მთის კილოთა ლექსიკონი

There are 175 names in this directory beginning with the letter თ.
თაგვი
რუსული თაგვი, კავკაური თაგვი გუდ., მთ., ჴ. ვირთაგვა ფშ. ვირთხა.

თაგვის კბილა
მოჴ. პაწა მუწუკი. თაგვის კმილაჸი თ. ერთგვარი მუწუკია (ბედნიერი სხვაა, პირქვეითი სხვა, ძირდიდა კიდევ სხვა).

თაგისტომა
(<თაგვის სტომა) ჴ. (შატ.), ქურ-წითელა ჴ., წითელი ხილი მოჴ. (სტომი თ. იგივეა, რაც ხახამა მოჴ.). ნ. ქურ-წითელა.

თავ-აწყვეტილი
(ყ. 832,3 ქვ.) თავ-აშვებული.

თავ-გამცივალი
ფშ. თავ-ჴმელი, გადარეული.

თავ-გზიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყველაფრის მომხერხებელი“, მთ. „ვისაც გეეგება, იცის“, მოჴ. იგივე. ჴ. ხერხიანი, ყოჩაღი. თავ-გზიანი, გზიანი თ. იგივე.

თავ-დგალა
ნ. დგალა.

თავ-ი
თავ-აღმ ჴ., ფშ. ზევითკენ, ზეისაკ თ., თავ-ჩაღმ ჴ., ფშ. ქვევითკენ. იმ თავითვე (ყ. 396,4) თავიდგანვე, თავიდანვე. ნ. გველის თავი.

თავ-მასაპარსაო
ჴ. წესი, რომელსაც ასრულებენ, მოკეთე-მოკიდულის თანდასწრებით, როცა ყმაწვილი (ვაჟი) ერთი წლის გახდება, ხუცესი დანით ცოტა თმას მოპარსავს ყმაწვილს და დაამწყალობნებს. მოსდევს სმა (ჴ. მას. 130-131).

თავ-მეთავობა
ჴ. ხევსურეთის ადათობრივი სამართლის მიხედვით მიღებული წესები, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მეჴელე (ე.ი. კაცი, რომელსაც სისხლი დაედო კაცის მოკვლისათვის) მესისხლის ანუ მეთავის მიმართ (ე.ი. მომკვდრის პატრონის მიმართ). ამის შესახებ ნახეთ ბეს. გაბუურის „თავ-მეთავობა არხვატში და მთელ ჴევსურეთში“: ქართ. საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული I-II (1923-24), გვ. 140-141.

თავ-საკრავაჸი
თ., თასაკრავი (ასეა!) მოჴ. ნახე ხილაბანდიო, მიწერია, მაგრამ კარკუჩელმა თასაკრავი და ხილაბანდი სხვადასხვააო.

თავ-საცმელა
ჴ. ნ. სათაურაი.

თავ-სახურა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სახურავიანი თაბახი ან ქვაბი“. მე წამიშლია ეს განმარტება და დამიწერია: ფშ., თ. თავსახური.

თავ-სვილა
მოჴ., ფშ., ჴ. ბალახია, თავი სვილის თავთავს მიუგავს.

თავ-ფლასიანი
ჴ. საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას.).

თავ-ქუდი
(1) მოჴ. ბოძის თავზე შეყენებული ნაჭერი ხისა, დათვი მთ., ფშ., ჴ., ქოთუკი თ.

თავ-ქუდი
(2) ნ. ქუჩალა, კუჭი (1).

თავ-ჩაფაი
ჴ. ნაგვის გასატანი ჯინი, თავ-ჩაფაი სათავქვეო. ჯინია დიდი, სააღმაო კი პატარაა.

თავ-ჩითა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თავშალი“. ეს მე წამიშლია და დამიწერია: პატარა თავშალი, დედაკაცის თავზე დასახურავი. თავის ქიჩილა ჴ. (შატ.) თავშალი.

თავ-წილა
თ. ჩიტია , თავზე წითელი აქვს. ნ. ჟივონიკა.

თავ-ხე
ფშ., თავი ხე მთ. ნ. კეზი.

თავ-ხრილი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კომბალი“. მე ვერ დამიდასტურეს.

თავ-ჴმელი
ჴ. გიჟმაჟი (მაგ., ცხენი).

თავ-ჯოხი
ფშ., მოჴ., მარხილის თავში გადებული ლვილი, იქ, სადაც მარჴილის ღუა მოხრილია. ნემსა ფშ., თავთ-კედი, თავთ-კედა ჴ.

თავად, თაოდ
ჴ. თვითონ (ჴ. მას.).

თავადაც
თ., ცალგან თ. ცალკე, მარტო.

თავზე შაგდება
ჴ. გაბედვა, კისრება (ჴ. მას.).

თავთ-კედა
ჴ. ნ. თავ-ჯოხი.

