაპარაკში.

გადაკიდება
1. გადამტერება, 2. საშველის არ მიცემა: „გადამეკიდა და არ მაძლევს საშველს“.

გადამთიელი
შორებელი: „აქაური კარა, გადამთიელია“.

გაზავება
მოჩხუბრების გათიშვა.

გაზეპვა
მაგრად გაძღომა: „გეიზეპა მაგრათ“. ნიშნავს რაიმეს მაგრად გატენასაც.

გათაუხლარება
გაუთაურება.

გათვალვა
ხალხის რწმენით არსებობს ხარბი თვალები, რომლებიც ავათ ახდენენ ადამიანს ან საქონელს.

გათიშვა
„ბატონყმობის გათიშვა“, ე. ი. ბატონყმობის გადავარდნა, ჩამოგდება.

გათოთინებული
ძალიან მსუქანი, „გათოთინებული ბაღანე“.

გაი
გადი, „გაი გარეთ“.

გაიდაბანი
როდესაც სახლის სახურავს ნაკლები დახრილობა აქვს იტყვიან „გაიდაბანიაო“.

გაიდონა
ბულბული.

გაკაკალება
გაბნევა, გაყრა, „გუუკაკალე სიმინდს“.

გაკიანთება
ძლიერ განათება.

გაკოპიტება
ხის გათლა-გალამაზება, იტყვიან რაიმე საქმის მოხერხებულად გაკეთებაზედაც: „გააკოპიტა საქმეო“.

გაკუჭება
გაბრაზება, გულის მოყვანა რაიმეზე.

გალოცვა
ახალწელიწად ღილას (კალანდას) იცოდნენ. პირველყოვლისა დილაადრიან (განთიადისას) გაისროდნენ წინღამით მომზადებულ თოფს. როდესაც კარგად გათენდებოდა და ყველანი ადგებოდნენ, ოჯახის უფროსი მამაკაცი დიდ გობზე დააწყობდა ღორის თავს, ქათმებს, წლის ყოველგვარ მოსავალს: ღ

გამარმალებული
ძალიან მჭრელი, მახვილი.

გამეტი
გარდა, გარდა ამისა. „ამის გამეტი არ მაქ“.

გამთენიოს
განთიადზე.

გამობარება
გამოწვევა, გამოძახება, „გამომიბარეს სუდში“.

გამობიცება
იხ. გაბიცება.

გამოკეკვა
გამოჩეკა.

გამომეკრა
„გლახა საქმე გამომეკრა“ – შემემთხვა.

გამონალია
პატარა კვერცხი, იტყვიან ტანად პატარა ბავშვზე: „გამონალიე ბაღანეაო“.

გამონოჟა
გამოჟონა.

გამოწყობა
სამგზავროდ მორთვა, მომზადება.

გამხელა
გამჟღავნება რაიმე ამბის.

განარვა
ნავი, რომ წყალს გაარღვევს, იმაზე იტყვიან (ნ. ილ. ჭყონია). იტყვიან აგრეთვე: „გულზე გადამდნარაო“ ე. ი. მესიამოვნაო.

განახლება
სოფლის სახელია ჩოხატაურის რაიონში (ნ. ამაღლება).

გაპარება
სანთლის, ცეცხლის ჩაქრობა.

გაპირპილება
გაცხარება, გაჯავრებისაგან ან ცეცხლთან ჯდომისაგან გაწითლება.

გაპიჭინება
ბავშვის გულის წასვლა ტირილისაგან; იტყვიან აგრეთვე: „გაპიჭინდა სიცილითო“.

გაპტყელება (ენის)
ბევრი ლაპარაკი.

გაჟანჟღალება
წყალში რაიმეს ამოვლება.

გარამოობა
გარემოება.

გარიალება
ხელის ან ფეხის რაიმეში კვრა: „გუურიალა ფეხი ტალახშიო“.

გარისინება
„გარისინდა გულზე“ ე. ი. გაბრაზდა ძალზე.

გარო
მსუქანი ხორცის მოხარშვის შემდეგ წყლის ზედაპირზე მოყენებულ ქონს ეძახიან (შდ. ვ. ბერიძე).

გაროფვა
მაგრად გაყინვა, გატეხვა ან გაპობა: „გუუროფა თავი“.

გასუნელებული
გასულელებული.

გატანია
ბურთის თამაში, რაც გამოიხატება „ლელოს“ (იხ.) გაქცევით გატანაში.

გატიკნული
შიშველი, უტანსაცმლო.

გატლეკილი
ენაზე წასული, ბევრის მოლაპარაკე.

გაუბგიალა
თოფი გაისროლა.

გაუთაურება
თავის აშვება, გათავხედება.

გაფარება
გარტყმა სახეში.

გაფერფეტებული
მსუბუქი. იტყვიან ჭკუანაკლებზედაც: „ქლა გაფერფეტებულია“-ო.

გაფიცხება
გამომცხვარი ცივი მჭადის ცეცხლზე მიცხუნება.

გაფშვნა
„სიმინდის გაფშვნა“ – გალეწვა.

გაფხაკუნება
გახმაურება.

გაქაჩვა
ვინმეს დაჭერა და მაგრად შეკვრა.

გაქიაქება
გახევა, დაფლეთა (ტანსაცმლის).

გაქუცული
გაქნილი, ეშმაკი.

გაღალვა
იხ. გათვალვა.

გაღნიოშება
იხ. გაქიაქება.

გაყიფსებული
მჭადი, რომ გაცივდება და გამაგრდება, იმაზე იტყვიან“.

გაშობილა
უყანო ადგილი, სადაც საქონელს უშვებენ საბალახოდ.

გაშპა
მოსხლეტით გაიქცა: „გაშპა გურული“ (ნ. ილ. ჭყონია).

გაჩერება
გაჩუმება: „აი იქნა მაგის გაჩერება“.

გაცეხლება
გაცხარება, გაბრაზება.

გაცფობა
შერცხვენა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნა.

გაწამაწია
დიდ შრომა-ჯაფაში გართვა. „დიდ გაწამაწიაშიაო“, ე. ი. დიდ შროშაშიაო.

გაწბილება
რაიმეს თხოვნის შემთხვევაში უარის თქმა.

გაწეკვა
გაგლეჯა.

გაწინწილებული
გაწვრილებული: „წელში გაწინწლებული“.

გაწყლომა
გაწყრომა.

გაწყობა
ღომის ხელოვნურად გახმობას ეძახიან. კარგა მოზრდილ ჩელტს გამოკიდებენ ოჯინჯალაზე (იხ.), ზედ დააყრიან ღომის თაველებს, ქვეშ შეუნთებენ ნელ ცეცხლს და ამგვარად ხმება ღომი.

გაჭარჭყვა
გაჭყლეტა. როდესაც მძიმე ტვირთი მიაქვს კაცს იტყვიან: „გეიჭარჭყა კაციო“.

გახვითქინებული
მსუქან ახალგაზრდა ქალზე იტყვიან.

გაჯაღადირება
რაიმე საქმეში გაწვალება: „საქმე გამიჯაღადირდაო“.

გაჯვარდა
გაჯავრდა.

გდებინება
პირიდან ღებინება.

გეგენია
„გეგენიე სიცხე“. მზე რომ მეტად დააცხუნებს, იმაზე იტყვიან (შდ. ვ. ბერიძე, გაგანია).

გეზელა
ყვითელთვალებიან მიმინოზე იტყვიან.

გეზი
თოფის ზუმბა, დასატენი (ნ. ილ. ჭყონია).

გემბრიელი
გემრიელი.

გერგილი
ზარმაცი (შდ. საბა).

გვანი
ნაგავი (ნ. ვ. ბერიძე).

გველთებზა
გველის მაგვარი თევზის სახელია.

გვერდი უხარა
გვერდი უქცია.

გვინძღი
ისეთი ადგილი, სადაც ეკალი და ხეები ერთმანეთშია გადაზრდილი.

გვირიშტი
მაგრად და ლამაზად ხელით ნაკერავი მანქანასავით.

გზობა
ჯერ, ხელ: „ერთი გზობა“ „ორი გზობა“.

გიდელი
ყურძნის საკრეფი ჭურჭელია, რომელიც დაღობილია იმგარად, რომ თავი ფართო აქვს და ბოლო ვიწრო. თავზე თოკით პატარა კაკვი (ღაღვილი) აქვს მობმული.

გირზინეული
გამთვალავი, ავზრახვებიანი ადამიანი.

გლახა საშუარი
ძნელის საშოვარი: „ლუკმაა გლახა საშუარი,თვარა პირი სულ მუდამ ღიაა“.

გლიჯინი
ხმაურით გავლა.

გო
მიმართვისას ხმარობენ, ნიშნავს „გოგო“ (იხ.).

გოგოთობა
მოთქმა, ტირილი.

გოგორა
ბორბალი (ურმის).

გოდორა
გიდლის მაგვარად დაღობილი თევზის საჭერია; ფართო თავისკენ უკეთებენ ძაბრს ისე, რომ თევზი მხოლოდ შედის შიგ და გარეთ კი ვეღარ გამოდის. „გოდორას“ ზოგჯერ მრგვალ ფორმისას ღობვენ. წყალში ჩადგამენ და ქვებით ავსებენ. ზამთრობით თევზები გუნდ-გუნდად აფარებენ თავს შიგ

გოზვა
ქვევრზე მიწის დაგნესაზე იტყვიან.

გომბია
გომბეშო.

გონჯი
ცუდი „გონჯათ ჯოფნა“ =ცუდად ყოფნა.

გორა
სოფლის სახელია ჩოხატაურის რაიონში.

გორი
ყანის საზღვარი.

გორიცა
პატარა გოდორი.

გოროხი
მიწის დახვნისას ამოცვენილი გამხმარი მიწის ბელტები.

გოჭკობრაი
თევზის სახელია (შდ. საბა გოჭა).

გრანიცა
საზღვარგარეთი.

გრიშის თმა
გიშრის თმა.

გუბაზოული
მდინარის სახელია.

გუგულა
წისქვილის ქვის ნახვრეტი, რომელშიაც ჯამჯამედან (იხ.) მარცვლები ცვივა (ნ. ვ. ბერიძე).

გუდაფშუკა
სოკოს სახელია. მოჭრილის წამლად ხმარობენ.

გულბოყვი
საქონლის წინა ნაწილი.

გულდადებული
„ოჯახზე გულდადებული კაცია“ – ოჯახის ერთგული.

გულჩვილი
ისეთ კაცზე იტყვიან, რომელიც მეტად მგრძნობიარეა და ყველაფერზე ტირილი მოსდის.

გულცფელი
გულწრფელი.

გურიანთა
თემის სახელია ოზურგეთის რაიონში.

გურის ტპა
ბუკის ციხეში მდ. სუფსას აქვს დიდი მორევი, რომელსაც ეძახიან „გურის ტბას“.

გუუფუცქნავი
კანშემოუცილებელი: „გუუფუცქნავი ხახვი“.

გუუქვითა
ანგარიში გაუსწორა.

გუუძახა
გადააგდო: „გუუძახა წყალში“.

გუუწვა
გაქცევაზე იტყვიან „გუუწვა ბაღდადისაკენ“.

გუშხამ
გუშინ ღამ. გურიაში რამდენიმე დღისა და კვირის წინათ მომხდარ ამბავზე იტყვიან: გუშხამო.

გაბრედა
დაბალ და მუცელ ფართოზე იტყვიან: „გუაბრედა კაცი“, „გუაბრედა სანწახელი“.

გადაი
თევზის სახელია.

დაბარცხული
დაბალი ტანის კაცზე იტყვიან.

დაბარძღული
ნ. დაბარცხული.

დაბელვა
ხის ტოტების დაჭრა. ნიშნავს ცემასაც (შდ. ვ. ბერიძე: ბელვა).

დაბურდღაშება
დახევა, მიწის დარღვევა, მოხვნა: „ტრაქტორმა მიწა დააბურდღაშა“, ნიშნავს დაგლეჯასაც.

დაგმანვა
ჭუჭრუტანების დახურვა, ამოვსება.

დაგუბაშება
საქონლის ან ხალხის ერთად თავის მოყრა.

დაგუზგუზება
დიდი ცეცხლის დანთება.

დადაღვა
გახურებული შანთით დაწვა.

დადე
ძველად ახალ გათხოვილს ატანდნენ ქალს მომვლელად, რომელსაც დადეს ეძახდნენ.

დადეგი
პირველი სექტემბერი. ძველად კი ამ დღეს იყო წლის დასაწყისი (ნ. ილ. ჭყონია).

დაზმანება
ზომის აღება (შდ. საბა ზმანება).

დათანთარება
მზის ძალზე დაცხუნება.

დათვის ფანჩარა
ბალახის სახელია.

დაკამება
1. დატკბობა, დაცხრომა: „დუუკამდა ტკივანი“. 2. კარგი ამინდის დადგომა.

დაკვერვა
მოშვებული ნალის გამაგრება ახალი ლურსმნებით.

დაკიჭკიჭებული
სუფთად და ლამაზად ნაწერი. იტყვიან ლამაზ მწყობრ კბილებზედაც: „დაკიჭკიჭებული აქო“.

დაკოდვა
დაჭრა, იტყვიან დასაჭურისებაზედაც (ნ. კოდვა).

დალუსკუმება
ძალზე დაბნელება: „ისთე დალუსკუმება, თვალში თითს ვერ მიიტან“.

დამართება
შემთხვევა „იმისთანე საქმე დემემართა“ – შემემთხვა.

დამაშვა
დაბარულის დათოხვნას ეძახიან.

დამბული
დაბმული.

დამგუნება
რაიმეს დაწუნება ღა უკან დაბრუნება.

დამინტრიე
დამიმტვრიე.

დამორვა
ხის შტოების დაჭრას ეძახიან ისე, რომ მხოლოდ დატოვებენ (შდ. ჩუბ. დამორვა).

დამოწმება
დაბარება: „ქალაქში მივალ და დამიმოწმეფო“.

