მთის კილოთა ლექსიკონი

There are 90 names in this directory beginning with the letter ზ.
ზავ-ი
მთ., მოჴ. ნ. ზავთი.

ზავთი
ფშ., თ. შეხედულება; მკაცრი გამომეტყველება, მრისხანება. ზავთი იმათი ზღვას ჰგავდა (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 89). ზავი მთ., მოჴ. ზავიანი (კაცი) მთ., მოჴ., კაი შეხედულებისა, წარმოსადეგი. ზავთიანი ორღვიანი (ნ.).

ზაით
მოჴ. ზევით.

ზაკე
მოჴ. (წინათო) წვერი (ოსურად წვერს ზაჭე ჰქვიაო).

ზალ-ი
ჴ., თ. რძალი. ახალზალი ჴ., თ. პატარძალი. დედის მეზლე ჴ. საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას.).

ზალა
(1) ფშ. წაკა, ყველის მარილწყალი; ხაჭო და წყალი არეული საჭმელად; საჭმელად წამოსმული წაკა.

ზალა
(2) თ. ჩირქი, ზარ-წყალი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყალი და სისხლი მუწუკიდან გამოსული“, ზალა-წყალა მუწუკიდან ან ნაჭრევიდან გამოსული სისხლ-ნარევი ჩირქი. ნ. ზრიმლი.

ზალტე
თ. ნ. კალ-ზალტე.

ზამთარ-ი
ნ. ნაზამთრევი, ბიჭა-ბატკანი.

ზამთარა
ჴ. (არხ.) ბალახია.

ზანგალაკი, ზანზალაკი
ფშ., ჴ. პატარა ზარი.

ზანდარჩო
(ყ. 930,11 ქვ.) (სპ.) ყვითელი კოჭა. „მიხეილის სასიმამრომ ზიზღით შეხედა ქალსა, რომელსაც ფერი ზანდარჩოს დამსგავსებოდა“; „გრძნობას თავი ჩაეხრევინებინა და სახე ზანდარჩოდ გადაექცია“ (ყ. 425,3 ქვ. შეცდომით ხანდარჩოდ არის დაბეჭდილი).

ზანზალაკი
ნ. ზანგალაკი.

ზანზალიკა
ჴ. (არხ.) ჩიტია.

ზარ-ი
ნ. საზარე.

ზარადი
ჴ. ჩაჩქნის ჯამზე შემოკერებული ჯაჭვის ბადე.

ზარდ
ვზარდი თ. ვზრდი, გამზარდელი თ. გამზრდელი, გაზარდილი გაზრდილი.

ზარდლი
ნ. ხაცუმაჸი.

ზარმათი
თ. ზარმაცი. ნ. მძორი.

ზარმაცი
მთ., თ., ფშ. აზარმაცი, ოწინარი, ბერკეტი.

ზარული
ნ. საზარე.

ზაქუნა, ზაქუნიკა
ჴ. (არხ.) ჩიტია.

ზაყება
პეტრე ჯერ კიდევ გატაცებით იცინოდა და აქეთ-იქით ეზაყებოდა (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 142) ირხეოდა. იზაყება მოჴ. ბარბაცებს (სიმთვრალისაგან). იზაყა ჴ. იღრძო.

ზაყზაყებს
თ. ირხევა (ხე, სახლი ქარისაგან).

ზგელი
ჴ., თ. ზრქელი (ვ. ქართ.), სქელი, მსხვილი. ზგელ-ფეჴი საქონელი (საპირისპიროა წვრილ-ფეჴი) მსხვილ-ფეჴი საქონელი. საზგლო თ. მსხვილი ძაფი (ხურჯინისა, ფარდაგისა, ტომრისა).

ზგიდე
მოჴ. კერის თავი (სადაც შეშას დაუდებენ).

ზდევნა
ნ. დევნა.

ზდვა
თ. სთვა, რთვა. ვაზდავ (ვსთავ), აზდავ (ჰსთავ), აზდავს (სთავს).

ზდველი
თ. სთველი, შემოდგომა.