თავთავაი
მოჴ. ნ. წვერისა.

თავის გახრა
ჴ. ურჩობა (ჴ. მას.).

თავის გდება
(ყ. 126,14) ცუდად ქცევა. „რა თავს იგდებ“?

თავის ქეიფა
მთ., მოჴ. (ყ. 804,6 ქვ.) თავის ნება.

თავის ქიჩილა
ჴ. გიჟმაჟი (მაგ., ცხენი).

თავის წვერა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თავნება“.

თავისიანი
მთ., მოჴ., ჴ. მოკეთე, მოყვარე, ნათესავი.

თავკანი
ჴ. წარჩინებულები.

თავკაცი
ჴ. „თავკაცი ეწოდებოდა მცოდნე, მოენე და გონება-მახვილ კაცს, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა ხევსურეთის ყოფა-ცხოვრების თავისებურებანი და მამა-პაპური წეს-ჩვეულებანი“ (ჩაჩ. 56). თავკაცები (მათ რიცხვში ხატის კაცნიც). „ხატის კაცთაგან განსაკუთრებით ხუცესი გამოირჩეოდა“ (ჩაჩ. 55).

თავრიალა
გუდ., მთ., მოჴ., თავრივლის ტყავი ჴ. ძროხის (ხარისა და ფურის) თავზე აღებული ტყავი, ყელს ზევით. თავრიალა ბალნიანი ნაწილია მხოლოდ.

თავრიელა
ფშ. (ყ. 344,22), ჴ., თავრელაჸი თ. თავი.

თავს გასვლა
(ყ. 99,1 ქვ.). გაამპარტავნება.

თავჴელება
გვათავჴელებენ ჴ. ნებას გვაძლევენ. მოთავჴელება თ. საქმის მოგვარება.

თათ-ი
(1) მოჴ. იგივეა, რაც ყოში (2).

თათ-ი
(2) ჴ. წინდა. მთ., მოჴ. უყელო წინდა. ფშ. მსხვილი წინდა, საზამთრო, გარეთ ჩასაცმელი (ე. ი. სხვა წინდაზე).

თათამაი
მოჴ. ბალახია (მხლოვანში ურევენ).

თათხვა (ფეხების)
მოჴ., ჴ., თ. ფეხების გაშლით დამაგრება, გაბოწიწკება, ჴ., თ. ფეხების გაშლა.

თალა
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. კასრის შემოსაჭირებელი. საკუდე (ასეა!) ჴ., ყაპყატო გუდ., მთ. ნ. ყაპყატო.

თალმაჯი
ნ. თოლმაჯი.

თამანდელა
ჴ. (არხ.) ჩიტია<თავმანდელა?).

თამაშა
(არაბ.) მოჴ. (ყ. 19,19) სეირი. „ერთი ავიდეთ-ღა იქა, მერმე ვუჩვენებთ იმათ თამაშას“. იმავე მნიშვნელობით იხმარება: გაყურებიებ (ვაყურებიებ) სეირს.

თან-თან
ჴ. თანდათან (ჴ. მას.).

თანაბარი
მთ. თანასწორი. გათანაბრება (ყ. 679,1).

თანაქა
იგივეა, რაც დურუქა (ნ.).

თანიობა
ნეტავ ძმად რად არ მთანიობს (ვაჟა, 251,1), არა სთანიობს გუდ., ყურს არ უგდებს. არად სთანიობს მოჴ. არაფრად აგდებს, გამითანიავა ჴ. თავის ტოლად დამაყენა, გამითანია ფშ. გამიამხანაგა. გათანაჸება თ. გაამხანაგება. გამაითანივა მთ. გამაინაპირაო, ყური არ ათხოვაო.

თაოდ
ჴ. თვითონ (ჴ. მას.). ნ. თავად.

თარ
დათარეს ჴ. გადაათრიეს (ბევრი), ჩაგთარ ჩაგათრია (ჴ. მას.).

თარაქამა
ა) თარაქამა ჴარი, თარაქამული ჴარი კარგი ხარი, ქალაქური ხარი მოჴ. ჴარის ჯიში (ძლიერი, ავი); თარაქამა თ. ა) თათარი, ბ) თათრული ცხვარი [არაბ. თურქმან (მხოლ.), თარქიმ (მრავლ.) თურქმანი].

თარგი
ნ. აღე.

თარგმანი
ფშ. (?) „გაკვირვებული სომეხი მოჰყვა თავისთვის თარგმანსა“. (ბაჩანა, „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 11 თებერვ., 1916, № 91).

თარეში
თ. შეტევა, იერიში.

თართი (კაცი)
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. უღონო კაცი, სუსტი.

თარღო
ნ. იარაღები.

თარყაუშობა
მეტისმეტად კოჭლობა, კელობს ცოტად კოჭლობს, თარყაუშობს ძალიან კოჭლობს).