დამჟღარი
დამჭკნარი (შდ. საბა). ნ. ჟღნობა.

დამრჩენოდი
მქონოდი, მყოლოდი: „შენ, რომ დამრჩენოდი, იმ დროს კაი იყო“.

დამქაში
რაიმე საქმეში მომხრე, თანაშემწე (ნ. ვ. ბერიძე).

დანაფსვა
დათარსვა.

დანაღვლებული
ნაღვლიანი, სევდიანი: „დანაღვლებული ლაპარიკი“.

დაპიჟინება
დასივება. ნ. პიჟინი.

დაპკოლებული
ისეთ კაცზე იტყვიან, რომელსაც რაიმე დაშავებული აქვს.

დაპოპრვა
ბავშვი სატირლად რომ სახეს მოაწყობს. ნ. პოპორი.

დაპურება
„ქათმების დაპურება“, გამოკვება.

დარღოვა
დარღვევა.

დასტურ
მართლა, სწორედ.

დასუნული
გველის ან სხვა ავი სულის პირშეხებულს ეძახიან.

დატიება
დატოვება.

დაფინცქვალება
წვრილ-წვრილად დაჭრა, დატეხვა „დააფინცქვალე შეშა“.

დაფსება
დავსება.

დაფუნჩხვა
დანგრევა, დაშლა.

დაფუნჩხვა
ნამცეცებად ქცევა. ნ. ფინჩხალი.

დაფშუკვა
დავსება, გაქრობა, „ცეხლი დეიფშუქა“ – გაქრა. იხმარება წყევლის დროსაც: „დეიფშუკე“ – დაიფსე, გაღატაკდი.

დაქადნება
დამუქრება.

დაქანცული
ძალიან მსხმოიარე ნაყოფი: „დაქანცული აქ ქლათ ბოლებიო“.

დაქფა
დაფქვა.

დაღერღვა
მსხვილად დაფქვა.

დაღვაჯული
ნ. დაბარცხული.

დაშავება
კეხისაგან ცხენს ან უღლისაგან ხარს ტყავი რომ გადაძვრება, იმაზე იტყვიან.

დაშნა
ყავრის სახადი იარაღი ნ. ყავარი.

დაჩაირება
საქონლის ბალახში დაბმა.

დაჩემება
დაჟინება: „დეაჩემა საშინელათ“.

დაცხინკება
ცხვირის დაცემინება.

დაძვამბილება
მაგრად გალახვა. გალახვისაგან გვერდების დამტვრევა.

დაწიგვნა
„დუუწიგნა ყოლიფელი“ – რაიმეს შესახებ დაწვრილებით მოყოლა.

დაწირეხება
ტკივილისაგან დაგრეხა ან წნელის დაგრეხა. ნ. წირეხი.

დაწიწმატება
სულიერი ტკივილისაგან დაგრეხა.

დაწრეტა
წყლის დაწურვა ან სისხლისგან დაცლა.

დაჭუჭვა
თვალის დახუჭვა.

დახვანვა
ბაგეების გაღება და კბილების გამოჩენა.

დახვინჭილება
ტანის დაბანა: „დახვინჭილდა“, ე. ი. დაიბანა.

დახლეჩა
დაგლეჯა, ნაკუწებად ქცევა.

დახუება
უკადრისობა.

დახჩობა
დახრჩობა.

დაჯორგვა
რაიმეს სიმძიმის ქვეშ რომ მოამწყვდევენ, იმაზე იტყვიან.

დგიმი საბარცხალი
სახლში ფართლეულის საქსოვი იარაღის სახელია (შდ. საბა დგიმი).

დგემლი
გრდემლი.

დგეფა
წყალში რაიმეს გადაგდებისას ხმაური. იტყვიან: „დგუეფა გააყრიაო“.

დედაბერა
დიდი ბუზია, საქონელს ჰკბენს (ნ. ვ. ბერიძე).

დედამანია
ბებია ქალი (ნ. ილ. ჭყონია).

დედლიქონა
ტყიური ფხალის სახელია.

დედუფალი
დედოფალი. ამ ფორმით მოჰყავს ეს სიტყვა საბას.

დეიკუპლა
დაიკუპრა: „დეიკუპლა ცაი“.

დემურქა
დიდი უზარმაზარი, უძრავი ქვა (დევური ქვა?).

დერგი
ქვევრის მსგავსი ჭურჭელია, მხოლოდ უფრო პატარა (ნ. საბა).

დვირო
სახლის სარტყლებს შორის გადებული დიდი ხე, რომელზედაც ჭერებია დაწყობილი.

დილენჯი
მოუხეშავი, უზრდელი (ნ. ვ. ბერიძე).

დიხა
მიწა.

დიხაშვილდი
„ნადირის ანუ მხეცის გასარებზე მოწყობილი თოფი (უწინ შვილდი), რომელიც აუცდენლად მოხვდება ნადირს (ნ. ილ. ჭყონია).

დიხაშხო
კარგი ნოყიერი მიწა (შდ. საბა).

დიხაშხო
საყანე ადგილის სახელია ზემოხეთში.

დობირო
ვაკე ადგილი, სადაც ვენახის ვაზები ხეებზეა გაშენებული, (შდ. ილ. ჭყონია დობილო).

დოლაბი
წყლის დიდი წისქვილი.

დოლია/ე
ურქო (შდ. საბა და ილ. ჭყონია – დოლა).

დოსტი
ამხანაგი: „იგენი დოსტები არიენ“ (ნ. ვ. ბერიძე).

დოჩხაური
კარგად დანთებული ცეცხლი (ნ. ილ. ჭყონია).

დუდი
ბიბილო (მეგ. დუდი = თავი).

დუნია
ქვეყანა.

დურუბა
ნახევარფუთიანი ღვინის დოქი.

დუყი
ახლადამოყრილი .ფოთლის კოკორი.

დღლიზვა
მაგრად დარტყმა, ხეთქება.

ეგერაგერ
აქა-იქ.

ეზადა
თოფის ფისტონი.

ეთქა
ერქვა.

ეისუნა
აისუნა.

ეკალა
ეკლის ჩვილი ყლორტებისაგან გაკეთებული ფხალი. ნ. ძიგუარა.

ელანძე
ერთლანდზე, ერთ წამში, ერთ მინუტში.

ელეგი
მკერდზე იცვამენ „ჟილეტის“ მაგგვარია (ნ. ილ. ჭყონია).

ელესა
მძიმე ტვირთის აღებისას ერთად შეძახება, ნადური.

ელუსამეთი
იერუსალიმი. შდ. მეგრ. ელისამეთი.

ენგური
აგური.

ერთიცახე
ცოტა, პატარა. „ერთიცახე შეიცადე“.

ერთქამეთი
ერთმანეთი.

ერი
ერთი.

ერი პირი
„ერი პირი ქე შეშინდა შარა“. პირველად, ერთი მხრით.

ერი ცუცქუნა
იხ. ერი ფინჩხა.

ერიფინჩხა
ძალიან პატარა, ერთი ნამცეცი. „ერი ფინჩხა მომე“.

ერიშეი
„აღარ ვარ კაცი ერი შეი“. ერთი შეი.

ერიცახე
ძალიან პატარა „ერიცახე ბაღანეა“ (ნ. ილ. ჭყონია).

ერმინუჩი
ერთ მინუტში.

ერწამა
„მაცა ერ წამა“, დამაცადე ერთ წამს.

ვაზნა
პატრონების ჩასაწყობი ტყავი (შდ. საბა).

ვანისწყალი
დიდივანის მდინარეა, იყოფა ორ შტოდ: 1. ოდიშის წყალი და 2. ვანის წყალი.

ვარცხლი
ფიცრებისაგან შეკრული ან გულამოთლილი მრგვალი ხე, რომელსაც ხმარობენ სარეც ჭურჭლად (შდ. საბა ვარცლი).

ვაცა
სახლის სახურავის მწვერვალი, და მთავარი ბოძი, რომელზედაც კავები იყრიან თავს (ნ. ვ. ბერიძე).

ვინცხა
ვიღაცა.

ზა
და, თვის: „კაციზა“, „ჩემი გულიზა“.

ზაკვავი
ავი სული, კუდიანი (ნ. საბა. მზაკუარი).

ზანტუკი
სკივრი.

ზარმლობა
სადილის შემდეგ ვახშმობამდე საჭმლის ჭამას ეძახიან. ეძახიან აგრეთვე იმ დროს, მზის ჩასვლას რომ ორი-სამი საათი აკლია.

ზარხოში
შეზარხოშებული, ოდნავ შემთვრალი.

ზაფრა
„ზაფრა ეცა“ - უეცარი შეშინება.

ზეგანი
ცოტა მთიანი ადგილი, სადაც მოსახლეები ცხოვრობენ (ნ. საბა).

ზედაბახვი
თემის სახელია ოზურგ. რაიონში.

ზვინი
მაღალ ხეზე კიდებენ სიმინდის ან ღომის ჩალას ისე, რომ წვიმა ვერ გაუვლის. დაზვინვა ხდება დაბალზედაც.

ზმა
თქმა, პასუხი: „გეზმობოდა ყოველ ენაზე“; გიპასუხებდა ყოველ თქმაზე.

ზორბა
დიდი, ბევრი. „ამოყარა ზორბათ თებზი“.

ზორი
ძალა: „რა ზორი ადგანა“.

ზოტი
(ზოტიყელი) – გურიის სამხრეთ მხარეში თემის სახელია, სადაც გამაჰმადიანებული გურულები ცხოვრობენ.

ზრუგი
ზურგი.

ზრუგიელი
ზურგის ნაწილი: „ზრუგიელის ქალაბანი“ – ყველაზე კარგი საქალამნე ნაჭერია (შდ. საბა).

ზუბზუბა
მსუქანი ფრინველისაგან გაკეთებულ კარგ წვენზე იტყვიან (შდ. ვ. ბერიძე).

ზუნზული
ხმადაბლა ტირილი.

ზუნზღვა
მაგრად დარტყმა.

ზუპანი
მოზრდილი ტვირთი, „ერთი ზუპანი შეშა“.

ზურზღული
ბევრის ერთად ტირილი, „ნუ ზურზღულობთ ბაღნებო“.

ზურმეხი
მაღალი ბალახის სახელია, მთაში იზრდება.

თავანი
„ოდის თავანი“ არე ჭერსა და სახურავს შორის. ზამთარში ინახვენ ზედ ხილეულ ნაყოფს და სხვ.

თაველი
„ღომის თაველი“, თავთავი.

თავის წასაგრება
რაიმესათვის ტყუილუბრალოდ თავის შეწირვა.

თავისახლი
გათხოვილი ქალისათვის მშობლების სახლი.

თავისწამახვა
სარის თავის წათლა.

თავშავა
ჩიტის სახელია.

თაკარა
ძლიერი, მახრჩობელა სიცხე.

თაკილი
უკადრისობა.

თალამბულისი
ფერადი აბრეშუმის განიერი და გრძელი წელსახვევი, ჩაქურაზე ირტყამენ ბელყაიშის (იხ.) ზემოდან.

თანრუჯული
მსხლის სახელია.

თარო
კედელზე აჭედილი ჭურჭლების დასაწყობი ფიცარი.

თარხანა
კაცის სახელია.

თებზი
თევზი.

თელი
მთელი.

თენჯერა
თუჯის კარდალი.

თვალგრიჟოვანი
თვამჭრელი.

თვალი
იხმარება რაოდენობის აღსანიშნავად: ორი თვალი, სამი თვალი.

თვინერი
„თვინერი ცხენი“. მოშინაურებული, არა კვინწარი.

თიაქარი
ავადმყოფობის სახელია. ქარების სახით უჩნდება ადამიანს (შდ. საბა).

თიბა
თივა.

თითისიგძე
პატარა ბავშვზე იტყვიან: „თითისიგძეაო“.

თიკი
სახელური.

თორთქოლო
„თორთქოლო ჭადი“, თოლხო, ახლად გამომცხვარი მჭადი.

თული
ფირალი, ყაჩაღი (შდ. ვ. ბერიძე).

თუნთრუბა
მეტად მსუქანი.

თუჯია
ნ. ნიგე

თქეში
ძლიერი წვიმა.

თხემლა
თხმელა,მურყანი.

თხიფსალა
ხეა (იხ. საბა თხიფსელა).

თხლარწია
ძლიერ თხელი, იტყვიან აგრეთვე პრანჭია ქალზე ან კაცზე.

თხლენაჭამი
შერცხვენილ კაცზე იტყვიან.

თხრილი
ღელე, კანაო.

თხუა
თხოვა.

თარა
თუ არა.

იადონი
ალიონი, განთიადი.

იაპონია
სოია.

იზაბელა
თეთრი ადესა.

იი
იგი, ის.

ილაჯი
ღონე, საშუალება: „ილაჯი გამემელია“.

იმიზა
იმიტომ.

იმსისხო
იმოდენა იმის სიმსხო „იმ სისხო კაცია“.

იმფერი
იმის მსგავსი, ისეთი.

ინჯაყვა
იღრძო. კაცი რომ იღრძობს ხელს ან ფეხს, იმაზე იტყვიან ნ. ნჯაყვება.

იოთმიოთი
ცუდი სიტყვის მიმტან-მომტანი.

იპარცავდა
იპარსავდა. ნ. პარცვა.

იჟღა
იჯდა. ნ. ჟდომა.

ირენჭკა
ჩიტის მახეა, რომელშიაც ჩიტები ფეხებით ებმებიან. იღებენ, თხილის მოქნილ ჯოხს ერთ თავზე მოაბამენ თოკს, მეორე თავს გაუხვრეტენ და შიგ გაუყრიან თოკს. თხილის ჯოხს მოდრეკენ და იმ ადგილას, სადაც თოკია გაყრილი, პატარა წვრილ ჯოხს შეუყრიან. ამ წვრილ ჯოხზე მოაწყობენ

ისთევლე
ისევ.

