There are currently 518 names in this directory
-ისად, -ისადა
ნანათესაობითარი ვითარებითის ნიშნები -თვის თანდებულიანი ფორმის მნიშვნელობით: შენ გულისად (= შენი გულისთვის) შენთვის; ხალხისად ეთქვ.
ამჸ-
შერწყმულია რთული პრევერბი ამო- და ვნებითის ე- პრეფიქსი და გადასმულია მათი გამყარი ჸ: ამო-ჸ-ე-; მაგ: ამჸღო-დ’ − ამოეღო და, ამჸწვ − ამოეწვა, ამჸთარა-დ’ (< ამოეთხარა და) ამოეღო და.
ამჸ-
შერწყმულია რთული პრევერბი ამო- და სათავისო ქცევის ან ვნებითის ი- თავსართი და გადასმულია მათი გამყარი ჸ: ამო-ჸ-ი; მაგ.: ამჸღებენ − ამოიღებენ, ამჸყვანდეს − ამოიყვანდნენ.
ბაშტეჲ
გომური, თუშური ძველებური სახლის სარდაფი, სადაც ზამთრობით საქონელს აბამენ, ზაფხულობით კი ხბოებს ყრიან. ბაშტის თავზე ადამიანის სამყოფია.
გადატანებაჲ, გადატანაჲ
მივარდნა, ცემა: ჯერ მე გადავეტანებიო-დ’ მემრ თქვენაც მომეშველნიდითავ; გადასტანიყ − სცემოდა.
გადმოვარდნაჲ
განრისხებულის გამოსვლა (გამოვარდნა) საჩხუბრად: გადმოარდნილ კაცი-დ’, ხვდომი ჯაყოს ჴელდაჴელ.
გადმჸ-
რთული ზმნისწინი გადმო- და ვნებითის ე- თავსართი შერწყმულია და ხმოვანთგამყარი ჸ გადასმულია: გადმო-ჸ-ე-; მაგ.: გადმჸყარ − გადმოეყარა; გადმჸსახლ − გადმოესახლა.
გადმჸ-
რთული ზმნისწინი გადმო- ბოლო -ო- ხმოვნით დამსგავსებულია სასხვისო ქცევის უ-ს და დაგრძელებულია, მათი გამყარი ჸ კი გადასმულია: გადმო-ჸ-უ-; მაგ.: გადმჸტანევ − გადმოუტანეო.
გადჸ-
პრევერბი გადა- და ზმნის ა- თავსართი შერწყმულია და ხმოვანთგამყარი ჸ გადასმულია: გადა-ჸ-ა-; მაგ.: (მანდილ) გადჸსრი (< გადა-ჸ-ასრია) − გადაისროლა.
გადჸ-
მიღებულია გადა- პრევერბის ბოლოკიდური -ა-სა და ვნებითის ე- თავსართის გრძელ ხმოვნად შერწყმითა და ხმოვანთგამყარი ჸ-ს გადასმით: გადა-ჸ-ე-; მაგ.: გადყგდ − გადაუგდე“. გადჸყარ − გადაეყარა; გადჸრჩინ.
გადჸ-
პრევერბი გადა- და სათავისო ქცევისა თუ ვნებითის ი- თავსართი შერწყმულია და მათი გამყარი ჸ გადასმულია: გადა-ჸ-ი-; მაგ.: გადჸქცნეს − გადაიქცნენ.
გამჸ-
შერწყმულია რთული პრევერბი გამო- და ვნებითის ე- თავსართი, ხოლო მათი გამყარი ჸ გადასმულია: გამო-ჸ-ე-: მაგ: გამეჸარა-დ’ გამოეარა და; გამჸსტუმრ − გამოესტუმრა; გამჸღ − გამოეტანა; გამჸმგზავრ; გამჸკითხ.
გამჸ-
მიღებულია გამო- რთული პრევერბის -ო- ხმოვნისა და სათავისო თუ ვნებითის ი- თავსართის გრძელ ხმოვნად შერწყმითა და მათი გამყოფი ჸ-ს გადასმით: გამო-ჸ-ი-; მაგ.: გამჸჩინეს გამოიჩინეს; გამჸსხავ − გამოისხაო; გამჸთარავ − გამოიღოო.
გამჸ-
მიღებულია გამო- რთული პრევერბისა და სასხვისო ქცევის უ- თავსართის შერწყმითა და უკანასკნელის დაგრძელებით, ხმოვანთგამყარი ჸ კი გადასმულია: გამოჸუ-; მაგ.: გამჸცხად − გამოუცხადა.
გარემჸ-
შეიცავს გარე ზმნისართს, მო- პრევერბსა და სათავისო ქცევის ი- თავსართს, რომელთანაც პრევერბისეული -ო- დამსგავსებულია და ი დაგრძელებულია, ხოლო თანხმოვანთგამყარი ჸ გადასმულია: გარე-მო-ჸ-ი-; ციხეიც გარემჸცვეს ციხეს ალყა შემოარტყეს.