თასაკრავი
მოჴ. ნ. სათაური (1).

თაფორი
ფშ., ჴ. წყალში არეული მიწა კედლის გასალესად (კირის მაგივრად).

თაყვან
გამოთაყვანება (ყ. 490) გამოსულელება.

თაჴვი
ჴ. (შატ.), ფშ. (რაზ.-ჭყ. თახვი) თხუნელა, მიწის მგელი მთ., მოჴ., ფშ. „ჩვენ თხუნველას მიწის მგელს ვეძახით“ (მთ.). აფე თაგვი თ. წყლის თაგვიც არის, საქონელს წყლის თაგვი ჰკლავსო.

თბე
თ., ჴ. (ჭყ., ურბ.) ა) ფრთა, ფთე ფშ., ბ) ფურცელი წიგნისა. კლდის თბე ჴ. კლდის ზურგი გრძლად გაზიდული (თხელი). ნ. ფრთე.

თებერვლის
ბოლოს და მარტის პირველში. გაიპარსება აგვისტოს პირველში (კრაველი) და შეიქმნება თოხლი. [ცხორი ენკენისთვის პირველში იპარსება]. მომავალ გაზაფხულზე გაიპარსება (მაისში) და დაერქმევა დედალს შიშაქი, მამალს ჭედილა. ნაქცი ჴ. მეორედ განაპარსი მატყლი (პირველად გაპარსვენ მკათათვეში – კრაველი, მეორედ გაპარსვენ გიორგობის თვეში – ნაქცი, მესამედ გაზაფხულზე – რისვი. ნ. თხა.

თებჟორიკა
თ., დახჭირობელა მოჴ., მწოლელა ფშ. მაჯლაჯუნა.

თეგ-ი
(1) მოჴ., ფშ., ჴ. რკინის გასაჭრელი იარაღი (რკინაა, პირიანი, მჭედლები ხმარობენ).

თეგ-ი
(2) თ. მიწაში დამრჩალი ხის ყუნჭი (რომ მოსჭრიან ან მოსქდება ხე და დარჩება).

თეგერი
(მრ. თეგრები) ჴ. (შატ.), თეგერაჸი თ. დათვის ბელი. ნ. ჩეგერა.

თეგრი
ფშ., ჴ., თერგი მთ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გარეული ღორების საზამთრო ბინა“, ნადირის საბუდარი საზოგადოდ, თერგი მთ. გარეული ღორის ბინა. „თერგში მუასწარიო“ (მთ.), „დოლში მივასწარიო“ (მოჴ.). ნ. დოლი. (2).

თედორე
ნ. ყიყვი.

თევა
თევაზე გავიდაო (მთ.) ნ. თეო.

თევზო
ზ. ფშ., მთ., თეზო გუდ., მთ., მოჴ. თეძოზე გადმოტანა ჭიდაობაში. ნ. მეჯი, ხეცრო. ქალო, დედის ნებიარო, / გადახრილო თეზოშია, / ეგრე მოვისვენებ შენთან, / როგორც ჴარი ეზოჩია (მოჴ.).

თეთრ-ი
ჴ. ფული (რისაც უნდა იყოს: ვერცხლისა, ატრატისა, ე. ი. ქაღალდისა თუ რვალისა, ე. ი. სპილენძისა). თუშეთში არ იციან (იციან საინგილოში: ედილი, „კოლხიდა“, 1911, № 142).

თეთრ-წითელა
ჴ., შავ-წითელა ჴ., წითელი ხილი მოჴ. ქურ-წითელა ჴ. (ბლო). ნ. თაგისტომა.

თეთრ, თეთრება, დათეთრება, გათეთრება
დათეთრება ფშ. გაკეთება (საპირისპიროა დაშავება). ერთი მითხარ, რა დაგიშავე? – მა რა დაგითეთრებავ? გათეთრება: რა გამითეთრე მთ., მოჴ., რა გამიკეთე? რა გაათეთრე ჴ. რა გააკეთე? რაჸ გაჸათეთრე, რაჸს ათეთრებ თ.

თეთრად გათენება
ჴ. სულ უძილობა მთელ ღამეს (ჴ. მას.)

თელება
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დასაჯდომად დაღირება; ფრინველები როცა ლეშს უნდა დაასხდნენ, ეთელებიან“. მოკლეს მოკლია ჴირჩლაი, / ყორნები ეთელებოდა. „რომ ვერც ბედავდეს დაჯდომას და ტრიალებდეს ლეშთან“ (ფშ.).

თემიანი
ჴ. კარგად ნაზარდი რქა (წლიდან წლამდე რომ დიდ-დიდად გაიზრდება).

თემულაკი
(ყ. 303,21) ტემლაკი, ხმალზე შებმული ფოჩიანი სირმა, темляк.

