ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 12 names in this directory beginning with the letter ქ.
ქბილი, ქფილი
ფქვილი.

ქე, ქვე
კი; ქეც კიდეც (იხ. ქვე).

ქესა
ქისა.

ქვაბი, ქვაბუნი
გამოქვაბული.

ქვე
(>) ქე მტკიცებითი ნაწილაკია: კი (მეგრ. ქო, სვან. ჩუ): ქვე დავრჩით.

ქვერე
ქვევით, ქვემოთ; ნაკლები.

ქითხა
(<) ჰკითხა (I პ. ვკითხე, II პ. ქითხე).

ქუბე
ხორბლის ჯიშია, ფხიანი. მრგვალთავთავიანი, ნათესში ურევდნენ, თავთავს ჩელტზე ფშვნიდნენ, მარცვალს საარაყედ იყენებდნენ, კოროლს − ბურულების სახურავად.

ქუნჩალა
ნაქურჩალი, ნაქუჩი, ნაგულა, ტაროს გული, რაზედაც მარცვლები ასხია მარცვალგაყრევინებული ტარო.

ქუჩუჩო
ქოჩოჩი, კატარი, სიმინდის ყვავილები.

ქფა
ფქვა: ქფავდენ.

ქფილი, ქბილი
ფქვილი: ქფილი საჭადეა.

Don`t copy text!