ზდვლის წილი
ნ. ხარჯი.

ზე
(1) თ. სძე, რძე. ზისცვარი ჴ. რძე.

ზე
(2): ზეისაკე ტ. ზეითკენ (საპირისპიროა ქოქვესაკე). საზეო ძვალი, ზეთა ძვალი ჴ. თავის ქალას ძვლის გარეთა კომპაქტური ნივთიერება.

ზედამდგომი
ჴ. (არხ.), ზედამდეგი ჴ. მომსახურე ნადიმის დროს (საჭმლის მომტანი, მერიქიფე და სხვ.). ზედამდგომი თ., მაქალათი თ. საჭმლის მომტანი, გამრიგებელი. „ხატში სათანადო რელიგიური წესების შესრულებსი შემდეგ ზედამდეგებს ირჩევდენ და ჯარი სმად დაჯდებოდა (იწყებოდა ლუდის სმა). ქადებს ზედამდეგები ჭრიდნენ, ერთ მეოთხედს პატრონს არგუნებდნენ, დანარჩენს კი ხალხს ჩამოურიგებდნენ. წილობიდან დარჩენილ ქადის ნაჭრებს საფეხნოში თავმოყრილ ბავშვებს უნაწილებდნენ“ (ჩაჩ. 144). ნ. ზეზამდგური.

ზედამრჩო
დაქვრივებული ქალის ქმრის ზედამრჩონი ჴ. – ვინც დარჩნენ დაქვრივებული ქალის ქმარს (ჴ. მას, გვ. 136).

ზედაქვე
მთ., მოჴ. ორ-სართულიანი სახლი, (ზე და ქვე), სამი ზედაქვე სამსართულიანი სახლი, ოთხი ზედაქვე ოთხსართულიანი სახლი და შემდგომი. „სამი ზედაქვია“ (მთ.). თვალი ჴ., თ. სართული. ქვეთვალი ჴ. პირველი სართული, ზეთვალი მეორე სართული. თუ სახლი მრავალსართულიანია, ქვეთვალი, მეორე თვალი, მესამე თვალი და შემდგომი. „ციხეებშია“ (ჴ.), ორ-თვალიანი თ. ორ-სართულიანი (ზოგი უარყოფს) ხევსურეთში ჩვეულებრივ მხოლოდ ჭერხო-ბოსელი არის. ნ. ჭერხო, ბოსელი.

ზედგანი
ჴ. ცეცხლზე შემოკიდებული თხელი თუჯი ან სიპი ხმიადისა და მაჭკატის გამოსაცხობად. ნ. საჯი. ზედგანი თ. ზედადგარი, სამფეხა. ნ. ოჩაყი.

ზედსიძე
ნ. ზესიძე.

ზეზ
ზეზად გაზრდილი (ქალი) მაღალი, წარმოსადეგი, მოსული.

ზეზ
დაზეზება ფშ., ჴ., აზეზება თ. აშვება. დაზეზდა დაბმულმა საქონელმა აიშვა (თავის ნებით რო გაწყვეტს საბელს ან მოძრაობს პალოს და გაიქცევა), ცხენი დაზეზდა. წამოზეზდა მთ. წამოდგა (მაგ., ავადმყოფი). დააზეზე აუშვი.

ზეზამდგური
მოჴ. მომსახურე ნადიმის დროს (საჭმლის მიმტანი, მერიქიფე და სხვ.).

ზეზერაჸი
თ. უფრო ზევით, ქოქვერაჸი თ. უფრო ქვევით.

ზეზია
თ. დაუბმელი, აშვებული.

ზეისაკე
თ. ზევითკენ, ქოქვესაკე თ. ქვევითკენ.

ზელა
გაზელა (ტყავისა) გუდ., ფშ., ჴ., მოზელა გუდ., მთ., მოჴ., თ. ტყავის მოქნა.

ზელილა
მოჴ., ჴ. ერბოში მოზელილი კვერი (ნაზუქის მსგავსად).

ზელის ზეთი
თ. სელის ზეთი. ნ. ქუმელი.

