ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 45 names in this directory beginning with the letter მ.
მანებამდინ
მანამდის.

მარგალითათ
მაგალითად.

მარგლა
სარეველა ბალახის ხელით ამოცლა პურის ყანაში.

მარჩევალა
ვინც არჩევს, მარჩეველი.

მარჩიელი
მკითხავი.

მაშაკი, შამკვი, შანკვი
ზანდურისა და მახის თავთავის საკრეფი. ორი გათლილი ჯოხი, უპირატესად შინდისა, ერთ თავში ბაწრით (წვრილი თოკით) იყო გაკრული, მეორე გახსნილ თავს გაშლიდნენ, რამდენიმე თავთავს ქვეშ ამოუდებდნენ, მოუჭერდნენ და მოწყვეტდნენ.

მაშინა
(რუს. გზით) ვაზის შესაწამლი აპარატი.

მახა
ხორბლის ძველი ჯიშია, ფხიანი, იკეთებდა ბრტყელ თავთავს, აქეთ-იქით მარცვლები ასხდა, თავთავს კრეფდნენ და ცეხვავდნენ თეთრი პური გამოდიოდა, ამჟამად არ ითესება (არჩევენ სამ სახეს, როგორიცაა: გვაწა მახა Triticum macha Dek. Et Men. ანუ Triticum tubalicum Dek. ჩელტა მახა Triticum macha Dek et Men. ანუ Triticum imereticum Dek. და წითელი მახა Triticum macha ანუ Triticum megrelicum Men.)

მერეთი
მერე, მერმე, შემდეგ.

მერიქიფე
ღვინის მიმტანი და დამსხმელი, მწდე.

მესრი
საყავრე მორის ნაპობი, გამოდის ოცი ფრთა ყავარი 16-20 სმ. სიგანისა. ყავრის გამოხდის გასაადვილებლად მორს ჯერ აპობენ მესრებად, შემდეგ მესრს − კოტრებად, ხოლო კოტრს − ყავრად.

მეციხვანე
მეციხოვნე.

მინავალა
მიდიოდა თურმე.

მიხობა
(<) მიჰყვება.

მოგენიება
ძროხის მოწველის წინ ხბოს მიშვება მოსაწოვად, რომ ძროხამ რძე გამოუშვას.

მოვსებული ქათამი
კვერცხით სავსე ქათამი, კვერცხის დებას რომ მალე დაიწყებს.

მოვქიდე
(<) მოვჰკიდე.

მოთუთქვა
წყალში აზელილი ნაცრის მოყრა ნაკვერცხლის გარშემო თორნეში დიდი ცეცხლის ჩასანელებლად.

მოთუთქული
(თორნე) წყალში აზელილი ნაცრის ნაკვერცხლის გარშემო მოყრით განელებული (თორნე).

მოკაწვრა
პურის ზედაპირის დაწვა, ცეცხლით მოტაცება, მოწვა: მეიკაწრავს.

მოკონვა
კონად ანუ ძნად შეკვრა.

მონაბჯვა, ნაბჯვა
რამდენიმე ნაბჯის (იხ.) დადება ულოზე შესაკრავად.

მონართმევი
ანაცერი, რაც ღერღილის გაცრისას თავზე მოექცევა და ხელით მოართმევენ (აიღებენ) (იხ. მორთმევა).

მონცრევა
(მარილისა) მომცვრევა, ცოტას მოყრა.

მორე
მეორე.

მორება
მოვლა.

მორედი
მოროდი, „მორე თოხნა“, მეორე თოხი, ყანის მეორედ (მეორეჯერ) გათოხნა.

მორეთ
მეორედ, მეორეჯერ.

მორთმევა
ა) ღერღილის გაცრისას ანაცერის თავზე მოქცევა: მაღლა მეირთვამს (|| მეირთომს) ანაცერას; ბ) გაცრისას თავზე მოქცეული ანაცერის (ქატოს, ჩენჩოს) ხელით აცლა, აღება: ანაცერას „მოვართომთ და მონართმევს საქონელს ვაჭმევთ“.

მოსარები
მოსავლელი: მოსარებათ.

მოსაფინელება
საფანელის (ფქვილის) მოყრა სასაფურეში (იხ.), რომ ცომი არ მიეკრას.

მოსტრება
მოსწრება: მოუსტარი − მოუსწარი: მევესტარი − მოვესწარი; მოსტრებით.

მოფარა
(<) მოჰპარა.

მოცომვა
მოზელა (ცომად).

მოწევა
მოსავლის აღება: სიმიდის მოწევა.

მოწიწინოფ
მხიარულად მოდიხარ.

მოჭვა
კრუხი.

მოხვება
(<) მოჰყვება.

მოხვერდებული
მოხვედრებული.

მოხვრა
მოზელა (ნაცრისა, მიწისა).

მოხონდა
(<) მოჰქონდა.

მოხურვა
წაღმა ბრუნება.

მჩალტე
მჩატე, მსუბუქი.

მძიმეთ
ფეხმძიმედ, ორსულად.

მწვანე
საგვიანო ლურჯი ყურძნის ჯიშია. მაგარი ღვინო იცის.

Don`t copy text!