There are currently 313 names in this directory beginning with the letter ბ.
ბაზაზი
(არაბ.) მოჴ. ფარჩის გამყიდველი. გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. ჯანჯალი ვაჭრობაში, „ძვირი“, „ძვირად გამყიდველი“ (საწინააღმდეგოა იაფი).
ბაზალუყი
მთ., ბუზალაყი ფშ., ხათა მოჴ., ბუყი ჴ., თ., ნაწური ჴ. (შატ.) არყის ნახადი, არყის თხლე, „არაყის გამონახადი“ (რაზ.-ჭყ.).
ბათქაში
მთ., ფშ., მოჴ. ლამ-კირი, ლამში არეული კირი კედლების შესალესად (ჭყონიას „ბაქთაში“ კორექტურული შეცდომა მგონია).
ბაი-ბუად არ გამაჩნდა
გუდ., მთ., ფშ. (ვაჟა 378,7), ჴ., თ. „ბაი-ბუად არ ჩამაჩნდაო“ მთ. არაფრად მიმაჩნდა, არაფრად ვაგდებდიო.
ბაითალმანი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ოჴერ-ტიალი, უპატრონო (საწყევარი სიტყვაა). „ო, დედო, შე ბაითალმანო“ (ფურს ეტყვიან) (არაბ. ბაჲთ ალ მლ სახელმწიფო ხაზინა).
ბალარჯი
(ს. ხმიადი) ფშ. ცუდად გამომცხვარი პური (ან ცომი იქნება, ან გაუფუარი და სხვ.) „ქისტებიც ბალარჯს იტყვიან“ (ფშ.), ჴ. უსუფთაო.
ბალახის ჩაჴდომა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახის ჩასვლა, შემოდგომით რომ გახმება და ჩაიფშვნიტება“, ბალახის ჩასვლა თ.
ბალინჯი
ჴ. მაცილი, „კაცს რომ გამეეკიდების ღამით“ (ფშ.), ეშმაკი (კაცზედაც ითქმისო). ბალინჯობა მოჩვენება (სიზმარში). მებალინჯე ჴ. ეშმაკი, ბალინჯი გუდ. მარცხი, უბედურება, მთ. ხაიბარი, ულაზათო. „ბალინჯი კაცი გამოიდაო“ (მთ.).
ბალღი
გუდ., მთ. შვილი (ქალიც და ვაჟიც). ბალღი, ბალღაი მოჴ. ვაჟი (მხოლოდ): „ბალღაი ჰყავს თუ ქალაი? – ბალღაი (მოჴ.). ბალღი ფშ., თ. ყმაწვილი, ბავშვი.
ბალყუმი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მიწის ნიადაგი“. მთ., მოჴ. ძირიანი მიწა, კაი მიწა, უქვო. ჴ. კაი მიწა, თ. (იშვ.) იგივე.
ბანდება
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. (ჴ. არ იხმ.) მოცდენა, დაგვიანება „საქმეს ნუ აბანდებ“ (გუდ.) – საქმეს ნუ აგვიანებ. დაბანდება ფშ., მთ., ჴ. დაგვიანება საქმისა: საქმე დამებანდა, „ფული დამებანდა“ (ვერ ავიღეო); დავბანდდი დავბრკოლდი. გაბანდება (საქმისა) ფშ., გუდ., მთ., მოჴ., თ. აწეწა, დაბრკოლება, დაგვიანება (ჴ. არ იხმარება). თ. გახლართვა, საქმის დაშლა.
ბანდული
მთ., მოჴ. „მთაში სასიარულო ქალამანი, რომელსაც ძირები წვრილის ღვედითა აქვს დაწნული. თვით ამ ღვედებს საბანდს ეძახიან“ (ყ. 516). ნ. ჴუნჩა, ძირ-ახალი, ჴუნჩაჸი (მრ.ჴუნჩაჸები) თ. „ჩვენ უფრო კოხუჯსა ვჴმარობთ“ (მთ.).
ბარგ-ი
ჴ. ტვირთი საზოგადოდ, კერძოდ „თივის კონა შეკრული, სამი-ოთხ ფუთიანი თივა“ (ბეს.), რომლითაც ეხმარებიან, ონჩხრის შემთხვევაში, საქონლის საკვებ-უქონელ კაცს ზამთარში. ბარგან ნ. დაბარგანავება.
ბარდანა
ფშ., თ. ტილოს ან შალის დიდი ტომარა მატყლისთვის. ბერანდა ფშ., თ. ბარდნის თავის შესაკვრელი, თუშებში იციან, მაგრამ არ არის თუშურიო.
ბარემ
ფშ., (ყ. 214,1; 624,10). ბარემდინ მოჴ., ბარამდე გუდ ., ბარემდე მთ., მოჴ., ბარემც ჴ. რა თქმა უნდა, ბარემ, ბარევალ თ. იგივე, ბარევალ ჴ. თუნდაც, უკიდურეს შემთხვევაში. ბარემდის, რომ... კარგი იქნებოდა (ყ. 759,21; 879,12 ქვ.).