გაჴდომაჲ
ა) მოსვლა: გახჴდომიყ ომი მოსვლოდათ ომი (ჩხუბი); ბ) გახდომა. შექმნა: მონადაჸ გავჴედ − ცუდად გავხდი, ავად შევიქენი.
გჸ
შერწყმულია გა- ზმნისწინის -ა- ელემენტი და ზმნის ა- თავსართი გრძელ ხმოვნად და ბოლოს გადასმულია ჸ: გა-ჸ-ა-; მაგ. გჸჩენდ, გჸგებიებდ, გჸმსვეს − გაავსეს.
გჸ
გა- ზმნისწინის -ა- ელემენტი და ზმნის ე- თავსართი გრძელ ხმოვნადაა შერწყმული და მათი გამყარი ჸ ბოლოსაა გადასული: გაჸე-; მაგ.: გჸრეცხ, გჸშვ, გჸხედ, გჸბედ.
გჸ-
დამსგავსებულია გა- ზმნისწინის -ა- ხმოვანი მომდევნო სათავისო ქცევისა თუ ვნებითის ი- თავსართთან და დაგრძელებულია, ხოლო მათი გამყოფი ჸ ბოლოსაა მოქცეული: გა-ჸ-ი-; მაგ.: გჸგეს − გაიგეს; გჸზარდნეს − გაიზარდნენ.
გჸ-
შერწყმულია გა- ზმნისწინის -ა- ელემენტი სასხვისო ქცევის უ- თავსართთან და დაგრძელებულია, ხოლო ჸ გადასმულია ბოლოს: გ-ა-ჸ-უ-; მაგ.: გჸკეთებენ − გაუკეთებენ; გჸტეხ, გჸღი − გაუღია; გჸწყვეტავ − გაუწყვეტია.
დანდობით
მინდობით, ხიფათის შეუმთხვევლად: დანდობით... დჸბარ ისე დაებარა, რომ დამბარებლისაგან ხიფათი არ მოელოდა.
დაჴამებაჲ
თუშების გადმოცემით დაღლილი ლეკები წმინდა წყალს კი არ სვამენ, არამედ ამღვრეულს. აქ დაჴამება უნდა ნიშნავდეს ამღვრევას. თუშურად ცუდად მოლაპარაკე ლეკის ნათქვამი „ცოტაჸ დჸჴამეო-დ’, ჸჸსთაჸ შესვივ“ ასე უნდა გავიგოთ: ცოტათი ვარგისი გახადე, ე. ი. აამღვრიე და ისე დალიეო (თ. უთურგაიძე).
დმოშტ, ტმოშტ
ხის სამფეხი ტაბაკი, ოდნავ ჩაღრმავებული. მასზე ქუმელს ზელდნენ და აგუნდავებდნენ, მერმე ხაჭოსთან, ყველთან ან ერბოსთან ერთად მიართმევდნენ მსხდომთ. დმოშტს ხის სახურავიც ჰქონდა.
დურკ
ხის ქილა ერბოს, აზელილი ყველის და მისთანათა შესანახად. იგი სხვადასხვა მოცულობისაა, ჩადის 1-დან 20 კილოგრამამდე, ჩვეულებივ 5-დან 10 კილოგრამამდე.
დჸ-
შეერთებულია გრძელ ხმოვნად და პრევერბის -ა- და ზმნის პრეფიქსი ა-, ხოლო მათი გამყოფი ჸ გადასმულია: და-ჸ-ა; მაგ.: დჸფარებენ; დღე დჸყენ.
დჸ-
და- პრევერბის -ა- ელემენტი დამსგავსებულია ვნებითის ე- თავსართთან და დაგრძელებულია, მათი გამყარი ჸ კი ბოლოსაა მოქცეული: და-ჸ-ე-; მაგ.: დჸც − დაეცა; დჸწაფ, დჸპატიჟ, დჸყენ.
დჸ-
და- პრევერბის -ა- დამსგავსებულია სათავისო ქცევის ან ვნებითის ი- პრეფიქსთან და დაგრძელებულია, მათი გამყარი ჸ კი გადასმულია: და-ჸ-ი-; მაგ.: დჸვიწყებენ − დაივიწყებენ; დჸწყ − დაიწყო; დჸმორჩილავ, დჸჭირეს: დჸმალენთავ − დაიმალ[ენი]თო.
დჸ-
დამსგავსებულია და- პრევერბის -ა- სასხვისო ქცევის უ-სთან და დაგრძელებულია, მათ შორის მოსალოდნელი ჸ გადასმულია: და-ჸ-უ-; მაგ.: დჸწყ − დაუწყო; დჸ. დევთავ დაუდეთო; დჸტყვევებავ დაუტყვევებია.
ვიტან
(მრ. ვიტნებ) გუდა, ოთხად ამოღებული ვაცის ან ხბოს ტყავი. დიდ ვიტანში 50 კგ-მდე მარცვლეული ჩადის.
