მთის კილოთა ლექსიკონი


There are currently 6152 names in this directory.

(2) კითხვითი ნაწილაკია, რომელიც დაესმის კითხვის ქვეშ დაყენებულ სიტყვას. გუდამაყარსა და მთიულურში ა-ზე გათავებული სიტყვის შემდეგ ორ ა-ს შორის ვითარდება ჲ: მვიდაჲა, მკვდაჲა, შნაჲა. მას მახვილი არა აქვს, არც წინა სიტყვის უკანასკნელ ხმოვანს: მკვდაჲა? რ გესმის? მოხეურში კითხვა ინტონაციით გამოხატება.


(3) წინ დაესმის წოდებითში დაყენებულ სიტყვას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვისაც მიმართავენ, შორს არის: ა ონისე!


(1) ჴ, შემოკლებული აი (აჰა) ნაწილაკია, რომელიც ამჟამად დამოუკიდებლად აღარც კი იხმარება, არამედ ყოველთვის რომელსამე სიტყვასთან ერთად, იმის წინ. მაგალითები: აბეჩავ აი ბეჩაო, აეგ აი ეგ, აეგრ აი ეგრე, აეგრევ აი ამნაირადვე, აემ აი ამ, აეს აი ეს, აესრა აი ესრე, აეხლა, ეეხლა (<აი ეხლა) აი ეხლა, აისივ აი ისო, ამაგით მაგიტომ, ამანდით მანდედან და სხვ. (ჴ. მას.).

აბა-მე
ნ. აბაჲმე.

აბაეტი
თ. ბედოვლათი, არაფრის შნო რომ არ აქვს (ქართველებმა ბაბაყული იციანო“). ნ. აბუეტი.

აბაჲმე
მოჴ. მწუხარებისა და გაოცების შორისდებულია (აბაი-მე ყ. 320, 16 შეიძლება შეცდომა იყოს), აბაი-მე (ყ. 512, 11).

აბასტად, აბაშტად
ფშ. (ვაჟა 280, 19) უეცრად, მოულოდნელად. შდრ. აშტაფა.

აბატინე
თ. გამოუსვლელი, უმწიფარი პური; ძნა და თივა გაუმშრალი; ნედლი ტყავი. ნ. აპატინა.

აბდა-უბდა
მოჴ. მიდებ-მოდება, უთავბოლოდ ლაპარაკი.

აბეზარზედ მოვედ
ჴ. გული მომივიდა.

აბეზარი
მთ. გულ-ამაყი, მოუთმენი; მოჴ., ფშ. ავ-გული, ბრაზიანი.

აბეზრად წჸიდაო
თ. იტყვიან, ქმარს რომ ცოლი გაექცევა.

აბელაჸებს
თ., აბელებს ჴ. აფაღარათებს.

აბესჩიკი, აბეშჩიკი
მთ., ფშ., ჴ., აბეშიკი მოჴ., თ. სახაზინო ტყვეების მცველი, ტყაჩო. Объездчик.

აბეჩხარი
ნ. ნაბეჩხარი, ხირხატი.

აბზარი
ავი კაცი, კვინწარი. ცუდი ენის პატრონი.

აბზინდა
ნ. კარშიკი.

აბზინდა
მოჴ. გვირილა, სომხის ბუბულა ჴ. (იყიდება).

აბირდა, აბირება
ნ. ბირ.

აბლა-დაცემული
ნ. დაჴამლული.

აბლი
ჴ. გაუგებარი, უთაური; თავდაბალი; პირ-უტეხი („შაუწყინარი“). შდრ. დამბლა.

აბოეტი
ნ. აბუეტი.

აბოტებს
ნ. ბოტება

აბრაყვი
ფშ. ხისგან გაკეთებული რგოლი (უმეტესად ჲ ასოს მოყვანილობისა), რომლითაც თოკი მაგრად ეჭირება ტვირთს (ძნას, თივას, შეშას). მლეთესა და თუშეთში არ იციან. ნ. ავარტი.

აბრო
(სპ. ბრ) ქვ. მთ. „ზავიანი კაცი რო იყოს, ტანოვანი, მსხვილი; აბროს არ იტეხსო (ქვ. მთ.) „ვითამ ისივ ის იყოს, წინათ რომ იყვო“. მლეთეში არ იციან (ალბათ იგივეა, რაც „აბრუს არ იტეხს“). შდრ. ბროიანი.

აბუეტი, აბოეტი
ფშ. (ვაჟა 164, 8), გუდ., ამბუეტი ჴორ. გაუგებარი, მიუმხვდარი, ყეყეჩი.

აბურძგვლა
აიბურძგა ნ. ბურძგი.

აბუში ჴ.

აბჯარი
ჴ. საომარი იარაღი (ჴ. მას.).

აბლე
აბა (მომეცი), აჰლე აჰა (წაიღე), აილე აი.

აგარჲ
ნ. აგერე.

აგება
(1) ჴ., აგებ ჴ., აგევ მთ., მოჴ. ეგემც თ. ეგებ.

აგება
(2) „მეჴევე ამბობს: წისქვილს აუგეო, ჩვენ ვიცით წისქვილს ჩავყარეო“ ჴ., ჩუჸუსხი თ.

აგეთი
ჴ., ეგეთი (ჴ. მას.).

აგრე
მთ., მოჴ., (ყ. 16,25; 25,27; 247,7 ქვ.; 376,3), ფშ., ჴ., თ. ჰო, კი.

აგულვა
ფშ., თ. ჭურჭლის ალაგება, შენახვა. ავიგულე თ. ავიღე.

აგრ, აგჷრ
მთ. აი, აგარაჲ მოჴ. აგერაჲ ჴ.

ადამიანი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. დედაკაცი. ხევსურეთში არ იციან, თუშეთში ადამიანი კაციც არის და ქალიც.

ადეზი
ჴ., ადესი ფშ., ჴორ. ერთგვარი წმინდა პური. ფშავში მოდის, თუშეთში არ მოდის, არც სახელი იციან.

ადეში
ჴ. ბანების სახურავად სახმარი ფიჩხი (ხის ტოტები), რომელსაც ჯერ ყარტი დაეყრება და ზემოთ მიწა. ზოგან, სადაც სიპი იშოვება, ადეშისა და ყარტის ნაცვლად სიპს ხმარობენ. ბანისათვის საჭიროა: კეზი, ხეები, ჭერი, ადეში, ყარტი და მიწა (ადეშისა და ყარტის ნაცვლად ზოგან სიპი იციან). ნ. ხეები.

ადი
ფშ., თ. პრესტიჟი, ადის გულისთვინ, ადს ნუ გაიტეხავ თ. სახელს ნუ წაიხდენ. „რად წარხვედი იქა? – ადის გულისთვინ წავედი, თორემ არ მინდოდა წასვლა“. „შენ რაღა სთქვი ესა? – ადის გულისთვინ ვთქვი“.

ადის გული
ჴ. ადის გულო! ასე მიმართავს ქალი ქალს ან ვაჟს და იმასვე ნიშნავს, რასაც მოჴეური „ჩემო ყველავ“. ვაჟი ამგვარად არ მიმართავს. „რაჴე გადიდებულ დაოს ზოგიერთა ადის გული“! (მოჴ.).

ადლი
ჴ. ერთი წყრთა (გუდამაყარში ორი წყრთა). შამჯუღვილი ადლი ჴ. ერთი წყრთა თითებდამჯიღული.

ადრე
ფშ., ადრევ მოჴ., მალედავ ჴ. დიდი ხანია.

ადრეული
ფშ., მოჴ., ადრიული მთ. შემოდგომაზე და ზამთარში გაჩენილი საქონელი და ფრინველი (გასაზრდელად ვარგა). ნ. ნელაი. ადრეული მოჴ. ადრე (აპრილში) მოხნული, მალეული ჴ., თ.

ავ-წალიკა, მედგარა
ფშ. ბალახია.

ავანქვიჯა
ნ. სანაყელი.

ავარტი
გუდ., ჴ., არტი მოჴ. იგივეა, რაც აბრაყვი ფშაურად (ნ.). თუშეთში არ ხმარობენ სრულებითო.

ავაჯი
ჴ. „ცუდ-უბრალო რამე სახლში, ხის ბუნაგი ან ხისა რამე სახლში, ჯოხი ან ტარი, რაც რამე წარა-მარა იქნების“ (ბეს.).

ავჟანტა
ჴ. „უნაგირის უზანგა“ (ბეს.).

ავრეხი (არეხი)
(რაზ.-ჭყ.), ქვ. მთ. „უნაყოფო ხე“. ჴადასა და მლეთეში არ იციან.

ავქაში
თ., ფშ. (ძვ.), ქათმის ძვალი, რომელსაც სანაძლეოდ გასტეხენ ხოლმე.

ავშანი
ფშ., მოჴ., თ. მლაშე ბალახია (იზრდება შირაქსა და ყიზლარის არემარეში). ზამთარში საუკეთესო საჭმელია ცხვრისთვისო. ნ. ყარღანი, წითელ-წვერა.

ავჲმე
მთ., მოჴ., ფშ. შორისდებული წყენისა და ტკენის ნიშნად. ავაჲმე (ავამე), ავაჲ-შე (ავაშე), ავაჲ-თქვენ თ. იგივე.

აზადი
ჴ. ა) თავისუფალი, უბეგრო (მაგ., თარხანი); ბ) უღელში შეუბმელი მოზვერი (ჴევსურეთში „აზატი“ ცხვარზე არ ითქმის).

აზადი, აზატი
(სპ.) ფშ., გუდ., მთ. ბერწად დარჩენილი ცხვარი, რომელიც არ იწველება, „ბატკან-აზადი ცხორი“ მთ., აზატი მოჴ. იგივე.

აზადუნა, ჩანჩალა
ჴ. ჯარიმა სასმელში (სამეტოდ დასალევი).

აზანქარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.), აზაქარი ქვ. მთ., ტუტუცი, ცრუვი კაცი“. გაურჯელი, ზარმაცი; აზაქარი ფშ. ზარმაცი. „ეგ ჩვენში არ არის“ (მლეთე).

აზარი
ფშ. ჴ., მოჴ. ასი მოკლული ჩლიქიანი ნადირი. კურდღელი, მგელი და დათვი აზარში არ ითვლებიან (ვაჟა, „ივერია“, 1886, №141). რამდენ აზარს შეასრულებს მონადირე, იმდენჯერ თოფი უნდა დამარხოს მიწაში სამ დღეს (ან რამდენიმე ხანს). ბევრია ისეთი თოფი, ოთხი-ხუთი აზარი აეთავებინოს. მონადირე ეუბნება თავის თოფს ერთ ლექსში: „სამჯერ კი დაგფალ მიწაჩი, ავათავე აზარიო“. ზოგიერთის აზრით აზარი ნიშნავს ათას მოკლულ წმინდა ნადირს (სპ. ჰაზრ „ათასი“), გომეწრელი ფშაველის ხიწუას ახსნით: „ძველთაგან გამიგონია: ასის ასია, შვილო, აზარიო“. „შვიდასიც გამიგონია“ (მოჴ.). ჴევსურეთში აზარი ჩამიწერია „ბევრის, უთვალავის“ მნიშვნელობითაც. ტაზარი ქვ. მთ. „ასი ნადირი, ფრინველის გარდია“ (მგელიც, დათვიც). თუშეთში აზარი არ იციან.

აზარის ათავება
გუდ., ფშ. სიკვდილის მოწევა. „ტაზარი აგისრულდაო – შენი საქმე მორჩაო (ქვ. მთ.). „დაზარალდება რითიმე, მოუკვდება ვინმე, დაიცარება, დავარდება უკენ, მაშინ ვიტყვით: აზარი აუთავდაო“ (ფშ.).

აზატი
თ., ფშ. ა) თავისუფალი (მაგ., აზნაური, თავადი); ბ) მშრალი ცხვარი, უბატკნო ცხვარი.

აზაქარი
ფშ. ნ. აზანქარი.

აზგამ!
(ყაზბ.) მიმართვა ძაღლისადმი, როცა უჯავრდებიან.

აზდავს
ნ. ზდვა.

აზეზება
ნ. ზეზ.

აზიდვა
ნ. ასაზიდი.

აზირ
ფშ., ჴ., აზრი მთ., მოჴ. ის არ სჯობს (სჯობდა), რომ... აზირ შენ წახვიდე ჩემს წასვლასა! აზრი მე წავსულიყავ! (მთ.), აზრი მე მამცა! (მოჴ.).

აზრ:
უაზრებენ ჴ. უცქერენ, უაზრებთ ჴ. ვუცქერით (ჴ. მას.) ნ. დააზრება.

აზღოტი
ჴ., ფშ. ტალავრის აზღოტი გვერდში ჩასაკერებელი ნაჭერი (ახალოხისა, ჩოხისა), აზღუტი თ.

აზღუდი
ს. ორბ., ჩუბ.

ათათა
ჴ. ჰაი გიდი, არიქა; ათათა თ. ძაღლებს გაუჯავრდებიან.

ათენგენობა
ჴ., ფშ. (მათურასა და უკვენა ფშავში), ათენგენა ჴ. ერთ-ერთი დღესასწაულია ფშავსა და ჴევსურეთში. ათენგენობა მოდის მე-7 კვირას სულიწმიდის მოფენის შემდეგ. ათნიგენა თ. (კ. კეკელიძე იერუს. კანონარი VII საუკუნისა (გვ. 20 და 294).

აილე
ჴ. აი.

აიმეტე
ნ. ამატება.

აკავანი
ფშ., ჴ., აკვანი. დაწნული აკავანი ნ. კორნილა.

აკაზმა
თ. ყდა, აკაზმები თ. ყდანი.

აკეცილაი
ჴ. მეორედ გადაჩეჩილი მატყლი.

აკვალთვა, აკვართვა
ჴ. აკაპიწება. დამკვართვა თ. ნ. კვალთ.

აკვეთა
თ. აღკვეთა. ნ. დაკვეთა.

აკვრეცა
ფშ. ნ. კვრენცა.

აკმაზულობა
თ. ნ. კმაზულობა, მართულობა.

აკო
(1) მოჴ. საწოლი კარების უკან, „საცა ნეფე-დედოფალი დააწვინიან“. მხოლოდ დიდ ოჯახებსა ჰქონდათო.

აკო
(2) ჴ. კიდობანი, ბეღელი (ფიცრისა, ქერის ჩასაყრელად), ჴარო (ჴარო და აკო ერთია ჴევსურეთში). ფშ. (რაჭ.-ჭყ.) „ფქვილის ჩასაყრელი, საფქვილე“, მთ., მოჴ. ფქვილისთვისაც და პურისთვისაც. მაღალია და გრძელი. ჴევსურეთში მას კიდობანსაც ეძახიან, მაგრამ აკოც იციან. თუშეთში არ იციან.

აკოლტება
მოჴ. აგროვება, შეგროვება, შექუჩება. „ავაკოლტებთ“.

აკრეფა
ჴ. თივის მოხვეტა. ნ. სულთა კრეფა.

ალ-ი
თ. მური (ქვაბისა გარიდან).

ალაზანი
დიდი მდინარე საზოგადოდ (შატილში, არდოტში, პირიქით თუშეთში, თუშეთის გომეწარში): „რა დიდი ალაზან მოდიოდა თბილისშიო“.

ალალ-ი
(არაბ. ჰალლ) ჴ. მართალი (ჴ. მას.). ნ. სიალნე.

ალალაჸი
თ. დინჯი, ჭკვიანი (კაცი, საქონელი). საპირისპიროა მარჴე (ნ.).

ალაო
ნ. გოგლომა.

ალატები
თ. ნ. გარემო.

ალატი
მთ., მოჴ., ჴ. საფქვილე ადგილის წისქვილში, რაშიდაც დაფქული იყრება. ნ. ქრიჯი. თეთრი ფიცარი გავთალე / წისქვილის ალატისათვი. / ლამაზს ქალს თოლი დაუდგეს / გვირგვინის ღალატისათვი (მოჴ.).

ალაუში
გუდ., ჴ. შეშების ჩამოსატანი, წნელისა. „შეშებს შეჰკრავს და არ დაიბნევის“. „ალაუში, ალაუში, / ალვის ტანი ამაუშვი“ (გუდ.). საჭმელია, ტყეში რი“ მთ. (ეს არის, ალბათ, ალოშა ფშ., რომელიც ბალახია).

ალაქანა
ფშ., ჴ. წინდისად გამოცვლილი ძირი (ყელს ქვეშ). ნ. ალახა, საქუსლე.

ალაყა
მოჴ. აყალო, ყვითელი მიწა, თიხა, იხმარება სააგურედ და შენობის გასალესად კირის მაგივრად.

ალაჩა
ჴ., ბაჩა ჴ. დაბალი ცხენი; ბაჩა თ. დაბალი (საქონელი, კაცი).

ალაჩუყი
(თურქ.) გუდ., ფშ. ნაბდის ან ტილოს კარავი. თ. ნაბდის კარავი; ჴ. (შატ.) კარავი.

ალახა
ფშ. (რაჭ.-ჭყ.) „ქართლურად ალაქანა, წინდის მეორედ გამოქსოვილი ძირი“, მთ., მოჴ. წინდის საქუსლე. ნ. ალაქანა.

ალაჴი
(1) (ჭყ. ალაყი) ჴ. თივის ან მარხილის წინ ამოსადები კავი (მთიულეთში ჯაჭვი), რომ შეაჩეროს და არ გაცურდეს, მარხილის შესაჩერებელი კავი. საზოგადოდ სათრევის ქვეშ (თივისა, მარხილისა, შეშისა) გაგდებული კაპებიანი ჯოხი, რომელიც მიწას ფხაჭნის და სათრევს უშლის დაღმართზე დაცურებას. თუშეთში არ იციანო.

ალაჴი
(2) გუდ., ქალამნის თასმა ფეხის მოსაჭერი. ალაჴი მოჴ. ბანდულის (ნ.) ან ძირახლის (ნ.) შესაკრავი თასმა ფეხის სავარცხალზე. საალაჴე ჴ. ფეხის ნაწილი სავარცხლის გვერდზე. სალაჴი თ. (<საალაჴე?) შარვლის ტოტის ქვეშ მიკერებული თასმა, რომელიც ფეხის გულს ამოედება.

ალაჴი
(3) მთ. ჴვირის ქვეშ (ნ.) ამოკრული ფიცარი, რომ ადვილად გაათრიონ. „ჴანდოში და გუდამაყარში საცურავას ეძახიან“ (მთ.).

ალდახი
გუდ., ვალდახი მოჴ. ნ. ალერდი.

ალერდი
ფშ., ჴ. თივის გადასაკრავი, ქარმა რომ არ გაფანტოს (იმავე თივისა არის). „ალერდი არის თივისა, გაგრეხილი თოკივით, როგორც თოკი, ხოლო თივისა, თოკზე სუსტია ბევრათ, რაკი თივისა არის“ (ბეს.). ალდახი გუდ., ვალდახი მთ., მოჴ. იგივე შდრ. ჭრო, ნ. ნაკრაული.

ალთო
თ. ყინულის ნამტვრევები რომ მიაქვს წყალს.

ალია(ის) ჩიტა ჴ.
(არხ.) ჩიტია.

ალმანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ვისაც იარაღი მოჰკლავდა ან დაჭრიდა, იმ იარაღს პატრონს უნდა ეზღო სისხლი, იარაღი გინდ სხვას სჭეროდა. ამ საზღაურს ჰქვია ალმანი“. ამ ახნის პირდაპირ მიმიწერია: „შეცდომაა“ და ორი კითხვის ნიშანი დამისვამს. ჩემთვის ასე აუხსნიათ: ალმანი ფშ. (წინათ) იყო დაჭრასა და მოკვლაში შესარიგებლად აღებული საზღაური (მაგ., კარგი რამ იარაღი, ცხენი, მამული და სხვ.).

ალმანი
მოხ. მაგიერი. „შენს ალმანზედ მამივიდა ჩხუბი – შენს მაგივრად, შენს თაობაზე, შენი გულისთვის“.

ალო
ფშ., მთ., მიწის მოხვნის რიგი რამდენიმე მეზობლის შეამხანაგებისას. როცა რამდენი უღელი ხარით ხნავენ და არა ჰყავთ საკმარისი ხარები, მეზობლები შეერთდებიან და ხარებს ერთურთს ათხოვებენ. ერთ დღეს ერთი მოხნავს, მეორე დღეს – მეორე. ამგვარად მიწის მოხვნის რიგს ჰქვია ალო. „ახლა ჩემი ალოა, არა ჩემიო, გაუჴდებათ ზოგჯერ ჩხუბი“ (მთ.). ნ. ჴარდღე.

ალოშა
ფშ. ბალახია.

ალტამა
გუდ., მოჴ., (ყ. 743,10 ქვ.) სიმინდის ცომი პატარა კუპატებად მოხარშული. ანტრია ფშ., ღურღუჭელი ჴ., გორდილა თ. (სიმინდისა), ღურღურღჭალი თ. (პურისა). ნ. ხამპალა.

ალუდ-ი
თ. ლუდი.

ალუდა
ჴ., მძაჴველი მთ., ფშ. მცენარეა.

ალღიში
ნ. იაღლიში.

ალღო
მოჴ., ჴ. შეჩვევა. „ალღო აიღა“ მოჴ. ხასიათი გაუგო. ალღო თ. ხასიათი, გუნება. ალღო აიღეს შეეთვისნენ ერთმანეთს. „ჴარი ჴართან დააბი და ალღოს ჸღებსო“ თ. შეეწყობაო. ალღო ფშ. ზნე. ნ. ანდე.

ალყა
გუდ., ფშ., ჴ., თ. ძალი, სიმი, ლარი.

ალხ-ი
მოჴ. გამხდარი, მჭლე (საპირისპიროა ბაჩა).

ალხაჯი
ნ. არხაჯი.

ამააგნოდი
ნ. ამოგება.

ამაგდება (ჯავრისა)
ჴ. ჯავრის ამოყრა. ვინ ამაიგდებს მტრის ჯავრსა (ჴევს. მას.).

ამაე
ჴ. ამოსვლა. დილა ამაეს მზისასა დილას, მზის ამოსვლისას (ჴევს. მას.).

ამაკრეფა
ჴ. ამახკრეფდ წყალს ჴ. ამოიღებდა წყალს (ჴევს. მას.).

ამანათი
(არაბ. ამნათ) გუდ., ჴ., ფშ., თ., შეხიზნული. მიმიწერია: გოგანა ჴ. (მაგრამ იქვე: ზოგან არ იციან).

ამანდჲ
ჴ. ნ. ანდე (2).

ამატება, ამეტება
აუმატე გუდ., მთ., მოჴ., ფშ., აიმეტე, აუმეტე ჴ., თ. სუფრა აალაგე.

ამაყრა (ჯავრისა)
აწა ამავიყრით თქვენს ჯავრსა (ჴევს. მას.). ნ. ამაგდება.

ამბა
მოჴ. შესაკავებელი (ურმისა, მარხილისა).

ამბუეტი (ჴორჴში)
ნ. აბუეტი.

ამენ
მთ., მოჴ., ჴ., ოჩაჸ თ. ნ. ომენ.

ამეტება
ნ. ამატება.

ამით
ჴ. ამიტომ (ჴევს. მას.)

ამინარია
ჴ (არხ.) ფრინველია.

ამირანიანი, დარეჯანიანი
ჴ., ამირნიანი ფშ. დიდი დათვის ვარსკვლავნარი. მიმიწერია: შეიძლება ამირანიანი დიდი დათვის ვარსკვლავნარი იყოს და დარეჯანიანი პატარა დათვის ვარსკვლავნარი ნ. ჴარ-გუთანი და შაბათ-კვირა.

ამლათი
ამლათზე ფშ. უცბად, სწრაფად. „ამლათზე მივიდა და ამლათზე მოვიდა“; „შვიდსავ მარჯვენა ააჭრა ერთის ამლათის ხანზედა“ (ვაჟა, „ივერია“ 1886, №36).

ამლათიანი
მოჴ. ჩქარი, უეცარი (ცხენი, კაცი). „ამლათიანი კაციაო, ვიტყვით ჴელ-ფეჴიან კაცზე“ (გუდ.). ამლათიანი კაცი მთ. ფიცხი, ჩქარი.

ამლიაებს
ჴ. ნ. მლიაება.

ამობოხრვა
ნ. ბოხრვა.

ამობუბუნება
ნ. ბუბუნი

ამოგება
ძლივ-ღა ამააგო ენა (გუდ.), ამოაგო (მოჴ.). ენა ძლივს-ღა ამოაგნო (ყ. 317,7 ქვ.). ამააგნოდი „შააწუხოდი, დააღონნოდი“ (ალბათ ფშაურად. არ მიწერია, სად).

ამოგემო
ფშ. „უწყინარი“, „გემრიალი კაცი“ (გუდ.), მშვიდობიანი (მთ.), ემოგემოდ თ. (ცხოვრება) ტკბილად, მშვიდად.

ამოგნასული, ამოიგნასა
ნ. გნას.

ამოდ
ფშ., ამოდაჸ თ., ნება მოჴ., ჴ., ფშ. ნელა.

ამომღერება
ამაამღერა გუდ., ჴ., თ. ამოათამაშა (ხმალი, ხანჯალი).

ამოჟიპანება
ნ. ჟიპან.

ამოჟიჟინება
ნ. ჟიჟინი.

ამოჟუჟუნება
ნ. ჟუჟუნი.

ამორიდება
ნ. რიდება.

ამოსადები
თ. ალუდას (ე.ი. ლუდის) ამოსაღები საწდიდან (ნ.). რვლისა არის, კონჩხოს ჰგავს (ნ.).

ამოტოლება
ჴ. ნ. ტოლება.

ამოტორა
მოჴ. ნ. ტორვა.

ამოქმნა
ამოვიქამთ ფშ. ამოვიღებთ.

ამოცემული

ამოწვერვა (მზისა)
ამოსვლა (ყ. 734,4 ქვ.), მზის წვერზე ჴ.

ამოჴე
ნ. ჴდომა.

ამოჴეჴვა
თ. საჩეჩლის კბილიდან დამრჩალი მატყლის (კვირტის) ამოწეწვა.

ამპარიობა
მოჴ. ნ. ლამპარიობა.

ამპურა
ჴ., ფშ. (რაჭ.-ჭყ.) ხეა, წითელ ნაყოფს ისხამს, ცოტათი კუნელს ჰგავს, ჭამენ“. გუდ., ქვ. მთ. ხეა, ნაყოფი აქვს ქუჩად ყურძენივით (ხუთ-ხუთი, რვა-რვა), თეთრად დაისხამს და, როცა დამწიფდება, გაწითლდება. პურადა მთ. (ჴადა), მჭადა მთ. (შონჩო).

ამრეზა
ნ. მრეზა.

ამრეშა
ნ. მრეშა.

ამტკრეცა
ნ. ატკრეცა.

ამხანაგი
მოჴ. ნ. კორჯოხობა კორთან.

ამხანიგი
(სპ.) ჴ. ამხანაგი, საამხანიგოდ საამხანაგოდ (ჴევს. მას).

ან
თ. ხო არ (კითხვისას).

ანაბრივ
ჴ. ალბათ

ანასალი
თ.უხეირო მარცვალი, ზრდას რომ ვერ აითავებს. ნ. ჭორღი (1).

ანგალი
ფშ. უგვანი ქცევის პატრონი, მასხარა, ნუ ანგლობ, ნუ ხარ ანგალი. უფრო მოვაჭრეები ხმარობენო.

ანგელოზი
ჴ. საზოგადო სახელია სხვადასხვა „ხატისთვის“ (კოპალა, კვირია, გუდანის ჯვარი და სხვ.). მოწაღმართე ანგელოზი (ჴ. მას.). ნ. ხთიშვილი.

ანდაბი
„ეს დადგმული ტაბლაო მააჴმაროს შატილიონთ ანდაბსაო“ (ჩაჩ. 143). „მოხუც შატილიონთ გადმოცემით შატილიონთ ანდაბი ერთია და მასში სხვა სოფლის მოგვარეთა „სულები“ არ შედიან. შატილიონთ სასაფლაოც საერთო აქვთ, გამოყოფილი აქვთ მხოლოდ ანატორელებს“ (ჩაჩ. 143).

ანდგრევა
ჴ. შეძვრა, არევ-დარევა: ვაშკაცის დაცემაზედა / სრუ აინდგრივა მთა-ბარი“.

ანდე
(1) გუდ., მთ., ჴორ., ჴ., თ. აზრი, გაგება. ანდე ვერ ავიღე, ანდე ვერ მივიტანე, ვერ მოვიანდევე ვერ მოვიაზრე, ანდეს მოვედო (გუდ.) გავიგე გულში. ანდე-ანდე გაიარა მთ. ალღო ხასიათი, ანდე ინსტინქტი.

ანდერძი
(სპ.) გუდ., მთ., მოჴ. გადმოცემა, ძველი ამბავი. „ანდერძად არის თქმულიო“ მოჴ., ანდრეზი ფშ., თ., ანდრეზი, ანდრეძი ჴ. (ჴ. მას.)

ანდრეზი, ანდრეძი
ნ. ანდერძი.

ანდ
(2), ამდ მთ. აი, ემანდჲ მოჴ., ამანდჲ

ანერღდა
ნ. ნერღი.

ანზლატი
ფშ. გაწურული ყველში შრატი. სელი ჴ., შრატი მთ., ანძლატი ს. (ორბ. ჩუბ.).

ანტრია
ნ. ატრია.

ანძალი
(1) ანძალაი მთ., ენძალა ფშ., ენძალაი, ვენძალაი მოჴ., ვენძალა ჴ. ბალახია, თეთრი ყვავილი იცის. „გაზაფხულზე იმაზე წინ არ მუა რა“ (მთ.). ბედრიანა ვენძალაო, / წელში მოხოლ სამჯერაო. / – ერთხალ მოვალ, მოვშავდები, / ისიც შავი მუჴლითაო (მოჴ.). — ენძელავ, თავს შემოგევლე, / იავ, შენ დამიტირია, / მოხვიდი, დაამშვენოდი / ჩემი საფლავის პირია (ფშ.).

ანძალი
(2) მოჴ. მოკაული რკინა რისამე ჩამოსაკიდებლად (კარგად ვერ ამიხსნეს ანძალის მნიშვნელობა. შეიძლება ერტი და იგივე იყოს მე-2 ანძალი და მე-3).

ანძალი
(3) (ყ. 445,16 ქვ.; 775,7 ქვ.) ანძა, ანძალი ამიბა (გუდ.) „მამაძულა თავი“. ანძალი ამიგო (მთ.) ყელში ანძალი გამიყარაო.

ანჯახი
გულ-ანჯახი ფშ., გუდ. ამაყი, ძალიან გაჯავრება იცის, „ფიცხი კაცია, მოუთმინარი“ (მთ.); ავი, ანჩხლი (თ.).

ანჯმობა
ნ. საანჯმო.

აჲ-ჰჲ (ჲ-ჰაჲ)
გუდ., ფშ. მოჴ. დადასტურების ნაწილაკი. ყაზბეგს ყველგან „ჰაი-ჰაი“ უწერია, მაგრამ მოხევეებმა დამიდასტურეს, რომ ჩვენ „აჲ-ჰაჲ“ ვიცითო. ჰაჲ-ჰაჲ თ.

აოთანა
ფშ. ერთნაირი სამარხვო საჭმელია, ნიგვზით შეზავებული.

აპაჲ-მე
ნ. აბაჲ-მე.

აპარტო
მთ. (ჴადა) ნ. ყაპყატო.

აპატინა
ჴ. ახალი, ნედლი (ხორცი, ბალახი, ტყავი); არდადუღებული (ლუდი). აპატინა, აპატიტენა ფშ. ნედლი, გამოუვალი (ტყავი, ხე). აბატინე თ. გამოუსვლელი, უმწიფარი პური; ძნა და თივა გაუმშრალი; ნედლი ტყავი.

აპაური
ნ. აპეური.

აპეური, სამალდი
ფშ., აპაური, აპეური ჴ. ა) ტაბიკების შესაკვრელი ბაწარი, სამალდი. ბ) საკინძის შესაკვრელი (პერანგზე, ჩოჴაზე), პერანგის საკინძეზე გადასახვევი ბაწარი; გუდანურის წინ შესაკრავი ზონარი. აპეური მთ., მოჴ. იგივეა, რაც ხევსურული კვალა.

აპრაკუნე
(ყ. 680) გაღატაკებული აზნაური, რომელსაც გვარიშვილობით მოაქვს თავი.

აპყი
თ. ბალახია. ნ. მამალი.

არა-დ’
ჴ., ფშ. (ვაჟა 18.1 ქვ.; 25,3 ქვ.) არა და, წინააღმდეგ შემთხვევაში.

არა-თითი
მთ. უსახელო თითი („უფრო სკოლურიაო“, მიმიწერია). ნ. თითი.

არაგვი
ჴ. მდინარე. თერგი მოხევეებისთვის არაგვია: ჴევსურეთის არაგვი, ფშავი არაგვი, მთიულეთის არაგვი, გუდამაყრის არაგვი, ჴევის არაგვი. არაგვის წყალა ახიელის გვერდზე ჩამომდინარი ხევი.

არბითი
ჴ. თუ ვინმემ ასე თუ ისე მონაწილეობა მიიღო კაცის მკვლელობაში, მასაც ახდევინებენ ფულის განსაზღვრულ რაოდენობას. ამ გადასახადს ეწოდება არბითი.

არგანი
ჴ. ჯოხი, ხელში დასაჭერი (ჴ. მას.).

არდაბაგა
ჴ. ადგილი კედელსა და ქაზდარს შუა, უკანა ნაწილი სამყოფოში, ყურე – ყვერფს ზემოთ კედლამდი, ყვერფნი კერა, ქაზდარი – კერას ქვემოთ (თავისუფალი ადგილია. მას მოჴევეები შუა-ყანას უწოდებენ), არდაბაგა – ქაზდრიდან კედლამდე. ნ. ქაზდარი.

არეკი
მთ., ფშ. ზღაპარი.

არზანი
გუდ., მთ., მოჴ. დიდი სიცივე, ყინვა; დიდი თოვლი (გუდ., ფშ.), „მძიმე თოვლი რომ მუა“ (მთ.), არზანი თოვლი მოვიდაო (მოჴ.).

არზანი
ჴ., არზამი ჴ. (შატ.) სველი.

არზაპი
ნ. ორზაპი.

ართმევა (მჴრისა)
ჴ. მოკლა. მარჯვნივ აართვა მჴარია – მარჯვნინ მოუარა.

არილი
ჴ. „მზის შუქი რაზედმე დამდგარი“ (ბეს.). ტუტილის კიდურთ ნისლი დგას, / არილს გაიგდებს მზისასა (ჴ.)

არის,
...ც არის: ცოტაც არის (ყ. 6,7).

არიქ
ჴ. არიქა, არიქათ ჴ. არიქა (მიმართვა მრავალს) (ჴ. მას.).

არნაგი
ნ. არნადი.

არნადი
გუდ., მთ., ფშ. ერთგვარი ნიჩაბი თოვლის გადასახვეტად. არნატი ჴ. (შატ.) ზვავის მოსახვეტი; არნაგი ჴ. თოვლის გადასახვეტი. თ., მოჴ. არ იციან.

არტ-ი
მოჴ. ნ. ავარტი.

არტახი
ფშ. შემოსაჭერი რისამე. არტახები თ. სალუდე ტომრების დასაწურავი კეტები. ნ. ტანკაი.

არყანი
მოჴ. ურემზე ცხენის გამოსაბმელი თოკი (როცა ცხენი მიჰყვება ურემს).

არყის ზოკო
ჴ. თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) სოკო, რომელსაც არყის ხე ისხამს. „არყი ისხამს და ამ სოკოსაგანა ბურთებს თლიან ბალღები“. აბედსაც აკეთებენ (ჴ.), არ იჭმევა.

არც ვინ
მთ., მოჴ., (ყ. 9.30), ფშ., ჴ.; არც რა გუდ., მოჴ., ფშ., არც რა, აღარც რა თ.

არც სრუ
ჴ. სრულიადაც არა.

არცისკანა
მოჴ. (ყ. 493,7 ქვ.; 758,15 ქვ.). ცეცხლის საჩხრეკი რკინისა (ყანობელის ახსნით), მაშა „მაყვალამ არცისკანათი ცეცხლი გამოიტანა“. ბორწკალი ჴ.

არწივი
ნ. ბოლო არწივა, ჩიტთ არწივა.

არხაჯი
ზ. ფშ. (ზოგმა არ იცის) ცხვრის დასაყენებელი ადგილი „ბინის“ მოშორებით. ნაარხაჯალი ნაწიდვარი (ჭყ.), ცხვრის ნადგომი. ნ. ნაწიდვარი.

არხვი
ჴ., ფშ. ვარხვი თ. მეტად დიდი ფრინველია (ორი ინდაურის ოდენა, ყაჯირზე მეტი), ყვითელნისკარტიანი. მარტო ნისკარტს არშინის სიგრძე ექნება. ერთ ხევსურს მისი ნისკარტისაგან ხანჯლის ქარქაში გაუკეთებია. ძალიან იშვიათად დაჯდება მიწაზე. ჭამენ. შდრ. ვარხჳ სახისმეტყველში1.

არხილი
მთ., მოჴ., ჴ. ფშ. გამაგრებული თოვლის ნამქერი, ხის ფოთლებზე და ტოტებზე გაბმული თოვლი; დღისით მზისაგან გამდნარი და ღამით გაყინული თოვლი (ფშ.).

არხიმი
მთ. (რაზ.-ჭყ.) ავი კაცი, მოჩხუბარი. „არხიმზე დგასო, არხიმზე არიო, კაცს რომ არ ეპუება, რომ კერპობს“. „ჩვენში ეგ სიტყვა არ არი“ (მლეთე).

არჯაკალი
ჴ., არჯაკელი თ., არჯეკელი მთ. (ჴადა), ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მთის ბალახია“. „მხლოვანში ვურევთ“. „არჯეკალა დავკრიფეო“. ცხვარს ვნებსო. თუ მოხარშეს, მხლად ვარგა.

არჯალი
გულ-არჯალი ფშ. ავი, ბრაზიანი. ბოზო, რას ამბობ, დიაცო, / არჯალო, აუგიანო? / უწყლო, უღარო წისქვილი / მთაში ვის აუგიანო? (მერკ. 13).

არ, ართ
(პირიქითში) არა.

ასაზიდი
მოჴ., თ., მანქანა ჴ., სამანქნე ფშ. წისქვილის ფეხის ასაზიდ-დასაზიდი.

ასაყარი
ჴ. თითქმის იგივეა, რაც ოჯინჯალა საჯავახოში (ოჯინჯალა კერის თავზე სხვენზე მიკეთებული კაპებიანი ჩამოსაკიდი). საყრები გუდ., აყრები მთ., აყარი მოჴ., ფშ.

ასახელებული
ჴ., ბერ-ზორა მთ., სულდგმული მოჴ. ნ. ბერ-ზორა, სულდგმული.

ასეთ-აგეთი
შემომაკვდება ეს ასეთ-აგეთი (ყ. 223,8 ქვ.).

ასერ
ჴ. აი, (ძვ. ქ. აჰა ესერა) ასერ-ასერ ფშ., ჴ. აი, აი; დახე, დახე.

ასის თავად
ჴ. ერთი ასად(?) (ჴ. მას.).

ასისთავი
ფშ. ცუდი ყოფაქცევის ქალი, კახპა (მიმიწერია: შესამოწმებელიაო). ნ. წარა-მარა, ქრიანი.

ასკილი
ნ. ესკალა.

ასრელაჸი
თ. აქეთ.

ასრია
თ. ნ. სრევა

ასროლა
ჴ., მოჴ. ნ. სრევა.

ასტამი
მთ., მოჴ., ჴ., ფშ. ცეცხლის ასაღები და გამოსაცხობ პურზე დასაყრელი (ნიჩაბივით), რკინისა; საფხეკელი ცომის ასაფხეკი ვარცლიდან. ვარცლის ასტამი ჴ., ყვერფის ასტამი ჴ., აშტამი მოჴ., ასტამაჸი თ. ცომის მოსაფხეკი.

ასფურცელა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ. საქონლის ფაშვის დაკეცილი ნაწილი. მღვდლის მოსე კავკასიძის სიტყვით, ზემო იმერეთში მას წიგნარას ეძახიანო. ცხრაფურცელა ჴ. (შატ.), გუბჯაჸი თ. „ქართველები კუჭს ეძახიან“ (თ.).

ატერი
ჴორ., გუდ., მთ., ერწ. სიმწიფეში ახლადშესული (მსხალი). არც მწიფეა და არც მკვახე. ფშავში არ იციან. ნ. დოილა.

ატკეცა
აიტკიცა (ყ. 819,7 ქვ.), აიმტკრიცა გუდ. იწყინა, გაჯავრდა, გაგულისდა.

ატკრეცა
მოჴ., ჴ. აბურძგვლა, ფერის წასვლა (სიცივისაგან).

ატკრეცილა
მოჴ. პური რომ ვრ გამოცხვება.

ატრატა
ჴ. ქაღალდი, ატრეტი გუდ., „პირველად რომ ქაღალდის ფული გაჩნდა, ჩვენც (გუდამაყრელნი) ატრეტს ვეძახდით“. ნ. თეთრი.

ატრია
მთ., მოჴ., ანტრია ფშ. თხლად მოხარშული ცომი. მოხარშავენ (რძეში ან წყალში), გაათხელებენ და წვრილ-წვრილად დაჭრიან. ღურღუჭელი ჴ. ნ. ალტამა, გორდილაჸი, გუგლუმა.

აუმატე, აუმეტე
ნ. ამატება.

აფე
თ. მომწვანო. აფე თაგვი ნ. თაჴვი.

აფიკაი
ჴ. დიდი კოვზი, ქოშაი მოჴ. (წოვა-თ. ჸაბიკ).

აფორთქლებული
ჴ., ფშ. ნ. ფორთქლ.

აფრობა
აიფრო ფშ. აიკლო (?); აიფრა ჴ. დაიბრიყვა, შაიფრო გუდ. დაიბრიყვა.

აფშრუკვა
ნ. ფუშრუკი.

აფხაზი
ჴ. ფხიანი, მარდი, ყოჩაღი.

აქა-და
„აქა-და გრიგოლაი ეჯიბრების იაგოს, მთელი სოფელი უნდა აგვრიონ“? (ყ. 257,2 ქვ.) „მოჴევეებმაარ იციანო“, მიმიწერია.

აქვიტი
თ. ქორფა ბალახი. ნ. მწვანილი.

აქია
ფშ. (ვაჟა 366,13), (რაზ.-ჭყ.) ამბავი, ანეგდოტი (არ.), გაიქიავა ფშ. არაფრად ჩააგდო (კარგად ვერ მიხსნიან). „ქართველებისა არის“ (თ.).

აქით
ჴ. აქედან (ჴ. მას.).

აქიმი
(არ.) ჴ ექიმი, მკურნალი (ჴ. მას.).

აქიმიტდა
ნ. ქიმიტი.

აქის(ე), იქის(ე), მოღმ(ის), მიღმ(ის) თ.

აღალ-ი
მოჴ. რამდენიმე ურემი ერთად გზაზე. აღალბაში მეურმეების მეთაური, ქარავნის უფროსი. აღალბაში ყ. 658,16 ქვ. ამბოხების მოთავე, მეამბოხეთ ხელმძღვანელი.

აღარცად
ჴ. აღარსად; აღარცაით ჴ. აღარსაიდან (ჴ. მას.).

აღბირდა
ჴ., თ. ნ. აბირება.

აღე
თარგი (ტანისამოსისა, ქუდისა, ფეხსაცმლისა). აღე თ. სქემა, ნასახი, მაგ., ბავშვი რომ მოსწყდება უკვე გამოსახული. „გამჴდარი იყო ისე, აღე-ღა დამრჩალიყო“ (თ.).

აღება
(1) (ალღოსი) ნ. ალღო.

აღება
(2) ნ. პირის დაჭერა.

აღვარტი
თ. ბევრმა არ იცის), ფსლიკვი ფშ. ხვლიკი მსვენი თუშეთის გომეწარში (და სხვაგანაც ყველგან) საზოგადოდ ხვლიკია. შიტყორი ჩაღმელებმა იციანო. შიტყორი თ. ტინტილა, პატარა ხვლიკი, აღვარტი დიდი ხვლიკი. ნ. ფსვენი.

აღვსება
ფშ., ჴ., თ. აღდგომა (ქრისტიანთ დღესასწაული).

აღრაჭუნებს
ჴ., თ. ნ. ხრჭიალი.

აყარი
(1) თ., ყონდი ჴ., ხალიკი მთ., საყადელი (გურიაში) დადგმული შეშა. ნ. ხალიკი.

აყარი
(2) ფშ., მოჴ. ნ. ასაყარი, აყრები მთ., მოჴ. ნ. საყარი. აყარი მოჴ. ნ. ყავარი.

აყევრება: აყევრდა
მთ. მაღალი გაიზარდა (ყაბა, ბალახი), აყვირდა ფშ., მოჴ., თ., გამყავრდა ჴ.

აყვირდა
ნ. აყევრება.

აყლაყუდა
მთ., ფშ., დიდი ტანის კაცი, მოჴ. უშნოდ მაღალი, ჴ., თ. წვრილ-მაღალი. აწმაყული თ. (თუშებმა „აყლაყუდა“ იციან, მაგრამ თუშური არ არიო).

აყროლება (ყველზე)
ნ. აძმორება.

აშალი
ჴ. ნ. ცხრეული, გორილა.

აშმორდა
ფშ. დალბა.

აშმორება
ნ. აძმორება. აშმორებული მოჴ. ნ. დამშმარი.

აშტამი
მოჴ. ნ. ასტამი.

აშტაფა
ჴ. უეცრად, ნ. აბაშტად.

აჩათანა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ტარ-მოკლე ნიჩაბი“, ასტამის მაგივრობას ეწევა.

აჩქამება
ნ. ჩქამი.

აჩქროლება (გულისა)
გუდ. ნ. ჩქროლა.

აცუნცრუკებული
გუდ. ბავშვივით ათამაშებული.

აცხროებს
ჴ., თ., ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ნ. ცხროება.

აძმორება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „აყროლება, დასავლეთ საქართველოში აშმორებას იტყვიან“. აშმორება მთ., მოჴ. დამჟავება და სუნის გამოცემა (პურისა, ყველისა), აყროლება ჴ. (ყველზე), დამძიმება ჴ. (პურზე).

აძრახდომა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ხმის გაცემა, დალაპარაკება. ასძრახდ ჴ. ხმა გასცა, დაელაპარაკა. ნ. ძრახ.

აწ
ჴ.ახლა (ჴ. მას.), აწ, ჲაწ ნ. ეეწ.

აწერიებს
ნ. წერიება.

აწიიდი
ნ. წევა.

აწმაყული
თ. აყლაყუდა.

აჭა
ჴ. (შატ.), მაჴაობელი ფშ. „იფქლს გაერევის“. მრგვალია ნაცვერცალასავით და პატარა. ნ. მაჴაობელი.

აჭე
თ. მახის სასხლეტი. ნ. საჭე.

აჭკანა
ჴ., აჭკანტა თ. ნ. ჴატჴვერა.

აჭკვავდა, დაჭკვავდა
თ. ახმაურდა. აჭკვავდა ფშ. ახმაურდა, აჭკვავება თ. ნ. ძრახ. დაჭკვავდა ფშ. დადუმდა.

ახ-ი
(არაბ.) ახია თქვენდ ჴ. ახია თქვენზე. ახში თ.

ახალ-ი
მოჴ., ფშ., ჴ., თ. ახალგაზრდა, მრ. რ. ახლები, ახალნი, ახალგაზრდები.

ახალ-ნატეხი
ნ. ნაყვერი.

ახალ-უხალი, ახალ-უხლები
ფშ. (ვაჟა 43, 2 ქვ.) ჴ., გუდ. ახალგაზრდები.

ახალ-ყვავილები
თ., ახალ-ყოილნი გუდ., მთ., მოჴ., ფშ. (ვაჟა, „ივერია“, 1886, №34) ახლად დაქორწინებულნი.

ახალ-ძველი, ახან-ძველი
(ეს ფორმა უფრო ხშირია) მთ., ფშ. ხბო-მოგებული ფური, ერთი წლისაც რომ იყოს (კარგად იწველება). არის კიდევ ბერწი მეწველი და ბერწი მშრალი.

ახალზალი
ჴ., თ. პატარძალი ნ. ზალი.

ახალთესლი
თ. ნ. ბოცორაგი.

ახლოთ
ჴ. ახლოდან.

ახო
გუდ. ნ. ნაყვერი. გუდამაყრელი მარწმუნებს ახო უნდაო (მთიულეთშიდაც ახო მითხრეს). „აჴოს ჩვენ ხატობას ვეტყვით“ (მთ.).

ახჭენს
(ბაკურჴევში) ნ. ხრჭიალი.

აჴე
(1) თ. (მხოლოდ პირიქითლებმა იციანო): არ, აჴე! როგორ არა, აჴე; მე არ ვიყავ, აჴე. „სიტყვის ლოღათია“.

აჴე
(2) ჴ. ნ. ჴდომა.

აჴია-ბაჴია
ჴ. (შატ.) ახალ წელს ბავშვები მოჰკლავენ მყვარს (ბაყაყს), დაჰკიდებენ ჯოხზე და ჩამოივლიან სოფელს. ზოგი არაყს დაალევინებს, ზოგი ხმიადს მისცემს, ზოგიც ხორცს მოუჭრის.

აჴირება
ამეჴირა ფშ., ჴ., მოჴ. მიშარა. აჴირებული.

აჴო
ნ. ახო, ნაყვერი.

აჴჩაჴუნაჸი
თ. ნ. აჴჯაჴიანი.

აჴჯაჴიანი
ჴ. უსწორ-მასწორო, მიხვეულ-მოხვეული, ცოტა კლდიანიც (გზაზე ითქმის), ოღრო-ჩოღრო (ადგილი). აჴჩაჴუნაჸი თ. ოღრო-ჩოღრო.

აჯათი
(არაბ.) ნ. საღონი.

აჯამი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბრიყვი, გაუთლელი“, მთ. გაუგონარი, კერპი, რომ არ ეყურება, ჯიუტი. ჴ., თ. გაუგებარი (არაბ. არა არაბი, სპარსი; გამოუცდელი).

აჯილღა
ნ. დასაკოდი ცხოველი.

აჯო
(?) გუდ., მთ., მოჴ., ნ. მეჯი.

აჰუ
მოჴ. (ყ. 18, 13 ქვ.; 49, 18; 51, 17; 126,2 ქვ.) შერცხვენის გამოსახატავი შორისდებული. ნამუსი აღარა გაქვსთ, აჰუ! აჰუ თქუენს ნამუსს! აჰუ, მშიშარაი ყოფილხარ! აჰუ, დიაცი ყოფილხარ! ეჰუ გუდ., ჴ., ფშ., ჸჰუ გუდ., ეჶუ ჴ.

აჰლე
ჴ. აჰა (აიღე) (მაგ., ლუდს რომ არიგებენ), აჰალეღ ჴ. (აჰა-ლე-ღ) აჰა (ჴ. მას.).

ბაბანი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ძიგძიგი, კანკალი, ცხროება (სიცივისაგან). „აბაბანებსო“.

ბაბო
ჴ., თ. პაპა.

ბაბრი
მთ., ფშ., ჴ. ძალიან დიდი დათვი. ბობრი დათვი მოჴ. მძლავრი დათვი. ფაფრი თ. იგივე.

ბაგი-ბუგი
მოჴ. ცემა-ტყეპა.

ბადაგ-ი
„წითლი ბადაგით მთვრალია“ ჴ. „სისხლით მთვრალი, მომკვდარი“ (ბეს.).

ბადიმი
ფშ. გათლილი ხე, რომელშიც ჩამჯდარია ქვემო წისქვილის ქვა.

ბაზაზი
(არაბ.) მოჴ. ფარჩის გამყიდველი. გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. ჯანჯალი ვაჭრობაში, „ძვირი“, „ძვირად გამყიდველი“ (საწინააღმდეგოა იაფი).

ბაზალუყი
მთ., ბუზალაყი ფშ., ხათა მოჴ., ბუყი ჴ., თ., ნაწური ჴ. (შატ.) არყის ნახადი, არყის თხლე, „არაყის გამონახადი“ (რაზ.-ჭყ.).

ბათქაში
მთ., ფშ., მოჴ. ლამ-კირი, ლამში არეული კირი კედლების შესალესად (ჭყონიას „ბაქთაში“ კორექტურული შეცდომა მგონია).

ბათხვა
ჴ. თათხვა (ფეხებისა).

ბაი-ბუად არ გამაჩნდა
გუდ., მთ., ფშ. (ვაჟა 378,7), ჴ., თ. „ბაი-ბუად არ ჩამაჩნდაო“ მთ. არაფრად მიმაჩნდა, არაფრად ვაგდებდიო.

ბაითალი
ყ. 274,14.

ბაითალმანი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ოჴერ-ტიალი, უპატრონო (საწყევარი სიტყვაა). „ო, დედო, შე ბაითალმანო“ (ფურს ეტყვიან) (არაბ. ბაჲთ ალ მლ სახელმწიფო ხაზინა).

ბაკანი
ჴ. ჯამი (ჴ. მას.), ბაკანი ჴ. გობი (ჩაჩ. 31). ნ. საბაკნია.

ბალარჯი
(ს. ხმიადი) ფშ. ცუდად გამომცხვარი პური (ან ცომი იქნება, ან გაუფუარი და სხვ.) „ქისტებიც ბალარჯს იტყვიან“ (ფშ.), ჴ. უსუფთაო.

ბალახა
ნ. გველთ ენა.

ბალახის ჩაჴდომა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახის ჩასვლა, შემოდგომით რომ გახმება და ჩაიფშვნიტება“, ბალახის ჩასვლა თ.

ბალდახი
ჴორჴში იგივეა, რაც ვალდახი მოჴ.

ბალთვა
(ვაჟა 20,4 ქვ.), ფშ., მთ., მოჴ., ჴ. დაჭრა, გაჭრა (საქონლისა, ტყისა). თ. არ იხმარება.

ბალითი
მოჴ., თ. დაყვავება, მოფერებით მოტყუება. ფშ., ჴ. მოტყუება, ღალატობა. დაიბალითა მოჴ., ჴ., ფშ.

ბალინჯი
ჴ. მაცილი, „კაცს რომ გამეეკიდების ღამით“ (ფშ.), ეშმაკი (კაცზედაც ითქმისო). ბალინჯობა მოჩვენება (სიზმარში). მებალინჯე ჴ. ეშმაკი, ბალინჯი გუდ. მარცხი, უბედურება, მთ. ხაიბარი, ულაზათო. „ბალინჯი კაცი გამოიდაო“ (მთ.).

ბალიში
(სპ. ბლიშ) მთ. ნ. სასთაული.

ბალღი
გუდ., მთ. შვილი (ქალიც და ვაჟიც). ბალღი, ბალღაი მოჴ. ვაჟი (მხოლოდ): „ბალღაი ჰყავს თუ ქალაი? – ბალღაი (მოჴ.). ბალღი ფშ., თ. ყმაწვილი, ბავშვი.

ბალყუმი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მიწის ნიადაგი“. მთ., მოჴ. ძირიანი მიწა, კაი მიწა, უქვო. ჴ. კაი მიწა, თ. (იშვ.) იგივე.

ბამ
ნ. დასაბამი.

ბან-ი
ბანზედ შესაჴდომლო ჴ., ცალბანი ჴ. ერთსართულიანი სახლი.

ბანდება
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. (ჴ. არ იხმ.) მოცდენა, დაგვიანება „საქმეს ნუ აბანდებ“ (გუდ.) – საქმეს ნუ აგვიანებ. დაბანდება ფშ., მთ., ჴ. დაგვიანება საქმისა: საქმე დამებანდა, „ფული დამებანდა“ (ვერ ავიღეო); დავბანდდი დავბრკოლდი. გაბანდება (საქმისა) ფშ., გუდ., მთ., მოჴ., თ. აწეწა, დაბრკოლება, დაგვიანება (ჴ. არ იხმარება). თ. გახლართვა, საქმის დაშლა.

ბანდვა
(1) თ. დაკერება.

ბანდვა
(2) ჴ. ჯღნის (ბანდულის) ძირის გამოქსოვა თასმებით.

ბანდული
მთ., მოჴ. „მთაში სასიარულო ქალამანი, რომელსაც ძირები წვრილის ღვედითა აქვს დაწნული. თვით ამ ღვედებს საბანდს ეძახიან“ (ყ. 516). ნ. ჴუნჩა, ძირ-ახალი, ჴუნჩაჸი (მრ.ჴუნჩაჸები) თ. „ჩვენ უფრო კოხუჯსა ვჴმარობთ“ (მთ.).

ბარ-ი
ნ. ნაბარევი.

ბარაქა
(არ.) ჴ. წყალობა, ხვავი (მოსავლისა) (ჴ. მას.).

ბარაქალ
(არ.) ყოჩაღ, ვაშა.

ბარგ-ი
ჴ. ტვირთი საზოგადოდ, კერძოდ „თივის კონა შეკრული, სამი-ოთხ ფუთიანი თივა“ (ბეს.), რომლითაც ეხმარებიან, ონჩხრის შემთხვევაში, საქონლის საკვებ-უქონელ კაცს ზამთარში. ბარგან ნ. დაბარგანავება.

ბარდა
გუდ., ბარდალაი მთ. ნ. ფათალა.

ბარდანა
ფშ., თ. ტილოს ან შალის დიდი ტომარა მატყლისთვის. ბერანდა ფშ., თ. ბარდნის თავის შესაკვრელი, თუშებში იციან, მაგრამ არ არის თუშურიო.

ბარდნის
მთ., ფშ., ბრაბნის ჴ. მსხვილად თოვს (საწინააღმდეგოა იწინწკლება მთ. წვრილად თოვს).

ბარემ
ფშ., (ყ. 214,1; 624,10). ბარემდინ მოჴ., ბარამდე გუდ ., ბარემდე მთ., მოჴ., ბარემც ჴ. რა თქმა უნდა, ბარემ, ბარევალ თ. იგივე, ბარევალ ჴ. თუნდაც, უკიდურეს შემთხვევაში. ბარემდის, რომ... კარგი იქნებოდა (ყ. 759,21; 879,12 ქვ.).

ბარზიმა
თ. ლუდის სასმელი თასი, ხისა.

ბართი
ჴ., მოჴ. ხარ-ფურის წივა (კალაპოტში ამოუჭრელი, კედელზე მიტყეპებული და გამხმარი). შდრ. დრემლა, ნ. ქურთი.

ბარმა
თ. ბრმა.

ბარნელა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჯოხზე გაკეთებული ჯვარი რძის სადღვებათ“. ზოგს ჯარჯი აქვს შემოხვეული. ბარნელა საჭიროა, თუ სახდღვებელი დგას და არ იძვრის (შდრ. ვორია). ბირინელა ჴ. (შატ.), ბურნელი თ. ნ. ჩხუტი (1).

ბარტყი
ხანჯლის ბარტყი მთ. ნ. ლურსა.

ბარღოჯანა
რაზ.-ჭყ. „ავი სული, ამ სახელით აშინებენ ბავშვებს“. მე არ დამიდასტურეს.

ბარჩო
მოჴ. მატყლის ნარჩენი გაპენტვის შემდეგ.

ბარცაკალი
ნ. ფარსაკალი.

ბარჭოიანი (ნაბადი)
გუდ., მთ. ლეკური ნაბადი, გრძელბეწვიანი და დახუჭუჭებული. ბაჭკოიანი (ნაბადი) მოკლებეწვიანი.

ბასილყა
მთ. ნ. ბაშლაჴა.

ბასლიყა
მოჴ. ნ. ბაშლაჴა.

ბასრი
(1) ჴ. ფიცხი ფოლადი (ადვილად გადატყდება); ფშ., მჭრელი ფოლადი.

ბასრი
(2) (ქვა, კლდე) ფშ., ჴ., გუდ., მთ., მოჴ. მაგარი. საპირისპიროა ჩეთი: ჩეთი კლდე მთ., გუდ., ადვილად დასაშლელი კლდე. „ბასრი-ბუსრი ხარ, ამირან“ (მოჴ.).

ბასრი (ქვა)
მოჴ. (ყ. 877,11 ქვ.; 1089,7) მაგარი ქვა, სალესავი ქვა.

ბატ-ი
(1) თ. ორ-კაპი ჯოხი ჯარაში, რომელშიც ჯარა ტარი ტრიალებს. ჴ. ჯარატარზე ჩამოცმული კვირისთავი (რგოლი), დვალი ფშ.

ბატ-ი
(2) მთ., მოჴ. დახლილი სიმინდი. დაბატდა მთ., მოჴ., გუდ. დახალდა. ბოტი, დაბოტდა გუდ., იგივე. შდრ. ბიჭონი ჴ.,თ., ფიჭვანი ფშ.

ბატარა
ჴ., ფშ., მთ. პატარა.

ბატატური
ჴ. ფეხების განზე გადგმა.

ბატილი
ნ. კუჭალი.

ბატის ფეჴა, ყოვის პწკალა
ფშ. ბალახია, მწნილად ხმარობენ.

ბატკანი
ნ. ბიჭა ბატკანი.

ბატონი
ფშ., გუდ., ჴ., თ. „ხატი თემის „ბატონია“, თემი კიდევ ამ ბატონის „ყმა“ (ურბნელი, „ივერია“ 1886, №267). „გუდამაყრელბი ეძახიან ბატონსა“ (მთ.).

ბატრა
თ. ვირის ჩიჩვირი.

ბაურა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საქონლის შემაწუხებელი“ ბუზია ერთი. ბაურა ჰკბენს, მაგრამ ვერ აშინებს, ბზიკი აფრთხობს და არბენს საშინლად.

ბაღდავანი
ჴ., მოჴ. პასუხისგება, კისრება. „ჩემი ბაღდავანი იყოს, თუ“... მე ვზღავ, მე ვაგებ პასუხს. „მე ვიბაღდავნებ“ ჴ., ბოღდავანი ფშ.

ბაყალიკა
ჴ. (არხ.), ბაყონიკა ჴ. (გურო) ნორჩი ფიჭვი, მარნა, მარანა, თ. ფიჭვის ნერგი. შდრ. ბაყილა.

ბაყაყი
ფშ. (ყ. 17,17) ჩლიქების იმგვარი ბეჭედი, რომელიც მაშინ დაეტყობა, როდესაც, ცხენი უნალოდ არის. „ქიჩების შუა“ (გუდ.), ცხენის ფეხის გულში (რბილ ნაწილზე) გამოხატული ფიგურა. საბაყაყე მოჴ. ცხენის ფეხის შუაგული („საბაყაყე ამასჭრე“). სამყვრე ჴ.,

ბაყაყის კოვზა
მთ. (ჴადა), კოვზის ტარა მთ. (მლეთე), კუდურა ფშ., სასალა თ., სანსალა მოჴ., სამსალა ჴ. თავკომბალა. სანსალა მოჴ., ჴ. კიდევ პაწა წყლის ჭიაა.

ბაყვი
ნ. ოჟგალა.

ბაყილა
თ. ნორჩი ხე. ბაყილა ფშ. და შიმელა ფშ. ერთია ორივე, მაგრამ ბაყილა უფრო ნორჩს ჰქვია, შიმელა ცოტა უფრო მოზრდილი რომ იყოს. ბაყილა ერწო, ფშ., გუდ., მთ., თ. ახალგაზრდა ხე (სამ-ოთხ წლამდი) ნერგად (უფრო ხეხილზე ითქმის). ბოყოლა, ბოყოლიკა (ბოყონიკა) ჴ.

ბაყლიანო
თ. ჭუჭყიანო, პირ-დაუბანელო.

ბაყონიკა
ნ. ბაყალიკა.

ბაყოტი
ფშ. გომბიო. ნ. ყოტი, მყვარი.

ბაყოჭაი
მთ. ნ. ბოყვი.

ბაშკა
ჴ. (არხ.) ბაშკია მოჴ., მაშკა ჴ. პატარა ძაღლი, გოშია, „რუსული ლეკვი“.

ბაშლაჴა
თ., ფაშლაჴა ჴ., ბასლიყა მოჴ., ბასილყა მთ., კაბალახი ფშ.

ბაშო
მოჴ., შიბუ ფშ., ჴ., შებუ თ. ღანძილი.

ბაშტე
თ., საძროხე ჴ. გომური ნ. ჭერხო.

ბაჩა
მთ. ტან-დაბალი (კაცი, საქონელი, „ალაჩა“ ცხენი), ჴ., თ. დაბალი, მოჴ. მსუქანი (უფრო ცხენზე). საპირისპიროა ალხი.

ბაჩოლა
ნ. ბოჩოლა.

ბაცანკალი
ნ. ფარსაკალი.

ბაცაროგა
ფშ. ნ. ბოცორაგი.

ბაცაცა
ფშ., ჴ. ბაჭია.

ბაცოები
(ჩეჩნურად ყ. 353,14 ქვ.) თუშები. შატილივნის გამოთქმით: ბცაჲ.

ბაცუკაობა, მგელ-ჯიჴვაობა
თ. ნ. მგელთკვერა.

ბაწარ-ი
ჴ., თ. მსხვილი ძაფი. ბაწარი ჯღნისა ჴ. თასმა (ჴ. მას.). ბაწრის შიტე ნ. შიტე, ხიფი.

ბაწარა
ნ. გზა-ბაწარა.

ბაჭია
თ., ბაჭყია გუდ., მთ., ბაცაცი ფშ., ბაცაცა ჴ. ბაჭია. ბაჭყია მოჴ. ა) ბაჭია, ბ) დათვის ბელი.

ბაჭკო
თ., ფშ., ჴ., მოჴ. ავდარში წამოსასხამი შალისა.

ბაჭყო
ჴ., წ. ფშ. ნ. ბაჭკო.

ბაჴბაჴი
(1) მთ. (სოფ. მუღურში) „რას ბაჴბაჴებ“ მოჴ. რას მიედ-მოედები.

ბაჴბაჴი
(2) ჴ., ფაჴფაჴი ფშ., თ. უხეირო სიარული (ბალღისა, მოხუცისა).

ბაჯა
თ. ქვისელი, ქვისლი. ნ. ქვისელი.

ბაჯეა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მალვა-პარვით გაუბარაქოვება რამესი“. დაბაჯა ფშ. ბარაქა დაუკარგა. მოპარვა შინაურებში რა მეზობლებში და ბარაქის დაკარგვა. „მალვაში, პარვაში მაცილსაც უძე წილიო“ (ფშ.)

ბებერა
ფშ., ჴ. მოჴ. ობობა. ბებერას ტოლი მოჴ., ბებერას ქსელი ჴ. ობობას ქსელი. თუშეთში არჩევენ ბებერასა და ხაცუმას: ხაცუმა დიდი ობობაა, ქსელს არ აკეთებსო. ქსელს რომ აკეთებს, იმას ბებერას ეძახიანო. თუმცა დასძინეს: ზოგან ხაცუმას ეძახიან იმასაც და იმასაცო.

ბეგ-ი
ნ. ხვაცი.

ბეგარა, ბეგარი
ჴ. გადასახადი. უბეგრიან გადასახადი უხდევინებია (ჴ. მას.). (სპ.).

ბედ-დოვლათიანი
ჴ. ბედნიერი.

ბედ-ი
უბედო ფშ., ჴ. უძეოდ გარდაცვალებული.

ბედენა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. განსხვავება. რა ბედენაა? რა ბედენა-ას (ჴ.).

ბედნი
ნ. კოჭაობა.

ბედნიარი
მთ., გუდ., ჴორ., თ. ერთნაირი ავადმყოფობა, გაასივებს კაცს თეთრად („თეთრი ბედნიარი“) ან წითლად („წითელი ბედნიარი“). თეთრი ბედნიარი საძნელოა. ხორხელის სიტყვით, ავადმყოფობა ცხრა დღეს გასტანს, მერმე ან მოკვდება, ან მორჩება ავადმყოფი. გუდამაყრელის სიტყვით, სამ დღესაც ვერ გაუძლებს. გამოჰყრის მხოლოდ წელს ზევით და მარჯვენა მკერდზე. „ბედნიარსაო ბედნიარი გადარჩებაო“ (მთ.). „თეთრი“ და „წითელი“ მთიულეთში არ იციან. ბედნიერი ფშ., ჴ., ბედრიანი მოჴ. ბედნიერი მოჴ. ხარის ყვავილი, ციმბირის წყლული (კაცსაც უჩნდება). ნ. მარტო ყვავილი. ბედრიანის ლოცვა: ბედო, ბედო, ბედრიანო, / სახე-ტურფა, მშვენიარო. / ზღვას იქით ვიარებოდი, / ზღვა ჩქვეფით გამოვიარე. / მოვღნამავ ნამებურასა, / მოვეფინები ვერცხლებურასა. / ვიმალებოდი ჴარის ნაჭლეკარშია / და ცხენის ნატერფალშია (მოჴ.). როგორც ჩანს, აკლია.

ბედოვლათი
(სპარს.) ფშ., მთ., მოჴ. უხეირო, უვარგისი, უგერგილო.

ბეზირგანი
ფშ. ცუდი ყოფაქცევის ქალი.

ბეკვერაი
მოჴ. ნ. მაკვერი.

ბელ
აბელებს ჴ., აბელაჸებს თ. აფაღარათებს.

ბელ-ი
ნ. ბუზის ბელი, კუაი, ჩინკორი.

ბელადი
ჴ. მეთაური.

ბერ-დუცა
ფშ., ვირ-დუცა ჴ. ბალახია.

ბერ-ზორა
მთ., სულდგმული მოჴ., ასახელებული ჴ. ბერ-ზვარა, ხატისად შეწირული ხარი (ან გაჩენისას „აზორებენ“, ან ავად გახდეს, მაშინ). ბერ-ზორა უღელში გაებმის, მხოლოდ არ გაიყიდება. კურატი კი არც უღელში გაებმის.

ბერ-ი
კოპალას (ნ.) ეპითეტი.

ბერ-ღარა
ფშ., ბერ-ღარი გუდ., მთ. წისქვილის წყლის გადასაგდები ღარი. ნ. ღარ-ბერა.

ბერა-თითი
ნ. თითი, ჯიგვი.

ბერადუშელია
ნ. ჭლიკამპურაი.

ბერანდა
ნ. ბარდანასთან.

ბერდედა
ჴ., თ., ბებია. საპირისპიროა ბაბო.

ბერდენკა
ჴ., თოფის სახელია (ჴ. მას.)

ბერიკა
ფშ. (ვაჟა 371,16), მთ. ვინც ბერიკაობაში იღებს მონაწილეობას. ბერიკაობა ფშ., ერწო, ჴორჴი, გუდ. ჭონისა და ალილოს მაგვარი ყველიერში. „შეჰკრებენ ერბოს, კვერცხს, ყველს. ჭარლითაც მოვლენ, მთიულეთითაც მოვლენ“ (გუდ.), „ქსნიდანაც მოდიან“ (მთ.).

ბესტვანი გაყარაო
თ. იტყვიან, როცა რაიმე ჩამოვარდება და დიდ ხმას გაიღებს.

ბეღელი
მთ. პურის ჩასაყრელი, ფიცრისა (გოდორი დაწნულია). ბეღელი ჴ. პურის ან ლუდის შესანახავი ხატში, თ. პურის შესანახავი ხატში. [ქორ-ბეღელაჸი თ. – ზემყნელი].

ბეღვა
ფშ., სახლთან უბრალოდ ჩამოხურული რამ ფანჩატურივით, სადაც ზაფხულობით ცეცხლს ანთებენ და საჭმელს აკეთებენ.

ბეჩავი
ფშ., ჴ., (<ბედშავი), ბეჩაო მთ., მოჴ., თ., ბეჩა ყ. 486,5 ქვ., ბეჩა თ. საწყალო (მაგრამ ხშირად უმნიშვნელოდაც ხმარობენ). სიბეჩავე ჴ. სისაწყლე. ნ. ძაღლ-უმადური.

ბეწიკუა
ჴ., ცოტიკუა ჴ. ერთი ბეწო, პაწაწა.

ბეჭ-ი
მთ., ფშ., ჴ., თ. ქსოვაში სახმარებელი იარაღი, რომლითაც ძაფები ერთი-მეორეზე მიჰყავთ. კბილებიანია ხერხივით. აქედან: ბეჭვა, ჩაბეჭვა (ჩაბეჭე!). ნ. დამახვილება.

ბეჭდის დადება
ჴ. ნახშირის დაყრა ყოველგვარ ნივთზე სახლში და დალოცვა კუდიანთ წუხრას (ჴ. მას. 149-150).

ბეხვი
ფშ., ჴ., თ. გამოუდეგარი ჭურჭელი (ვთქვათ გახვრეტილი).

ბეხნე
თ. (მხოლოდ შენაქოში) მოედანი სოფლის პირას ეკლესიასთან, სადაც ხალხი იკრიბება. შდრ. ფიხონი, ფეხონი. „ფარსმის შუაგულში დიდი მოედანია, სადაც აშენებულია საქვაბე, წინ ბეხვნეა, უკან – საანჯმო“ (ჩაჩ. 119).

ბეჯითი
მთ., გუდ., მოჴ., ფშ., ჴ. მუყაითი. ბეჯითად (ყ. 366,4 ქვ.), დაბეჯითებით მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მართლა, სწორად, უტყუვრად, ნამდვილად, დანამდვილებით.

ბზიკი
მოჴ., ფშ., ჴ., თ. საქონლის შემაწუხებელი ბუზი, მწარედ ჰკბენს, ბზუკი მთ. (ბორა ფშ. სხვა არის). [ბზიკი გურიაში, კელა ფშავში – კრაზანა, oca].

ბზინველა
გუდ. ნ. ჭიაცეცხლა.

ბზუკი
ფშ. ბუზი [ბზუკი მთ. იგივეა, რაც ბზიკი მოჴ., ფშ.,], ბუზურაი მთ.

ბია-თოლი
მოჴ., ცეცხლი-თოლი გუდ., გუგა, თვალის ცეცხლი ჴ., თვალის გუგაჸი თ., თვალის სინათე ფშ., ნ. თოლის კაკალი, ცეცხლი.

ბიბილო
მთ. გარეული ვენახი, კირკენი. ზღვამლი.

ბიბინი
ჴ. ფრენა (არწივისა), ჭენება (ცხენისა), ღელვა (ყანისა) (ჴ. მას.).

ბიბკი
(1) ბიპკი ჴ. ფიფქი, ყაპყი, ახლად მოსული თოვლი, ყოპყი გუდ.

ბიბკი
(2) ფშ. ობი.

ბიგა
(1) მთ., ფშ., ჴ. (შატ.), ბიგვა ჴ. პატარა თაგვი, რომელსაც სუნი უდის. კატა მოჰკლავს კი, მაგრამ არ ჭამს.

ბიგა
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხის ნაჭერი რამესთვის გასამაგრებლად შეყენებული“. მე კითხვა მიზის: ფშავლებმა არ დამიდასტურეს.

ბიდა
მოჴ., ჴ., თ.სირმის მსგავსი მოქსოვილი, ჩოხა-ახალუხზე შემოსაკერებელი.

ბითაო
(რაზ.-ჭყ.) „კაცი, რომელსაც გვერდის ძვლები და წინ მეკერდი სულ ერთის ძვლისა აქვს“. მთ. მკერდიანი, სრული, კარგი ვაჟკაცი. ბითაოდ ჴ. სულ ერთიანად, ბითაოდ გაკეთებული ჴმალი – სრულიად მოჭედილი ხმალი. ბითაო კაცი ჴ., თ. ვისაც ფერცხლების მაგივრად მთლიანად ძვლის ფიცარი აქვს (ასეა!). ბითაო თ. მთლიანი, მასიური (კერძოდ კაცი). ნ. ბითუმი.

ბითლა
ჴ. ერთის ან ორის წლის მამალი ჯიჴვი (საპირისპიროა წალი). დურააი თ. ნ. ჯიხვი.

ბითუმი, ბითაო
ფშ. ერთიანი. „ბითუმი გულ-მკერდი აქვს“.

ბიკი
თ., ბიბკი ფშ. ობი. დაბიკებული თ. დაობებული. ნ. ბიპკი (NB დ. ჩუბინაშვილს თავის ქართულ-რუსულ ლექსიკონში შეუტანია: „ბიძგი ს. ობი“. ეს არი უთუოდ გაუგებრობა, იმისგან გამოწვეული, რომ ს. ორბელიანს ობი ასე აქვს განმარტებული: ტენიანმან ადგილმან ანუ საჭმელმან ხანიერმან თეთრი ბიძგი მოიკიდოს, მას ობს უჴმობენ. მე მგონია, რომ აქ ბიძგი წარმომდგარია ბიბგისაგან ცუდად წაკითხვის გამო. ბიბგი, ბიბკი ობი).

ბილიგი
ჴ. ბილიკი (ჴ. მას.).

ბილილა
მოჴ. ნ. ბულულა.

ბილჩი
ფშ. ტვირთისთვის გაკეთებული სამჴრე მთ., მოჴ., ჴ., სამჴრეული ჴორ., გუდ.

ბინა
(ა) ფშ., ჴ., მოჴ., თ. „ბინას ეძახიან ადგილს, სადაც ღამე ცხვარს აყენებენ. ზაფხულის განმავლობაში ბევრჯელ, თვეში რვაჯელ იცვლება ამგვარი ბინა“ (ყ. 733 შნშ.).

ბინა
(2) გუდ., ფშ., ჴ., საგზაო ბარგი, რაც თან მიაქვს კაცს.

ბიპკი
(1) ფშ. ობი, ბობო მთ., ბიკა, ბიკი თ., დაბიკებული თ. დაობებული.

ბიპკი
(2) ჴ. ახლად მოსული თოვლი, ფიფქი.

ბიჟინა
მოჴ. ერთად შეყრილი თივა (წვიმამ რომ არ გააფუჭოს, უბრალოდ შეახოხოლებენ). ჴოლნაბო ჴ., ჩადალი თ., ჴაწირი ფშ. „შენს აგებულს ბიჟინასა ხალხი უკრავს კიჟინასა“ (მოჴ.) ნ. ხორამი.

ბირ
აბირება ფშ., გუდ., მთ., მოჴ., თ. მადაზე მოსვლა. „მემცხორეებმა იციან: ცხორი ბირაობსო: პატრონთან მიდის და შეჰყურებს, მარილი უნდა“ (გუდ., ჴ.) საქონელი აბირდა (ჴ. აღბირდა) – მარილი მოუნდა (მთ., ჴ.). აბირდა მოჴ. „იშტაზე მოვიდა“ (კაცისაგან ქალის მონდომებაზედ, საქონლის ატეხაზედ). თ. იგივე. შაჲბიროოდა ფშ.

ბირკოლი
ჴ. დაბრკოლება. ბირკოლს მიღგანდაო (ჴ.). „კაცი ავად გაჴდება და ვიტყვით: ხატის ბირკოლი აქვსო, დაბირკვლულიაო“ (გუდ.) [ჩვენ ვიტყვით: ხატის მიზეზი აქვსო, მთ.]. დაბირკვლდა მთ. შეფერხდა, „ზარალი რომ მოუვა“ (მთ.).

ბირწკილი
ჴ. (ჭყ. ბირწკნილი შეიძლება კალმის შეცდომა იყოს, ან ბეჭდვის შეცდომა: „ფრჩხილი“). ფრჩხილის წვერი. შდრ. ბწკილი.

ბისნურაი, მოხურაი
ჴ. (არხ.) საკალოე ვარსკვლავი. ბისნა და მოხე მთებია არხოტში, სადაც საკალოე ვარსკვლავი ამოდის.

ბიტირი
„მიდამოები მალე აივსო ძვლებით, ბუმბულით, ნადირთა ბალნით და ბიტირით (ვაჟა, ნაპრალნი, VI, 55.4). ა. ჭინჭარაულის ახსნით, ბიტირი არის „უხეში მატყლისა და ბალნის ქვეშ ამოსული ნაზი ბეწვი („ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი“).

ბიტლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წვრილი, ხილზე იტყვიან“. ფშ. წვრილი (ქვა, ხე, ყანა).

ბიღი, ბიღები
(თათრ.) თ., ფშ. ულვაშის გასაგრძელებლად დაგდებული (მოუპარსავი) წვერი.

ბიძა
ჴევსურულში და სხვაგან მთაში ბიძა მხოლოდ მამის ძმაა (დედის ძმა დედის ძმაა და არა ბიძა). ბიძია კნინობ. ფორმაა (ჴ. მას.).

ბიწკინტარაჸი
თ. ერთი ბალახის ძირია, ჭამენ.

ბიჭა
(1) „მთაში ქალი კაცს სახელს ძნელად დაუძახებს, საზოგადოდ ბიჭობით ელაპარაკებიან“ (ყ. 632, შნშ.) ბიჭა მოჴ. ბიჭო. ასე ეძახის რძალი მაზლს, ქმრის ბიძაშვილსა და მამამთილს (გინდ ბებერიც იყოს). ქმარს ეძახის: კაცო! მულს ეძახის: ქალა! ქმარი ცოლს ეძახის: ეი, ან გვარიშვილობით: ღუდუშაურიანთ ქალო, ჩოფიკაანთ ქალო, ოდიანთ ქალო და სხვ. ეგრეა მთიულეთშიც. ბიჭა (ყ. 890, 12 ქვ.) მიმართვაა ქმრისადმი, მაგრამ მე მიმიწერია: „შეუძლებელია ჴევში ბიჭობით დაუძახოს ცოლმა ქმარს, ყაზბეგი სცდება“. თუშეთში რძალი დედამთილს მიმართავს: ქალო, მაზლებს და სხვებს ბიჭო. ბიჭა შავი ჴ. (ყ. 503,14), ბიჭ-შავო! ქალ-შავო! წყევლაა. ბიჭ-შავო მთ., ბიჭ-კუპრი ნ. ქალა-შავი.

ბიჭა
(2) ბიჭა ბატკანი უდროოდ განერბული ცხვრის ბატკანი. „მემცხორეს რომ ყოჩი გაეპარება და ცხორში შავალის, განერბავს ცხორს და ბატკანი გაჩნდება დოლის წინ. იმას ვეძახით ბიჭა ბატკანს“ (გუდ.). იგივეა მთიულეთშიც. ნაზამთრევი ჴ. (ნახეთ).

ბიჭონი
ჴ., თ., ფიჭვანი ფშ. დაჴალებული სიმინდი, ქერი ან სვილი (სანამ დაიფქვეოდეს. დაიფქვება და ჴალია). ნ. ბუჭონი ჩუბ.

ბლანტი
(არ აღმინიშნავს, სად), ბლაჩუა (ნ. ჭყ.) მოუხერხებელი კაცი.

ბლონად
გუდ., მთ. ბლომად, იაფად ჴ. ნ. ჩოლხი.

ბმა
იბომს ჴ. იბამს („იბომს სისხლიანს ჴმალსაო“, ჴ. მას. 165,27). ნ. საბამი, სამბური.

ბობო
მთ. ობი (პურისა, ხისა). დაბობოვდა მთ. დაობდა, ჩაბობოვდბა მთ. დანესტიანდება (გვირილას აშრობდნენ და იმაზე იყო ნათქვამი). ბიკა თ., ბიბკი ფშ.

ბობოქარი
ნ. შარის ბობოქარი. ბობოქრობს შფოთავს (ჴ. მას.).

ბობრი
ნ. ბაბრი.

ბოზვი
ჴ. ბოზი (ჴ. მას.).

ბოინთ-იხვა
ჴ. (არხ.) ფრინველია.

ბოინი
(1) ჴ. ირაო. ბოინობს ჴ. ნელ-ნელა ცურავს ჰაერში (ჴ. მას.).

ბოინი
(2) ფშ. გროვა (ფრინვლისა, საქონლისა და სხვ.).

ბოინი
(3) (ყ. 783,14) მოჴევე (ჩეჩნურად), ბოინები (ყ. 353,14 ქვ.) მოხევეები (ჩეჩნურად).

ბოკოკა
მთ. დაჭრილი, დასახიჩრებული, გაფუჭებული (ხელი, ფეხი).

ბოლიქი
ბაჩ. „დ.“ 7 ჯოგი (?).

ბოლო-არწივა
ჴ. (არხ.) ფრინველია (=ჩიტთ-არწივა ჴ.?).

ბოლო-დგალა
ნ. დგალა.

ბოლო-მაკიდება
მოჴ., ჴ. (არხ.) ბავშვების თამაშობაა.

ბოლოთრია
ფშ. (აქა-იქ) პატარა ურემი მთებში სახმარებლად. ფშაურ ბოლოთრიას გრძელი ბოლო აქვს და მიწაზე მიათრევს. „ბარში იციან“ (გუდ.), „ბოლოთრიბი საქართველოში იციან“ (მთ.).

ბოლტი
მოჴ. ბალახიანად მოჭრილი მიწა (მაგ., სარუისთვის), ბელტი, ბალახით დაფენილი მინდორი, რომელიც არას დროს არ მოხნულა. ყამირი ჰქვია მოუხნავად დაგდებულ მიწას ნ. ბორტი.

ბოლქვი
ფშ. ჯგუფად ამოსული ყანა, გროვა, ქუჩი; ერთ მარცვალზე ბურჩხად ამოსული ღერი (ოთხი-ხუთი), ბორჯი თ. ნ. ჯინჭველაჸის ბოლქვი, ჯინჭველთ გორალა.

ბოჟირი
(ჭყ.) „დაწიოკება. თ. რაზიკაშვილის განმარტებით – აშლა, აყრა. არწივი წეროებს ააბოჟირებს, ღრუბლები ამობოჟირდნენ“. არევ-დარევა. ნისლი ბოჟირობს. მთიულეთში არ იციან.

ბორა
(1), ბაურა ფშ. (თვალივლებმა: ზევით იციან ფშავშიო). ბორა სხვა არის, ვიდრე ბზიკი (ჴ., თ., მოჴ.), რომელიც საქონლის შემაწუხებელი ბუზია ერთი.

ბორა
(2) ნ. ჭიკვა.

ბორბალი
თ. ნ. წისქვილი.

ბორბოლიჭყი, ბორბოხჭელაი
მოჴ. ბროლი, გველთ-მარილა ჴ., გველის სალოკი ქვა ჴ., გველის ნასლეკი (ნალოკი) ქვა ფშ., თ. ბროლს ხევსურები ეძახიან, თეთრი ქვაა ერთი, იმას კვარცი (?).

ბორბოწია (ქარი)
ფშ. ნ. ქარქვეტა.

ბორიელ
დაბორიელება (დაბორიელდა) ფშ. გონების დაკარგვა, დაბნევა. თ. დატრიალება და წაქცევა საქონლისა.

ბორკილი
ჴ., თ. კვანტი, სარმა, ხრინკი (ჭიდაობაში), ხრიკნული ფშ. ნ. ხრინკი.

ბორტ-ი
ფშ., მთ., ბორტვი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბელტი“. ბორტვი ჴ. სრულებით მოუხნავი მიწა, თ. სრულებით გაუტეხარი მიწა (ყამირი თ. ხან იხვნება, ხან არა). ბორტვი ფშ., ბუსნა ფშ. გაუტეხარი მიწა. ბორტვი ჴ. (ბორტი გუდ., მთ., ბოლტი მოჴ.) მოლი, მწვანე ბალახით დაფენილი მიწა, გაუტეხელი, სრულიად მოუხნავი. ბორტვი ჴორჴში ნიშნავს ბელტს, წყლის პირში ბალახიანად მოჭრილ მიწას, ბუსნო მთ. უქვო მიწა, ხირხოტი მთ. ქვიანი მიწა. ნ. ბოლტი.

ბორცო
მოჴ. ღერი, ღერო. „მთიულეთში იციან“ (მოჴ.) მამალი თ. (მამალი უფრო კატარიანი ღერია, გახმება და ჯოყარი შიქნება).

ბორძიკი
მთ., მოჴ., ყ. 17.1 ქვ. ფეხის მოცურება. „ცხენმა დაიბორჯა“ მთ. წაიბორძიკა.

ბორწკალი
ჴ. მაშა, საკეცი, არცისკანა მოჴ., ბორწკალი თ. იგივეა, რაც ფშ. წეპწკალი, ე. ი. პაწაწა მაშა (წვერის საგლეჯი). ნ. წეპწკალი.

ბორჯ
ნ. დაიბორჯა (ბორძიკთან).

ბორჯი
თ. ნ. ბოლქვი.

ბოსელი
(1) ხევსურეთში სახლი ჩვეულებრივ ორსართულიანია. პირველ სართულს ბოსელი ჰქვია, სადაც საქონელი ჰყავთ. მეორეს – ჭერხო.

ბოსელი
(2) ჴ. ა) საქონლის ბინა სოფელში, ან სოფლის გარეთ, ხანდახან ძალიან შორსაც (ჴ. მას.) ბ) სოფლის მოშორებით აშენებული ქოხი თვიურიანი ქალის სამყოფად. „ბოსელჩ-ორ“, მიპასუხა ერთმა ქალმა, როცა დავუძახე, რომ მეკითხა ჩირდილის გზა, და არ მომეკარა. სამრელო, სამრევლო ჴ.

ბოსლობა
(1) (რაზ.-ჭყ.) „ფშავში, ხევსურეთში და თუშეთში ქალები თვიური წესისი დროს სახლში არ შევლენ, ვიდრე არ დაირეცხებიან, და ბოსელში ცხოვრობენ. ამიტომ დარქმევია ბოსლობა“. მთ. თითქმის აღარ იციან. მოჴ. სრულებით არ არის.

ბოსლობა
(2) ჴ. საბოსლოდ წასვლა ხარ-ძროხით და ცხვრით (მხოლოდ). თ. ზამთარში სოფელს გარეთ ქოხებში ცხოვრება ცოლ-შვილით და საქონლით.

ბოსტან-ი
ჴ. ბოლოკი.

ბოსტანა
ჴ. ბოლოკა. ბალახია. ფოთოლი ბოლოკს („ბოსტანს“) მიუგავს, ძირს კი არ იკეთებს.

ბოტ-ი
(1) ნ. თხა. გაიბოტნა ჴ. თხა დამაკდა. იბოტება ნ. კეთილობს. ნაბოტარი (თხა) მთ., მოჴ., ფშ., თ. დანაკოდი თხა (ჭყონია, რაზიკაშვილზე მითითებით, ამბობს: ნაბოტარი თხა დაუკოდავიო, მაგრამ შეცდომა მგონია).

ბოტ-ი
(2); დაბოტდა ნ. ბატი, დაბატდა.

ბოტ-ი
(3) თ. აბოტებს ფშ., მოჴ., თ. დიდ ნაბიჯს დგამს, გაიბოტა ჴ. ფეხები განზე გადგა; ნაბოტარი „ნავალი დიდთა ცხოველთა“ (რაზ.-ჭყ.).

ბოტილაი
ნ. ბოტი (თხასთან).

ბოტიტ
ნ. ბოწიწკობა.

ბოტიტანა
ერთურთზე ჯვარედინად (X ასოს მსგავსად) გადაბმული ორი ბოძი, შეშის სახერხავად ან სხვა რამის ფეხად გაკეთებული. ორია, რომელთაც ჴიდი აერთებს.

ბოქა ყოჩი
(ყ. 542,19). ბოქაი მოჴ. ფალავანი, მოჭიდავე. „ეს ჩემი ბოქაიაო“ – ეს ჩემი ფალავანიაო.

ბოღდავანი
ფშ. ნ. ბაღდავანი.

ბოყვი
ქართ. (რაზ.-ჭყ.) „მომცთარი ნაყოფი ტყემლისა ან ქლიავ-ღოღნოშოსი“. ბოყოჭა ჴორ., გუდ. ტყემლის ან ქლიავის გაფუჭებული ნაყოფი. ტკბილია საჭმელად, თეთრად გამოვა. ბაყოჭაი მთ., ლავაშა, ტყლაპა ფშ.

ბოყოლა, ბოყოლიკა (ბოყონიკა)
ნ. ბაყილა, მუში.

ბოყოჭა
ნ. ბოყვი.

ბოში
მთ. დიდი ტანისა და მოუხერხებელი. „ბატარა კაცი წააქცევს და სხვები ეტყვიან: არამი იყოს შენზე ეგ ტანიო“ (მთ.). მოჴ., ფშ. ფონე, მოდუნებული, მოშვებული.

ბოშქვი
თ. ნ. ჭინჭველთ გორალა.

ბოჩოლა
მთ. ხბო; მოჴ. წამოზრდილი ხბო (სანამ ძუძუს აბია, მზორაი ჰქვია).

ბოცორაგი, ბოცორაკი
ჴ. გაზაფხულზე დასათესი სვილი (ჩვეულებრივი სვილი სთველზე ითესება). ახალთესლი თ., ბაცაროგა, ბაცაროგი ფშ.

ბოძ-კინტი
ნ. ბოწკინტი.

ბოძალდი
ფშ. მშვილდ-ისრის კონდახი, რომელზედაც ისარი ძევს და რომელშიდაც სასხლეტ-ბორბალია გაკეთებული. „თოფის მსგავსად სასხლეტი მშვილდ-ისარი (რაზ.-ჭყ.). ნ. ქაიბური.

ბოწიწკობა
ფშ., (რაზ.-ჭყ.) მთ., მოჴ., ჴ. ფეხების მომაგრება მიწაზე, „ფეჴები გაუბოწიწკე“, „რა ფეჴათ მიბოწიწკებ“ (მოჴ.). გაიბოწიწკა „მაგრა დაიჭირა ფეჴებიო“ (გუდ.), გაიბოტიტა, გაიბოწიწკა მთ. იგივე.

ბოწკინტი, -ტა
(ბოძ-კინტი) ფშ., მთ., მოჴ., ჴ., თ. წვრილი ბოძი, „წვრილა ბოძა“, (გუდ.), პატარა ბოძი, წვრილი ბოძი (მთ.).

ბოჭვა
ნ. მობოჭვა.

ბოჭოლა
ჴ. ნ. ბუჭულა.

ბოხარი
თ. ბუხარი.

ბოხრვა
გული მაიბოხრა მტერზედო (გუდ.) – სამაგიერო გადაუჴადაო, ჯავრი ამაიგდოვო. მთ. იგივე. გულის ამობოხრა (ყ. 33,16). მიმიწერია: ძვირად იხმარებაო.

ბრაბნის
ჴ. ნ. ბარდნის.

ბრაგი-ბრუგი
გუდ. ნ. დაგა-დუგი.

ბრალი
ბრალს გამაღებინებთ ჴ. დამაბრალებთ (ჴ. მას.).

ბრდენი
მთ., თავხე, თავი ხე ფშ., გუდ., კეზი ჴ., ტანი მოჴ., დღელი თ. (ჭანჭახოვანში).

ბრე
გალეწილი ფეტვის ბზე (ნ. პტკველი) „მე ფეტვი, შენ ბრეო“ (ხალხური), ბრე მთ., მოჴ., გაფშვნილ სიმინდს რაც გასცვივა განიავების დროს.

ბრეზა (ბრიზ)
მოჴ. ნ. ბრეშა.

ბრეშა
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხარი როცა ხართან საჭიდაოთ ემზადება, ბრეშას იწყებს“. თვალების პრაწვა, ბრიალი. ფშ. მრეშა (აიმრიშა), მრეზა მთ. „ჩვენ ვიცით აიმრიზაო“ (მთ.). ნ. მრეშა.

ბრიზ
ნ. ბრეზა.

ბრიყვი
ჴ. გამოუცდელი (ჴ. მას.).

ბრმა
ნ. საბრმობელა, ბარმა.

ბრო
მთ., ბროიანი მთ., მოჴ., ფს., ჴ., თ. შარიანი კაცი, გაჯავრებული, ხანდახან რომ მოუვა გული, მოუთმენელი; თ., ფშ. ხანდახან გიჟი, ხანდახან ჭკვიანი.

ბროლი
ჴ. ნ. ხინჭრუკა.

ბრუნ
ნ. გაბრუნება, გადაბრუნება, ფეჴის ბრუნება.

ბრძამი
მთ., ფშ. ბალახია, ზამთარშიც მწვანეა („ურთხლის ფოთოლს და იმას რა გააჴმობს!“), საქონელი ჭამს. ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მტის მცენარეა, უფრო ბალახსავით“. ჴადაში არ იციან.

ბრძოლ
გაბრძოლება ყ. 389,2 ქვ. აგონია.

ბუ
ბუობა მოჴ. თამაშობაა. ერთი („ბუ“) კედელთან მივა და ქუდს ჩამოიფარებს თვალებზე. დანარჩენები დაიმალებიან აქა-იქ. „ბუ“ დაიძახებს: „უჰ, გამთენებიაო“! და შეუდგება დამალულების ძებნას. დამალულები ცდილობენ, გაეპარნენ, კედელთან მიასწრონ და დაიკივლონ: ბუ! თუ „ბუმ“ ვინმე დაიჭირა გზაში ან სამალავში, ქუდს დაჰკრავს და „დასჭრის“. ამის შემდეგ „დაჭრილმა“ უნდა იკისროს ბუობა.

ბუა
ნ. ბულა.

ბუბნა
„ქვეს ამოიდო ბებერი, / დაუწყო ბუბნა საცოდავს / დააწვა როგორც დათვია“ (რ. ერისთავი, „ივერია“ 1886 №77).

ბუბულა
ჴ., ნ. ბულულა.

ბუბუნ-ი
ფშ. (ჭყ.), მთ., ჴ., თ. (ვაჟა, 97,1„2; 191,13) ხარის ყვირილი, ფუტკრის ზუზუნი. ბუბუნებსო ბუღრაობსო (მთ.). „ბუბუნი იცის ჴარმა, ფუტკარმა“). ამობუბუნება. ბუბუნა ფუტკარი მთ. ნ. კაზარა (1).

ბუბუნაჸი
თ. ნ. ბულულა.

ბუგრიანი
მოჴ., ფშ., მტ. მუწუკებიანი. ქაჩალი, უხეირო (ყ. 22), მთ. ქაჩალი (მუწუკებიანი?), კიტრიანი მთ. აი შე ბუგრიანო! (ყ. 238,8 ქვ.), „ბუგრით სავსეო – ტილით სავსეო“. „ბუგრიანი ნიშნავს ტილიანს“ (მოჴ.). „უკაცრავად პასუხია, ტილიანს ვეძახით“ (მთ.).

ბუდარობა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფრინველთ ბუდობის დრო“.

ბუდაყი
მთ. მსუქანი, სრული. გაბუდაყებული, გაბუდახებული მთ. ჩასუქებული. გადუყებული მოჴ. ძალზე გასუქებული, გაბუტაყებული ფშ. ძალიან გასუქებული და თავ-გასული (საქონელი, კაცი), გაბუტაყებული თ. გამსხვილებული (საქონელი, კაცი).

ბუდე
ჴ., საბუდარი ფშ., საბუდანო გუდ. ადგილი, რაშიდაც წისქვილი დგას. ბორბალი რაშიდაც ტრიალებს, იმას ჰქვია საღორე მთ., მოჴ., ჴ (!). ნაბუდვარი ჴ. ნაბუდარი (ჴ. მას.).

ბუერა
ფშ., ჴ., თ. ძალიან ფართოფოთლებიანი მცენარეა, დაბალი. მას საჯავახოში (გურია) ოხოკუა-ს ეძახიან.

ბუზალაყი
ფშ. ნ. ბაზალუყი.

ბუზვი
ჴ., თ. ბუზი, დაბუზვა ჴ. „წყენით რო სახე შეეკვრის ვაჟს“ (ბეს.).

ბუზიკანტი
გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ., ბუზუკანტი მოჴ. კლავიატურიანი საბერველი მუსიკალური ინსტრუმენტი.

ბუზის ბელი
ჴ. თაფლი.

ბუზუნა
მოჴ., ბუზურა მთ. ბუზვი ჴ., თ. ბუზი. ბუზურა ფშ., ჴ. მეთაფლია. ბუზი (დიდია და ჭრელი). ბუზურა ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. „მწერი, მიწასი აკეტებს თაფლს“. „ბუზურა ბევრი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო“ (ანდაზა).

ბუზურა
ფშ. ნ. ბუზუნა, მოთაფლია.

ბუზანი
თ. მუშტი.

ბუთუთაი
ჴ. (არხ.) თავ-კომბალა (ზოგიერთის თქმით), ჴ. (ბარისაჴო) იგივე. სასალაჸი თ., კუდურა ფშ. (ბევრი უარყოფს) ნ. კუდურა.

ბუთურა
ჴ. ნ. კუდურა.

ბუთქი
მთ., მოჴ., თ., ბუთქვი ხე ფშ. (რაზ.-ჭყ.) ჴ. ხშირფოთლებიანი ხე, რომელსაც ტოტები ისე აქვს, თითქო ქუდი აქვს ჩამოხურულიო. მოჴ. საზოგადოდ ჯგუფად ამოსული რამ: ტყე, ტოტებიანი ხე, ბალახი.

ბუკაკა
თ. ნ. ბუკუკა.

ბუკანტურა
ჴ. ჭოტი, პატარა ბუვია. ბუკნა-ჭოტა თ. ჭოტი.

ბუკვანი
თ. მკვარი (ფიჭვისა), ჩირეხი ფშ.

ბუკუკა
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. კოღო, ბუკაკა თ.

ბულა
ფშ., ბულო თ., ბულულა მოჴ. რაღაც არსება, რომლის სახელითაც ბავშვებს აშინებენ: „მოიდა ბულულა“ (მოჴ.).

ბული-ბული-ბული!
აგრე უხმობენ ბატებს საკენკზე ერწოში (გურიაში: დოჲ-დოჲ!).

ბულულ-ი
მთ. პაწია ზვინი თივისა. „თივა ავაბულულეო, დავაბულულე“ – (მთ.), ბულულა ჴ.

ბულულა
ფშ. ყვავილოვანი ბალახი, ბალახის ყვავილი საზოგადოდ, ბილილა მოჴ., ბუბუნაჸი თ., ბუბულა ჴ.

ბუნაგი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ჭურჭელი საზოგადოდ (თუნგი, კოდი, გოდორი და სხვ.), ბუნაგი უფრო ასეთი რამ არის, რაც წყალს ან ხორბლეულს დაიჭერს, განსაკუთრებით, რაც ადგილიდან არ იძვრის. რაც ხელზე იხმარება, ის საციქველია (მოჴ.). ბუნაგი, საბარგველი მთ., ბუნაგი მოჴ. რისამე ჩასაყრელი ჭურჭელი (გოდორი და სხვ.), ბუნაგი ფშ., ჴ., თ. ჭურჭელი საზოგადოდ (გოდორი, კოდი, ჯამი, კასრი, კიდობანი და სხვ.).

ბუნგალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) ქვ. მთ. მტვერი, ბდღვირი (ნაცრისა, გზაში). ბუნგარი ჴ. კორიანტელი, ქარის აყენებული მტვერი. ნაბუნგალი, ნაბუგალი მთ. (ჴადა) თივის, ჩალისა და სხვა რამის ნამცეცები.

ბურაკი
ნ. ღორი.

ბურახი
ფშ., თ. შამბი, მაღალი ბალახი. ჴ. ბალახია.

ბურბუშელა
(1) მოჴ. ჴ. ა) ნაშალაშინევი, ბ) მოჴ. ერბოთი (და კვრცხითაც) შეზავებული ტაფაზე მოხრაკული საჭმელი, ჩაისთან მისაჭმელი.

ბურბუშელა
(2) თ. ბალახია, ძირი პატარა აქვს, თავს დაიხვევს. ქარი ხშირად მოჰგლეჯს და ააგორებს (შირაქში იზრდება). კუტ-ეკალა ფშ. (ნახე).

ბურდო
ნ. ლაჭანი, პტკველი.

ბურილი
„ჩავიდა ბურილთ ძირშია, ცეცხლი დაანთო პრიალი“ (მერ. 15). შალდაყიანი, შამბიანი.

ბურკვ-ი
თ. გუნდა (სკორისა, თივისა და სხვ.), ბურკვა ფშ., ჴ. (შატ.) მტევანსავით ჯგუფად მოსხმული რამ. შაბურკვილი ფშ. შეკუმშული. სკორის ბურკვი ნ. სკორე.

ბურნელი
(1) თ., ბარნელა ფშ. რძის შესადღვები ჯოხი, რომელსაც ბოლოზე ჯვარი აქვს გაკეთებული და წნელი შემოხვეული.

ბურნელი
(2) ჴ. ნებიერი, უწყინარი, თვინიერი (საქონელზე).

ბურნითაი, მძრომელაი
ჴ. (არხ.) ჩიტია.

ბურსანი
მოჴ. ნ. ბუსნა.

ბურჩნა
ფს. (ვაჟა 342,1 ქვ.).

ბურძგალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გინგლი, აშლილი ბეწვი“. მთ., მოჴ. აიბურძგლა; აბურძგლილი ძალიან აწეწილი. ბურძგლი ჴ. ბეწვი. აიბურძგლა ფშ. ბეწვი აეშალა.

ბუსნა
გუდ., მთ., ბუსნო ერწო, ფშ., ჴ. გაუტეხელი ადგილი. „ყამირი კიდევ სხვაა: წელსა და წელს შუა მოვჴნავთ“, ბუსნა სულ მოუხნავია. ბურსანი მოჴ. იგივე.

ბუტაყი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მსუქანი, დიდი. მსუქან ბავშვზე იტყვიან“. თ. მსხვილი (კაცზე). ნ. ბუდაყი.

ბუტკნა, იბუტკნება
გუდ. ნ. ფუტკნა.

ბუღა
ნ. დასაკოდი ცხოველები.

ბუღვა
ჴ. ბუღა, კურო (ჴ. მას).

ბუღრაობს
მთ. ნ. ბუბუნი.

ბუყ-ი
ჴ., თ., არაყის ნაწური. ხათა მოჴ., ბუზალაყი ფშ., ბაზალუყი მთ. „შატილიონთ ნაწურ იციან“ (ჴ).

ბუყაყი
ჴ. ჭაობის მაღალი ბალახი. შამბი. შალდაყი, ბურახი ფშ.

ბუყლაყი
ჴ. უქვო მიწა, კაი მიწა. ბალყუმი თ. (ნახე).

ბუჩი
ფშ., მოჴ., ბუჩო მთ. მონახვეტი ჩალა-ბულა, მონახვეტი სახლში. ბუჩი ჴ. „თამაქოს ყვავილი“, ნ. საბუჩე.

ბუცუნი
მთ. ნ. ბუწი (1).

ბუწი
(1) მოჴ., ბუცუნი მთ. მყრალი სასმელი.

ბუწი
(2) მოჴ. თოხლი, ერთხელ განაპარსი ბატკანი. ნ. ქუშტი. ბუწვა, ბუწვაი ჴ. ვარსკვლავია (მას წინამძღვარა მიუძღვის), ცხვარ-ბუწვანი ჴ. ბუწვა და წინამძღვარა (?).

ბუწუწი
ფშ. ბეწვი, ბუწუწება ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბუწუწის გაშლა ან თმისა“.

ბუჭულა
ფშ., გუდ., მთ., ჴორჴ. პატარა წისქვილი (საპირისპიროა დოლობი, დოლაბი), ბოჭოლა ჴ., მთიულეთში: ბუჭულა – პატარა, წისქვილი – საშუალო, დოლობი – დიდი წისქვილი.

ბუჭყა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) მაგარ-მხრიანი მწერები საზოგადოდ“. მიმიწერია: სწორია.

ბუხარი
ნ. კაპარი.

ბუხრის ქუდი
თ. „მაღალი ქუდი იყო წინათ“. ფშ. მაღალი ქუდი ბეწვიანი, ტყავისა“. „არა გოქვ ჩვენა“ (მთ.). „შახუჭუჭებულია“.

ბუჯღ
ნ. საბღუჯი.

ბღანძულაობა
ბალღები რომ ერთმანეთს ხუმრობით მოხვდება. „ნუ ბღანძულაობთ, დაიმტვრევით“ (გუდ.), გაბღანძულავება ფშ., ვაჟა 490,2, გუდ., მთ., მოჴ.

ბღაჯი
მთ., ფშ., „თითები რო გაიშლება“. დაბღაჯა მოჴ. ხელში ჩაიჭირა მაგრად. ბღაჯი მაავლო გუდ. გაიპარაო.

ბღერთვა, დაბღერთვა
(ვაჟა, ცრემლები, 86) დაბერტყვა, დაფერთხვა.

ბღეჯა
მთ. რას იბღიჯები? ნ. ფხლაკვნა.

ბღლანძულაობა
მთ., მოჴ. ნ. ბღანძულაობა.

ბღუნვა, დაბღუნვა
ჴ. დახუთვილის სიარული (ძლივს რომ დადის). დაბღუნება მოჴ., ჴ. (არხ.), ფშ. ოთხზე დადგომა. წამობღუნება მოჴ. ხელების დაშველება წამოდგომის დროს.

ბღუჯ
ნ. საბღუჯი.

ბწკალი
ჴ., ფშ., (ბაჩ. „დ“. 26), პწკალი (იქვე, 96) ბრჭყალი.

ბწკილი
გუდ., მთ. ფრჩხილი, მოჴ. ფრჩხილის წვერი. შდრ. ბირწკილი.

ბჭე
ჴ. მედიატორე, მოსამართლე (ამორჩეული). მოჴ. მსაჯული, ბჭე მთ., მოჴ. შუამავალი კაცი ძმათა გაყრის დროს.

ბჭობა
გახბჭობენ ჴ. გაარჩევენ, გადაწყვეტენ (ჴ. მას.).

ბჯღალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.), მრ. ბჯღლები ბრჭყალი (დათვისა, ციცისა, ფრინვლისა). მწკალი ჴ., მწკალი, ბჯღალი ფშ.

გაბალთვა
ნ. ბალთვა.

გაბანდვა
ნ. ბანდვა.

გაბარა
მთ., მოჴ., ჴ. ათაშანგი, „ეგ ოსებში არი უფრო ჴშირად“ (მთ.), ოსურად გბრ.

გაბმული
ნ. გამბული.

გაბოტება
(1): გაიბოტა ჴ. ფეხები განზე გადგა. ნ. ბოტება.

გაბოტება
(2) გაიბოტნა ჴ. თხა დამაკდა ნ. ბოტი თხასთან.

გაბოტიტება
ნ. ბოწიწკობა.

გაბოწიწკება
ნ. ბოწიწკობა.

გაბრუნება (წვერისა)
ჴ. ულვაშის გადაგრეხა.

გაბუდაყებული, გაბუტაყებული, გაბუდახებული
(მთ.) ნ. ბუდაყი, ბუტაყი.

გაბღლანძულავება
ნ. ბღანძულაობა.

გაგდება
კაცი გააგდეს ჴ. „კაცი გაგზავნეს“ (ბეს.).

გაგერშვა
ნ. გერში.

გაგვიანება
ჴ. დაგვიანება (ჴ. მას.).

გაგლა
ნ. გლა. გაგლილი ნ. ნაგალი.

გაგნება (ენისა)
ძლივს გაიგნო ენა (ყ. 231,9), ძლივს ამოიღო ენა.

გაგუვება (გაგუვდება)
გუდ., მთ. გაბუტვა. ნ. მგუანი.

გადაბრუნება
გადაუბრუნებლად (ყ. 856,15; 898,5 ქვ.): „სიტყვაც გადაუბრუნებლად სრულდებოდა“, „ბრძანება გადაუბრუნებლად აღესრულებინა“ – სიტყვის შეუბრუნებლად.

გადაგრეხა (წვერისა)
ჴ. ულვაშის გადაგრეხა ნ. გაბრუნება.

გადადუჟა, გადადუჟნა
ნ. დუჟნი.

გადათქმა
ჴ. გადაყლაპვა. ნ. ჩათქმა.

გადაიყარა
ნ. გადაყრა.

გადაკლებული
ჴ. ვინც დააკლდა გვარს ან ოჯახს, გადაცვალებული.

გადაკლიტვა
ფშ. გადაკინწვლა (გურიაში), გადაკლიტული ძაღლები. დაკლიტული (ძაღლი) მთ., მოჴ. თ. მძუვნობის დროს გადასკვნილი.

გადალალვა
ნ. ლალვა.

გადალაჴვა
გადაღლაჴვენ ჴ. გააგიჟებენ, დახჴელთვენ, ჭკვიდან შაშლიან (ბეს.) გადალაჴული გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. გადარეული, ჭკუიდან შეშლილი. მოჴ. უგერგილო.

გადალევა
გული გადაგელვის (ყ. 11,9), „თოლ-გული გადამელია შენს მოლოდინშია“ (გუდ.). მთაჩი წამიჴდეს თივანი / ამ ყველაჲს ავდარობითა. / სულ გული გადამელია, / ქალ, შენის მუდარობითა (მოჴ.).

გადალიჭისთავება
ნ. ლიჭისთავი.

გადამღრძალი
ფშ., თ. ხან-მოჭმული, დრო-გასული, ბებერი.

გადაოგნებული
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დაჩლუნგებული“, დაბლაგული (იარაღი რო არ ჭრის), მთ. გამოშტერებული, გადაყრუებული; გადაორგნება მოჴ.; ერთი არხოტიონი დაჟინებით ამბობდა: გადავარგნებული უნდაო; სხვები ყველანი უარყოფდნენ. გაოგნება (ჭყ. ნ. ა.) „გაყეყეჩება, გალენჩება“. გადაორგნებული თ. ოჯახზე გულ-აცრუებული (კაცი).

გადაორგნება
ნ. გადაოგნება.

გადარეხვა
ნ. რეხვა.

გადასავალი
მოჴ. კარსუკანით (ნ.), საჯალაბო სახლში (ე. ი. სადაც კერა არის) გადასასვლელთან, სადაც დედაბოძი დგას.

გადაფერჴნებული, გადაფერჴნილი
ნ. ფერჴნ.

გადაფრენა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ. (ყ. 22,8 ქვ.; 25,13) გადახტომა (კაცისა და ცხოველისა). გადაფრინდა (ყ. 274,3) გადახტა.

გადაქაჯვა, გადაიქაჯა
ნ. ქაჯ.

გადაქმანჯვა
ნ. ქმანჯ.

გადაღობვა
მოჴ. გზის შეკვრა: „თუ გზაში ვინმე გადაეღობებოდა“ (ყ. 15,2).

გადაყრა, გადმოყრა, გადაიყარა
გუდ., გადიყარა ფშ. (ბაჩ., „დ“, 11). გადიჸყარა თ., გადმაიყარა ჴ., მოჴ. გამოიდარა, იღანილა, იკარა.

გადაწვენა
(ერწო) გადამაგინება, მცენარის ტოტის ან ვაზის ლერწის გადაღუნვა და მიწაში ჩაშვება წვერის ამოყოფით (რომ წვერმა ძირი გაიდგას და შემდეგ გადაირგოს).

გადაწვერვა
მზე გადაიწვერა გუდ., მოჴ., (ყ. 245,15 ქვ., 275,1), მზე გადაწვერილიყო (ყ. 248,9), მზე დაწვერდა გუდ., მთ.

გადაწინტვა
ფშ., თ. გადაფურთხება. გადაწრიკნა ჴ., გადაწრინტა ჴ., მთ., მოჴ. გადააფურთხა.

გადაწურვა, დაწურვა
გუდ. მდინარის გადაგდება სხვა კალაპოტში თევზების დასაჭერად პირველ (დამშრალ) კალაპოტში.

გადაწყვეტა (ვალისა)
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. გადახდა, გასტუმრება (ვალისა).

გადაჭყვენა
ფშ. (ვაჟა 280,4 ქვ.) გადაბუჯგურება, გადაქოთება.

გადახოშვა
ნ. დახოშვა.

გადახტომა, გახტომა
ჴ. ნ. გადაფრენა.

გადახუშა
ნ. ხუში.

გადაჴდა
ნ. ჴდომა.

გადაჴორილი
ჴ. ბევრ-ნაჭრევიანი, გადაჴორვილი ფშ. დამტვრეული.

გადი
გამდის თ., გამიდის ჴ. მმართებს, ვხარჯავ, ვიხდი. ხევსური ეუბნება მაზრის უფროსს: „ჩვენ ქვე გაგვიდისა-დ’ ნაჩალნიკ -პრიშტავები ქვე შჭამთავ“. ნ. გამოდი.

გადმოყრა
ნ. გადაყრა.

გადუყებული
ნ. ბუდაყი, ბუტაყი.

გაე
ჴ. საჴნავად გაე ჴ. სახნავად გასვლა (ჴ. მას.).

გავედა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ. 1. გავლენა. გავედიანი გავლენიანი, რომ გაუდის და მის სიტყვას იჯერებენ. 2. გასავალი, მოთხოვნილება საქონელზე, спрос.

გავედრებული
ნ. ვედრება.

გაველდა
ნ. ველობა.

გავლა
გაუვალ ჴ. მოვერევი, ვეყოფი (შებმაში), „მაგათ მარტო ჩემნი ჴევსურეთნი გაუვლენ“ (ჴ. მას.).

გავლევა
ნ. შამშალს გავავლევ.

გაზა
, მრ. გაზები (1) მთ., მოჴ. მუხლის მყესი (ცხოველისათვის უკანა ფეხისა).

გაზარდილი
თ. გაზრდილი ნ. გაზრდა.

გაზარვა
გაიზარა ფშ., ჴ., თ. გაიჭიმა, გაიზმორა.

გაზდა
ნ. გაზრდა.

გაზები
(2) ფს. (რაზ.-ჭყ.) „ფრინველთ კლანჭები ან საქონლის ფეხები“ შეცდომა მგონია, უნდა: ცხოველის ბრჭყალები (კატისა ან სხვათა).

გაზელა
ფშ., ჴ. ნ. ზელა.

გაზვა
ნ. დაგაზვა.

გაზველვა (გაუზველა)
მთ., გაკირცხვა ფშ., დაკიცხვა თ. (დამეკიცხა თ.), დაღრეჯა ჴ. გამოჯავრება. ნ. გაკირცხვლა, გაქრეჯა.

გაზიდულობა
ნ. მიდმორობა.

გაზივილი
მთ., მოჴ. ძაგება, ზრახვა. „რას მიზიოდი“?

გაზმანვა
მოჴ., ჴ., თ. გაზომვა.

გაზრდა, გაზდა
შენს გაზდას (ყ. 403,17), შენს გაზრდას (ყ. 413,21). ვზარდი თ. ვზრდი. გაზარდილი თ. გაზრდილი. გამზარდელი თ. გამზრდელი.

გათანაჸება
თ., გათანიება ფშ., გათანიავება ჴ. ნ. თანიობა.

გათაული
ჴ. გათავებული (ჴ. მას.).

გათეთრება
ნ. თეთრება.

გათვლა
ნ. თვლა.

გათინთლული
ნ. დონდლე.

გათლა
გაუთლის ლაქარდებს ფშ. ნ. ლაქარდიანი.

გათუნთლილი
ნ. დონდლე.

გაიბოტიტა, გაიბოწიწკა
ნ. ბოწიწკთან.

გაიზარა
ნ. გაზარვა.

გაიმაკა
ნ. მაკე.

გაიმქრია
ნ. გამქრევა.

გაისე
თ. გასვლისას.

გაკაწრვა
ფშ., გუდ., მთ. ნ. კაწრვა.

გაკეთებული
ჴ., თ. მოქარგული ნ. კეთება (2).

გაკენწვლა
ნ. კენწვლა.

გაკენჭვა
მთ., მოჴ., ნ. კენჭვა.

გაკვრა-გაქცევაი
მოჴ. თამაშობაა.

გაკვრეცა
ჴ. ნ. კვრენცა.

გაკირცხვა
გუდ., ფშ., თ., გაკირცხვლა მოჴ., გაკირწყვლა მოჴ. დაცინვით ვისიმე სიტყვის გამეორება. გაუკირცხლეს (ყ. 769,17 ქვ.), გაუკირცხლა (ყ. 221,13 ქვ.), გაკირცხვლა (ყ. 139,23), გაუკირწყლა (ყ. 231,12). შდრ. გაზველვა მთ., დაზველვა ჴ. (შატ.), დაღრეჯა მოჴ., ჴ.

გაკოკვება
ნ. შეკოკვება.

გაკრული
მოჴ., დაჴელთილი მთ., დაჴელთული ჴ. დატომილი თ. გიჟი, გადარეული, ჭკუიდან შეშლილი.

გალ
ნ. გლა.

გალ-ი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. გრძელი და მომსხო შეშა (გაუჴეჩელი). „ხე, რასაც კაცი მჴარზე შაიდებს“ (გუდ., მთ.); ჴ. მომცრო ხე, ტოტებ-გაყრეინებული, რასაც კაცი ასაღებად მოერევა ან ჯოხი (ჴ. მას.). მოჴ. გაჴეჩილი (გაჩეხილი) შეშა; შეშის გალი ჴ., თ. გრძელი შეშა. ნ. პლახი.

გალა
ტყავის გასაჭიმავი ჯოხი (ჩაჩ.).

გალაუგი
ნ. დალაუგი.

გალაღება
ნ. ლაღი.

გალაჴვა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მიწაზე გაგორება. გალაჴავს გააგორებს.

გალეგება
ფშ., ჴ. გახუნება, ფერის წასვლა. ნ. ლეგა. გალეგდა, გალეგებული ცომი მთ., გაუღუარი მთ. (მლეთე), მოჴ. („არ გაღვივებულაო“) ნ. გალისკვა.

გალეული
თ. ნ. ნალევი.

გალექება
გუდ., მთ., ფშ. სიცხისაგან გალექება, ან სიმთვრალისაგან. გაილექებით სისხლითა (ვაჟა, „ივერია“, 1886, №141).

გალიბანდი
ჴ. (არხ.) ნ. გარიბანდი.

გალისკვა
გუდ. „ცომი რო მაიზილება და დიდხანს დარჩება შეუსხმელი, გალისკავს. მეორედ თუ არ წაიზილა, არ გამოცხვება კარგად“. „გალეგდაო, ჩვენ ვიცით“ (მთ.), დაფისაო ჴ.

გალო
ფშ. ხელ-ფეხის ზემო ძვალი (ხელისა: იდაყვიდან ბეჭამდე, ფეხისა მუხლიდან მენჯამდე). ჴ. ფეხისა და ხელის ძვალი (უფრო გამოხრული). ფშ., გუდ. გამოხრული ძვალი. ფერცხლის გალები (ასეა!) ჴ., გალო თ. ძვალი საზოგადოდ. „კუთი გირჩევნია თუ გალო“? წვივის ძვალი (ბაჩ., „დ.“ 7).

გალობა
მიგალობს, გიგალობს, უგალობს ფშ., გუდ., მთ. მშვენის. „შენც ეგრე მიგიგალობდეს“ – ერთს რომ სცემოს კაცმა და მეორეს დაექადნოს.

გალუბება
ნ. ლუბი.

გალულვა
ნ. ლულვა.

გალუსკული
ფშ. (ვაჟა 365,11) გაწუწული.

გალუშვა
მთ., ფშ. (ავადმყოფის) ჩათვლემა. გაილუშა ჩასთვლიმა.

გამამიდის
ჴ. ნ. გამოდი.

გამაპირვა
ჴ. ნ. პირი.

გამართვა (სტუმრისა)
გაცილება, გასტუმრება (ჴ. მას.).

გამარჩევა
ჴ. გამორჩევა, გამოყოფა. „ქისტებშიგით ორი ქალი გამაერჩივა“.

გამასვლა
რა გამავიდან მთანია – გზა რომ გაიხსნება მთაზე (ჴ. მას.).

გამატანებული
ჴ. გამოგზავნილი, მიტანებ ჴ. მიგზვანი, ეტანებიან მისცვივდებიან, დამეტანებიან დამეხმარებიან (მუშაობაში, მამითადში); სტანავ ახლავს, ეტან ახლდა, ეტანა თან ახლდა (ჴ. მას.).

გამატება
მთ. გამეტება.

გამატევა
ჴ. გამოშვება; გამაგიტივან გამოგიშვან (ჴ. მას.).

გამბულიაო
მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მსუქან საქონელზე იტყვიან. „გამბულია, ზუმზუმი გააქო“ მოჴ.

გამედგრებული
(1) ფშ. მედგარ-დაცემული. ნ. მედგარი.

გამედგრებული
(2) მოჴ. მუწუკებიანი.

გამეშვლება
ჴ. გაზავება (ჴ. მას.).

გამზარდელი
თ. ნ. გაზრდა.

გამთელება
მოჴ. (ირონიით) გატეხა, დამტვრევა. ნ. მთელი.

გამიდის
ჴ. ნ. გადი.

გამოგმინვა
ნ. გმინვა.

გამოგმინვა
ნ. გმინვა.

გამოდი
შენდ გამამიდის ჴ. შენი მმართებს. ჩემდ გამაგიდის ჴ. ჩემი გმართებს. ნ. გადი, მკიდავს (კიდ-თან).

გამოკაწრვა
ნ. კაწრვა. გამოკაწრა მთ. გამოხვეტა.

გამოლასტული
ნ. ლასტ (2).

გამომშივრებული ჴ. (ბაკურჴ.) ნ. ხერხატი.

გამორთმევა
პურ გამმართვი ჴ. პური გამომიტანე. ნ. წართმევა.

გამოტანება: გამოგიტანა ჴ. გამომიგზავნა. ნ. ტანა.

გამოტეტეჩება
ნ. ტეტეჩ.

გამოშალტვა
ნ. შატვა. გამაშატე ნ. შატი, გამოშალტე ნ. დაშალტვა.

გამოშეშხვა
ფშ. ნ. შეშხვა.

გამოშვება
მოჴ. ნ. გამოწურვა.

გამოწალვა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. თევზის შიგნეულობის გამოღება. „ყველაფერზე ითქმის: ქათამზე, ცხორზე, თევზზე და სხვ.“ (მოჴ.).

გამოწარბვა
ჴ. ღარის ამოღება, ამოღარვა (საწარბავით).

გამოწკეპა
ნ. წამოწკეპა.

გამოწურვა
ხევსურმა იცის: არაყი გამოვწურეო, გუდამაყრელმა: გამოვჴადეო, მოჴევემ: გამოვუშვიო. ნ. წურვა.

გამოხრუწვა
ფშ.: გამოხრუწა გაქურდა. ნ. ხრუწვა, კაწრვა.

გამოჴდა
გუდ. ნ. გამოწურვა.

გამოჴდომა
ნ. ჴდომა.

გამოჴეითი
ჴ. გამოღმა, გაჴეითი ჴ. გაღმა.

გამსივარი
თ. გაბუტული, გაგუვებული. ნ. მსივანაჸი.

გამსუქარი
ჴ. გასუქებული, მსუქანი (ჴ. მას.).

გამურტლა
(ყ. 75,14) ნ. მურდალი.

გამქრევა
ნ. განქრევა.

გამღივარი
თ. გაგიჟებული. გამღივარი ფშ. ძალიან მთვრალი. ნ. გაღივება.

გამყავრებული
ფშ., ჴ. კარგა მოსული (ყანა, ბალახი). გამყავრდა ჴ., გამყავრება ჴ. ნ. აყევრება.

გამყარებული
მოჴ., გაყარნებული მოჴ. ძალიან მსუქანი.

გამჩვენეობა
გუდ., მოჴ., ჴ. კოხტაობა სხვის დასანახავად; „თავს აწონებდეს“ (გუდ.), თავ-მომწონეობა. „კარგა მაექცევა“ (მთ.). ნ. კარკაცობა.

გამცხადება
ჴ. ნ. წელწადი.

გამწვავება
ჴ., თ. ა) გაცხელება, ადუღება, გაჸამწვავ თ. გააცხელა; ბ) სილის გარტყმა. გამწვავებული გახურებული ადუღებული. ზის ცვარ გაამწვავ ჴ. რძე აადუღა.

გამჭაყავი
ნ. ჯაყვა.

გამგიჩი
ჴ. როცა უნდათ გამორეკონ საქონელი რომელიმე ადგილიდან, ხბოს დაუძახებენ: გამგიჩი, თხას: გამქაი, ცხვარს: გამქსაჲ, გამქსი გუდ. (ცხვარს), გამ, დედო, მო, გამ (ფურს) მთ.

გამქაჲ, გამქსაჲ ნ. გამგიჩი.

გან
ჴ. ვღგანდები ჴ. ვხვდები ა) შევხვდები, ბ) მივხვდები, თ. პირდაპირ ვუდგები ნ. დაგანება.

გან
(2) -გან: ზოკან ჴ. ზოგან, ბევრკან ბევრგან, ყველკან ჴ. ყველგან (ჴ. მას.).

განათვლა
ჴ. ნ. ნათელ.

განაყარი, განაყრები
ნ. ჯალაფნი.

განაყილი
ჴ. გატეხილი (ჯოხი, ქვა და სხვ.). ნ. ნაყვა. შდრ. დანაყილი.

განაყრება, გავნაყრდი, განაყრებული
ნ. ნაყრი.

განეევ
ჴ. განა.

განთ
ჴ., თ. განა, განა თუ (თ-ში ბევრი უარყოფს). განთ უგონთ ხარ? ჴ. (შატ.).

განთურობს
ჴ. გული ძლიერად სცემს (დაღლისაგან, შიშისაგან).

განიჟება
ნ. ნიჟ.

განქრევა, გამქრევა
გუდ., მთ., მოჴ. გაფანტვა. ქარი ჩადგა და განთიადთან ერთად ნისლი გაიმქრია (ყ. 484,18), გაიმქრივა (გუდ.); ავარდნილი მტვერი ჯერ კიდევ ირეოდა. ერთბაშად დაჰბერა ქარმა და ისიც გაინქრია (ყ. 628,10).

განძი
ჴ. „სახატო ვერცხლის თასეულობა“ (ბეს.).

გაოგნება
ნ. გადაოგნება.

გაოთხება
თ. გაჭენება. ნ. დაოთხება.

გაპირება
ნ. პირ.

გაპლეზილი
ნ. ტლეზ.

გაპოხა
ნ. პოხ.

გაჟღვენა
გაჟღვენილიყო (ყ. 286,23) გაჟღენთილიყო.

გარა
(1) მთ., ფშ., ჴ., თ. მრგვალი ჯოხი ქსოვაში სამხარებელი. გარა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქსლის იარაღი, კეტი, შუაზე გასაყრელი“. გარაიას საყვანელა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გარას ასაწევ-დასაწევი კავი“, ჩიკავკავა მთ., გარაი მოჴ. ხელჯოხი.

გარა
(2) მოჴ. კორ-ჯოხობაში სახმარებელი ჯოხი. ნ. კორ-ჯოხობა.

გარაკებული
ნ. რაკი.

გარდი-გარმო
(ასეა!) მარხილის კოფო.

გარდიგარ
თ., გარდიგაღმა ფშ. გარდი-გარდმო.

გარეგანი
მთ., მოჴ. გაუგონარი, კერპი. „აკი მოგახსენებთ, რომ ყველანი ღვთის რისხვა და გარეგანი არიან“ (ყ. 186,6 ქვ.). ხვთის გარეგანი მოჴ. კერპი.

გარეგვნა
ნ. რეგვნა.

გარევ
თ., იქავ ჴ. ისევ.

გარემო
გუდ., მთ., ჴ. წისქვილის ქვის გვერდებზე და უკან შემოვლებული ფიცარი, რომ ფქვილი არ დაიბნეს და მხოლოდ ალატში ჩაიყაროს.

გარესამხარი, გარესამხრობა
ფშ. სახლს გარეთ ცხოვრება (ცხვარში, ძროხაში, ღორში, მგზავრად). გარესამხრობა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გარეთ უსახლკაროთ ცხოვრება ცხვარში ან ლაშქრობას“.

გარეცხა, გარეცხინება
ოცდახუთ გამარეცხინა დუქანში ნაღებ ნისია“ (მიანგარიშა, გადამხდევინა).

გარეხვა
ნ. რეხვა.

გარზანა
ფშ. ნ. გუგლუმა, ანტრია, „ქისტებმ იციან გარძანეშა“ (ჴ).

გართმევა
ჴელს გავართომთ ფშ. გავყიდით. ნ. ჴელის გართმევა.

გარიბანდი, გარიბანდის ქუდი (გარიბანდული ქუდი)
თ. გალიბანდი ჴ. (არხ.) ცხვრის ტყავისაგან გაკეთებული ქუდი, რომელსაც ბეწვი შიგნით უნდა ჰქონდეს სულერთიანად. შიგანგარა ჴ.

გარიდება
ნ. რიდება.

გარიფანი, გერიფანი
ნ. ქარიპანი.