თეო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ. ადგილი „ფარის განაპირებით“ (ყ. 734, შენიშვნა), „ცხვრის განაპირებით“ (ყ. 743,13 ქვ.). ნაპირი საზოგადოდ (მთ.), სუყველგან, უფრო კი ცხვარში (მოჴ.), ცხვრის გნაპირი ადგილი, თეო ფშ., თ. ალაგი, სადაც ძაღლი ყარაულობს ან მწყემსი თვითონ ადევნებს თვალ-ყურს. „თევაზე გავიდაო“ (მთ.).

თერგი
(1) ნ. არაგვი.

თერგი
(2) მთ. ა) გარეული ღორის ბინა. „თერგში მივასწარიო“ („დოლში მივასწარიო“ მოჴ.). ნ. თეგი. ბ) რკინის გადასაჭრელი (რკინა, პირიანი, სამჭედლოში). გ) ქუდის თერგი. ისე მიხსნიან, რომ უნდა იყოს თარგი. ნ. თეგი, თეგრი.

თეფა
(თათრ.) ფშ., თ. მინდორზე ამაღლებული გორაკი ბარში. ზამთარში მის გვერდით ქოხებს აკეთებენ მეცხვარეები.

თექა
თ., ფშ. ნაბდის პალტო.

თექალთო
თ. (თურქ.) თოქალოო (ჴ. მას.).

თვალ-ი
(1): თვალის გუგაჸი თ. ნ. ბიათოლი. თვალის დაცემა (ცისა) ელვა, „ცამ თვალი დაუცა“ (ჴ.) გაიელვა, თვალის სინათე ფშ. ნ. თოლის კაკალი, ბიათოლი. თვალის ცეცხლი ჴ. ნ. თოლის კაკალი, თვალის დავლევა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დათვალიერება“, თოლის დავლევა მთ., მოჴ. იგივე. ნ. თოლ-კოჭი, წისქვილი.

თვალ-ი
(3) ჴ. სართული, ნ. ზედაქვე.

თვალ-ი
(4) ნ. ლითონი.

თვალ-პირი
ფშ., თ. პირისახე. ნ. თორპილი.

თვალ-შურთხი
ფშ., ჴ., თ., თოლ-შურთხა, თოლ-ჟუჟუნა გუდ.

თვალი
(2) ჴ. ფშ. ა) წყარო, ბ) წყლის თვალი, წყლის სათავე, წყლის თვალაჸი თ. წყარო (სადაც ამოდის).

თვალმაჯა
ჴ. თოლმაჯი, თარჯიმანი (ჴ. მას.).

თვენი
მაგთვენი ჴ. მაგოდენი, იმთვენი, იმოდენი, რამთვენი რამ(ო)დენი (ჴ. მას.).

თვით მავალა
ჴ. (არხ.), ფშ. ბალახია.

თვირთვილი
ფშ., ჴ., თ. რთვილი, თრთვილი.

თვის
დაითვისა ჴ. მიითვისა, დაისაკუთრა (ჴ. მას.).

თვის-ნატამალი
მოჴ. ნათესაობა. არ იხმარებაო, მიმიწერია.

თვისნი
მთ., ფშ., მოჴ. თავ-თავადი; დედით, მამით ერთნი.

თვლა
გათვლა მოჴ., ჴ., თ. დათვლა (ყ. 745,2 და 22 ქვ.). დათვლა, მოთვლა, ჩამოთვლა გუდ., მთ., მოჴ., ფშ., თ.

თია
მთ.(?) ნ. ყიყვი.

თიადორა
ნ. ყიყვი; ჩიჩაყვი.

თიბის თავი
(მთ., მოჴ., ჴ., თიბვის თავი „თიბვის წინ (ოთხი-ხუთი დღით ადრე) სოფელი ყოველთვის საღმვთოს აკეთებს და ამას ჰქვია თიბვის თავი (ყ. 636, შენიშვნა). „ელიობას ვიცით“ (მთ.). სამთიბლო სამღვთო გუდ., სამთიბლო ჴ.; ფშავში არ იციან.

თივა
მოჴ. ა) თივა, ბ) აგებული თივა, ზვინი. თივა-კბილა, თივის კბილა მოჴ. დიდი ზვინი თივისა. თივის კბილი ფშ., ჴ. ერთ დადგმულ თივაზე მეორე მიდგმული თივა.

თით-ბეჭედაჸი
(1) თ. ცისარტყელა. თით-ბეჭედა დავინახე, / ჴელი კარგად შავინახე (თ.). ნ. მარიამის სარტყელი.

თით-ბეჭედაჸი
(2) თ. საწერელი, ფრჩხილის ავადმყოფობა. ნ. სათუთქავაი.