ბართი
ჴ., მოჴ. ხარ-ფურის წივა (კალაპოტში ამოუჭრელი, კედელზე მიტყეპებული და გამხმარი). შდრ. დრემლა, ნ. ქურთი.
ბარნელა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჯოხზე გაკეთებული ჯვარი რძის სადღვებათ“. ზოგს ჯარჯი აქვს შემოხვეული. ბარნელა საჭიროა, თუ სახდღვებელი დგას და არ იძვრის (შდრ. ვორია). ბირინელა ჴ. (შატ.), ბურნელი თ. ნ. ჩხუტი (1).
ბარჭოიანი (ნაბადი)
გუდ., მთ. ლეკური ნაბადი, გრძელბეწვიანი და დახუჭუჭებული. ბაჭკოიანი (ნაბადი) მოკლებეწვიანი.
ბასრი
(2) (ქვა, კლდე) ფშ., ჴ., გუდ., მთ., მოჴ. მაგარი. საპირისპიროა ჩეთი: ჩეთი კლდე მთ., გუდ., ადვილად დასაშლელი კლდე. „ბასრი-ბუსრი ხარ, ამირან“ (მოჴ.).
ბატ-ი
(1) თ. ორ-კაპი ჯოხი ჯარაში, რომელშიც ჯარა ტარი ტრიალებს. ჴ. ჯარატარზე ჩამოცმული კვირისთავი (რგოლი), დვალი ფშ.
ბატ-ი
(2) მთ., მოჴ. დახლილი სიმინდი. დაბატდა მთ., მოჴ., გუდ. დახალდა. ბოტი, დაბოტდა გუდ., იგივე. შდრ. ბიჭონი ჴ.,თ., ფიჭვანი ფშ.
ბატონი
ფშ., გუდ., ჴ., თ. „ხატი თემის „ბატონია“, თემი კიდევ ამ ბატონის „ყმა“ (ურბნელი, „ივერია“ 1886, №267). „გუდამაყრელბი ეძახიან ბატონსა“ (მთ.).
ბაურა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საქონლის შემაწუხებელი“ ბუზია ერთი. ბაურა ჰკბენს, მაგრამ ვერ აშინებს, ბზიკი აფრთხობს და არბენს საშინლად.
ბაღდავანი
ჴ., მოჴ. პასუხისგება, კისრება. „ჩემი ბაღდავანი იყოს, თუ“... მე ვზღავ, მე ვაგებ პასუხს. „მე ვიბაღდავნებ“ ჴ., ბოღდავანი ფშ.
ბაყაყი
ფშ. (ყ. 17,17) ჩლიქების იმგვარი ბეჭედი, რომელიც მაშინ დაეტყობა, როდესაც, ცხენი უნალოდ არის. „ქიჩების შუა“ (გუდ.), ცხენის ფეხის გულში (რბილ ნაწილზე) გამოხატული ფიგურა. საბაყაყე მოჴ. ცხენის ფეხის შუაგული („საბაყაყე ამასჭრე“). სამყვრე ჴ.,
ბაყაყის კოვზა
მთ. (ჴადა), კოვზის ტარა მთ. (მლეთე), კუდურა ფშ., სასალა თ., სანსალა მოჴ., სამსალა ჴ. თავკომბალა. სანსალა მოჴ., ჴ. კიდევ პაწა წყლის ჭიაა.
ბაყილა
თ. ნორჩი ხე. ბაყილა ფშ. და შიმელა ფშ. ერთია ორივე, მაგრამ ბაყილა უფრო ნორჩს ჰქვია, შიმელა ცოტა უფრო მოზრდილი რომ იყოს. ბაყილა ერწო, ფშ., გუდ., მთ., თ. ახალგაზრდა ხე (სამ-ოთხ წლამდი) ნერგად (უფრო ხეხილზე ითქმის). ბოყოლა, ბოყოლიკა (ბოყონიკა) ჴ.
ბაჩა
მთ. ტან-დაბალი (კაცი, საქონელი, „ალაჩა“ ცხენი), ჴ., თ. დაბალი, მოჴ. მსუქანი (უფრო ცხენზე). საპირისპიროა ალხი.
ბაჯეა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მალვა-პარვით გაუბარაქოვება რამესი“. დაბაჯა ფშ. ბარაქა დაუკარგა. მოპარვა შინაურებში რა მეზობლებში და ბარაქის დაკარგვა. „მალვაში, პარვაში მაცილსაც უძე წილიო“ (ფშ.)
ბებერა
ფშ., ჴ. მოჴ. ობობა. ბებერას ტოლი მოჴ., ბებერას ქსელი ჴ. ობობას ქსელი. თუშეთში არჩევენ ბებერასა და ხაცუმას: ხაცუმა დიდი ობობაა, ქსელს არ აკეთებსო. ქსელს რომ აკეთებს, იმას ბებერას ეძახიანო. თუმცა დასძინეს: ზოგან ხაცუმას ეძახიან იმასაც და იმასაცო.