ისიპი ქა
სიპი ქვა.

ისლი
წვრილღერებიანი ლელის მაგვარი მცენარეა, რომელსაც სახლის სახურავად ხმარობენ.

ისოლე
ისევ.

იტელიგენტი
ინტელიგენტი.

კაბელა
ისეთი საქონელი, რომლის ფერი შავი და თეთრი ფერებისაგან შედგება.

კავი
იმ ხეებს ეძახიან, რომელზედაც სახლის სახურავია დასაგებული.

კავი
სახნავი გუთანი, ერთ უღელ ხარს უბამენ.

კათხა
ხის სასმისი (ნ. საბა).

კაი
კარგი.

კაკალი
ცალი „ერთი კაკალი“, „ორი კაკალი და სხვა“.

კაკუტა
ხის კავი რაიმეს ჩამოსაკიდი (შდ. ვ. ბერიძე კაკუტი).

კალავერი
ტალავერი. ნ. ბესეტკა.

კალამი
მილი. „ფუხრის კალამი“, „ჩალამკალამი“.

კალანდა
ახალი წელი.

კამარა
ნ. კარბა. ნიშნავს კიდევ არაყის გამოხდისას დენას რომ დაიწყებს არაყი.

კამი - ქლლ. ჩ

კამპო
ურმის ის ნაწილია, სადაც უღელი იყრება.

კამური
ალადასტურის მაგვარი ყურძენია, მხოლოდ უფრო მსხვილი მარცვლები აქვს (ნ. საბა).

კანაფურა
კანაფის მსგავსი ბალახია.

კანტარი
კენწერო, ხის წვერი.

კანჭა
წვივი (შდ. საბა კანჭი).

კაპარჭინა
თევზის სახელია, არის მდინარის სახელიც ბალიასტომის ტბის მახლობლად.

კაპეტი
დიდიხნის უყანო მიწა, ყამირი (ნ. ვ. ბერიძე).

კარა
კი არა.

კარავი
უჭერ-უიატაკო და ზოგჯერ უკედლო პატარა ქოხი.

კარანჩხა
პატარა კალათი (ნ. ილ. ჭყონია კალანჩხა).

კარბა
ურმის გვერდებს ეძახიან. უკეთებენ იმისათვის, რომ ტვირთი არ დაიბნეს. კალათის კარბასაც ნიშნავს (შდ. საბა).

კარკალი
ქათმის კაკანი კვერცხის დადების დროს ან შეშინების შემთხვევაში.

კარჭალა
გარე კანისაგან (წენგო) განთავისუფლებული თხილი, კაკალი (იხ. ილ. ჭყონია კაჭალი).

კაფე
„თესე, კაფე“, გუგული.

კაღამ
კინაღამ.

კაძახი
გლეხი.

კახპა
მეძავი, ცუდი ყოფაქცევის ქალი.

კბილჭიშკარა
ისეთ, კაცზე იტყვიან, რომელსაც კბილები შორიშორ (მეჩხერი) აქვს.

კე
კი.

კედარო
მხარე, გვერდი: „ამ კედაროდან“ – ამ გვერდიდან.

კევატი
ანჩხლი, ჟინიანი, ჯიუტი (ნ ილ. ჭყონია).

კელამიდა
თიხის პატარა კეცი.

კელევერი
საქონლის ნეკნებიდან ამოღებული სამწვადე ხორცი (შდ. საბა კელავერი).

კეჟერა
ფხალის სახელია.

კერკეტა
მაგარი, მაგარკანიანი კაკალი, თხილი (ნ. ბერიძე).

კერტა
ტყიური ფხალის სახელია (შდ. საბა).

კეში
დაუკოდავი (დაუსაჭურისებელი) ტახი (შდ. საბა).

კეხი
უნაგრის მაგიერია მძიმე ტვირთისას (იხ. საბა).

კვანტი
ფეხებში ფეხის გამოკვრა წასაქცევად (შდ. საბა).

კვანწარახი
იხ. წოიო.

კვანწია
კოხტა, მოხდენილი. იტყვიან პრანჭია ქალზე ან კაცზე: „ნამეტარს იკვანწებაო“ (შდ. საბა)

კვარაჭინა
„საქმის მოკვარაჭინება“ – საქმის ლამაზად და კოხტად გაკეთება. იტყვიან იმ შემთხვევაშიაც, როდესაც ქალამანი ან მესტები კარგად ექნება ფეხზე მორგებული: „მოკვარახჭინებულია“-ო.

კვატა
იხვი.

კვენდღი
დაგრეხილი ნორჩი ხის შტო ან ტყავის თასმა.

კვეჟღო
ხის ტანზე დარჩენილი ტოტის ძირი.

კვერი
ღადარში გამომცხვარი მჭადი.

კვერი
„დუუკრა კვერი“, ე. ი. დაუდასტურა.

კვინწარი
გაუტანელი.

კვირიკე
სოფლის სახელი იყო ზემოხეთის თემში, ამჟამად „განთიადი“.

კვირისთავი
თითის ტარზე წამოცმულ სიმძიმეს ეძახიან.

კვირტა
დაბალი ტანის კაცზე იტყვიან.

კვირჩხლა
პატარა და ძალზე სწრაფი თევზია. ამასთან იტყვიან ცოცხალ ბიჭზე: „კვირჩხლე ბიჭია“-ო.

კვირხილი
თხმელას ნაყოფს ეძახიან, რომელსაც ხელთოფელაში სასროლად ხმარობენ, იხ. ხელთოფელა.

კვიჭიჭა
წვრილი ტყიური მსხალი.

კვტარი
მკვდარი.

კიამპო
ხის ან კლდის მწვერვალი.

კიკაბო
ციცაბო.

კიკინა
თმა.

კიკო
კურდღლის ბაჭია.

კინჩხი
კისერი.

კიჟინა
ყიჟინა.

კირკვალი
ლობიოს მარცვლებს, როდესაც არ მოლესენ და რგვალად შეამზადებენ, იმაზე იტყვიან: „კირკვალი ლობიოვო“.

კირკილი
წვეთების ხმაური.

კიღამ
კინაღამ.

კლარტე
ბალახის სახელია.

კობზი
კოვზი.

კოდვა
იხ. დაკოდვა.

კოდის წისქვილი
ნ. ვ. ბერიძე „ღარის ნაცვლად ძალზე დაქანებული ქვის ან ხის მილი აქვს, წყალი ცოტა უნდება“.

კოდმე
ფერდობი, მდინარის ამაღლებული ნაპირი.

კოლონჯოგი
ერთგვარი ავადმყოფობაა. ადამიანს ქარების სახით უჩნდება.

კომპერატია
კოოპერატივი.

კონახი
რაიმე შენობა.

კოპე
მწარე გოგრისაგან გაკეთებული ღვინის ამოსაღები. ნ. ხრიკი (იხ. საბა).

კორიზა
ბაღლინჯო.

კორიფაი
ხის რაზა, საკეტი.

კორკიმელი
ჭანჭური.

კორკოტი
მწვერვალი (შდ. საბა).

კორღანო
სასაზღვრ,ი ქვა ან მიწაში ჩაყრილი ნახშირი.

კოსრო
საქოჩრე ადგილს ეძახიან.

კოსტალა
დიდი ოთხკუთხედი ლურსმანი.

კოტა
სიმინდის ტარო.

კოტა
ხის ღერო, რომელსაც ურჭობენ ფიცრებზეი, როდესაც რაიმეს აშენებენ.

კოფსი
საჭმელს ან სხვა რაიმეს დიდი ხანი რომ დააყოვნდება და ობი მოეკიდება, იმაზე იტყვიან. ნ. პოქსი.

კოშია
უკანო პატარა გოგრა.

კოჭლაბუხა
კოჭლზე იტყვიან.

კოჭობა
პატარა ქოთანი.

კპილა
ტილო „ჩემო კპილაა“ – ჩემი ტოლია.

კპილი
კბილი.

კრიპუჭი
ძალიან გასქელებული, სარაჯიანი თაფლი?

კტეი
კლდე.

კუთუნი
წუხილი, ოხვრა (შდ. ვ. ბერიძე).

კულუმბური
ჩიტის სახელია, იტყვიან აგრეთვე გაჯავრებულ, მოღუშულ კაცზე: „კულუმბურივითააო“.

კუმა
„ლუს-კუმა ღამე“, ძალიან ბნელი.

კუმატა/ე, ი
ფეხის თითების ავადმყოფობაა. ჩნდება შიშველი ფეხებით დაცვარულ მოლზე გავლისაგან.

კუმატი
კვიმატი, უქმ დღეს რაიმეს ბრძნა.

კუმპალი
ყურძნის მტევნის ორი-სამი მართალი ერთად., კუცხალი.

კუნცხურია
კუზიანი.

კუპრიელა
მამალი თხის ტყავისაგან გაკეთებული საღვინე გუდა, ტიკი.

კურკანტელა
ეკლის წითელი ფერის ნაყოფია, ზამთარში ჩიტები ჭამენ

კურკუმი
ძალზე მაგარი ძმარი.

კურო
ბუღა. გადატან. მნიშვნელობით: საყვარელი.

კურტანი
სატვირთე ცხენის ან ჯორის კეხი (იხ.); ადამიანებიც იკეთებენ მძიმე ტვირთის აწევისას.

კურცხალი
ცრემლი.

კუტა
ბიჭს ეძახიან.

კუჭე
ღვინჯე, ძალიან მწიფე მსხალი.

კუჭი მუუვიდა
გაბრაზდა, გული მოუვიდა.

კუჭმაჭი
ქათმის შიგნეული.

კუჭუნება
ზურგზე მოსმა, მოკუჭუნება.

კუჭყური
კარების საკეტი რკინა, რაზა.

კუხურია
თევზის სახელია.

კართი
ჯუბა, გინა პერანგი (საბა ორბ.). „ქსოვდა ქსელსა ძოწეულისასა კუართსა ხვთისასა“.

კეჟღო
ყავრის დამზადებისას პალოს დასარტყამ ხეს ეძახიან

ლაბახო
ჯებირი (შდ ვ. ბერიძე).

ლაგინა
პატარა დოქი.

ლამპრობა
ქვემო გურიაში იცოდნენ ორ თებერვალს (ძვ.სტ.). წინასწარ ოჯინჯალაზე (იხ.) გამხმარ ბალის ტყავებს გააკრავდნენ გრძელ ჯოხზე, გადაავლებდნენ ნავთს და დაატარებდნენ ეზოში. ყვიროდნენ: „ჰაუჰო კუდიანებო, შენი სვი და შენი ჭამე, ჩემსა ჯარი დამიწერეო“. ლამპარი ყოველ ოჯა

ლარტყა
თხლად დათლილი ხეები, რომლებსაც სახურავის ქვეშ ამწყვდევენ (ნ. საბა).

ლასტი
ღომის გასაწყობი ჩელტი, იხ. გაწყობა.

ლაფერა
ხის კოვზის მაგვარია, მხოლოდ თავი ბრტყელი აქვს. ხმარობენ ღომის ამოსაღებად (ამოსარიგებლად).

ლაფში
დიდრონი ბაგეები: „ჩამუუგდია ლაფში“.

ლაქაცური
ლაქუცი, პირფერობით ალერსი (შდ. საბა, ილ. ჭყონია).

ლაშე
პატარა წყალია ზემოხეთში. „ლაშე“ იმიტომ ჰქვია, რომ მარილიანია, მლაშეა.

ლახოსტაკი
„გუნდა ლახოსტაკი“ ერთგვარი შემზადებული ნივთიერებაა შავი ფერის, რომელსაც ქალები წარბებისა და წამწამების შესაღებად ხმარობდნენ (ნ. საბა).

ლეზღმა
დიდი ძლიერი წვიმა: „ლეზღმა წუმა მევიდა“.

ლეთემი
საფლობი, ტალახიანი ადგილი (ნ. ილ. ჭყონია).

ლეკერტი
შედედებული, დაკვეთილი სისხლი (ნ. ვ. ბერიძე).

ლეკი
წყლის ლექი: „მოლეკილია მიწები“.

ლეკური
ხმალი.

ლელო
ბურთს რომ დანიშნულ საზღვარს გადააცილებს ერთი მხარე, დაიძახებს „ლელოო“. ის ადგილი, სადაც ბურთია მისატანი.

ლენგერა
მაგარი მსხვილი ჯოხი (შდ. ვ. ბერიძე, ილ. ჭყონია).

ლეყეპო
დამდგარი წყლის ზედაპირზე მოყენებული მწვანე სითხე.

ლიანგი
ერთად შეყრილ საქონელზე იტყვიან: „ლიანგი საქონელი იყო ჩემ ყანაშიო“. იტყვიან ერთად შეყრილ ხალხზედაც.

ლილვი
ურმის ღერძი.

ლილოჭრელი
თოვლი რომ აქა-იქ დაიწყებს დნობას, იმაზე იტყვიან.

ლინგი
იხ. პიპკი. „დალინგვა“ – კარგად დაფქვა (შდ. საბა).

ლიფსი
ნემსი.

ლიფსიტა
წვრილი თევზი (ნ. საბა).

ლოგინი
ტახტი.

ლოპერა/ე,ი
ღომის ან სხვა რაიმეს მოხარშვის დროს წყლის ზედაპირზე ქაფი რომ შეიქნება, იმაზე იტყვიან (ნ. ვ. ბერიძე).

ლოქორია
ლოკოკინა.

ლოყიალი
უსაქმოდ სიარული.

ლოყორწი
უშნო, მოუხერხებელი (შდ. ვ. ბერიძე ლოყო).

ლოყორწია
ლორწო.

ლუგუბა
პატარა წყლის სახელია, მდ. გუბაზოულს ერთვის.

ლუკუმხა
ხის სახელია.

ლურსვა
„ყურების ლურსვა“ დაყურადება რამეზე, მაგ: „ცხენმა დალურსა ყურებიო“. ნიშნავს აგრეთვე გაყუჩებას, გაჩუმებასაც: „გეილუსაო“ (შდ. ვ. ბერიძე).