თით-ი
(1): ბერაი, ბერა-თითი ფშ., ჴ., გუდ., მთ., მოჴ., ჯიგვი თ. ცერი, სხვა თითები: სალოკა ჴ., სალოკელა თითი გუდ., სალოკელა მთ. სალოკი თითი. შეშუალა ჴ. შუა თითი; იმის გვერდა ჴ. არა თითი. თით-ნიკაჸის დედა თ. იგივე, ნიკორა ჴ., ნეკა მთ., მოჴ., ნიკა თ. ნეკი.

თით-ი
(2) გუდ., მოჴ. ძუძუს წვერი. „ზროხას თითი ასტკივნია“ (მოჴ.), ცერი თ. (ბარიდან), ცერბი მთ.

თით-ი
(3) საშევარი (წვრილი ჯოხი ქსელში) „თითებზეა“ მიმაგრებული.

თითა
მოჴ., თ. ნ. თხის ძუძუა.

თიკანი
(1) ნ. თხა, ჯიჴვი.

თიკანი
(2): წვივის თიკანი ჴ., ფშ., გუდ. წვივის უკანა (რბილი) ნაწილი, კუთი, თიკანი მოჴ., კუთი მთ., თ., ნაკუთალი ფშ.

თიკვი
ფშ., თ. მჩვარი, ნაჭერი. თიკვი ჴ. ტალავერზე მისაკერებელი (მოქსოვილია). ტყლაპი მთ., მოჴ., თიკვი თ. ნაჭერი (დასაკერებელი). ნ. ტყლაპი. კალთ-თიკვი ჴ. სადიაცოს (ნ.) ის ნაწილი, რომელიც ქოქომოს ზემოდან არის მიკერებული. იმის ზემოთ კი უბთ საკერებაი არის (ზემოდან რომ დავჰყვეთ: უბთ საკერებაი, კალთ-თიკვი, ქოქომო).

თიკნური, ციკნური, თიკრუნი
თიკნური ჴ. უბეწვო გუდა. ნ. მელოტი გუდა და ყალჩაღი. ციკნური „ბატარა გუდა“ (გუდ.), მელოტი გუდა გუდ. დიდი გუდა, გაყვლეფილი, ბალნიანი გუდა, ზედ რომ აქვს ბალანი. თიკრუნი ჴ. (რაზ.-ჭყ.) „პატარა გუდა. ხევსურულათ კიდევ გუდას ამ სახელებსაც ეძახიან: შოლტა, ხასუნა, ქეშელა. ხასუნა ჴ., ხასუქა ჴ. (შატ.) თიკნის გუდა; ქეშელა, ქეშლურა ციკნისა (შატ.), ჴბო-ჭოჭყისა (ჴ.). გუდები ხევსურეთში: სასაგძლე, ხასუნა, ქეშლურა, თიკრუნი, ქინთი. ამათგან: სასაგძლე ხბოსი, ბეწვიანი (გარეთ ბეწვი აქვს), ხასუნა (ხასუქა შატ.) „თიკნისა, ბეწვიანი“. შატილში ხასუქაც თიკნისა არის. ესეც სასაგძლედ, მარილისთვის და სხვად. ქეშლურა – თიკნისა ან ხბოსი. ბეწვი შიგნით აქვს, მაგრამ გაპარსული ან ბეწვგაყრეინებული. თიკრუნი – თხისა ან ვაცისა ან ხბოსი. ბეწვი გარეთკენ აქვს, მაგრამ გაყრილი. ფქვილი მოაქვთ წისქვილიდან. ქინთი – ტიკჭორა.

თიკუნი
ჴ. ზედმეტი სახელი თავის მიერ ან სხვის მიერ დარქმეული. თიკუნი უფრო მოშაირეებშია გავრცელებული და ფსევდონიმს მოგვაგონებს, ამას გარდა, თიკუნია შვილი რომ მამას სახელს გამოუცვლის და სხვა სახელს ეძახის (უფრო ხშირად გაგას ეძახიან), აგრეთვე რძალი რომ მამამთილსა და დედამთილს სახელს გამოუცვლის. უფროსი კაცის სახელი რომ ბავშვსაც ერქვას, იმასაც სხვა სახელი უნდა დაარქვას. ამნაირად დარქმეული ზედმეტი სახელი თიკუნი არის. ფშავში იგივეა: რძალი დედამთილს და მამამთილს მაზლის სახელობით ეძახის: ხიწუას დედა, ხიწუას მამა, კირკილას დედა, კირკილას მამა. შდრ. დეჸი.

თილისმიანი
ფშ., (არაბ.) ნ. ლაქარდიანი.

თიმთიმი
(ვაჟა 649,5) ციმციმი? თრთოლა?

თინქელა
ფშ., ქინთელა ჴ., საბერაჸი თ. შარდის ბუშტი.

თირება
ფშ. ბალღის დაწყნარება, დამშვიდება, დათირება ჴ. (შატ.) ბავშვის დაწყნარება. მთიულეთში არ იციან.

