ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 9 names in this directory beginning with the letter თ.
თა
მთა.

თავდოუხსნელი
(გლეხი) ბატონყმობიც გადავარდნის შემდეგ ყმას შეეძლო ფული მიეცა მებატონისათვის და თავი გამოესყიდა (თავი დაეხსნა). ვინც ვერ შეიძლებდა ფულის მიცემას, თავდაუხსნელი იყო და მებატონის ყმადვე რჩებოდა.

თაველი
თავთავი.

თავთუხი, თანთუხი
ხორბლის ჯიშია, იკეთებს ფხიან ოთხკუთხ თავთავს, გამოსავალი დიდი აქვს. მაგრამ ლეჩხუმში ვერ იხეირაო.

თავსკვნილი
კოროლის ერთი შეკვრა, მახის ამოთხრილი ღეროების თავის მოგრეხით გამოსკვნილი კონა.

თლათ
მთლად, სულ ერთიანად.

თუნგი
საწყაო ერთეული: ხუთი ჩარექა (ლიტრი) ღვინო (შდრ. დოქი).

თურე
თურმე (იხ. სთურე).

თურჯი
თუჯის ქვაბი: თურჯი საღომეა.

Don`t copy text!