გარსაკრი
ფშ., საჭირობელი ჴ., მოსართავი მოჴ., თ. „ჩვენ მოსართავს ვეტყვით“ (მოჴ.).

გასაბლვა (მიწისა)
საბლით გაზომვა მიწისა ივრის ხეობაში დროდადრო (ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ). („დროება“, 1884, № 263).

გასაგნვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გაკვრა ისრისა ან ჯირითისა“, ჴ. გაკვრა, გასროლა (ისრისა, ჯოხისა). ჴ. ისრის გასრევა. მიზანში ამოუღებლად. ნ. გან, საგანი.

გასაგოდ
ჴ. გასაგებად (ჴ. მას.).

გასავსავება
ნ. სავსავი.

გასანიშნავი
მოჴ. კორა (ნ.).

გასახელებული
ჴ. ნ. სულდგმული.

გასაჴლვა
ჴ. ნ. საჴელი.

გასივდა
თ. გაიბუტა, გაგუვდა.

გასნაპვა
გაისნაპა თ. გაინაბა.

გასტეხელი
მოჴ. ხატში წასაღები ქადა. გასტეხილი ჴ. (მხოლოდ ლიქოკლებმა იციანო).

გასუქება
ნ. შეპატიება.

გასხეპა
თ. ტოტების გაყრევინება ხისგან.

გატაცება
ნ. ქუდის გატაცება.

გატევა
ნ. მიტევა.

გატეტეჩება
ნ. ტეტეჩ.

გატეხა
ადს ნუ გაიტეხავ თ. ნ. ადი. აბროს არ იტეხს ნ. აბრო.

გატვეფა (გატვიფა)
„ზვავის ნატვეფსა ჴევ-ჴუვსა / პირები აჰმწვანებოდა“ (ბაჩ.). („ივერია“, 1887, № 205).

გატლეზილი
წ. ფშ. გათხუპნილი, მოსვრილი.

გატლეჴილი
თ. ცუდად მოზელილი.

გატოშვა
ჴ. ცემა ხელით, სილის ჭმევა.

გატუსვა
ნ. ტყრუშვა.

გატუქსვა
გამტუქსე ჴ. დამტუქსე (ჴ. მას.).

გატყაპული
ნ. ტყლაპი.

გატყვრომა
გული გატყვრა (ყ. 605,10) გული გასკდა. „რო შაშინდება კაცი“ (მთ.), „ჯავრით, ბოღმით“ (მოჴ.).

გატყნაპული
ნ. ტყლაპი.

გაუგონთებული
ნ. უგონოთ.

გაუზივლა
მოჴ. აძაგა.

გაუღუარი
მთ. (მლეთე), მოჴ. ცომი, რომელიც არ გაღვივებულა. ნ. გალეგებული, გალისკული.

გაუჩინდა
ჴ., თ. გაუჩნდა, ეყოლა.

გაფათრვა
(ყ. 291,2; 744,9 ქვ.) გახლეჩა, დახლეჩა, გაფოთრა მთ. „სისხლს რო გამაადენს კაცი“.

გაფანჩული
გუდ., ფშ. ულაზათო, უშნო (უსარტყლო). რა გაფანჩული დაჲდიხარ (გუდ.) „სუფთად არ აცვია კაცს, ჴორცს გამააჩენს“ (მთ.).

გაფოთრვა
ნ. ფათრვა.

გაფოცხვა
ნ. ფოცხვა.

გაფუშვა
გამიფუშდა გუდ., მთ., მოჴ., ჴ. ფეჴი გამიფუშდა, გამფუშვდა (გრეა!) თ. დამიბუჟდა, დამიბრუჟდა, სისხლი გამიჩერდა.

გაფხავება
ძალიან გალესვა. გაფხავებული ძალიან მჭრელი (ფხა მჭრელი იარაღის პირი).

გაფხვნეტა
ჴ. დაფშვნა (ჩაჩ. 32).

გაფხლაკვნა
ნ. ფლახკვნა.

გაქათრვა
გამქათრა (ჯაგმა) გუდ., მთ. გამკაწრა. ნ. ნაქათრი.

გაქაქული
ნ. ქაქ.

გაქერქილი, გაქერქული
ნ. ქერქ.

გაქეჩვა
ნ. ქეჩი.

გაქვრივება
ჴ. დაქვრივება (ჴ. მას.).

გაქიავება
ნ. აქია.

გაქლეშა
გუდ., ფშ., ჴ. გახეხვა, გაწმენდა (ჭურჭლისა და სხვ.). საქონელმა გაიქლიშა (მთ.) – ენა წაისო ტანზეო. ნ. ქლეშა.

გაქრეჯა
ჴ., გაზველვა მთ., დაზველვა ჴ. (შატ., მიღმაჴევი), გაკირცხვა თ., გამეკირცხა, გამეკირცხლა თ. გამიზველა. ნ. ქრეჯა.

გაქშერება, გაქჩერება
ნ. ქშერება, ქჩერება.

გაღვერვა
გუდ., მოჴ., ჴ., თ. გაცლა ქერქისა ან ბალნის გართმევა, გაფცქვნა. გამღვერეს თ. გამქურდეს, გამძარცვეს.

გაღივება
გაღივდა თ. ჭკუიდან შეიშალა. რა დაგემართა, გაღივდია? გამღივარი თ. ჭკუიდან შეშლილი. გამღივარი ფშ. ძალიან მთვრალი.

გაღმინვა
ნ. ღმინი.

გაღრაჭუნება
გუდ., მთ., მოჴ. ნ. გაღრჭიალება.

გაღრუნებული
ჴ. დადამბლავებული, ფშ. გონებაგადალეული, დაბერებული. ნ. ყუჩიანი.

გაღრჭიალება (გააღრჭიალა)
მოჴ., გაღრაჭუნება მთ., მოჴ. ქვაზე ან ფიცარზე რისამე წასმა და გახახუნება (რომ გული შეგიწუხდეს). გააღრჭიალა (ყ. 308,12; 594,15 ქვ.).

გაყადრება
ნ. ყადრება.

გაყვანა ხატისაგან
„ფშაველი მოვალეა, გამოისყიდოს შვილები თამარ დედოფლის ხატისაგან, ანუ, როგორც თვითონ იტყვიან, „გაიყვანოს“. ვაჟი გამოისყიდება კურატით, ქალი – ცხვრით, საკლავით (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 39).

გაყვერვა
ნ. ნაყვერვი.

გაყრა
ნ. ბესტვანის გაყრა,

გაშეშხვა
ფშ., გაშიშხვა მოჴ. ნ. შეშხვა.

გაში
ფშ. ფაცხის დასაწნელი ფიჩხი, ფსრე გუდ., ჴ., მასე თ.

გაშობა
ჴ. გაშვება. გაუშობს დატოვებს (ჴ. მას.).

გაშობილი
ჴ. ნ. სულდგმული.

გაჩანდაგებული
ნ. ჯანდაგი.

გაჩაჩლაქუდავება ნ. ჩაჩლაქუდა.

გაჩენა
გაუჩნდა მოჴ. ეყოლა.

გაჩინება
გაუჩინდა ჴ. გაუჩნდა, ეყოლა.

გაჩუმებული, გაწამებული
მოჴ., გუდ., მთ., გაყუჩებული მოჴ. (ყ. 852,19).

გაჩუჩვა
ჴ. განძრევა. ჴელი ვერავინ გაჩუჩა – ჴელი ვერავინ გაძრა (ჴ. მას.).

გაჩქურება
გუდ., მთ., მოჴ. „გაჩქურება მოხეურად ნიშნავს განაბვას, თუმცა ამ სიტყვასა ხმარობენ“ (ყ. 938, შნშ.). „ყველამ მოიხადა ქუდი, გაკმინდა ხმა, გაჩუმდა და გაჩქურდა“ (ყ. 568,14).

გაჩხვერა (თვალისა)
ფშ. გახელა. თვალი არ გაიჩხვერება (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205).

გაჩხრეკა
„ქალის გასაჩხრეკად წავიდენ“ (ფშ.) ნ. ჩხრეკა.

გაცდა
გუდ., მთ., მოჴ. ა) დანახვა. „ეგრე ჩაგიყვან და ამოგიყვან, ღვთის მადლმა, რომ ადამიანის თვალმა ვერ გაგიცადოს (ყ. 314,22). ბ) სხვისი წინ გაშვება: იმათ გაიცადეს დედაკაცები და თითონ უკან დარჩნენ (ყ. 225,5 ქვ.). გ) გაცდა მოჴ. (გავიცადე) მოშორება. დ) გაცდა თ. შერცხვენა. ხალხს გეეცა დ ა თ. ხალხში შერცხვა, კაცთ გეეცადეთ. შერცხვი. ჩუმად იყავ, თორემ ჩემ თავსაც კაცთ გავაცდი და შენც გაგაცდით. თავსაც შევირცხვენ და შენც შეგარცხვენ.

გაცმული
ფშ. საწერელი (ფრჩხილის ავადმყოფობა). სათუთქავაი მთ., თით-ბეჭედაჸი თ. (თით-ბეჭედაჸი თუშეთში ცისარტყელასაც აღნიშნავს).

გაძაბვა
ნ. დაჭიკვა, ძაბვა, ძაგრვა.

გაწამება
გუდ., მთ., მოჴ. განაბვა.ხალხი გაწამდა, გაჩქურდა და სული განაბა (ყ. 616,3 ქვ.), ხალხი გაჩუმდა და გაწამდა (ყ. 614,10 ქვ.), ყოველისფერი შეწყდა, გაყუჩდა და გაჩქურდა (ყ. 628,4). გაწამდა (ყ. 572,1 ქვ.; 591,8 ქვ.), „გაჩუმდა, სხვა რაა?“ (გუდ.) „ბალღი რომ დიდი ტირილით სულს ვეღარ მოიქცევს, გაწამება ის არის“ (მოჴ.).

გაწვალვა
ნ. წვალვა.

გაწილება
ჴ. „სათიბების დადგომის შემდეგ სოფელი საქონს გააწილებდა (გააერთიანებდა)“ (ჩაჩ. 61).

გაწირვა
ნ. დატოვება, გაშვება.

გაწყობა
ფშ. ნ. წყობა.

გაწყრომა
ნ. წყრომა.

გაჭიკნვა
ნ. ჭიკნვა.

გაჭირვებული
მოჴ., ჴ. ნ. ძაღლ-უმადური.

გაჭყანჭყარება
გუდ., მთ. სითხის შენჯღრევა.

გახაიბრება
ნ. ხაიბარი.

გახალისება
ფშ., ნ. დახალისება.

გახანება
ნ. ხანება.

გახასება
ნ. სახასო.

გახაცება, გახაცებული, გაუხაცები
ნ. ხაცება.

გახახანება
ჴ. ნ. ხახან.

გახახებული
ნ. სახახო.

გახეხვა
ფშ. ნ. სახეხავი.

გახვეწა
ფშ., თ. გაქცევა, გაიხვეწა ფშ., თ. გაიქცა. გამეხვეწა ფშ., თ. გამექცა.

გახიახებული
(ყ. 263,11) გადებული (?).

გახოლიება
მოჴ. წამება, გატანა, დანდობა. „იმად რო უნამუსონი ხართ, იმად რომ პურ-მარილს გმობთ, იმად რომ უღონო დედაკაცს არ გაიხოლიებთ“ (ყ. 774,9 ქვ.).

გახოშვა
ნ. ხოშვა.

გახოხვა
ნ. ხოხი.

გახრჭიალება
ნ. გაღრჭიალება, ხრჭიალი.

გახტომა
ნ. ხტომა.

გახუხვა
ნ. ხუხვა.

გაჴდა
ნ. ჴდომა.

გაჴდომა, გამოჴდომა, გადაჴდომა
(ყველგან მთაში) გასვლა, გამოსვლა, გადასვლა.

გაჴეითი
ჴ. გაღმა, გამოჴეითი ჴ. გამოღმა. გაჴეითელი ჴ. წყალს გაღმელი (ჴ. მას.).

გაჴერება
ფშ., თ. (რაზ.-ჭყ. გახერება) უძრავად დგომა, გაშეშება (კაცზე, საქონელზე). რამ გაგაჴერა? (მთ.), გაჴერებული გაშეშებული. გაჴერდი ჴ. (ბაჴურჴ.) სწორად დადეგ.

გაჴეჴვა
თ.

გაჴინცვა
ფშ., ჴ. ჯღანის გახლართვ-გამოხლართვა (შეკეთება). გაჴინცვა თ. გაჭედვა (მაგ., კარებში რომ ერთად ბევრი კაცი გდიოდეს და ვერ გაეტივნენ).

გაჯანდაგებული
ნ. ჯანდაგი.

გაჯაყვა
ჴ., თ. სახელის გატეხა, ცუდად ხსენება.

გაჯაყვა, გაჯაყვა
ნ. ჯაყვა.

გაჯლეჴა
ნ. ჩურგვა.

გაჯურვა
თ. გაწურვა (შველი რამისა).

გაჯუღურებული
ნ. ჯუღურა.

გეზელი
(1) ჴ. ზარმაცი. ვინა თქვა მთავრის ქორისა / ბაჴალი გეზელიაო? / ან შვილი კაის მამისა / მამცდარა, რეგვენიაო? (ჴ.).

გეზელი
(2) ზრდას რომ ვერ შეითავებს ყანა.

გემა
ნ. გემნა.

გემნა, გემა
ჴ., მაჯაგანი ფშ., თ., მაჯეგანი გუდ., მთ., მოჴ. ცხვრის ტყავის გასაზელი. [ძროხის ტყავის გასაზელს საღენჭელი ჰქვია]. გემნა „გუდის ტყავის მოსაქნელად, (წვრილფეხა საქონლის ტყავის) დასაზელად და ტყავისაგან ქონის მოსაშორებელი ხელსაწყო (ჩაჩ. 22).

გერ-ი (ქერისა)
ჴ. ქერის ძირზე მეორედ წამოზრდილი ყლორტი, ნაგერალი ფშ., თ.

გერგეტულა
(ყ. 869) ერთგვარი სიმღერაა. გერგეტი სოფელია ჴევში, არაგვის (ე.ი. თერგის) მარცხენა ნაპირას.

გერში
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. დაკარგული საქონლის ნიშანი (ტყავი, სისხლი და სხვ.). პატრონი ეუბნება მეცხვარეს: „ისე როგორ დაჰკარგე ცხვარი, რომ მისი ლიშან-გერში არ იპოება“? „უგერშოდ დაიკარგა“.

გერში
(2) ჴ. მძიმე ნაჭრევი თავში (ტვინი რომ ამოუჩნდეს). გაგერშვა ჴ. ოდნავ დაჭრა იარაღით (ცოტა სისხლი რომ გამოუვიდეს) ან ძაღლმა რომ კბილი გაჰკრას. გაგერშვა ფშ., თ. დაჩვევა (ე).

გეში
„ჩვენი კაცობის გეში უნდა მოვიტანო“ (ყ. 335,4 ქვ.) გერში (?).

გეჯ-ი, გეჯა
ჴ. ნ. ისარნა.

გეჯაი
ნ. მარხა-გეჯაი.

გვალე
ჴ. იარე, წამიძეღვ, წინ წაედ; გვალეთ ჴ. (მიმართვა ერთზე მეტს) იარეთ, წეედით, გამიძეღვით.

გვალე
თ. (ეტყვიან ერთს), გვალეთ თ. (ეტყვიან ბევრს) ვიაროთ, წავიდეთ.

გვამი
ჴ. ტანი; გომი გუდ., მთ., მოჴ. გულ-მუცელი სულერთიანად. გვამი თ. ა) ტანი, ბ) წისქვილის კედლები.

გველანა, გველ-თევზა
ნ. სალამურაჸი.

გველთ ბუზურა
ჴ. ნ. მოთაფლია.

გველთ მარილა
ჴ., გველთ სალოკა ჴ. გველის ნალოკი ქვა ფშ. (რაზ.-ჭყ.), გველის ნასლეკი ქვა თ., ფშ. ბროლი, ნ. ბორბოლიჭყი. „რომენიც თავი ბროლია, იმას ვეძახით ნალოკს, რომენიც წმიდა ბროლია“ (მთ.), ბორბოხჭელა მოჴ. გველთ ენა ბალახა მოჴ. ბალახია, წყლიანში იცის.

გველის ზოკო
მთ. სოკოა. „შავნაი გული აქვის, წვრილი ყუნწი აქვის, მოთეთრო ზურგი. არ ვჭამ“ (მთ.).

გველის თავი
ჴ., თ. ღვინჭილა, იხმარება აღვირის სამკაულად.

გველის რქა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხუთო, გალესვენ წყალში და გველისაგან ნაკბენს წაუსმენ, ან დაალევინებენ“. მთ. თ. იგივე. „ხუთოში გალესვენ და მოწამლულს წაუსმენ“ (მთ.).

გვერდ-ი
(1) ჴ., თ. ნ. საწყავი.

გვერდ-ი
(2) მთ. ნ. მთვარე.

გვერდ-ი
(3) ჴ. ნ. ნასამალი.

გვერდალი
ფშ. (რაზ.-ჭყ. „გვერდად დაქანებული ადგილი“, გვერდალა თ., გვერდო მთ., მოჴ.

გვერდითა
ჴ. სახლზე მიშენებული რამ ოთახივით.

გვერდო
მთ., მოჴ. ნ. გვერდალი.

გვირაბი
ზ. ფშ., გურაბი ქვ. ფშ. (ჭყ.), გუდ. მორევი ან გუბე, ტუმბო ჴ.

გვირგალი
მოჴ. ნ. გურგალი.

გვირილა
ფშ. ა) ერთგვარი ეკლიანი ბალახია, ბ) ფრინველია. ნ. კვირიონი.

გვიძიონა
გარეული მტრედი, პატარა, ცისფერი. ქედანიც გარეული მტრედია, მაგრამ გაირჩევა იმით, რომ ყელზე თეთრი აქვს და დიდია.

გვლარძნილი
(ბაჩ. 19) ამხვევი მცენარე (უსურვაზი, ღიჭი, სვია და სხვ.).

გვლევა
ჴ. გლოვა. იგვლევენ ჴ. იგლოვენ (ჴ. მას.).

გვრდემლი
ნ. გურდემლი.

გვრიზა
მოჴ., დაკრაწნილი ჴ. ხუჭუჭი.

გვრიშათ ხფქავს
თ. მსხვილად ფქვავს, ღერღავს. ნ. ხორხავს.

გვრიჭა
(ჭყ.) მურგვი.

გზა
ამ სახელისაგან ზმნაა გაკეთებული: მიგზე ფშ. გზა მომეც, უგზე, გვიგზეთ.

გზა-ბაწარა
ჴ. ბილიკი.

გზება
ნ. დაგზება.

გზიანი
თ. ნ. თავ-გზიანი.

გიანარალი
ჴ. გენერალი.

გიდელ-გიდელ
ჴ., კიდელ-კიდელ ჴ. (ორივე ფორმა იხმარება), ცის ტატანთ თ. ჰორიზონტზე.

გიდელ-ი
ფშ. ფეხის ბრუნება, ნაქორწილარი ქალის ქმრეულთით მამის სახლში დაბრუნება (ქორწილის გადაყრის მემრე, ერთი-ორი კვირის შემდეგ).

გიდელა
მოჴ. ნ. სატრია.

გიეში
თ. ბალახია, ჩაიში ჩაურევენ და ოფლს მოუყვანს. მუცლის ტკივილს ძალიან ჰრგებსო.

გილდი
ჴ. პატრონა, ტყვია, მთ. ტყვიის ბუდე. გილდი თ., გილზი ფშ. ტყვიის ბუდე.

გილზი
ფშ. ნ. გილდი.

გინდ რა
ჴ. (შატ.) რაც უნდა.

გინდ-რა
ჴ. (შატ.) ნ. რა-განდ.

გიორგობისთვე
ჴ. ნოემბერი (ჴ. მას.).

გირგოლი
ჴ. რგოლი, რკალი (ხევსურეთში გირგოლი და გირკალი სხვადასხვაა). ამლათზე გაჩნდა და ჴმალი შემოუგირგლა ილასა (ბაჩ., „დ.“, 72). გირკალი ჴ., თ., ფშ. საქონლის დასაბამად ყელში ამოდებული რკალი, მოხრილი და კვალაით (ნ.) შეკრული, რომელიც ფურს კისერზე ჩამოეცმის წველის დროს და სამბურით მარგილზე მიებმის. კირკალი გუდ., მთ., მოჴ.

გირკალი
ნ. გირგოლი.

გირკო
ჴ. ნ. კურკო.

გირჩა
თ. ფიჭვის ნაყოფი.

გირწყილი
ჴ., თ., კირწყილი გუდ., მთ. რწყილი მოჴ., წყილი ფშ. (ასეა!) რწყილი.

გიშლა
ჴ. ბალახია.

გლა
გაგლა თ. გათელვა „ცხენს ნუ გააგლევინებ მაგ ყამირსაო (მთ.); გაუშვი ცხენი, არ გაგგალას (არ გაგაგოროს და წიხლით გაიაროს). გაგალა (სეტყვამ, საქონელმა) გარეგვა, გათელა. დაგლა მთ., მოჴ., უიარაღოდ დაშავება (ჩამოვარდნისგან, წაქცევისგან), დაჟეჟვა, დააგალა მოჴ., ჴ. დაანარცხა. „მიწაზე დაგაგლი!“.

გლახა
ჴ. დაგრეხილი წნელისაგან გაკეთებული რგოლი, რომელიც ლუდის საწურავ „კედებს“ (ნ.) წამოეცმის, ჭილჭა ჴ. (შატ.), ჩირჩოლი ფშ. ჯარჯა თ. ნ. ტანკაჲ, ჭუჭკაჲ.

გლუვი
გუდ., მთ., ფშ., ჴ. თ. უკოჟრო, უკაპო (ხე, ჯოხი), სწორი (მინდორი, რომ არ იყოს ოღრო-ჩოღრო), მგლუვი მთ., მოჴ.

გმეტი
ჴ. (შიგა და შიგ) მეტი, [შდრ. გურული გამეტი (<გან მეტი].

გმინვა
ჴ. კვნესა. ამაიგმინა ჴ. ამოიკვნესა (ჴ. მას.). „ჴარ-ირმებმა გამოჰგმინეს, მითომ ყვირილი დაიწყეს. ყვირილი ჴარ-ირმებმა ენკენობის დროს იციან“ (ბაჩ. „დ.“ 42).

გნას
დაიგნასა, გამოიგნასა გუდ., მოჴ. დამფრთხალი საქონელი რომ რბოლას დაიწყებს.

გნება
ნ. გაგნება.

გობაკი
ფშ., გუბაკი თ. ქამრის თავში (წინ) დადებული მსხვილი მთლიანი ვერცხლი.

გობანი
(მრ. გობნები, ყ. 711,6) ლეიბი, ნაალი; გობანი, გობანაი (კნინ.) მოჴ., საბან-გობანი (ყ. 212,10), საბან-გობან-სასთაული.

გოგა
ა) ფშ. ბაკმი, მნათობის გარშემო შემოვლებული შუქი რკლად, ბ) თ. წინდის ძირი, უყელო (მას ფშავლები ტერფს ეძახიან). გ) ფშ. თვალის ბაკმი, რომელიც სხვადასხვა ფერისა აქვს სხვადასხვა კაცს.

გოგანა
ჴ. (მხოლოდ ბაკურჴევში), ამანათი ჴ. (ნ.).

გოგილდი
მთ., მოჴ., ჩექა, გოგირდი, ნ. ჩექა.

გოგლომა
ნ. გუგლუმა.

გოდორკუა
თ. (პირიქით ჩაღმებში) ა) კალტის გასახმობი გოდორი. ნ. კიშტე. ბ) ფაცერი, თევზის დასაჭრი გოდორი.

გოზა
გუდ. ნ. ქაიბური.

გოლი
გუდ. ფიჭა. შოთი მთ., ჴ., ფშ., ფიტი თ., ფშ.

გომ-ი
ნ. გვამი.

გომატი
თ. ბალახია. მუცლის ტკივილს ჰრგებსო (დაატანეს: კაცმა რომ ჭამოს, ერთ წელს არ მოიხიბლებაო).

გომფაშო
ნ. მყვარი.

გონთ
თ. კარგად (ყველაფერზე ითქმის). გონთ არსა? – მკითხეს მორთმეული ერბო-კვერცხის შესახებ, ე. ი. კარგად შენელებული არისო, არაფერი არ აკლიაო? შდრ. უგონთ. გონთ ყოფა ჴ., თ. ჭკუაზე ყოფნა, კარგად ყოფნა, გონზე აღარ ას ჴ. – ჭკუაზე აღარ არის.

გონჯი
მოჴ., უფერი ჴ., მონა ჴ. (უფრო შატ.), მონა თ., ყროლი ფშ.

გორ-გურიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ., თ., ფშ. „გორებიანი“.

გორ-შეღმ
ჴ. შეღმა გორზე (ჴ. მას.).

გორახა
(1) ჴორჴი, გუდ., ნაცვერცალა მთ., ცვერცვალა ფშ. ცირცველი, ცერცვალა (სარეველა მცენარეა, პურს ერევა).

გორახა
(2) მოჴ. შეკრული მიწა, თ. ნახნავში ამოვარდნილი მთლიანი მიწა.

გორდა
ჴ., თ., ფშ. (ყ. 884) ერთგვარი ხმალია. ნ. იარაღები. გორდა-ფრანგული ნ. იარაღები.

გორდილაჸი
თ. სიმინდის კვერი, წყალში მოხარშული. ღურღუჭალი თ. პურის კვერი, წყალში მოხარშული. ზოგის ახსნით გორდილაჸი და ღურღუჭალი თ. წყალში მოხარშული კვერია, თუნდ იფქლისა იყოს, თუნდ სიმინდისა. ნ. ალტამა, ხამპალა, ანტრია.

გორველა
თ. ნაცვერცალა.

გორილა
(1) ჴ. პატარა მრგვალი კვერი (კვერცხის ოდენა), ბალღებისთვის გამომცხვარი. გორილებსა და აშლებს (ნ. აშალი) ერთად გადაუყრიან ბალღებს ხატში, მხოლოდ ყურ-წიწკნა ხევსურეთში არ იციან.

გორილა
(2) თ. გორველა (ყანას რომ ერევა).

გოჭი
ნ. ღორი.

გოხი
ჴ. ნ. ლოჴი.

გრიაი გრი
ჴ. კუდიანთ შესარისხავი სიტყვებია (ჴ. მას.).

გრილდება
მთ., მოჴ., ჴ. ცხენზე ამბობენ (ნ. კეთილობს) ჴურავს ფშ., თ. იგივე.

გრილი
(1) ჴ., თ., ფშ. (იშვ.) ცივი (საპირისპიროა მწვავი) ნ. ცივი.

გრილი
(2) ფშ., გრილო გუდ., მთ., ჴ., თ., ჩდილო ჴ. ჩრდილი; ნაგრილი მთ., მოჴ., ჩირდილი მოჴ. დაცხა და გრილი არა ქნა, / ნაგრილი აიყარაო, / ომს უჩვეველი ბიჭები / შინისკე გაიპარაო (მოჴ.).

გროლი
თ. გრგოლი, რგოლი. რკინისა და სხვ.

გრუზ
იგრუზავს მჴართა იკუმშავს მხრებს (ძირს ჩამოსაშვებად და რისამე დასატანებლად). იტყვიან არწივზე: დაიგრუზება არწივი (ჴ. მას.).

გრჯღა
ნ. ჯღრდე.

გუბ-ი
ნ. გუმბარა.

გუბაკი
ნ. გობაკი.

გუბჯაჸი
თ., ასფურცელა მთ., ფშ., მოჴ., ჴ., ცხრა-ფურცელა ჴ. (შატ.), მეგრ. ოშფა, წიგნარა, საქონლის ფაშზე მიბმული დაკეცილი რამ.

გუგაჸი
თ. (თვალის გ.) თოლის კაკალი. გოგა ფშ.

გუგლუმა
ფშ. მოხარშული კვერი (რისაც უნდა იყოს: სიმინდისა, პურისა), მოჴ. ბავშვებისათვის გამომცხვარი პატარა კვერი (ქერისა, მჭადისა), გოგლომა ჴ. (შატ.) ალაო ფქვილისაგან გამომცხვარი კვერი. ნ. გორილა (1), ანტრია, გარზანა.

გუგრიანი
(ყ. 853,11 ქვ.) ალბათ შეცდომაა. ნ. ბუგრიანი.

გუგუა
ფშ. მსხალი, კაკალი, თხილი და სხვ. ბალღის დასაწყნარებლად. გუგუა-კაკა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სათირებელი ბავშვთა“, ნ. დათირება.

გუგულის კაბა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მცენარეა, ყვავა“, „წითლად ყვავდება“ (მთ.).

გუგულის მძივი
ფშ., გუგულის ნერწყვი მთ., გუგუტის ნერწყვი მთ. (შონჩო) ბალახებზეა თეთრი მძივივით, ბალღებისთვის არის კარგი: ძილი იცისო, აკვანზე შეუბმენო.

გუგულის ჯამი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წითელი სოკოა. ჯამებივით ამობრუნვით იცის ამოსვლა ნადირთ დანეხვილზე ტყეში“.

გუგუმი
ფშ. ბალახის ფოთლებზე დაკიდებული ცვარი. გუგუმიანი საყურე თ. (ბუქურ. 56,17) პირდაპირი მნიშვნელობა უკვე აღარ ესმის ხალხს. სიტყვა მხოლოდ ძველ ლექსებში გვხვდება.

გუგუნი
ჴ. თოფის სროლის ხმა (ჴ. მას.).

გუგუსტიაობს
ნ. გუსტულაობს.

გუგუტა
ჴ., მოჴ., გუგუტაჸი თ. გუგული. გუგუტაჸის ნიფხავი ან გუგუტაჸის სამუხლე თ. მოთეთრო ბალახია, ყვითელი ყვავილი აქვს. წამლად ხმარობენ: დაჟეჟენ, წყალში ჩაჰყრიან და ამოსწურვენ. შემდეგ წვენს დაალევინებენ და ასაქმებსო. იგივე უნდა იყოს, რაც გუგულის კაბა (ნ.). გაზაფხულზე ჯერ მოდის მოჴნავი (მოჴნეველა), მერმე მერცხალი, მერმე გუგუტი. ხევსურის მტკიცებით ჯერ მოდის ურნატაი (ე. ი. მოჴნავი), მამრე გუგუტი, მამრე მერცხალი. გუგუტი ეუბნება მერცხალიკას: აღზდეგ (ასეა!) და წადი, მერცხალო, / აღდგომის სწორსა, ბზობასა. / მეც მალე წამოგეწევი, / არ იყო შუა გზობასა.

გუდა
გუდები ჴევსურეთში ნ. თიკნურთან.

გუდანური
ჴ., გუდ., მთ., დურა ფშ., თ. ცხვრის ტყავისაგან შეკერილი წამოსასხამი, გრძელ-ბეწვიანი, უსაჴლო, საბნადაც ხმარობენ, „ტყავის საბანი საზამთრო, ზედ სახურავი ლოგინზედ“ (ბეს.). შდრ. სასაჴლავი.

გუდუნა
(1) მოჴ. (ყ. 124,8 ქვ.; 758,16 ქვ.) ცივ წყალში მოზელილი და უხაშოდ გამომცხვარი წვრილი ქერის კვერი [მსხვილი იქნება ქარჯინაი]. „ოსურია, არაა ჩვენიო“ (მოჴ.) [ოს. გუდუნ, გუდნ – დიდი პური].

გუდუნა
(2) მთ. მხრით ჩამოტანილი ტვირთი ფიჩხისა.

გუდურ-გუდურა
ყ. 547,12 ქვ.

გუვ
გაგუვდა გაიბუტა. ნ. მგუანი.

გუვილი
რაის გუი მთ. რას ჰკვნესი. ნ. ჴუილი.

გუთანი
ნ. ჴარ-გუთანი.

გუთნის დედა
ნ. ჴარ-გუთანი.

გუთნის მჴარი
ნ. წერწერაი.

გულ-აბეზარი
ნ. აბეზარი, აბზარი.

გულ-ანჯახი
ნ. ანჯახი.

გულ-არჯალი
ნ. არჯალი.

გულ-ი
გული მიჩქროლავს გუდ., გული აუჩქროლდა ნ. ჩქროლა.

გულ-მუცელი
ჴ., ჴმელი გულ-მუცელი ჴ. მკერდი, გულის-პირი მოჴ. ნ. ჭიპი.

გულ-ქართლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „პურადი, გამმეტებელი“, გულ-კეთილი, პურადი, პატივისმცემელი. თ. მხიარული, კარგი ხასიათისა (ბარიდან შემოსულიაო).

გულ-ჩათხრობილი
(ყ. 869,16).

გულება
ნ. დალაუგი.

გულვა
(1): დაგულე დახურე (მაგ., კარი), მიგულე მიხურე. საგულავა დანა თ. დასაკეცი დანა, ჯაყო მოჴ., სამართებელი ჴ., დაგულვა თ. დახურვა. დაგულვა ფშ. დაჭმანვა.

გულვა
(2): ღგულავ ჴ., თ. აპირებს.

გულის მამდები
ნ. გულისმდე.

გულის პირი
ნ. გულ-მუცელი.

გულის პოვნა
გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 274,13 ქვ.), გულს გიპოვნის (ყ. 476,6 ქვ.), დალიე, გულს გიპოვნის (ყ. 253,3) გულს გაგიკეთებს (ცუდ გონებაზე რომ იყო).

გულის ფიცარი
ჴ., თ. მკერდი, გულის ფიცარნი ჴ. „გულ-მუცელნი, გულის მიდამო“ (ბეს.).

გულის-მდე
ჴ., გულის მამდე ჴორ., გულის მამდები გუდ., მოჴ., გულის მამდბი მთ. მოავე მტერი, ზიანის მაყენებელი. გულის მომდე ჴ. კაცს რო კაცის ზიანი გაეხარდება. გულის მდებელი ფშ., თ. ვისაც სხვისი ზარალი და მარცხი უხარია.

გულს შემტაცებს
მოჴ. (ყ. 269,2), „მწარეა, ვერ დავლევ, გულს შემტაცებსო“ (გუდ.).

გულჴადარა
(მხოლოდ ლექსში) მამაცი, გუდ-დიდი. გულჴადარა, გულჴადრეული თ., ფშ. „ლეკების ტომია“.

გუმბარა
მთ., მოჴ. ჭაობის გუბე, გუბი ჴ., გუბე თ.

გურაბი
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ქვ. ფშ., გვირაბი ზ. ფშ. მორევი. სრუნტი მოჴ.

გურგალი
მთ., გვირგალი მოჴ., მირგვალი, მურგვალი ჴ., მურგვალი ფშ., მირგველაჸი თ. მრგვალი.

გურგალი ქვა მთ. ნ. კოხი.

გურგულა
ფს. (რაზ.-ჭყ.) „პურის გული“ („სწორიაო“ მიმიწერია).

გურგური
ჭყ. „ქუხილი, გურგურებს ქუხს. „ცეცხლზედაც იტყვიან გურგურებსო“. მთ., თ. გრგვინვა, ქუხილი. გურგურებს გრგვინავს.

გურდემლი, გვრდემლი
გუდ. გრდემლი. ნ. ქურთემული.

გურჩი
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ., თ. „როდინის ქვა, ფილთაქვა“. ფილთაქვა, ფილთაკოხი მთ.

გუსტ, გუსტულ
აგუსტებენ (იშვ.) აგუსტულებენ ჴ. მიაქან-მოაქანებენ.

გუსტულაობს
ჴ., გუგუსტიაობს ფშ. ქანაობს (ჩამოკიდებულზე ითქმის).

გუშის წინ
ჴ. გუშინის წინ (ჴ. მას.).

გუჯარი
ფშ., ჴ. წიგნი, შეკინძული ქაღალდი.

გუჯასტა
ფშ. ფაფანაგის ან ჩოხის ნაოჭის თავი. ნ. კუჭები.

დ’
ჴ., თ., ფშ. კავშირი „და“: უქმიცა-დ’ საქმიც (ჴ. მას.), გაჭირვებაში დამინატრე-დ’ აქ ვარივ.

და
დათ მოკიდებული ნ. ნადობი.

დააზრება
ჴ., დამიაზრე მიცქირე, მიყურე, შემომხედე.

დაბალთვა
ნ. ბალთვა. დავბალთავ ნ. შამშალს გავავლევ.

დაბალითება
ნ. ბალითი.

დაბანდვა
ნ. ბანდვა.

დაბარგანავება
გუდ., მთ., მოჴ. (ვაჟა 240,13) ფეხის დასხლეტა, დავბარგანავდი (გუდ.) ფეხი დამისხლტა და წავიქეცი. „თავს რო ვერ დავიჭერთ“ მთ. (სიმთვრალეში).

დაბატული
ნ. ბატი.

დაბაჯვა
ნ. ბაჯვა.

დაბეჭდვა
ჴ. ნ. ბეჭდის დადება, დამახვილება.

დაბეჯითებით
ნ. ბეჯითი.

დაბიკებული
იგივეა, რაც დამძიმული (ნ.).

დაბიკული
ნ. ბიკი.

დაბირკვლდა, დაბირკვლული
ნ. ბირკოლი.

დაბლანდვა
ნ. დადანდლვა.

დაბობოვდა
ნ. ბობო.

დაბორჯება
ნ. ბორჯ.

დაბოტდა
ნ. ბატი, დაბატდა.

დაბუზვა
„წყენით რო სახე შეეკვრის ვაჟს“ (ბეს.).

დაბღაჯა
ნ. ბღაჯი.

დაბღერთვა
ნ. ბღერთვა.

დაბღუნვა
ნ. ბღუნვა.

დაბძანება
თ., ფშ. ჩასვლა (მზისა, მთვარისა, ვარსკვლავებისა).

დაგა-დუგი
(ყ. 446,13 542,4) ბაგა-ბუგი, დაგი-დუგი (ყ. 698,12 ქვ.) გულის ღონივრად ცემა. ძაგა-ძუგი მთ., მოჴ., ბრაგი-ბრუგი გუდ.

დაგაზვა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. დაკაწრვა ბრჭყალებით (მგლისაგან, კატისაგან, დათვისაგან, ქორისაგან, არწივისაგან). დაგაზა დაკაწრა ბრჭყალებით.

დაგანება
(1) ფშ., მთ., მოჴ. დამიზნება, დაღირება. დაუგანა დაუმიზნა, დაუღირა (თოფი, ქვა, ხმალი, ხანჯალი). დაგანება დაღირების, დამიზნების მნიშვნელობით მლეთეში (მთიულეთში) არ იციან.

დაგანება
(2) (ბაჩ. „დ“, 70) დასატაკებლად დასწორება (ჩხუბში).

დაგანება
(3) მოჴ. დარტყმა. დავაგანე მოჴ. მოვარტყი, მივაგანე მოჴ. მივარტყი. დააგანა თ. მოახვედრა, მოარტყა.

დაგზება
ჴ. დანთება (ცეცხლისა).

დაგლა
დაგგალ ჴ. მოგთელა, ფეხებით შეგდგა (ჴ. მას.).

დაგულვა
ნ. გულვა, მიყენება.

დადაგვა
ნ. ნაწვავ-ნადაგი.

დადაი
(ყ. 110,10; 649,14) ტირილ-ყვირილი მკვდარზე. ავაი დადაი (ყ. 112,15), ვაი დადაი გუდ., დადაი, დადაი მთ. შებრალების შორისდებული. დადაი ჩე! გუდ. ასე წამოიძახებენ, როცა დაზარალდება ვინმე (მაგ., ძროხა გადაუვარდება კლდეზე), ან ვინმე მოუკვდება. ააავ დადადაი (ყ. 289,14).

დადანდლ
დადანდლული, დაიდანდლული (ასეა!) ჴ. (ბრძან. დაიდანდლე). დაბლანდული, მსხვილად ნაკერი, დაბლანდვა, დალარვა მოჴ. საბანი დალარეო მოჴ.

დადიტკვა
მოჴ. დასუსხვა ჭინჭრისაგან ნ. დატიტკვა.

დადოვება
ნ. დოილა.

დადურაღება
ნ. დურაღი.

დაელნება, დეელნება
ჴ. დაელვება (ჴ. მას.).

დავეჭკდევი
თ. ვადაზე მოვახერხებ, მივუსწრებ. ნ. ჭკდე, მაჭკდევა.

დავით-ფერული
ჴმალია, მესამედი ნაწილი შაშარს (შაშალს) უჭირავს, ორი ღარი შუაზე მიუდის (შაშრამდის), ორი წყვილი ღარი ყუვისკენ მიუდის და იმ ორ წყვილ ღარს შორის ბეჭედი აქვს. ნ. იარაღები, შაშარი.

დავლათი
(არაბ.) ბარაქა, წყალობა. დავლათიანი (ჴ. მას.).

დაზეზება
აშვება. ნ. ზეზ.

დაზველვა
ნ. გაზველვა, გაქრეჯა.

დაზვერვა
ჴ. გამოცდა (გამოსატეხად).

დაზვლევა
მიწის ჩამოსქდომა, ნაზღვლევი მიწა გუდ., ნაზღლოვი მთ. ნამზვლევი ჴ., ნაზლობი თ.

დაზიდვა
ჴ. „მტრისკე მიწევა“ (ბეს.).

დაზმანება, დაძმანება
ნ. დამზოგება.

დაზრობა
ჴელნ დამზრეს ჴ. ხელები გამეყინა, დამზრა ფშ., ჴელები დამზრა თ. შემცივდა ხელებზე. დავზრები თ. მცივა.

დათეთრება
ნ. თეთრება.

დათეთქვა
იგივეა, რაც დაფეთქვა (ნ.).

დათვი
(1) მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ბოძის თავზე შეყენებული ხე ან ხის ნაჭერი.

დათვი
(2) მოჴ. ურმის დათვი. დათვა (ჭყ. ნ. ა.) „ურმის ზედადგრის ნაწილი, რომლითაც ღერძს ეხება“.

დათვია
მოჴ. ფერჴისაში შუაში ჩამდგარი კაცი, რომელსაც სასმელი აქვს და მოთამაშეებს აწვდის ყანწით. ქალებს თოლი გადაავლე, / ჩვენო დათვიაო, / ერთი კიდევ ჩამოგვისხი, / ჩვენო დათვიაო (მოჴ.).

დათვის სახვრემელა
მთ. დათვის სოკო, დათვიმჩარა (ჭყ. სოკოებთან), ხის ძირში ამოდის და სვესავით შემოეხვევა ხეს, ყურძენივით დაისხამს წითლად.

დათვის ქაჩქაჩა
ჴ., საბრმობელა ჴ. ნ. კუსკუსელა.

დათვისება
მითვისება. ნ. თვის.

დათვლა
ნ. თვლა.

დათირება
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. (შატ.) „დაყვავება, ბაშვ რო ტიროდეს, დაუყვავონ და გააჩუმონ“.

დათოქდა, არ დაგათოქას
მოჴ., ნ. თოქი.

დათხევა
ფშ., ჴ. თ. პირიდან საქმობა, პირის ღებინება, ნ. თხევა, დაჴაფრვა.

დათხოვა (მუქარისა)
დამუქრება, მუქარა დამთხოვა მთ., მოჴ., ფშ., ჴ. დამემუქრა.

დაიძრა
ნ. მდინარი.

დაკამკამება
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. დახამხამება. თოლები დააკამკამა (გუდ., მთ., მოჴ.).

დაკეთება
ნ. კეთება (2). სრავალის დაკეთება ნ. დაწვერვა (2), რკვევა.

დაკეჭნა
ნ. კენტ, კეჭ. დაკეჭნილი ნ. ნაჭრევი.

დაკვალავება
დამკვალავდა ფშ. დამეკვება, დამებედა. ნ. დაკვებება.

დაკვალთვა, დაკვართვა
ჴ., დამკვართვა თ. ნ. კვალთ.

დაკვებება
დამეკვებება მოჴ., ფშ., დამებედება, დამკვალავდება. დამეკვება დამებედა. ნ. დაჭკდევა.

დაკვეთა
გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 767,8) აღკვეთა. „ჩვენ კი დაგვეკვეთა ცხელი ტყვია?“ (ე.ი. ჩვენ კი არ შეგვიძლიაცხელი ტყვია ვესროლოთ?). დამეკვეთა თ. დამეჩვია (ბალღი). სამძახის დაკვეთა ჴ. ნ. სამძახი.

დაკვლი
გუდ., ფშ., ჴ., თ. ფერფლი, დანაცრული ნაკვერჩხალი. ნავლი მთ., მოჴ.

დაკიცხვა
ნ. გაზველვა.

დაკლება
დავაკალ ჴ., დააკალ, დააკლა ჴ. დავაკელ, დააკელ, დააკლო.

დაკლიტული (ძაღლები)
მთ., მოჴ., ჴ., თ. გადაკლიტული (მძუვნობის დროს).

დაკმინება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დაჩუმება“. მე ვერ დამიმოწმეს. ა.შ.

დაკოდვა
გუდ., მთ., ფშ., ჴ. ფუტკრის ჩხვლეტა, ფუტკარმ დამკოდა ჴ., კაზარამ დამკოდა მოჴ., ფუტკარმა მიკოდა გუდ., ფუტკარმა დამკრა თ.

დაკოლთვა
მოჴ. ნ. კვალთ.

დაკოჭვა (ქალისა)
ჴ. უფრისაგან სულწამაყრილი ქალის გათავისუფლება ეშმაკისაგან და ხთიშვილის დაპატრონება (ჴ. მას. 152-153).

დაკოხვა
თ. ნ. კოხი (2).

დაკრაწნილი
ჴ. იგივეა, რაც გვრიზა (ნ).

დაკრვა
ფუტკარმა დამკრა თ. ფუტკარმა მიჩხვლიტა. ნ. დაკოდვა. ვინც დახკრავს ლიშანს ჴ. ვინც მოახვედრებს მიზანს.

დაკუთება
თ. ნ. შაკუთება.

დაკუმპა
ნ. კუმპაი.

დალ-ი
ფშ., მოჴ. რძის საწოვარა. „დედა არა ჰყავს, დალით გაზდილია“ (მოჴ.). ნ. დვალი (2).

დალა
(1) ფშ. ყვითელ-გულიანი და ფეხის გულზე ბეწვიანი კვერნა (ბიძაჩემის ბესოს სიტყვით, რომელიც ფშავში ცხოვრობდა).

დალა
(2), გუდ., მთ. დალი ფშ. მოჴ., დვალი ჴ. რძის საწოვებელი ბავშვისთვის (თვითვე აკეთებენ, რქაზე ჩამოაცმენ „თითს“, ე.ი. ძუძუს წვერს).

დალა
(3) თ. მიცვალებულის შექება სიმღერით დოღის წინ.

დალაგმვა
„მიწრიელ დაულაგმიდი“ ჴ. (ლოცვაში).

დალალი
(არ. დალლლ) ნ. ჩარჩი.

დალარვა
ნ. დაბლანდვა.

დალასტული
ნ. ლასტ.

დალაუგი
ფშ., თ. დაბალი ადგილი, ჩავარდნილი, გალაუგი ჴ., გუდ., მთ. გვერალდში სიგრძისად წაზიდული დაბლობი. „ცოტა ღელე“. გალაუგი გასდევდაო – ცოტა მაღლობი (ასეა!) მისდევდაო (მთ.).

დალაფება
ნ. ლაფ.

დალახტვა
დაგლახტოს ლახტი დაგკრას ფშ. (წყევლაა).

დალახტული
თ. შეკაზმული (ცხენი).

დალაჴვა
ჴ. ფეხით შედგომა, ფეხის დადგმა.

დალდე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კლდეში შეზნექილი ადგილი, სადაც ნადირი დაწვება და თოვლი შერჩება“. ფშ., თ. ჩავარდნილი ადგილი, ჴვაფი. შდრ. დალაუგი.

დალევა
ჴ., თ. წახდენა, გაფუჭება. ნ. ლევ.

დალილვა
ნ. დალულვა (1).

დალიშნვა
ჴ. დამიზნება: ლიშანი იცის ისეთი, რომ რასაც დაღლიშნებს, არ გააცდენს ტყვიას (ჴ. მას. 188,8).

დალორთხვა, დალორთხილი
ცრემლით დალორთხილი თვალები (ყ. 565,11 ქვ.); მდუღარე ცრემლს დაელორთხა მწუხარებით და ზრუნვით დაღარული ღაწვები (ყ. 580,14; 624,10 ქვ.).

დალულვა
(1) ჴორჴ., გუდ., ფშ., მთ. დასუსხვა (ჭინჭრისაგან), დაშუშხვა. დამლულა, დამლილა მთ. ნ. დადიტკვა.

დალულვა
(2) ჴ. დაკუზვა და მიპარვა.

დალუჭება
დალუჭდა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დაწყვილდა“ (ს. ლუწ „წყვილი“). დალუჭდა ორი ყორანი, / ჩავიდენ უღრანს ტყეშია“ (ფშ.) „ლუჭყი იცოდეს წყვილისად“ (ჴ.).

დამახვილება
მოჴ., ჴ. (წინათ) ახალწლის წინა ღამეს კარებზე და და სარკმლებზე ეკლებს და ლურსმანს ჩაარჭობენ, თან ნახშირით (ან ცარცით) ჯვარს დაუსმენ, რომ „მოვნე“ არ შევიდეს სახლში საახალწლოდ.

დამბანჩა
ჴ. (თურქ.) დამბაჩა (ჴ. მას.).

დამბლა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ. „არც გავლა უგალობს, არც აძრახდომა უგალობს, არც სიტყვა-პასუხი იცის“. გაუგებარი, უთაო.

დამზოგვნება
თ. დატოლება, დაზმანება. ემზოგვნეს თ. დაეძმანენ.

დამკვართვა
თ. ნ. კვალთ.

დამლაშება
ნ. მლაშება.

დამჟაული
ნ. დაფისული.

დამჟმარი
ნ. დაჟამება.

დამსივარი
ფშ. გასიებული.

დამსუნა
გუდ., დასუნა, მსუნვიან სუნავდენ ხოლმე.

დამუქარება
ჴ. ნ. მუქარა.

დამფა
ჴ., ტამფა ჴ. (შატ.) სამ-კაპიანი ჯოხი სათამაშოდ. დამფაობა ჴ. დამფის თამაში. ნ. დემფა.

დამშვრალი
ჴ., თ. მაშვრალი ფშ. დაღლილი.

დამშმარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. „დამპალ-დაობებული და ასულებული. დასავლ. საქართველოში აშმორებულს იტყვიან“, დამპალი. მთ. „სახით უშნო, მყრალი, მაიმუნი რომ იყოს“, „დამშმარი ძესო – არაფერს აკეთებსო“. შმორი მოჴ., ჴ., აშმორებული მოჴ., დაშმორდა მოჴ. დაობდა. დამშმარი, შმორი ჴ. დამპალი. შმორი ჴ. (აგრეთვე) სველი.

დამძაჴებული
გუდ., მთ., მოჴ. ნ. მძაჴე.

დამძიმული
ჴ. დაობებული (პური), დაბიკებული თ. შდრ. აძმორება.

დამძმარი
ნ. ძმარი.

დამწუხვა
ჴ., დაწუხვა თ., დაჭუხვა გუდ., მთ., მოჴ. თვალის დახუჭვა.

დამწყალობნება
ჴ. წყალობის გამოთხოვა ღვთისაგან, დალოცვა (დისიმილაციით დამწყალობლება სიტყვის ნაცვლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხუცესმა ანუ ხევისბერმა თქვას: შენი მწყალობელიმც ას“).

დანარცხვა
თ. ნ. ნარცხვა.

დანაყილი ჴ. დანაყული.

დაო
თ. მამიდა. დაჸო კი კაცის სახელია.

დაოთხება
გუდ., მთ., მოჴ. ცხენის დაოთხებით წაყვანა, გაჭენება. გაოთხება თ., მთ. ძალიან გაქცევა (საქონელზე).

დაოსება
მთ., მოჴ., (ყ. 532), ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. დაღლა. დაოსებული დაღლილი. „დაოსებულია, აღარაის თავი აქვსო“ (მთ.), „ტირილით დაოსდაო (მოჴ.).

დაპატიმრებული
მოჴ., ფშ. ნ. პატიმარი.

დაპირა
ჴ. ნ. მდინარი.

დაპრანჭვა
სახე დაეპრანჭა (ყ. 42,23) სახე დაემანჭა (?), გუდ., მორთვა, მოჴ. ყოყოჩობა.

დაპყარებული
თ. რძე-დაკარგული (დედაკაცი, ფური, ცხვარი).

დაჟამება
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ., დაჟმობა თ. დამწიფება. დაჟამული, დაჟამებული მწიფე, დამწიფებული (ხილი, მუწუკი). დამჟმარი თ. მწიფე (ითქმის უფრო მოკრეფილი ხილი რომ დაკეთდება შინ). „რა უნდა დაჟამდეს ჩვენჩი“ (მოჴ.).

დაჟარვა
„საბა ამბობს: «ხილის ყინვით დაზრობა». დაჟარული იმას ჰქვია, რომ დაჟეჟილი და ჩაჭყლეტილი ექნება რამეზე დაცემით და არა ყინვით“ (ფშ. რაზ.-ჭყ.). მე ფშავში არ დამიდასტურეს. ა.შ.

დაჟილვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.), დაჟულვა მთ. დაშილვა ჴ. ჩენჩოს (ჩურჩოს) გაცლა კაკლისა და თხილისაგან.

დაჟმობა
ნ. დაჟამება.

დაჟულვა
ნ. დაჟილვა.

დარანი
ჴ. „წისქვილის ძირს ძირის თვალი, რომელშიც წყალი გადის“ (ბეს.).

დარბაზი
ფშ., ჴ. ადგილი ხატში, სადაც ხუცობენ, ლოცულობენ და ჴელოსნები სხდებიან. საკოდე – სადაც ფუის, საქვაბე – სადაც „ადუღილებენ“. დარბაზი თ. იგივე (ეხლა მხოლოდ სოფ. დოჭუში. ხალხიც შედის შიგ, მანდილოსნების გარდა). ჴ. სალუდის საშუალო ადგილი ხატში, წინა – საქვაბე ან საკუთრივ სალუდე, უკანა – საკოდე.

დარეჯანიან(ნ)ი
ჴ. ნ. ჴარ-გუთანი.

დართხმა
დაგირთხმია ლაშნი (მოჴ.) ნ. ლაშთ გართხმა.

დარიალება
მოჴ. ცხორი დარიალდაო. ნ. რიალი.

დარილი
ჴ. „დაღალატება, ღალატი“. „დარილ კი ნუ იქნებისავ – დაღალატება ნუ იყვასავ“ (ბეს.).

დარისხება
„დაარისხეს“ მოჴ. რისხვა დაატეხეს თავს წყევლით: გრისხავდეს წმ. გიორგი“ და მისთანა.

დარიფანი, ქარიპანი
ჴ., დერიფანი ფშ. დარიფანაი მოჴ. აივანი.

დარიჭნვა
თ. ნ. რკვევა, კეთება (ხორბლისა).

დარკვევა, დარკვეული
გუდ., მთ., ფშ., მოჴ., ჴ. ნ. კეთება (2), რკვევა.

დარკო
თ., ტკბილი ფშ., ჴ. სვე-მიუცემელი ლუდი.

დაროყა
მთ. უგვანი სიტყვა თქვა, წამოიყრანტალა.

დაროშვა
„რო დაღროშავ“. ნ. ცურცუმელა.

დარურუ, დარურურუ
ჴ. დოლი, დაირა და სხვა (რაც კი ბრახუნებს). კითხვის ნიშნები მისხედს.

დარუყდა
ჴ. იმაზე იტყვიან, ორ მოჩხუბარში ერთი რომ ვერ დასჭრის.

დარუყება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მოშლა კეთილის ცხოვრებისა“. „ძვირადო“, მიმიწერია.

დარუყვა
მოჴ. ბალახის ძირების ამოგდება, ან თესლის დაფარვა უყუსაყრელით.

დარუყვა
ჴ. ალაო-ნაფქვავ (ფორ-ნაფქვავ) წისქვილს ცოტა საფქვავს ჩაუყრიან, რომ ძველი ნაფქვავი გამოიტანოს და შემდეგ საჭმელი პური დააყარონ. თუ უნდათ, რომ წისქვილის ჩამოფქვის შემდეგ სხვა ხორბლეული დააყარონ დასაფქვავად, ქვის გასაწმენდად ხელით უნდა ჩააყარონ საფქვავი. ამას ეძახიან დარუყვას. „წისქვილ დავღრყე“.

დასაბამი
(ბაჩ. 47) გაჩენა.

დასაბღუჯება
ნ. საბღუჯი.

დასაკოდი ცხოველები
დასაკოდი თხა – ბოტი, დ. ცხვარი – ყოჩი, ნერბი, ვერძი [ვაცი ნაბოტარი (ე. ი. დაკოდილი) თხა], დ. ჴარი – ბუღა, მაზვერი (მოჴ.), ჭეჭყა თ., დ. ცხენი – აჯილღა, ვაყა.

დასაკუთრებული
ნ. კუთნ, კუთრ, საბლის მიწა.

დასარყვა
ნ. სარყვა.

დასასხლეტი
თ. ნ. სასხლეტი.

დასაცილი
თ. ნ. დასიცილი.

დასინვა
დასინული ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გაკალული“. „ქობში რომ დარჩება, დასინული არის; ძველი ქობი იქნება, მოსაკალავი. ახალი ქობი არას იზამს“ (მთ.) „მოუკალავი ქობი დასინავს საჭმელს“ (მოჴ.), ფშ., ჴ., თ. იგივე.

დასიცილი
მოჴ. (ყ. 325,4; 400,5), ჴ., დასაცილი თ. დაცინვა.

დასრევა, დასრეული
ნ. სრევა.

დასტური
(1) დასტურის დაცემა გუდ., მთ., მოჴ., ჴ. დათანხმება. დასტური დამეცი (ყ. 239,7), დასტური დამიცია (გუდ.).

დასტური
(2) გუდ., ფშ., ჴ. ლუდის მხარშავი, ხატის მზარეული. ირჩევენ ერთი წლით, ზოგან ორით; ხატის მოსამსახურე, „რომელიც რიგით დგება ყოველ წელს, სოფლისთვი ლუდს ხარშავს ხატში“ (ბეს.). ნ. მერიგე, ჴელოსანი, ჩხანჩხი.

დასულდგმულებული
მოჴ. ნ. სულდგმული.

დასუნა
ნ. დამსუნა.

დასუნთვა, სუნთვა
ფშ., ჴ. დასუნვა.

დასუნსულებს
ნ. სუნსული.

დასხეპა
ჴ. (არხ.) კარგად დაწყობა. ნ. დასხერპ.

დასხერპ
დავსხერპე მოჴ. „ყველები ჩავაწყვე ტაგანაში და ზევიდან ჭაჭი დავადევი“ (მოჴ.). დასხერპილი მოჴ. შნოიანად დაწყობილი. ნ. დასხეპა.

დატატნება
ჴ. დამიზნება, დაგანება. დაუტატნე დაუგანე, დაუმიზნე.

დატინვა
ჴ. (არხ.) დანესტიანება (ბაბო გაბუურის თქმით), დეეტინა დაენესტიანებინა [იგივე ძირი ჩანს, რაც ტენ].

დატიტკვა
მთ., დადიტკვა მოჴ., დალულვა (დალილვა) მთ., დატყრუშვა ჴ., დაშუშხვა ფშ. დასუსხვა, დაშუშხვა (ჭინჭრისაგან), დატიტკული მთ. ა) დასუსხული, ბ) დაკბენილი ბუზისა და ტკიპისაგან.

დატოლება
ნ. ტოლება.

დატომილი
თ., დაჴელთული ჴ., დაჴელთილი მთ., გაკრული მოჴ. გადარეული. „ეშმაკთა დაგიტომესა, ბეჩაო“?

დატრუშვა, დატყრუშვა
ჴ., ფშ. დასუსხვა (ჭინჭრისაგან).

დატუტება
დაუტუტებიაო, იტყვიან ბევრ მარილ-ნაქნარზე, მლაშეზე. ნ. ტუტა (3).

დატყრუშვა
ფშ. ნედლი ხე რომ ცეცხლზე ტკრციალს მოიღებს.

დაუჩინდა, დაუჩინადა, დააუჩინებს
ნ. უჩინ.

დაფათრვა
ყ. 483,5 დაგლეჯა.

დაფათურება
ნ. ფათური.

დაფარვა
მოჴ., ფშ., ჴ., თ. მიწის დაფარცხვასაც ნიშნავს. „ყანას რო დახფარავენ“ ჴ. – ყანას რო დაფარცხვენ. დაფარული დაფარცხული. ლუკავ, შენს დაფარულზედა / გრიგოლს დაუდის ნახირი. (ფშ.). დაცინვით უთხრა მოკაფიემ ლუკას, რომელსაც მოსახნავი ადგილი არ ჰქონდა, თანაც გადაჰკრა გრიგოლს, რომელსაც საქონელი არ გააჩნდა. ა) დაცვა, ბ) დაფარცხვა.

დაფახება
დაფახდი მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ეტყვიან ბალღს, რომ ატყდება და არ დაწყნარდება, ან იმას, ვინც ჩხუბობს (დადეგო). დაუფახარი მთ., მოჴ., დაუფახები ჴ. დაუდეგარი (ბალღი).

დაფევა (ფევ-ფივ)
ფშ., ჴ. ჭურჭლის პირის დაცობა. (რაზ.-ჭყ.) „ჭურჭლის პირის დაცობა, აგრეთვე ჭრილობისა“. დაფივე, დაუფივე პირს დაუეც, პირსაცემი მოჴ., პირ-საფევი ჴ., პირ-შაშჭმელაჸი თ., საფევი ფშ., საფივი ჴ. საცობი.

დაფეთქვა
მთ., მოჴ. დათეთქვა, დაფეთქვა ფშ. დაჩეჩქვა (ცემით).

დაფერჴება
დაფერჴდი მოჴ. (ყ. 615,12 ქვ.), შაფერჴდი გუდ., მთ., მოჴ. მოიცადე პატარა ხანს, შედეგ, დადეგ.

დაფისული
ჴ. ხანში შესული ცომი, ღუმელში შესხმა რო დაუგვიანდება. დამჟაული ფშ., თ. ნ. გალაგებული, გალისკული.

დაფოლება, ჩაფოლება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დაწუნება“. დამაფოლა მთ., მოჴ., ჴ., თ. დამამცირა, არად ჩამაგდო, დამიწუნა, მაძაგა. თუ ორი კაცი (ვთქვათ ვაჭრები) ერთურთს შეეცილებიან რამეში, ვინც წააგებს, ის იტყვის დამაფოლაო. „დამიფოლდა, ვერ გავყიდე“. დაფოლებული მთ., ფშ., ჴ., თ. დაწუნებული, მოჴ. დამცირებული, მიზეზ-მიცემული.

დაფუნრუკება
წ. ფშ. ნ. ფუნდრუკი.

დაფქვა
დაფქას ჴ. დაფქვას. დაუფქველი ჴ. „დამი-ოთხ დღეს ავდრობის დროს წისქვილის სარუეებს დაღგლეჯს და ხალხი ერთ კვირაეს ბევრჯელ დარჩების დაუფქველი“ (ჴ. მას. 190,23, დაბეჭდილია: დაუფქვულო).

დაფშვნეტა
ჴ. დაფშვნეტს, დაანარცხებს, ძირს დასცემს; დაფშვნეტილას დანარცხებულა (ჴ. მას.).

დაფხავება
ნ. ფხა.

დაფხაჭვა
ფშ., ჴ., თ., დაფხრაჭული მოჴ. ნ. ნაკაწრი.

დაქარსლვა
მთ. ნ. ქარსლი.

დაქიმიათება, დაქიმიტება
ნ. ქიმიათ.

დაქნა
პურები დაქნა მოჴ. მოამზადა დასაცხობად.

დაქოქვა
ა) საათის მომართვა. დაქოქე საათი. ბ) დაქოქვა გუდ. დაწყევლა („შენი ქოქი ამოწყდესო“) (თურქ. ქქ ძირი).

დაღილვა
ნ. კენტ.

დაღომლება
გუდ., მთ., მოჴ., მოღომლება ჴ. ხორბლეულის დახმობა კეცით ავდრიანობის დროს, დასაფქვავად (მზე რომ არ არის, მის გამო). ნ. ღომელი.

დაღრეჯა
(1) ჴ. (დამიღრიჯა, დაუღრიჯა ჴ.), გაკიცხვა ფშ., დაკირცხვლა მოჴ., გაზველვა მთ., ჴ. (შატ.).

დაღრეჯა
(2): თოფი დაღრიჯა ჴ. ფეხზე შემოაყენა და დაუმიზნა.

დაღრეჯა
(3) თ. მოღუშვა.

დაღუჭვილი
ჴ. კარგად დაბანილი.

დაყდედვა
მოჴ. ტოლის დადება, მჯობნი ჴარისაკენ ტვირთის გადაწევა უღელში. ნ. დაცანდვა. ყდედი მოჴ. ჭაპანი, ღვედის თასმებისაგან დაწნული „საბელი“.

დაყდედვა
მოჴ. უფრო ღონიერი ჴარისაკენ ტვირთის გადაწევა უღელში, საუღლის გადაგდება თ. „ცანდს იმას ვეტყვით ჩვენ, რომ ჴარი რომ ჴარს სჯობია უღელში, იმისაკენ მივსწევთ ცანდს; ერთი რომ მოკლედ იყოს (რომენიც სჯობია) და მეორე რომ გრძლად იყოს (რომენიც სუსტია). ბარსი ტოლს ეძახიან: ტოლი დაუდეს“.

დაყვი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. იდაყვი.

დაყორუღვა
(ყორუღავდენ, დავყორუღო) ფშ., გუდ., მოჴ., დასარყვა მთ. ნ. სარყვა. შდრ. საბლის მიწა.

დაყუდება
ჴ., თ. დადგომა, დგომა. დეეყუდე დადეგ. „აქაც იციან: რასა ჰყუდიხარ, რას დაყუდებულხარო“ (გუდ.). მთ., მოჴ. იგივე.

დაშაბათება
მოჴ. ნ. დაშამათება.

დაშაბაშება
მოჴ. გაზავება.

დაშავ
ნ. დაშაულა.

დაშალტვა
ყ. 487,18, დაშარტვა მოჴ. ნ. დაშატვა.

დაშამათება, დაშამანთება
ეს სიტყვა, აღებული ჭადრაკის თამაშობიდან, საწყევრად არის გამოყენებული მთაში: დაგშამათოს ღმერთმა! (მთ.), დაგშამანთოს წმ. გიორგიმ! (ფშ.), დაგწყევლოს და დაგშამანთოს! დაგშანთოს ჴ. წყევლაა (ეს „დაგშანთოს“ ალბათ არა შანთისაგან, არამედ დაგშამათოს-გან არის მიღებული.

დაშატვა
გუდ., მთ. გასკვნა, დასკვნა, შემოხვევა, დანასკვა (თოკისა). დაშატვა, დაშალტვა თ. მაყურჟად გამოკვრა. გამოშალტე ჴ., თ. გამოამაყურჟე (შატი ჴ. მაყურჟი).

დაშაულა
ჴ. დაშავებულა, მომკვდარა(?) (ჴ. მას.).

დაშეშხვა, დაშიშხვა
ნ. შეშხვა.

დაშილვა
ნ. დაჟილვა.

დაშიშინება (მწვადისა)
ფშ. (ვაჟა 253,7 ქვ.).

დაშიშხვა
ნ. შეშხვა.

დაშლა
გუდ., მთ., ჴ. ფქვილის ან მარცვლეულის დაბნევა.

დაშმორ-დაობდა
ნ. დამშმარი.

დაშნა
ჴ. სწორი ხმალი. ნ. იარაღები.

დაშუშხვა
ფშ. ნ. დატიტკვა.

დაშხიტინება
ცეცხლე დააშხიტინეს მწვადები (მოჴ.) ნ. დაშიშინება, შეშიშხინება.

დაჩაგრული
ნ. მოჯეკვა.

დაჩეკვა
ჴ. ნ. დაჩიკვა.

დაჩვენება
ჴ. დაჩემება, მითვისება. დაჩვენებული ალაგი მთ., მოჴ. (ყ. 27), ჴ. ნაჩვენები ადგილი.

დაჩითვა
„კალმახი იცის ოქროსი, დაწინწლულ-დაჩითულია (რ. ერისთავი, „ივერია“, 1886, № 54).

დაჩიკვა
წ. ფშ., დაჩეკვა ჴ. ნიგზურის დაბერტყვა.

დაჩურგვა
ნ. ჩურგვა.

დაჩქანჩქურება
მოჴ. ნ. გაჭყანჭყარება.

დაჩხვერა
მოჴ. რქენა. „დაჩხვირაო, ჩვენ ის ვიცით“ (მოჴ.). ნ. ჩურგვა.

დაჩხრეკა (ქალისა)
ნ. ჩხრეკა.

დაცანდვა
(1) წ. ფშ. დაშლა, დარღვევა, დაფუშვა. დაიცადნა დაიშალა.

დაცანდვა
(2) გუდ., ჴ. ცანდის დადება ტოლის დადება,

დაცემა
ნ. დასტურის დაცემა. [(გუდ.).

დაცილება
ჴ., თ. დავიწყება. დამცილდა დამავიწყდა. ნ. ცილება.

დაცინტავება
ჴ., დაცრინტავება გუდ., მოჴ., დაცქრინტავება მთ. ცხვირის დაცემინება, დაცხინკვება, აცრინტეებს მოჴ.

დაცოცვა
ჴ. ნ. ცოცვა.

დაცრუვდა, დაცრუებული
გუდ., ნ. ცრუვი.

დაცხავება
სრულებით დაეცხავებინა ტყვიებს (ყ. 192,10 ქვ.) ცხავსავით დაეხვრიტა.

დაძგერება
დაეძგერნეს ჴ. დაეტაკნენ.

დაძირება
ფშ., ჴ. დაძირწვერება თ.: ერბოს დაძირება („დავაძირე“) ერბოს გაკეთება. დაძირავება გუდ. „კარაქს რომ გადაადნობენ, დავაძირავეო“ (გუდ.). ნაძირალაი გუდ., მთ., მოჴ. ერბოს ძირს დარჩენილი რიოში. იმისგან ერბო რომ ამოსწურონ, საფანელს წაუკიდებენ, გადაადნობენ. კარაქის ძირი ჴ. იგივე.

დაძმანება
ნ. დამზოგება.

დაძუგრვა (წარბებისა)
ფშ. (რაზ.-ჭყ) „შუბლის შეჭმუხნვა“.

დაწარბვა
დაწარბე მთ. (თოკი) მოუჭირე მაგრად. მოჴ. იგივე.

დაწევა
არ დავეწევი ჴ., თ. არ მსურს (პურის ჭამა, სასმლის სმა).

დაწერიება
თ. ნ. წერიება.

დაწველა
ნ. წველა.

დაწვერვა
(1) ჴ., თ. მზის ჩასვლა. დაწვერილი, ჩაწვერილი მთ., გუდ., ჩასასვლელი.

დაწვერვა
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ტაბაკით ხორბლის გადარკვევა“. გადაწვერეო (მთ.), სრველის დაკეთება მოჴ., სრველის დაკეთება ჴ.

დაწილვა
ნ. მაწილვა.

დაწირვა
დატოვება, დაგდება.

დაწკეპა
ფშ. „დასწკიპა თოფი ესროლა“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 141).

დაწკეპვა
(1), გამოწკეპვა, წამოწკვეპვა გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ნამგლისა, ცელისა ან ცულის პირის გამართვა, მოპირვა (გურულად).

დაწკეპვა
(2) (წყვეტ. დაწკიპა) შოლტით ცემა.

დაწმდება (წყალი)
დაილეკს.

დაწონა, წონა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. გაბედვა. ვერა გწონდა მთ., მოჴ., ჴ., თ. ვერ გიბედავდა. ყორანო, ჭარის ბოლოსა / არცსად ჩაავლე თოლია? / ხომ არსად ღნახე უშიშა, აბაიშვილი ჴარია? / – ვნახე და ვეღარ დავსწონე: / არწივს ეფარნეს მჴარნია (მოჴ.)

დაწურვა, გადაწურვა
გუდ., მდინარის გადაგდება სხვა კალაპოტში თევზების დასაჭერად დამშრალ კალაპოტში.

დაწუხვა
ნ. დაჭუხვა.

დაწყემსება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დასაჭერად გამოდგომა რბენით“, გამოდგომა.

დაჭანჭახება
ნ. ჭანჭახი.

დაჭდევა
ნ. კენტი.

დაჭიკვა
ჴ., თ. მოჭერა, გაძაბვა, მაგრა შეკვრა, გაჭედვა, ნ. საჭიკი, ჭიკვა.

დაჭკდევა
ჴ. დავეჭკდევი (დეეჭკდევი, დეეჭკდევის) დამეკვებება, დამებედება (სხვაგან ჩამიწერია: დამეჭკდევის ჴ. დამეკვებება). ნ. დაკვებება.

დაჭკვავდა
ნ. აჭკვავდა.

დაჭლიკული
თ. კვალ-დაჩნეული (ოთხფეხისა).

დაჭოლება
ჴ. ერთ კაცს (საკუთარ დასთან დაუჭოლებია“ (ჩაჩ. 97).

დაჭრა, დაჭრილი
ნ. ბუ.

დაჭრეხილი
თ., ფშ. დაგრეხილი (მაგ., ბურღი, ჭახრაკი; ხეზედაც ითქმის, რომ შემოხვეული ჰქონდეს ზოლივით). ფშ. ხუჭუჭი.

დახავრება
„მოაყარეს (წყლულს) გამამთელებელი წამალი მელისკუდა და მაგრა შეუხვიეს. რასაკვირველია, მარილის მოყრა არ დაივიწყეს, რათა არ დაეხავრა (ყ. 303, 9–7 ქვ.), ჭრილობის ანთება(?).

დახალბაშინება
ნ. ხალბაშინი.

დახალისება
მთ., ფშ. ხალისით კეთება, რომ არ ეზარება რაიმე (ჩხუბი და სხვ.). კაი საქმეზედაც ითქმის: დახალისებულიაო.

დახანშლებული
ნ. ხანშალი.

დახარჯვა
დაიხარჯოს (ბაჩ., „დ.“ 54) მოკვდეს; დახარჯ თავი ჴ. მოკვდა (ჴ. მას.).

დახაცაჸება
თ. ნ. ხაცა.

დახვასტვა
ჴ., დახვლასტვა თ. დამკლავება, დაკოტავება.

დახიბლვა
ნ. ხიბალი.

დახოშვა
ნ. ხოშვა.

დახულვა
ჴ. ა) ქორის ან სხვა მტაცებელი ფრინვლის დატევება, დახულუზნება; ბ) ჴ. (ბაკურჴ.), მოჴ., თ. ჯორის ან ცხენის მიერ ყურის უკან წაღება, საკამპავად ან საწიხლავად რომ ემზადება. „ცხენმა დაიხულა, არიქა წიხლი არ დაგარტყასო“ (მოჴ.). დახულაჸება თ. ა) ცხენის ყურების დაცქვეტა (საკბენად); ბ) არწივის დატანება (დამიხულაჸა, დაჸუხულაჸა).

დახულუზნება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფრინველი რო დაუქროლებს რამეს“.

დახჭირობელა
მოჴ., მწოლელა ფშ., თებჟორიკა თ. მაჯლაჯუნა. შდრ. მაჭყირობელა.

დაჴალება
ნ. ჴალი.

დაჴამლული
მთ. დაჩაგრული. „დაიჴამლა“ ნიშნავს „დაიჩეგრა“ (მთ.). „აბლა-დაცემული, მწერელთშვილი, მკვდარ-ცოცხალი რომ არის“ (ბაკურჴ.). მთ. კოჭლი, დაჴუთვილი, მოჴ. კოჭლი, დაჴამრული მოჴ. დაკოჭლებული ან რაიმე ნაკლი რომ ექნება. ფშ. (რაზ.-ჭყ. დახამლული) „მწერელჩვილი, დაჩაგრული“, დაჴამლული, დაჴრასტული ჴ. ხრინწიანი, ხმა-ჩახლეჩილი, „ჴმა-ჩაქცეული“.

დაჴაფრვა
ფშ., მთ., მოჴ., (ყ. 25,7 ქვ.) დაკარგვა, დაღუპვა, დათხევა. დაჴაფრე დაკარგე, დაიჴაფრე დაიკარგე, დაიღუპე, დაიჴაფრე მისთხიე (ჴ.). თუშეთში არ ხმარობენ (რაზ.-ჭყ.) დახაფრვა).

დაჴელთილი
ფშ., მთ., მოჴ., დაჴელთული ჴ. (შდრ. ს.) გიჟი, გადარეული, „გაცეტებული რომა და არა ეყურების“ (ბაკურჴ.). თუშეთში არ იციან.

დაჴერება
ფშ., მთ., მოჴ., ჴ. თვალების დაშტერება. ეკვირება თ. აშტერდება.

დაჴეშჴილი
წ. ფშ., ჴ. დაჩაგრული, დაზარალებული; დაბალი, სიგანეზე წასული, მსხვილი (კაცი) (ბაკურჴ.).

დაჴეჴრება
ნ. ჴეჴერა.

დაჴლა
(1) მოჴ., ჴ., თ. ხორბლეულის დაჴალება.

დაჴლა
(2) თოფის დაკვრა. ნადირა და გამახარე, / შენ რო თოფი დამაჴალე, / მე კი ამცდა, კატას მოხვდა, / კატას თოლი გამოსთხარე“ (მოჴ.).

დაჴრასტული
ჴ. ნ. დაჴამლული.

დაჴუთვა
ნ. ჴუთვა.

დაჯილდოვება
ფშ., ჴ., დანაძლევება: დავჯილდოვდათ ჴ., დავჯილდოვდეთ ფშ. დავნაძლევდეთ. დაჯილდაჸება თ. დავჯილდაჸდეთ გავეჯაბრნეთ, შევეჯიბროთ (მაგ,. მატყლის დართვაში.

დაჯირა
ფშ., ჴ., თ. ბალახია.

დაჯრა
ჴ. დახურვა. დაჯარა – დახურა (კარი). „ბევრისა კარი დავსჯარე, / ბევრისა ისევ მღე არი“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, №36)

დგალა
ჴ.: თავ-დგალა მარხილის წინა ლვილი. ბოლო-დგალა უკანა ლვილი, კედი თ. (წინა იყოს, გინდა უკანა).

დგანდგარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გრიალი, მიწის ხმაურობა, როცა მიწა იძვრის“, როცა მიწა სულ ერთიანად იძვრის, სულ ერთიანად, ძირიანად შერყევა. დგანდგარება გუდ. „ხალხი რომ ქოთობს, დგანდგარებენო“ (გუდ.). „ქაჯებმ მზე წყალში შააგდეს წყალს მისცეს დგანდგარებითა“ (მერკ. 5).

დგინდგელი
ჴ., ფშ., ჴ. (შატ.), დინდგელი გუდ., მთ., თ. სანთლის ნაღვენთი.

დგნალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ., თ. „წნორის გვარი ხე“, დგნალის ყვავილი ნ. ციცუნა.

დე
თ. (მხოლოდ პირიქითლებმა იციანო). „დე არ წამუალ“, „დე გავაკეთებ“, „დე არ იყო“.

დედ-ჟოლაჸი
თ. მინდვრის ხილია, წითელია, მაყვლის მსგავსი (ჟოლო არ არის, სტომიც სხვაა), თეთრ-წითელა ჴ., წითელი ხილი მოჴ. ნ. ქურ-წითელა.

დედა
დედანი ჴ. ქალები (ჴ. მას.).

დედა
ნ. კორჯოხობა (კორთან).

დედა, დედა-ძნა
გუდ., მთ. ორი ძნა ერთად დაწყობილი, ერთად აგებული.

დედათ-ტირება
ნ. ხარჯი.

დედალ-რუსული
ნ. იარაღები.

დედანი
(1) მომყოლი. ნ. ღორთველი.

დედანი
(2) გუდ. თითის დასადები თვალი ქარასხაზე (ნ.).

დედაჭუა
მოჴ., ფშ., ჴ., თ. ქალაჩუნა.

დედიშობილა
გუდ., ჴორჴ., მთ., მოჴ., ჴ., თ. (ვაჟა 299,4) შიშველ-ტიტველი.

დედოფალა ჩიტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გულწითელა ჩიტი“ (უკვენა ფშაველმა არ იცის).

დედროვანი
ჴ., თ. მანდილოსნები, დედროვნის ჯარი ჴ. დედაკაცების შეკრებილობა (ჴ. მას.).

დედული
ნ. სადისწულო.

დედუფალა
მოჴ., თ., ქურცინა ფშ., ქვირცინა თ. ტყის ცხოველია. ნ. ქურცინა.

დეელნება
ჴ., დაელნება ჴ. დაელვება (ჴ. მას.).

დევა
ჴ. „არც ვის მიგვიდევს ვალია“ (ჴ.) – არცარავისი ვალი გვმართებს (ჴ. მას.).

დევნა, ზდევნა
მიზდევნე კარები ჴ. მიხურე კარები, მოზდევნე ჴ. მოხურე, დაზდევნე (კარები) დახურე. ამ ზმნაში ზ მე-3 პირის ობიექტური ნიშანი უნდა იყოს, რომელიც ფუძეს შეჰზრდია. ნ. ზიდ.

დეზ-ი
მაზდეზავს ცხენს – ცხენი დეზის ცემით მოჰყავს (ჴ. მას.).

დეკა
მთ., მოჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) ჴ., თ. „ჯაგის მსგავსი მცენარე“, გრილოებში იცის, მთის წვერებზე, მთის შქერი.

დეკანოზი
მთ., ხუცესი ჴ., ჴევისბერი ფშ. მთავარი მსახური ხატში.

დეკეული
ნ. ძროხა.

დელამა
(ქართლში?) ახალი ყველი. დელამუწი მთ., მოჴ., ფშ. შედედებული ყველი, სანამ ამოიწურებოდეს, დელამოწი თ. „დელამუწს ბარსი ეძახიანო“ (გუდ.).

დელგმა
ფშ. ძლიერი წვიმა.

დემრა
გუდ., დრემლა მთ., მოჴ., ფშ. ცხვრის ნეხვი, კურკლი. ქურთი თ.

დემფა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ზედადგარივით სამ-ფეხა სათამაშო ხისა, ბალღები დადგამენ და შორიდან რიკებს ესვრიან“. ნ. დამფა.

დენა
მიზდის ჴ. „ეყურების“ (ბეს.), ვერა მაგადინ – „ვერ გავაგონე“ (ჴ. მას.).

დენგ-ი
ჴ. „თოფის წამლის დასამზადებელი ხელსაწყო“ (ჩაჩ.).

დენგარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წვრილმანი ტყე, გაუვალი ჯაგ-მაგი“. წვრიმლიანი, წვრილოანი მთ., წვრიმლიანი მოჴ., წვრილიანი ჴ.

დენიფარაი
მთ. (ჴადა, სოფ. მურღული), დერიფანი (სხვაგან ჴადაში).

დერიფანი
მთ., ფშ., თ., საჩეხი ფშ. აივანი. ნ. დარიფანი, ქარიპანი.

დეჸი
თუშეთში უმცროსი უფროს დედაკაცს (ნათესავს) სახელს არ დაუძახებს, ყოველთვის შვილს უხსენებს: ანოს დეჸი, ნინოს დეჸი, მართოს დეჸი, ბაბოს დეჸი, დაჸოს დეჸი, უთურის დეჸი და სხვ. რძალი კი ვერც შვილს უხსენებს დედამთილს: ქალოვო, მაზლებს და სხვებს: ბიჭოვო. შდრ. თიკუნი.

დვალი
(1) დვალობა ნ. დოლი, დოლობა.

დვალი
(2) ჴ., ფშ. ა) ჯარატარზე ჩამოსაცმელი რგოლი, შუშანაჸი თ. ბ) ყანწზე წამოცმული ძუძუს თითი, უძეძო ბავშვების საწოვად. ნ. დალი. დვალაი გუდ. ორ-კაპიანი ჯოხი ჯარაში, რომელზედაც ჯარატარი ტრიალებს. ბატი თ.

დვირბინი
(სპ.) ჴ. დურბინი (ჴ. მას.).

დვრიტა
თ. ბატკნის ხსენი რძის შესადედებლად. ნ. შაბოში, წამალა. დვრიტა მოჴ. ხსნის ქერქი („დვრიტას ჩვენ ვეძახით ხსნის ქერქს“, მოჴ.).

დიაღა
ჴ. ძალიან.

დიაცი
ჴ. დედაკაცი; ცოლი.

დიდი მღდელი
ნ. მღდელი.

დილ-ბინდი
ნ. ჟიჟრიბინდი.

დილხამაი
მთ. მთის ბალახია. ჭამენ, ტკბილია. ენძალა ფშ., ჴ., თ., ვენძალაი მოჴ.

დიპჩა
ჴ., დიფჩა ფშ. (ბაჩ., „დ“, 73) „დუდურა, გახვრეტილი ღერო ბალახისა, მაგ., დიყისა, შუპყისა, ლემხურასი და სხვ.“ დიფჩა – სანამ ნედლია. გახმება და დუდურად გადაიქცევა.

დირ-ი
მთ. ნ. ცალა-დირე.

დირე
(1) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხე, ფიცარი, კედლის ქვეშ დადებული მიწასა და ფიცრებს შუა, რომ ფიცრები არ დალპეს“. აგრეთვე სიმაგრისათვის (ფიცრულ სახლს უნდა მხოლოდ), კუნძი მოჴ.

დირე
(2) მოჴ. წყალზე გადებული ხე, საცალფეხო. რიდე მთ., გუდ., დირე თ. წყალზე ხიდად გადებული ცალი ხე. ნ. ცალა-დირე.

დირე
(3) კიდობნის ლატნები, რაზედაც ფიცრებია მიმაგრებული.

დირხვენა
ჴ. ნ. ძირხვენა.

დისწული
ფშ. გათხოვილი ქალის შვილი ქალის მამეულთათვის.

დიყი
ჴ., ფშ. ბალახია, მაღალი იზრდება, გაღვერავენ (კანს შემოაცლიან) და ჭამენ.

დიში
თ., ლები მოჴ., ჴ. „კლდეს რომ გამოსდის“. ნ. ლები, სალებავი.

დიჩინი
ჴ. თავ-მომწონე, ამპარტავანი. თ. „დალაობაში არის მხოლოდ“ (საკუთარი სახელი იყო?).

დლანგ
ნ. შადლანგვა.

დობილი
თ. ნ. ნადობი.

დობილნი
ჴ. ადგილის დედანი. წარმოდგენილი ჰყავთ ბავშვების სახით (მამრია თუ მდედრია, არ იციან). ძლიერებით ისინი, ხევსურების წარმოდგენით, ხთისშვილებზე უფრო დაბლა დგანან, შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მხოლოდ საქონელს, ან რძე გააფუჭონ. ბალღების ავადმყოფობასაც დობილთ აბრალებენ. პატარა კვერებს დაუცხობენ, ყველს დასჭრიან პატარა ნაჭრებად, ხუცესი იხუცებს და შემდეგნ ჯვერებს და ყველის ნაჭრებს ბავშვებს გადაუყრიან. დობილიანი ყმაწვილი თ. ავადმყოფი ბავშვი, რომელიც ავად არის რომელიღაც ანგელოზის მიზეზით. პატარა კვერებს გამოუცხობენ, სამჯერ შემოატარებენ ლოცვით (ზოგი თიკანს შემოატარებს, ქათამს), შემდეგ შორს გაიტანენ და გადაყრიან. სადობილო (ქადები) ფშ.

დოდაგი
ჴ. მეტად მლაშე, მარილ-მორეული. ტუტა, დატუტებული მოჴ.

დოვი
ნ. კალტი.

დოთა
ფშ. მარხილის ლვილი.

დოთქუნთაი
მოჴ., დუთქუნთაი მთ. (ნ.). შდრ. ქუნთაი.

დოილა
ჴ. (ერწო), დადოილი, ჴ. დაღვინჯებული, დაქაშებული. თუ ხილი მწიფე არ არის, ქვას ან კედელს წაუსმენ და ჩვენს ჩაუყენებენ. დავადოვე ჴ.

დოლ-ი
(1), დოლობა მთ., მოჴ., ფშ., თ. ხანი, როცა ცხვარი ბატკნებს იგებს. დოლის თავი მოჴ., ფშ., თ. (ყ. 135,5 ქვ.) პირველად გაჩენილი მამალი ბატკანი (ხატებს აღუთქვამენ). ნ. შიშაქი.

დოლ-ი
(2) მთ., მოჴ. გარეული ღორის ბინა. „დოლში მიასწრო“ (მთ.).

დოლა
მთ., მოჴ., ფშ., თ. რქა-მოტეხილი, ურქო (ხარი, ფური, ცხვარი). ჴევსურეთში იციან, მაგრამ არ ხმარობენ. დოლა, დოლია მთ.: დორია ურქო თხა (არ მაქვს აღნიშნული, სად).

დოლაბი, დოლობი
ნ. ბოჭოლა, ნაჭლიკა.

დონდლედ
გუდ., ფშ. (ვაჟა, 27,14) მოუჭერლად, ფონედ (მაგ., სარტყელზე), მოჴ. (იშვ.) იგივე, თუნთლი გათუნთლილი (გათინთლული) ჴ. მოუჭიკავი.

დონყაზი
თ. ჭიშკრის აქეთ-იქით დასობილი ხეები, რომლებიც გახვრეტილებია და ჴირჴლები შეეყრება (ნ. ჴირჴალი). დონყაზი ფშ. ორ-ტოტი სარი, რომელზედაც ღობის ხარიხებია გადებული.

დორდლი
ფშ. დორბლი, პირზე მომდგარი ქაფი (დაღლილობისაგან).

დოსტოღრივ
[თურქ.] ფშ. (რაზ.-ჭყ.), მოჴ., ჴ., თ. პირდაპირ მისვლა გაბედულათ და შეუპოვრათ“. ეს სიტყვა იხმარება „სარკე თქმულთაშიაც“. გურიაში დოსტოღრივის მაგიერ იტყვიან „ჯიქურ“ (რაზ.-ჭყ.).

დოღვი
ჴ., ცხენის ჯამაგირი თ. მარულაში აღებული ჯილდო. ნ. ცხენნი, სადგინი.

დოყვი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მუწუკი“. დოყვი ფშ., თ. ნამუწუკარი ადგილი (როცა აჩნია).

დოხანი
ჴ. (ჭყ. დ. პ.) „უდრის კოლიოს იმ განსხვავებით, გარდა წმინდა პურისა, დოხანს აკეთებენ აგრეთვე ცერცვისა და სიმინდისასაც“. ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ლობიო და ხორბალი ერთად მოხარშული“. ფშ. ჴ., თ. იფქლი, სიმინდი ან ცერცვი წყალში მოხარშული (მარილს მოაყრიან და წვნიანად ჭამენ). ფშ. ერთგვარი წანდილი ანუ კორკოტი.

დრამა
ჴ. დაჭრაში ან მოკვლაში მიცემული ფული ან საქონელი.

დრებალი
(ბაკებისა და ფარეხების გვერდები) „კეთდება ორ-პირის წნულით და შუა ადგილები იჭედება მიწით და დრებალით“ (ყ. 754,1). „შეცდომააო“, მიმიწერია. დრემლით (?). ნ. დრემლა.

დრემლა
მთ., მოჴ. ცხვრისა და თხის ნეხვი, კურკლი ჴ., ქურთი თ. ნ. დემრა. შდრ. ბართი.

დრეცა
გადრეცილი გუდ., მთ., ფშ., თ. წელში გადაჭიმული, ჴ. გვერდზე გაზნექილი, მოჴ. გამრუდებული.

დროჲ, დროობაჲ
ნ. მონა. დროს მოწვერვა ნ. ტაროცს დგომა.

დროსეული
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ავის საქნელად დროს მომლოდინე კაცი“, დროსეული ჴ. „ფშავში უარყოფენო“, მიმიწერია).

დროშა
(სპ.): მედროშაე ჴ. „ხუცესი“. რომელიც ხატის დროშას ემსახურება, რომელიც დროშას საჭიროების მიხედვით სადმე წაიღებს „ხატიდან“ და მერმე ისევ უკან მოიტანს (ჴ. მას.).

დუდაგი
ფშ. ცხელი. შდრ. დოდაგი.

დუდგულა
ფშ. დიდგულა (ხეა).

დუდურა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხმელი ბალახის ღერის გახვრეტილი ლულა“ (მსხვილი ბალახისაო, მიმიწერია). დუდურა ჴ. გამხმარი დიპჩა. ჯოყარი წვრილი ბალახისაა.

დუთქუნთაი
მთ., დოთქუნთაი მოჴ. ამოჭრილი ხე, რომელშიც სადღვებელია (ვარიაა) ჩამჯდარი და აქანებენ. შდრ. ქუნთაი.

დულუკაჸი
თ., თხორი ფშ. ძაფის გურგალი.

დუმა
(1) (ქათმისა) მთ., ფშ., კურტუმი მოჴ., ჴ.

დუმა
(2), ურმის დუმა, ერწო, ხელნაზე მორგვისაკენ გამობერილი ნაწილი.

დუმა-კუნტა
ჴ. ნ. კუნტულა.

დუმბარა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნაკერი ბამბიანი საცმელი, ისე რომ სახე გამოდიოდეს“. პირსა და სარჩულს შუა ძაფს დაუტოვებენ და შემდეგ გრძლად ზოლივით აქეთ-იქით გაჰკერვენ, რომ შუა ძაფი დაჩნდეს.

დუმეური
საპირისპიროა შაქიანი (ნ.).

დუნია
(არაბ.) ქვეყანა (ჴ. მას.).

დუჟნი
ჴ., დუჟი, დუჟილი თ., ფშ. ფურთხი. ვადუჟნებ ჴ. ვაფურთხებ, დაზდუჟნე ჴ. დააფურთხე. გადადუჟა თ. გადააფურთხა, გადადუჟნა ფშ. გადახუშა მთ., მოჴ.

დურა
ფშ., თ. იგივეა, რაც გუდანური (ნ).

დურაღი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. სიცივისაგან გაჩენილი სატკივარი საქონლისა. აქედან: დადურაღება მთ., მოჴ. (ყ. 230), ფშ., ჴ., თ. დურაღის კვრა.

დურაჸაი
თ. ერთის ან ორი წლის მამალი ჯიხვი, ბითლა ჴ.

დურკი
თ. ჭურჭელი, რაშიაც წველენ ცხვარსა და ფურს. შდრ. კასრი. „ცხვრის მოსაწველი ტაგანი“ (ჭყ.). ჴელადა მოჴ., საწველელი ჴ. (ფშავში მითხრეს, დურკი თუშურიაო, და მართლაც ეგრეა).

დურუქა
ჴ. თუნუქა, თულუნქა თ., თულნუქა ფშ. თუნუქის ჭურჭელი (მაგ. სანავთე).

დუსი
მთ. ნ. დუცი.

დუსურბანი
ჴ. მუსლიმანი (ჴ. მას.).

დუსხა
ჴ. თხუსი, ძროხის კოჭი. „დუსხაობა კოჭის თამაშია. ლიპაობისაგან იმით განსხვავდება, რომ კოჭებს წრეში მოთავსებული ქვაზე აწყობენ და ხარის მუხლიდან ამოღებულ ძვალს – დუსხას ტყორცნიან. ამ გარტყმით კოჭი რამდენიმე ნაბიჯით უნდა გადააცილონ წრეს“ (ჩაჩ. 45). „დუსხა“ კნინობიტი ფორმა ჩანს თხუსისა, სადაც ბგერებია გადასმული.

დუქანი
(სპ.) ფშ., თ. ცხვრის საკრეჭი მაკრატელი, დიდი. ხევსურმა დუქარდი არ იცის, ის დიდს ეძახის საპარსველს, პატარას კი მაკრატელს. მთიულებსა და მოხევეებში პატარას, ფარჩის საჭრელს, ეძახიან დუქარდს, ცხვრის საკრეჭს კი – მაკრატელს. მაკრატელი თ. მომცრო დუქარდი, თითი რომ არ გაეყრება, საკვეცა თ. პატარა მაკრატელი, თითი რომ გაეყრება.

დუქარდი
ფშ., თ., მაკრატელი მოჴ. (გუდამაყარსა და მთიულეთში დუქარდი ტანისამოსისთვის სახმარებელ მაკრატელსჰქვია). თუშეთში: დუქარდი დიდი მაკრატელია, ცხვრის საპარსავი, მაკრატელი კი მომცრო მაკრატელია (თითი არ აეყრება). საკვეცაჸი თით-გასაყრელი პატარა მაკრატელია.

დუღილი
ჴ. ხარშვა; ადუღილებს ხარშავს; სადუღილარ ქვაბი სახარშავი ქვაბი (ჴ. მას.).

დუყ
გადადუყებული მოჴ. ნ. ბუდაყი.

დუყაჸი
თ. მშიშარა (თავდაპირველად კაცის სახელი). კაისა მოყმის აბჯარი / მჴარს ჰკიდავ, შვენდებიანო. / მონის დუყაჸის აბჯარი / ბოძზედაც შავდებიანო (თ.). „მონა დუყაჸის საგძალი შინავე შაიჭმება“ (თუშური ანდაზა: დუყაჸი სამტროდ გამზადებულა, მაგრამ ვეღარ წასულა და ეს ამბავი ანდაზად დარჩენილა). სხვა ვერსიით, დუყაი წვიმას გაჰქცევია და კლდეს შეჰფარებია.

დუშაყი
მოჴ., ფშ. ნ. საკოტარი.

დუშლუყი
მთ., გუდ., ახალუხის მაგვარი ჩასაცმელი, დედაკაცებისა. საგულე მოჴ. (გარეთ ჩასაცმელი, გრძელი). ნ. საგულე.

დუცი
მოჴ., ფშ., ჴ., თ. დუსი მთ. მაღალი ბალახია. გაღვერავენ და ჭამენ.

დღე
უდღეოდ ჴ. თუ ბედისწერის დღე არ არის მოწეული; დღე-და-დღე ჴ. ყოველ დღე (ჴევს. მას.).

დღეობა
ჴ. „ხატობა“. (ბეს.).

დღველი
თ. თავ-ხე, ჴიდების ქვეშ გადებული. ნ. ჴიდი.

ებურ
(<ებულ): ნაბდებურ ჴ. ნაბადივით; ქორებულ ჴ. ქორსავით; ფანდურებულას, ისრებულად (ჴევს. მას.).

ეგ, ჲეგ
თ. ასე ეძახის თუშეთში ცოლი ქმარს: „ჲეგ არ არსა მანდა“ (თ. ჩემი ქმარი ხომ არ არის მანდ?), „იმაგას უთხარით“ (ჩემ ქმარს უთხარით) „მაგამა თქვა“ (ჩემმა ქმარმა თქვა) და მისთ.

ეგემც
ნ. აგება. ეგი ჴ., ეგე, მაგ, ეგა, ეგა-დ’ ეგი ჴ. მართალია, სწორია.

ედეზი
ნ. ადეზი.

ეეწ, აწ
ჴ., ეხლანის მოჴ., ჲაწ, ჲახლ თ., ეეწავ ჴ. ახლავე, ეეწიდგე, ეწიდგე ამას იქით, ამიერითგან.

ევჰუ
შორისდებული ვისიმე შერცხვენი გამოსახატავად (ჴ. მას.). ნ. ეჰუ.

ეზაყებოდა
ფშ. ნ. ზაყ.

ეზო
ჴ. ბოსლის წინ (ე.ი. სახლის ქვემო სართულის წინ) ბანით დახურული ადგილი, წვიმისაგან დაფარებული (ქარიპანი მხოლოდ ჭერხოს აქვს). კართანა თ. გუდამაყარში ბოსელი ანუ გომური (სახლის ძირს, სულ ქვეშ (ეზო, შინა და კალო).

ეკალ-ძმარი
ფშ. ნ. ესკალ-ძმარი (ჴ.).

ეკალა
ნ. კუტ-ეკალა.

ეკალდამა
ჴ. აკლდამა. ნ. კალდამა.

ეკვირება
ნ. კვირება.

ელალე
თ. გარეკე (საქონელი). ნ. ლალვა.

ელდ-ელდად
ჴ. „ჩქარ-ჩქარა, რუსები რო იტყვიან ვნეზაპნო“ (ბეს.).

ელვა
ჴ., ფშ. მეხი. დაელნება, დეელნება ჴ. დაელვება (ჴ. მას.) არც „მეხი“ და არც „მედგარი“ არ იციან ხევსურეთში, შდრ. თვალის დაცემა ჴ., ფშ.

ემა და ემ
იამა და აიმ (ჴ. მას.).

ემანდჲ
მოჴ. ნ. ანდე.

ემზოგვნეს
ნ. დამზოგება.

ემოგემოდ
თ. ნ. ამოგემო.

ენა
ნ. გველთენა-ბალახა.

ენა-კაჭალა
ჴ. (შატ.), ფშ., გუდ. ნ. კაჭალა.

ენა-მაწიკელა
მთ., მოჴ., ნ. კაჭალა.

ენა-ჩლიქი
თ. ნ. ჩლიქი.

ენა-წყლიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მჭევრმეტყველი, მშვენიერი მოლაპარაკე, ენამჭევრი“. მიმიწერია: არ იხმ., არ არის ჩვეულებრივი ფშაური სიტყვა.

ენათმზიდავი
ჴ. მაბეზღარი. ნ. კაჭალა.

ენიაზების
ჴ., თ. ნ. ნიაზი.

ენკენიისთვე
ჴ. სექტემბერი (ჴ. მას.).

ენძალაი
მოჴ. ნ. ანძალი.

ერ-ი
მთ.: ცის ერზე დაჩნდა კაციო (მრ., მლეთე).

ერაწი
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „პატარა ქვაბი“ (რვალისა, თუჯისა), ჩალხანა. ერაწუნაჸი თ. პატარა ქვაბი.

ერბო-ჭიმური
მოჴ. ნ. ჭიმური.

ერბოან ყვაჸი
თ. ნ. ჴალ-ერბო.

ერბოვანა
ჴ. (არხ.) ბალახია.

ერდო
ჴ. (შატ.), საკვამი ჴ., ერდო თ. ასაჴედ-ჩამოსაჴედი: თავისუფლად დატოვებული ალაგი ჭერში, სადაც შუადან ბაშტეს ჩადიან, ან ჭერხოს ადიან. ნ. შუკუმი, საკვამი. ხევსურული საკვამიდან კვამლიც გადის გარეთ და სინათლეც ჩამოდის შიგნით.

ერეჯიბი
(ბაჩ. „დ.“, 48) თავი ჴირიმი (თოფია).

ერთკან
ჴ. (მიღმაჴევი), ფშ. ერთად.

ერთკვადი
(ერთკვადის, ერთკვადს) თ., ერთსხვა ჴ., ერთურთი ფშ., ერთკვად უნ თ. უყვართ ერთმანეთი.

ერთმანერთის შურას
მთ. ნ. შურას.

ერთსხვა
ჴ. ერთმანერთი. ნ. ერთკვადი.

ერთხან
ჴ., ერთხალ გუდ., მთ., მოჴ., ერთხენ თ. ერთხელ.

ერთხელაც არის
(ყ. 593,11).

ერობა
მთ., მოჴ., ფეხონი ჴ., ფიხონი ფშ., (ანჯმობა თ.), საანჯმო თ.

ერომტრიალი
(ყ. 786,3 ქვ.) ნ. ორომტრიალი.

ერული, ერულის ქვა
თ. წისქვილის ქვა, ნ. წისქვილი.

ერქვანა
თ., ერქონაი მოჴ., ვერქვანი ჴ. (ორ-ტოტიანია) ერქვანი, გუთნის ხელის მოსაჭიდი. ნ. ორ-ჴელა.

ეს არის, ეს-ეს არის
ეს არის ეხლა სადილი სჭამეს (ყ. 282,2, ქვ.).

ესი
ჴ. ეს, ესე; ემას ამას, ესრე ესრე, ასე (ჴ. მას.).

ესკალ-ძმარი
ჴ., ეკალ-ძმარი ფშ., ესკმარძალა ჴ. (შატ.), კოწახური თ.

ესკალა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ასკილი, ეკლებიანი მცენარე-ბუჩქი, დიდი თხილის ოდენა კაკლები აქვს, რომლებშიც წვრილი თესლებია.

ესხტი
მდ. აფხუშურა მოდის ესხტად, ლამაზად, წმინდა-წყლიანი (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 42). მე კითხვის ნიშანი დამისვამს, ალბათ კორ. შეცდომაა.

ეფერება
მოჴ., ჴ., თ. ნ. ფერი.

ექვსვის
ნ. შექვსვა.

ეყუდა
ჴ., თ., ფშ., ნ. ყუდება.

ეყუთნის
ნ. ყუთნ.

ეშმა
ჴ., ეშმაჸი თ. ეშმაკი.

ეშმაკუჭა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ოფოფი“. ორფაფა მოჴ., ოფოფაჸი თ.

ეშმიში
თ. (<ეშმისი) გადარეული.

ეხამუხება
ნ. ხამუხი.

ეხი
ჴ., ფშ. გამოქვაბული კლდე, ვეხი გუდ., რუხი თ., ქოხი მოჴ., ეხი, კვარიხი ფშ. (არა ეხში, როგორც ჭყონიას აქვს).

ეხლად
ჴ. ახლა, ეხლადაც ახლაც (ჴ. მას.), ეხლანის მოჴ. (ყ. 143,14 ქვ.) ეხლა, ახლა, ეეწ ჴ., ჲაწ, ჲახლ თ.

ეჴარების
თ. ნ. ჴარობს.

ეჰუ, ეჰუუ
ნ. აჰუ.

ვალდახი
მთ., მოჴ., (ყ. 200), ალდახი, ვალდახი გუდ., ბალდახი ჴორჴში, ვალდახი მთ., მოჴ., ალერდი ფშ. თივის დასამაგრებლად დაწნული ბალახი. „ძირს ვეტყვით სათარსა და გვერდზე – ვალდახს“ (მთ.). ბალახის თოკი, რომლითაც მთაში თივასა ჰკვრენ.

ვარდის კაჭაჭაი
მთ., ვარდთ კაჭაჭა ფშ. ბალახია.

ვარია
საქანაბელი სადღვებელი. ნ. ვორია.

ვარცლი
ჴელ-ვარცლი ჴ., რიჭი თ. ტაბაკი.

ვარცხ
ნ. სავარცხელი.

ვარხვი
ნ. არხვი.

ვაყა
ნ. დასაკოდი ცხოველები.

ვაშრაპა
თ. თუნგი (ნ.).

ვაცი
გუდ. მამალი ჯიჴვი. „ჯიჴვი მეეკლა ვაციო“ (გუდ.). ჯიჴვია ჯიჴვის მამკლავი, / ირემს ცუდაი მაჰკლავსა (გუდ.).

ვაცი
ჴ. ა) მამალი ფსიტი, ბ) მამალი კლდის თხა (კლდის თხა სხვაა კიდევ, ვიდრე ფსიტი და ჯიჴვი). ნ. თხა.

ვაცუნა
გუდ. ერთი წლის მამალი ვაცი (ჯიჴვი). წალი გუდ. ერთი წლის დედალი ჯიჴვი (შუნი).

ვახტირჯი, ვასჯირჯი
წმ. გიორგი (ოსურად). სიტყვა იციან მთიულეთში, მოჴევეებში: (ვასჯირჯიმ ერთმანეთთან მოგარიგოთ და ბოლომდე ტკბილი ცხოვრება მოგანიჭოთ“ („დროება“, 1884, № 147).

ვაჴშამი
ჴ. ვახშამი.

ვაჴშმის კუდი
მთ. ჭამა ვახშმის შემდეგ. ნ. კუდი.

ვაჴშმის პირით გადატანა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ვახშმის ისე ჭამა, რომ საქმეს თავი არ დაანებოს“, ფშ. ნავახშმევს მაშინვე ლოგინში ჩაწოლა. „ოჴშამი პირით წაიღა“ („გაიღა“) ჴ. (შატ.) – ვახშამი გაათავა თუ არა, მაშინვე დაწვა. მუშაი ჩემ დედაკაცი, / ჩოჴა არ დამიძველდება: / დილას მაიბომს ფარტენას, / საღამოს დრომდი გრძელდება. / პირით გადიღებს ოჴშამსა (ჴ.).

ვედრ
ღვედრის, მაღვედრის ჴ. აბარებს (ჴ. მას.).

ვედრება
გავედრებული გუდ., გაჯავრებული.

ვეზნა
ფშ., ჴ., ვეძნა თ. თოფის წამლის შესანახი.

ველ-ი
ველთ გასული გარეთ მყოფი (ჴ. მას.). ველი-ველად ველზე, ველად (ჴ. მას.).

ველის ნადირი
ნ. ნადირი.

ველის ციცა
ნ. ღადუნი.

ველობა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საომრათ წასვლა ან სათარეშოთ“, ან კიდევ სანადიროდ. საველოდ წასვლა თ., ველობა ჴ. მზირობა, მეკობრობა (ურბნელი, „ივერია“, 1887, № 178). გაველდა ჴელიდან რომ გასხლტება და ვერ დაიჭერ.

ვენძალაი
ნ. ენძალაი.

ვერვერა
ჴ. (არხ.) ტყის ქათამი.

ვერქვანი
ნ. ერქვანი.

ვერცაით
ჴ. ვერსაიდან (ჴ. მას.).

ვერძი
ნ. შიშაქი.

ვეღარცად
ჴ. ვეღარსად (ჴ. მას.).

ვეძა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. მჟავე წყალი. ვეძა მჟავეა, მუჯა – მლაშე. ნ. მიტალა, მუჯა.

ვეძნა
თ. ნ. ვეზნა.

ვეწყი
ჴ., ფშ., ქურეზი მოჴ. ქვირითი.

ვეჭი
ჴ. ეჭვი; დაივეჭებენ ჴ. ეჭვს მიიტანენ (ჴ. მას.).

ვეხი
გუდ., ეხი ჴ., ფშ., ქოხი მოჴ., ეხი, რუხი თ. გამოქვაბული კლდე. მონადირენი და მთიბლები დგებიან შიგ.

ვითაი
ჴ., რაერთი, რეერთი, რამთვენი ფშ., ვითაჸი თ. რამდენი. ვითაიც ჴ. რამდენიც.

ვითამ
ჴ. ვითომ (ჴ. მას.).

ვილ-ი
თ. ლვილი, რვილი (აკაზმებისა საქსოვში).

ვილე
მთ. მინდვრის ხილია. მთაში და ტყეში მოდის თიბვის დროს. შავად მწიფდება.

ვინ
ჴ. ხშირად იგი ვინმე-ს ნიშნავს (ჴ. მას.).

ვირ-დუცა
ჴ., ბერ-დუცა ფშ. ბალახია, დუცსა ჰგავს, ჭამენ.

ვირთაგვა
მოჴ. „ბრმა-თაგვა, გრძელცხვირიანი“ (მოჴ.) თხუნელა, (?). ვირთაგვა თ. ვირთხა.

ვორია
მოჴ., ვარია, შუშუტიანი სადღვებელი, რომელსაც აქანებენ და ისე დღვებენ. ნ. ჩხუტი (1).

ზავ-ი
მთ., მოჴ. ნ. ზავთი.

ზავთი
ფშ., თ. შეხედულება; მკაცრი გამომეტყველება, მრისხანება. ზავთი იმათი ზღვას ჰგავდა (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 89). ზავი მთ., მოჴ. ზავიანი (კაცი) მთ., მოჴ., კაი შეხედულებისა, წარმოსადეგი. ზავთიანი ორღვიანი (ნ.).

ზაით
მოჴ. ზევით.

ზაკე
მოჴ. (წინათო) წვერი (ოსურად წვერს ზაჭე ჰქვიაო).

ზალ-ი
ჴ., თ. რძალი. ახალზალი ჴ., თ. პატარძალი. დედის მეზლე ჴ. საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას.).

ზალა
(1) ფშ. წაკა, ყველის მარილწყალი; ხაჭო და წყალი არეული საჭმელად; საჭმელად წამოსმული წაკა.

ზალა
(2) თ. ჩირქი, ზარ-წყალი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყალი და სისხლი მუწუკიდან გამოსული“, ზალა-წყალა მუწუკიდან ან ნაჭრევიდან გამოსული სისხლ-ნარევი ჩირქი. ნ. ზრიმლი.

ზალტე
თ. ნ. კალ-ზალტე.

ზამთარ-ი
ნ. ნაზამთრევი, ბიჭა-ბატკანი.

ზამთარა
ჴ. (არხ.) ბალახია.

ზანგალაკი, ზანზალაკი
ფშ., ჴ. პატარა ზარი.

ზანდარჩო
(ყ. 930,11 ქვ.) (სპ.) ყვითელი კოჭა. „მიხეილის სასიმამრომ ზიზღით შეხედა ქალსა, რომელსაც ფერი ზანდარჩოს დამსგავსებოდა“; „გრძნობას თავი ჩაეხრევინებინა და სახე ზანდარჩოდ გადაექცია“ (ყ. 425,3 ქვ. შეცდომით ხანდარჩოდ არის დაბეჭდილი).

ზანზალაკი
ნ. ზანგალაკი.

ზანზალიკა
ჴ. (არხ.) ჩიტია.

ზარ-ი
ნ. საზარე.

ზარადი
ჴ. ჩაჩქნის ჯამზე შემოკერებული ჯაჭვის ბადე.

ზარდ
ვზარდი თ. ვზრდი, გამზარდელი თ. გამზრდელი, გაზარდილი გაზრდილი.

ზარდლი
ნ. ხაცუმაჸი.

ზარმათი
თ. ზარმაცი. ნ. მძორი.

ზარმაცი
მთ., თ., ფშ. აზარმაცი, ოწინარი, ბერკეტი.

ზარული
ნ. საზარე.

ზაქუნა, ზაქუნიკა
ჴ. (არხ.) ჩიტია.

ზაყება
პეტრე ჯერ კიდევ გატაცებით იცინოდა და აქეთ-იქით ეზაყებოდა (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 142) ირხეოდა. იზაყება მოჴ. ბარბაცებს (სიმთვრალისაგან). იზაყა ჴ. იღრძო.

ზაყზაყებს
თ. ირხევა (ხე, სახლი ქარისაგან).

ზგელი
ჴ., თ. ზრქელი (ვ. ქართ.), სქელი, მსხვილი. ზგელ-ფეჴი საქონელი (საპირისპიროა წვრილ-ფეჴი) მსხვილ-ფეჴი საქონელი. საზგლო თ. მსხვილი ძაფი (ხურჯინისა, ფარდაგისა, ტომრისა).

ზგიდე
მოჴ. კერის თავი (სადაც შეშას დაუდებენ).

ზდევნა
ნ. დევნა.

ზდვა
თ. სთვა, რთვა. ვაზდავ (ვსთავ), აზდავ (ჰსთავ), აზდავს (სთავს).

ზდველი
თ. სთველი, შემოდგომა.

ზდვლის წილი
ნ. ხარჯი.

ზე
(1) თ. სძე, რძე. ზისცვარი ჴ. რძე.

ზე
(2): ზეისაკე ტ. ზეითკენ (საპირისპიროა ქოქვესაკე). საზეო ძვალი, ზეთა ძვალი ჴ. თავის ქალას ძვლის გარეთა კომპაქტური ნივთიერება.

ზედამდგომი
ჴ. (არხ.), ზედამდეგი ჴ. მომსახურე ნადიმის დროს (საჭმლის მომტანი, მერიქიფე და სხვ.). ზედამდგომი თ., მაქალათი თ. საჭმლის მომტანი, გამრიგებელი. „ხატში სათანადო რელიგიური წესების შესრულებსი შემდეგ ზედამდეგებს ირჩევდენ და ჯარი სმად დაჯდებოდა (იწყებოდა ლუდის სმა). ქადებს ზედამდეგები ჭრიდნენ, ერთ მეოთხედს პატრონს არგუნებდნენ, დანარჩენს კი ხალხს ჩამოურიგებდნენ. წილობიდან დარჩენილ ქადის ნაჭრებს საფეხნოში თავმოყრილ ბავშვებს უნაწილებდნენ“ (ჩაჩ. 144). ნ. ზეზამდგური.

ზედამრჩო
დაქვრივებული ქალის ქმრის ზედამრჩონი ჴ. – ვინც დარჩნენ დაქვრივებული ქალის ქმარს (ჴ. მას, გვ. 136).

ზედაქვე
მთ., მოჴ. ორ-სართულიანი სახლი, (ზე და ქვე), სამი ზედაქვე სამსართულიანი სახლი, ოთხი ზედაქვე ოთხსართულიანი სახლი და შემდგომი. „სამი ზედაქვია“ (მთ.). თვალი ჴ., თ. სართული. ქვეთვალი ჴ. პირველი სართული, ზეთვალი მეორე სართული. თუ სახლი მრავალსართულიანია, ქვეთვალი, მეორე თვალი, მესამე თვალი და შემდგომი. „ციხეებშია“ (ჴ.), ორ-თვალიანი თ. ორ-სართულიანი (ზოგი უარყოფს) ხევსურეთში ჩვეულებრივ მხოლოდ ჭერხო-ბოსელი არის. ნ. ჭერხო, ბოსელი.

ზედგანი
ჴ. ცეცხლზე შემოკიდებული თხელი თუჯი ან სიპი ხმიადისა და მაჭკატის გამოსაცხობად. ნ. საჯი. ზედგანი თ. ზედადგარი, სამფეხა. ნ. ოჩაყი.

ზედსიძე
ნ. ზესიძე.

ზეზ
ზეზად გაზრდილი (ქალი) მაღალი, წარმოსადეგი, მოსული.

ზეზ
დაზეზება ფშ., ჴ., აზეზება თ. აშვება. დაზეზდა დაბმულმა საქონელმა აიშვა (თავის ნებით რო გაწყვეტს საბელს ან მოძრაობს პალოს და გაიქცევა), ცხენი დაზეზდა. წამოზეზდა მთ. წამოდგა (მაგ., ავადმყოფი). დააზეზე აუშვი.

ზეზამდგური
მოჴ. მომსახურე ნადიმის დროს (საჭმლის მიმტანი, მერიქიფე და სხვ.).

ზეზერაჸი
თ. უფრო ზევით, ქოქვერაჸი თ. უფრო ქვევით.

ზეზია
თ. დაუბმელი, აშვებული.

ზეისაკე
თ. ზევითკენ, ქოქვესაკე თ. ქვევითკენ.

ზელა
გაზელა (ტყავისა) გუდ., ფშ., ჴ., მოზელა გუდ., მთ., მოჴ., თ. ტყავის მოქნა.

ზელილა
მოჴ., ჴ. ერბოში მოზელილი კვერი (ნაზუქის მსგავსად).

ზელის ზეთი
თ. სელის ზეთი. ნ. ქუმელი.

ზემყნელი
ფს., ჴორჴი, მთ., ზემყრელი გუდ. ერთნაირი ფერჴისა იყო ძველად მთაში. გადასდებდნენ ერთიმეორეს მხრებზე ხელებს, მათ ზევით სხვები შეადგებოდნენ მხრებზე და ისინიც გადახვევდნენ ერთურთს ხელებს. ჯერ ქვეითნი იტყოდნენ სიმღერას და მერმე ზეითნი გაიმეორებდნენ (ბევრი უარყოფს, არ იციან). ქორ-ბეღელაჸი თ.

ზენ
ფშ., თ. ზევით. ზენ აიარა (საპირისპიროა ქვენ ჩაიარა). ზენ წადიან თ. ზენ-უბანი ჴ. ზედა-უბანი (სოფელში).

ზერ-ი
თ. ხეა.

ზერდაგი
ჴ. კარგი ცხენი.

ზესიძე
ფშ., ჴ., თ. ჩამოსიძებული. ზედსიძე (ყ. 633,1 ქვ.: 637,5), ზე-სიძე გუდ., მთ., მოჴ.

ზეჴვნ
იზეჴვნა თ. იღრძო (ნ. იზაყა ზაყთან).

ზეჴმელი
მთ., ფშ. გამხმარი ხე, რომელიც დგას (რომ გახმა თავისით, ან იმის გამო, რომ კაცმა შემოყვერა). ზეჴმლებს კოდალა გაუკაკუნებს (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 9). ზეჴმელი, მზეჴმელი მოჴ., მზეჴმელი (გომეწარშიო, მიწერია. ალბათ იგულისხმება ფშავის გომეწარი და არა თუშეთისა). ზეჴმელი ჴ. ტყეში გამხმარი ხე (გინდ წაქცეულიც იყოს).

ზვარა
ფშ. პირველი ხბო, შესაწირავი. კლავენ, იშვიათად ზრდიან. ზორა მთ., მოჴ., ყურ-ახეული თ. შდრ. ზორა.

ზვება
იზვა ჴ. მოიგო (ფურმა, ჭაკმა, თხამ, ცვარმა). მზველი რომელიც იგებს. უმზველი რომელსაც არ მოუგია. საზვები ჴ. მაკე, მოსაგები (რომელმაც უნდა მოიგოს). ნამზვებლავი ჴ. რაც თან გამოჰყვება ახლად მოგებულ ხბოს ან კვიცს, თიკანს, კრავს.

ზვლევა
ნ. დაზვლევა.

ზიდ
მიზიდე (კარები) მოჴ. მიხურე. ნ. დევნა. დაზიდვა ჴ. „მტრისკე მიწევა“ (ბეს.).

ზივილი
რას მიზიოდი მოჴ. რას მაძაგებდი? ნ. გაზივილი.

ზიკ
(2): შაზიკული, შეზიკული ფშ. მორთული (ღილებით, შიბებით). შეუზიკავი (ვაჟა, 233,8) მოურთველი. ზიკზიკა ჴმალი (ვაჟა, 27,2).

ზიკ-ი
(1) ჴ., თ. წვრილად გამოჭრილი სკლატი.

ზინათი
(არ. ზნათ სამკაული) (ვაჟა, 120,5 ქვ.). კითხვის ნიშნები მისხედს, ვერ დამიდასტურეს.

ზისცვარი
ჴ., ზე თ. სძე (ძვ. ქართ.), რძე.

ზისწვენი
თ., სისწვენი ჴ., სვისწვენი ფშ. ნ. სისწვენი.

ზიქა
ჴ. ა) კოჭის მაღლა შეჯდომა. „კოჭი ზიქას დაჯდა“. ნ. კოჭაობა. ბ) კაცის ჩაჩოქება (არც იჯდეს და არც მიწაზე გაგორდეს სულ).

ზმანება
მომეზმანა თ. მომეჩვენა; შეშინებულის შელოცვა: გული შამიზმანა მთ. შემილოცა

ზმანვა
მოჴ., ფშ., ჴ., თ. ზომვა.

ზოგ-რიგა
ჴ. ზოგ-ზოგი (ჴ. მას.).

ზოკან
ჴ. ზოგან.

ზოკო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. სოკო. ნ. გველის ზოკო.

ზომ, შაზომვა
შამიზომე მოჴ. შემილოცე. ნ. ზმანება.

ზორა
მთ., მოჴ. ახალ-მოგებული ხბო (ორი კვირისა, სამი კვირისა, დედალი იქნება თუ მამალი, სულ ერთია), ხბო, სანამ ძუძუს აბია. მთ. ხატისთვის შეწირული, ანუ აღთქმული ხარი. მარჯვენა ბეჭი და მარჯვენა ყური უნდა შეეტუსოს წმ. სანთლით. დაკოდავენ (კურატი არც დაიკოდება და არც უღელში გაიბმება). შვიდი წლის იქით არც აცოცხლებენ, დაჰკვლენ ან სამის, ან ხუთის, ან შვიდის წლისას. ორისა, ოთხისა და ექვსის წლის დაკვლა არ შეიძლებაო. ზვარა ფშ. პირველი ხბო. მზორაი მოჴ., ხბო, სანამ ძუძუს აბია. მაცალო მთ. მოზვერი, ერთის ან ორის წლის სახარე ხბო, დეკეული ერთის ან ორის წლის საფურე ხბო. მზვარა თ. (კახეთიდან) ხატისთვის შეწირული საქონელი (ცხვარი, ძროხა მამალი უნდა იყოს, დასაკოდავი).

ზრიმლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცვარი“, „ნამი“. „ზრიმლი არ არი“ – წვეთიც არ არის. ზრინტი ჴ.

ზრინტი
ჴ. წვეთი, ცვარი. „ისე შასვა, რო სათქანში ერთ ზრინტ არ გაწირა“ (ჴ.).

ზრო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ისრის წვერი რკინისა“. ჴ., თ. იგივე. ნ. ფოცხვი.

ზრომლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჩირქი, ბაყლი“. ზალა თ.

ზრუ(ნ)ტე
ჴ. ვიწროდ მიმდინარი წყალი. ნ. სრუნტი.

ზუბუქი, მზუბუქი
(სპ.) ჴ. მსუბუქი (ჴ. მას.).

ზუთუ
მოჴ. მცენარეა, წითლად ისხამს სიმინდის მარცვლის ოდენებს. მეტად მჟავეა. ძალიან ეტანება ჭკა და ყვავი. ქაცვის ნაყოფი. ნ. ყვავის ტყემალა, ქაცვი, ჩხარდელი.

ზუმზუმი
ზუმზუმი გააქვს მოჴ. – გამბულია (მსუქან საქონელზე იტყვიან).

ზუნაობა
ჴ., თ. ძაღლებისა და კატების ატეხა. მძუნაობა მოჴ. ძარლების ატეხა.

ზურგაჸი
თ. კუზიანი.

ზურგის ძვალი
თ. ნ. ზურგის ჭკდე.

ზურგის ჭკდე
ჴ. ხერხემალი. ზურგის ძვალი თ.

ზურტუხი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საცემრად დაღირება, ცემის დაპირება“ (მართალიაო, მიმიწერია და დამიმატებია: დატევება).

ზუტი
თ., კუკი თ., წუწი პატარა გოგონას სასქესო ორგანო.

ზღავი
მთ., გუდ., ფშ. მიწაზე დაგებული ხეები (ან ქვა) ბაგასთან, რაზედაც საქონელი წვება. საზღავო მოჴ., ზღვა ჴ. (შატ.), თ.

ზღვა
ჴ. (შატ.), თ. ნ. ზღავი.

ზღვამლი
ნ. კერკენი, კირკენა.

ზღვენი
ჴ. ძღვენი (ჴ. მას.).

ზღუბლი
ჴ. ზღურბლი, „კარებში შესავალს უძახიან ზღუბლს“ (ბეს.).

თაგვი
რუსული თაგვი, კავკაური თაგვი გუდ., მთ., ჴ. ვირთაგვა ფშ. ვირთხა.

თაგვის კბილა
მოჴ. პაწა მუწუკი. თაგვის კმილაჸი თ. ერთგვარი მუწუკია (ბედნიერი სხვაა, პირქვეითი სხვა, ძირდიდა კიდევ სხვა).

თაგისტომა
(<თაგვის სტომა) ჴ. (შატ.), ქურ-წითელა ჴ., წითელი ხილი მოჴ. (სტომი თ. იგივეა, რაც ხახამა მოჴ.). ნ. ქურ-წითელა.

თავ-აწყვეტილი
(ყ. 832,3 ქვ.) თავ-აშვებული.

თავ-გამცივალი
ფშ. თავ-ჴმელი, გადარეული.

თავ-გზიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყველაფრის მომხერხებელი“, მთ. „ვისაც გეეგება, იცის“, მოჴ. იგივე. ჴ. ხერხიანი, ყოჩაღი. თავ-გზიანი, გზიანი თ. იგივე.

თავ-დგალა
ნ. დგალა.

თავ-ი
თავ-აღმ ჴ., ფშ. ზევითკენ, ზეისაკ თ., თავ-ჩაღმ ჴ., ფშ. ქვევითკენ. იმ თავითვე (ყ. 396,4) თავიდგანვე, თავიდანვე. ნ. გველის თავი.

თავ-მასაპარსაო
ჴ. წესი, რომელსაც ასრულებენ, მოკეთე-მოკიდულის თანდასწრებით, როცა ყმაწვილი (ვაჟი) ერთი წლის გახდება, ხუცესი დანით ცოტა თმას მოპარსავს ყმაწვილს და დაამწყალობნებს. მოსდევს სმა (ჴ. მას. 130-131).

თავ-მეთავობა
ჴ. ხევსურეთის ადათობრივი სამართლის მიხედვით მიღებული წესები, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მეჴელე (ე.ი. კაცი, რომელსაც სისხლი დაედო კაცის მოკვლისათვის) მესისხლის ანუ მეთავის მიმართ (ე.ი. მომკვდრის პატრონის მიმართ). ამის შესახებ ნახეთ ბეს. გაბუურის „თავ-მეთავობა არხვატში და მთელ ჴევსურეთში“: ქართ. საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული I-II (1923-24), გვ. 140-141.

თავ-საკრავაჸი
თ., თასაკრავი (ასეა!) მოჴ. ნახე ხილაბანდიო, მიწერია, მაგრამ კარკუჩელმა თასაკრავი და ხილაბანდი სხვადასხვააო.

თავ-საცმელა
ჴ. ნ. სათაურაი.

თავ-სახურა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სახურავიანი თაბახი ან ქვაბი“. მე წამიშლია ეს განმარტება და დამიწერია: ფშ., თ. თავსახური.

თავ-სვილა
მოჴ., ფშ., ჴ. ბალახია, თავი სვილის თავთავს მიუგავს.

თავ-ფლასიანი
ჴ. საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას.).

თავ-ქუდი
(1) მოჴ. ბოძის თავზე შეყენებული ნაჭერი ხისა, დათვი მთ., ფშ., ჴ., ქოთუკი თ.

თავ-ქუდი
(2) ნ. ქუჩალა, კუჭი (1).

თავ-ჩაფაი
ჴ. ნაგვის გასატანი ჯინი, თავ-ჩაფაი სათავქვეო. ჯინია დიდი, სააღმაო კი პატარაა.

თავ-ჩითა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თავშალი“. ეს მე წამიშლია და დამიწერია: პატარა თავშალი, დედაკაცის თავზე დასახურავი. თავის ქიჩილა ჴ. (შატ.) თავშალი.

თავ-წილა
თ. ჩიტია , თავზე წითელი აქვს. ნ. ჟივონიკა.

თავ-ხე
ფშ., თავი ხე მთ. ნ. კეზი.

თავ-ხრილი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კომბალი“. მე ვერ დამიდასტურეს.

თავ-ჴმელი
ჴ. გიჟმაჟი (მაგ., ცხენი).

თავ-ჯოხი
ფშ., მოჴ., მარხილის თავში გადებული ლვილი, იქ, სადაც მარჴილის ღუა მოხრილია. ნემსა ფშ., თავთ-კედი, თავთ-კედა ჴ.

თავად, თაოდ
ჴ. თვითონ (ჴ. მას.).

თავადაც
თ., ცალგან თ. ცალკე, მარტო.

თავზე შაგდება
ჴ. გაბედვა, კისრება (ჴ. მას.).

თავთ-კედა
ჴ. ნ. თავ-ჯოხი.

თავთავაი
მოჴ. ნ. წვერისა.

თავის გახრა
ჴ. ურჩობა (ჴ. მას.).

თავის გდება
(ყ. 126,14) ცუდად ქცევა. „რა თავს იგდებ“?

თავის ქეიფა
მთ., მოჴ. (ყ. 804,6 ქვ.) თავის ნება.

თავის ქიჩილა
ჴ. გიჟმაჟი (მაგ., ცხენი).

თავის წვერა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თავნება“.

თავისიანი
მთ., მოჴ., ჴ. მოკეთე, მოყვარე, ნათესავი.

თავკანი
ჴ. წარჩინებულები.

თავკაცი
ჴ. „თავკაცი ეწოდებოდა მცოდნე, მოენე და გონება-მახვილ კაცს, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა ხევსურეთის ყოფა-ცხოვრების თავისებურებანი და მამა-პაპური წეს-ჩვეულებანი“ (ჩაჩ. 56). თავკაცები (მათ რიცხვში ხატის კაცნიც). „ხატის კაცთაგან განსაკუთრებით ხუცესი გამოირჩეოდა“ (ჩაჩ. 55).

თავრიალა
გუდ., მთ., მოჴ., თავრივლის ტყავი ჴ. ძროხის (ხარისა და ფურის) თავზე აღებული ტყავი, ყელს ზევით. თავრიალა ბალნიანი ნაწილია მხოლოდ.