ბედნიარი
მთ., გუდ., ჴორ., თ. ერთნაირი ავადმყოფობა, გაასივებს კაცს თეთრად („თეთრი ბედნიარი“) ან წითლად („წითელი ბედნიარი“). თეთრი ბედნიარი საძნელოა. ხორხელის სიტყვით, ავადმყოფობა ცხრა დღეს გასტანს, მერმე ან მოკვდება, ან მორჩება ავადმყოფი. გუდამაყრელის სიტყვით, სამ დღესაც ვერ გაუძლებს. გამოჰყრის მხოლოდ წელს ზევით და მარჯვენა მკერდზე. „ბედნიარსაო ბედნიარი გადარჩებაო“ (მთ.). „თეთრი“ და „წითელი“ მთიულეთში არ იციან. ბედნიერი ფშ., ჴ., ბედრიანი მოჴ. ბედნიერი მოჴ. ხარის ყვავილი, ციმბირის წყლული (კაცსაც უჩნდება). ნ. მარტო ყვავილი. ბედრიანის ლოცვა: ბედო, ბედო, ბედრიანო, / სახე-ტურფა, მშვენიარო. / ზღვას იქით ვიარებოდი, / ზღვა ჩქვეფით გამოვიარე. / მოვღნამავ ნამებურასა, / მოვეფინები ვერცხლებურასა. / ვიმალებოდი ჴარის ნაჭლეკარშია / და ცხენის ნატერფალშია (მოჴ.). როგორც ჩანს, აკლია.
ბერ-ზორა
მთ., სულდგმული მოჴ., ასახელებული ჴ. ბერ-ზვარა, ხატისად შეწირული ხარი (ან გაჩენისას „აზორებენ“, ან ავად გახდეს, მაშინ). ბერ-ზორა უღელში გაებმის, მხოლოდ არ გაიყიდება. კურატი კი არც უღელში გაებმის.
ბერიკა
ფშ. (ვაჟა 371,16), მთ. ვინც ბერიკაობაში იღებს მონაწილეობას. ბერიკაობა ფშ., ერწო, ჴორჴი, გუდ. ჭონისა და ალილოს მაგვარი ყველიერში. „შეჰკრებენ ერბოს, კვერცხს, ყველს. ჭარლითაც მოვლენ, მთიულეთითაც მოვლენ“ (გუდ.), „ქსნიდანაც მოდიან“ (მთ.).
ბეღელი
მთ. პურის ჩასაყრელი, ფიცრისა (გოდორი დაწნულია). ბეღელი ჴ. პურის ან ლუდის შესანახავი ხატში, თ. პურის შესანახავი ხატში. [ქორ-ბეღელაჸი თ. – ზემყნელი].
ბეღვა
ფშ., სახლთან უბრალოდ ჩამოხურული რამ ფანჩატურივით, სადაც ზაფხულობით ცეცხლს ანთებენ და საჭმელს აკეთებენ.
ბეჩავი
ფშ., ჴ., (<ბედშავი), ბეჩაო მთ., მოჴ., თ., ბეჩა ყ. 486,5 ქვ., ბეჩა თ. საწყალო (მაგრამ ხშირად უმნიშვნელოდაც ხმარობენ). სიბეჩავე ჴ. სისაწყლე. ნ. ძაღლ-უმადური.
ბეჭ-ი
მთ., ფშ., ჴ., თ. ქსოვაში სახმარებელი იარაღი, რომლითაც ძაფები ერთი-მეორეზე მიჰყავთ. კბილებიანია ხერხივით. აქედან: ბეჭვა, ჩაბეჭვა (ჩაბეჭე!). ნ. დამახვილება.
ბეჭდის დადება
ჴ. ნახშირის დაყრა ყოველგვარ ნივთზე სახლში და დალოცვა კუდიანთ წუხრას (ჴ. მას. 149-150).
ბეხნე
თ. (მხოლოდ შენაქოში) მოედანი სოფლის პირას ეკლესიასთან, სადაც ხალხი იკრიბება. შდრ. ფიხონი, ფეხონი. „ფარსმის შუაგულში დიდი მოედანია, სადაც აშენებულია საქვაბე, წინ ბეხვნეა, უკან – საანჯმო“ (ჩაჩ. 119).
ბეჯითი
მთ., გუდ., მოჴ., ფშ., ჴ. მუყაითი. ბეჯითად (ყ. 366,4 ქვ.), დაბეჯითებით მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მართლა, სწორად, უტყუვრად, ნამდვილად, დანამდვილებით.
ბზიკი
მოჴ., ფშ., ჴ., თ. საქონლის შემაწუხებელი ბუზი, მწარედ ჰკბენს, ბზუკი მთ. (ბორა ფშ. სხვა არის). [ბზიკი გურიაში, კელა ფშავში – კრაზანა, oca].
ბია-თოლი
მოჴ., ცეცხლი-თოლი გუდ., გუგა, თვალის ცეცხლი ჴ., თვალის გუგაჸი თ., თვალის სინათე ფშ., ნ. თოლის კაკალი, ცეცხლი.