თიჴა
ხთის თიჴის კაცი მთ., ჴ. (არხ.), ქრისტის თიჴის კაცი ჴ., ფშ., ეშმაკის თიჴისა მთ.

თლუხთუხი
(ვაჟა, „ცრემლები“, 197).

თოვლი, თოლი
ჴ. თოვლი.

თოლ-ი
მთ., მოჴ., თვალი. თოლის დავლება ნ. თვალის დავლება, თოლის კაკალი, თვალის ცეცხლი ჴ., გუგაჸი თ. თოლადი ბიჭი ნ. სერ-ჴორციანი.

თოლ-კოჭი
მოჴ. [წისქვილში] სიქინჯილა (გურიაში), ჯერ სადები, მერმე თოლი (თვალი), მერმე კოჭი. ნ. ლითონი.

თოლ-ჟუჟუნა
ნ. თვალ-შურთხი.

თოლმაჯი
(ყ. 716,18), თოლმაჯობა (დაბეჭდილია თოლმოჯობა ყ. 129,5) „ქისტებმ იციან თალმაჯი“ (ჴ.).

თორ-პილ-ი
(<ტოლ-პირი) მოჴ., თვალ-პირი თ., ფშ. პირისახე.

თოფვა
ჴ. თოფის სროლა: ვთოფავთ, სთოფავთ, თოფევდა, ეთოფ, ნათოფავი (ჴ. მას.). მეთოფე ჴ. თოფის მსროლელი; სათოფე ჴ. თოფის სასროლად დაყენებული ნიშანი. „თუ სათოფეს, ტყვია არ მახვდ, ის აღებულ არ ას, ტყვია სათოფეს უნდა მახვდას“. სრევამდე ჭირის პატრონები გამააცხადებენ: „ჩემს სათოფეზე ჯღანი დგას“, ჩემს სათოფეზე თეთრივ“ (ჴ. მას. 147-148).

თოფის გაყრა (ან დამბაჩისა)
გუდ., მოჴ., თ. ლულის განთავისუფლება კონდახისაგან, სალტეებისაგან და კუდის გამოღება გასაწმენდად.

თოფის ისარი
გუდ., მოჴ., ფშ., ჴ. (ყ. 632,4 ქვ.), თოფის ჩიბუხი თ. ზუმბა.

თოფის ჴმის გატეხა
1. ხევში მკვდრის დასაფლავების შემდეგ სოფელში თოფს ვერავინ ისვრის, სანამ ჭირისუფლები შესანდობრად და მოსახსენებლად ნიშანს არ დააყენებენ. პირველად ჭირისუფალმა უნდა ესროლოს (და იმღეროს), მერმე – სოფელმა. ამას ეძახიან თოფის ჴმის გატეხას (ყ. 13, შენიშვნა). იგივეა გუდამაყარშიც. ხევში დაემდურებიან, რომ სამი დღის შემდეგ თოფის ხმა არ გატეხონ. ხევსურეთში (და ხევშიც), რადგან შიშიანობაა, თოფის ჴმას სამი დღის შემდეგ გასტეხენო (არხოტში იმავე დღეს). მთიულებმა: გუდამაყარში და მოჴევეებში იციანო. ნ. შაშანდობარი. 2. განგაშის ატეხა.

თოქი
მოჴ. მშიშარა. დათოქდა, არ დაგათოქას!

თოქმა
(1) ჴ. კალა და ტყვია ერთმანეთში არეული (თანაც კითხვის ნიშანი მიზის).

თოქმა
(2) ჩასხმული (ქალი, კაცი), არც მაღალი, არც დაბალი, არც წვრილი და არც მსხვილი. თოქმა ფშ. (ბარიდან) დაბალი (მიზის კითხვის ნიშანი).

თოში
ჴ. ა) დეკის ნეშო, დეკის ფოთოლი. ნ. დეკა. ბ) ჴ. (შატ.) ყანეულის ნეშო (ქერისა, სიმინდისა, ნივრისა, და არა ტყისა, არც დეკისა).

თოხლი
ნ. თხა, შიშაქი. ბატკანი გაზაფხულზე ჩნდება თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. შემოდგომიდან იგი თოხლია. გამიგონია ასეთი ანეგდოტი: ერთი ბარელი მეველე დაუდგა წინ ერთ წოვა-თუშ მეცხვარეს და უნდოდა ცხვარი წაერთვა. მეცხვარემ დაუძახა თავის ბიჭებს: თ ო ხ ლ ე , ჰეო! (წოვა-თუშურად: დაჰკარი!). მეველემ უთხრა: თოხლი კი არა ჭედილა მინდაო.

თოჴი
(1) თ. წერაქვი; მოჴ. წერაქვის მსგავსი იარაღი.