თავრიელა
ფშ. (ყ. 344,22), ჴ., თავრელაჸი თ. თავი.

თავს გასვლა
(ყ. 99,1 ქვ.). გაამპარტავნება.

თავჴელება
გვათავჴელებენ ჴ. ნებას გვაძლევენ. მოთავჴელება თ. საქმის მოგვარება.

თათ-ი
(1) მოჴ. იგივეა, რაც ყოში (2).

თათ-ი
(2) ჴ. წინდა. მთ., მოჴ. უყელო წინდა. ფშ. მსხვილი წინდა, საზამთრო, გარეთ ჩასაცმელი (ე. ი. სხვა წინდაზე).

თათამაი
მოჴ. ბალახია (მხლოვანში ურევენ).

თათხვა (ფეხების)
მოჴ., ჴ., თ. ფეხების გაშლით დამაგრება, გაბოწიწკება, ჴ., თ. ფეხების გაშლა.

თალა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. კასრის შემოსაჭირებელი. საკუდე (ასეა!) ჴ., ყაპყატო გუდ., მთ. ნ. ყაპყატო.

თალმაჯი
ნ. თოლმაჯი.

თამანდელა
ჴ. (არხ.) ჩიტია<თავმანდელა?).

თამაშა
(არაბ.) მოჴ. (ყ. 19,19) სეირი. „ერთი ავიდეთ-ღა იქა, მერმე ვუჩვენებთ იმათ თამაშას“. იმავე მნიშვნელობით იხმარება: გაყურებიებ (ვაყურებიებ) სეირს.

თან-თან
ჴ. თანდათან (ჴ. მას.).

თანაბარი
მთ. თანასწორი. გათანაბრება (ყ. 679,1).

თანაქა
იგივეა, რაც დურუქა (ნ.).

თანიობა
ნეტავ ძმად რად არ მთანიობს (ვაჟა, 251,1), არა სთანიობს გუდ., ყურს არ უგდებს. არად სთანიობს მოჴ. არაფრად აგდებს, გამითანიავა ჴ. თავის ტოლად დამაყენა, გამითანია ფშ. გამიამხანაგა. გათანაჸება თ. გაამხანაგება. გამაითანივა მთ. გამაინაპირაო, ყური არ ათხოვაო.

თაოდ
ჴ. თვითონ (ჴ. მას.). ნ. თავად.

თარ
დათარეს ჴ. გადაათრიეს (ბევრი), ჩაგთარ ჩაგათრია (ჴ. მას.).

თარაქამა
ა) თარაქამა ჴარი, თარაქამული ჴარი კარგი ხარი, ქალაქური ხარი მოჴ. ჴარის ჯიში (ძლიერი, ავი); თარაქამა თ. ა) თათარი, ბ) თათრული ცხვარი [არაბ. თურქმან (მხოლ.), თარქიმ (მრავლ.) თურქმანი].

თარგი
ნ. აღე.

თარგმანი
ფშ. (?) „გაკვირვებული სომეხი მოჰყვა თავისთვის თარგმანსა“. (ბაჩანა, „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 11 თებერვ., 1916, № 91).

თარეში
თ. შეტევა, იერიში.

თართი (კაცი)
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. უღონო კაცი, სუსტი.

თარღო
ნ. იარაღები.

თარყაუშობა
მეტისმეტად კოჭლობა, კელობს ცოტად კოჭლობს, თარყაუშობს ძალიან კოჭლობს).

თასაკრავი
მოჴ. ნ. სათაური (1).

თაფორი
ფშ., ჴ. წყალში არეული მიწა კედლის გასალესად (კირის მაგივრად).

თაყვან
გამოთაყვანება (ყ. 490) გამოსულელება.

თაჴვი
ჴ. (შატ.), ფშ. (რაზ.-ჭყ. თახვი) თხუნელა, მიწის მგელი მთ., მოჴ., ფშ. „ჩვენ თხუნველას მიწის მგელს ვეძახით“ (მთ.). აფე თაგვი თ. წყლის თაგვიც არის, საქონელს წყლის თაგვი ჰკლავსო.

თბე
თ., ჴ. (ჭყ., ურბ.) ა) ფრთა, ფთე ფშ., ბ) ფურცელი წიგნისა. კლდის თბე ჴ. კლდის ზურგი გრძლად გაზიდული (თხელი). ნ. ფრთე.

თებერვლის
ბოლოს და მარტის პირველში. გაიპარსება აგვისტოს პირველში (კრაველი) და შეიქმნება თოხლი. [ცხორი ენკენისთვის პირველში იპარსება]. მომავალ გაზაფხულზე გაიპარსება (მაისში) და დაერქმევა დედალს შიშაქი, მამალს ჭედილა. ნაქცი ჴ. მეორედ განაპარსი მატყლი (პირველად გაპარსვენ მკათათვეში – კრაველი, მეორედ გაპარსვენ გიორგობის თვეში – ნაქცი, მესამედ გაზაფხულზე – რისვი. ნ. თხა.

თებჟორიკა
თ., დახჭირობელა მოჴ., მწოლელა ფშ. მაჯლაჯუნა.

თეგ-ი
(1) მოჴ., ფშ., ჴ. რკინის გასაჭრელი იარაღი (რკინაა, პირიანი, მჭედლები ხმარობენ).

თეგ-ი
(2) თ. მიწაში დამრჩალი ხის ყუნჭი (რომ მოსჭრიან ან მოსქდება ხე და დარჩება).

თეგერი
(მრ. თეგრები) ჴ. (შატ.), თეგერაჸი თ. დათვის ბელი. ნ. ჩეგერა.

თეგრი
ფშ., ჴ., თერგი მთ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გარეული ღორების საზამთრო ბინა“, ნადირის საბუდარი საზოგადოდ, თერგი მთ. გარეული ღორის ბინა. „თერგში მუასწარიო“ (მთ.), „დოლში მივასწარიო“ (მოჴ.). ნ. დოლი. (2).

თედორე
ნ. ყიყვი.

თევა
თევაზე გავიდაო (მთ.) ნ. თეო.

თევზო
ზ. ფშ., მთ., თეზო გუდ., მთ., მოჴ. თეძოზე გადმოტანა ჭიდაობაში. ნ. მეჯი, ხეცრო. ქალო, დედის ნებიარო, / გადახრილო თეზოშია, / ეგრე მოვისვენებ შენთან, / როგორც ჴარი ეზოჩია (მოჴ.).

თეთრ-ი
ჴ. ფული (რისაც უნდა იყოს: ვერცხლისა, ატრატისა, ე. ი. ქაღალდისა თუ რვალისა, ე. ი. სპილენძისა). თუშეთში არ იციან (იციან საინგილოში: ედილი, „კოლხიდა“, 1911, № 142).

თეთრ-წითელა
ჴ., შავ-წითელა ჴ., წითელი ხილი მოჴ. ქურ-წითელა ჴ. (ბლო). ნ. თაგისტომა.

თეთრ, თეთრება, დათეთრება, გათეთრება
დათეთრება ფშ. გაკეთება (საპირისპიროა დაშავება). ერთი მითხარ, რა დაგიშავე? – მა რა დაგითეთრებავ? გათეთრება: რა გამითეთრე მთ., მოჴ., რა გამიკეთე? რა გაათეთრე ჴ. რა გააკეთე? რაჸ გაჸათეთრე, რაჸს ათეთრებ თ.

თეთრად გათენება
ჴ. სულ უძილობა მთელ ღამეს (ჴ. მას.)

თელება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დასაჯდომად დაღირება; ფრინველები როცა ლეშს უნდა დაასხდნენ, ეთელებიან“. მოკლეს მოკლია ჴირჩლაი, / ყორნები ეთელებოდა. „რომ ვერც ბედავდეს დაჯდომას და ტრიალებდეს ლეშთან“ (ფშ.).

თემიანი
ჴ. კარგად ნაზარდი რქა (წლიდან წლამდე რომ დიდ-დიდად გაიზრდება).

თემულაკი
(ყ. 303,21) ტემლაკი, ხმალზე შებმული ფოჩიანი სირმა, темляк.

თეო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ. ადგილი „ფარის განაპირებით“ (ყ. 734, შენიშვნა), „ცხვრის განაპირებით“ (ყ. 743,13 ქვ.). ნაპირი საზოგადოდ (მთ.), სუყველგან, უფრო კი ცხვარში (მოჴ.), ცხვრის გნაპირი ადგილი, თეო ფშ., თ. ალაგი, სადაც ძაღლი ყარაულობს ან მწყემსი თვითონ ადევნებს თვალ-ყურს. „თევაზე გავიდაო“ (მთ.).

თერგი
(1) ნ. არაგვი.

თერგი
(2) მთ. ა) გარეული ღორის ბინა. „თერგში მივასწარიო“ („დოლში მივასწარიო“ მოჴ.). ნ. თეგი. ბ) რკინის გადასაჭრელი (რკინა, პირიანი, სამჭედლოში). გ) ქუდის თერგი. ისე მიხსნიან, რომ უნდა იყოს თარგი. ნ. თეგი, თეგრი.

თეფა
(თათრ.) ფშ., თ. მინდორზე ამაღლებული გორაკი ბარში. ზამთარში მის გვერდით ქოხებს აკეთებენ მეცხვარეები.

თექა
თ., ფშ. ნაბდის პალტო.

თექალთო
თ. (თურქ.) თოქალოო (ჴ. მას.).

თვალ-ი
(1): თვალის გუგაჸი თ. ნ. ბიათოლი. თვალის დაცემა (ცისა) ელვა, „ცამ თვალი დაუცა“ (ჴ.) გაიელვა, თვალის სინათე ფშ. ნ. თოლის კაკალი, ბიათოლი. თვალის ცეცხლი ჴ. ნ. თოლის კაკალი, თვალის დავლევა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დათვალიერება“, თოლის დავლევა მთ., მოჴ. იგივე. ნ. თოლ-კოჭი, წისქვილი.

თვალ-ი
(3) ჴ. სართული, ნ. ზედაქვე.

თვალ-ი
(4) ნ. ლითონი.

თვალ-პირი
ფშ., თ. პირისახე. ნ. თორპილი.

თვალ-შურთხი
ფშ., ჴ., თ., თოლ-შურთხა, თოლ-ჟუჟუნა გუდ.

თვალი
(2) ჴ. ფშ. ა) წყარო, ბ) წყლის თვალი, წყლის სათავე, წყლის თვალაჸი თ. წყარო (სადაც ამოდის).

თვალმაჯა
ჴ. თოლმაჯი, თარჯიმანი (ჴ. მას.).

თვენი
მაგთვენი ჴ. მაგოდენი, იმთვენი, იმოდენი, რამთვენი რამ(ო)დენი (ჴ. მას.).

თვით მავალა
ჴ. (არხ.), ფშ. ბალახია.

თვირთვილი
ფშ., ჴ., თ. რთვილი, თრთვილი.

თვის
დაითვისა ჴ. მიითვისა, დაისაკუთრა (ჴ. მას.).

თვის-ნატამალი
მოჴ. ნათესაობა. არ იხმარებაო, მიმიწერია.

თვისნი
მთ., ფშ., მოჴ. თავ-თავადი; დედით, მამით ერთნი.

თვლა
გათვლა მოჴ., ჴ., თ. დათვლა (ყ. 745,2 და 22 ქვ.). დათვლა, მოთვლა, ჩამოთვლა გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ.

თია
მთ.(?) ნ. ყიყვი.

თიადორა
ნ. ყიყვი; ჩიჩაყვი.

თიბის თავი
(მთ., მოჴ., ჴ., თიბვის თავი „თიბვის წინ (ოთხი-ხუთი დღით ადრე) სოფელი ყოველთვის საღმვთოს აკეთებს და ამას ჰქვია თიბვის თავი (ყ. 636, შენიშვნა). „ელიობას ვიცით“ (მთ.). სამთიბლო სამღვთო გუდ., სამთიბლო ჴ.; ფშავში არ იციან.

თივა
მოჴ. ა) თივა, ბ) აგებული თივა, ზვინი. თივა-კბილა, თივის კბილა მოჴ. დიდი ზვინი თივისა. თივის კბილი ფშ., ჴ. ერთ დადგმულ თივაზე მეორე მიდგმული თივა.

თით-ბეჭედაჸი
(1) თ. ცისარტყელა. თით-ბეჭედა დავინახე, / ჴელი კარგად შავინახე (თ.). ნ. მარიამის სარტყელი.

თით-ბეჭედაჸი
(2) თ. საწერელი, ფრჩხილის ავადმყოფობა. ნ. სათუთქავაი.

თით-ი
(1): ბერაი, ბერა-თითი ფშ., ჴ., გუდ., მთ., მოჴ., ჯიგვი თ. ცერი, სხვა თითები: სალოკა ჴ., სალოკელა თითი გუდ., სალოკელა მთ. სალოკი თითი. შეშუალა ჴ. შუა თითი; იმის გვერდა ჴ. არა თითი. თით-ნიკაჸის დედა თ. იგივე, ნიკორა ჴ., ნეკა მთ., მოჴ., ნიკა თ. ნეკი.

თით-ი
(2) გუდ., მოჴ. ძუძუს წვერი. „ზროხას თითი ასტკივნია“ (მოჴ.), ცერი თ. (ბარიდან), ცერბი მთ.

თით-ი
(3) საშევარი (წვრილი ჯოხი ქსელში) „თითებზეა“ მიმაგრებული.

თითა
მოჴ., თ. ნ. თხის ძუძუა.

თიკანი
(1) ნ. თხა, ჯიჴვი.

თიკანი
(2): წვივის თიკანი ჴ., ფშ., გუდ. წვივის უკანა (რბილი) ნაწილი, კუთი, თიკანი მოჴ., კუთი მთ., თ., ნაკუთალი ფშ.

თიკვი
ფშ., თ. მჩვარი, ნაჭერი. თიკვი ჴ. ტალავერზე მისაკერებელი (მოქსოვილია). ტყლაპი მთ., მოჴ., თიკვი თ. ნაჭერი (დასაკერებელი). ნ. ტყლაპი. კალთ-თიკვი ჴ. სადიაცოს (ნ.) ის ნაწილი, რომელიც ქოქომოს ზემოდან არის მიკერებული. იმის ზემოთ კი უბთ საკერებაი არის (ზემოდან რომ დავჰყვეთ: უბთ საკერებაი, კალთ-თიკვი, ქოქომო).

თიკნური, ციკნური, თიკრუნი
თიკნური ჴ. უბეწვო გუდა. ნ. მელოტი გუდა და ყალჩაღი. ციკნური „ბატარა გუდა“ (გუდ.), მელოტი გუდა გუდ. დიდი გუდა, გაყვლეფილი, ბალნიანი გუდა, ზედ რომ აქვს ბალანი. თიკრუნი ჴ. (რაზ.-ჭყ.) „პატარა გუდა. ხევსურულათ კიდევ გუდას ამ სახელებსაც ეძახიან: შოლტა, ხასუნა, ქეშელა. ხასუნა ჴ., ხასუქა ჴ. (შატ.) თიკნის გუდა; ქეშელა, ქეშლურა ციკნისა (შატ.), ჴბო-ჭოჭყისა (ჴ.). გუდები ხევსურეთში: სასაგძლე, ხასუნა, ქეშლურა, თიკრუნი, ქინთი. ამათგან: სასაგძლე ხბოსი, ბეწვიანი (გარეთ ბეწვი აქვს), ხასუნა (ხასუქა შატ.) „თიკნისა, ბეწვიანი“. შატილში ხასუქაც თიკნისა არის. ესეც სასაგძლედ, მარილისთვის და სხვად. ქეშლურა – თიკნისა ან ხბოსი. ბეწვი შიგნით აქვს, მაგრამ გაპარსული ან ბეწვგაყრეინებული. თიკრუნი – თხისა ან ვაცისა ან ხბოსი. ბეწვი გარეთკენ აქვს, მაგრამ გაყრილი. ფქვილი მოაქვთ წისქვილიდან. ქინთი – ტიკჭორა.

თიკუნი
ჴ. ზედმეტი სახელი თავის მიერ ან სხვის მიერ დარქმეული. თიკუნი უფრო მოშაირეებშია გავრცელებული და ფსევდონიმს მოგვაგონებს, ამას გარდა, თიკუნია შვილი რომ მამას სახელს გამოუცვლის და სხვა სახელს ეძახის (უფრო ხშირად გაგას ეძახიან), აგრეთვე რძალი რომ მამამთილსა და დედამთილს სახელს გამოუცვლის. უფროსი კაცის სახელი რომ ბავშვსაც ერქვას, იმასაც სხვა სახელი უნდა დაარქვას. ამნაირად დარქმეული ზედმეტი სახელი თიკუნი არის. ფშავში იგივეა: რძალი დედამთილს და მამამთილს მაზლის სახელობით ეძახის: ხიწუას დედა, ხიწუას მამა, კირკილას დედა, კირკილას მამა. შდრ. დეჸი.

თილისმიანი
ფშ., (არაბ.) ნ. ლაქარდიანი.

თიმთიმი
(ვაჟა 649,5) ციმციმი? თრთოლა?

თინქელა
ფშ., ქინთელა ჴ., საბერაჸი თ. შარდის ბუშტი.

თირება
ფშ. ბალღის დაწყნარება, დამშვიდება, დათირება ჴ. (შატ.) ბავშვის დაწყნარება. მთიულეთში არ იციან.

თიჴა
ხთის თიჴის კაცი მთ., ჴ. (არხ.), ქრისტის თიჴის კაცი ჴ., ფშ., ეშმაკის თიჴისა მთ.

თლუხთუხი
(ვაჟა, „ცრემლები“, 197).

თოვლი, თოლი
ჴ. თოვლი.

თოლ-ი
მთ., მოჴ., თვალი. თოლის დავლება ნ. თვალის დავლება, თოლის კაკალი, თვალის ცეცხლი ჴ., გუგაჸი თ. თოლადი ბიჭი ნ. სერ-ჴორციანი.

თოლ-კოჭი
მოჴ. [წისქვილში] სიქინჯილა (გურიაში), ჯერ სადები, მერმე თოლი (თვალი), მერმე კოჭი. ნ. ლითონი.

თოლ-ჟუჟუნა
ნ. თვალ-შურთხი.

თოლმაჯი
(ყ. 716,18), თოლმაჯობა (დაბეჭდილია თოლმოჯობა ყ. 129,5) „ქისტებმ იციან თალმაჯი“ (ჴ.).

თორ-პილ-ი
(<ტოლ-პირი) მოჴ., თვალ-პირი თ., ფშ. პირისახე.

თოფვა
ჴ. თოფის სროლა: ვთოფავთ, სთოფავთ, თოფევდა, ეთოფ, ნათოფავი (ჴ. მას.). მეთოფე ჴ. თოფის მსროლელი; სათოფე ჴ. თოფის სასროლად დაყენებული ნიშანი. „თუ სათოფეს, ტყვია არ მახვდ, ის აღებულ არ ას, ტყვია სათოფეს უნდა მახვდას“. სრევამდე ჭირის პატრონები გამააცხადებენ: „ჩემს სათოფეზე ჯღანი დგას“, ჩემს სათოფეზე თეთრივ“ (ჴ. მას. 147-148).

თოფის გაყრა (ან დამბაჩისა)
გუდ., მოჴ., თ. ლულის განთავისუფლება კონდახისაგან, სალტეებისაგან და კუდის გამოღება გასაწმენდად.

თოფის ისარი
გუდ., მოჴ., ფშ., ჴ. (ყ. 632,4 ქვ.), თოფის ჩიბუხი თ. ზუმბა.

თოფის ჴმის გატეხა
1. ხევში მკვდრის დასაფლავების შემდეგ სოფელში თოფს ვერავინ ისვრის, სანამ ჭირისუფლები შესანდობრად და მოსახსენებლად ნიშანს არ დააყენებენ. პირველად ჭირისუფალმა უნდა ესროლოს (და იმღეროს), მერმე – სოფელმა. ამას ეძახიან თოფის ჴმის გატეხას (ყ. 13, შენიშვნა). იგივეა გუდამაყარშიც. ხევში დაემდურებიან, რომ სამი დღის შემდეგ თოფის ხმა არ გატეხონ. ხევსურეთში (და ხევშიც), რადგან შიშიანობაა, თოფის ჴმას სამი დღის შემდეგ გასტეხენო (არხოტში იმავე დღეს). მთიულებმა: გუდამაყარში და მოჴევეებში იციანო. ნ. შაშანდობარი. 2. განგაშის ატეხა.

თოქი
მოჴ. მშიშარა. დათოქდა, არ დაგათოქას!

თოქმა
(1) ჴ. კალა და ტყვია ერთმანეთში არეული (თანაც კითხვის ნიშანი მიზის).

თოქმა
(2) ჩასხმული (ქალი, კაცი), არც მაღალი, არც დაბალი, არც წვრილი და არც მსხვილი. თოქმა ფშ. (ბარიდან) დაბალი (მიზის კითხვის ნიშანი).

თოში
ჴ. ა) დეკის ნეშო, დეკის ფოთოლი. ნ. დეკა. ბ) ჴ. (შატ.) ყანეულის ნეშო (ქერისა, სიმინდისა, ნივრისა, და არა ტყისა, არც დეკისა).

თოხლი
ნ. თხა, შიშაქი. ბატკანი გაზაფხულზე ჩნდება თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. შემოდგომიდან იგი თოხლია. გამიგონია ასეთი ანეგდოტი: ერთი ბარელი მეველე დაუდგა წინ ერთ წოვა-თუშ მეცხვარეს და უნდოდა ცხვარი წაერთვა. მეცხვარემ დაუძახა თავის ბიჭებს: თ ო ხ ლ ე , ჰეო! (წოვა-თუშურად: დაჰკარი!). მეველემ უთხრა: თოხლი კი არა ჭედილა მინდაო.

თოჴი
(1) თ. წერაქვი; მოჴ. წერაქვის მსგავსი იარაღი.

თოჴი
(2) მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. წისქვილის ბორბლის ღერძზე ზემოდან დაცმული რკინა, რომელიც ზედა წისქვილის ქვას ატრიალებს. ნ. კაპორჩხალა, წისქვილი.

თრითინა
ნ. ქურცინა.

თრიმლი
გუდ., მთ., თ. თვრიმლი ფშ., გუდ. ყვითლად საღებავი ხე. მთაში ძვირად არის. ცხორმა და ძროხამ რომ ჭამოს, მოჰკლავსო. მთიულეთში არ არის.

თრუალ
სათრუალა ჴორ. სანაგვე.

თუ
(1) ჴ. თურმე: ამ მთაში თუ თიბს ეს გაბური – ამ მთაში თურმე თიბავს ეს გაბური (ჴ. მას.).

თუ
(2) ჴორ. (კითხვისას): მენ თუ, ჩემო ნინუა – განა მე, ჩემი ნინუავ?

თუთუნებს
(მაგ., ჭია) ჴ., ფშ. თუის, ფუთფუთებს.

თუთქარი
მოჴ., ფუფქარი ფშ., ღადარი ფშ., თურთქალი თ. (გომეწ.) ცხელი ნაცარი. მთუთქარი ჴ. მწვავი, ცხელი საზოგადოდ.

თუთქმის
(<თუ ითქმის) მთ., მოჴ. (იშვიათად) თითქმის.

თუილი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჭიების თუთუნი“ თუილი (თუის, თუოდა) თევზისა, ბუზისა , ჭიისა, ფრინველებისა და სხვათა არევა, მრავლად როცა არის, ნ. თუთუნებს.

თუკლაღ
ჴ. ალბათ, მგონია, არ თუკლაღ ჴ. არა მგონია, თუკლაჸ, თუ კლა, თუ კლო თ. მგონია, ვითომ.

თულანაი
მთ., მოჴ. ჯოხი, რომელზედაც ტოლი იხვევა, ხევსურეთში სხვაგვარად იციან ქსოვა.

თულნუქა
ნ. დურუქა.

თულუნქა
თ. ნ. დურუქა.

თულუხი
ფშ. (ვაჟა, ჭყ.) „სპილენძის კოკა. თულუხს, წყალი რო დააქვთ კამეჩის ტყავით, იმასაც ეძახიან“. ჭურჭელი იხმარება და სიტყვაც იციან აგრეთვე მთიულეთში, ხევში და ხევსურეთში. ქართულად მოუბარი თუშები მას თუნგს ეძახიან. თულუხი, კოკა ფშ. სპილენძის კოკა. არის სხვადასხვა სახის თულუხი: ძაუგური, ქალაქური.

თუნგი
თ. ნ. თულუხი (მოჴ., ფშ., ჴ.).

თუნთლი
ნ. დონდლედ.

თურ, თურე
თ. თურმე. „მოიდ თურე“.

თურთქალი
თ. (გომეწ.) ნ. თუთქარი.

თურქული
ჴ. ნ. ქურთული.

თუში
1) გუდ., ფშ., თ. სამი ჯოხი ქვეშ გაშლილი და ზემოთ ერთად შეკრული, რომელზედაც ქვაბი ჩამოეკიდება. შუაზე საკიდელი ჰკიდია. თუში ხისგან კეთდება. იგი ზედადგრის მაგივრად იხმარება დღეობის დროს, ზოგჯერ საკიდლის მაგივრადაც. არის სხვანაირი თუშიც: კაპიანი ხე დაესობა და კაპზე ქვაბი ჩამოეკიდება. „ანთია ცეცხლი, რომელზედაც თუშებით ხორციანი ქვაბები ჰკიდია“ (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 141). ნ. კიბალი. 2) მთ., მოჴ., ორკაპი ხე ლოდების ზედ დასაწყობად და გასათრევად.

თუშურა
ჴ. ღრმად ამოთხრილი კოვზი. თუ დიდია – ქიტი, თუ ქიტზე დიდია – კოში.

თუჯი
ნ. სინა.

თქრიალი
თქრიალით გადმოსდიოდა სისხლი (ყ. 222).

თხა
მოჴ. (ყ. 312) დედალი ჯიჴვი, დედალი ფსიტი (ანუ დედალი არჩვი). მამალს ჰქვია ჴარი ჯიჴვი, ჴარ-ლაღი (მოჴ.). „თხა არი დედალი ფსიტი და დედალი მშველი. დედალ ჯიჴვს შუნს ეძახიან. მამალი ჯიჴვი ვაცია“ (გუდ.). თხა და ცხვარი. თხაც დოლობის დროს ჩნდება (ე. ი. თებერვლის ბოლოს და მარტის დამდეგს). ჯერ თიკანი (ცხვრისა – ბატკანი), შემოდგომიდან – ჩებიჩი (ცხვრისა – თოხლი). ერთი წლის შემდეგ მამალი თხა – ვაცალა (ცხვრისა – ჭედილა), დედალი – წალი (ცხვრისა – შიშაქი); ორის წლის შემდეგ მამალი – ვაცი (რომ დაიკოდება – ნაბოტარი), დედალი – თხა. ბოტი – დაუკოდავი თხა საზოგადოდ, ასაკში შესული. ვერძი (ყოჩი) ჴ., მოჴ. დაუკოდავი ცხვარი საზოგადოდ. ბოტი ჴ. დაუკოდავი თხა (რამდენი ხნისაც უნდა იყოს). ბოტი ფშ. ორი წლის მამალი თხა (დაკოდვამდი ჩებიჩია). ბოტი გუდ. სანამ დაიკოდება, ბოტია, დაიკოდება და ვაცია. ერთის წლისა ჩებიჩია, ორისა ბოტი, რომ დაიკოდება, ვაცია. ბოტი მთ. ორი წლის მამალი ხარი. ბოტილაი მთ. ერთის წლის მამალი თხა („დედლია ჩებიჩი“). აგრე მიწერია, მაგრამ მეეჭვება: ჩებიჩი საზოგადოდ მამალი თხაა პირველი შემოდგომიდან და არა დედალი. შატილში: ჯერ თიკანი, მეორე წელში ჩამდგარი: მამალი – ვაცუნი, დედალი – წალი; წალი მოიგებს თუ არა – თხა; ვაცუნი ოთხის წლის შემდეგ – ვაცი. წალი მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ერთი წლის დედალი თიკანი. ჩებიჩი მოჴ., ჴ. (ჩეფიში თ.) მამალია. წლამდი: ციკანი თ., თიკანი ჴ., შემდეგ ჩეფიში თ. მამალი, წალი თ. დედალი. ორი წლისა: ვაცუნი თ. (მამ.), თხა თ. (დედალი, რაკი მოიგებს). დაყვერვის შემდეგ ვაცი თ. ნ. ჯიჴვი.

თხევა, დათხევა, მითხევა
ფშ., ჴ. დაკარგვა, დამალვა. მიეთხიე დაიკარგე, მისთხიე. ნ. დაფარვა. დათხევა (რაზ.-ჭყ.) „უცებ დაკარგვა, მიმალვა. დაითხიე აქედან წაეთრიე აქედანაო“.

თხემლი
ჴ. თხემი, თავის ქალა.

თხის ძუძუა
ერწო, მთ., თითა მოჴ., თ. მცენარეა. ძირს ჭამენ. ძირს სამი ან მეტი კაპი აქვს. ნახნავში არ მოდის, მხოლოდ ბუსნოში და ჭყანტ ადგილებში იცისო.

თხლაშანი
მოჴ., ტყლაშნი, ტყრაშნი ჴ. სილა. თხლაშათ გაგადენ მოჴ., ტყრაშნი გაადინ ჴ., ტყლაშანი თ., ფშ. გარტყმევის ხმა.

თხლე
თ., წვერის თხლე ა) ლუდის (ალუდის თ.) თავზე მოყენებული პერი, ჭიჭი ჴ., ჩამი ფშ.; ბ) ძირის თხლე თ., თხლე ჴ. ლუდის თხლე.

თხოვა, დათხოვა (მუქარისა)
ჴ. მუქრება, დამუქრება. მუქარას მთხოვენ მემუქრებიან, მუქარას დასთხოვს დაემუქრება (ჴ. მას.).

თხორი
ა) ჴ., ფშ. (რაზ-ჭყ.), ნართი მთ., ნასთი მოჴ., დულუკაჸი თ. გორგალი დართულის ძაფისა, ბურთივით დახვეული ძაფი; ბ) თხორი თ. ქსლის ძაფი (სიგრძეზე გაბმული), თხორი ფშ. ქსელი ყდებზე გაბმული. ნ. ხინდე. შდრ. ყუმბილაი.

თხრა
ფშ. გუდ., მოჴ., ჴ., თ. მიწის თხრა თევზის მიერ წყლის ნაპირებში ქვირითის დაყრის დროს. შემოდგომაზეა, ხვთიშობლობის შემდეგ იცის. ჴარ-ირემიც მაშინ ყვირის.

თხუნველა
ნ. თაჴვი.

თხუსი
გუდ., მთ., მოჴ., დუსხაი ჴ. ძროხის (ხარისა და ფურის) კოჭი. საქონელს აქვს უკანა ფეხის სახსარში საგორავი ძვალი („კაცს აქვს კვისტავი“). თხუსი ძროხისაა, კოჭი ცხვრისა. სათხუსავი ტყავი მათარად კეთდება. „თხუსი“ არ იციან თუშეთში, ორივეს კოჭას ეძახიან. შდრ. დუსხა.

იაბია
იაბიაზე ზის თ. იტყვიან პურით და ღვინით მდიდარ კაცზე.

იაბო ცხენი
გუდ., მთ. დაკოდილი ცხენი. ნ. ხვადი.

იალაღი
(თურქ.) გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ., იალახი ფშ. საზაფხულო საძოვარი მთაში. „ჯერ ამ საზაფხულო იალაღის წესები ვსინჯოთ“ (შაქრო, „დროება“, 1884, № 270). „სათემო და საზაფხულო იალაღი“ (იქვე), „დასაკუთრებული იალაღი“ (იქვე), „ჯიჴვი და ჴარი იალახისა“ (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 9).

იალღიში
ნ. იაღლიში.

იასაული
(თურქ.) გზის მეთვალყურე უფროსების გავლისას. ნ. ხთის იასაული.

იაფი
ჴ. უხვი, იაფად უხვად.

იაღი
ჴ., ფშ. (დალოცვაში იციან): „თქვენსამც სულს უნათობს, თქვენსამც სულს აიაღებს (ალაღებს)“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 35), იაღად ამყოფოსო (გუდ.) გაანათლოს, ნათელი აღირსოს, აცხოვნოსო,

იაღლიში
(თურქ.) გუდ., იალღიში, ალღიში მოჴ. შეცდომა.

იაღშიამც ხარო
(მკვდარს ეტყვიან). იაღი ცხონებულების სამყოფო ადგილი(?). ერთი მოკლული გმირისადმი მიძღვნილ ლექსში იკითხება: იაღიმც შახვალ იაღში / ზიხარ იაღთამც სკამსაო! ამის მიხედვით „იაღი“ ხევსურეთში უნდა ნიშნავდეს სამოთხეს, ცხონებულთა სამყოფოს და თვით ცხონებულსაც.

იბრიშების
ნ. მრეშა.

იბუტკნება
გუდ. ნ. ფუტკნ.

იელელაჸი
თ. ჩიტია. გეგონება, თავზე რქები აქვსო.

იზაყა
ჴ., იღერძა ჴ., იზეჴვნა თ. იღრძო, ნაზაყები ჴ., ნაღირძები ჴ. ნაღრძობი.

იზეჴვნა
თ. იღრძო. ნ. იზაყა.

იზვა
ჴ. მოიგო (ფურმა, ჭაკმა, თხამ, ცხვარმა). ნ. ზვება.

იკადრა
ნ. კადრება.

ილეთი
(ვაჟა, ჭყ.) „შნო“, ლაზათი, ჴ. სასიამოვნო რამ (უფრო ლაპარაკი, საუბარი). ილეთიანი ფშ. შნოიანი.

ილეჯი
(არ. ჸილჯ წამალი, ღონე, საშუალება): ილეჯ გადასწყვიტავ ჴ. იმედი დაეკარგაო (ჴ. მას.).

იმ თავითვე
ნ. თავი.

იმაგას
ნ. ეგ.

იმით
ჴ. იმიტომ, იმით რომ იმიტომ რომ (ჴ. მას.).

იმის გვერდა
ჴ. არათითი. ნ. თითი.

იმო
ნ. ინო.

იმქრეოდა
იმქრეოდა წვრილს ნამად (ყ. 311,16 ქვ.) იბნეოდა. რომ დაიბნევა რამე (ფქვილი, ხორბალი, თხილი).

ინაბარად
ანაბარად, ამარად (ჴ. მას.).

ინახჭება
ნ. ნახჭ.

ინისა
ნ. მინა.

ინო
ჴ., იმო თ. მორიელი.

ინჩვლი
მოჴ., შატი ჴ., თ. ყულფი, მარყუჟი. „ინჩვლი გამოჰკარ“ (მოჴ.). „ნეღვები (ნოღაელები არყანს ეძახიან“, „ნეღვები აკეთებენ ჯოხზე, ჩვენები ბადესავით ისვრიან, რომ ცხენი დაიჭირონ ინჩვლით“.

ინჯლ-ი
მოჴ., ინჯილა მთ. ჯიჯლიბო.

ინჯლა
ჴორ. ჯინჯლიბო.

იოგი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნაწილი თითისა“: იოგი ჴ., თ. სახსარი (ხელისა, ფეხისა, თითისა).

იონი
ვინაობის სუფიქსი ხევსურულში: არხოტიონი, შატილიონი, როშკიონი და სხვ. ჯვარიონნი ჴ. ჯვარის (ანუ ხატის) მოსამსახურე პირები. ხატიონნი ჴ. იგივე.

იონქრად
მთ. ოდნავ. ჴადაში არ იციან.

იპირნა
მთ. ნ. მდინარი.

იჟინჟრა, იჟიჟრა, იჟიჟრიბინდა
ნ. ჟიჟრიბინდი.

ირადი
(ოს. ირდ) ფული და საქონელი, რომელიც უნდა მისცეს სასიძომ საცოლოს მშობლებს (ოსებში). „სასიძო და საცოლოს ძმა ირადის მიცემას ურიგდებიან ერთმანეთს“ („დროება“, 1884, № 147).

ირაო
ფშ. უცხო, უპატრონო (ცხენი, საქონელი).

ირაოდ
ჴ. ფიცხლად, ერთ წამს.

ირაჸო
თ. ვინც ნათესავად არ მოხვდება კაცს. საპირისპიროა ნათესავი.

ირემი
ირმის ნაფრენი, ჴარ-ირმის ნაფრენი მთ., ფშ. (ჭყ.). ჴარ-ირემთ ნაფრენი ზ. ფშ. „მგლის მუხლი, ვარსკვლავთ ცაზე რომ გზასავით მისდევს, ვარსკვლავთა გროვა. (რაზ.-ჭყ.). ირმისა და ჴარის ნაფრენი მოჴ., ირმის ნახტომი ჴ., ჴარ-ირმის ნაფრენი თ. Млечный путь.

ირმის ბეწვა
ჴ., თ., ფშ. მსხვილი მატყლი (ცუდია).

ირმის ტერფა
ფშ. (რაზ.-ჭყ.), აუხსნელია. კითხვა მიზის, ვერ დამიდასტურეს.

ირმის ტუჩა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სოკოა, შემოდგომაზე იცის ამოსვლა, ღრუბელსა ჰგავს“.

ისარი
(1) ჴ.: თოფის ისარი ჴ., ფშ., მოჴ. ზუმბა.

ისარი
(2), კესი, საყუე ფშ. შუა სახურავზე დატანებული გრძელი დირე (ზოგის ახსნით თავხე).

ისარნა
ფშ., სარნა ფშ. წ. ფშავში (ჩარგალში) დიდი გეჯა. ნ. ლათბა. ისარნა ჴ. გრძელი ღარი მარილის დასაყრელად ცხვრებისთვის. ხევსურეთში: გეჯა – არაყისთვის, ლათბა – ლუდისთვის (დიდია), ისარნა – ცხვრის მარილისთვის.

ისი
ჴ. ის, იგი (ჴ. მას.).

ისით
ჴ. ისეთი (ჴ. მას.).

ისკორტა
ჴ. კავებიანი ლატანი, რამე-რუმეების შესაკიდებლად. ბაკურციხელმა კონტას ვეძახითო. ისკორტაზე გადავლევა ჴ. ყირაზე გადაგდება. ნ. ისყია.

ისრ
ჴ. ისე, ისრავ ისეო, ისრევ ისევ (ჴ. მას.).

ისრელაჸი
თ., მიღმ. თ. იქით, ასრელაჸი აქით.

ისყია, ისკორტა
ყირამალა, ყირა. ისყიას (ისკორტას) გადადიოდა ყირაზე გადადიოდა.

იტკეცილაჸეს
თ. ნ. ტკეცა.

იტურნე
ნ. წატურება.

იფრო
მთ., მოჴ. უფრო.

იფუტკნება
ნ. ფუტკნ.

იფქლი
ჴ., თ. მოჴ. წმინდა პური (ასლისა და ქერის გარდა), ახალ-თესლი, დიკა, (შემოდგომაზე ხევუსრეთში სვილის მეტი არა ითესება რა). წმინდა პური თუ ბარიდან აიტანეს, იმასაც იფქლს ეძახიან. იფქლი ხევსურეთში მხოლოდ შატილში მოდის.

იქავ
ჴ., გარევ თ. ისევ.

იქით
ჴ. იქედან; იქი-აქათ ჴ. იქედან და აქედან (ჴ. მას.).

იყმუყნება
ნ. ყმუყნა.

იშევნება
ნ. შევნა.

იშობარი
ჴ. მოულოდნელი შემთხვევა, მარცხი. იშობრად ჴ. უცაბედად. იჩქლითების ნ. ჩქლეთა.

იჩხვერება
ნ. ჩხვერა.

იწინწკლება
ნ. წინწკლ.

იწიწაჸი
(უფრო სწორად: ჸიწიწაჸი) ნ. საპირე.

იწრო
ჴ., ფშ., ვიწრო, იწრუაი ნ. მიწრო.

იწრუაჸი
თ. ნ. მიწრო.

იხვა
თ. ნ. ბოინთ-იხვა.

იხვი-იხვი-იხვი
(ერწოში) იხვების მოხმობა საკენკზე (გურიაში, მაგ., საჯავახოში, იციან: კვატ-კვატ-კვატ).

იხტილატი
(არაბ. მეგობრული ურთიერთობა): „ჯერ სახლში დამპატიჟეს, იხტილატი გამიწიეს, მერმე ვნახოთ ერთი ცხვირში მცემს, მეორე მეჭიდება“ (ვაჟა, 492,3).

იჴბორია
ფშ., ჴ. ფური, რომელმაც ადრე მოიგო ხბო (ვთქვათ, ორი წლისამ). უმართისა მთ., მოჴ., ჴბოილა ფშ., ჴბოურაჸი თ.

იჯაგაჸი
თ. პატარა კოდი (ასე, ფუთ-ნახევარს, ორ ფუთს იტევდეს).

კ, -კე, -კედ
ჴ. თანდებულია, რომელსაც უდრის სალიტერატურო ქართულის კენ: არხვატისკ, ხალხისკ; მშავისკე, სოფლისკე; საისკედ, მტრისაკედ (ჴ. მას.).

კა, კაი
ჴ. კარგი (საპირისპიროა უფერი): კამ, კას, კაის, კაით, კაად (ჴ. მას.).

კაბალახი
(?), კამალახი ფშ. ნ. ბაშლაჴა.

კაბარჭი
(1) თ. საისრე, ისრების ჩასაწყობი ბუდე.

კაბარჭი
(2) ჴ., კაპარჭი ფშ. (ჭყ.) ფუტკრის საშოვრიანი ფეხი. კაბარჭა ნ. მჴარკაბარჭა.

კაბიწი
თ. საწყაოა: ლიტრაზე ცოტა მეტი. ოთხი კაბიწი ხუთი ლიტრაა. ლიტრა ქერი ათ გირვანქას იწონის, ლიტრა ქერ-იფქლი (არეული) – თორმეტ გირვანქას, ლიტრა იფქლი – 13-14 გირვანქას. კაბიწი მთლიანი ხეა, ამოთხრილია, ძირი ვიწრო აქვს და პირი – ფართო.

კადაჸი
თ., კიდო ფშ. უბატკნოდ მეწველი ცხვარი.

კადრება
ჴ. დაწონვა (ნ.), გაბედვა, ვერ იკადრა ჴ. ვერ გაბედა. მკადრე ჴ. (იშვ.) მედროშე (ვინც ჰკადრებს ჯვარსა და დროშებს წაღებ-წამოღებას). საკადრისი ფშ. ხატისად შეწირული რამ (უმთავრესად დროშაზე შებმული ხელსახოცი). „საკადრისი“ ხევსურებმა არ იციან. ნ. უკადროება.

კავ-საბელი
ფშ. ნ. საბელ-ორხალი.

კავშირი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ტყვია და კალა ერთურთში გადადუღებული.

კაზარა
(1) გუდ., მთ., ფუტკარზე დიდი ბუზია, ბუბუნა ფუტკარი მთ. ფუტკარზე დიდია, არ იკბინება; დიდი ხმა აქვს, როცა ბზუის, სათიბში იცის ბუდის კეთება, თაფლს აკეთებს. კუდიანთ კაზარა გუდ., მთ.

კაზარა
(2) მოჴ. ა) ფუტკარი, ბ) კრაზანა.

კაზმულობა
ნ. კმაზულობა.

კაიდარანა
მოჴ. ტაფა (ეხლა თითქმის აღარ იციან).

კაკანა
ნ. ცის კაკანა.

კაკაჩუნა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) ცეცხლისაგან კეცის გადმოსაღები მოკაული ხე. „ჩვენ ხოწს ვეტყვით“ (მთ.). ხოწი რკინისაა.

კალ
(1): ჩაკვლა, მიკვლა გადაკვლა (ჯორაკისა და სხვა ცხოველებისა) საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას. 137).

კალ
(2): დავაკალ ჴ. დავაკელ, დააკლა, დააკლო, მიკლავის მიკლია, გადაკლებული ვინც დააკლდა გვარს ან ოჯახს (ჴ. მას.).

კალ-ზალტე
ჴ. ხანჯრის ქარქაშზე შემოვლებული სალტე (უმეტესად ვერცხლისა). ზალტე თ., ჭავლი ფშ.

კალაპოტები
თ., ჩალხნი ჴ. სალუდე ქვაბის გვერდზე ჩაკერებული სპილენძის ფურცლები. ნ. ჩალხი.

კალდამა
მოჴ., ეკალდამა ფშ., ჴ., კალდამაჸი თ. აკლდამა, მიცვალებულის საფლავი, ამოშენებული ქვებით.

კალდიმი
ნ. იარაღები.

კალთა
კალთის მოჭრა ჴ. „რძლის ან გვარეული ქალის გაუპატიურებისა თუ მშობლების ცემის წინააღმდეგ მიმართული ზომა“ (ჩაჩ. 42).

კალთ-თიკვი
ჴ. (<კალთათ თიკვი) ნ. თიკვი.

კალმახა ზოკო
ფშ. (რაზ-ჭყ.) საჭმელი ზოკოა. „დამპალმა წიფელმა იცის, ერთათ რამდენიმე ამოვა და სულ შეიხურხლება ხე. რამდენიმე დღეს გაძლებს. არა მგონია, ამაზე უგემრიელესი სოკო კიდევ იყოს“. კალმახი ზოკო თ. (ალვანში). თუშეთში იციან, მაგრამ თუშეთში არ მოდისო.

კალო
ჴ., ფშ., გუდ., მთ. სახლის მესამე სართული, სადაც ძნას და გასანიავებელ პურს ინახავენ; სახლს ზემოთ, სადაც კალოს ლეწვენ.

კალტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხაჭო“, ფშ. ცხვრის ხაჭო. თ., ჴ. ა) ხაჭო საზოგადოდ; ბ) ნადუღალი (ნ.). კალტი სვლისაც არის და დოვისაც (დოსი): ჴ. ა) სვლისაგან ამოღებული სიმსუქნე, ბ) გამთბარი დოსაგანა ამოღებული ხაჭო. თ. ხაჭო დოსი („დოვისა“).

კამათი
ჴ., კამათა ფშ. ნაირი, მსგავსი, „ჩემ კამათი კაცი ას“ (ჴ.), ტურის კამათი – ტურის მსგავსი.

კამარა
ჴ., ფშ. ის ადგილი, სადაც წარბია ამოსული (ცოტა ზემოთაც).

კამპვა
(რაზ.-ჭყ.) ფშ., მთ. ცხენის კბენა. „მკამპავს უკან მოექეც და მწიხლავს წინაო“ (ანდაზა). ნ. მკბილავი.

კან
(1) ნ. ნაკანები.

კანთიალ, კანთიელ
საკანთიალო გუდ., მთ., საკანთიელო ჴ., ფშ., მოჴ. გასაოცარი, გასაკვირვალი, „საკურველი“ (გუდ.), კარგი (მთ.).

კანთურა
ფშ. ნ. კინთა, ცუნცულა.

კანკეშა
გუდ. ნ. კენკეშა.

კანოლი
ჴ. კანონი (ჴ. მას.).

კანტა-კუნტად
(ყ. 48,6 ქვ.), კანტი-კუნტად მოჴ. აქა-იქ, დრო-და-დრო, იშვიათად. კანტი-კუნტა ფშ., ჴ., თ.

კანტალა
ჴ. შინაური ქურდი (შინ რომ ქურდობდეს), კანტალა ფშ. ქურდი. ცრუ-კანტალაი მთ. ფრანტი. ნ. ჴელ-კატუტაჸი.

კანჩური
ფშ. (ვაჟა, 488,1) კანტური, თავის ქნევა (მიზის ორი კითხვის ნიშანი).

კანძი
მთ., მოჴ., ფშ. ერთი ცხვრის განაპარსი მატყლი, ერთად შეკრული. ნაპარსი თ., ფშ., „ჩვენ ერთ მატყლს ვეტყვით იმას“ (ჴ.).

კანჭი
(1) მოჴ., ფშ., ჴ. კუთხე რომელიმე საგნისა, მაგ., მაგიდისა, ქიმი თ. (ქიმი უფრო კუთხის ნაპირია).

კანჭი
(2) თ. მოხარშული ხორცის ამოსაღები სამ-კაპიანი რკინა.

კანჭულაჸი
თ., ქიჭო გუდ., ქირჭო ჴ. ჩამოსაკიდი კავი.

კაპარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სასმელია. ქართლში ბურახს ეძახიან“. დ. პ. ასე ხსნის: „ხევსურების სასმელია. რუსულ კვასს ჰგავს. აკეთებენ ალაო ფქვილისაგან, რომელსაც აძლევენ საფუარს, ე. ი. ლუდის ქაფს“. ამ ახსნას შეგვიძლია დავურთოთ ა. ყაზბეგის ახსნა: „ქატოსაგან გაკეთებული სასმელი“ (ყ. 124,6 ქვ.), სამარხვო სასმელია მჟავე. ფქვილს ჩაჰყრიან წყალში და აადუღებენ, მერმე ფორს დააყრიან, დააყენებენ და მეორე დღისათვის კარგია. მოჴ. იგივე, შიმჟავე თ. იგივე. ნ. ლამონი. კაპარი ნახსენებია დავით აღმაშენებლის მიერ შიო-მღვიმისთვის მიცემულ სიგელში.

კაპარჭი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფუტკრის საშოვარი, ფეხებით რომ მოაქვს“. ფუტკრის საშოვრიანი ფეხი. ნ. კაბარჭი.

კაპკურა
ზ. ფშ. ჯამი, თეფში (მიზის კითხვის ნიშანი). მიღებულია, ალბათ, ტაბკურასაგან.

კაპორჩხალა
მთ., კაპორჩხინა გუდ., კაჭკაჭი ფშ., ლითონი მოჴ. „ბორბალი კაპორჩხალაზე ბრუნავს“ (მთ.). საკოჭური თ.

კარ-ი
კარის კედი ნ. საგოდელი. კარის შუკუნა მოჴ. ნ. შუკუმი. ომის კარ ჴ. ბრძოლის ველზე; ჯვარის კარ ჴ. ხატის კართან, ხატში (ჴ. მას.).

კარ-კური
თ. ადგილი სახლის გარშემო.

კარადა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შკაფ-კამოდის ყაიდაზე გაკეთებული დგამი“. ორ-თაროიანი შკაფი საჭმელებისთვის (ოთხი კარი აქვს). კარადა ჴ. „საპურე შკაფი, ძველი, ჴევსურული“ (ბეს.).

კარასტე
ჴ. ჩარჩო კარისა.

კარაქის ძირი
ნ. დაძირება.

კარაჩხა
(1), კარჩხა ჴ., კარჩხა, კრჩხა მთ., კირჩხა ფშ., ჩხა, რჩხა თ. კაპებიანი ხე რისამე ჩამოსაკიდებლად.

კარაჩხა
(2) მოჴ., ჴ. (არხ.) ჩიჩილაკი (იციან ქორწილში).

კარახანა
ჴ. (ვაჟა, 105,7 ქვ.) პურის ჭამის შემდეგ პირველად დასალევი ლუდი ან არაყი. ხევსურეთში სმა და ჭამა ერთად არ იციან. ჯერ ჭამენ და მერმე სმენ. ჭამას რომ მორჩებიან, ერთ თასს (ან ყანწს) გამოსცლის თვითეული. აი ეს არის კარახანა.

კარახანა
„მე სადღაც განმარტებაში წავიკითხე (ახლა აღარ მახსომს), კარახანა თასი არისო. არა, კარახანა არ არის ისეთი სიტყვა, რომ ერთი რომელიმე სასმისით აისახოს. სიტყვა კარახანა არის ისეთი სასმისი, რომელიც პურის ჭამის შემდეგ პირველად დაილევა. შეიძლება არაყი იყოს, ან ლუდი, ანდა ორივეც. მხოლოდ ერთზე მეტი არ შეიძლება კარახანად ჩაითვალოს. იმას კი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რით დაილევის – თასი, ყანწი, ჭიქა თუ სხვა რამით. რამდენადაც პურის ჭამასთანაა დაკავშირებული ეს სიტყვა, მინდა, რომ ისიც ავღნიშნა, რომ პურის ჭამა განსაზღვრულ დროში იცოდენ წარსულში“ (სამუკა ფაშქოშისძე ზვიადაურის წერილიდან, რომელიც მივიღე 24.5.1967 წ.). ს. ზვიადაური არდოტელია, წერილის გამოგზავნის დროს მასწავლებელი იყო გომბორში.

კარგუნელა
ფშ. (ჭყ.), ჴ. კარგი, ჴ., პატარა და ლამაზი. „ქალ რა კარგუნელაიო“ (ჴ.).

კართ-ი
ჴ., კარტი მთ. მყესი მუხლის უკან.

კართანა
თ. ეზო.

კართუკენითი, კართუკვენითი
ჴ. ადგილი კარების უკან (ჭერხოშიც და ბოსელშიც, ე. ი. მეორე სართულშიც და პირველშიც). შდრ. კარსუკენა.

კარი-კურად ფშ., მთ., ჴ. „კარი-კურად დადიხარ“.

კარიბჭე, კარიმჭე
მოჴ. ორი დიდი ქვა, თაღად გადმოყვანილი კარის თავზე.

კარის კედი
ჴ. ნ. საგდოლი.

კარკალი
„კაჟი ქვა, ქარწბი, კარკალი / შეუძრავს, შეურყევია“ (რ. ერისთავი, „ივერია“, 1886, № 108). მთიულეთსა და ხევში არ იციან.

კარკაცობა
(<კარგ კაცობა) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გამჩვენეობა“, პირ-მოთნეობა.

კარს მყოფი
ნ. კარს ყოფა.

კარს ყოფა
გუდ., ფშ., ჴ., თ. ბოსელში ყოფნა თვიურის დროს. ნ. ბოსელი (2). კარს მყოფი თვიურიანი ქალი ან დედაკაცი. კარს ნამყოფი ბოსელში ნამყოფი.

კარსე
თ. შუას (ნ.) გვერდზე მიშენებული ოთახი, სადაც უმთავრესად რამე-რუმეებს ინახავენ (იქ ჩვეულებრივ ცეცხლი არ ინთება).

კარსუკენა
მოჴ. შდრ. კართუკენითი.

კარტი
ნ. კართი.

კარტოხა
ჴ., მოჴ. (ყ. 125,12) კარტობილი მთ.კარტოფილი.

კარუზ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მამალი ფუტკარი“. კარუზა ჴ. კარული ნადირი ჴ. გარეული ნადირი (რაც იჭმევა: თხა, ვაცი, ჯიხვი, ირემი, შველი, ფსიტი). ველის ნადირი რაც არ იჭმევა.

კარღალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფარღალალა“ (მე კითხვის ნიშნები მისხედს).

კარში
ჴ. გარეთ. კარშიგით გარიდან (ჴ. მას.).

კარშიკი
ჴ. აბზინდი, ბალთა, რისაც უნდა იყოს, ქარშიკი ა) გუდ. მთ., მოჴ. შუა მოსართავი ცხენისა, მოქსოვილი; მას აბზინდა აქვს შემობმული საპალნისთვის და უნაგირისთვის, ღვედია. ქარშიკი ბ) მთ. კაცის ან ქალის სარტყელი, მოქსოვილია. მოჴ. მოქსოვილი სარტყელი კაცისთვის. ნ. გარსაკრი.

კარჩხა
ჴ., მთ., კირჩხა ფშ. ნ. კარაჩხა.

კასრი
ჴ. მომცრო კოდი (ხის მორი, გულ-ამოთხრილი და ძირ-გამოკერებული), რომელიც ყველისა და ერბოს შესანახად იხმარება.

კასრი
თ. ჭურჭელი, რაშიდაც ცხვარს წველავენ. უფრო მემცხვარეები ხმარობენ. ოჯახში დედაკაცებმა დურკი იციან.

კატათ კვირაჸე
თ. ნ. კიდინის კვირაჸე.

კატაღუა
ფშ. (რაჭ-ჭყ.) „მამლისაგან დედლის მიალერსება დასაპეპლათ“. მართალიაო, მიმიწერია. არ დამენახვის თვალითა / სამაიაში თავისა: / ქალ-ვაჟნი ერთ-ურთს უვლიან, / კატალუასა ჰგავისა (ფშ.).

კატაში
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დამჟავებულ რძეს რომ ხაჭოთ გაათბობენ, იმის ზემოთ მოგდებული ქაფი“. მართალიაო, მიმწერია. ჴ. დამჟავებული სველი რომ თავზე ქაფს მოიგდებს (მაშინ სველი არაფრად ვარგა). „იმას პერს ვეძახით“ (მთ. ).

კატოში
თ. ფიჩხი.

კატუნი
თ., ღადუნი ფშ. გარეული კატა.

კაფია
(არაბ. რითმა) გუდ., მთ., ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. ხელდახელ ნათქვამი ლექსი; გაბაასება, გაუბნება, შემღერება ლექსად; კაფიაობენო, იტყვიან, როცა ერთიმეორეს ელექსებიან. წაუკაფიაებავ ჴ. კაფია წარმოუთქვამს. ზოგის ახსნით, კაფია უფრო მარტო ერთი კაცის ნათქვამ ლექსს ერქმის, რომელშიც რაიმე სენტენციაა გატარებული.

კაღი
ნ. ყაღი.

კაშტე
თ. (გომეწარში) კალტის გასახმობი გოდორი.

კაჩა
ფშ. კაცის ფეხი მთლად, ძროხის უკანა ფეხი (მთლად). კაჩაი მოჴ. უკანა ფეხის ძვალი მუხლს ქვემოთ. ქაჯია მოჴ. წინა ფეხის ძვალი მუხლს ქვემოთ.

კაცობა
ჴ. ხანი მოწიფულობის შემდეგ (ჴ. მას.).

კაცშუაკაცი
ჴ. (კოლექტ. სახელი) მედიატორეები. შაკაცი ჴ. ერთი მედიატორე, შაკაცი მთ., მოჴ., თ. იგივე. მოჴ. მაჭანკალი, შუამავალი.

კაწაი
მოჴ. ბალახია. მისი ძირი იჭმევა. თვითონ ძირსა ჰქვიან კაწაი. გუთანს ამოაქვს ძირები. მაჩიკა (მოჩიკა) ჴ., მაჩიკა თ., ნაჩიკა ფშ.

კაწალბი, კაწარბი
მთ., კრაწალები მოჴ. ბრჭყალები (ცხოველებისა, ფრინველებისა), კაწრები ჴ. იგივე (ფრჩხილზედაც ითქმის); მწკლები ჴ., ფშ., თ. იგივე („ბრჯღალი“ არ იციან მთიულეთში, არც „ბრჭყალი“).

კაწანი
თ., ფშ. ჯაგების ღობე ცხვრის ბინის გარშემო (დაბალი, უსარო).

კაწახი
ფშ., მთ. კაკლის წენგო. ნ. ლეჯა.

კაწიბანა
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მოჩხუბარი, მოუსვენარი. უფრო ბალღზე იტყვიან“. მართალიაო, მიმიწერია. სუმუდამ მყეფარი ძაღლი.

კაწრვა, გაკაწრვა, გამოკაწრვა
ფშ., გუდ., მთ., გაქურდვა. „ისე გაქურდეს, რომ გამოკაწრეს იქაურობა“. ნ. ხრუწვა.

კაჭალა, ენა-კაჭალა
გუდ., ფშ., ჴ. (შატ.) ენა-ტანია, მაბეზღარი, ცუდი ენის პატრონი („კაცს გადაჰკიდებს კაცს“). ენა-მაწიკელა მთ., მოჴ., მეტის-მეტი მოლაპარაკე. ენათ-მზიდავი ჴ., ენა-კაჭალა ჴ. (შატ.) მაბეზღარი. წელღონა თ. იგივე.

კაჭკაჭ-ი
ფშ., ლითონი მოჴ., კაპორჩხალა (ნ.).

კაჭკაჭა
ბალახია. ნ. მელისკუდა.

კახპა
ჴ. (არაბ. კაჰბა). ბოზი; გაკახპება გაბოზება (ჴ. მას.).

კბენჩა
ნ. კმეჭა.

კბილ-სავარცხალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ზღაპრული ქალი, რომელსაც ისეტი კბილები ჰქონდა, ხეებს ცულდივით ჭრიდა“. ბრტყელ- და გრძელ-კბილიანი. კბილ-საორცხალა ჴ. დიდ-კბილიანი (კაცი), თ. იგივე (ზღაპარში). „არეკში კი გამიგონია, ქალი ყოფილა, დედ-მამა და ძმები დაუჭამია“ (მთ.).

კბილვა
მკბილავი ჴ. ნ. კამპვა.

კბილი
ძაღლის კბილა ჴ., თ., სათხილე კბილი მთ. ეშვი (კაცისა). ძაღლის კმილა თ. უკანა კბილი. ნ. თაგვის კბილა, თივის კბილა (თივასთან).

კდინის კვირაჸე
ნ. კიდინის კვირაჸე.

კე
(ნაწილაკი) მთ., მოჴ. ხოლმე. გაიქცევა-კე, უჴდება-კე, წავიდი-კე, მითხრის-კე და სხვ.

კედ-ი, კედები
ფშ., ჴ. ორი ერთი თავში ერთურთზე გადაბმული კეტი ლუდიანი ტომრის ან ცვილის დასაწურავად. კედი თ. მარხილის ლვილი. ნ. დგალა. კედი ჴ., თ. ურდული. კედა მოჴ. (ყ. 506,19) ურდული. კედი ჴ., ფშ., თ., მოჴ. კეტი ნ. შუკუმი, წელთა, საღენჭელი.

კედელი
ჴ., თ. ხის კედელი (ყორე ქვის კედელი).

კედვა
ჴ., ჩაკედვა ჴ. ჩაკეტვა.

კედლის ჩიტა
მოჴ., ჭივჭავი მთ. ბეღურა. ჭიპჭავაი ჴ., ჭიპჭო თ. ნ. საბძლის ჩიტა.

კევნა
მოჴ. ცოხნა. ნაკევარი მოჴ. ნაცოხნი. „ნაკევარი ამაიღა ჴარმა“ (მოჴ.).

კეზი
ჴ. უმთავრესი დირე სახლის შუა ადგილზე, რომელსაც სხვა მომცრო დირეები („ხეები“) აძევს. „კეზ გაგერეკას კერასა“ (ჴ.) წყევლაა. თავხე ფშ., თავხე, თავი ხე მთ., ტანი მოჴ. შდრ. კესი. ნ. ხეები.

კეთება
(1), დაკეთება გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ხორბლის დარკვევა ტაბაკით, ცხრილით ან ჴელ-ვარცლით. სრავალი დააკეთე (მოჴ.). დარიჭნვა თ. იგივე.

კეთება
(2) ჴ., თ. ქარგვა, გაკეთებული ჴ., თ. მოქარგული.

კეთილობს
ჴ., ფშ., ჴარობს მთ., მოჴ., ეჴარების თ. ატეხილია (ფური). მძუნობს მოჴ. (ძაღლი, კატა). ცხოველთა (და ფრინველთა) დამშვიდება კეთილობის შემდგომ მთიულურად: გრილდება, დაგირლდება ცხენი, იჭეკნება ცხენი, ინერბება ცხორი, იბოტება თხა, იპეპლება ქათამი.

კელა
ჴ. კრაზანა. ნ. კრაზანა.

კელაპტარაჸი
თ. დეკის ყვავილი (ჭამენ, მწნილადაც ინახავენ).

კელობს
ფშ., ჴ., თ. ცოტად კოჭლობს. ამასთან უნდა იყოს ეტიმოლოგიურ კავშირში ბაკურჴეველ ხევსურთა მკლე – ფეხით ხაიბარი. ნ. თარყაუშობს.

კემპი
ჴ. მწვეტი კლდე, ცხვირ-წამოწვდილი კლდე, კეპი ჴ. (არხ.), გამოცხვირული, გამოკუზული კლდე.

კენკეშა
ფშ., ჴ., (რაზ.-ჭყ.), კანკეშა გუდ. მცენარეა, იზრდება მთაში, ჭამენ. მთის მცენარეები (ბალახები) მთიულის ჩვენებით: კანკეშა (კენკეშა), დუცი (დუსი, მთ.), ხოზო, ყროლაი, ყოვის პწკალაი, შუპყაი, წიწმატი, დიყი, ვირ-დუცაი, ტიტა, ფხოლის თავაი.

კენტ
დაკენტვა ჴ., დაკეჭნა ფშ. დაჭდევა. ნაკენტი ჴ. ნაჭდევი (ნახე დაღილვაო, მიწერია, მაგრამ სათანადო ბარათი არ აღმომაჩნდა).

კენტი
გუდ., მთ. არა წყვილი. ლუწი თუ კენტი (თამაშობაში) ნ. კენტი. კენტი ჴ. ერთი ძნა. ნ. ჴელი.

კენჩხო
(ვაჟა, „ივერია“, 1886, № 35) თავის სარქველი (მისხედს კითხვის ნიშნები. არ არისო, მიმიწერია).

კენწერი
ფშ. კენწერო, ხის წვერი. კენწერბი მთ. ნ. წიწკი.

კენწლვა, გაკენწლვა
(ყ. 573,1) ოდნავ გაკვრა ტყვიით.

კენწუხი
გუდ., წვეტიანი მთა. შდრ. კინჭუხი.

კენჭ
ნ. ნაკენჭალა.

კენჭ-ი
გაკენჭვა მთ., მოჴ., კენჭების აკრეფა და გადაყრა მოსახნავი ადგილიდან.

კეპი
ნ. კემპი.

კერასი
გუდ. წვრილი სანთელი. მიცვალებულის დამარხვის დროს იხმარება. გამდნარ ცვილში პატრუქს გაავლებენ და, რაც აჰყვება, ის არის.

კერკატ
ნ. ნაკერკატი.

კერკენი
მოჴ. მაგარი მიწა (არც მიწა და აღაც ქვა).

კეს-ი
ფს. შუა სახურავზე ქვეშ გაგდებული დირე. კესი, კესის ჴიდი თ. შუა სახურავზე დატანებული შოლტი, ისარი, კესი, საყუე ფშ.

კესანე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყვავილია; აგრეთვე საალერსო სიტყვა: გენაცვალე“. „ყვავილია“, ამაზე მე კითხვის ნიშნები მისხედს. შენი კესანე ფშ., მთ. (<შენი კვნესა მე?) ბავშვებს მიეალერსებიან.

კეტ-ი
მოჴ., ჴ. კენტი. საპირისპიროა ლუწი, ლუჭყი (ნ.).

კეტ-მალულა
მოჴ. კეკე-მალულობა.

კეტამი
ფშ., ჴ. (შატ.), (ვაჟა, 220,4) მთის წაკიდებული წვერი, მთის წვერი.

კეტრი
ფშ. (რაზ-ჭყ.) „სატკბური მუწუკები თავზე“. კეტრი ჴ., მოჴ. მუწუკი თავზე, „ქაჩლიანსაც ვეტყვით და კეტრიანსაც“ (მოჴ.). კეტრიანი ვაშლი ფშ. „ვაშლს თუ კანზე ჭორფლივით ან მუწუკებივით გაუჩნდა, იმას კეტრიანს ეძახიან“.

კეტრი
ჴ. ქეცი (თმას რომ გააყრევინებს სულ). კეტრი თ. გამხმარი მუწუკი. კეტრიანი ფშ. ქეციანი, თავზე მუწუკებიანი.

კეცეული
ჴ., ფშ. თხელი ქადა (გულად ყველი და ხორცი უძევს). ნ. ცხრეული.

კეწერაჸი, კეწარაჸი
თ., მწყურიელა ჴ. (ნ.).

კეწკერბი
მთ. ნ. წიწკი.

კეჭე
თ. ცოტა მატყლი, მატყლის ნამცეცი.

კეჭნ
(იშვ. კენჭ): დაკეჭნა მთ., მოჴ. კაცი დაჭრა. ნ. ნაჭრევი. დაკეჭნა, დაკენჭნა ფშ. იგივე (მიმიწერია: ფშავლებმა იციან ხევსურების დაცინვისას. ხევსურული არ არის).

კვადი
ნ. ერთკვადი.

კვალ
ჴ., ფშ., მსგავსი, ფერი, ნაირი, ჩემ კვალ კაცი ჴ. ჩემფერი კაცი. ჩემ კოლ კაცი (გუდ.) ნ. კოლ. იმისდა კვალად (ყ. 677,8 ქვ.) იმის მიხედვით.

კვალა
(1) ჴ.: ჩემ კვალა ჴ. ჩემოდენა (ჴ. მას.).

კვალა
(2) ფშ., ჴ., თ. გირკლის თავშესაკვრელი ბაწარი. ნ. გირკალი. ერთ ხევსურს ვჰკითხე: რას ეძახით თქვენ კვალას-მეთქი? ერთბაშად ვერ გაიგო და შემომეკითხა: რაო? იქ იმ დროს იყო ერთი ჴორჴელი კაცი და ჩემ მაგივრად მან უპასუხა: კოლას გეკითხებაო.

კვალთ, კვართ
ფშ., კოლთ მთ., გუდ., მოჴ. აკვალთვა, დაკვალთვა, შამოკვალთვა, აკვართვა, დაკვართვა ჴ. დამკვართვა თ. დაკოლთვა მოჴ. აკაპიწება, და-, შემო-, დაკოტავება (სახელოებისა, შარვლისა). ქისტი ელვის სიწრაფით გადახტა წრეში, ჩოხის კალთები აიკვართნა (ლ. ბალიაური, ბუსკაის მწკალი: „ლიტერ. საქ.“, 20.7,1939).

კვალობა
იმის კვალობაზე (ყ. 858,8 ქვ.) იმისდა გვარად, იმის კოლობაზე გუდ., მთ. იმის ბადლად, იმის მაგივრად.

კვამლი
საკვამი ჴ. ერდო, კვამლის ამოსავალი სახლიდან და სინათლის ჩასავალი სახლში (ჴ. მას.). ნ. საკმისი, საკომი, შუკუმი.

კვარიხი
ფშ. ეხი, გამოქვაბულ კლდე. კორახი გუდ. წამოზიდული კლდე.

კვეთ
ნ. ნაკუწ-ნაკუწად.

კვეთა
ჴ. აკრძალვა. უკვეთ ვუკრძალავ (გათხოვებას გარკვეულ პირზე). კვეთილში ნაჯდომ ქალი, ქმარ-ნაკვეთ ქალი, კვეთილიანი ქალი (ჴ. მას. 134-136).

კვეთილიანი
ფშ., ჴ., თ. (რაჭ.-ჭყ.) „ქალი რომ ქმარს დაიწუნებდა, ფშავლების ადათით ქმარს ვეღარ შეირთავდა და ამაზე იტყოდენ: კველითიანი ქალიაო“. კვეთილიანი ქალი ჴ. ქმარ-გაყრილი ქალი, რომელსაც ქმრისაგან აღკვეთილი აქვს (აკრძალული აქვს) ერთ რომელსამე (ეჭვ-მიტანილ) პირზე გათხოვება (ჴ. მას.). ჴ. თუ ქმარმა „სამწუნობრო“ არ აიღო, შეუძლია კვეთილში ჩასვას, ე. ი. აუკვეთოს გათხოვება. შდრ. მოკვეთილი.

კვეთილობა
გუდ. რისამე აღთქმა ღვთისადმი.

კვენჩა
ნ. კმეჭა.

კვერ-ი
(1) ჩაქუჩი.

კვერ-ი
(2) ხინკალი. არის სამეკვლაო კვერი ჴ., ცხვართ კვერი ჴ. (ჴ. მას.).

კვერცხი
ჴ. (როგორც საწყაო) სტილის მეოთხედი. 4 კვერცხი ერთი სტილია.

კვერცხის საპონი
ხელის საბანი საპონი. ნ. მარანდულის საპონი.

კვეც, კვეწ
ნ. ნაკუწ-ნაკუწად.

კვიმატი
ნ. კუბატი (1).

კვირ
ეკვირება თ. აშტერდება.

კვირაე ჴ.,
კვირაჸე თ. ა) კვირადღე. ბ) „ღვთიშვილია ერთი“ (=კვირია).

კვირიონი
თ., გვირილა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კვირია ფრინველი. იმერეთში ბალახია, რომელსაც რწყილის წამლათ აკეთებენ“.

კვირტი
(1) ჴ., თ., მთ., მოჴ., კვირტა გუდ., მთ., მოჴ., მაჭაჭა, მაჭეჭა ფშ. მეჭეჭი. ნ. მაჭეჭა.

კვირტი
(2) ა) ჴ. ბოლონდელ ჩეჩვაში დამრჩალი მატყლი.ნ. ნაგულა. ბ) თ. „ფეჴების“ (ნ.) ძირების გამოსაქსოვი მსხვილი ძაფი.

კვისტავი
გუდ., მთ., კვიშტავი მოჴ., ჴ., ფშ. ა) მუხლის თავი, მუხლის კვერი, კვიშტავი, მუჴლის ფარდა მოჴ., კუშტავი თ. ბ) ტარზე წამოცმული ქვის რგოლი, კვირისთავი.

კვლავ უფრო
(ყ. 138,8; 313,10 ქვ.), კვლავ უფრო, კვლავ უფრო! (ყ. 520) „ამ სიტყვებით მიმართავენ ხოლმე სანადიროდან დაბრუნებულ მონადირეს“; სხვა დროსაც, როცა კარგ რასმე დაინახავენ (მთ. კლო უფრო!).

კვლევა, დაკვლევა
ფშ. გაშინჯვა. ჩხრეკა მთ. ქალს ნუ ჰკვლევ ჯარობაშია: / ტანზედ ნათხოვი აცვია. / ქალი თუ გინდა ლამაზი, / დაჰკვლიე ქერის მკაშია (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 30). ნადირის კვლევა ნადირის ძებნა.

კვლიავი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახია ერთგვარი და არა ზირა, როგორც ჩუბინაშვილი ჰგონებს, ზირას ფშავში ტყიურას ეძახიან“, კვლიავაჲ მთ., მოჴ. ბალახია, კვლივა ჴ.

კვლივა
ნ. კვლიავი.

კვრენცა
მოჴ. მოწვერვა, ყანის მაღლა მომკა. გაკვრეცა ჴ. „დუქარდით“ გაჭრა. კვრენცა თ. მაკრატლით მოჭრა. აკვრეცა ფშ. მაკრატლით (პატარა მ.) გაჭრა. უბედურო კენცელაო, / ცხოთა ყანის მკვრენცელაო (მოჴ.). კვრეცა: შუაზე გააკვრეცივა ჴ. შუაზე გააჩეხინა (ჴ. მას.).

კიბალი
თ. სამ-კაპი ხე (შეყრილი). მემცხვარეებში თუშის მაგივრობას სწევს. გუდამაყარში სწორედ თუშს ეძახიან კიბალს.

კიბირჭი
ჴ., კიბურჭი ჴ. (უკენაჴო), კიბურჭი, კიპურჭი ფშ., კიბორჭაჸი თ. კლდის პირზე გაყვანილი ვიწრო, ჭყორ-ღორღიანი და ძნელად გასავლელი გზა. ნ. კიბური.

კიბორჭაჸი
თ. ნ. კიბურჭი.

კიბურ-ი
გუდ. კლდეზე ასასვლელი, მიხვეულ-მოხვეული გზა.

კიბურჭი
ნ. კიბირჭი. კიბურჭიანი (რაზ.-ჭყ.) ჴ. „კლდიანი ღადა-ღუდა გზა“.

კიდება
ჴელის მაკიდება ჴ. ფიცში ჩაყოლა; მაიკიდ ჴელს ფიცში ჩაიყოლია მაეკიდებიან ჴელს ჴ. ფიცში ჩაჰყვებიან, ჴელს-მამკიდე ფიცში ჩაყოლილი (ჴ. მას. 138-139).

კიდევაც
მთ. რატომაც არა.

კიდელ-კიდელ
ცის კიდელ-კიდელთ ჴ. ცის ტატნობზე, ჰორიზონტზე, ნ. გიდელ-გიდელ.

კიდვა
მკიდავ ჴ., ფშ., თ., მკიდია მოჴ. მმართებს (ვალი), მეკიდ ჴ. მემართა. ნ. გადი.

კიდინის კვირაჸე (კდინის კვირაჸე), კატათ კვირაჸე, შურის კვირაჸე
(სამივე ერთია) თ. ხორცის აღების კვირიაკის წინა კვირიაკე, შურის კვირა ფშ.

კიდო
ფშ., მოჴ. უბატკნოდ მეწველი ცხვარი, უთიკნოდ მეწველი თხა, უბოჩოლოდ მეწველი ფური (როცა მოუკვდება ბატკანი, თიკანი, ბოჩოლა). „ჩვენ იმას ვეძახით ბერწა ცხორს“ (მთ.), კიდუ ჴ. (შატ.) უდედო ბატკანი (ჰო ასეა!).

კიდობანა კბილი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ. უკანა კბილი.

კიდუ
ჴ. (შატ.) ნ. კიდო.

კილდე
ჴ. კლდე. კილდის ფეჴი ჴ. კლდის ძირი.

კილდონი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფოცხვერი ნადირი“. კილდონი, კინდოლი ფშ., კინდოლი ჴ. „ტურის კამათი არის“ (ჴ.), [ე. ი. ტურის მსგავსიაო], ფოცხვერი. კინდოლაი ხარის სახელია.

კილვა
ფშ., მაკილვა ჴ. ნ. ჩაკრენტვა.

კილო
კილოს მიყვანა ჴ. ბოლომდე მიყვანა. „ქოოდ კილოს მიმიყვანეს“ – ძალიან შემაწუხეს.

კიმო
თ. კუთხე, ყურე. შდრ. ქიმი.

კინაღ
ჴ. კნინღა, კინაღამ (ჴ. მას.).

კინდოლი
ჴ. კილდონი.

კინთ-ი
ფშ. მოთაკილე.

კინთა, კინთულა
ჴ., კანთურა ფშ., კინტულა მთ., მოჴ. „არა, ცუნცულას ვტყვით“ (მთ. მლეთე), კოტნაჸი თ. კნუტი.

კინკრიჟო
ნ. კუტალა.

კინტულა
მოჴ. ნ. კინთა.

კინძ
ნ. საკინძი.

კინწოლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნაპერწკალი, წვეთი“. „ნაპერწკალი“ წამიშლია და დამიწერია: ადუღებული წყლის გადმონასროლი წვეთი. კინწოლ-ი, კინწოლა ჴ. პაწაწინა, პატარა რამე. „ჩვენ კინწოლაიას“ (ბავშვზე). არხოტელი უარყოფს.

კინწრისო (კლდისა)
ყ. 212,4 ფრიალო კლდე.

კინჭლე
ჴ. (შატ.) ნ. კოფა, ჩამა.

კინჭუხი
ტყე ველსა თოვლი ყინულსა, ბრაწი კინჭუხებს შაჰრთვია (ბაჩ., „დროება“, 1885, № 181).

კიპურჭი
ნ. კიბირჭი.

კირკ
ნაკირკალა ფშ. ცხვრის ტყავის გამოუსადეგარი ნაჭერი. ნაკერკატი გუდ., ნაკერკატალი ჴ., ნაკენჭალა მთ., მოჴ.

კირკალი
მთ., გუდ., მოჴ. ნ. გირკალი.

კირკენაჸი
თ. ნ. კირკინა.

კირკილი
მოჴ. კრკილი.

კირკინა
ფშ., კირკენაჸი თ. კრიკინა, ზღვამლი, გარეული ვაზი.

კირკიტა
მოჴ. ფრინველია.

კირჩხა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კაჩხა“ გუდ., კარჩხა მთ., ჴ., კარაჩხა მოჴ., რჩხა, ჩხა თ. ჩამოსაკიდი, ტოტებიანი ბოძი, რომელზედაც ხარიხო გაიდება. „წუხელ, ძმისავ, კარგი სიზმარი რომ ვნახე, ტყავს რასმე გავზილავდი, ლეშს რასამ ვკიდებდი კირჩხაზე (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 34). კარჩხა, კრჩხა მთ. შდრ. ჯღრდე.

კირცხვა
ნ. გაკირცხვა.

კირცხილი
ფშ. ქრცხილა, რცხილა.

კირძა
ქ. ფშ., კენკეშა (ქვ. ფშ.).

კირწლა
ნ. კიწლა.

კირწყილი
მთ., გუდ. რწყილი. ნ. გირწყილი.

კისა
ჴ. ა) ვერძის ყვერისაგან გაკეთებული საბურნუთე. ბ) penis.

კისერ-დაზარნიშული (თოფი)
ნ. ყელ-ჭრელი.

კისრის ჴვაფი
თ., კისრისი ჴოფი მოჴ. ნ. ტილთ ჴოფაი.

კიტი
მოჴ., რიკი თ. ჩილიკი, რიკი, ჴმალ-კიტობაში (ე. ი. ჩილიკაობაში) სახმარი რიკი (კიტი მოკლე ჯოხია, ჴმალი – გრძელი). ნ. ჴმალ-ჯოხაობა.

კიტრა
ჴ., კიტრანაი მთ., კიტრი-კობალა მოჴ. ბალახია, მისი ნაყოფი მეტად წვრილია და კიტრსა ჰგავს. ჭამენ.

კიტრინი
მთ. ქაჩალი, მელოტი, თანაც მუწუკებიანი ნ. კეტრი. შდრ. ბუგრიანი.

კიცვი
ჴ. კვიცი (ჴ. მას.).

კიცხვა, დაკიცხვა
ნ. გაზველვა.

კიწაწი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კეწეწი, ჩინჩხვარი“, გამხმარი ნეკერი. კიწეწი, წიწკარი ფშ. ტოტი წვერი.

კიწეწი
ნ. კიწაწი.

კიწვი
ჴ. წვივი, მუხლის ძვალი (უფრო საქონლისა). შდრ. წიკვი.

კიწლ-ი
ჴ., კიწლა ფშ., გუდ., ჯარაზე გამოძახული ძაფი, სანამ ამოიხვეოდეს (გადაიხვევა). კირწლა მთ. რაც გაძახვის დროს ბეწვი გასცვივა („ხარჯი“).

კიწოწი
ჴ. წვრილ ხელ-ფეხიანი.

კლდე
კლდის თბე ჴ. ნ. თბე. კლდის თხა ჴ. კლდის თხა სხვაა კიდევ, ვიდრე ფსიტი და ჯიჴვი.

კლდე-კინჭუხიანი
სამშობლო (ბაჩ. „დროება“, 1885, № 187). შდრ. კენწუხი. კინჭუხი ფშ., ჴ. ფხვიერი კლდე (იშლება), სადაც კაცს გავლა შეუძლია; სადაც ფეხი მოეკიდება (მოსხმული აქვს ქვები და არ არის მთლიანი). ნ. კუნჭუხი.

კლიტე
ჴ. ნ. სასხლეტი.

კლოვ, კლო, კლო
ჴ. კვლავ; შემდეგში, მომავალში. კლო მთ., მოჴ. გაისად. კლო-კლო ხელმეორედ.

კლო უფრო
მთ. ნ. კვლავ უფრო.

კმაზულობა
შეკმაზულობა, მართულობა ჴ., კმაზულობა, შაკმაზულობა გუდ., შეკაზმულობა ფშ., საკმაზულობა ფშ., აკმაზულობა თ. ცხენი მორთულობა. კმაზულობა მოაყრევიე (გუდ.) – მორთულობა მოჰხადე.

კმენჩა
მოჴ. ნ. კბენჩა, კვენჩა.

კმილი
თ. კბილი.

კობიჭა
თ. ნ. კომიჭა.

კობოხინი
ნ. კოპოხინი.

კობრჩხილაი
მთ. (მლეთე) ნ. ყოვის მჩხილაი.

კოდ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დიდი კასრის მასგავსად ამოხვრეტილი ხე“, ჭურჭელი პურის ჩასაყრელად. კოდი გუდ. საწყაო, დაახლოებით სამი ფუთი. კოდი ჴ. გულამოღებული ხის მორი, რომელსაც, თუ ძირი აქვს, შინ იხმარება ჭურჭლად (მაგ., პურის ჩასაყრელად), ხოლო უძიროს წყაროზე ჩასდგმენ, რომ შიგ წყალი დაგუბდეს, როდესაც წყალი ცოტა ამოდის მიწიდან (ჴ. მას.). ნ. შემდგომი სიტყვა.

კოდვა
ფუტკარმა მიკოდა გუდ. ფუტკარმა მიჩხვლიტა.

კოდის წყალი
ჴ., კოდაის წყალი მთ. თუ წყალი ბლომად არ ამოდის მიწიდან რომ სოფლის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, გულ-ამოღებულ ხის მორს ჩასდგმენ, რომ შიგ წყალი დაგუბდეს. კოდის წყალი თ. ჩამდგარი კოდიდან ამომდინარე წყალი.

კოვზი
ბაყაყის კოვზა მთ. (ჴადა), კოვზის ტარა მთ. (მლეთე), ერწო, გუდ. თავკომბალა. ნ. კუდურა.

კოვში
ჴ. ნ. კოში.

კოზი
მოჴ., ჴ., თ., კოზი ფშ. კოვზი.

კოკვ ნ. შეკოკვება.

კოკობზიკა
თ. პატარა უბრალო ბზრიალა. ნ. ქაბუზვაჸი.

კოკოშაი
ჴ. ვერცხლის ხრიკა (კოპე) არაყისა და ლუდის ამოსაღებად. გუდ., მთ., მოჴ. მწარე გოგრისაგან გაკეთებული ხრიკა (კოპე) წყლის ამოსაღებად. კოკოშა თ. (ალვანში) მწარე გოგრა წყლის ჭურჭლად სახმარებელი.

კოლ
ჩემ კოლ კაცი გუდ. ჩემისთანა კაცი. ნ. კვალ.

კოლა
ნ. კვალა.

კოლთ
გუდ., მთ., ნ. კვალთ.

კოლობა
გუდ., მთ., კვალობა. იმის კოლობაზე ნ. კვალობა.

კოლტება
აკოლტება (ავაკოლტებთ) მოჴ. აგროვება. შაკოლტება გუდ. შეგროვება, შექუჩება; „რო შაიყრებიან, შაკოლტდენო“ (გუდ.).

კოლტობა
ვკოლტობთ ჴ. გაჭირებით ვცხოვრობთ (სხვა ფორმები თითქო არ იხმარება).

კომახი
ფშ. ნ. კოპოხინი.

კომბული
ჴ. ქვამარილი.

კომიჭა
ფშ., კობიჭა თ. გუნდა (თოვლისა, მიწისა), ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გოროხი“. კომიჭა, კორკომიჭა ჴ. შეკრული ფქვილი ცომში.

კომლ-შესული
ნ. შემკმარი.

კონკი
ფშ., გუდ., მთ. ტანისამოსი (და არა იმ გაგებით, როგორც სხვაგან, ე. ი. არა დახეული ტანისამოსი). კონკები არა მაქვს, კონკები უნდა დავირეცხო. კონკის ძველი გუდ., ძველი ტანისამოსი. კონკი მთ., მოჴ., ფშ. ძველმანი.

კონტა
ჴ. (ბაკურციხე) ნ. ისკორტა.

კონჩხა, კონჩხო
ფშ., ჴ. მეცხვარის წყლის სასმისი, ყურიანი, ხისა (მეცხვარეს იგი წელზე ჰკიდია). მათარა ტყავისა არის. კოჩხო თ. ა) მეცხვარის წელზე შესაკიდი წყლის სასმისი, ყურიანი, ბ) ქაფჩა (ტარიანი).

კონჩხულა, კონჩხულაჸი
თ. პატარა ყველის კვერი (ძროხისა), კუშკანა ჴ., მოჴ. კონჩხულა ძროხისა არის მხოლოდ, ცხვრისას დიდ ყველს აკეთებენ.

კონწოლი, კოწოლი
ნ. წკინტოლი.

კოპ-ი
ფშ., თ. ქალამნის ამოსასხამი თასმა. „კოპი ეწოდება ტყავის წვრილ ზონარს, რომლითაც ქალამანი ისხმება“ (ჩაჩ. 23).

კოპალა
„ხატია“ ხევსურებისა და ფშავლებისა. მისი ეპითეტია „ბერი“.

კოპოხინი, კობოხინი
ჴ., ჴომი თ., კომახი ფშ. ქულს ზემოთ აქეთ-იქით ამობერილი ძვალი, კოჭი.

კოჟრიანი
ნ. ლიჟრიანი.

კორ-ი
მოჴ. ხის ბურთი, კორ-ჯოხობაში სახმარი. კორ-ჯოხობა მოჴ. თამაშობაა. ერთი პარტია შეაჯდება მეორეს („დედა“ დედას და „ამხანაგი“ ამხანაგს). დედა დაიჭერს კორს და გარას (ჯოხს) გაჰკრავს. სადაც კორი დავარდება, იქ უნდა მიარბენინონ „ცხენებმა“. შემდეგ გარა უნდა ესროლოს „ცხენზეით“ კორს და გააგოროს. თუ ააცდინა დედამ, „შვილი“ გაჰკრავს და გააგორებს. თუ ყველამ ააცდინა, „ცხენები“ „მჴედრებად“ გადაიქცევიან და „მჴედრები“ „ცხენებად“.

კორა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თოფის გასახედი სანიშნებელი. საბა ამბობს ბარის სატერფულიაო“. გასანიშნავი მოჴ., კორა ჴ., კორამი ჴ. (შატ.).

კორამი
ნ. კორა.

კორაქი
(ერწო) უღლის შუა ადგილზე ჩარჭობილი ორი მოკლე ჯოხი.

კორახი
გუდ., ნ. კვარიხი.

კორკომიჭა
ჴ. ნ. კომიჭა.

კორკოტა
ჴ., თ. სეტყვა. შდრ. ხორხოშა.

კორნე
ჴ. (შატ.) დაწნული აკვანი (პირველად იმაში აწვენენ ბავშვს). კორნილა ფშ. აკვანი (მისხედს კითხვის ნიშნები. ალბათ, სადაც შევამოწმე, იქ არ იცოდნენ).

კორსალა
თ. კოდალა. ნ. ყოდალაი.

კორუმი
თ. პატარა ტყე, განცალკევებით მდგომი. ფშ. (ბაჩ. „დროება“, 20) ერთად შეყრილი რამ.

კოტი
ჴ. შვეული, отвесный.

კოტნაჸი
თ., კინთა ჴ., კანთურა ფშ. კნუტი, ცინტალი. ნ. ცინცულა.

კოტორი
თ. ქადა.

კოფა
ჴ., ტაგანა მოჴ., კინჭლე ჴ. (შატ.). ნ. ჩასმა.

კოღო
მთ. (ჴადა) ბუზია ერთნაირი, რომელიც მწარედ ჰკბენს ცხენს, მოჴ. თითქო იგივეა. კარგად ვერ ამიხსნეს. კოღო მთ. (მლეთე) იგივე, რაც სალიტ. ენაში.

კოში
(1) ჴ., ფშ. ნ. თუშურა, ქოშაი, ყოში.

კოში
(2) ჩამჩა, ლუდის ამოსაღები (ტარიანი). „დიდი სალუდე თასია“ (ბეს.). „სალუდე ჯამი რვლისა“ (ბეს.), „რვლის დიდი თასი; ვინც რამე სახელს იზამს ჴევსურეთში. ეს კოვშს დიდი მნიშვნელობა აქვს“ (ბეს.).

კოშკი
მოჴ. სათიბში ქვა ქვაზე შეწყობილი (ნიშანია იმისი, რომ არავინ მოაძოვოს). სათიბის ნაპირში დგამენ. ლიგანა, ციხია ჴ. (არხ.), ლიგანა, კოშკი ჴ., სარყი მოჴ., სარყე ფშ. დასობილი გაყვლეფილი ჯოხია იმავე მიზნისთვის.

კოშრი
ფშ. (რაზ-ჭყ.) „მურკლი, წყლისგან შეკუმშული ფქვილი“, კომიჭა ჴ., კორკომიჭა ჴ. (შატ.).

კოჩა
ჴ. (შატ.) ნ. კუნტულა.

კოჩხო
თ. ჩამჩა (კოჩხო ტარიანიც არის და უტაროც (უტარო მეცხვარისა არის). ჩამჩას ხევსურეთში ქიტი ჰქვიან.

კოწლვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. „ძალიან რო დუღს (წყალი)“, კოწლობს თ. ძალიან დუღს. ნ. შემდგომი სიტყვა.

კოწოლი
(1) ფშ. ადუღებული წყალი რომ ისვრის შხეფს. წკინტოლი ფშ., კოწოლი ჴ. ადუღებული წყლის მიერ ამონასროლი წვეთი. ნაწკინტოლი გუდ., წინწალი მთ. (წინწალი მოჴ. ნაპერწკალი). ნ. წკინტოლი.

კოწოლი
(2) თ. დალალი, ნაწნავი.

კოჭ-ი
ჴ., ფშ., თ. ქუსლი. ნ. თოლკოჭი, თხუსი, წისქვილი.

კოჭა
ნ. თხუსი.

კოჭაობა
ჴ.: ბედნი (მხ. ბედი) ამხანაგები კოჭაობაში ან სხვა თამაშობაში (ორი ერთ მხარეზე იყოს და ორი მეორეზე). ჟანტა-მშრალა კენჭის ყრა (ორს შუა), ფერი კაი გვერდი, ჭიტი ამოთხრილი გვერდი, ზიქა თხელი გვერდი. ჩამიდგი კოჭი მასესხე. მავსწუყე, მავიწუყე მოვიგე. ჯილაზე გასვლა თავნზე ყოფნა, ფრედ თამაში.

კოჭაული
მთ. „კოჭაულს ვტყვით, ცხრა ძნაა შიგ“ (მთ.), ნ. წერი.

კოჭვა
ნ. დაკოჭვა.

კოჭობ-ი
(1) გუდ., მთ., მოჴ. სპილენძისგან (ან თიჴისგან) ერბოსთვის გაკეთებული ყურიან-ყელიან-ჭოჭიანი ჭურჭელი, პატარა, თუნგივით მოყვანილი.

კოჭობ-ი
(2) ჴ. ვერცხლის თასი, მაღალი. „კოჭობი არის ვერცხლის თასი ლუდის სასმელი“ (ბეს.).

კოჭობა
ფშ., გუდ., მთ. მინდვრის სოკო, ნ. ზოკო.

კოხი
(1) ფშ., მთ., მოჴ. გურჩი, ფილთაქვა, მრგვალი ქვა, „მირგოლი ქვა“ (გუდ.), „გურგალი ქვა“ (მთ.), მოჴ. იგივე და ქვა საზოგადოდ. ჴ. ქვა, რასაც ხელით აიღებს კაცი. ნ. ფილთაკოხი.

კოხი
(2) თ. წიხლი. დაკოხვა თ. დაწიხლვა.

კოხი
(3) ჴ. მკვახე.

კოხმიჯი
ფშ. ნ. კოხუჯი.

კოხუჯი
გუდ., მთ., მოჴ. ქალამანი, კოხმიჯი, კოხმინჯი ზ. ფშ. სიტყვა გამოსულია ხმარებიდან: კოხმიჯნი ჩაიცვენ, შვილო, გამიგონავ ბებრისაგან“ (ფშ.). კოხუჯი მოჴევეებმა იციანო (მთ.), „ჩვენ ქალბანს ვეძახით“ (ჴ.). კოხუჯს ხევში ზემოდან არა აქვს რა და წმინდა მოჩანს. მხოლოდ ძირი აქვს და ზედაპირი – არა. თასმებით არის გადაკრული. ნ. ბანდული, ჴუნჩა.

კრაველი
ჴ., მოჴ., თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბატკნის განაკრეჭი მატყლი. მატყლს სამნაირად ჰყოფენ

კრაზანა
(1) შდრ. კაზარა.

კრაზანა
(2) თ. ბალახია. ცხვარმა რომ ჭამოს, მატყლი გასცვივა ტანზე, ზოგი მოკვდება კიდეცო.

კრაწალები
მოჴ. ნ. კაწარები, მწკლები.

კრაჭუნა
თ., რეტ-რეტა ჴ., კუტ-რეტა ფშ. ცხვრის ავადმყოფობაა: უცბად კლავს ცხვარს. (ცხვარს) კბილების კრაჭუნი აქვს და იმიტომ დორბლსა ჰყრის პირიდან.

კრეფა
(1) (კრეფ-კრიფ), ყ. 674,5 დაწევა. მიწევა.

კრეფა
(2) ჴ. თივის მოხვეტა ფოცხით. „საკრეფლა მივალი“ (ჴ. შატ.) ნ. საკრეფელი.

კრიჭა
ნ. ნაჭლიკა.

კრკო
ნ. კურკო.

კროჭი
თ. პატარა ყუთი ხისა, სახურავიანი. კროჭაი ჴ. დიდი ტაგრუცი, კიდობანი.

კრუმა
ფშ., ტრუპკა ჴ., ფშ. წიწიბურა.

კრუტი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. (არხ.), ფშ., თ. (თუშეთში იშვიათად, ჩვეულებრივ კრუხი იხმარება) კრუხი. მოკრუტება მოკრუხება. შენი და კვერცხად აქცია, / მენამც ზედ მომაკრუტაო (ფშ.).

კრჩხა
მთ. ნ. კირჩხა, ჯღრდე.

კუა
თ. კუ.

კუაი
მოჴ., ბელი ჴ., მოჴ. (იშვ.), მძღრენი მოჴ. განავალი. კუაი ჴ. კუილი (ბავშვისა).

კუბატი
(1) თ. კვიმატი, მარცხიანი დღე.

კუბატი
(2) ჴ. პატარა ქადის კვერი, კუტაპი მოჴ. სამარხვო ხინკალი (შიგ კარტოფილი იქნება ან სხვ.).

კუდ-ბეჭედა
თ. ნ. კუდოვანი.

კუდ-ი
სამხრის კუდი ფშ. ჭამა სამხარსა და ვახშამს შუა. სამხართ უკენა მთ. „სამხრის კუდი არა და ვაჴშმის კუდი გამიგონია“. ნემსის კუდი გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. ნემსს რომ ძაფი შერჩება კერვისა ან ქსოვის შემდეგ.

კუდ-ჯიჯიტაი
მოჴ. კუდ-მოხვეული. ჯიჯიტაი ჴ., ფშ. რკალი რამ (სათამაშოდ).

კუდიან-ი
ჴ. ავ სულად წარმოდგენილი არსება, რომელიც კუდიანთ ღამეს ტილს და რწყილს გადააშლის თავზე მესმიანებს და იტყვის, ვინ რისგან მოკვდება სოფელში (ჴ. მას. 149-151)

კუდიანთ კაზარა
გუდ., მთ., კელა ჴ., ფშ., კრაზანა, ბზიკი. ნ. კაზარა.

კუდიანთ წუხრა
ჴ. დიდ მარხვის უკანა კვირის ოთხშაბათ ღამეს სახლის პატრონი ნახშირს მოაყრის ყოველგვარ საგანს სახლში (ტანისამოსს, იარაღს, ლოგინს და სხვ.) კუდიანთაგან დასაცავად (ჴ. მას. 149-150).

კუდო
ნ. წერწა.

კუდოვანი
ჴ. ბოლო-თეთრი ძერა (ტანი შავი აქვს. თუ ტანიც თეთრი აქვს, მაშინ ორბს ეძახიან). კუდ-ბეჭედა თ., ფშ.

კუდურა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) თავკომბალა. სანსალა მოჴ., სამსალა ჴ. (შატ.), ბუთუთა ჴ., ბაყაყის კოვზა მთ., სასალაჸი, სალსალაჸი თ.

კუზურაჸი
თ. ეს მეტაჸ კუზურაჸი არს თ. – ამან ბევრი სატნის (ყველის) მიჭმევა იცის. აკუზურაჸებ ატან, აჴდურებ. უდერაჸს ნუ აკუზურაჸებ თ. – ბევრს ნუ ატან.

კუთ-კუთად
ქუჩად: კუთ-კუთად ჩამოწვა ნისლი (ყ. 480,1). შაკუთება ჴ. (სისხლზე).

კუთი
მთ., მოჴ., თ. წვივის უკანა (რბილი) ნაწილი.

კუთხი
ჴ. კუთხე. ზენ-უბან ციხე დაიქცა, კუთხი გამასქდა ქვისაო (ჴ.).

კუკი
თ., კუტნი ჴ. cunnus ნ. კუტნი, ზუტი.

კუკუხო
მოჴ. ნ. კუნკუხო.

კულა
(1) მოჴ. ხშირად ხმარობენ დედაკაცები: კარგი-ღა, ჩე, კულა! სუ-ღა, კულა ჩე! თავად წავა კულა. მაიტა-ღა, კულა ჩე! კარგი-ღა ბეჩა კულა.

კულა
(2) ჴ., მოჴ., ფშ., გუდ. „სახლში ბოძივით აშენებული ქვისა, რომელიც იმაგრებს სახლს“ (ბეს.). ქვებისაგან აშენებული კედელი, ბოძის მაგიერ ამოყვანილი. მთ. ქვით აშენებული ბოძი (არშინ-ნახევარი იქნება ირგვლივ). კულო ჴ. (შატ.) ოთხკუთხი ბურჯი. შდრ. ლიკვი (2).

კულაჸი
თ., კლოვ ჴ., ფშ. გაისად.

კულო
ჴ. ნ. კულა (2).

კულუხი
მთ., ფშ., მოჴ., ჴ. ღვინის ღალა ხატისთვის. ხატებს წინათ მამულები ჰქონდათ ბარში. კულუხი საზოგადოდ ღალა არის, უფრო კი სასმელებისას ჰქვია. ნ. მათარა (2).

კუმეტი
ჴ. ახალწლის მეორე დღე, 2 იანვარი. ნ. წელწადი.

კუმპაი
მოჴ. ძროხის ნეხვი ახალი. დაკუმპა მოჴ. კუმპა დააგდო, მოსკორა. სკორე ჴ., თ.

კუნელი
(1) ჴ., ჴრილი ჴ. მტვერი. კუნელი ფშ. კორიანტელი, ქარით აყენებული მტვერი ან თოვლი.

კუნელი
(2) თ. ორთქლი. ნ. ონჩარი.

კუნკ
იკუნკება მოჴ. ნ. წამოყუნტვა.

კუნკუხო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „იგივე კუკუხო, უკანანი“. კუნკუხონი, კუკუხონი ფშ. გავა (?). კუკუხო მოჴ. საჯდომი ძვალი მეჯების ქვემოთ.

კუნტულა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უკუდო“, კუდ-მოკლე (ცხვარი); მოკლე-ტანისამოსიანი. მოჴ., თ. უდუმო ცხვარი, მცირე დუმიანი; ცხვარი, რომელსაც დუმა არ აჩნია. კოჩა ჴ. (შატ.), დუმა-კუნტა ჴ.

კუნძი
მთ. (ჴადა) კერაზე ქვემოდან ცეცხლის მისადები ხე. ნ. ძელი.

კუნჭუხი
ჴ., თ. წვეტიანი კლდე. ნ. კინჭუხი.

კუპრი: ქალ-კუპრო, ბიჭ-კუპრო
გუდ., მთ., მოჴ. წყევლაა. ნ. შავი.

კურ-ცეცხლა
ჴ. ნ. ყურ-ცეცხლა.

კურატი
ფშ., მთ., კურეტი ჴ. ხატისად შეწირული ხარი, რომელიც არ დაიკოდება და არც უღელში გაიბმის. დაუკოდავი ხარი („მოზვერი“ ბეს.), ხატის დასაკლავად განკუთვნილი.

კურკლი
ჴ. ნ. დრემლა.

კურკო
ფშ., თ. გირკო ჴ. რკო.

კურუმი
ფშ. ნ. კორუმი.

კურხალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ორთქლი“, კურხელი ჴ. კურხელი ჴ. ნ. კურხალი.

კუს-ი
(ჭყ.) ჴ. ყველის კვერი. კუს-ერბო ჴ. ერბო ყველი. კუსი თ. ახლად ამოღებული ყველი უმარილო.

კუსება
გავრცელებულია აზრი (ა. ზისერმანსაც მოჰყავს იგი „კავკაზში“ 1851 წ.) თითქოს ხევსური ჭერხოდან ჩასძახებდეს თავის დიაცს: კუს თუ გეკუსებისაო? დიაცი თითქო უპასუხებდეს: მეკუსებისაო, ან მეჴსენ, მეძინებისაო, მეხიმც გედღლიშებისაო! მაგრამ დამარწმუნეს, რომ სულ ტყუილიაო. ასეთი სიტყვები არ არსებობს ხევსურეთში (არ არსებობს არც მეხი). საჯამბარაოდ რომ მიდიან ხევსურები ბარში (ჭაპნის დასაწნელად), მართალია, მაშინ ეუბნებიან ბარელებს (ან ვისაც შეხვდებიან) ეგრე ვიცითო, მაგრამ ხუმრობითო (ნ. მაინც კუსკუსობა).

კუსკანა
ნ. კუშკანა.

კუსკუსა
ნ. კუსკუსელა, დათვის ქაჩქაჩა.

კუსკუსელა, კუსუსა
მოჴ. გუდა-ფშუკა, დათვის ქაჩქაჩა, ყოვის საჩუარა მთ., ყვავთ კუსა ჴ., მყვართ კუსაი ჴ., მყორთ კუსაი (ჰო, ასეა) ჴ. (არხ.), ყვავთ ყველი თ. სანამ პატარაა, გაიზრდება, გაშავდება და საცუარა თ. (დიდი), ყოვთ საცუარა ფშ., კუსკუსელა (ან კუსუსა) პატარაა, რომ გაიზრდება – დათვის ქაჩქაჩა.

კუსკუსობა
ჴ. „ქალი და ნეფე იმ ღამეს ერთუცს მიუცოცდებიან, კუსკუსობას დაიწყებენ“ (ჴ. მას. 133,7).

კუტ-ეკალა
ფშ. ბურბუშელა თ. ბალახია შირაქში.

კუტ-ი, კუტნ-ი
ჴ. Cunnus, pudenda mulieris, ორივე ბაგე vaginae. ზუტი თ.; „დიაცმ თუ გაგვაჯავრ, «დაგეწვნეს კუტნიო» ვეტყვით“ (ჴ.). კუკი თ. იგივე.

კუტ-რეტა
მოჴ., ფშ., რეტ-რეტა გუდ. ნ. კრაჭუნა.

კუტალა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „კინკრიჟო“. კითხვის ნიშნები მისხედს. არ იციანო, მიმიწერია. ზემო ფშავლებმა იციანო, გომეწრელმა მითხრა.

კუტაპი
მოჴ. ნ. კუბატი (2).

კუტუ, ყუტუ
თ. ლაგინა (ლაგინას გურიაში პატარა საწყლე დოქს ეძახიან თუჯისას).

კუშკანა
მოჴ. (<კუსკანა?) პატარა ყველის კვერი; კონჩხულა თ.

კუშტავი
თ. ნ. კვისტავი.

კუწ (კვეწ), კვეთ, კვეც
ნ. ნაკუწ-ნაკუწად.

კუჭ-ი
(1) გუდ., თავ-ქუდი მთ., ქუჩალა (<ქუდ-ჩალა?) ფშ., ჴ. მოწვერილ თივაზე დასაფარები (ისევ თივისა), რომ წვიმა არ ჩაუვიდეს.

კუჭ-ი
(2) ჴ. ქუდის თავი (უბეწვო), კუჭულაჸი თ.

კუჭ-ი
(3), მრ. კუჭები გუდ., მთ., მოჴ. ჩოხის ნაოჭის თავები. ნ. გუჯასტა.

კუჭალი
ფშ. ა) ბატი-ბუტი, ბატილი, დახლილი სიმინდი, ბიჭონი ჴ.; ბ) ოთხკუთხი ქადა.

კუჭეჭი
ნ. ჩიჩქი.

კუჭმაჭები
ყ. 274,19 შიგნეულობა საქონლისა. კუჭმეჭები მოჴ. თირკმლები. კუჭმეჭა ჴ. ჩიჩაყვი (ფრინვლისა).

კუჭოი
თ. ხბო, სანამ ძუძუს აბია. ნ. მზორაი.

კუჭულა
ჴ. ქოჩორი. კუჭულა მოჴ. შეკრული ბალახი ქალამნებში ჩასაგებად. კუჭულა თ. გადაყრილი ნაგავი.

კუჭურაჸი
თ. ჯვარ-დაწერილი დედაკაცის თავზე სატარები ჩიხტა-კოპის მსგავსი.

ლაბე
(ჴანდოში), მთიულის სიტყვით): „აქ სათარს ვეტყვით“ (მთ.).

ლაბიერი
ფშ. კედლებში დატანებული კოჭებს შუა ლამ-კირით ამოვსებული ადგილი.

ლაგამი
(სპ.): საჴორჴე ლაგამი მთ. პირში ამოსადები რკინიანი აღვირი. ნ. ალაჴი (1). მარჴილის ლაგამი მთ. თივისა და მარხილის შესაჩერებელი მუხრუჭი. ლაგმვა, დალაგმვა ჴ., თ. შეჩერება, დამორჩილება: „მიწრიელ დაულაგმიდი“ ჴ.

ლავაშ-ი
ლაში, ლაოში მოჴ. ლავაში, თხლად გამომცხვარი პური. „ბებრის ქელეხში ქერის ლავაშიც კარგიაო“ (ანდაზა).

ლავაშა
(1) ფშ., ტყლაპა ფშ. ნ. ბოყოჭა.

ლავაშა
(2) გუდ. ბალახია.

ლავაშა
(3) ფშ., მთ. გიჟი ცხენის დაჭედვის დროს დასაწყნარებლად ყურზე ან ჩიჩვირზე თოკ-გამობმული ირმის რქა ან ხე.

ლავი
ჴ. რაღაც საბედისწერო სიტყვაა, რომლითაც მაძახურა თითქო კაცს სწყევდეს (ჴ. მას.).

ლათბა
ჴ. გრძელი და დიდი გეჯა. ხმარობენ უმეტესად ხატებში ლუდისთვის. ლახტბა, ლახტმა თ. (ბევრმა არ იცის) სალუდე გეჯა. ლათვე, ლათბე ჴორ., გუდ. წყალზე დადგმული გეჯა საქონლისთვის. ნ. ისარნა.

ლაკანტური
ჴ. ლუყი, ენა-მოჩლექილი, ჩლიქი. ლაკანტურობით ცნობილიაო ხევსურეთში ორი სოფელი: ხორნაულთა და ჭიმღა. მაგალითები ჭიმღიდან: დალაი (დანაი), კოლაი (კონაი), ლას ამბობ შელა (რას ამბობ შენა), მაცვი (მაჩვი) და სხვ.

ლალვა
წალალვა ჴ. წარგზავნა, გაგზავნა; წამალალვა ჴ. გამოგზავნა; გადალალეს ჴ. გადარეკეს. ელალე თ. გარეკე (საქონელი).

ლამ-კირი
მოჴ. ბათქაში.

ლამაზ
მოჴ. მშვენივრად. ლამაზ ვიცი ჴ. მშვენივრად ვიცი.

ლამინი
ჴ.: არ ულამინებს არ უწონებს, არ ურჩევს.

ლამონი
ფშ. ფორის ტკბილი წვენი, ლამო გუდ.; დამჟავდება და კაპარია.

ლამპარი
ჴ. შუა ზამთარი, დაახლოებით იანვრის ბოლო რიცხვები („ზამთარ რო გასწორდების“). ლამპრობა ჴ. ნ. ივ. ჯავახიშვილი, ქართვ. ერის ისტორია, წ. I, 1908, გვ. 109. კ. კეკელიძე.

ლამპარია
გუდ., მთ. დიდ ოთხშაბათს ცეცხლი უნდა დაანთონ (ლიხისა), გადაფრინდებიან ზედ და იტყვიან: „რი კუდიანთასაო“. ამპარია მოჴ., ლომპორია ფშ. დიდი ცეცხლი.

ლამპარიობა
გუდ. ცეცხლის დანთება ნათლისღების წინა დღეს. ლამპორიობა მთ. დიდ ხუთშაბათს დანთებული ცეცხლი. ლომპორია ფშ. დიდ ოთხშაბათს დანთებული ცეცხლი. ამპარიობა (ჰო აგრე!) მოჴ. ჭია-კოკონა (31 იანვარს დაანთებენ ცეცხლს). „ლამპრობა“, როგორც საეკლესიო დღესასწაული, მოდიოდა მირქმის დღეს. ე. ი. 2 თებერვალს ძველი სტილით. ნ. ლამპრობა.

ლამპორია
მთ. იციან დიდ ხუთშაბათს. ნ. ლამპარიობა.

ლამპრობა
მთ. ყველივრის პარასკევს ცეცხლს დაანთებენ და ზედ გადაფრინდებიან ბალღები. ნ. ლამპარი, ლამპრიობა.

ლანცოფა
ნ. ნარცოფა.

ლაპატო
მთ., ყაპყატო ფშ., ჴ. ცხრილის დასაწნველი ტკეჩი. ნ. ყაპყატო.

ლაპო, ლაპობა
მოჴ. ნ. ლეპო.

ლასტ
(2) გამოლასტული მთ., მოჴ., თ. „გომი ზურგზე მიკრული“ (მთ.), ძლიერ მშიერი. დალასტული, წამოლასტული დაწვენილი ყანა (ავდრისგან, სეტყვისგან ან თავისი სიმძიმის გამო).

ლასტ-ი
(1) ჴ., თ. ნ. ძობანი.

ლაფ-ი
მოჴ., ჴ. სველი. დალაფება ფშ., თ., ჴ. დასველება წვიმისგან. დამალაფა – წვიმამ დამასველა. დავლაფდი, ჩავლაფდი, გუდ. დავსველდი წვიმისგან. ჩამალაფა და ჩამატბორა თ. ნ. ტბორი.

ლაფანი
მთ. ნ. მუში.

ლაფოთქინა
ჴ., ლაფორთქინა მთ., ლაფოჩქინა მოჴ., ლიფოშქინა თ. ლოკოკინა.

ლაქარდიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ენაწყლიანი, ენა-ტკბილი“. თილისმიანი ფშ., მოჴ. პირმოთნეობით მოლაპარაკე. „გაუთლის ლაქარდებს“ (ფშ.).

ლაღი
გალაღება ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გახარება“. მთ., მოჴ., ჴ. თ. იგივე. „გალაღებულია, არა აჯავრებს რაო“ (მთ.).

ლაღუმი
მთ., მოჴ. ნაღმი.

ლაყაყბა
თ., ლაშყბა ჴ., მაჯახალი მოჴ. ყბა.

ლაყო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. ლოყა, ქური ჴ. (თუშეთში ლოყა იციან). გუდამაყარში ყოყმანობს თვითეული: ხან ლაყო-ო, ხან ლოყა-ო. იხმარება კი ორივე ფორმა, მაგრამ რომელი უფრო ხშირად, ვერ გამოვარკვიე.

ლაშ-ყბა
ჴ., ლაჟა-ყბა თ. ყბა, ყბის ძვალი. მაჯახალი მოჴ.

ლაშარის ჯვარი
ფშავლების სალოცავია (ფშავის არაგვის თავში, მარჯვენა მხარეს. მის პირდაპირ მარცხენა მხარეს, ოღონდ უფრო მაღლა, თამარ-ნეფეა.

ლაშნი
(მრ.) მთ., მოჴ., ფშ., ჴ. პირი. ლაშთ გართხმა, დართხმა პირის გაღება, დაღება. „რას ართხამ ლაშთაო“ (მოჴ.), რას დაგირთხმია ლაშნი“.

ლაჩქიმი
ფშ., ლაჩქიმა (ერწ.) ორი ხე, რაზედაც დაწნული ჩელტია დაკრული და რომლითაც ჯინს მიათრევენ. ლაჩქიმა გუდ., ციგის ღუა (ღუა – ციგისა და მარხილის ფეხი). ლაჩქიმი მთ. ფიცრისგან გაკეთებული ციგა (ციგა მთიულეთში მოხრილი ხისგან მარხილსავით გაკეთებული საქანელაა).

ლაჩქინი
ნ. სათარი.

ლაცოფა
ნ. ნარცოფა.

ლაწნი
(მრ.) ჴ. ლეწის ხმა: ჭალას ლაწნ იქნეს რქისანი“ (მოყმისა და ვეფხის ლექსში).

ლაჭანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წნელისაგან მოქსოვილი ლოგინი. შიგ თივა ან ბურდო აგია და ისე იძინებენ“. ჩაფი ჴ., ლაჭანი ჴ. (შატ.), ტახტი (ფიცრისა), ჯინი თ. იგივე.

ლაჭნიკა
ფშ. ნ. ნაჭლიკა.

ლახანა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მწვანე თავდაუხვეველი კომბოსტო“. არ არისო, მიმიწერია.

ლახიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფეხებს რომ ძლივს დაათრევს, ისეთი კაცი“. მისხედს კითხვის ნიშნები და მიმიწერია: არ არისო. ნ. ლაჯიანი.

ლახტ-ი
(1): ლახტვა თ. კაზმვა (ცხენისა). დალახტული თ. შეკაზმული (ცხენი).

ლახტ-ი
(2) დაგლახტოს ფშ. წყევლაა.

ლახტარა
ჴ. მჟაველა (მჟაუნის მსგავსია). მჟავია ჴ. კიდევ სხვაა, მაღალი იზრდება. მჟავია თ., მჟავანა ფშ. საზოგადოდ ორივე.

ლახტბა
თ. (გომეწ.), ლახტმა თ. ნ. ლათბა.

ლახჭიმა
მთ., ხოზო მთ., ფშ. ბალახია.

ლაჴ
(1): გალაჴვა მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მიწაზე გაგორება. გალაჴვა მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მიწაზე გაგორება. გალაჴვა თ. გათელვა. დალაჴვა ჴ. ფეხით შედგომა, ფეხის დადგმა.

ლაჴ
(2): ნ. გადალაჴვა.

ლაჴ-ი
თ. ა) დაღლილ კაცს წყურვილის გამო პირზე რომ ჭუჭყი მოუვა. ბ) ლაჴი თ., ნერჴი ფშ. დამდგარი წყალი რომ თავზე ჭუჭყს მოიგდებს.

ლაჴვაჩ-ი
ჴ. მარცხენა. ლაჴოჩა ფშ. მარცხენა. ლაჴვაჩა, ლაჴოჩა ჴ. ცაცია.

ლაჯიანი
ჴ. კოჭლი; ლეჯიანი ჴ. (შატ.) კოჭლი. ლაჯიანი თ. ვინც კარგად ვერ დადის; ვისაც ბუნებით დაჰყვება რაიმე ნაკლი და ვერ დადის კარგა. „ლაჯიანი ლაჯიანს აყვედრიდაო“ თ. (ანდაზა).

ლე
(ნაწილაკი) ნ. აბალე, აილე, აჰალე, ჰილე, ჸიჰილე.

ლებ-ი
(1) მოჴ., ფშ., ჴ. კლდიდან გამონადუღი შაბის მსგავსი რამ (შრება, მლაშეა). ჯიჴვი და ფსიტი ეტანება და ლოკავს. მონადირეებმა იციან ეს ადგილები. კლდიდან გადმოდის. შაბის გემო აქვს. საღებავად ხმარობენ (წითლადაც, შავადაც და სხვ., ყოველგვარია). დიში თ., შდრ. მატალა.

ლებ-ი
(2) გუდ. წვიმისგან გაფუჭებული თივა (საპირისპიროა ნამ-უკრავი თივა).

ლებვა, დალებვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შესაღებავათ გამზადებული ნართის მჟავეში გავლება“, ლებით შეღებვა. ნ. საღებავი.

ლებიო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ლობიო.

ლეგა
ჴ., თ. მთ. ნისლისფერი, ყომრალი, რუხი. ნ. ლეგნაი, ლემანი, გალეგება.

ლეგნაი
მთ. (იშვ.), ნეგლაი მთ. ნისლის ფერი, ყომრალი. ნ. ლემანი. წარმოების თვალსაზრისით შდრ. შავნაი.

ლეგონი
ფშ. მოლეგო.

ლეგუში
ფშ. ლუდის ამოსაღები ჭურჭელი. ზოგი დიდია, ზოგი პატარა. სპილენძისაა, ხისაც. როგორც თუნგი, ისეთი ფორმისაა.

ლევა, დალევა
ჴ., თ. წახდენა, გაფუჭება. ბევრს ნუ დაღლევენ ხანსაო – ბევრს ნუ დაიყოვნებენო.

ლეკურ-ი, ლეკურ-ცერღარი
ნ. იარაღები.

ლეკურა
ფშ. წყალში მოხარშული პატარა პურის კვერი (ცომი მომრგვალდება ერთი ხელის გამოსმით, მაგრამ თავი არ შეეკვრის).

ლელ-ი
მწარე ლელი მოჴ. დათვის ფანჩარა (გურიაში). ბალახია, წყლის პირას იცის.

ლელ-ქაში
(რაზ.-ჭყ.) „ჩალა-ლერწამი“. მისხედს კითხვის ნიშნები; არ იციანო, მიმიწერია.

ლემ-ი
თ. (ბოჭორნაში ლიმი), ლემცოფა თ., ფშ. ლენციფა. თეთრი ბალახია, მაღალი იზრდება. კაცს აგიჟებს. ნ. ნარცოფა.

ლემ-ცოფა, ლენ-ცოფა
ნ. ლემი, ნარცოფა.

ლემადე
ჴ. (ჭყონიას ლამადე შეცდომაა) ქარ-ბუქიანი ნისლი, თანაც ბნელი; ნისლი მთაზე გადმოწოლილი ქარისაგან. „ლემადეს იმას ვეძახთ, ცოტა ნისლებ რომ დაჩნდების, იმასთან ცოტა სიცივე იქნების“ (ჴ.). ნ. ჯანღი.

ლემანი
მოჴ. ნისლის ფერი, ყომრალი, რუხი. ლეგა ფშ., ჴ., ლემანა, ლემანაი ჴ. (იშვ.) ითქმის ხარზე და ფურზე.

ლემხურა
(ბაჩანა „დ“, 73) ბალახია, ღერო შიგნით ცარიელი აქვს.

ლეპო
მთ., ლაპო მოჴ., ლოპო ფშ., ჴ., თ. წვენი, რომელიც ჩაუდგება გაღვიძებულ მცენარეს ქერს ქვეშ და რომლითაც ის იზრდება. „ლაპობის დროს (თებერვალ-მარტში) მოჭრილი ხე“ (მოჴ.).

ლექ
ნ. გალექება.

ლექეშა
მთ. ნ. ჯოყარი.

ლექსი
მოჴ. (ყ. 642,18; 758,17 ქვ.) ზღაპარი. ლექსი ჴ. ლექსად ნათქვამი უფრო ქალ-ვაჟის სიყვარულის შესახებ. ნ. სიმღერე.

ლეში
(1) მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. (იშვ.) ხორცი. საპირისპიროა ძვალი, ძოლი. „წუხელ, ძმისავ, კარგი სიზმარი ვნახე, ტყავს რასმე გავზილავდი, ლეშს რასამ ვკიდებდი კირჩხაზე“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 34). დაილოცენით, ფშავლებო, / თქვენის ფშაურის წესითა! / მანამ თქვენ მყავხართ ცოცხლები, / ლეში არ მომაკლდებისა. (ვაჟას ექსპრომტი, ფარნ. ლომაშვილის „რამდენიმე მოგონება“: „ლიტ. საქართვ.“, 13.8.1976).

ლეში
(2) მძორი („ლეშიანიაო ჩვენ ვიცით, ჴევსურმა იცის: მზორასო“ (გუდ.).

ლეწილიანი
ჴ. ნ. ნალეწი.

ლეჯა
მთ. კაკლის ჩურჩო. „კაკლისა ლეჯა არის, თხილისა ჩურჩო“ (მთ.).

ლეჯიანი
ჴ. (შატ.) კოჭლი. ნ. ლაჯიანი.

ლვილი
(1) ფშ., ჴ. ა) საქსოვში (საქსოვ ხელსაწყოს ყდათ ეძახიან, ყდანი) ერთი თავში და ერთი ბოლოში გაყრილი ჯოხი, რომელზედაც ქსელია დახვეული. ბ) მარხილში გაყრილი ჯოხი. რვილი ჴორ., გუდ., მთ. ვილი თ. (ქსლისა).

ლვილი
(2) ფშ. გუთნის მხარი.

ლიბო
გუდ., ფშ., თ., ლიბუ ჴ., ლიბო (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205). საძირკველი, უმთავრესად მისი ზემო ნაწილი.

ლიბრი
ფშ., ჴ., თ. თვალს რომ თეთრი რამ გადაეკვრის და სინათლეს დაუკარგავს.

ლიბუ
ჴ. ნ. ლიბო.

ლიგანა
ჴ. (არხ.) სათიბის პირად ქვებისაგან ახოხოლებული კოშკი. ნ. კოშკი. ლიგანა ჴ. (კიდევ) მთებში გზის საჩვენებლად ახოხოლებული კოშკი (ვთქვათ, მონადირეებისა).

ლითონი
მოჴ., კაჭკაჭი ფშ., კაპორჩხალა მთ., კაპორჩხინა (გუდ.), თვალი ჴ., თოლ-კოჭი (?) მოჴ., საკოჭური თ. რაზედაც წისქვილის ბორბალი ბრუნავს. „ლითონზე გადავარდაო“ (მოჴ.).

ლიკვი
(1) ჴ. კუნთი.

ლიკვი
(2) თ. კედლის („ყორის“) აფრა, სხვეტსავით აყვანილი კედელზე, მისაშველებლად (ნ. კულა). ლიკვები თ. კედელში დატანებული გათლილი ხეები ან სიპები, რომ კედელი არ გაიხსნას.

ლიკლიკი
ჩიტია ერთგვარი; ჴ. (არხ.) ფრინველია.

ლილია
ნ. ლულუა.

ლიმი
თ. (ბოჭორნაში) ნ. ლემი.

ლიპ-ი
ფშ., თ. გლუვი კლდე, გალესილი კლდე.

ლიპა
ჴ. პატარა ბრტყელი ქვა ხელით გასასროლი, სალი ქვა, ქვა-სალა.

ლიპაობა
ჴ. „ბავშვების სათამაშოა. ბავშვები წრეს შემოხაზავენ და შუაში მწკრივზე კოჭებს გააწყობენ. თვითეული მოთამაშე გარკვეული მანძილიდან ქვას ესვრის კოჭების მწკრივს და რამდენ კოჭსაც ამ გარტყმით შემოხაზულ წრეს გადააცილებს, იმდენსავეა მოგებული“ (ჩაჩ. 45).

ლიპყაჸი
თ. ძალიან წმინდად დაფქული (ფქვილი, მარილი).

ლიჟრიანი
მთ. (ჭყ. მ. ჯ.) „სველი, ნამიანი“.

ლისკ
ნ. გალისკული.

ლიტრა
საწყაოა. ხევსურული ლიტრა შეიცავს ოთხ ჩარექს, ანუ ოც სტილს. სტილი კი – ოთხ კვერცხს. ნახელიტრა ჴ. ნახევარი ლიტრა. ნ. საწყაო.

ლიფოშქინა
თ., ლაფოჩქინა ფშ. ლოკოკინა.

ლიღარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სურვილი“. სევდა. ნიღარი ჴ.

ლიშანი
(1) ჴ. ნიშანი, ლიშნავს ჴ., ა) ნიშნავს, ბ) შარნავს (საცოლეს), ლიშან-მიცემული ქალი ჴ., ანუ დალიშნული ქალი ჴ. „ნათხოვი“ (ბეს.).

ლიშანი
(2) ჴ. მიზანი. დაღლიშნებს დაუმიზნებს: „ლიშანი იცის ისეთი, რომ, რასაც დაღლიშნებს, არ გააცდენს ტყვიას“ (ჴ. მას. 188,8).

ლიჩი
თ., ხიწი მოჴ., ნაცხერი ჴ. ფშ., ხიწვი.

ლიჭის თავი
მთ., შატი თ., შატა ფშ., ყულფი, „თოკი ლიჭისთავად შააბიო“, „გადილიჭისთავაო“.

ლიხი
მთ., მოჴ. გამხმარი ღერი ნარისა და თამბაქოსი. თამბაქოს ლიხი: თამბაქოს ჩამოაცლიან ფოთოლს, ღერს გაახმობენ, მოხარშვენ და მის ნახარშში ხბოებს გაბანენ, რომ წილი გაუწყვიტოს. ნახარში მწარეა. მისი სუნი ხბოს აბრუებს და ზოგი ვერც კი უძლებს. ლიხი მოჴ. ყალივნის ტარის („სირის“) გამოსაწმენდი წვრილი მცენარის ღერი. გამხმარი ღერი ბალახისა საზოგადოდ. ლიხი ჴ. მსხვილ-ფეხა ბალახი. ლიხი თ. მაღალჯოყრიანი ბალახი. ლიხი ფშ. ა) მდიდარი ბალახი. ბ) სველი, დანესტიანებული.

ლიჴა
ჴ. (არხ.) ფრინველია.

ლიჴაჩი
ჴ., ჴანჩი თ. ხვანჩი, ფარისებრი ხრტილის გამოწეული ნაწილი ყელში.

ლოდოვეთი
ჴ. ლუდის ქვეყანა. მე ლუდოვეთით გამავედ / აქ უფრო ბევრი მდგარაო.

ლომი
(ყ. 264,18) დიდი რკინის კეტი, ძალაყინი. მათხაფი მოჴ.

ლომისი
მთ. სალოცავია მთიულეთში. ლომისობა ნ. ხალარჯობა.

ლომპორია
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ლაქაში ჭია-კოკონა“. ნ. ლამპარია.

ლოჴ-ი
(1) თ. მძიმე კაცი. მიზის კითხვის ნიშანი.

ლოჴ-ი
(2) ფშ., მოჴ., ჭუჭყი. ლოჴი, გოხი ჴ. ჭუჭყი. ლოჴი ჴორ., გუდ., მთ., მოჴ., ფშ. ჭუჭყი. ლოჴიანი, გოხიანი ჭუჭყიანი.

ლოჴი
(3) მოჴ. გამხდარი (საქონელი).

ლუბი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., გამხდარი, მჭლე (საქონელი). სილუბე სიგამხდრე. გალუბება ჴ. დამჭლევება. ნ. ჯანდაგი.

ლუგუმი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. უგემური, უმარილო (საჭმელი ან სასმელი, მაგ., დაუმჟავებელი კაპარი); ულაზათო, უგერგილო (კაცი). „სიტყვა კოჭლი და ლუგუმი“ (ვაჟა, 112,1 ქვ.).

ლუდი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., ალუდი თ. თუ როგორ ადუღებენ ლუდს, ნ. ტკბილთან.

ლუდის თხლე
ნ. ძირი.

ლულუა
ჴ. (იშვ.), ლილია ჴ. (ხშირად), ლულუა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ზიზია“, ბრწყინვალე რამ ბავშვების სათამაშოდ. ბალღებს ვეტყვით: მოიდა ლულუაიო, მოიდა ბუაიო (მთ.) „ლულუან გელევიანო“ (ჴ.).

ლულუტი
ფშ. გლუვი. ლულუტი ჴ. ოვალური.

ლურთი
(1) თ. წყვილი (მარტო თამაშობაში): ლურთ (თ)უ კენტი თ. ლუწი თუ კენტი. ნ. ლუწი.

ლურთი
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ძალიან მსუქანი“.

ლურსა
ფშ., ურსა ჴ., უსა გუდ. ხანჯლის ქარქაშში ჩასაგები დანა. ხანჯლის ბარტყი მთ., ხანჯლის შვილი მოჴ.

ლურუმა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახია“. მე კითხვა მიზის და არ იციანო, მიწერია. ალბათ კორ. შეცდომაა ლუხუმას ნაცვლად.

ლუსკ
გალუსკული ფშ. (ვაჟა, 365,11) გაწუწული.

ლუსკუმი
მოჴ. ყინვისგან მოლიპული გზა.

ლუსმარი
ფშ., რუსმალი მოჴ., უსმარი ჴ., თ. (არაბ. მუსმრ) მუსმარი, ლურსმანი. უსმარი თ., ლუსმარი ფშ. ცხენის დასაჭედი ლურსმანი.

ლუყი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. ენა-ბრგვილი.

ლუშ
ნ. გალუშვა.

ლუწ-ი
მთ., მოჴ., ლუჭი გუდ., ფშ., ლუჭყი ჴ., ლურთი თ. (თამაშობაში): ლუწი თუ კენტი (მთ.), ლუწი თუ კეტი (მოჴ. კეტი და არა კენტი), ლუჭ თუ კენტი (გუდ.), ლუჭყ თუ კეტი (ჴ.). „ ლუწნი წყვილია“ (მოჴ.). ნ. ჩუთქი თუ ქანა საღარა.

