ავაზანიდიდი გეჯა, ხის მოგრძო ვარცლი ცხენისათვის წყლის სასმელად.
აინასარკე: აინაით გაუხედა სარკით შეხედა, ახედა.
ამანეთიამანათი, საწინდარი, ძღვენი.
ამოვალ, ამუალგანსაზღვრებითი ნაცვალსახ. მავანი, ესა და ეს, ამა და ამ: ...ამოვალ კაცმა მომცა; ამუალს ადგილ დამწყვდეულია.
ახთიშეთანხმება, გარიგება.
ბახშიშისაჩუქარი, გასამრჯელო.
ბირ ზამანერთხანს, რამდენიმე ხანს.
გააგნებიეფსგააგებინებს, აუხსნის.
გაერჩდაგაბრაზდა, გაჯავრდა.
გამოფიშმანებადანანება გამეჲფიშმანა − ინანა, იდარდა.
გაქუცულიგაძარცული, გაქურდული.
გელინისაცოლო. დანიშნული; რძალი.
გენჯობაახალგაზრდობა, სიყმაწვილე.
დატიება(დატიებს, დატია) დატოვება.
დევრიში, დერიშიღარიბი; მათხოვარი.
დელიყანიახალგახრდა კაცი, ჭაბუკი.
დიდრვან(ებ)იგადატ. მთავარ(ნ)ი. დიდი თანამდებობის პირ(ებ)ი.
დინგლამექმოსმენა, ყურის დაგდება: მიგინგლე (მი-დინგლე’ს სახეცვლილი ფორმა) მომისმინე.
დონთბაჲ, დონთბარიმოდუღებული დოს გაწურვით მიღებული პროდუქტი.
დუნიაქვეყანა, ქვეყნიერება, სამყარო.
ეჲ კიდიჰეი, გიდი, აი, გიდი − აი, წუთისოფელი! აი, საკვირველება!
ეფერებაშეეფერება, შეშვენის.
ეხიზმეთამოუარა, უპატრონა (იხ. ხიდნეთი).
ვეზირიდიდი სახელმწიფო მოხელე − მინისტრი.
ზეზედ; კიდეც (იხმარება გაძლიერებით-დადასტურებითი ნაწილაკის მნიშვნელობით): ის ზე დმწყვდეული დარჩა.
ზიარეთისალოცავთ ადგილი. სადაც მიდიან და ლოცულობენ.
თავითთვით, თვითონ, თავისდათავად.
თავკვეთილობაძველი ქრისტიანული დღესასწაული იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღის აღსანიშნავად.
თავლახანათავლა, საჯინიბო.
თემენნამისალმება, თავის დაკვრა.
იალლააღტაცების გამომხატველი შორისდებულია.
იმლახორ-აღაემირახორ-აღა, ამილახორ-აღა − მეჯინიბეთუხუცესი.
ისამეთბრძანებითია: იცეკვეთ (სამა − ცეკვა).
იჯდუმლებსშეჯდომის ნებას აძლევს, ისვამს, „იჯდენს“.
მარიობაძველი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული მარიამ ღვთისმშობლის გარდაკვალების (მიძინების) მოსაგონრად (მოდიოდა 15 აგვისტოს ძველი სტილით).
მარჩილიფულის ერთეული ძველად.
მაღარაქვაბი, გამოქვაბული.
მეგემუცბად, უეცრად; თურმე.
მეგერამასობაში; ამ დროს; აი, აი უკვე.
მომი, მუმისანთელი, ცვილი.
მოფერება(მოაფერებს) მოხერხება, შეშნობა (შეიშნობს), შეფერება (შეიფერებს).
მუშამბალიგასანთლული, ცვილწასმული.
ნათხოვარინათხოვი, შერთული.
ნეკერიმუხის ფოთლები ზამთარში საქონლის საჭმელად.
ოყასამი გირვანქა (1225 გ.).
პაშტადიდი, ბევრი, კარგაძალი.
რუბაკაბა; ტანსაცმელი (შდრ. ურუბა).
სამაცეკვის ერთ-ერთი სახე (აქედან: ისამეთ იცეკვეთ).
სეფასიამოვნება, განცხრომა.
სილაი, სილაღი, სილაჰიიარაღი, თოფ-იარაღი.
სულთანიმონარქის საპატიო წოდება თურქეთში.
სუჩიცოდვა, ბრალი, დანაშაული.
ურუბა, ურბატანსაცმელი (შდრ. რუბა).
ურჯებაირჯება მისთვის, უვლის.
ფაშადიდი სამოქალაქო ან სამხედრო მოხელე − გენერალი, გენერალ-გუბერნატორი.
ფეშინიწედა იმის ფეშინში დაედევნა, გამოუდგა, კვალდაკვალ გაჰყვა.
ქელოღლანი„ქაჩალი ბიჭი“, ქცეულა მამაკაცის სახელად. ხშირად იხსენიება, როგორც ხალხური ზღაპრის გმირი.
ქოროღლიმამაკაცის სახელია (გმირი აღმოსავლური ზღაპრებისა) .
ქოჩეგიმხიარულება, ცეკვა-თამაში (?).
ქურუმი, ქურუნიგეჯა, როფი, ავაზანი, − გულამოთლილი მორი პირუტყვისათვის წყლის დასალევინებლად.
ყათიწყვილი, ხელი, კომპლექტი (ტანისამოსისა).
ყაფაზიპოლიციელი, შიკრიკი.
ყიამეთი(აღდგომა. მეორედ მოსვლა), გადატ. დიდი ამბავი, განსაკუთრებული მოვლენა.
ყირათი, ყირატილურჯა (ცხენი).
ყიხ სექის(თურქ.) ორმოცდარვა.
ყულანდელიმაშინდელი; წინანდელი, ძველებური.
ყურბანიმსხვერპლი, შესაწირავი.
შამეიჯდუმლაშემოისვა, „შემოიჯდინა“.
შეეხვეწებაშეეყრება, შეხვდება: სიკვდილს შევეხვეწე სიკვდილს შევეყარე.
შეფხუკებადაფრთხობა, შეშინება.
ჩირაღისანთელი: ჩირაღი ქნა − გაანათა, მდიდრული, საზეიმო განათება მოაწყო.
წინაკაცითავკაცი, მოთავე უფროსი.
ხაზირიმზადება; ხაზირზე − მზად.
ხალაიღიმხევალი, მსახური ქალი.
ხამლადიდასუსტებულის დაღლილი (?).
ხასიხელსაყრელი, მოსახერხებელი.
ხებერიხაბარი, ამბავი: ხებერი ხვდა − ცნობა მოუვიდა.
ხენდეკიხანდაკი, ორმო, თხრილი.
ხიდმეთი, ხიზმეთისამსახური, მოვლა: ეხიზმეთა − მოუარა უპატრონა.
ჯინსი-ნაირი, -რიგი, გვარი: ყალა ჯინსის ყოველნაირი (შდრ. ჯიში).
ჯუმბუშიცეკვა-თამაში, გართობა, მხიარულება, სეირნობა.
ჰემნაწილაკია: -ც(ა), აგრეთვე: -თან, -თანაც, ამასთანავე.