ზეკუციაჲ
(რუს. გზით экзекуция) აქ: მოქეიფენი, რომლებიც უნდა მიეწვია („ჩაეყენებინა“) ნიძლავის წამგებს: ჩჸყენ ზეკუციაჲ.
თავისი
გამოხატავს I და II პირის კუთვნილებას და უდრის ნაცვალსახელებს: ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი: წავალივ თავის (ჩემს) ქვეყანაშიავ; თავის (= ჩემი) ძმის ჴელს ვაფერევ (= მივამსგავსეო).
იყ
ა) იყო: ჸჸს იყ ის იყო; ბ) მეშველი ზმნა წყვეტილში იყო, გამოყენებულია გარდაუვალი ზმნის თურმეობითი II-ის ფორმათა საწარმოებლად, ორპირიან ზმნებში იგი უდრის ლიტერატურული ქართულის -ოდ-ა დაბოლოებას: ყოფილიყ (< ყოფილიყო); ჩავარდნილიყ, გულ წასვლიყ (= გული წასვლოდა), შეღვარდნიყ (= შევარდნოდა), ხყვანიყ (= ჰყოლოდა) გამოზდგომიყ.
იჴადა
მოიხადა, გადახდა: მტერმ იჴადოს, რაჸიც მე იქ ვიჴად − მტერს გადახდეს, რაც მე იქ გადამხდა (ჴდაჲ − გადახდომა).
კალტის მოჴდაჲ
ხაჭოს მიღების პროცესი. ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილ სითხეს − შრატს − ადუღებენ და გამოყოფილ ხაჭოს ჯამით ან ქაფქირით ამოიღებენ, ჩაყრიან პარკში და გაწურავენ.
კუჭურაჸ
თავზე ჩამოსაცმელი საგანგებოდ შეკერილი რგოლი, რაზედაც მანდილს ამაგრებენ ქინძისთავით ან ნემსით (შდრ. თიანური სათაურა).
ლიშან
ნიშანი: ა) თოფის სროლით ან ცეცხლის კვამლით თუშები ერთმანეთს ატყობინებდნენ მტრის თავდასხმას: ლიშნად ხყონიყ თოფის სრევაჲ − მტერ დაგვეცავ; ბ) თოფის სამიზნე: ლიშანშიგ თოფს ვეღარ ასრევავ; გ) ცოდნის შეფასების ციფრობრივი ნიშანი, ბალი: ხუთიანებ მყვანდის ლიმნებ.
მდევარ
დადევნებული, უკან გამოკიდებული ჯგუფი (რაზმი) თავდამსხმელთა შესაპყრობად თუ დასახოცად და გატაცებულის დასაბრუნებლად.
მეკობარ, მეკოპარ
შეიარაღებული რაზმი, რომელიც სხვა ტომს თავს ესხმოდა და ძარცვავდა, ატყვევებდა: თუშეთის მეკობარ შეყრილიყ: შემორტყმიყ თუშის მეკოპარ.
მეჴ
ტახტი, საწოლი კედლის გასწვრივ გაკეთებული. იგი სკამის მაგივრობასაც ეწეოდა. ზოგი მეჴი ზურგიანია და იმდენად ვიწროა, რომ უფრო სკამად გამოიყენებოდა, ვიდრე საწოლად (თ. უთურგაიძე).
მიჸ-
მიღებულია მო- პრევერბის -ო- ხმოვნის დამსგავსებით სათავისო ქცევის ან ვნებითის ი- თავსართთან და დაგრძელებით და მათი გამყარი ჸ-ს ბოლოში გადასმით: მო-ჸ-ი-; მაგ.: გონს მჸყვანდეს − გონს მოიყვანდნენ; მჸკრიფ − მოიკრიფა; მჸლაპარაკეს (< მოიღეს) მოიტანესო: მჸლაპარაკეს.
მჸ-, მო-
პრევერბის -ო- დამსგავსებულია ზმნის ა- პრეფიქსთან და დაგრძელებულია, მათი გამყარი ჸ კი გადასმულია: მო-ჸ-ა-; მაგ.: მჸგონდ − მოაგონდა; მჸსხნეს − მოასხეს, მოიყვანეს; მჸრტყამდ.
მჸ-
შერწყმულია მო- პრევერბის -ო- ვნებითი გვარის ე- თავსართთან და დაგრძელებულია. მათი გამყარო ჸ კი ბოლოსაა მოქცეული: მო-ჸ-ე-; მაგ.: მჸყვან − მოეყვანა, მჸკლ, მჸტან, მჸხვ − მოეხვია, მჸღო-დ’ − მოეტანა და.
მჸ
შერწყმულია მო- პრევერბი და სასხვისო ქცევის უ- თავსართი გრძელ ხმოვნად და გამყარი ჸ ბოლოსაა მოქცეული: მო-ჸ-უ-; მაგ.: მჸკიდ − მოუკიდა; მჸხვდ ჴელ − ხელი მოუხვდა: მჸქსოვ; მჸსხ − მოუსხა, მოუყვანა.