ლუწკეტობია
„დილით კალოს კარზე გაუთხოვარი ქალები ცალკე იკრიბებოდნენ, თან თხილი ან კაკალი მოჰქონდათ და საფეხნოს კარზე მყოფ ბიჭებთან შარის გასწვრივ ლუწუკეტობიას თამაშობდნენ“ (ჩაჩ. 144). „ბიჭები საფეხნოში ჭიდაობდნენ, შვილდ-ისარს ისროდნენ, ლუწკეტაობდნენ“ (ჩაჩ. 145).

ლუჭ-ი
დალუჭდა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დაწყვილდა“. დალუჭდა ორი ყორანი, / ჩაცვივდენ უღრანს ტყეშია.

ლუჭყი
ჴ. ლუწი. „ლუჭყი იცოდეს წყვილისად“ (ჴ.).

ლუხუმა
ფშ. ბალახია. ნ. ლურუმა.

მა(მ)-მამის კაცები
ჴ. უხუცესები გვარში.

მაგამა
თ. ნ. ეგ.

მაგანძური
ნ. მერიგე, მორიგე, ჴელოსანი.

მაგება
ნ. მოგება.

მაგთვენი
ჴ. მაგოდენი.

მაგლა
ჴ. მოგლა, მაგლილი მოგლილი, მოთელილი, რომელზედაც ფეხებით შედგნენ (ჴ. მას.).

მაგულება
ჴ. მავიგულებთ სთველს სთველს მოვრჩებით, ჭირნახულს მოვზიდავთ შინ (ჴ. მას.).

მავალი
თ. სურავანდი (უმთავრესად კბილებისა და ღრძილების ავადმყოფობაა).

მავანი
გუდ., მთ., თ., ფლანი ფშ. (არაბ. ) ესა და ეს, მთქმელისთვის ნაცნობი, მაგრამ დაუსახელებელი (კაცზე, ცხოველზე, უსულო საგანზე). ფლანი კაცი ვნახე, ფლანი და ფლანი კაცი ვნახე.

მავნე
გუდ., მთ., თ. ფშ., მანე ჴ., მონე მოჴ. მაცდური, ეშმაკი, მავნებელი, ზიანის მიმყენებელი. „მაუშარებს რასმე კაცი კაცსა“ (გუდ.).

მაზანდა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ფასი ბაზარზე.

მაზეგ
თ. ნ. უმზეგ.

მაზვერი
ჴ., მოჴ. მოზვერი. ჯიჴვ-მაზვერი ჴ. ახალგაზრდა მამალი ჯიხვი. ნ. დასაკოდი ცხოველები.

მაზომვა
მაუზომა გუდ., ჴ. დაუღირა (არ დაჰკრა).

მათარა
1) მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. თხუსის ტყავისაგან გაკეთებული წყლის ჭურჭელი. ჴევში მეშისას აკეთებენ. „მათარაიმც გამიჴადა მზეინარის ბარკლისაო“ (ფშ.).

მათარა
(2) მოჴ. საწყაო სპილენძისა (ასე ფუთ-ნახევარი). წმ. სამების კულუხს იმითი კრეფდნენ მთელ ჴევში.

მათრაჴი
მათრაჴის ტოში ჴ. მათრახის ბოლო. ნ. ფარჩუმი.

მათქვამი
ჴ. ლექსის გამომთქმელი (ჴ. მას.).

მათხაფი
მოჴ. რკინის კეტი სანაღმე (სალაღუმე) კლდის ამოსათხრელად.

მაი
მოჴ. (<მადი) ყ. 15,8; 16,23: 1098,1 ქვ. აბა მოდი.

მაინთა
თ. (<მანდითა) მანდიდან.

მაკეთე
ჴ. მოკეთე. მაკეთე-მაკიდული ჴ. მოყვარე, ნათესავი.

მაკვერი, მოკვერი
ჴ., ფშ., მოკვერაი მთ., მოკვერაჸი თ., ბეკვერაი მოჴ. დათვის ბელი.

მაკიდული
ნ. მაკეთე-მაკიდული.

მაკილვა
ნ. ჩაკრენტვა.

მაკრატელი
თ. მაკრატლის ჯურაა. თითები არ გაეყრება. ცხვრის საპარსველი რომ არის, ისეთია, მხოლოდ პატარა. ქსოვილების გასაკვეცად ხმარობენ. მაკრატელი ჴ. პატარა, ოჯახში სახმარებელი მაკრატელი. ნ. დუქარდი და საკვეცაჸი.

მაკუტაჸი
თ. თივის ბულულა. ჩადალს ხე აქვს ჩარჭობილი. მაკუტაჸი სახელდახელოა; რამდენიმე თივის კონა ერთად დაყუდებული. ნ. ბიჟინა.

მალე
თ. ადრე.

მალედავ
(1) ჴ. მალე (ჴ. მას.).

მალედავ
(2), მალევე თ., ადრევ მოჴ. წინათ, უწინ, დიდიხანია.

მალეული
ჴ., თ., ადრეული ფშ. ა) შემოდგომასა და ზამთარში გაჩენილი საქონელი. ბ) გაზაფუხლზე პირველად მოხნული ყანა (ადრე შემოდის). საპირისპიროა ნელაი ჴ.

მალექსარი
ჴ., მალექსებელი ჴ. ლექსის გამომთქმელი.

მალულაჸი
თ. ღობემძვრალა (ჩიტია).

მამ-პაპანი
ნ. მამა.

მამა
ჴ. ა) თაობა, ჩამომავლობა, გვარი. მამად მაუდის ჴ. ჩამომავლობით მოუდის. მამ-პაპანი წინაპარნი (ჴ. მას.).

მამალი
თ. აპყის ღერი და კატარი. ყველა აპყი არ იკეთებს მამალს. ნ. ბორცო.

მამართვა
ჴ. მომართვა. ჴელ მაგიმართას ჴ. ჴელი მოგიმართოს, გაგიმარჯოს (მისალმების სიტყვებია).

მამასახლი
თ. მამასახლისი.

მამასახლისის ფეჴი
მთ., გუდ., ჴ. მამასახლისობის კანდიდატი.

მამდები
ნ. გულის მამდები.

მამის სახლი
ჴ. საიდანაც გამოთხოვილია ქალი (ჴ. მას.).

მამკალი
ჴ. მკელი (ჴ. მას.).

მამკვდარი
ჴ. მომკვდარი. მამკვდრის პატრონი ჴ. ჭირისუფალი (ჴ. მას.).

მამკლავი
ჴ. მკვლელი. მამკლავ-მამკვდრობა ჴ., ფშ. სისხლის ძიება.

მამრი
ჴ. მომეცალე, მაღრი (=მოერიდე) მოეცალე, მორი თ. ჩაწერილი მაქვს აგრეთვე მამღრი („გამშორდი“-ს მნიშვნელობით, მაგრამ ფორმა მაეჭვებს (ორი ობიექტის ნიშანია: პირველი პირისა და მესამისა). ნ. რიდება.

მამსწრო
ჴ. ვინც მოესწრო, ვინც მოსწრებია (ჴ. მას.).

მამულ-ი
(1), მრ. მამულნ-ი ჴ. გათხოვილი „ქალის გვარის ძმა-სახლიკაცები“ (ბეს.).

მამულ-ი
(2) გუდ., მთ. სახნავი მიწა (გინდ მოხნული იყოს, გინ მოუხნავი). ნ. ყანა, ნაყვერი.

მანა
ჴ. პალო (ჴ. მას.).

მანათი
ჴ. მანეთი (ჴ. მას.).

მანანა
(ბაჩ. „დ“, 19) ნამი, ცვარი.

მანდელი
ჴ., მანდილი თ. (არაბ. მანდლ) მანდილი. მანდლიანი ჴ. მანდილოსანი (საპირისპიროა ქუდიანი).

მანდო, მანდოვი
მოჴ. „მანდოთ ვარ“ (მოჴ.) ნ. მონდავი.

მანქანა
გუდ., ჴ., სამაქნე (=სამანქნე) ფშ., ამოსაზიდი თ., ასაზიდი მთ., მოჴ. წისქვილის ფეხის ასაწევ-დასაწევი, მანქანა დაუდე – დაუწიე წისქვილს ფეხი.

მანძილა
(ჭყ., ჴ., ნ. ურბ.) „დიდი ირემი“. ჴ. ექვსისა და მეტი წლის ჯიხვი. „მანძილა“ ჴევსურეთში ჯიჴვის ეპითეტია, მაგრამ მეტაფორულად შეიძლება კარგ ვაჟკაცზედაც ითქვას. თ. ხარის სახელია, ფშ. ზორბა ხარი. ნ. ჯიჴვი.

მაჟარი
ერთგვარი თოფია. ნ. იარაღები.

მაჟდაგი
ნ. მაშთაგი.

მარაგი
(1) მოჴ. (ყ. 465, 13; ვაჟა, „ცრ.“, 96) ღრუბელი; ნისლი. „მარაგს იკრავს“ (მოჴ.). მარაგი თ. თბილი ღრუბელი.

მარაგი
(2) ფშ. ა) ნამგლის ყუა; ბ) სათითებით ყანის მკა (საპირისპიროა ღულით მკა).

მარანა, მარნა
თ. იგივეა, რაც ბაყალიკა (ნ.).

მარანდული(ს) საპონი
ჴ. წითელი საპონი, პირ-საბანი. ნაჭრევისათვის ხმარობდნენ.

მარახული
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შემოდგომის ყვითელი ფერი“. მთას მარახული მოჰკიდა, / მწყემსო, აჰყარე ცხვარია. / არ მოგწყინდაა მთას ყოფნა, / არ მოგინდაა ბარია? (ფშ.)

მარახული
ჴ. (ს. ნისლი) სთველზე, როცა მთაში ნისლია და ცოტად თოვს და თოვლი ბალახსა და ტყეს ეკვრის და იყინება (მიწაზე კი დნება); „რო მოსწვიმს და მემრ ბალახებზე გახყინავს სთველზე, იმას ვეძახით ჩვენ მარახულს“ (რთვილი სხვაა კიდევ). ჭირხლი თ. სთველთ რო მოსწვიმს და მემრ ბალახებზე გახყინავს, იმას ხქვიან ჩვენჩი მარახული“. რაზიკაშვილის ახსნაც უსაფუძვლო არ ჩანს: ერთი ფშაველის ახსნით „მარახული ლიშნავს შემოდგომის პირზე გადამხმარ ბალახ-ბულახს. მარე ნ. მარი.

მართალი
ჴ., ფშ. სწორი (ხმალი, ჯოხი და სხვ.). მართალი გზა თ. სწორი გზა. მართალი თოფი ჴ. უტყუარი, მიზანში სწორად მიმავალი თოფი (ჴ. მას.).

მართულობა
ჴ., მორთულობა გუდ., მოჴ., კმაზულობა მთ., მოჴ., აკმაზულობა თ. ცხენის მორთულობა ნ. კმაზულობა.

მარი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ., მაღრიჴ (რდე) მოეცალე. მარი ჩე, მა! მარი, ჩე! მორი თ., მარი (ყ. 235,2 ქვ.). ნ. მამრი, რიდება.

მარიამის სარტყელი
გუდ., მოჴ., მარიემის სარტყელი მთ. ცისარტყელა, მშვილდ-ისარა ფშ., მშვილდ-ისარანი ჴ., თით-ბეჭედა თ. ჴაჴმატში (ჴევსურეთში) გავიგონე ცის გირკალაჲ, მაგრამ უარყოფენ.

მარიანობა
ჴ. ნ. მექარობა.

მარნა
ნ. მარანა.

მარტო
ჴ. მხოლოდ (ჴ. მას.).

მარტო-სკამი
მთ., სამარტო სკამი, სამარტოე სკამი მთ. სამ-ფეხიანი პატარა სკამი (ერთისთვის). მარტო-შკამი მოჴ. (ყ. 107,9; 248,1 ქვ.; 654,10), სამარტო შკამი მოჴ. იმაზე უფროსი დაჯდება ქორწილში, სხვას არავის შეუძლია.

მარტო-ყვავილი
ჴ., ძროხის ყოილი გუდ., ძროხის უოილი, უფრო ჴარის ყოილი მოჴ., ბედნიერი ფშ. (საქონელს შეეყრება, კაცსაც) ციმბირის წყლული(?).

მარტო-შკამი
ნ. მარტო-სკამი.

მარტუღელი
გუდ., მთ., მოჴ. (მარტუღელა-ც), ფშ., ჴ. უღელი, რომელშიც ერთი ხარი გაებმის.

მარღვიალი
მთ. კაცის კაცზე წამკიდებელი, ვინც კაცს კაცზე ასისინებს, მარღვიელი მოჴ. „ვისაც ჩხამიანი ენა აქვს“.

მარცხენ-მარჯვენ
ჴ. მარცხნივ და მარჯვნივ (ჴ. მას.).

მარხვა-ტეხია
ფშ., ჴ., მარხვა-ჩეხია ჴ. (არხ.), მარხო-ჯიგანაი მთ., მარხა-გეჯაი მოჴ. ვინც მარხვას არ ინახავს.

მარჴე
ჴ. ძნელად გასაკეთებელი, საჯაფო (საპირისპიროა მარჯვე). მარჯვე კი არ ას, მარჴე (ჴ.), მარჴედ პურმამშეული ჴ. მეტად მოშიებული. მარჴე ფშ. ა) ავი, ბ) მძიმე ავადმყოფი, მარჴედ ყოფნა ფშ. მძიმედ გახდომა ავად („მარჴედ არის“), მარჴე თ. ანჩხლი, ავი (კაცი, ძაღლი), საპირისპიროა ალალაჸი.

მარჴილი
მარჴილის ფეჴი (გუდ.), მარჴილის ღო, მარჴილის ღუა მთ. ნ. ღო, ღუა. მარჴილის კედები ნ. ხაბუხბი. მარჴილის ლაგამი ნ. ლაგამი.

მარჴილის უბე
მოჴ. ორი წერი ანუ ორმოცდაოთხი ძნა ერთად აგებული (სხვანაირად: ცხრა ხუთეული, ერთით ნაკლები). ჴელეური ერთი ძნა, ხუთეული ხუთი ძნა, წერი 22 ძნა, მარჴილის უბე ორი წერი, ანუ 44 ძნა.

მარჯაკალი
თ., მარჯეკალი მთ., მოჴ., მაჭანკალი, შუა კაცი, მაშვალი.

მარჯვე
გუდ., მთ., მოჴ., (ყ. 554,8), ჴ. (იშვ.) ახლოს მყოფი. „შეშა აღარ გვქონდა და გზასთან ეგ ხე უფრო მარჯვედ იდგა“, „მარჯვეს არი“ (მოჴ.), ახლოა (საპირისპიროა შორი). მარჯვე ჴ. ადვილად გასაკეთებელი (საპირისპიროა მარჴე). მარჯვეს ჴ. ახლოს.

მასე
თ. (ძველად), ჭირტალი თ. (ძნელად შემოსულია) ღოლოს მსგავსი ბალახია (ჭეკარი?). მხლად არ აკეთებენ. ნ. ჭეკარი.

მასთაგური
ჴ. ნ. მაშთაგური.

მასიტარაი, მასისტარაი
მთ. მცენარეა, მჟავეა, ჭამენ (მოხარშული კარგია). „მჟაველა სხოა“.

მასკვლავი
ჴ., თ., ფშ. მასკვლევი მოჴ., ფშ., მესკვლევი მთ. ვარსკვლავი.

მასრა
ჴ. ჩოხის მკერდზე გასაკეთებელი სათოფისწამლე, იმერულად ქილა (ჴ. მას.).

მატ
ნ. ამატება, გამატება.

მატალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შირიმის კლდე, წყალი რომ წვეთავს მაღლიდან და თან კირიან კლდეებს აკეთებს. ფშავში ბევრია ამისთანა კლდეები“. მისხედს კითხვის ნიშნები. ალბათ, კორექტ. შეცდომაა. მიტალა ჴ. „წითლად რო გაებმის მიწას“.

მატირალი
ჴ. მოტირალი.

მატყლი
ნ. კრაველი, კანძი.

მაქალათი
თ. ხაბაზი, ნ. ზედამდგომი.

მაქანისი
ყ. 69,7 ქვ. (კორ. შეცდომაა?) მაქნისი (?), მოქნისი, მოქნისა მოჴ. როს მოქნისი არის (მოჴ.) რის მკეთებელია, რის მარგებელია.

მაქაცი
ჴ., მაჴატი თ., ბრაწი ფშ. (მცენარე). ნ. მაჴატი.

მაქც-ი
თ. მარცხი, ფათერაკი.

მაქცეულობა, მოქცეულობა
გუდ., ფშ., ჴ. ნ. ქცევა.

მაღალ-ი
ჴ. თავი მთისა, წვერი: ჭიმღის მაღალი, საჴარის მაღალი და სხვ. (ჴ. მას.).

მაღალა
ჴ. ა) მაღალი ჭიქის მსგავსი თასი. ბ) ცერზე წამოსაცმელი მაღალწვეტებიანი საჩხუბარი რკინა.

მაღარიჩი
მთ. (არაბ. )მაყარიჩი.

მაღვედრის
ჴ. აბარებს.

მაღრი
ნ. მამრი.

მაყა
ჴ., ფშ. სვილის ჩოლხი, სვილის თავთავი (რა მარცვლებს გამოაცლიან). შდრ. მაყო.

მაყალორძა
ჴ., მაყალურძა ფშ. ბალახია.

მაყვარე
საყვარელი(?). „მაყვარეების გულისთვის ქმარი ვის გაუგდიანო“ (მერკ. 13). მთიულეთსა და ხევში მოყვარე არ იციან. იციან მოკეთე და (მ)ძახალი (ცოლეურზე). მაყვალია ნ. მაყოლია.

მაყვერება
მაიყვერაო, იტყვიან: „გათბება და მოყრჩოლდბა ბაზალუყი და იმის გამონაჴად არაყზე იტყვიან. არ გამოუვა სრულებით“ (მთ.).

მაყივლება
არ მააყივლეს გვარია (ჴ. მას. 213,29) „მაყივლება – გვარის შარცხვენა“ (ბეს.).

მაყო
ჴ. (შატ.) სვილის თავთავების გასაბერტყი კეტი. შდრ. მაყა.

მაყოლია
მთ. (=მაყვალია?) წითელი ჩიტია.

მაყურჟი, მაყურჭი
ყლუფი გუდ., ინჩვლი მოჴ., შატი ჴ., თ., შატა ფშ.

მაშატება
ნ. შატება.

მაშვრალი
ნ. დამაშვრალი.

მაშთაგი
ჴ., მაჟდაგი თ. ბატკნის ტყავი საქუდედ. „მაშთაგ გაზილი“.

მაშთაგური
(იშვ. მასთაგური) ჴ. ჩასაცმელი ტყავი.

მაშიავ, მაშივ
ჴ. მაშინვე (ჴ. მას.).

მაშუღლარი
ჴ. მოჩხუბარი (ჴ. მას.).

მაჩივლება
ჴ. „მე კი არ მაწივა და იმაზე მაუჩივლდი“ (ჴ.) დავემდურე.

მაჩიკა (მოჩიკა)
ჴ. ერთი ბალახის ძირია, გუთანს ამოაქვს, ჭამენ. მაჩიკა ძირს ჰქვია. მაჩიკი (მიჩიკი) თ., მაჩიტაი მთ., „გამიგია კი მაჩიტელა (მოჴ.). ნაჩიკა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მაჩიტელა, მცენარეა, თეთრი ძირი აქვს, რომელიც იჭმევა“. ნ. კაწაი, ფათალა.

მაჩიტაი, მაჩიტელა
ნ. მაჩიკა.

მაჩქატელა
(ჭყ. მაჩხატელა) ინგილოურად ღამურა (ივერია, 1900, № 121) „მაჩქათელა, ბარი ეძახის“ (თ.).

მაცალო, მოცალო
მთ. მოზვერი, ჭოჭყი ჴ., ჭეჭყაი, ჭეჭყაჸი თ., ჭეჭყი ფშ. ზროხა ორ წლამდე (გინდ მოზვერი იყოს, გინდ დეკეული).

მაცილი
ფშ., ჴ. (ჭყ.), ნაცილი მთ., მოჴ., მაცდური, მავნე, ავი სულიერი.

მაცინტავებს
ნ. ცინტა.

მაცნე
ფშ., ჴ. (ვაჟა, ჭყ.) „შიკრიკი, იფრინდა, კურიერი“, ამბის მომტანი, ამბის შემტყობინებელი.

მაცოდარი
ჴ. მცოდნე (ჴ. მას.).

მაწევარი
ჴ. მასპინძლის მიერ გაგზავნილი კაცი სტუმრის მოსაწვევად. (საქნარში, ქორწილში). მოწევარი მოჴ.

მაწიერი
ფშ. ნოყიერი. მაწივრობა ფშ. ნოყივრობა, ყუათი მოჴ., შაძენა ჴ., თ.

მაწილვა, დაწილვა
ჴ. მოწყვეტა (ხილისა), მოკრეფა.

მაჭ-ი
თ. (ძველადო) წვერი.

მაჭაჭა
ფშ., მაჭეჭა გუდ. მეჭეჭი ნ. კვირტი.

მაჭეჭა
მთ. ავადმყოფობაა: „ცხორს უჩნდება ჩლიქებში. დანაყვენ შაბიამანს, შაბს და მარილს დააყრიან, დაუხვევენ მჩვრით და მორჩება“. მაჭეჭი „ძროხას იფრო უჩნდება ძუძუებში“ (მთ.).

მაჭკატი
ჴ., თ. (ჭყ. დ. პ.) „ხევსურულია. იგივეა, რაც რუსების ბლინი.: გათქვეფილ ფქვილის სითხეს შუშავენ ცხელ ტაფაზე და ამ მოშუშებულ ცომს აწებენ ერბოში და ისე გიახლებიან“. რძეში თხლად ფქვილს მოუკიდებენ, ცეცხლზე შემოკიდებულ ზედგანს ერბოს ან დუმას წაუსმენ და ზედ კოვზით დაასხმენ, მოშუშვენ და შემდეგ ერბოში ამოუწებენ და ისე ჭამენ. ფათილი ფშ.; შდ. ფოფხი.

მაჭკდევა
ჴ. ჭკდის გაკეთება. „დანით დალიშვნა რქისა, აღთქმა ხატისად“ (ბეს.). საკარგყმოდ გამაბრუნვილი, / ყოჩო, მაგიჭკდევს რქაზედა“ (ჴ.).

მაჭლეური
ფშ. შესაკრავი ძნა. ნამჭლეური გუდ., მჭლეური მთ. ჴელეური მოჴ., ჴ. რასაც ერთ ხელში დაიჭერს კაცი. სამი ჴელეურისაგან ერთი ძნა დადგება.

მაჭყირობელაი
მოჴ. შემაწუხებელი(?): „თითო-ოროლაი მაჭყირობელაი მოვა და რაც უნდას იმას სჩადიან“ (ყ. 225,1) შდრ. დახჭირობელა.

მახინჯი
თ. ნ. ხეიბარი.

მახტა
ფშ., ჴ., თ. მიწის გადასახადი, საერობო გადასახადი.

მახუხი
მთ., მოჴ. მომჟავო სასმელია კაპარსავით. სიმინდისა ან ქერისა კეთდება.

მაჴაობელი
ფშ. სარეველა ბალახია, იგივეა, რაც აჭა (ნ.).

მაჴარობელი
ჴ., მეკეთილე ჴ., ფურ-მაჴარობელი თ. ნ. ჴარობს.

მაჴატი
თ., მაქაცი ჴ., ბრაწი ფშ. ჯაგის მცენარეა. იმისგან მათრაჴის ტარებს აკეთებენ.

მაჴაცი
მოჴ (?) მსხვილი (ტოლი, მატყლი, კრაველი). მახაცის შალი (ყ. 487,4).

მაჴევე, მეჴევე
ჴ. მოჴევე (ჴ. მას.).

მაჴნავი
ჴ. მხვნელი (ჴ. მას.).

მაჯაგანი
ფშ., თ., მაჯეგანი გუდ., მთ., მოჴ., იგივეა, რაც გემნა (ნ.).

მაჯახალი
მოჴ. ყბა. „მაჯახალნი დააყენენ“-ო (მოჴ.). „მაჩაღალიო, ქისტებ ეძახან“ (ჴ. შატ.) ნ. ლაშყბა.

მბილ-ი
ნ. სამბილო.

მბილ-შუცელი
ჴ. მუცელი. ნ. ჭიპი.

მგებარნი
მოჴ., ჴ., თ., მგებრნი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფშავლების რწმენით, კაცი როცა კვდება, იმის სულის წასაყვანათ შავეთიდან სულ ცხენოსანი ნათესაობა მოდის. იმათ ჰქვია მგებრნი“. მგებარი მოჴ. გინდ ცხენოსანი იყოს, გინდ ქვეითი.

მგებრი
ჴ. დოღვში ვინც მხედარს შეეცვლება. ცხენი ერთი უნდა იყოს.

მგელ-ჯიჴვაობა
ნ. მგელთ-კვერი.

მგელთ-კვერი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დიდმარხვაში იციან [ჩამიმატებია: პირველ შაბათს], მგლის კვერებს დააცხობენ ფშავში მგლების მსგავსათ. მერე ცერცვს დაჰხლიან დამბალს, იმ მგელთკვერს წაიღებენ ბიჭები და ისარს ესვრიან. ვინც მოარტყამს, კვერიც იმას დარჩება და ერტი ჯამი ცერცვიც“. მთიულეთში: შუა დიდმარხვაში ორშაბათ დღეს მგლის მსგავსად კვერებს დააცხობენ, სამხრობის დროს ბალღები (რომელთაც მანამდე არა უჭამიათ რა) კვერებს გასტეხენ, იტყვიან: მგელო, ერიდე ჩვენს ძროხას და ცხორსაო“ და შეშჭამენ. არხოტში: დიდმარხვის მეორე შაბათს, თევდორობას იციან. ცერცვი არ იციან. ბავშვებიც მსივრები არ არიან მანამდე. თუშეთში: თუშეთში ამგვარ წვეულებას მგელ-ჯიჴვაობა ანუ ბაცუკაობა ჰქვია. დიდმარხვის პირველ შაბათს ნადირებისა და ფრინველების მსგავს კვერებს გამოაცხობენ: მგლისას, ჯიჴვისას, ირმისას, დათვისას, მტრედისას, ქათმისას). ბალღები გაიტანენ მინდორში და ისრებს ესვრიან. ვინც ისარს მოარტყამს, კვერი მას დარჩება.

მგელთ-უქმი
(ჭყ. დ. პ.) „დიდმარხვის პირველ შაბათს (მე მიმიწერია: მეორე შაბათს, თევდორობას) ხევსურები უქმეთ ატარებენ და ჰგონიათ, თუ ეს დღე იუქმეს, მათ საქონელს მგელი ვერას დააკლებს. ამ დღეს ისინი არავითარ საქმეს ხელს არ ჰკიდებენ“. ფშავშიც არის ეს ჩვეულება. ჴევსურეთში მგელთ-უქმობის დროს მგლის მსგავსად კვერებს დააცხობენ, გაიტანენ ბალღები მინდორში და ისრებს დაუშენენ (მგელთ-უქმის შესახებ არხვატში ნ. ჴ. მას. 148-149). თუშეთში: ხორცის კვირიაკის წინა დღით, შაბათს, უქმობენ. ხინკალს აკეთებენ და ჭამენ. როგორც ჩანს, რამდენადმე არეულია მგელთ-კვერისა და მგელთ-უქმის შესრულების წესები მთის კილოებში, ან შეიძლება სხვადასხვა სახელი იყოს ერთისა და იმავე მოვლენისა.

მგლის კუნძული
ყ. 305,9; 676,16 ქვ., მგლური ძუნძული მოჴ.

მგლის პირის დაჭერა
მოჴ. (წინათ) საქონელი რომ მთაში დარჩებოდა, მგელს რომ არ შეეჭამა, ლოცვას იტყოდნენ და ქადებს გამოაცხობდნენ. მგლის პირის შაკვრა ჴ., ფშ. იგივე.

მგლის ფერი
შემგლისფერდა თ. შებინდდა, საღამომ მოატანა. შემგლისფერებული იყო თ. შებინდებული იყო. შამგლისფერდაო, იტყვიან ფშავლები სამკალად მოსულ ყანაზე.

მგლუვი
ნ. გლუვი.

მგლური
მთ. ჩქარი სიარული ან საქმიანობა. მგლური ყ. 16,1; 520 ჩქარი სიარული.

მგუანი
გუდ., მთ., მგუანაი მოჴ. ბუტია, წუნია. ბავშვი რომ გაგუვდება, ე. ი. დაიწუნებს სასმელ-საჭმელს და ყველაფერს, რაც არ მოეწონება. მწყრომელა ფშ. „მგუანას შაუჭამეთო, მძინარას შაუნახეთო“ (მოჴ.).

მდე, მდებელი
ნ. გულის მდე, გულის მდებელი.

მდივანი
მოჴ. დინჯი, ჭკვიანი (მხოლოდ პატარძალზე ითქმის. კაცზედაცო, დასძინეს). კითხვის ნიშნები მისხედს. „არ გამიგონიაო“ ერთმა მოხევემ.

მდინარი
მთ., გუდ., ჴ., ფშ. ჩირქი, ბაყლი. „მდინარი დაიძრაო (მთ.), იპირნაო (მთ.), დაპირაო (ჴ.).

მდღვიალა მასკვლავი, მდღვინავი მასკვლავი
ნ. ჭყვრიალა მასკვლავი.

მებალინჯე
ჴ. ეშმაკი. ნ. ბალინჯი.

მებაყაყია
ნ. მემყვრია.

მებოსლე
ბოსელში მყოფი თვიურის დროს (ქალი, დედაკაცი). ნ. ბოსელი, მირეული.

მეგველია
მთ. ქორის ოდენა მტაცებელი ფრინველია. ნ. ძერიკა.

მეგველიანი
მთ., მეგოლიანი მთ.: „მეგოლიანი თან დასდევენო, იტყვიან ბოზ დედაკაცზე“ (მთ.). მეგოლიანი რა არის, კარგად ვერ ამიხსნეს მთიულეთში. ნ. მეჴარობლე, ჴარობს.

მეგოლიანი
ნ. მეგველიანი.

მედგარ-ი
(1) გუდ., მთ., მეხი. „მედგარი და მეხი ორივ ერთია“ (გუდ.). იხმარება წყევლის დროს: გამედგრებულო, მედგარ-დაცემულო! მეხი დაგეცა და მედგარი! „შე მეხ-დაკრულო, მედგარა“! (ვაჟა, 131,5 ქვ.). მთ. მედგარი თ. „მეხის ნატეხი, მეხის ნაპერწკალი“; გაშლით წამოსული მეხი. მეხი პირდაპირ მოდის და მიწას აპობსო, მედგარი კი გაიშლებაო, მას მეხის ოდენა ძალა არა აქვსო. მეხს შალის ნაწვავის სუნი აქვსო, მედგარს კი თოფის წამლისაო. გამედგრებული ფშ. მედგარ-დაცემული.

მედგარ-ი
(2) ჴ. (შატ.) ბალახია, დანაყილი რომ ხორცზე დაიდო, სულ ამოატყრობს. მედგარა ჴ. (არხ.) ბალახია. მედგარა ფშ., ავწალიკა ფშ. ბალახია.

მედროშაე, მედროშე
(ხატში) ნ. ჴელოსანი.

მედუმლე
ფშ. ნ. უდუმალი.

მეექვსვის
ნ. შეექვსვის.

მეთავისე
ჴ. ნ. მოთავისე.

მეთაფლია, მოთაფლია
მოჴ., კაზარა მოჴ., ფუტკარი. „ბუზუნა ბევრი ბზუისო, მოთაფლიასთან ტყუისო“ (ანდაზა მოჴ.). მეთაფლე ბუზვი ჴ. ჭრელი ბუზია, დიდი, თაფლს აკეთებს. გველთ ბუზურა ჴ. იგივე, ბუზურა ფშ., თაფლაჸ ბუზვი თ.

მეთოფე
ჴ. თოფის მსროლელი (ჴ. მას.).

მეკალტია
ჴ., ფშ., თ. ქორის ოდენა ფრინველია, თეთრი, წვრილი და გრძელი ფრთები აქვს, ფრთის წვერები კი შავი.

მეკეთილე
ჴ. ნ. მაჴარობელი, ჴარობს.

მეკვლე
ჴ., თ. კვალის მიმტანი ოჯახში ახალწელს დიდით, მფერხავი. მეკვლეობის წესი ხევსურეთში აღწერილი აქვს ბეს. გაბუურს (ჴ. მას. 142-145). სამეკვლეო მეკვლისთვის განკუთვნილი (ჴ. მას.).

მეკოლე
ნ. ჴარ-გუთანი.

მეკოპარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წინა-ჯარი, ავანგარდი“. მართალიაო, მიმიწერია. დამზვერავი, წინ-წინ გაგზავნილი ჯარი. მზირი ჴ., „ჩვენ მზირი ვიცით, მეკოპარი თუშებმ იციან“ (ჴ.). ხევსურეთში სიტყვის მნიშვნელობა იციან: ხსნიან მზირიო. მეკოპარი ჴ. სალაშქროდ წასული ჯარი, ფშ. უფრო დასაზვერავად წასული. მეკოპარი თ. დავლის დაშოვრად და საზოგადოდ მტრის საზიანოდ წასული მცირე რაზმი; დავლის საშოვრად (მაგ., ფარის, ძროხის, ჯოგის გამოსარეკად და სხვ.) წასული რამდენიმე კაცი (ასე თხუთმეტიოდე). სამეკოპროდ (ვაჟა, 44,8; 46,10 ქვ.).

მელა
ჴ. საგინებელ სიტყვად იხმარება მკვდართან დაკავშირებით: „მკვდართამც გიძე მელაიო“! მელას ან ციცას, ვირს, ცხენს, ძაღლს, ერთი სიტყვით, რაც „ყროლია“, ხმარობენ წყევლა-გინების დროს: ციცას მიგიკლავ მკვდარსაო! ჩემს ძაღლს ჩავაკლავ მის მკვდართა ნაწყლ-ჩაღმა! და მისთ. ნ. მკვდართად შაწირვა.

მელა
მელის-კუდა ფშ., მოჴ. (ყ. 303,8 ქვ.) ბალახია. კაჭაკაჭა ბალახი. თ.

მელა-გუნდა
მთ. ბალახის ერთი.

მელა-ღუნი
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „შავი მელა“. კითხვის ნიშანი მიზის და მიმიწერია: მელაღუნი შეცდომააო. ნ. მელანი.

მელად თავის დადება
(ვაჟა, 228,3), „მელასავით ჩამაჰკიდა თავიო“ (მთ.).

მელანი
ფშ., ჴ., თ. შავი მელა.

მელატი გუდა
მთ. ნ. მელოტი გუდა.

მელაური
მთ., გუდ. ერთად მოქუჩებული ძნები. ერთად მიყრილი ძნა (გებული ჴუთულა არის). ნ. შაყრილი.

მელეური
ფშ. „ყანის ან ბალახის ნიავზედ ღელვა. ყანას მელეური მისდევსო. მელეური აგრეთვე ოლეს ან ტბის ლიკლიკა ტალღებსაცა ჰქვიან“ (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 207).

მელექსე
ჴ. მოშაირე, პოეტი (ჴ. მას.).

მელეშო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სამხრის სამხარი“ (სამხრის კუდი?). მისხედს კითხვის ნიშნები.

მელოტი გუდა
(იშვ. ტიტველი გუდა გუდ.) გრძელი თიკნური, უბეწვო გუდა. მელატი გუდა მთ., მელუტი გუდა ფშ. უბეწვო გუდა.

მემრ
ჴ. მერმე (ჴ. მას.).

მემუჴლე
ჴ. ვინც მუხლზეა დაჩოქილი (ჴ. მას.).

მემყვრია
ჴ., მეყვარტია თ., მებაყაყია ფშ. ყანჩა, ბაყაყიჭამია.

მენ, მენა მე
მენ მოვიტანუა, მეკითხებია, ჩემო ნინუა“?

მენადირე
ჴ. მონადირე.

მერდალი
ჴ. მედალი, მენდალი.

მერიგე
ჴ. ხატის მსახური (ხუცესი, მედროშაე, მეკოდე, მეგანძური, დასტური). მერიგე ხატის ხუცესსაც დაერქმის, ღმერთსაც: „თავის მერიგე ღმერთს შაახვეწნიდი“. ნ. მორიგე.

მერცხალიკა
ჴ., თ. მერცხალი. კლდის მერცხალიკა ჴ., კლდის მერცხალი ფშ. ნამგალა, მწივანა (ნამგალა კიდევ სხვა არისო ფშაველმა).

მესამძიმრე
ჴ. ვინც სამძიმარს ეუბნება ჭირისუფალს.

მესაფქვია
ჴ. (არხ.) რაღაც ფრინველია.

მესისხლე
ჴ. მოსისხლე, ვისი სისხლიც ჰმართებს მეჴელეს (ჴ. მას.).

მესკამური
მთ. („სახალხო გაზეთი“ 1911, № 456) პროპაგანდისტი, აგიტატორი (სიტყვების წარმოთქმის დროს სკამზე შედგომა იცოდნენ და იმიტომ).

მესკლევი
მთ., მასკლავი ჴ., ფშ., თ. ვარსკვლავი. ნ. ჴარი-პარია.

მესმინაე
ჴ. უიარაღოდ წასული კაცი კუდიანთ ღამეს სოფლის მოშორებულ ადგილას, რომ მოისმინოს კუდიანებისაგან, თუ ვინ რისგან მოკვდება სოფელში (ჴ. მას. 151).

მესულთანე
(ურბ. „ივერია“, 1886, № 267) ქალი ან დედაკაცი, რომელსაც მკვდრის სული ალაპარაკებს ხალხის წინ. „პრაოჩიკია, რაღა, მკვდრისა“ (ჴ.) [პრაოჩიკი – პრეოჩიკი, მთარგმნელი]. მესულთანაჸე თ. მკვდრების სახელით მოლაპარაკე კაცი ან ქალი.

მესხი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. „მზეს და მთვარეს რომ დააუჩინებს“ (ჴ.), რაღაცა გადაეფარება მზეს და მთვარესო. თოფებსაც ესვრიან, რომ მოაშორონ. ვეშაპი ვეფხის ტყაოსნისა („მზე ვეშაპსა დაებნელა“, ვეფხ. 1158).

მეტ-ჩარმა
(დ. ხიზანაშვილი, „ივერია“, 1887, № 202) თოფის ჯურაა. ნ. იარაღები.

მეტი
ნ. გმეტი.

მეუდმალე
თ. ნ. უდუმალი.

მეუქმარი
ჴ. ვინც უქმობს (ჴ. მას.).

მექალთანე
ჴ. ქალების მოყვარული.

მექარია
ჴ., ქარიტყანია თ., ქარისტყანია გუდ. ფრინველია ქორისოდენა. ჰაერში ფრთებ-გაშლილი დგას ხშირად ერთ ადგილას.

მექარობა
ფშ. (ჭყ.) ღვთისმშობლობა, მარიობა. „მექარობას ან დაასწრებს თევზი თხრას, ან ხარ-ირემი ყვირილსა“. მარიანობა ჴ.

მექაცაბუნაე
ჴ. (არხ.): „ჴევსურის ქალებსთან მექაცაბუნაე ვაჟა არხოტიონი“ (არხოტელის გამოგზავნილი წერილის კონვერტზე მინაწერი).

მექჩერების
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. ნ. ქჩერება.

მეღალია
ჴ. დიდი ჩიტია, ჭრელი: ერთად მოდის ბევრი.

მეყვარტია
თ. ნ. მემყვრია.

მეყორიაჸი
თ. ჩიტია, კედლებში ძვრება (ყორე თ. ქვის კედელი).

მეშაბათე
ჴ. ახლო ნათესავი მამის მხრივ (ბიძაშვილი და სხვ.). როცა ვინმე მოკვდება , მეშაბათე მოვალეა, თმა და წვერი დაიყენოს. შაბათის რიგზე (ნ.) მხოლოდ მეშაბათენია მიწვეული. ნ. შაბათის რიგი.

მეცნარი
გუდ. მცენარე.

მეწვერენი
ჴ. „ყრაულები მთაზე“ (ბეს.).

მეწყალვის
ჴ., თ. ვერ ველევი, მენანება, მეზოგება. საპირისპიროა მექჩერების. ნ. წყალობა.

მეწყერი
მთ., ჴაჴი ჴ. მიწა რომ დაიძვრება და წამოვა, რაც იქ დარჩება გვერდოზე, კლდიანი, უბალახო.

მეჴ-ი
თ. კედელთან გაკეთებული ტახტი (კედლიდან კედლამდე). შდრ. მერჴი (ხელნაწ. № 95, გვ. 1266).

მეჴამუჴება
ნ. ხამუხ.

მეჴარობლე
ჴ. მეგველიანი. ჩამიწერია ასეტი ანეგდოტი: „ჴევსურ ბაჴალიშვილი მისულ ერეკლესთან და უთხრა: მეჴარობლემაო ფურ გადამიგდა კლდეთაო. – მეჴარობლე რასაღ გიქვიანთო? – იმას გვიქვიან, ბატონდ, რომავ მე შენ აგაჯდავ, შენ სხვას ააჯდავ, შენ კლდეთავ გადაღვარდავ, მე იქავ დავრჩავ“. (ფურ)-მაჴარობელი. ნ. ჴარობს.

მეჴევე, მაჴევე
ჴ. მოჴევე.

მეჴელე
ჴ. ვისაც სისხლი ჰმართებს (მკვლელი, დამჭრელი) (ჴ. მას.).

მეჴენცლენი
(ქალები) , ჩაჩ. 39.

მეჴრე
ნ. ჴარ-გუთანი.

მეჯ-ი
გუდ., მთ., მოჴ., თეზო, თეძო. „მეჯი და თეზო ერთია“. ერთის თქმით, სარტყელს ქვემოთ თეზოების თავები მეჯებია. „ჴარს მეჯი აქვ, და კაცს – თეზო“ (მლეთე). ნეჯი ჴ., ნეჯვი თ. ნ. ხეცრო.

მეჯალაფე
ჴ. მაცილი, ეშმა, ბოროტი სული. ნ. მოჯალაფენი. „ეს მეჯალაფენ ბევრკან იცის, სადაც უფრო ხალხი ას, ისეთ ადგილში იცის. ეს მეჯალაფე-ეშმაკები, თუ იმ ალაგს კაც შაღვარდ. მეჯალაფენ დასწყევენ (ჴ. მას. 151,22-24).

მეჯოგის მასკლავი
თ. გაზაფხულზე მამლის ყივილის დროს ამოდის მასკვლავი (მემცხვარე მაშინ ცხვარს ბაკიდან საძოვარზე გარეკავს). სთველზე კი, ასე ცხრა საათზე, ჩადის (მემცხვარე მაშინ ცხვარს შერეკავს ბაკში).

მზას
ჴ. მზად (ჴ. მას.).

მზე
მზის პირი მთ., მოჴ., ჴ. ნ. პირმზითი. მზე გადაწვერილიყო, ნ. გადაწვერვა, წვერვა. მზის წვერზე ნ. წვერვა. მზე-გადენის ხანი ჴ. მზის ჩასვლის დრო (ჴ. მას.). მზენი გამადიოდეს „მზის ჩასვლის დროს“ (ბეს.).

მზე-კაბანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყანას რო ქარი უქრის, აღელვებს და სხვადასხვა ფერს აძლევს. მომკალი უზანდარელი / შენ მოჰკალ, უთანელაო. / – არცა მე მოვკალ, არცა შენ, / მამულმა მოჰკლა, ველმაო, / მინდორში მინდვრის ნიავმა / მზე-კაბათ ქანებამაო“. მე კითხვის ნიშნები მისხედს.

მზევალ-ი
ჴ., ფშ. (წინათ) თავმდები, პასუხის მგებელი კაცი.

მზევალაი
ჴ., ფშ. ხოჭო.

მზეთ-უნახა თაგვი
თ. წყლის თაგვი, თაჴვი (ნ.).

მზვარა
თ. ნ. ზორა მთ.

მზველი
საქონელი, რომელიც იგებს. ნ. ზვება.

მზივანა
თ. რძიანი ბალახია, ჩავედ (მხლად) იჭმევა.

მზირი
ჴ. ა) ჩასაფრებული. ბ) ნ. მეკოპარი.

მზოგვნება
ნ. დამზოგვნება.

მზორ-ი
ჴ., თ. მძორი, ლეში. ნ. ლეში (2).

მზორაი
მოჴ. ხბო, სანამ ძუძუს აბია, სანამ წამოიზრდება, ბოჩოლა არის).

მთა
მთის კახა, მთის ჩიტა ნ. მთიულა.

მთა-ბარობა
(ჭყ. ნ. ა.) „ქოჩათ-მავლობა“. მთ., ფშ., მოჴ., ჴ., თ. ხან მთაში ყოფნა და ხან ბარში ჩამოსვლა მემცხორისა. მემცხორის ყოფნა ხან მთასა და ხან ბარში. მომთაბარე (ჭყ. ნ. ა.), „ქოჩათ-მავალი“. მიმიწერია: მთაბარობა ითქმის მძლევარ ფრინველებზედაც.

მთას იქითელი
ჴ. თავ-ხევსურეთში მცხოვრებთათვის მთას იქითლებია არხოტლებიცა და გურო-შატილელებიც.

მთელ-მკვდარი
ნ. სამთელმკვდრო.

მთელი
ჴ. ცოცხალი (საპირისპიროა მკვდარი): „ნუც მთელი ას ჩემობაზედ და ნუც მკვდარი“ (ჴ. მას.). გაამთელა მოჴ. (ირონიით) გატეხა. მისხედს კითხვის ნიშნები. მთლის ნახვად, მკვდრისა დამარხვად დოლა ჯობ თაჩუაური (ჴ.).

მთვარე
ჴ. ფშ., თ., მთორე გუდ., სალუდე ქვაბის ძირში ამოკერებული მრგვალი სპილენძის ფურცელი, მთორე, მის ზემოთ ფესვი (გვერდი მთ.), თავზე ლოკერი („ხოკერი“) გუდ., მთ. ნ. ჩალხი.

მთიელი
მთის მკვიდრი (ყ. 318).

მთის ქათამი
მთ. ტყის ქათამი.

მთიულ-ი
„საზოგადოდ ჩვენს ლიტერატურაში შეცდომით მთის ხალხს მთიულებად უწოდებენ, მაშინ როდესაც ჩვენს საქართველოში მხოლოდ ერთს მაზრასა (მე ვიტყოდი: ერთ კუთხეს: ა. შ.) ჰქვიან მთიულეთი“ (ყ. 11, შენიშვნა).

მთიულა
ჴ., მთის ჩიტა ჴ., მთის კახა ჴ. ლეგა ჩიტია. ტოროლას ჰგავს. ტოროლა ქოჩრიანია, მთიულა კი არა. ცას-წავალა. მთის ჩიტა ჴ. (არხ.) „გუგუტს უჩეკს ბარტყებს“. (=ყურცეცხლა, ჴ.?). საწიედაჸი თ. (ბევრმა არ იცის) ლეგა ჩიტია, ცასწავალა.

მთობა
ჴ. ათენგენის დღეობის ერთ-ერთი დღე (ჩაჩ. 96).

მთორე
მთორის ახალი გუდ. ახალი მთვარე. მთორის ბერი გუდ. მცხრალი.

მთუთქარი
ნ. თუთქარი.

მთხვიზი
ძილ-მთხვიზი ჴ. ფხიზელი, ვისაც ძილი თავს ვერა სჭრის ადვილად (ჴ. მას.).

მთხილი
ჴ. ფრთხილი, სიმთხილე სიფრთხილე, ამთხილებენ აფრთხილებენ (ჴ. მას.).

მი-და-მოღმ
ჴ. მიღმა და მოღმა (ჴ. მას.).

მიგანება
ჴ. ა) მივაგანე მივარტყი. ნ. დაგანება, გან. ბ) მიხვედრა, მიხვედრება. ვღგანდები ვხვდები. მიგაგანებთ მიგახვედრებთ.

მიგზე
ნ. გზა.

მიგულვა
ნ. გულვა.

მიდევა
ჴ.: არც ვის მიგვიდევს ვალია – არც არავისი ვალი გვმართებს.

მიდევნება
ნ. მიზდევნე.

მიდღეჩი
მთ., მოჴ., დაგვიანებულ კაცზე იტყვიან: „მიდღეჩი არ მოვიდაო“. მის დღეჩი ფშ., მის დღეში (ყ. 696,3 ქვ.), „მიდღეჩი აღარ წავიდა“ (გუდ.) დიდხანს დარჩა.

მიეთ-მოეთი
(ვაჟა, „ცრ.“ 21,6) ენატანია, მაბეზღარი. ნ. ენა-კაჭალა.

მიზდევნე (კარები)
ჴ., მიზიდე მოჴ. მიხურე. მოზდევნე ჴ. მოხურე, დაზდევნე ჴ. დახურე.

მიზეზი
მიზეზიანი ჴ. ავად გამხდარი ხატის მიზეზით. მიზეზი (ხატისა) ნ. ბირკოლი.

მიზიდე
მოჴ., მთ., ნ. მიზდევნე, მიჯრა.

მით
ჴ. იმიტომ, იმის გამო (ჴ. მას.).

მითხევა
ჴ. ნ. თხევა.

მიკუნჭვა, მოკუნჭვა
გუდ., მთ., მოჴ. მიკუნტვა, მოკუნტვა, მიკუნჭვა (ყ. 140,9 ქვ.) გუდ., მთ.

მილიონა
თ., ქვა-კაცა ფშ., ციხია ჴ. (არხ.) მთებში ახოხოლებული ქვა, მემცხვარეებისაგან გაკეთებული გზის საჩვენებლად, ნ. საწყევარა.

მილუშვა
გუდ., მთ., ფშ., მოჴ., ჴ. (ყ. 370, 18 ქვ.; 482,5 ქვ.) ჩათვლემა. „აღარც სძინია, აღარც ღვიძია“ (გუდ.).

მინა
ჴ., ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ბოთლი. „ერთი მინა არაყანი მასესხეო“ (მთ.), ერთი მინდა წყალანი მაიტანეო. ინისა ჴ. (შატ.), შუშა თ.

მინდვრის ზოკო
მთ. ნ. ნიყვი.

მინდი
გუდ., მთ. დაფქვის გადასახადი: კოდზე (სამ ფუთზე) ერთი ლიტრა. „ამაღამ წისქვილს მინდს ავუგებ“ (ყ. 514,12 ქვ.); „საღამოსთვინ მინდი მზად იყო“ (ყ. 515,9); „წისქვილში მინდს უდგას“ (ყ. 524,8). აქედან ჩანს, რომ ყაზბეგისთვის მინდი უფრო საფქვავი უნდა იყოს.

მინინო
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., მიმინო თ. მიმინო. შავარდენი მოლურჯოა, მინინო – მოწითალო.

მირგვალი
ჴ., მურგვალი ფშ., ჴ. მირგველაჸი თ. მრგვალი. ნ. გურგალი.

მირგვლივ
ჴ. ირგვლივ (ჴ. მას.). მირგვლივ მავალო ჴ. საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას.).

მირგოლი ქვა
გუდ. ნ. კოხი.

მირევა
მიერეოდი ფეჴითა ჴ. „ფეჴით სადმე ფინთს ალაგს გაივლიდივ“ (ბეს.).

მირეული
ჴ. ა) კაცი, რომელიც მკვდარს გაასვნებს და დამარხავს (ხევსურები მას არ ეკარებიან) ან ვინც მებოსლე დედაკაცთან მივა. ბ) მებოსლე დედაკაცი, ნარევი მთ. (დედაკაცზე). ნ. ნარევი, მხლებელი.

მირღვა
ჴ., მურღვა ფშ., მირღვე თ. მღვრიე. მღვივე გუდ., მთ. („წყალი ამღვივდაო“ (მთ.), მღრი(ვ)ე მოჴ. მის დღეჩი ნ. მიდღეჩი.

მისრიელ
თ. „მისრიელ დაულაგმიდი“ თ. ნ. მიწრიელი.

მიტალა
ჴ. „არც მუჯაა, არც ვეძა. ყვითლად მოეკიდება ბალახსა“. [მატალა (ჭყ.) ალბათ კორექტ. შეცდომაა]. როგორც ჩანს, უჭირთ მინერალური წყლების გარჩევა.

მიტევა
ჴ., თ. მიშვება; გატევა გაშვება.

მიტენებული
ნ. ტენება.

მიტრუკა
თ., მიტრუკი ჴ. მუტრუკი, ჩოკი, ჩოჩორი. მუტრუკი მიტომ მუტრუკობს / დედა ჰყოლია ვირიო. / კაცი ბეჩავის მჩაგრავი / სად გაგონილა გმირიო?

მიფერება
ნ. ფერება.

მიფხუნება
ნ. ფხუნება.

მიქადლება
ფშ., გუდ. მიქედლება ჴორჴ. ნ. ქადლ.

მიღეტება
მოჴ., თ.: მიეღეტების თ., მიეჴეტების ჴ. მიეხეტება; სად მიეღეტება მოჴ.

მიღმ(ის)
თ. ნ. აქის(ე).

მიღმა
ჴ., თ., ფშ. იქით, მოშორებით. მოღმ(ა) ჴ., თ. აქით, ახლოს. მიღმარ(ა) ჴ., თ., ფშ. მოშორებით. მოღმარ(ა) ჴ., თ., ფშ. ცოტა ახლოს. მოიდა ჴევსურ გაგაი, / ჴევსურეთულა მიშარა. / მეც ლეკებს ვაკეთებიე, / ჴევსურ გაგაო, მიღმარა! (ფშ.).

მიყენება
მიაყენე კარები მთ., მოჴ. მიხურე, მიჯარე, მიზდევნე. მიაყენე ჴ., თ., ფშ. ცოტად მიხურე (მიზდევნე – სულ დახურე). დაგულვა თ. სულ დახურვა.

მიყუდ-მოყუდება
გუდ., მთ., ჴ., თ. კარი-კარ სიარული სათხოვრად.

მიჩაკჩაკებდა
ნ. ჩაკჩაკი.

მიციგლიგებდა
(ყ. 447,12 ქვ.).

მიცინკალაობს
ფშ. ნ. ცინკალა.

მიწა
მიწის მგელი მთ., ჴ. თხუნელა, თაჴვი ფშ., „ძროხას რო შახვდეს, შაღრიალებს, აშინებს ძროხას“ (მთ.) ჭყ.: „თუ საქონელმა დაინახა, დასქდებაო“. იგივე მითხრეს მთიულეთშიც. მიწის თაგვი თ. იგივე.

მიწა-წყალთობამდი
ჴ. ვიდრე მიწა-წყალი არსებობს (ჴ. მას.).

მიწვერვა
მისწვერდა (მზე) მოჴ. ჩასვლას აპირებს.

მიწკონა
თ. ფორის კვერი გამომცხვარი.

მიწლიკონა
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ., თ. „მწერია ერთგვარი. ფშავში რომ იპოვონ, თუ მიწა არ გათხარეს და არ ჩაფლეს, არ იქნება, თან ასე ამბობენ: დევთა ჴმა, გორთა კივილი, / მიწლოკინაი კვდებაო. / იმისი ფარი და ჴრმალი / ჩვენსა ბიჭებსა რჩებაო“. ჭრელია (ზოგი სისვიც), გრძელი კუდი აქვს. ჴ. იგივე. თ. ა) იგივე, ბ) ქვეშ-ქვეშა (კაცზე).

მიწოვ-მიდაგნია
ნ. ნაწვავ-ნადაგი.

მიწონა
მიიწონე გაბედე. ნ. წონა.

მიწრიელი
ფშ., ჴ., მიწრიალი მოჴ., მისრიელი თ. ავი სული, ეშმაკი. მიწრიელი ჴ. „ეშმაკი“ (ბეს.), „მიწრიელ დაულაგმიდი“ ჴ. (ლოცვაში) „მისრიელ დაულაგმიდი“ თ. (ლოცვაში). მიწრიელი ჴ. (აგრეთვე) ეშმაკი, ქვეშ-ქვეშა (კაცზე).

მიწრო
მთ., მოჴ., იწრო ჴ., ფშ. ვიწრო, კნინობითი იწრუა, იწრუაი მთ., მოჴ. („იწრუაჩი“), იწრუაჸი თ. ვიწრო ადგილი მთებს შუა.

მიწუკაჸი
თ. ნ. ხინწუკაი.

მიჭუჭკვა
მოჴ. (ყ. 14,24; 241,3 ქვ.; 315,8 ქვ.) ვიწროდ მიწყობა, მოჭუჭკვა იგივე.

მიჴეტება
ნ. მიღეტება.

მიჯრა, მოჯრა
ფშ., მოჴ. მიჯარე კარები, მოჯარე მოხურე. კარები მიჯრილი იყო. ნ. მიზდევნე, მიზიდე, დაგულე, დაგულვა.

მკადრე
ჴ. (იშვ.) მედროშე (ვინც ხელს „ჰკადრებს“ ჯვარსა და დროშებს) და დასძრავს ადგილიდან (წაიღებს საჭიროებისამებრ და დააბრუნებს). ნ. საკადრისი.

მკალია
ფშ. კალია. ნ. ჭილტაჸი.

მკამპავი
ნ. კამპვა.

მკბენარა
ჴ. ეკლიანი ბალახია. მკის დროს ხელში ერჭობა კაცს.

მკბილავი
ჴ., მკმენელაჸი თ. ნ. მკამპავი (კამპვასთან). „მკბილავს უკენ მოექეც და მწიხლავს წინაო“ (ჴ.).

მკვდართ მზენი
ფშ. მზის ჩასვლის დროს მთებს რომ ალიონის მოყვითანო ნათელი დაადგება. „მკვდართა მზით არი საწყალი“ (გუდ.) – მკვდრებშია მითვლილიო. „მთებზედ მკვდართ მზენი ჰქრებიან“ (ბაჩ. „დროება“, 1885, № 181).

მკვდართად (მკვდრებისად) შაწირვა
ჴ. თუ შუღლში ერთმა მეორე დაჭრა და სისხლი გამოადინა, დამჭრელი, თუ დიდი ჯავრი სჭირს დაჭრილისა და თვითონ სისხლი არ სდის, შესწირავს დაჭრილს თავის მკვდარს: უნცროსიმც ხარ ჩემის მკვდრისა (მკვდრის სახელს იძახებს), წყალთამც უზიდავ, ჯღანთამც უბანდავ, ჴელ-პირსამც აბანიებ, უმცროსადამც ჰყვიხარ“ და მისთ. (ჴ. მას. 137-138).

მკვდარი
ჴ. საპირისპიროა მთელი: ნუც მთელი ას ჩემობაზედ და ნუც მკვდარი (ჴ. მას.).

მკვდრებისად შაწირვა
ჴ. ნ. მელა, მკვდართად შაწირვა.

მკვდრის სამღვთო
ნ. ხარჯი.

მკვდრის სიფრო
ნ. სიფრო.

მკვდრის ცოლი
ჴ. ქალი, რომელიც დათხოვია და წაყვანილი (ან დანიშნული) და ქმარი (ან საქმრო) მოუკვდა, ერთის წლის განმავლობაში მკვდრის ცოლია (ჴ. მას., 136).

მკვრენცელა
მოჴ. ჴენცელი.

მკითხავი
ჴ. მარჩიელი.

მკლავი
ჴ. ფშ., ხელის ნაწილი იდაყვიდან მაჯამდე („საზალტემდე“ ჴ.). მჴარი თ. – იდაყვიდან ბეჭამდე.

მკლე
ბაკურჴ. ნ. ხაიბარი ჴ.; მკლე თ. ვისაც რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვს. მკლე ფშ. ნაკლები, ნაკლული (მაგ., მოსავალი).

მკმენელაჸი
ნ. მკბილავი.

მლაშება
თ. მზადება. ვემლაშები თ. ვემზადები (ტანთ ვიცვამ); ვამლაშებ თ. ვამზადებ. დავამლაშე თ. დავამზადე, მოვემზადე. ვერ დეჸემლაშია?

მლიავება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მელია ამლიავებს კუდსა“. ამლიაებს ჴ. ანძრევს (ქარი, წყალი).

მოანდევება
ნ. ანდე (1).

მობოჭნვა
მობოჭნე მთ. (მოხევის სიტყვით) მობოჭე, მოაგროვე.

მობოხრვა, მაიბოხრა
ნ. ბოხრვა.

მოგება
მაიგო ფშ., მთ., ეყოლა, გაუჩნდა მოჴ. ეყოლა. გაუჩინდა ჴ., თ. იგივე. მოგებული გუდ. რომელმაც მოიგო.

მოდგამე, მოდგამეები
გუთნის დედისა, ღამისა და დღის მეხრეებისა და სხვებისაგან შემდგარი პატარა ამხანაგობის წევრი („ჩვენებური გუთნის წესები“, „დროება“, 1884, № 73).

მოდენა
მოგდის ფშ., ჴ., თ., გუდ., მოჴ. გესმის, რ მოგდისა არ გესმის? (მიმართვა ქმრისა ცოლისადმი). მომედინა მომესმა, გავიგონე. მოდენილან მოდიოდნენ თურმე.

მოდენილან
ნ. მოდენა.

მოეს
ჴ. აქეთობას (აღმა სვლის დროს). ნ. ჩაეს. მოის თ. მოსვლაში.

მოვნე
მოჴ. მავნე, ეშმაკი (ყ. 154,19; 766,17). მოვნე-დაცემული (ყ. 597,1), ჴ. გაგიჟებული, გადალაჴული, გადარეული.

მოზდევნე
ჴ. მოხურე, ნ. მიზდევნე.

მოზელა
გუდ., მთ., მოჴ., თ. ნ. ზელა.

მოზვერვა
„აიღო მან ხმალი, ხელში მოზვერა... სწრაფად მოზვერეს ერთმანეთი“ (მებრძოლებმა). (ლ. ბალიაური, „ბუსკაის მწკალი“, „ლიტ. საქ.“, 20.7.1939).

მოზვერი
ნ. ძროხა.

მოზიკვა
ნ. ზიკ (2).

მოზმანება
თ. მომეზმანა თ. მომეჩვენა. ნ. ზმანება.

მოთავისე
ფშ., მოჴ., მოთავისი მთ., მეთავისე ჴ., მოთავისიაჸი თ. თავისიანი, ნათესავი. „სიყვარული ვისაც აქვს ერთმანეთთან“ (მთ.).

მოთავჴელება
თ. საქმის მოგვარება. ნ. თავჴელება.

მოთვლა
ნ. თვლა.

მოთრევა
ჴორჴი: „შიგ მაათრია წვერი“ – შიგ ამოავლო წვერი.

მოის
ნ. მოეს.

მოკვეთა
მთ., ფშ., ჴ., თ. თემიდან გაძევება („ივერია“, 1887, № 8). მოკვეთილი თემიდან გაძევებული.

მოკვერაი
მთ. ნ. მაკვერი.

მოკლება
(1), წაკლება თ.: მოვიკლე თ. მოვიგე. წავიკლე თ. წავაგე. წამიკლო თ. მომიგო. წავუკლე თ. მოვუგე, წაგიკლე თ. მოგიგე. ნ. მოწუყვა.

მოკლება
(2): მო(ვ)იკლე ფშ. მოწეული ჭირნახული შინ მოვიტანე.

მოკმენჩა, მოკმეჭა
მოვხკმიჭე ჴ., მოვ(ჰ)კმინჩე ფშ. მოვკბიჩე.

მოკრეფა
მთ., გუდ. (ყ. 186,4) დაწევა, მიწევა.

მოკრეფა
გუდ. მოკლე გზით მიწევა.

მოკრუტება
ნ. კრუტი.

მოკუნჭვა
გუდ.ნ. მიკუნჭვა.

მოკუპვა
პირ-მოკუპული (ყ. 14,1 ქვ.) პირ-მოკუმშული, პირ-დამუწული.

მოკუჟვა
(ყ. 454,5) მოჭუტვა(?). მოკუჟული (ყ. 619,5 ქვ.).

მოლალვა
ჴ., ფშ. მოგერება. მოილალავ მოიგერიებ (ძაღლს). ნ. ლალვა.

მოლაჴვა
გუდ., ფშ., ჴ. მორევა სახლისა მშობიარობისა და დედათა წესის დროს.

მომავალი
მთ. ჩამომავლობა.

მომარჴება
ჴ. მისამძიმრება.

მომდე
ჴ. ნ. გულის მომდე.

მომეტე
თ. მჯობი, გამორჩეული, უკეთესი, განსაკუთრებით მოჭიდავე ფალავანი მტერთან შეტაკების დროს.

მომზვლევა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მოხეთქა ადგილისა, ჩამოზვავება“. მართალიაო, მიმიწერია. მომზღვლევა მოჴ., ნამზღვლევი მოჴ., ნა(მ)ზღლოვი მთ., ნაზლობი თ. ნამეწყრალი.

მომთაბარე
ნ. მთაბარობა.

მომწაული
ჴ. სამწავე.

მონა
მთ. ჴ., თ. (დრო, კაცი, დროობაი) ცუდი, უფერი. „მონა დროობა დაგვიდგა“ (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205), ყროლი ფშ. „მონა არ დაგცემს ცხვირსაო“ – ცუდი საქმე არ მოგივაო (ბეს.).

მონაგებარი
მთ. შეძენილი; თესლზე ამოსული; ნაშობი (საქონელმა რომ მოიგო), ნაშრომი მოჴ.

მონამგლე, მონამგლეობა
ნ. ნამგალა, ნამგლობა.

მონანული
სამონანულო ნ. ხარჯი.

მონდავი
(1) ფშ., ჴ. მომდგომი, შეამხანაგებული (ხარით ხვნის დროს). ნ. მანდოვი.

მონდავი
(2) თ. მაზლის ცოლი. მონდავები თ. შილები, ძმათა ცოლები.

მონელება
ჴ.: მოუნელები ჴ. (გადატანით) მოუკლავი. კაცი მოუნელები ვერ გადაურჩების (ჴ. მას.).

მორე
თ. მორევი. ნ. სრუნტი.

მორევა
ნ. მოლაჴვა.

მორთულობა
ნ. კმაზულობა.

მორი
ნ. მამრი.

მორიგე
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ღმერთი ცისა და ქვეყნის გამრიგებელი, წესისა და რიგის მიმცემი“. მორიგე თ. ღვთის ეპითეტია. „ღმერთ-მორიგემ დამიწერა“ (თ.). ნ. მერიგე. ხატის მორიგენი ჴ. ხატის მსახურნი (ხუცესი, მედროშაე, მეკოდე, მაგანძური, დასტური). (ჴ. მას.).

მორიდება
ნ. რიდება, მარი.

მოსანთლე
(ხშირად), დეკანოზი (იშვ.) მთ., ხუცესი ჴ., ჴევისბერი ფშ., ჴელოსანი თ.

მოსართავი
თ. იგივეა, რაც გარსაკრი ფშ. (ნ.). მოსართავი მთ. თასმისა არის, ქარშიკი – შალისა, მოქსოვილი.

მოსასხამი
ჴ. ნ. სამწავე (1).

მოსახილებელი
ნ. მოხილება.

მოსელი
მთ., ხე მოჴ., ჴ., შოლტი ფშ., ჴიდი თ. კოჭი (დირე სახლზე).

მოსკორვა
თ., მოსკორილი ნ. სკორე, შეპატიება.

მოფსუტვა
თ. ნ. ფსუტი.

მოქანჩვა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ., ჴ. მოჭერა, მაგრად შეკვრა ქანჩით (ქანჩი თოკის მოსაჭერი ჯოხი). „მოვქანჩე ელვებრ მფრენიო“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 89) მაგრად მოვსწიე, მოვზიდე.

მოქასურება
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 885,10 ქვ.) პირფერობა, პირმოთნეობით ლაპარაკი.

მოქრიახე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დაუდგრომელი“.

მოქცევა, ქცევა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. რომელიმე კილოზე ლაპარაკი: ფშაურად უქცევს – ფშაურად ლაპარაკობს, ჴევსურულად უქცევს – ჴევსურულ კილოზე ლაპარაკობს. მოქცევა, მოქცეულობა კილო.

მოღომლება
ნ. ღომელი.

მოყენება
მოაყენე კარები. ნ. მიყენება.

მოყმე
თ. ჭაბუკი. ნ. საყმო. რა კარგაჸ ხარი, მოყმეო, / ჩვენიმცე სოფლელ იყვიდი! / გან დედა გაგიჯავრდება, / ხანდახანა-ღ ჩამოგვიხვიდი (თ.).

მოყურიადე
გუდ., ფშ., ჴ. (ვაჟა, 194,4 ქვ.) ჩუმად ყურის მგდებელი.

მოშ-ი
ჴ. „ორითავ ჴელებით აღებული იღლიით თივა ან სხვა რამე: „თითო მოშ თივაიც რო მისცათ, ისიც კაი ას, გაჭირებულ კაცი ას“ (ჴ. მას.). მოშვა: „ქალს მოშავს ქალს რო ორთავ ჴელს შამახვევს და შამაიხვევს გულზე“ (ბეს.).

მოშამშნული
ფშ. თავის თავისთვის უხეირო. ქონება აქვს და ჩაცმა-დახურვის შნო არა აქვს; ვერც ჭამს და ვერც სვამს შნოზე. გუდ. დაუგველი, მთ. უსუფთაო სახლი, სანამ გამოუგვებოდეს. თ. იგივე.

მოჩივლება
ჴ. წყენა, დამდურება. „არ მომიჩივლდ“ (ჴ.) ნ. ჩივილი.

მოცალო
მთ. ნ. მაცალო.

მოცნიარი
მოჴ. მეცნიერი, ბრძენი.

მოწაღმართე ანგელოზი
ჴ. ანგელოზი, რომელიც წაღმა გზით უძღვის (ჴ. მას.) ნ. ხთის იასაული.

მოწევარი
მოჴ. კაცი, რომელსაც აგზავნიან სტუმრის მოსაწვევად. ნ. მაწევარი.

მოწვერვა
(1) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყანის მაღლა მომკა“, მთ. იგივე, მოჴ. კვრენცა. ბიჭი უნდა ვაჟი კაცი, / ყანა მაღლა მოწვეროსო, / ეგრე მოკლას პატარძალი, / ფური ვეღარ მოწველოსო (მთ.).

მოწვერვა
(2) ფშ. თივისა და ძნის თავის გაკეთება. შეწვერვა თ. იგივე.

მოწკეპა
მოჴ. (წყვეტ. მოწკიპა) სახრით ცემა.

მოწუყვა
მავსწუყე, მავიწუყე ჴ. მოვიგე. ნ. კოჭაობა. მოსაწუყად (ბაჩანა, „დრ.“ 18) მოსაგებად, ჩამოსაგდებად (მშვიდობიანობაზეა საუბარი). ნ. მოკლება (1).

მოჭუჭკვა
მთ. ნ. მიჭუჭკვა.

მოხილება
გუდ. ცნობისმოყვარეობა. სახილებელი ჴ., ფშ., მოსახილებელი თ. ცნობისმოყვარეობის ღირსი.

მოხოული
მთ. ნ. ხვეული ქადა.

მოხურაი
ჴ. (არხ.) საკალოე ვარსკვლავია (მოხე მთაა არხოტში, სადაც ეს ვარსკვლავი ამოდის).

მოჴელვა
ჴ., ფშ. (ბაჩანა, „დრ.“, 57) მთ. პოვნა. „იმერელმა რკინა მოჴელა და: ღმერთო, სარკინეთი დააქციეო“ (ანდაზა, ჴორჴში გაგონილი).

მოჴეჴრება
ფშ. მოვაჴევროთ ნ. ჴეჴერა.

მოჴნეველა, საჴნეველა
მოჴ. ვარსკვლავია. ხვნის დროს ამოდის, შაღამოს ჩაბრძანდებაო.

მოჴნია
(1) გუდ., მთ. მოჴევე (დაცინვის კილოთი ეძახიანო). გუდამაყრელმა: ძველად ვეძახდით ასეო. მოჴნია ჴ. (ყ. 596 მოხნია) მოჴევე (ხევსურის სიტყვები მოჰყავს). (მოხნია ყ. 689,6 ქვ. და 17 ქვ.) მოჴევე (აქ ოსი უწოდებს).

მოჴნია
(2) მთ., მოჴნავი (მოჴნავაი), მოჴნეველა მოჴ., საჴნაურა ჴ. (შატ.), საჴნუელა ფშ., საჴნავა ჩიტი თ., ჴარწინა გუდ., ურნატა ჴ. გუთნის ჩიტია. ლეგა ჩიტია, ნახნავში დადის და ჭიებს ეძებს.

მოჯალაფეთი, მოჯალაფენი
ფშ. ეშმაკების ერთი დასი (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205). ნ. მეჯალაფე.

მოჯეყვა
ჴ. (ბაკურჴ.): მოჲჯეყა (ასეა! ბაკურჴ.) „ცოტა კიცვ რო იქნების და სამგზავროს წავიყვანთ, დაიძალების და აღარ გაიზრდების, მოჯეყვას იმას ვეძახთ“. ნაკი დარჩაო მთ., დაჩაგრული მოჴ.

მოჯრა
ნ. მიჯრა.

მჟავანა
ფშ., მჟავია თ. ორივე ჯიშისა: მჟავია (მჟაუნა) და ლახტარა. მჟავია ერთია და ლახტარა სხვა. „ჰგავს, მაგრამ თავ-თავადიაო“ მითხრეს (მგონია, თუშეთში).

მჟაველა
მთ., მოჴ. მჟაუნა (მაღალი ბალახია). ლახ-ტარა ჴ. მჟავია მჟაველა არ არის. მჟაველას ხევსურები ლახტარას ეძახიან.

მრავალა, მრავალანი
ჴორჴი, ფშ., მრავალანი, მრაველანი ჴ., მრევალანი გუდ., მთ., მრავალაჸი თ. ხომლი. ჭყონიას მრავლიანი შეცდომაა, ისე როგორც მისი რუსული თარგმანი: „შვიდნი ვარსკვლავნი“. გადმოვიდეს მრავალნი, / გადმოხედეს ჴადასო: / თავ-თავის თავს გაურიგეთ, / ნუ არიგებთ სხოთასაო (ჴორჴი). შენიშვნა: ჴადა ხეობაა მთიულეთში. გაურიგეთ] ვარიანტია გაურჩივეთ.

მრევალანი
გუდ., მთ., ნ. მრავალნი.

მრეზა, აიმრიზა
მთ. ნ. ბრეშა, მრეშა.

მრეშა
მთ., ბრეშა ჴ., ფშ. იმრიშება მთ., იბრიშების ჴ. უბღვერს, ცუდი თვალით უყურებს. იბრიშება ფშ. იგივე.

მრეცხელი
(დედაკაცი) ჴ., თ. მებოსლე დედაკაცი (სანამ თვიური აქვს).

მრისხალ
სამრისხალოდ. ნ. რისხ.

მრძევანაი
მთ., მოჴ. ბალახია. ნ. სარძეველაი.

მსვენი
თ. ნ. აღვარტი.

მსივანაჸი
თ. ბუტია, წუნია, მგუანი.

მსხეპრი
ჴ., თ. ნ. მშხეპრი.

მტავრო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მუჭა“. ნ. ტავროი.

მტკივონაი
ჴ.., ფშ. მუწუკია ერთნაირი (ძირ-დიდა და პირ-ქვეითი სხვებია კიდევ).

მტკრეცა
ნ. ამტკრეცა, ატკრეცა.

მტყობიები
ჴ. ვისიმე გარდაცვალების ამბის შემტყობინებელი სოფლად, გამგებინებელი.

მუკუდო
მთ. „კანკეშას ეძახიან გუდამაყარში“ (მთ.), კენკეშა ჴ., ფშ.

მურგვალი
ჴ. მრგვალი ნ. გურგალი.

მურდალი
მურტალი (სპ. მურდრ) გუდ, მთ., მოჴ, ჴ., თ. უდანოდ მკვდარი, დაუკლავად. ფშ. (რა.ზ-ჭყ.) „ღრძუ კაცი“ „მკვდარი უზიარებლად, ან იმგვარი შემთხვევით მკვდარი, რომელსაც იარაღით ჭჭრილობა არა აქვს“ (ყ. 27, შენიშვნა). აქედან: გამურტლა (ყ. 75,14) წაბილწა.

მურვილი
ჴ. (ბაკურჴ.), მთ. ნ. ჴაწირი.

მურო-ბალახი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახი წმინდა, ქალის თმასავით დავარცხნილი“. ურო ფშ. „ურო კი გამიგონია: ქუჩა ბალახია, მაღალი ბალახია, მსხვილ-ფეჴა. საქართველოში (=ქართლში) და ყიზლარში იზრდება“ (მთ.). „ურო ჩაჩანში იცის“ (მოჴ.) და მტკვრის მარცხენა მხარეს ქალაქიდან მცხეთამდე, აგრეთვე შირაქში. ურო თ.

მურღვა
ფშ. ნ. მირღვა.

მუსხუტელა
თ., მუსხუტერაჸი თ. შვრიის ფაფა, ხუტარი ჴ. (ნ.).

მუქარა
(არაბ.): ემუქარების ჴ., ემუქრება. დამემუქარნეს ჴ., მუქარას მთხოვენ მემუქრებიან, მუქარის დათხოვა დამუქრება (ჴ. მას.).

მუღალარი
თ., უღალარი მრავალი, უხვი, უღარალი ფშ. იგივე.

მუში
ფშ., ჴ., თ. ცაცხვის ტოტებისაგან გახდილი კანი. კანფის ნაცვლად ხმარობენ: ავშრის ნაცვლად ცხენისა და ჯორის ცხვირზე ჩამოსადებად. ლაფანი მთ., ბოყონიკა ჴ. (შატ.). მუშისას თოკებს აკეთებენ. სამუშარა ფშ. ცაცხვის ტოტი მუშის გასახდელად. „ცაცხვის ხეს ქერქსა და ნედლ კანს აცლიდნენ, გაცლილ კანს მუში ეწოდება“ (ჩაჩ. 25).

მუცელი
ნ. გულ-მუცელი.

მუხ-შავი
ნ. მუჴ(ლ)-შავი.

მუჴ(ლ)-საფარა
თ., ყულანა მოჴ., ფეშტემალი, ფაშტამალა ფშ. წინსაფარი.

მუჴ(ლ)-შავი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყევლაა“. მოჴ. იგივე (მძიმედ მოსიარულეს დასწყევლიან: შე მუჴლ-შავო, შენ შავო! სადა ხარ ამდენ ხანს, შენ მუჴლ-შავო?).

მუჴლის კვერი
ფშ., ჴ., თ. (ყ. 139,6), მუჴლის ფარდა ჴ., მუჴლის საფარი თ., კვისტავი მთ., ფშ., კვიშტავი მოჴ., ჴ. (შატ.), კუშტავი თ. მუხლის თავი, მუხლის თავზე მბრუნავი ძვალი.

მუჯა
ჴ. მლაშე, მადნეული წყალი, რომლითაც პურს ზელენ ხევსურეთში. ხევსურეთში ბევრია ასეთი წყალი (ხორნაულთა, ქმოსტი). ხევსურები ზოგან მუჯას ვეძისაგან თითქო ვერ არჩევენ. აბა გიგაური (ბლოელი) მარწმუნებს, რომ სასმელად მუჯა სჯობსო, ხორნაულთაში მუჯა არის, სმენ, იმაზე უკეთესი არსად არისო. იმავე აბა გიგაურის სიტყვით, ვეძა მლაშეა, ზოგს რკინის სუნი უდის. ჴაჴმატსა, ბისოსა და ლიქოკში პურს ვეძით ზელენო. მუჯა ძალიან მლაშეა. მას ადუღებენ და მარილს აკეთებენ, რომელსაც წამლად ხმარობენ შეციებული საქონლისთვის (არ მიწერია, სად). გუდამაყრელმა: კარგი სასმელი ვეძაა. თუ არ ისმება და საქონელი სვამს, მუჯააო. მუჯა მლაშეა და ფრინველი და საქონელი იმიტომ ეტანებაო. ხევსურეთის სოფლებში: ჴაჴმატში, როშკაში, ბაცალიგოში, ლიქოკში დაბალი ხარისხის ვეძაა, დასალევად არ ხმარობენ, მხოლოდ ბანაობენო. ფშავში მუჯის წყარო არ არისო. მხოლოდ კლდიდან კი ბევრგან წვეთსო. მას შველი და სხვა ნადირი და ფრინველი (მაგ., ქედანი) ძალიან ეტანება. მონადირეებმა კარგად იციან ასეთი ადგილებიო. ფშავის გომეწრელისთვის (გომეწარი თუშეთშიც არის) მუჯა და ვეძა ერთია. მუჯა მოჴევეებისთვის ვეძის მსგავსი მადნეული წყალია, რომელიც სასმელად არ ვარგა. ვეძა ფშ. მლაშე წყალი. ნ. ვეძა. როგორც არ მიმოხილვიდანაც ჩანს, მუჯა და ვეძა ყველგან ერთნაირად არ ესმით ფშავ-ხევსურეთში.

მქანე
ფშ., პევში გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. პევშა მოჴ. ორივე ხელი ერთად მიდებული და თითები ოდნავ მოხრილი (წყლისა და სხვა რამის ასაღებად). შდრ. ტავრო.

მქვისელი
ჴ., ფშ. ქვისელი, ქვისლი.

მქისე
(1) ჴ. მარდი, ფიცხი.

მქისე
(2) თ. მსხვილი და მოკლე ბეწვი მატყლისა.

მქრევა
ნ. იმქრეოდა.

მღდელი
(იშვიათად მღრდელი) მოჴ., ჴ., ღვდელი თ. მღვდელი. მღდლის უქმი ჴ. საეკლესიო უქმი (ათორმეტთაგანი). დიდი მღდელი მთ. (მოხევის სიტყვით) ეპისკოპოსი. ნ. ღმრდელი. „ჟიჟიანთ ერთი ვარცლი აქვთ, / გამთლელის ჴელი სწერია. / დიდმა მღდელმა ჩაასკორა, / შიგ მაათრია წვერია“ (მოჴ.).

მღე
ფშ., ჴ., თ. ღია. „ზოგისა კარი დაჯარა, / ზოგისა ისივ მღე არი“ (ჴ.).

მღერ
ამაამღერა გუდ., ჴ., თ. ამოათამაშა (ჴმალი, ხანჯარი, მათრაჴი).

მღერკლე
ნ. მღირკლე.

მღვივე
გუდ., მთ. ნ. მირღვა.

მღილი
გუდ., მთ. კრკილი, ჩრჩილი.

მღირკლე
ფშ. (რაზ.) ოდნავ გაღებული კარი. მღერკლე ჴ., თ.

მღრდელი
ნ. მღდელი.

მყავრ
ნ. გამყავრებული.

მყარ
ნ. გამყარებული.

მყევართ-კუსაი, მყვართ-კუსა, მყორთ-კუსა
ჴ. (არხ.) ნ. დათვის ქაჩქაჩა, კუსკუსელა. მყვართ კუსა ჴ. პატარაა, გაიზრდება და – საბრმობელა ჴ.

მყეფარი
ძაღლი (მორიდებულ საუბარში), ოთხფეჴი იგივე.

მყვარი
ჴ., ყვარტი თ. ბაყაყი, ყოტი, ბაყოტი ფშ. გომფაშო. ნ. საბაყაყე.

მყივანა ჴველა
მთ., მოჴ., ფშ., ყივანა ჴველა.

მყინვარი შაქარი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. შაქარყინული, ყანდი.

მყოლი
ჴ. მაყარი, მყოლნი ჴ. მაყრები.

მყრალა
თ. მტრედის ოდენა ფრინველია, ლურჯია, გაზაფხულზე მოდის.

მყუის, მყუოდის
ნ. ყუილი.

მშავი
ჴ. ფშავი, მშაველი ჴ. ფშაველი. მშავლის შვილები ჴ. ფშავლები.

მშვიდობა-ამბავი
ჴ. ერთი-მეორის ამბის გამოკითხვა მისალმების დროს (ჴ. მას.).

მშვილდ-ისარანი
ჴ., მარიამის სარტყელი გუდ., მთ., მოჴ., თით-ბეჭედა თ. ცისარტყელა.

მშვილდი
ჴ., შვილდი (არ მიწერია, სად), ფშვინდი თ. ა) მშვილდი, ბ) ვილონოს ხმები., смычок.

მშრალ-ი (ცხვარი)
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ცხვარი, რომელიც არ იწველება.

მშრალა
ნ. ჟანტა-მშრალა.

მშხეპრი (წვიმა)
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დელგმა“, ძლიერი წვიმა. მსხეპრი ჴ., თ. იგივე (ქარით რომ მოვა და ჩქარა გადაიღებს). შხაპი წვიმა თ. იგივე. ნ. სხვეპრი, შხეპი.

მჩვენ
ნ. გამჩვენეობა.

მჩორე
ჴ., თ., მჩორო გუდ. ცხენის ნეხვი, ჩონჩორიკი. „მჩორო დათვისა არი, ცხენისა – ჩონჩორი(კი)“ (მთ., მოჴ.).

მც
ჴ., ფშ. ნატვრის გამომხატველი ნაწილაკია: ჴორწილიმც ნუ მაგეშლებისავ! (ჴ. მას.).

მცურავი: მცურავი ჯაჭვი
ჴ. ჯაჭვი, რომელიც, თუ არ აცვია კაცს, ან არ არის მიბმული რაზედმე, დაცურდება და წავა (ჴ. მას.).

მცხრალი (მთვარე)
(ბაჩანა „დრ.“) „სავსე, ბადრი“ (ჰო, ასეა!). ნამდვილად ნიშნავს დალეულს და არა სავსეს. ნ. მთორე.

მძაჴე
ჴ., თ. მძაღე. დამძაჴებული (ერბო, ყველი) გუდ., მთ., მოჴ. „სუნიც უდის, ერბო გადაიწმინდება (ერბოს გადაადუღებენ და პერად მაიყრის, რაც გაფუჭებულია, მააცლიან) და ყველს არა ეშველება რა“ (გუდ.). მჯაჴე ჴ.

მძაჴველი
მთ., ფშ., ალუდაი ჴ. მცენარეა.

მძეჴვი
ფშ., შიგნითაჸი თ. ძეხვი.

მძივი
ნ. გუგულის მძივი.

მძიმე
მძიმე მდევარი ჴ. მრავალი მდევარი; მძიმე ჯარი ჴ. მრავალ-რიცხოვანი ჯარი; მძიმე საჴსარი ჴ. დიდი სახსარი (ჴ. მას.).

მძლევარი
ჴ., თ. საზამთროდ თბილ ქვეყანაში მიმდინარი ფრინველი (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205). პურის ჭამა უნდა დილით, რომ არ დასძლიოსო. მძლევრებია მთაში: ჴარ-წინა, გუგული და მერცხალი (გუგული, მერცხალი, საჴნაურა). ბუჭყია მიმტკიცებდა: მერცხალი უსწრებს გუგულსაო.

მძორი
მთ., მოჴ. ზარმაცი ნ. მძული.

მძრომელაი
ჴ. (არხ.), ბურნითაი (იქვე) ჩიტია.

მძული
ფშ., გუდ., ჴ. ზარმაცი (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205). მძული, მძორი მთ.

მძნობს, მძუვნობს
მთ., მძუნაობა მოჴ. ნ. ზუნაობა.

მწერალი, წერა-მწერალი
ჴორ., მთ., მწერელი, წერა-მწერელი გუდ., ფშ., მოჴ., ჴ., თ. ვის განკარგულებაშიც არის ჩვენი სვე-ბედი. წარმოდგენილი აქვთ ავ სულად, ბოროტად, სულთამხუთავად. „მწერალს აუტანიხარ“! „რა მწერალმა აგაგდო“? სიკვდილის მნიშვნელობა აქვსო, მიმიწერია.

მწერელ(თ)-ტყვეი
თ. ნ. მწერელთ-შვილი.

მწერელთ შვილი
(გამოითქმის მწერელ-ჩვილი) გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მწერელ(თ)ტყვე თ. ბეჩავი, უთავბოლო, უგუნური. ერთი ფშაველი მიმტიცებდა, რომ ხევსურებმა „მწერელ(თ)-ტყვეი“ იციანო, მაგრამ მწერელთშვილი ხევსურეთშიც მაქვს გაგონილი. როცა მე ვიკითხე, რას ნიშნავს-მეთქი, კინაღამ ჩხუბი ატყდა ჩემს მოსაუბრე ხევსურსა და ერთს კარგა მოსულ ხევსურს შორის, რომლის მიმართ ითქვა ეს სიტყვა. მან იწყინა და დაემუქრა: გაგა-ორ მია, გგაი“. – მიაც გიგია-ორ, იყო პასუხი.

მწვავი
ჴ., თ., ფშ. (იშვ.) ცხელი (საპირისპიროა გრილი). გაამწვავე გააცხელე. ეგ მწვავ, კაცო არს დაზჯდე (ჴ.).

მწვანილი, მწვანილნი
ჴ. გაზაფხულზე ახალ-წამოზრდილი ბალახი. ნორჩი ჴ. შემოდგომის ბალახი. აქვიტი თ. ქორფა ბალახი საზოგადოდ.

მწვირე
ნ. მწურე.

მწივანა
ფშ. (?) ნამგალა (ფრინველი). ნ. ნამგალა, კილდის მერცხალიკა (მერცხალიკასთან).

მწკა
თ. აფსკა, ტვინის ქერქი. ნ. სკა.

მწკალი
ფშ., ჴ., თ. ბრჭყალი (ცხოველისა), კლანჭი (ფრინვლისა). აქედან მწკლიანი. ბუსკაის მწკალი – ასეთი სათაური აქვს ლ. ბალიაურის მოთხრობას, სადაც ციხეზე მიკრულ ბუსკას ხელზე არის საუბარი („ლიტ. საქ.“, 20.7.1939). ნ. ბრჯღალი.

მწკენტავს
ნ. წკენტვა.

მწკერი
ჴ. მზის შუქისაგან აბრჭყვიალებული ზედაპირი რისამე.

მწკლაპუნი
ყ. 307,7.

მწკრე
თ., მწკრივი ფშ., მწკრივი.

მწოლელა
ფშ., დახჭირობელა მოჴ., თებჟორიკა თ. მაჯლაჯუნა.

მწურე
ჴორ., ჴ., თ. ძორხის ფსელი. მწვირე გუდ., მთ., მოჴ., მწურე ჴ. შარდი (საქონლისა ან ადამიანისა) და შარდნარევი მიწა (ჩაჩ. 30). ძროხის მწვირით თავს იბანენ ქალები. მწვირე დავიჭირეო.

მწუხ
თვალს იმწუხავს ჴ. თვალს ხუჭავს.

მწუხრი
ნ. წუხრა.

მწყერთ-იფქლა
ფშ., მწყერთ-ქეფლა ზ. ფშ., ხახამა მოჴ., სტომი თ. წითელი ხილია, მოცვის ოდენა მარცვლები აქვს.

მწყვილი
ფშ. ნ. წყვილი.

მწყრომელი
ფშ. ნ. მგუანი, წყრომა.

მწყურიელა
ჴ. ნაყოფი სარცხისა (სარცხა ჴ., საწურავა მოჴ. მცენარეა), კეწარაჸი თ.

მჭადა
ფშ. თხილისა, კაკლისა და მურყნის მოსხმული რაღაც გაზაფხულზე (არც ნაყოფია, არც ყვავილი).

მჭადა
მთ. (შონჩო) იგივე, რაც ამპურა.

მჭეხარი
ჴ., დამჭეხნებელი ჴ. (ჴ. მას.),.

მჭივანა
ფშ., ჴ., თ. ბალახია, მხლად ვარგა (მზივანა კიდევ სხვაა).

მჭლეური
მთ. ნ. მაჭლეური.

მჭრელი
მთ. თაგგვის ეპითეტია. თაგვმა დაჭრაო კი ვიცით (მოჴ.). მჭრელი ჴ. თაგვი, კალია, მყევარი, ჩიტიც კი, ფშ. იგივე. მჭრელი თ. თაგვი, კალია, ჩრჩილი. მჭრელი ფშ. თაგვი და ერთგვარი მიწის ჭია, რომელიც ძირს უჭრის მცენარეულობას.

მხვევრა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ამხვევი მცენარენი“. მხვევარა მთ., ჴ. ბალახია, ყანაში გაებმის ლობიოსავით. ხვეურა თ. იგივე.

მხვივანი
(ქარი) ნ. ხვივალი.

მხვრიშე
მთ., მოჴ., ნ. ხრიში.

მხლებელი
თ. (წინათ), ნარევი ჴ. მკვდრის დამმარხველი (წინათ). ნ. ნარევი.

მხლიანი ქადის კვერი
ჴ. ნ. მხლოვანი.

მხლოვანი, მხლოვანაი
მთ., მოჴ. მხლის ხაჭაპური (მხალს დასჭრიან ერბო გაერევა და პურს ქერქად მოაკვრენ).

მჴარ-ი
(1) თ., ფშ. ხელის ნაწილი იდაყვიდან ბეჭამდე. ნ. მკლავი. მარჯვნივ აართვა მჴარია ჴ. მარჯვნივ მოუარა.

მჴარ-ი
(2) მთ., მოჴ., ჴ., თ. გუთნის კავი. გურიაში (მაგ., საჯავახოში) მას ხარისწარახს (ე. ი. „ხარის იარაღს“ ეძახიან).

მჴარ-ი
(3) თ: წინა მჴარი თ. ალაზნის ხეობა, შიგნით კახეთი; უკანა მჴარი თ. ივრის ხეობა, გარეთ კახეთი.

მჴარ-კაბარჭა
ჴ., თ. მჴარ-ჭრელი ჩიტია. ჭრელა ჴ. იგივე.

მჴარ-კვერიანი
ფშ., ჴ., თ. არწივის ჯიშია. მხრებზე თეთრი კვერები აქვს. მეტად მეომარი არწივია.

მჴარ-სალიპლიპა
ჴ. (არხ.) ფრინველია.

მჴარო
ნ. მჴარე (ჴ. მას.)

მჴედარი
მოჴ. ნ. კორჯოხობა.

მჴრეული
მთ., მოჴ. ერთი სვე სათიბში.

მჴრის უღელი
ჴ., ფშ., ჭიღვი ფშ., თ., ჭიღო მოჴ. მხრის სახსარი (ბეჭს რომ ებმის).

მჯაჴე
ჴ. ნ. მძახე.

მჯიღი
ჴ. მუჭი, ცალი ხელი (რისამე ასაღებად, დასაჭერად); მუშტი. ნ. ტავრო.

ნაარხაჯალი
ნაწიდვარი, ცხვრის ნაბინავარი. ნ. არხაჯი.

ნაბაკარი
ჴ. ნ. ნაწიდვარი.

ნაბარევი
ჴ., ფშ., მთ. ბარიდან შეყოლილი სიცხე, ან სატკივარი (კაცისა, ცხვრისა).

ნაბეჩხარი
მოჴ. გამოფიტული მიწა. ნ. აბეჩხარი, ხირხატი.

ნაბიჭვარი
ჴ. ბუში.

ნაბოტარი (თხა)
მთ., მოჴ., თ., ფშ. დანაკოდი (თხა). ნ. თხა.

ნაბუგალი, ნაბუნგალი
მთ. (ჴადა) თივის, ჩალისა და სხვა რამის ნამცეცები. ნ. ბუნგალი.

ნაბჯა
ჴ. ნ. ნამჯა.

ნაგაბარი
ჴ., ფშ. (იშვ.) ნაგლეჯი, ნაფლეთი (ბალახისა, ტანისამოსისა და სხვ.). გაანაგაბრებს ნაფლეთებად აქცევს (ჴ. მას.).

ნაგაზარი
შავარდენთ ნაგაზარი ჴ. შავარდენთ კლანჭგაკრული (ჴ. მას.).

ნაგალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყლისაგან გაცვეთილი კლდე და მისთანა“. ეგეც არისო, მიმიწერია. ნაგალი მთ. სამჭედლოში გახურებული რკინისაგან კვერის მიერ ჩამოცლილი ნამცეცები. ნაგალი მოჴ. ნახმარ-ნამუშევარი (ვთქვათ, ურემი და სხვა, მაგ., იარაღი). გაგლილი თ. ნ. გლა.

ნაგერალი
თ. ფშ., ნ. გერი.

ნაგრილი
მოჴ. ნ. გრილი, ჩდილი.

ნაგულა
ფშ., მთ., ჴ., ნაგული მოჴ. საჩეჩელში დამრჩალი დაბალი ხარისხის მატყლი. კიდევ რომ გადასჩეჩენ, კვირტი დარჩება. ნაგულა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მატყლს რომ ჩეჩენ, რაც დაბალი მატყლია და საჩეჩლის კბილებში რჩება, იმას ჰქვიან“. მთ. იგივე („ზოგი ნაგულას ეტყვის, ზოგი კვირტს, მთ.). ნაგულავი მოჴ. იგივე. „ნაგურა შეიკვრება ხმარების დროს (მუთაქებში ყრიან) და კვირტი ჰქვიან“. ნაგულა ჴ. „საორცხლის (საჩეჩლის) კბილებში დამრჩალი მატყლი კვირტია, კვირტს შემდეგ კიდევ გადასჩეჩენ და რაც იმას მატყლს გამორჩებიან, არის ნაგულა“ . კვირტი თ. პირველად იყოს გადაჩეჩილი, გინდა მეორედ.

ნადგომი
ჴორ. ნ. ნაარხაჯალი, ნაწიდვარი.

ნადედობი
თ. დედინაცვალი. ნამამობი თ. მამინაცვალი. ნადედობი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დედობილი, დედათ მოკიდებული“. მთ., ჴ., თ. იგივე. (თ.,ჴ. დედობილი არ იციან. ფშავში ორივე იციან: დედობილი, ნადედობი).

ნადირი
კარული ნადირი ჴ. რაც საჭმელია: ვაცი, ჯიჴვი, ფსიტი, ირემი. ველის ნადირი ჴ. რაც იჭმევა: მგელი, დათვი, მელა, კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ღორიც კი. ნადირი მოჴ., მგელი, ტურა, დათვი, ირემი, კურდღელი, შველი, ჯიჴვი, ფსიტი. „ნადიტს არა-იშვიათად მგელსავ უწოდებენ“ (ყ. 32, შენიშვნა), „ნადირი დეერიაო, მემცხორე იტყვის მგელზე“ (მოჴ.). ნადირი თ. ტყე-ველად მცხოვრები ცხოველი საზოგადოდ (მჴეცი თუშეთში არ იციან).

ნადობი
ფშ. (რაზ.-ჭყ.). „დობილი, დათ მოკიდებული“. მთ., ჴ. იგივე. ჴ., ფშ. ქალი კაცისთვის ნადობია, ქალი ქალისთვის – დობილი.

ნადუღალი
მოჴ., ჴ., თ. ადუღებული სვლისაგან ამოღებული სიმსუქნე. ყველს რომ ამოსწურვენ, დარჩება სველი (შრატი), სველს აადუღებენ და ამოიღებენ ნადუღალს . ნ. რძე, კალტი.

ნავ-ი
გუდ., მთ., ნაველა მოჴ., ნაჭლიკა ჴ. კრიჭა, წისქვილში ჴვიმირის ქვემოდან მობმული ღარი, საიდანაც დოლაბში დასაფქველი მარცვლები ცვივა.

ნავერღვენაი
ჴ. ნ. ნაორღვენი.

ნავლი
გუდ., მთ., მოჴ. ნაკვერცხლის ფერფლი. ნ. დაკვლი.

ნავღელი
ნ. ნაუღელი.

ნაზამთვრევი
ჴ. ბიჭა-ბატკანი (ნ.).

ნაზაყები, ნაღირძები
ჴ. ნაღრძობი. ნ. იზაყა (ზაყებასთან).

ნაზდი
თ. ნასთი, ნართი. ნაზდის შიტე ნ. შიტე.

ნაზვავი
ჴ., ნაზვავარი თ. ნ. ნაზოვარი.

ნაზლობი
ჴ., თ. ნამეწყრალი, ნამზღვლევი, მონახეთქი მიწა. ნ. მომხვლევა, დაზვლევა.

ნაზოვარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ადგილი, სადაც ზვავი დებულა და ამშრალა“. მთ. იგივე, ნ. ნაზვავი.

ნაზღვლევი, ნაზღლოვი
ნ. დაზვლევა.

ნათავარი
ფშ. ნ. საფუვრის თავი.

ნათელ
განათვლა ჴ. „საკლავის დაკვლა და ხელზე მისი სისხლის ცხება“ (ბეს.). სანათლავი „საკლავი, რომლითაც ინათლების“ (ბეს.).

ნათერძი
მთ., ჴარვეზი ჴ., რუყი მოჴ., ხავრეზი ფშ. მოუხნავად დარჩენილი მიწა ნახნავში. ნ. ჴარვეზი.

ნათოზი
ჴ. ნამსხვრევი, ნაფლეთი. ქარის წაღებული თივა. ჯიჴვნი მთა-წვერთ მაენათოზებიან (ჴ.) – მთა-წვერებს მოედებიან ქარივით (ჴ. მას.). ნ. ნათოსი.

ნათოსი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყლისაგან გამორიყული ხე“.

ნაკ-ი
ნაკი დარჩაო ნ. მოჯეყვა.

ნაკანები
ჴ. ნაჯერები: გული აქვ ნაკანები მტერზე (ჴ. მას.).

ნაკაწრი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნაფხანი“. მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. იგივე, დაფხრაჭული მოჴ.

ნაკევარი
მოჴ. ნაცოხნი. ნ. კევნა.

ნაკენტი
ჴ. ნაჭდევი. ნ. კენტ.

ნაკენჭალა
მთ., მოჴ. ნ. ნაკირკალა.

ნაკერავი
მოჴ. ნაკერი.

ნაკერკატი
გუდ., ნაკერკატალი ჴ. ნ. ნაკირკალა.

ნაკერკატი
გუდ., ნაკერკატალი ჴ., ნაკენჭალა მთ., მოჴ.

ნაკიდელი
ჭირის ნაკიდელი მოჴ. ნ. ჭირის ოფლი.

ნაკირკალა
ფშ. ცხვრის ტყავის გამოუსადეგარი ნაჭერი,

ნაკრაული
ჴ. შეშის კონის შესაკრავი წნელი (ბალახისა ან თივის შესაკრავი – ალერდი, ძნისა – ულო).

ნაკუდი
თ., ნამკუდი ფშ. უხეირო მარცვლები, რომლებიც განიავების დროს ხვავშიც ვერ რჩება და შორსაც ვერ მიაქვს ქარს (ცალკე ინახავენ).

ნაკუთალი
ფშ. ნ. თიკანი (1).

ნაკუთალი
ნ. კუთი, თიკანი (1).

ნალა
ჩემო ნალავ ფშ., ჴ. სალანძღავი სიტყვაა. „აღარც ლანძღვაა, აღარც უიმისო“ (თ.). შემოუთვალა ერეკლეს: / ერეკლე, ჩემო ნალაო, / გამომიგზავნე სუსათი (ასეა!) / ჩვენი თბილეთის ღალაო (ჴ.), რომელიღაც სიმღერაშია.

ნალაჴი
ჴ., ფშ. სადაც თვიურიანი ქალი ან დედაკაცი გაივლის. ნალაჴი თ. ნატერფალი.

ნალევი
ფშ. გაცვეთილი ცელი (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 36). გუდ., მთ., მოჴ., ჴ. საზოგადოდ გაცვეთილი რამ (ცელი, ცული, დანა, ხანჯარი, მარჴილი). გალეული თ. იგივე.

ნალეწი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ., თ. (ვაჟა, 255,11) ხმელის ხის ტოტი, ნამტვრევი, წაქცეული ხის ტოტები. ლეწილიანი ჴ.

ნალო
ნ. სათარი.

ნამ-უკრავი
გუდ. თივა, რომელსაც წვიმა არ დასცემია. საპირისპიროა ლები. ნ. ლები (2).

ნამაგდარა
(ყ. 537,9 ქვ.) ნაამაგდარი.

ნამამობი
(1) თ. მამინაცვალი. ნ. ნადედობი.

ნამამობი
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მამობილი, მამათ მოკიდებული“. მთ., ჴ. იგივე.

ნამგალ-წვერა
მთ., ნამგლის კუდი მოჴ. ნ. სამკლის კუდი.

ნამგალა
(1) ნ. კლდის მერცხალიკა.

ნამგალა
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მეზობელი მწყემსი“. მოჴ., მთ., თ. იგივე, მონამგლე თ. მეზობელი, ახლო მყოფი მწყემსი. ნამგალა (ყ. 733, შნშ) ამხანაგი.

ნამგალაობა, ნამგლობა
(ყ. 496,9 ქვ.; 503,15) ამხანაგობა (მწყემსებისა). „გაბედულის და გამოცდილის მწყემსის მეზობლობა ძვირად დასაფასებელი იყო“ (ყ. იქვე).

ნამგლის კუდი
მოჴ. ნ. სამკლის კუდი.

ნამგლის კუდი
მოჴ. დიასახლისს ერთ მუჭა თავთავს მიუტანენ და მიულოცავენ: დარჩი, მაჴნულო, დარჩი მამკულო, დარითამც გაილეწები, ორმოს ჩახოლ, ძველად გახოლ, ჴორწილ-ნათლობაჩიმც დაიხარჯებიო. თუშეთში მკის გათავების შემდეგ სამ თავთავს ძირიანად ამოიღებენ, თაროზე დაჰკიდებენ და გიორგობას ლუდის დუღებაში გამოხარშავენ.

ნამეტნავ
ჴ. უმთავრესად, განსაკუთრებით (ჴ. მას.).

ნამზვებლავი
ნ. ზვება.

ნამზველი
ჴ., თ. საქონელი, რომელიც იზვა, რომელმცა მოიგო. მონაგები გუდ. ნ. ზვება.

ნამზვლევი
ჴ., ნამზღვლევა გუდ., ჴ., ნა(მ)ზღლოვი მთ., ნაზლობი თ. ნამეწყრალი, გამოსაქანებლად დაპირებული მიწა.

ნამკალი
თ. ნ. ნამჯა.

ნამკუდი
ნ. ნაკუდი.

ნამტენა
ჴ. მესამედ გადაჩეჩილი მატყლი, სართავად გამზადებული. ფარტენა მოჴ., ჴერელი თ., ფოლი ნ. ფშ. ერთად შეკრული მატყლი.

ნამუსი
ნ. სანამუსოე.

ნამუშაელი
ჴ. ნამუშევარი (ჴ. მას.)

ნამცოფა
ერწო, ნარცოფა გუდ. ეკლიანი ბალახია, თხა და ცხვარი ძალიან ჭამს. ლემი თ. იგივე.

ნამწერავი
ჴ., თ. ბუზი რომ კვერცხებს დააყრის რასმე, მაგ., საჭმელს. ნამწრევი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხრსილი, ბუზების კვერცხები“.

ნამჭლეური
გუდ. ნ. მაჭლეური.

ნამჴრევი
ჴ., მოჴ. ნ. ნაფთევი.

ნამჯა
გუდ., მთ. მომკილ ყანაში დარჩენილი ჩალა. ნამკალი თ., ნამჯავი მოჴ. მკის შემდეგ დარჩენილი ჩალა.

ნანდაური
ფშ. (ჭყ.) „საყვარელი (ბაბ. მინდოდაურის ლექსი, „ივერია“, 1886, № 204), რაზიკაშვილის ახსნით – სასურველი, ნანდაური – ვინც მინდა, ვინც მსურს, ვინც მომწონს, ვინც მიყვარს, (მინდა თ. ა) მსურს, ბ) მიყვარს). ნანდაური ჴ. წინათ ნაყვარები.

ნანდობი
თ. ა) გამორჩეულად საყვარელი; ბ) საყვარელი. ნ. ნანდაური.

ნანჩქარი
„თერგიც ათას ნანჩქარებს ისროდა ქვიდგან ქვაზედ“ (ყ. 136, 4). აბაშელის გამოცემაში ამ ადგილას ჩანჩქარებს იკითხება (გვ. 117,7 ქვ.).

ნაობრანცობა
ჴ. ჯარში ახლად გაწვევის დრო (ჴ. მას.).

ნაოზღარი
მთ. ადიდებულ წყალზე იტყვიან გაზაფხულზე. „ნიორღალს ვეტყვით ჩვენ“ (მთ., მლეთე).

ნაორღვენი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დიდი ღვარი“. დიდი ავდარი (ბაჩანა, „დ.“ 59). ნავერღვენი ჴ. ძლიერი წვიმა. ნაორღვენი, ნაურღვენი ფშ. დიდი წვიმა. შდრ. ნაოზღარი.

ნაოჴარი
ჴ. აკლებული, აოჴრებული (მტრისაგან) (ჴ. მას.).

ნაპარსი
თ., ფშ. ნ. კანძი.

ნაპრალი
თ., ნაქარი ფშ. ნამქერი.

ნარ-ცოფა
ნ. ლემი.

ნარდიშ
განარდიშება ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თავს გასვლა, გახალისება ვიზედმე, დაჩვევა“. თ. იგივე (ჴევსურეთში არ იხმარება).

ნარევი
ა) ქალი ან დედაკაცი, რომელსაც თვიური სჭირს. შდრ. მირეული. ბ) ჴ. „ნარევები ისინი არიან, რომელთაც მკვდარი უნდა მოამზადონ დასამარხავად“ (ურბ. „ივერია“, 1887, № 170). ნ. მხლებელი.

ნართი
მთ., ნასთი მოჴ., თხორი ჴ. ბურთივით დახვეული ძაფი. ნასთი ფშ. დასთული ძაფი. ნაზდი თ. მატყლის მსხვილი ძაფი (წინდისა, ფარდაგისა და სხვათა საქსოვად).

ნარიალევი
თ. ნ. რიალი.

ნარიყ-ი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. ნ. ნათოსი. ნარიყი თ. ნაპირზე გამოტანილი ხე (ნოჯარი თ. ისევ წყალში რომ არის).

ნარიყალი
ნ. ნათოსი.

ნარჩევი
ჴ. რჩეული: ნარჩევ იარაღი ჴ., ნარჩევი ვაჟები.

ნარცხვა
თ. ვარცხნა. ღნარცხავს თ. ვარცხნის, დაგნარცხავ თ. დაგვარცხნი, დავინარცხავ თ. დავივარცხნი.

ნარცხი
ჴ. ქვაბის, ჯამისა და კოვზის მონარეცხი. ნერცხი მთ., მოჴ.

ნარჴი
ჴ. დანალეკი.

ნასამალი
თ. მესამედი. (როგორც საწყაო) ერთი ლიტრა (დაახლ. ათი გირვანქა). გვერდი ორი ნასამალი; საწყავი ორი გვერდი.

ნასახელარი
ნ. საკარგყმო.

ნასერი
გუდ., ჴ. თეთრი, ჭაღარა. სერ-შერეული თ. ჭაღარა (ნასერი მთიულეთში არ იციან, არც ხევში). დავბერდი, მშვილდი დამვარდა, / ნასერი შამამერივა. / ეხლა სუყველამ გადმაგდო, / სალამი ჩამამელივა (გუდ., ს. თოთიაურთ კარი).

ნასთი
მოჴ. ნ. ნართი, თხორი.

ნასია
ფშ., ჴ. (არაბ. ) ნისია.

ნატეხარ-ი
გუდ., მთ. რაშიდაც სართავი ტარი ტრიალებს. ხისაა, იშვიათად ქვისა. ნ. საგრეხელა.

ნატეხარა
ჴ., თ. ბუნაგის (ჭურჭლის) ნამტვრევი.

ნატვეფი
ნ. ტვეფ.

ნატყლაპი
„ჯღანს ნატყლაპს ან სხვა მშრალ ბალახს უფენდნენ და ზაფხულში შიშველ ფეხზე იცვამდნენ“ (ჩაჩ. 24).

ნაურღვენი
ფშ. ნ. ნაორღვენი.

ნაუღელი, ნაღელი
ჴ. მოჴ., თ., ფშ. ნაღველი. შენ არას ინაუღლებ ჴ. (ჴ. მას.). ნაღლობს თ., ბევრსაც არას ინაღლის თ. ნ. ალექს. ყაზბეგის ლექსი ხრიაკ-თან.

ნაფარახალი
მთ. ნ. ნაწიდვარი.

ნაფახი
თოვლის ნაფახი ჴ. ნაქარი, ქარის მოტანილი თოვლი (ჴ. მას.). ნ. ნაქარი.

ნაფთევ-ი
ფშ. რასაც მოსთიბს ერთხელ მოქნეული ცელი; ნამჴრევი, მჴრეული მოჴ., ნამჴრევი ჴ., ნაფთევი ჴ. ერთხელ წაღებული „თბე“, მთ. ერთი ცელის მოქნევით მოთიბული. ღორეული მთ. უფრო სრელია თიბვაში.

ნაფთევა
ნ. ღვერა.

ნაფთულაჸი
თ. წამოფარებული ადგილი სახლის გვერდით. ლაფარო (გურიაში).

ნაფთული
ჴ. ბანიდან გადმოყრილი თოვლი.

ნაფოლი
ნ. ფოლი.

ნაფუტკნი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უმამლოთ დადებული კვერცხი“. ნაფუტკნის კვერცხი ჴ. (არხ.), ნაფუტკვაჸები კვერცხი თ., ნაფუტკნისაგან ვერ გამოსჩეკს. (უფუტკნიაო, ვიტყვით, უხეიროდ რომ მოსთიბოს კაცმა“ (მთ.). ფუტკნა ფშ. ქათმის გორვა მიწაში („კვერცხი მაშინ ესახება“). კუტკვნა ჴ. (არხ.) იგივე.

ნაფუძარი
თ., ნაჴოლარი ჴორ., ნაჴოვლარი ფშ. სახლის ნანგრევები, ნასახლარი.

ნაფშრუკ-ი
გუდ., ნაფშრუკა მთ. ცომი, რომელიც დარჩება მოზელის შემდეგ ვარცლზე ან ხელებზე. ნ. ფშრუკვა.

ნაქათრი
ფშ., გუდ., ნაფხვერი, ნაფჩხვენი, მსხვილი ნამცეცი (პურისა და სხვ.). გამქათრა (ჯაგმა) გამფხაჭნა, გამკაწრა.

ნაქალობი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქალობილი, ქალათ-ხმობილი“. მიზის კითხვის ნიშანი.

ნაქარი
ფშ., ჴ., ქარის მოტანილი თოვლი (ჴ. მას.), ნაპრალი თ.

ნაქცი
ჴ. მეორედ განაპარსი მატყლი (პირველად გაპარსვენ მკათათვეში, მეორედ – გიორგობის თვეში). თუშეთში გიორგობის თვეში არ პარსვენ.

ნაღვენთი
ნ. ღვენთება.

ნაღვერდალი
ფშ. ნაკვერცხალი. ნ. ღადარი.

ნაღირძები
ჴ. ნაღრძობი.

ნაღორეობა
ნ. ხალარჯობა.

ნაყევრალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხატის მიწებს ერქვა ფშავში. დღეში რასაც ყევარი ხარი მოხნავდა, სოფელი მოვალე იყო ერთ დღეს ყველა მისულიყო და ეხნა ეს ხატის მიწები. მერე ქერს დათესავდნენ, სასოფლოდვე მომკიდენ. მერე იმას სასოფლოთ ლუდს მოადუღებდნენ და დღეობა როცა მოვიდოდა, სასოფლოთ სვამდენ“. მართალიაო, მიმიწერია. ნაყევრალი ფშ. ხატის მიწა.

ნაყვერი
გუდ., მთ., ნაყვრიანი ფშ. ტყე, სადაც ხეები შემოყვერილია, რომ გახმეს. როცა მოიჭრება ხეები და ყუნჭები დარჩება, ეძახიან აჴოს. მერმე შიგ გუთანი გაივლის, ჭუნჭებს ამოჰყრის და მამულად იქცევა (ახალ-ნატეხი). ტყე გაყვერა.

ნაყრი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. საუზმე. სანაყრო თ. საუზმედ მოტანილი საჭმელი. გავნაყრდი თ. საუზმე ვჭამე, განაყრებული თ. საუზმე-ნაჭამი. ნ. ჯერი.

ნაყრობა
ჴ. მკვდრის წლისთავზე ხალხს გაუმასპინძლდებიან და შინ გაისტუმრებენ.

ნაშალაი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. მოქსოვილი წინდისაგან გამორღვეული ძაფი, რომელიც ისევ თვლებზე შედგება; ნარღვევი (მაგ., წინდა). ნ. ნაშლად დარჩომა.

ნაშენი
თ., ნაშენობა ფშ. დედ-მამის ტანი. ნ. ტანი.

ნაშიშაქვარი
ნ. შიშაქი.

ნაშლად დარჩომა: ნაშლად დარშჩები
(ჰო, ასეა!) თ. უხეიროდ, ცუდად დარჩები (საქმეს რომ ასრულებდეს). ნ. ნაშალაი.

ნაშჭობი
ჴ. ნარჭობი. „სხვათა ნაშჭობ ისარივ ყუნჭს ესჭვავ“ (ანდ.). ასე აქვს მოყვანილი ეს ანდაზა ბესარიონ გაბუურს, მაგრამ მე მგონია, რომ „ნაშჭობი“ ლაფსუსია „ნასრევის“ მაგივრად. ხევსურული ანდაზა, ჩემი აზრით, ასე უნდა იკითხებოდეს: „სხვათა ნასრევ ისარივ ყუნჭს ესჭვავ“... ე. ი. სხვების ნასროლი ისარი მიზანს კი არ მოხვდა (მაგ., ჯიხვს), არამედ ყუნჭსაო, ე. ი კუნძსო. მკვეხარა კაცზე უნდა იყოს ნათქვამი.

ნაჩალიკი
(რუს.) მაზრის უფროსი (ჴ. მას.).

ნაჩიკა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მაჩიტელა. მცენარეა, თეთრი ძირი აქვს, რომელიც იჭმევა“. მთ. მაჩიტაი. ნ. მაჩიკა, კაწაი.

ნაჩხატები
მოჴ. ყამირად დაგდებული საყანე ადგილები. „ცხორი ნაჩხატებჩი მყავდაო“ (მოჴ.).

ნაჩხატი
(ყ. 61,12), ჩხატი გუდ., საჩქეფი მთ. ჩანჩქერი.

ნაცარ-თვალი
ჴ., ფშ. ტუტა, წყალში გახსნილი და ადუღებული ნაცარი. ნაცარ-ტუტა მთ., მოჴ. წყალი და ტუტა ერთურთში არეული რისამე გასარეცხად.

ნაცაფი
თ. (ჩაღმებში) მრგვალად შეხვეული და სარზე ჩამოცმული თივა.

ნაცვალი
ნაცვლის ფეჴი გუდ., მთ., ჴ. ნაცვლობის განდიდატი.

ნაცვერცალა
ჴ., ცვერც(ვ)ალა ფშ., ცერცვალა, გორახა მთ., გორველა თ. სარეველა მცენარეა (პურს გაერევა). ნ. ჴატ-ჴვერაი.

ნაცილი
(1) მთ., მოჴ. ნ. მაცილი.

ნაცილი
(2) თ. მარცხი, ხიფათი.

ნაცხერი
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხე რო მოტყდება და ნაპობები აეყრება; ან რაც ამოშვერილი მწვეტი დიდი ნაფოტები შერჩება მოტეხილ ხის ძირს, ასე რომ შეიძლება გაქცეული ნადირი ან კაცი, თუ უცებ დაეჯახა, ზედ აეგოს“. გატეხილი ჯოხისაც, წვრილი ანატკეციც, ხიწიც ნაცხერია. ნაცხერი თ. რაიმე რომ გატყდება და ნამცეცი მოსხლტება და გადავარდება (მაგ., ქვისა, შაქრისა და სხვ.). ნ. ლიჩი, ხიწი.

ნაძირალაი
ნ. დაძირება.

ნაძმობი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ძმათ შეფიცებული, ძმობილი“. ნაძმობი ფშ. უფრო ქალი იტყვის ვაჟზე.

ნაძოძი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნაგლეჯი, ნაფლეთი“. ნაგაბარი ჴ.

ნაწვავ-ნადაგი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წვითა და დაგვით შეძენილი“, დიდი შრომით მოპოვებული. მთ. იგივე. „მიწოვ-მიდაგნია“ (მთ.), დამწვა-დამდაგა ფშ.

ნაწვლის კარი
ჴ. ბოსელში (ე. ი. ქვემო სართულში) სამყოფოდან საძროხეს გადასასვლელი კარი.

ნაწიბური
მთ., ფშ. ნაპირი, წახნაგი.

ნაწიდვარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) ცხვრის ნაბინავარი. მთ. იგივე, აგრეთვე ნაფარახალი, ნაბაკარი ჴ., ცხვრის ნადგომი თ. ნ. ნაარხაჯალი.

ნაწილიანი
ჴ. სასწაულებრივი, ღვთისაგან ნაკურთხი, დალოცვილი (ტერმინი წარმომდგარია უთუოდ ნაწილიანი ხატებისაგან) (ჴ. მას.)

ნაწინწალი
მოჴ., ნაწინწელა ჴ. ნ. წინწელი.

ნაწინწელი
თ. წყლის შხეფი.

ნაწინწკლები
(ყ. 510,13) ნაპერწკლები.

ნაწკინტოლი
გუდ. ნ. წკინტოლი.

ნაწლევი
ჴ. ნაწლავი (ჴ. მას.).

ნაწოლა
ჴ. (ბარისაჴო) ტიხარი (ძირია წვალ). ნ. როფსანი.

ნაწური
ჴ. (შატ.) ბაზალუყი (ნ.).

ნაწყლი, ნაწყლნი
ჴ. cunnus, ნაწყლი ფშ. ა) cunnus, ბ) penis.

ნაჭაპნი
ჴ. ფშ. (რაზ.-ჭყ.) თმის ნაწნავი.

ნაჭდევი
ნ. კენტ.

ნაჭერი
ფშ., ჴ., თ. ქსლის ძაფი, რაც მოუქსოველი დარჩება ბოლოს (მოსჭრიან და საკერავად ხმარობენ).

ნაჭეჭი
ნ. ნაჭუჭი.

ნაჭლეკარი
მოჴ.: „ვიმალებოდი ჴარის ნაჭლეკარშია და ცხენი ნატერფალშია“ (ბედნიარის ლოცვაში).

ნაჭლიკა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ხვიმურასა და ქვას შუა დაკიდებული მარცვლის ჩამოსადენი“. ნავი მთ., ნაველა მოჴ., ქრიჯი თ. ნ. ნავი, წისქვილი.

ნაჭოჭი
ნ. ნაჭუჭი.

ნაჭრევი
ჴ. ჭრილობა, წყლული. ნაჭრევიანი დაჭრილი.

ნაჭუჭელაჸი
თ. თაგვი რომ დაგლეჯს რასმე.

ნაჭუჭი
მთ., ფშ., ნაჭეჭი, ნაჭოჭი ჴ. მაგარი კანი (კვერცხისა, კაკლისა, თხილისა).

ნახელიტრა
ჴ. ნახევარი ლიტრა ე. ი. ათი სტილი (ჴ. მას.). ნ. ლიტრა.

ნახერხალა
ჴ. ცერზე წამოსაცმელი წვეტებიანი რკინის საჩხუბარი იარაღი (ორ-პირია, დაბალი). ნ. მაღალი, ღაჯია.

ნახვა
უნახავ დაუნახავს (ჴ. მას.).

ნახირი
მოჴ. ნ. ჴარავანი. ნახირი ჴ. „ტაბუნი, ბევრ ცხვარ-საქონის ჯოგი“ (ბეს.).

ნახშიორა
მოჴ. ნ. ხროიჭი.

ნახჭ
„ქარის დროს იტყვიან: ყანა ინახჭებაო, მელეური მისდევსო“ (ბაჩ. 24). ნ. მელეური.

ნაჴელარი
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჴელ-ნახლები“. მთ., მოჴ., იგივე; ნაქნარი, განაკეთები. ჴ. ჴელ-წანავლები.

ნაჴენცლი
მოჴ. ნამგლით ნათიბი. ნ. ჴენცელი.

ნაჴეჩი
გუდ., მთ., ნაპობი (შეშა).

ნაჴოვლარი
ფშ., ნაჴოლარი ჴორ. ნასახლარი (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 141). ნ. ჴოლი, ნაფუძარი.

ნაჴშირი
ჴ. ნახშირი (ჴ. მას.).

ნაჸცი
თ. ნაცი. ჩიტის ნაჸცა თ., ჩიტის ნაწყლა ფშ. ინჯლი, ჯიჯლიბო.

ნდგრევა
ჴ. ნ. ანდგრევა.

ნდობა
ჴ. სიყვარული (ჴ. მას.). მინ ა) მსურს, ბ) მიყვარს. არა გინდ არა გიშავს; არცა რა ომში გვინდა – არც არაფერი ომში გვიშავს (ჴ. მას.).

ნება
მოჴ. ნებას ჴ., ფშ. ნელა, წყნარად; ნება, ნება-ნება ფშ. იგივე. ამოდა თ., ამოდ ფშ.

ნები-ნებას, ნების-ნებას
ჴ. თავისი ნებით (ჴ. მას.).

ნეთხ-ი
ფშ., ნეთხა ჴ. რქის გული, რაზედაც ყანწია ჩამოცმული.

ნეკა, ნეკურა
ნ. თითი, ნიკორა.

ნელა-ი
მთ., ჴ., ფშ., ნელადი მოჴ. გაზაფხულზე მოგებული საქონელი ან გაჩენილი ფრინველი (რ ვარგა გასაზრდელადო), ან გვიან მოხნული ყანა. ჴ., მოჴ. მაისი გასულს მოხნული ყანა. ნ. ადრიული.

ნელად
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. დიდი ხანი არ არის, რაც..., ნელა-ღა თ. იგივე (საპირისპიროა ადრევ მოჴ., მალედ ჴ.).

ნელად-ი
მოჴ. ნელაი, ნელა ჴ. არა დიდი ხნისა, ნელანდელი თ., ნელობინდელი ახლანდელი, საპირისპიროა: წინანდელი.

ნემს-კავი
ფშ., მოჴ., ჴ., თ. ანკესი.

ნემსა
ფშ. მარჴილის ლვილი (სადაც ღუა მორხილია, იქ არის გაყრილი), თავ-ჯოხი ფშ.

ნემსის კუდი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. რაც ძაფი შერჩება ნემსს კერვისა ან ქსოვის შემდეგ (საქსოვი იყოს, გინდა საკერავი).

ნერბი
ფშ. ვერძი, დაუკოდავი ცხვარი. ინერბება ცხვარი (ფშავში ნერბი თანდათან გამოდის ხმარებიდან და მის ადგილს იჭერს ყოჩი).

ნერღი
გუდ., მთ., ფშ. ნირღი მოჴ., ჴ. ყველის ან ხაჭოს კეთების დროს არეული სველი. ნირღი მოჴ. ნადუღალის შემდეგ რაც კი დარჩება. ანერღდა მთ. აიჭრა, კარგად არ შედედდა რძე.

ნერცხი
მთ., მოჴ. ნ. ნარცხი.

ნერწყვი
ნ. გუგულის ნერწყვი.

ნერჴი
ფშ. დამდგარი წყლისგან თავზე მოგდებული ჭუჭყი. ნ. ლაჴი.

ნეტავინ, ნეტარ
ჴ. ნეტავი (ჴ. მას.).

ნეფ-ი
ჴ., თ., ფშ. ნები, ხელისგული.

ნეფე
ჴ., მეფე: ნეფე ერეკლე ჴ.; ნეფ-დედუფალნი ჴ. ნეფე და დედოფალი (ქორწილში).

ნეშტარი
ფშ. სისხლის გამოსაშვები იარაღი. ნ. შაშალი.

ნეშტი
(1) ჴ. (შატ.) ნ. ნიში.

ნეშტი
(2) თ. ნესტი, ცოტად სველი.

ნეჯი
ჴ., ნეჯვი თ. მეჯი. ნ. ხეცრო.

ნიადაგ
ფშ., ჴ., თ., ნიადეგ, ნიადეგაცა ჴორ., გუდ., მთ., მოჴ. ნიადე ჴ. (ჴ. მას.) რასაკვირველია, რა თქმა უნდა, როგორ არა. რატომ მოგივიდათ, ბიჭო ჩხუბი? – ნიადაგ მოგვივიდოდა, ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა. „ვაჟკაცი ნიადაგ ვაჟკაცურად მოიქცევა“ (ყ. 276,21).

ნიავ-ქარი
თ. ქარი, თანაც წვიმა. ნიავ-ქარი ჴ. ქარიშხალი, ჩქარი ქარი(?) („ცხენ უგავ ნიავ-ქარსაო“, ჴ. მას.). ნიავ-ქარი ჴ. ძალიან მარდი (კაცი).

ნიავ-ღვარი
ჴ. ნიაღვარი (ჴ. მას.).

ნიავის საღვერავო
ჴ. საგინებელი სიტყვებია (ჴ. მას.).

ნიაზ
(სპ. ნჲზ ხვეწნა) ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) ენიაზება „გულით ენატრება. ვაჟის ყოლა ენიაზება“. ენიაზების თ. დაინტერესებულია. ნ. სანიაზო.

ნიგზური
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მუგუზალი“. მთ. იგივე.

ნიგოზი
ჴ. ა) ნიგვზის ხე, ბ) კაკალი (გინდ გარჩეული იყოს, გინდ გაურჩეველი), ნიგოზი ფშ. დარჩეული კაკალი.

ნიგუზი
ნ. ნიგზური.

ნიგუზი, ნიგზურა
ჴ. ნიგზურაჸი თ. ნ. ჯიელაობა.

ნიკორა, ნიკურა
ჴ., ნეკა გუდ., მთ., მოჴ., ნეკურა ფშ., თით-ნიკაჸი თ. ნეკი.

ნიორღალი
ნ. ნაოზღარი.

ნიჟ
განიჟება გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. დაჟინება, გამუდმება, ხშირად გამეორება. განიჟებული წვიმა მთ., მოჴ., განიჟებული კაცი, ჟინიანი, გაუტეხელი.

ნიჟვრიანი
მოჴ. კოჟრიანი (ხე). ნ. ლიჟრიანი.

ნირი
(ჭყ.) „ზნე, ჩვეულება“. მთ. „რა ნირისა ხარო“ (მთ.), „შე ძაღლის ნირისავ“ მთ.

ნირღი
ჴ., მოჴ. ნ. ნერღი.

ნისლი
ჴ. ორთქლი (ჴ. მას.).

ნიფხავი
ჴ. შარვალი (ხევსურ მამაკაცებს წელს ქვემოთ მხოლოდ „ნიფხავი“ ეცვათ შალისა). ნ. გუგუტაჸის ნიფხავი.

ნიღარი
ჴ. ნ. ლიღარი.

ნიღლ
დანიღლებული ჴ. დაღლილი.

ნიღრი
თ. ცულის წინა და უკანა ვიწრო გვერდი (ცულს აქვს: ყუა, პირი და ნიღრი).

ნიყვი
ნ. მინდვრის ზოკო.

ნიში
ფშ., ჴ., თ., ნეშტი ჴ. (შატ.) „ხატის“ ნაწილი სადმე.

ნიხი
თ. (პირიქითში) შვრიის ფქვილისაგან გაკეთებული სასმელი. მომჟავოა. მუსხუტერა თ. შვრიის ფაფაა, ნიხი კი სასმელია („ლეკები ბოზას ეძახიანო“).

ნოლი
მოჴ., ფშ. ბალახი მომკილ ყანაში, ნორჩი ჴ. ახლად წამოზრდილი ბალახი სთველზე, გათიბვის შემდეგ. აქვიტი თ. ნორჩი ბალახი საზოგადოდ, ქორფა, გინდ გაზაფხულზე იყოს, გინდ სთველზე.

ნოჟვა
(ყ. 761,4 ქვ.) ჟონვა. ჟვენავს მოჴ., ჟონავს.

ნორჩი
ჴ. ნ. ნოლი. ნორჩი მცენარეზე ითქმის, ჩვიჩვილი (ჴ.) – ცხოველზე.

ნოტო
ფს., თ. მოსხლეტილი ჯგუფი (ცხვრისა, ჯოგისა და სხვა).

ნოქვი
ფშ. მიხვეულ-მოხვეული გზა. ქცეულა ჴ., ჭირკვანაჸი თ.

ნოღაჸი
თ., ნოღა ფშ. ცხვირ-მოკლე შდრ. პაჭუა.

