ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 12 names in this directory beginning with the letter ბ.
ბეღელი
ა) პურეულისა და სხვათა შესანახი ნაგებობა; ბ) ჯვარედინად დაწყობილი ათასი-ათას ორასი ფრთა ყავარი, რაც ათ-თორმეტ ლეჩხუმურ ურემს უდრის.

ბიმბილი
ყურძნის მარცვალი მტევნის კინწზე (ან კომბალზე).

ბოვშვი, ბოქში
ბავშვი.

ბოკონი
საწველელი, ხის ჭურჭელი საწველად, მთლიანი გულამოღებული ხის კასრი, ვედროსავით მაღალი, 15 სმ. დიამეტრისა.

ბოქში, ბოვშვი
ბავშვი.

ბოქშჩახუტებული
ბავშვჩახუტებული.

ბრე
ღომის, ზანდურის ან მახის ნაცეხვი, კილი, მარცვლის ბუდე.

ბრევლი
ბევრი.

ბულთოობა
ბურთაობა: ბულთოობს − ბურთაობს.

ბურული
რაც დაბურულია (დახურულია), უბრალო ნაგებობა (საბძელი, საღორე და მისთ).

ბუში
„ნაყარი“, ამონაზარდი, ვაზის ფურცლის ძირში ამოსული ზედმეტი ყლორტი, „ძალა გააქვს და ვაცლით“.

ბღვერი
მიწის ნაფშვენი, დაფშვნილი მიწა, ფხვიერი მიწა, მტვერი.

Don`t copy text!