მაამისი
მამამისი.

მაბზაკუნა
ჩიტის სახელია, რომელიც მიწაზე დაფრენისას გამუდმებით კუდს აქანებს, მას იმერ. ეძახიან ბოლოქანქალას (ნ. ილ. ჭყონია).

მაგანა
ნამგალი.

მაგარა
ღვიძლი: „შეგიწუხთა გული და მაგარე“ (ნ. ვ. ბერიძე).

მაგინი
ისინი: „მაგინია დამნაშავე“ იტყვიან მათზე, რომლებიც მეორე პირთან არიან ახლოს.

მაგინი, გადაგინება
ვენახის ლერწის მიწაში დამარხვაზე იტყვიან, რომელსაც ახალი ფესვები უჩნდება.

მათარა
ტყავისაგან შეკერილი გურული ტანსაცმლის (ჩაქურას) ნაწილია, რომელსაც წყლის დასალევად ხმარობენ.

მაი
მაგი.

მაინდი
მოხმარება რაიმე სამუშაოზე სამაგიეროს გადახდით (ნ. ილ. ჭყონია).

მაკიდო, მაკიდონი
ოხრახუში (ნ. საბა).

მამული
ვენახით ან სხვა ხილეულით გაშენებული ადგილი.

მარჩიელი
მკითხავი.

მარწუხი
ის იარაღია, რითაც მჭედლები გახურებულ რკინას იჭერენ.

მაფხაჭუნა
ჩიტის სახელია.

მაქამდულა
უწინდებურად.

მაცა
„მაცა კაცო“, დამაცადე.

მაჭანკალი
შუამავალი.

მაჭახელა
ძველებური თოფის სახელია.

მაჭინკორა
საჭმელი სოკოს სახელია, ზამთრისათვის ინახავენ გამხმარს.

მბალი
ბალი.

მგზითი
მზითევი.

მებოლოკია
ჩიტის სახელია, ბოსტნის მტერია.

მეგორდია
ჭიდაობის ფანდია.

მეკილტული
მეკარე: „ჯოჯოხეთის მეკილტული“.

მეკობრე
მძარცველი, ყაჩაღი.

მელე
მონასტერია შემოქმედში.

მელოგინე
მშობიარე ქალზე იტყვიან.

მერდინი
საცრის მსგავსია, მხოლოდ უფრო წვრილი უჯრების აქვს.

მერე
წყლის პირზე მდებარე საყანე ადგილი.

მერე
შემდეგ.

მესტი
უძირო ყელიანი ფეხსაცმელი.

მეღამია
ღამურა.

მეჩხერი
თხელი ყანა: „მეჩხერი ტყეი“ (შდ. საბა მეჩხარი).

მეწუნია
ბავშვი საჭმელს რომ დაიწუნებს, იმას დაუძახებენ.

მეჭეჭა
-ხელის ერთგვარი ავადმყოფობააა, რომელიც სოკოებად აჯდება.

მთის ჩიტი
პატარა წვრილ ჩიტს ეძახიან.

მიდღემჩი
იხ. მისდემჩი.

მილეთი
ბევრი ხალხი, მთელი ქვეყანა.

მილინცია
მილიცია.

მილულვა (თვალის)
თვალის მიხუჭვა, ოდნავ მიძინება.

მინდი
დასაფქვავზე აღებული ღალა (ნ. ილ. ჭყონია).

მირამორე
„იმ მირამორე“ – იმ არემარეში.

მირჩონია
მირჩევნია.

მისაჭმელი
შეჭამანდი.

მისდღემჩი
მისდღეში, „მაგას მისდღემჩი აფერი არ აქ“.

მიჩოული
მიჩვეული.

მიწის გაჯერიება
ანუ „ლოგინის აღება“ იცოდნენ დედა რომ შვილს შობდა იქიდან მერვე დღეს. იგი გამოიხატებოდა მიწისადმი პატივისცემაში: იმ ადგილს, სადაც ქალი მოლოგინდებოდა, დანის წვერით ამოთხრიდნენ მიწას. შიგ ყრიდნენ გამომცხვარი პურის ნატეხებს, სხვადასხვაგ საკმელს, ზევიდან დაასხ

მიწის კინტრი
ისეთი ჯიშის კიტრი, რომელიც მიწაზე იბარდება და ფორჩხს არ მიჰყვება.

მიწის ლობია/ე,ი
ისეთი ლობიოს ჯიში, რომელსაც ფორჩხი არ სჭირდება, წვრილი მარცვლები აქვს.

მობეთქვა
მაგრად გალახვა.

მობზადებული
მომზადებული.

მოგდება
კარის მოხურვა: „მუუგდე კარი“. იტყვიან აგრეთვე ცხენი კვიცს ან ძროხა ხბოს რომ გააფუჭებს.

მოდგვლეშილი
ახოვანი, კარგი შეხედული.

მოდულა
დიდი ხნის ყანობით გამოფიტული მიწა

მოზვერი
ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გაუხედნავი ხარი

მოი
მოდი: „მოი აგერ“, მოდი აქ.

მოკამკამება
ცა რომ მოიწმენდს, იმაზე იტყვიან: „ცამ მეიკამკამაო“.

მოკოპილი
თავმოჭუპნული ქალამანი.

მოკურცხვლა
მკვირცხლად გაქცევა (ნ. საბა ორბ.).

მოლაზონი
მონაზონი.

მოლანცვა
რაიმეს ცეცხლის ალზე მოვლება.

მოლოგინება
მშობიარობა: „როის მოლოგინდება შენი ძალი“.

მოლოქა/ე
მრგვალფოთლებიანი ტყიური ფხალის სახელია.

მომხიებული
მაგრად მოშივებული.

მოჟრობა
ნადუღის მოდუღებას ეძახიან.

მორი
ხის გამოჭრილი ტანი (შდ. საბა ორბ.)

მორცხვა
„ღობის თავის მორცხვა“; თავის მოჭარბვა.

მოსართავი
უნაგირის ან კეხის მოსაჭერი.

მოსტრახვა
გაქცევა: „მოსტრახა მაგრათ“.

მოფსება
ქათამი რომ კვერცხის დასადებად შეიქნება.

მოფუღურებული
მობუზულ ქათამზე იტყვიან.

მოყვინთვა
მოწყენა. „ქათამა მეიყვინთა“.

მოშუშება
ნატკენი რომ მორჩენას დაიწყებს, იმაზე იტყვიან

მოცება
ხბო რომ პირს ძუძუს ძროხის მოწველამდის მოავლებს (ნ. ვ. ბერიძე გენვა).

მოცვეთი
საქმიანი, მშრომელი. „მოცვეთი ბაღანეა“.

მოძახვა
ძაფის დახვევას ეტყვიან.

მოწეკვა
მოწყვეტა „მოწიკვა ვარდი“.

მოწვართვა
გადასახტომად მომზადება.

მოწყვეტა
მოკვლა, დაკმაყოფილება: „წყურული მეიწყვიტა“.

მოჭაჭავება
ეკონომიის ხმარება რამეში.

მოჭუა
კრუხი.

მოხეკა
მოგროვება. ნ. ხეკვა.

მოხრონგილი
მიყრილ-მოყრილი, მოუწყობელი.

მოჯაყვა
საქვეყნოდ სირცხვილის ჭმევა.

მრავალძარღვა
სამკურნალო ბალახის სახელია (ნ. საბა ორბ.).

მუა
მოვა.

მუნუნა
„ერი მუნუნე“ − ძალიან პატარა.

მურგი
მრგვალად დახვეული ძაფი ან თოკი.

მური
ახლად გამოსული აბრეშუმის ჭია (ნ. ვ. ბერიძე).

მუტრუკი
უზრდელ კაცზე იტყვიან (ნ. საბა ორბ.)

მუყაითი
ოჯახის ერთგულ კაცზე იტყვიან.

მუშტა
ხარაზები ხმარობენ ტყავის გასატკეპნად, სპილენძის კევრია (ნ. ვ. ბერიძე).

მუჭკა
სათესლე ღომის თაველი (ნ. ვ. ბერიძე).

მუხური
კუთხე.

მფერხავი
ქათმის ფერხვას (იხ.) მოსული პირველი სტუმარი.

მწყერისფეხა
ბალახის სახელია.

ნაბურავი
სახლის სახურავს ეძახიან: „წაგიკიდეფ ნაბურავში ცეხს“-ო.

ნაგვი
ნაგავი.

ნაგვირგვინევი
იმ ფულს ეძახიან, რომელსაც მღვდელი ჯვრის წერაში იღებს.

ნაგომარი
თემის სახელია ოზურგეთის რაიონში.

ნაგრისგომბია
დიდი გომბეშო.

ნაგულა
ნ. ნაკოტარე (შდ. ილ. ჭყონია).

ნადი
სამუშაოზე კოლექტიურად შეკრებილი რამდენიმე გლეხი.

ნადური
ნადის მიერ თქმული სიმღერა.

ნადუღარი
ნადუღი (თურქ. კაიმაღი).

ნავასკვლევი
ზვავისაგან ჩავარდნილი ადგილი.

ნაზარდი
ბურვაკზე იტყვიან.

ნაკაცვარი
ნაყმევი.

ნაკელი
ნეხვი, სასუქი.

ნაკოტარა
სიმინდის გაფშვნის შემდეგ დარჩენილი გული.

ნაკტავნაწყტავი
ნაშრომი, ნაჯაფარი.

ნალია
სასიმინდე.

ნამთამნი
პროცენტი.

ნამოთვარა
ლაყე კვერცხი.

ნაობახი
სატუსაღო, ციხე.

ნატყვეპარა
ნ. ნამოთვარე.

ნაჩქიტელა
სულ პატარა წვერიანი ნაფოტი. იტყვიან „ნაჩქიტელაი მომხთა ხელშიო“.

ნაცინცხალა
ნაპერწკალი.

ნაწყლური
წყლის გადანადენი ადგილი.

ნახელავი
კარგი გაკეთებული. იტყვიან აგრეთვე რაიმე საჩუქრის მირთმევისას: „შენი ნახელავი ღმერთმა ნუ მომიშალოსო“.

ნახილები
რაიმეს პირველად ხილება, ჭამა: „ყურძენი ვიხილეო“, ე. ი. ამ წელიწადში პირველად ვჭამეო.

ნახმობი
რაიმე საქმეზე მოწვეული.

ნახორი
ღომის გაცეხვის შემდეგ დარჩენილი მარცვლის ქერცლები.

ნახულობა
ნახვა.

ნახშირწასობილი
ნახშირწასმელი.

ნაჯახი
პატარა ცული.

ნაჯიგა
ფქვილის გაცრის შემდეგ დარჩენილი ქატო.

ნებიერი
უღლის, დაკოდილ (იხ.) ხარზე იტყვიან (შდ. ვ. ბერიძე).

ნეგრო
ჯიში.

ნეზვი
დედალი: „ნეზვი ღორი“ – დედალი ღორი.

ნენა
დედა.

ნიგა
თუჯის თუნგი ჩაიდანის მაგვარი გადმოსასხამი აქვს.

ნიგოზი
კაკალი.

ნიდაყვი
იდაყვი.

ნიკუზარი
მუგუზალი.

ნისლა
ნაცრისფერი.

ნიქვთი
ნივთი.

ნიღური
წალდის (იხ.) წვერი.

ნიყვი
საჭმელი სოკოს სახელია.

ნოთია
შუბლთეთრა საქონელი.

ნოყო
დამდგარი, ლორწომოდებული წყალი.

ნწვალება
წვალება.

ნჯაყვება
ღრძობა.

ობი
ნ. კოქსი

ოდა
მაღალ ბოძებზე შედგმული ხის სახლი.

ოდიში
პატარა მდინარის სახელია სურებში (დიდივანი).

ოზანდარი
ნ. უზანდარი.

ოკა
სამი გირვანქა (ოყა).

ომანო
სორო, ხვრელი ტურის, მელასი.

ორბოძალა
ნ. ორპოტიკე.

ორე
ხის ფიცრებისაგან შეკერილი წყლის ჩასასხამი, არყის გამოხდის დროს ხმარობენ.

ორე
ხარს ეტყვიან.

ორკე
ამაღლებული ადგილის სახელია ზემოხეთში.

ორკოპა
ქვევრის ამორეცხვისას ხმარობენ წყლის ამოსასხამად, თავმოჭრილ მწარე კვახს გაკეთებული აქვს ორი გრძელი ჯოხი.

ორმანდილი
ორპირი კაცი.

ორპოტიკა
ორტოტიანი ხე.

ორსი
ლურსმნის სამართი იარაღია (შდ. ვ. ბერიძე).

ორჩხუში
გრძელ ჯოხზე წაკრული ფუჩეჩი ქვევრის სარეცხად.

ორჭილო
წვრილი და მაგარი თოკი, რომელსაც ბადეში უყრიან.

ოსპილო
ქვევრის სამშრალებელს ეძახიან. როდესაც ქვევრს ამორეცხავენ, შემდეგ ჯოხზე წაკრულ ტილოთი ამოამშრალებენ (შდ. ვ. ბერიძე რაჭ. ოფსინო).

ოფეთი
სოფლის სახელია გურია-იმერეთის საზღვარზე.

ოფიჩო
კოვზის მაგვარად გათლილი ხე ნავიდან წყლის ამოსასხმელად.

ოფიჩო
ბალის ტყავისაგან გაკეთებულ როგოს (იხ.) ამოსაფარებელს ეძახიან. ხმარობენ ღვინის სისუფთავის დასაცავად.

ოფიჩო
ნ. ჩიბო.

ოყლაპურჭი
თევზის ლაყუჩები.

ოჩანი
ზარმაცი, უკან-უკან რომ იხევს ისეთი ხარი ან ცხენი.

ოჩაფეხა
ხისაგან გათლილი ქოშები.

ოჩე
სოფლის სახელია ზემოხეთში.