ბიგა
(1) მთ., ფშ., ჴ. (შატ.), ბიგვა ჴ. პატარა თაგვი, რომელსაც სუნი უდის. კატა მოჰკლავს კი, მაგრამ არ ჭამს.
ბიგა
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხის ნაჭერი რამესთვის გასამაგრებლად შეყენებული“. მე კითხვა მიზის: ფშავლებმა არ დამიდასტურეს.
ბითაო
(რაზ.-ჭყ.) „კაცი, რომელსაც გვერდის ძვლები და წინ მეკერდი სულ ერთის ძვლისა აქვს“. მთ. მკერდიანი, სრული, კარგი ვაჟკაცი. ბითაოდ ჴ. სულ ერთიანად, ბითაოდ გაკეთებული ჴმალი – სრულიად მოჭედილი ხმალი. ბითაო კაცი ჴ., თ. ვისაც ფერცხლების მაგივრად მთლიანად ძვლის ფიცარი აქვს (ასეა!). ბითაო თ. მთლიანი, მასიური (კერძოდ კაცი). ნ. ბითუმი.
ბიკი
თ., ბიბკი ფშ. ობი. დაბიკებული თ. დაობებული. ნ. ბიპკი (NB დ. ჩუბინაშვილს თავის ქართულ-რუსულ ლექსიკონში შეუტანია: „ბიძგი ს. ობი“. ეს არი უთუოდ გაუგებრობა, იმისგან გამოწვეული, რომ ს. ორბელიანს ობი ასე აქვს განმარტებული: ტენიანმან ადგილმან ანუ საჭმელმან ხანიერმან თეთრი ბიძგი მოიკიდოს, მას ობს უჴმობენ. მე მგონია, რომ აქ ბიძგი წარმომდგარია ბიბგისაგან ცუდად წაკითხვის გამო. ბიბგი, ბიბკი ობი).
ბინა
(ა) ფშ., ჴ., მოჴ., თ. „ბინას ეძახიან ადგილს, სადაც ღამე ცხვარს აყენებენ. ზაფხულის განმავლობაში ბევრჯელ, თვეში რვაჯელ იცვლება ამგვარი ბინა“ (ყ. 733 შნშ.).
ბიჟინა
მოჴ. ერთად შეყრილი თივა (წვიმამ რომ არ გააფუჭოს, უბრალოდ შეახოხოლებენ). ჴოლნაბო ჴ., ჩადალი თ., ჴაწირი ფშ. „შენს აგებულს ბიჟინასა ხალხი უკრავს კიჟინასა“ (მოჴ.) ნ. ხორამი.
ბირ
აბირება ფშ., გუდ., მთ., მოჴ., თ. მადაზე მოსვლა. „მემცხორეებმა იციან: ცხორი ბირაობსო: პატრონთან მიდის და შეჰყურებს, მარილი უნდა“ (გუდ., ჴ.) საქონელი აბირდა (ჴ. აღბირდა) – მარილი მოუნდა (მთ., ჴ.). აბირდა მოჴ. „იშტაზე მოვიდა“ (კაცისაგან ქალის მონდომებაზედ, საქონლის ატეხაზედ). თ. იგივე. შაჲბიროოდა ფშ.
ბირკოლი
ჴ. დაბრკოლება. ბირკოლს მიღგანდაო (ჴ.). „კაცი ავად გაჴდება და ვიტყვით: ხატის ბირკოლი აქვსო, დაბირკვლულიაო“ (გუდ.) [ჩვენ ვიტყვით: ხატის მიზეზი აქვსო, მთ.]. დაბირკვლდა მთ. შეფერხდა, „ზარალი რომ მოუვა“ (მთ.).
ბირწკილი
ჴ. (ჭყ. ბირწკნილი შეიძლება კალმის შეცდომა იყოს, ან ბეჭდვის შეცდომა: „ფრჩხილი“). ფრჩხილის წვერი. შდრ. ბწკილი.
ბისნურაი, მოხურაი
ჴ. (არხ.) საკალოე ვარსკვლავი. ბისნა და მოხე მთებია არხოტში, სადაც საკალოე ვარსკვლავი ამოდის.
ბიტირი
„მიდამოები მალე აივსო ძვლებით, ბუმბულით, ნადირთა ბალნით და ბიტირით (ვაჟა, ნაპრალნი, VI, 55.4). ა. ჭინჭარაულის ახსნით, ბიტირი არის „უხეში მატყლისა და ბალნის ქვეშ ამოსული ნაზი ბეწვი („ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი“).
ბიძა
ჴევსურულში და სხვაგან მთაში ბიძა მხოლოდ მამის ძმაა (დედის ძმა დედის ძმაა და არა ბიძა). ბიძია კნინობ. ფორმაა (ჴ. მას.).