ნოშო, ღოდონოშო
გუდ., ფშ., ნაგავი.

ნოჯარი
თ. (ნათოსი იშვიათად), ნარიყალი მთ., ნარიყი მოჴ., ნათოსი ფშ. ერთი ხე, გამორიყული. (ონჯარი ფშ. ერთად მოქუჩებული ნარიყალი ხეები). ნ. ჯებირი, ნათოზი.

ნოჯარი
თ., ონჯარი ფშ. წყლის გამონარიყი ხეები, შეშები. განოჯრილი თ.

ნჩქლევა
ჴ., ფშ. ღვრა (სისხლისა, ცრემლისა და სხვ.). ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთ / ცრემლის წყარონი მწარენი (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 76).

ჲაწ
თ., აწ (ძვ. ქართ.), ვეწ ჴ., აქ ჴ. ეხლა.

ჲახლ
თ. იგივეა, რაც ჲაწ.

ჲეგ
თ. ნ. ეგ.

ობოლი
ნ. ჴეჴერა.

ოგნ
ნ. გადაოგნება.

ოგური
ფშ. ჯიში, ჩამომავლობა (ცხოველებისა). უღური ჴ., მთ., მოჴ. იგივე. ოგური თ. ერთად მავალი ჯგუფი ცხენის ჯოგში (არ დაშორდებიან ერთურთს).

ოდნადაც
არის (ყ. 8.4 ქვ.).

ოდნადაც არის
ნ. არის.

ოდოდენა
ჴ. ნ. ცოცოტინა.

ოდოში
(ჭყ. მთ. მ. ჯ.) „ნახევრათ უმწიფარი“. „ჯერ კიდევ რომ რძე უდგას პურს“ (მთ.). ოდოში ჴ. გასაშინჯავად მოტანილი პური (ამოჰგლეჯენ და გაშინჯავენ, მოსამკალია თუ არაო). ოდოში თ. ნედლი პური, ცეცხლზე გატუსული საჭმელად.

ოზადნი
(ყ. 648, 15 ქვ.) შეძლებული კაცი კარგი ცხენისა და იარაღის მოყვარე (ოს. ზდან, ოზდან კეთილშობილი აზნაური).

ოზნა
ჴ. ვაზნა, „საწამლე, წამლის ქისა“ (ბეს.). „წამლის ქისა ძველითა, ღილით მოჭედილი“ (ბეს.).

ოთქოთი
თ. ნ. ქოთქოთი.

ოთხ-ტოლი
ჴ. (შატ.) ოთხ-კაპი.

ოთხფეჴი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ძაღლი (მორიდებულ საუბარში, თითქმის მხოლოდ ძაღლი). ნ. მყეფარი. ომაინი მთ., კაჭკაჭი ფშ. კაპორჩხალა. ე.ი. რკინა, რომელიც ჩამჯდარია ფარცხში (ფარცხი ხეა და სულ ძირს, წყალში, ის არის). კაპორჩხალაში წისქვილის ფეხი ტრიალებს.

ომენ
მოჴ. (ყ. 551, 17; 618, 5, 7, 8, 11,14; 665, 15 ქვ.),

ონა
მთ., ფშ. დაბრიყვება. ვაჰმე, რა ონა გიქნავისთ ლაშარის ჯვარის ყმაზედა! (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 36).

ონარი
მთ. „გარჯილობა“, მოჴ. შრომა (სპ. ჰონარ).

ონჩარი
მოჴ., ონჩორი ფშ. (რაზ.-ჭყ). „ორთქლი“, ბაჩ. „დ“. 75. ონჩიარი მთ. გახურებული კაცის თავზე ავარდნილი კორიანტელი („ქუდი რომ მოიჴადოს“, მთ.). ონჩარი მოჴ. „ქობიდან ამოდენილი“ (ორთქლი). კუნელი თ. იგივე.

ონჩიარი
ნ. ონჩარი.

ონჩხარი
ჴ. ოჩხარი, შემწეობის აღმოჩენა გაჭირვებული კაცისათვის (ჴ. მას). ნ. ოჩხარი.

ონჯარი
ფშ. ნ. ნოჯარი, ნათოსი.

ოომენ
მოჴ. (ყ. 887, 16 ქვ.), ამენ მთ., მოჴ., ჴ., ოჩაჸ თ. ამინ, იყავნ; „ომენ ახლა არსად არი, ოსები ახლაც ომენო ამბობენ“ (მოჴ.) (ოს. ომენ).

ოჟგალა
თ. ბაყვი, ბარკალი. ქალმ ჭალაში ჩამტყუა: ჩიტის ბუდე ვიცი მია. ოჟგალა ამჸქნია: ამის მეტი არ ვიც მია (თ.).

ორ-ნაყოლი
ნ. შიშაქი.

ორ-ნაჴადა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. მეორედ გადაბრუნებული არაყი.

ორ-ტოლი
ჴ. ორ-კაპი.

ორ-ყუნწა
ჴ., ხურტკმელი თ. კინკიჟო.

ორ-შიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ორ-მაგი, ორ-პირათ ნაქსოვი“. „გუდამაყრელბმა იციან“ (მთ.). ნ. შე (2).

ორ-ძირა
ჴ., ყუიკა ჴ. (სატ.) წყლის ჭურჭელი ბოჭკის მსგავსი (ერთ ძირში ნასვრეტი აქვს წყლის ჩასასხმელ-წამოსასხმელად).

ორ-ხალა
ჴ. ორი ერთად გადაბმული ჯოხი მთიდან თივის სათრევად გაკეთებული („გინდ ძნისად“ შატ.).

ორ-ჴელა
მთ. ორ-კაპიანი ერქვანი (გუთნისა. არის ცალ-ჴელაი-ც). „ჩვენჩი არ არის ორ-ჴელაი“ (მოჴ.).

ორბი
ჴ. ნ. კუდოვანი.

ორზაპი
ჴ. (იშვ.) წერაქვი. არზაპი, ორზაპი ფშ. კლდის სამტვრევი კვერი. ნ. ქარჩი.

ორიანი
ფშ. ფეხმძიმე, ორსული. ნ. პატიმარი.

ორმოცი
ნ. ხარჯი.

ორომი
(ერწო) გათლილი ფიცარი ვარცლის გადასაფარებლად და პურის დასაგუნდავებლად.

ორომტრიალი
ყ. 658, 18 ქვ. ხელ-ჩართული ბრძოლა (?). (მიღებულია „ჰოროლთ ტრიალ“-ისგან).

ორფაფა
მოჴ., ეშმაკუჭა ჴ., ოფოფაჸი თ. ოფოფი. ორღვიანი ფშ. (ჭყ.) „შესახედავი, წარმოსადეგი ვაჟკაცი“. ნ. ურუღვიანი.

ორღობე
ჴ., სოფელთ-შუა ჴ., სახლთ-შუა ჴ., ფოლორცა მოჴ., ჴურჴევაჸი თ. ვიწრო ქუჩა, ორღობე, გზაწვრილი.

ორხალ-ი
ნ. საბელ-ორხალი.

ოფოფა
ჴ. ჩიტია, კოდალას ჰგავს, კლდეებს მიეკვრის (არაოფოფი); ფლასაჸი თ.

ოღონდაც არის
(ყ. 845). ნ. არის.

ოჩაჸ 8 თ. ნ. ომენ. ოჩაჸი ჴ. (შატ.), ოჩაყნი ჴ. (ჴაჴმატში), ზედგანი თ. ზედადგარი, სამფეხა. ოჩხ-ი თ. ნ. ოჩხარი.

ოჩოლ-ფეჴი
ჴ. (?) (არ მიწერია, სად), საფეჴური,საკოკვაჸი თ.

ოჩოპინტე
„ეშმაკი ნადირთ, ჯიჴვთ მწყემსი“ (ბეს.).

ოჩხარ-ი
„მთაში ჩვეულებად აქვსთ: მსურველი მივა მეცხვარეებში და ითხოვს ცხვარს. ისინიც მოუგროვებენ და მისცემენ. ამგვარად ცხვრის მოგროვებას ჰქვიან „ოჩხარი“ (ყ. 280), ოჩხარი მთ., გუდ., ფშ., მოჴ., ჴ. ვინმე ღარიბი ძღვენს წაიღებს ერთ კაცთან და ეტყვის: პურის, თამბაქოს, თივის ან ცხვრის ოჩხარი მოვიტანეო (ერთი სიტყვით, რაც უჭირს, იმისი). მასპინძელი მივა სოფელში და შეატყობინებს. სოფლელნი შეიკრიბებიან და ყველა მათგანი შემწეობას აღმოუჩენს. ნ. ონჩხარი, ოჩხარა.

ოჩხარა
თ. სათიბზე ან სამკალზე საშველად გაყვანილი მუშა.

ოცობა
თ. ხარება (25 მარტს). იმ დღეს გუთანს პირველად გაატარებენ მამულში სამჯერ და ერთ მუჭა თესლს გადაჰყრიან.

ოჭი
თ., შოჭი მთ (?) (< სოჭი) კევი: „ოჭს ჟღვლემს“ თ. კევს ღეჭავს.

ოხთი
შენს ოხთში მოვალო (მთ.), შენის ოხთიდან ჩქარე ამოვალო (მოჴ.).

ოხშმის კუდი
მოჴ. ნ. სამხრის კუდი.

ოჴერ-მაჴეტნი
(რაზიკაშვილ-ჭყონიას „ოხერ-მატეხნი“ კორექტურული შეცდომა მგონია) „ცუდათ მოსიარულენი, მოხეტიალენი“.

ოჯახიშვილი
თ., ფშ. მდიდარი, შემძლე.

პაპის-ყვერაი
მთ. დიყის მსგავსი მცენარეა, დიყზე დიდი იზრდება, მწარეა საჭმელად.

პატივი
(1): თქუნდა პატივი უკაცრავად თუ არ ვიყო. ხთის პატივი იგივე.

პატივი
(2) თ. ნ. ქისი.

პატიმარ-ი
გუდ., მოჴ., ჴ. ფეხმძიმე, ორსული. დაპატიმრებული მოჴ., დაორსულებული, ორსული. პატიმარი ჴ. ა) ფეხმძიმე, ორსული, ბ) ხატის მიერ „დატუსაღებული“ კაცი (თუ უშლის სადმე წასვლას). პატიმარე, დაპატიმრებული თ. დაწუნებული ქალი (რომელიც ვერ მოახერხებს გათხოვებას). ქმარი რომ დაიჭირონ და ციხეში ჩასვან, მაშინ მისი ცოლი პატიმარეა შინ. დაპატიმრებული ფშ. ა) დაკავებული, დაჭერილი (მაგ., ჭურჭელი), ბ) თაგვი რომ ჩავარდეს თაფლში, ერბოში ან სხვა რამეში და „გაუნათლავად“ არ იჭმებოდეს.

პაჭიჭი
ნ. სამუჴლე.

პაჭუა
მოჴ. (ყ. 375, 11 ქვ.), გუდ. ცხვირჩაზნექილი კაცი. ბარში ეძახიან ცხვირგაჭყლეტილ კაცსაო. შდრ. ნოღა. პაჭუა მთ. პატარა და ეშმაკი.

პევშ-ი
ჴ., თ., პევშა მოჴ. პევშვი თ. ორი ხელი ერთად მიდებული და თითები ოდნავ მოხრილი (წყლის ასაღებად პირის ბანის დროს). ნ. მქანე, ცალაი, ტავრო.

პეიტარი
მოჴ. მჭევრ-მეტყველი (?), ფშ. (იშვ.) ხელოვანი რამეში (არაბ. ბეჲტრ ბეითალი, ვეტერინარი).

პეპელ-ი
(1) თ.ღილი, ფოლაქი.

პეპელ-ი
(2) გუდ., მთ., მოჴ., ჴ., პეპელა ფშ. ფილტვების სატკივარი (უმეტესად ცხვრისა, საქონლისა), ჭაობიან ადგილებზე ძოვნით გაუჩნდებაო. პეპელაჸ თ. ცხვრის სატკივარი.

პეპელა
მოჴ. თხელი ქერის პური კეცზე გამომცხვარი.

პეპლ
იპეპლება ქათამი (ნ. კეთილობს).

პერ-ი
მთ. ნ. კატაში.

პირ-აქათელი
ჴ. მთას გადმოღმელი;

პირ-აღმა
ჴ. პირი რომ ზევით ჰქონდეს სიარულში; პირ-ქვა ჴ. პირი რომ ქვევით ჰქონდეს (ჴ. მას.).

პირ-ი
ნ. გულის პირი, ყანის პირი.

პირ-ი
იპირნა მთ., გამაპირა ჴ., პირი ქნა თ. მუწუკი გასქდა, უპირნა ჴორჴი, მთ., გუდ. მუწუკი გაუსქდა და ჩირქი გამოვიდა. უპირა მოჴ. იგივე.

პირ-იქით
ჴ. მთას გადაღმა. პირიქითელი ჴ. მთას გადაღმელი.

პირ-იქითელი
ჴ. მთას გადაღმელი (ჴ. მას.).

პირ-კომლიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ., თ. „თოფზე იტყვიან“. თოფის ეპითეტია.

პირ-მკრავი
ნ. პირ-ჭერილნი.

პირ-ოფლიანი
ფშ. ჩანჩალათი ადღეგრძელებენ ლაშარის ჯვრის პირ-ოფლიანთ, ე. ი. ომში ჩაჴოცილთ. ნ. ჩანჩალა.

პირ-სამჴსნელო
თ. მკვდრის დამარხვის შემდეგ საკლავს დაჰკლავენ და ჭამენ. ნ. ხარჯი.

პირ-საფევი
ფშ., გუდ. საფევი, პირ-საცობი, ნ. დაფევა, საფევი.

პირ-საშჭმელაჸი
თ. პირ-საფევი, პირ-საცობი.

პირ-საცემი
მთ., მოჴ. პირსაცობი.

პირ-ქვა
ჴ. ნ. პირ-აღმა.

პირ-ქვეთი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ.,ჴ., თ. მუწუკია ერთნაირი, გამოებმის იღლიაში, ფერდში, ბარკალში. ძირ-დიდაც მუწუკია, მაგრამ პირ-ქვეთი სხვაა. ძირ-დიდა დიდი გამოვა და იბარტყების, პირ-ქვეთს კი თავის ძირს აქვს.

პირ-ჩაღმ
ჴ. თავქვე (ჴ. მას.).

პირ-ჭერილი
გუდ. საიდუმლოს შემნახველი კაცი.

პირ-ჭერილნი
ჴ. როცა მკვდარს ასაფლავებენ, ორი კაცი და ერთი დედაკაცი (თუ მკვდარი დედაკაცია, ორი დედაკაცი და ერთი კაცი ), რომლებიც მეშაბათეთაგანი უნდა იყვნენ, ნაშუადღევამდი არაფერს ჭამენ, სანამ არ დამარხავენ მკვდარს. ნ. მეშაბათე.

პირიმზე
(ვაჟა, ჭყ.) „ყვავილია ერთნაირი, წითელი. ბაჩანას სიტყვით, ალპის ვარდი. თ. რაზიკაშვილის განმარტებით: წითელი ღერი აქვს, მშრალ კლდეზე იცის მოსვლა. იშვიათი საპოვნელია. ბედნიერის წამლათ ხმარობენ“. პირიმზე. „მთიულები ამ სახელს თამარ-დედოფალს უწოდებენ და წმინდანად თვლიან“ (ყ. 21, შენიშვნა). გუდამაყარში პირიმზის სახელზე სალოცავი („ხატი“) არის. ნუმც გაჯავრდება პირიმზე, ნუმც დამწყევლიან იანი. (ვაჟა, 72, 7 – 8). ამ ლექსის პირიმზეში ერთი გუდამაყრელი თამარ მეფეს გულისხმობდა. ფშავში ცნობილია პირიმზის ყვავილი.

პირის დაჭერა
მოჴ. აღება, აღების ღამე ჴორცის პირის დაჭერა ჴ., ყველის პირის დაჭერა ჴ., ცხრაჯერობა მოჴ. დიდმარხვის აღება (მხოლოდ). პირის დაჭერა ფშ. პირიანობა, სიტყვის არგატეხა.

პირის წამალი
ჴ. „თოფს რომ წამალს დაყრიან ჩახმახის ტაფაში“ (ბეს.). საპირისწამლე „წამლის ქისა“ (ბეს.).

პირმზითი
ფშ., გუდ., პირმზე თ., მზის პირი მთ. მოჴ., ჴ. ადგილი, რომელსაც მზე პირდაპირ უცქერის (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 2007).

პიტალო
პ. კლდე გუდ., მთ., მოჴ., ჴ. ა) შიშველიკლდე, უმცენარო. პიტალო ჴ., თ. ერთიანი მკვრივი (ვერცხლი კლდე). ნ. ფიწალო.

პლახი
მოჴ., ჴ. გრძლად გაპობილი ხე, შეშა (რუს. плаха), ნაჴეჩი გუდ., მთ., გალი მოჴ.

პოვნა
ნ. გულის პოვნა.

პოლორჭიკი
გუდ., ერწო, ფშ. (ვაჟა, 397, 1), ხარატული თ. ტიკის გამოხეულ ან გაჭრილ ალაგზე ჩაყენებული ხის მრგვალი ნაჭერი. გუდამაყარსა და მთიულეთში უფრო ხარატულს ეძახიან. „ორსავ ვიტყვით“ (მთ.), ე. ი. პოლორჭიკსაც და ხარატულსაცო. ნ. ხარატული.

პორნილა
ჴ. უჭმელობა, უჭმი.

პორნილაობა
ჴ. დიდმარხვის და შობის მარხვის პირველი დღე. მაშინ ჴევსურეთში არაფერს ჭამენ მთელი დღის განმავლობაში. შეიძლება მხოლოდ წყალი დალიონ და ისიც ბავშვმა.

პორნილაჸობა
თ. დიდმარხვის პირველი ორშაბათი. გაუთხოვარი ქალები და უცოლო ბიჭები მაშინ არას ჭამენ და არც სმენ: სიზმარში საბედოს ვნახავთო. ფშავში მხოლოდ დიდმარხვის პირველი ორშაბათია.

პოხ
პოხს ჴ. უსვამს (სცხებს) რაიმე ცხიმს (ერბოს, ზეთს, ქონს). ნ. საპოხი.

პოხილი
ჴ., თ. ხორცის ხარშვის დროს თავზე მოყენებული სიმსუქნე.

პრანწია
ჴ. ჩიტია. ნ. წიპრანა.

პრიშტავი
ჴ. პრისტავი, ბოქაული.

პტკველი
ფშ., მთ. ფეტვის ჩალა. ნ. ბრე.

პურ-ჭმული
ჴ., ჭამ-პურა ჴ. უჯამაგირო კაცი, რომელსაც აჭმევენ, ასმევენ, აცმევენ, ფულსკი არას აძლევენ. „ჭამ-პურაჸთ არს“ (თ.), საპურჭამიედ ფშ.

პურადა
მთ. (ჴადა), მჭადა მთ. (შონჩო) იგივეა რაც ამპურა (ნ.).

პურები დაქნა
მოჴ. პურები მოამზადა დასაცხობად.

პყარი
თ. მიწა. „პყარზე დგას სახლიო“, იტყვიან სახლზე, იატაკი რომ არ ექნება.

ჟალა
ფშ., ჯალა ჴორ., გუდ., მთ., ფიტი ჴ. ცუხი, გაწურული თაფლისაგან დარჩენილი ჴოტი.

ჟამ-კარი
ფშ.: „სულ ამერია ჟამ-კარი“ (ფშ.), „ჟამ-კარი ვერ ქნეს“ ჴ. საქმე ვერ მოაგვარეს, ვერ მოიცალეს.

ჟამი
ჴ. (სიტყვა იკუმშება: ვაჟები წიგნი ჟმისა).

ჟამის საწირი
ჴ. „დილას კიდე ღამის მთეველ ჟამის საწირს მიიტანს სამს ქადას, ცხრას ზედ საკვირაოს“ (ჴ. მას. 122,28).

ჟამის წირვა
ფშ., მთ., მიცვალებულის მოსახსენებლად რომ აწირვინებენ (მთ.); წირვა მიცვალებულთ სულის მოსახსენებლად, რუს. „ზაკაზნაჲა აბედნჲ“ (რუს. თარგმანი ეკუთვნის სოფ. ეკვენა ფშავის მღვდელს სამადაშვილს). ჟამის წირვა ჴ. ლუდის კურთხევა ხატში: თასებს აავსებენ, ანთებულ სანთლებს დააკრავენ და იხუცებენ. სანამ ხუცესნი და ჴელოსნებიჟამ-ნაწირ თასებს არ გამოსწურვენ, დანარჩენი ხალხი ვერც დაჯდება და ვერც არას დალევს. ახლები დაჩოქილნი არიან. სასმლის დაჴურთხევა თუშეთში არ იციან.

ჟანტ-ი
ჴ., თ. სველი. ჟანტი გუდ. მძიმე (კაცი, ხარი, ცხენი), ზანტი (?).

ჟანტა-მშრალა
ჴ. კენჭის ყრა (ორს შუა) კოჭაობაში. ნ. კოჭაობა.

ჟერა
ჟერს ჴ. ჟღერს: კლდეში თოფის ხმას ბანს აძლევს, რო ჟღერს წრიაპის წვერია (ჴ. მას.).

ჟერება
ჴ. ჟღერდება. ჟერება დროშაისა ჟღერება დროშისა, რომელსაც შებმული აქვს საჟღარუნებელი ზანზალაკები (ჴ. მას.).

ჟერნება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „რამდენიმე კაცის ერთად ხმამაღლა მღერა“.

ჟივილ-ჴივილი
ჴ. დგას ერთი ჟივილ-ჴივილი (ჴ. მას.).

ჟივონიკა
ჴ. (არხ.), ჟიუნა ჴ. ჩიტია, თავი წითელი აქვს. თავ-წილა თ. (?) ნ. ჭიჭოლია.

ჟინა
თ. (ჩაღმებში) ფიჭვის წვრილი ფოთოლი, ქაცვები, წიწვი (ზოგის თქმით ფიჭვის ტოტი).

ჟინჟილო
თ. გულზე ჩამოსაკიდებელი ვერცხლის სამკაულები, ერთად ასხმული.

ჟინჟლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) , ჴ., თ. „თითქო საცერში ცრიანო, იმგვარი წვიმა“, ჟინჟრი, ჟინჟღრი მთ., ჟინჟღლი მოჴ.

ჟინჟრ, ჟიჟრ
ნ. ჟიჟრიბინდი.

ჟიპან
რას ჟიპანებ – რას სტყიპინებო, ამიხსნა ბესარიონმა. ამაჟიპანდი, მერცხალო (ჴ. მას.).

ჟიჟინი
ჴ. ფანდურის ხმა. ამოჟიჟინება ჴ. ა) ჯეჯილისა და ბალახის ამოსვლა. ბ) წყაროს ამოჩუხჩუხება.

ჟიჟმატი
მთ. წვრილი (კაცი, საქონელი). საპირისპიროა მსხვილი. ნ. ჭყიოტმატი, ჭიჭყმაჭყი.

ჟიჟოლია
მოჴ. ნ. ღობე-მძვრალა.

ჟიჟრიბინდი
ფშ., დილ-ბინდი გუდ., რიჟ-რაჟი. იჟიჟრიბინდა (ვაჟა 108,8 ქვ.) გარიჟრაჟდა. იჟიჟრა გუდ., იჟინჟრა გუდ., მთ.

ჟიუნა
ნ. ჟივონიკა.

ჟოლი
(1) თ. (ჩაღმებში და გომეწარში), შალშავი (პირიქითში: შერშა) მოცვი.

ჟოლი
(2) ჴ. ჟოლო. ნ. ჴვაფა.

ჟუკჟუკაჸი
თ. ბრჭყვიალა რამ.

ჟღა-ჟღავი, ჟღავ-ჟღუვი
გუდ., მთ., მოჴ.., (ყ. 27,3) ლაყბობა, ხმაურობით საუბარი; ყვირილი, ხმაურობა.

ჟღეთვა
თ. დატევება. ნუ მიჟღეთ თ. ნუ მეტევები, ნუ მიწყრები. რას მეჟღეთები თ.

ჟღვენა
ნ. გაჟღვენა.

ჟღვლემა
თ. ღეჭა. ოჭს ჟღვლემს თ. კევს ღეჭს.

რა
ჴ., რამე; რას ჴ. რასმე; რასამ ჴ. რასმე, რაღაცას, რაად ჴ. რად, რაადაღ ჴ. რადღა, რაიმ ჴ. რაიმე, რაღაცა (ჴ. მას.). რა გინდ ჴ.,

რაერთი, რეერთი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ., ვითა ჴ. ვითაჸი თ. რამდენი.

რაზა
თ., ჭიპჭე ჴ. კარის გადასაკეტი რკინისა.

რაკ-ი
მოჴ., ხორდი მთ., ფაცერი ჴ. წყალზე გადაკრული ყინული. რაკი ჴ. გვერდალში გამაგრებული (გარაკებული) თოვლი. კაცმა რომ გაიაროს, არ ჩაუშვას. სტვირი ჴ. იგივე.

რაკი არ
ფშ. განა არ. რაკი არ შაუჴდებაო! განა არ დაშვენდებაო?

რამთვენი
ფშ. რაერთი, რამდენი.

რარიგი
ჴ. როგორი, რარიგად ჴ. როგორ (ჴ. მას.).

რატრატი
გუდ., მთ., მო ჴ. (ყ. 707, 12), რეტრეტი მოჴ. უთავბოლო ლაპარაკი. რას რატრატებ (მთ.), რას რეტრეტებ (მოჴ.).

რაფი
ჴ., თ. ქვაბის პირი (ცოტა გადაშლილი).

რაცრაცი
გუდ., მთ., თ., მოჴ. (ყ. 429,4; 4444 ქვ.; 530, 17) ბარბაცი (მთვრალისა), ტორტმანი. რიცრიცი ჴ. იგივე.

რახან
ჴ. როდესაც; რა რომ, თუ რომ (ჴ. მას.).

რაჴელ, რაჴლად
ჴ. როგორ; რაჴელი ჴ. როგორი, რაჸგვერდითი თ. რაგვარი, როგორი. რაჴელც, რაჴელაც ჴ. როგორც, რაჴელცალ როგორღაც (ჴ. მას.).

რაჸგვერ
თ. როგორ, რა რიგად. გერაჸგვერების თ. როგორ გეჩვენება, როგორ მიგაჩნია. რაჸ(ა)გვერითი თ. როგორი.

რბილი
ნ. სამბილოი.

რბოლა
ჴ. რბენა, რბოლება ჴ.: მაარბოლებს ცხენს ჴ. მოარბენინებს ცხენს.

რგება
„არ ერგებიან გზანი“ ჴ. არ ჰყოფნის გზა, არ ეტევა (ჴ. მას.).

რეგვნა, გარეგვნა
მთ., თ. „სეტყო რო მოვა, გარეგვავს“ (მთ.). თ. იგივე. თან სეტყვა წამაუშინა, გარეგვნა მთა და ბარია (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 205).

რეერთი
ნ. რაერთი.

რევა, მორევა
ფშ., გუდ., მთ. „სახლსა ვრევ, არ ვაწმინდავებ“, ამბობს ქალი, თუ მას დედათა წესი სჭირს და ბოსელში არ მიდის. მომირია სახლი – მომილაჴა სახლი, მომიბილწა (დედათა წესი სჭირდა და შემოვიდა).

რეკება
ნ. ქვის რეკება ქვის გადაწევასთან.

რემა
ჴ. კარგი ცხენი (ჴ. მას.).

რეტი
ნ. რეტრეტა.

რეტრეტ-ი
ნ. რატრატი.

რეტრეტა
გუდ. ცხვრის ავადმყოფობა. რეტრეტა დეესხაო, იტყვიან. რეტი დიდხანს ავლევს, კლდეზე გადავარდება, წყალში ჩავარდება, დაიკარგება და მხეცი შეშჭამს, რეტრეტა კი მაშინვე მოჰკლავს. კუტრეტა ფშ., კრაჭუნა თ. მთიულეთსა და ხევში არ იციან რეტრეტა, იციან მხოლოდ რეტი.

რეცხა
ნ. მრეცხელი, უმრეცხლო.

რეხვა
გამორეხვა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გატყეპა და გამოგდება“. გარეხვა ჴ., ფშ., ცემა. გადარეხვა მთ. კლდეზე გადაგდება, გადავარდნა, გადაჩეხა. გადარეხვეს (ყ. 127, 4). გადაირეხვა მთ. გადაიჩეხა. მოჴ. იგივე. რეხვა თ. ჩამოვარდნილის ხმა; რეხვა ჴ., თ. ცემა-ტყეპა.

რვალი
ჴ., თ. გუდ. სპილენძი. ნ. თეთრი.

რვილი
გუდ.,მთ. ნ. ლვილი, ვილი.

რთმევა
წართმევა, გამორთმევა, ჩამორთმევა. ნ. წართმევა.

რთხმა
რას ართხამ ლაშთა? ნ. ლაშთ გართხმა.

რიალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ზიანი, ნავნები“. რიალი დადგაო მთ. ატყდა ჩხუბი, ქოთი; ცხორი დარიალდაო მოჴ., ცხორმა დაირიალაო მთ., მოჴ.; რიალი ფშ. (ვაჟა, 120,2), გუდ. თქრიალი; ერთბაშად წამოსვლა (სისხლისა). რიალი თ. დანაშაული, ნარიალევი თ. დამნაშავე.

რიგ-ი
ჴ. მიცვალებულის სულის მოსახსენებლად გაწეული ხარჯი (მაგ., წლის თავზე და სხვა დროს). ნ. ხარჯი, საქნარი.

რიგაჸ-ი
თ., უშტარი თ. ა) ბრმა, ბ) უშნო, უხეირო (კაცი და სხვა რაიმე).

რიდე
გუდ. ნ. დირე, ცალა-დირე.

რიდება, მორიდება
მაარიდე ჴ. მოაშორე; ამაარიდებენ ამოაცლიან; გაღრიღას მოჰშორდეს; გარიდებული მოშორებული, გაცლილი (ჴ. მას.). მარი, ჴორ., გუდ., მთ., მარი, მარი, ჩე მთ., მოჴ., მამრი ჴ. მომეცალე, მომშორდი! მაღრი ჴ., მაღრდე ჴ. მოეცალე. მორი თ.

რიკ-მრუდი
ფშ., გუდ., მთ., რიკ-ბრუდი თ. კუდ-მრუდი და დუმა-პატარა ცხვარი (საპირისპიროა შაქიანი).

რიკ-ჯოხაჸობა
თ., ჴმალ-კიტობა მოჴ. ცილიკობა, რიკ-ტაფელობა (თამაშობაა). რიკი თ. = კიტი მოჴ., ჯოხი თ. = ჴმალი მოჴ. ნ. ჴმალ-კიტობა.

რიკრიკი, რიკრიკა
ფშ., ჴორ., გუდ. თარგი, ვიკრიკა მოჴ. (ამბობენ მორუსულე ქალები), выкройка.

რიოში
ჴ., გუდ., თ. ნარევი, არა სუფთა.

რისვი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) მოჴ., ჴ., თ. „გაზაფხულზე გაკრეჭილი მატყლი“. ნ. კრაველი.

რისხ
შაარისხებენ ჴ. გაურისხდებიან, გაუწყრებიან, დროშა კარში იქნების იმის სამრისხალოდ (ჴ. მას.). ნ. დარისხება.

რიშხნვა
ფშ. რისხვა, რასაჲ რიშხნი?

რიცრიცი
ჴ. ნ. რაცრაცი.

რიჭი
თ., ჴელ-ვარცლი ჴ. ტაბაკი პურის დასაკეთებელი.

რიჭნვა
ნ. დარიჭნვა.

რიხუნაი
მთ. რუხი. „ლეგნა ფერსა ჰგავს“ (მთ.), მონაცრისფრო.

რიჴრიჴი
ჴ. „მთვრალი კაცი რო იქი-აქათ ასქდების რამეს, ტანს ინძრავს“ (ბეს.). რიჴრიჴებს ჴ., ფშ. გუდ. ბარბაცებს, კოჭლობს, მთ. უთავბოლოდ ლაპარაკობს.

რკვევა, დარკვევა
ფშ. (ვაჟა, „ცრ.“ 15, 1), დარიჭნვა თ. ხორბლის გარჩევა ტაბკით ცერცველისა და სხვა ბალახის თესლებისაგან. აქედან: დრკვეული. დარკვევა გუდ., მთ., მოჴ., ჴ. ხორბლის დაკეთება. დარკვევა თ. გადარჩევა პურისა, ცხვრისა.

რკო
ნ. გირკო, კურკო.

რო
ჴ. რომ, როგორც (ჴ. მას.).

როკვა
თ., შუშპრობა ჴ. ცეკვა. გონ-უგონაჸო წუაჸო, კოკლათას ჯარზედ ღროკაო. უკვენა-ღ მიიხედ, წუაჸო, ნაჸცზე რა მთვარე გაკრაო. ასე შაუმღერნია ერთ ჩაღმელ თუშის ქალს წოვა-თუშ ქალისათვის. (სხვა ვერსიით: წოვა ვაჟისათვის) ნ. შუშპრობა.

რომ, რო
მოჴ., ხო ჴ. ხომ: ეშმაკი რო არა ხარ მოჴ. ეშმაკი ხომ არა ხარ?

რომენი
ჴ., მთ., რომელი.

რორცა
ფშ., მთ., მოჴ., როსაც ჴ. როცა, როდესაც.

როს
ჴ. როდის; ოდესმე.

როს-რა
ნეტაი როდის (ჴ. მას.).

როფსანი
მოჴ., ნაწოლა ჴ. ტიხარი სახლში.

როქვი
თ. „ერბოს ნაძირალა“. როქვი ფშ. ერბოსი, ღვინისა და სხვ. ნაძირალა, დანალექი.

როყინი
ფშ. (ვაჟა, 171,7) აქლემის ან კამეჩის სიარული, თ. კამეჩის სიარული.

როჭიკი
მთ., ჭიკჭიკი, როჭიკობს ჭიკჭიკებს. მიზის კითხვის ნიშანი.

რუდაი
მოჴ. ერთად შეხვეული გაპენტილი მატყლი. იქიდან გამოღებული და ხელზე გადახვეული დასართავად – ჩონგაი. ფოლი ჴ., ფშ.

რუვი
ჴ. რუ (ჴ.მას.). ნ. სარუე.

რუსმალი
მოჴ., უსმარი ჴ., თ. ლურსმანი. ნ. უსმარი, ლუსმარი (არაბ. მუსმრ).

რუსული
ნ. იარაღები.

რუსხმული
თ., სარუჲე მოჴ., სარუე ფშ., ჴ., თ. წისქვილის წყლის კალაპოტი. ნ. ფაცერი, რუვი.

რუყ
ნ. დარუყვა.

რუყ-ი
(1) მოჴ. ნათერძი, მთ., ჴარო, ჴაროზი ჴ., ჴარვეზი ფშ. დარუყე მოჴ. რუყი დაქაჩე. დარუყვა მოჴ. ბალახის ძირის ამოგდება ან თესლის დაფარვა უყუსაყრელით. დარუყდა ჴ. იმაზე იტყვიან, ორ მოჩხუბარში ერთი რომ ვერ დასჭრის.

რუყ-ი
(2) ჴ. ა) სამზღვრად გაყვანილი კვალი მამულში, ბ) კარტოფილის კვალი (სადაც სთესვენ).

რუხი
თ., ეხი ჴ., ქოხი მოჴ. გამოქვაბული კლდე. თუშეთში ეხი-ც იციან.

რქა-ბუდიანი, ქორ-ბუდიანი (ირემი)
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ირემი, რომლის რქებს წვერში ერთად ამოსული ხუთი ან ექვსი ტოტი აქვს, ასე რომ შიგ შეიძლება ფრინველმა ბუდე გაიკეთოს. სოფელ ყვარელში (კახეთშია) მონადირე ტურიკომ მოჰკლა ერთი ხარ-ირემი, რომლის რქებსაც ოცდაოთხი ტოტი ჰქონდა. ამნაირივე რქა იპოვნეს ქართლში ახალ-ქალაქის ტყეში“. ქორ-ბუდიანი მოჴ., ჴ., თ. იგივე. საპირისპიროა რქა-ფიწალა.

რქა-ფიწალა
ფშ. რქა-ბუდიანის საპირისპიროა. ირემს გარდა საქონელზეც ითქმის. ნ. ფიწალა რქა.

რქა-ჯანგიანი
ჴ. ეპითეტია ჯიხვისა, რომელსაც რქები ძალიან გაზრდილი აქვს (ჴ. მას.).

რქა, რქანი
„მაჟარს შამაჰქონ რქანია“, „ლიშანში“ გასახედი ორკაპი. ნ. გველის რქა.

რქაზედ ქუდის დახურვა
თ. გვერდზე დახურვა.

რღილი
ღილი. რღილი გიბოძათ ბატონმა, ყელზედ ჩაგიდვა ჟერებად. (რუს. გაზ. „კავკაზ“ 1851, № 21) იგივე ნაწყვეტი გვხვდება შემდეგ ლექსში: თესლი თქვენი სჯობს, არწივნო, ფრინველთ თქვენდ უნდა ფერება. დაგიჭერავისთ ჴოჴობი, ბატონსთან მიგყავთ ჩვენება(დ), ბატონმა ღილი გიბოძათ, ყელზედ ჩაგიდვა ჟერება(დ). არ მაქვს აღნიშნული, საიდან ამოვიწერე. აქ იკითხება „ბატონმა ღილი გიბოძათ“, იქ კი: „რღილი გიბოძათ ბატონმა“.

რჩ ║შჩ (სჩ)
[მიღებულია შთ-საგან (დაშდა > დაშთა]. ფუძის ამ სახეთაგან პირველი (რჩ) იხმარება მაშინ, ა) როცა ზმნა ერთ-პირიანია: დარჩა, მარჩებიან ( = დარჩებიან), აგრეთვე სახელზმნებში (დამრჩალი). ბ) როცა ზმნა სასხვისო ქცევით არის ნახმარი: ნარიც ცოცხალნ გადურჩეს). ხოლო შჩ (ვარიანტი სჩ) იხმარება მაშინ, როცა ზმნა ორ-პირიანია და საარვისო ქცევის ფორმით არის წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში შ(ს) გაგებულია მე-3 ირიბ-ობიექტური პირის ნიშნად და სრულიად იკარგება 1-ლსა დამე-2 ობ. პირის ფორმებში: დამჩების, მაგვჩების, დაგვჩების, ვინც ომში დაგჩათ. შ(ს) გვხვდება მხოლოდ მაშინ, როცა ირიბ-ობიექტური პირი მესამეა: გამავშჩები, გამაშჩები, დაშჩების, მაშჩებიან, დაშჩა, შაშჩა, ვის სჩების, გადასჩების სიკვდილს, ომს რო მასჩომივან (ჴ. მას.).

რჩხა
ნ. კარჩხა, ჯღრდე.

რცხვენ ║ ცხვენ
ამათგან რცხვენ იხმარება, როცა ზმნა აქტიურია: არ შაარცხვინეთ გვარსაო, ვერ შაარცხვინეთ გვარსაო, ვერ შაარცხვინეთ გვარსაო, რა გარცხვნის და სხვ. ცხვენ იხმარება, როცა ზმნა საშუალია (მცხვენის, გრცხვენის, სცხვენის) ან ვნებითი: შასცხვენდების, შასცხვენდ (ჴ. მას.).

რძე
პირდაპირ რძისაგან მხოლოდ მაწონი კეთდება, დააყენებენ და ღალას (ნაღებს) მოჰყრიან. დარჩება ღალა-მოყრილი რძე. ამას გაათბობენ და ყველს ამოსწურვენ. დარჩება სველი (შრატი). სველს აადუღებენ და ამოიღებენ ნადუღალს (ა) ღალა, ბ) ყველი, გ) ნადუღალი). ნაღები (ღალა): ნაღებს სადღვებელში შესდღვებენ და კარაქი ამოვა. დარჩება დო. დოს ჭამენ, როგორც მაწონს. მომჟავოა. თუ დო აადუღეს, ამოიღებენ ხაჭოს. ხაჭოც მომჟავოა. კარაქი: კარაქს გადაადნობენ და თავზე ფქვილს მოაყრიან. ფქვილი დაილეკს, თუ რამ შეჰყვა კარაქს დოსი, ხოლო ზევით დარჩება წმინდა ერბო (წურვილი ჴ.), ქვეშ კი ნაძირალა (ჩაწერილი უნდა მქონდეს ხევში).

რწება
ერწების ჴ. ირხევა (ჴ. მას.).

რწყილი
მოჴ. ნ. გირწყალი.

რჭობა
ნ. შჭმა.

რჯ (რჩ)
ყ. 128, 7 მერჯის, გერჯის, ერჯის (მერჩის, გერჩის, ერჩის) ძალა (ღონე) შემწევს, შეგწევს, შესწევს.

რჯული
ჴ. ა) სამართალი. ვირჯულოთ ჴ., რჯული ვქნათ ჴ., ვისამართლოთ. რჯულის კაცები ჴ., მოსამართლენი. ბ) ადათობრივი სამართალი: „სამამფიცროი და ქურდად გასამჴდელო ხუთ ძროხაი ას რჯულად“ (ჴ. მას.).

რჯულიანი
ჴ. ქრისტიანი (საპირისპიროა ურჯულო).

სა(ლ)ოსალაჸი
თ. თავკომბალა. ნ. კუდურა.

სა(მ)ცურავი
ჴ. (ძველად) თამბაქოს ქისა ქსოვილისაგან.

საალაჴე
ჴ. ფეხის ნაწილი სავარცხლის ვერდზე. ნ. ალაჴი (2), ქურსლი.

საანჯმო
(სპ. انجمن კრება) საფეხნო, საფეხვნო ჴ., საერობო მო ჴ., მთ. ხალხის შესაკრები ადგილი: „საანჯმო საბაასო, დილა-საღამოს ხალხის შესაყრებელი ადგილი“ (ჩაჩ. 119).

სააღმაო
ჴ. ნაგვის გასატანი ჯინი, პატარა. ნ. თავ-ჩაფაი.

საბაკნია
მოჴ. ა) კედელზე ჩამოკიდებული გოდორი, ჭურჭლის შესანახავად. ბ) რაშიც ლენცოფის თესლი არის მოთავსებული, ძაღლის ფსელაი ჴ. (მთლად).

საბამი
ჴ., თ, (მშვილდის საბამი ჴ., თ.) მშვილდის ლარი, მშვილდის ბაწარი, სამბური ფშ.

საბან-გობანი
მოჴ. (ყ. 6,24; 115,2; 647, 1 ქვ.) საბანი და ლეიბი.

საბან-ი
ნ. გობანი.

საბანდ-ი
მოჴ. ნ. ბანდულთან.

საბანდარი
ფშ. ნ. საფანდარი.

საბარგველი, საბარგული
მთ. ჭურჭელი (პურისა, წყლისა). ნ. ბუნაგი.

საბატკნე
ჴ. ნ. ქობულა.

საბაყაყე
მოჴ. ცხენის ფეხის ფლოქვის შუაგული („საბაყაყე ამასჭერ“), სამყვრე ჴ., სალი ჴ. (შატ.), ყვატი თ., ბაყაყი ფშ.

საბელ-ი
ჴ. „ცაცხვის ხის კანისაგან (ე. ი. მუშისაგან) დაგრეხილი საბელი ხევსურეთში ბაწრის მაგივრობას ეწეოდა“ (ჩაჩ. 26). ნ. საბრუნავი, შუბის ტარი.

საბელ-ორხალი
ჴ., კავ-საბელი ფშ. თივის ქვეშ გასაგდები ორი ხალი (ფშავში უმთავრესად ერთი ხალი) და ზედ გადასაჭირები საბელი.

საბერაჸი
თ., ქინთელა ჴ., თინქელა ფშ. შარდის ბუშტი.

საბერველაი
მოჴ., სასივებელა ჴ., ფშ. ბალახია, ძროხას ბერავს.

საბეწვე
თ. მჩეჩელში ვახშმის შემდეგ მოტანილი ჯერი (მუშაობას რომ გაათავებენ), საძილისკუდო ფშ.

საბლის მიწა
„გასაბლვა მიწებისა თავდაპირველად ყველა ქიზიყის სოფლების გარეშემო, უფრო კალოებამდის (კალოები სოფლელთ მოშორებით აქვთ), მიწები კომლეურად ოჯახის მოთავეთა შორის ათ-თხუთმეტ წელიწადში ერთხელ უეჭველად ისალბებოდენ (თოკით ჰყოფდენ). ასე განაწილებულ მიწებს მდიდარნი კალოს ხარის საძოვრად ჰყორუღავდენ. სახელს „საბლის მიწას“ ზოგან ქიზიყში არ ხმარობენ და ეძახიან დასაკუთრებულ მიწებს“ (შაქრო, „დროება“, 1884, № 168).

საბოსლოდ წასვლა
ნ. ბოსლობა.

საბრმობელა
ჴ., ყოვის საცუარა ჴორ., ყოვის საჩუარა (ასეა!) გუდ., ყოვთ საცუარა მთ., კუსკუსელა მოჴ., დათვის ქაჩქაჩა მოჴ., ყვავთ კუსა ჴ. (სანამ გაიზრდებოდეს; გაიზრდება და საბრმობელა), ყვავთ ყველი თ. (პატარა), საცუარა თ. (დიდი).

საბრუნავი
„წვერ-მოკაუჭებული ჯოხი, რომელსაც ოდნავ მოხრილი სახელურა აქვს“ (ჩაჩ. 25). „გამშრალ მუშს კვლავ წვრილ ზოლებად ხლეჩდნენ, შემდეგ საბრუნავზე ახვევდნენ და გრეხავდნენ“. ორ წვერად დაგრეხილ მუშს საბელი ეწოდება (ჩაჩ. 25).

საბუდარი
ფშ., საბუდავნო გუდ. ნ. ბუდე.

საბუჩე
ფშ. (ვაჟა, „მოამბე“, 1896, VI, გვ. 115) ბოსელი.

საბუჴარი
(მრ. საბუჴრები) ჴორ., საფუჴარი ჴ., საჴელური, ჴელის ჯაგები მოჴ., ქურო თ. ხელთათმანი. ნ. საფუჴარი.

საბუჯღი
ჴ. ნ. საბღუჯი.

საბღუჯი
ჴ., ფშ. ფარის ჴელ-ჩასაჭიდი. საბუჯღი ჴ. (არხ.), დასაბღუჯება (ფარისა) ჴ., ფშ. ფარის ხელში აღება და მომარჯვება (ბაჩ. „დ.“ 70). დაისაბღუჯა ფარია ჴ. (ჴ. მას.).

საბძლის ჩიტა
(ერწო), კედლის ჩიტა მოჴ., ჭივჭავი მთ. ბეღურა.

საბჭეო
გუდ., სამჯეო (ყ. 44, 5 ქვ.) ადგილი, სადაც მსაჯულები ბჭობენ.

საგან-ი
ფშ., ჴ. სამიზნე. საგანზე გაიტანე ფშ. შორს გაიტანე, გასაგნვა ფშ. (სროლა, გაკვრა, გასროლა (ისრისა, ჯოხისა). ნ. გან.

საგდოლი
მთ. ურდული, „საგდოლი წამაუგდე კარსაო“. კედა მოჴ., კარის კედი ჴ., საგდოლი თ. ზემოდან ჩამოსაშვები კედია, განზე გასაწევი – ურდული თ. ნ. წელთა.

საგებელი
მოჴ., ჴ თ. ლოგინი (გობანი, საბანი, ბალიში, მუთაქა).

საგორავი
მთ., მოჴ., ურმის თვლების შესაყენებლად მიდებული ქვა.

საგრეხელა
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ხის ჯამბურა, თითის ტარის სატრიალებელი“. ნატეხარი მთ., სახრელი ჴ., თ. (ჴევში ტარს ძირს არაფერი არ უძევს).

საგრილი
ჴორ. ნ. საყარი (1).

საგულავა დანა
თ. დასაკეცი დანა. ნ. ჯაყო.

საგულე
მოჴ. დედაკაცის ტანსაცმელი. გარედან აცვიათ, გრძელია, ახალოხის მაგვარი. „ახალოხის მაგიერი ქალების ტანსაცმელი“ (ყ. 486, 512, 8). დუშლუყი მთ., გუდ. ახალოხისებრი ჩასაცმელი დედაკაცებისა. საგულე ჴ. ახალოხი (კაცისაც და ქალისაც). საგულე ფშ. ჟილეტი.

საგულებელი
მოჴ., ჴ., ფშ. ზვავისაგან უშიშარი ადგილი, სადაც თივას აგროვებენ.

საგულო
მოჴ. (ყ. 614, 4) გულითადი მეგობარი.

სად
ჴ. სადმე; სადამ ჴ. სადმე, სადღაც.

სადგინი
თ. დოღი, მარულა. ნ. ცხენნი, ხარჯი.

სადებ-ი
ჴ. ნ. თოლ-კოჭი, ფარცხი, წისქვილი.

სადებელა
მთ. ნ. სანაცური.

სადიაცო
ჴ. (ჭყ., ვ. წ.) „ქვემო სართულის ოთახი ხევსურეთში. იხ. სამყოფო“ შეცდომაა. სადიაცოა ა) დედაკაცის ჩოჴა (ჯუბა), შიგნით ჩასაცმელი (გარეთ ჩასაცმელია ქოქლო); ბ) დედაკაცის ჩამოსაჯდომი მხარე (ჭერხოშიც და ბოსელშიც. ე. ი. ზემო სართულშიც და ქვემო სართულშიც). კაცები და ქალები ერთად არ დასხდებიან: ერთ მხარეს სამამაცო არის, ხოლო მეორე მხარეს – სადიაცო . სადიჸაცო თ. ა) დედაკაცის ჯუბა (ჩოჴის ქვეშ), კაბის მაგივრობას სწევს; ბ) სადედაკაცო.

სადისწულო
თ. შვილების მიერ დედულეთის ხატში გასაწევი წვეულება, რომელზედაც უნდა მიიწვიონ დედულნი. სანოვაგე (პური, ყველი და სხვა) შინიდან უნდა წაიღონ. ლუდი კი დედულეთში უნდა ადუღონ. შდრ. საქალთანო.

სადუმე
მოჴ., თ. საქონე, ქონის შესანახავი, რომელიც ქამარზეა ჩამოსაკიდებელი. „ამოსრისა ძველს ქონში, რომელსაც სადუმეში ყველა მთიელი ატარებს“ (ყ. 694, 5 ქვ.).

სადღობელი
მთ., მოჴ., ვორია ჴ., ჩხუტი თ., ფშ., ვარია, სადღვებელი (ჩხუტი დგას და შიგ ბარნელას ურევენ, ვარია კი გვერდელად ძევს და აქანებენ).

საერობო
მთ., მოჴ. ნ. საფეხვნო.

სავათი
თ., საოთი ჴ., ფშ. თეთრი ფრინველია; წეროსა ჰგავს, გრძელი ფეხები და გრძელი ყელი აქვს, ჭამენ.

სავარცხალი
ფეჴის სავარცხალი მოჴ., ფშ. ფეხის ზურგი (თითებამდე), ფეჴის საორცხალი ჴ. იგივე. ჴელის სავარცხალი ფშ. ხელის ზურგი (მაჯიდან თითებამდე), ჴელის საორცხალი ჴ. იგივე.

სავერძე ბატკანი
ნ. ტარიგი.

სავსავი
გუდ., მთ., მოჴ. ხელების თრთოლა (ბოღმისაგან, გულის წასლისაგან, ავადმყოფობისაგან). გასავსავება გუდ., მთ. „ვერა და ვერა! დამშვიდების შემდეგ აღელდა ისევ და ხელები გაასავსავა“ (ყ. 588, 18 ქვ.).

საზალტე
ჴ. მაჯა.

საზარაჸი
თ., საჭივარა ფშ. სიკორკობილა (გურიაში), ე. ი. ფიცარი, დადებული შუა ნაწილით ქვაზე ან ხის ნაჭერზე. ფიცრის ბოლოებში დადგება ორი ბავშვი და ხან ერთი ადის ზევით და ხან მეორე. ამ თამაშობას თუშები ეძახიან ყინტრაობას.

საზარე
გუდ. სასიმინდე, ნალია. თითქმის ყველგან კედლები დაწნულია, რომ ჰაერმა იმოძრაოს და სიმინდი კარგად გახმეს. გუდამაყარში მითხრეს, რომ ზარს ბარში ზარულს ეძახიანო. მთიულეთსიც ეგრე მითხრეს: ბარში იციანო. ჴ., მოჴ. არ არის.

საზგლო
თ. მსხვილი ძაფი (ხურჯინისა, ფარდაგისა, ტომრისა). ნ. ზგელი.

საზედავა
ფშ., ხინდე თ. ძაფი, ქსოვაში რომ გადის და გამოდის.

საზელელი
თ., საღენჭელი მთ., მოჴ., ჴიმური ჴ. გულ-ამოღებული ქვა ან ხე, რომელშიც ტყავის საზელ კეტს უძევს თავი.

საზეპელი
მთ., მოჴ., სატკეპნელი. ჴ. ბანის დასატკეპნი კეტი. ნ. ტაბოცი.

საზეური
ჴ., სარძეული ფშ. ნაღბის (ნაღების) დასაყენებელი კასრი. თუშეთში ნაღბის მოხდა არ იციან. ნ. ზე.

საზვები
ჴ. მაკე, მოსაგები, რომელიც უნდა იზვას, ანუ რომელმაც უნდა მოიგოს. ნ. ზვება.

საზოვე
მოჴ. ნ. ნაზოვარი.

საზღვაო
ნ. ზღავი.

სათაგვე
ჴ. ხელის ნაწილი მხარსა და იდაყვს შორის. სათაგვე თ. ხელის კუნთი (იდაყვს ზემოთ), სათაგვე ფშ. ხელის სახრელი მწყესი იდაყვთან.

სათავე
ჴ. პირველი ადგილი სუფრაზე (ჴ. მას.).

სათავენი
ჴ. სამი ძნისაგან გამოღებული რამდენიმე ერთად დაწნული ღერი წერის თავის დასამაგრებლად.

სათავნო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ქალის მიერ საკუთარი შრომით შეძენილი ქონება (როგორც უძრავი, ისე მოძრავი). უფრო ხშირად სათავნო აღნიშნავს ქალის მზითევს. სათავნოს ხევში უფრო მალვით თუ შეიძენენ. თუ გაუგეს, ოჯახში უსიამოვნება ჩამოვარდება.

სათარი
ფშ. თივის ქვეშ გაგდებული ჯოხი. ეს ხალა არისო, გუდამაყარსა და მთიულეთში მითხრეს. საცა ხალაა, იქ სათარი არ არის საჭირო, სადაც სათალია , იქ ხალა არ უნდა, ერთ-ერთი უნდა, ორივე თავისთვის იხმარებაო. საცა გვერდოა, იქ სათარი უნდა, კაცი წინ უძღვება; ვაკეზე ხალა უნდა, გასწევს და გაათრევსო.

სათარი
ფშ. ა) თივისა, ბ) ჩამოსათრევი ხე, ხარებით ჩამოსათრევი შეშა. სათრულა ფშ. ძნისა. სათარი მოჴ. თივისთვის. სათარი ჴ. ყველაფრისთვის იხმარება: თივისთვის, შეშისთვის, ძნისთვის. მთიულეთში: სათარი თივისთვის არის, ფუცხი – ძნისთვის. ნალო, ქვემოთ იციან ლაჩქინი (ქვემოთ, ე. ი. არაჴვეთის ქვემოთ ქიმბარიანთასა, მაშასადამე, ქვემო მთიულეთში).

სათარი
თ. ჩამოსათრევი ხე. სათარი მოჴ. თივის სათარი: არყის ტოტებისაგან დაწნული ჩელტი, რომელზედაც მთაში თივას აგებენ, რომ ზამთარში თოვლზე დაითრიონ. ერთი სათარი სამ-ოთხ წელი/p388/წადს კმარა. თივას აქვს თავისი სათარი. იმ სათარს აქვს: ვალდახი (დაგრეხილი ბალახისა), საკუდური და სამჴრეები. წამოღებისას თოკით შეჰკვრენ კიდევ.

სათაურ-ი
ყ. 16, 6; 19, 14 მწვერვალი (?).

სათაურა
(3) მოჴ. ქუდის თავი.

სათაურა
(4) თ. ა) აღვირისა და ავშარის თასმა ცხენის ყურებს უკან გადაგდებული, ბ) შარვლის ზემოთ მოკერებული სხვა ქსოვილი.

სათაურაი
(1) ჴ. ქალებისა და დედაკაცების თავს შემოსაკრავი. თავსაკრავი მოჴ.

სათაურაი
(2) გუდ. ხე, რომელიც ზევიდან არის მიდებული კერაზე და იწვის. (ქვევიდან არის კიდევ მიდებული და მას ძელი ჰქვია). სასთაულაი, სართაულაი მთ. კერაზე ზემოდან მიდებული ხე, „ძელი ქვემოდან რი“ (მთ.).

სათითე
ჴ., ფშ. „რკინის საცერული თითზე გასაკეთები ჩხუბის დროს, რითაც ურტყმენ მოშუღლარნი ერთუცს“ (ბეს.) ცერზე წამოსაცმელი ყოველგვარი საჩხუბარი იარაღი. ნ. მაღალი, საცერული, ღაჯია.

სათითე
მოჴ. ა) სათითური, ბ) ცერზე წამოსაცმელი საჩხუბარი იარაღი; გ)ყანის მკაში თითებზე წამოსაცმელი, ხისა, რომ ნამგალი არ მოხვდეს თითებს.

სათითური, სათითურაი
მოჴ. სადღვებლის სულის საქცევი (ნახვრეტი), შუშუტა მთ. წიწიეთა მოსავალი სადღობელჩი ჩაჰყარიან; როცა ბევრი მოუვიდის, სათითურზე მოჰყარიან (მოჴ.).

სათოფე
ჴ. „პურის კვერი გვრგვალი, რომელსაც მეთოფეები თოფებს ესვრიან“ (ბეს.).

სათრობელაჸი
თ. ღვარძლი (პურს რომ ერევა).

სათრუალა
ჴორ. სანაგვე.

სათრულა
ფშ. ნ. სათარი.

სათუთქავაი
მთ. საწერელი (ფრჩხილის ავადმყოფობა). გაცმული ფშ., თითბეჭედაჸი (თით-ბეჭედაჸი თუშეთში ცისარტყელაც არის და საწერელიც, ფრჩხილის ავადმყოფობა).

სათხილე კბილი
მთ. ეშვი.

სათხუსავი
ნ. თხუსი.

საით
მოჴ. (ყ. 57, 14; 71, 15 ქვ.; 212, 8; 241, 17, 10 ქვ.; 247, 17) როგორ. რაჴლა ჴ., რაჸგვერ თ., საით-როგორ მთ., მოჴ.,

საინი
გუდ., ფშ. ჴ., ფართე და დაბალი თასი რვლისა (არაბ. .(صحن

საირმე
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „სადაც ირმები ბინადრობენ“. არხოტში ადგილის სახელია.

საისკ, საისკე, საისკედ
ჴ. საითკენ (ჴ. მას.).

საკადრევი
ჴ. საკადრისი. უსაკადრევო ჴ. რომ არ ეკადრება, ისეთი (ჴ. მას.).

საკადრისი
ფშ., გუდ., მთ., საკადრი ჴ. (შატ.) ხატისთვის შეწირული ბაღდადი, ხელსახოცი.

საკალოე
ნ. სალეწავა.

საკანთიელო
ჴ., ფშ., მოჴ., საკანთიალო გუდ., მთ., გასაოცარი, გასაკვირვალი, კარგი რამ.

საკანტი
თ. საკინძი.

საკარგყმო
ჴ. (ნ. ურბ.) „კარგი ყმის სადღეგრძელო“. თუ ვინმემ თავი ისახელა რითიმე (ვთქვათ, თუ მოსისხლე მოკლა), ხატში საკლავს დაკლავს და პატივისცემის ნიშნად სასმელს (ლუდს, არაყს) მიართმენ კოშით, ჭურჭლით ან ჩხუტით (ნ. ჩხუტი (2). საკარგყმო თ. ნასახელარი კაცისათვის ტარ-კოშით მირთმეული ლუდი.

საკედე
ნ. შუკუნა.

საკედური, საკედურა
ჴ., ფშ., თ. კედელში დატანებული ხვრელი კარებთან ურდულის („კედის“) თავის შესადებად.

საკვამი
ჴ. ა) სარკმელი (სინათლისთვის), ბ) ერდო (ასაჴედ – ჩამოსაჴედი), ჴ. (მიღმაჴევში) სარკმელი მხოლოდ. ასაჴედ – ჩასაჴედს ერდო ჰქვია. სარკმელი თ. სინათლისათვის, ერდო – ასაჴედ – ჩასაჴედი, საკვამლაჸი თ. კვამლისთვის. საკომი ფშ. საკვამლეც არის და სარკმელიც. ნ. შუკუმი.

საკვეცაჸი
თ. პატარა მაკრატელი, რომელსაც თითები გაეყრება. ნ. დუქარდი, მაკრატელი.

საკვირაო
ჴ. „დილას კიდე ღამის მთეველ ჟამის საწირს მაიტანს: სამს ქადას, ცხრას ზედ საკვირაოს“ (ჴ. მას. 122,28).

საკინძი
ჴ. ღილი. „ჴევსურეთში ქალებმა, კაცებმ იციან პერანგის და ფარაგის ნაპირზე; მძივისა არის გაკეთებული“ (ბეს.).

საკლავი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. (ყ. 13,8; 94 შენიშვნა) ცხვარი, უმთავრესად ხატში მიყვანილი დასაკლავად.

საკლებ-სამატებაი
ჴ. ნ. წისქვილი.

საკმაზულობა
ფშ. ნ. კმაზულობა.

საკმისი
ფშ. ნ. შუკუმი.

საკოკვაჸი
თ., საფეჴური ფშ. ოჩოლფეხი ( < საქოკვაჸი?).

საკომი
ფშ., საკვამი ჴ. ნ. შუკუმი.

საკოტარი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „მანქანა ცხენის უკანა ფეხებზე გასაკეთებელი, რომ წიხლი აღარ გაიქნიოს“, პალავანდი. საკოტარი ფშ. ფურმა რომ წიხლი არ გაიქნიოს წველის დროს, ჯიჯიტას ჩამოაცმევენ წინა ფეხის მუხლზე და უკან ჯოხს გაუყრიან, რომ არ წამოიძროს. ფური ფეხს ვერ გაშლის და წიხლს ვერ გაიქნევს (სამ ფეხზე დგას). ცხენისა კი დუშაყი არის. დუშაყი მოჴ., ფშ. სამ ფეხს ცხენისას (ორს წინასა და ერთ უკანას) თასმებითგადააბამენ. ეს არის დუშაყი. იგი ღვედისა არის, მათრახადაც იხმარება.

საკოჭურ-ი
თ. ნ. კაპორჩხალა, ომაინი, წისქვილი.

საკოჭურა
ფშ., სალაჴი თ. შარვლის ბოლოს მიკერებული ნაჭერი, რომელიც ფეხის გულს ამოედება და შარვალს იჭერს.

საკრეფელი
მოჴ., საფოცხველი ფშ., ჯაჯღარი თ. ფოცხი.

საკუარი
მოჴ. „საკუარში დააცდინეს, ის გაუქარსლესო“ (მოჴ.). ნ. კუაი.

საკუდე
ჴ. თალა, ბოჭკის შემოსაჭირებელი. ყაპყატო ფშ., თ., საკუდე მთ., საკუდნა ჴ. (ბაკურჴ.). ნ. ყაპყატო, ჭრო.

საკუდური
(1) ჴ. მოჴ. საძუე.

საკუდური
(2) ფშ. თივის უკან სათარზე მობმული და კავზე დამაგრებული თოკი, საკუდე გუდ.

სალ-ი
ჴ. (შატ.), სამყვრე ჴ., საბაყაყე მოჴ., ყვატი თ. ნ ბაყაყი, სამყვრე.

სალამურა
(1) ჴორ., მთ. ნამგალა (ფრინვ.). ნ. მწივანა.

სალამურაჸი
(2) თ. გველანა, გველთევზა. თევზია წვრილი და გრძელი, მუცელზე ნახვრეტები აქვს სალამურასავით.

სალაფავი
თ. ნ. სასვარი.

სალაჴი
თ., საკოჭურა ფშ. ნ. საკოჭურა.

სალებავი
ფშ. (რაზ.–ჭყ.) „სამღებროსთვის საჭიროა. როცა ყვითლათ ან მწვანეთ ღებავენ, ნართს ჯერ ტყემლის წყალში ამოავლებენ და მერე სამღებროში ჩააგდებენ“. ლები ჴ., ფშ. კლდეს გამოსდის, მლაშეა. დიში თ. იგივე.

სალეწავა
მოჴ. ვარსკვლავია, სთველზე ამოდის. საკალოე მოჴ.ნ. ბისნურაი, მოხურაი.

სალთა ცხენი
მთ., ფშ., ჴ. ცალთა ცხენი მოჴ. უბარგო ცხენი, უსაპალნო. სალთა თ. ა) უბარგო (ცხენი), ბ) მარტო კაცი (უბარგო, უცხენო).

სალოკა
ჴ., სალოკელა მთ. ნ. თითი.

სალუდე ქვაბი
(რაზ.-ჭყ.) „რაშიაც ლუდს ხარშავენ. სამი ალაბი სიმაღლე ექნება. ძირი წოწოლა აქვს შაქრის თავსავით და პირი განიერი“. სპილენძისაა.

სამ
ფშ., ჴ., გუდ., მთ. სადღაც, ოდესღაც. ახლა სამ ვიყავ, აქათ სამ მოკლეს. სიდაჸმ თ. იგივე. ჲაქ საიდაჸმ, კარგადაჸ სიდაჸმ, შარშანის სიდაჸმ.

სამ-ტოლი
ჴ. მას-კაპი.

სამ-ფეჴა
მოჴ., სიფრო მოჴ., ტაბლა ჴ. დაბალი, ვიწრო და გრძელი მაგიდა. სიფრო მოჴ. მრგვალიც არის, მას სამ-ფეჴასაც ეძახიან.

სამაია
(არაბ. სამჸ سماع დერვიშთა რელიგიური ექსტაზი როკვა-ცეკვისა და გალობის თანხლებით) ცეკვაა, ფერჴისა არ არის. მხრებზე აქვთ გადადებული ხელები და ირგვლივ უვლიან, ტრიალებენ. ერთიკი შუაშია და სასმელს აწვდის მოთამაშეთ (ეგ ფერჴისა არისო, გუდამაყარში მითხრეს).

სამაია
ფშ., გუდ. ცეკვაა: ხალხი წრეს აკეთებს და უყურებს: ქალ-ვაჟი (ფშავში) ან ორი ვაჟი (გუდამაყარში) დაუვლიან ცეკვით და ერთი-მეორეს აშაირებენ. გუდამაყარში ქალის სიმღერა სირცხვილია. არ დამენახვის თვალითა სამაიაში თავისა. (ნ. კატაღუა). ფერჴისა. ბევრი ხალხი გააბამს ხელებს, ნელ-ნელა უვლიან და მღერიან ერთს სიმღერას. ერთი იწყებს, მეორე იმეორებს. სამაიას ჩამაუვლი კაცი ნაბად-ჩალიანი. სამათურო გზა მასწავლეს, სოფელ მიქეს ქალიანი. მე იქ ქალი ვერა ვნახე, ბებრებ ისხდენ ტყავიანი. (ზანდუკი, 19. 6. 1913).

სამამაცო
ჴ. მამაკაცის დასაჯდომი მხარე ზემო სართულშიცდა ქვემოშიდაც. სამაჸაცო თ. ნ. სადიაცო.

სამამფიცრო
ჴ. თუ ვისმე ქურდობა დაჰბრალდა სოფელში და მან დაიფიცა ჯვარში და ფიცით გამართლდა, დამკარგავს (ქურდობის დამბრალებელს) ხუთ მანეთს გადაახდევინებს, რასაც სამამფიცრო ჰქვია (ჴ. მას. 138 – 139).

სამან-ი
(ს. საჰმან) „ქვა ლიშნად რამეს საქმეზედ ჩარჭობილი მიწაში“ (ბეს.).

სამანქნე, სამაქნე
ნ. მანქანა.

სამართებელი
ჴ., ჯაყო მოჴ. ყოველგვარი დასაკეცი დანა. ნ. ურსა.

სამარტო სკამი, სამარტოე შკამი
ნ. მარტო-შკამი, შკამი.

სამაჸაცო
თ. ნ. სამამაცო.

სამბილო
ჴ., გუდ.ბამბის ქსოვილი, ბამბეული. ტოლს თვითონ ქსოვენ, სამბილოს კი ყიდულობენ.

სამბო
მოჴ., ძირდადა ჴ., თ. მუწუკია. სამბო ფშ. მუწუკი საზოგადოდ (ძირ-დიდაცა და პირ-ქვეითი-ც).

სამბური
(1) ფშ. მშვილდის ლარი, მშვილდის ბაწარი. საბამი, მშვილდის საბამი ჴ., თ.

სამბური
(2) ჴ., მოჴ. ( < საბმური) ძროხის მარგილზე მისაბმელი მოკლე თოკი ან წნელი, საძირე გუდ., მთ., ჯარჯაკვალა თ., წინდის სამბური მთ. ნ. გირკალი, სახვიელა.

სამეკოპროდ
ნ. მეკოპარი.

სამეტო
ჴ. ბელადისთვის საუფროსოდ განკუთვნილი რამ ნადავლიდან (ჴ. მას.).

სამეული
ნ. ძნა.

სამზეო
გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 596, 9 ქვ.; 608, 1) ეს ქვეყანა (საპირისპიროა შავეთი).

სამთელ-მკვდრო
ჴ. „თუ კაცმა კაცს თოფი ესრივა და გასცდა, არ მახვდა, მაშინ სამთელ-მკვდროს აიღებს ხუთს ძროხას“ (ჴ. მას.) ნ. სამთლო-სამკვდრო.

სამთიბლო
ნ. თიბის თავი.

სამთლო-სამკვდრო
ჴ. თუ ჩხუბში დაჭრილი განსაცდელშია (არც მთელია და არც მკვდარი), შეიძლება შერიგება მოხდეს. მაშინ მომეტებულს აძლევენ (ვთქვათ, ოცდახუთ ძროხას), შემდეგ გინდ მოკვდეს, სისხლი არ დაედება. ამ შემთხვევაში სამთლო-სამკვდრო შესარიგებლად მიცემული ძროხებია. ნ. სამთელ-მკვდრო.

სამკლავე
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნიდაყვიდან მაჯამდე ასაკვრელი ფოლადის ფიცარი, ამოღარული, ფარათ სახმარი ფარიკაობასა და ომში“. [მკლავი ჴ., თ. ხელის ნაწილი იდაყვიდან მაჯამდე].

სამკლის კუდი
ჴ. მკას რომ გაათავებენ, იქვე, ყანაში მიულოცვენ ყანას და თავის თავს: ყანავ, არული, მარული, მთური, ბარული, მიღმაური, მოღმაური. დაიჭირე ულოჩია, გაუტიე კალოჩია. ჩაე გოდრადა, გაე ძველადა, პატრონის სამშვიდობოდ, საქორწილოდ (არხოტსა და ჯუთაში: საჴორწილოდ.). ეს მაშინ იციან, რომელიმე ყანას რომ გაათავებენ. მეორე ყანის გათავების შემდეგაც ამას იტყვიან: სამკლის კუდი სულ ბოლოს არის. მთელ სამკალს რომ მორჩებიან, შინ მოვლენ და დიასახლისს ეტყვიან: სამკლის კუდ მაგიღეთ, ფაფან ადუღენო და კარგ ჯერს ჭამენ.

სამკლის კუდი
გუდ. სამკალს რომ გაათავებს რომელიმე ოჯახი, მოვლენ, მოიტანენ ნამგლებს და ვარცლში ჩაჰყრიან (ფშავში ნამგლების ვარცლში ჩაყრა არ იციანო). დიასახლისი კარგ ჯერს გაუკეთებს. ამას ეძახიან სამკლის კუდს. ნამგალ-წკერა მთ.

სამონანულო
ნ. ხარჯი.

სამრევლო, სამრელო
ჴ., ფშ. ცალკე სადგომი ქალებისთვის დედათა წესის დროს. ნ. ბოსელი (2). მშობიარე დედაკაცების სადგომს კი ჰქვია ქოხი.

სამრისხალო
ნ. რისხ.

სამსალა
ა) ჴ. (შატ.), ბუთულა ჴ. სანსალა მოჴ., ჭია-კუდა მოჴ. (მშრალზე), კუდურა ფშ. თავ-კომბალა, ბ) წყლის მწერია, იჭერენ, ანკესზე წამოაცმენ კალმახის დასაჭერად.

სამუშარა
ფშ. ნ. მუში.

სამუჴლე
ფშ., თ. (წინათ) პაჭიჭი (ერთმა: შარვალიცაო).

სამყარო სახლი
მოჴ. ერთ-სართულიანი სახლი, რომელიც მიწაზე დგას (საპირისპიროა ზედაქვე). პყარი თ. მიწა, რომელზედაც პირდაპირ დგას სახლი (უიატაკო).

სამყვრე
ჴ. ნ. ბაყაყი, მყვარი.

სამყოფო
ჴ. ი. ჭყონია დ. პავლიაშვილზე დაყრდნობით წერს: „ხევსურები ეტყვიან ქვეითა სართულის იმ ოთახს, სადაც უფრო ხშირად იმყოფებიან, ვიდრე ზემო სართულის ოთახში,რომელსაც ჭერხოს ეძახიან“. საჯალაბო (ჭერხოშიც და ბოსელშიც). სამყოფა თ. იგივე.

სამყოფო სახლი
მოჴ. (ყ. 206, 17), ფშ. საჯალაბო სახლი ან საერთო ოთახი. ხევსურულ სამყოფოში აუცილებლად არის: ყურე, ყვერფი, ქაზდარი და არდაბაგა. ყვერფის აქეთ-იქით არის სამამაცო და სადიაცო.

სამყოფო სახლი
გუდ., მთ. შინა, ქვემო სართული.

სამყოფო სახლი
მოჴ., ჴ., ფშ. საერთო საცხოვრებელი (როცა მთელი ოჯახი იყო) ზევითაც და ქვევითაც: ზაფხულში ზევით, ზამთარში ქვევით (საპირისპიროა საწვალა). შუა თ. იგივე.

სამჩხირ-ი, სამჩხირავი
ფშ., გუდ., სამჩხირა ჴ. (შატ. – მიღმაჴ.), თ., სარი მთ. ჯოხი, რომელზედაც თივაა აგებული (ქარმა რომ არ დაშალოს). „სამჩხირაიც არის და ოთხჩხირაიც“ (მთ.).

სამძახ-ი
ჴ. თუ ვისმე ისეთი საქმე დაემართა, რომ ადათ-წესების საწინააღმდეგო იყოს, კალთებს დააჭრიან, არც ხატში, არც მკვდარე „მიუტევენ“, არც ქალს მისცემენ. ასეთზე იტყვიან: სამძახ დაკვეთილ-აქვ. სამძახ დეკვეთაო. ნ. კვეთილი.

სამწავე
(1) ჴ. დიაცების მოსასხამ ან ჩასაცმელ საზამთრო ტყავზე შემოსაკერებელი თეთრი ხბოს ტყავი. როცა მოეკვრება, მოსასხამი ჰქვია. მომწაული ტყავი ჴ. [ალბათ, ძველად ხბოს ტყავის ნაცვლად მწავის ტყავს აკერებდნენ და იმიტომ დაერქვა].

სამწავე
(2) ფშ. თევზის ლაყუჩა (მწავი იმის მეტს არას ჭამს და იმიტომაო).

სამწდე(ო)
ფშ. ნ. საწდე.

სამწუნობრო
ჴ. თანხა, რომელიც უნდა მიეცეს დატოვებულ ცოლს ხევსურეთში. ნ. საუპატიურო, სადაც სამწუნობრო სხვა მნიშვნელობით არის მოცემული.

სამწყალობნელი
(ჴ. მას. 228, 18) დასალოცავი.

სამჭირა
თ. ლუდიანი ტომრის დასაწურავ კეტზე ჩამოსაცმელი წნელის რგოლი. ნ. ჯარჯა.

სამხარი, სამხრობა, სამხართ უკანა
მთ. ნ. სამხრის კუდი.

სამხრის კუდი
ფშ. შდრ. სერის კუდი. ერთმა მოხევემ: „სერის კუდი და ოხშმის კუდი გამიგონიაო“, სხვები უარყოფენ.

სამჴრეები
ნ. სათარი.

სამჯეო
(ყ. 44, 5 ქვ.) ადგილი, სადაც ბჭეები (მსაჯულები) ბჭობენ. ნ. საბჭეო.

სანაგარამოე (-მაე)
ჴ., გარემო გუდ., მთ., მოჴ. წისქვილის ქვის გარშემო მოვლებული ფიცარი (ფქვილი რომ არ დაიბნეს და ალატში ჩაიყაროს). ალატები თ. (ასეა!). ნ. ჴრილი.

სანათლავი
ჴ. ნ. ნათელი.

სანამ
(ყ. 234,20; 246, 12 ქვ.; 254, 4 ქვ.; 302, 14 ქვ.), სანამც (ყ. 185, 5) ვიდრე: სანამ... სანამ (ყ. 867, 22) მანამდე... ვიდრე (ახლა თითქმის აღარ იხმარება).

სანამდე
ჴ. ა) სანამდის; ბ) კიდევ კარგი, რომ არ... სანამდე წავიდოდი ჴ. კიდევ კარგი, რომ არ წავედი.

სანაქო
ჴ. თვიურიანი ქალების საფეხნო (ჩაჩ. 178 მ. ბალიაურის მიხედვით), შენაქო ჴ. იგივე (ვ. ბარდაველიძის მიხედვით, ჩაჩ. 178).

სანაყელი
ჴ. ფილი, როდინი, ქვიჯა.

სანაყრე
ჴ. გვამის თავი. ფშ. იგივე, საქონელზედაც. ნ. სანაყრო თ. ნ. ნაყრი.

სანაჩხატი
მოჴ., ჩხატი მთ. ბანიდან გადმომდინარე წყალი. ნ. ჩხატი.

სანაცური
ფშ. ქვეშ დასადბი ოთკუთხი ბალიში ხნიერი დედაკაცების დასაჯდომად. ძირს საფენი გუდ., ძირს სადებელა მთ., ქუნთაი მოჴ., ჴ.

სანაწყერი, სანეწყერი
ნ. სანერწყული.

სანახ-ი
გუდ., სანახავ-ი მოჴ. ფილთა, წყლულში ჩასადები პატრუქი. „გაქონილი კანაფი ფილთასავით გააგრძელა და იარის პირებში სანახავად მისცა“ (ყ. 694). სანახავი მოჴ. კანაფის საძენძი, ნაჭრევში შეჩურთილი, რომ ჭრილობას პირი არ შეეკრას და ჩირქმა იდინოს. გარეცხენ კარგად საპნით, ყარტს მოაშორებენ და ისე ჩადებენ ნაჭრევში. სანახავი მოჴ. იარაში სიბინძურის გამოსატანად და ბალღამის სამუშაოდ გაკეთებული (მილი); „სანახავი“ იარას პირს არ აკვრევინებს, ჭრილობას ძირიდგან აწყებინებს რჩენას.

სანგალი
(სპ. سنگر ) ბარიკადი, საფარი (ჴ. მას.).

სანდაური
ჴ. (იშვ.), საყვარელი, თ. მოსაწონარი.

სანება
ჴ. სამება, „ხატია“ თუშებისა. მისი ეპითეტია „ბერი“ (ჴ. მას.).

სანერწყული
ფშ. (რაზ.-ჭყ. სანარწყული), სანაწყერი მთ. ერდო ბოსელში, საიდანაც ნეხვს გაყრიან გარეთ (ჴ. არ იციან სრულებით).

სანთელ-საწვავო
ნ. ხარჯი.

სანთლის ფეჴი
გუდ., ჴ., თ. სანთელი, ჩამოქნილი სანთელი (ფეჴი ამ შემთხვევაში ღერი?). „სანთლის ფეჴ დაახვიე“ – ჩამოქენ სანთელი.

სანიაზო
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „სასურველი, სანატრელი“ (სპ. نياز ) მთ. მოსარიდებელი (?). ნიაზი ჴ., ფშ. დიდი სურვილი. სანიაზე მაკეთეაო ჴ. (მაკეთე – მოკეთე). სანიაზო თ. სასარგებლო. „ამ დროს (ზამთარში, 24 ქრისტეშობის თვეს) ჯიჴვ-შუნი ძალიან სანიაზო ას მასაკლავად: ტყავიც კა-აქვ. ჴორც ხო ამ ზამთრის დროს კა საქონელი ას“ (ჴ. მას.).

სანსალა
ა) ფშ., მოჴ., სასალა, სარსალა თ., სამსალა ჴ. თავკომბალა. ბ) სანსალა ჴ., მოჴ. პაწა წლის ჭიაა კიდევ. გ) სანსალა ფშ. (რაზ. – ჭყ.) „წყალში მცხოვრები მწერია. მთის წყლებში იცის. კალმახი სჭამს“. (ბ და გ თითქო ერთი და იგივე უნდა იყოს). სანსალა ფშ. და კუდურა ფშ, სხვადასხვააო ნ. სამსალა, ძგინველა.

საოთი
ნ. სავათი.

საოკ-ი
ფშ. ხორბლეულის ან ფქვილის ამოსაღები წისქვილში ან დუქანში (რუსულიდან: სავოკ) ნ. ყოში. ჩიკორა გუდ., მთ., – წისქვილისა. ჩიკორა მოჴ., ქრიჯი თ., ქრიჯა ჴ. (შატ.).

საომარი
თ. სათოფური (ციხეში).

საორცხალი
საჩეჩელი, საჩეჩლის კბილები. ნ. სავარცხალი.

საოსხე
ნ. საუსხე.

საპალნე
გუდ., ჴ., თ. რაც ერთს ულაყს აეკიდება.

საპარსველი
ჴ. ცხვრის საკრეჭი მაკრატელი.

საპინაჸი
თ. ბალახია. ბალღებმა რომ ჭამონ, მოჰკლავსო.

საპირე
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ხარების პირის ასაკრავი ლეწვის დროს, რომ ძნა არ შეჭამონ. ჸიწიწაჸი თ.

საპირისწამლე
ჴ. „წამლის ქისა“ (ბეს.). ნ. პირის წამალი.

საპოხი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ცხიმი ყოველნაირი“, ყ. 208. ჴევსურეთში საპოხი უმთავრესად ერბოა. საპოხი თ. უფრო ქონი, რითაც გაპოხენ ფეხსაცმელს და სხვას (უმთავრესად მურდლის ქონი).

საპურჭამიად, საპურჭამიედ
ფშ. ნ. ჭამ-პურა, პურ-ჭმული.

საჟური
ფშ. (რაზ. – ჭყ.) გაკეთებული მეორე რუ, რაც წყალი პირველ რუს გადის, იმის წასაყვანად.

სარ-ი
მთ. ნ. სამჩხირი.

სარათი
თ. სარყი (თავზე ბალახი აქვს მრგვლად მიკრული), სარყე მთ., მოჴ. სარათი, სარყი თ. დასობილი ჯოხი ცხვრის ბინებისა და სათიბის გარშემო, რომელსაც თავზე ბალახი აქვს დაკრული.

სარბევი
ჴ. რაღაც გადასახადი უნდა იყოს. სისხლის ჩამოვარდნის დროს (ჴ. მას.).

სარევი
ჴ. ფაფისა და ხავიწის სარევი ჯოხი, რომელსაც სამი კაპი აქვს. ჴირტალა მოჴ., „მთიულები ფოცხს ეძახიან“ (მოჴ.).

სარეკავი
(ქართლში) ურმის თვლების წინ ხელნებზე მიკრული გრძელი გალი, ურმის თვალი რომ შებმულ ხარ-კამეჩებს არ მიედვას.

სარეკელაი
ნ. წისქვილი.

სართაულ-ი
(1) ფშ. მუთაქა (რისაც უნდა იყოს: ხისა, ხავსისა, მატყლისა). სართაულ-ი გუდ., მთ., ბალიში (და არა მუთაქა).

სართაულაი
(2) მთ., სართეულა მთ. (მლეთე), სასთაულაი მთ. ნ. სათაურაი (2).

სარიგე
თ. ფეჴების (ნ.) გარშემო შემოვლებული კანტი. სასარიგავაჸი თ. სარიგის შესაკერავი მათრახი.

სარკმელი
მოჴ., თ. სინათლის ჩამოსაშვებად კედელში დატანებული ამოუშენებელი ადგილი. სარკმელი ფშ. საკმეველი.

სარნა
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „წყაროსთვის დადგმული გეჯა“. სარნა წ. ფშ., ისარნა ზ. ფშ. ნ. ისარნა.

სარსალა
ნ. სამსალა.

სარტყელი
ჴ., ფშ. ღვედი წელზე შემოსარტყმელად. ნ. ქამარი.

სარუე
ჴ., ფშ., სარუჲე მოჴ. წისქვილის წყლის კალაპოტი. „სარუჲე გაუჭამია წყალსო“ (მოჴ.). რუსხმული თ.

სარქალი
გუდ., მთ., მოჴ., თ. (სპ. (سركار „მწყემსების პირველი ან მოთავე“ (ყ. 375, შნშ.), პირველი მეცხვარე, მწყემსების უფროსი, მეთაური. „შეკრული ბინა“ ირჩევდა სარქალს და სწყვეტდა, სად არეკონ საქონელი („დროება“, 1884, № 270).

სარქე
ჴ., ფშ. შუბლზე წარბების პირდაპირ ცოტად ამოკუზული ადგილები.

სარყვა, და-, შემო-
(ქართლში, ქიზიყში) სათიბისა და სამკლის დაყორუღვა. შემოსარყულის შიგნით არავის შეუძლია თიბვა, თუნდაც პატრონი იყოს. სარყე მთ., ჴ. გაყვლეფილი ჯოხი, დასობილი სათიბის ან სამკლის პირად. სარყე ხევში ქვებისა არის და კოშკს ეძახიან.

სარჩილი
ა) გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ცელის ან წალდის ტარზე ჩამოსაცმელი რგოლი გასამაგრებლად. ჩარჩი თ. იგივე (წოდგელსა, ხოწსა და წალდს აქვს).

სარცხ-ი
გუდ. ქვევრის სარეცხი ხის ქერქისაგან გაკეთებული.

სარცხა
ჴ. რძის საწურავი ცოცხსავით. ჩინჩხი გუდ., მთ., საწურავაი მოჴ. სარცხა ჴ., საწურავა მოჴ. მცენარეა, მის ნაყოფს ჴევსურეთში მწყურიელა ჰქვია.

სარძეველაი, მრძევანაი
მთ., მოჴ., რძიანი ბალახი ფშ. ბალახია. მზივანაჸი თ.

სარძეული
ფშ., საზეური ჴ. ნაღების დასაყენებელი კასრი.

სასაგძლე
ნ. გუდები თიკნურთან.

სასალა
ნ. სანსალა.

სასალაჸი
ნ. ბუთუთა.

სასარიგავაჸი
თ. ნ. სარიგე.

სასაჴლავი ტყავი
ნ. საჴელი.

სასვარი
ფშ. (ჭყ.) „წყალში მოდუღებული ქატო ძაღლების საჭმელათ“. ჴ. წყალში ადუღებული სიმინდის ფქვილი, ან ქერის ფქვილი, ან კიდევ (თუ ვინმე ღარიბია მეტად) ქატო ძაღლებისთვის.

სასთაურაი, სართაულაი
მთ., ნ. სათაურაი (2).

სასივებელა
ჴ., ფშ. ბალახია, ძროხას ბერავსო. ნ. საბერველა მოჴ.

სასკივარა
გუდ., ფშ., ბალახია, აკეთებენ სტვირის ენად, რომელიც უკრავს. სასკივარა ჴ. (მიღმაჴ)., თ. სტვირი (რომელიმე ჯოყრისა: სვილის ღერისა, სკიპალოსი, ბუერასი).

სასორი
მთ., მოჴ. წყალში ადუღებული სიმინდის ფქვილი ან ქერის ფქვილი ძაღლებისთვის (ქატო ძალიან ძვირად, ვისაც არ შეუძლია). სალაფავი თ.

სასორი
მთ., მოჴ. ნ. სასვარი.

სასულე
„გულში ადუღებული სისხლი ყელში მომებჯინა და სასულესთან მომადგა“ (ყ. 435, 1; 499, 4), გუდ., მთ., მოჴ. სულის საქცევი ყელში. სასულაჸი თ., ყინჭარა ჴ. (შატ. – მიღმაჴ.).

სასუტელა
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „წუწნელა, მცენ. თაფლოვანი“. მთ. იგივე. თეთრი ბალახია, მოჰგლეჯენ და მის ღერს გამოწუწნიან, ტკბილი წვენი აქვს. სასუტავა მოჴ., საწოვა ჴ., საწოვარა თ.

სასუტკა
ფშ. (ვაჟა, ჭყ.) მცენარეა.

სასუფთია
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „სეფის კვერი ან ხატში მისატანი ქადა-პურები“.

სასუქებელაი
მთ., მოჴ. დათვის ფანჩარა (გურიაში), სასუქა ჴ., სასუქაჸი თ. იგივე.

სასუქი
თ. ნაკელი.

სასწორ-ჩარექანი
ფშ., გუდ., მთ., სასწორ-ჩარექა(ნი) მთ. სასწორის თანავარსვლავედი. „ტაბლის ფეჴანი მოჴ., წალიკანი მოჴ., სომხების (ან ურიების) სასწორ-ჩარექა, სასწვრები თ. ქართვლის სასწვრები სასწორის თანავარსკვლავედი (სწორად რომ დგას), სომხის სასწვრები (მრუდედ რომ დგას). ნ. სულ-თოჴანი.

სასხამი
ქ. ფშ. ნ. ჯიჯღი, ფსრე.

სასხეპია
მოჴ., ფხოლის თავაი მთ., ჴერნია, ჭიმა ჴ. (არხ.), ჭიმა ჴ., ჭიმი თ., ხიფხოლა ფშ. (ძირიც, ღერიც და ფოთლებიც).

სასხლეტი
მთ., მოჴ. (ყ. 181, 2; 643, 15) თოფის ჩახმახის ფეხი კონდახის ქვეშ. კლიტე ჴ., დასასხლეტი თ.

სატანი
ჴ., ფშ. ყველი საზოგადოდ (კუსი ხევსურეთში მხოლოდ ყველის კვერს ჰქვია).

სატარიგე ბატკანი
ნ. ტარიგი (საპირისპიროა სავერძე ბატკანი. ნ. ვერძი).

სატკეპნა, სატკეპნელი
ჴ. ბანის დასატკეპნი კეტი. საზეპელი გუდ., მთ., სატკეპნელი მოჴ. (ხშირად), საზეპელი მოჴ. (იშვ.), სატკეპნაჸი თ. ნ. ტაბოცი.

სატოტია
ზ. ფშ. ორი გრძელი ჯოხი მიწიდან ნახევარი არშინის სიმაღლეზე გაკეთებული გასწვრივ, ჩვილი ბავშვებისთვის, რომ ფეხი აიდგან. მიზის კითხვის ნიშანი.

სატრია
გუდ. ტარების (თითის ტარების) ჩასაწყობი, ხის ქერქისაგან გაკეთებული. ხოკერი მთ., ჴ., ფშ., გიდელა მოჴ.

სატყეშებელა
მოჴ. ნ. სატყრობელა.

სატყრობელა
ჴ., სატყეშებელა მოჴ. ბალახია, ლილის ფერი ყვავილები აქვს. სატყრობელა (სატყეშებელა) უფრო ყვავილს ჰქვია, რადგანაც შუბლზე მიირტყმენ და ტკეცას გაადენს.

საუდარო(ბო)
ჴ. ადგილი, სადაც მზე ამოხდება მარიამობისთვის ბოლოს (ოციდან) და მარტის (ბოლოს?). ავდრები იცის, სიცივე.

საუდმალო
თ. საიდუმლო.

საუნამუსოე
ჴ. გადასახადი (ცხრა ცხვარი), რომელიც უნდა მისცეს დამჭრელმა დაჭრილს, თუ ჭრილობა ბარკალში აქვს და იძულებულია ჭრილობის შესახვევად ნიფხავი გაიხადოს (ჴ. მას.).

საუპატიურო
ჴ. თუ ქმარმა ცოლი დაითხოვა, წლის დამლევს სამი ძროხა უნდა მისცეს, თუ „უპატიურად“ გაშვებულმა ცოლმა მოითხოვა. ნ. ძროხა (2). (სამწუნობრო მხოლოდ კაცზე ითქმისო, ცოლმა რომ დაიწუნოს).

საუსხე, საოსხე
თ., ჴ. (შატ.) სახარჯო, გიორგობისთვეში დასაკლავი ცხოველი (ცხვარი, ძროხა). „საუსხედ გავწირე“ (ჴ.) – დასაკლავად დავტოვე. საუსხე არის, რაც შინ უნდა დაიკლას, სახარჯო კი გასასაყიდია. გიორგობისთვეში დაჰკლავენ საუსხეებს (ცხვარს, ძროხას), რამდენიც ეყოფათ ზამთარში და ნედლად შეინახავენ (ყაღი კი ზაფხულში გამხმარი ხორცია).

საუქმო
გუდ., ჴორ., ჴ. ადგილი სოფელს გარეთ (სხვის მიჯნაში), სადაც სამუშაოდ იკრიბებიან ქალები (ქსოვენ და სხვ.) ისეთ უქმე დღეებში, რომლებსაც ეკლესია უქმეებად არ თვლის (მაგ., ორშაბათი, პარასკევი და სხვ.). მთიულეთში და ხევში არ იციან, არც თუშეთში.

საუღლე
თ. ჯამბარა. საუღლის გადაგდება ნ. დაცანდვა.

საფანდარი
მთ., მოჴ., ჴ., საბანდარი ფშ. ერთად მიყრილი თივა მთაში. ერთად რომ მიაქუჩებენ, შემდეგ დააქანებენ და თივა ძირს დაცურდება.

საფანელი
გუდ., მოჴ., ჴ. გაახმობენ ქერს კეცზე, შემდეგ მსხვილად დაფქვენ (დაღერღენ). ამგვარად დაღერღილ ხორბალს საფანელი ჰქვიან. მისგან ფაფას აკეთებენ. საფანელი ჴ. (მიღმაჴ.), თ. ფქვილს რომ მიაყრიან ცომს. ქალაქიდან მოვდიოდი, მე და ბიჭი ქაქანელი, ვარცლის ყბაზე დაგიკუე, დაგიშალე საფანელი. პასუხი ყანაში გამაერივა ფართალაი და ჭიოტა. შუკუმში ჩამოგიკუე, ბალღები დაგიწიოკა. (ზანდუკი, 19. 6. 1913).

საფართი
ჴ., თ. „თათების“ (წინდების) კალაპოტი.

საფართხელა
ფშ., ჴ., შაფართხელა თ. ლავაშსავით თხელი პური (ლავაში გრძელია, საფართხელა – მრგვალი).

საფარცხველი
გუდ., ჴ., საფორცხელი მთ., საფოცხველი ფშ., საკრეფელი მოჴ., ჯაჯღარი თ. ფოცხი.

საფაფრეჲ
ჴ. ჭრელი ქსოვილი, დაკრული „დასამწყალობნებ“ ცხენის დაწნულ ფაფარზე მიცვალებულის დასაფლავების დღეს.

საფევი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ჭურჭლის პირში საცობი“, პირ-საფევი, პირის საცობი, პირ-საცემი მოჴ., მთ., პირ-საშჭმელაჸი თ. ნ. დაფევა.

საფერჴე
ფშ., გუდ., ჴ. ცხენი, რომელიც მხოლოდ ზედ საჯდომად ჰყავს კაცს (ბაჩ. „ივერია“, 1807, № 205).

საფეხვნო
ჴ. (ნ. ურბ.-ჭყ.) „ალაგი, სადაც ხალხი თავს მოიყრის“, ხალხის შესაკრებელი ადგილი სოფელში. ფეხონი ჴ., ფიხონი ფშ., ბეხვნე თ. (სოფ. შენაქოში, ხალხის შესაკრებელი მოედანი ეკლესიასთან სოფლის პირას), საერობო მთ., მოჴ., საანჯმო თ. მე გამიგონია საფეხვნო და საფიხვნო (და არა საფიფხვნო, რომელიც ჭყონიას მოჰყავს).

საფეჴითო
ჴ. ნ. ძროხა (2).

საფეჴური
ნ. საკოკვაჸი.

საფივი, საფევი
ნ. ფევა.

საფიხვნო
ნ. საფეხვნო.

საფორცხელი
ნ. საფარცხველი.

საფოცხველი
ფშ. ნ. საფარცხველი.

საფუარი
ნ. ჭიჭი.

საფუვრის თავი
თ., ნათავარი ფშ. დასაკურთხი ლუდი. მღვდელი თუ დაესწრო, კოდშივე აკურთხევს ლუდს, თუ არა და, ამოიღებენ ერთ ტარკოშას და შეინახვენ, სხვას კი დახარჯვენ. იმ შენახულს დააკურთხებინებენ მღვდელს შემდეგ. ეს არის საფუვრის თავი.

საფუჴარი
ჴ., ფშ. (დ. პ.-ჭყ.) „ასე ეტყვიან ხევსურები მარტო ცერა-თითიან ხელთათმანს“. მართალიაო, მიმიწერია. საფუჴარი ისეთი ხელთათმანია, რომელსაც მარტო ბერა-თითის გასაყრელი აქვს, სხვა თითებისთვის კი მთლიანია. ქურო მთ. ნ. საბუჴარი.

საფხეკაჲ
ჴ. საქალმე ტყავს „ბეწვს საფხეკაჲთ აცლიდნენ“ (ჩაჩ. 21).

საფხეკელ-ი, საფხეკელა
ფშ. (?) ვარცლის საწმენდი ცომის ნარჩენებისაგან; გუთნის საწმენდი მიკრული მიწისაგან. გუდამაყარში და მთიულეთში უმეტესად ხოწი იციან (ხოწი კეცის გადმოსაღებადაც არის მთიულეთსა და გუდამაყარში). ასტამი ჴ.; ასტამი მოჴ. (ვარცლისთვის), საფხეკელა მოჴ. (გუთნისთვის), ასტამაჸი თ. ნ. ასტამი.

საფხუწი
ნ. სახმუწი.

საქალთანო
თ. გათხოვილი ქალი ვალდებულია გათხოვების შემდეგ ოდესმე (თუნდაც ქმარიც მოუკვდეს, მაინც) ქმრეულეთიდნ საჭმელ-სასმელი წამოიღოს თავის მამულში და წვეულბა გაუმართოს თავის სოფლელებს. თუ დააგვიანეს საქალთანოს მოტანა, სიძეს თუ მოუხდა ცოლეურთან წასვლა, ქალები ციხენს ან ქუდს წაართმევენ. სანამდე თავდებს არ მოიყვანს, მანამდე წანართმევს არ მისცემენ. შდრ. სადისწულო.

საქარდავი
ჴ. საქარგავი (ჩაჩ. 181).

საქარჩნელა
ჴ. (არხ.) ფართო პირიანი თოჴი, როგორიც გურია-იმერეთშია.

საქვაბე
ჴ. „ხატის“ ნაწილი, სადაც სალუდე ქვაბი და ისარნებია (ჴ. მას.).

საქიო
თ. (იშვ.) უცხო რამ ( <სააქიო? არაბ. .(حكاية

საქნარი
ჴ., საქნელაჸი თ. ნ. ხარჯი, რიგი.

საქო
ზ. ფშ., ჴ. (მიღმაჴ.) ხისა ან სპილენძის დიდი ჭურჭელი, რომელიც იხმარება სალუდე ქვაბიდან „ტკბლისა“ და „სისწვნის“ საწურავ ტომრებში გადასაღებად. ჩამა ჴ.

საქონი
ჴ., თ., საქონელი მოჴ. საქონელი (უფრო ხარ-ფურზე ითქმის). ცხვარ-საქონი ჴ. ცხვარი და საქონელი (ხარ-ფური).

საქსლო
თ. (ჩაღმებში) ადგილი, სადაც ტოლებს ქსოვენ. ნ. ქვი (2).

საქუსლე (წინდისა)
თ. იგივე, რაც ალაქანა (ნ.).

საღაბაჴე
ჴ. (როგორც სიგრძის ზომა) ორასი ნაბიჯი. ორი საღაბაჴე ჴ. ოთხასი ნაბიჯი.

საღამური
თ. საგებ-სახური ტყავი, ლოგინი (საგებელი თ. თითქო უფრო გაშლილი ლოგინია).

საღენჭელი
მოჴ. გულ-ამოთხრილი ქვა ან ხე, რაშიდაც საქალმე ტყავს ზელავენ (შიგ რომ ჯოხია გაგდებული, ის არის კედა). ჴიმური ჴ.

საღვარე
ჴ., ფშ. (რაზ. – ჭყ.) „წისქვილის ქვეშ ადგილი, სადაც ბორბლებიდან წყალი გადის“. საღორე მთ., მოჴ., თ. (ხევსურები დარანსაც ეტყვიან).

საღვერავი
ნიავის საღვერავო! საგინებელი სიტყვებია (ჴ. მას.). ნ. ღვერვა.

საღონი
ჴ., თ. სახმარი, გამოსადეგი, მოსახმარებელი რამ (ჭურჭელი, ტანისამოსი, ცული, ჯოხიც კი), „საერთოდ რამე სახლში მოსახმარი, იარაღი თუ სხვა რამე, რომელიც კაცს არგია საქმის დროს სახლში“ (ბეს.). საღონი მოჴ. შეძლება.

საღორე
ნ. საღვარე, ბუდე.

საყალავი
მოჴ. მარხილის ფეხებზე გარდი-გარდმო გაგდებული წვრილიფიცრები (ორი ან სამი). მარჴილის კედები თ. საყალავი ჴ. ლასტის სარებზე ჩამოცმული ნახვრეტებიანი ლატანი.

საყარი
(1) ფშ., თ. ადგილი, სადაც ძროხა დაიგრილებს (საგრილიჴორჴში).

საყარი
(2), საყრები გუდ., აყრები მთ., მოჴ. საკიდლის ანუ ჯაჭვის ჩამოსაკიდი კერის თავზე, ოჯინჯალა (საჯავახოში).

საყარი
(3) ფშ. სასვარი, სალაფავი.

საყელაჸი
თ. ნ. ჭილჭა.

საყვანელა
ნ. გარაიას საყვანელა.

საყმო
ჴ., ფშ. ხატის მლოცველები საყმოა ხატისა, თვით ხატი კი ბატონი.

საყოვე
მოჴ. კედლის პირად მიცემული ბოძი, მისაშველებლად შეყენებული.

საყრები
ნ. საყარი (2), აყარი, ასაყარი.

საყუე
ფშ., კესის ჴიდი თ. ნ. კესი.

საყუვი
ჴ. „გზის მისახვევ-მოსახვევები“ (ბეს.): საყუვ თქვენ იცით გზისაო (ჴ. მას. 212, 6).

საყუნწური
ჴ., თ., ფშ. კარის კოჭი.

საყუჩი
(1) ფშ. (რაზ. – ჭყ.) „საფარი“, სამალავი ადგილი, სადაც ჩაუსაფრდებიან ნადირს ან კაცს.

საყუჩი
(2) ჴ. რაზედაც თოფს შემოსდებენ დამიზნების დროს (კლდე, ხე, გალი, ქვა).

საშევარი
ფშ., ჴ., თ. წვრილი ჯოხი ქსელში, რომელიც „თითებზეა“ მიმაგრებული.

საშუღამო
თ. ნ. ხარჯი.

საჩადლი
ჴ. შინ ერთად მიტანილი ძნები (რაიც მოუვა კაცს). ნ. ჩადალი.

საჩალე
(1) მოჴ. (ყ. 211, 5 ქვ., 213, 19 ქვ.) [აჩალე ყ. 200, 20, ალბათ, კორექტ. შეცდომაა], საჩალური გუდ. ჩალის შესანახავად შემოღობილი ადგილი. „ საჩალე სხოა, კალოსხო, საბძელი კიდევ სხო“ (მოჴ.).

საჩალე
(2) თ. საბძელი.

საჩალური
მოჴ. ჩალით გატენილი გობანი (ლეიბი).

საჩერნე
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „მუხლებს ქვემოთ ასაფარებელი ჯაჭვი“, საწვივე (ჩერანი ჴ. წვივი).

საჩეხავი
ჴ. (ბარისაჴო) სიმინდის საფშვნელი, ჩერხულა.

საჩეხი
(1) ჴ. (შატ.) მშობიარე დედაკაცისთვის ცალკე გაკეთებული ქოხი (უბრალო). საჩეხები სამრელოების მიდამო (ჩაჩ. 178).

საჩეხი
(2) თ., ფშ. აივანი, ან აივნის სახურავი. „საჩეხი ახალი სიტყვაა მთაში“. ნ. საჩიხი.

საჩვევი
მოჴ., თ., ფშ., საჩვევა ჴ. სახაფანგე ადგილას დაყრილი საჭმელი (ჴ.), ხაფანგში დაგდებული ხორცი (მოჴ.). შაჩვევი მოჴ. მათურის ქალი გავჭიმე, როგორც მელაი შაჩვევი (მოჴ.). როგორც ჩანს, შაჩვევი ხაფანგსაც უნდა აღნიშნავდეს.

საჩიტურა
გუდ. ქსლის ნაწილია (მოკაული პირფართე ჯოხი), შეებს ასწევს და ჩამოსწევს. ფხინი ჴ., ქოჭი თ.

საჩიხი
თ., საჩეხი ფშ. აივანი.

საჩქეფი
მთ. ნ. ნაჩხატი.

საჩხატაჸი
თ. ღარი (უფრო წისქვილისა).

საჩხრეკა
თ. ცივ რძეში მოკიდებული ჴალი, ფაფად გაკეთებული.

საცალო
საპალნის ნახევარი, ცალი გუდ. საცალო დუგ. ღვინიანი ტიკი.

საცერული
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ცერზე გასაკეთებელი ლითონის რგოლი, ჩხუბში სახმარი“. სათითე ჴ. საერთო სახელია ცერზე წამოსაცმელი საჩხუბარი აიარაღისა: ღაჯია – სამ რიგად ჩაყოლებული კბილები აქვს. მაღალი – მხოლოდ ერთი რიგის კბილები აქვს. ხვეული უკბილოა, სამ რიგად მიკერებული სათითეა. ნ. ღაჯია.

საცეხველი
ჴ. (შატ.) ნ. სანაყელი.

საციქველი
მოჴ. ჭურჭელი. საციქველი თ., ფშ. ცული, ცელი, სახნისი და ჭურჭელი.

საცუარა
თ. ნ. კუსკუსელა.

საცხვრე
ჴ. ცხვრის სადგომი.

საძვრენა
ჴ. ძროხის ბეჭის ძვალი თასმების გასატარებლად გაკეთებული. ზურგზე ამოკუზული ძვალი რომ გადაუდის, იმას გახვრეტენ და თასმებს გააძვრენენ. ბეწვს სულერთიანად გააცლის.

საძილისკუდო
ფშ. ნ. საბეწვე.

საძირე
(1) ფშ., გუდ. ნ. სამბური (2).

საძირე
(2) მთ. მოგრეხილი წნელი, რომელსაც კირკალი აქვს მობმული (საქონლის დასაბმელად).

საძირე
(3) მოჴ. საძირკველი. „საძირე უნდა ჩაყარან“ (მოჴ.).

საძოვი
ჴ. საძოვარი (ჴ. მას.).

საძროხე
ჴ., ბაშტე თ. გომური.

საძუე
ნ. საკუდური (1).

საწარბავი
ჴ.,თ., ფშ. (რაზ. – ჭყ.) „დურგლების იარაღი“, რომელიც ამოღარავს.

საწდე
თ., სამწდე(ო) ფშ. კასრის მსგავსი ჭურჭელი, რაშიდაც ასხია ლუდი ხარჯში, ქორწილში ან ხატობაში. შეიძლება ხისაც იყოს და რვლისაც.

საწებაჸი
თ. დოში ამოწებული საჭმელი ბალახი (დიყი, შუპყა, მჟავია, ჴარნუყა, მამალი და სხვ.).

საწელე
გუდ., მთ., ფშ., ჴ. ხონჯარი მოჴ. ხვანჯარი.

საწვალაი
მოჴ. ოთახი საზოგადოდ. საწოლი გუდ. (ყ. 783, 2 ქვ.) ოთახი.

საწველელი
ჴ., დურკი თ., ჴელადაი მოჴ. ჭურჭელი, რაშიც ფურსა და ცხვარს წველენ.

საწვივე
ჴ., წვივ-საკრავი მოჴ., ჩახ-საკრავი ერწო, გუდ., მთ., თ. ლეკვერთხი (გურია), წვივის მოსაკრავი მოქსოვილი, მოქსოვილი წვივ-საკრავი.

საწვირთო
ჴ. ერთი ტვირთი თივა.

საწიედაჸი
თ. ცასწავალა (ტოროლას ჰგავს ძალიან, ოდნავ პატარაა ტოროლაზე). ბევრმა არ იცის. ნ. მთიულა.

საწოვა
ჴ., საწოვარაჸი თ. ნ. სასუტელა.

საწოვარი
წ. ფშ., ჩოინაკი გუდ. („ეგრეგამიგონია“), საწოვარა მთ. ხბოს პირზე ჩამოცმული წვეტიანი ჯოხები, რომლებიც ჩხვლეტენ ფურს, რის გამოც იგი არ აწოვებს. ქორაკები თ.

საწოლი
გუდ. ნ. საწვალაი.

საწურავაი
მოჴ. ნ. სარცხა. მის ნაყოფს ჰქვია მწურიელა ჴ. და ფშლარტა მოჴ.

საწყევარა
ჴ. ქვებისაგან ახოხოლებული კოშკი გზის საჩვენებლად გაკეთებული: ზამთარში თოვლი ვერ დაჰფარავს, იმდენად მაღალია. მილიონა თ.

საწყევარაჸი
თ. პურის ცხობაში რომ ცოტა ცომი დარჩება, პაწაწკინა კვერს გააკეთებენ.

საწყვისი
ჴ. საწყაო.

საწყინარ-ი
ჴ. რაც საწყენი არის. საწყინარ ლიშან, საწყენ ლიშან. „ხევსურებს და წინა მეომრებსაც დაცდილ ხქონია, რომ, თუ რომელიმე მჴარი შეუთამაშებდა ან წარბის თავი, ავს მოასწავებდა“ (ბეს.) „საწყინარ ეტყვის მჴარია“ (ჴევს. ლექსიდან).

საწყლე
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. წყლის ჭურჭელი. ჩვეულებრივი სიტყვაა ხევსურეთში. ხევსურის ახსნით, იგი ღიმილს იწვევს ფშავში.

საჭე
მოჴ., ჴ., ფშ. ნემსკავის ტარი, ანკესის ჯოხი (გრძელი ჯოხი, რომელზედაც ბაწრით ნემსკავია მიბმული).

საჭე
ჴ. ა) ანკესის ძუა, ბ) მწყრის დასაჭერი ძუა.

საჭე
ჴ. (არხ.) მწყრის დასაჭერი მახის ტარი. აჭე (ასეა!) თ.: მახის აჭე თ. მახე ჩიტისა, თაგვისა.

საჭვრეთა
(1) ჴ. გამოსაცხობ პურზე დასარტყმელი ბეჭედი, რომელსაც პურზე რაიმე ფიგურა გამოჰყავს. საჭვრეთელი თ. იგივე (პურის დასაჭვრეთი).

საჭვრეთა
(2) გუდ., მთ. ქალმის თვლების ამოსაჭრელი იარაღი, რკინისა სატეხივით.

საჭივარა
ფშ. ნ. საზარაჸი.

საჭიკი
ჴ. (რაზ. – ჭყ.) „მოსართავი ცხენისა“. მიზის კითხვის ნიშანი. საჭიკი ჴ. მარხილზე დაწყობილი შეშის, ძნისა და თივის გადასაჭირებელი თოკი. საჭიკი თ. ა) ცხენის მოსართავის თასმა, ბ) დურგლების იარაღი ხისა, რომლითაც შეაყრელ რასმე (მაგ., ყუთს) მოუჭერენ და ჩასმენ. ნ. დაჭიკვა.

საჭირობელი
ჴ. ცხენის მოსართავი. ნ. გარსაკრი.

საჭმო
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „რკო და წიწიბო ღორის საჭმელი“. ეს ახსნა მე წამიშლია და დამიწერია: საჭმო ჴ., თ., ფშ. ჯერი, საჭმელი (კაცისა, ცხოველისა: ხილი, ხორცი და სხვ.).

სახარჯო
ჴ., მოჴ. ცხვარი, რომლის შენახვა არ არის ხელსაყრელი (ვთქვათ, რეტიანია, კოჭლი, პეპლიანი, წელკავიანი, ხნიერი და სხვ.) და რომელსაც დაჰკვლენ ან გაჰყიდიან. ნ. საუსხე. სახარჯი ფშ. ყველა საქონელზე ითქმის, ბებერ კაცზედაცო.

სახახო
ჴ. ხატის წმინდა, დაულაჴავი ადგილი. „გახარებულ-ას“ – ვეკრძალებით მისვლას იმ ადგილას (ხატში) [ბაკურჴ.]. ხახა თ. ადგილის სახელებია ბევრგან თუშეთში (ზოგან ხატისა არის).

სახე
(1) ჴ. სურათი, პორტრეტი.

სახე
(2) მოჴ. თარგი.

სახელება
გასახელებული ჴ., გაშობილი ჴ., ასახელებული ფშ. ნ. სულდგმული.

სახელის დადება
ჴ. „ტაბლის შანდობის თქმა მიცვალებულისად“ (ბეს.). ტაბლას სახელს დაზდებენ (ჴ. მას.).

სახეხავი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ქსლის საქსოვი იარაღი“. თითქო საჴეჴავი უნდა. ნ. ამოჴეჴვა.

სახვიელ-ი
ჴ. ჭრილობის შესახვევი.

სახვიელა
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „წინდის სახვევი“, წინდის სამბური მთ.

სახვრეტაჸი
თ. რძე და დო ერთურთში არეული და სახვრეტად გაცხელებული.

სახილებელი
ჴ., ფშ. ნ. მოხილება.

სახლ-ი
წისქვილის ბუდე (ნ. ბუდე).

სახლი(ს)შვილი
ჴ. მოჯამაგირე. ნ. სხვის შვილი. სახლიშვილი თ., დისწული ფშ. გათხოვილი ქალის შვილი ქალის მამეულთათვის.

სახლის კაცი
ჴ. ძმა (ჴ. მას.).

სახლის ხე
მოჴ. ნ. შოლტი.

სახლშუა
ჴ. ნ. სოფელთშუა.

სახმუწი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „პირის მოსაკრავი“. სახმუწი ჴ. ქისის მოსაჭერი ძაფი, სახმუწი თ. მოსაჭერი ძაფი ხურჯინისა, „ფეჴებისა“. საფხუწი მთ. წინდის თავის მოსაკრავი.

სახოზდაგე
ჴ. საცა საქონელი იბმის (ხოზდაგი, ე. ი. ხვასტაგი, არ იციან ხევსურებმა). სიტყვა შესული უნდა იყოს ხევსურეთში ხევიდან., რადგანაც ხევსურულმა უა კომპლექისის ო-დ გადაქცევა არ იცის (ხუაზდაგი > ხოზდაგი).

სახრელი
თ., ჴ., ნ. საგრეხელი.

სახსენე
ნ. ხსენი.

საჴამსი
ფშ. სავარგისი (საქონელზე) ნ. ჴამ.

საჴამური
თ. თ. სავარგისი. ნ. ჴამ.

საჴდიელი
ჴ. ნ. სეერო.

საჴდური
თ. გაზელილი და გამხმარი ყველი. საჴდური ფშ. ყველი, ხაჭო, ერბო, თევზი და სხვა, რასაც შეატანს კაცი პურს. შდრ. უჴდური. თუშეთში ახლად ამოღებულ ყველს სამ-ოთხ დღეს შიანახავენ, შემჟავდება და გაზელენ, მარილს მისცემენ და ერთ კვირას ეგრე შეინახავენ. შემდეგ მეორედ გაზელენ და მეორე კვირის შემდეგ მესამედ გაზელენ. შრატი არ უნდა. დიდხანს ძლებს.

საჴელი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. სახელო. საჴლე გუდ. (?) იგივე. გავსაჴლე ჴ., თ. ხელი გავუყარე სახელოში. სასაჴლავი ტყავი ჴ. ჩასაცმელი ტყავი, საჴლებიანი. (გუდანური ჴ. უსაჴლოა, ღამით საბნის მაგივრობას ეწევა). საძელის წვერზე ვინ შახჴე, ჯავის ვინ შასძარ საჴელი? – იქნება ბაბურაული, ჴირჩლას უყვარდა სახელი (ჴ.).

საჴელითო
ჴ. ნ. ძროხა (2).

საჴელურ-ი
გუდ., მთ. ხელთათმანი. ნ. საფუჴარი.

საჴელურა
ჴ. ნ. საბრუნავი.

საჴეჴლა
მთ. მსხვილ-კბილებიანი სავარცხელი (ხისა ან სხვისა).

საჴვნიელი
ჴ. გამართული გუთანი, სულ ერთიანად.

საჴვრეტა
ჴ. „რკინის სოლისებური ხელსაწყოა, რომელსაც წვერი მჩხვლეტავი აქვს. საქალბნეს ქალბნის სახვრეტათი ნაწიბურებს დაუჩვრეტავდნენ... სახვრეტას ტყავზე წვერით ადებდნენ და ჩაქუჩის დარტყმით ნაწიბურებს თვლებს უკეთებდნენ“ (ჩაჩ. 24).

საჴლე
გუდ. (?) სახელო. ნ. საჴელი.

საჴმითმოტირლო
ჴ. ნ. წილბურკვი.

საჴნავა ჩიტა
თ., საჴნაურა ჴ. (შატ.).

საჴნეველა
მოჴ. ნ. მოჴნია, ურნატა.

საჴნუელ-ი
თ. აჩაჩა გუთანი (გამართული).

საჴნუელა
ფშ. ჩიტია. ნ. მოჴნია, ურნატა.

საჴორცკვირაო
თ. ნ. ხარჯი.

საჴსარი
ჴ. ტყვის გამოსახსნელი თანხა ან საქონელი.

საჯ-ი, შაჯ-ი
გუდ., მთ., ფშ., თ. თუნუქის, რკინის ან თუჯის კეცი ლავაშის გამოსაცხობად. სახელდახელო სახმარებელია, უფრო მეცხვარეები ხმარობენ.

საჯარე
ფშ. (რაზ. – ჭყ.) ჴ., თ. „ხატში ხალხის დასასხდომი ადგილი“.

საჯიგვე
თ. ა) ცერზე ჩამოსაცმელი საჩხუბარი იარაღი, საცერული (ნ.), ბ) ლუდიანი ტომრების დასაწურავ არტახებზე წამოცმული ჯარჯა [ჯიგვი თ. ბერა-თითი, ცერი].

საჯიგველი
მოჴ. რკინის რგოლი ცერზე ჩამოსაცმელი. გლუვია, ჩხუბში ხმარობენ. ნ. საცერული, ნახერხალა.

საჯიჴვე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჯიჴვების საცხოვრებელი ადგილი, მიუდგომელი კლდე“.

საჯოხე
მოჴ. ცხვრის მოზიარე მწყემსისთვის გაყოფის დროს ზედმეტად მისაცემი ერთი საუკეთესო ცხვარი, თვით მწყემსის მიერ არჩეული. იმ მოჯამაგირეს, რომელსაც ფული ეძლევა, საჯოხეს არ მისცემენ. საჯოხე მთ., ფშ., თ. საჩუქარი, რომელიც მოჯამაგირე მწყემსს ეკუთვნის მყიდველისაგან ცხვრის გაყიდვის დროს. საჯოზე მთ., მოჴ. ძმების გაყრის დროს მემცხორე ძმისთვის ზედმეტად მისაცემი ცხვარი (ათი, ოცი).

სეერო
მოჴ. ( < საერო), ცრინტა მოჴ., სურდო (სეეროს ეძახიან, რადგანაც გადამდებია). ხამაზდი ჴ., ხამანდი ფშ., ხამაზდი, საჴდიელი ჴ., ხაბურზაჸი თ.

სელი
ჴ., ქუმელი თ. ა) ქუმელი. ბ) კედი, კანაფის ძაფი, სელის ჴელი გუდ., მთ. ქუმლის ჩალისაგან გაკეთებული ცოცხი.

სენ-ი
ჴ. საწყენი რამ, წყენა (გადაკვრით ნათქვამი), „შენს არ ღლევენ სენსაო“ (ჴ.). „რად გამაღრიე სენია“ (ჴ.), უსენა გუდ. აწყენინა, სენავდა გუდ., წასენა მთ. გადაჰკიდა (კაცი კაცს).

სენა
მოჴ. (ყ. 205, 1 ქვ., 303, 4) საკუჭნაო, სადაც უჴდური ინახება, სენა ჴ. სადაც ერბო-ყველს და საჭმელს ინახავენ. [მიღებულია სენაკ-ისაგან].

სენაკ-ი
ყ. 500, 2 ქვ. სენა (?).

სენკაკაი
მოჴ. ჩიტია.

სერ-ი
(1) გუდ., მოჴ., თ. „ყურის წვერზედ ნიშანი. ყველა ცხვრის პატრონს თავისი ნიშანი აქვს“ (ყ. 728, შნშ.). „სერს უწოდენ მეცხოვარენი ცხვართ ყურის დაჭდევასა“ (სულხან-საბა).

სერ-ი
(2): „სერ-ფერ წასვლიყო ჭიმღასა“ – „ვითომ უშნოდ დამრჩალაო“ (ბეს.).

სერ-შერეული
თ. ნ. ნასერი.

სერ-ჴორციანი
ჴ. კარგი, ლამაზი (კაცზე, ქალზე, უფრო სახეზე ითქმის), სერ-ჴორციანი ბიჭი გუდ. „თოლადი ბიჭი“.

სერა
გუდ., მთ., მოჴ. „იმან მოხსნა კოჭობს გადაკრული სერა“ (ყ. 368, 6 ქვ.). გამხმარი ფაშვი (ძროხისა, ცხვრისა), რომელიც სარქველად გადაეკვრის ჭურჭელს (სადღვებელს, კოჭობს). სერას ჭურჭელადაც ხმარობენ ერბოსთვის („უფრო ცხორში“ გუდ.).

სერის კუდი, სერის კუდაი
მთ. ჯერი ვახშმის შემდეგ. საბეწვე თ. (მჩეჩელში მხოლოდ). შდრ. სამხრის კუდი. „სირიკუდა ქართველებმა იციან, ხილს მოიტანებენ ვახშმის შემდეგ“ (თ.).

სერკვი
თ. ყანაში დადგმული თივა (თავგადაკრული) ან ძნები (შინ მოტანილი – ზვინი თივისა და ძნისა). სარზე აგებული თივა ან პატარა ზვინი ძნისა. სერკვი ჴ. ერთად აგებული ძნები, რამდენიმე წერი. ნ. ძნა, ჴოვლი.

სერნაი
მთ. ბალახია.

სვე, სვია
(ყველგან მთაში) ფშალა, ლუდის დასადუღებლად იხმარება. ნ. ტკბილი. სვიანი სვე-მიცემული. შასვი, მინდიავ, ეტყვიან, კარგი ლუდია, სვიანი. (ვაჟა).

სველი
მოჴ. სველი, სლი მოჴ. შრატი. სელი ჴ. (უფრო ხშირად ტკბისელი) შრატი. თუშეთში გარჩეულია სელი და შტატი: სელი თ. ძროხისაა, შრატი თ. ცხვრისა. ფშავში შრატი და სელი ერთია. მთაში სხვადასხვა წესია შედღვებისა და ყველის ამოღებისა.

სვილი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ჭვავი.

სვილის ფერაი
მთ., მოჴ., ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შავგვრემანი“. „სვილის ფერია, შავნაიო“ (მოჴ.).

სვისწვენი
ფშ. ნ. სისწვენი.

სთველი
ჴ., ფშ. შემოდგომა. „სთველს მავიგულებთ ჴ. სთველს მოვრჩებით, ჭირნახულს შემოვზიდავთ შინ“ (ბეს.). ზდველი თ. იგივე. ზდველთა თ. შემოდგომაზე.

სიათა
ჴ. „თოფის სახელია“ (ბეს.).

სიალნე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სიმართლწ, სიალალ-მართლე“. მთ. იგივე: „თავის სიალნე კაცს არ დაჰკარგავსო“ (მთ.), სიალღე, სიალე მოჴ., სიალღე, სიალნე ჴ., სიალალე თ. (ალალ-ისაგან: არაბ. ჰალლ).

სიბინი
მოჴ. ბური, სიცხეში ჩამოწოლილი სქელი ჰაერი, გეგონება მტვერი დგასო. შორს ვერ გაარჩევ ვერაფერს. „ნისლიან-სიბინიანი“. წირწამული, წიწამური ჴ., ტკვიფი თ.

სიგირგალა
ჴ. ქარის მიერ აყენებული მტვერი.

სიგრიგელა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ორონტრიალი, ჩხუბი“. შიგრიგელაი, შიგრეულაი მოჴ. ჩხუბი.

სიდ
თ. სად; სიდითაჲ თ. საიდან.

სიდაჸმ
ნ. სამ.

სივ
გასივდა თ. გაიბუტა, გამსივარი თ. გაბუტული, გაგუებული. მსივანაჸი თ. ბუტია, წუნია. დამსივარი ფშ. გასიებული.

სივსივი
(ვაჟა, 149, 13) ირაო.

სილაგა
ჴ. დამჟავებულ სველში ცოტა მარილს ჩაჰყრიან და ალაო ფქვილს მოუკიდებენ. ხმარობენ ბეწვის გასაყრევინებლად ტყავისაგან. სილაქი თ., ფშ.

სილუბე
სიმჭლევე. ნ. ლუბი.

სიმარტლი
თ., ხუტკურა ფშ. სხმარტლი, ზღმარტლი.

სიმური
ფშ., ჴ. მხოლოდ ძველ სიმღერებში აქვთ გაგონილი და ესმით წყლად, მდინარედ. იმის ქავსა და ციხესა სიმურში გადაჰყრიანო (ხიზანიშვილი 153, 1 ქვ.).

სიმღერე
ჴ., ფშ. პოეტური ნაწარმოები ცდისა და მამაცობის შესახებ. სიმღერა თ. (ლექსი – სასიყვარულო ნაწარმოები ქალის სიყვარულის შესახებ. ლექსი და სიმღერე სხვადასხვა მოტივზე უნდა დაუკრან).

სინა
გუდ., ფშ., ჴ, თუჯი. სინა ჴ. რისგანაც ზარებიაგაკეთებული.

სინათლე (თვალისა)
ნ. გუგა.

სინვა
ნ. დასინვა.

სინის ფერი
ღიმილი შეუთამაშდა სინისფერ სახეზე (ლ. ბალიაური, ბუსკაის მწკალი: „ლიტ. საქ.“ 20. 7. 1939).

სინტლიკაი
ჴ. (არხ.), შინტლიკა ჴ. (შატ.), ყურ-ცეცხლა, კურ-ცეცხლა ჴ. ჩიტია (გუგულს უჩეკს ბარტყებსო). შდრ. მთის ჩიტა (არხ.) (მთიულას-თან).

სიპი
გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. ფიცარსავით ბრტყელი ქვა. იხმარება უმეტესად სახლების საშენებლად. ჭაჭი მოჴ. ფიქალი (შიფერი).

სირა
მოჴ., ფშ., ჴ. ყალივნის ტარი.

სირი-კუდა
ნ. სერის-კუდი.

სისვი
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ხმალი. იმერ.-გურ. ლურჯა ცხენი“. მისხედს კითხვის ნიშნები. სისვი ჴ. მწვანე (ზოგის თქმით ლურჯი). ნ. სისონა.

სისკარი
ჴ., თ., ფშ. ცისკარი (დილის ვარსკვლავი) „ერთ წელს წუხრ ამაჴდების, ერთ წელ – დილას“ (ჴ.). შდრ. ჴარიპარია.

სისონა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ყაპყაპი, ურიის მტრედი. ფრინ.“ სისონა ჴ. მწვანე ჩიტია შაშვის ოდენი. შაშვის ტოლა ჩიტი, სულ მწვანე. გაზაფხულზე მოდის ( < სისვონა?).

სისწვენი
გუდ., ფშ., ჴ. სვისწვენი მთ., მოჴ., ზისწვენი თ. სვე-ნაქნარი ლუდი, სანამ დადდუღდებოდეს. ნ. ტკბილი.

სისხა
ჴ., თ. მუცელა (ავადმყოფობა).

სისხლ-ი
სისხლს უწევს ჴ. სისხლს ასხურებს; სისხლი უწივა ჴ. სისხლი ასხურა (ჴ. მას.).

სისხლ-ტიგრიანი
ჴ., თ. სისხლით მოსვრილი.

სისხლის ბალახა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყლულის წამალი ბალახია“.

სისხლის ყრა
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. (ყ. 693, 3 ქვ.) სისხლის გამოშვება. „თუ სისხლი არ ვუყარე, მხრებში დადგება“. სისხლს უყრიან კაცს მკლავში, ცხვარს და ძროხას ყურში (ყურებს გაუჭრიან), „ცხორს – თოლის ძირას“ (მოჴ.). „სისხლი უყარა“. „სისხლი უყარე ცხორსაო“ (მთ.).

სიფრო
მოჴ. (ყ. 58, 4 ქვ.; 114, 10; 696, 11) სამ-ფეხიანი დაბალი პატარა მაგიდა, მრგვალი (ზოგი სამფეჴას ეძახის). სიონში (სოფელია ხევში) სიფრო ოთხკუთხია და გრძელი (როგორც სუფრა გურიაში). მთიულეთში არ იციან.

სიყმის შვილი
მოჴ.,ფშ., ჴ., თ. პირველი შვილი (ქალიც და ვაჟიც).

სიცოცხლე გაქვსთ
ყ. 740, 12 ქვ. მოგეცეს ლხენა!

სიწირფლე
ჴ. „სუფთად ყოფნა“ (ბეს.). სკა გუდ., მთ., მოჴ. ა) ლუდის თავზე მოყენებული პკე. „უფრო ხშირად ლუდმა იცის თეთრი პკა“ (მთ.). ბ) ტვინის ქერქი. სკაი ჴ. ა) ტვინის ქერქი; ბ) თავის ქალაზე გადაკრული ქერქი. გ) ფაშის წინ ქერქია ერთი, მუცელსა და ფაშს შუა. მწკა თ. ტვინის ქერქი.

სკამი
„ფეხონში დასაჯდომი ქვა. ბაცალოში ზარადის გორზე 12 სკამია“ (ჩაჩ. 42).

სკაპი-სკუპი
ჴ. „როცა გახურებული მუშაობაა (მაგ., მატყლის ჩეჩვა), რომ ლაპარაკით არ მოსცდენ, ჯარიმას დაადებენ იმას, ვინც ხმას ამოიღებს. სკაპი-სკუპი არ იყოსო. პირველად იტყვიან ყველანი (ან ერთი ვინმე): „სკაპი-სკუპი, თავსა რიკი, ბოლოს ზიკი, სკუპ! და გაჩუმდებიან“ (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 207).

სკვიაობა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხტუნაობა კალიისა და ფრთა-მოტეხილი ფრინველისა“.

სკივი
თ., წინწელი ფშ. ნაპერწკალი. ნ. წინწელი.

სკიპალო
ჴ., ფშ. ბალახია.

სკიპალტაჸი
თ. ნ. სკიპურტი.

სკიპურტი
ფშ. წკიპურტი, წკიპარტი. სკიპალტაჸი თ.

სკლატი
ჴ., თ. მაუდი (საზოგადოდ, რა ფერისაც უნდა იყოს).

სკორე
თ. ძროხის ნეხვი (ხარისა და ფურისა). (სკორის) ბურკვი თ. მოგუნდავებული წივა; სკორის ტყლაპი თ. გატყლაპული წივა. მოსკორილი თ. მონაკლული, ნაკელ-დაყრილი, სასუქ-დაყრილი. „ბოლოზე მქონდა მოსკორილიო, ბოლოზე კი არა, თავში მქონდა მოსკორილიო“. ნ. კუმპა.