თოჴი
(2) მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. წისქვილის ბორბლის ღერძზე ზემოდან დაცმული რკინა, რომელიც ზედა წისქვილის ქვას ატრიალებს. ნ. კაპორჩხალა, წისქვილი.

თრითინა
ნ. ქურცინა.

თრიმლი
გუდ., მთ., თ. თვრიმლი ფშ., გუდ. ყვითლად საღებავი ხე. მთაში ძვირად არის. ცხორმა და ძროხამ რომ ჭამოს, მოჰკლავსო. მთიულეთში არ არის.

თრუალ
სათრუალა ჴორ. სანაგვე.

თუ
(1) ჴ. თურმე: ამ მთაში თუ თიბს ეს გაბური – ამ მთაში თურმე თიბავს ეს გაბური (ჴ. მას.).

თუ
(2) ჴორ. (კითხვისას): მენ თუ, ჩემო ნინუა – განა მე, ჩემი ნინუავ?

თუთუნებს
(მაგ., ჭია) ჴ., ფშ. თუის, ფუთფუთებს.

თუთქარი
მოჴ., ფუფქარი ფშ., ღადარი ფშ., თურთქალი თ. (გომეწ.) ცხელი ნაცარი. მთუთქარი ჴ. მწვავი, ცხელი საზოგადოდ.

თუთქმის
(<თუ ითქმის) მთ., მოჴ. (იშვიათად) თითქმის.

თუილი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჭიების თუთუნი“ თუილი (თუის, თუოდა) თევზისა, ბუზისა , ჭიისა, ფრინველებისა და სხვათა არევა, მრავლად როცა არის, ნ. თუთუნებს.

თუკლაღ
ჴ. ალბათ, მგონია, არ თუკლაღ ჴ. არა მგონია, თუკლაჸ, თუ კლა, თუ კლო თ. მგონია, ვითომ.

თულანაი
მთ., მოჴ. ჯოხი, რომელზედაც ტოლი იხვევა, ხევსურეთში სხვაგვარად იციან ქსოვა.

თულნუქა
ნ. დურუქა.

თულუნქა
თ. ნ. დურუქა.

თულუხი
ფშ. (ვაჟა, ჭყ.) „სპილენძის კოკა. თულუხს, წყალი რო დააქვთ კამეჩის ტყავით, იმასაც ეძახიან“. ჭურჭელი იხმარება და სიტყვაც იციან აგრეთვე მთიულეთში, ხევში და ხევსურეთში. ქართულად მოუბარი თუშები მას თუნგს ეძახიან. თულუხი, კოკა ფშ. სპილენძის კოკა. არის სხვადასხვა სახის თულუხი: ძაუგური, ქალაქური.

თუნგი
თ. ნ. თულუხი (მოჴ., ფშ., ჴ.).

თუნთლი
ნ. დონდლედ.

თურ, თურე
თ. თურმე. „მოიდ თურე“.

თურთქალი
თ. (გომეწ.) ნ. თუთქარი.

თურქული
ჴ. ნ. ქურთული.

თუში
1) გუდ., ფშ., თ. სამი ჯოხი ქვეშ გაშლილი და ზემოთ ერთად შეკრული, რომელზედაც ქვაბი ჩამოეკიდება. შუაზე საკიდელი ჰკიდია. თუში ხისგან კეთდება. იგი ზედადგრის მაგივრად იხმარება დღეობის დროს, ზოგჯერ საკიდლის მაგივრადაც. არის სხვანაირი თუშიც: კაპიანი ხე დაესობა და კაპზე ქვაბი ჩამოეკიდება. „ანთია ცეცხლი, რომელზედაც თუშებით ხორციანი ქვაბები ჰკიდია“ (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 141). ნ. კიბალი. 2) მთ., მოჴ., ორკაპი ხე ლოდების ზედ დასაწყობად და გასათრევად.

თუშურა
ჴ. ღრმად ამოთხრილი კოვზი. თუ დიდია – ქიტი, თუ ქიტზე დიდია – კოში.

თუჯი
ნ. სინა.

თქრიალი
თქრიალით გადმოსდიოდა სისხლი (ყ. 222).