ბიჭა
(1) „მთაში ქალი კაცს სახელს ძნელად დაუძახებს, საზოგადოდ ბიჭობით ელაპარაკებიან“ (ყ. 632, შნშ.) ბიჭა მოჴ. ბიჭო. ასე ეძახის რძალი მაზლს, ქმრის ბიძაშვილსა და მამამთილს (გინდ ბებერიც იყოს). ქმარს ეძახის: კაცო! მულს ეძახის: ქალა! ქმარი ცოლს ეძახის: ეი, ან გვარიშვილობით: ღუდუშაურიანთ ქალო, ჩოფიკაანთ ქალო, ოდიანთ ქალო და სხვ. ეგრეა მთიულეთშიც. ბიჭა (ყ. 890, 12 ქვ.) მიმართვაა ქმრისადმი, მაგრამ მე მიმიწერია: „შეუძლებელია ჴევში ბიჭობით დაუძახოს ცოლმა ქმარს, ყაზბეგი სცდება“. თუშეთში რძალი დედამთილს მიმართავს: ქალო, მაზლებს და სხვებს ბიჭო. ბიჭა შავი ჴ. (ყ. 503,14), ბიჭ-შავო! ქალ-შავო! წყევლაა. ბიჭ-შავო მთ., ბიჭ-კუპრი ნ. ქალა-შავი.
ბიჭა
(2) ბიჭა ბატკანი უდროოდ განერბული ცხვრის ბატკანი. „მემცხორეს რომ ყოჩი გაეპარება და ცხორში შავალის, განერბავს ცხორს და ბატკანი გაჩნდება დოლის წინ. იმას ვეძახით ბიჭა ბატკანს“ (გუდ.). იგივეა მთიულეთშიც. ნაზამთრევი ჴ. (ნახეთ).
ბიჭონი
ჴ., თ., ფიჭვანი ფშ. დაჴალებული სიმინდი, ქერი ან სვილი (სანამ დაიფქვეოდეს. დაიფქვება და ჴალია). ნ. ბუჭონი ჩუბ.
ბობო
მთ. ობი (პურისა, ხისა). დაბობოვდა მთ. დაობდა, ჩაბობოვდბა მთ. დანესტიანდება (გვირილას აშრობდნენ და იმაზე იყო ნათქვამი). ბიკა თ., ბიბკი ფშ.
ბოლოთრია
ფშ. (აქა-იქ) პატარა ურემი მთებში სახმარებლად. ფშაურ ბოლოთრიას გრძელი ბოლო აქვს და მიწაზე მიათრევს. „ბარში იციან“ (გუდ.), „ბოლოთრიბი საქართველოში იციან“ (მთ.).
ბოლტი
მოჴ. ბალახიანად მოჭრილი მიწა (მაგ., სარუისთვის), ბელტი, ბალახით დაფენილი მინდორი, რომელიც არას დროს არ მოხნულა. ყამირი ჰქვია მოუხნავად დაგდებულ მიწას ნ. ბორტი.
ბოლქვი
ფშ. ჯგუფად ამოსული ყანა, გროვა, ქუჩი; ერთ მარცვალზე ბურჩხად ამოსული ღერი (ოთხი-ხუთი), ბორჯი თ. ნ. ჯინჭველაჸის ბოლქვი, ჯინჭველთ გორალა.
ბოჟირი
(ჭყ.) „დაწიოკება. თ. რაზიკაშვილის განმარტებით – აშლა, აყრა. არწივი წეროებს ააბოჟირებს, ღრუბლები ამობოჟირდნენ“. არევ-დარევა. ნისლი ბოჟირობს. მთიულეთში არ იციან.
ბორა
(1), ბაურა ფშ. (თვალივლებმა: ზევით იციან ფშავშიო). ბორა სხვა არის, ვიდრე ბზიკი (ჴ., თ., მოჴ.), რომელიც საქონლის შემაწუხებელი ბუზია ერთი.
ბორბოლიჭყი, ბორბოხჭელაი
მოჴ. ბროლი, გველთ-მარილა ჴ., გველის სალოკი ქვა ჴ., გველის ნასლეკი (ნალოკი) ქვა ფშ., თ. ბროლს ხევსურები ეძახიან, თეთრი ქვაა ერთი, იმას კვარცი (?).
ბორტ-ი
ფშ., მთ., ბორტვი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბელტი“. ბორტვი ჴ. სრულებით მოუხნავი მიწა, თ. სრულებით გაუტეხარი მიწა (ყამირი თ. ხან იხვნება, ხან არა). ბორტვი ფშ., ბუსნა ფშ. გაუტეხარი მიწა. ბორტვი ჴ. (ბორტი გუდ., მთ., ბოლტი მოჴ.) მოლი, მწვანე ბალახით დაფენილი მიწა, გაუტეხელი, სრულიად მოუხნავი. ბორტვი ჴორჴში ნიშნავს ბელტს, წყლის პირში ბალახიანად მოჭრილ მიწას, ბუსნო მთ. უქვო მიწა, ხირხოტი მთ. ქვიანი მიწა. ნ. ბოლტი.
ბორცო
მოჴ. ღერი, ღერო. „მთიულეთში იციან“ (მოჴ.) მამალი თ. (მამალი უფრო კატარიანი ღერია, გახმება და ჯოყარი შიქნება).
