ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 26 names in this directory beginning with the letter ს.
საგვაჯილე
სასულუგუნე, გვაჯილისთვის გამოსადეგი ან დანიშნული (ყველი).

საკიდელი
კვეთი, დვრიტა, რძის საკვეთი, საყველედ რძის შესადედებელი სითხე.

სალასტო
„თხილის ტკეჩისაგან გაკეთებული დიდი კალათი“.

სალდათი
(რუს. გზით солдат) ჯარისკაცი; სალდათში − ჯარში.

სამწნეხელი, ხორგო
საწნახელი, გულამოღებული მთლიანი ხე ყურძნის დასაჭყლეტად.

სანე, სანა
ზოგან, „რომელიმე ადგილას“.

საოტკე
(< რუს. водка) საარაყე.

სარგისი
სადგისი.

სარქვიელი
ქვევრის (ჭურის) სარქველი, თავსახური ფართო ბრტყელი ქვა ან ფიცარი (როგო).

სარცხი
გრძელ ტარზე რამდენიმე ფენად ასხმული ბლის ან არყის ქერქი ქვევრის სარეცხად.

სასაფურე
სასაფუვრე, ცომის ასაფუებელი ჭურჭელი.

სასერავი
ყავრის ამოსახდელი დანა.

საფხე
სავსე.

საქვაბე
ნაჭა, სხვენიდან შუა ცეცხლზე ჩამოშვებული ჯაჭვი ქვაბის ჩამოსაკიდებლად.

საქნარობს
საქმობს, საქმიანობს, მუშაობს.

საცხა
(< სადა-ცა-ღა) სადღაც, სადმე.

საწბერავი, საწურავი
საქაჯავი, ჭაჭის საწურავი, ჭახრაკივითაა, ღარი აქვს, ჭაჭას ჩაყრიან და წურავენ.

სახუნელი
სახვნელი, სასოფლო-სამეურნეო იარაღი მიწის სახნავად.

სეერთოთ
საერთოდ.

სველი
ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი აწ ახალამოყვანილი ყველის გამოშვებული სითხე.

სთურე, სთურმე, თურე, სტუმრე, სტურე
თურმე.

სტაქანი
(რუს. стакан) ჭიქა.

სტურე, სტუმრე
თურმე (იხ. სთურე).

სუთი
ღომის საზელი მრგვლად გათლილი მოკლე ჯოხი.

სხენი
ხსენი, ხბოს მოგების შემდეგ პირველად გამოწოლილი რძე, უვარგისია.

სხუმის
სხვა დროს, წინათ, უმალ.

Don`t copy text!