რაჸიმ
ა) რამე, რაღაცა: რაჸიმ... შემძვრალავ; ბ) ნეტავ რა: რაჸიმ მაგაჸებისა ჩაგვდისავ (იხ. მაგაჸებისა).
სანამდინას
სანამ, სანამდის; სანამდინასევ − სანამო, სანამდისო: სანამდინასევ (= სანამო) ის ცოცხალიავ, სანამდივ (= მანამო) თუშეთსავ მტერ ვერაფერს ვერ დჸკლებსავ.
სანამდიც
მანამ, მანამდისაც: სანამდიც ( = მანამ) ვერ გჸგ, სანამდინას (= სანამ) ნივრეს არ გამოჩენილიყვნეს ჯარ.
უკვენ (უკვენა)
ა) უკან: გადავარდ უკვენ; უკვენით − უკანიდან; უკვენავ − უკანვე; ბ) შემდეგ: ამის უკვენ ამის შემდეგ.
ქმარს ირთავს
ქმარს მიჰყვება, თხოვდება. ჴმრის შერთვა − ქმარს გაყოლა, გათხოვება; შდრ. ცოლის შერთვა): არც ქმარს ვირთევდევ.
შემაჸ-
შეერთებულია რთული პრევერბი შემო- და ზმნის თავსართი ა-, ხოლო ჸ გადასმულია: შემო-ჸ-ა-; მაგ.: შემჸრტყ (ალყა) შემოარტყა (ალყა).
შემჸ-
რთული ზმნისწინი შემო- და ვნებითის ე- თავსართი შერწყმულია და ხმოვანთგამყარი ჸ ბოლოსაა გადასული: შემო-ჸ-ე-; მაგ.: შემჸველო-დ’ − შემოევლო და.
შექც-გაქცევით ომ
მორიგეობით ომი, ერთი მხარე რომ ესროდა მეორეს, უკანასკნელი მიწაზე იყო გართხმული და პირიქით.
შულტაჸ
დაახლოებით იგივეა, რაც ხევსურეთში დასტური. ჯვარის დღესასწაულის დროს სოფლის გამოყოფილი მორიგე, რომელიც ლუდს ადუღედა, საკლავს კლავდა და სხვა მოვალეობას ასრულებდა.
შჸ-
მიღებულია შე- პრევერბისა და ზმნის ა- პრეფიქსის შერწყმით, რის გამოც ხმოვანი დაგრძელებულია, ხმოვანთგამყარი ჸ კი გადასმულია: შე-ჸ-ა-; მაგ.: შჸგროვ − შეაგროვა, შჸსრულ, შჸწუხავ; შჸსხნიან (= შეასხიან) შეიყვანდნენ ხოლმე.
შჸ-
შერწყმულია შე- პრევერბი და ვნებითის ე- თავსართი ჸა ყ გადასმულია: შე-ჸ-ე-; მაგ.: შჸჭამ − შეეჭამა; შჸდგ; შჸტყ − შეეტყო; შჸრეკ.
შჸ-
ზმნისწინი შე- და სათავისო ქცევისა თუ ვნებითის ი- თავსართი შერწყმულია და ჸ გადასმულია: შე-ჸ-ი-; მაგ.: შჸრთ − შეირთო; შჸყარნეს − შეიყარნენ.
შჸ-
შეერთებულია შე- ზმნისწინი და სასხვისო ქცევის ან უარყოფითი მიმღეობის უ- თავსართი და გადასმულია ხმოვანთგამყარი ჸ: შე-ჸ-უ-; მაგ.: შჸჭამ − შეუჭამა; ცეცხლ შჸკიდესაო-დ’ − ცეცხლი შეუკიდესო და; შჸდარებელაყ − შეუდარებელი.
ჩალის ბურკვ
ფეხით დატკეპნილი და ნაბადივით დახვეული ჩალა, ასაღებად რომ ადვილი იყოს, სხვადასხვა სიდიდისაა.
ჩამოტანაჲ, ჩამოტანებაჲ
თავს დაცემა, თავდასხმა: წელ არ გავიდისავ, რომ... არ ჩამჸტანიანავ (= თავზე არ დასხმოდნენ ხოლმეო).
ჩამჸ-
შეერთებულია რთული პრევერბი ჩამო- და ზმნის პრეფიქსი ა-, ხოლო ჸ გადასმულია: ჩამო-ჸ-ა, მაგ.: კვეხნა ჩამჸგდეს − კვეხნა ჩამოაგდეს, ტრაბახი დაიწყეს.
ჩამჸ-
რთული ზმნისწინი ჩამო- და ვნებითის ე- თავსართი შერწყმულია და ჸ ბოლოსაა მოქცეული: ჩამო-ჸ-ე-; მაგ.: ჩამჸგდ − ჩამოეგდო; ჩამჸრთვ, ჩამჸრეკ.