ბორწკალი
ჴ. მაშა, საკეცი, არცისკანა მოჴ., ბორწკალი თ. იგივეა, რაც ფშ. წეპწკალი, ე. ი. პაწაწა მაშა (წვერის საგლეჯი). ნ. წეპწკალი.
ბოსელი
(1) ხევსურეთში სახლი ჩვეულებრივ ორსართულიანია. პირველ სართულს ბოსელი ჰქვია, სადაც საქონელი ჰყავთ. მეორეს – ჭერხო.
ბოსელი
(2) ჴ. ა) საქონლის ბინა სოფელში, ან სოფლის გარეთ, ხანდახან ძალიან შორსაც (ჴ. მას.) ბ) სოფლის მოშორებით აშენებული ქოხი თვიურიანი ქალის სამყოფად. „ბოსელჩ-ორ“, მიპასუხა ერთმა ქალმა, როცა დავუძახე, რომ მეკითხა ჩირდილის გზა, და არ მომეკარა. სამრელო, სამრევლო ჴ.
ბოსლობა
(1) (რაზ.-ჭყ.) „ფშავში, ხევსურეთში და თუშეთში ქალები თვიური წესისი დროს სახლში არ შევლენ, ვიდრე არ დაირეცხებიან, და ბოსელში ცხოვრობენ. ამიტომ დარქმევია ბოსლობა“. მთ. თითქმის აღარ იციან. მოჴ. სრულებით არ არის.
ბოსლობა
(2) ჴ. საბოსლოდ წასვლა ხარ-ძროხით და ცხვრით (მხოლოდ). თ. ზამთარში სოფელს გარეთ ქოხებში ცხოვრება ცოლ-შვილით და საქონლით.
ბოტ-ი
(1) ნ. თხა. გაიბოტნა ჴ. თხა დამაკდა. იბოტება ნ. კეთილობს. ნაბოტარი (თხა) მთ., მოჴ., ფშ., თ. დანაკოდი თხა (ჭყონია, რაზიკაშვილზე მითითებით, ამბობს: ნაბოტარი თხა დაუკოდავიო, მაგრამ შეცდომა მგონია).
ბოტ-ი
(3) თ. აბოტებს ფშ., მოჴ., თ. დიდ ნაბიჯს დგამს, გაიბოტა ჴ. ფეხები განზე გადგა; ნაბოტარი „ნავალი დიდთა ცხოველთა“ (რაზ.-ჭყ.).
ბოტიტანა
ერთურთზე ჯვარედინად (X ასოს მსგავსად) გადაბმული ორი ბოძი, შეშის სახერხავად ან სხვა რამის ფეხად გაკეთებული. ორია, რომელთაც ჴიდი აერთებს.
ბოყვი
ქართ. (რაზ.-ჭყ.) „მომცთარი ნაყოფი ტყემლისა ან ქლიავ-ღოღნოშოსი“. ბოყოჭა ჴორ., გუდ. ტყემლის ან ქლიავის გაფუჭებული ნაყოფი. ტკბილია საჭმელად, თეთრად გამოვა. ბაყოჭაი მთ., ლავაშა, ტყლაპა ფშ.
ბოში
მთ. დიდი ტანისა და მოუხერხებელი. „ბატარა კაცი წააქცევს და სხვები ეტყვიან: არამი იყოს შენზე ეგ ტანიო“ (მთ.). მოჴ., ფშ. ფონე, მოდუნებული, მოშვებული.
ბოცორაგი, ბოცორაკი
ჴ. გაზაფხულზე დასათესი სვილი (ჩვეულებრივი სვილი სთველზე ითესება). ახალთესლი თ., ბაცაროგა, ბაცაროგი ფშ.
ბოძალდი
ფშ. მშვილდ-ისრის კონდახი, რომელზედაც ისარი ძევს და რომელშიდაც სასხლეტ-ბორბალია გაკეთებული. „თოფის მსგავსად სასხლეტი მშვილდ-ისარი (რაზ.-ჭყ.). ნ. ქაიბური.
ბოწიწკობა
ფშ., (რაზ.-ჭყ.) მთ., მოჴ., ჴ. ფეხების მომაგრება მიწაზე, „ფეჴები გაუბოწიწკე“, „რა ფეჴათ მიბოწიწკებ“ (მოჴ.). გაიბოწიწკა „მაგრა დაიჭირა ფეჴებიო“ (გუდ.), გაიბოტიტა, გაიბოწიწკა მთ. იგივე.
ბოწკინტი, -ტა
(ბოძ-კინტი) ფშ., მთ., მოჴ., ჴ., თ. წვრილი ბოძი, „წვრილა ბოძა“, (გუდ.), პატარა ბოძი, წვრილი ბოძი (მთ.).
ბოხრვა
გული მაიბოხრა მტერზედო (გუდ.) – სამაგიერო გადაუჴადაო, ჯავრი ამაიგდოვო. მთ. იგივე. გულის ამობოხრა (ყ. 33,16). მიმიწერია: ძვირად იხმარებაო.