ოჩონჩხე
პატარა წყლის სახელია ბახვში.

ოჩოჩხე
ადგილის სახელია ხიდისთავის თემში.

ოჭვათო
სახურავიდან ჩამოდენილი წვიმის წვეთები რომ ეცემა იმ ადგილს ეძახიან.

ოჭივარა
ბავშვის ფეხის ასადგმელი ორძელი (ნ. ილ. ჭყონია ოჭიორა).

ოხაპო
ნ. ორკოპა.

ოხოკუა
ბრტყელი და დიდფოთლებიანი ბალახია.

ოჯინჯალა
სამზარეულო სახლის საცეცხლური ჯაჭვი და ის ხეები, რაზედაც ჯაჭვი ჰკიდია.

ოჯო
მიმართვისას ხმარობენ ლაპარაკში.

პაიჭესოული
სოფლის სახელია ხიდისთავის თემში.

პანტა
წვრილი ვაშლი, ტყიური.

პაპასკირი
შარდის შეკავება.

პარკი ლობიე
ჭყლიტი ლობიო.

პარმახი
აივანი.

პარცვა
პარსვა.

პატრიჟანი
ბადრიჯანი.

პაწა
პატარა.

პეპერა
ბაბუას მამა.

პერწკალი
ნ. მაშა.

პეტელი
თხის კიკინი.

პეტერე
პატარა.

პინტილი
თითისტარის დაბრუნება: „დუუპინტილა ჩერიე“.

პიპინი
ძალზე გავსება: „გააპიპინა ქლათ“.

პიპკი
ძალზე წმინდად დაფქვილი სიმინდის ფქვილი.

პიჟინი
სიმსივნე, წამობერვა.

პოპორი
ტუჩი.

პოქსი
ობი, „აპოქსებული“, შემხავრებული.

პოჭოკი
გოჭის ფეხი.

პრაწვა
ამაყობა: იტყვიან თვალის ბრიალზედაც.

პრენია
პრემია.

პროტი
მოგონილი ამბავი, ტყუილი (ნ. ილ. ჭყონია).

პრუტუნი
უთავბოლოდ ლაპარაკი.

პუჟუნი
ცეცხლი რომ ჩაქრობაზე იქნება.

პწკალა
კიბე.

ჟალტამი
დიდრონი მაღალი ბალახები, სადაც გავლა ძნელია (ნ. ილ. ჭყონია, შალდამი).

ჟამი
შავი ჭირი.

ჟამჟამ
ხანდახან. „ჟამჟამ კეთილი კაცია და ჟამჟამ ბოროტი“.

ჟაშუკვლავი
მწვანილია, სასიამოვნო სუნი აქვს.

ჟდომა
ჯდომა.

ჟვავი
ნამი, ცვარი. იტყვიან: „ყვავი ღვინოაო“, ე. ი. წყალნარევი ღვინოაო.

ჟვერო
ხის ფოთოლი.

ჟვერობა
გალახვა, დაჟვერვა.

ჟირჟღილობა
ნ. ლამპრობა.

ჟოქო
ცუდი ღვინო.

ჟუჟვა
გაწყვეტა, დახოცვა.

ჟღნობა
ჭკნობა.

რაგვი
ჩიტის დასაჭერი მახეა (შდ. ილ. ჭყონია).

რავა
როგორ.

რავალი
როგორი.

რამი
მცენარეა კანაფის მაგვარი.

რაყა
ტყიანი ადგილი (ნ. ილ. ჭყონია).

რაცხა
რაცაღა, რაღაცა.

რახათი
ოდნავი დასვენება, სიწყნარე.

რეგვენი
ახალგაზრდა.

რეველი
როგორია.

რეთი
რამდენი.

რეიზა
რისთვის, რატომ.

რენჩხა
გახმაურება, გულს რომ მოხვდება რაიმე ცუდი ამბავი, იმაზე იტყვიან: „გულზე მრენჩხაო“.

რვალი
კალანარევი სპილენძი (ნ. საბა).

რიბრაბო
შესაღამურება, შებინდება.

რიღეიზა
ნ. რეიზა.

რკინა
ცული.

რკუი
ავადმყოფობაა, ქარების სახით უჩნდება ადამიანს.

როგო
ქვევრის თავზე დასახურავი მრგვალად გათლილი ფიცარი.

როის
როდის.

როკაპი
კუდიანების უფროსს ეძახის ხალხი, რომელთანაც კუდიანებს მსხვერპლი მიაქვთ.

როკი
სარი (შდ. ვ. ბერიძე).

როკოტანა
რკინის სატეხზე ზევიდან დასარტყმელი ხის კვეჟო.

რომე
რომ.

რომელიცხა
რომელიღაც.

როფი
ღრმა ვარცხლი წყლისთვის ან საქონლის საჭმლის ჩასაყრელი.

როცხა - როდესაც.

რძია-რძია
ბალახის სახელია.

რწმუნი
ჭოტი, ბუ (შდ. საბა რწმოლი).

სა
სად.

საბურავი
სახლის სახურავი, ნ. ნაბურავი.

საგლაჯუნა
დიდ ახმახ ქალზე იტყვიან.

საგორავი
ტვირთის შესაკავებელი ქვა ან ხე (შდ. ილ. ჭყონია).

სადე
უბრალო, სადა.

სავარჯვალი
„სავარჯვალი ამოგივარდა“ – წყევლაა.

საზოგადოება
თემი.

სათივანი
წყლის სათავე.

სათრიელი
მთიან ადგილებში!შეშას რომ მოჭრიან, წირიხებით დაითრევენ, იმას ეძახიან.

საივანობო
მსხალი, თხილი, რომელიც ივნისში მოდის.

საკაკვავი
ქათმის ფერხვას (იხ.) ოჯახის წევრები ჭამდნენ მხოლოდ ქათმის თავს, კუჭს, ფილტვს, ფეხს და ამას ეძახდნენ საკაკვავს.

საკაო
ყანის გაზიარებისას ნახევარ ყანის მოსავალს გარდა მოზიარე მეპატრონეს აძლევდა ზედმეტად 2 მანეთს, რასაც საკაოს ეძახდნენ (შდ. სალეჟრობო).

საკარია
საქათმე.

სალაკა
ადგილი.

სალეჟრობო
საყანე მიწის ბე (ნ. ილ. ჭყონია).

სამანე
საზღვარი.

სამე
სადმე.

სამკერდე
უნაგირს ან ქესს უკეთებენ: ცხენს მკერდზე ამოსდებენ თასმებს, რომ უნაგირმა აღმართში უკან არ გაიწიოს.

სამონელი
ცხენის ან ხარის საწმენდი კბილებიანი რკინის ჯაგრისი.

სამყურა
(ბალახი) ბალახის სახელია.

სამხიო
ისეთ საჭმელზე იტყვიან, რომელსაც გამძღარიც კი ჭამს.

სანაპერწკლე
ცეცხლის ასაღები მაშა.

სანაფთე
ჭრაქი.

სანეფო ვაშლი
ვაშლის ერთი ჯიშია.

საპა(ლ)ნე ღვინო
ათი ფუთი ღვინო.

საპა(ლ)ნე ყავარი
ასი ფურცელი ყავარი.

სარაკუნა
წისქვილის ნაწილია, რომელიც ჩიბოზე (იხ. ჩიბო) არის მიმაგრებული და მოძრაობს ქვაზე, რომ მარცვალი გადმოყაროს ჩიბოდან.

სარაკუნა
საქონელს კისერში პატარა ზარს შეაბამენ, რომ მოძებნა არ გაჭირდეს.

სარე
სადა.

სარჯელი
სასჯელი.

სასირე
მიმინოს დასაჭერი ბადე, მაღლობ ადგილსაც ეტყვიან, სადაც იჭერენ მიმინოს.

სასუქი
ცილინდრის მაგვარად დაღობილი ძარი, რომელშიაც ქათმებს ამწყვდევენ საახალწლოდ გასასუქებლად.

სატევარი
ხანჯალი.

სატირალი
მიცვალებულის დასაფლავების ცერემონიალს ეტყვიან.

საუნდომო
მსხლის ერთი ჯიშია.

საფსე
სავსე.

საქედავი
ნ. საჩხინავი.

საღა
სადღა.

საღანდრია
ნაღვერდალის ასაღები ნიჩაბი.

საღვარია
თხრილი, ნაწვიმარი წყლის გასასვლელი.

საყადელი
ერთი საჟენი შეშა.

საშვებო
მაღალ მთაზე მოჭრილ შეშას პირდაპირ დააგორებენ და იმას ეძახიან საშვებოს.

საშიშარი
ულამაზო, ცუდ შესახედავ ქალზე ან კაცზე იტყვიან.

საშუარი
„საშუარზეა წასული“, ე. ი. რაიმე სამუშაოზე.

საჩეხი
საშეშე პატარა ტყე.

საჩხინავი
სამზარეულო სახლის სახურავის შუა ადგილი, სადაც საკვამლეა გაკეთებული.

საცეხველა
იხ. ჩამური.

საცივი
მიწიდან ამომდინარე წყაროს წყალი.

საცივი
შინაური ფრინველებისაგან დამზადებული მეტად გემრიელი წვნიანი საჭმელია. აქედან „დასაცივება“.

საციქველი
„საციქველს ვერ იშოვი მისგანო“; ძუნწ მეზობელზე იტყვიან.

საცხა
სადღაც.

საძუე
უნაგირის ნაწილია, ცხენს მოსდებენ, რომ დაღმართში უნაგირმა წინ არ წაიწიოს.

საძღვარი
საზღვარი.

სახლიკაცი
მეგვარე, სახლისკაცი.

სახტარი
საყდარი.

საჯიქიო
დაკლული საქონლის კისრიდან აღებულ ხორცს ეძახიან.

საჯობინარი
ახალი წლის დილა ადრიან (თოფების გასროლამდის) სასთუმალქვეშ შენახულ ხაჭაპურის ნაჭერის შეჭმას ეძახდნენ.

სედლო
ქალის უნაგირს ეძახიან, მხოლოდ ფორმით განსხვავდება უნაგრისაგან.

სეირანი
ფეხისადგილი (ნ. ვ. ბერიძე).

სენაკი
ეკლესიის გალავანში დადგმული პატარა ქოხი, სადაც ცხოვრობენ მონაზვნები.

სენთი
ხერხი.

სერისკუდი
ვახშამს როდესაც რაიმე „სამხიო“ საჭმელს მოაყოლებენ იმას ეძახიან „სირისკუდას“.

სეფა
საქორწინო ფარდული.

სველი
ყველის ამოღების შემდეგ დარჩენილი სითხე.

სთუთქვა
თავში მაგრად დარტყმა.

სიდან
საიდან.

სიდოური
სადაური

სიკორკოპილა
საქანელი.

სილაღი
იარაღი, შეიარაღება.

სიმაური
სიმამრი.

სირა
ჯერი, წისქვილზე იტყვიან: „ჩემი სირააო“, ე. ი. ჩემი ჯერიაო“.

სისაფუთე
სიზაბუთე.

სისტიქინი
თათრული გინებაა.

სიქნამდი
სანამდის.

სკა
ფუტკარი.

სკამლოგინი
ოთხ დაბალფეხებიანი ფიცარი, რომელსაც ხმარობენ ტახტადაც და საჯდომადაც.

სკვინჩა
ჩიტის სახელია (ნ. საბა).

სოი
ფერი, ხარისხი, გვარი: „რა სოისაა“, „ერი სოის კაცი“.

სორომგორომო
დამსხვრევა, დამტვრევა: „სორომგორომოთ გვაქცია“.

სუთი
ღომის დასაზელი, ლამაზად გათლილი ჯოხი, სიგ. 1/2 მეტ.

სული
წული, „ძმისული“ = ძმისწული.

სულისახსნა
გამოიხატებოდა მკვდრის ჭირისუფლის მიერ ძალით ხორცის ჭამაში, რასაც მღვდელი სავალდებულოდ ხდიდა.

სუნელი
შეჭამანდის შესამზადებელი ბოსტნეული.

სუნთელი
სულმთელი.

სურები
გურიის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანი ნაწილის სახელია.

სუროვანდი
კბილების ავადმყოფობაა.

სურსულა
კანის ერთგვარი ავადმყოფობაა, რომელიც კანის დაშუშხვაში გამოიხატება.

სუსტი
ვიწრო.

სუფრა
მოგრძო ფიცარი, დაბალ ოთხფეხზე დადგმული, რომელსაც მაგიდის მაგივრად ხმარობენ.

სუფსა
გურიის ყველაზე დიდი მდინარეა, გამოდის აჭარის მთებიდან და ერთვის შავ ზღვას.

სხაპა
ძაფისაგან მოწყობილი ჩიტის მახეა.

სხვენი
ეძახიან იმ ჩელტს და მთლიან არეს, რომელიც მოთავსებულია სახლის სახურავსა და საცეცხლურს შორის.

სხომინდულეფ
წინანდებურად.

სხომის
სხვა დროს.

ტაპაკი
გათლილი (უმთავრესად ვაშლის ხის) ჯოხები, რომლებსაც უღელში უყრიან და ხარებს კისერზე უჭერენ.

ტარაბურა
თავბრუს დასხმა.

ტარო
სიმინდის ნაყოფს ეძახიან.

ტაროსი
ამინდი.

ტაფამწვარი
ერბო-კვერცხი. გურიაში კვერცხს და ყველს წვავენ ერთად.

ტახტა
უნაგრის წინა ნაწილი.

ტახუნი
თავში ჩარტყმა ან თავის რაიმეზე მირტყმა (ნ. ვ. ბერიძე).

ტევრი
გაშენებული დაბლობი ადგილი.

ტეხა
სიმინდის ყანის აღებას ეძახიან.

ტიაღი, გატიაღება
გათენება, გარიჟრაჟება.

ტიგურა
ნაცრისფერ საქონელზე იტყვიან (შდ ვ.ბერიძე).