ჩამჸ-
მიღებულია ჩამო- რთული ზმნისწინისა და სათავისო ქცევისა თუ ვნებითის ი- თავსართის შერწყმითა და ხმოვანთგამყარი ჸ-ს გადასმით: ჩამო-ჸ-ი-; მაგ:. ჩამჸარეს − ჩამოიარეს.
ჩამჸ-
შერწყმულია რთული პრევერბი ჩამო- და სასხვისო ქცევის უ- პრეფიქსი, ხმოვანთგამყარი ჸ კი გადასმულია: ჩამო-ჸ-უ-; მაგ.: ცხენზეითა ჩამჸგდი − ცხენიდან ჩამოუგდია.
ჩაღმა
ჩაღმელი, ჩაღმის ხეობის მცხოვრები, თუშეთისა და ქვემო ალვანის თუში, უპირისპირდება წოვას, წოვა თუშს.
ჩეჸ
მიღებულია ჩა- ზმნისწინისა და ვნებითის ე- თავსართის შერწყმითა და ჸ-ს გადასმით: ჩა-ჸ-ე-; მაგ.: ჩჸბარ − ჩაებარა; თავით ჩჸყუდ − თავით ჩაეგდო: ჩჸწყ, ჩჸყენ, ჩჸცმი.
ჩჸ-
შერწყმულია ჩა- პრევერბი და ზმნის -ა პრეფიქსი, ჸ კი გადასმულია: ჩა-ჸ-ა-; მაგ.: ჩჸწყობენ − ჩააწყობენ; ჩჸგებდეს − ჩააგებდნენ; ჩჸწვენდეს.
ჩჸ-
დამსგავსებულია ჩა- პრევერბის -ა- სათავისო ქცევის თუ ვნებითის ი- თავსართთან და დაგრძელებული, მათი გამყარი ჸ კი გადასმულია: ჩა-ჸ-ი-; მაგ.: ჩჸცინ − ჩაიცინა; ყანებ ჩჸღ − ყანები გაიტანა; ჩჸყენ, ჩჸქვითინებს.
ჩჸ-
ზმნისწინი ჩა- შერწყმულია სასხვისო ქცევის უ- თავსართთან და ხმოვანი დაგრძელებულია, ხოლო ჸ გადასმულია ბოლოს: ჩა-ჸ-უ-; მაგ.: ჩჸდგ (= ჩაუდგა) დაუდვა; ჴელში ჩჸყრია-დ’; ჩჸსაფრდეს.
ძაღლის დადებაჲ
ძაღლის გამოკიდება და გამწარებით ყეფა: ძაღლ მაინც დაზდებიყო-დ’ − ძაღლი მაინც გამოჰკიდებოდა და გამწარებით უყეფდა თურმე.
წამჸ-
შეერთებულია რთული პრევერბი წამო- და ვნებითის ე- თავსართი, ჸ კი ბოლოსაა გადასული: წამო-ჸ-ე-; .მაგ.: წამჸყვანნეს − წამოეყვანათ; წამჸსხნეს.
წინწალ
ლეკის მიერ დამახინჯებით ნათქვამი „წელწად“ − ახალი წელი: თქვენ წინწალიავ − თქვენი ახალი წელიაო.
წჸ-
შერწყმულია წა- ზმნისწინი და ზმნის ა- თავსართი, ჸ ბოლოსაა მიქცეული: წა-ჸა-; მაგ.: წჸსხეს − წაასხეს; წჸრთვეს.
წჸ-
მიღებულია წა- ზმნისწინისა და ვნებითის ე- თავსართის შერწყმითა და ჸ-ს გადასმით: წა-ჸ-ე-; მაგ.: წჸსხ − წაესხა, წჸქცი − წაექცია; წჸყვან; ცეცხლ წჸკიდ; წჸლალ.
წჸ-
წა- ზმნისწინის -ა- ხმოვანი დამსგავსებულია სათავისო ქცევისა თუ ვნებითის ი- თავსართთან და დაგრძელებულია, მათი გამყარი ჸ კი გადასმულია: წა-ჸ-ი-; მაგ.: წჸვანდეს − წაიყვანდნენ; წჸღევ.
წჸ-
იმავე წა- ზმნისწინის -ა- დამსგავსებულია სასხვისო ქცევის უ- პრეფიქსს და დაგრძელებულია, ხოლო ხმოვანთგამყარი ჸ ბოლოსაა გადასული: წა-ჸ-უ-; მაგ.: გულ წჸვიდ − გული წაუვიდა; წჸრეკავ − გაურეკავს.
ჴელჩაფაჸებ
მრ. (ჴელჩაფაჸ მხ.) ხელის ბორკილები: ჴელჩაფაჸების ჩაყრაჲ − ბორკილის დადება ხელზე. ხელბორკილის გაკეთება.
ჴმის გატეხაჲ
საგანგაშო ამბის გაგებინება, შეტყობინება (თოფის სროლით, ცეცხლის დანთებით, უმთავრესად კი ყვირილით): გჸტეხ ჴმაჲ.