ბრე
გალეწილი ფეტვის ბზე (ნ. პტკველი) „მე ფეტვი, შენ ბრეო“ (ხალხური), ბრე მთ., მოჴ., გაფშვნილ სიმინდს რაც გასცვივა განიავების დროს.
ბრეშა
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხარი როცა ხართან საჭიდაოთ ემზადება, ბრეშას იწყებს“. თვალების პრაწვა, ბრიალი. ფშ. მრეშა (აიმრიშა), მრეზა მთ. „ჩვენ ვიცით აიმრიზაო“ (მთ.). ნ. მრეშა.
ბრო
მთ., ბროიანი მთ., მოჴ., ფს., ჴ., თ. შარიანი კაცი, გაჯავრებული, ხანდახან რომ მოუვა გული, მოუთმენელი; თ., ფშ. ხანდახან გიჟი, ხანდახან ჭკვიანი.
ბრძამი
მთ., ფშ. ბალახია, ზამთარშიც მწვანეა („ურთხლის ფოთოლს და იმას რა გააჴმობს!“), საქონელი ჭამს. ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მტის მცენარეა, უფრო ბალახსავით“. ჴადაში არ იციან.
ბუ
ბუობა მოჴ. თამაშობაა. ერთი („ბუ“) კედელთან მივა და ქუდს ჩამოიფარებს თვალებზე. დანარჩენები დაიმალებიან აქა-იქ. „ბუ“ დაიძახებს: „უჰ, გამთენებიაო“! და შეუდგება დამალულების ძებნას. დამალულები ცდილობენ, გაეპარნენ, კედელთან მიასწრონ და დაიკივლონ: ბუ! თუ „ბუმ“ ვინმე დაიჭირა გზაში ან სამალავში, ქუდს დაჰკრავს და „დასჭრის“. ამის შემდეგ „დაჭრილმა“ უნდა იკისროს ბუობა.
ბუბნა
„ქვეს ამოიდო ბებერი, / დაუწყო ბუბნა საცოდავს / დააწვა როგორც დათვია“ (რ. ერისთავი, „ივერია“ 1886 №77).
ბუბუნ-ი
ფშ. (ჭყ.), მთ., ჴ., თ. (ვაჟა, 97,1„2; 191,13) ხარის ყვირილი, ფუტკრის ზუზუნი. ბუბუნებსო ბუღრაობსო (მთ.). „ბუბუნი იცის ჴარმა, ფუტკარმა“). ამობუბუნება. ბუბუნა ფუტკარი მთ. ნ. კაზარა (1).
ბუგრიანი
მოჴ., ფშ., მტ. მუწუკებიანი. ქაჩალი, უხეირო (ყ. 22), მთ. ქაჩალი (მუწუკებიანი?), კიტრიანი მთ. აი შე ბუგრიანო! (ყ. 238,8 ქვ.), „ბუგრით სავსეო – ტილით სავსეო“. „ბუგრიანი ნიშნავს ტილიანს“ (მოჴ.). „უკაცრავად პასუხია, ტილიანს ვეძახით“ (მთ.).
ბუდაყი
მთ. მსუქანი, სრული. გაბუდაყებული, გაბუდახებული მთ. ჩასუქებული. გადუყებული მოჴ. ძალზე გასუქებული, გაბუტაყებული ფშ. ძალიან გასუქებული და თავ-გასული (საქონელი, კაცი), გაბუტაყებული თ. გამსხვილებული (საქონელი, კაცი).
ბუდე
ჴ., საბუდარი ფშ., საბუდანო გუდ. ადგილი, რაშიდაც წისქვილი დგას. ბორბალი რაშიდაც ტრიალებს, იმას ჰქვია საღორე მთ., მოჴ., ჴ (!). ნაბუდვარი ჴ. ნაბუდარი (ჴ. მას.).
ბუზუნა
მოჴ., ბუზურა მთ. ბუზვი ჴ., თ. ბუზი. ბუზურა ფშ., ჴ. მეთაფლია. ბუზი (დიდია და ჭრელი). ბუზურა ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. „მწერი, მიწასი აკეტებს თაფლს“. „ბუზურა ბევრი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო“ (ანდაზა).
ბუთუთაი
ჴ. (არხ.) თავ-კომბალა (ზოგიერთის თქმით), ჴ. (ბარისაჴო) იგივე. სასალაჸი თ., კუდურა ფშ. (ბევრი უარყოფს) ნ. კუდურა.
ბუთქი
მთ., მოჴ., თ., ბუთქვი ხე ფშ. (რაზ.-ჭყ.) ჴ. ხშირფოთლებიანი ხე, რომელსაც ტოტები ისე აქვს, თითქო ქუდი აქვს ჩამოხურულიო. მოჴ. საზოგადოდ ჯგუფად ამოსული რამ: ტყე, ტოტებიანი ხე, ბალახი.
ბულა
ფშ., ბულო თ., ბულულა მოჴ. რაღაც არსება, რომლის სახელითაც ბავშვებს აშინებენ: „მოიდა ბულულა“ (მოჴ.).