სმაგა
მოჴ., ძალა ჴ., თ., ფშ. საღებავია, შავად ღებავს. „სმაგაჩი ამორეულო“.

სმენა
ნ. მესმინაე.

სმური
მოჴ. ლექსად შექება სიმღერაში. ვისი შექებაც უნდათ, ხელში მისცემენ ჯიჴვს, ერთი რომელიმე ლექსებს მოსთვლის, რომელიმე გმირს შეადარებს (ამირანს, ტარიელს, ავთანდილს, როსტომს) და სხვები ბანს ეუბნებიან. სიტყვები რაც უნდა იყოს, სულ ერთია, მელოდია კი ერთია ყოველთვის. სმური (ყ. 564, 11; 614, 12) „ლექსებად სიტყვის წარმოთქმა“, „გალექსული სიტყვით შესხმა“. „პურის ჭამის დროს თასს მიუტანენ და ლექსით შესხმას ეტყვიან“ (ყ. 737, შნშ.) ერთგვარი სიმღერა, დასხდებიან და სიმღერას დაიძახებენ (გუდ.). „ქსანზე იციან“ (მთ.). ახსნიდან ირკვევა, რომ სმური ცნობილი მელოდიაა. სიტყვები რაც უნდა იყოს, სულ ერთია.

სნაპვა
ნ. გასნაპვა.

სნეკვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მტკივანი ადგილი რო ფეთქს და თრთის“. სნეკვა ჴ. (მიღმაჴ.) ფეთქა, თრთოლა. თ. იგივე (ჩხვლეტა მუწუკისა).

სოგო
მოჴ., ჴ. ნ. სოდომი.

სოდომი
ფშ., გუდ., მთ. სველი, ნესტიანი (ტანისამოსი, ადგილი). სოგო მოჴ. ნესტიანი. სოგო ჴ. ცოტა სისველე რომ მეჩნევა (ტანისამოსი, მიწა და სხვ.) ჩასოგოებული თ. ლპობას რომ იწყებს სისველისაგან რაიმე (ტყავი და სხვ.)

სომეხი
(მთის კილოებში) ვაჭარი, მოვაჭრე (რადგანაც არაგვის ხეობაში უმთავრესად სომხები იყვნენ ვაჭრებად).

სომხის ბუბულა
ჴ. აბზინდა.

სორბოითლობა
„ერთი კვირის უკან შარაზედ მგზავრებმა, შემდეგ სალამისა, დაიწყეს სორბოითლობა“ (ბაჩ. „დ“. 80) (არ. „სოჰბეთ“ საუბარი).

სოფელთ-შუა
ჴ., სახლთშუა ჴ., ფოლორცა მოჴ. ორღობე, გზა-წვრილი.

სრავალი
„ძლიერ ტურფა და ძვირფასი. წმინდა პურსაც კი ეძახიან სრავალს“ (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 207). სრავალი, სრევალი მოჴ. გასახმობად გაფენილიპურის ან სიმინდის მარცვალი. სრავალი თ. გასახმობად გაფენილი პური. სრევალი გუდ., მთ., ჴ. გასახმობად გაფენილი პური (რომელიც უნდა იყოს: გინდა იფქლი, გინდა სვილი, გინდა ქერი და სიმინდი). „ხორბალს რომ გავფენთ და გავაჴმობთ“ (მთ.).

სრე
ნ. ქრისტეს ბალახა.

სრევა
ჴ., თ. სროლა, გატყორცნა. ისრივა ჴ. ისროლა. ესრევს, ესრივა ჴ. ესვრის, ესროლა. დასრევა. ვასრევ ვისვრი, ასროლა მოჴ., ასრია თ., დასრეული.

სრევალი
ნ. სრავალი.

სრუ
ჴ. სულ, სრულიად, სრულებით. სრუყველა ჴ. სუყველა.

სრუნტ-ი
მოჴ. მორევი, მორე თ., სრუნტე თ., ფშ. ღრმა წყალი. ზრუ(ნ)ტე ჴ. ვიწროდ მიმდინარე წყალი. ნ. გურაბი.

სტარი
ჴ. სისხლის საქცევი ძარღვი (არტერია, ვენა). (ძარღვი ჴ. მწყესი.)

სტვირი
ჴ. მოლიპული ყინული; გვერდალში გამაგრებული თოვლი („გარაკებული“ თოვლი). ნ. რაკი.

სტილი
ჴ. ოთხი კვერცხი (ნახევარი გირვანქა). სტილი „დაახლ. 200 გრამი“ (ჩაჩ. 32). ნ. საწყაო.

სტომი
თ., მწყერთ-იფქლა ჴ., ხახამა მოჴ., თაგვი(ს)სტომა ჴ. (შატ.) ნ. ხახამა. სტუმარი ჴ. „სტუმარ ჩვენ გვიქვიან სხვა სოფელშიით მასულს. თავის სოფლის კაცს სტუმარ არ ხქვიან“ (ბეს.).

სუ ყლა
მთ., სუ ყელა მოჴ., სრუ ყველა ჴ., სუ ყველა ფშ. ყველანი.

სუკიანი
ჴ. ხანჯალია ერთგვარი. ნ. იარაღები.

სულ-დაღებული
ჴ. გაჩუმებული. სულდგმული: დასულდგმულებული მოჴ. ხატისთვის აღთქმული ხარი (ფური იშვიათად), რომელიც არს გზით არ გაიყიდება. გაშობილი, გასახელებული ჴ., ასახელებული ფშ. ნ. ბერ-ზორა.

სულ-თოჴანი
ჴ., ცულ-თოჴანი ჴ., სულ-თოჴი ჴ., სასწორ-ჩარექანი მთ., ტაბლას ფეჴანი მოჴ., ცულ-თოჴას ტარანი თ., სულ-თოჴის ტარანი თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.). (სულთუხის ტარანი ფშ. თითქო შეცდომაა) ვარსკვლავნარი „სასწორი“ (ორივეზე ითქმის: ერთი სწორედ რომ დგას, მეორე მრუდედ). სულ-თოჴის ტარანი, სასწვრები თ. (ორივე ერთად). ნ. სასწორ-ჩარექა.

სულ-წუხი
ჴ. მეტად საჩქარო, ფშ. ფიცხი.

სულადი
ფშ., თ. საჭმელები. ხორბლეული, სურსათი.

სულეთი
ჴ. (ნ. ურბ.) „საიქიო“, „სამოთხე“ (ბეს.). თ. საიქიო. საპირისპიროა სამზეო.

სულთა კრეფა
ჴ. „სულთა კრეფა ვიცით არხვატ დიდმარხვის მეორე კვირაე რო გათავდების, შაბათს დღეს. ამ დღისად ყველა სოფლელ მაამზადებს არაყს და სათოფეს, ვინაც რომ ჭირის პატრონი ას“ (ჴ. მას. 147 – 148). დიდმარხვის მოერე შაბათს (მე-14 დღეს) ყველა მიცვალებულს, ძველსაც და ახალსაც, მოიხსენებენ ტაბლით და სასმლით ყოველ ოჯახში. ახალ-მიცვალებული თუ ვინმე ჰყავს, რიგიც ექნება. სულთ კრეფა თ. მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი ხარჯი დიდმარხვის მეორე შაბათს. სოფლელები ყველანი გამოიტანენ ერთ უბანში სასმელ-საჭმელს, შენდობას ეტყვიან და ტაბლას შეექცევიან. ჭყონიას სულთა კრეფა აქვს დ ასეა ახსნილი: „ასე ეტყვიან ხევსურები მიცვალებულთა მოგონების დღეს“. ნ. ხარჯი.

სული შესტაცა
მოჴ., მთ. (ყ. 499, 6), სულმა შესტაცა (ყ. 505, 6 ქვ.) „სულს ვეღარ იქცევს“ (გუდ.). „რომ ვერ ისვენებს და გული უწუხს“ (მთ.).

სული წმინდის მოფენის დღე
ნ. ხალარჯობა.

სუნთვა
ნ. დასუნთვა.

სუნსული
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. რისამე ძებნა სუნით (იტყვიან ძაღლზე, ნადირზე). „რას დასუნსულებ?“.

სურვილი, სურული
ჴ. სიყვარული (ჴ. მას.).

სურიელ გაიგა
ჴ., სურიელი გაიგა მოჴ. იტყვიან, როცა ქალი შეატყობს თავს, რომ ორსულია, როცა შვილი დაეძვრის მუცელში.

სურიელ-ი
ქვეწარმავალი (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 35).

სურო
(1) ჴ. სორო (უმთავრესად დათვისა). ნ. თეგრი.

სურო
(2) თ. „მამლიანი“ ბალახი. „სუროსვით ექანებოდა“.

სუფრა
თ. ჴალის გასაზელი და პურის მოსაზელი ტყავი (მეცხვარეებში). სახმუწით თავი მოეყრება და ხონივით კეთდება, რომ წყალი დადგეს. ვარცლის მაგივრობას ეწევა.

სუქ
გამსუქარი ჴ. მსუქანი, გასუქებული (ჴ. მას.).

სჩ
ნ. რჩ.

სძალი
ნ. ზალი.

სწორები
ჴ. ტოლ-ამხანაგები (ჴ. მას.).

სჭმა
( < სჭვმა) ნ. შჭმა.

სჭობა, შჭობა
რჭობა. „სხვათ ნასრევ ისარივ კუნჭს ესჭვავ“ (ანდ.: სხვების ნასროლი ისარიო კუნძს ერჭოო“). ნ. ნაშჭობი.

სხამ-ი
ჴ. მწარე (მაგრამ: შხამი საწამლავი), სხამი, სხამა თ. ბალახი შხამა. ნ. შხამა.

სხეპ-ი
ნ. შხეპი.

სხეპა
თ. კაპების გაყრა ხისაგან.

სხვა
ჴ. მეორე. „ერთი უძახებს სხვასაო“. ერთ-მსხვა, ერთ-სხვას ჴ. ერთიმეორემ, ერთიმეორეს, ერთურთს. ცხვა თ., ცხო მოჴ.

სხვაკან
ჴ. სხვაგან.

სხვეპრი, მსხეპრი
ჴ., თ.დიდი წვიმა, ჩქარი. ნ. მშხეპრი, შხეპი.

სხვის შვილი
ფშ., გუდ., მთ. მოჯამაგირე. სხვიშვილი ჴ. ა) ცოლი, ბ) მოჯამაგირე. სხვის შვილი, ცხვის შვილი მოჴ. უფრო ცოლზე ითქმის, „ვისაც ბედრიანს კარგი ცხვისშვილი გამაადგება“ (მოჴ.). ცხვის შვილი, ცხვიშვილი თ. ა) ცოლი, ბ) გერი, გ) მწყემსი, მოჟამაგირე. ცხვის შვილობა თ. მოჯამაგირეობა. „რა მამღერებს ამ საწყალსა? ღარიბი ვარ და ღატაკი. არც ცხორი მყავს, არცა ძროხა, არც ვაჟიშვილი ასაკი. სახლ-კარი არ მაბადია, არც სხვიშვილი მყავს ფარსაკი“ (მოჴ).

სხმა
ჰსხამდა (ბაჩ. „დ.“, 15) წვიმდა.

სხო
გუდ., მთ. სხვა. ნ. ცხო.

სხოთა შვილები
ნ. სხვიშვილი.

სლი
ნ. სელი (სველთან).

სელი
ნ. სველი.

ტაბაკი
ნ. ჴელ-ვარცლი.

ტაბარუკი
(1) ფშ., გუდ., მთ. მოარული, ცუდად და უსაქმოდ მყოფი, სხვისი ლუკმის შემყურე, უხეირო. „მსუბუქი კაცი რომენი არის და სიტყვას არ დააცლის“ (მთ.).

ტაბარუკი
(2), ტაბარზენი ჴ. (მიღმა ჴ.) ვისაც დახეული ტანისამოსი აცვია.

ტაბკურა
თ. პატარა ტაბაკი, მრგვალი ხონჩა (ხონჩა გრძელია). ტაბკურა თ. სინის მაგვარი პატარა ხონჩა (მრგვალი).

ტაბლა
ჴ. სასმელ-საჭმლით გაწყობილი სუფრა (ჴ. მას.). ნ. სამ-ფეჴა.

ტაბლის ფეჴანი
მოჴ. ნ. სასწორ-ჩარექი, სულ-თოჴის ტარანი.

ტაბოცი
ფშ. ბანის სატკეპნელი. საზეპელი მთ., მოჴ., სატკეპნელი ჴ., სატკეპნაჸი თ.

ტაბუნი
ნახირთან ნახე.

ტაგან-ი, ტაგანა, ტაგანია
ტაგანა მოჴ. „კასრსავით ჭურჭელი, ზურგზე წამოსაკიდებელი“ (ყ. 161, 2 ქვ.), ბოჭკის მსგავსი კოდი. „ბატარას ტაგანას ვეძახით და დიდს – ტაგანას“ (მთ.). „ტაგანაი – დიდი, ტაგანიაი – ბატარა“ (მოჴ.). ჩემო ჴელის მამკიდეო, ტაგანაი ამკიდეო, თუ ტაგანს არ ამკიდებ, ჴელი მაინც მამკიდეო (მოჴ.).

ტაგანი
ფშ., საწველელი ჴ., ჴელადა მოჴ. ჭურჭელი, რაშიაც ფურს წველენ. ტაგანაჸი თ. იგივეა, რაც ფშაური ქუბდია, ე. ი. ხის სამარილე.

ტაგრუცი
ჴ. ზანდუკი, პატარა ყუთი. შდრ. კროჭი.

ტავრო
ჴ., მტავრო ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მუჭა“, რაც ერთ ხელში დაეტევა წყალი ან სხვა რამ. ხელის თითები მოიხრება, მაგრამ „ნეფამდი“ (ე. ი. ნებამდის, ხელის გულამდის) არ უნდა მივიდეს. თუ თითები სულ მოხრილია, მაშინ მჯიღი ჴ. [ორი ხელი – პევში ჴ., პევშვი თ., მქანე ფშ.].

ტაზარი
ნ. აზარი.

ტალავარი
გუდ., მთ., ჴ. ტანისამოსი, ტარავალი მოჴ. (ნ.).

ტალიკანა
ჴ. პერანგის ამარა, ტალიკანა ფშ. უქონელი, ტალიკანა თ. უბარგო, ცარიელი; უშვილო დედაკაცი (ერთი ამტკიცებს: მარტო უშვილო დედაკაცზე ითქმისო).

ტალმა
(ყ. 405, 12) მთ., მოჴ. ქალის მოსახურავი დრაფისა (რუსულიდან).

ტამფა, ტამფაობა
ნ. დამფა, დამფაობა.

ტან-ი
(1) მოჴ., კეზი ჴ. (ნ.).

ტან-ი
(2): დედ-მამის ტანი ჴ., თ., ფშ. (მორიდებულ საუბარში) სასქესო ორგანოები (კაცისაც, ქალისაც).

ტანა
მოზვერი ან დეკეული ერთი-ორი წლისა, სანამ უღელში შეიბმოდეს, ან ხბოს მოიგებდეს. ნ. ჭოჭყი.

ტანა
ამოტანა და წატანა ჴ. ამოღება და წაღება. აიტანა ჴ. აიღო. გამამიტანე ჴ. გამომიგზავნე,

ტანება
ჴ. ნ. გამოტანება.

ტანისაცმელნი
ჴ. ნიფხავი. „ტანსაცმელნი“ მორიდებული ლაპარაკის დროს იხმარება, ისე კი ჩვეულებრივ „ნიფხავი“ ითქმის, რომელიც შალისაა და ერთადერთი სამოსელია კაცისთვის ქვედა ტანზე და რომელიც ამიტომ უფრო შარვალია, ვიდრე პერანგის ამხანაგი, რომელიც ხევსურეთში არც კი იციან.

ტანკაი, ტანკები
ჴ. ორი ერთურთზე გადაბმული კეტი, რომლითაც ტკბილ-ჴოტიან ტომარას წურვენ. არტახები თ. ნ. ჭუჭკაი.

ტარა, ტარანი
ნ. სულ-თოჴის ტარანი.

ტარაბუა
ჴ. ირგვლის შემოტრიალება.

ტარავალი
მოჴ. (ყ. 141, 12; 240, 1 ქვ.; 542, 14 ქვ.) ტანისამოსი. ნ. ტალავარი.

ტარაღანა
ფშ., ტარიღანა ჴ. ღარიბ-ღატაკი.

ტარიგი
ჴ. შიშაქი (დედალი ცხვარი), სანამ მოიგებდეს, სატარიგე ბატკანი (საპირისპიროა სავერძე ბატკანი).

ტარიღანა
ჴ. ნ. ტარაღანა.

ტაროში
თ. ხის ტოტი წვრილი, გასხეპილი.

ტაროცს დგომა
ფშ., ჴ. ჩასაფრება. უტაროცა და დაჰკრა, უტაროცა და გასტაცა. ჴ. დროს მოწვერვა, დროის მოხელთება.

ტარსიკვანი
ჴ. უბეწვო ტყავი, მეში (ცხვრისა, თხისა). ტარსიკონი თ. (კახეთიდან) ერთგვარი ტყავია, თალათინი ფშ.

ტარხვიელა
ფშ., ბორბოწია ქარი ფშ. გრიგალი. ნ. ქარქვეტა.

ტატანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცის პირი. ცის ტატანი ჴ., თ., ცის ტატნად მოჴ. „ცის ერზე დაჩნდა კაციო“ (მთ., მლეთე). მლეთეში „ტატანი“ არ იციან. ნ. გიდელ-გიდელ.

ტატნება
ნ. დატატანება.

ტატნობა, ცის ტატნობა
ყ. 572, 15 ქვ.; 631, 18; 643, 6 ჰორიზონტი.

ტაფ-ი
მთ., მოჴ., თ. დაბალი ადგილი (სადაც უნდა იყოს), ტაფა ჴ. ჩაღრმავებული ადგილი, კერძოდ თოფის ჩახმახის ამოღარული პირი, რაშიც პირის წამალი იყრება (ჴ. მას.), ჴვაფი.

ტაფ-ტუფი
ფშ., ჴ., თ. ჩავარდნილი ადგილი ტყეში, ჴვაფებიანი. ღელე-ღულე (მთ.).

ტაფობ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჩავარდნილი დაბალი ადგილი ტყეში, მაყვლიან-ბალახიანი“. ტაფობა (ყ. 589, 5 და 3 ქვ.).

ტაშ-ფანდურა
მთ., მოჴ. (ყ. 137, 2 ქვ.; 158, 1 ქვ.) ფანდურის დაკვრა და ზედ ტაში, თან ცეკვა. „ტაშ-ფანდურა კაცი – მსუბუქი კაცი“ (გუდ.) ტოშ-ფანდური ჴ. სათამაშოდ დაკვრა.

ტახტა
გუდ., მთ.,მოჴ., ფშ., ჴ. უნაგირის კეხის წინ და უკან ამოშვერილი ნაწილი. „დაჰკიდა ცხენის ტახტაზე ტყავ-გაუჴდელი, რქიანი“ (ირემი) (მერკ. 15).

ტბორი
მოჴ., ჴ., თ., ლაფი მოჴ., ჴ. სველი. დატბორებული დასველებული. ტბორი ჴ. (ბაკურჴ.) ავდარი. ნ. ლაფი.

ტევ
გატევა ჴ., თ. გაშვება. არ გამიტია არ გამიშვა.

ტენა, ტენება
იტენებს ჴ. იტენის; ვსტენიორთ თქუენის წყალობით ჴ. საწყლურად ვცხოვრობთ. მიტენებული ჴ., ფშ. მიკუნჭული.

ტერფი
(1) თ., ფშ. ფეხის გული. ნ. ქუსლი. კოჭი თ. ქუსლი. ჴომი თ. კოჭი.

ტერფი
(2) ფშ., გოგა თ. უყელო წინდის ძირი.

ტეტეჩ
გამოტეტეჩება მთ. (ჴადა) გამოყეყეჩება, გამოშტერება, გონის დაკარგვა (მლეთეში არ იციან). გატეტეჩება ჴ., ფშ. გაშეშება.

ტეხა, გატეხა, გატყდომა
შამილი რომ გატეხეს მთ., მოჴ., თ. ყარსი რო გატყდა . ჴმა გატყდების ჴ. ხმა გავარდება. პირობის გატეხა ჴ. პირობის არ შესრულება. წყლის გატეხა წყალს გასვლა (ჴ. მას.).

ტიალი
ჴ. მოსპობილი, გაჩანაგებული (საწყევარი სიტყვაა). სატიალე ჴ. მოსასაპობი. სრუ გაგატიალებთ ჴ. სულ მოგსპობთ (ჴ. მას.).

ტიგრიანი
ნ. სისხლ-ტიგრიანი.

ტილ-ჩუტა
ჴ., ფშ., წილ-ჩუტა მთ., მოჴ. „სენია ერთგვარი, მომეტებულათ ფეხისა და ხელის გულებში დაემართებათ ხოლმე. შიგნით კანქვეშ საშინელ ქავილს და წვას გრძნობს ადამიანი. წამლათ ხმარობენ: ნედლ თხილის ჯოხს მოჭრიან და ცეცხლში გაახურებენ და იმით დადაღავენ“. ფატარი ჴ., ფშ.

ტილაპი
ჴ. (შატ.) შირიმის ქვა (საკირედ ხმარობენ).

ტილო ჴოფა
ჴ., კისრის ჴოფი მოჴ., კოსრო, კისრის ჴვაფი თ. ჩაწეული ადგილი თავის უკან, კისრის თავზე.

ტიჟინ-ი, ტიჟინა
ჴ., ფშ. ხმაურობა, ალიაქოთი.

ტირილ-ი
რა გატირილებს ჴ. რა გატირებს (ჴ. მას.).

ტკბილი
ჴ., ფშ. (ლუდის ტკბილი), დარკო თ. სვე-მიუცემელი ლუდი. ლუდს ასე აადუღებენ: ქერს ან სიმინდს ჩაჰყრიან ტომრებში და ტომრებს წყალში ჩასდებენ. წყალი გაუჯდება მარცვლებს. წყალში ტომრები ორი-სამი დღე უნდა იყოს. შემდეგ ამოიღებენ და დაჰყრიან სქლად და თბილად დააფარებენ, რომ გაღვივდეს.ყლორტებს რომ გამოიღებს, დატკბება. მაშინ მზეზე გაშლიან გასაშრობად. ეს არის ფორი. შემდეგ დაფქვენ (ფორის ფქვილი) და სალუდე ქვაბში წყვით გადაიღებენ. ორ იმდენ წყალს დაასხამენ და ადუღებენ. როცა დაიშრობს და იმდენი დადგება, რამდენიც ფორის ფქვილი დააყარეს გადმოიღებენ და ტომრებში გასწურვენ. დადგება ტკბილი. ტკბილს ისევ ქვაბში ჩააბრუნებენ, სვეს დააყრიან და კიდევ ადუღებენ. ადუღებენ და კიდევ ადუღებენ. ადუღებენ იმდენ ხანს, რომ სვე გამოიხარშოს და ტკბილი გაამწაროს. შემდეგ ტომრებში გასწურვენ (სვის წვენი, სისწვენი), გადაიღებენ კოდში და საფუარს (ჭიჭს) მისცემენ, შემდეგ ერთ კვირეს სასმელად დადუღდება.

ტკბისველი
( < ტკბილი სველი) ჴ. ყველის ამონაწური შრატი.

ტკეცა
ჴ. ცემა, უტკეცს („ცოლს ვერვინ უტკეცს“) ჴ. უცემს, ტკიც სცემა“ (ბეს.) ტკეცა თ. ცემა. წყვეტ. ტკეცა (ჩაღმებში), ტკიცა (პირიქითში). ტკეცილაჸება: იტკეცილაჸეს თ. იჩხუბეს. ტკეცა ჴ. გარტყმა, ცემა. ვტკიცე მოჴ.

ტკვიფი
თ., სიბინი მოჴ., წიწამური ფშ., წირწამული ჴ. ბური. ნ. სიბინი.

ტკრეცა
ნ. ატკრეცა.

ტლეზ
გატლეზილი წ. ფშ., გაპლეზილი გუდ., მთ. მოსვრილი, გათხუპნილი.

ტმოშტი
თ. ხონი, გობი. თუშური ტმოშტი მხოლოდ იმით განირჩევა გურული გოსაგან, რომ ფეხებზე დგას და სახურავი აქვს.

ტმუკვა
ფშ., ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ხტომა, ტოკვა. ვირი ტმუკავს, როცა საკუდარს ამოსდებენ ხოლმე“, „ძროხამ იცის ტმუკვა“ (მთ.), ტმუკავს – იწიხლებაო (მოჴ.), ჴ. იგივე.

ტოლ-ი
(1) გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. (ყ. 558, შნშ.) მატყლისაგან გაკეთებული საჩოხე შალი, შინ მოქსოვილი შალი; მატყლის ქსოვილი. ტოლის წკეპლა ნ. წიბო. ბებერას ტოლი მოჴ., ბებერათ ქსელა ჴ. ობობას ქსლი.

ტოლ-ი
(2) თ. ქოჭის კავი. ... ტოლ-ი (3) ჴ. (შატ.), თ. ორ-ტოლი ორ-კაპი, სამ-ტოლი სამ-კაპი, ოთხ-ტოლი ოთხ-კაპი და შემდგომი.

ტოლ-კანწი
ფშ. ნ. ჭრო.

ტოლამანი
(ყ. 264, 1), ტოლომანი გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 266, 13 ქვ.) „სალდათს რო აცვია“. ტოლომანა ჴ., თ. ფარაჯა.

ტოლება
ამოტოლება ჴ. ამოფარება, ერთმა ხევსურმა: „მორბოდა ჴარი, ირემი, ეტოლებოდა თხილებსა“. უეჭველია, ეს სიტყვები წარმოადგენს შემდეგ ადგილს ვაჟა ფშაველას თხზულებიდან: 134, 13 – 14.

ტოლიკა
თ., ყარწიკა ჴ., ყისინა მოჴ. საავდრო წამოსასხამი შალისა.

ტორ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საცემი რამე, მუშტი. მიტორვა მიტყეპა“. ტორ-ი ჴ. დიდი ჯოხი (მხარზე რო გაიდებენ საჩხუბრად და სხვ.).

ტორვა
ფშ. (ფშ., იმერ. ჭყ.) „ხარბათ ჭამა, ყლაპვა“. თ., მთ., მოჴ. იგივე. ტორავსო – ბევრსა სჭამსო (მთ.), ამოტორა ერთი ჯამი (მთ., ჴ.) „შადლანგაო, ისიც იციან ჩვენში“ (მოჴ.).

ტორო
ჴ. (არხ.), ტურულა ჴ., ტოროლა ფშ. ტოროლა.

ტოტი
ჴ. ფეხი (ცხენისა): „ტოტებზე დგების“, (გადატანით) კაცის ხელიც: აჴდოლა გოშტიკაური ტოტით სადამ თხრის ქვიშათა.

ტოტოხთ დგომა
ჴ. მზას ყოფნა.

ტოშ-ფანდური ჴ. ნ. ტაშ-ფანდური.

ტოში
(1) ჴ., თ. ტაში. გატოშვა ჴ. ცემა ხელით, სილის ჭმევა (ჴ. მას.).

ტოში
(2): მათრაჴის ტოში ჴ., ფშ. მათრახის ბოლო. ტაში.

ტრუკი
მოჴ. ტრაკი. „დედიშენის ტრეკმა“. ტრაკ-ტრუკობს ჴ. წარა-მარა ლაპარაკობს. „სომხებმა იციან ეგეთი ქართული“ (მოჴ.).

ტრუპკა
ნ. კრუმა.

ტუმბო
(ბაჩ. 21) მორევი. ნ. გვირაბი. ტუმბო ჴ. იგივეა, რაც გვირაბი, გურაბი. თ., ფშ. ღრმა და დიდად დაგუბებული წყალი მდინარეში.

ტურ, ტურნ
ნ. წატურება.

ტურულა
ჴ. ტოროლა. ნ. ტორო.

ტუტა
(1) გუდ., ფშ. ცხელი ნაცარი. ნ. ნაცარ-ტუტა.

ტუტა
(2) ჴ., ფშ. ლურჯად საღებავი. სამღებრო მასალა, შემდგარი ადუღებული ნაცრისა, ლილისა და თავშავა ბალახისაგან (უკანასკნელი შეიძლება არ ერიოს).

ტუტა
(3) მოჴ., მთ. დოდაგი, დუდაგი, მლაშე. დაუტუტებიაო, იტყვიან ბევრ მარილ-ნაქნარზე, მლაშეზე.

ტუტა
(4) თ. ძალიან მღვრიე (წყალი).

ტუქსვა, გატუქსვა
ჴ. დატუქსვა.

ტყავ-ი
ჴ. მოსასხამი (ტყავისა) (ჴ. მას.).

ტყავ-საღამო
ჴ. ღამით სახურავი ტყავი.

ტყვე
ხეთის ტყვე თ., ფშ. იგივეა, რაც მწერელთ-ტყვე, მწერელთ-შვილი.

ტყვრეცა
იტყვრიცები ფშ. თვალებს აშტერებ, თვალს არ აშორებ.

ტყვრომა
ნ. გატყვრომა. ნათოზ-დამტყვრალი ჴ. ნაფლეთებად ქცეული (ჴ. მას.).

ტყიურა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ზარა“.

ტყლაპ-ი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. მჩვარი. „მჩორი საქართველოში იციან“ (მთ.). თიკვი ფშ., სკორის ტყლაპი თ. გატყაპული (ყ. 846), გატყნაპული მთ., მოჴ. გაბრტყელებული. ბაყაყივით გაიტყნაპაო (მთ.). გატყლაპაჸებული თ.

ტყლაპა
ნ. ბოყოჭა, ლავაშა

ტყლაშანი
დარტყმის ხმა.

ტყობ
ნ. შამტყობიე.

ტყრაშნი
ჴ. ნ. ტყლაშანი.

ტყრუშვა
გალულვა (ჭინჭრისაგან), თ. გატუსვა.

ტყრშიალი
გუდ., მთ., მოჴ. ტკაცა-ტკუცი (ცეცხლზე დადებული ნედლი შეშისაგან). „თმები ტყრშიალით აღმა წავიდა“ (ყ. 482, 11 ქვ.), „მოხუცს თმა ტყრშიალით აღმა აეშალა“ (ყ. 565, 19).

უბედო
ჴ. ფშ. უძეოდ გარდაცვალებული. ნ. უკლო (1).

უბთ-საკერებაი
ჴ. ნ. თიკვი.

უგ-ი
მოჴ. რომ არ იგებს სრულებით (ცხვარი, ფური).

უგალობს
ნ. გალობა.

უგერგილო
ნ. ლუგუმი.

უგზე
ნ. გზა.

უგონ-მაგონა
თ. უჭკუო, გიჟმაჟი.

უგონთ
გაუგონთებული თ. გონება-დაკარგული, გაგიჟებული. გონთ ყოფა თ. ჭკუაზე ყოფნა.

უდერაჸი
თ. ბევრი. ნ. კუზურაჸი.

უდუმალი
ჴ. შემპარავი (ძაღლი), ქვეშ-ქვეშა (კაცი). მეუდმალე თ., მედუმლე ფშ.

უთაოდ
თ. უთუოდ.

უკადროება
ჴ. უკადრისობა: იუკადროებს იუკადრისებს, უუკადროებავ უკადრისად მიუღია (ჴ. მას).

უკანა მჴარი
თ. ივრის ჴეობა, გარეთ კახეთი. ნ. წინა მჴარი (მჴართან).

უკენ
ჴ. უკან, უკენავ ჴ.უკანვე; უკენა ჴ. უკანა. უკენობას ჴ. ბოლოს, უკანასკნელ (ჴ. მას.).

უკენა შუადღე
ნ. წელიწადი.

უკლო
(1) მრ. უკლონი (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 34) ვინც უძეონი დაიხოცნენ. რაზ.-ჭყონიას ახსნა („შავეთში მყოფნი გარდაცვალებულთა სულნი“) შეცდომა მგონია. უკლო ფშ. უძეოდ გარდაცვალებული უქორწინებელი კაცი. ნ. უბედო.

უკლო
(2) გუდ. უკუღმართი, უხასიათო, უბედური, გაუგებარი. „ა, უკლო შენცა – მოჴევეებმა იციან“ (მთ.). უკლო ჴ., თ. უბედური, საწყალი. უკლო ჴ., თ., მთ., უვარგისი, უბედური, უხეირო, უჯიშო. უკლო მოჴ. ოხუნჯი, ხუმარა, მასხარა (ერთი უარყოფს და ამბობს, რომ უკლო უთავბედო არისო).

უკმიახი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უკადრისი, თავმომწონე“. უკნიახი ჴ. უკადრისი (იგივე სიტყვაა, რაც უკმეხი, მაგრამ მნიშვნელობა სხვა აქვს).

უკნიახი
ჴ. უკმიახი.

უკუენ, უკენ
ჴ., თ. უკან.

უკუენა
ფშ. უკანა. უკუენა ფშავი სოფელია ფშავის არაგვის თავში.

უკუენითი
ჴ. უკან (საპირისპიროა წინითი წინ). უკუენით თ.

ულავი
ჴ. სუყველა, მთელისოფელი (ქალი, კაცი, დიდი და პატარა). „ულავით გავიდათ ხატის სამკალ ყანაზედ“ (ჴ.).

ულაყი
ჴ., თ. ცხენი ან ჯორი საზოგადოდ (ვირიც თუშეთში). ულაყი გუდ., მთ. დასაკოდი ცხენი, აჯილღა ცხენი (დაკოდილია იაბო). ულაყი მოჴ. მამალი ცხენი (საპირისპიროა ჭაკი).

ულიშნოდ თეთრი
ნ. ცივად თეთრი.

ულო
ჴ. ძნის შესაკრავი. ნ. ნაკრაული.

უმართისა
მთ., უმართისი მოჴ. ნ. იჴბორია.

უმზეგ
ჴ., მაზეგ თ. მასზეით, მეოთხე დღეს: დღეს, ხვალ, ზეგ, უმზედ (მაზეგ).

უმზველი
საქონელი, რომელსაც არ მოუგია. ნ. ზვება. უმრეცლო ჴ. ორსული დედაკაცი. ნ. ორიანი.

უმრეცლო
გუდ., მთ., თ. ქალი, რომელსაც ჯერ თვიური არ მოსდის.

უნ
( < უნდა) ჴ. გინდ, „უნ თეთრს მივსცემ, უნ საკლავს“.

უნამუსო
ნ. საუნამუსოე.

უნცროსი
ჴ. უმცროსი. „მკვდრის უნცროსი მკვდრის მოსამსახურე აიქიოს“ (ბეს.). ნ. მკვდართად შაწირვა.

უნჯი
უნჯნი ყმანი ჴ. საუკეთესო მოყმეები (ჴ. მას.).

უპირა
ნ. პირი.

ურანტ-ი
ჴ., თ. გუთნის კვალი.

ურანტა
ჴ., ჴარ-წინა (მჴარ-წინა), გუთნის ჩიტა გუდ., მოჴნაი მთ., მოჴნავი, მოჴნავა მოჴ., საჴნაურა ჴ. (შატ.), ჴორ., საჴნუელა ფშ. ჩიტია, ნახნავში დადის და ჭიებს ეძებს. ნ. მოჴნია.

ურემი
ნ. ჴარ-გუთანი.

ურმალია
მოჴ. თამაშობაა.

ურმის დუმა
ნ. დუმა.

ურმის უბე
ფშ. გამართული ურემი, თუ თვალებზე არა დგას, ურმის ჴელები მოჴ. (ასეა!).

ურო
ნ. მურო-ბალახი.

ურსა
ჴ., უსა გუდ., ლურსა ფშ. ცალპირი დანა, რომელიც არ იკეცება. ნ. სამართებელი, ლურს. ხანჯალში ჩასაგები დანა – ხანჯლის ბარტყი მთ.

ურუღვიანი
ჴ. (შატ.) ნ. ორღვიანი.

ურუღი
ნ. უღური.

ურჩოდ
ჴ., მოჴ. ურჩად მთ., გუდ. მოურჩენლად, „ურჩოდ ორ ნაჭრევიანი“.

ურძანი
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჯაგის გვარი მცენარე“. ურძენი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ერთნაირი ხეა, თეთრ-ბუსუსიანი ფოთოლი ასხია, წითელი ნაყოფი იცის. მთაში ჰგვარობს, ჯოხებათ ჭრიან, ნაყოფს ჭამენ“. ურძანი და ურძენი ერთი მგონია. ურძენაი მთ., ურძენი მოჴ. მათრახის ტარებს აკეთებენ ურძნისას. ურძნის ნაყოფი – ცლიფა, ცლიჴვა ჴ., ცილჴვა ჴ. (ბაკურჴ.).

ურწანი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ბერწად დარჩენილი (ცხვარი, ცხენი, ფური და სხვ.) ურწანი დედაკაცი ფშ. უშვილო დედაკაცი. „ურწან ცოლი გყავ, ძმობილო“. (ფშაური ლექსიდან).

ურჴი
თ. ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია.

ურჯულო
ჴ. მაჰმადიანების ეპითეტია (ჴ. მას.).

უსა
გუდ. ნ. ურსა, ლურსა.

უსაბედი
„უსაბედი საქმე მომივიდაო“ (გუდ.) უცაბედი, მოულოდნელი რამ, ფათერაკი, ხიფათი.

უსაკადრევო
ჴ. რომ არ ეკადრება, ისეთი (ჴ. მას.).

უსკუპაჸ
თ. უდუმრად, მდუმარედ.

უსმარი
(არაბ. مسمار ) ჴ., თ. მუსმარი, ლურსმანი (მთ.), რუსმალი მოჴ., უსმარი თ. ნალის ლურსმანი. ნ. ყადაღა (1), ყაირი.

უსულადოდ მკვდარი
უდანოდ კვდარი.

უსურმაგი
ჴ., თ. ცხოველი, რომლის ხორცი არ იჭმევა (ცხენი, ძაღლი, კატა და სხვ.).

უტ-ი
ჴ. (მხოლოდ ძველ ლექსში) უჭკო, გიჟი.

უტაროცა
ნ. ტაროცს დგომა.

უფერი
ჴ., მონა ჴ., თ., გონჯი მოჴ. ცუდი. „გეუფრა ჴევსურეთჩი“? – მკითხა ერთმა დედაკაცმა. უფერი ჴ. ა) ცუდი, ბ) უშმაკი: „მკითხავი ეტყვის: ემა და ემ ალაგში ქალს უფერ შახყრივასაც, გზაშიავ, უფრის (ანუ ეშმაკის) ჴელ-წამაყრილიავ“ (ჴ. მას. 153).

უქმობს
მეუქმარი ჴ. ვინც უქმობს (ჴ. მას.).

უქმრუა
ჴ. უქმრო (ჴ. მას.). ფორმა კნინობითია.

უქცევს
ნ. მოქცევა.

უღალ-მაღალო
თ. წარა-მარა, უწმაწური.

უღარალი
ფშ. ნ. მუღალარი.

უღბი
გუდ., მთ., თ. უსარგებლო, უღბად გაიარა უსარგებლოდ გაიარა. უღბი კაცი (გუდ.), ფშ. (რაზ.-ჭყ.) „აუგი“. ჩემს თავზე უღბის მოთქვამსა ჭირიმც მიუვა კარზედა! ნუმც გამარიდებს სიკვდილი ლამაზის მოუკლავადა“! დაბეჭდილია „მოთქმასა“. „უღბი მაიღო ჩემზედაო – გამამწარაო, მაგინაო“ (მთ.) „უღბი მამიყარაო – კაცი კაცს რომ შააწუხებს“ (მთ.), უღბი ჴ. (მიღმაჴ.), თ. მოუჴმარებლად წასული საქონელი (მაგ., უდანოდ მკვდარი).

უღელანი
ჴ., მოჴ. ორი ვარსკვლავია ერთად, ძალიან ბრწყინავენ.

უღრანი ტყე
(ბაჩ. „დ.“, 6) დაბურული ტყე, ხშირი, გაუვალი.

უღური
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. ჯიში. „სადაც თქვენი უღური დაიძახონ, თქვენი მოწაღმართე ანგელოზი მოიხმარეთ“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 39). „კაი უღურის კაციაო – კაი ჯიშის კაციაო“. უღურიანი ჯიშიანი. ურუღიანი თ. კაი შეხედულობისა, მოსაწონარი.

უყბო
ჴ., ფშ. (შუაფხო) უწვერო. ნ. ყბა.

უყელავს, მიყელავს
ნ. ყელ.

უყმო ყმა
ნ. ყმა.

უყუსაყრელი
( < უკუსაყრელი?), ქიბოჯაი მთ., ორ-კაპი ჯოხი ხვნასა და ფარცხვაში სახმარებელი.

უშტარი
მთ., ფშ., ჴ., თ. ბრმა.

უჩინ
დაუჩინდა ჴ. უჩინი შეიქმნა, დაღამდა, დაბნელდა. დაუჩინაჸდა თ. იგივე. დააუჩინებს (მესხი მზეს და მთვარეს).

უჩურგა
გუდ., მთ., ურქინა. ნ. ჩურგვა.

უცაბედო
(კითხვა) ყ. 187, 16 ქვ. გაუფრთხილებელი (კითხვა). ნ. უსაბედი.

უცანა
თ. ბალახია, ნიორს ჰგავს. ძაღლს რომ აჭამო, მოჰკლავსო. (ცხენის კბილა (?) გურიაში, კერძოდ ჩემს სოფელში, ნოღაში).

უწილო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. უშვილო, განსაკუთრებით უძეო. ნ. წილობა.

უხანოს ხანთა
ჴ. უდროო დროს (ჴ. მას.).

უჴდური
მოჴ. რძის ნაწარმოები: კარაქი, ერბო, ყველი. შდრ. საჴდური.

უჴედ-მაჴედი
ჴ. ძნელად სავალი (გზა). შდრ. უჴეტ-მაჴეტი.

უჴედარი
გუდ. ნ. ღადა-ღუდე.

უჴეტ-მაჴეტი
(გზა) ოღრო-ჩოღრო, ძნელად სავალი (გზა).

უჴჩი
ჴ. მოდრეკელი, გაუწვრთნელი, მოუქცევი (მაგ., გაუჴედარი ჯორაკა). მიზის კითხვის ნიშანი.

უჯერო
ჴ. დაუჯერებელი, ურჩი. უჯეროდ ხარ ჴ. არ იჯერებ, ურჩი ხარ.

ფათალა
ჴ., ფათალო თ. ბალახია, ყანაზე დაეხვევა. ლობიოსავით გრძელი მოდის. მისი ძირი მაჩიკა (ნ.), ფართალაი გუდ., ფშ., ბარდალაი მთ., „ბარდას ეძახიან გუდამაყარში“ (მთ.).

ფათილი
ფშ. ნ. მაჭკატი.

ფათოლი
მთ. ფოთოლი.

ფათრვა
ნ. დაფათრვა.

ფათუნი, ფაცუნი
გუდ. „რა ჴელებს აფათუნებ“? „ცაცუნი ვიცით ჩვენ“ (მთ.).

ფათური
დავფათურებდი (ყ. 457, 15 ქვ.) ბუჯგური, ქექვა, ჩხრეკა.

ფალჩუმი
ფშ., გუდ. ყაბალახის ფოჩი ან შალებისა და ფარდაგებისა. ფარჩუმი (ყ. 112,4 ქვ.), ფაჩუჩი თ., ფარჩუმი მოჴ., ფევსი ჴ.

ფამფარ-ი
მთ., მოჴ. ფაფარი ჴ., ფაფარო თ. ფაფარი.

ფამფარა
მოჴ. ბალახია.

ფანდური
ჴ. სიმებიანი საკრავია. ტოშფანდური ტაშის ცემა და ფანდური დაკვრა. ფანდურებულას ჴ. ფანდურსავით (ჴ. მას.).

ფანჩ
ნ. გაფანჩული.

ფარ-ი
ფარის ფარება ჴ. ფარის შეგებება. უფარებს ჴ. ფარს აგებებს (რომ მოქნეული ხმალი აირიდოს) (ჴ. მას.).

ფარაგ-ი
ჴ. გულ-მკერდზე ასაფარებელი ფერადად მოქსოვილ-მოქარგული საცმელი (ნ. ურბნ. „ივერია“, 1887 № 178). ფარაგი ჴ. გულისპირი მოქარგული (ქალისა, გინდა კაცისა). ეს სიტყვა გვხვდება გ. მთაწმიდლის „ცხოვრებაში“ (ათონის მონასტრის 1074 წ. ხელნაწერი, თბ. 1901, გვ. 345, 6; 347, 12; 347, 18). ფარაგა თ. გულისპირის მაგვარი რამ (ქალებისათვის).

ფარახი
ჴ. მოჴ. ნ. ფარეხი.

ფარდახტი
ყ. 136, 6.

ფარეხი
მთ., ფარახი მოჴ. ჴრა ფშ (?) ლასტებით შემოღობილი ადგილი, სადაც შერეკენ საწველად ცხვარს, ბაკი თ. (ფარეხი თ. სადაც ზამთარში შერეკენ ცხვარს). ნ. ჴრა.

ფართალ-ი
თ., სამბილო ჴ., ფარჩა ფშ. ბამბის ქსოვილი, ფართალი თ. ჩითეულობა. ნ. ფარჩა.

ფართალაი
გუდ., მთ., ბარდალაი მთ., ბარდა გუდ. ნ. ფათალა.

ფარსაკალი
მთ. ფიცრისგან გაკეთებული თავის მისადებელი ტახტზე (მუთაქის მაგივრობას ეწევა), ფარსაკანი ფშ., ბაცანკალი, ბარცაკალი (ს. աըձակաւ) მუთაქის მაგიერი, ხისა. გავაკეთე ბაცანკალი, გავუკეთე ფანჯარაო. ქალებ ჩემსთან არ დადიან, ისივ თუ ვარ ბატარაო.

ფარტენა
მოჴ. ნ. ნამტენა.

ფარღილი
თ. ძაფზე ასხმული რამ (კოჭები, თხილი, კაკალი). ნ. ღარადა.

ფარჩა
გუდ., თ. ქსოვილი საზოგადოდ, უფრო ბამბეული.

ფარჩუმი
ნ. ფალჩუმი.

ფარცხი
მთ., თ., ფშ. ხის ნაჭერი (გათლილი ბრტყელი ხე), რომელიც სულ ძირს არის წისქვილის ქვეშ. შიგ კაპორჩხალა (ანუ ომაინი) არის ჩამჯდარი, რომელშიც წისქვილის ფეჴი ტრიალებს. სადები ჴ. (სადებში თვალი, თვალში კოჭი. კოჭიც და თვალიც ბორბლისაა. კოჭი ბორბლის ქვეშ არის). ფარცხი თ. „ქვეშ რომ ხე უძევს“ ნ. კაპორჩხალა, წისქვილი.

ფარხა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილი“. ფარხები (რაზ.-ჭყ.) „კონკები, ძველ-ძვულები“ (დაბეჭდილია „ძველ-ძველები“).

ფატარი
(1) ჴ., ფშ. ნ. ტილ-ჩუტა.

ფატარი
(2) თ. ქერტლი.

ფაფა
ჴ. ნ. ქაჟდონა.

ფაფანაგ-ი
(ს. պահպանակ „საფარველი“) ქალთა ზემო ჩასაცმელი, ჩოხის მსგავსი (ჴ. მას.).

ფაფანაგა
ჴ. (არხ.) ბალახია.

ფაფარი
ნ. საფაფრეჲ.

ფაფრი
თ. ნ. ბაბრი.

ფაშლაჴა
ჴ. ნ.ბაშლაჴაჸი.

ფაშტამალა
ფშ., ფეშტემალი ნ. ყულანა.

ფაჩუჩი
თ. ნ. ფალჩუმი.

ფაცერი
(1) ჴ., გუდ., ხორდი მთ., რაკი მოჴ. წყალზე გადაკრული ყინული.

ფაცერი
(2) თ. რუსხმული თ. (კახეთიდან) სარუე, წისქვილის წყლის კალაპოტი.

ფაცია
ფშ. (ქიზიყიდან არის შემოსულიო) მარცხი, ფათერაკი.

ფახლვა
ფშ. (ვაჟა, 281, 13) აწიოკება, შდრ. ჴოჴვა.

ფაჴფაჴი
თ., ფშ. ნ. ბაჴბაჴი.

ფებგარი
თ. საშეშედ გაჴეჩილი (გაპობილი) ხე.

ფევა
ნ. დაფევა.

ფევრი
თ. (პირიქით) ნორჩი არყი. ფევრიანი თ. წვრილ-არყიანი ტყე.

ფეიქრის შკამი
ნ. შკამი.

ფერ-ი
(1) თ., ჴ. ალჩუ (კოჭაობაში), ნ. კოჭაობა.

ფერ-ი
(2) ჴ. მსგავსი. მაგათ ფერი მაგათი მსგავსი; საფერი ჴ. შესაფერისი; რაფერი ჴ. როგორი (ჴ. მას.). ფერება მსგავსება: ეფერება მოჴ., ფშ., ჴ., თ. ემსგავსება, მივაფერე მივამსგავსე. ტყეჩი უცულო, ქალაქს უფულო, მთელი მკვდარს მივაფერეო (მოჴ.). დედა ობლების დამყრელი ძის მომკვლელს ეფერებოდა. -უბეჩი უსხდა გველები, ძუძუებს ეტანებოდა (მოჴ.).

ფერჴი
ნ. საფერჴე.

ფერჴისა
ნ. სამაია.

ფერჴნ
გადაფერჴნებული ფშ. გადაყრუებული, დაბერებული, ჭკუიდან გამოსული. გადაფერჴნილი გუდ., მთ., ცეტი, გიჟი (ბავშვები). მოხუცებულებზე გუდ.-ში არ იტყვიან. მთ.-ში ყველაზე იტყვიან. გადაფერჴნილი მოჴ. ჴ. რომ არა გაეგება რა.

ფესვი
ჴ. ნ. ფალჩუმი.

ფესვი
ნ. მთვარე, ჩალხი.

ფეშტამალა, ფეშტემალი
(სპარს.). ნ. ყულანა, მუჴლ-საფარა.

ფეხონი
ჴ., ერობა მთ., მოჴ. სოფლის ყრილობა სოფლის გარკვეულ ადგილას საჭირბოროტო საკითხების გასარჩევად. ფიხონი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ლაყბობა, ყრილობა, ლაზღანდარობა“. ასეთი ახსნა არ არის სწორი. ფეხნათ შაყრა ჴ. „საკრებულო ადგილზე შეკრება სასოფლო საქმეების გასარიგებლად“ (ჩაჩ. 44). საფეხნო ჴ. შესაკრებელი ადგილი.

ფეჴ-აღმ
ჴ. თავდაყირა (ჴ. მას.).

ფეჴ-ი
(1) ჴ., თ. ღერი: ბალახის ფეჴი, ყანის ფეჴი, კანაფის ფეჴი გუდ., მთ.; ნაცვლის ფეჴი მთ., გუდ., ჴ. ნაცვლობის კანდიდატი. მამასახლისის ფეჴი მთ., გუდ., ჴ. მამასახლისობის კანდიდატი. კლდის ფეჴი ჴ. კლდის ძირი, სანთლის ფეჴი ჴ. სანთელი.

ფეჴ-ი
ფეჴები.

ფეჴები
თ. თათები, წუღების მაგიერი, გარედან (სხვა წინდაზე) ჩასაცმელი. ნ. თათი.

ფეჴის ბრუნება
გუდ., მთ. ა) უკან მობრუნება გზიდან. ბ) ნეფის დაბრუნება ცოლეურთიდან (მთ.).

ფეჴის ქალამანი
ფშ., გუდ., მთ., ფეჴის ქირა თ., ჴ. ბახშიში. ნ. ქალმანი.

ფეჴის ქცევა
გუდ., მთ., მოჴ., თ. სიძის გაბრუნება ცოლეურთას მესამე-მეოთხე დღეს (ცოლს შინ დააგდებს).

ფთე
ფშ. თბე, ფრთე.

ფილთაკოხი
მთ., გურჩი თ., ფშ. ფილთაქვა. ნ. გურჩი.

ფილფო
ჴ., ფირფოლი მოჴ. სიმარდე, სიცქვიტე. ფილფოიანი ჴ. მარდი. დავბერდი, არ მაქვს ფილფოი. „ფილფო არ მაქვსო – სხეულში მოძრაობა აღარ შემიძლიანო“ (ბეს.).

ფირფოლი
მოჴ. ნ. ფილფო.

ფირჩხილი
ჴ., თ. ფრჩხილი.

ფისვა
ნ. დაფისვა ჴ. (გალისკვასთან).

ფიტი
ფშ., თ. ფიჭა. ნ. გოლი, შოთი. შდრ. ჟალა.

ფიფქი
ჴ., ფშ. მცირე თოვლი, ახალი თოვლი (ჴ. მას.). ნ. ფუფქი, ყაპყი.

ფიფხოლა
ნ. ფხოლი.

ფიჩვი
ნ. ფლასი.

ფიც-ვერცხლი
ჴ., ფიც-ვერცხლი თ. დაძმობილება ვერცხლის ჩაფხეკით (არაყში, ლუდში, რძეში). (რაზ.-ჭყ.) „ფშავ-ხევსურეთში, როცა ორი ვაჟკაცი დაძმობილდებოდა, არაყსა ან ღვინოში ვერცხლს ჩაფხეკდენ და ამა დალევდნენ. ამას შემდეგ ძმები ხდებოდნენ და ღალატი ნა ფიცის გატეხა შეუძლებელი ხდებოდა“. მთ. იგივე („ახლაც იციანო“), „ვერცხლი ჩათალესო“ (მოჴ.).

ფიც-ნაჭამი
მოჴ.,ჴ., თ. (ყ. 116, 4) დანაფიცარი, დაძმობილებული ვერცხლის ჩაფხეკის წესით. ნ. ფიც-ვერცხლი.

ფიცარ-ი
ნ. გულის ფიცარი.

ფიცარ-ქერი
ჴ. ბრტყელი ქერი. ქერშველი თ., ფშ.

ფიცი
ნ. სამამფიცრო.

ფიცხი
ნ. ჯანდაგი.

ფიწალა რქა
თ. საპირისპიროა ქორ-ბუდიანი (ნ.). რქა-ფიწალა ფშ. (ირემს გარდა სხვა საქონელზედაც ითქმის).

ფიწალო კლდე
(ყ. 19, 7; 136, 19, 293, 11 ქვ.; 516, 2) ჩამოლესილი კლდე, პიტალო კლდე. პიტალო კლდე გუდ., მთ., მოჴ., ჴ. შიშველი კლდე, უმცენარო. პიტალო თ. ერთიანი (ვერცხლი, კლდე).

ფიჭვანი
ფშ., ბიჭონი ჴ., თ. დახლილი სიმინდი, ქერი ან სვილი (სანამ დაიფქვებოდეს). დაიფქვება და ჴალი არის.

ფლანი
(არაბ. فلان ) ფშ., თ., მავანი გუდ. „ამა და ამ ფლანის კაცი იყო“ (მთ.).

ფლას-ი
გუდ., ფშ. ფიჩვი, უხეირო ფარდაგი. ფლასი ჴ. აჭრელებული ფარდაგი (შიგა და შიგ ცარიელი ადგილია), ფლასი თ. ფარდაგი (როგორიც უნდა იყოს). ფლასი ფშ. პატარა ფარდაგი, უხეირო, მატყლისა და თხის ბალნისა. თავ-ფლასიანო ჴ. საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას.).

ფლასაჸი
თ. ჭრელი ფრინველია, კლდეებს ეკვრის კოდალასავით. ნ. ოფოფა.

ფოთოლი
მოჴ. (სპ. بلاد ), ფოლადი ჴ. ფოლადი.

ფოთრ
ნ. გაფათრვა.

ფოლ-ი
წ. ფშ., ჴ. ნაფოლი გუდ., მთ. გადაჩეჩილი მატყლი. ნაფოლს რომ გადასჩეჩენ, პირველი – ფარტენა, მეორე – ნაგულა, მესამე – კვირტი. ფარტენას ართვენ და კარგ შალს იმით ქსოვენ; ნაგულისაგან გამოდის დაბალი შალი. კვირტისაგან გამოდის ფიჩვი, ფლასი და ფარდაგი. ფოლი ჴ. ერთად შეკრული მატყლი (გინდ გადაჩეჩილი იყოს, გინდ არა). ნ. ნამტენა.

ფოლება
ნ. დაფოლება.

ფოლორცა
(ს. փողոց) მოჴ. ორღობე, სოფლის ქუჩა, შუკა.

ფორ-ი, ფორის ფქვილი
ნ. ტკბილი.

ფორთქლ
აფორთქლებული ჴ., ფშ. (ვაჟა, 349, 2) აქეშელებული, დორბლ-წამოყრილი (დაღლისაგან).

ფორის კვერი
ნ. მიწკონა.

ფოფხი
მოჴ. შუა დიდმარხვის ოთხშაბათს ხაბიზგინასავით აკანებული საჭმელი, მომჟავოა (მაჭკატს მაშინ აკეთებენ, როცა უნდათ) (იაფუფხი, გურიაში, ღომის ფქვილისაგან გაკეთებული სამარხვო კვერი, კეცზე გამომცხვარი). ნ. მაჭკატი.

ფოცხვა
ჴ., გაფოცხვა თ., გასხეპა თ. ტოტების გაყრევინება ხისგან. ნ. გასხეპა.

ფოცხვი
(1) ჴ. ზრო ფშ., თ. ისრის ზრო, ისრის წვერი.

ფოცხვი
(2) ფშ. ნ. ჴირტალა.

ფოხვი
თ. ხეა. ზამთარში იმის ნეკერი მოაქვთ ძროხისთვის.

ფრანგული, ფრანგულის გული
ერთგვარი ხმალია, რომელიც საშუალო საუკუნეებში „საფრანგეთიდან“ (ე. ი. ევროპიდან) შემოჰქონდათ ჩვენში, უფრო კი იტალიიდან (გენუიდან). (ჴ. მას.).

ფრაშ-ფრაში
ფშ. არწივისა და სხვა დიდრონი ფრინველების ფრთების ქნევა შაფრაშფრაშება (ვაჟა, 443, 9).

ფრენა, გადაფრენა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ა) გაფრენა. ბ) ხტუნვა. გადაფრინდა ჴ. გადახტა, გაღფრინდი გაუფრინდომსა ჴ. გადაჰხტი ძნელადგადასახტომზე (ჴ. მას.).

ფრთე
(მრ. ფრთეები) ფშ., გუდ., მთ., ფთე მოჴ. ა) ფრთა, ბ)წისქვილის ბორბლის ფირფიტა. გ) გუთნის ფიცარი კვალის გადასაბრუნებლად. დ) ჯარას რკალში შუაზედ გატარებული ორი პატარა (ოთხკუთხი) ფიცარი, რომლებშიც ღერძია გაყრილი (უკანასკნელი მნიშვნელობა გუდამაყარსა და მთიულეთში არ იციან). თბე ჴ., თ. ა) ფრთა, ბ) კლდის თბე (თუშეთში არ იციან), გ) წისქვილის ბორბლის ფირფიტა, დ) ერთი ცელის წანაღები (მიღმაჴევში).

ფრინტაი
მთ. ბალახია ერთი.

ფსვენი
ჴ., ფსვლიკი გუდ., მთ., ფსლიკვი ფშ., მსუენი (ძვ. ქ.) ხვლიკი. (ხევსურეთში დიდი ხვლიკი არ იცის და ფსვენი აღნიშნავს პატარას, გურიაში რომ ტინტილას ეძახიან). ფსვენი თ., შიტყორი თ. ტინტილა [აღვარტი თ. (ჩაღმებში, პირიქითში) დიდი ხვლიკია]. მთიულეთში ფსვლიკი პატარა ხვლიკია, დიდს ხლუკს ეძახიან.

ფსვლიკი
ფშ. ნ. ფსვენი.

ფსიტი
ფშ., ჴ., თ. არჩვი (მამალი, გინდა დედალი).

ფსრე
გუდ., ჴ., ზ. ფშ. ფარცხის ქვეშ გაგდებული ფიჩხი. ნ. გაში, ჯიჯღი.

ფსრიტი
თ. მსუნაგი.

ფსუკი
ჴ. ნ. ფსუტი.

ფსუტი
ჴ. (იშვ.), ფსუკი (კიდევ უფრო იშვ.) cunnus. ფსუტი (იშვ.) თ. ფსელი. მოფსუტე თ. მოფსი (ბალღებს ეტყვიან).

ფუნალას
ჴ. ნ. ფუჰაჲ.

ფუნდრუკ-ი
დაფუნდრუკება, შაფუნდრუკება წ. ფშ. გაჯავრება, ტლინკვა. რას ფუნდრუკაობ (ბავშვს ეტყვიან გუდამაყარში). რას ცელქობ, რას ხტი. ფუნდრუკობა მოჴ. „შაფრენ-შახტომა“.

ფურ-ბერწა
ჴ. (გურო) ბალახის ძირია, ჭამენ.

ფურ-ი
ჴ. ძროხა (ჴ.მას.). ნ. ძროხა.

ფურ-მაჴარობელი
თ. ნ. მაჴარობელი, მეჴარობლე.

ფურების ბედის კვერი
მთ. შდრ. ჴართ-კვერი.

ფუროვანი
თ. ფურების ნახირი (საპირისპიროა ჴაროვანი).

ფუტა
მოჴ. ნაკუწებისაგან შეკერილი რისამე გამოსაკრავი (მაგ., თეთრეულისა). არ.-სპ. .فوطة

ფუტკარი დავწველეთ
ნ. წველა.

ფუტკნა, ფუტკენა
ჴ. (არხ.), ფშ. ქათმის მიწაში გორვა („კვერცხი ესახება მაშინ“). იფუტკნება მთ., მოჴ., ფშ. გორავს (ქათამი) თავის ამოჩიჩქნილ მიწაში. იბუტკნება გუდ. იგივე. ფუტკვაობს თ. იგივე. ნაფუტკნი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უმამლოდ დადებული კვერცხი“. ნაფუტკნის კვერცხი ჴ. (არხ.) იგივე (ვერ გამოჩეკს იმისგან), ნაფუტკვაჸები კვერცხი თ. იგივე. „უფუტკნიაო, ვიტყვით, უხეიროდ რომ მოსთიბოს კაცმა“ (მთ.).

ფუფქ-ი
ჴ., ფიფქი (იშვ.) „მშრალად მოსული თოვლი, არ დადგება მთაში და წამოვა ზოვი“ (გუდ.). ფუფქი, ფუფქარი მთ., ფუფქარა, ცუმცქარა თ. იგივე. შდრ. ყაპყი.

ფუფქარი
ფშ. ღადარი, ცხელი ნაცარი. ნ. თუთქარი. ჴოჴავ, კარგა ვერ მოგიჴდა წასვლა დარიელაზეო: კაის ცოლის მაძებარი, დარჩი ცარიელაზეო. ახლა ფუთქარ დაიყარე მაგის თავრიელაზეო (ფშ.).

ფუშ-ი
ფშ., ერწო-თიან, გუდ., მთ., მოჴ., ფუშვი თ. ფუში, ტრიკი.

ფუშ-კვრივა
ჴ.დაბალი ბალახია.

ფუშვა
ნ. გაფუშვა.

ფუშრუკი
მოჴ., ჴელ-ასმურა მოჴ. მშრალად შეზელილი და ადუღებულ წყალში გამოხარშული ცომი (ატრია კიდევ სხვა არის). აფშრუკვა ჴ. მშრალად შეზელა.

ფუცხი
(1) მთ., ფოცხვი ფშ., ჴირტალა მოჴ., სარევი ჴ. ფაფის სარევი სამ-თიკიანი ჯოხი. „ფუცხი შიგ იყო და კოვზი ამბავს უამბობდაო“ (მთიულური ანდაზა).

ფუცხი
(2) ნ. სათარი.

ფუძე
გუდ., მთ., მოჴ., ფუძი, ფუძვი „სახლის მიწა, ნიადეგი, სამყარო“ (მთ.), ფუძე თ. სახლის მიწა, რაზედაც დგას. ფუძის ანგელოზი.

ფუჭვი
ჴ., ღუჭი მოჴ. მური ქვაბისა, გარეთ მოკიდებული. ნ. ჴაჴვლი, ღუჭა.

ფუჰჲ, ჶუჶაი
ჴ. შორისდ. თფუ, ჸუჶაჲ თ. ა) უჰ, ბ) თფუ. ფუნლას ჴ. შორისდ. თფუ. ფუჶა, ფუჰა ჴ. თფუ (იტყვიან, ცუდი სუნი რომ მიედინება), ფუჰ თ.

ფქვა
ნ. დაფქვა.

ფშა
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. ჭალაზე მდინარის პირად გამომდინარე წყარო, რომელიც ზამთარში თბილია, ორთქლი ასდის და არ იყინება, ზაფხულში კი ცივია. ფშის წისქვილი ფშიან ადგილზე დადგმული წისქვილი, რომ ზამთარში არ გაიყინოს.

ფშავლები:
ხურჯინებს“. ბატკანი ჩნდება ბატკნის განაკრეჭს ჰქვია კრაველი, შემოდგომაზე განაკრეჭს დიდ ცხვრისას მატყლი და გაზაფხულზე განაკრეჭს რისვი. კრაველისას ჩოხა-შარვლებს ქსოვენ. მატყლისას ტომარა-ფარდაგებს და რისვისას წმინდა

ფშანტალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ძალიან რბილი ქვა“. ფშანტალა ქვა მთ. ქვა-მბილა ჴ. ჩეთი ჴ.

ფშანტურა
ფშაველი ხარ, ფშანტურაო, ან მგელ შაგჭამს. ან ტურაო. (ვარ: ხან მგელი გჭამს, ხან ტურაო). ეს რომ ვუთხარი ერთ ფშაველს, მან მიპასუხა: ეგრე კი არა, არამედ აგრე უნდაო: ფშაველი ვარ, ფშანტურაო, ვერც მგელი მჭამს, ვერც ტურაო.

ფშვინდი, მშვილდი
თ. ა) მშვილდი; ბ) ქამანი (ვიოლინოსი).

ფშვნეტა
ნ. დაფშვნეტა.

ფშლარტა
მოჴ. ნ. მწყურიელა, საწურავაი.

ფშრუკვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცომის ასვრემა ან ნაცრის აზელა“. ნაფშრუკაი ფშ., მთ., ფუშრუკი მოჴ. (ნ.).

ფხა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. საჭრელი იარაღის პირი (დანისა, ხანჯლისა, ხმლისა, ცულისა, ნამგლისა). ფხიანი ყოჩაღი, მარჯვე. მოჴ. მაგარი (ასეა!) კაცი და სხვ.; ჴ. ძალიან გალესილი, ძალიან მჭრელი. დაგიფხაებავ გაგიფხავებია, კარდაგ გაგილესავს (ჴ. მას.). ჩემო ნამგალო რკიანო, გასჭერ, გამიძეღ წინაო. მტრისათვი გაფხავებულო, მოყვრისთვი მოსალხინაო (მოჴ.).

ფხაჭვა, გაფხაჭვა
ჴ., თ., ფშ. დაკაწრვა, დაფხაჭნა, დაგაზვა. დაფხრაჭვა მოჴ., დაფხრაჭული მოჴ. ნაკაწრი (ნ.).

ფხინი
ჴ. მოკაული ჯოხი, გარის ასაწევ-დასაწევი ქსელში. ქოჭი თ., საჩიტურა გუდ.

ფხლაკვნა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხტომა, განძრევა, შეთამაშება“. გაფხლაკვნა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გაფანთხალება“. მიზის კითხვის ნიშანი. „რას იფხლაკნები – რას იბღიჯებიო“ (მთ.), იფხლაკნებაო, კლაკნა, კრუნჩხვა.

ფხოველი
(ძველად) ფშავ-ხევსურეთის მცხოვრები.

ფხოლ-ი, ფხოლა
გუდ. მცენარეა, კაკლის ოდენა თავს იკეთებს, რომელსაც ჭამენ, მისი წვერი ფხოლის თავაი. პირველში რომ ამოვა, ის არის ღიმა (მოჴ.) ანუ ჭიმა (ჴ.), გაიზრდება და სასხეპია (მოჴ.) გახდება. ხიფხოლა ფშ. (ძირიც, ღერიც და ფოთლებიც) ხიფხოლა ჴ. იმაზე ჭიმა (ჴ.) ამოდის. ხაფხოლი თ., ფიფხოლა ერწ.

ფხრე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კარღალალა“. ფხრე ჴ. თხლად მოქსოვილი ან დაწნული (სიცივეს ან წყალს ვერ დაიჭერს და გაუვა).

ფხუკება
ჴ., თ. ნ. ფხუნება.

ფხუნება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მისხმა რისამე, მიფხუნება, მიწრინტება (იმერ. ფხურება)“, სხურება, პკურება. ფხუკება ჴ., თ.

ქაბილა
ჴ., ქაბილაჸი თ. ერთხელ გადაჩეჩილი მატყლი, დაგუნდავებული. მატყლი სამჯერ (თუშეთსა და ფშავში ორჯერ) უნდა გადაიჩეჩოს. კიდევ უნდა გადაიჩეჩოს და ჴერელი გამოვა. ნ. აკეცილი, ნამტენაი.

ქაბუზვაჸი
თ. ბზრიალა (მათრაჴით საცემი). ნ. კოკობზიკა.

ქადაგ-ი
ჴ., ფშ. კაციან ქალი, რომელიც ვითომც „ქადაგად დაეცემა“ ღვთის ძალით და შემდეგ რომ ქადაგობს, ვითომც ღვთის პირით უქადაგებს ხალხს. ქადაგ-მკითხავნი ჴ. (ჴ. მას.).

ქადის კვერაი
მთ. ხეა. წითლად დაისხამს ოთხ-კუთხ ნაყოფს. „წვრილი ფათოლი აქვს“ (მთ.).

ქადლ, ქედლ
მიქადლება გუდ., ფშ. (ვაჟა, 486, 7 ქვ.), მიქედლება ჴორ. მიყრდნობა. მიქედლება თ. გვერდის წაკვრა ვიწრო გასავალში.

ქავ-ი
(1) ჴ. (ნ. ურბ.-ჭყ.) „ციხე, გალავანი“. ბესარიონით: „ქავი სიმაგრე ქვისა, აშენებული როგორც კრეპოსტი საყარაულო ადგილას“. ქარ-ციხე მთ. იგივე. ქავი ჴ., თ. ციხის გალავანი.

ქავ-ი
(2) ქავაჸი თ. (ჩაღმებში, პირიქით) საქსლო, სადაც ტოლებს ქსოვენ.

ქავ-ციხე
ნ. ქავი (1).

ქავაი
(3) ჴ. (შატ.) კორა, თოფის გასანიშნებელი.

ქაზდარი
ჴ. „სახლის უფიცრო პოლი“ (ბეს.). ადგილი სამყოფოში (ნ.) ყვერფსა (ნ.) და არდაბაგას შორის (ნ.), შუაყანა მოჴ.

ქათრ
ნ. გაქათრვა, ნაქათრი.

ქაიბური
ფშ. (ხიზ. 196, 1; 197, 3) მშვილდის ტარზე მბრუნავი ნაჭდევებიანი რგოლი, რომელიც მშვილდის დაჭიმულ ლარს იჭერს, ვიდრე დასხლტებოდეს. გოზა გუდ., ბოძალდი ფშ.

ქაიფ-ი
ჴ. ქეიფი: მაქაიფდებიან ჴ. (ჴ. მას.).

ქალ-ზალი
ჴ. ქალი და რძალი. ქალი ვინც ერთ რომელსამე გვარში დაიბადა და გაუთხოვარია, ან გათხოვილია და სხვა გვარშია წაყვანილი. ზალი ვინც სხვა გვარში დაიბადა და აღიზარდა და შემდეგ გამოთხოვდა და თავის გვარში შემოიყვანეს. მექალზლე მემრუშე (საგინებელი სიტყვაა).

ქალ-ი, ქალა
ქალა (ყ. 890, 8 ქვ.) მიმართვა ცოლისადმი. ქალ-შავა (ყ. 238, 17, 25; 641, 10 ქვ.); ქალ-შავო გუდ., მთ., მოჴ. ქალ-კუპრო გუდ., მთ., მოჴ. მიმართვა ქალისადმი გაჯავრებით; წყევლაც არის. ნ. კუპრი, ქალ-შა(ვ)ო.

ქალ-შა(ვ)ო
მოჴ. წყევლაა. ნ. ქალი.

ქალამი
(არაბ. كلام ) „შემდეგ მოკითხვა, სალამი, ქალამი და...“ (ყ. 843, 2 ქვ.).

ქალბანი
ჴ. ქალამანი. ნ. კოხუჯი, ქალმარი.

ქალბატვნები
მოჴ. წენგარას ყვავილები. ნ. წენგარი.

ქალის ციცოი
ჴ. „ქალიშვილი“ (ბეს.).

ქალმანი
ქალამანი: ფეჴის ქალმანი გუდ., მთ., ფშ. ბახშიში, на чай, ფეჴის ქირა ჴ., თ.: ფეჴის ქალბანი თ. მეველისთვის მისაცემი საჩუქარი (ვთქვათ, რომ ფარა ან ჯოგი გაატარონ და მეველემ გზა უჩვენოს).

ქამ
ნ. ქმნა.

ქამანდ-ი
გუდ., მთ., თ. ცხენის დასაჭერად მარყუჟად გადაგდებული თოკი (სპ. .(كمند

ქამანდარი
მოჴ. (ყ. 8,1 ქვ., 873,6) (სპ. (كمنددار კარგად მსროლელი ქამანდისა.

ქამარი
(სპ. كمر ჴ., ფშ. ვერცხლით ან რითიმე შეზიკული სარტყელი [სარტყელი ჴ., ფშ. ღვედი (მარტო) სარტყლად].

ქამიშელა, ქიმიშელა
მთ. ძალიან რბილი ქვა. ნ. ქვა-მბილა.

ქამფარი
მთ. (იშვ. ქაფარი) მაღალი კლდე: „ქამფარს შეუდგაო“ – „მე კი გამიგონიაო“ – ერთმა მლეთელმა [ქაფარში გადასმული ჩანს შუა და ბოლო თანხმოვანი: ქარაფი → ქაფარი].

ქან
გაქანული გაქანებული, გამაქანული (ჴ. მას.). ნ. წამოქანდი.

ქანქანი
„იქ (დარიალში) კლდე იყო გახვრეტილი, გზა ქანქანით გაყვანილი... ამ ქანქანის ნაპირას გაეჩაღებინათ ცეცხლი“ (ყ. 5; 287, 15 ქვ.).

ქანჩ-ი
თ., ფშ., ჯოხი, რომლითაც თოკს მოუჭერენ რასმე („მოქანჩვენ“). ქანჩი მოჴ. ურემში სახმარი ჯოხი. ნ. საკოტარი.

ქანჩახ-ი
თ., ფშ. (ვაჟა, 290, 6 ქვ.) კლდიანი ადგილი. ქენჩახი გუდ., მთ., მოჴ. ტიტველი კლდე, კლდიანი ადგილი, მაღალი კლდე; ქენჩახი, ქენცახო მოჴ. კლდის წვერი. ქენჩახი ფშ. მაღალი მწვეტი კლდე.

ქანძ
გადაიქანძნეს ჴ. გადაიქმანჯნენ, გადაიკარგნენ (ჴ. მას.). შდრ. ქმანჯ.

ქაჟდონა
( < ქაშ-დონა?) მოჴ. სიმინდის ფქვილისგან თხლად გაკეთებული ფაფა, ფაფა ჴ.

ქარ-ი
მუჴლებს შაუჯდა ქარია ჴ. გამალებით გაიქცნენ (ჴ. მას.).

ქარ-ციხე
მთ. ნ. ქავი.

ქარა ცხორი
მოჴ. ნ. ხულა ცხორი.

ქარა-ცვარა
ჴ., ფშ. ცრუვი (ნ.), ამპარტავანი; უვარგისი, მწერელთ-ტყვე. ქარაჭი ჴ. პირზე ან ტანზე ამძვრალი კანი (ვთქვათ, ნასიცხარისგან).

ქარაზღა
ნ. ქარასხა.

ქარაპი
ნ. ქარაფი.

ქარასყა
ნ. ქარასხა. ქარასხა ფშ., ქარაზღა ჴორ., ქარასყა, ქარასხა გუდ. გუდა-სტვირის ჩასაბერავი და დასაკვრელი ნაწილი. თითის დასადები თვალი ქარასხაზე – დედანი (გუდ.).

ქარაფი
(ს. ქარაფ) ფშ., გუდ. დიდი ჴაჴი. ქარაფი მოჴ. გალესილი კლდე, სალი კლდე (ჴელ-ფეჴი ვერ მოიკიდოს კაცმა). ქარაფი ჴ. მთაზე გადმოკიდებული კლდე; გადმოხურული, წამოხურული კლდე; ქარაფი ფშ. მაღალი კლდე. ქარაპი თ. მაღალი, მიუვალი კლდე. კეპი ჴ. გამოცხვირული, გამოკუზული კლდე. ნ. ქამფარი.

ქარაშოტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უცებ ამოვარდნილი ქარი“, თანაც წვიმიანი. ქარაშოტი მთ. ძლიერი წვიმა და ქარი. ქარაშოტი თ. ქარი და თოვა.

ქარაჭი
ფშ. გადამძვრალი ქერქი (აიქერაჭა). ხის ქერქზედაც ითქმის – ხის ქერქი, თხლად გადამძვრალი. ქერეჭა თ. ხის ქერქი.

ქართველი
მთიელთ ენაზე ქართველი ნიშნავს ქართლელსა და კახელს.

ქართლი
ნ. გულ-ქართლი.

ქარიპანი
ჴ. აივანი (ზევიდან დაფარებულია და გვერდებზე არაფერი არა აქვს). წინგარდა ჴ. ბანი ქარიპნის შემდეგ (დაუხურავი).

ქარისტყანია
ნ. მექარია.

ქარსალაობა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ზამთარში სუბუქად ჩაცმა ან სიცივეში გაუფრთხილებლად სიარული“.

ქარსაოტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მსუბუქი რამე. ხა იხვია, ხა ბატიო, ახლა წმინდა საოთები. არ მინდიხარ, არ წამოვალ, თვალში მექარსაოტები“.

ქარსლი
(1) მთ., მოჴ., ყოპყი, მსუბუქი თოვლი. „ცოტა რამ დაუქარსლავ“ (მთ.). ნ. ყაპყი.

ქარსლი
(2) მოჴ., ჴ. გაყვლეფილი ტყავი თხისა, ცხვრისა ან ხბოსი. გაქარსლვა მოჴ. კანის აძრობა. ბერებს ესროლესო, საკუარში ააცდინეს (ტყვია), ის გაუქარსლესო (მოჴ.).

ქარქაში
(სპ.) ხმლის ბუდე (ჴ. მას.). ქარქაშობა ნ. ცულის ყუობა.

ქარქვეტა ქარი
ფშ. (ჩარგალი), ტარხვიელა ფშ., ბორბოწია ქარი ფშ. გიგალი.

ქარშიკი
ფშ. ცხენის შუა მოსართავი, მოქსოვილი (საპალნისთვის და უნაგირისთვის ღვედია). ქარშიკი მოჴ. მოქსოვილი სარტყელი (კაცისთვის). ნ. გარსაკრი, კარშიკი.

ქარჩ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „რკინის იარაღი, მიწის სათხრელი, წერაქვი“. ქარჩვა გუდ., მთ., მოჴ., ფშ. ჴ. თოჴნა, მიწის დამუშავება ქარჩით. ქარჩი თოჴის მაგივრობას ეწევა მთაში ქარჩი წერაქვივით ან თოჴივით არის. ბოსტანს იმით სწმენდენ გუდამაყარში. თოჴი ბევრს არც კი აქვს, ქარჩი კი ბევრია. თოჴი (მიღმაჴევში) წერაქვი. ქარჩი, თოჴი და წერაქვი (ორზაპი) არხოტში: ქარჩი: ერთი მხარე პირიანია (სამი თითის სიფართე), მეორე – მწვეტი. თოჴი: ქვედა მხარე მწვეტი, ზედა მხარე ყუა. ორზაპი (წერაქვი): ორივე მხარე მწვეტი.

ქარწბი
ნ. კარკალი.

ქარჯინა
(ოს. ქრძინ) მოჴ. ქერის ხმიადი. ცივ წყალში მოზელილი და უხაშოდ გამომცხვარი ქერის პური. გუდუნა იგივეა, რაც ქარჯინა, მაგრამ პატარა კვერად გამომცხვარი. ნ. გუდუნა.

ქასური
მოჴ., ჴ. სალესავი ქვა. ნ. ჩალხი, ხოხი.

ქასქასი
(რაზ.-ჭყ.) „ქაქანი სიცხისა და დაღალვისაგან“. ქასქასებს მთ. „გული იბრძვის, იტაცებს, მაგრა არა გამოუდისო, ხოვი არა აქვსო“.

ქაფარი
გუდ. „ძალიან ეკლიანი მეცნარი (ჰო, ასეა! მცენარე) ხე, ბალახი“ (გუდ.). ნ. ქამფარი.

ქაქ
გაქაქული ჴ., თ., ფშ. გაფანტული, დაქსაქსული: „ბატონო, – ხევსური ეუბნება მომრიგებელ მოსამართლეს, – ჩვენჩი ძველის-ძველი ბელ-ას გაქაქული და შენ ენა-პირის მეტი ვერა გასწმენდსო“.

ქაქეში
ჴ. (?) „(ცოლმა) წინა დღით მოკლული ჯიხვის ხორცი აიღო და გახურებულ ქაქეშზე... მწვადის საამო სუნით იჟღინთებოდა ჰაერი (ლ. ბალიაური, ბუსკაის მწკალი, „ლიტ. საქ.“ 20. 7. 1939).

ქაშ
გარმაქაშვა ჴ. სწორებო, თქვენის ნდობითა, მთას ფიფქნი გარმავქაშენა (ჴ.).

ქაშდონა
ნ. ქაჟდონა.

ქაშქანი
ნ. ჩაჩქანი.

ქაჩ-ი
მოჴ., ჴ. „ცხვარი ქაჩებით [ქიჩებით?] თოვლს ვეღარ გასთხრიდა“ (ყ. 739).

ქაჩაჩი
(1) თ., ქუჩუჩი ჴ., ქუცუცი მთ., მოჴ. (მრ. ქუცუცები) ჩლიქი (ცხენისა, ძროხისა და სხვ.). ნ. ჩიქი.

ქაჩაჩი
(2) თ. ცხენს რომ ჩლიქს ზემოთ გამობერილი აქვს და ზედ ბალანია ამოსული.

ქაჩლიანი
(სპ. كچل ბელატი) მოჴ. ნ. კეტრიანი.

ქაცაბანი
ფშ., ჴ. (არხ.) უბალახო ადგილი. ქაცაბანი ჴ. (შატ.) გვერდო ადგილი: ქაცაბანი მოჴ. (?) დაბალი ბალახი, წვრილი. ცხვრისთვის არის კარგი. საპირისპიროა შალდაყი.

ქაცაბუნა
ნ. მექაცაბუნაე.

ქაჯ
გადაიქაჯა გუდ., მთ. დაიჴაფრა, დაიკარგა, გადაიღუპა. გადაქაჯვა თ. გადაკარგვა. ნ. ქმანჯ.

ქაჯია
ფშ. ცხოველის წინა ფეხის ძვალი მუხლიდან ჩლიქამდე. ნ. კაჩა.

ქაჯის თმიანი
ნ. იარაღები.

ქედანი
ნ. გვიძიონა.

ქედლ
ნ. ქადლ.

ქევხუდა
მოჴ. (იშვ.) დიდი ვაჭარი, ქემხუდა გუდ., მთ. მდიდარი (სპ. كدخدا მამასახლისი).

ქეზიკი
თ., ფშ. (ჩარგ.) ხვედრი, წილი გაყოფის დროს.

ქეთლი
(ინგ. Kettle) ფშ., გუდ., თ. ჩაიდანი.

ქემხა
ნ. ქევხა.

ქემხუდა
ნ. ქევხუდა.

ქენჩახი
ნ. ქანჩახი.

ქერ-იფქლა
თ. ბალახია. ქეროზა ჴ. ნ. ქერონა.

ქერ-შველი
ფშ., თ. ჩარათი ქერი. ნ. ფიცარ-ქერი, ჩარადი.

ქერა
თ. ჩიტია, მთაში ცხოვრობს. ნ. ქერაჸ-ჩიტი.

ქერაჭი
ფშ. ამძვრალი კანი (კაცისა, ხისა). ქერეჭა თ. ხის ქერქი. ნ. ქარაჭი. ქერაჸ-ჩიტი თ. ჩიტია ერთი (ქერონა?). ქერის ხატორი ფშ. (რაზ.-ჭყ.). „ჯინჯილა ქერისა“, ნაჯენჯალი ქერისა, ჩერჩო (ქერქი რომ შემოსცვივა).

ქერეჭა
თ. ნ. ქერაჭი.

ქერონა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბეღურას ჰგავს. ფრინველია. ხევსურები ქეროზას ეძახიან“ („ქერს ჭამს და იმად ვეძახითო“, ხევსურებმა). ქეროზა ჴ., ქერუა ჴ. (მიღმაჴ.) ნ. ჭივჭავი.

ქერქ-ი
გაქერქული ჴ. ქერქ-გამძვრალი (ხე), გაქერქილი გუდ., მთ., მოჴ. იგივე (საქონელზედაც, თუ გაყვლეფილია).

ქეშელა, ქეშლური
ნ. ქიშელა.

ქეჩი
(თურქ. ქეჩი თხა) ჴ., ფშ., მთ., მოჴ., (რაზ.-ჭყ.) „ცხვრის ფარის წინამძღოლი ვაცი“. ვაცი თ. „მაღალი, რამდენიმე წლის თხა, რომელიც წინ სიარულს დაჩვეულია და ცხვარს გზას უკვალავს“ (ყ. 542, შნშ.; 650 შნშ.). გაქეჩვა თ. ვაცის წინ გაგდება ცხვარში. ა, ქეჩი! (გუდ.).

ქვა-კაცი
ფშ. ნ. მილიონა.

ქვა-მბილა
მოჴ., ფშ., ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ძალიან რბილი ქვა, ხელით იჭყლიტება“. ქამიშელა, ქიმიშელა მთ.

ქვა-ჭრა
მოჴ. თამაშობაა.

ქვაბი
ნ. საქვაბე.

ქვე
(ნაწილაკი) იხმარება უმთავრესად (ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად) ზმნის მნიშვნელობის გასაძლიერებლად, როგორც ქვ. იმერული ქე, ან (კიდევ უფრო) რაჭული ქვე (მეგრ. ქო, სვან. ჩუ). ქართულ სალიტერატურო ენაზე მისი ბადალია ზოგჯერ კი, ღა. იხმარება ყოველგვარ წინადადებაში (თხრობითში: ჩვენ ქვე გაგვიდისა-დ’ ნაჩალნიკ-პრიშტავები ქვე შჭამთავ; არ მინდავ არაყივ, თივას ქვე მივსცემავ; ახლა ბევრ ქალ ქვეც არ ასრულებს ამ კანოლს), ბრძანებითში (ცხენებით ქვე წავიდათ!), კითხვითში (უთქომ ერეკლეს: ქვე ჩემნ ჴევსურნ რას ჩადიან? ...შვილო, რაიღ გვეშველების, ქვე ომში მიგვიხოლა?... მაგან ქვე რად შეგაწუხა?), ნატვრითში: („აი ქვემც გწყალობდასთ ნაჴსენებ ანგელოზი!... შვილ რო გაჩინდების, მამაიმც ქვე მახკვდებითავ) (ჴ. მას.).

ქვეთ
ჴ.: ცას ქვეთ ცას ქვეშე (ჴ. მას.).

ქვენ
ფშ., ჴ., თ. ქვევით, ქვემოთ (საპირისპიროა ზენ): თუ მუხლის ქვენ დაიჭრა (ჴ.), ქუენ ჩაიარა (ჴ.), ქვენ წავალი (თ.); ქვენით ჴ. ქვეიდან.

ქვეხა, ქემხა
ფშ. შეძლებული, მდიდარი.

ქვირცინა
ნ. ქურცინა.

ქვის გადაწევა
მოჴ. (ყ. 547, 11 ქვ.) თამაშობაა. ჯილდოს ის აიღებდა, ვინც დანიშნულ ალაგს ქვას გააცილებდა („გადაუწევდა“). ქვის რეკება თ.

ქვისელი
მთ., მოჴ., მქვისელი ჴ., ბაჯა თ. ქვისლი.

ქვიტკირი
ჴ. ქვის სახლი; ციხე (ჴ. მას.).

ქიბოჯაი
მთ. ორ-კაპი ჯოხი, რომელიც უჭირავს გუთნის დედას, თუ ცალ-ჴელიანი გუთანი აქვს. მარცხენაში უჭირავს ცალ-ჴელა და მარჯვენაში ქიბოჯა, რომლითაც აწვება წერწენას (წერწერას), რომ გუთანი მიწიდან არ ამოვარდეს და ღრმად მოიხნას. უყუსაყრელი მოჴ. (ფარცხვაშიც იხმარება).

ქიმი, ქურის ქიმი
ჴ. ამოკუზული ლოყაზე, თვალს ქვემოთ. ქიმი თ., ფშ. კუთხე, კუთხის ნაპირი.

ქიმიათ
დაქიმიათება ფშ. ძალიან მონდომება.

ქიმიტი
გუდ., მთ. „სვემდას, შჭამდას, ვერ ძღებოდას“. აქიმიტდა, დაქიმიტდა (გუდ., მთ., მოჴ.) მეტის მეტად მოჰშივდა (კაცს, საქონელს). „იტყვიან მსუნაგ კაცზე: აქიმიტდაო“ (მთ.). შდრ. დაქიმიტება ქარ. (რაზ.-ჭყ.) „თვალი და გული რო ვერაფრით გაუძღება“.

ქიმიშელა
მთ. ნ. ქამიშელა.

ქინთ-ი
ჴ. „არაყის ტიკი“ (ბეს.), ტიკჭორა, შდრ. ქინთელა.

ქინთელა
ჴ. შარდის ბუშტი. ქინთელა თ. საქონელს მუცელში გაუჩნდება პატარ-პატარა წყლიანი ბუშტები და იმას ეძახიან. ნ. თინქელა.

ქინტო
ჴ. ნესტო.

ქირ-ი
(1) ჴ., ბირკი ფშ. ძირხვნისა ან სხვა ბალახის ყვავილი, რომელიც გახმება და ცხვარსა და კაცის ტანისამოსს მიეკვრება.

ქირ-ი
(2) თ. წვინტლი, ცხვირიდან რომ უნებურად ჩამოუვა კაცს სიცივეში.

ქირა
(არაბ. كرا ) ნ. ფეჴის ქირა.

ქირმანი
მოჴ. ნამჯაში დარჩენილი ბალახი. ვინც შეასწრებს და ცხვარს მოაძოვებს, ნამჯის მეტი იქ არა დარჩება რა.

ქირმარი
თ., ქირმალი ფშ. შდრ. ქირმანი.

ქირცა
ჴ. ბალახია, კლდეებში მოდის. დაბალი, რბილი და სუფთა ბალახია.

ქირჭო
ჴ., გუდ., ქიჭო გუდ., კავი რისამე ჩამოსაკიდებლად. კანჭულაჸი თ.

ქირჯვა
(რაზ.-ჭყ.) „ძრახვა, ვინმეზე აუგის ლაპარაკი, იმერ. ქირდვა“. ქირჯლვა მთ., მოჴ. გაქირჯლა, ქირჯლავს მოჴ. დასცინის, აძაგებს.

ქისი
თ. (კახეთიდან შემოტანილიაო) სათამაშო კოჭის მესამედ დაჯდომა ჭვირის ხვაცზე. თუ კოჭი პირველად დაჯდა ჭვირის ხვაცზე – ჩურგენი, თუ მეორედ დაჯდა – პატივი, მესამედაც თუ დაჯდა – ქისი.

ქისტიშვილები
ჴ. ქისტები.

ქისტურ-ცერღარი
ნ. იარაღები.

ქიტ-ი, ქიტა
ფშ., გუდ., მთ., თ. დიდი, ღრმა კოვზი (ქვაბიდან წვნის ამოსაღებად), ქოშაი მოჴ. ნ. თუშურა.

ქიტურა
ფშ., გუდ., თ. პატარა კოვზი.

ქიშელა
მოჴ. „ტყავის ტომარა, მოქნილი და მოზელილი, რომელსაც სისველისა და ნოტიოსი არ ეშინიან“ (ყ. 779). ქიშელა გუდ., მოჴ. გაყვლეფილი გუდა. ქეშელა მთ. „ბატარა რუმბი“, ღვინის გუდა. ქეშელა, ქეშლური უბეწვო გუდა.

ქიჩ-ი
(1) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქსლის საქსოვი, ყდის ნაწილია“. ქიჩ-ი (მრ. ქიჩები) ზ. ფშ., ჴ., გუდ., ჴორ., მთ. საქსოვი ყდის თიკები.

ქიჩ-ი
(2), ქიჩაჩი (1) ფშ., ჴორ., გუდ., მთ. ჩლიქი. შდრ. ქაჩი.

ქიჩაჩი
(2) თ. ცხენს რომ ფლოქვს ზემოთ გამობერილი აქვს და ზედ ბალანია ამოსული.

ქიჩილა
ჴ. ჩიქილა ფშ.

ქიჭო
გუდ., ქირჭო ჴ. ჩამოსაკიდი კავი. კანჭულაჸი თ.

ქლინძი
(ვაჟა, 161, 1 ქვ.) ხრიკი, ეშმაკობა.

ქმანჯ
„ჴმა ქარმა გაიტაცა ჟღრიალით და ვინ იცის, საით გადაჰქმანჯა (ყ. 562, 4 – 5). ნ. ქაჯ. ქანძ.

ქმარ-ი
ქმრის ძმა ჴ. მაზლი (ჴ. მას.). უქმრუა ჴ. უქმრო (ფორმა კნინობითია).

ქმარ-ყოფა მოშლილი
თ., ფშ. ქმარ-შვილ-ამოწყვეტილი.

ქმარ-შავა
ნ. შავ-ბიჭა.

ქმნა
იქამს ჴ. შვრება, ჩადის; იქმენ ჴ. შვრებიან, ვიქამ, ვიქამთ (ჴ. მას.). (წყვეტილში იკარგება მ: ქნა). ნ. შემდგომი სიტყვა.

ქნა
პურის ქნა ჴ. პურის გამოცხობა. ქნა ჴ. გამოაცხო. „ჩემ დიამც გიქნა ჴ. ჩემმა ცოლმა გამოგიცხო. შდრ. დაქნა.

ქობდია
ნ. ქუბდია.

ქობულ-ი
ფშ., ქობულა მოჴ., ქუბულა თ., საბატკნე ჴ. ბატკნების სადგომი.

ქოთ-ი
ჴ. ხმაურობა, აყალ-მაყალი. ქოთობს ხმაუროს, რომ იქოთას (ჴ. მას.). ნ. ქოთქოთი.

ქოთანი
ჴ., მოჴ. ერბოს ქილა, ქოთანი თ. თიჴის ქილა (ყველაფრისთვის ხმარობენ).

ქოთუკი
თ. ნ. თავ-ქუდი.

ქოთქოთი
მთ., მოჴ. (რაზ.-ჭყ.) „ხმაურობა, ხმამაღლა ლაპარაკი“. ქოთი ჴ. ოთქოთი თ.

ქოით
მოჴ. ქვევით.

ქოითაი
მოჴ. ბოსელი.

ქომო
ჴ. ქვემო (ჴ. მას.).

ქომოვლები
მოჴ. ქვემოურები (იგულისხმებიან ქისტები).

ქოოდ
ჴ. მთლად, სულერთიანად, სრულიად (ჴ. მას.) „ქოოდ კილოს მიმიყვანეს – ძალიან შემაწუხეს“. „ქოოდ არა შესძლებია ხო მაგას, ბეჩავ ყოფილა“ (ბაჩ. „დროება“ 1885, № 187).

ქორ-ბეღელაჸი
ნ. ზემყნელი.

ქორა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თეთრი ხარი“. მთ., მოჴ. იგივე. ქორა ჴ. ჭრელი ხარი.

ქორა ზოკო
ნ. ქორო ზოკო.

ქორაფი
(1) გუდ. მთაზე გადმოკიდებული კლდე (პატარა თუა, ვეხია). ნ. ქარაფი.

ქორაფი
(2) „ქორაფი ხე არის“ (მთ.).

ქორო
თ. ნ. ქურო.

ქორო ზოკო
მთ., ფშ. კირცხილი და წიფელი ისხამს, საცა ზადი აქვს ან დამპალია. საჭმელია (კირცხილი არ დაისხამსო, ფშავლებმა მითხრეს). ქორა ზოკო ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქორაფი ისხამს; დიდრონი მსხვილი სოკოა, ჭამენ ფშავში, თუმცა გემო მაგდენათ არაფერი აქვს“.

ქორფა
ცხრა-ათი დღის ბატკანი. ნ. შიშაქი.

ქოსმანი
ფშ., გუდ., თ. ხელზე გასუქებული, ფარაში გაურვი (ცხვარი, ღორი). „უბეწვო საქონელი უჯიშო“ (ერთმა თქვა), „ბევრი ქოსმანი სჯობია ბალნიან ჴარს“ (მეორემ). ქოსმანი მოჴ. ა) თხელ-წვერა, ქოსა (კაცი). ბ) უბეწვო, უმატყლო (თხელ-მატყლა) ცხორი (ცუდია, რადგანაც მატყლი არ უვარგა, მხოლოდ ტყავი ქოსმანისა სჯობს, რადგანაც უფრო მაგარია. რომელსაც დიდი მატყლი აქვს, მისი ტყავი მალე იხევა). გ) ხელზე გასუქებული ღორი.

ქოქ-ი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. (ვაჟა, 401, 2 ქვ.). იხმარება წყევლაში: არ იყოს შენი ქოქი (გუდ.), გასწყდა შენი ქოქი (მთ.), შენი ქოქი ნუ იყოს აქაო“ (მოჴ.) (თურქ. ქქ ძირი).

ქოქა
ჴ. ძაფზე ასხმული ფერადი მძივები ყელის დასამშვენებლად ქალთათვის.

ქოქვერაჸი
თ. უფრო დაბლა, საპირისპიროა: ზეზერაჸი თ. უფრო მაღლა.

ქოქვესაკე
თ. ქვევითკენ, ზეისაკე თ. ზევითკენ.

ქოქლო, ქოქლუაი
ჴ. გარეთ ჩასაცმელი ქალთა (შიგნით ჩასაცმელი – სადიაცოი). ქოქომო ჴ. ჯუბაზე შემოსაკერებელი ნაოჭებიანი ნაკერი. ქუქუმო თ. ჯუბის ბოლო აშია, აჭრელებული. ნ. თიკვი.

ქოშა, ქოშაი
მოჴ. „ხის ჯამი ტარით, საიდანაც ცხელ წვენსა სმენ. მშვენივრად სხვადასხვა გვარად მომზადებულ წვენს თითქო რაღაცა განსაკუთრებითი გემო ეძლევა ქოშაში“ (ყ. 345). ქოშა მთ., მოჴ. დიდი კოვზია. ორი ქოშა ერთ ჯამს ავსებს (ქოშაი დიდია ქიტზე). აფაკაი ჴ. ღრმა კოვზი, უფრო ერბოს ამოსაღები (ჩამჩაზე ცოტა პატარაა).

ქოჩ-ი
ჴ. ნ. ქუჩი.

ქოჩახ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ძველი უხმარი ქოთანი“. მთ. ქოჩახში (ან სადღვებლის ძირი იქნება, ან რკინის ქვაბი), დედაკაცები მწვირეს დაიჭერენ და თავს დაიბანენ. ქოჩახა ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ქვევრის ან ქოთნის ნატეხი, რომელშიც საქონლის შარდს ასხამენ და თავს იბანენ ქალები (წყლით დაბანა წილს გააჩენს თავშიო), საზოგადოდ თიჴის ჭურჭლის ნატეხები (გუდ.). ქოჩხისა (ასეა!) მოჴ. იგივე. ნატეხარა ჴ., თ. იგივე.

ქოჭი
ჴ. ხისგან კუთხედ გაკეთებული წყვილ-წყვილი გადასაკიდებელი ჯორისა ან ვირისა, რომ აქეთ-იქით შეშა, ძნა ან თივა ჩაუწყონ და შინ მოატანინონ. ქოჭის კაპებზე ჩამოცმულია ლვილი, რომ ქოჭის ნაწილები თავისუფლად არ მოძრაობდეს. ქოჭი თ. ა) იგივე, რაც ხევსურეთში, ბ) ფხინი საქსოვ ყდაში. ნ. საჩიტურა.

ქოხ-ი
(1) გუდ., მთ., მოჴ., თ. საძოვარზე გაკეთებული მემცხვარის ბინა. ქოხი ჴ. სოფლის მოშორებით აშენებული კარავი, სადაც მშობიარე დედაკაცი მარტოდ-მარტო იმყოფება. შდრ. ბოსელი (2), სამრევლო, საჩეხი (1).

ქოხი
(2) მო ჴ. ეხი, გამოქვაბული კლდე. რუხი თ.

ქოჯო
ჴ. ფოჩი. ქოჯონი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კონა, გროვა“. ქოჯო თ. ა) რძის საწურავი, ბ) კონა საზოგადოდ, კერძოდ ცოცხი. ქოჯო ფშ. კონა (მაგ., ისრისა). ნ. ჩინჩხი.

ქრევა
ნ. განქრევა.

ქრეჯა (უქრეჯს, მიქრეჯდი)
ვისიმე საქციელის გამოჯავრება ამ საქციელის გამეორებით, მაგ., რომ დაახველოს, სხვამაც დაახველოს (ჴ. მას.). ნ. გაქრეჯა.

ქრთამი
ფშ., გუდ. ჯიბის ფული გასათხოვარი ქალისთვის.

ქრიანი
ფშ. ბეზირგანი, ასისთავი, ცუდი ყოფაქცევის ქალი. ნ. წარამარა.

ქრისტეჲ
ჴ., თ. შობა. ქრისტე-წელიწადი თ. შობა-ახალწელიწადი.

ქრისტეს ბალახა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უღრან ხევებში ამოდის, გრძელი მსუქანი ფოთლები აქვს. არდი-გარდმო სრე და სრე გადასდევს. ფშავლებს წამთ, რომ ამ ბალახზე უცნაური ასოებით ქრისტეს ტირილი წერიაო“.

ქრისტეშობისთვე, ქრისტის შობისთვე
ჴ. დეკემბერი (ჴ. მას.).

ქრისტის თიჴის კაცი
ნ. თიჴა.

ქრიჯ-ი
თ. ა) ნაველა მოჴ., ნაჭლიკა ჴ. ბ) ფქვილის ამოსაღები ალატიდან. ქრიჯა ფშ., ყოში ჴ. ალატიდან ფქვილის ამოსაკრეფი. ქრიჯი შატ.-მიღმა ჴ. ალატიდან ფქვილის ამოსაკრეფი ჴელ-ნიჩაფი. ჩიკორა გუდ.

ქსვა
ვქსავ ქსელს ვაბამ საქსოვად. შემდეგ კი ვქსოვ. ვიქსავ თ. ქსელსვაბამ. გამაექსოვების თავის თოფს ჴ. „გამაეკვრება თოფს“ (ბეს.).

ქსვივი
ნ. ქსუვი.

ქსუვი
ჴ., ფშ., ქსვივი თ. ძნელად დასაჭერი, მიუკარებელი (საქონელი). ქუბ-ი მოჴ. მჟოლი, ჟოლო, ჟოლი ჴ., ფშ., ჴვაფა თ., ქუბი და შავი ხილი (ყ. 239, 8 ქვ.), ხახამა, შავი ხილი და ჭუკი (ყ. 240, 8 ქვ.). „შავ-ხილაი კა ჩვენში (მთ.). „ჭუკი“ არ იციან ხევში.

ქუბდე
ჴ., ქუბდია (ქობდია) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხის სამარილე თავსახურავიანი“. ტაგანაჸი თ. იგივე მთიულეთსა და ხევში არ იციან.

ქუბდია
ნ. ქუბდე.

ქუდ-ბედ-ი
გუდ., ქუდ-ბედა ჴ. უჩინმაჩინის ქუდი (?). ქუდ-ბედიანი ფშ. ბედიანი, იღბლიანი.

ქუდ-ი
ქუდიანი ჴ. ქუდოსანი (საპირისპიროა მანდლიანი) (ჴ. მას.).

ქუდ-მოურობა
მოჴ. თამაშობაა. „ქუდ-მოურობა ცხოა“ (მოჴ.) ზემოთ აწერილ ქუდის გატაცებასთან შედარებით. ნ. ქუდ-უკვენაჸობა.

ქუდ-უკვენაჸობა
თ. თამაშობაა. ერთი გადაბოტებულია თავის ქუდზე და იცავს, სხვები ირგვლივ ეხვევიან და ცდილობენ, ფეხი გაჰკრან და გაიტაცონ. ქუდ-მაურაობა ფშ., ქუდ-მოურობა მოჴ. იგივე.

ქუდის გატაცება
მოჴ. თამაშობაა, რომლის აღწერა აქ ვრცლად მოგვყავს: არჩევნების გათავების შემდეგ „აიღეს ერთი სიპი რგვალი კენჭი და,ზედ დაფურთხების შემდეგ, მშრალი მხარე ქვისა ერთმა მიიღო თავის ნიშნად და დასველებული მხარე – მეორემ. შეაგდეს მაღლა. რომელი გვერდიც, სველი თუ მშრალი, ზეიდგან მოჰყვებოდა, იმ გვერდს ამრჩევ ბიჭებს ქუდი უნდა დაეცვათ და მეორეს კი გაეტაცნა. – თქვენია, თქვენია! – დაიძახა ერთმა მხარემ. – დასხედით, დასხედით! – მოისმა მეორეს ხმა და თამაშობა გაჩაღდა. პირველ ნაწილთა მოთამაშეთა ცალ მუხლზე ისე დაიჩოქეს, რომ ზურგი ერთმანეთსა ჰქონდათ შექცეული. ხალხი გაიშალა, გზა დაუგდო და მოთამაშეთ მეორე ნაწილმა დაუარა. ამათ უნდა ქუდი გაეტაცნათ და საკმაოდ მოშორებულს დანიშნულს ადგილზედ უნდა მიეტენათ, ხოლო მხსდომთ ან უნდა დაენებებინათ, ან დაეჭირათ მისკენ გაქანებული მტაცებელი და თუ ვინიცობაა, გაიტაცებდნენ, მსხდომნი წამოუცვივდებოდნენ, გამოუდგებოდნენ და ერთმანეთის მიშველებით უნდა წაერთვათ“ (ყ. 547 – 8).

ქუდური
თ. ამობერილი მიწა (ქუდსავით).

ქუმელ-ჴალი
ნ. ქუმელი.

ქუმელი
მთ., თ., ფშ. სელი. მცენარეა. იზრდება ფეტვის ოდენა. წვრილიმარცვლები აქვს. ზეთიანია. დანაყილს ან დაფქულს ერბოში გაურევენ (ქუმელ-ჴალი) და ჭამენ. ზეთსაც ჴდიან იმისგან, მხოლოდ ჩვენ კი ვერ გამოვჴდითო. „ზელის ზეთი მისი იჴდება“ (თ.).

ქუმირი
შდრ. ჴვიმირი.

ქუნთაი
მოჴ., ჴ., სანაცურა ფშ. ბალიში რომელსაც ქვეშ ამოიდებენ დაჯდომისას დედაბრები. შდრ. დუთქუნთაი.

ქუჟდო
თ. „ფეჴის“ და წინდის მოსაქსოვი ძაფი. ნ. ფეჴი (2).

ქურ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბავშვების მსუქანი გამობერილი ლოყა“. მიზის კითხვის ნიშანი. ქური ჴ. ლოყა, უმთავრესად რბილი ნაწილი. ლაყო გუდ., მთ., ჴ. „ქური“ მთიულეთსა და ხევში არ იციან. ნ. ლაყო.

ქურ-წითელა
ჴ., თეთრ-წითელა ჴ. (არხ.), წითელი ხილი მოჴ. ნ. დედ-ჟოლაი, თაგვისტომა.

ქურდ-ი, ქურდებ-ი
ჴ. ხუცესის მიერ კუმეტს (ორ იანვარს) ღამით განგებ სოფელში წაყვანილი დასტურები, რომ რამე „მოიპარონ“ (არაყი, ხორცი) და ხატში წაიღონ (ჴ. მას. 145 – 146).

ქურდად გასამჴდელო
ჴ. თუ ვისმე სოფელში რამე დაეკარგა და დამკარგავმა ვინმეზედ ეჭვი აიღო, იმან მომპარაო, უნდა დაუმტკიცოს. თუ დაუმტკიცდა, გადაახდევინებს. თუ ვერ დაუმტკიცდა, ეჭვ-მიტანილი კაცი თვითონ გადაახდევინებს ქურდობის დამბრალებელს ხუთ ძროხას, რასაც ქურდად გასამხდელოს ეტყვიან. „სამამფიცროი და ქურდად გასამჴდელო ხუთ ძროხაი ას რჯულად“ (ჴ. მას. 139, 14 – 15).

ქურეზი
მოჴ. ქვირითი. ვეწყი ჴ., ფშ.

ქურთ-ი
ჴ., გუდ., მთ., თხა-ცხვრის ნეხვის წივა, კალაპოტში ამოჭრილი. მოჴ. იგივე (ამოუჭრელი, უბრალო ბართი-ა მოჴ.). ქურთი თ., ფშ. ცხვრის ნეხვი საზოგადოდ. წივადაც ხმარობენ და ქურთია მაინც. ხევსურეთში, სადაც შეშა იშოვება, ქურთში ჴარ-ფურის ნეხვი არ ერევა, ყანებში გააქვთ სასუქად. სადაც შეშა არ იშოვება (როშკაში, ჯუთაში, ჭიმღაში, აგრეთვე მთელს ხევში), იქ ქურთი ნარევია: ჴარ-ფურის ნეხვზე შეაყენებენ ცხვარს, დაატკეპნინებენ და შემდეგ ამოსჭრიან. ქურთი გუდ., მთ. იხმარება კედლების შესალესად და ზამთარში ცეცხლის დასანთებად. ნ. დრემლა.

ქურთული
მთ., მოჴ., თ., თურქული ჴ. საქონლის ავადმყოფობაა: პირი ასტკივდება, დააყრის პირში და პერი ამოსდის, ვეღარ ჭამს. ფეხები ასტკივდება და ქიჩებს გააყრევინებს.

ქურთმული
ჴ., თ. გურდემლი, გვრდემლი გუდ., გრდემლი მოჴ. გრდემლი.

ქურო
თ., საფუჴარი ჴ. ხელთათმანი. ნ. საბუჴარი, საფუჴარი.

ქურსლი
ჴ. ფეხის გული საალაჴიდან თითებამდე, ტერფი თ., ფშ., გუთნის ქურსლი ჴ. გუთნის ქვემო ნაწილი, რომელზედაც საჴნისია წამოგებული და კვალს აკეთებს. ქუსლი მთ., მოჴ., თ.

ქურულა
ფშ., ჴ. ერთად მოქუჩებული ხალხი.

ქურცინა
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თრითინა“. „მის ნაკბენს მისივე (მკვდრის) მოსმა მოარჩენსო“. ქურცინი მთ., დედუფალა მოჴ. ზაფხულში წითელია, სთველზე გული გაუთეთრდება, აჰყვება მერმე სითეთრე და ზამთარში ზურგიც გაუთეთრდება, სინდიოფალა. ქვირცინაჸი, დედუფალაჸი თ. იგივე. „წინავ დედუფალას ეძახდეს“ (თ.), ვრცინი (ძვ. ქ.).

ქუსლი
მთ., მოჴ. ნ. ქურსლი.

ქუქუმო
თ., ფშ. ნ. ქოქომო.

ქუქუნაკი
ჴ., ფაფანაკი ჴ. მოკლე ჩასაცმელი, მეჯებამდე რომ უწევს; ქუქუნაკი გუდ. წამოსასხამი (ჴელები თუ არ გაიყრება საჴელეებში).

ქუში
ჴ., ქუჩი ფშ. მთის ბალახია უფოთლო. ნ. ქუჩი.

ქუშტი
მოჴ. ჭედილა.

ქუჩ-ი
ფშ., თ., ქოჩი ჴ. ბურჩხად ამოსული ბალახი მთაში. ნ. ქუში.

ქუჩა
ჴ. კონა. ქუჩა თ. მოქუჩებული რამ.

ქუჩება
ჴ. გროვება: დააქუჩეს მოაგროვეს, დაქუჩდა დაგროვდა, მაქუჩდა მოგროვდა, ქუჩდების, მაქუჩდების, შაუქუჩებავ შეუგროვებია, შაქუჩებული, მოქუჩებული (ჴ. მას.).

ქუჩუმა
ჴ. მოკლე ძაფზე ასხმული მძივები (ფარაგზე მოაკერებენ). ქუჩუმა თ. ა) ბურჩხად ამოსული მაღალი ბალახი (ქუჩი?). ბ) ბუთქვი ხე.

ქუჩუჩი
ჴ. ნ. ქუცუცი.

ქუცალა
ფშ., ჴ. „მოწვერილ“ თივაზე დასაფარებელი (ისევ თივისა), რომ წვიმა არ ჩაუვიდეს, კუჭი გუდ., თავ-ქუდი მთ.

ქუხნ
დაიქუხნებს ნაქარი (ჴ. მას. 190, 2) ქარის მოტანილი თოვლი დაიძვრის და გაიხმაურებს.

ქშერება
ფშ. ნ. ქჩერება.

ქშიტინი
გუდ., მოჴ. (ყ.692, 15 ქვ.) ატვენა (?), სისინი (კაცისა, გველისა).

ქშუტუნი
„დამსხვრეულ ფანჯრებიდან ქარი თავისუფლად შემოქშუტუნებდა“ (ყ. 217, 4 – 3 ქვ.).

ქჩერება
გუდ., მთ., მოჴ. ჴ., თ. გაქშერება ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გამეტება, რომ არაფერი დაენანოს სხვისთვის“. მექშერების ფშ., მექჩერების ჴ., თ. მემეტება, არ მენანება. საპირისპიროა მეწყალვის.

ქცევა
(1): ფეჴის ქცევა გუდ., მთ., მოჴ.., ფშ., თ. ა) გზიდან დაბრუნება. ბ) სიძის გაბრუნება ცოლეურთას ქორწილის მეორე-მესამე დღეს (ცოლს შინ დააგდებს).

ქცევა
(2) თ., მაქცეულობა, მოქცეულობა ფშ., გუდ., მთ., ჴ., თ. ყოფაქცევა. მაქცეულობა მოჴ. თავაზიანობა. უქცევს: ფშაურად უქცევს ფშაურ კილოზე ლაპარაკობს.

ქცევა
(3) ჴ., დაქცევა, მაქცევა, შაქცევა ჴ.: გაუქცევავ ცხენი ჴ. გაუჭენებია ცხენი. დაქცეულნი გაქცეულები, დაგვექცევიან გაგეგცევიან; გულ მაუქციე გული მოუბრუნე. მიაქცენით გამოიქეცით, მაიქცევიან გამოიქცევიან. შაქცევა პასუხის გაცემა, შაუქცევავ უპასუხნია, რა შაუქციოთ რა ვუპასუხოთ. ჴელის შამქცევნი ხელის შემბრუნებელნი; ზურაბისად ბევრს ვერა უქცევავ ზურაბისთვის ბევრს ვერაფერი უპასუხნია. ვერაფერი გაუწყვია. ნუ შაექცევი თავსაო – „გულს ნუ გაიტეხ, ნუ გაღბეჩავდებიო“ (ბეს.).

ქცეულა
ჴ. მიხვეულ-მოხვეული გზა, ჭირკვანაჸი თ.


(ნაწილაკი) ღა: ვინაღ ჴ., ვისაღ ჴ. გვითხარიღ და სხვ. (ჴ. მას.).

ღაბაჴი
თ., ფშ. (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 35), ჴაბაჴი გუდ. ყაბახი, თოფის სასროლი ნიშანი საზოგადოდ და კერძოდ მიცვალებულის სულის შესანდობრად დადგმული ნიშანი, რომელსაც თოფს ესვრიან ჯილდოს ასაღებად. ხევსურეთში „ღაბაჴი“ იციან ყველა რიგის გათავების შემდეგ. საღაბაჴე (როგორც მანძილი) ორასი ნაბიჯი, ორი საღაბაჴე. ჴ. ოთხასი ნაბიჯი. ნ. შაშანდობარი.

ღაბიში
თ. ლაზღანდარა, ყბედი.

ღადა-ღუდი
მოჴ. ოღრო-ჩოღრო. ღადა-ღუდე გუდ., მთ., თ. ოღრო-ჩოღრო, აღმართ-ჩაღმართი, ძნელად სავალი, „უჴედარი“(გუდ.), კლდიანი, ღადა-ღუდა (გზა). ნ. კიბურჭიანი.

ღადარი
თ., ნაღვერდალი ფშ. ნაკვერცხალი. ღადარი ფშ. ცხელი ნაცარი. ნ. თუთქარი, ღადარი.

ღადრი
მოჴ., ღადრუმი ჴ., ღადარი თ., ნაღვერდალი ფშ. ნაკვერცხალი, „ღადრივით ღუის“ (მოჴ.).

ღადუნი
(1) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კატუნი, გარეული კატა“. ველის ციცა ჴ., კატუნი თ. მე ჭავჭავაძე მეგონა, ღუბელატარის ნათლული. ეგ ჭავჭავაძე არ არის, ველის ციცაა, ღადუნი (ჴ.).

ღადუნი
(2) თ. უთავბოლო ლაპარაკი (მთვრალისა). რასა ღადუნებს (თ.).

ღალა
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. რძის სიმსუქნე, ნაღები. ღალა-უყარი ყველი მთ., მოჴ. ყველი, რომელიც გაკეთებულია ნაღებ-მოუხდელი რძისგან. ღალა-ნაყარი ყველი ყველი, რომელიც გაკეთებულია ნაღებ-მოხდილი რძისგან. ღალა ნაღებია, მაგრამ არ იტყვიან ღალა მოჴადეს რძესაო (გუდამაყარში იტყვიანო), იტყვიან: ნაღები მოჴადესო. საკურთხად ნაღებს ეძახიან (გუდ.). ნ. ნადუღალი.

ღალდა
ჴ. ბაღლინჯო.

ღანძილი
ნ. ბაშო, შიბუ.

ღარ-ბერა
ჴ., ბერ-ღარი გუდ., მთ., ბერ-ღარა ფშ. წისქვილის ღარის მისაშველებელი ღარი. წისქვილის უკანა ღარი (გუდ., მთ.). ღარ-ბერა თ. გზაში ჩაგდებული ღარი წყლის გასაყვანად.

ღარ-კეცა
თ. პატარა ღარი.

ღარ-წვრილა
მთ. წინა ღარი.

ღარადა
მოჴ. ასხმული კოჭები, ღარადელა ფშ., ჴ., ღარადინი ჴორ., გუდ., მთ. ძაფზე ასხმული და თავხეზე ან ჭერზე შემოხვეული კოჭები (მთ.). ფარღილი თ.

ღაღაბო
მთ. ჩიყვი. ნ. ჩიჩაყვი.

ღაჯ-ღაჯი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ღაჯ-ღაჯა ბევრი, ავ-ენა დედაკაცი“.

ღაჯია
ჴ. ცერზე წამოსაცმელი სამ რიგად ჩამწკრივებული წვეტებიანი საჩხუბარი რკინისა. ნ. ნახერხალა და მაღალი.

ღება
(ჴ.): მოღება (მაღება), ჩაღება და სხვ. მოტანა, ჩატანა და სხვ. მოიღა მოიტანა, გამაიღეს გამოიტანეს (ჴ. მას.).

ღელე
ფშ., გუდ., მთ. დაცემული ადგილი, დაბლობი, ვაკე (მთაში). ჩავარდნილი ადგილი (მთ.), ღელე ჴ. უღელტეხილი, ჩაწეული ადგილი მთაზე, სადაც თოვლი ადვილი გადასასვლელია.

ღერძ
იღერძა ჴ. იღრძო.

ღერძ-ი
ჴ., თ. ნ. წისქვილი.

ღვალი
ნ. ღოლი.

ღვარეული
ნ. ღორეული.

ღვარძლი
ფშ. ნ. სათრობელაი.

ღვდელი
ნ. ღმრდელი.

ღვედრება
ჴ. კვეხნა, თავის სახელის ხსენება.

ღვერვა, გაღვერვა
ფშ., ჴ., თ. ქერქისა ან ბალნის გართმევა, გაყვლეფა, კანის გაძრობა. ნიავის საღვერავო ჴ. საგინებელი სიტყვებია (ჴ. მას.).

ღვინობისთვე
ჴ. ოქტომბერი (ჴ. მას.).

ღვინჭი
ჴ., ფშ. თითის სახსარი, ჴომი თ. (ჴომს უფრო იმას ეძახიან, ამოკუზული რომ არის).

ღვინჭილა
ჴ. ნიჟარა. ნ. გველის თავი.

ღვიო
თ., ხვია ფშ. ღვია (?).

ღივ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ღოლო“. ღივი მოჴ., თ., ჴ. გაღვიძებული თესლის ამოღებული ყლორტი. „ღივ არეევ“ ჴ. (მიღმაჴ.) ქოოდ არ არისო“ (სრულიად არ არისო). „რომ რამე მოსთხოვო ჴევსურს, თუ არა აქვს, გეტყვის: ერთ ღივ-ჭაჭან არა მაქვს“ (ბეს.). ნ. გაღივება.

ღივება
ნ. გაღივება.

ღილღო
ჴ. ერთი ნაწილი (დასავლური) ქისტეთისა. აქედან ღილღველი.

ღიმ-ი
მოჴ. ნ. ღმინი.

ღიმა
მოჴ., ჭიმა ჴ., იმისი ძირი ხიფხოლა.

ღმერთ-მორიგე
ნ. მერიგე, მორიგე.

ღმინი
ჴ., თ., ფშ., გუდ., მთ., ღიმი მთ., მოჴ. ღიმილი. გაუღმინა მთ.

ღმრდელი, მღდელი, მღდელი
ჴ., მღდელი, ღვდელი მოჴ. თ., ღვდელი ფშ. მღვდელი. მღდლის უქმი ჴ. ერთ- ერთი თორმეტ მთავარ საეკლესიო დღესასწაულთაგანი. ნ. მღდელი.

ღო
(1) მთ., მოჴ., კნინ. ღუა ( < ღოა) ფშ., ღოლი გუდ. მარჴილის ორი ლატანი გვერდებზე, „მარჴილის ფეჴი“ გუდ., თ., მარჴილის ღო მთ.

ღო
(2), ღოლი ... ფა: „ცალ-ღო ძაბი ცალფა ძაფი. „ძაბი გააღუე“, „ძაბი გააღოლე“ – ორფად გააკეთე ძაფი. ცალ-ღოლი ცალფა. ორ-ღოლი ორფა, სამ-ღოლი სამფა. ძაბის ღოლი ძაფის წვერი. ნ. ღოლი (1).

ღობე-მძვრალია
ჩიტი მთ., ღობე-მძვრალა ფშ. ჭინჭრაქა (?). „იმას სტუმრის გულისთვი თავი გაუტეხია. სტუმარი ჰყოლია. მასულა მეზობელი და იმ სტუმრისათვი უნდა ეცა. მამრე ამდგარა და მასპინძელს უთქომ: ჩემს სტუმარს არ გაცემინებო. – არ მაცემინებო? შენ ხო აქა ხარო! და თავი გაუტეხია. მამრე მორჩენილა და სისხლისაგან თავი წითლად აქვს შეღებილი“. წიპრანიკა ჴ., ჟიჟოლია (?) მოჴ.

ღოდონოშო
ფშ., გუდ. გამოსაგველი (მტვერი, ჩალა, თივა და სხვ.).

ღოკერი, ხოკერი
ნ. მთვარე.

ღოკი
ქარ. (რაზ.-ჭყ.) „ჭირია ერთგვარი, ყელში გაუჩნდება ღორს და კამეჩს და ისე ჰკლავს“. უჩნდება საზოგადოდ ცხოველებს. ხოკი მოჴ., ღოკი თ. (ღორისა), „ხოკი კი გამიგონია ღორისა“ (მთ.).

ღოლი
(1) მოჴ., ჴ., თ.., ფშ. ... ფა, ... მაგი, ... წვერი. ნ. ღო. ბევრს ვაჟკაცს ჩამოეშალა საყაწიმონი მჴარნია, ბევრსა ქალასა ლამაზსა შვიდ-ღოლ ნაწნავი თმანია“ (მოჴ.).

ღოლი
(2) სვილის ულო (ულო დაგრეხილია, ღოლი კი არა).

ღომელი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. პურის საცხობი (მხოლოდ). ღომელი თ. იხმარება უფრო ქერის დასაჴალებლად.

ღონ-კარი
ჴ. ძალ-ღონე. შენს გულის სიმამაცესა მჴარს აღარ გჭერდა ღონ-კარი (ჴ.)

ღონდების
წინამძღვარს ღონდებიანო (ჴ. მას. 242, 3). დაღონებულნი არიან წინამძღვრის უყოლობის გამოო.

ღორ-ეჩო
ჴ., ზ. ფშ. გუდ., მთ., ჴერცო თ. ხელოსნის რკინა ხონჩებისა და თეფშების გამოსაჭრელად. ღორ-ეჩო ორნაირია: ა) ერთია ხონჩებისა და თეფშების გამოსაჭრელი. მას ტარი ჴელ-ეჩოსავით აქვს. ბ) მეორეა კასრისა და სადღვებლის (ვარიას) ამოსაჭრელი. მას ტარი ზემოდან აქვს, ბარივით (გუდ.).

ღორ-ი
ფშავში: გოჭი ექვს თვემდე (გინდა მამალი, გინდ დედალი). ბურაკი წლამდე (გინდა მამალი, გინდ დედალი). შიშაქი დედალი უმზველი, კერატი დაუკოდავი. ნეზვი დედალი ღორი, ტახი მამალი დაკოდილი.

ღორეული
მთ. (ღვარეული ჭყ.) ერთი ცელის პირით მოცელილი. მჴრეული მთ., მოჴ. ერთი სრელი (სვე) განათიბი. ნამჴრევი ერთი სვე თიბვაში. ნ. ნაფთევი.

ღორთველ-ი, ღორთველა
მთ., მოჴ. თუ დაბადებისას ბავშვს ან გაჩენისას საქონელს თან არ გამოჰყვა დედანი, იტყვიან: ღორთველმა (ღორთველამ) დაიჭირაო. „ღორთველა დედაკაცსაც ჰკლავს და სუყველას, რაც მშობიარეა“ (მთ.).

ღორთსათქეფელა
ფშ. ბალახია.

ღრაჭუნი
აღრაჭუნებს ჴ., თ. ნ. ღრჭიალი.

ღრეობა
ჴ. ლხინი, ქეიფი (ჴ. მას.).

ღრეჯა
ნ. დაღრეჯა.

ღრიანკელი, ღრიანტელი
წ. ფშ. დაღონება, შეწუხება. ღრიანკელს არ მილევს – მაღონებს, მაწუხებს, საზნევს არ მილევს, მემიზეზება. ღრია(ნ)კელი ჴ. ამრევი, ამშლელი, ხალხის შემაწუხებელი (კაცი).

ღრუვი
ჴ. თოფის ლულა: „თოფის ღრუვშიით ამაიწივლებს“ (ჴ. მას. 188,29).

ღრძობა
ნ. გადამღრძალი, ღერძ.

ღრჭიალი
(ყ. 254, 15; 338,8 ქვ., 775, 11). ღრჭენა (კბილებისა), გააღრჭიალა (ყ. 217,6). აღრჭიალებს ჴ., თ. ნ. ხრჭიალი.

ღუა
ნ. ღო, ლაჩქიმა.

ღუბ-ი
ჴ., ხაო მთ., ფშ., თ., ხავარი მოჴ. ბაყლი, ჩირქი.

ღუბელატარი
ჴ. გუბერნატორი.

ღულ-ი, ღულა, ღულაი
„ბატარა ნამგალს ვეტყვით“ (მთ.) „ნამგალი რომ გაილევა, ნამგლის ღულიაო“ (გუდ.). „ღულაი ნამგალს ჰქვია, ბატარა ნამგალსა“ (მთ.) ღული ჴ. (მიღმა ჴ.) ნამგალი (გინდ დიდი, გინდ პატარა). ღულით მკა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უსათუოდ მკა ყანისა“. კორექტურული შეცდომა მგონია, ალბათ უნდა: „უსათითოდ მკა“. (ნ. სათითე მოჴეურად). ნ. მარაგი. გავიგონე ასეთი ანეგდოტი მიღმაჴევში: „ღულჩი (ღულისოფელია ხევსურეთში) ახალზალმ თუ იძახა: ღულ დამელიავ. – თავი(ს)სახლს დაგელიასვ, თუ უთხრეს. მემრ აღარ ამბობენ ღულს ნამგლისად“ .

ღურბელი
ჴ. ღრუბელი (ჴ. მას.). ცაღურბელნი ჴ. ცასთან ნახე.

ღურღუჭელი
ჴ. წყალში მოხარშული სიმინდის კვერი. ღურღუჭალი თ. მოხარშული იფქლის კვერი. ნ. ატრია, გორდილა, ხამპალა.

ღუჭა
მოჴ. გარეთ მოდებული მური (მჭვარტლი) ქვაბისა. ღუჭიანო! (სალანძღავი სიტყვაა). ფუჭვი ჴ.

ღუჭვ
დაღუჭვილი ჴ. კარგად დაბანილი.

ყაბახი
ნ. ღაბაჴი.

ყადარი
თ., ფშ. შესაფერისი. მაგის ყადარი ვინ იქნება? (თ.). ერთკვადის ყადარი არს“ – ერთურთს შეეფერება.

ყადაღა
(1) ჴ. მსხვილი ლურსმანი, ფშ. ლურსმანი საზოგადოდ. გუდამაყარში ყადაღა ლურსმანია საზოგადოდ, მაგრამ იშვიათად ხმარობენ, ჩვეულებრივ ლურსმანი იციან. ყადაღა თ. ლურსმანი საზოგადოდ, ნალის უსმარს გარდა. უსმარი ნალისას ჰქვია. ნ. ყაირი.

ყადაღა
(2) მთ., მოჴ. პირობა, ხელშეკრულება. „ყადაღა ქნეს, პირი არ გატყვდებაო“ (მთ.). „ყადაღა დაჰკრესო“ (მოჴ.).

ყადე
მოჴ. გრძელი ქვა ჩამოსაჯდომად.

ყადრება, თავის ყადრება
გუდ., მთ., ვაჟა, 312, 5, კადრება. „თავი არ გაუყადრაო“ – არ იკადრაო.

ყავარ-ი
ჴ. „ხეებზე“ დაწყობილი წვრილი ჭერი (მკლავის ოდენა ხეები). ყავარი მოჴ. კარგი შეშა. ყავრე თ. ჭერები, გრძელი ხეები „ჴიდებზე“ გაწყობილი (ჭერი ჴ.). ყავარზე სიპია დაწყობლი. ნ. ხეები, ჴიდი.

ყავარ-ყავარ დახეთქა
„სიცხეს და წვრილ ქვიშას ყავარ-ყავარ დაეხეთქა ტიტველახორცი“ (ყ. 187,3 – 4); ყავარ-ყავარ დასქდომა (ყ. 272,8) ყავარ-ყავარ გახეთქილი (ყ. 574,4).

ყავლი
ჴ. ვადა (ჴ. მას.).

ყავრე
ნ. ყავარი.

ყათარი
(1) თ. პატრონტაში. ყათარი (2) (არ მიწერია, სად) ცხენების ჯოგი (ასე 20 – 30).

ყათლანი
გუდ., ფშ., თ. საქონლის დაშავებულ ადგილზე წასასმელი წამალი, რომელიც მატლებს ხოცავს და ბუზებს არ იკარებს( ფიჭვის ზეთია).