ტიკვა
ფეხის ან ხელის რაიმეში ჩაკვრა.

ტინტრაქა
შიშველი, გაშიშვლებული.

ტკეჩი
თხლად დახდილი თხილის წნელი კალთების და გოდრების დასაწნავად.

ტლიკინა
ბევრის, ზედმეტად მოლაპარაკე.

ტობი
თევზების გროვას ეძახიან, რომლებიც გაზაფხულზე გროვად მოგზაურობენ ქვირითის დასაყრელად.

ტოლიბაში
თამადა, ტოლუმბაში.

ტოპსიკა
პატარა ტომარა.

ტოტი
თათი.

ტპა
ღრმა და მდორე ადგილი მდინარეში.

ტრია/ე
მინდვრის თაგვის მაგვარია, გრძელი ჯონჯოლა კუდი აქვს.

ტრიესკუდა
ბალახის სახელია.

ტრიკი
მამაკაცის ჩამოსივებული ასო; უკანონო შვილი.

ტრიკინა
მუცელკეთილი, მუცელა.

ტუკი
ყურძნის დასაწნეხი გამოთლილი ხე.

ტყის მოქნა
ტყის გაკაფვა.

ტყის ქათამი
ტყიური ქათამი.

უზანდარა
სამზარეულო კარადა საჭმლისა და ჭურჭლების შესანახი. ნ. ოზანდარი.

უთვისობა
უკმაყოფილება.

ულუფა
კერძი.

უნაგერი
უნაგირი.

უნდომი
ავადმყოფი.

უნელი
წყევლაა: „უნელათ მეისპე“. ე. ი. მთლად მოისპე.

უნიაგაბო
უხეირო, უვარგისი.

უჟმური
ავადმყოფობაა, რომელიც ძველი რწმენით ადამიანს შეეყრება დამდგარი წყლიდან, სადაც უჟმური ბუდობს.

ურატა
ნ. ტუკი.

ურეზი
ფეხსაცმლის კიდის შემოსაკეთებელი იარაღია.

ურეკი
გაუვალი ხშირი ტყე (არის აგრეთვე ტყის სახელი ნატანების მახლობლად).

ურემა
ბავშვების სათამაშო პატარა ურემი.

ურთხელა
წითელი ხე.

ურო
ხის გამოთლილი სიმძიმე რაიმეზე დასარტყმელად.

ურწმუნო
გველს ეძახიან (ნ. ვ. ბერიძე).

ურწყული
(ზეთი) თხილის ან კაკლისაგან გამოხდილი ზეთი.

ურჯიკი
ჯიუტი.

უსტა
დურგალი.

უსტავლელი
უსწავლელი. ნ. სტავლა.

უტიფარი
უსირცხვილო, უნამუსო.

უყი
ნ. კაპეტი.

უშობელი
დეკნა, ახალგაზრდა ძროხა, რომელსაც ჯერ კიდევ ხბო არა ჰყავს მოგებული.

უჩივის
ეუბნება. ნ. ჩივა.

უცფათა
უცებ.

უჭილარიენ
უჭირთ.

უხბორო
უხბოვო. ნ. ხპორი.

უხსენებელი
გველზე იტყვიან.

უჯანგარი
გაუვალი, დაბურული ტყე.

უჯგუში
უკეთესი.

ფაიქარი
ძალიან სწრაფი, მალი: „ფაიქარი ცხენი“.

ფალავანდი
ჩხუბში ან ჭიდაობაში მოპირდაპირე.

ფალასკა
ტყვიების, პატრონების ჩასაწყობი.

ფარა
ფული.

ფარდი
ურმის ფორმის მაგვარად დაღობავენ დიდ ჩელტს, დადგამენ ურემზე, რომ შიგ ჩაყრილი სიმინდი ან სხვა ნაყოფი არ დაიბნეს.

ფარდი
როდესაც რაიმეს ყოფენ, ნახევარზე იტყვიან: „აი ჩემი ფარდიო“.

ფარდული
დიდი საპარკე ან სათუთუნე ყაზარმა.

ფარძვალი
წვრილი ტყავის თასმა. მეწუღეები ხმარობენ წუღის კერვის დროს მუხლზე წუღის დასამაგრებლად.

ფაცერა
თევზის დასაჭერი დაღობილი ჩელტი სხვადასხვა ფორმისაა ნ. გოდორა.

ფაცხა
უჭერ-უიატაკო ქოხი. კედლები წნელისაგან აქვს დაღობილი.

ფელამუში
ტკბილი მაჭრისაგან მოდუღებული ფაფა.

ფერდი
ფენთხი, გვერდის ნაწილია.

ფერია
უხილავი მავნე სული.

ფეშნაგაში
რკინის მეშველი, რომელსაც წაღების ჩასაცმელად ხმარობენ.

ფეშტემალი
მჭედლების წინსაფარი.

ფეშქაში
საჩუქარი: „აი შენი ფეშქაში იყოს“.

ფთაი
მთა.

ფილენჯი
ერთგვარი ქარების მსგავსი ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანს დაგრეხს.

ფინთი
ცუდი, უვარგისი.

ფინჩხალი
ნამცეცები: „ჭადის ფინჩხა“, „ფინჩხალი“.

ფისალიე
ხოზიკა მცენარეა, რომლის ნაყოფი ტანსაცმელს ეკვრება.

ფიშტო
ძველებური დამბაჩის სახელია.

ფიჩინჩალა
ძალზე მჩატე.

ფიჩქა
ასანთი.

ფიჩხაური
მოზრდილი საღვინე დოქი (ნ. საბა).

ფიჩხი
გამხმარი ხის შტოები.

ფიწალი
თივის ასაღები, ორპოტიკა ჯოხი.

ფლიკვინი
უბრალო რაიმეზე ტირილი (შდ. ილ. ჭყონია).

ფომფო
სრული, არა მოჭირებული (ნ. ვ. ბერიძე).

ფორა
რაიმე თამაშის დროს მოგებული ეტყვის წაგებულს: „ფორა ხარო“.

ფორჩხი
გამხმარი შტოიანი ხე, რომელსაც უსობენ ლერწს ან მცენარეებს, რომ ლერწი ზედ აჰყვეს.

ფოტა
ზეწრით მოკრულზე იტყვიან.

ფოჩიხი
საწყლად შრომა, ცოდვილი.

ფოცხვერი
ბებერი ტურა.

ფოხვა, მოფოხვა
გაჭირვებით ოჯახის მოწყობა.

ფრთხუი
ველური, მოუშინაურებელი.

ფრიტა
პატარა თევზის სახელია.

ფსკერი
ძირი.

ფსორი
მდინარის მიერ დატოვებული კალაპოტი, სადაც წყალი დგას და იზრდება წყლის მცენარეები.

ფსხალი
მსხალი.

ფუთიანი
იმ ზომის ჭურჭელი, რომელიც ფუთს იტევს.

ფუნთხი
წვრილი წვიმა, გაზაფხულზე იცის.

ფურცელი
ფოთოლი.

ფუტი
ბოლი, კვამლი.

ფუღუ
თხუნელა.

ფუშვა
დაშლა, დანგრევა.

ფუწი
რაიმე თამაშის დროს შეცთომაზე იტყვიან.

ფუჭკარი
წვრილი ბუზია, რომელიც ახალ დაყენებულ ტკბილ მაჭარს ეხვევა.

ფუხარი
ღუმელი, ბუხარი.

ფუხრის კალამი
ბუხრის მილი.

ფშვიტინი
სტვენა.

ფშკერი
მცენარეა.

ფშტვირი
კოდიანი წისქვილის (იხ.) მილი, რომლისგანაც ბორბალს წყალი ესხმება.

ფშუკა
ორღობე.

ფშუკურა
ცარიელი: „ფშუკურა ნიგოზი“, ცუდი კაკალი. იტყვიან: „ფშუკურა კაციაო“, ე. ი. ცარიელიაო.

ფხაი
უნარი, კარგი მჭრელი: „კაი ფხაი გამეიჩინა ამ კაცმა“, „კაი ფხაი აქ დანას“.

ფხაი
„თევზთა და გუელთა ძვალი“ (საბა). „გველის ფხაი ჩუუვარდა ყპასა“.

ფხარი
მხარი.

ფხარწითელა
ჩიტის სახელია.

ფხე
სუფიქსია, რომელიც ქალთა გვარებს აწარმოებს და ქალის წარმოშობით გვარს უჩვენებს.

ფხეკა
„ფხეკა მუადინა“. ფეხით რამდენიმე მანძილის იოლად გავლაზე იტყვიან.

ფხიჯა
ხარაბუზა.

ფხუკიანი
უკადრისი, ამაყი.

ქათმის ფერხვა
ახალი წლის (კალანდა) მეორე დღეს იციან (იხ ვ. ბერიძე, ფერხობა).

ქალამანი
ქალამანი.

ქალი
ცოლი: „შენი ქალი მევიდა“– შენი ცოლი მოვიდა.

ქალტა
შემოღობილი ჩიხი საქონლისათვის.

ქამიანი
დანამულზე, დაცვარულზე იტყვიან.

ქამინია
მინდვრის ბალახის სახელია.

ქანდარა
სახლის წინ გაჭედილი მომსხო ჯოხი მიმინოს დასაჯდომად ან რისამე გასაკიდად (შდ. საბა)

ქანქვა
უშნოდ ჭამა.

ქანჯალი
დანჯღრევა.

ქაოციანი
უბრალო რამეზე მოშიში ადამიანი (შდ. ილ. ჭყონია, ქარაოცა).

ქარასხი
ხარის ან კამეჩის რქა, რომელშიაც ურმის საცხს ან საპონს ინახავენ, რასაც ურმის ღერძზე უსვამენ, რომ ღერძს ცეცხლი არ გაუჩნდეს ხეხვისაგან.

ქარცეცხლი
წყევლის დროს იტყვიან.

ქატო
ფქვილის გაცრის შემდეგ დარჩენილი, ნაცერა.

ქაქია/ე, -ი
ფაფა.

ქაშაპი
თევზის სახელია.

ქაჭვი
ეკალი, ეკლიანი ტოტი.

ქახალდი
წერილი: „დასწერა ქახალდი“.

ქაჯიჭეტრე
ვაჟკაცური თვისებებით დაჯილდოვებულ ქალზე იტყვიან (ნ. ვ. ბერიძე).

ქე
მტკიცებითი ნაწილაკია, რომელიც ზმნების წინ დაისმის, მაგ. „ქე წავიდა“.

ქეთელა ურია
ეშმაკი ურია.

ქენტუაი
ნაკლებად ნოყიერი, გამოფიტული ნიადაგი. ნ. ბეწერა.

ქერამინდი - კრამიტი.

ქერქეტა
სულელი, ჭკუანაკლები.

ქერცელა
ქერცლი, ქერტელა.

ქესატობა
ვიწროობა.

ქესკი -რკინის საჭრელი იარაღია.

ქეჩა
უნაგირის ქვეშ დასაგებია, ცხენი რომ არ დაშავდეს.

ქეჩხო
ქურქი, ტყავი რისამე. ეძახიან აგრეთვე ტყავის.პარკს, რომელშიაც საჭმელს დებენ და ზურგზე იკიდებენ.

ქვირითი
თევზის კვერცხი.

ქვიშნა
ალუბალი.

ქვიჯა
ფილთაქვა.

ქი
ქე.

ქილა
საზომი ერთეული =1 ფუთს ერთი ქილა, ერთი ფუთი.

ქილიში
დირე, რომელზედაც სახლის იატაკია დაგებული (ნ. ვ. ბერიძე).

ქინდრი
მსუქანი კისერი.

ქიქაბა
ტილის მაგვარი ჯღიბაა.

ქლა
მთლად.

ქონელობია
ლობიოს ერთი ჯიშია.

ქორთუხი
დასახერხად გამზადებული გათლილი ხე.

ქორჩილა
თევზის სახელია (შდ. ჩუბ. ქორჭილა).

ქორცოული
საყანე ადგილის სახელია ქვემოხეთში.

ქოქი
ძირი: „შენი ქოქი არ იყოს“.

ქოქობინა
სოკოს სახელია.

ქუჩეჩი
სიმინდის ან ლობიოს ფუჩეჩი.

ქფილი
ფქვილი.

ქცევა
მიწის ზომაა = 4100 კვ. მეტრს (900 კვ. საჟენს).

ქცხვენოდეს
გრცხვენოდეს.

ღადარა/ე
ნაცარნარევი ნაღვერდალი.

ღაზლი
ოთხკუთხი შალის შარფი.

ღანილი
ცოტახნით წვიმის გადაღება.

ღანჭიპორა
ძალზე გამხდარზე იტყვიან.

ღარღა
ღალღა. ფრინველია, რომელიც მწყერთან ერთად მოდის.

ღარღილი
ლაპარაკი: „დიდი ღარღილის თავი აქო“.

ღაღადური
მაღალი ხმით მოთქმა, ტირილი.

ღაჯო
ჩიტის სახელია.

ღენჭეპო
თხილის, კაკლის გარეთა მაგარი კანი, წენგო.

ღერღილის ღომი - დაღერღილ (იხ.) სიმინდისაგან გაკეთებულ ღომს ეძახიან.

ღვანღვალი
გიდლის ჩამოსაკიდი კაკვი.

ღვარღვალი
„აღვარღვალეფს კურცხალს“ – ცრემლების ყრა, „ცრემლებს ყრის“.

ღვეძელი
საშობაოდ გამომცხვარი მოგრძო პური, შიგ ურთავენ ყველს და კვერცხს.

ღვირღვილი
„დაღვირღვილდა ცეხლი“ – კარგად დაინთო ცეცხლი.

ღვრიელო
ნაღვერდალი.

ღინღლი
ბატის ბუმბული.

ღლანი
ლოქო.

ღლეტა
გლეჯა: „დაღლიტენ ერთქამეთი“ – დაგლიჯეს, ტანზე შემოაფლითეს.