ზემყნელი
ფს., ჴორჴი, მთ., ზემყრელი გუდ. ერთნაირი ფერჴისა იყო ძველად მთაში. გადასდებდნენ ერთიმეორეს მხრებზე ხელებს, მათ ზევით სხვები შეადგებოდნენ მხრებზე და ისინიც გადახვევდნენ ერთურთს ხელებს. ჯერ ქვეითნი იტყოდნენ სიმღერას და მერმე ზეითნი გაიმეორებდნენ (ბევრი უარყოფს, არ იციან). ქორ-ბეღელაჸი თ.

ზენ
ფშ., თ. ზევით. ზენ აიარა (საპირისპიროა ქვენ ჩაიარა). ზენ წადიან თ. ზენ-უბანი ჴ. ზედა-უბანი (სოფელში).

ზერ-ი
თ. ხეა.

ზერდაგი
ჴ. კარგი ცხენი.

ზესიძე
ფშ., ჴ., თ. ჩამოსიძებული. ზედსიძე (ყ. 633,1 ქვ.: 637,5), ზე-სიძე გუდ., მთ., მოჴ.

ზეჴვნ
იზეჴვნა თ. იღრძო (ნ. იზაყა ზაყთან).

ზეჴმელი
მთ., ფშ. გამხმარი ხე, რომელიც დგას (რომ გახმა თავისით, ან იმის გამო, რომ კაცმა შემოყვერა). ზეჴმლებს კოდალა გაუკაკუნებს (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 9). ზეჴმელი, მზეჴმელი მოჴ., მზეჴმელი (გომეწარშიო, მიწერია. ალბათ იგულისხმება ფშავის გომეწარი და არა თუშეთისა). ზეჴმელი ჴ. ტყეში გამხმარი ხე (გინდ წაქცეულიც იყოს).

ზვარა
ფშ. პირველი ხბო, შესაწირავი. კლავენ, იშვიათად ზრდიან. ზორა მთ., მოჴ., ყურ-ახეული თ. შდრ. ზორა.

ზვება
იზვა ჴ. მოიგო (ფურმა, ჭაკმა, თხამ, ცვარმა). მზველი რომელიც იგებს. უმზველი რომელსაც არ მოუგია. საზვები ჴ. მაკე, მოსაგები (რომელმაც უნდა მოიგოს). ნამზვებლავი ჴ. რაც თან გამოჰყვება ახლად მოგებულ ხბოს ან კვიცს, თიკანს, კრავს.

ზვლევა
ნ. დაზვლევა.

ზიდ
მიზიდე (კარები) მოჴ. მიხურე. ნ. დევნა. დაზიდვა ჴ. „მტრისკე მიწევა“ (ბეს.).

ზივილი
რას მიზიოდი მოჴ. რას მაძაგებდი? ნ. გაზივილი.

ზიკ
(2): შაზიკული, შეზიკული ფშ. მორთული (ღილებით, შიბებით). შეუზიკავი (ვაჟა, 233,8) მოურთველი. ზიკზიკა ჴმალი (ვაჟა, 27,2).

ზიკ-ი
(1) ჴ., თ. წვრილად გამოჭრილი სკლატი.

ზინათი
(არ. ზნათ სამკაული) (ვაჟა, 120,5 ქვ.). კითხვის ნიშნები მისხედს, ვერ დამიდასტურეს.

ზისცვარი
ჴ., ზე თ. სძე (ძვ. ქართ.), რძე.

ზისწვენი
თ., სისწვენი ჴ., სვისწვენი ფშ. ნ. სისწვენი.

ზიქა
ჴ. ა) კოჭის მაღლა შეჯდომა. „კოჭი ზიქას დაჯდა“. ნ. კოჭაობა. ბ) კაცის ჩაჩოქება (არც იჯდეს და არც მიწაზე გაგორდეს სულ).

ზმანება
მომეზმანა თ. მომეჩვენა; შეშინებულის შელოცვა: გული შამიზმანა მთ. შემილოცა

ზმანვა
მოჴ., ფშ., ჴ., თ. ზომვა.