ყაირი
ფშ., მთ., მოჴ. ნალის ლურსმანი, მაღალთავიანი (უფრო ზამთარში იხმარება, რომ ცხენს ფეხი არ დაუსხლტეს. ზაფხულში არ ვარგა, თავის სტყდება, თუმცა ნალისთვის კარგია: ინახავს). ნ. ყადაღა.

ყალ-ი
ყალნი ფშ. ჴ. ერთგვარი ციგა (ყალნი ორობითი რიცხვის ფორმა უნდა იყოს).

ყალანი
ჴ. (რაზ.-ჭყ. ყადანი შეცდომაა, წარმომდგარი დ და ლ ასოების მსგავსების გამო წერაში) „ხარჯი, გადასახადი“. ხევსურეთში მხოლოდ ხუცობაში-ო მიმიწერია. ყალანი მთ., მოჴ. იგივე. ფშ., ჴ. ბეგარა, გადასახადი, ხარჯი. ყალან აშორე თავსაო (ჴ. მას. 210,9), ყალანს ნუ დაზდებ თავსაო (იქვე, 210,14) „ხიფართი რამე, უბედურება კაცზე“ (ბეს.). „ხვთის ყალანი მედო, ხვთის მოცემული იყო შვილი და ისევ ღმერთმა წამართოვო“ (მოჴ.).

ყალჩაღი
თ. პატარა გუდა (საგზლისთვის).

ყამი
თ., ფშ. შიში (მხოლოდ ლექსებში გვხვდება: „ყამი არა აქვ მტრისაო“).

ყანა
მოჴ., ჴ., თ. სახნავ მიწასაც ნიშნავს, დაუთესავს. მამული გუდ., მთ. (გინდ მოხნული იყოს, გინდ მოუხნავი).

ყანის პირი
მთ., ჴ. თუ რომელიმე დღეს მკის გათავება არ ვარგა, დააგდებენ პატარა ადგილზე მოსამკალს, რომ სხვა დღეს მომკან. ამას ჰქვია ყანის პირი. მკის გათავება კარგია სამშაბათს და შაბათს. ოთხშაბათსაც არა უშავს რაო (ხევსურეთში ხუთშაბათს; სახნავადაც ხუთშაბათს გადიან).

ყანწი
(1) ჴ. „ჴარის რქის, ან ვერძის ან ძროხის არაყის სასმელი“ (ბეს.).

ყანწი
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გრძელი ყელი“.

ყაპყ-ი
ჴ., ფშ., მოჴ. (რაზ.-ჭყ.) „თხლათ დადებული თოვლი“. ყაპყი ჴ. ცოტა თოვლი, მიწა რომ მოჰფაროს. ყაპყი, ქარსლი მოჴ. ცოტა თოვლი, ფეხს რომ არ მალავს. ყოპყი მთ., ჴ. შდრ. ფუფქი.

ყაპყაპი
ნ. სისონა.

ყაპყატო
ფშ., ჴ., თ. (რაზ.-ჭყ.) „ხის მუხრუჭი, ან ცხრილის მოსაქსოვათ დათვლილი წკეპლები“. ლაპატო გუდ., მთ., აპარტო მთ. (ჴადა) ტკეჩი, თხლად და წვრილად აყრილი თხილის წკეპლაზე (შეიძლება სხვაზედაც) კალათის დასაწნავად. „ყაპყატო – ბოჭკის შემოსაჭირებელი რომ იყო წინათ, ხისა, თალასაც ეტყოდენ“. ნ. თალა.

ყარ
ნ. ყრა.

ყარან-ი, ყარანა
მოჴ. მეტად პატარა ჩიტია. შდრ.ჭიჭოლია.

ყარაო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ. დიდი შიმშილი. ყარაო ეცაო – დაიმშაო. შიმშილის ყარაო ეცაო (გუდ.).

ყარნ
ნ. გაყარნებული (გამყარებასთან).

ყარტი
(1) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჭვავის ნამჯა. ჭვავს კი არ ლეწენ, წვრილად შეკრულ ხელეურებს დიდხანს აშრობენ, მერე ფიცარზე ცემენ, მარცვალი ცვივა და ცალიერი ჴელეური რჩება. მერე ამ ჩალას საბძლების სახურავათ ჰხმარობენ“. ყარტი ჴ., თ. სვილის ნამჯა (სვილი ჭვავია). ყარტი ჴ. „სვილის ფეჴი“ (ჭვავის ღერი). ყარტი ფშ. სვილის ჩალა, გაულეწელი (თავთავ-წაცლილი და ხელით დაბერტყილი).

ყარტი
(2) მოჴ., ჯოყარი ფშ. გამხმარი ბალახის ღერი, თუ ღრუ აქვს (თუ ღრუ არა აქვს – ხვირი).

ყარფუზი
გუდ., მოჴ. საზამთრო.

ყარღანი
მოჴ., ფშ., თ. მომწარო მლაშე ბალახია. იზრდება შირაქსა და ყიზლარში. ზამთარში საუკეთესო საკვებია ცხვრისთვის, როოგრც ავშანი (ნ.). მლაშე ადგილას ამოდის და მლაშეა. საქონელს იქ მარილი არ უნდა. ნ. წითელ-წვერა.

ყარღო
(1) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წვრილი სამარწყვე ხოკერი ერთიანათ გამძვრალის ხის ქერქისა“, ხოკერი.

ყარღო
(2) თ. დიდი, მსხვილი ლერწამი.

ყარწიკა
ჴ. საავდრო წამოსასხამი შალისა. ტოლიკა თ. ყისინა მოჴ.

ყასიდათ
(არაბ. قصدا ) განგებ, თვალის ასახვევად.

ყაურმა
(თურქ.) „მოხრაკული ხორცი“ (ბეს.).

ყაფაღობა
(ვაჟა, 157,2) ნ. ღაბაჴი.

ყაღი
ჴორ., გუდ., მოჴ., წ. ფშ., თ. კაღი, დამარილებული და მზეზე გამხმარი ხორცი, შაშხი. შემოდგომაზე დაკლულს დამარილება არ უნდა. ლორი მთ., ყაღი, ლორი მოჴ. (ყაღი უფრო ცხვრის ხორცია, ლორი – ღორისა). ნ. საუსხე.

ყაყრანტო
ნ. ყრანტი. ყაშყაში ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ორბის ძახილი, კივილი“ (ვაჟა, 214,7 ქვ.), „რო ჩქამობს ინდოური, ბატი“, „მთის ქათამმა იცის ყაშყაში“ (მთ.).

ყაწიმი
ხმლის სამხარიღლივე.

ყაჭი
თ. ზაფი. ნ. ძაბი.

ყაჭიჭორა
(რაზ.-ჭყ.) „მხალია ერთგვარი“. ხაჭიჭორა მთ. „ბალახია. ძირიც იჭმევა, ფათოლიც იჭმევა“ (მთ.).

ყბა
ჴ. წვერი (ნიკაპზე). ყბაც დაგსხმია ჴ. წვერიც ამოგსვლია. უყბო ჴ., ფშ. (შუაფხო) უწვერული. ნ. ლაშყბა. შდრ. წვერი (1).

ყდა, ყდანი
ჴ., ფშ. საქსოვი იარაღი.

ყდედი
მოჴ. ჭაპანი, წვრილი თასმებისგან დაწნული საბელი. დაყდედვა მოჴ., ცანდის დადება ჴ. (ნ.).

ყევარი ჴარი
ნ. ჴარ-გუთანი.

ყელ-ი
გუდ. ჩავაკება გორებს შუა, უღელტეხილი. ნ. ღელე.

ყელ-სასხამი
ჴ. (ჭყ.) „ჴელ-სახვევი“. ყელ-სასხამი ჴ. ყელ-საკიდი, ყელსაღება თ.

ყელ-ფარღელა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დათვზე ითქმის, ყელ-თეთრი რომ იქნება“. ყელ-ფერღელა ჴ. ყელ-თეთრი (მელა, კვერნა და სხვ.). ყელ-ქედანა მთ., მოჴ., თ. იგივე.

ყელ-ფერღელა
ჴ. ნ. ყელ-ფარღელა.

ყელ-ქედანა
მთ., მოჴ., თ. ნ. ყელ-ფარღელა.

ყელ-ყელაობა
გუდ. (ვაჟა, 456,8 ქვ.) მთ., მოჴ., ჴ., თ. თავის მაღლა აღება და აქეთ-იქით ცქერა; „მალვით ყურება“ (გუდ.).

ყელ-ჭრელი
ჴ. კისერ-დაზარნიშული თოფი; თოფი საზოგადოდ (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 141).

ყელვა
მიყელავს ჴ. მიფუჭებს (ფეხს), უყელავს უფუჭებს. „დიდი ხნის ნადგომი დამპალი და აყროლებული სხვადასხვა უწმინდურობით ტალახი კი ცხვარს ფეხებს უყელამდა, უფუჭებდა და დაკოჭლებული ცხვარი საძოვარზედ ვეღარ ივლიდა, ქაჩებით თოვლს ვეღარ გასთხრიდა და ვერ ამოაჩენდა საძოვარ ბალახს“ (ყ. 739). „ქიჩები შუაზე იჴხნება და დაკოჭლდება“ (გუდ.). მთ., მოჴ. იგივე.

ყელის კავნი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სასულე გარედან“.

ყელის ჭრა
ყელის ჭრა მუშაობა მოჴ. (ყ. 161, 14; 219, 9 ქვ.; 222, 1) გაცხარებული მუშაობა.

ყელის ჴვაფი
ჴ., თ. ყველის ქვემოთ რომ ჩაწეულია ხორცი. ნ. ჴვაფი, ჴოფი.

ყელსადება
ნ. ყელსასხამი.

ყემჭაჸი
თ. დედაკაცის პერანგის საყელო. ყვა, ყვაჸი თ. მოზელილი ჴალი. ერბოიან ყვაჸი თ. ჴალ-ერბო.

ყვავ-ი
გუთნის ნაწილი ჯამბარის გამოსადები.

ყვავთ-კუსა
ჴ., ყვავთ ყველი თ. ნ. დათვის ქაჩქაჩა, კუსკუსელა.

ყვავილები
ნ. ახალ-ყვავილები.

ყვან║ყონ
ვიყვანიოთ (ვიყონიოთ) ჴ. ვიყოლიოთ, ხყვანივ (ხყონივ) ჰყოლია ჴ. მას.).

ყვარტი
თ., მყვარი ჴ. ბაყაყი. ყოტი ფშ. ბაყაყი, გომბიო.

ყვატი
თ., სამყვრე ჴ., საბაყაყე მოჴ. ნ. ბაყაყი, სამყვრე.

ყველა-ყველა, მაგრამ...
(ყ. 760,3). ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ...

ყველის ძმარი
გუდ., მთ. ნ. ძმარი.

ყვერ-ნაცრიანი
თ. ნაცარ-ქექია, მუდამ სინ მყოფი კაცი.

ყვერბ-ი
თ. კერა.

ყვერბეული
მოჴ. ნ. ყორბოული.

ყვერფი, ყვერფნი
ჴ. კერა, ადგილი, სადაც ცეცხლი ანთია (ურბ., „ივერია“, 1887, № 171). ნ. სამყოფო, არდაბაგა, ქაზდარი.

ყვინტლი
თ. ნ. ხვინტლი.

ყვირილობა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დრო, ენკენისთვის ნახევრიდან იწყება და ღვინობისთვმდე გასტანს, როცა ხარ-ირემი ყვირის და ფურებს ეძებს“. თ. იგივე. „ენკენისთვეში ან თევზი დაასწრებს მექარობას თხრასაო, ან ჴარ-ირემი ყვირილსაო“ (ფშ.).

ყივანა-ჴველა
(რაზ.-ჭყ.) „სენია ერთგვარი. ძლიერი ხველება იცის. ბალღებს შეხვდება ხოლმე“. მყივან-ჴველა მთ., მოჴ., ჴ. „დიდებსაც ხვდება“.

ყივლ
ნ. მაყივლება.

ყინვარ-წვერი
(ყ. 9,5 ქვ.; 13,19), ყირვან-წვერი (ყ. 868,8 ქვ.; 870,3) ყაზბეგის მთა.

ყინვარი
ჴ., მყინვარი ფშ., გუდ., მოჴ., ყირვანი მოჴ., თ. ყინული, მყინვარი. ყირვან-წვერი მოჴ., მყინვარი მთ., მოჴ. ყაზბეგის მთა. ნ. ხორდი. თოფის წამლის ყინვარი – გვარჯილა. „სამ-ოთხ ფუთ მიწურს მოთხრიდნენ და სპილენძის ქვაბში ათავსებდნენ, ზედ კი წყალს ახსამდნენ. ქვაბს ცეცხლიდან გადმოიღებდნენ და ნახარშს გააცივებდნენ. ნახარში თავზე ყინვარს მოიყენებდა. შიგ ჯოხებს ჩაყრიდნენ, ჯოხები, გაციების შემდეგ, ყინვარს მოისხამდნენ“ (ჩაჩ. 30).

ყინტორა
ნ. ხაფხოლა, ხიფხოლი.

ყინტრაობა
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შინაური ცხოველების თამაშობა“. მთ. ცრუვის გრეხა სიმთვრალეში ( ცრუვი პრანჭია). „შენ დიდი ყინტრაი ხარ“ (მთ.) შენ დიდი პრანჭია ხარ.

ყინჩი
გუდ. (რაზ.-ჭყ.) „ლამაზი, მშვენიერი“, კარგი. ყინჩად ჴ. ლამაზად, კარგად (ჴ. მას.). „ყინჩად დალივა“ (მთ.). ყინჩი მოჴ. სანდომიანი, სიმპათიური; ყინჩი ჴ. (არხ.) გემრიელი (საჭმელზე); ყინჩი თ. ნოყიერი, მსუყე.

ყინჩივ
ჴ. ყინზად, კარგად, ლამაზად. ყინჩივ ეძინა ჴ. (ნაკურჴ.) მძიმედ ეძინა.

ყინწ-მოწვეტილი
გუდ. (ყ. 386,19 ქვ.) კისერ-მოწყვეტილი, თავ-მოწყვეტილი.

ყინწორა
მოჴ. ვისაც გაძაბული გრძელი კისერი აქვს.

ყინჭარა
ჴ. ყელი ყინჭარა ფშ., ჴ. (შატ.), ყირაბჭა გუდ. ყელი. ჴაჴნჭურაი მოჴ. იგივე. წამოყინჭრა ჴ. (ვაჟა, 385,6) დაკლა (ქათამი და სხვ.).

ყირვანი, ყირვან-წვერი
ნ. ყინვარი, რაკი.

ყისინა
მოჴ. „პლედის მაგვარი შალის წამოსასხამი, თბილი და სუბუქი, უფრო საბანსა ჰგავს, სანამ სხვა ტანთ-საცმელს“ (ყ. 343), პლედის მაგიერი, ადგილობირვ ნაქსოვი შალი (ყ. 729, შნშ.). ყარწიკა ჴ., ტოლიკა თ. „ყისინა და ყარწიკაი ერთია, ჴევსურებმა და ქისტებმა იციან“ (გუდ.). მოკლეა, სარტყლამდე უწევს.

ყისმათი
გუდ. მთ. მოჴ. ფშ. თ. (არ. სპ. .(قسمت „იღბლია“ (მთ.). თუ ჩემზედ ბედი მუშაობს, ყისმათი მოწეულია. (რ. ერისთავი, „ივერია“, 1886, № 54). ყიყვი ფშ. (ვაჟა, 166), თ. (ჭყ.) „ჩიყვი, გამობერილი ყელი ჩიჩახვივით. ავადმყოფობაა. „თიადორი, თედორე სხოა კიდენ“ (მთ.).

ყიჭალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჩხიკვი“. ასეთი ახსნა შეცდომა უნდა იყოს: „ყიჭალა სხოა და ჩხიკვი სხო. თავ-თავადნი არიან. ჴმა სხონაირი აქვ: ჩხიკვი ჩხავის, ყიჭალა – არა“ (მთ.). ყიჭალა ჴ. კაჭკაჭი.

ყლაპს უზამ
გადავყლაპავ (ჴ. მას). ყმა. ხატი (ანუ ჯვარი) თემის „ბატონია“ და თემი კიდევ ამ ბატონის „ყმა“ (ჴ. მას. 309). უყმო ყმა გუდ., მთ., ჴ. ვინც ხატის ყმა არ არის.

ყმაწვილი
(ჴ.) ბავშვი (ჴ.მას.) დიაც-ყმაწვილი ჴ. ქალი და ბავშვი (ჴ. მას.).

ყმუყნა
გუდ., მთ. (ყ. 99,4) „ლაპარაკობს და უჭირდება პალარაკი, სიტყოს ვერ არჩევს კარგა“ (გუდ.). „იყმუყნება – გაბედვით ვერ ამბობსო“ (მთ.).

ყნოსიერი
(ყ. 136,6) სურნელოვანი.

ყოდალაი
მთ., მოჴ., კოდალა ჴ., ფშ., კორსალა თ. კოდალა.

ყოვის მჩხილაი
მთ. (ჴადა), კობჩხილაი, კოიბჩხილაი მთ. (მლეთე) მინდვრის ხილია. მთაში მოდის. წითლად დაისხამს სამ-სამ მარცვალს, მომჟავოა. ყოვის პწკალა ფშ. (ზოგან). ნ. ბატის ფეჴა.

ყოვის საცუარა, ყოვთ საცუარა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „როცა დაბერდება, ფეხს რო დაადგამ, გასკდება და იქიდან შავი ბოლი ამოაშუქებს“. ყოვის საჩუარა მთ. გუდამფშუტა. დამწვრის წამლად ხმარობენ. მყვართ კუსა ჴ. (პატარა), საბრმობელა ჴ. (დიდი), დიდი გაიზრდება და საბრმობელად გადაიქცევა. კუსკუსა, კუსკუსელა, დათვის ქაჩქაჩა მოჴ.

ყოილნი
ნ. ახალ-ყვავილნი.

ყოლ
თან ყოლა მიყოლ-მოყოლა თან. მიყოლა მიდევა, გამოკიდება (ჴ. მას.).

ყონ
ნ. ყვან.

ყონდ-ი
ჴ., გუდ., ჩახტი ფშ., ხალიკი მთ., აყარი თ. დაყენებული შეშა, დაწყობილი.

ყონდაჸი
(თურქ.) კონდახი (ჴ. მას.).

ყოპყი
მთ., თ. ცოტა თოვლი, მიწას რომ დაფარავს მხოლოდ. ნ. ყაპყი.

ყორბოული, ყვერბეული
მოჴ. შობის წინა ღამით გამომცხვარი პური. ყორბოულობა ღამე მოჴ. შობის წინაღამე.

ყორე
ჴ., თ. ქვის კედელი. (კედელიჴ., თ. ხისას ჰქვია). ცვი-ყორე ფშ. უკიროდ აშენებული ქვის კედელი.

ყორუღი
ნ. დაყორუღვა.

ყოტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბაყაყი“. ყოტი ფშ. ნაყაყი, განსაკუთრებით გომბიო. ბაყოტი ფშ. გომბიო. შდრ. ყვატი და ყვარტი.

ყოში
(1) ფქვილის ან ხორბლეულის ამოსაღები. კოში ჴ. უფრო ლუდისთვის იხმარება. ნ. ქრიჯი.

ყოში
(2), ყოშები გუდ. სამაჯურები სახელოებზე შემოსაკერებელი. „წინავა სცოდნიათ ახალუხის საჴელზე მიკერება. ჩემს ბიჭობაში მეცა მქონდის“ (გუდ.) ნ. თათი (1).

ყოჩი
(თურქ.) თ., ფშ., მთ., მო ჴ. ვერძი, მამალი ცხვარი, დაუკოდავი (დაკოდილი ჭედილა). მთ. იგივე (იციან ვერძიც). „წინათ უფრო ვერძს ეძახდენ“ (მოჴ.). ნ. დასაკოდი ცხოველები, თხა.

ყრა
ჩამაიყრის ფანდურთ ჴ. ჩამოიღებს, შეწყვეტს დაკვრას (ჴ. მას.). თას ჩამახყარეთ თასი ჩამოართვით. წაიყრის პერანგს გაიძრობს პერანგს, წაიყარ გაიძრო. ჯაჭვსა ნუ წამყრი ტანზეით (ჴ. მას.).

ყრანტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყაყრანტო“. ყრანტი ჴ. ყლანტი, ერთი ჩაყლაპვა. ყრანტი თ. ბებერი, მოხუცი.

ყროლი
ჴორ., ფშ. მყრალი, ცუდი (კაცზე), „ფშავლებმა იციან“ (გუდ.). ყროლი მთ., მოჴ., ჴ. მეტად ცუდი ხასიათის კაცი. ყროლი, ყროლიანი მოჴ., ყროლი ჴ., თ. ცუდ-სუნიანი, მყრალი.

ყრჩოლ, მოყრჩოლ
„გათბება და მოყრჩოლდბა ბაზალუყი და იმის გამონაჴად არაყზე იტყვიან მაიყვერაო. არ გამოუვა სრულებით“ (მთ.).

ყუათი
მოჴ. მაწივრობა (არაბ.-სპ. قوت ძალა).

ყუდ
ეყუდა ჴ., თ., ფშ. იდგა; დეეყუდე ჴ. დადეგ, დჸყუდე თ. იგივე. გარმოგვეყუდ გადმოგვადგა, სამან(ნ) ჩახყუდნა ქვისანი (ჴ. მას.) ჩადგა.

ყუვ
ნ. ჩაყუვება.

ყუთნ
ეყუთნის ჴ. ეკუთვნის.

ყუიკა
ჴ. (შატ.) ნ. ორ-ძირა. ყუილი ჴ., თ. ტკივილი (უფრო კბილისა): მყუის თ. კბილი მტკივა, კბილი მყუოდის ჴ. კბილი მტკიოდა.

ყულანა, ყუნალა
მოჴ. (ყ. 499,14; 610,17). მუჴლ-საფარა თ. ქალის წინსაფარი, ფეშტემალი. „ყულანის ბოლოს ძენძა დაუწყო“.

ყუმბილაი
მოჴ. ა) სართავი მატყლი, თხორივით დახვეული და შუათითზე ჩამოცმული (ხევსურეთში სხვანაირად ართავენ); ბ) მრგვლად გამონასკული რამ (მაგ., ისეთი, ყაბალახის ფოჩს რომ აქვს).

ყუნალა
მოჴ. ნ. ყულანა.

ყუნდი
თ. ა) დაყუდებული შეშები (შდრ. ყონდი). ბ) დაყუდებული ძნები (ავდარში).

ყუნჭი
ჴ., ფშ. (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 14) კუნძი, მოჭრილი ხის მიწის ზემოთ დარჩენილი ნაწილი. კუნძი გუდ., მოჴ., „ჩვენ ვეძახით კუნძს, ეგენი (ფშავლები) ეძახიან ყუნჭსა“ (გუდ.). ყინჭი ჴ. „გადაჭრილი ხის ძირი“ (ბეს.).

ყურ-ახეული
ნ. ზვარა.

ყურ-შატი
მოჴ. საარაყე და სალუდე ქობის ყური. ყურ-შატი სალუდე ქვაბის ან სხვა რაიმე ჭურჭლის ყური. „ჩვენ საარაყე ქობის ყურს ვეტყვით, სხოს არა“ (გუდ.).

ყურ-ცეცხლა, კურ-ცეცხლა
ჴ. ჩიტია. ის უჩეკს გუგულს ბარტყებსო.

ყურ-წიწკნა
მოჴ. თამაშობაა. ხატში ვინმე ბავშვებს გადაუყრის ცხრეულებს ან სხვა რასმე. ვინც დაიჭერს, გადამგდებთან უნდა მივიდეს და ხელი ახლოს. თორემ, თუ მოასწრეს სხვებმა, დაიჭერენ და ყურს აუწიწკნიან და გადააგდებინებენ აღებულ ცხრეულს.

ყურბელა
მთ. ნ. ყურვილა, ყურბელა.

ყურე
ჴ. ადგილი ყვერფიდან კედლამდე (ნ. არდაბაგა); კუთხე.

ყურვილა
მოჴ., ყურბელა მთ. (ყ. 937) ბეღურის ოდენა ჩიტია, მოჴნეველას (ნ.) ძალიან ჰგავს, შავი წარბები ქვს რქებივით. თოვლის მოსვლის წინ ვაკეზე ჩამოდის მთებიდან. იგი ნიშანია თოვლის მოსვლისა.

ყურთა-გლეჯა
ჴ., ყურთა-წევა ფშ. ნ. ყურ-წიწკნა.

ყურთა-გლეჯა
ჴ., ყურთა-წევა ფშ. ხევსურეთში ყურ-წიწკნა იციან, მაგრამ ხატში არა.

ყურის ბაბილო
გუდ., ყურის ბიბილო მთ., მოჴ., ყურის ცომაი ჴ. ყურის ჯიჯა თ.ქვედა ნაწილი ყურისა, რბილი.

ყურმელა
გუდ., ჴ., თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ორთავა მწერია, ყურში თუ ჩაუძვრა დამიანს, ადვილათ აღარ გამოვა“. ყურბელა მთ. („ერთი თავი აქვ“). ყურბელა მიდის ყურთაკე, მიდის და მუუხარიან. ვინც ის ნახოს და არ მოკლას, ნუმცა რა გაუხარიან (მთ.). „ა, ის პატარა რამ არის მწერი, ყურში ჩაუძვრებაო, მაგრამ იმისთანა კაიც არ მინახავს, ყურში ჩაძვრომოდეს“ (გუდ.).

ყურულა ცხვარი
ჴ. (არხ.) ნ. ქარა ცხორი.

ყურწუმი
ჴ. კუთხე, ყურე (შიგნითი მხარე). ყურწიაჸი თ. (გომეწერში), ყურწუნაჸი თ. (ჩაღმებში).

ყუტუ
თ. ნ . კუტუ.

ყუჩიანი
მოჴ. „არც ჭკუაზე გადასულია, არც ჭკვიანია, ბაიყუშივით არის“. გაღრუნებული ჴ. ნ. დამბლა.

ყუჯაი
ჴ. ფრთებ-მოცვეთილი (ფრინველი). წვერ-დაკვნეტილი, წვერ-დამოკლებული (ცოცხი). შდრ. ჯიყი.

ყუჯო
გუდ. ძნის ნაწილი ულოს ქვევით (ულოს ზევით თავთვებია).

შაბათ-კვირა
ფშ. ვარსვლავნარი „დიდი დათვი“. ვითომ მისი ვარსკვლავები შეადგენენ შვიდეულის დღეებსო. ნ. ჴარ-გუთანი.

შაბათის რიგი
ჴ. უკანასკნელი რიგია, სულ ბოლოს, და იმ რიგზე მხოლოდ მეშაბათენია მიწვეული. ნ. მეშაბათე.

შაბაში, შაბაშის ფული
ფშ. მოცეკვავეების მიერ შეკრებილი ფული მაყურებლებისაგან ცეკვის გათავების შემდეგ (ნ. ეკატ. გაბაშვილი, ცეკვა).

შაბირება
ნ. ბირ.

შაბოში
თ. ხბოს ხსენი რძის შესადედებლად (დვრიტა თ. ბატკნის სხენია მხოლოდ). ვეძისჴეველმა: ორსავე შაბოშს ვეძახითო.

შაბურკვილი
ნ. ბურკვი.

შადლანგე
მოჴ., შაჩხამე მოჴ. შეჭამე (წრომით მიმართვის დროს). შადლანგვა თქვლეფა, ხარბად ჭამა.

შავ-არყაი
ჴ., შავ-არყაჸი თ. შავ-ქერქიანი არაყი.

შავ-ბიჭი
(ყ. 844,2 ქვ.), შავ-ბიჭა (ყ. 19,5; 475,4), ქალა-შავა (ყ. 845,14 ქვ.), ქმარ-შავა საწყევარი სიტყვებია.

შავ-ი, კუპრ-ი
მთ., მოჴ. საწყევარი სიტყვებია მიმართვის დროს: ქალ-შავი, ბიჭა-შავი, ქალ-შავო, ბიჭ-შავო (მთ., გუდ.), ქალ-კუპრაო (დედა წყევლის შვილს).

შავ-შეშაი
მთ. ხეა.

შავ-წითელა
ჴ. ნ. თეთრ- წითელა.

შავარდენი
ჴ. შევარდენი. ნ. მიმინო.

შავეთი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საზოგადოთ „უკლოით“ სამყოფი ქვეყანა, სადაც ამ სოფლით გასულნი ბინადრობენ. ჯოჯოხეთი და სამოთხე ხალხს არა აქვს გაყოფილი ამ სიტყვაში. რა კი კაცი მოკვდება, ფშავლისთვის სულ ერთია, ჯოჯოხეთშია თუ სამოთხეში. იმის რწმენით სული შავეთშია და იგივე მოთხოვნილებანი აქვს, რაც აქ ცოცხალს ჰქონდა. ჯოჯოხეთი და სამოთხე ქრისტიანობამ ასწავლა“. შავეთი ჴ., თ. ჯოჯოხეთი (სულეთი თ.), შავეთი თ. (გადატანით) ავი, ანჩხლი (კაცზე).

შავი ხილი
ქუბი და შავი ხილი (ყ. 239,8 ქვ.), ხახამა, შავი ხილი და ჭუკი (ყ. 240,8 ქვ.). „შავ-ხილაი კია ჩვენში“ (მთ.).

შავნაი
მთ. შავი (წარმოების თვალსაზრისით შდრ. ლეგა და ლეგნაი).

შავრა
ჴ., თ. შავი ცხენი ან შავი ძროხა (ხარი ან ფური).

შავხალი, შავხელი
ნ. იარაღები.

შაზიკული, შეზიკული
ნ. ზიკ (2).

შაზმანება: გული შამიზმანა
მთ. შემილოცა (შეშინებულზე იტყვიან). ნ. ზმანება, შაზომვა.

შაზომვა
შამიზომე მოჴ. შემილოცე. ნ. შაზმანება.

შაკაზმულობა
ჴ., შაკმაზულობა. ნ. კმაზულობა.

შაკოლტება
ნ. კოლტ.

შაკრეფა, შაიკრიფების
ჴ. შეიკრიბება (ჴ. მას.).

შაკუთება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შედედება, სისხლი ან რძე“. შაკუთება მთ., მოჴ., ჴ. იგივე, მაწვნისაც. დაკუთება თ.

შალანი
ჴ. შალდაყი, შამბი (?): შალანში ჩამჯდარ (ჴ. მას. 176,8).

შალაფი
ჴ., თ., ფშ. ბურღის მსგავსია, „შალაფისხვაა, ბურღი სხვა“ (თ.).

შალდაყი
გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 660, შნშ.), ჴ. მაღალი და ნოყიერი ბალახი, მსხვილ-ფეხა ბალახი. „ცხორს არ უყვარს შალდაყი“ (მოჴ.). შალდაყი თ. ერთგვარი ბალახია, მაღალი იზრდება (საპირისპიროა ქაცაბანი). შალდაყი მთ. შამბი. შალდაყიანი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მაღალ გაუვალ ბალახით დაფარული ადგილი“, შამბი.

შალტვა
ნ. შატვა.

შალშავი
ჴ. ნ. შილშავი, ჟოლი.

შამაე
წელიწად შამაე წუხრა ჴ. ახალწლის დადგომის საღამო (ჴ. მას.).

შამათი, შამანთ-ი
ნ. დაშამათება.

შამანი
ჴ., თ. ა) დაბალი ხარისხის არაყი, რბილი, ბოლონდელი. ბ) უხეირო სასმელი რაც არი (ღვინო, არაყი).

შამგლისფერება
ნ. მგლის ფერი.

შამოკვალთვა
ნ. კვალთ.

შამტყობიე
ჴ. შემტყობინებელი (ჴ. მას).

შამშალი
ჴ. (გურო): შამშალს გავავლევ დავჭრი, დავკუწავ ყველას, ხალხს.

შამჯუღვილი ადლი
ნ. ადლი.

შანდობა
ჴ. შენდობა, შაუნდას ჴ. შეუნდოს. შაშანდობარი ჴ. შესანდობარი.

შანეხვა
ნ. შეპატიება.

შანტალი
თ. ჭყანტი.

შარ-ი
ტვინი თავისა, ბადესავით რომ არის გაბმულის თავის ზედა ძვალსა და ქვედა ძვალს შუა; შარის ბობოქარი ჴ. თავში თუ ვისმე მძიმე ნაჭრევი სჭირს და აცხროებს (მიზის კითხვის ნიშანი).

შარ-ტიალი
(ყ. 369,6 ქვ.).

შარანდელი
მთ., მოჴ. ნ. შარშ.

შარასწინდელი
მთ., მოჴ., ნ. შარშ.

შართმევა თვალისა
მტერმ შამამართვა თვალია ჴ. (ჴ. მას.).

შართხა-ბურთხა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „რომელიც არას დასდევს კოხტაობას, თავის სილამაზეს და უბრალოთ იცვამს“.

შარტვა
მოჴ. ნ. შატვა.

შარშ
ჴ., თ., შარშა მოჴ. შარშან. შარანდელი მთ., მოჴ., შარშანდელი ჴ. შარშანდელი; შარასწინდელი მთ., მოჴ., შარშანწინდელი. „შარშ ზდველთ მოჴდა“ (თ.) შარშან შემოდგომაზე მოხდა.

შასანდობარი
ფშ. ნ. შაშანდობარი.

შასრუნტვა
ჴ. ნ. შესრუნტვა.

შატ-ი
ჴ., ინჩვლი მოჴ. მაყურჟი.

შატვა
ჴ., თ., ფშ., გუდ., დაშატვა, მაშატვა, ჩაშატვა თოკის ან თასმის შეკვანძვა, გამონასკვა. ჩააშატ-მააშატე ჩაანასკვ-მოანასკვე. გამოშატე ჴ. გამოამაყურჟე. შატივ ფშ.: წვერებზე საჭეებს „შატივ“ ჰქონდა ძუა გამონასკული (ვაჟა, 420,1 ქვ.). შატით გუდ., შატივ. დაშატვა მოჴ., გამოშალტვა თ. გამომაყურჟება.

შაფართხელა
თ. ნ. საფართხელა.

შაფერჴება
ნ. დაფერჴება.

შაფრაშფრაება
ნ. ფრაშ-ფრაში.

შაფრობა, შაიფრო
ნ. აფრობა.

შაფუნდრუკება
წ. ფშ. ნ. ფუნდრუკი.

შაქიანი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ცხვარი, რომელსაც დუმა სწორად აქვს და არ არის დაშვებული. (საპირისპიროა რიკ-მრუდი).

შაქიანი
მოჴ. დუმა-მოკლე, კუნტულა. საპირისპიროა დუმეური მოჴ.

შაყრილი
ჴ. ერთად მოქუჩებული ძნები, მელაური გუდ., მთ.

შაშალი
( <საშალი) მოჴ., ჴ. (არხ.) სისხლის საყარი ნეშტარი. შაშალი ჴ., თ. ქართული თოფის ჭახრაკების მოსაშლელი, სახრახნისი.

შაშანდობარი
( <შასანდობარი), მოჴ., შასანდობარი ფშ. მიცვალებულის შესანდობრად ჭირისუფალი ორასიოდე ნაბიჯის მანძილზე ნიშანს დასდგამს და ახალ ტანისამოსს შეაკერვინებს. ვინც ნიშანს პირველად მოარტყამს, მას ერგება საუკეთესო რამ ამ ტანისამოსიდან. სხვა მომრტყმელებს შეხვდება დანარჩენი. სანამ შაშანდობარს არ დასდგმენ, მანამდე იმ სოფელში თოფის სროლა შეუძლებელია, თუნდ ცოფიანი ძაღლი მიუვარდეს. ამას ეძახიან კიდევ თოფის ჴმის გატეხას (გატეხინებას). ხშირად ტანისამოსის ნაცვლად ფულსაც სდგმენ. ხევსურეთსა და ფშავში ამას ღაბაკი ჰქვიან. შაშანდობარი ჴ. შესანდობარი თ. მიცვალებულის სულის მოსახსენებლად შესმული ლუდი ან არაყი.

შაშარი
ჴ., ფშ. ხმლის წვერი, სანამ ყუა მიუდგება (ხმალს წვერში ორივე მხარე ალესილი აქვს ხანჯალივით. დავით-ფერულს დიდი შაშარი აქვს). ნ. შაშალი თ.

შაშატვა
ნ. შატვა.

შაშუბლე
( <საშუბლე) მოჴ. შუბლზე შემოსახვევი სარტყელივით, შალისა. ჴელი(ს)-საჴოცი ჴ. თავ-საკრავაჸი თ.

შაჩვევი
ნ. საჩვევი.

შაჩმახე
ნ. შადლანგე.

შაცოდება
მაგის გულისად ჯვარს ვერ შავსცოდდებით (ჴ. მას. 139, 17) მაგის გულისთვის ჯვარს ვერ შევსცოდავთ.

შაძახნება
შასძახნებს, შაზძახნებს (ღმერთს) შესძახებს, შეევედრება. შაუძახნებავ ხთისად შეჰვედრებია ღმერთს (ჴ. მას.).

შაძენა, შეძენა
ჴ., თ., ფშ. მაწივრობა, ყუათი.

შაწირვა მკვდართად (მკვდრებისად)
ჴ. მკვდრების გინება („ჯორს მიგიკლავ“ და სხვ.) ნ. მელა.

შაწყენა
ჯვარს არა შავაწყინათ (ჴ. მას. 127,21) ჯვარს საწყენი არაფერი შევახვდროთ.

შახვევა (ცეცხლისა)
ნ. ჩახვევა.

შაჴაჴვა
თ. ნ. ჴაჴი.

შაჯერება
შიმშილ შაგვაჯერნა ჴ. შეგვაწუხა.

შე
(1) თ., შრე ფშ. ზოლი კლდეების ქანებს შორის.

შე
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქსლის ჩასაბმელი ძაფი“. მოჴ., ჴ., თ. იგივე. საშევარი ფშ., ჴ. თ. წვრილი ჯოხია ქსელში, რომელიც „თითებზეა“ მიმაგრებული. ნ. შევნა.

შებუ
თ. ნ. შიბუ.

შევნა
ფშ., გუდ., მთ., თ. საშევარი, მრგვალი ჯოხია, რომლითაც ძაფი იშევნება ქსელში.

შეზიკვა
ნ. ზიკ.

შეკერვა
თ. ლექსის გამოთქმა,შეთზვა. შეკერილი თ. შეთხზული (ლექსი).

შეკვრა
(ყ. 84,3 ქვ.) წყევლა.

შეკმაზულობა
ფშ. ნ. კმაზულობა.

შეკოკვება
შევაკოკვებთ თ. შევიყვანთ (ბრმა კაცს, ავადმყოფს), გავაკოკვებთ თ. გავიყვანთ (მიღებულია, ალბათ ქოკ-ისგან, რომელიც წოვათუშურად ფეხს ნიშნავს).

შელშავი
ნ. შილშავი.

შემგლისფერება
ნ. მგლის ფერი.

შემკმარი
( <შემკუმარი) კომლ-შესული (ყაღი, ლორი).

შემოგირგლვა
ნ. გირგოლი.

შემოკვალთვა
ნ. კვალთ.

შემოქშუტუნება
ნ. ქშუტუნი.

შემოქცევა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. პასუხის გაცემა, სიტყვის შებრუნება.

შემოჩინ
„მალ-მალ შემოგიჩინდები“ (თ.) – მალ-მალ შემოგიჩნდები.

შემოწუთხული (კაბა)
ყ. 302, 10 ვიწრო (?).

შენარევი
მთ., ფშ. ნარევი.

შეპატიება (მიწისა)
(შაქრო, „დროება“, 1884, № 168) მონაკლვა. შანეხვა ჴ., მოსკორვა თ., „ყანას სასუქი დავაყარე“ მოჴ.

შერშა
თ. ნ. ჟოლი.

შესრუნტვა
მთ., მოჴ. ბურნუთის ცხვირში შეყრა, ბურნუთს რომ ცხვირში შევიყრით, შესრუნტაო (მთ.). შასრუნტვა ჴ. ცხვირით მაგრად შესუნთქვა.

შესუტვა
გუდ., მოჴ. (ყ. 188,8 ქვ.) შეწოვა, გაჟღენთა.

შეტაცება
გულს შემტაცა (ყ. 426, 18).

შეფრობა
ნ. აფრობა.

შექ(ვ)სვა, შაქ(ვ)სვა
ჴ. მიჩვევა (საქონელზე), შეექვსვის ჴ. მიეჩვევა. აწმყო: ვექვსვი, ექვსვი, ექვსვის და შემდგომი. წყვეტილი: შავექსი, შაექდსი, შაექს, შავექსენით, შაექსენით, შაექსნეს.

შექა
თ.: შექა ჩემს თავს თ. ახია ჩემზე.

შეღვათი
ნ. შიღავათი.

შეღმ
გორ-შეღმ ჴ. შეღმა გორზე (ჴ. მას.).

შეშატვა
ნ. სატვა.

შეშველიება
თას(ს) შიაშველიებს (ჴ. მას. 127, 16; დაბეჭდილია: თასში აშველიებს) თასს შეაშველებს, მიაწვდის.

შეშიშხინება (მწვადისა)
გუდ. (ყ. 16, 13), დაშხიტინება მოჴ.: ცეცხლზე დააშხიტინეს მოჴ.

შეშულა (თითი)
ჴ. საშუალო თითი ( ჴ. მას.).

შეშხვა
ფშ., შიშხვა მოჴ., გაშეშხვა, გამოშეშხვა, დაშეშხვა ფშ. (ვაჟა, 305,2 ქვ.) ისე გაჭრა, რომ გაიშალოს, მაგრამ ნაჭრები არ დაშორდეს ერთურთს: ვშიშხავ, გავშიშხე მოჴ.

შეწვერვა
თ. ნ. მოწვერვა.

შეწონვა
ნ. წონ.

შეხვევა (ცეცხლისა)
თ. ნ. ჩახვევა.

შეხიბლვა, დახიბლვა
ნ. ხიბალი. შეჯერება (არ აღმინიშნავს, სად) შედარება, შემოწმება.

შეჯერება
მოჴ. დაკმაყოფილება. შეჯერება თ. შერიგება, დათანხმება (დავაში).

შვებული
თ. სწორად აზრდილი ხე.

შვერა (ფეჴისა)
გუდ., მთ. იშვირა ფეხი და გადაფრინდა (ყ. 595, 13 ქვ.) ასწია ფეხი და გადახტა.

შვიდი
ნ. ხარჯი ფშავში.

შვილდი
ნ. მშვილდი.

შვილი
(1): თათრის შვილები ჴ. თათრები, თუშისშვილები (თუშიშვილები) ჴ. თუშები, ქისტიშვილები (ქისტის შვილები) ქისტები, ჴევსურიშვილები ჴევსური, ჴევსურთ შვილები ჴევსურები, მშავლის შვილები ფშავლები (ჴ. მას.).

შვილი
(2) ნ. სხვის შვილი.

შვილი
(3) ნ. კორჯოხობა.

შვინდ-აწალა
ფშ. (რაზ.-ჭყ. შვინდაწალა) „ხე, შვინდის მსგავსი“. ხეა. შვინდ-არწალა მთ., შვინდ-ერწალა მოჴ., შვინდ-ანწლა თ., შვინდ-არწალა თ.

შიბ-ი
კლდის შიბი ჴ. ფენა კლდისა. „შიბო დ შიბო კლდისაო“. შიბი თ. ძეწკვი.

შიბა
ფშ. წინდის ქსოვაში სახმარი ფერადი ძაფი. შიბაიანი თათი ჴ. მსხვილი თათი, ორმაგად მოქსოვილი.

შიბუ
ჴ., ფშ., შებუ თ. „მთის ხანძილი“ (ღანძილი). ცოტა განსხვავებაც არის შიბუსა და ხანძილს შუა: მთისა დიდია, ბარისა პატარა. ბალახია, მწნილად ინახავენ. გაზაფხულზე თოვლი რომ აშრება, მაშინ მოდის. ნივრის გემოა ქვს. ნ. ბაშო.

შიგ-მოვალი (ბოძი)
გუდ. ნ. ძირაული.

შიგა-შიგ
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. შიგა და შიგ (ყ. 1096, 17) აქა-იქ.

შიგათი
ჴ. შიგნიდან. -შიგით: ეხშიგით ეხიდან (ჴ. მას.).

შიგანგარა
ჴ. გადმობრუნებული ქუდი, ე. ი. ქუდი, რომელსაც მატყლი შიგნით აქვს. გარიბანდის ქუდი თ.

შიგირგელა, სიგრიგელა
მთ., შიგრეულაი მოჴ., სიგირგელა ფშ. ჩხუბი.

შიგიში
ჴ. მიწევ-მოწევა, ერთმანეთში მოხვედრა, ხელ-ჩართული ბრძოლა (ჴ. მას.).

შიგნითაჸი
თ., მძეჴვი ფშ. ძეხვი.

შილინგი
თ. ნ. შილინდი.

შილინდი
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თოფების ერთად სროლა“. შილინგი თ. იგივე. შილინდებურად ჴ. „ჩქარ-ჩქარა, სწრაფად, შეუჩერებლათ“ (ბეს.).

შილშავი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „პატარა მთის მცენარეა. შავათ მწიფდება მარიამობის თვეში, გემო კვრინჩხს უგავს. ბალახებში არა ჩანს ხოლმე, გურ-იმერ. მოცვი“. შავი ხილი მოჴ., შირშავი (არ აღმინიშნავს, სად), შილშავი ჴ., შელშავი თ. ნ. ჟოლი, შდრ. ვილე.

შიმელა
ჴ., თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ახალმოზარდი ხე“, ჩქოლა, ნორჩი ხე. შიმელა თ. მოზარდი ხე, სწორად წასული ცისკენ, წვრილი ხე (ზოგმაარ იცის). შიმელა მთ. მაგარი, საუკეთესო წიფელი, სახლების საშენებლად ხმარობენ, თავ-ხედ ხმარობენ. „შიმელა წიფელი უნდა მოვჭრაო (მთ.), „შიმელა ის არის, რომენიც მაგარი წიფელია“ (მთ.). ნ. ბაყილა.

შიმჟავე
( <სიმჟავე) თ. კაპარი (ნ.).

შიმშილის ყარაო
ნ. ყარაო.

შინ შამახვეწილ მტერი
ჴ. მტერი, რომელიც შინ მიუვა კაცს და შებრალებას სთხოვს (ჴ. მას.).

შინაი
ჴ. საზოგადოდ სახლია, უმთავრესად კი ქვემო სართული. გუდ., მთ. იგივე.

შინტლიკა
ჴ. ნ. სინტლიკა.

შინში
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დეიდაშვილი“. შინშები გუდ., მთ., მოჴ. დათა შვილები, დეიდაშვილები (მხოლოდ). [ძმათა შვილები ბიძაშვილებია]. შინში ჴ., თ. ა) ბიძაშვილი, ბ) დეიდშვილი. ვინა ნახა შინშთა შვილნი ერთად მწოლნი, მძინარენი? მზენამ ნახა, მზე დაბნელდა, წყალნი დაშრენ მდინარენი“ (მოჴ.).

შინჯი
მოჴ. დაზიანება. შინჯი შეუვიდა დაზიანდა, გაფუჭდა.

შირიმის ქვა
ფშ. ერთგვარია ქვაა, რბილი.

შირშავი
ნ. შილშავი.

შიტე
თ. ხიფი, გრძლად ახვეული ბაწარი (ბაწარი მსხვილი ძაფის მნიშვნელობით). ბაწრის შიტე, ნაზდის შიტე, ნ. ხიფი.

შიტყორი
თ. ტინტილა, პატარა ხვლიკი; ხვლიკი საზოგადოდ. ნ. ფსვენი, აღვარტი.

შიღავათი, შიღაოთი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. შეღავათი.

შიშაქი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ. (ყ. 87, შნშ., 542, შნშ., 655, შნშ. ა) ასაკ-მოსული, ჯერეთ უშობელი დედალი ცხვარი (დ. ჩუბინაშვილს შეცდომით მამლად აქვს ახსნილი). ნ. ცხვარი. ბ) შიშაქი ფშ., თ. უმზველი ღორი.

შიშლიგი
ფშ., გუდ., მთ., თ. ა) მწყემსებს შორის მორიგეობით დაკლული ცხვარი ან ღორი. ბ) ცხვრის გაყიდვის დროს ყოველ ოცზე ( ან 30-ზე, ან 50-ზე, 100-ზე) ზედმეტად მიცემული ცხვარი. გ) ოცი ცხვრის მატყლზე ერთი უფასოდ მისაცემი, როცა მატყლს ყიდულობენ თვლით (გასაპარსს და არა გაპარსულს).

შკამი
მოჴ. (ყ. 318), სკამი ჴ. გრძელი ჩამოსაჯდომი კერის პირას. მარტო-შკამი, სამარტო შკამი მოჴ. სკამი. ფეიქრის შკამი, საფეიქრო შკამი მოჴ. საქსოვი დაზგა. გუდამაყარში ყველგან სკამი.

შლა
გადააშლიან (ტილს, გირწყილს) ჴ. გადააყრიან; თოფებს დააშლიან ჴ. თოფებს დააყრიან, დაუშენენ; მამაშალევ მომაყარეო, მიეშალა მიეყარა (ჴ. მას.).

შმორ
ნ. აშმორება (აძმორებასთან), დამშმარი.

შოვი
მოჴ. ნ. ჭორღი (1).

შოთი
მთ., ჴ., ფშ. ფიტი ჴ., თ. ფიჭა (თაფლიანი და უთაფლო). ნ. გოლი, ხილილო.

შოთხი
ჴ., ფშ., შოთხვი ჴ. (შატ.), თ. ხეა. შავი ქერქი აქვს, შავად დაისხამს. ნაყოფს ჭამენ.

შოკო
ჴ., ფშ., შუკო ჴ. (არხ.), ცეგო მოჴ., ქაბუზვაჸჸი თ. ბზრიალა.

შოლტ-ი
(1) ფშ., გუდ. კოჭი, თავხეზე გაწყობილი დირეები. მოსელი მთ. ხე, ხეები მოჴ.

შოლტ-ი
(2) საქალმე ტყავი.

შოლტა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გუდა გაუყვლეფელის ტყავისა“. გაუყვლეფელი ტყავის გუდა, ბეწვიანი გუდა (მთ.). შორით ჴ. შორიდან, შორითავ ჴ. შორიდანვე (ჴ. მას.).

შორტი
გუდ., მთ. ნ. ჭორღი (1).

შოშმან
დაშოშმანეს ჴ. დაამშვიდეს, დააწყნარეს (ჴ. მას.).

შოჭი
( <სოჭი) ჴ., ოჭი თ. კევი. მთიულეთში არ იციან, ამბობენ კევიო.

შრატი
ნ. ანზლატი.

შრე
ფშ. ნ. შე.

შრტიალი
(ყ. 829, 17; 922,12) ჭყივილი, შეძახება.

შტიკი
(რუს.) ჴ. ხიშტი (ჴ. მას.).

შუ
ჴ. შუაზე. შუ-და-შუ ჴ. კაცსა და კაცს შუა. „ჩაიყენეს ქისტები შუ-და-შუ“ (ჴ. მას. 169, 17). წელ-შუ ჴ. წელ-გამოშვებით, მეორ-მეორე წელს. შუაღამე შუაღმე, შუა: შუაკაცი, კაცშუაკაცი მედიატორე, შუამავალი ჩხუბის შემთხვევაში.

შუა
თ. ნ. ჭერხო.

შუა ბოძი
მთ. ნ. ძირაული.

შუადღე, უკენა შადღე
ჴ. ნ. წელიწადი.

შუათითი
ნ. თითი.

შუაკაცები
ჴ. შუამავლები (ქალის გასარიგებლად), მაჭანკლები. მე თუ არ მწადის, ჯალაფნო, ვერ გამათხოვებთ ძალადა. ნუ ადენთ შუაკაცებსა არვინ მაუშოთ კარადა (ჴ.).

შუაკაცი, კაც(ს)შუა კაცი
მედიატორე, შუამავალი ჩხუბის შემთხვევაში.

შუაღამე
ჴ. შუაღამე.

შუაყანა
მოჴ. ნ. ქაზდარი.

შუბი: შუბიანი არგანი
(ჴ. მას. 193, 16) ჯოხი, რომელსაც ძირს რკინა აქვს გაკეთებული, სვან. მუჯურო.

შუბის ტარი
ფშ., თ., მოჴ., ჴ. ზომა მზის ცაზე დგომის წერტილიდან მის დასვლის წერტილამდე. ორ შუბის ტარამდე იყო მზე (ფშ.), ერთს საბელზე ან ერთს შუბის ტარზე იყოვო (გუდ.), ერთ შუბის ტარზე (მოჴ.). თითქო იგივე უნდა იყოს იმერული გამოთქმა: „ორ თოხის ტარამდე იყო მზე დასული“.

შუვ წელ-შუვ
ჴ. წელ-გამოშვებით. წელ-შუაჸ(ი) თ. იგივე.

შუკო
ნ. შოკო.

შუკუმ-ი
ჴორ., გუდ. საკომი, საკმისი ფშ., საკვამი ჴ., ჩუკუმი მთ. (მლეთე), ერდო მოჴ. ბანში დატანებული ერდო კვამლის გასასვლელად. შუკუმაჸი თ. მრგვალი სარკმელი (სინათლის ჩამოსაშვებად ან ბოლის გასასვლელად).

შუკუნ-ი
ჴ. კედელში დატანებული თახჩა. შუკუნა მოჴ.

შუკუნა
მოჴ. ა) იგივე, რაც ჴ. შუკუნი. ბ) საკედე, კედელში კართან დატანებული ხვრელი. „ამხვრელში შედის ურდული და იკეტება კარები“ (ყ. 506).

შულტ-ი, შულტა
ჴ. ხატის მეკალოე, მებეღლე, რომელიც უკანასკნელია ხევისბრობის იერარქიაში (ნ. ურბ. „ივერია“, 1886, № 267). შულტა ჴ., თ. მორიგეობით დაყენებული ხატის მოსამსახურე, რომელიც ლუდს ადუღებს (არაბ. შურტყა). ნ. ჴელოსანი.

შუნი
ჴ. დედალი ჯიჴვი მოგების შემდეგ (ჯიჴვი მამალია მხოლოდ) ოთხ ჯიჴვი და ორ შუნი ჴ. ოთხი მამალი და ორი დედალი ჯიჴვი. შუნ-ჯიჴვი ჴ. დედალ-მამალი ჯიჴვი.

შუპყა
ჴ., თ. ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მცენ. საჭმელია. ღერსა ფცქვნიან და ისე ჭამენ“.

შურ
(1): მეშურების ჴ., თ. მეჩქარება.

შურ
(2): მშურს ჴ., ფშ., გუდ., მთ. მძულს, მეჯავრება, მეზიზღება ვშურობ მთ. მძულს.

შურ-ი
შურის მძებნელი ჴ. „სისხლის ამღე“ (ბეს.).

შურას
ერთმანერთის შურას მთ., მოჴ. (ყ. 650,6; 668, 13) ერთურთის ჯიბრით.

შუქი მზისა
„შუქი ჩაკრიფა მზიასო“ ჴ. (ნ. ურბ.-ჭყ.), ე. ი. მიიცვალაო“. ღმერთო, რა დიდი ბრალია, სიკვდილი კაის ყმისაო! მინდიამ შეღმაიშვილმა შუქი ჩაკრიფა მზისაო (ჴ.). შექებით იტყვიან: მზე იყო და თავისი შუქი თან ჩაიტანაო.

შუღლ-ი
ჴ. ჩხუბი. იშუღლებს იჩხუბებს. მეშუღლებოდ მეჩხუბებოდა. მაშუღლარი მოჩხუბარი (ჴ. მას.). ამაშუღლება შუღლად გახდომა. ღვინოვ, შენ ჭაჭანაისძევ უცეცხლოდ ამაზდუღდები. ჭკვიანთა-ხარ სასმელი, უჭკო (თ) თან ამაშუღლდები (ჴ.).

შუშა
თ. ბოთლი. ნ. მინა.

შუშანაჸი
თ. ჯარა-ტარზე ჩამოცმული რგოლი, კვრისთავი.

შუშპარი
ჴ., მოჴ., თ. ცეკვა, როკვა. შუშპარი როკვა თ. შუშპრობა ჴ., თ. ცეკვა. ვიშუშპრათ ჴ. ვიცეკვოთ.

შუშუტ-ი
ჴ., შუშუტა მოჴ. ნესტო. შუშუტა თ. ღრუიანი რამ, ლულიანი ხე ან ბალახი, ვთქვათ, დუდგულა. შუშუტა მთ. ვარიის სულის საქცევი, დუდგულისა.

შჩ
ნ. რჩ.

შჭმა
(<შჭვმა): ვაშჭვამ თ. ვუფევ, პირს ვუცობ. ჩაჸაშჭვი თ., დაუფივე ჴ. პირი დაუეც (საწყისია შჭმა. ვ დაიკარგა მანის წინ).

შჭობა
ნ. სჭობა.

შხამა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უცუნა, შხამიანი ბალახია“. ჩხამა მთ., მოჴ. მისი ძირი რომ მოიხარშოს და ჯერში გარეული ქათმებს დაეყაროს, სულ ერთიანად მსურს გაავლებს. ნედლი ჩხამა საქონელს სწყენს, ხმელი კი – არაო. სხამა ჴ., თ. ნ. ჩხამა.

შხაპი (წვიმა)
მოჴ. ნ. მშხეპრი.

შხეპ-ი
მოჴ. დიდი წვიმა, შხეპა გუდ. შავად, მთ. დიდი წვიმა, ჩქარი. შხიტინ ნ. შეშიშხინება.


ნ. რჩ.

ჩაბეჭვა
ნ. ბეჭვა.

ჩაბობოვება
ჩაბობოვდბა მთ. ნ. ბობო.

ჩადალი
თ. ყანაში აგებული ძნა ან სათიბში აგებული თივა. ჩადალი თ. იგივე სერკვი ყანაში დადგმული ძნა (ასე 40, 50); შინ რომ მოიტანენ – ზვინი, საჩადლი ჴ. შინ ერთად მიტანილი ძნები (რაიც მოუვა კაცს). ნ. ბიჟინა, ძნა, ჴოლნაბო.

ჩადგმა
ჩამიდგა ჴ. კოჭი მასესხე. ნ. კოჭაობა.

ჩადენა
ჩამადენს მთ., მოჴ., ჴ., თ. ფშ. მიზამს.

ჩაეს
ჴ., ჩაის თ. ჩასვლისას. მოეს ჴ. აქეთობას (აღმა სვლის დროს), მოის თ. მოსვლაში.

ჩავე
თ. მხალი. ჩავე ვადუღე თ. მხალი მოვხარშე.

ჩათბუნება
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ჩათბობა, თბილად გახვევა (მაგ., საბანში). ჩაათბუნა (ყ. 487,9).

ჩათო
ფშ., თ., ჩალთო ფშ. საპალნის ასაკიდი თასმა (ზოგან თოკიც), ზომაზე დაჭრილი: უნდა იყოს სამ-სამი მხარი.

ჩათქი
ჴ., თ. ჩაყლაპე. ჩათქი გუდ. გადაყლაპე, დალიე. გადათქმა ჴ. გადაყლაპვა.

ჩათქმა
ჴ., თ., შთანთქმა (ძვ. ქ.) ჩაყლაპვა.

ჩათხრობლი
ნ. გულ-ჩათხრობილი.

ჩაის
თ. ნ. ჩაეს.

ჩაკ-ჩაკი
გუდ., მთ., მოჴ. (მიჩაკჩაკებდა ყ. 15,1), ფშ. (ვაჟა, 378,9 ქვ.), ჴ., თ. ცხენის უხეირო სიარული.

ჩაკრენტვა (თვალისა)
მთ., მოჴ. (ყ. 516,5; 614,5) თვალის ჩაკვრა. „თოლი ჩაუკრინტაო“ (მთ.). მაკილვა ჴ.

ჩაკრეფა
ჴ.: შუქი ჩაკრიფა მზისაო. შექებით იტყვიან მიცვალებულზე: ვითომ მზე იყო და მზის შუქი თან ჩაიტანაო.

ჩაკუნი
ტყის გულში ვეფხვი მოაჩაკუნებს (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 9).

ჩაკური
ჴ. შაშვის ოდენა ჩიტია, ლეგა.

ჩალაფება: ჩავლაფდი, ჩამალაფა
ნ. ლაფი.

ჩალთო
ფშ. ნ. ჩათო.

ჩალილიკურება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სტვირის ჩაკაკანება“. მიზის კითხვის ნიშანი.

ჩალხი
(1) (ჩვეულ. მრავალ. ჩალხნი) ჴ., მოჴ. სალუდე ქვაბის გვერდებზე ჩაკერებული სპილენძის ფურცლები. „ჩალხამდე დაიქივაო“ (მოჴ.). „ჩალხი ( = მთორე) ძირს არი, მთლიანი გვერდებისას ფესვები ჰქვია“ (გუდ.). კალაპოტები თ. იგივე. ნ. მთვარე.

ჩალხი
(2) გუდ. სალესავი ქვა. ჩალხის ქვა გუდ., ქასური ჴ., მოჴ. ქვა, რომლისგანაც სალესავ ქვას (ჩალხს) აკეთებენ. ნ. ხოხი.

ჩამ-ი
ფშ., ჭიჭი ჴ., ლუდის თავზე მოყენებული პერი. ნ. თხლე.

ჩამა
ჴ. ყურიანი კინჭლე (ანუ კოფა) „ტკბილისა“ და „სისწვნის“ სალუდე ქვაბიდან საწურავ ტომრებში გადასაღებად. საქო ზ. ფშ., ჴ. (მიღმაჴ.).

ჩამოთვლა
ნ. თვლა.

ჩამორთმევა
ჴ., თ. ნ. წართმევა.

ჩამოყრა
ნ. ყრა.

ჩამოწკენტვა
„ეს კი იციან: ძროხა ჩამოვსწკენტეო – ჩამოვსწველეო. სხოზე არ გამიგონია“ (გუდ.).

ჩამოჴდომა
ჩამოსვლა. ჩამოჴე ჩამო.

ჩან-ი
მთ., მოჴ. ნ. ჩიმი, ჭარი.

ჩანანქრა
მთ., მოჴ. ნ. ჩაჩუმქვრა.

ჩანდაგი
გაჩანდაგებული (ყ. 113,10 ქვ.). ნ. ჯანდაგი.

ჩანჩალა
(1) ფშ. ჯიჴვის გამოცლის შემდეგ მოყოლებული პატარა ყანწი. ჯიჴვით ადღეგრძელებენ „ჴემწიფე ლაშარის ჯვარს“, ჩანჩალათი კი – „ლაშარის ჯვრის პირ-ოფლიანთ“, ე. ი. ომში ჩაჴოცილთ. ჩანჩალა თ. დიდი სასმისის გამოცლის შემდეგ მოდევნებული მცირე თასი. ჩანჩალა ჴ. ვინც სულ-უქცევრად ვერ გამოსცლის სასმისს, იმას ზედმეტად ჯარიმად დაალევინებენ ლუდს ან არაყს. ამას ეძახიან ჩანჩალას.

ჩანჩალაი
(2) მოჴ. თამაშობაა.

ჩანჩქარი
ნ. ჩხატი.

ჩარადი, ჩარათი
ფშ. ქერის ჯიში, რომელსაც მარცვალი ოთხ პირად ასხია. „მოჴევეებში იცის, ოთხკუთხია“ (გუდ.). ჩარათი ჴ., მოჴ. იგივე. ჩარათიანი (ქერი) მოჴ., ქერ-შველი თ. იგივე.

ჩარდახი
(თურქ.) სხვენი, არე სახურავის ქვეშ (ჴ. მას.).

ჩარექ-ი, ჩარექა
ჴ. საწყაოა: ხევსურული ლიტრა შეიცავს ოთხ ჩარექს, ანუ ოც სტილს, სტილი კი ოთხ კვერცხს.

ჩარეხაი
მთ. ბალახია ერთი.

ჩართვა: ჩაართვა ამბავი
ჴ. ჩაუტანა ამბავი (ჴ. მას.).

ჩარუყება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უპატრონოთ ჩახეტება სადმე, მაგ., ცხენისა“. მიზის კითხვის ნიშანი.

ჩარჩი
(1) თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თოფიდგან ძონძის ამოსაღები ხრახნილი“.

ჩარჩი
(2) მთ., მოჴ. ფეხზე მოვაჭრე.

ჩარჩი
(3) თ. იგივეა, რაც სარჩილი (ნ.).

ჩასვლა
ნ. ბალახის ჩასვლა (ბალახის ჩაჴდომასთან).

ჩასკორვა
ნ. სკორე.

ჩასოგოებული
ნ. სოდომი.

ჩასხმა (წისქვილისა)
თ., ჩუჸუსხი თ. ნ. აგება (2).

ჩატბორება
მოჴ. ნ. ლაფი.

ჩაფ-ი
ჴ., გუდ. ჯინი, დაწნული ლასტი, რომელშიც წვებიან. ჴევსურები ლაჭანს ეძახიანო, გუდამაყრელმა, მაგრამ, ლაჭანს (ჴ.) ფეხები აქვს, ჩაფი კი პირდაპირ იატაკზე ძევს.

ჩაფარ-ი
ჴ. სტრაჟნიკი (ჴ. მას.).

ჩაფრასტი, ჩაფურასტი
(ჭყ. ჩაბრასტი) (სპ. ჩაფრსტ). ღილი. გამიჴსენ ჩაფურასტები, იღლია ნახე, იქ არი. (ურბნელი, „ივერია“, 1887, № 78).

ჩაფუფქვა
გუდ. ნ. ჩაჩუმქვრა.

ჩაფხატი
მოჴ. იგივეა, რაც ძირ-ახალი (ნ.).

ჩაქ-ი
ფშ. ჩოხისა, ახალოხისა და პერანგის გვერდებზე დატოვებული სამკუთხი სიცალიერე.

ჩაქები
თ. ჩოხის ნაოჭები უკან.

ჩაღდი
მოჴ. ნ. ჩახტი.

ჩაღმ
პი-ჩაღმ ჴ. თავქვე (ჴ. მას.).

ჩაყრა
ჴ. „მეჴევე ამბობს: წისქვილს აუგეო, ჩვენ ვიცით: წისქვილს ჩავაყარეო“ (ჴ.) ნ. აგება.

ჩაყუვილი
თ.: რაჸს ჩახყუი თ. რას აკეთებ (გაჯავრებით მიმართვისას).

ჩაშატვა, ჩაშატ-მაშატვა
ჩააშატ-მააშატე ნ. შატია.

ჩაშჭმა
ნ. შჭმა.

ჩაჩ-ი
მოჴ. დაბალი ხარისხის ნაბდის ქუდი.

ჩაჩაი
ჴ. თხილის ჩურჩო (არა ღენჭეპო!), ჩუნჩა ფშ. ნ. ჩურჩი.

ჩაჩიქვა
ჴ., ფშ. (ვაჟა, 282, 1), ჩაჴლა გუდ., ჩაფხვნა (პურისა ჯამში).

ჩაჩლაქუნდა
წ. ფშ., გუდ., მთ.: გააჩაჩლაქუდავე ტომარი – კუნჭული შეუბრუნე (რომ თავზე ჩამოსაცმელად ვარგოდეს ავდარში). ბაჭყო ჴ., ფშ., ბაჭკო მოჴ. ავდარში წამოსასხამი.

ჩაჩუმქვრა
მოჴ. (ყ. 322, 17). ბეჯითად ვიღაც ჩაუჩუმქრავს (ყ. 486, 13). ნამდვილად ვიღაც ნამქერს დაუფარავს (მოჰყოლია). „ჩაფუფქაო, ჩვენ ის ვიცით“ (გუდ.). ნანქარი, ჩუნქარი მოჴ. ქარისაგან მიყრილი თოვლი.

ჩაჩქანი
ჴ. რკინის ქუდი (ნ. ქაშქანი ს. ორბ.).

ჩაწვერილი
ნ. წვერვა, დაწვერვა.

ჩაწყულაები
ჴ. „მასრები, რომელშიაც თოფის წამალს ყრიან“ (ბეს.).

ჩაჭანჭახება
მოჴ. ნ. ჭანჭახი.

ჩაჭიჭმახურება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თამაშობაში ფეხების ხლართვა“. ფშ. ხმის გრეხა სიმღერაში; სტვირის კოხტად დაკვრა.

ჩაჭუჭკვა
(ყ. 593 ქვ.).

ჩახ-საკრავი
თ., ფშ., ერწო, გუდ., მთ. საწვივე ჴ., წვივ-საკრავი მოჴ. მოქსოვილი წვივ-საკრავი.

ჩახვევა (ცეცხლისა)
მთ., შახვევა მოჴ., შეხვევა თ. ცხელი ნაცრის წაყრა ნაკვერცხლებზე, რომ ცეცხლი დილამდე არ ჩაქრეს. აქედან: ჩახვეული ცეცხლი (ყ. 506, 8) ღადარ-წაყრილი ცეცხლი. „ცეცხლი შავხვიე“ (ბაკურჴ.).

ჩახტი
ფშ., გუდ. (მთიულის სიტყვით), ჩაღდი მოჴ., აყარი თ., ხალიკი მთ., ყონდი ჴ. საყადელი, დადგმული შეშა.

ჩაჴდომა
ჩასვლა. ნ. ბალახის ჩაჴდომა.

ჩაჴინცვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საჭმელში ბევრი პურის ჩაყრა“. ჩაჴინცვა თ. ვიწროდ ჩაყრა, გაჭედვა.

ჩაჴლა
გუდ. ნ. ჩაჩიქვა.

ჩაჴუვილა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჭიმბური, ცხელი პური ერბოში ჩაყრილი“, თბილი პური ერბოში ჩაყრილი.

ჩდილო, გრილო
ჴ. ჩრდილი.

ჩე, ჩეე
გუდ., მთ., მოჴ. შემოკლებული ჩე(მო), ჩე(მო კარგო) საალერსო სიტყვაა. კარგია-და ვიცი, ჩე (ყ. 8, 10).

ჩებიჩი
(თურქ. ჩეფიჩ) ფშ., გუდ., მთ., ჴ. ერთი წლის მამალი თიკანი. მთ. წლის მამალი თიკანი (გუდამაყარში: თუნდ დედალიც იყოს: „ორზედვე ითქმის, სანამდე წელი გაუჴდება“. „ჩებიჩებს ვეძახით წლამდე მამალსაც და დედალსაც“ (გუდ.) ნ. ბოტი, წალი, თხა.

ჩეგერა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ობლათ დარჩენილი დათვის ბელი“. თეგერაჸი თ. დათვის ბელი; ბოკვერი ჴ. დათვისე ბელი. ნ. თეგერი.

ჩეთი
(კლდე, ქვა) მთ., გუდ., ჴ. რბილი, ადვილად დასაშლელი (კლდე, ქვა) საპირისპიროა ბასრი. ნ. ფშანტალი.

ჩეკი
მთ., მოჴ., ჴ. კერის გამოსახვეტი; ღომლიდან ნახშირის გამოსახვეტი. რკინისაა, კავიანი. „ხისასაც აკეთებენ“ (მოჴ.). ჴეტი თ.

ჩემო ნაღველო
ნ. ნალა.

ჩემო ყველავ
მეტად გავრცელებული საალერსო სიტყვებია ხევში (ყ. 29,1; 181,2 ქვ., 214). ჭყ. (ყაზბეგის დამოწმებით) „უუსაყვარლეს არსებაზე იტყვიან“. უფრო მოხუცი დედაკაცები ეტყვიან თავის ნათესავებს (შვილებს, შვილიშვილებს და სხვ.), ვითომ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარო.

ჩემობა
ჴ. ჩემი გავრეულობა (ჴ. მას.).

ჩენჩო
თ. ნ. ჩურჩი.

ჩერანი
ჴ., ფშ. წვივი, წვივის ზურგი [გუდამაყრელებმა ბუჭკია ჩოხელმა ჩერანი წვივის მუცელიაო, მაგრამ, ალბათ, ცთება]. „ჩერან მივალაგე ქვასაო“. საჩერნე ჴ. წვივის დასაცავი რკინის საჭურველი.

ჩეფიში, ჩეფიჩი
ნ. ჩებიჩი.

ჩექა
ჴ., გუდ., მოჴ. გოგირდი. „ჩექა-გოგილდი. აი, მუწუკებს რომ აყრიან. ლოცვაც რამ იცოდიან იმისა: მუნო, რა არის შენი წამალი? – ჩექა-გოგილდიო, აიმ ლოცვაშია“ (გუდ.). ჩექა-გოგილდი მთიულეთშიც გაუგონიათ. ჴევში ჩექას მიწიდან ამოღებულს ეძახიან, გაწმენდილს კი გოგირდს. ჩექა – გოგირდი (ჩაჩ. 31).

ჩეჩელაჸი
თ. აგებული ძნა (ოცი, ოცდაათი) ან თივა.

ჩეხია
მარხვა-ჩეხია თ. ნ. მარხვა-ტეხია.

ჩვიჩვილი
ჴ. (ჩჩჳლი ძვ. ქ.) ჩვილი (ხორცი ბატკნისა, ხბოსი, ბავშვისა, რაც გაუმაგრებელია). ნორჩი მცენარეზე ითქმის, ჩვიჩვილი – ცხოველზე. ჩუჩუნაჸი თ. იგივე. გამომცხვარ პურზედაც ითქმის.

ჩი
ჴ. -ში; ქარქაშჩი, ქალაქჩი და სხვ. ჩინ: გაუჩინდა ჴ. გჸჩინ თ. გაუჩნდა. „მალ-მალ შემოგიჩნდები“ (თ.). გაჩინდა გაჩნდა, ჩინდა ჩანდა, დღისით ქვე არა ჩინდ (ჴ. მას.).

ჩიბაკონა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ტანად დაბალი კაცი“.

ჩიბუხი
თოფის ჩიბუხი თ. თოფის ისარი, ზუმბა.

ჩიგვა
ჴ. ნ. ჩურგვა.

ჩივილი
ჴ. წყენა „მე კი არ მაწივა და იმაზე მაუჩივლდი“ (ჴ.) დავემდურე.

ჩითლაინა
ფშ. ფრინველია. ჩიკა ჴ. (რაზ.-ჭყ.) „სკამი“. თ. იგივე, წინათ ფშავშიცო.

ჩიკა
დაბალი სკამია, სამ-ფეხი.

ჩიკავკავა
მთ., გუდ. გარის ასაწევ-დასაწევი. ფხინი ჴ. გარაიას საყვანელა ფშ. ტოლში სახმარი მოხრილი ჯოხი. ნ. ცხემლა.

ჩიკორა
გუდ., მთ., ქრიჯაი ჴ. ფქვილის ამოსაღები ალატშიით. ჩიკორა თ. ნიჩაბი (ბოსლის დასახვეტად იხმარება).

ჩილა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „პატრუქი“. ჩილა მთ. შალი რომ იქსოვება, რაც ბოლოს მოუქსოვი ნართი დარჩება (იარაღი ვეღარ გაიმართება).

ჩიმი
ჴ., თ., ჩანი მთ., მოჴ. გველის კანი, გაზაფხურზე გაძრობილი. ნ. ჭარი. ჯერე-ღ მოიდეს გაზაფხული, გველი გამოძვრეს ჩიმითა, ხალათიც გამოვიცვალო, მალ-მალ შემოგიჩნდები, როგორც სისკარი დილითა (თ.).

ჩინკორი
მოჴ. ნ. ჩინჩორი.

ჩინჩაოტი
ფშ. საქმის გამომკიდები კაცი, კაპიკსაც რომ არ შეარჩენს ვინმეს.

ჩინჩლო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მამლის ბიბილო“. ჯიჯო მთ. ორივე: ზემოც და ქვემოც. ჯიჯა მოჴ., თ.

ჩინჩორი
მოჴ., ჩინკორი მოჴ., ჩონჩორი ჴ., ფშ., მჩორე თ. ცხენის, ჯორისა და ვირის ნეხვი. „ჩინკორი და ჩინჩორი ერთია“ (მოჴ.).

ჩინჩხი
გუდ., მთ. რძის საწურავი წვრილი ფიჩხისა. ხესაც ჩინჩხს ეძახიან ( = ბრაწი ფშ., მაქაცი ჴ. ?). საწურავაი მოჴ., ქოჯო თ. ნ. სარცხა.

ჩირდილი
მთ., მოჴ. ნ. გრილი, ჩრდილი.

ჩირეხი
(სპ. ჩირღ). ნ. ბუკვანი.

ჩირთი
გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. (ვაჟა, „ცრემლები“, 109,7; 169,2 ქვ.; ბაჩანა, „დ“. 20) პირველად გამოსული ტყე გაზაფხულზე.

ჩირჩოლი
ფშ. ნ. გლახა.

ჩიტა
ნ. საბძლის ჩიტა, კედლის ჩიტა.

ჩიტთ-არწივა
შაშვის ტოლა ჩიტია, წვრილი და გრძელი, გული თეთრი აქვს და ზურგი – შავი. პატარა ჩიტებს ემტერება ძალიან.

ჩიტის ნაწყლა
ფშ., ჩიტის ნაჸცა თ. ჯიბლიბო.

ჩიფქი
მოჴ. ნ. ჩქუთი, ხოწი.

ჩიქილა
ფშ., ქიჩილა ჴ.

ჩიჩაყვი
გუდ., ღაღაბო მთ., ყიყვი თ. ჩიყვი. „ჩიჩაყვი იმას ჩამოუვა, ვისაც თიადორა სჭირს“ (გუდ.).

ჩიჩიკაი
თ., ურნატა ჴ., საჴნუელა ფშ. ჩიტია. ნ. მოჴნია.

ჩიჩინი
გუდ., მთ. (ყ. 446, 10) ხშირად რომ უთხრა ვისმე ერთი და იგივე.

ჩიჩქი
გუდ., მთ., ფშ. (ვაჟა, 188, 4 ქვ.) პატარა ანაჭერი ხორცისა. „ჩიჩქაი მერგო“ მთ., მოჴ. ნ. კიჭეჭი.

ჩიჩქნა
ყურის ჩიჩქნა გუდ., მთ. ყურის გამოწმენდა; ქარჩით ჩიჩქნა მთ. მიწის თხრა ქარჩით მცირედ.

ჩიხა
ჴ., გუდ. დაბალი ტანის კაცი, ვერ იყოს კაი შეხედულობისა. ჩიხა კაცი მთ. მდარე კაცი, ბატარა. ჩიხა მოჴ. უშნო, ულაზათო სახით. ჩიხა თ. ნაკლები შეხედულობისა.

ჩლიქი, ენა-ჩლიქი
თ. ლაკანტური, სიტყვებს სწორად რომ ვერ ამბობს. ნ. ლაკანტური.

ჩოგი
თ.ახალ-გაზელილი ყველი. ნ. საჴდური.

ჩოინაკი
გუდ. ნ. საწოვარი.

ჩოკი
ფშ. (რაზ.-ჭყ) „ვირი, საჴედარი. ბრიყვი კაცი“. ჩოკი მოჴ., მიტრუკაჸი თ., მუტრუკი.

ჩოლხი
უკ. ფშ., გუდ. მსხვილ-ფეჴი მაღალი პური, თივა. „ნიავი ვერ გაიტანსდა ეს ჩოლხი მააცალეო“ (გუდ., მთ.). ჯოლყი მოჴ. მსხვილი ბზე, რომელსაც განიავების დროს ქარი ვერ გაიტანს. ჭორღი ჴ. იგივე (?). ჩოლხად ფშ. „ბლონად“, მრავლად.

ჩონგაი
მოჴ. მკლავზე გადახვეული მატყლი, დასართავი. თითზე ჩამოსაცობი – ყუმბილაი.

ჩონქარი, ჩუნქარი
მოჴ. ქარ-ბუქი.

ჩონჩო
თ. ნ. ჩურჩი.

ჩონჩორი
ნ. ჩინჩორი.

ჩონჩხი
(1) მოჴ. ნ. ჩხერი (2). ჩონჩხები თ. ნ. ჩხერი (2).

ჩონჩხი
(2) თ. ცხვირის ხრტილი. ნ. ჩხიმი (2).

ჩონჩხი
(3) მოჴ., ჩხონჩხრიანი ჴ. ოღრო-ჩოღრო კლდე, ზოგან მწვეტებია, ზოგან ჩაზნექილ-ამოზნექილი. ჩონჩხი ფშ. მიუვალი კლდე.

ჩორბი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ტუჩი, ჩიჩვირი“. მოჴ. იგივე ჩორბი ჴ. საქონლის ტუჩი, ჩიჩვირი (მხოლოდ). „ჩორბიანს დაგრეხილი კბილები რომ აქვ, იმას ვეძახით“ (მთ.).

ჩოფრასტანი
მო ჴ. ძველებური ქალების სარტყელი იყო, წინ ვერცხლისა იყო. გადავარდა.

ჩოჩხმან
დავჩოჩხმან-მავჩოხმანდით მივიძარ-მოვიძარით (ჴ. მას.).

ჩოჴა
ჴ. ზემოდან ჩასაცმელი კაცისა (ჴ. მას.).

ჩრაქვი
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „არყის ქერქი გარედან აყრილი, მთაში მკვარის მაგივრად ჰხმარობენ“. მთ., მოჴ. იგივე. ჩხლაკვი თ.

ჩრდილი
ფშ. ადგილი, სადაც მზე ძვირად ჰხვდება და, თუ ჰხვდება, ისიც მცირე ხნით (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 205). ჩრდილი ჴ., თ., ჩირდილი, ნარგილი მოჴ. იგივე. ჩირდილი, გრილო მთ. იგივე.

ჩუთქი
(1) მთ. ნ. ჩქუთი.

ჩუთქი
(2): ჩუთქი თუ ქანა საღარა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ლუწი თუ კენტი“. ლუჭყი თუ კეტი ჴ. ლურთ თუ კენტი თ. ნ. ლუწი.

ჩუკვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქექვა ჯოხით, უხეიროთ თხრა“.

ჩუკუმი
მთ. (მლეთე) ნ. შუკუმი.

ჩული
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. თოფის ბუდე. ჩული მთ., მოჴ., თ. ცხენის გადასაფარებელი (დაღლილი რომ არის, ან თბილად რომ იყოს ზამთარში).

ჩუნქარი, ჩონქარი
მოჴ. ქარბუქი, აქედან ჩაჩუმქვრა (ნ.).

ჩუნჩა
ფშ. ნ. ჩაჩაი, ჩურჩი.

ჩურგენი
ნ. ქისი.

ჩურგვა
გუდ., მთ., ჩხვერა ფშ. რქენა. დაჩურგა, უჩურგა (გუდ.), „დაჩხვირაო, ჩვენ ის ვიცით“ (მოჴ.). ჩიგვა ჴ., ჯლეჴს თ., გაჯლიჴა თ.

ჩურჩი
მოჴ., ჩურჩო მთ., ჩონჩო თ., ჩაჩაი ჴ. ჩენჩო, გარე კანი თხილისა, კაკლისა, ლობიოსი, ცერცვისა, ქერისა და სხვათა.

ჩუჩვა
ნ. გაჩუჩვა.

ჩუჩუნ-ი
კაც ჩუჩუნს ვეღარ იქს (ჴ. მას. 124,32) – კაცი ვეღარ გაინძრევა.

ჩუჩუნაჸი
თ. ნ. ჩვიჩვილი.

ჩქამი
გუდ., მთ., ფშ., ჴ. ხმაურობა, ხმა (კაცისა, ცხოველისა, ტყისა) „ჩქამი წაჰკარ“ (გუდ.) ხმა გაწყვიტე. აჩქამება ახმაურება. ასჩქამდების ჴ. ხმას გასცემს. „ჩქამი არ გაჰყარა“ (გუდ.). ჩქამობს ინდაური, ბატი და სხვ.

ჩქანჩქურ
ნ. დაჩქანჩქურება.

ჩქერი
ფშ. (რაზ-ჭყ.) „მდინარე წყლის დაქანებული ადგილი“.

ჩქვეფა
ჴ. წყალში ჩავარდნილი საგნის მოდენილი ხმა. „აღელვდა ჴელმწიფეები, შამაიჩქვიფნეს ზღვანია“ (ჴ. მას. 227,7).

ჩქლეთა
თ: ბრეცა, სახის მანჭვა. რაჸს იჩქლითები თ. რას იჭყანები.

ჩქრო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჩქროება. შორიდან ვითომ ნაცნობი ხმა მოესმას, ხმის მოჩვენება. ვითომ შენი ჴმა მეჩქროვა, დანახვა მომეწყურაო“ (ნაჩანა). „მეჩქროვაო – მამეოცაო, კარგად ვერ გავიგონეო“ (მთ.).

ჩქროლა, აჩქროლება (გულისა)
გუდ. (ყ. 695, 11; 698, 10 ქვ.) „გული ჩქარჩქარ აუჩქროლდებოდა და დასუსტებული ძარღვები ცახცახს დაუწყებდნენ ხოლმე“. „გული მიჩქროლავსო – გული რომ დაიწყებს ბრძოლას“ (გუდ.) აჩქარებული გულისცემა.

ჩქუთი, ჩუთქი
მთ., ჩუთქი ფშ. ხოწი, კოვზის ამოსახვეწი (ამოსათხრელი) მოხრილი რკინა. „ზოგი ჩუთქს იტყვის“. ჩიფქი მოჴ., ხვეწი ჴ. (არხ.), ხოწი ჴ., თ.

ჩქურ
ნ. გაჩქურება.

ჩხა
ნ. კარაჩხა.

ჩხამ-ი
მოჴ., შხამი.

ჩხამა
მთ., მოჴ., შხამა ფშ., სხამაი ჴ. მის ძირს მოჰხარშავენ ქერთან ერთად. ხარშვის დროს წვენი გამოუვა და ქერს გაუჯდება. ქერი რომ მერმე ქათმებს დაუყარო, გასწყვეტს. ნ. შხამა.

ჩხანჩხი
ჴ. დასტურების დამხმარე კაცი ლუდის დუღების დროს ხატში. ნ. ჴელოსანი.

ჩხატი
(1) მოჴ., ფშ., ჴ., თ. (ყ. 311, 18 ქვ.: 323,7 ქვ.). ჩხერი, საჩქეფი მთ., ჩხერი, ჩხატი მოჴ. იგივე. ჩანჩქერი.

ჩხატი
(2) მთ., სანაჩხატი მოჴ. ბანიდან გადმომდინარე წყალი.

ჩხერი
(1) მთ., მოჴ. ჩანჩქერი.

ჩხერი
(2) ჴ., ჩხონჩხარი ჴ., ჩონჩხი მოჴ. ოღროჩოღრო კლდე. ჩონჩხები თ. დაბალი კლდიანი ადგილი, შიგადაშიგ საძოვრიანი.

ჩხვერ
ნ. გაჩხვერა.

ჩხვერვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხარი იჩხვერება რქებითა“. ჩხვერვა ჴ. ჩხვლეტა (შუბით, ხარჯრით და სხვ.). ნ. ჩურგვა, ჯლეჴა.

ჩხიმი
(1) თავის ქალის ქვედა ხრტილი. ღრუბლის ნივთიერება, „ზეთა და ქვეთა ძვალს შუა მდებარე“. ჩხიმი, ჩხიმჩხიმი ფშ. ცხვირის ხრტილი. ჩონჩხი თ.

ჩხიმი
(2) ნ. ჩონჩხი (2).

ჩხლაკვი
თ. არყის ქერქი, ჩრაქვი (ნ.).

ჩხონჩხარი
ნ. ჩხერი (2).

ჩხონჩხრიანი
ჴ., ნ. ჩონჩხი (3).

ჩხოტი
მთ. ბარნელა, ჯოხის ძირზე გაკეთებული ჯვარი რძის სადღვებად. შდრ. ჩხუტი.

ჩხრეკა, გაჩხრეკა, დაჩხრეკა
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. ნახვა, გასინჯვა საპატარძლოსი. „ქალის გასაჩხრეკად წავიდენ“ (ფშ.) „ქალი დაჩხრიკა“ (გუდ.).

ჩხრიალა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ჩხართვი. ფრინველია“. მე ჭყრიალა მაქვს ჩაწერილი ჩხართვის მნიშვნელობით ხევსურეთში.

ჩხუტი
(1) ჴ., თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) სადღვებელი ზეზე დასადგმელი. ჩხუტი თ. დასადგმელი სადღვებელი. შდრ. ვარია. შდრ. ჩხოტი.

ჩხუტი
(2) ჴ. ქვაბიდან ლუდის ამოსაღები ჭურჭელი.

ცა: ცის პირის ძვრა
ჴ. რიჟრაჟი, ცის გიდელ-გიდელ, ცის კიდელ-კიდელ ჴ., ცის ტატანთ თ. ჰორიზონტზე. ნ. გიდელ-გიდელ. ცის ერი: „ცის ერზე დაჩნდა კაციო“ მთ. (მლეთე). ცა-ღრუბელთ ომობა: „აჴვან ცა-ღრუბელთ ეომებიან“ (ჴ. მას. 189, 14). „ცა-ღრუბლის მეომართ ჴევსურეთში ვინც ძალიან გვარ-ძლიერნია, ბევრნი, იტყვიან: ის ხალხი ცა-ღრუბელთანაც შაიძლებენ ომობასაო“ (ბეს.).

ცალ-ბანი
ჴ. ერთ-სართულიანი სახლი.

ცალ-გული
მთ., მო ჴ. ერთგული. ცალ-გულაჸი თ. ერთგული. ცალ-გული ჴ. ვინც ადვილად გაჯავრდება და ადვილადვე დაწყნარდება. ცალ-გული ფშ. სტუმართ მოყვარე.

ცალ-დირაი
ნ. ცალ-დირე.

ცალ-ი
ჴ., გუდ., მთ. საპალნის ნახევარი. საცალო გუდ. ღვინიანი ტიკი.

ცალ-ღო, ცალ-ღოლი
მთ. ცალფა. ნ. ღო, ღოლი.

ცალ-შკამაი
მოჴ. სკამი. სამარტო შკამი (შკამთან).

ცალ-ჴელა
მთ. ერთ-კაპიანი ერქვანი: ნ. ქიბოჯა, ორ-ჴელა.

ცალა-დირე
(ყ. 293,1 ქვ.). ხიდად გადებული ხე. ერთი რიდე (ჰო, ასეა!) გუდ. ერთი ხე რო იქნება გადებული ხიდად. ცალ-დირაი ჴიდი იყოვო (მოჴ.).

ცალაი
მოჴ. მუჭა (წყალი, ხორბალი და სხვ.). პევშაი მოჴ. ორი ხელი ერთად.

ცალგან
თ., თავადაჸ თ. ცალკე.

ცალე
ჴ. ცალიერი, ცარიელი, უიარაღო; მოცლილი; ცალეზე ჴ. ჴელ-ცარიელად (ჴ. მას.).

ცალთა (ცხენი)
მოჴ. უბარგო ცხენი. ნ. სალთა ცხენი.

ცამცამი
ჴ. პირამდი სავსე.

ცანგალა
მთ., მოჴ. სიმღერა, რომელზედაც ტაშს ააყოლებენ და თამაშს (ცეკვას) გამართავენ: „ცანგალა და გოგონაო, ჰოჲ, შენი ეგ არ მეგონაო. ოდელა-დელა“.

ცანდის დადება
ჴ. ნ. დაცანდვა.

ცარგვალი
ფშ. ცის კამარა.

ცას წავალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ტოროლა ფრინველისათვის ფშავლები იტყვიან: ტოროლა რომ მაღლა-მაღლა წავა გალობით, ის ამბობს: „ცას წავალ, ცას წავალ, ცას წავალ“. მერე ისევ დაეშვებაო: „ვტყუი, ვტყუი, ვტყუიო“. მოხევეებშიც იმას ამბობენ. ცას-გავალა მოჴ. ტოროლა. (იშვ.) ნ. მთიულა, შდრ. საწიედაჸი.

ცაცანა
ფშ. ნ. ციცანა.

ცაცუნი
მთ. ნ. ფათუნი.

ცდა
გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. (ყ. 620, 13) გმირობა, ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობა.

ცდენა
გააცდენს (ტყვიას) ააცდენს, ვერ მოახვედრებს; გააცდინე ააცილე, ვერ მოარტყი. გასცდა ასცდა, არ მოჰხვდა (ჴ. მას.).

ცდილობა
(ყ. 195,7 ქვ.) ცდა, გმირობა, თავის სახელება.

ცეგოი
მოჴ., შოკო ჴ., ფშ., შუკო ჴ. (არხ.), ქაბუზვაჸი თ., კოკობზიკა თ. ბზრიალა. ქაბუზვას მათრახით სცემენ, კოკობზიკა პატრაა და ხელით ატრიალებენ.

ცელი
თ. ნ. ჴენცელი.

ცელი
თ. ნამგალი. ნ. წოდგელი.

ცენდარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მოჭრილი ხის გამხმარი ძირი“. ცენდარი ფშ. ხის ანატკეცი, ნაცხერი.

ცერი
თ. ნ. თითი.

ცეროდენა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცერის ტოლა კაცი“.

ცერცვალა
ფშ., მთ. სარეველა ბალახია. ნ. ნაცვრეცვალა.

ცეტი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. უჭკო, გიჟი, გადარეული.

ცეცხლ-მგზნები
ჴ. „ოჯახის ვაჟები ჩეჩის დროს“ (ჩაჩ. 39).

ცეცხლი
თვალის ცეცხლი ჴ., ცეცხლი-თოლი გუდ., ბია-თოლი მოჴ., გუგაჸი თ. გუგა (თვალისა).

ცვარი
ნ. ზისცვარი.

ცვარცვა
ფშ., ჴ., თ. ძარცვა. უცვარცავ ჴ. უძარცვავს.

ცვეთა, ჩაცვითა
ჩააცვეთს (იგულისხმება: ჴმალს) ბაბურაული (ჴ. მას. 252,12).

ცვერცვალა, ცვერცველა
ნ. გორახა, ნაცვერცვალა.

ცვილი
ჴ. თაფლის სანთელი. ცვრივი ნ. ცრუვი.

ცია-თეთრი
ნ. ცივად თეთრი.

ციბალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცუდი კაცი, მარტო თავის ჩაცმა-დახურვაზე მზრუნველი“. ქუდი მრუდია ციბალთი, შუშპარი მშვენიერიო, – რაცა აქვ, ტანზე აკრია, შინ სახლი ცარიელიო. (ვაჟა, „პაპას მსოფლიო ფიქრები“, თხზ. VI, 75).

ციგა
მთიულეთში ციგა მარხილსავით მოხრილი ხისგან გაკეთებული საქანელაა.

ციგლიგი
(ყ. 876, 12 ქვ.) „ციკოს სიტყვებმა თავბრუ დაახვია გუგუას, თვალთ დაუბნელდა და იმედმა სასიამოვნოდ ციგლიგი დაუწყო“ (ყ. 141, 15 ქვ.), ღიტინი. გაუციგლიგა მოჴ. გაუღიტინა.

ცივ-ი
ჴ. მიცვალებული. ცივ-ნარევი სახლიაო, ვიცით, თუ მიცვალებულია სახლში (გუდ.).

ცივ-ყორე
ფშ. უკიროდ აშენებული ქვის კედელი.

ცივ-ცივ
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. ასწიეს ცივ-ცივ (ყ. 242,24). ცივ-ცივ აიყვანაო. აიღოვო (გუდ.), ცივ-ცივ ასწიაო, აუცივცივაო მოჴ. მხოლოდ აღება-აყვანა-აწევაზე ითქმის.

ცივად თეთრი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. მეტისმეტად თეთრი (ცხვარი), „ულიშნოდ თეთრი, არც წითელი აქვ, არც შავი“ (გუდ.). ცივად თეთრი მოჴ. იგივე. ცია-თეთრი თ. იგივე. ითქმის საქონელზე.

ციკინკალა
მოჴ., ჴ. ცალ ფეხზე გავლა. ცინკილაობა ფშ. მიცინკილაობს.

ციკნური
ნ. თიკნური.

ცილება, დაცილება
ჴ. (და)ვიწყება. არ დაიცილებს ჴ. არ დაივიწყებს; ნუ დაიცილებთ ნუ დაივიწყებთ. დასცილდა ჴ. დაავიწყდა. დამცილებივ დამვიწყებია (ჴ. მას.)

ცილჴვა
ჴ. (ბაკურჴ.) ნ. ცლიფა.

ცინკილაობა
ფშ. ნ. ციკინკალა.

ცინტა
ფშ (რაზ.-ჭყ. „სურდო“. მაცინტავებს ფშ. ცხვირს მაცემინებს. ცრინტა, სეერო ჴ. იგივეა, ცქრინტაი მთ. იგივე. ცინტა ჴ., თ. ცხვირის დაცემინება.

ცინტავება, ცრინტავება, ცქრინტავება
ნ. ცინტა, დაცინტავება.

ცინცულა
მთ., კინთა ჴ., კოტნაჸი თ. კნუტი.

ცირცელი
ფშ., ჴ., თ., წორო მთ., მოჴ. ჭნავი, ცირცელი.

ცირცველი
ნ. გორახა.

ცის კაკანა
ჴ. (მიღმაჴ.) ბროლის მსგავსი ქვა (ციდან ჩამოვარდნილს ამბობენ).

ცის კიდელ-კიდელ
ჴ. ნ. გიდელ-გიდელ, ცის-პირა.

ცის კიდურ-ი
(ყ. 51, 188), ცის კიდურთა მოჴ. ნ. ცის-პირა.

ცის ტატანთ
ჴ., თ. ჰორიზონტზე.

ცის-პირა
ფშ (რაზ.-ჭყ.) „ტატანი, ჰორიზონტი. ცის-პირა, ცის-კიდურთა მოჴ. ჰორიზონტი, ცის კედელ-კედელ ჴ.

ცის-პირის ძვრა
ჴ. რიჟრაჟი.

ცისმარე (დღე)
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. ვაჟა, 6,7) ყოველ დღე, განუწყვეტლივ, მუდამ. ცისმარე საათი (ფშ.).

ციცა
ჴ., თ., ფშ. ა) კატა, ბ) გადატანით: ქურდი, ციცა, ციცო თ., ქალის ციცოი ჴ. „ქალიშვილი“ (ბეს.).

ციცანა
ჴ., თ., ცაცანა ფშ. ციცებისა და მყეფრების გადასადები ჭირი. თ. იგივე („ძაღლზე გამიგია“). ღოკი (ღორის ჭირი) კიდევ სხვაა.

ციცო
ნ. ციცა.

ციცუნა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „დგნალისყვავილი“.

ციხია
ჴ. (არხ.) ნ. მილიონა, კოშკი.

ცლინგური
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხელიდან გასხლტომა“.

ცლიფა
ჴ., ცლიჴვა ჴ., ცილჴვა ჴ. (ბაკურჴ.) ურძნის ნაყოფი.

ცოდნა
მაცოდარი ჴ. მცოდნე (ჴ. მას.).

ცოდო
ჴ. ცოდვა (ჴ. მას.) ნ. შაცოდება.

ცოკავს
ჴ., თ. დადის (ჭია, მწერი, ფრინველი).

ცოლიაჸობა
თ. თამაშობაა.

ცომი
ჴ., გუდ., მთ., მოჴ. (ჩვეულებრივი მნიშვნელობის გარდა), ცხობა-დაკლებული, ხარშვა-დაკლებული (კარტოფილი, ხორცი, პური). ცომაჸი თ. უმი, მოუხარშავი (ხორცი), გამოუცხობი (პური).

ცოტა
გუდ., მთ., ფშ., ჴ. პატარა. „ეგ ცოტა ქობია და ეს კიდევ მოდიდო“ ფშ. (აჴადი). ცუტუნაჸი თ. იგივე. ცოტაჸი თ. ცოტა. ხევსურეთში „პატარა“ არ იციან. დიდი და ცოტა ჴ. დიდი და პატარა, ცოტაად უშიშრად (ჴ. მას. 189,2), ცოცოტაად (ცოტ-ცოტაად), ცოცოტინა (ცოტ-ცოტინა) (ჴ. მას.).

ცოტაიც არის
(ყ. 284, 17) უკიდურეს, შემთხვევაში, ცოტა არ იყოს ასე ვთქვათ.

ცოტიკუა
ჴ. ნ. ბეწიკუა.

ცოცვა
გუდ., ფშ., ჴ. ნელ-ნელა წასვლა. დაცოცვა: დავცოცდე. თ. მწერი ცოცავს.

ცოცოტინა
ჴ., ცოტ-ცოტინა: რა კაია ქალსთან წოლა, უბიაში ჴელანია! ცოცოტინან ძუძუანი, ვაშლის ოდოდენანია! (ჴ.).

ცრევა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დრო ცხვრის მოწველისა“.

ცრინტა
გუდ., მოჴ. მაცრინტავებს გუდ. ცხვირს მაცემინებს. ცინტა ჴ., თ. ცქრინტა მთ. ცხვირის ცემინება. ნ. ცინტა.

ცრუვი
(1) გუდ., მთ., მოჴ., ჴ., ცვრივი თ. ვინც კოხტაობს. „ცრუვაი რამ არი ჩემაი ძიკურაი: ქუდს გვერდზე იხურავს“, თქვა ერთმა ხორხელმა დედამ თავის ვაჟზე.

ცრუვი
(2), ცრუ ჴ., გუდ. ხორცი კანს შიგნით. „ცრუვს უწიაო“, იტყვიან ხევსურეთში, როცა ცხენის დაჭედვის დროს ლურსმანი ხორცს მოჰხვდება. „ხანჯარი რო სისხლჩი შავალს, ცრუ იმას ხქვიან“ (ჴ.). „ტყავი რო აძვრება ჴელზე, ფეჴზე, დაცრუვდა, დაცრუვებულიაო“ (გუდ.). „დაცრუვდაო, იმას კი ვიტყვით, დაჭრილი რომ იყოს“ (მოჴ.).

ცუგრუმელა
ფშ., იმერ. (რაზ.-ჭყ.) „საალერსო სიტყვა ბავშვთათვის. პატარა პირის მქონებელი. ლამაზი“. მიზის კითხვის ნიშანი. ცუგრუმელა მთ., მოჴ., „ბატარა“ (კაცი, ქალი), ბალღი.

ცულ-თოჴანი, ცულ-თოჴის
ტარანი. ნ. სულ-თოჴანი.

ცულის ყუობა
„ხალხის უმრავლესობა გასაჭირშია ჩავარდნილი. „ცულის ყუობას“ რომ იტყვიან, სწორედ იმნაირ დროს დავესწარით. მთაში ორ-სამ მანეთს ზევით წმინდა პური არ წასულა. დღეს კი თორმეტ მანეთადაც საშოვარი არ არის. ქერი კიდე ხუთი მანეთიდამ თუმნამდე იყიდება კოდი“ (ბაჩანა, „სახალხო ფურცელი“, 1916, № 552). ცულის ყუობა და (ჴმლის) ქარქაშობა გუდ., მთ., მოჴ., ჴ. უწინდელ დროში, როცა პურის მოსავალი არ ყოფილა, ცულს აძლევდენ ფულის იმდენ მარცვალში რამდენსაც ყუა დაიტევდა, და ჴმალს აძლევდენ იმდენში, რამდენიც ჩავიდოდა ქარქაშში“ („ეგ მაშინ იყო, როცა რუსი გადმოიდა პირველში“, გუდ.). განა ცულის ყუობაა, განა ქარქაშობაა, პური რომ არ მოგცეთო (მოჴ.). ცულის ყუობა თ. იგივე.

ცუმცქარა
ნ. ფუთქი.

ცუნცრუკი
ნ. აცუნცრუკებული.

ცუნცულა
მთ. (მლეთე), მოჴ. (იშვ.), კინტულა მოჴ. კნუტი. კინთა, კინთურა ჴ., კანთურა ფშ., კოტნაჸი თ.

ცურვა
ნ. მცურავი ჯაჭვი, წამოცურდი (წამოქანდი-სთან).

ცურცუმელა(დ) დაფქული
ჴ. ა) მსხვილად დაფქული, „რო დაღროშავს“. ცურცუმელა ჴ. ბ) პურს რო შავ-შავი და მრგვალი მარცვლები შეჰყვება.

ცუტუნაჸი
თ. პატარა. ნ. ცოტა.

ცუცქ
მიუცუცქდებიან ჴ. მიუსხდებიან მუხლების მოკეცით (ჴ. მას.).

ცქერნა
თ. ღმეჭა, უადგილო სიცილი. „რაჸს იცქრინები“?

ცქმენა
ფშ. ღიმილი.

ცქრინტა
ნ. ცრინცა.

ცქრინტაი
მთ. ნ. ცინტა.

ცხავი
მსხვილ-თვალებიანი ცხრილი.

ცხემლა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საქსოვი იარაღი, რაზედაც ძაფს ფააბამენ და ქსელში გააქვთ და გამოაქვთ. გურიაში ცხემლას „რცხმელას“, „რცხილას“ ეძახიან“. მთ. იგივე. ცხმელი ჴ., ჭაღაჭა მოჴ. იგივე. ცხმელი თ. ა) იგივე, რაც ფშავში და ჴ., ბ) წინდის ჩხირი.

ცხენ-და-ცხენ
ცხენზე მჯდომის სახით (ჴ.მას.).

ცხენ-ი
ნ. კორჯოხობა.

ცხენ-ჩიტა
ჴ.(არხ.) ფრინველია.

ცხენის მკერდა
ჴ. (არხ.) ბალახია.

ცხენის მჭამელი
ჴ. ქისტების ეპითეტია.

ცხენის ჯამაგირი
თ., დოღვი ჴ. (ნ.).

ცხენნი
ჴ., სადგინი თ. მარულა.

ცხვა
თ. სხვა. ნ. ცხო.

ცხვარ-ბუწვანი
მოჴ. haedi (მეეტლის ვასვლავნარში)?

ცხვარ-ი
ქორფა – ცხრა-ათი დღისა, მემრე – ბატკანი. თოხლი პირველი გაპარსვის შემდეგ მეორე გაზაფხულამდის. შემდეგ: შიშაქი დედალი ცხვარი, სანამ მოიგებდეს (ასე წელიწდამდის), ჭედილა მამალი ცხვარი (დაკოდილიც და დაუკოდავიც). ჭედილაა, რაკი გადადგება წელიწადს (გინდ დაკოდილი იყოს, გინდ დაუკოდავი). ნაყოჩარი = ვერძი („ვერძი“ თანდათან გამოდის ხმარებიდან). ცხვარი რომ მოიგებს – ნაშიშაქვარი, მეორედ რომ მოიგებს – ორ-ნაყოლი. ნ. თხა.

ცხვენ
ნ. რხცვენ.

ცხვისა შვილი, ცხვისშვილი
ნ. სხვის შვილი.

ცხო
მოჴ. (ყ. 8, 19) (მრ. ცხვები ყ. 21,9 ან ცხონი), სხო გუდ., მთ., ცხვა თ. სხვა.

ცხორი
მთ., მოჴ., ცხვარი.

ცხრა-ფურცელა
ნ. გუბჯაჸი.

ცხრა-ძარღვაი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. მრავალძარღვა.

ცხრაჯერობა
მოჴ. აღება დიდმარხვის წინ. ნ. პირის დაჭერა.

ცხრეული
მოჴ., აშალი ჴ., კეცეული ფშ. თხელი ქერის კვერი, კეცზე გამომცხვარი. ხატში ბავშვებს გადაუყრიან. ნ. ყურწიწკნა.

ცხროება
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. აცხროებს აკანკალებს, აცახცახებს.

ძაბი
მთ., ჴ. ძაფი. ყაჭი თ. იგივე.

ძაბის ღილი
ნ. ღო, ღოლი.

ძაბრიგანა
მოჴ. (ყ. 73,2 ქვ.) მეშველი, წუღის ჩაცმის გასაადვილებლად სახმარი ტყავი. „ძაბრიგინა ოსურად არის“ (მოჴ.).

ძაბუნ-გიჟობა
მთ. ძალ-მომრეობა.

ძაგა-ძუგი
(ყ. 767, 18ქვ.), ძაგი-ძუგი გუდ., მთ., მოჴ. ბაგა-ბუგი, გულის აჩქარებული ცემა. ნ. დაგა-დუგი.

ძაგარი
დაშალა ვეფხვმა ძაგარი (ჴ. მას. 316,31) ფაფარი (გადატანით).

ძაგირი
ჴ. თხის ბალნისგან ან ცხენის ძუისგან დაწნული საბელი. საბელი თ.

ძაგრვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გაჭიმვა“. ჴ., მთ. იგივე. გაძაბვა თ. იგივე.

ძალ-ი, ძალა
ჴ. ძალს გვიზმენ ძალას დაგვატანენ, მოგვერევიან, ძალი გვიყო, ძალი უყვ (ჴ. მას.).

ძალისულით(ა)
ჴ. მთელი ძალ-ღონით.

ძალუა
მთ., ფშ. ძმის ცოლი, ბიძის ცოლი და ცოლი სხვა ახლო ნათესავისა.

ძალუმ
გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 223, 11 ქვ.) ძალუმ, ძალუმ გუდ., მთ. მეტად, ძალიან (ყ. 650).

ძალუმი
ძალუმი ხარ, ღვთის მადლმა (ყ. 494,7) ძალიანი, კარგი. ძალუმი მოჴ. ძლიერი, ღონიერი (ირონიით).

ძამულა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საალერსო სიტყვა ძმა, გურ.-იმერ. ძამია“. ძმაილა ფშ.

ძარა
მოჴ. ნ. ჴვირი.

ძარღვი
ჴ. მყესი. ძარღვი თ., ფშ. ა) ძარღვი, ბ) მყესი ნ. სტარი.

ძაუგი
(ყ. 748,11) ჴ., ფშ., მოჴ., გუდ., მთ. ძავიჯ-ყაუ, კავკავი, ვლადიკავკავი (ამჟამად ორჯონიკიძე).

ძაღა
ჴ., თ., ფშ. ნ. სმაგა.

ძაღლ-უმადური
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. ბეჩავი, გაჭირვებული. „ძაღლ-უმადურად იქცევიო – ეზარება, ზარმაცია, არ უჴდება“ (გუდ.). „ისე ძაღლ-უმადურად უნდა ამოჰხდეს სული“ (ყ. 316, 15).

ძაღლის კბილი
ფშ. სათხილე კბილი, ეშვი, ძაღლის კბილები თ. უკანა კბილები.

ძაღლის ფსელაი
ჴ., ფშ. ბალახია. თესლი აქვს ფისტონის მსგავს ყვავილებში.

ძახნება
ნ. შაძახნება.

ძგერება
ნ. დაძგერება.

ძგინველა
მთ. წყლის ჭია. ქვას რომ გადააბრუნებ, ქვეშ არის. ძალიან პატარაა, რწყილზე ოდნავ მეტი. თევზი ჭამს. იმით თევზსაც იჭერენ, ანკესზე წამოაცმენ. სამსალა ჴ., სანსალა ფშ.

ძგრიალი
ჴ. გრიალი, თოფის ხმა (ჴ. მას.).

ძე
ფერი გძე ჴ., ფერი გაძევს; სირცხვილი გვძე სირცხვილი გვაძევს; სირცხვილი სძეს თავზე ჴ. სირცხვილი აძევს თავზე (ჴ. მას.).

ძე-სიძე
გუდ., მთ., მოჴ. ზედსიძე, ჩამოსიძებული.

ძევა
ჴ. ძიება.

ძელ-ი
გუდ., მთ., ძელა ფშ. (წინათო) კერაზე ქვემოდან მიდებული ხე. ზემოდან მოდებულს სათაურაი ჰქვია (ნ.). ძელი ცხავატში იციანო, ჩვენ კი კუნძიო, ჴადელმა (მთ.).

ძერიკა
ჴ. ყვითელი ძერა. მეგველიაჸი თ.

ძერხონა
ნ. ძირხვენა.

ძვალი: ზურგის ძვალი
თ. ხერხემალი. ნ. ზურგის ჭკდე.

ძველ-ახალი
მოჴ. ნახმარი ტანისამოსი. ბალახზედაც ითქმისო.

ძვეღ
გაგვიძვეღ, გამიძვეღ ჴ. მაგრამ: მიუძღვების, გამუძღვა და სხვ. (ჴ. მას.).

ძვირი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ძუნწი. ნ. წუწურაქი. ჴემწიფისა ხაზინასა კაცი უნდა მომცემარი, არც ძალიან ძვირი იყოს, არც ძალიან გამცემარი (ჴ.). ვარიანტი − ბატონისა საქონელსა კაციუნდა შამნახველი, არც დიაღა ძვირი იყვას, არც დიაღა გადამყრელი (ჴ.).

ძილ-მთხვიზი
ჴ. ფხიზელი, ვისაც ძილი ადვილად ვერ ერევა.

ძილ-ფუში
ნ. ძილ-ქუში. ძირ-ი (1) მთ. ლუდის თხლე. შეინახვენ, გაახმობენ, კვერებად დააცხობენ და სვის წვენსა ან ბაზალუყში ჩაურევენ. ის დააჩქარებს დუღილს. ძირის თხლე თ. რასაც ლუდი დაილეკს ძირს. წვერის თხლე თ. პერი, რასაც ლუდი მოიგდებს თავზე. ძირში ჴ. ქვეშ.

ძილ-ქუში
გუდ., მთ., მოჴ. ღრმა ძილი. „რა ძილ-ქუში დაგაწვა, რა მოგივიდა“ (ყ. 212,17 ქვ.), „რა ძილ-ქუში შეგეყარა“ (გუდ.). ძილ-ფუში მოჴ., ჴ. იგივე.

ძირ-ახალი
მოჴ., ჩაფხატი (იქვე) ქალამანი, სანამ ძირი გაუცვდებოდეს. რომ გაუცვდება, გამოუბანდვენ და შემდეგ ბანდულს ჰქვივნებენ. ძირ-ახალს (მოჴ.) მთლიანი ტყავის ძირი აქვს და არა გამობადრული.

ძირ-დიდა
მუწუკია ერთი. ნ. თაგვის კბილა.

ძირ-ი
(2) გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. სკა. ოცი ძირი ფუტკარი.

ძირაული, ძირეული
ჴ. დიდი და მაღალი ბოძი, რომელსაც ერთი თავი ბოსელში უდგას, მეორეთი კი ჭერხოს ბანი უჭირავს. შიგ-მოვალი ბოძი გუდ., შუა ბოძი მთ.

ძირხვენა
მთ., ფშ., თ., ძერხონა მოჴ., დირხვენა ჴ. ბალახია. მის ძირს ჭამენ.

ძიძაჸი
თ. ძუძუ.

ძიძგნა
მოჴ. (ყ. 527,11; 632,10) წიწკნა.

ძიძინათელა
ჴორ., მთ, ციცინათელა. ნ. ბზინველა, ჭია-ცეცხლა.

ძიძიტაი
ჴ. (არხ.) ნ. ჯიჯიტაი.

ძლივ
ჴ. ძლივს (ჴ. მას.). ძმა-შინში ჴ. „ბიძაშვილი“ (ნ. ურბ.) მიზის კითხვის ნიშანი.

ძმა-შინში
ძმა და შინში. ნ. შინში.

ძმაილა
ბუქურ. 51, 11. ძმაილამ, ძმაილას ფშ. აფიცებს ალერსით მიმართვისას.

ძმარ-ი
ჴ., თ.მლაშე. დამძმარი დამლაშებული. ყველის ძმარი გუდ., მთ., ზალა ფშ., მარილ-წყალი მოჴ. წაკა.

ძმარება, ჩაძმარება
ჴ. ჩაძაღლება. „ბევრა ჩავაძმარეთ ქისტი და ბევრას კიდე ჩავაძმარებთ“ (ჴ. მას.).

ძმობილი
ჴ., თ. ფიც-ნაჭამი ვერცხლით. ნ. ნაძმობი.

ძმორ
ნ. აძმორება.

ძნა
ჴევსურეთში: ჴელეური ერთი ხელით დაჭერილი მომკილი პური ან ქერი, ძნა სამი ჴელეური, სამეული სამი ძნა, ერთად დაწყობილი. წერილა შვიდი სამეული, ე. ი. 21 ძნა, დადგმული. წერი სამი წერილა, 63 ძნა. სერჴვი რამდენიმე წერილა.

ძნა
თუშეთში: ძნა (ჴერელი თივისა არის), სერკვი ასე სამოცდაათამდე ძნა (უსაროდ), ჩადალი ორმოცამდე ძნა (სარიანი). სერკვში მეტია ძნა, ვიდრე ჩადალში.

ძობანი
ფშ., გუდ., ლასტი ჴ., თ. დაწნული ლასტი ყველის შესაწყობად და გამოსახმობად.

ძოვ
საძოვი ჴ. საძოვარი (ჴ. მას.).

ძოღა
მოჴ., თ., ძოღან გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. ძოღან, ძოღანის მოჴ., ჴ., თ. ამას წინათ, სამი დღის წინათ, გუშინწინ. „ძოღან წასულ კვირას, ძოღანდელი წასულ კვირანდელი“ (ბეს.).

ძრახ
აძრახდომა გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ., აჭკვავება თ. ხმის ამოღება, დალაპარაკება.

ძრომა
მძრომელაი ჴ. (არხ.) ჩიტია.

ძროხა
(1) ფშ., თ. მსხვილი საქონელი (ჴარი, ფური, დეკეული, მოზვერი, ჴბო).

ძროხა
(2) ჴ. ხევსურეთის ადათობრივი სისხლის სამართლით დაწესებული გადასახადის ერთეული, რომელიც ფულად ან ნივთად ხუთ მანეთს უდრის. ეს იგივეა, რაც სვანური ათსიშ (ბალს ზემოთ) ან ფურეშ (ბალს ქვემოთ) იმ განსხვავებით მხოლოდ, რომ სვანური ათისში ან ფურეში ექვს მანეთად არის მიღებული და არა ხუთად, როგორც ხევსურეთში. განასხვავებენ საფეჴითო ძროხას (ცოცხალ ხარს ან ფურს), რომელიც თუმნად არის შეფასებული, საჴელითოსაგან, რომელიც ფულად ან ნივთად (ვთქვათ, სპილენძის ქვაბი, ლიტრიანი) ხუთ მანეთად არის ნავარაუდევი.

ძროხის ყოილი
გუდ. ნ. მარტო-ყვავილი.

ძუთა
ჴ. „ეკლიანი მცენარეა, უნაყოფო... ნახშირს ხევსრები ცაცხვის ან ძუთის ხისაგან ამზადებენ“ (ჩაჩ. 31).

ძღოლა
ნ. ძვეღ.

წადინი
ჴ. წადილი.

წავალ
(წავედ, წავიდ): წაუვას ჴ. წაჰყვება (გასათხოვარი ქალი ქმარს). ვეღარ წაუხოლ სხვათაო ჴ. ვეღარ მისთხოვდები სხვებსო. წაუოლ, წაუვალ ჴ. წავჰყვები (ცოლად). წაუვიდ ჴ. წაჰყვა (ცოლად) (ჴ. მას.).

წაკა
ფშ., თ. (რაზ.-ჭყ.) „წათხი“, ყველის მარილ-წყალი.

წაკლება
თ., წავიკლე თ. წავაგე, წამიკლო თ. მომიგო, წავუკლე თ. მოვუგე, წაგიკლე თ. მოგიგე. ნ. მოკლება, კოჭაობა.

წალ
ნ. გამოწალვა.

წალ-ი
მოჴ., ჴ., თ. გარდა იმისა, რაც თხაზეა ნათქვამი (ნ. თხა), წალი დედალ ჯიხვზედაც ითქმის: წალი (ყ. 312) უშობელი ჯიჴვი; მეორე წელში რომ გადადგება და მოიგებს – ჴარ-ლაღი. წალი ნორჩი ირემი, ნუკრი, სულ პატარა, ძუძუ-მწოვარა ირემი (ყ. 273). ნ. შუნი.

წალალვა
თ. გაგზავნა (კაცისა).

წალიკანი
მოჴ. ნ. სასწორ-ჩარექანი.

წალო
თ. ქერ-იფქლისა და სიმინდის დასაჴალებელი ჭურჭელი. ოთხ-კუთხია, სამ ფეხზე დგას.

წამ
ნ. გაწამება.

წამ-უწამოთ
გუდ. განურჩევლად, უდროო დროს, წამდაუწუმ, მუდამ. „წამ-უწამოთ მივიდის და მოვიდისო, წამ-უწამოთ მიდიოდ-მოდიოდაო, აი ეს ვიცით“ (გუდ.), „ვითომ ჩქარ მივიდის და მოვიდისაო, რაღა“! (გუდ.).

წამაკუნკვა, წამაიკუნკა
გუდ. ნ. წამოყუნტვა.

წამალა
ჴ., გუდ., ხსენი მოჴ., მთ. დვრიტა, რძის ჩასაკვეთი, რძის შესადედებელი მასალა, „ჴბოს ამაარიდებენ“. „ხსენს ვეტყვითო“ (მთ.). „დვრიტას ჩვენ ვეძახით ხსნის ქერქს“ (მოჴ.), ჴსენი თ.

წამობღუნვა
ნ. ბღუნვა.

წამოლალვა
ნ. ლალვა.

წამოლასტული
ნ. ლასტ.

წამოქანდი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ახლოს მოდი, წამოცურდი დამჯდარს ან დაწოლილს ეტყვიან.

წამოყინჭრვა
ჴ. ნ. ყინჭარა.

წამოყუნტვა
ფშ., მთ. (ვაჟა, 347, 18) წამოჯდომა, წამოსკუპება. „წამაიკუნკაო, ჩვენ ვიცით“ (გუდ.) „არც ჯდება, არც ზეზე არი“ (მთ.). იკუნკება მოჴ.

წამოცურდი
ნ. წამოქანდი.

წამოწკეპა, გამოწკეპა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. მჭრელი იარაღის პირის გათხელება (ცულისა, ჴელცულისა, ცელისა და სხვ.).

წამოჭუჭკვა
„მოიბუზა ონისე და ნაბადი წამოიჭუჭკა“ (ყ. 523,14).

წანწყარა
გუდ., ფშ. ბოლო-ქანქალა, მაბზაკუნა, კუდა-ბზაკუნა, ჭყან-ჭყანტა თ. „ტყის პირის ქვიშას წანწყარა მიჰდევს“ (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 9).

წარა-მარა
ფშ., ჴ., თ., მოჴ. ურცხვი. წარა-მარა გუდ., მთ. უვარგისი, უხეირო: „წარა-მარა იყო და გადავაგდეო“ მთ., მოჴ. იგივე. წარა-მარა (საუბარი) ჴ. უხეირო, სულელური, აბდაუბდა (ჴ. მას.). ნ. ასისთავი, ბეზირგანი, ქრიანი.

წარა-უგონთ ლაპარაკი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წარა-მარათ ბოდვა“. მთ., მოჴ. სულელურად ლაპარაკი.

წარაბი
გუდ. ნ. წარაფი.

წარაფი
წ. ფშ., წარაბი გუდ. დაბალი კლდე, გრძელი (მაღალი კლდე – ქარაფი). წარაფი თ. ბუთქვი ტყე, განმარტოებით.

წარზე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კარგად, რიგიანად“.

წართმა
ცოლის წართმა ჴ. ცოლის წართმევა; ცოლ-წართმული ჴ. ცოლ-წართმეული (ჴ. მას.).

წართმევა
ჴ., თ. წაღება და მიტანა. წაჸართვი თ. მიუტანე. გამომართვი (თ.) გამომიტანე. წევდი-დ’ ცეცხლ გამომართვი (თ.) წადი და ცეცხლი გამომიტანე. მირთმევა მიტანა. ჩამორთმევა ჩამოტანა.

წართხლი
თ. ნ. წერთხალა.

წარნიკი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ძალიან ავი კაცი“.

წასენა
მთ. ნ. სენი.

წატურება
მთ. გაწყრომა ბავშვს, რომ გაჩუმდეს, დადუმება. რძალმა თქვაო: „დედამთილი ამბობს და მე უნდა წავიტურო. წაატურე, იტურნე თ., ფშ. იყუჩე (დედა ეტყვის ბალღს).

წაღმართ
ნ. მოწაღმართე, ანგელოზი.

წაყრა
ნ. ყრა.

წაძიძგილება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კინკლაობა“, ქათმების წაკიდება. „წაძიძგილბა მამლბმა იციან“ (მთ.). მოჴ., თ. იგივე. ჴ. იგივე (კაცებისა, მოზვრებისაც).

წაწალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დობილი, ნადობი“. „ქალი ეძახის ვაჟს წაწალს და ნაძმობს, ვაჟიც ქალს – წაწალს და ნადობს. (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 35). წაწალი (ყ. 1101,2) დობილი (?) წაწალი ჴ. „საყვარელი“ (ბეს.).

წაწარაქი
გუდ. ძუნწი, კაცს რომ არაფერს მისცემს. ნ. ძვირი, წუწურაქი.

წაწლობა, მოწაწლეობა
ფშ. წაწლობის ურთიერთობის წესი. ნ. წოლა-დგომა.

წახურვა
(მჴრებისა) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფრინველთაგან მხრების წამწვეტება ძირს დასაქანებლად“. თ. იგივე. (ეს არის დახულუზნება).

წბილა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახის წვრილი ღერი ნემსის მსგავსი“.

წევა
(1) ჴ., თ., მოჴ. (იშვ.) წვევა. არ მიწევავის – არ მიწვევია, არ დამიპატიჟნია. აწიიდი დაჰპატიჟოდი. „შენ გაწევს, რად არ წახოლ“. ჩემმა მოსაუბრე მოხევემ ღიმილით მითხრა: ეს რომ ქალს უთხრა, შეიძლება სხვაგვარად გაიგოსო. მოწევარი მოჴ. კაცი, რომელსაც გზავნიან სტუმრის მოსაწვევად.

წევა
(2): ეწევი ეხმარები (ჴ. მას.).

წევა
(3): უწევს დროშათ სისხლს ჴ. ასხურებს დროშებს სისხლს. სისხლი უწივა ქალ-ვაჟთა ჴ. სისხლი ასხურა ქალ-ვაჟთა (ჴ. მას.).

წეკვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ერთად შეკრული თამბაქო“. წეკვა გუდ., მთ., თ., წეკო მოჴ. ერთი შეკვრა თამბაქო.

წეკვაჸის ძვალი
თ. საქონელს რომ წინა ფეხის მუხლს ზემოთ ძვალი აქვს. შდრ. წიკვი.

წეკო
მოჴ. წეკვა.

წელ-გასათაო
„წელ რო გათავდების, მკვდრის პატრონი წელ-გასათაოს იქამს, მკვდრის ტალავართ აღბერტყს. წელ-გათავებამდის მკვდრის ტალავარი და იარაღი უსხავ ტახტაში და მადის ტალავართაზედ მატირალი მაკეთე-მაკიდული“ (ჴ. მას. 136,16 – 19). ნ. წელთავება.

წელ-თაობა
ჴ., თ. წელს ზევით (რაც არის); წელ-ძირობა ჴ., თ. წელს ქვევით რაც არის. ნახევარს ზევით, ნახევარს ქვევით: ყველაფერზე იტყვიან.

წელ-ღონაჸი
თ. ჭორიკანა, ენა-ტანია. ნ. კაჭალა.

წელ-შუ
ჴ. წელ-გამოშვებით, მეორე წელს (ჴ. მას.).

წელ-ძირობა
ნ. წელ-თაობა.

წელ-წვრილნი
ჴ. წელს ქვემოთ, სადაც წელი წყდება (იქ მდებარე ნაწილი?).

წელთა
ფშ., კედა მოჴ. ურდული. საგდოლი ჴ., თ. მაღლიდან ჩამოსაშვებია, კედი თ. კი – განზე გასაგდები.

წელთავება
ნ. წელ-გასათაო, ხარჯი.

წელნი
ჴ. წელი (ზურგის ქვემო ნაწილი).

წელწადი
ჴ., თ., ფშ. ახალი წელი. წელწადში ჴ. „ახალ წელს“ (ბეს.). წელწად წუხრა ჴ. „ახალწლის წინა დღე“ (ბეს.). წელწად შამაე წუხრა. ახალწლის წინა დღე. „შატილში ახალწლის დღეობა ხუთ დღეს გრძელდებოდა: წელწადი კვირას, კუმეტი ორშაბათს, შუადღე სამშაბათს, უკენა შუადღე ოთხშაბათს, გამცხადება ხუთშაბათს“ (ჩაჩ. 141). აქ ნახსენები „გამცხადება“ წარმოშობით უთუოდ განცხადებაა, ე. ი. 6 იანვრის დღესასწაული მორწმუნე ქრისტიანებისა.

წემწკალი
ნ. წეპწკალი.

წენგარი, წენგარაი
მთ., მოჴ. ბალახია, ლურჯ ყვავილებს ისხამს. ამ ყვავილებს ქალბატვნებს ეძახიან ხევში.

წეპწკალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თმისა და წვერის საგლეჯი პატარა გაზი“, პატარა მაშა წვერისა და თმის საგლეჯად. წემწკალი, წვერმწკალი მო ჴ. იგივე. ბორწკალი ჴ. მაშაც არის და წეპწკალიც. ბორწკალი თ. წეპწკალი (მხოლოდ). ნ. ბორწკალი.

წერ-ი
(1) ფშ. (ხიზანიშვილის სიტყვით) ნავთობი.

წერ-ი
(2), წერა: წერი მოჴ. თექვსმეტი ძნა ჯვარედინად გაკეთებული: თითო რიგზე ოთხ-ოთხი. წერა ფშ. „ოთხ-ფეხათ დადგმული ძნა, სულ რამდენიმე მეძნისა“ (რაზ.-ჭყ.) (ალბათ კორექტ. შეცდომაა, უნდა: რამდენიმე ძნისა). მთ. იგივე (ოთხკუთხად აგებული). წერა გუდ. ათი დედა (დედა, დედა-ძნა ორი ძნა ერთად დაწყობლი, ერთად აგებული). ჴადურა გუდ., მთ. ხუთი დედა-ძნა. ჴუთულაში ოციდან ასამდი იქნება, ჴუთულაზე ჰკიდია. „კოჭაულს ვტყვით, ცხრა ძნაა შიგ“ (მთ.). ნ. მარჴილის უბე.

წერა
მაუწერს ჴ. წრეს შემოავლებს, შემოუვლის.

წერა
ჴ. ბედისწერა; წერას ხომ არ აუტანიხარ (ფშ.). მწერელი ჴ. ვის განკარგულებაშიც არის ჩვენი სვე-ბედი.

წერა-წუა
ფშ. სოკოა. ნ. წეროს წვივა.

წერთხალა
ჴ., წართხალი თ., ჭერთხალა გუდ., მთ., მოჴ. მჟავე ბალახია. იჭმევა.

წერიება, დაწერიება
თ. თუ მიწა პირველად იხვნება, გუთანს წინ მიუძღვის ერთი უღელი ხარი და საკვერთლით მიწას ჭრის („აწერიებს“). იმას მერმე გუთანი მიჰყვება და ადვილად აბრუნებს მიწას. ისიც შეიძლება, რომ ერთ დღეს „დააწერიონ“ და მეორე დღეს მოხნან.

წერილა
ნ. ძნა, ჴელი.

წეროს წვივა
ფშ. სოკოა. „მაღალი ფეხი იცის, შავი გული აქვს, რუხი ზურგი. ზედ ზურგზე გეგონებათ მოთეთრო ფერფლი აყრიაო. კარგია. თ. რაზიკაშვილი წერა-წუას ეძახის (შეცდომით დაბეჭდილია წერა-წყას). შემოდგომის ავდრიან ამინდზე იცის ამოსვლა ყამირზე, სადაც სასუქია ბელტში ჩამკვდარიო“.

წერწა
ჴ. კუდო (ხეა).

წერწენაი, წერწერაი
მთ., წირწენი მოჴ. გუთნის მხარზე საკვეთლის წინ მიკერებული მოკაული ჯოხი, რომელსაც გუთნის დედა აწვება ქიბოჯაით (ანუ უყუსაყრელით), რომ ღრმად მოიხნას. ნ.

წვა
მწვავი ჴ. ცხელი. [ქიბოჯაი.

წვად
მიაწვადა ჴ. მიაწოდა (ჴ. მას.).

წვალვა, გაწვალვა
ჴ. (არხ.) გატიხრვა, ღობით გადაკედლვა.