ჯარ
ა) ჯარი: შჸგროვ მთელ ქისტეთის ჯარ, ბ) სასოფლო ლხინი, ღრეობა: ჯარშიგ ალუდიან საწდეზედ... მათრაჴს დაზდებდ.
ჯვარის ყანაჲ
ჯვარისთვის შეწირული მიწა, რომლის მოსავალიც სოფელს მოჰყავდა და ლუდს ადუღებდა (იხ. ხევსურული).
ჸ
ა) ხმოვანთგამყარი ბგერაა: გიჸო (= გიო), რაჸიმ (= რაიმე), მელაჸ, (= მელაჲ), მუშაჸობს; ბ) ძლიერი შემართებაა სიტყვის თავკიდური ხმოვნისა: ჸარ (= არ), ჸერთ (= ერთი); გ) ძლიერი დამართვაა სიტყვის ბოლოკიდური ხმოვნისა: ეტყუბაჸ (= ეტყუბა, ტყუპად ეხოცა), ვინაჸ (= ვინა), დაჸ (კავშირი და): დ) ძლიერი შემართვისაცაა და ხმოვანთგამყარიცაა, როცა 1. ხმოვნით დაწყებულ ნაცვალსახელს თუ ზმნისართს წინ სიახლოვის მაჩვენებელი ან დეიქტიკური ა-დაერთვის (იხ. ხევსურული ა-4) და ემსგავსება მომდევნო ხმოვანს, ერწყმის და გრძელდება, მათი გამყარი ჸ კი ბოლოში მოექცევა: ა-აქ > ა-ჸ-აქ > ჸ-ა-ჸ-აქ > ჸჸქ; 2. იგივე ვითარებაა, როცა ა- პრევერბი ემსგავსება ზმნის ქცევისა თუ ვნებითი გვარის ან უარყოფითი მიმღეობის პრეფიქსსა და მასთან შერწყმის გამო გრძელდება, ხოლო ხმოვანთგამყარი ჸ ადგილს ბოლოსაკენ ინაცვლებს: ა-ე-კიდ(ა) > ა-ჸ-ე-კიდ > ჸ-ა-ჸ-ე-კიდ > ჸ-ე-ჸ-ე-კიდ > ჸ--ჸ-კიდ (მაგალითები ქვემოთ).
ჸამჸ-
შეერთებულია რთული პრევერბი ამო- და ზმნის ა- თავსართი, პირველი ჸ ძლიერი შემართვისაა, მეორე ხმოვანთგამყარია, მაგრამ გადასმულია: ჸ-ა-მო-ჸ-ა-; მაგ.: ჸამჸ-წყვეტიებავ ამოაწყვეტინებო; ჸამჸთრი (= ამოათრია) ამოიღო.
ჸჸ-
შერწყმულია ა- პრევერბი და ზმნის ა- პრეფიქსი, პირველი ჸ ძლიერი შემართვისაა, მეორე ხმოვანთგამყარია, მაგრამ ბოლოსაა გადასული: ჸ-ა-ჸ-ა-; მაგ.: ჸჸდუღებენ.
ჸჸ-
პრევერბი ა- შერწყმულია ვნებითის ე- პრეფიქსთან და მათი გამყოფი ჸ გადასმულია: ჸ-ა-ჸ-ე-; მაგ.: ჸჸფარ აეფარა; ჸჸფეთქ − აეფეთქა; ჸჸღ − აეღო, აეყვანა; ჸჸკიდ, ჸჸკრიფ.
ჸჸ-
დამსგავსებულია ა- პრევერბი სათავისო ქცევისა თუ ვნებითის ი- პრეფიქსთან და შერწყმის გამო დაგრძელებულია, მათი გამყოფი ჸ კი ბოლოსაა მოქცეული: ჸ-ა-ჸ-ი-; მაგ.: ჸჸღეს − აიღეს; ჸჸწონავ − აიწონაო.
ჸჸ-
პრევერბი ა- დამსგავსებულია სასხვისო ქცევის უ- პრეფიქსთან და შერწყმულია, რის გამოც უ დაგრძელებულია, გამყოფი ჸ კი გადასმულია: ნამუს ჸჸჴდი (= აუხდია): ჸჸქცევდავ − აუქცევდაო.
უმარცვლო -ი. ა) ფუნქციით იგი შეიძლება იყოს: სახელობითი ბრუნვის ნიშანი, როცა სახელი მოსდევს შემასმენელს (მაგ.: არის ნაფუძრებ, ჴოცეს ერთმანერთ), ან ზოგჯერ წინ უსწრებს (ექვსნ ვარამს დჸჴოცნეს): ბ) უფუნქციოა და დაერთვის თანხმოვნით გათავებულ სიტყვებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიტყვა წინადადების ან საერთოდ პაუზის შემდეგაა (მემრ − მემრ, მაინც − მაინც, თურ − თურ, იმაშივ − იმაშივ, შიგისაკ − შიგისაკ, იმაშინასევ, მაგრამ, გავჴედ, ჩავიდევ).