ზოგ-რიგა
ჴ. ზოგ-ზოგი (ჴ. მას.).

ზოკან
ჴ. ზოგან.

ზოკო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. სოკო. ნ. გველის ზოკო.

ზომ, შაზომვა
შამიზომე მოჴ. შემილოცე. ნ. ზმანება.

ზორა
მთ., მოჴ. ახალ-მოგებული ხბო (ორი კვირისა, სამი კვირისა, დედალი იქნება თუ მამალი, სულ ერთია), ხბო, სანამ ძუძუს აბია. მთ. ხატისთვის შეწირული, ანუ აღთქმული ხარი. მარჯვენა ბეჭი და მარჯვენა ყური უნდა შეეტუსოს წმ. სანთლით. დაკოდავენ (კურატი არც დაიკოდება და არც უღელში გაიბმება). შვიდი წლის იქით არც აცოცხლებენ, დაჰკვლენ ან სამის, ან ხუთის, ან შვიდის წლისას. ორისა, ოთხისა და ექვსის წლის დაკვლა არ შეიძლებაო. ზვარა ფშ. პირველი ხბო. მზორაი მოჴ., ხბო, სანამ ძუძუს აბია. მაცალო მთ. მოზვერი, ერთის ან ორის წლის სახარე ხბო, დეკეული ერთის ან ორის წლის საფურე ხბო. მზვარა თ. (კახეთიდან) ხატისთვის შეწირული საქონელი (ცხვარი, ძროხა მამალი უნდა იყოს, დასაკოდავი).

ზრიმლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცვარი“, „ნამი“. „ზრიმლი არ არი“ – წვეთიც არ არის. ზრინტი ჴ.

ზრინტი
ჴ. წვეთი, ცვარი. „ისე შასვა, რო სათქანში ერთ ზრინტ არ გაწირა“ (ჴ.).

ზრო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ისრის წვერი რკინისა“. ჴ., თ. იგივე. ნ. ფოცხვი.

ზრომლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჩირქი, ბაყლი“. ზალა თ.

ზრუ(ნ)ტე
ჴ. ვიწროდ მიმდინარი წყალი. ნ. სრუნტი.

ზუბუქი, მზუბუქი
(სპ.) ჴ. მსუბუქი (ჴ. მას.).

ზუთუ
მოჴ. მცენარეა, წითლად ისხამს სიმინდის მარცვლის ოდენებს. მეტად მჟავეა. ძალიან ეტანება ჭკა და ყვავი. ქაცვის ნაყოფი. ნ. ყვავის ტყემალა, ქაცვი, ჩხარდელი.

ზუმზუმი
ზუმზუმი გააქვს მოჴ. – გამბულია (მსუქან საქონელზე იტყვიან).

ზუნაობა
ჴ., თ. ძაღლებისა და კატების ატეხა. მძუნაობა მოჴ. ძარლების ატეხა.

ზურგაჸი
თ. კუზიანი.

ზურგის ძვალი
თ. ნ. ზურგის ჭკდე.

ზურგის ჭკდე
ჴ. ხერხემალი. ზურგის ძვალი თ.

ზურტუხი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საცემრად დაღირება, ცემის დაპირება“ (მართალიაო, მიმიწერია და დამიმატებია: დატევება).

ზუტი
თ., კუკი თ., წუწი პატარა გოგონას სასქესო ორგანო.

ზღავი
მთ., გუდ., ფშ. მიწაზე დაგებული ხეები (ან ქვა) ბაგასთან, რაზედაც საქონელი წვება. საზღავო მოჴ., ზღვა ჴ. (შატ.), თ.

ზღვა
ჴ. (შატ.), თ. ნ. ზღავი.

ზღვამლი
ნ. კერკენი, კირკენა.

ზღვენი
ჴ. ძღვენი (ჴ. მას.).

ზღუბლი
ჴ. ზღურბლი, „კარებში შესავალს უძახიან ზღუბლს“ (ბეს.).

აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი

ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.

აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.

ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ

Don`t copy text!