წველა, დაწველა, მოწველა
ფშავში, პავლე შანიძის თქმით, თაფლის დაწურვაზედაც ითქმისო: ფუტკარი დავწველეთ, ე. ი. სკა ვხილეთ, თაფლი ამოვიღეთ სკიდანო.

წვერვალი
მთ., მოჴ., ბალახია ერთი.

წვერი
(1) ჴ., მოჴ. (წინათ, ეხლა იშვიათად), თ. (ეხლაც, მაგრამ იშვიათად) ულვაში. წვერი თ. ულვაში (უმთავრესად). წვერის გაბრუნება ჴ. ულვაშის გადაგრეხა. წვერი გაიბრუნე ჴ. ულვაში გადაიგრიხე. წვერი გადაიგრიხა მოჴ. ულვაში გადაიგრიხა. ნ. ყბა.

წვერი
(2) რახის (პირველი ნახადის) ან არაყის (ორჯერ ნახადის) წვერი, არაყის გამოხდისას პირველად წამოსული არაყი, წინ-წანაქარი ფშ., გუდ., მთ., წინ-წარაქალი, წინ-წარაქანი მოჴ., წინ-წარაქალი ჴ. (იშვ.), წვერისა ჴ. (ხშირად და ჩვეულებრივ).

წვერი
(3) ნ. ამოწვერვა, მეწვერენი.

წვერის თხლე
თ. ნ. თხლე, ძირი, ჩამი.

წვერისა
ჴ. ნათავედი, პირველად გამოსული არაყი. ნ. წვერი (2).

წვერმწკალი
მოჴ. ნ. ნაპერწკალი.

წვივ-საკრავი
მოჴ. ნ. ჩახ-საკრავი.

წვივის თიკანი
მთ., მოჴ., ჴ., ფშ. ნ. თიკანი, კუთი.

წვინტლი
გუდ., მოჴ. ცხვირიდან ნადენი სითხე. ნ. ხვინტლი.

წვისქვილი
მთ., მოჴ. წისქვილი, მთ. საშუალო ზომის წისქვილი. ნ. ბოჭოლა.

წვრილი
ჴ. Мелкий (ჴ. მას.).

წვრილიანი, წვრილოანი, წვრიმლიანი
ნ. დენგარი.

წიაპა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წიწილი“.

წიბო
თ. ტოლის წკეპლა. ქსოვა წიბოდან უნდა დაიწყოს, იქამდე უნდა მიიყვანოს და გაჭრას. ნ. წკეპლა.

წიგნი
ჴ., თ., ფშ. წერილი.

წივილი
(გველისა, თოფისა) (ჴ. მას.).

წივლის ჩიტა
ფშ. ნ. წიფლის ჩიტა.

წით
გაუწითებს ჴ., გაუწითლებს; ჴელითაც გიწითებთ ჴ. „გაგნათლავთო“ (ბეს.).

წითელ-წვერა
მოჴ. ბალახია. იზრდება ყიზლარში. ცხვარი ჭამს ძალიან. ნ. ავშანი, ყარღანი, ხურხუმა.

წითელი ხილი
მოჴ. თაგვისტომა. თეთრ-წითელა ჴ., ქურ-წითელა ჴ. (ბლო) წითელი მოცვი.

წიკვი
გუდ., წლიკვი ფშ., ფეხები ნაწილი კოჭებს ზემოთ და წვივის ქვემოთ. „წვრილი წიკვები ჰქონდა“ (გუდ.). შდრ. წეკვაჸის ძვალი თ., შდრ. კიწვი.

წიკო
(ხიზ. 181,2) ჟღივილი (?).

წიკუ
თ. ნ. წიპი (1).

წილ-ბურკვი
(ურბნელი, „ივერია“, 1887, № 176) გასამრჯელო, რომელიც ეძლევა დედაკაცებს საჴმითმოტირლოდ. მისხედს კითხვის ნიშნები.

წილ-ი
უწილო ფშ., გუდ., მთ., მოჴ., ჴ. უშვილო, განსაკუთრებითუძეო. წილობა (ვაჟა, 192,2) შვილიანობა, ჩამომავლობა. წილობა-გასაწყვეტო, წილობამც ამოგივარდება! (წყევლაა).

წილ-ყვაჸი
თ., ჭკა ჴ., მოჴ. ჭილ-ყვავი.

წილ-ჩუტა
მოჴ. ნ. ტილ-ჩუტა.

წიმართ წყალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თავანკარა წყალი. ეს ღვინო წიმარო წყალიაო – სულ წყალი არისო“.

წინ-წანაქარი
გუდ., მთ. ნ. წვერი (2).

წინ-წინ
ჴ. პირველად, ჯერ, წინდაწინ (ჴ. მას.).

წინამდეგი
გუდ. წინამძღოლი.

წინამძღვარ-ი
ჴ. წინამძღოლი, ბელადი (ჴ. მას.).

წინამძღვარაი
ჴ. პატარა ვარსკვლავია, წინუძღვის ბუწვას (ნ.).

წინგარდა
ჴ. ბანი ჭერხოს წინ ქარიპნის შემდეგ, დაუხურავი. ნ. ქარიპანი.

წინტვა
თ. ნ. წრინტვა.

წინწალი
მთ. ნ. წინწელი, წკინოტლი.

წინწელი
ფშ. ნაპერწკალი. წინწალი გუდ., მთ., მოჴ., ნაწინწალი მოჴ., ნაწინწელა ჴ., სკივი თ. (ჭყონიას წინწკლი ბეჭდვის შეცდომაა).

წინწინდელი
(ფშავის გომეწარში გავიგონე) ადრინდელი. ნ. ნელანდელი.

წინწკალი
იწინწკლება მთ. წვრილად თოვს (საპირისპიროა ბარდნის).

წიოკ
დაწიოკულნი ჴ. დაწიოკებულნი (ჴ. მას.).

წიპ-ი
(1) ჴ., მოჴ. ცერი და სალოკი თითი ერთად მიდებული. „წიპით აიღო“. წკიპურტი გუდ. იგივე. „წკიპურტით აიღო“. წიკუ თ. იგივე.

წიპ-ი
(2) გუდ., მთ., მოჴ. წიპწიპო, წიფლის ნაყოფი.

წიპ-ი
(3) გუდ.,მ თ., თ. ციკი, clitoris „შენი დედის წიპი“! (გინებაა).

წიპანებს
ჴ. ჭრიჭინებს. წიპანებს ფშ. ბალღი ტირის ძალიან.

წიპრანა
ფშ., წიპრანიკა ჴ., პრანწია ჴ. ჩიტია ძალიან პატარა, ჭრელი.

წიპრია
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჩიტია, чиж“.

წირვა
წირავს ჴ., სტოვებს, წირვენ ჴ. სტოვებენ. გაწირეს დააგდეს, დატოვეს. გაუწირან დაუტოვონ, ომში დავწირენ ძმანია (ჴ. მას.). მკვდართან შაწირვა მკვდართან ნახე.

წირვა
ნ. ჟამის წირვა.

წირფელი
სიწირფლე ჴ. „სუფთად ყოფნა“ (ბეს.).

წირწამული
ჴ. ბური, ნისლივით რომ დადგება ჰაერში. წიწამური ფშ., სიბინი მოჴ., ტკვრიფი თ. ნ. სიბინი.

წირწენი
მოჴ. ნ. წერწენაი.

წისქვილის აგება
ნ. აგება.

წისქვილის ბუდე
ნ. სახლი.

წისქვილის ნაწილები
ჴევსურეთში: სადები (ფარცხი ფშ., თ.), თვალი, კოჭი, ბორბალი, თბეები, ღერძი, თოჴი, ნაჭლიკაი, სარეკელაი, ჴემბური, საკლებ-სამატებაი (ბაწრით რომ არის მიბმული). წისქვილის ნაწილები თუშეთში: ფარცხი, საკოჭური (ფარცხში ჩამჯდარი რკინა), კოჭი (ბორბლის ქვეშ, ღერძის გაგრძელება), ბორბალი, ღერძი, თოჴი, ერული, ქრინჯი, სარეკელა, ჴვიმბური, ჴარო (ალატი). საზეო წისქვილი, საქვეო წისქვილი.

წისქვილის ფეჴი
ნ. მანქანა.

წიტა
ფშ., თ. გოჭის ჭირია. ბატკანსაც ეყრება, საქონელს საზოგადოდ, ქათამსაც (სისხლზე გადადის).

წიფლის ჩიტი
თ. ჭრელი ჩიტია პატარა. წივლის ჩიტა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჩიტია, ბეღურას ჰგავს“ (შეიძლება კორექტ. შეცდომა იყოს წიფლის ჩიტას მაგიერ).

წიწ
„როშკას აწიწდეს ციხენი“ ჴ. „დაშინდესო“, ამიხსნა ერთმა ხევსურმა [მიღებული ჩანს ძიწ-ისაგან. შდრ. ძ(რ)წოლა, შეძრწუნება].

წიწამური
ფშ. ნ. წირწამული.

წიწანი
ჴ., ფშ., წიწანა მოჴ., (ყ. 713 შნშ.), თ. „ბატარა ჯამი“ (ხისა), პატარა ბაკანი ხისა.

წიწკ-ი
გუდ., მთ., მოჴ., თ. (ყ. 273,11), წოწკი ჴ. ტოტის წვერები, წვრილი ტოტები. კეწკერბი მთ.; წიწკი მოჴ. წკეპლა ჭაღარაში.

წიწკანა
თ. ჩიტია ერთი.

წიწკარი
ფშ. ნ. კიწაწი.

წიწუ
ჴ., თ. ცხემლი, გასაკრავ-გამოსაკრავი ქსელში. ნ. ჩიკავკავა.

წკენტვა
ჴ., ფშ., თ. ჩხვლეტა, ჩუმად ტკივილი. მწკენტავს. „ძარღვი სწკენტს“ (მოჴ.). ნ. ჩამოწკენტვა.

წკეპა
ნ. წამოწკეპა.

წკეპლა
ფშ., ტოლის წკეპლა ჴ., წიბო თ., წკიპლა, ტოლის წკიპლა გუდ., მთ. წვრილი ჯოხი ქსოვაში. წიწკი მოჴ. ჭაღარაში რომ არის წკეპლა.

წკინტოლი
ფშ., ნაწკინტოლი გუდ., ნაწინწალი მოჴ., ნაწინწელი, ნაწინწელა ჴ. ადუღებული წყლის წვეთი, ქვაბიდან ამოსროლილი. ნ. კოწოლი (1).

წკიპარტი
ნ. სკიპალტაჸი

წკიპურტი
გუდ. ნ. წიპი (1).

წკმუტუნი
ჴ. ქვითინი (?); წკმუტუნებს, წკმუტუნებენ, ტირილ-წკმუტუნი ჴ. (ჴ. მას.).

წლიკვი
ფშ. ნ. წიკვი.

წმინდა
წმინდა გიორგი (ჯუთისა), კვირიწმინდა, სიწმინდე (ჴ. მას.).

წო
ნ. წუა.

წოდგელი
თ. ცელი (ცელი თ. ნამგალი).

წოლა-დგომა
ფშ. წაწლობა, პლატონური სიყვარული და ერთმანეთთან წოლა (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 207).

წონა, დაწონა, შეწონა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. გაბედვა, შებედვა. ვერა გწონდა ვერ გიბედავდა ვერ დასწონდა ვერ გაუბედა. მიიწონე გაბედე. დაწონა ჴ. გაბედვა. დასწონა ჴ. შეჰბედა, გაუბედა; იწონენ ჴ. ბედვენ, უწონავ ჴ. გაუბედავს (ჴ. მას.).

წორო
მთ., მოჴ., ცირცელი ფშ., ჴ., თ.

წოწკი
ჴ. ნ. წიწკი. წოწკი მოჴ. (ყ. 67, 17 ქვ.; 648, 19) (ჴმელი) ფიჩხი.

წრიაპი
ჴ. ფეხქვეშ ამოსაკრავი რკინა მთაში სიარულის დროს. იგი ჰშველის კაცს, რომ ფეხი არ დაუსხლტეს კლდეზე ან მყინვარზე (ჴ. მას.).

წრინტვა
ფშ., ჴ. (რაზ.-ჭყ.) „წყლისა ან ფურთხის პირიდან არა ერთბაშად გამოშვება. ხევსურები არ აფურთხებენ ერთბაშად, არამედ აწრინტებენ“. მთ., მოჴ. დაკრეჭილ კბილებში ფურთხის გამოძვრენა, „გადაწრინტაო“, წინტვა თ. იგივე.

წუა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხილის გამოწურული წვენი“. საჭამანდს აგვიდუღებენ, სასმელად – ქერის წუასა, დავარტყოთ (sic) ცულის ყუასა, არავინ გვეტყვის უარსა (გუდ.). სიტყვა, ალბათ, კნინობითია წო-საგან.

წუაჸი
თ. წოვა, წოვა-თუში.

წუთითაც არის
(ყ. 591,2), თუნდაც ერთი წუთით. ერთხელაც არის (ყ. 593,11). ერთხელ მაინც.

წუკ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცუდი“, უხეირო. ჴ., მთ. ცუდი (კაცი, დედაკაცი, ფური).

წული
ჴ. (ჴ. მას. 210,13; 210,27) ვაჟი, მაგრამ ძმისწული ქალსაც ნიშნავს: „მე ბატარა ძმისწულ ქალი მყავ, ის ჩამამეკიდ ჩოჴის კალთას, ტირის და მეუბნებია: ჩემო ბიძიაო, ნუ წახოლ“ (ჴ. მას. 202,21 – 22).

წუნტი
ჴ. (ურბნელი, „ივერია“, 1887, № 171) უწმინდური, ცუდი.

წურვა, გამოწურვა
ჴ., თ. არაყის გამოხდა. არაყს ვსწურავ ჴ., თ., არაყს ვუშობ მოჴ., არაყს ვჴდი ფშ.

წურვილი
ჴ., თ. წმინდა ერბო, გარჩეული ერბო.

წურთნა
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. სწავლება. გაიწურთნება ჴ. გაიწვრთნება (ჴ. მას.).

წურწუტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წვრილი და გრძელი; უტოტო ხე“.

წუყ
მავსწუყე ჴ. მოვუგე, მავიწუყე ჴ. მოვიგე. ნ. კოჭაობა.

წუწი
(1) გუდ., მთ., ჴ., ფშ. თვალის ჭუჭყი. წუწა მთ., მოჴ. „თოლ-წუწიანო“.

წუწი
(2) თ. Cunnus puelluae. „წუწი დამალე“.

წუწკი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ძუნწი, კრიჟანგი. ძვირი, ხარბი თ. იგივე.

წუწურაქი
თ. ხელ-მოჭერილი. ძუნწი. წაწარაქი გუდ., მთ.

წუწუტაჸი
თ. ჭუჭრუტანა.

წუხ
იწუხავს თ. (თვალს) ხუჭავს.

წუხრა
ჴ. მწუხრი, საღამო. წუხრ ჴ. საღამოს. საწუხროდ ჴ. საღამო ჟამს (ჴ. მას.).

წუხრი
თ. წუხელ.

წყალობა: მეწყალის, მეწყალვის
ჴ., თ. მენანება, ვერ ველევი, მეზოგება (საპირისპიროა მექჩერების), „ბინას არ გიწყალობ“ – არ მენანება, არ მშურს. თავს არ სწყალობდა (ყ. 526,4 ქვ.) თავს არ იზოგავდა.

წყალს გაჴეითელი
ჴ. წყალს გაღმელი (ჴ. მას.).

წყემსი
ჴ. მწყემსი (ჴ. მას.).

წყენა (ჭირისა)
ჴ. მომარჴება, მისამძიმრება (სიკვდილის გამო). ნ. საწყინარი.

წყვეტა
ნ. გადაწყვეტა.

წყვეტება
(ყ. 162,8 ქვ.; 261,4) აქეთ-იქით ტრიალი მოუსვენრად.

წყვეტილი (წვიმა)
მოჴ. წვიმა დროგამოშვებით. ზემოდამ მოდის ღრუბელი, ქვემოდამ – წვიმა წყვეტილი. ცოლი ქმარს ეუბნებოდა: შენგან ვარ ამოწყვეტილი (მოჴ.). ვარიანტი წყალს იქით წვიმა მოვიდა, წყალს აქეთ – წვიმა წყვეტილი. ცოლი ქმარს ეუბნებოდა: შენგან ვარ ამოწყვეტილი (ჴ.).

წყვილი
ჴ., თ., მწყვილი ჴ., ფშ. საზარდული, пах.

წყილი
ფშ. რწყილი ნ. გირწყილი.

წყირთა
თ., წყრთა ფშ. წყრთა.

წყლის თაგვი
ჴ. (შატ.) თხუნელა, მიწის მგელი. შატილში თაჴვიც იციან და წყლის თაგვიც. საქონლის მოკვლას წყლის თაგვს აბრალებენ. ნ. თაჴვი. მიწის თაგვი თ., მზეთ-უნახა თაგვი თ.

წყლის ძირაჸი
თ. ბოლოქანქალა (ჩიტია).

წყლულის ბალახა
(რაზ.-ჭყ.) „მცენარეა, მთებში იცის, დახუჭუჭებული ფოთოლი აქვს. წყლულის წამლათ ხმარობენ“. წყრულის ბალახი ფშ., ჴ., თ., მთ.

წყობა, გაწყობა
ფშ. გაწყვეტა. „რამ გააწყო ჩიტები, რომ ერთის ხმაც აღარსაიდან ისმისო“ (ვაჟა, 435,5 ქვ.).

წყრომა, გაწყრომა
ფშ., გაწყრა ფშ. გაგუვდა, გაიბუტა; მწყრომელი ფშ. ბუტია, მგუანი.

ჭაგარი
თ. ჭაღარა (თმა). ჭაგრიანი თ. ჭაღარა.

ჭავლი
ფშ. ნ. კალ-ზალტე.

ჭამ-პურა
ჭამ-პურაჸი ასაო ჴ. უჯამაგიროდ არისო. ჭამ-პურაჸი არს თ. იგივე. საპურჭამიად ფშ. იგივე. ნ. პურ-ჭმული. საპურჭამიად ფშ. იგივე. ნ. პურ-ჭმული. ჭამ-პურა მოჴ. ა) მფლანგავი; ბ) ღორმუცელა.

ჭანჭახი
ჴ., თ. ჭაობი. ჭანჭახი გუდ., მთ., მოჴ. ლაფი, სველი (მიწა); მოჴ. ითქმის უფრო ტანისამოსზე: დაჭანჭახებული მოვიდა, დამაჭანჭახა, ჩამაჭანჭახა – დამასველა.

ჭანჭიკ-ი
თ. ქამრის შესაკრავი დუგმები. ჭანჭიკა ჴ. შუბლზე შემოსაკრავი ქალისა.

ჭაოპი
მთ., მოჴ., ფშ., ჭანჭახი ჴ., თ., ჭაობი თ. ჭაობი.

ჭაოხი
ჴ., ნ. ჭაუხი.

ჭაპანი
მთ. მარჴილის გადასაჭირებელი, წვრილი და გრძელი. ნ. ნაჭაპნი.

ჭარ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გველისაგან გაზაფხულზე განაძრობი ქერქი“. ჭარ-ი ფშ., გუდ. რაიმე სულიერის გადამძვრალი ტყავი (კაცისა, ცხვარ-ძროხისა, გველისა). ჭარი თ. ფირფლი, სიცხისაგან გადამძვრალი ტყავი. ჩანი მთ., მოჴ. ( ჩანი უფრო გველისა), ჩიმი ჴ., თ. გველის კანი.

ჭარ-ი
ჴ. ზაქათლის მხარე. ჭარელი ჴ. ზაქათლის მხარის მცხოვრები.

ჭარტალა
ყბედი.

ჭარული
ხმლის ჯურაა. ნ. იარაღები.

ჭაუხი, ჭაოხი
ჴ., ჭიუხი ფშ. მაღალი წვეტიანი კლდე, „ჩხროჩხრიანი მთა, აჴჯაჴიანი“. ჩონჩხი მოჴ., ჭრიოხი თ. წვეტიანი კლდე.

ჭაღა
უკ. ფშ. ნ. ჭაჴა.

ჭაღარი
ჴ. ჭაღარა (ჴ. მას.).

ჭაღაჭა
მოჴ., ცხემლი ჴ., თ., ცხემლა ფშ. ნ. ცხემლი.

ჭაყვა
ნ. ჯაყვა.

ჭაჭ-ი
(1) მოჴ. „გალიპული ქვა, რომლისგანაც ასპიდის ფორებს ამზადებენ“ (ყ. 506; 516,17; 294,16 ქვ.). ჭაჭები (ყ. 111,18; 137,6 ქვ.). ჭაჭი მოჴ. იგივეა, რაც სიპი ჴ. და სხვაგან, ფიქალი, შიფერი.

ჭაჭან-ი, ჭაჭანება
„გაწყდეს შენი ჭაჭანიო“! (გუდ.), „ჭაჭან არ ას“ (ჴ.), ჭაჭანება არ იყოს (მოჴ.). „რომ მოსთხოვო ხევსურს, თუ არა აქვს, გეტყვის: ერთ ღივ-ჭაჭან არა მაქვს“ (ბეს.). „დარიელის ხეობა შეჰკრან და რუსები არ გადმოაჭაჭანონ“ (ყ. 87,15 – 16).

ჭაჭანაისძე
ჴ. ღვინის ეპითეტია (ეტიმოლოგიურად ჭაჭა-სთან უნდა იყოს დაკავშირებული). ღვინოვ, შე ჭაჭანაისძევ, უცეცხლოდ ამაზღუდები (ჴ.).

ჭაჭი
(2) ნიკაპი. ჭაჭაი ჴ., ჭაჭი ჴ., თ., ფშ. ა) ჩხუტისა და სხვა ჭურჭლის წამოსასხამი პირი (ჭაჭიანი ჭურჭელი, ჭაჭიანი ჴელადა), ქეთლისაც. ბ) ნიფხვის უბე, „ნიფხვის ჭიჭ უჩინს“ (შარვლის ჭაჭი უჩანს). ნ. ჭოჭი.

ჭაჴა-ჭუჴი
ნ. ჯაჴა-ჯუჴი.

ჭაჴა, ჭაჴაი
ფშ., გუდ., ჭაღა უკ. ფშ. (რაზ.-ჭყ. ჭახ) წილი. „წილი კვერცხებია, რო გაცოცხლდება ჭაჴაა, სანამ ბატარაა“ (გუდ.). ჭაჴი მოჴ., ჴ. წილი. ჭაჴიანო! ჭიჴი თ. ტილისა და კრწყილის თესლი. ჭიჴიანი თ.

ჭაჴანი
(ყ. 294,7 ქვ. ჭახანი) ჯაჴანი, треск, ნ. ჯაჴანი.

ჭდე
ნ. ჭკდე.

ჭედილა
ერთი წლის მამალი ცხვარი. ნ. თხა, ცხვარი.

ჭეკარი
მოჴ., ჭეკარა ჴ. ღოლოს მსგავსი მხალია. ნ. მასე.

ჭეკნ
იჭეკნება (ცხენი). ნ. კეთილობს.

ჭეკუ
თ. ლობიოსი და ლობიოს მსგავს მცენარეთა პარკი.

ჭერ-ი
ჴ. ნ. ყავარი.

ჭერა
(1) ჴ. ცქერა, თვალიერება, თვალით იჭერს ჴ. უცქერს. უჭერავ ჴ. უჭირავს.

ჭერა
(2): დაჭერა (უქმისა) შენახვა, არგატეხა (ჴ. მას.).

ჭერემი
ჴ. „თოფის სახელია ჴევსურეთში“ (ბეს.).

ჭერთხალა
გუდ., მთ., მოჴ. ნ. წერთხალა.

ჭერხო
ჴ., ზ. ფშ. ზემო სართული (საცხოვრებელი), „ზეთვალი სახლისა“ (ბეს.), ჭერხო თ. სხვენი (ბანსა და საცხოვრებელს შუა). ზოგიერთის თქმით, სართულსაც ჭერხოს ჰქვივებენ: ჯერ ბაშტე, მერმე შუა, მერმე ჭერხო.

ჭეჭყი
ფშ., ჭეჭყაჸი თ. მოზვერი. ნ. მაცალო, ჭოჭყი (1), დასაკოდი ცხოველები.

ჭეხა
ჴ., ჭექა, ჭეხა-ქუხილი ჴ. ჭექა-ქუხილი. სჭეხს, მჭეხარი, დამჭეხნებელი (ჴ. მას.).

ჭვირი
თ., კოჭის ამოთხრილი გვერდი. ჭვირის ჴვაცი თ. ნ. ქისი, ჴვაცი.

ჭვრეთა. მოჭვრეთილი
ჴ. ფიგურიანი, მოხარატული (ჴ. მას.).

ჭია-კუდა
მთ., მოჴ. ნ. ჭია-ღუა.

ჭია-ღვია
თ. ნ. ჭია-ღუა.

ჭია-ღუა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჭია-ჭუა“. ჭია-კუდა (ჭია-კუდბი) მთ. ნაგუბარ წყალში გაჩენილი ჭია, ჭია-ღვია თ. იგივე.

ჭია-ყელა
მოჴ. ერთნაირი ჭია. „აი შე ჭიაყელავ“!

ჭია-ცეცხლა
ფშ., თ., ბზინველა გუდ., ძიძინათელა ჴორ., მთ., ციცინათელა მოჴ. ციცინათელა.

ჭივჭავი
მთ., ჭიპჭავი ფშ., ჭიპჭო თ., საბძლის ჩიტა ერწო, კედლის ჩიტა მოჴ. ბეღურა.

ჭიკვა
ფშ. (ჭყ.) „თ. რაზიკაშვილი სხნის: პატარა ბორაო“. ჭიკვა ჴ. ბოლო-გამოჭრილი ძერა (მრგვალი ბოლო რომ აქვს, იმას ბორას ეძახიან).

ჭიკვა
ჴ. მოჭერა: თუშებმ დაჭიკეს ცხენები – ცხენებს მოსართავები დაუჭიკეს – მოუჭიკესო“ (ბეს.).

ჭიკნვა, გაჭიკნვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ძალზე გატენა გუდისა, მუცლისა, ჯიბისა და სხვ. იმერეთშიც ასე ეძახიან: გაჭიკნული გატენილი“.

ჭილ-ყვავი
ნ. წილ-ყვაჸი, ჭკა.

ჭილტაჸი
თ., მკალია ფშ. კალია.

ჭილჭა
ჴ. (შატ.), საყელაჸი თ. ნ. გლახა.

ჭიმა
ჴ., ჭიმი თ., ჭიმიშა გუდ., ფხოლის თავაი მთ. ბალახია. მისი ძირი (პატარა მრგვალ თავს იკეთებს მიწაში) – ხიფხოლა ჴ., ფხოლი გუდ. „ ჭიმას ქართველები ხაჭიჭორას ეძახიან“ (ჴ.). ნ. ლახჭიმა, ღიმა.

ჭიმად
ფშ., ჴ. (იშვ.), მოჴ., ჭიმ მოჴ. სრულიად, სრულებით. ჭიმად მოვსწყვიტე თავია (ვაჟა, 117,14), „ჭიმად მოსწყდა წელი“ (მოჴ.). „ჭიმ სისხლზე გავიდა“ (ფაღარათიანი) მოჴ.

ჭიმური
მოჴ., ერბო-ჭიმური მთ., მოჴ. ერბოში ჩახლილი მჭადი.

ჭინჭ-ი, ჭინჭები
ფშ. ტანსაცმელი.

ჭინჭველთ გორალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჭინჭველების საბუდარი გოორაკი“. ჭინჭვლის გორაი მთ., ჭინჭველაის გორაი მოჴ. ჭინჭველთ გორა ჴ., ჭინჭველაჸის ბოლქვი (ბოშქვი) თ.

ჭიოტა
(1) მთ. ბალახია.

ჭიოტა
(2) თ. ჩიტია, ბეღურას ჰგავს ძალიან.

ჭიოხი
მთ., მოჴ. ნ. ჭიუხი.

ჭიპ-ი
ჴ. გამობერილი მუცელი. ჭიპიანი ჴ. ღიპიანი. ჭიპი ჴ., მბილმუცელი ჴ. მუცელი.

ჭიპეტა
ფშ. ნ. ჭუპეტი.

ჭიპჭავი
ფშ. ნ. ჭივჭავი.

ჭიპჭე
ჴ. რაზა. კარ მაჭიპჭე ჴ. (არხ.) კარი მოხურე და ჩამოკეტე.

ჭიპჭო
თ., საბძლის ჩიტა ერწო, კედლის ჩიტა მოჴ. ბეღურა.

ჭიპჭორა
ჴ., ჭუპეტი თ. ჭიპი.

ჭირ
უჭირს ჴ. სჭირდება; მიჭირს ჴ. მჭირდება, გვიჭირს გვჭირდება (ჴ. მას.).

ჭირ-ი
ჴ. ვისიმე სიკვდილით შექმნილი მდგომარეობა. ჭირის პატრონი ვის ოჯახშიც მკვდარია ვინმე; ჭირის წყენა ჴ. მისამძიმრება, მომარჴება (ჴ. მას.).

ჭირით ამოგება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უსიამოვნების მიყენება, ცუდად მოპყრობა“.

ჭირის ოფლი
გუდ., ჴ.,თ. (ყ. 18,14), ჭირის ნაკიდელი მოჴ. ცივი ოფლი.

ჭირკვანაჸი
თ., ნოქვი ფშ., ქცეულა ჴ. მიხვეულ-მოხვეული გზა.

ჭირტალი
თ. ღოლოს მსგავსი მხალია (ნელად შემოსულიაო). ნ. მასე.

ჭირხლი
ნ. მარახული.

ჭიუხი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წვეტიანი კლდეები“. ჭიოხი გუდ. იგივ. ჭაუხი ჴ. მაღალი წვეტიანი კლდე. ჭიოხი მთ., მოჴ. მეტად სუსხი. „ჭიოხი დღე გათენდაო, ზამთარში ვიტყვით“ (მთ.), „ჭიოხი სახლი“ – ცივი სახლი. ნ. ჭაუხი, ჭრიოხი.

ჭიღვ-ი
თ., ფშ. მხრის სახსარი, რითაც მკლავი ბეჭზეა მიბმული. ნ. ჭიღო.

ჭიღვაჸი
თ., ჯიყა ფშ., ჯეყი მთ., ყუჯაი ჴ., ყიჯი ჴ. (არხ.) გაცვეთილი ცოცხი.

ჭიღო
მოჴ. ნ. მხრის უღელი. ნ. ჭიღვი.

ჭიჭა-მკალია, ჭიჭიმკალია
მთ. (მლეთე) „ცხავატში ეძახიან, ჩვენ კალიას ვეძახით“ (მთ., ჴადა). „სულ კივის, ღამე იფრო იცის, მჴრებს სცემს“. ჭუჭუმკალია თ. „ღამე იცის ჭრიჭინი მიწაში ცხოვრობს და თავი უჩანს“.

ჭიჭი
ჴ. რასაც თავზე მოიყენებს კოდში სალუდე წვენი. „ჩვენ საფუარს ვეძახით“ (გუდ., მთ.). თხლე ფშ. (ზოგან) დადუღებული ლუდის თავზე მოგდებული ქაფი. ქაფქირით მოჰკრეფენ, გაახმობენ, შეინახავენ და სისწვენს (სალუდეს) დააყრიან შემდეგში (ლუდის თხლეს გაახმობენ, კვერებად დააკეთებენ და ჩაურევენ ბაზალუყში). თხლე თ.: წვერის თხლე თ. – ჭიჭი, ძირის თხლე თ. – თხლე. ხევსურეთში ჭიჭს ამობობენ ლუდისთვის, თხლეს – არაყისთვის. ნ. ჩამი.

ჭიჭო-გაპარება
მოჴ. თამაშობაა.

ჭიჭოლია
მოჴ. პატარა ჩიტია. თავზე წითელი აქვს. მიწას თხრის და ჭიებს ეძებს. ყარანის ოდენაა.

ჭიჭყინაი
მოჴ. ცოტა რამ, პაწაწინა.

ჭიჭყმაჭყი
ჴ. წვრიმალი (ხალხზე). ნ. ჟიჟმატი.

ჭიჴი
თ. ნ. ჭაჴა.

ჭკა
ჴ., მოჴ., ფშ., წილ-ყვაჸი თ. ჭილ-ყვავი.

ჭკდე
ჴ., თ. ჭდე „ხატს რო რამეს შაუთქმენ, მაშინ ჴევსურეთში შეშის გალს ან სხვას რას დანით დასჭედვენ, ამას ხქვიან ჭკდე. ვითომ არ გიმტყუვნებ ნაქადებსო“ (ბეს.). ნ. დაჭკდევა, მაჭკდევა, ზურგის ჭკდე.

ჭკემა: მჭკემს
ფშ. მჩხვლეტს (ნემსი და სხვ.).

ჭკვავ
ნ. აჭკვავდა.

ჭლეკვა
(წყვეტ. ჭლიკა) მოჴ. ტალახის ათქვეფა საქონლის მიერ ფეხით. ჭყაპვა ჴ.

ჭლიკ
დაჭლიკული თ. კვალ-დაჩნეული (ოთხფეხისა).

ჭლიკამპურაი
მოჴ. თამაშობაა (ბერა-დუშელია ერთი სიონელის სიტყვით).

ჭოპოშარი
ჴ., ფშ., ჭოპოსანი თ. მსხვილკბილებიანი ქლიბი.

ჭორღ-ი
(1) ფშ., ჴ., შორტო გუდ., მთ., შორტო, შოვი მოჴ., ანასალი თ. უგულო. მარცვალდამჭკნარი ქერი, გაფუჭებული.

ჭორღ-ი
(2) ჴ. ნ. ჩოლხი.

ჭორღ-ი
(3) თ. ღორღი, წვრილი ქვა, კედელში სახმარაბელი. ნ. ჭოჭი (2), ჭყორი.

ჭორღა
თ. ნ. ჭროღა.

ჭოტა
ნ. ბიკნა-ჭოტა (ბუკანტურასთან).

ჭოჭი
გუდ., მთ. ა) ნისკარტი; ბ) ჩხუტისა და სხვა ჭურჭლის წამოსასხამი პირი. ჭოჭი მოჴ. ჭურჭლის პირი (მხოლოდ). ჭაჭი თ. ა) ნიკაპი; ბ) ჭურჭლის პირი. ნ. ჭაჭი (2).

ჭოჭიანი ქადის კვერი
მთ. ოთხ-კუთხი ქადა.

ჭოჭყი
(1) ჴ., გუდ., მოჴ., ჭეჭყაჸი თ. მოზვერი. „ორი წლისა რომ გახდება საქონელი, ჭოჭყებიო, გინდ მამალი, გინდ დედალი“ (გუდ.). ნ. მაცალო, ტანა, ჭოჭყი ფშ. კვებულა, გამოზამთრული ძროხა (გინდ მოზვერი, გინდ დეკეული).

ჭოჭყი
(2) მთ., მოჴ. ღორღი, კედელში სახმარი. ნ. ჭყორი, ჭორღი (3).

ჭრელა
ჴ., მჴარ-კაბარჭა ჴ., ჩიტია მხარჭრელი.

ჭრიოხი
თ. წვეტიანი კლდე. ნ. ჭაუხი.

ჭრო
ფშ. თივის სათრევ კავზე მისაბმელი ბაწარი მუშისა (ნ.), ფაგრეხილი ბალნისა ან კანაფისა. ტოლკანწი ფშ., საკუდნა, ხალისკუდა ჴ. (ბაკურჴ.), საკუდე მთ.

ჭროღა
ფშ., მოჴ., ჭორღა, ჭროღა თ., ჭრუღა ჴ. ჭვარჭვალიტა, ჭრელი.

ჭუკი
ნ. ქუბი.

ჭუკი-ჭუკი-ჭუკი!
ასე უხმობენ ინდაურებს საკენკზე ერწოში.

ჭუპეტი
თ., ჭიპეტა ფშ. ჭიპი.

ჭუტ
თოლ-ჭუტიაი მოჴ.

ჭუჭკაი
(მრ. ჭუჭკეები) ჴ. ნ. ტანკაი.

ჭუჭუ-მკალია
თ. ნ. ჭიჭა-მკალია.

ჭუჭუნა
თ., ფშ. საქონლის ჭირია: გაჰბერავს და მოჰკლავსო.

ჭყან-ჭყანტა
(1) ფშ. ხეა. იმისას თითისტარებს აკეთებენ.

ჭყან-ჭყანტა
(2) თ. წანწყარა, ბოლოქანქალა (ჩიტია).

ჭყან-ჭყარ
ნ. გაჭყანჭყარება.

ჭყანტი
ფშ., ჴ., თ. (რაზ.-ჭყ.) „ჭაობი“. ჭყანტი, ჭაოპი მთ., მოჴ., შანტალი თ.

ჭყაპვა
ჴ. ნ. ჭლეკვა.

ჭყარა
(2) ფშ. ჭროღა ძროხა (ხარი და ფური).

ჭყარაი
(1) მოჴ. თავ-ქოჩრიანი ფრინველია, მწყერზე ცოტა პატარა, მწყრისავე ფერისა.

ჭყატანა
(ყ. 130,17). მიზის კითხვის ნიშანი. მოჴევეებმა არ იციან.

ჭყვენ
გადაჭყვენა (ვაჟა, 280,4 ქვ.; 414,15), დაგაჯყვენა (ვაჟა, 420, ალბათ შეცდომაა) გადაბუჯგურება, გადაქოთება.

ჭყვრიალა მასკვლავი
თ., ფშ., მდღვინავი მასკვლავი ჴ. „სულ-თოჴათ უკეენ უდგას“. „ჴარი-პარიას ეძახიან ქართველები (თ.). ნ. ჭყიტა. „მასკვლევი ამორჩეული სულ-თოჴათ ამახყვებისო“ (ჴ.).

ჭყიმა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მცენარეა. იჭმება“. შეიძლება ჭიმა იყოს. ნ. ჭიმა.

ჭყიმპლი
თ., ჭყირტლი, წუწი ფშ. თვალის წუწი.

ჭყინტლა
ალაო, გამოუშრობი პური, გამოუცხობი. უხაშო პური ჭყინტლა გამოდისო.

ჭყიოტ-მატი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჟიჟმატი, წვრილი“.

ჭყირობა
ნ. მაჭყირობელი.

ჭყირტლი
ფშ. ნ. ჭყიმპლი.

ჭყიტა
ჴ. (რაზ.-ჭყ) „ვარსკვლავი ჩრდილოეთისა“. ჭყიტა თ. იგივე. „ქართველები ჴარისპარია ვარსკვლავს ვეძახითო“. ნ. ჭყვრიალა მასკვლავი.

ჭყორ-ი
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წვრილი ქვა კედლის შენების დროს შუაში ჩასაყრელი“, ღორღი. ნ. ჭოჭყი (2).

ჭყორა
თ. ჩიტია ერთი.

ჭყრიალა
(1) მოჴ., ბრჭყვიალა.

ჭყრიალა
(2) ჴ., ჯღართვი თ. ჩხართვი (ფრინვ.). ჭყონიას ჩხრიალა მოჰყავს, მაგრამ უთუოდ შეცდომაა.

ხაბუხი
მრ. ხაბუხბი მთ. მარჴილის ჯოხები, ოთხია ან ხუთი (რომ შიგ თივა, შეშა და ძნა არ გავარდეს). მარჴილის კედები თ.

ხავარი
( მოჴ. წყლულს „ნერწყვით დასველებული მრავალ-ძარღვას ფოთლები გადააფარა, რომ ჭრილობის ხავარი არ აეკრიბა“ (ყ. 695,5). „იქაური ჰაერი ხავრიანიაო“, „ტერხენა (ჴევია სიონში) ხავრიანიაო“ და სხვ. ღუბი ჴ., ხაო თ.

ხავიწი
მთ., მოჴ., ჴ. ფქვილისა და ერბოს ფაფა. ხავიწი თ. ერბო და კალტი (ან ყველი). როცა არა გაქვს ხავიწი, პური მარილზე დაიწი (მოჴ.).

ხავრეზი
ფშ. ნ. ხარვეზი, ნათერძი, ჴარაო.

ხავრიანი
ნ. ხავარი.

ხავსი
ნ. ხე.

ხათა
მოჴ., თ., ბუზულაყი ფშ. ბაზალუყი. „შატილიონთ ნაწურ იციან“ (ჴ.).

ხაიათი
ყ. 430,1 ქვ.; 649,19; ხაიათდებოდა ყ. 430,1 ქვ. „ძაბია ერთნაირი, ხაიათს იმას ვეძახით“ ჴ. (ბაკურჴ.), ვაჭრებისაგან ყიდულობენ.

ხაიბარი
ჴ., მთ., მოჴ., მახინჯი თ. ფეჴით ხაიბარი = მკლე ჴ. (ბაკურჴ.), გახაიბრება ჴ. დასახიჩრება, დამახინჯება (თვალის ამოთხრა, ცხვირის მოჭრა და სხვ.).

ხაირ
ვერ იხაირებს ჴ. ვერ იხეირებს, ხეირი არ დაეყრება (არაბ.).

ხაკი
თ., ფშ. ტომარა.

ხალარი
ფშ. წერწეტი ხე.

ხალარჯობა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სულიწმინდის მოფენის დღე. ამ დღეს იციან ფშავლებმა საფლავის კურთხევა, წირვის გადახდა და მოკეთეებმა მკვდრის პატრონის ბატკნებით მოკითხვა“. მთ. ხალარჯობა ორი დღეა: შაბათი და კვირე. მომდევნო სამშაბათი და ოთხშაბათი ლომისობაა, ხუთშაბათი – ნაღორეობა. მოჴ. სულიწმინდის მოფენის წინა დღე. მკვდარმა თქვაო: ხალარჯობას რო სახლჩი არა გქონდეს რა, ბაგაჩი ქერის მარცოლი გაკვნიტე და შანდობა იმაზედ მითხარიო (მოჴ.) ხალარჯვობა ჴ. მკვდრის სულის მოხსენება სულიწმინდის მოფენის წინა დღეს.

ხალბაშინი
ჴ., ხალვაშინი ფშ.: „ზამთარჩი რო უეცრა ღრუბლით დათბების, რაჴელ დაიხალბაშინაო, ჩვენ ვიტყვით“ (ჴ.). „გაზაფზულზე რო თოვლი შალბების“ (ფშ.) თბილი დღე ზამთარში (მზე რო არ ჩნდეს და თბილოდეს), ზამთრის სითბო.

ხალვაშინი
ფშ. ნ. ხალბაშინი.

ხალიზ-ი
(არაბ. خالص ) ხალისი, სურვილი; გაგიხალიზებს გაგიტაცებს. ნახალიზარი ხალისიანი (ჴ. მას.).

ხალიკი
მთ., ყონდი ჴ., აყარი თ., ჩხატი ფშ. დადგმული შეშა.

ხალისკუდა
ნ. ჭრო.

ხამ-ი
(სპ. خام გამოუცდელი) „სულ უმყოფი, პირველად მისული სხვაგან“ (ბეს.).

ხამაზდი
ჴ., მთ., ხამანდი ფშ. სურდო. ნ. სეერო.

ხამპალაი
მოჴ. ადუღებულ წყალში მოხარშული სიმინდის კვერი. ღურღუჭელი ჴ., გორდილაჸი თ. (თუნდ იფქლისაც იყოს). ნ. ალტამა, ანტრია.

ხამუხ
მეხამუხება მთ., მოჴ., მეჴამუჴება მთ. მეხამუშება.

ხამშალი
თ. ნ. ხანშალი.

ხანდხან, ხანდიხან
ჴ. ხანდახან.

ხანება
(1) ჴ. შოვნა. ვიხანე ჴ. ვიშოვნე.

ხანება
(2), გახანება, გამოხანება ჴ., ფშ. გაჩქარება, ჩქარა წასვლა. გამხანებელი გზისა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გზის ადრე გამვლელი, ფეხ-მარდი. გამხანებელი საქმისა ბარაქიანი მუშა“. მთ. საქმეს ახანებს – კარგად აკეთებს; საქმე უხანდება – გამრჯელი კაცი არისო. მოჴ. გზა რომ გაიაროს ჩქარა: დიდი გზა გაახანაო. გახანება თ. მარდად გაკეთება.

ხანშალი
ფშ., ჴ., გუდ., მთ. სნეული (კაცი, საქონელი). ხაშალი მთ., მოჴ. იგივე, „ჭლექიანი“. ქალავ, ნუ გინდა ეგ ქმარი, ხაშალია და მოკვდება (მოჴ.).

ხანჯარი
ჴ. ხანჯალი. ნ. იარაღები. ხანჯლის ბარტყი მთ., ხანჯლის შვილი მოჴ. ნ. ლურსა.

ხაპირი
ფშ. ხაო ფშ., თ. ნ. ღუბი, ხავარი.

ხარატული
ფშ., გუდ., ჴ., თ. პოლორჭიკი, ტიკის გამოხეულ ან გაჭრილ ადგილას ჩაყენებული ხის მრგვალი ნაჭერი. ხარატული მთ., მოჴ. ხარატის გამოჭრილი რამ (არაბ. ხარრტ ხარატი). ბარული ყურძენი ვჭამე, ადაშური ატამიო. გავუკეთე გოგუებსა ხარატული აკვანიო (მოჴ.).

ხარბი
ფშ., თ. ძუნწი.

ხარბუხა, ხარბუხაჸი
თ. სურდო. ნ. სეერო, ხამაზდი.

ხარიხა
მოჴ. ზეწარი, ურმის ჭავლებზე ჩამოსაცმელი გრძელი ლატანი.

ხარიხო
ნ. კირჩხა.

ხარო
ფშ. ნ. ჴარო (4).

ხარხლი
თ. ხრახნილი.

ხარჯ-ი
თუშეთში საქნელაჸი: 1) საშუღამო სანამ დაასაფლავებენ მიცვალებულს (ჯერ გადაიხდიან და შემდეგ დაასაფლავებენ); 2) პირ-სამჴსნელო დასაფლავების შემდეგ (საკლავს დაჰკლავენ); 3) სანთელ-საწვავო ერთი კვირის შემდეგ (როცა უნდა იყოს, სულ ერთია); 4) დედათ ტირება თვეში ერთხელ, სანამ დიდ ხარჯს – დოღს [ე. ი. სადგინს?] არ გადაიხდიან; 5) სადგინი; 6) ზდვლის წილი სთველზე გადასხდელია; 7) საწყალკურთხეო ნათლისღების დღეს (6 იანვარს); 8) საჴორცისკვირაო ჴორცის აღების კვირიაკეს.. ესენი სავალდებულოა ყველასთვის; შემდეგ ტაბლა, ვისაც მოესურვება, ის გაიტანს; 9) სამონანულო სულ ბოლოს ან ბზობას, ან ფერისცვალებას (ათი წლის შემდეგაც შეიძლება). დღეს; 2) ხლარჯობა სულიწმინდის მოფენის წინა დღეს; 3) ირმოცი ზოგჯერ მეორ-მესამე წელს; 4) სულთა-კრეფა დიდმარხვის მეორე შაბათს; 5) ჴორცის შაბათი აღების შაბათს; წელთავება წლის თავზე (ეხლა მხოლოდ ზოგი).

ხარჯი
დახარჯ თავი ჴ. მოკვდა (ჴ. მას.).

ხარჯი
მთ., მოჴ., ფშ. მიცვალებულის რიგი. რიგი, საქნარი ჴ., ხარჯი, საქნელაჸი თ.

ხარჯი
მთ., მოჴ., ფშ. მიცვალებულის სამღვთო („რიგი“); ბ) მინარევი.

ხასება
ფშ. ხუმრობა. ვეხასებოდი ვეხუმრებოდი; ეხასებიან (ვაჟა, 111, 4) ეხუმრებიან.

ხასუნა
ჴ. თიკნის ტყავისგან გაკეთებული პატარა გუდა (პურისა და სხვისთვის), ხასუქა ჴ. (შატ.) იგივე.

ხატი
ჴ., თ., ფშ., მთ., მოჴ. ა) უხილავი არსება, რომელიც მფარველია რომელიმე გვარისა და რომელის სახელზედაც რაიმე სამლოცველოა აგებული. „ხატი“ საზოგადო სახელია სხვადახვა სავედრებელი არსებისათვის, რომლებიც აგრეთვე ჯვარის (ჯორის) სახელწოდებით არის ცნობილი: კოპალა, იაჴსარი, კვირია, გუდანის ჯვარი, ლაშარის ჯვარი და სხვა „ჯვარები“. ბ) სამლოცველო ადგილი, სადაც ჩვეულებრივ მცირე შენობაა აგებული. იგი ხშირად ირმისა და ჯიხვის რქებით არის შემკობილი, რომლებიც მონადირეებს შეუწირავთ. იქ არც კი მოიპოვება ის, რასაც ჩვენ „ხატის“ სახელით ვიცნობთ, ე. ი. რომელიმე „წმინდანის“ გამოსახულება; არ მოიპოვება არც ჯვარი. მთავარ ხატში სალუდეც არის, სადაც ლუდს ხარშავენ ხატის დღეობების დროს. ნ. ხთიშვილი, ანგელოზი.

ხატიონნი
ჴ. ხატის მსახურნი (ჴ. მას.).

ხატის „მოკითხული“ პირები
(ხატის მორიგენი) ჴევსურეთში: ხუცესი, მეკოდე, მედროშაე და მაგანძური. ამას გარდა, ხატს ემსახურებიან აგრეთვე: დასტურები (ირჩევენ ზოგან ერთი წლით, ზოგან ორით), შულტა (ირჩევენ ერთი წლით), ჩხანჩხი (ირჩევენ ერთი დღით). ნ. ჴელოსანი.

ხატის მეკალოე
ნ. შულტა.

ხატის მიზეზი
ნ. ბირკოლი.

ხატობა, ჯორობა (ჯვარობა)
ხატის დღესასწაული.

ხატოტი
მოჴ., ჴოჴნოტაი ჴ., ფშ. პირშუშხა, хрен. ასე ამიხსნეს მოჴევეებმა, მაგრამ ალ. მაყაშვილის თანახმად ხატოტი არის არა პირშუშხა, არამედ свербига. „ქართულად ტიტა არის“ (ჴ.) (მართალიაო, ალ. მაყაშვილმა დამიდასტურა).

ხაფხოლი
თ., ხიფხოლა ფშ. ყინტორა (მიწავაშლის მსგავსია). ნ. ხიფხოლა.

ხაშალი
თ. სნეული (ცხვარი, ძროხა), ხამშალი თ. ჩალა-ბურდო (გაფუჭებული?).

ხაშალი
მთ. ნ. ხანშალი.

ხაშური
ფშ. ნესტიან ადგილზე მოდებული რამ ქაფივით.

ხაჩანა
ფშ. (?) მხვილი შალი, ფლასი (მატყლის ბარდანისთვის გამოსადეგი), ხიჩონი ჴ. დაბალი მატყლისგან ნაქსოვი ბალღების ჩასაწვენად აკვანში. ხეჩანი თ. იგივე.

ხაც
გახაცებული ჴ., ფშ. გამრუდებული, გახრილი. გაუხაცები ჴ. გაუმრუდები. დახაცაჸება თ. დაცდენა, დავაჴაცაჸე თ. დავაცდინე.

ხაცუმაჸი
თ., ბებერა ჴ., მოჴ. ზარდი, ობობა. ნ. ბებერა.

ხაცხაცი
ჴ., თ. შეცდომა, არევა. ხაცხაცად მომივიდ“ (თ., ჴ.), „ხაც-ხაც(ს) არ მავიდა“ (ჴ.) ხაცხაცს არ მოვიდე, არ შემცდეს.

ხაჭო
თ., ჴ., ნ. კალტი.

ხახ, გახახებული
ნ. სახახო.

ხახამ-ი
ჴ., თ. ადვილად გასაჩეჴი ხე.

ხახამა
მოჴ., მწყერთ-იფქლა ჴ., მწყერთ-ქეფლა ფშ., სტომი თ., თაგვის(ს)ტომა ჴ. (შატ.) წითელი ხილია, მოცვის ოდენა მარცვლები აქვს.

ხახან
გაიხახან ჴ. გაიხარხარა (ჴ. მას.).

ხახორა
ჴ. ყლოტრი (თხილისა, რცხილისა, წიფლისა).

ხაჯე
თ. კლდის მცენარეა. არც ბალახია და აღარც ბუჩქი.

ხე-ბალახა
მოჴ. ბალახია.

ხე, სახლის ხე
(მრ. ხეები) მოჴ., ჴ. ჴევსურეთში კეზზე (მოჴევეებში ტანზე) დასადები დირეები. ჴევსურეთში: ჯერ კეზი, იმაზე ხეები, იმათზე ჭერი, ჭერზე ადეში (ფიჩხისაგან), იმაზე ყარტი და ყარტზე მიწა. თუშეთში: ჯერ ჴიდი (თავხე), შემდეგ ყავრე (ჭერი), მერმე ხავსი და ხავსზე მიწა. ეს არის იატაკი შუა სახლისა. ზედ გააყარა ხე-ჭერი თავ-თავის ღილღვის ძვალია (ჴ.). ნ. შოლტი, ჴიდი, მოსელი.

ხებესტარი
მთ., ფშ. გაუგებარი, ყეყეჩი.

ხევა
იხევენ პირს იგლეჯენ პირს (ჴ. მას.).

ხეთქვა
მოჴ. (ყ. 773, 9 ქვ.) გადატანით: თქვლეფა.

ხენება
გახენებს ჴ. გახედავს, გამავხენა გამოვხედო, გაუხენებავ გაუხედავს, შაუხენებავ შეუხედავს და მისთ. (ჴ. მას.).

ხერხ-ი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ხერხი (ჴერჴი ჴ., მთ., მოჴ., ფშ., თ. მოხერხება.

ხერხატი
ფშ. ნ. ხირხატი.

ხეტარი
ჴ. ვადა, „ხმლის რუჩკა“ (ბეს.). მოყმემაც ჴელად იყარნა ხეტარნი თავის ჴმლისანი (მოყმისა და ვეფხვის ლექსში).

ხეფიჩხარი
ჴ. (?) აბეჩხარი, მოუსავლიანი ადგილი. ნ. ხირხატი.

ხეჩანა
თ. ნ. ხაჩანა.

ხეცრო
ჴ., ნეჯი ჴ. (ე. ი. მეჯი), ნეჯვი თ., თეზო თ. ა) ხეცრო. ბ) ჴერჴი ჭიდილში.

ხვადი
ჴ. მამალი ცხენი (გინდ დაკოდილი, გინდ დაუკოდავი). ხვადი თ. მამალი საზოგადოდ: ხოდი გუდ. მამალი ცხენი (დედალი – ჴდალი). ხოდი მთ., მოჴ. მამალი საზოგადოდ (ძაღლი, კატა და სხვა).

ხვავი
ჴ., თ. გალეწილი პური, სანამ გაანიავებდენ და ბზეს მოაშორებდენ. ხოვი გუდ., მთ., მოჴ.

ხვალზეგ
ფშ. ზეგ.

ხვარდი
ფშ. ა) მდინარის წამონაღები ყინული. ბ) ჯირყვალი.

ხვასრ
იხვასრების ჴ. იცრემლება, ტირის ნ. ხორსლ.

ხვაცი
თ.: ფერიც ხვაცი, ჭვირის ხვაცი (კაჭაობაში). ნ. ქისი. ვეძისჴეველის სიტყვით: ფერი ამოკუზული მხარე კოჭისა, ჭვირი (ხვაცი) ამოთხრილი მხარე, ბეგი ამოკუზული მხარე.

ხვედრ
ხვედრივ (ძმა ძმას) დასტაკებია (ჴ. მას.).

ხვეულ-ი
ნ. საცერული; ხვეულა ნ. ღაჯია.

ხვეული ქადა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უგულოდ გამომცხვარი ქადა. ასე ეძახიან ბარში გამომცხვარ ქადას ფშავლები“. ხოული ქადა მთ. ა) რამდენიმე ქერქით გაკეთებული ქადა (ქერქსა და ქერქს შუა ხახვ-გარეული ხავიწია წასმული. ბ) გულიანი, მაგრამ თავ-მოკრული („მოხოული“) ქადა.

ხვეურა
თ. ნ. მხვევარა.

ხვეწ
ნ. გახვეწა.

ხვეწი
ჴ. ხოწი, მოხრილი რკინა, რომლითაც იხვეწება (ე. ი. იფხიკება) ხის თეფშები, ხონები და სხვ. ნ. ჩქუთი, ჩიფქი.

ხვთის (ხთის) თიჴის კაცი
ნ. თიჴა.

ხვთის გარეგანი
მოჴ. ნ. გარეგანი.

ხვია
ფშ. ნ. ღვიო.

ხვივილი
ფშ. (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 141) გუგუნი. მხვივანი ქარი ზორბახმიანი ქარი.

ხვითო
(?) ნ. ხუთაო.

ხვითქი
(გადატანით) ოფლი: და ძალზე ხვითქი სდიოდა (რაფ. ერისთავი, „ივერია“, 1886, № 77).

ხვინტლი
ჴ., ყვინტლი თ., წვინტლი გუდ., მთ. ცხვირის სითხე. „საქართველოში ცინგლს ეძახიან“ (მოჴ.).

ხვირი
მოჴ. მსხვილ-ფეხა ბალახი. სქელია, მაღალი იზრდება. ნ. ყარტი (2).

ხვირშლი
თ. ნ. ხშირი.

ხვრიში
(ყ. 855, 19) წვნიკი თოვლი. „წვრილი, მაგრამ ხვრიში თოვლი მიმავლებს სახეს უწკეპლავდა“ (ყ. 850,8).

ხთის თიჴის კაცი
ნ. თიჴა.

ხთის იასაული
ხთის იასაულ გიძღოდასთ უჟამოსა და ჟამსაო (ჴ.).

ხთიშვილი
(< ღთიშვილი < ღვთიშვილი < ღმრთის შვილი) „ხატი ანუ ჯვარი“ (ბეს.), „ხატისად ვიტყვით“ (ბაკურჴ.). „ანგელოზები, ხატბი“ (მთ.) ამა თუ იმ გვარისა და კუთხის სალოცავი, წარმოდგენილი ღვთაებრივი ძალის მქონედ. ხთიშვილებია სხვადასხვა „ჯვარი“. გუდანისა, ჴაჴმატისა, არხოტისა, ლაშარისა და სხვ. ხთიშვილებია აგრეთვე კოპალა, იაჴსარი და სხვა სალოცავები, რომლებსაც ძველი სახელები დაუკარგავთ და მათ ნაცვლად ქრისტიანული მიუღიათ: წმინდა გიორგი, სანება (ე. ი. სამება), კვირია. ქრისტიანული გავლენით ახსნება აგრეთვე ანგელოზი, რომელიც ხთიშვილად არის წარმოდგენილი. თვით ხატი ანუ ჯვარი, რომლებიც ხთიშვილის სინონიმებია, ქრისტიანულ ნიადაგზე წარმოშობილი ტერმინებია, მაგრამ მათი მნიშვნელობა და შინაარის ძველია: სალიტერატულო ქართულზე ცნობილ საეკლესიო ხატთან და ჯვართან მათ, სახელის გარდა, არაფერი საერთო არა აქვთ. ბეს. გაბუურის „ჴევსურულ მასალებში“ იკითხება: „ეს ჯვარები ანუ ხთიშვილები სუყველა ერთნაირი კი არ ას: ჴევსურეთში უფრის (ეშმაკის) ჴელობა (იგულისხმება ხელქვეითად ყოლა, დამორჩილება. ა. შ.) ზოგს ჯვარს არ აქვ ხთისგან მიცემული, და ზოგებს ხთიშვილებს კი აქვ ხთისგან მალოცვილი ეშმაკთ ლაგმვა; და ამისთანა ღთიშვილში აკოჭვიებენ ეშმაკის სულ-წამაყრილს ქალს, რომენ ხთიშვილსაც ეშმაკთ გაძევების ჴელობა-აქვ. დაკოჭვილ ქალს წლით თითო საკლავ (ბატკან ან ცხვარ) უნდ დროშათ სანათლავად იმ ხთიშვილში, რომენ ხთიშვილშიაც დაკოჭვილ ას“ (გვ. 153). აქედან ჩანს, რომ ხთიშვილი, ისე როგორც მისი სინონიმები ხატი და ჯვარი, ადგილსაც ნიშნავს სადაც ამ სალოცავის დღეობაა დანიშნული.

ხიბალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ეშმაკი და კუდიანი“. ხიბალი ჴ., თ. მავნე (ეშმაკი და სხვ.). დაგხიბლა ღმერთმა! (წყევლაა). შემხიბლა, დამხიბლა მოჴ. მომაჯადოვა.

ხიბრაჸი
თ. ხვავს ცოცხით მოაცლიან ბურდოს, რომელსაც მარცვლები გაჰყვება და ცალკე გაანიავებენ.

ხიზანი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. ჯალაფობა, ოჯახი.

ხილ-ი
შავი ხილი მოჴ., შალშავი მოჴ., შალშავი ჴ. მოცვი. ჟოლი (ჰო, ასეა!) თ. იგივე. წითელი ხილი მოჴ. წითელი მოცვი.

ხილაბანდი
მთ., თ. (ახალაია, წინათ არ იყოვო) სამ-კუთხიანი თავსაკრავი ღამით დასაძინებლად ქალთათვის.

ხილილო
ჴ., შოთი გუდ., მთ., თაფლიანი ფიჭა, გამოუწურავი.

ხიმბიწარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დაუდეგარი, მოჩხუბარი, დაუსვენებელი, ჩირქინა“. ხიმიწარი მთ. მოჩხუბარი, „შარს რომ არ დაულევს კაცს“.

ხიმიწარი
მთ. ნ. ხიმბიწარი.

ხინდე
თ., საზედავა ფშ. ქსოვაში ძაფი რომ გადის და გამოდის. ნ. თხორი.

ხინკა
ჴ., თ. სლოკინი. მახინკავებს მასლოკინებს.

ხინკალი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. წმინდად დანაყილი ხორცი (ან ხაჭო) პურის ცომის თხელ კანში გახვეული და ადუღებულ წყალში მოხარშული. კვერები თ. იგივე.

ხინძილი
ფშ. ღანძილი (შიბუ მთისაა, ხანძილი – ბარისა). ნ. შიბუ.

ხინწუკაი
ჴ., მიწუკაჸი თ. მუწუკი.

ხინჭრუკა, ხინჭრიკვაჸი
თ., ბროლი ჴ. ერთგვარი თეთრი ქვა, ბროლის გვარისა.

ხირკა
თ. დუგმა.

ხირშლი, ხვირშლი
თ. ნ. ხრიში.

ხირხალი
ჴ. ქვიანი ადგილი, მოსავალი რომ არ მოდის. ნ. ხირხატი.

ხირხატი
ფშ., ჴ., თ., ხერხატი ფშ., ხირხალი ჴ., ხირხოტი მთ., მოჴ. გამოღალული, გამოფიტული მიწა, ქვიანი. ნ. ხეფიჩხარი.

ხირხოტი
ნ. ხირხატი.

ხიფ-ი
ჴ., ფშ. ჴიფი (?) მთ., შიტე თ. დართული ძაფი, ტარს რომ მოაცლიან, სანამ მურგვად დაიხვეოდეს. ნ. შიტე.

ხიფართი
ხიფათი, მარცხი (ჴ. მას.).

ხიფხოლა
ჴ., ფშ. (ჭყონიას ხიფზოლა კორექტ. შეცდომა უნდა იყოს) „ყინტორა, საჭმელი ძირი აქვს, თეროსა ჰგავს“, „მიწის ვაშლივით საჭმელია“ (ბეს.). ხაფხოლი თ. ნ. ჭიმა, ღიმა, ფიფხოლა, სასხეპია.

ხიჩონი
ჴ. ნ. ხაჩანა.

ხიწი
მოჴ., ლიჩი თ., ნაცხერი ჴ., ფშ. ხისა ან ფიცრის წვრილი ნახეთქი, ხელში რომ შეერჭობა კაცს.

ხიწიწი
თ., ხროიჭი ფშ., ნახშიორა მოჴ. ნ. ხროიჭი.

ხლუკი
მთ. ნ. ფსვენი, ხვლიკი.

ხოდი
გუდ. ხვადი.

ხოვი
გუდ., მთ., მოჴ. ხვავი.

ხოვრიალი
მთ. ხვავრიელი, ბევრის ჩამტევი (ჭურჭელი). ნ. ხომარიელი.

ხოზდაგი
ნ. სახოზდაგე.

ხოზო
ფშ., მთ., ბალახია (ლახჭიმა მთ.), მის გულს ჭამენ. ნ. ლახჭიმა.

ხოკ-ი
მთ., მოჴ., ნ. ღოკი.

ხოკერ-ი
ა) გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. სკა გაკეთებული არყისა, ცაცხვისა, ვერხვისა, ბლისა და სხვა ხის ქერქისგან. ასეთი სკები ფშავსა და მთიულეთში ცალკე დახურულ კარვებში აქვთ, ხევსურებს კი – ჭერხოში. ფუტკარი რომ შევიდეს, კედლის ქვემო ფიცარი, რომელზედაც ხოკერია მიმდგარი, გამოჭრილია ხოკრის პირდაპირ. ბ) მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ხოკერს აგრეთვე დედაკაცებიც ხმარობენ: შიგ ტარი, მატყლის ნამტენა (ჴ.) და სახრელი უწყვიათ. ხოკერაი მოჴ. მატყლის ჩასადები. გ) ხოკერი გუდ., მთ. ნ. მთვარე.

ხოლიება
ნ. გახოლიება.

ხომარიელი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „განიერი“. ხომრიელი თ. განიერი. ხოვრიალი მთ. ბევრის ჩამტევი (ჭურჭელი).

ხომრიელი
თ. ნ. ხომარიელი.

ხონჩა
(სპ. خوانچه ) ნ. კაპკურა, ტაბკურა.

ხონჯარი
მოჴ. ნ. საწელე.

ხორ
იხორება თ. მარცვლები სცვივა (პურს, მტევანს და სხვას).

ხორა
ფშ. დაგრეხილი თივა და ჩალა. ნ. ხორამი.

ხორამი
ჴ. ცხენზე დაკრული საგზაო თივა ან ჩალა. ხორამი მოჴ. ა) ერთად მიხვეტილი თივა. შემდეგ, წვიმამ რომ არ გააფუჭოს, შეაწყობენ და ბიჟინას გააკეთებენ. ბ) მოჴ., ჴ. დაგრეხილი თივა და ჩალა, ერთურთში არეული. ჩალასა და თივას ერთად აურევენ და დაგრეხენ (მარტო თივა არ დაიგრიხება).

ხორგი
ნ. ხორდი.

ხორდი
(1) (იშვ. ხორგი) მთ., რაკი მოჴ., ფაცერი ჴ., ყინვარი თ. წყალზე გადაკრული ყინული.

ხორდი
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) იხ. ღმურძლიო. ღმურძლი კი, ქართლში ხმარებული, ასეა ახსნილი: „დარგვალებული და მაგარი ხორცები კან ქვეშ“.

ხორო
ხორონი ჯიჴვებისანი ჴ. ჯიხვების გროვა (ჴ. მას.).

ხორსლ
იხორსლება მოჴ. იცრემლება, ტირის, იხვარსების ჴ. იგივე.

ხორხავს
ჴ., ხორხნის ჴ. „მშრალად ფქვავს“, მსხვილად ფქვავს, გვრიშად ხფქვავს თ. ღერღავს.

ხორხორი
(ყ. 257, 16; 259, 15 ქვ.) მითქმა-მოთქმა, აურზაური, ჩოჩქოლი. ხოხორი ა) მოჴ. ხოხორი ჴ., მთ. ხმაურობა, ფინთად საუბარი, „კაცი რომ კაცს ძაგავს“ (ჴ.).

ხორხოშა
მთ. წვრილი სეტყვა (ვერას აწყენს ყანას). ხორხოშელა ფშ., მოჴ. (ყ. 248, 13 ქვ.; 723, 19), ხორხოშელაჸი თ. შდრ. კორკოტა.

ხოტმატო
თ. ჩეჩვის ნაბოლოვარი მატყლი, გადაწეწილი.

ხოული ქადა, მოხოული ქადა
მთ. ნ. ხვეული ქადა.

ხოყანა
ჴ., ფშ., ჴოყანა მოჴ. ქვეყანა.

ხოშვა
გახოშვა, დახოშვა ჴ., ფშ. (ვაჟა, 494, 14) ღილებისა და მძივების აყრა ტალავრისაგან. სინათლის მოკლება (?): შუქს ჰკარგვენ, იხოშებიან ციური ჭია-ცეცხლები (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 208). გახოშა ჴ. გაკაფა.

ხოშიანი
(სპ. خواهش ) ჴ., მთ., ხოიშნობა შუამდგომლობა. „მიხოიშნე – მიხათრეო“ (ჴ.), ასე მითარგმნა ერთმა, მაგრამ არ უნდა იყოს სწორი.

ხოშორი
(ს. Խոջոր) მთ. მსხვილი, „რა შვენიერი ნიგოზია: სულ ხოშორ-ხოშორი კაკლებია“ (ჭყ.). „რო ტიროდა, სუ ხოშორ-ხოშორი ცრემლი ჩამოდიოდაო“ (მთ.).

ხოწი
(1) ჴ., თ., ფშ. მოკაული მჭრელი რკინა ხის თეფშებისა და ხონების და სხვათა ამოსათხრელად (იმით „იხვეწება“ თეფშები, ხონები, კოვზები, ქიტები, კოჩხოები). ხვეწი ჴ. (?) ფოლადისა და რკინის პირიანი საფხეკი (სწორედ ის, რასაც ვახტანგის სამართალი „სანახავ რკინას“ უწოდებს) (ურბნელი, „ივერია“, 1887, № 14).

ხოწი
(2) მთ. ცეცხლისგან კეცის გადმოსაღები კავი (რკინისაა. სხვად არაფრად იხმარება, ფართო პირით უნდა გასინჯონ, გამომცხვარია თუ არა). ნ. კაკაჩუნა.

ხოჭვა
მოჴ. (ყ. 334,2 ქვ.) ხვეჭა.

ხოხ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქისერი, მსხვილმარცვალა სალესავი“ (ალბათ შეცდომაა, უნდა ქასური და არა ქისერი). ხოხი მოჴ. ქასური, ცელის სალესავი. ხოხი ჴ. რიყის ქვა. ხოხით ჯერ გალესვენ, შემდეგ სალესავით გამოუსწორებენ პირს. ხოხი თ. ერთგვარი ქვაა, მაგარია. იმით ჯერ პირს გამოუსწორებენ გასალეს იარაღს. ხოხი მოჴ. ქასური. აქედან ზმნა ხოხვა ჴ., თ. ხოხზე ასმა. გახოხვა: ცულის ცულას გავხოხავ, ჴენცელს გავხოხავ. ხოხი ჴ. თ. მაგარი ქვა. იხმარება ცულისა და სხვა იარაღის პირის გამოსასწორებლად. შემდეგ კი რბილი ქვით ალესვენ. ნ. ჩალხი. (2).

ხოხვა, ხოხნა
ფშ., ერწო (ვაჟა, 369,7 ქვ.) ჭამა (ცხენისა, ჴარისა). ხოხავს ბაკურჴ., მოჴ. ძოვს (ბალახი თუ ვარგა). დაბერებულხარ, ძროხაო, ბალახს ვეღარა ხოხაო (მოჴ.). ცოტას მოთოჴნი, ცოტას მოხოხნი (ფშ.).

ხოხნიკი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მხიარული“.

ხოხოზიკი
ნ. ნახშიორა, ხიწიწი, ხროიჭი.

ხოხორი
(1) ფშ. საჩირთედ მოწეული ნეკერი. ნ. ჩირთი.

ხოხორი
(2): წვრილი მუწუკები კანზე (არც მუწუკებად შეიძლება ჩაითვალოს).

ხოხორი
(3) ჴ., მთ., მოჴ. ხმაურობა. ნ. ხორხორი.

ხრიაკი, ხრიოკი
მოჴ. ოღრო-ჩოღრო კლდიანი ადგილი. ჩემო ქვეყანავ, ხრიაკო, მაღალ- და მრავალმთიანო. შენსა კიდეთა ბეჩავნი უღელის ჴარით ჴნიანო. ვინც იმათ ძალას მიაყრის, ნაღველი დაანთხიანო (ალექსანდრე ყაზბეგი).

ხრინკ-ი
ჴ., ფშ., მთ., მოჴ. სარმა, კვანტი, ფეხის გამოდება ჭიდაობაში. ხრინკაი გუდ., მთ., ბორკილი ჴ., თ. იგივე. ნ. ხრინკული.

ხრინკა
ჴ. ხმლის სამხარიღლივის რგოლი.

ხრინკული
ფშ. სარმა, კვანტი, ფეხის გადადება ორსავ ფეხში ჭიდაობის დროს. ნ. ხრინკი.

ხრიოკი
ბაკურჴ. (ყ. 317, 10) ოღრო-ჩოღრო კლდიანი ადგილი. ხრიაკი, ხრიოკი მოჴ. იგივე.

ხრიოჭი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხოხოზიკი“, ცხვრის დუმა ან სხვა რაიმე ქონი, რაც დარჩება გამოწურვის შემდეგ. მთ. იგივე. ნახშიორა მოჴ., ხოწიწი ჴ.

ხრიში
ჴ. (ბაკურჴ.) დაროშილი, მსხვილად დაფქული ან დანაყილი (მარილი, ხორბალი). მხვრიშე მთ., მოჴ. მსხვილად დაფქული (მარილი, სიმინდი).

ხრუწვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქურდობა, პარვა“. გამოხრუწვა ფშ. „გაქურდვა“. ნ. კაწრვა.

ხრჭიალი (კბილებისა)
(ყ. 47; 217, 6; 229, 16) ღრჭიალი, ღრჭენა. გახრჭიალება იგივე. გაიხრჭიალა (კბილები) ყ. 243,8 ქვ. ნ. ღრჭიალი. ახჭენს, გაახჭენს ჴ. (ბაკურჴ.).

ხსენი
ჴ., მოჴ., წამალა მთ. დვრიტა, რძის შესადედებელი მასალა. ქორფა ბატკანს ან ხბოს (სანამ ბალახის ძოვას დაიწყებდენ) შეუდედდება სახსენეში ანუ ხსნის ქერქში, რომელიც მობმულია ფაშზე. „დედის სხენს ვარწყევინებ პირიდან“ (ყ. 277,21).

ხტომა, გახტომა
ჴ. ა) გახტომა. ბ) გაფრენა. როგორც ფრენას ფშავსა და სხვაგან ფრენისა და ხტომის მნიშვნელობა აქვს, ისე ხტომას ჴევსურეთში ორგვარი მნიშვნელობა აქვს: ხტომისა და ფრენისა. „რო გითქვამს, ვერ გადახტების შენფერა ჩემისთანასა“ ვერ აჯობებს (ჴ. მას.).

ხუთ-კურა
ნ. ხუტკურა.

ხუთ-ყურა
ნ. ხუტკურა.

ხუთაო
თ., მოჴ. (მრ. ხუთავები), ხუთო ჴ.,ფშ. „ზღვის კენჭი“ (ხვითო?) გალესვენ და წამლად ხმარობენ. „ღლესენ იმასა“ (მოჴ.).

ხუთეული
მოჴ. ხუთი ძნა ერთად აგებული (ყ. 912,9 ქვ.; 913,18 და 2 ქვ.) ნ. მარჴილის უბე.

ხუთვა
ჴ., თ., ჴუთვა მოჴ. დაჭერა, არ-მიცემა (ნასესხები ფულისა ან ნათხოვარი ნივთისა). ნუ მხუთავ ჴ., თ., ფშ. ნუ მიჭერ (ფულს). ნუ მხუთავ, მომეც ჩემი ხვედრი ფული ნ. ჴუთვა.

ხულა ცხორი
მოჴ. უყურო ცხვარი(ყური ცოტა რამ აჩნია); ყურულა, ხულა ცხვარი ჴ. (არხ.) პატარა ყურებიანი ცხვარი, ხულია ჴ., ხულა ცხვარი თ., ფშ. იგივე.

ხულაი
მთ. ფაცხა.

ხურო
ჴ., თ., ფშ. (წინათ) კალატოზი („ყორის ამგები“). გამაგრდი ციხევ, ტიალო, ხუროთ ნაგებო ქვისაო (ბუქურ. 69, II, 13).

ხურტკმელი
თ., ორ-ყუნწა ჴ. (შატ., მიღმაჴ;) კინკრიჟო.

ხურხუმა
მოჴ., თ., ფშ. ბალახია, ყიზლარში იზრდება და ცხვრისთვის მეტად კარგია ზამთრობითო: შირაქშიც იზრდება, მლაშე ბალახია. ნ. წითელ-წვერა.

ხურჯინი
თ., ხურჯინანი ჴ. ხურჯინი.

ხუტარი
ჴ. შრიის ფაფა. შვრიის ფქვილის თბილ წყალში ჩაჰყრიან და საფუარს მისცემენ. როცა აფუვდება, წმინდად გასწურვენ, ქატო დარჩება და წვენს და, რაც თან გაჰყვება, აადუღებენ, გასქელდება და ფაფად გადაიქცევა. მჟავე საჭმელია. მუსხუტურაჸი თ. იგივე.

ხუტკურა
ჴორ., ხუთ-ყურა, ხუტყურა, ხუტკურა ჴ., სიმარტლი თ. სხმარტლი, ზღმარტლი.

ხუში
გუდ., მთ., მოჴ., დუჟნი ჴ., დუჟი, დუჟილი თ., დუჟილი ფშ. ფურთხი. გადახუშა გადააფურთხა.

ხუცესი, ხუცეზი
(ხატში)ჴ. მთავარი ღმერთმსახური ხატში, დამწყალობნებელი (ხატში). ნ. ჴევისბერი.

ხუცობა
ჴ. საკლავზე რისამე ან ვისიმე კურთხევის დროს ლოცვების წარმოთქმა ხუცესის მიერ (ჴ. მას.).

ხუხვა, გახუხვა
მოჴ. ცივი პურის ცეცხლში ჩათბობა. გახუხე პური! გახუხვა თ. ატუსვა, ატრუსვა.

ხუხუცი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბერი კაცისა ტრფობა“.

ხჭენა
ნ. ხრჭიალი.

ჴადურა
ფშ. ქერის ოთხ-ძნიანი წერა (წერა წმინდა პურის ოთხი ძნა). „სამს ძნას დავხყუდებთ ავდარჩი“ (ბაკურჴ.).

ჴავრეზი
ჴ. (ოჴერჴევი) ნ. ჴარო.

ჴალ-ერბო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ერბოზე მოკიდებული ხავიწივით“, ფშ., მთ., მოჴ. ჴალი და ერბო

ჴალ-ი
ჴ., თ., ფშ., გუდ., მთ., მოჴ; ქუმელი. გახურებულ კეცზე ან ცეცხლზე შემოკიდებულ ქვაბში მომწვარ-მოხრაკული პურეული (ქერი, სიმინდი, იფქლი). დაფქვენ და შემდეგ ჭამენ (განსაკუთრებით გავცელებულია მწყემსებში). დაჴალება ჴალის გაკეთება. ჴალი ჴაჴამდინა, ფაფა კართამდინა, ქერის პური მთამდინა, წმინდა გადასვლამდინა (ჴ., მოჴ.). შენიშვნა: ჴაჴამდინა, ე. ი. ჴალს მაწივრობა არა აქვსო. წმინდა, ვარიანტია: იფქლისა.

ჴალება, დაჴალება
ჴ. „ქერის მოწვა ქვაბში მშრალათ“ (ბეს.) მშრალად მოწვა ქვაბში ან ტაფაზე ხორბლისა, სვილისა, სიმინდისა (ჴ. მას.).

ჴამ
ჴამა თ. ვარგა, არ მიჴამის თ. არ მივარგა. საჴამური თ. სავარგისი. საჴამსი ფშ. სავარგისი (საქონელზე).

ჴანჴეშა
ჴ. (არხ.) ბალახია.

ჴარ-გუთანი
გუდ., თ. (კახურიდან?) ვარსკვლავნარი დიიდ დათვი. შედგენილობა: ყევარი ჴარი, გუთნის დედა, მეკოლე (თოჴი უჭერია ჴელში, მისდევს და ქაჩავს“). დარეჯანიანი ჴ., ამირანიანი ფშ.

ჴარ-ი
ნ. ძროხა.

ჴარ-ი
ჴ., ფშ., თ. მოჴ. გადატანით: კარგი ვაჟკაცი (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 141), ზორბა, შეძლებული, ღონიერი.

ჴარ-ირმის ნაფრენი
ფშ., თ. ნ. ირმის ნაფრენი, ჴარ-ფურთ ნახტომი.

ჴარ-ლაღი
(1) მოჴ. (ყ. 312, 16 ქვ.; 690, 3 ქვ.; 692, 5) ჴარ-ლაღაი მოჴ. ერთი წლის მამალი ჯიხვი (საპირისპიროა წალი).

ჴარ-ლაღი
(2) ჴ. (ბაკურჴ.) „ირმისთვი იციან ჴარ-ლაღი ირემიო“ (ბაკურჴ.).

ჴარ-ფურთ ნახტომი
ჴ., ჴარ-ირმის ნაფრენი ფშ., თ. „ირემი გაქცეულა და გამსქდარა, ჴარი ნელად წასულა და დანიშნულ ალაგს მიუწვენია“. ნ. ჴარ-ირმის ნაფრენი.

ჴარ-ჯიჴვი
ჴ. მამალი ჯიჴვი (დედალი ჯიჴვი – თხა, შუნი).

ჴარა
ჴ. თოფის ჯურა. სხვებთან შედარებით ნაკლები ღირსებისაა (ჴ. მას.).

ჴარავანი
ფშ., ჴ., თ.; გუდ., მთ. ჴაროვანი მთ., თ. ერთად შექუჩებული და მთაზე გარეკილი ხარები ზაფხულში. ნახირი მოჴ. საპირისპიროა ფუროვანი. ჴარავანი უწველი მსხვილ-ფეხა საქონელი: ხარი, მოზვერი, დეკეული, ცხენი, ჯორი (ჩაჩ. 61). მეჴარავნე – ჴარავნის მწყემსი; საჴარავნო მწყემსის ქირა (ჩაჩ. 65). ჴარავანი ჴ. ბევრი ჴარ-ფური ერთად (ჴ. მას.).

ჴარდღე
თ. ( <ჴართ დღე), ალო მთ., ფშ.

ჴარვეზი
ნ. ნათერძი, ჴარო, რუყი.

ჴართ-კვერი
თ. ოცობას (ნ.) მამულში გატანილი და უღელზე გადატეხი პური.

ჴარი-პარია (ჴარა-პარია)
მთ., ფშ., თ. „მესკვლევივით აშუქებს, მაგრამ მესკვლევი არ არის ისი“ (მთ.), თ. „სასკარივით არის“. „ჴარიპარია ცოტა წითელია, სისკარი – თეთრი“.

ჴარის იარაღი
ჴ. გუთანი (ჴ. მას.).

ჴარის ფერცხალი
ნ. იარაღები.

ჴარის ყვავილი
ნ. მარტო-ყვავილი.

ჴარმანეში
ჴ. (ბაჩანა, „დროება“, 1885, № 187) ხატში დასაკლავი ჴარი, დაკოიდი, ასე 7 – 8 წლისა. ხატში ბერი ჴარიც დაიკვლის ჴევსურეთში.

ჴარნია
ჴ. ნ. ჴერნია.

ჴარნუყაჸი
თ. ბალახია. ჭამენ.

ჴარო
(1) ჴ., ჴ. (ბაკურჴ.), მოჴ. სახლში დადგმული საპურე ბეღელი, ფიცრებისაგან გაკეთებული.

ჴარო
(2) თ. ალატი.

ჴარო
(3), ჴაროზი ჴ. (არხ.), ჴარვეზი ჴ. (ოჴერჴევი), ჴარვეზი ნ. ნათერძი, რუყი.

ჴარო
(4) ჴ., ხარო ფშ. თხრილი.

ჴარო-კვერი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ახალწელიწადს იციან. ბედის ბედის კვერებთან ჴართ-კვერსაც გამოაცხობენ საერთო ოჯახის ბედზე. ახალწელიწადს მეკვლე მოუვათ, ჴართ-კვერი უნდა შეაგორონ კარებიდან სახლში. თუ წაღმა მობრუნდა, კარგია; თუ უკუღმა, ცუდი ნიშანია. მერე ნათლისღება დღეს, რომელიც კაი ჴარია, იმას გადაატეხენ კისერზე და შეაჭმევენ (აქ მე მიმიწერია: თავადაც შესჭამენ. ა. შ.) მართალიაო, მიმიწერია. მთ. იგივე. შესწორება: ახალწელიწადს რომ კვერს შეაგორებენ, ის მეკვლის კვერიაო. ნათლისღებას ჴარს რქაზე გადავამტვრევთ და შევაჭმევთო. მთიულეთში ფურის ბედის კვერიც იციან (ჴარების ბედის კვერი, ფურების ბედის კვერი).

ჴარობს
ჴ., მთ., მოჴ.; ფური ჴარობს ჴურავს, ატეხილია; ჴარობს, კეთილობს ჴ., ეჴარების თ., მეგველიანი (მეგოლიანი) მოვიდენო გუდ.

ჴაროვანი
მთ., ჴ., თ. ბევრი ჴარი ერთად. შიგ არ უნდა ერიოს არც ფური და არც ბუღა (ბუღა შეიძლება ერიოსო, ბაკურჴეველმა).

ჴაროზი
ნ. ჴარო (3).

ჴარწინა
გუდ., ნ. ურნატა.

ჴასება
იჴასების ჴ. ტირის (ბავშვი). „ყმაწვილ იჴასების, ჩქარად მოეუდო, დედას ეტყვიან“ (ჴ.).

ჴასიანი
ნ. ჴასრიანი.

ჴასრ-ი
ფშ (?) მორევი, რომლის ზედაპირი დუღს, შფოთს, არასოდეს მოსვენებაში არ არის, ხან შეიკვრის და ხან გაიშლება (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 207). იჴასრება ფშ. ძალიან დუღს.

ჴასრიანი წყალი (ხასიანი წყალი)
ჴ. ჭორომი (მდინარეში).

ჴატჴვერაი
მოჴ. ტკბილი ბალახია. საქონელი ეტანება ძალიან. ცერცვალას ისხამს. აჭკანა ჴ. ნ. ცერცვალა.

ჴაწირი
ფშ. მოხვეტილი თივა, სანამ აიგებოდეს, ასაგები თივა. მურვილი ჴ. (ბაკურჴ.), მთ., ხორამი მოჴ. ნ. ბიჟინა, ჴოლნაბო.

ჴაჴ-ი
ჴ. ნაზვავები ადგილი, სადაც მიწა მოსქდა, მომსქდარი მიწა, მეწყერი მთ.

ჴაჴ-ი
მოჴ. ფლატე.

ჴაჴა, შაიჴაჴა
თ. პირში შეიყარა (ისე, რომ ხელი არ მიაკარა პირს).

ჴაჴანჭურაი
მოჴ. ნ. ყინჭარა, ჴაჴრაჩაი.

ჴაჴვა, მაჴაჴვა
მაგჴაჴავ ჴ. ამოგაგდებ სულ ერთიანად (ჴ. მას.). „სთხრის და ჴაჴავს გინებითო“ (მოჴ.). ნ. ჴოჴვა.

ჴაჴვლი
ჴ. ქვაბის მური, შიგნით მოკიდებული (გარეთ მოკიდებული – ფუჭვი).

ჴაჴრანტა
ფშ. ნ. ჴაჴრაჩაი.

ჴაჴრაჩაი
მთ., ჴაჴრანტა ფშ., ჴაჴანჭურაი მოჴ., ყინჭარა ჴ., ყირანჭა ჴ. (შატ.), ფშ. ყაყრანტო.

ჴბო
ნ. ძროხა. ჴბოილა ფშ. ნ. იჴბორია.

ჴბორ
ნ. იჴბორია.

ჴდალი
ნ. ჴრდალი, ხვადი.

ჴდომა
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. სვლა. აჴდომა ასვლა, გაჴდა გავიდა, გამოჴდა გამოვიდა, აჴე ადი, ჩამოჴე ჩამოდი, გადაჴდა გადავიდა, ამოჴე ამოდი, შაჴე შედი.

ჴდურება
ვაჴდურებ თ., ფშ. (შე)ვატან (ჴორცს, ყველს). „ჟოლსა სჭამს, მაყვალს აჴდურებს“ (ბუქურ. 55,1 ქვ.).

ჴევ-ი
თერგის ხეობა კობიდან სნოს წყლის შესართავამდის ( საკუთრივ ხევი), ან (გაფართოებული მნიშვნელობით) კობიდან დარიალამდის სნოს წყლის ჴეობითურთ. მაჴევე, მეჴევე ამ ჴევის მცხოვრები.

ჴევისბერი
ფშ., ხუცესი ჴ., დეკანოზი მთ. დამწყალობნებელი ხატში.

ჴევსურ-ი, ჴევსურეთ-ი
ვიწრო გაგებით ჴევსურეთი არის მხოლოდ ის სოფლები და მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადმოღმა ჴევსურეთის არაგვის აუზში, რომელიც ერთვის ფშავის არაგვს ორწყალში. გაფართოებული მნიშვნელობით კი ჴევსურეთის ნაწილებია აგრეთვე მთავარი ქედის გადაღმა მდებარე არხოტი (არხვატი) და გურო-არდოტ-შატილის ჴეობა (არღუნის სათავეებში), ორი სოფელი ჯუთა და ართხმო სნოს წყლის სათავეებში და, უკანასკნელ, ორი სოფელი გორული და საკერპო (ორივე ერთად ბაკურჴევი) გუდამაყრის თავში. სხვა კუთხეებთან დაპირისპირებით ესენი ყველა ჴევსურეთია და იქ მცხოვრებნი – ჴევსურები, მაგრამ ერთურთის მიმართ კი არა: არხოტელი არხოტელია და არა ჴევსური, აგრეთვე არც შატილელი ითვლება ჴევსურად და სხვ. ბეს. გაბუურის „ჴევსურულ მასალებში“ ხშირია დაპირისპირება არხოტისა და ჴევსურეთისა, ან არხოტელისა და ჴევსურისა.

ჴევსურიშიილი
ჴ. ჴევსური, ჴევსურთ შვილები ჴევსურები.

ჴელ-ასმურა
მოჴ. ნ. ფუშრუკი.

ჴელ-გაკიდებული (ქალი)
ჴ. „ჴევსურეთში თუ ჴელ გააბ ქალს, გინდა გაექცას, მაშინათ ქალი სხვათ ვეღარ წაუვ: ჴელ-გაკიდებული ცოლი ხქვან (ბეს.).

ჴელ-ი
(1) ერთი ჴელი იარაღი (ყ. 14, 8 ქვ.) „ერთ ჴელ ტალავარ“ ჴ.; რაჴელი ჴ. როგორი, რაჴელ ჴ. როგორ. რაჸ(ა)გვერითი თ. როგორი.

ჴელ-ი
(2) ჴ. სამი ძნა (სვილისა, ძველთესლისა), ორი ძნა (ქერისა). წერი სამი ძნა სვილისა, ორი ქერისა. წერი ჴ. ოცდაათი ჴელი (ოცდათერთმეტი) და კეტი (კეტი – კენტი, ერთი ძნა). აგრე მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ანგარიში სწორი არ გამოდის. წერილა ჴ. ათი ჴელი (21 ძნა).

ჴელ-ი
ჴელ მაგიმართას ჴ. ჴელი მოგიმართოს, გაგიმარჯოს (მისალმების ფორმულაა). ჴელად მისვლა ჴ. დანებება. მივიდეს ჴელად ჴ. დაჰნებდნენ, ჴელად მაგიყვანავთ დანებებული მოგიყვანიათ, დაგიტყვევებიათ (ჴ. მას.).

ჴელ-კატურაჸი
თ., კანტალა ჴ., ფშ. შინაური ქურდი.

ჴელ-უყუროდ
ჴ.უშედეგოდ. ბევრმ გაიძღოლა უნცროსი, ბევრა ჴელ-უყროდ მკვდარია (ჴ. მას. 222,33).

ჴელ-ცულა
მთ., თ., ჴენცულა ჴ. პატარა ცული. „თქვენ ნაჯახს ეძახით, ჩვენ – ჴენცულას“ (ბაკურჴ.).

ჴელად მაყვანა
ჴ. დატყვევება და მოყვანა.

ჴელადაი
მოჴ., საწველელი ჴ. ფურის ან ცხვრის საწველი ჭურჭელი, ხისა. ჴელადას ჴევსურეთში სხვა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს: „ერთ ჩარექა ან ჴელადა არაყს“ (ჴ. მას.).

ჴელეური
ჴ. ნ. ძნა, მარჴილის უბე.

ჴელვა
(1) მაჴელვა ჴ., ფშ., მთ. პოვნა. მაჴელეს იპოვეს, იჴელებიან იპოვებიან, მავჴელეთ ვიპოვეთ (ჴ. მას.). „იმერელმა რკინა მოჴელა და, ღმერთო, სარკინეთი დააქციეო“ (ჴორჴში გაგონილი ანდაზა).

ჴელვა
(2) ჴ. ხელის ხლება. ცოლსა ნუ ჰჴელავ, ვაჟაო, თავს უკეთესის ყმისასა. გაიგებს, გაგიჯავრდება, ვადას მაჰზიდნის ჴმლისასა (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 36).

ჴელზე დაკვრა
მოჴ., ჴ. თამაშობაა. ერთი ზის, მეორე თავს ჩაუდებს კალთაში და ხელებს ზურგზე დაიდებს. დანარჩენები იქვე დგანან. დაარტყამენ ჴელზე და უნდა გამოიცნოს, ვინ დაარტყა. თუ გამოიცნო, ხო კარგი, გამოიცვლებიან, თორემ შეიძლება სულ ჴელები დაუბეჟონ რტყმევით. ეს თამაშობა ფშავშიც სცოდნიათ, მაგრამ მისი სახელი ვერ მითხრეს.

ჴელთვა, დაჴელთვა
ჴ. ჴელთავს აგიჟებს, იჴელთებს გიჟდება. დაჰელთული გაგიჟებული: „დაჴელთულ ხო არა ხარავ – გაგიჟებული ხო არ ხარო“ (ბეს.). [შდრ. ს. Խենթ ხენთ დაჴელთული, გაგიჟებული].

ჴელი(ს) საჴოცი
ჴ. ნ. შაშუბლე.

ჴელის გართმევა
(ბაჩანა, „დ“, 31) გაყიდვა. ჴელს გავართომო გავყიდიო.

ჴელის მომკიდე, ჴელის მამკიდე
(1) (ყ. 844, 14 ქვ.) მეჯვარე, посажённый от ец. ჩემო ჴელის მამკიდეო, ტაგანაი ამკიდეო. თუ ტაგანას არ ამკიდებ, ჴელი მაინც მამკიდეო (მოჴ.).

ჴელის მომკიდე, ჴელის მამკიდე
(2), (ჴელის მამკიდე) ჴ. კაცი, რომელიც ფიცში ჩაჰყვება ისეთ კაცს, რომლის ფიცსაც არ ენდობიან და დაადასტურებს, რომ მისი ფიცი სანდოა (ჴ. მას. 138 – 139).

ჴელის ყრა, ჴელის მოყრა
ფშ., მთ., ჴ., თ. (რაზ.-ჭყ.) „კარგა ჴელი მოვყარე კარგა ვისარგებლე იმისგან“. ჴელ ეყარ ჴ. სარგებლობა ენახა. აღარ უნდა ჴევსურებსა, ყველამ ხყარა ჴელაიო (ჴ.).

ჴელის ჴსნა
აუჴსნის ჴელს ჴ. ნებას მისცემს (ჴ. მას.).

ჴელის ჯაგი
მოჴ., ქურო თ. ნ. საბუჴარი, საფუჴარი.

ჴელნა
ფშ. ურმის გვერდების ხეები. მარჴილის ჴელნა მთ. ღო. მარჴილის ჴელები მოჴ. ნ. დუმა (2).

ჴელობა
ჴ. ზემოქმედების ძალა, დამორჩილების ძალა (ჴ. მას.).

ჴელოსანი
ჴ. ა) ხუცესი (ხატში), ბ) მედროშაე (ხატში); „ჴევისბერი, ხუცესი“ (ბეს.). დასტურს და შულტას ჴელოსანი არ დაერქმის. ჴელოსანი თ., ხუცესი ჴ., ხევისბერი ფშ., მოსანთლე მთ.

ჴელოსნობა
თ. საღვთო წესის შესრულება ხატში, დაკურთხება, დამწყალობნება.

ჴელს-მამკიდე
ჴ. ნ. ჴელის მომკიდე (2).

ჴელცელი
მოჴ. (ყ. 200,2 ქვ., 19 ქვ.), ჴენცელი ბაკურჴ. პატარა ნამგალი, უბედურო ჴენცელაო, ცხოთა ყანის მკვრენცელაო (მოჴ.).

ჴენცლავს
ჴ. ნამგლით თიბს. ნაჴენცლი მოჴ. ნამგლით ნათიბი.

ჴერეული (< ჴელეური)
თ. ა) ნამგლით ნაჴენცლი თივა (რაც ერთ ხელზე დაეტევა. ბ) მატყლის ფარტენა. ნ. ნამტენა, ქაბილა.

ჴერნია, ჭიმა
ჴ. (არხ.), ფხოლის თავაი მთ., სასხეპია მოჴ., ჴარნია ჴ. ჴევსურეთში ჩემი ყურადღება მიაქციეს: ჴარნია სხვაა და ჭიმა (ფხოლის თავაი) სხვაო.

ჴერცო
თ., ღორეჩო ფშ. კასრების ამოსაღები ღორეჩო.

ჴერჴ
მაჴერჴება ჴ. მოხერხება. ვერც აეხლად მაგიჴერჴია? (ჴ. მას.).

ჴეტი
თ., ჩეკი ფშ. ცეცხლის საჩხრეკი რკინისა. ტარი მრგვალი აქვს, პირი – ბრტყელი და მოკაული. ნ. ჩეკი.

ჴეჩა
ჴ. პობა, გაჴეჩა გააპო.

ჴეჴ-ი
თ. დიდი ქვა, რასაც კაცი ვერ მოერევა.

ჴეჴერა
მოჴ., ფშ., უდედო ბატკანი, ობლად გაზრდილი. „იმას ობოლს ვეძახით“ (ჴ.). მოვაჴეჴროთ, დავაჴეჴროთ ფშ., ჴეჴერა თ. ობლად გაზრდილი (ბავშვი, ბატკანი).

ჴვანჩი, ჴანჩი
თ. ფარისებრი ხრტილის მცირეოდენი ამოკუზული ყელში. ლიჴვაჩი ჴ.

ჴვაფ-ი
ჴ., თ. ჩავარდნილი ადგილი. ნ. ჴოფი. ჴვაფებიანი ადგილი ნ. ტაფტუფი.

ჴვაფა
თ., ჟოლი ჴ. ჟოლო. ნ. ქუბი.

ჴვაცი
ნ. ხვაცი, ჭვირის ჴვაცი, ქისი.

ჴველნ
დაიჴველნ ჴ. დაახველა. დაიჴველნ გაბურმ, დაიჴველნ ეშმამაც (ჴ. მას.).

ჴვივილი
თ., ფშ. ჭიხვინი. ჴვიოდა ჭიხვინებდა.

ჴვიმბური
ნ. ჴვიმირი.

ჴვიმირი
მთ., მოჴ., ჴუმბური ჴ., ჴვიმბური თ. წისქვილის სახორბლე. გადმობრუნებულ პირამიდასავით ფიცრებისგან გაკეთებული ძირ-ვიწრო და ძირ-ღია ჭურჭელი, რაშიც დასაფქველი მასალა (პური, ქერი, სიმინდი) იყრება და საიდანაც მარცვალი სარეკელას და ნაველას საშუალებით წისქვილისქვაში ცვივა და იფქვება.

ჴვირთქლი,
ჴორცლი უკ. ფშ. ბუსუსი, ბეწვი. ჴვირთლიანი, ჴორცლიანი.

ჴვირი
მთ. (ქვ. მთ.) ჯინი, ნაგვისა და ნეხვის გადასაზიდი, დაწნული. „ძარას ვეძახით“ (მოჴ.), „ჯინი ვიცით“ (ჴ.). „ჩვენ ჯინს ვეძახით“ (მთ., მლეთე). ნ. ჴონძი. ხვირი მარტუღელით გასატანი ნაგვისა, ნეხვისა.

ჴვირჩლი
თ. კვირტი რომ შეჰყვება მატყლს დართვის დროს.

ჴვნეშა
მოჴ. რას ჰჴვნეში რას ჰკვნესი. ნ. ჴუილი.

ჴიდი
თ., მოსელი მთ., (სახლის) ხე მოჴ., ჴ., შოლტი ფშ., კესის ჴიდი თ. შუა სახურავის ქვეშ გადებული „ჴიდი“.

ჴივილი
დგას ერთი ჟივილ-ჴივილი (ჴ. მას.).

ჴიზიყი
თ. ქიზიყი, ქისიყი.

ჴიმუნი
ჴ. „ტყავის საზელი ხელსაწყო. შიგ კედია მოთავსებული“ (ჩაჩ.) ნ. ჴიმური.

ჴიმური
ჴ. გულ-ამოღებული ქვა ან ხე, რომელშიც ტყავის საზელ კეტს უძევს თავი. საღენჭელი მთ., მოჴ., საზელელი თ. ნ. ჴიმუნი.

ჴინჩი
მოჴ. რომელიმე ასოს ნაკლულევანება. ჴინჩიანი მოჴ. ხეიბარი.

ჴინცვა
ნ. გაჴინცვა.

ჴირება
ფშ., ჴ., მთ., მოჴ. უჴირებს უბოწიწკებს (ფეჴებს): გულზე მეჴირება – გულზე მადგება. ეჴირა ჴ., მთ., მოჴ. (ყ. 374,12 ეხირა) გაჩერებული იდგა.

ჴირიმი
ჴ. თოფია, რომელიც ყირიმიდან შემოდიოდა და სახელიც იქიდან აქვს (ჴ. მას.).

ჴირტალა
მოჴ. ფაფის ან ხავიწის სარევი ჯოხი, რომელსაც სამი კაპი აქვს. სარევი ჴ., „მთიულეთში ფოცხს ეძახიან“. ნ. ფოცხი (2).

ჴირჴალი
თ., ფშ. (ზ. ფშ.) ჭიშკრის დონყაზებში გაყრილი ხეები (გამოიღებენ და გასვლა შეიძლება). აგრეთვე გასაყრელი ხეები ღობეებში (თუ „ღობე“ ჴირჴლებისგან შედგება).

ჴლა
ჴ., თ., ფშ., მოჴ. (ყ. 100 შნშ.) თოფის სროლა, დაშენა. აჴლის, ჩამაუჴლავ, ნაჴალი (ჴ. მას.).

ჴმა
ჴმას იგდებს ჴ. სახელიანია, სახელგანთქმულია. ჴმა გავარდების: ჴმა გატყდა ჴ. ჴმა გავარდა. ჴმის გატეხა ჴ., თ., ფშ. განგაშის ატეხა.

ჴმალ-კიტობა
მოჴ., რიკ-ჯოხაობა თ. ჩილიკობა, რიკ-ტაფელაობა. ჴმალი მოჴ. = ჯოხი თ., კიტი მოჴ. = რიკი თ.

ჴმალი
(1) მთ. რაზედაც წისქვილის სარეკელაა მიბმული.

ჴმალი
(2) ჴმალ-კიტობაში სახმარი ჯოხი, ტაფელა.

ჴმალიკა
თ. გარსაკრების ქსოვაში ბეჭის მაგივრად სახმარებელი თხლად გათლილი ჯოხი.

ჴმელი
ნ. თავ-ჴმელი.

ჴმელი
ფშ. უძეო (?)

ჴმელი გულ-მუცელი
ჴ. მკერდი.

ჴმით მოტირალი
ნ. საჴმითმოტირლო.

ჴმლიანი
ჴ. მამაკაცის ეპითეტია. „ჴევსურები. ჴმლიანს იტყოდნენ მამაკაცებზე“ (ჩაჩ. 52).

ჴმლის ქარქაშობა
ნ. ცულის ყუობა.

ჴმოურაჸი
თ., იჴბორია ჴ., უმართისა მთ., ჴბიოლა ფშ. დეკეული, რომელმაც ადრე მოიგო ხბო.

ჴოვლი
(1) ფშ. სახლის ნანგრევები. ნაჴოვლარი ფშ. ნასახლარი. ნ. ჴოლი. ნაფუძარი.

ჴოვლი
(2) ჴ., სერკვი თ. აგებული თივა, რომელსაც ალერდი აქვს გადაკრული.

ჴოლი
ჴ., ნაჴოლარი ჴორ., ნაჴოვლარი ფშ., ნაფუძარი თ. ნასახლარი.

ჴოლნაბო
ჴ., ბიჟინა მოჴ., ჴაწირი ფშ., ჩადალი თ.

ჴომი
თ. ა) თითის საჴსარი. ბ) კოჭი. ნ. ღვინჭი.

ჴონძი
გუდ., მთ., ნეხვის გადასაზიდი ორჴელა (გამოწნულია). ჯინით ჴარებს გააქვთ ნეხვი მამულზე, ჴონძი კი ორ კაცს მიაქვს.

ჴორ, ჴორვ
ნ. გადაჴორილი, გადაჴორვილი.

ჴორციანი
ნ. სერ-ჴორციანი.

ჴორცის შაბათი
ფშ. ნ. ხარჯი.

ჴორცლი
ნ. ჴვირთლი.

ჴორწილი
ჴ. ქორწილი. საჴორწილოდ ჴ. საქორწილოდ (ჴ. მას.).

ჴორჴი
(1) მოჴ., ფშ., ჴ., თ. მთებში ჩამომდინარე ჴევისაკენ დაფენილი კალთები („რაც ერთურთს შაჰხედავს“). ჴ. პატარა ხეობა. ჴორჴი თ. ჴეობის სათავე მთაში, მოვარდნილი.

ჴორჴი
(2) მოჴ. ყანყრატო. „მაგის ჴმა ჴორჴიაო“ (მოჴ.). ჴორჴი (2) თ. ყელი.

ჴოტი
ფშ., ჴ., თ., მთ., მოჴ. (რაზ.-ჭყ.) „ლუდის გამონახარში ქატო“, ლუდის ჯალა. ჴოტი თ. ლუდისა და არაყის ნაწური. არაყისა ბუყი არის, მაგრამ, თუ გასწურეს, ისიც ჴოტია.

ჴოფი
მოჴ. ა) დაბლობი ადგილი, ჩავარდნილი. ჴვაფი თ., ჴოფი ფშ., ტილთჴოფა ჴ. ჩაწეული ადგილი კეფის ქვემოთ. ნ. ჴვაფი.

ჴოყანა
მოჴ., ხოყანა ჴ., ფშ. ქვეყანა.

ჴოჴვა
(1) ჴორ., მთ. გაწყრომა, დატუქსვა, გამწარება. ჴოჴავს (ცოლს, შვილს, რძალს) უწყრება, ამწარებს. ნ. ჴაჴვა.

ჴოჴვა
(2) ჴოჴავს ჴ., თ. ფორთხავს (ბავშვი).

ჴოჴნოტაი
ჴ., ფშ. ნ. ხატოტი.

ჴრა
ფშ (?) ლასტებით შემოღობილი ადგილი, სადაც ცხვარს შერეკენ საწველად. ფარახი მოჴ., ფარეხი მთ., ბაკი თ.

ჴრდალი, ჴლდალი, ჴდალი
ჴ. ჭაკი, ფაშატი. ჴრდალი მთ., ფაშატი თ. გადატანით: მშიშარა.

ჴრილი
ჴ. ა) მტვერი, ბ) წისქვილში სანაგარემოეს ირგვლივ მობნეული ფქვილის მტვერი. ჴრილი თ., ფშ. ფქვილის მტვერი წისქვილში (მხოლოდ). ნ. კუნელი. მეხი კი ჩამოვაყარე იმათ ჴრილიანს ცხვირ- პირსა. იმათ ქალს ვინღა მისცემდა, ვინ დაიდებდა სირცხვილსა? (მოჴ.).

ჴსნილობა
თქვენ ჴსნილობა მთ., მოჴ., ფშ., ჴ. უკაცრავად თუ არ ვიყო. თქვენდა პატივი იგივე.

ჴსონ
გვაჴსონს ჴ. გვახსოვს, დააჴსონებენ ჴ. დაახსომებენ (ჴ. მას.).

ჴუთვა
მოჴ. ნ. ხუთვა.

ჴუთულა
ჴორ. ოთხ-პირად აგებული ძნა. ოცწყვილიანი წერა. „კოჭაულს ვეტყვით ჩვენ“ (მთ.). „ჴუთულა დიდია: რასაც ერთი უღელი ჴარი მეერევა, იმავ ავაგებთ და ჴუთულა არის“ (მთ.). ჴუთულა მოჴ. „ჴუთულა დიდია, ერთ კალოდ ჩაუყრიან, სამი მარჴილის უბე, მეტი ან ნაკლები“ (მოჴ.). ჴუთულა მოჴ. სამი მარჴილის უბისაგან შემდგარი ძნები (მარჴილის უბე ცხრა ხუთეული ერთ ნაკლებ, ე. ი. 44 ძნა). ნ. წერა, მელაური. ჴუილი ჴორ. კვნესა, რას ჴუი, რას ჰკვნესი? რას გუი მთ. იგივე, რას ჰჴვნეში მოჴ. იგივე.

ჴულჩა
ჴ. ნ. ჴუნჩა.

ჴუმბური
ნ. ჴიმირი.

ჴუნდი
თ., ფშ. საჩეჩლის წინ ქვეშ გაგდებული ლატანი, რომელზედაც საჩეჩლის ბოძებია დარჭობილი (საჩეჩელი – ჯარა).

ჴუნჩა
გუდ., მთ., თ., ჴულჩა ჴ., ჯღანი ჴ., ჴუჩა ფშ., ბანდული მთ., მოჴ. წვრილი ტყავის თასმით ძირგამოქსოვილი ქალამანი. ნ. ბანდული. მაგრა ჩაგბანდავ ჴუნჩაო, გამხანებელო გზისაო. მოკლედ და მოკლედ ჩაგბიჯავ, ჭალაო არხოტისაო (მოჴევისგან გაგონილი). ვარიანტი. იწროდ გაგბანდავ, ჴულჩაო, გამხანებელო გზისაო. მოკლ-მოკლედ ჩამოგაბიჯებ, ჭალაო ქვაჴიდისაო. გათენებისად მოგივალ, ჭალაო არდოტლისაო (ჴ.). ვარიანტი: ქვაჴიდისაო] ხოჴიდისაო.

ჴურავს
ნ. დრილდება.

ჴურჴევაჸი
თ., ფოლორცა მოჴ. სოფლის ვიწრო ქუჩა. ნ. ორღობე.

ჴუფი
ფშ. ჭურჭლის სახურავი (ქვაბისა და სხვ.).

ჴუჩა
ფშ. ნ. ჴუნჩა.

ჴშირი
ჴ., თ. სქელი, густой: ა) ჴშირი დო, ჴშირი რძე. ბ) „მეტად ჴშირი ეძინა და ვეღარ გამოვაღვიძე“ (ყ. 564, 1). „ყინჩივ ეძინა“ (ბაკურჴ.) ღრმად ეძინა. „ჴშირ ძილის დროს“ (მოჴ.).

ჴანჩი
ნ. ჴვანჩი.

ჯაათი
თ., ჴ., ფშ. ჯაბრი. ჯამათი კაცი. მთ. მოჯაბრე, გაუგონარი.

ჯაბირი
ჴ. „ერთურთზე მიწყობა ბევრ რამესი“ ნ. ჯებირი.

ჯაბრი: ეჯაბრების
ჴ. ჯიბრში უდგას, ჰშურს; ჴევსურთ შვილების ჯაბრადა ჴ. ჴევსურების ჯიბრზე (ჴ. მას.).

ჯავარი
თ., ფშ. თავისთავად დაჭვრეთილი (ხე, რკინა), ღარებივით რო აჩნია და აჭრელებულია (მაგ., ნიგვზის ხე, ნეკერჩხალი და სხვ.).

ჯავშანი
(სპ. جوشن ) ჯაჭვის პერანგი (ჴ. მას.).

ჯალა
ჴორ., გუდ., მთ., ჟალა ფშ., ფიტი ჴ. ცუხი, გაწურული თაფლისგან პარკში დარჩენილი ჴოტი. ჯალა მოჴ. ხარჯი, თავზე მონაყარი რიოში.

ჯალანდარი
ფშ. დიდი და მსხვილი ხის კეტი, ერთ თავში თოკით გადაბმული რამეების ასაწევად.

ჯალაფნი
ფშ. (რაზ.-ჭყ. ჯალაფნა კორექტ. შეცდომა უნდა იყოს) „მეზობლათ მდგომი, ნათესავი, მეზობელი“. მიზის კითხვის ნიშანი. ჯალაფნი ფშ. ა) ოჯახი, ოჯახობა; ბ) განაყრები. ჯალაფნი ჴ. (ჩვენეულ. მრავლ. რიცხვში) „დედ-მამა, სახლში მყოფნი ვინც ხყონ“ (ბეს.), ოჯახის წევრები. ჯალაფობა ჴ. ოჯახობა, ოჯახის წევრები. ნ. მეჯალაფენი.

ჯამაათი
(არაბ. جماعة საზოგადოება): ხალხნო და ჯამაათნო (ყ.).

ჯამაათი კაცი
ნ. ჯაათი.

ჯამბურა
ნ. საგრეხელა.

ჯამი
ჴ. ჩაჩქნის თავი (რკინისა, გლუვი).

ჯანგი
(1) ჴ. ჟანგი, ხო არ დაიჯანგავ ჴ. ხო არ გაიჟანგაო. რქა-ჯანგიანი ჯიხვის ეპითეტია (ჴ. მას.).

ჯანგი
(2) მოჴ. „გოგირდ-ნარევი სპილენძი. მთაში ყველგან მრავლად მოიპოვება“ (ყ. 613, შნშ.), ყვითელია. ქვის ჯანგი, კლდის ჯანგი.

ჯანდაგი
თ., ჴ., ფშ., მთ., მოჴ. ლუბი, გამხდარი. ჯანდაგი ჴ. (ბაკურჴ.). მძიმედ მავალი, ნელად მავალი (ჯორი, ცხენი, ჴარი), საპირისპიროა ფიცხი . გაჯანდაგებული მოჴ., გაჩანდაგებული (ყ. 113,10 ქვ.).

ჯანი
(მკლავებისა) ღონე (ჴ. მას.).

ჯანღი
ფშ. (ხშ.), ჯანყი ფშ. (იშვ.), ჯაღი ჴ., მთ., მოჴ. შავი, მწვიმარე ღრუბელი ან ნისლი. ნ. ჯაღი.

ჯანჴალაობს
თ. მეტად შრომობს, წვალობს, იტანჯება.

ჯარ: მოჯარება
ჴ. მოდგომა, მოახლოვება. მთას შამასჯარდეს მთას შემოადგნენ; მწუხრი ხან მასჯარებიყვ (ჴ. მას.).

ჯარა-ტარი, ჯარან-ტარი
ნ. შუშანაჸი.

ჯარანი
(სპ. جهره ) თ. ჯარა.

ჯარი
ჴ. შეკრებილობა, ხალხი. ჯარზე, ჯარზედა ჴ. ხალხში, შეკრებილებაში (ჴ. მას.).

ჯარჯა-კვალა
თ. ნ. სამბური (2).

ჯარჯი
გუდ. სათარზე წინ მიმაგრებული წნელი (მოგრეხილი), რომელსაც კავი მოებმის და ძნას გადაეკვრის ზემოდან გასამაგრებლად. ჯარჯი მთ. ფარცხის ფიჩხი (თხილისა და ურძნისა, ერთურთში არეული). ჯარჯი ჴ. მოხვეული წნელი, წნელის ავარტი. ჯარჯი თ. (ალვანში), ფშ. კონად შეკრული ჯაგი ღობისთვის. ჯარჯა თ. მოგრეხილი წნელი რისთვისმე (რაშიდაც უნდა იხმარებოდეს), კერძოდ ა) ლუდიანი ტომრის დასაწურავ კეტებზე ჩამოსაცმელი წნელის რგოლი (სამჭირა), ბ) ძროხის სამბური (წნელისა, ზედ გირკალია მობმული). გ) საზოგადოდ რაც კი მოგრეხილია წნელისაგან კეთდება. ნ. გლახა.

ჯაღი
(1) მთ., მოჴ., ჴ. არეული ღრუბელი, არეული ნისლი, „ცოტა თოვლიანიც“ (ჴ.). ნ. ჯანღი.

ჯაღი
(2) გუდ. ამბოხება.

ჯაღის თავი (ჯაღიშთავი)
გუდ. ამბოხების მეთაური.

ჯაყვა-დანა
თ. შინ გაკეთებული მოსაკეცი დანა. ნ. ჯაყო.

ჯაყვა, გაჯაყვა; ჭაყვა, გაჭაყვა
ჴ. ვისიმე სახელის გატეხა, „მონა(დ) ჴსენება“ (ჴ.). გამჭაყავი ჴ. (ურბ.-ჭყ.) „ცუდად მახსენებლი, მძრახავი“.

ჯაყო
(თურქ. جاقو ) ფშ. მოჴ. (ყ. 205, 10 ქვ.; 476, 4) მოსაკეცი დანა, სამართებელი ჴ., საგულავა დანა თ.; ჯაყო მთ. წამხდარი იარაღი (ცული, დანა და სხვ.).

ჯაჭვი
რკინის ბადის პერანგი ომში სახმარებელი. მცურავი ჯაჭვი ჴ. ზღაპრული ჯაჭვი, რომელიც, თუ არ ეცვა კაცს ან მიბმული არ იყო რაზედმე, გაცურდებოდა და დაიკარგებოდა (ჴ. მას.).

ჯაჴა-ჯუჴი
ჴ., თ., მოჴ., ჯაჴა-ჯუჴა ჴ. ჯაჴანი.

ჯაჴანი
ჴორ., მთ., მოჴ., ჴ., თ. ჯაჴანი, ჭაჴანი გუდ. დაჯახების ხმა.

ჯაჴუნი
ნუ აჯაჴუნებ მოჴ. ნ. ჯაჴანი.

ჯაჯაღარი
თ. ფოცხი. ნ. საკრეფელი.

ჯებირი
(1) მთ., მოჴ., ჴ. ფიჩხითა და ქვით გამაგრებული მდინარის ნაპირი. ერთურთზე მიდებული, მილამული ხის ნამტვრევები (ბაჩანა, „ივერია“, 1887, № 207). ჯებირი ფშ. წყლისაგან ფესვებიანად მოთხრილი ხე, ფესვებიანი ნათოსი. ნ. ჯაბირი.

ჯებირი
(2), ჯიბირი ფშ. ფიჩხით გარშემორტყმული და დასაწვავად გამზადებული კუნძი.

ჯეელი
მოჴ., ჯიალი მთ., ჯიელი ჴ. (არაბ. (جاهل ახალგაზრდა. ჯეილი, ახალი თ. ახალგაზრდა.

ჯეილი
ნ. ჯეელი.

ჯენჯ
შაშჯენჯავს ჴ. „კედლის შუა რაიმეს შარჭობა“ (ბეს.) შეჩრის, შეაკვეტებს; ჯორს უჯენჯევდი მანასა ჯორს უსობდი (?) პალოს.

ჯერ
უჯერო ჴ. დაუჯერებელი (ჴ. მას.).

ჯერ-ი
მოჴ., მთ., ჴ., თ. ერთ ჯერობაზე მისაღები საჭმელი: ნაყრი, სადილი ან ვახშამი. „მწყემსებისთვის ჯერი მიგვიანდების“ (ყ. 494,2) „ჯერი აღარ გვაქვს, მწემსები მშივრები ვიჴოცებით“ (ყ. 735, შნშ.). კაცის ჯერი, ძაღლის ჯერი (მეცხვარეებში).

ჯეყ
მოჲჯეყა (ასეა!) ბაკურჴ. ნ. მოიჯეყვა.

ჯეყი
ნ. ჯიყი.

ჯვარი
ჴ., ჯორი მთ., მოჴ. იგივე, რაც ხატი, ე. ი. ა) შესავედრებელი ძალა და ბ) სამლოცველო ადგილი. ცნობილია სხვადასხვა „ჯვარი“: არხოტის ჯვარი (იგი სისხლიანი ხმლით არის წარმოდგენილი), გუდანის ჯვარი, ღულის ჯვარი, ლაშარის ჯვარი (ფშავის თავში). (ჴ. მას.). ნ. ხატი. ჯვარელა ჴარი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჭრელი ჴარი“, სახელია. ჴ. იგივე. ჯორელა ჴარი მთ., მოჴ. იგივე.

ჯვარი(ს)-წინა
ფშ. ერთგვარი ფერჴისა, რომელსაც დააბმენ, როცა „ნეფე“ შინ მოიყვანს „დედუფალს“. „დავსძახებ ჯვარისწინასა“ მოჴ.

ჯვარიონნი
ჴ. ჯვარის მოსამსახურენი.

ჯვარული
„მედიდური, ძლიერი და ერთადერთი სავაჟკაცო სიმღერა... [რომელსაც]... მღერიან ხოლმე მხოლოდ ომში, ხატებისა და დროშების გამოსვენების დროს და ქორწილში“ (ყ. 844), ჯორული მთ., მოჴ. ჯორულში სიტყვები არ არის.

ჯიალი
ნ. ჯეელი.

ჯიბა
(სპ. جيب ჴ. ჯიბე.

ჯიბირი
ნ. ჯებირი.

ჯიგანაი, მარხო-ჯიგანაი
ნ. მარხვა-ტეხია.

ჯიგვი
ჴ., თ. ა) ბერა-თითი, ცერი, ბ) გოჯი. ნ. თითი.

ჯიელაობა
წ. ფშ. ნიგზურის (მუგუზლის) ქნევა ბნელაში (გზის გასანათებლად).

ჯიელი
ნ. ჯეელი.

ჯილაგი
ჴ. გვარი, ჯიში. უჯილაგო ჴ. უჯიშო (ჴ. მას.).

ჯილაზე გასვლა
ნ. კოჭაობა.

ჯილდა
ჴ., ფშ. მიზანი, რასაც ესვრიან. „ნიშანი, რომელსაც თოფებს ესვრიან“ (ბეს.).

ჯიმუხი
მოჴ. ჯმუხი, ჩადგმული ტანისა.

ჯინი
ჴ. ნ. ჴვირი, ჩაფი, თავ-ჩაფაი, ლაჭანი.

ჯინჭველთ გორა, ჯინჭველაჸის ბოშქვი
ნ. ჭინჭველთ გორალა.

ჯინჯილა ქერისა
ნ. ქერის ხატორი.

ჯინჯლიბო
(1) ფშ., ინჯლა ჴორ., ინჯილა მთ., ინჯლი, ინჯვლი, მოჴ. ჯიჯლიბო (თვალის ავადმყოფობა).

ჯინჯლიბო
(2) ფშ., ჯიჯლიბო (ერწ.) მამლის ბიბილო.

ჯირითი
ჴ. ჯირითობის დროს სასროლი ჯოხი. „ჯირით მეც შემოვისრიე“ (ჴ. მას.).

ჯირკვალი
ჴ., თ. ნ. ჯირკოლი. ჯირკოლი მთ., მოჴ. მუცლის ტკივილი ახლად მორჩენილი ქალისა: ბურთივით დაუდის, გვრემს, აწუხებს შიგნითაო. „ჯირკოლი უვლისო“. სამ-ოთხ დღემდე ან ერთ კვირამდე გასტანს. ჯირკვალი ჴ., თ. იგივე.

ჯიყ-ი
გუდ., ჯიყა ფშ., ყუჯა ჴ. გაცვეთილი ცოცხი. „ცოცხი რო დაძველდება, ჩვენ ვეტყვით ჯიყს, ცოცხის ჯიყს“ (გუდ.). ნ. ჭიღვაჸი.

ჯიჴვ-მაზვერი
ნ. ჯიჴვი.

ჯიჴვი
(1) (ჴევსურეთში) ; თიკანი პატარა ჯიჴვი (გინდ მამალი, გინდ დედალი), ბითლა ერთის ან ორი წლის მამალი ჯიჴვი. წალი ერთის ან ორი წლის დედალი ჯიჴვი. ჯიჴვ-მაზვერი ოთხის ან ხუთი წლის მამალი ჯიჴვი. ჯიჴვი ექვსი წლიდან. წალი, რაკი მოიგებს, გახდება შუნი და მერმე სულ შუნია. მანძილა შვიდი-რვა წლის მამალი ჯიჴვი. „თხას“ და „ვაცს“ჴევსურები ჯიჴვს არ უწოდებენ.

ჯიჴვი
(2) გუდ., მთ., მოჴ. (ყ. 817,19), ფშ., ჴ., თ. ჯიჴვის რქისგან გაკეთებული ყანწი; ყანწი საზოგადოდ. ნ. ჩანჩალა. ჯიჴვის თავი! (ყ. 520) ამ სიტყვებით მიესალმება ხოლმე ყოველი შემხვედრი სანადიროდ მიმავალ მონადირეს. ნ. კვლავ უფრო.

ჯიჯა, ჯიჯო
მოჴ., თ. ნ. ჩინჩლო.

ჯიჯიტა
ფშ. ფურის წინა ფეხზე ჩამოსაცმელი წველის დროს. ნ. საკოტარი.

ჯიჯიტაი
ჴ., ფშ. ძიძიტაი ჴ. (არხ.) ბზრიალად გაკეთებული პატარა კვერი. ჯიჯიტაი ჴ., ფშ. (რკალი რამ (სათამაშოდ) ნ. კუდ-ჯიჯიტაი, კოკობზიკა.

ჯიჯლიბო
ნ. ჯინჯლიბო. ჯიჯო გუდ., მთ., ჯიჯა მოჴ., თ., ჯუჯა ჴ., ჩინჩლო ფშ. მამლის ბიბილო.

ჯიჯღი
ფშ. (ჩარგალი), სასხამი ქვ. ფშ., ფსრე ფშ. (ზ. ფშ.). ნ. ფსრე.

ჯლეჴა, გაჯლეჴა
თ. (წყვეტ. გაჯლიჴა) ჩურგვა ფშ., რქენა. ჯლეჴს თ. ჰრქენს.

ჯოგი
ჴ., ფშ. ცხენების გროვა (მხოლოდ), ერთმა ფშაველმა: იმერელმა მკითხა: ვისია ეგ ჯოგიო? მე მოვიხედე, მაგრამ ცხენები იქ ვერსად დავინახეო. მოჴ. ცხენის ჯოგი, ჴარის ჯოგი, საქონლის გროვა საზოგადოდ, გარდა ცხვრისა, ცხვრისა კი – ფარა.

ჯოლყი
მოჴ. ნ. ჩოლხი.

ჯონგა
ფშ. (ვაჟა, „ცრემლები“, 81, 10) ღონიერი, ჴარის სახელიც არის.

ჯონქა
ფშ. (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 280) ირმის მეტსახელი, ალერსის გამომხატველი.

ჯონჴრობა
ქვ. ფშ. ჩაფიქრება.

ჯორ-ი
მთ., მოჴ. ჯვარი.

ჯორაკა
ჴ. ჯორი.

ჯორელა ჴარი
ნ. ჯვარელა ჴარი.

ჯორობა
მთ. ჯვარობა, ხატობა. მიდიან ჯორობაშია. მეცა გამიშვი, მშობელო. ვინცა მიყვარდა, წავიდა, გაოჴრდი, წუთისოფელო (მთ.).

ჯორული
მთ., მოჴ. ჯვარული.

ჯორჯო
ჴ. Шейные позвонки.

ჯოყარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გამხმარი ბალახის ღერო“. ჯოყარი ჴ., თ. იგივე. ლექეშა მთ.

ჯოხი
ნ. რიკ-ჯოხაობა.

ჯოჴინტი
ფშ. კრიჟანგი.

ჯოჴმაჴი
წ. ფშ. დალეული აიარღი, ვთქვათ, ცული.

ჯრა
ნ. მიჯრა.

ჯუბა
(არაბ. جبة ჯუბბა) ნ. სადიაცო.

ჯუგი-ჯუგი-ჯუგი!
აგრე ქათმებს უხმობენ საკენკზე ერწოში.

ჯურა
თ. შვრიის ფქვილი.

ჯურვა
ნ. გაჯურვა.

ჯურუმი
(არაბ.) ჯარიმა, „დაშტრაფვა“ (ბეს.).

ჯუღურა
ფშ., თ. სახით უშნო. ჯუღურა ფშ. (არზ.-ჭყ.) „გაჯუღყრებული, ცხვირ-მოჭრილი ან ყურებ-დაჭრილი“. გაჯუღურებული მთ. ბეჩავი, წელმოწყვეტილი. ჯუღური მთ. კაცის სახელია.

ჯუჯა
ნ. ჯიჯო.

ჯღა
ნ. ჯღრდე. ჯღაბი მოჴ., ფშ., ჴ., თ. ზღარბი.

ჯღანი
ჴ. ბანდული, წვრილი ტყავის თასმით ძირ-გამოქსოვილი ქალამანი. „ჯღანის ანუ ჯღან-ფეჴის დამზადებაც უპირატესად საფეხნოში წარმოებდა“ (ჩაჩ. 24).

ჯღართვი
თ., ჭყრიალა ჴ. ჩხართვი.

ჯღირტ-ი, ჯღირტა
ჴ., თ. ნ. ჯღირტლა.

ჯღირტლა
მთ., მოჴ., ჯირყვალი, კანსა და ხორცს შუა გამაგრებული ხორცი, რომელიც გორავს. გაუჩნდება კაცს ყბას ქვეშ, იღლიაში და ბაყვებში. ჯღირტი, ჯღარტა ჴ., თ.

ჯღრდე
ფშ. (ვაჟა, 51, 14) ერთად მიყრილი კაპები, ხის ტოტზე. ნ. კირჩხა.

ჰა
კითხვის შორისდებული (როცა კარგად ვერ გაიგონებენ რასმე).

ჰაზირ, აზირ
თ. (ნაწილაკი). უკეთესი კი არის.

ჰაი-ჰაი რო
(ყ. 10, 10 ქვ.) რა თქმა უნდა.

ჰაჲ-ჰაჲ
თ., აჲ-ჰაჲ მოჴ., აჲ-ჰაჲ, ჰაჲ-ჰაჲ მთ. კი, კი, რა თქმა უნდა („ჰაი-ჰაი ხევში არ იციან, იციან აჲ-ჰაჲ).

ჰაჰაი! თქვე დიაცებო
(ყ. 242, 16). ჰილე, ჸიჰილე ნ. ლე.

ჰა
მოჴ. ა?

ჰიჰუ
ჴ. ნ. ჸიჰიუ.

ჰოლე
ჴ. დიაღ. ნ. ლე.

ჶუჶუაჲ
ჰ. ნ. ფუჰაჲ.

ჸა-ჸა
ჴ., თ. გაკვირვების შორისდებული: ჸა-ჸა, რაჴლ კაც ყოფილ! ჸა-ჸა მოჴ. იგივე.

ჸიპუ, ჰიჰუ
ჴ. დამუქრების ან ნიშის მოგების გამომხატველი შორისდებული.

ჸიწიწაჸი
თ., საპირე ჴ., ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ლეწვაში ჴარების პირის ასაკრავი წნელი (ძნა რომ არ შეჭამონ).

ჸუჶაი
თ. ნ. ფუჰაჲ.

ჸჰუ
ნ. აჰუ.

რ მოგდისა?
გუდ., მოჴ., თ., ფშ. ასე ეძახის ცოლი ქმარს და ქმარი ცოლს. ნამდვილი სახელის დაძახება სირცხვილია. მთიულეთში: ეჲ ! რ გეყურება? (ან გვარეულობით ეძახიან). „ფშაველი ქმარი და მისი ცოლი ისე დაბერდებიან, რომ ერთმანეთს სახელს არ დაუძახებენ. სახელის დაძახება უნამუსობად, სირცხვილად მიაჩნიათ. ათასში ერთი გამვლელ-გამომვლელი თუ არ დაემორჩილება ამ ჩვეულებას. „როდესაც «არ მოგდისა» იძახის ფშაველი, ეს იმის ნიშანია, რომ ცოლს ეძახის“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, №34).

აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი

ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.

აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.

ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