ღლიავი
იღლია.

ღომის ციხე
აჭარის მთის ერთი ნაწილის სახელია.

ღომისღომი
ღომის მარცვლისაგან დამზადებული ღომი.

ღორჯო
დიდლაყუჩებიანი თევზის სახელია (ნ. საბა).

ღორჯო
ახალგაზრდა რომ თავის დროზე კბილს არ ამოიღებს, მას ახალი კბილი ძველი კბილის გვერდზე ამოუვა და გაამაგრებს ძველ კბილს, ამას ეძახიან ღორჯოს.

ღოღვა
უმიზნოდ ხეტიალი.

ღოღო
კამეჩის პატარა შვილს ეძახიან ერთ წლამდის (შდ. ილ. ჭყონია, საბა).

ღოჯი
სახლის კუთხე, ის ნაწილი, სადაც კედლები ერთდება.

ღრიანკელი
კლდოვანი, გადასაჩეხი ადგილი.

ღურბელა
ღრუბელი.

ყავარი
თხლად დახდილი ფიჭვი, სახლის სახურავად ხმარობენ.

ყავარჯენი
დასაბიჯი ჯოხი.

ყაზირალი
ახალგაზრდა ცეტ ბიჭზე იტყვიან.

ყაიში
სარტყელი, ქამარი.

ყალაური
ყარაული.

ყალიო
მთელად მოხარშულ ქათამზე ან კვერცხზე იტყვიან.

ყალიფი
ნალის ლურსმნის საჭერი.

ყანთარი
სასწორი.

ყარაფინა
დიდპირიანი დამბაჩა, ფიშტო.

ყასნაყი
საქსოვი ჩხირი.

ყაფანი
გადახურული ადგილი, სადაც სწონიან.

ყაყვირა
კისრის ჯირყვლების ავადმყოფობაა.

ყაჭი
აბრეშუმის ჭია. იტყვიან „ყაჭი მყავსო“.

ყელწითილა
ჩიტის სახელია.

ყერყეჩი
შტერი, სულელი.

ყვერბი
სამზარეულო სახლში ცეცხლის დასანთები ადგილი.

ყვინთვა
წყალში დაყურყუმალებას ეტყვიან.

ყვინთვა
თვლემა, ძილის მორევა: „ეყვინთება“.

ყიამყრალი
ისეთ კაცზე იტყვიან, რომელმაც ბევრი გინება იცის.

ყიზმეთი
ხვავი რაიმე საქმეში; „თემზის ყიზმეთი ამ დილას იყო“.

ყინყლი
აყალ-მაყალი, ჩხუბი, დავა.

ყიყინი
ყიყინი, დავა.

ყოლი კაცი
ყველა, ყოველი კაცი.

ყორე
მომსხო ქვებისაგან აშენებული ღობე.

ყორყი
ხორხი.

ყუბარი
პატარა ქვევრი.

ყუდრო
მშრალი ადგილი, სადაც არც წვიმს, არც თოვს.

ყუნცული
დიდხანს ცდა, ლოდინი (ნ. ილ. ჭყონია).

ყურბალიშა
პატარა ბალიში.

ყურეფა
პატარა მდინარის სახელია ქვემო გურიაში.

ყურყუმა
ძალიან შავი. იტყვიან ძალიან ბნელზედაც.

ყურყუტი
ნ. ყუნცული.

ყურჭატაი
საჭმელი სოკოს სახელია.

ყაჭიჭა
ბაყაყი, გომბეში.

შავი ვაშლი
ნაცარა ვაშლს ეძახიან.

შანკო
იმ ჯოხებს ეძახიან, რომლებსაც საპალნე ყავარს უკეთებენ თავებში და წირეხით კრავენ.

შანქლიავი
შავი ქლიავი.

შარნა
ვაჟი რომ საცოლეს ნიშნად ბეჭედს ან სხვა რაიმე ნივთს მიუტანს, იმას ეძახიან.

შაშხი
დამარილებული ხორცი.

შე
შენ.

შეაგირზინოულა
გათვალა.

შებეჭდვა
31 აგვისტოს, დადეგის წინა ღამით თაფლის სანთელს მიაკრავენ ყანას, სახლს და ყველა ოჯახის წევრს, რომ კუდიანებმა არაფერი ავნონ. მასთან ატეხენ ყიჟინს შემდეგი სიტყვებით: „ჰაუჰო კუდიანებო, შენი სვი და შენი ჭამე, ჩემსას ჯუარი დამიწერეო“.

შებჟღალვა
სიმინდი რომ ხმობაში შევა იმაზე იტყვიან.

შებჯღალება
ხელით შეტაკება.

შეთვლა
ნაყოფი, რომ მწიფებაში შევა, იმაზე იტყვიან.

შეკთომა
შეკრთომა.

შეკურთხება
შეგინება.

შემცხადიება
ვინმეს სიკვდილის შემთხვევაში საშინელ ხმამაღალ კივილს მორთავენ, რასაც შემცხადებას ეძახიან.

შემხავრება
ხე ან ნაყოფი ლპობას რომ დაიწყებს, იმაზე იტყვიან, მაგ.: „სიმინდის შემხავრება“

შეშტი
მახვილი.

შეშტრამი
ნ. ჟაშკულამი.

შეწკუპება
ფეხებით რაიმეზე შედგომა ან შეჯდომა რაიმეზე.

შეჭუხუნება
შეღვინიანება, დათრობა (შდ. ვ. ბერიძე).

შვავი
ზვავი.

შვაღვინო
წყალნარევი ღვინო.

შიგანი
ნაწლავი.

შინ
სახლში.

შლენგი
გიჟი, მოუხეშავი.

შლუი
ჭკუანაკლებ კაცზე იტყვიან.

შუმი
უწყლო, მაგარი ღვინო.

ჩაბყღიტვა
სიმინდს რომ კარგი მარცვლები არ ექნება და დაუჭირიანდება, იმაზე იტყვიან.

ჩაი
ჩადი: „ჩაი შვილო ბახჩაში“.

ჩაირი
საქონლის ბალახში დაბმა. (ნ. დაჩაირება).

ჩაისუბანი
სოფლის სახელია ჩოხატაურის რაიონში.

ჩაკონჭვა
ჩასკვნა.

ჩაკუნი
ნელა, სუსტად სიარული. იტყვიან უღონოდ მუშაობაზედაც.

ჩალაღარჯი
საქონლის გვერდის ნაწილია.

ჩალდაყი
ურმის მთავარ ნაწილს ეძახიან, ბორბლებს გარდა.

ჩალინჩათ ჩაცმული
სადედ ჩაცმული, არა სასტუმროდ ჩაცმული.

ჩამური
ღომის საცეხვი.

ჩაო
ჩრდილი.

ჩასაკრავი
როდესაც სახლს ისლით ხურავენ, ისლს ზევიდან აწყობენ გრძელ ჯოხებს, რომლებსაც წირეხით (იხ.) იკრავენ.

ჩასანსვლა
ჩაყლაპვა.

ჩაფარა
დაღობილი ჩელტი.

ჩაფი
თიხის საღვინე ან საწყლე ჭურჭელი (უფრო ხშირად უდრის ერთ ფუთს).

ჩაფსება
ჩაქრობა.

ჩაქურა
გურულების ნაციონალური ტანსაცმელია. მისი მოწყობილობა ასეთი იყო: წელზევით ჭონია ჩოხა, ვიწრო ტოტებიანი შარვალი წუღა მესტებით. წელზე ბელყაიში თალამბულისით, თავზე ყაბალახი, წელზე ფიშტო.

ჩაჩია
ჩალის ღერებისაგან შეკრული ჩელტი (აბრეშუმის (ჭიისათვის).

ჩაჩიტება
ხელში ან პირში, რომ ვინმეს რაიმეს ჩაუდებენ.

ჩაჩიხვა
ჩამწყვდევა.

ჩაჩუტი
ჯაშუში.

ჩახუა
სამარილე ტომსიკა, ჩანთა.

ჩენგელა
როდესაც სიმინდის ჩალას მოჭრიან, სანამ გახმებოდეს, რამდენიმე კონას ერთად აწყობენ. ამას ეძახიან ჩენგელას.

ჩერია
თითისტარი.

ჩეჩმა
ფეხსადგილი.

ჩვენ შვიდობა
გურული სიმღერაა.

ჩთა
ჩნდა.

ჩიბო
წისქვილის მთავარი ნაწილია, სადაც მარცვალს ყრიან.

ჩივა
ამბობს.

ჩილა
დათლილი და გამხმარი მსხალი, ვაშლი და სხვა ნაყოფი.

ჩინჩახვი
ფრინველების საჭმლის ბუშტი.

ჩიტისთავე
თავიანი ბალახია, რომელსაც ფხალად აკეთებენ.

ჩიქორთული
ცუდი, არეული ლაპარაკი.

ჩიჩვირი
ცხენის ტუჩები.

ჩიჩილაკი
საახალწლოდ მორთული თხილის ჯოხი. თხილის ჯოხს შუამდის დაათლიან ტყავს ისე, რომ გადმოკეცილი ნათალები თეთრ წვერს დაემსგავსება. შემდეგ მას აწყობენ სხვადასხვა სამკაულებით და საჭმელებით.

ჩიჩქინა
ლამაზი, კარგი: „ჩიჩქინიე ბიჭები“.

ჩიჩხინაკი
ჩიტის სახელია.

ჩობანი
სუთი.

ჩობანო
მოუქნელი, მოუხერხებელი კაცი.

ჩოლოქი
გურიისა და აჭარის გამყოფი მდინარის სახელია.

ჩოჩია
თევზის სახელია, რომელიც უმთავრესად მიწაზე ხოხავს.

ჩოჩო
ახლად ამოღებული ყველის ჩასადები ოთხკუთხი ფიცრის კოლოფი.

ჩუმპუ
დიდი მუცელი.

ჩუჟვა
ნედლ შეშას რომ ცეცხლი არ მოეკიდება, იმაზე იტყვიან.

ჩქიფი
ჩანგალი.

ჩქოლა/ე, -ი
ხშირად ამოსული ბუჩქები.

ჩხავერი
ყურძნის ერთი ჯიშია, რომლისაგანაც მეტად სასიამოვნო ღვინოს აყენებენ.

ჩხაპურტი
ქუსლჩაკეცილი ჩუსტი.

ჩხართვი
ჩიტის სახელია.

ჩხიკვე
საყანე ადგილის სახელია ბახვში.

ჩხინკორა
ღორის ნაკელი.

ჩხოი
გაუცეხვავი ღომი.

ჩხოკი
გამხმარი წნელი, რასაც ცოცხად ხმარობენ.

ჩხოროწყუ
პატარა წყლის სახელია ზემოხეთში.

ჩხოტვა
ხის ფოთლების დაყრევინება.

ჩხოტიო
უფოთლო მცენარე.

ჩხოტიო
ძალზე დაკიდული სახურავი.

ჩხრენგი
მიყრილ-მოყრილი ხის ტოტები.

ცა
გოგოს ეძახიან ხოლმე.

ცაკე
ცალკე.

ცანდი
ახილესის მყისი. მოთავსებულია წვივის უკანა მხარეზე ქუსლის ზემოთ. უწოდებენ აგრეთვე კავისა ღა უღლის შემაერთებელ თოკს.

ცახოცი
თავსაფარი.

ცეტერა
კარბაში გაყრილი ჯოხები. ნ. კარბა.

ცეხლი
ცეცხლი.

ციცა
გოგო.

ცრუპენტელა
ისეთი კაცი, რომელიც სულ მუდამ ტყუის.

ცუნცულა
ყველის ამოღებისას პატარა ნაწილს ჩამოაკლებენ და ცალკე ამოიღებენ ბავშვებისათვის, მას ეძახიან: ცუნცულას“.

ცხემლა
რცხილა.

ცხემლის ჭრა
ახალი წლის წინა დღეს ჰქვია. მოჭრიან რცხილის შეშას ბლომად და ახალ წელს, დილით დაანთებენ დიდ ცეცხლს. ხალხის რწმენით თუ ახალ წელს კარგი ცეცხლი არ არის, მთელი წლის განმავლობაში ოჯახში ცეცხლი ცუდად დაინთება.

ცანაცანა
ერთგვარი მწერის სახელია, რომელსაც მყრალი სუნი აქვს.

ძალუანი
ძალიანი.

ძანძგლი
წვირე, ჭუჭყი

ძარისქინძა
ბალახის სახელია.

ძარო
ფრინველების დასამწყვდევი ბუდის მაგვარად დაღობილი, მხოლოდ უფრო დიდია.

ძაღე
ხორცის საწები წვენი, შემზადებულია ძმრისა და სხვადასხვა ბოსტნეულისაგან.

ძაღლის იალონი
ძალიან ადრე, გათენების ხანი.

ძგიფვა
ჭიმვა.

ძევალი
ბუდეში დატოვებული კვერცხი, ქათამმა რომ კვერცხი დადვას.

ძელი
სქელი ფიცარი, მაგი იატაკის ძელი.

ძიგურა
ფხალად გაკეთებული ეკლის ნორჩი ყლორტები, ეკალა.

ძიგძაგი
სიცივისაგან კანკალი.

ძინთი
წიწვიან მცენარეებისაგან გამონადენი წებო, ღვდილი.

ძოწეული
წითელი ფერი.

ძულა
ძლივს.

ძუნკალი
წუნკალი. გინებაა.

ძღაბი
გოგო.

ძღვენი
რაიმე საჩუქარი, რაც გამოიხატება უმთავრესად საუკეთესო საჭმელებით დასაჩუქრებაში.

ძღიბლი
თვალის წირპლი.

ძღირკი
ძცველი, დაფლეთილი ტანსაცმელი.

წაბურვა
მიცვალებულის ჭირისუფლის შემწეობა ფულით ან სხვა რაიმეთი.

წათხი
მარილიანი წყალი, რომელშიაც ყველს დებენ.

წაკატი
წერაქვი.

