There are currently 137 names in this directory beginning with the letter ლ.
ლაგამი
(სპ.): საჴორჴე ლაგამი მთ. პირში ამოსადები რკინიანი აღვირი. ნ. ალაჴი (1). მარჴილის ლაგამი მთ. თივისა და მარხილის შესაჩერებელი მუხრუჭი. ლაგმვა, დალაგმვა ჴ., თ. შეჩერება, დამორჩილება: „მიწრიელ დაულაგმიდი“ ჴ.
ლავაშ-ი
ლაში, ლაოში მოჴ. ლავაში, თხლად გამომცხვარი პური. „ბებრის ქელეხში ქერის ლავაშიც კარგიაო“ (ანდაზა).
ლავაშა
(3) ფშ., მთ. გიჟი ცხენის დაჭედვის დროს დასაწყნარებლად ყურზე ან ჩიჩვირზე თოკ-გამობმული ირმის რქა ან ხე.
ლათბა
ჴ. გრძელი და დიდი გეჯა. ხმარობენ უმეტესად ხატებში ლუდისთვის. ლახტბა, ლახტმა თ. (ბევრმა არ იცის) სალუდე გეჯა. ლათვე, ლათბე ჴორ., გუდ. წყალზე დადგმული გეჯა საქონლისთვის. ნ. ისარნა.
ლაკანტური
ჴ. ლუყი, ენა-მოჩლექილი, ჩლიქი. ლაკანტურობით ცნობილიაო ხევსურეთში ორი სოფელი: ხორნაულთა და ჭიმღა. მაგალითები ჭიმღიდან: დალაი (დანაი), კოლაი (კონაი), ლას ამბობ შელა (რას ამბობ შენა), მაცვი (მაჩვი) და სხვ.
ლალვა
წალალვა ჴ. წარგზავნა, გაგზავნა; წამალალვა ჴ. გამოგზავნა; გადალალეს ჴ. გადარეკეს. ელალე თ. გარეკე (საქონელი).
ლამპარი
ჴ. შუა ზამთარი, დაახლოებით იანვრის ბოლო რიცხვები („ზამთარ რო გასწორდების“). ლამპრობა ჴ. ნ. ივ. ჯავახიშვილი, ქართვ. ერის ისტორია, წ. I, 1908, გვ. 109. კ. კეკელიძე.
ლამპარია
გუდ., მთ. დიდ ოთხშაბათს ცეცხლი უნდა დაანთონ (ლიხისა), გადაფრინდებიან ზედ და იტყვიან: „რი კუდიანთასაო“. ამპარია მოჴ., ლომპორია ფშ. დიდი ცეცხლი.
ლამპარიობა
გუდ. ცეცხლის დანთება ნათლისღების წინა დღეს. ლამპორიობა მთ. დიდ ხუთშაბათს დანთებული ცეცხლი. ლომპორია ფშ. დიდ ოთხშაბათს დანთებული ცეცხლი. ამპარიობა (ჰო აგრე!) მოჴ. ჭია-კოკონა (31 იანვარს დაანთებენ ცეცხლს). „ლამპრობა“, როგორც საეკლესიო დღესასწაული, მოდიოდა მირქმის დღეს. ე. ი. 2 თებერვალს ძველი სტილით. ნ. ლამპრობა.
ლამპრობა
მთ. ყველივრის პარასკევს ცეცხლს დაანთებენ და ზედ გადაფრინდებიან ბალღები. ნ. ლამპარი, ლამპრიობა.
ლასტ
(2) გამოლასტული მთ., მოჴ., თ. „გომი ზურგზე მიკრული“ (მთ.), ძლიერ მშიერი. დალასტული, წამოლასტული დაწვენილი ყანა (ავდრისგან, სეტყვისგან ან თავისი სიმძიმის გამო).
ლაფ-ი
მოჴ., ჴ. სველი. დალაფება ფშ., თ., ჴ. დასველება წვიმისგან. დამალაფა – წვიმამ დამასველა. დავლაფდი, ჩავლაფდი, გუდ. დავსველდი წვიმისგან. ჩამალაფა და ჩამატბორა თ. ნ. ტბორი.
ლაქარდიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ენაწყლიანი, ენა-ტკბილი“. თილისმიანი ფშ., მოჴ. პირმოთნეობით მოლაპარაკე. „გაუთლის ლაქარდებს“ (ფშ.).
ლაღი
გალაღება ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გახარება“. მთ., მოჴ., ჴ. თ. იგივე. „გალაღებულია, არა აჯავრებს რაო“ (მთ.).
ლაყო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. ლოყა, ქური ჴ. (თუშეთში ლოყა იციან). გუდამაყარში ყოყმანობს თვითეული: ხან ლაყო-ო, ხან ლოყა-ო. იხმარება კი ორივე ფორმა, მაგრამ რომელი უფრო ხშირად, ვერ გამოვარკვიე.
ლაშარის ჯვარი
ფშავლების სალოცავია (ფშავის არაგვის თავში, მარჯვენა მხარეს. მის პირდაპირ მარცხენა მხარეს, ოღონდ უფრო მაღლა, თამარ-ნეფეა.
ლაშნი
(მრ.) მთ., მოჴ., ფშ., ჴ. პირი. ლაშთ გართხმა, დართხმა პირის გაღება, დაღება. „რას ართხამ ლაშთაო“ (მოჴ.), რას დაგირთხმია ლაშნი“.
ლაჩქიმი
ფშ., ლაჩქიმა (ერწ.) ორი ხე, რაზედაც დაწნული ჩელტია დაკრული და რომლითაც ჯინს მიათრევენ. ლაჩქიმა გუდ., ციგის ღუა (ღუა – ციგისა და მარხილის ფეხი). ლაჩქიმი მთ. ფიცრისგან გაკეთებული ციგა (ციგა მთიულეთში მოხრილი ხისგან მარხილსავით გაკეთებული საქანელაა).
ლაჭანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წნელისაგან მოქსოვილი ლოგინი. შიგ თივა ან ბურდო აგია და ისე იძინებენ“. ჩაფი ჴ., ლაჭანი ჴ. (შატ.), ტახტი (ფიცრისა), ჯინი თ. იგივე.
ლახიანი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფეხებს რომ ძლივს დაათრევს, ისეთი კაცი“. მისხედს კითხვის ნიშნები და მიმიწერია: არ არისო. ნ. ლაჯიანი.
ლახტარა
ჴ. მჟაველა (მჟაუნის მსგავსია). მჟავია ჴ. კიდევ სხვაა, მაღალი იზრდება. მჟავია თ., მჟავანა ფშ. საზოგადოდ ორივე.
ლაჴ
(1): გალაჴვა მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მიწაზე გაგორება. გალაჴვა მთ., მოჴ., ფშ., ჴ. მიწაზე გაგორება. გალაჴვა თ. გათელვა. დალაჴვა ჴ. ფეხით შედგომა, ფეხის დადგმა.
ლაჴ-ი
თ. ა) დაღლილ კაცს წყურვილის გამო პირზე რომ ჭუჭყი მოუვა. ბ) ლაჴი თ., ნერჴი ფშ. დამდგარი წყალი რომ თავზე ჭუჭყს მოიგდებს.
ლაჯიანი
ჴ. კოჭლი; ლეჯიანი ჴ. (შატ.) კოჭლი. ლაჯიანი თ. ვინც კარგად ვერ დადის; ვისაც ბუნებით დაჰყვება რაიმე ნაკლი და ვერ დადის კარგა. „ლაჯიანი ლაჯიანს აყვედრიდაო“ თ. (ანდაზა).
ლებ-ი
(1) მოჴ., ფშ., ჴ. კლდიდან გამონადუღი შაბის მსგავსი რამ (შრება, მლაშეა). ჯიჴვი და ფსიტი ეტანება და ლოკავს. მონადირეებმა იციან ეს ადგილები. კლდიდან გადმოდის. შაბის გემო აქვს. საღებავად ხმარობენ (წითლადაც, შავადაც და სხვ., ყოველგვარია). დიში თ., შდრ. მატალა.
ლებვა, დალებვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შესაღებავათ გამზადებული ნართის მჟავეში გავლება“, ლებით შეღებვა. ნ. საღებავი.