-ა, -ავის
თურმეობითი I-ის სუფიქსი, ნაცვლად -ი-ა დაბოლებისა, -ებ, -ამ თემატიკურ-ნიშნიან, ფუძედრეკად ან უნიშნო ზმნებში: უოჴრებავ,უკეთებავის; უთქვამავ; უჟლეტავ; დჸჭამავ. -ავ შედგება -ა2 და სხვათა სიტყვის ო > -ვ-საგან (იხ -ვ1): ვერ მოვკალთ-ა-ვ, − მითხრეს-ა-ვ − ხან არ მოგვც-ა-ვ ცდისი-ვ; მე-ა-ვ თუშეთს ნამყოფ არ ვარივ. ზოგჯერ იგი თითქოს მთლიან ნაწილაკად არის გაგებული და ერთვის როგორც ბოლოთანხმოვნიან, ისე ბოლოხმოვნიან სიტყვებსო, მაგრამ აქაც -ა-ვ ნაწილაკებია: თუ ვერ ვასრევავ,... ჴელს ავიღებავ; დიდხანავ, ჯარ აჩინდავ ხისოავ.
-ა2
დაცულია სხვათა სიტყვის გაუმარცვლოებული -ო ნაწილაკის ნაშთის -ვ-ს წინ, როცა -ა ა) შეკვეცილი მეშველი ზმნაა: ჸჸმაშინდელიავ, დიდ მთებშიგ რომ ნაფუძრებიავ; ბ) ემფატიკური ან ფორმანტისეული ხმოვანია: მეშვიდე წელსავ ტყემავ ფოთოლ აღარ გამჸსხავ... წყლებივ დაშრავ; ქმარ მყვანიავ (= ქმარი მყოლიაო); გ) ფუძისეულია ნაცვალსახელში, ზმნისართსა, თანდებულსა თუ სხვა მეტყველების ნაწილში ჩვენავ, წინავ, მთაზედავ, სოფელშიავ... დ) ნართაულია ზმნის ფორმებში: ციხეში შევიდნესავ; ვინც გარეთ დავრჩენთავ, გადაგვარჩიესავ.
-აჸ
ა) მოკვეცილია ვითარებითი ბრუნვის -დ ნიშანი და დარჩენილია კნინობითობის -ა და ძლიერი დამართის ჸ: პირველაჸ (< პირველაჸდ) პირველად; თუშურაჸ − თუშურად; მეტაჸ − მეტად. ბ) კნინობითობის -ა სუფიქსი და იგივე ჸ: ცუტუნაჸ − პატარა; ბ) აღნიშნავს კი, -ღა, მხოლოდ, მარტო: თბილადაჸ იყოს; თუაჸ თუკი; სამოციაჸ (= სამოციღა) წასრულ.
-დ:
ვითარებით ბრუნვაში დასმული მასდარი უდრის ინფინიტივს და აღნიშნავს მიზნის გარემოებას, გამოხატულს ლიტერატურულ ენაში იმავე ბრუნვაში ნახმარ მყოფადის მიმღეობას: მოვიდნეს მოშველებად (= მოსაშველებლად); წავიდნეს კვლევად (= წავიდნენ საძებნად): ჩემ შეჭმად (= შესაჭმელად) მორბისაო-დ’: შამილის დაჭერად (= დასაჭერად).
-დ’,
შეკვეცილი და კავშირი, რომლის წინაც სრული სახით დაცულია ხმოვან-სუფიქსი, ემფატიკური თუ ნართაული -ა და ხმოვან-ნაწილაკი: სუფრა მჸღო-დ’, გჸშალა-დ’, თან ღალატ ზდობნივ; ლეკსა-დ’ ორ თუშს; ელოდებიანა-დ’, ჩჸყენ; მოდითაო-დ’ დავიჭიროთავ.
-ევ
იშლება -ე- ელემენტად, რომელიც სავარაუდებელია ფუძისეული -ე იყოს ან მისი ადრინდელი სახე -ა, და -ვ ნაწილაკად. უკანასკნელი ან სხვათა სიტყვის -ვ ნაწილაკია: რომევ (< რომ-ე-ვ) რომაო, თვარამევ (< თუ არა-მე-ვ) რომაო, თვარამევ (< რა-გვარ-ა-ვ) როგორაო... ან -ვე ნაწილაკის ვ ელემენტია: მალედაჸევ − მალედვე, ადრევე... ან კიდევ -ევ გაგებულია მთლიან ერთეულად და დაერთვის ზმნისართებს, კავშირებსა და სხვებს სხვათა სიტყვის -ო ნაწილაკის მნიშვნელობით: მემრინასევ მერმეო, სანამდინასევ სანამდისო, უჩემოდაჸევ უჩემოდო.