ბუნაგი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ჭურჭელი საზოგადოდ (თუნგი, კოდი, გოდორი და სხვ.), ბუნაგი უფრო ასეთი რამ არის, რაც წყალს ან ხორბლეულს დაიჭერს, განსაკუთრებით, რაც ადგილიდან არ იძვრის. რაც ხელზე იხმარება, ის საციქველია (მოჴ.). ბუნაგი, საბარგველი მთ., ბუნაგი მოჴ. რისამე ჩასაყრელი ჭურჭელი (გოდორი და სხვ.), ბუნაგი ფშ., ჴ., თ. ჭურჭელი საზოგადოდ (გოდორი, კოდი, ჯამი, კასრი, კიდობანი და სხვ.).
ბუნგალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) ქვ. მთ. მტვერი, ბდღვირი (ნაცრისა, გზაში). ბუნგარი ჴ. კორიანტელი, ქარის აყენებული მტვერი. ნაბუნგალი, ნაბუგალი მთ. (ჴადა) თივის, ჩალისა და სხვა რამის ნამცეცები.
ბურბუშელა
(1) მოჴ. ჴ. ა) ნაშალაშინევი, ბ) მოჴ. ერბოთი (და კვრცხითაც) შეზავებული ტაფაზე მოხრაკული საჭმელი, ჩაისთან მისაჭმელი.
ბურბუშელა
(2) თ. ბალახია, ძირი პატარა აქვს, თავს დაიხვევს. ქარი ხშირად მოჰგლეჯს და ააგორებს (შირაქში იზრდება). კუტ-ეკალა ფშ. (ნახე).
ბურკვ-ი
თ. გუნდა (სკორისა, თივისა და სხვ.), ბურკვა ფშ., ჴ. (შატ.) მტევანსავით ჯგუფად მოსხმული რამ. შაბურკვილი ფშ. შეკუმშული. სკორის ბურკვი ნ. სკორე.
ბურნელი
(1) თ., ბარნელა ფშ. რძის შესადღვები ჯოხი, რომელსაც ბოლოზე ჯვარი აქვს გაკეთებული და წნელი შემოხვეული.
ბურძგალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გინგლი, აშლილი ბეწვი“. მთ., მოჴ. აიბურძგლა; აბურძგლილი ძალიან აწეწილი. ბურძგლი ჴ. ბეწვი. აიბურძგლა ფშ. ბეწვი აეშალა.
ბუსნა
გუდ., მთ., ბუსნო ერწო, ფშ., ჴ. გაუტეხელი ადგილი. „ყამირი კიდევ სხვაა: წელსა და წელს შუა მოვჴნავთ“, ბუსნა სულ მოუხნავია. ბურსანი მოჴ. იგივე.
ბუჩი
ფშ., მოჴ., ბუჩო მთ. მონახვეტი ჩალა-ბულა, მონახვეტი სახლში. ბუჩი ჴ. „თამაქოს ყვავილი“, ნ. საბუჩე.
ბუწი
(2) მოჴ. თოხლი, ერთხელ განაპარსი ბატკანი. ნ. ქუშტი. ბუწვა, ბუწვაი ჴ. ვარსკვლავია (მას წინამძღვარა მიუძღვის), ცხვარ-ბუწვანი ჴ. ბუწვა და წინამძღვარა (?).
ბუჭულა
ფშ., გუდ., მთ., ჴორჴ. პატარა წისქვილი (საპირისპიროა დოლობი, დოლაბი), ბოჭოლა ჴ., მთიულეთში: ბუჭულა – პატარა, წისქვილი – საშუალო, დოლობი – დიდი წისქვილი.
ბუხრის ქუდი
თ. „მაღალი ქუდი იყო წინათ“. ფშ. მაღალი ქუდი ბეწვიანი, ტყავისა“. „არა გოქვ ჩვენა“ (მთ.). „შახუჭუჭებულია“.
ბღანძულაობა
ბალღები რომ ერთმანეთს ხუმრობით მოხვდება. „ნუ ბღანძულაობთ, დაიმტვრევით“ (გუდ.), გაბღანძულავება ფშ., ვაჟა 490,2, გუდ., მთ., მოჴ.
ბღაჯი
მთ., ფშ., „თითები რო გაიშლება“. დაბღაჯა მოჴ. ხელში ჩაიჭირა მაგრად. ბღაჯი მაავლო გუდ. გაიპარაო.
ბღუნვა, დაბღუნვა
ჴ. დახუთვილის სიარული (ძლივს რომ დადის). დაბღუნება მოჴ., ჴ. (არხ.), ფშ. ოთხზე დადგომა. წამობღუნება მოჴ. ხელების დაშველება წამოდგომის დროს.
ბჭე
ჴ. მედიატორე, მოსამართლე (ამორჩეული). მოჴ. მსაჯული, ბჭე მთ., მოჴ. შუამავალი კაცი ძმათა გაყრის დროს.
აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი
ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.
აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.
ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