ლეგუში
ფშ. ლუდის ამოსაღები ჭურჭელი. ზოგი დიდია, ზოგი პატარა. სპილენძისაა, ხისაც. როგორც თუნგი, ისეთი ფორმისაა.
ლეკურა
ფშ. წყალში მოხარშული პატარა პურის კვერი (ცომი მომრგვალდება ერთი ხელის გამოსმით, მაგრამ თავი არ შეეკვრის).
ლემ-ი
თ. (ბოჭორნაში ლიმი), ლემცოფა თ., ფშ. ლენციფა. თეთრი ბალახია, მაღალი იზრდება. კაცს აგიჟებს. ნ. ნარცოფა.
ლემადე
ჴ. (ჭყონიას ლამადე შეცდომაა) ქარ-ბუქიანი ნისლი, თანაც ბნელი; ნისლი მთაზე გადმოწოლილი ქარისაგან. „ლემადეს იმას ვეძახთ, ცოტა ნისლებ რომ დაჩნდების, იმასთან ცოტა სიცივე იქნების“ (ჴ.). ნ. ჯანღი.
ლემანი
მოჴ. ნისლის ფერი, ყომრალი, რუხი. ლეგა ფშ., ჴ., ლემანა, ლემანაი ჴ. (იშვ.) ითქმის ხარზე და ფურზე.
ლეპო
მთ., ლაპო მოჴ., ლოპო ფშ., ჴ., თ. წვენი, რომელიც ჩაუდგება გაღვიძებულ მცენარეს ქერს ქვეშ და რომლითაც ის იზრდება. „ლაპობის დროს (თებერვალ-მარტში) მოჭრილი ხე“ (მოჴ.).
ლექსი
მოჴ. (ყ. 642,18; 758,17 ქვ.) ზღაპარი. ლექსი ჴ. ლექსად ნათქვამი უფრო ქალ-ვაჟის სიყვარულის შესახებ. ნ. სიმღერე.
ლეში
(1) მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. (იშვ.) ხორცი. საპირისპიროა ძვალი, ძოლი. „წუხელ, ძმისავ, კარგი სიზმარი ვნახე, ტყავს რასმე გავზილავდი, ლეშს რასამ ვკიდებდი კირჩხაზე“ (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 34). დაილოცენით, ფშავლებო, / თქვენის ფშაურის წესითა! / მანამ თქვენ მყავხართ ცოცხლები, / ლეში არ მომაკლდებისა. (ვაჟას ექსპრომტი, ფარნ. ლომაშვილის „რამდენიმე მოგონება“: „ლიტ. საქართვ.“, 13.8.1976).
ლვილი
(1) ფშ., ჴ. ა) საქსოვში (საქსოვ ხელსაწყოს ყდათ ეძახიან, ყდანი) ერთი თავში და ერთი ბოლოში გაყრილი ჯოხი, რომელზედაც ქსელია დახვეული. ბ) მარხილში გაყრილი ჯოხი. რვილი ჴორ., გუდ., მთ. ვილი თ. (ქსლისა).
ლიბო
გუდ., ფშ., თ., ლიბუ ჴ., ლიბო (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 205). საძირკველი, უმთავრესად მისი ზემო ნაწილი.
ლიგანა
ჴ. (არხ.) სათიბის პირად ქვებისაგან ახოხოლებული კოშკი. ნ. კოშკი. ლიგანა ჴ. (კიდევ) მთებში გზის საჩვენებლად ახოხოლებული კოშკი (ვთქვათ, მონადირეებისა).
ლითონი
მოჴ., კაჭკაჭი ფშ., კაპორჩხალა მთ., კაპორჩხინა (გუდ.), თვალი ჴ., თოლ-კოჭი (?) მოჴ., საკოჭური თ. რაზედაც წისქვილის ბორბალი ბრუნავს. „ლითონზე გადავარდაო“ (მოჴ.).
ლიკვი
(2) თ. კედლის („ყორის“) აფრა, სხვეტსავით აყვანილი კედელზე, მისაშველებლად (ნ. კულა). ლიკვები თ. კედელში დატანებული გათლილი ხეები ან სიპები, რომ კედელი არ გაიხსნას.
