ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 20 names in this directory beginning with the letter ხ.
ხავს
(<) ჰყავს: ხავდა − ჰყავდა.

ხალამი
დერგი. ფართოძირიანი პატარა ჭური, დიდი ქოთანი ყველის შესანახად.

ხალთა
„ტყავის ტომარა“, ოთხად ამოღებული ხბოს ტყავის პარკი: „ხფოს ვატყავებთ მუცელზე გოუჭრელათ. გეიკერება ბოლო, გეიტენება ფუჩეჩით და გახმება. შემდექ ფუჩეჩი გამეიყრება. პატარა მოვზელთ, მოვამბილეფთ და ვიხმართ ხალთათ კაკლის [მარცვლის] ქფილის წასაღებათ“ (კოსტა გოგიძე).

ხანდაყე
(< ჰყავდაყე) ჰყავდათ.

ხარალები
(მრ.) ოქროსკბილი, სიმინდის ძირზე გამოსული მიწისზედა ფესვები, რომლებიც თითქმის მიწას დასწვდება“.

ხარდანი
ვაზის სარი, ჭიგო.

ხარდაღლამდე (< ხარის დაღლამდე) ხვნა-თესვის დროის ის მონაკვეთი, ვიდრე ხარს აუშვებდნენ და მხვნელ-მთესველნი დაისვენებდნენ.

ხაჭო
ნადუღი. სველს (იხ.) დაადუღებენ, გადმოდგამენ, გააცივებენ და გაწურავენ. მიღებული პროდუქტი ხაჭოა.

ხელკავი
საცეხვი ჯოხი, მსხვილი მოხრილი ჯოხი მახის, ზანდურის თავთავის საცეხვად.

ხვართქლი
სარეველა ბალახია: ხვართქლა მხვევარა, ხვიარა.

ხვთებოდა
ხვდებოდა.

ხოლია
(<) ჰყოლია.

ხონდა
(<) ჰქონდა: ხონებოდა (<) ჰქონებოდა, ჰქონოდა: ხონია (<) ჰქონია.

ხორგო
იგივეა, რაც სამწნეხელი, საწნახელი.

ხპო, ხფო
ხბო.

ხრიკა
ტარზე დაგებული გამოხარშული აყირო (მწარე კვახი) ქვევრიდან ღვინის ამოხაღებად და დოქში ჩასასხმელად, ორშიმო.

ხულუგო
უფხო პურის ჯიშია.

ხფო, ხპო
ხბო.

ხწორეთ
სწორედ.

ხწორი
სწორი; სწორათ.

Don`t copy text!