თხა
მოჴ. (ყ. 312) დედალი ჯიჴვი, დედალი ფსიტი (ანუ დედალი არჩვი). მამალს ჰქვია ჴარი ჯიჴვი, ჴარ-ლაღი (მოჴ.). „თხა არი დედალი ფსიტი და დედალი მშველი. დედალ ჯიჴვს შუნს ეძახიან. მამალი ჯიჴვი ვაცია“ (გუდ.). თხა და ცხვარი. თხაც დოლობის დროს ჩნდება (ე. ი. თებერვლის ბოლოს და მარტის დამდეგს). ჯერ თიკანი (ცხვრისა – ბატკანი), შემოდგომიდან – ჩებიჩი (ცხვრისა – თოხლი). ერთი წლის შემდეგ მამალი თხა – ვაცალა (ცხვრისა – ჭედილა), დედალი – წალი (ცხვრისა – შიშაქი); ორის წლის შემდეგ მამალი – ვაცი (რომ დაიკოდება – ნაბოტარი), დედალი – თხა. ბოტი – დაუკოდავი თხა საზოგადოდ, ასაკში შესული. ვერძი (ყოჩი) ჴ., მოჴ. დაუკოდავი ცხვარი საზოგადოდ. ბოტი ჴ. დაუკოდავი თხა (რამდენი ხნისაც უნდა იყოს). ბოტი ფშ. ორი წლის მამალი თხა (დაკოდვამდი ჩებიჩია). ბოტი გუდ. სანამ დაიკოდება, ბოტია, დაიკოდება და ვაცია. ერთის წლისა ჩებიჩია, ორისა ბოტი, რომ დაიკოდება, ვაცია. ბოტი მთ. ორი წლის მამალი ხარი. ბოტილაი მთ. ერთის წლის მამალი თხა („დედლია ჩებიჩი“). აგრე მიწერია, მაგრამ მეეჭვება: ჩებიჩი საზოგადოდ მამალი თხაა პირველი შემოდგომიდან და არა დედალი. შატილში: ჯერ თიკანი, მეორე წელში ჩამდგარი: მამალი – ვაცუნი, დედალი – წალი; წალი მოიგებს თუ არა – თხა; ვაცუნი ოთხის წლის შემდეგ – ვაცი. წალი მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ერთი წლის დედალი თიკანი. ჩებიჩი მოჴ., ჴ. (ჩეფიში თ.) მამალია. წლამდი: ციკანი თ., თიკანი ჴ., შემდეგ ჩეფიში თ. მამალი, წალი თ. დედალი. ორი წლისა: ვაცუნი თ. (მამ.), თხა თ. (დედალი, რაკი მოიგებს). დაყვერვის შემდეგ ვაცი თ. ნ. ჯიჴვი.

თხევა, დათხევა, მითხევა
ფშ., ჴ. დაკარგვა, დამალვა. მიეთხიე დაიკარგე, მისთხიე. ნ. დაფარვა. დათხევა (რაზ.-ჭყ.) „უცებ დაკარგვა, მიმალვა. დაითხიე აქედან წაეთრიე აქედანაო“.

თხემლი
ჴ. თხემი, თავის ქალა.

თხის ძუძუა
ერწო, მთ., თითა მოჴ., თ. მცენარეა. ძირს ჭამენ. ძირს სამი ან მეტი კაპი აქვს. ნახნავში არ მოდის, მხოლოდ ბუსნოში და ჭყანტ ადგილებში იცისო.

თხლაშანი
მოჴ., ტყლაშნი, ტყრაშნი ჴ. სილა. თხლაშათ გაგადენ მოჴ., ტყრაშნი გაადინ ჴ., ტყლაშანი თ., ფშ. გარტყმევის ხმა.

თხლე
თ., წვერის თხლე ა) ლუდის (ალუდის თ.) თავზე მოყენებული პერი, ჭიჭი ჴ., ჩამი ფშ.; ბ) ძირის თხლე თ., თხლე ჴ. ლუდის თხლე.

თხოვა, დათხოვა (მუქარისა)
ჴ. მუქრება, დამუქრება. მუქარას მთხოვენ მემუქრებიან, მუქარას დასთხოვს დაემუქრება (ჴ. მას.).

თხორი
ა) ჴ., ფშ. (რაზ-ჭყ.), ნართი მთ., ნასთი მოჴ., დულუკაჸი თ. გორგალი დართულის ძაფისა, ბურთივით დახვეული ძაფი; ბ) თხორი თ. ქსლის ძაფი (სიგრძეზე გაბმული), თხორი ფშ. ქსელი ყდებზე გაბმული. ნ. ხინდე. შდრ. ყუმბილაი.

თხრა
ფშ. გუდ., მოჴ., ჴ., თ. მიწის თხრა თევზის მიერ წყლის ნაპირებში ქვირითის დაყრის დროს. შემოდგომაზეა, ხვთიშობლობის შემდეგ იცის. ჴარ-ირემიც მაშინ ყვირის.

თხუნველა
ნ. თაჴვი.

თხუსი
გუდ., მთ., მოჴ., დუსხაი ჴ. ძროხის (ხარისა და ფურის) კოჭი. საქონელს აქვს უკანა ფეხის სახსარში საგორავი ძვალი („კაცს აქვს კვისტავი“). თხუსი ძროხისაა, კოჭი ცხვრისა. სათხუსავი ტყავი მათარად კეთდება. „თხუსი“ არ იციან თუშეთში, ორივეს კოჭას ეძახიან. შდრ. დუსხა.

აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი

ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.

აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.

ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ

Don`t copy text!