წაკიდება
ნ. გადაკიდება.

წაკუნცხვა
დახრა, წელში მოხრა.

წალდი
რკინის იარაღია, წვერი მოღუნული აქვს.

წალეწება
მოულოდნელად ვინმეს თავზე წადგომა.

წალიკა
ერთგვარი მწარე ბალახის სახელია.

წამოგება
წამოცმევა.

წამოსამატი
სუფრაზე რომ რაიმე კერძს მოუმატებენ, იმაზე იტყვიან.

წამოფს
ეწამება.

წასაბურავი
მკვდრის ჭირისუფლის შეწირულება (შდ. საბურავი).

წასაგრება
(თავის) ტყუილ-უბრალოდ რაიმეზე თავის შეწირვა.

წასხრიპვა
თავის წაჭრა, წაგდებინება.

წატანება
თან წაყვანა.

წატანება
ხელის წავლება რაიმეზე.

წაყრუება
განზრახ არ გაგონება, ყურადღების არ მიქცევა.

წაჩანჩალება
წათრევა.

წახანა
წეღან

წებერაი
თიხნარი ნიადაგი.

წეეწია
წაეწია.

წელკავი
საქონლის ავადმყოფობაა, რომელიც უეცრად მოუვლის და კლავს.

წენკალა
წამწარდა.

წვერა
თევზის სახელია, მურწა.

წვერის ქნა
არაყის გამოხდის დროს რომ პირველად გადმოდინდება არაყი, იტყვიან: „წვერი ქნაო“.

წვიტი
წვრილი.

წიგნი
წერილი. ნ. „ალობის წიგნი“.

წივი
წვივი.

წიკვა
ზიდვა.

წიკუნტალი
ყირა, გადაყირავება.

წინგში
წიგნში.

წინდამ
წინ.

წინწრიქი
ჭუჭყი, წვირე.

წიოტა
წვრილი და მაღალი.

წირეხი
დაგრეხილი შოლტი.

წისანდგარა
ურმის წინ დასაყენებელი, რაზედაც ეყრდნობა ტვირთი, კონკილა.

წიწია
ხორცი.

წკიპი
„წკიპზეა საქმე“, ე. ი. სასწორზეა საქმე.

წკიპურტი
თითის კვრა.

წკარამი
ჯოჯოხეთი. წყევლის დროს ხმარობენ.

წოიო
ძლიერ დადუღებული ტყემლის წვენია (ნ. კვანწარახი).

წრიამპო
წყლის შაშვი (ნ. წყლის შაშვი).

წრიხი
წიხლი.

წროულს
წელს.

წუკალაი
ნ. კაპჭანა.

წურუქა
ნადუღის მოდუღების შემდეგ დარჩენილი სითხე.

წუღა
წაღა, ჩუსტი.

წყალი
მდინარე: „წევიდეთ წყალზე“ – მდინარეზე.

წყდა
ზომად ხმარობენ. ეძახიან იმ სიგრძეს, რომელიც ხელის თითებიდან მკლავის მოსაღუნავამდისაა, აქედან: „ერთი წყდა“ „ორი წყდა“ და სხვა.

წყლის შაშვი
ერთგვარი მწვანე ჩიტია.

ჭაკუნი
ერთგვარი თამაში იყო ძველად. ბურთის მაგვარად გათლიდნენ ხეს. შემდეგ დათლიდნენ გრძელ ჯოხებს, რომლებსაც თავები დამსხვილებული ჰქონდა. ამ დამსხვილებულ თავს ხის ბურთზე გაარტყამდნენ და ამნაირად თამაშობდნენ ჭაკუნს.

ჭალა
წყლის პირზე მდებარე ნახევრადქვიშიანი ადგილი.

ჭარიკა
ნ. ჩაფი.

ჭაჭა
თირკმელები. ეძახიან აგრეთვე ყურძნის დაჭყლეტისა და წვენის გამოღების შემდეგ დარჩენილ ხენჯს.

ჭაჭვეთი
ნ. ვ. ბერიძე. ხალხის წარმოდგენით: ჭაჭვეთში კუდიანების უფროსი ცხოვრობს.

ჭაჭუა
ყველი.

ჭაჭუტა
ჩვილი, ახლადამოღებული ყველი.

ჭვირთი
ტვირთი.

ჭიატი
ღრუბლებიდან რომ მზე გამოიხედავს, იმაზე იტყვიან: „მზემ გამუაჭიატაო“.

ჭიბოშანი
ქლიბი, რითაც ხეს ფხეკენ ღა ალამაზებენ.

ჭიკარაი
გარეული იხვის მაგვარი ფრინველია, მხოლოდ უფრო პატარა.

ჭილაიც გორი
გორის სახელია ზემოხეთში.

ჭილაიც ღელე
პატარა წყლის სახელია ზემოხეთში.

ჭიმე
ჭირიმე.

ჭინკა
ავი სული.

ჭინკორა/ე.-ი
გამხდარზე იტყვიან. იტყვიან დაჭირიანებულ ხილზედაც.

ჭინჭალა
ღობეში მძრომი პატარა ჩიტის სახელია.

ჭინჭი
ჩვარი, ფართლეული. ტანსაცმელზედაც იტყვიან „ჭინჭი არ აცვიაო“.

ჭინჭილა/ე, ი
პატარა დოქი.

ჭინჭიპურა
თიხნარი მიწა.

ჭიტინა
ჭუჭრუტუნა.

ჭიჭვი
ახლადამოსული ფხალი.

ჭიჭილაყა
ბალახის სახელია, ფხალად აკეთებენ.

ჭკუამხიარული
სულელი, ქარაფშუტა.

ჭლიბურხა
კოჭლი.

ჭოკი
გრძელი ჯოხი.

ჭოლოკი
გრძელი ჯოხი, რაიმეს დასაბერტყად ხმარობენ, მაგ კაკლის დასაბერტყად.

ჭონჭყო
წყლიანი ადგილი, სადაც ბალახი ამოდის.

ჭოპიტი
ხეზე ასვლისას ვისმეს დახმარება.

ჭოჭი
ფეხის თითები.

ჭრელაჭრულა
ჭრელი.

ჭური
ქვევრი.

ჭუჭული
წიწილი.

ჭყვირილი
ღორის ყვირილზე იტყვიან.

ჭყინტი
ჩვილი.

ჭყიპინი
ბავშვის ტირილი.

ჭყიჟორი
წვიმიანი, ნესტიანი ამინდი.

ჭხვერთება
ძალზე მაგრად დარტყმა.

ხაბურზაკი
საზამთრო.

ხავა
ჰავა.

ხაზარულა
მცენარეა, რომლის ღერებიდანაც ცოცხს აკეთებენ.

ხაზარული ვაშლი
ვაშლის ერთი ჯიშია.

ხალამი
დერგი.

ხალთა
ბეწვიანი ტყავი, რომელსაც კაჟიან თოფს აცმევდნენ წვიმაში ჩახმახზე.

ხანჭკი მომიარა
რაიმე საქმის შესახებ შეუფერებელ ლაპარაკზე იტყვიან.

ხანჭკოლა
ცერცვის მაგვარი მცენარე.

ხაო
საქონელს პირში ეკლებივით გამოყრის, რაც ბალახის ჭამაში ხელს უშლის.

ხაპერა
სქელკანიანი ხაპი, რომლის მოხარშვის შემდეგ სქელი კანი ისევ მაგარი რჩება, რასაც ჭურჭლად იყენებენ.

ხაპი
გოგრა, კვახი.

ხარტი
რკინის გასაწმენდი ჭიბოშანი (იხ. ჭიბოშინი).

ხარხალი
ხმამაღლა სიცილი.

ხატრის ფსხალი
მსხლის ერთი ჯიშია.

ხაჭეჭური
მსხლის ერთი ჯიშია.

ხეივანი
ტყიანი ადგილი.

ხეკა
მოგროვება.

ხელა
„ჩემ ხელა“ = ჩემი ტოლა, „კასხილა“ = კარგა მოზრდილი.

ხელება
ვინმეს რაიმეთი გაჯავრება: „ნუ მახელეფ“ = ნუ მაჯავრებ.

ხელთოფელა
ჯოხს დაბურღვენ თოფის ლულის მაგვარად და შიგ ისვრიან დგუშით კვირხილს (იხ. კვირხილი).

ხელი
ქვევრს რომ რაიმე სუნი ექნება და ღვინოს გადაეცემა, იმაზე იტყვიან: „ამ ღვინოს ხელი აქო“.

ხელხვავი
სიმღერაა, მოსავლის აღებასთან არის დაკავშირებული.

ხემწიფე
ხელმწიფე.

ხეფსი
ცოტა რამეს შეჭმა, დახეფსება (შდ. ილ. ჭყონია ხემსი).

ხვავი
„კაი ხვავი“ – მდიდარი მოსავალი.

ხვანცალი
ახალდაჭერილი თევზის მოძრაობაზე იტყვიან.

ხვანჯარი
შარვლის სათავეში გასაყრელი ზორტი.

ხვარ
ხომ არ: „ერხელ რომ მოსულიყო, ხვარ გუუწყრებოდა ღმერთი“.

ხვთისნიერი
ქველმოქმედი, კეთილი კაცი.

ხვირთქლი
ოფლი სახეზე.

ხვრიტინა
ხვრელი.

ხიაპა
წიწილების ყელის ავადმყოფობაა, ადვილად კლავს.

ხიბაკი
ბარგი.

ხიოთი
ჰაერზე გაგრილება.

ხოშკაკალი
სეტყვა.

ხოხოლა
ბავშვების მიერ აშენებული სათამაშო ქოხი, ნაგულებით აშენებენ.

ხპორი
ნ. უხპორო.

ხრიკვა
„ყოველ მუდამ სხვას ეხროკვის“; კინკლაობა.

ხრიკი
მწარე კვახისაგან გაკეთებული ღვინის ამოსაღები (ნ. კოპე).

ხრიკი
ერთგვარი ავადმყოფობაა, რომელიც თავზე ბალანს აცლის ადამიანს.

ხუება
რაიმეზე გაჯავრება და საქმეზე ხელის აღება.

ხულა
ნ. ბეღელი.

ხუშტარა
გრძელი შალაშინია, რომელიც ასწორებს დასამუშავებელ მასალას.

ჯაგნარი
ეკალში ჩაფლული ხეები, სადაც ეკალი და ხე ერთმანეთშია გადაწნული.

ჯალამბერი
მკვდრის ან ავადმყოფის წასაღები ხე (ნ. საბა ჯალამბარი).

ჯალანგარა
უშნო, უსუფთაო.

ჯალაღინა
ბურჩხა ბალახის სახელია (შდ. საბა).

ჯამი, ჯამჯამა/ე,ი
წისქვილის ის ნაწილია, საიდანაც წისქვილის ქვას მარცვალი ეძლევა.

ჯანგი
ჟანგი.

ჯანჯუხა
ჩურჩხელა.

ჯარგვალა
მრგვალი ხეებისაგან აშენებული სახლი.

ჯაფარიკა
ბავშვების ერთგვარი ჯოხებით თამაშია, რიკტაფელა.

ჯაღინა
არამახვილი, ბლაგვი (დანა, ცული).

ჯაშკუტა
ერთგვარი მცენარეა (ნ. საბა).

ჯაჭვედა
ჭრელი, უმთავრესად ქათამი.

ჯახირი
რაიმეზე გაწვალება.

ჯაჯღანი
ყიყინი: „ჯაჯღანა კაცი“ – მყვირალა კაცი.

ჯგვერი
დიდი ეკალი.

ჯევში
საწუღე ტყავის ასაჭრელი იარაღია.

ჯეფირი
ჯებირი.

ჯიბუტობა
ჯიუტობა.

ჯიკუნტალა
ხის პატარა გადანაჭერი.

ჯინი
ჟინი.

ჯინი
ჟინი, შურისძიება.

ჯინჭველა
ჭიანჭველა.

ჯირაყვა/ე,ი
პატარა საწნახელი.

ჯირითი
იყო ერთგვარი ძველი თამაში, რომელსაც ცხენებზე შემსხდარნი თამაშობდნენ; ისრების მაგვარად დათლიდნენ მოგრძო თხილის ჯოხებს. თამაში გამოიხატებოდა შემდეგში: ერთი დაუმიზნებდა მეორეს ამ გათლილ ჯოხს, ხოლო მოპირდაპირეს იმდენი ღონე უნდა ეხმარა, რომ აეცილებინა ჯირითი.

ჯიღი
მუჭი.

ჯლიგვი
ფრინველის ბარძაყი.

ჯორკო
ცეცხლის პირას დასაჯდომი, შეთლილი ხე.

ჯუაროფს
მჯავრობს.

ჯუმადია
დეიდის ქმარს ეძახიან, ბიძა.

ჯღა
ირმის რქა კედელზე მიჭედილი, საერთოდ რქა. ეძახიან აგრეთვე ტოტებიან ხის შტოს, რომელსაც ლერწიან მცენარეებს: ვენახს, კიტრს, ლობიოს უსობენ,რომ ლერწი შეიკავოს.

ჯღამარა
ჭრელთვალა.

ჯარცხმა
სოფლის სახელი იყო ჩოხატაურის რაიონში. ამჟამად „ჩაისუბანი“.

 

სერგი ჟღენტი, გურული კილო, გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი.

თბილისი, 1936 წ.

სერგი ჟღენტის მონოგრაფია „გურული კილო“ გამოიცა 1936 წელს. ნაშრომი შედგება გურული კილოს გრამატიკული ანალიზის, ტექსტებისა და მცირე ლექსიკონისგან.

ლექსიკონში შესულია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილი სიტყვები. გარდა საკუთრივ გურული ფორმებისა, წარმოდგენილია მეგრული, ლაზური, თურქული სალექსიკონო მასალა, ვრცლადაა განმარტებული ეთნოგრაფიული ხასიათის სიტყვა სტატიები, გვხვდება ცალკეული ეტიმოლოგიები.

ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