-ევ
იშლება -ე და -ვე ნაწილაკებად, - კი უმარცვლო -ი არის: იმაშინასევ − აი მაშინვე (იხ. -ევ და -).
-ვ1
სხვათა სიტყვის გაუმარცვლოებული -ო ნაწილაკი, რომლის წინაც დაცულია ფუძისა თუ ფორმანტის ადრინდელი ხმოვანი: რად იარებივ ბრიყვადავ, ყაჩაღიავ გასრულივ, არ გიღალატონავ (იხ ა2, ავ).
-ვ2
შეკვეცილი ნაწილაკი -ვე: ყჸჸქავ აქვე: უკვენავ − უკანვე; იმასთანავ − იმასთანვე. ზოგჯერ იგი შეიძლება აერიოს ვისმე სხვათა სიტყვის -ვ ნაწილაკთან ან მოქმედებითი ბრუნვის -ვ ელემენტთან. შდრ. ერთმანეთს: ჸჸქავ (= იქვე) დაწოლილიყვნეს და ჸჸქავ (= იქვე) იყოსავ; მაგრამ: წინავ (= წინათ) და წინავ (= წინაო).
-ზედით, -ზეით, -ზეითა
-ზე თანდებულიანი ფორმა დაწყებით ბრუნვაში: ჩხაზედით − ჩხიდან; ცხენზეითა ჩამჸგდი − ცხენიდან ჩამოუგდია.
-თად
ნანათესაობითარი ვითარებითის ნიშნები მრ. რიცხვში -თვის თანდებულიანი ფორმის მნიშვნელობით: შენდობას იტყვიან... ნაჴოცთად (= დახოცილთათვის); ქალებიც აღარ ეძლი ხისოელთად (= ხისოელთათვის).
-ი
სახელობითი ბრუნვის ნიშანი, დაცულია, თუ: ა) მას მოსდევს ნაწილაკი -ც(ა), -ვ(ე), კავშირი დ(ა) ან სხვათა სიტყვის -ო ან მისი ნაცვალი -ვ და ბ) იგულისხმება ან წარმოდგენილია შეკვეცილი მეშველი ზმნა ა. მაგ.: წყლებივ (< წყლებიო) დაშრავ: ჴაბოი-დ’ თათარ წასრულიყვნეს: ხყვანიყ... წითელცხენიანი-დ’ − წითელტანისამოსიან; ვარდიზეიც (= ვარდიძეც) მეჸკლ... უტყუარი (= უტყუარია), ბიჭ, უტყუარ; ჲეგ უღდერაჸ ხნისაჲ (= ხნისაა).
-ით, -ითა, -ითაჲ, -ითი
დაწყებითი ბრუნვის ნიშანი, უდრის -გან თანდებულიან მოქმედებითს კითხვაზე საიდან: წინა ნაპირით (= ნაპირიდან) უკვენა ნაპირამდ; ჩიგლაჸურთითა (= ჩიგლაურთიდან) ყოფილიყო-დ’, გამოვარდ ციხითაჲ (= ციხიდან); მდევარს გჸბრუნ ხისოითიცა-დ’, ქუმელაჸურთითა; იქითივ (= იქიდანვე), უბითივ (= უბიდანო); კახეთითივ.
-მ1
(< -მე) ნაწილაკი, წინადადებას აძლევს ნატვრის ელფერს: რადამ (< რადა-მ) ნეტავ რად: რადამ უშვებდეს, რადამ.
-მ2
შეკვეცილი განუსაზღვრელობის -მე ნაწილაკი: რაჸიმ რამე; რამდენიმ − რამდენიმე; რამდენჯერამ − რამდენჯერმე.
-ჲ1
სახელობითი ბრუნვის ნიშანი ბოლოხმოვნიან სახელებთან და ნათეს. ბრუნვის გავრცობილ ფორმაში: შობიარეჲ... ხნისაჲ...
-ოდ
(< ოდენ), -ოდიოდ (< ოდენ-ოდენ) ნაწილაკი, რომლის მნიშვნელობად არსებით სახელთან მიაჩნიათ ც... კი, ზედსართავ სახელთან აღმატებითი ხარისხის წარმოება (თ. უთურგაიძე): ჯარიოდ აღარ ჩინდისავ: ქოხსთანაოდ... წოლილ.
-ღ, -ღა
ნაწილაკი, რომლის წინაც შემონახულია ფუძისეული თუ ფორმანტისეული ხმოვანი, გამოხატავს თხოვნითს ბრძანებითს, ადრინდელი მნიშვნელობა კი უნდა ყოფილიყო და ეს ახლაც უნდა ჩანდეს სისაწყლის, შებრალების ჩვენება (შდრ. სვან. ღალ): აბაღავ, ღოროვ, ერთიღავ... შეხედევ; ჰარიქათაღავ, მიშველეთავ! საგძალიღ ჩამიყარევ... მაგრამ: წავალიღავ; მეაცაღ წავალივ; რაჸიც ერგებაღავ, მიეცივ.