ლიპაობა
ჴ. „ბავშვების სათამაშოა. ბავშვები წრეს შემოხაზავენ და შუაში მწკრივზე კოჭებს გააწყობენ. თვითეული მოთამაშე გარკვეული მანძილიდან ქვას ესვრის კოჭების მწკრივს და რამდენ კოჭსაც ამ გარტყმით შემოხაზულ წრეს გადააცილებს, იმდენსავეა მოგებული“ (ჩაჩ. 45).
ლიტრა
საწყაოა. ხევსურული ლიტრა შეიცავს ოთხ ჩარექს, ანუ ოც სტილს. სტილი კი – ოთხ კვერცხს. ნახელიტრა ჴ. ნახევარი ლიტრა. ნ. საწყაო.
ლიშანი
(1) ჴ. ნიშანი, ლიშნავს ჴ., ა) ნიშნავს, ბ) შარნავს (საცოლეს), ლიშან-მიცემული ქალი ჴ., ანუ დალიშნული ქალი ჴ. „ნათხოვი“ (ბეს.).
ლიშანი
(2) ჴ. მიზანი. დაღლიშნებს დაუმიზნებს: „ლიშანი იცის ისეთი, რომ, რასაც დაღლიშნებს, არ გააცდენს ტყვიას“ (ჴ. მას. 188,8).
ლიხი
მთ., მოჴ. გამხმარი ღერი ნარისა და თამბაქოსი. თამბაქოს ლიხი: თამბაქოს ჩამოაცლიან ფოთოლს, ღერს გაახმობენ, მოხარშვენ და მის ნახარშში ხბოებს გაბანენ, რომ წილი გაუწყვიტოს. ნახარში მწარეა. მისი სუნი ხბოს აბრუებს და ზოგი ვერც კი უძლებს. ლიხი მოჴ. ყალივნის ტარის („სირის“) გამოსაწმენდი წვრილი მცენარის ღერი. გამხმარი ღერი ბალახისა საზოგადოდ. ლიხი ჴ. მსხვილ-ფეხა ბალახი. ლიხი თ. მაღალჯოყრიანი ბალახი. ლიხი ფშ. ა) მდიდარი ბალახი. ბ) სველი, დანესტიანებული.
ლოჴ-ი
(2) ფშ., მოჴ., ჭუჭყი. ლოჴი, გოხი ჴ. ჭუჭყი. ლოჴი ჴორ., გუდ., მთ., მოჴ., ფშ. ჭუჭყი. ლოჴიანი, გოხიანი ჭუჭყიანი.
ლუბი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., გამხდარი, მჭლე (საქონელი). სილუბე სიგამხდრე. გალუბება ჴ. დამჭლევება. ნ. ჯანდაგი.
ლუგუმი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. უგემური, უმარილო (საჭმელი ან სასმელი, მაგ., დაუმჟავებელი კაპარი); ულაზათო, უგერგილო (კაცი). „სიტყვა კოჭლი და ლუგუმი“ (ვაჟა, 112,1 ქვ.).
ლულუა
ჴ. (იშვ.), ლილია ჴ. (ხშირად), ლულუა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ზიზია“, ბრწყინვალე რამ ბავშვების სათამაშოდ. ბალღებს ვეტყვით: მოიდა ლულუაიო, მოიდა ბუაიო (მთ.) „ლულუან გელევიანო“ (ჴ.).
ლურუმა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახია“. მე კითხვა მიზის და არ იციანო, მიწერია. ალბათ კორ. შეცდომაა ლუხუმას ნაცვლად.
ლუსმარი
ფშ., რუსმალი მოჴ., უსმარი ჴ., თ. (არაბ. მუსმრ) მუსმარი, ლურსმანი. უსმარი თ., ლუსმარი ფშ. ცხენის დასაჭედი ლურსმანი.
ლუწ-ი
მთ., მოჴ., ლუჭი გუდ., ფშ., ლუჭყი ჴ., ლურთი თ. (თამაშობაში): ლუწი თუ კენტი (მთ.), ლუწი თუ კეტი (მოჴ. კეტი და არა კენტი), ლუჭ თუ კენტი (გუდ.), ლუჭყ თუ კეტი (ჴ.). „ ლუწნი წყვილია“ (მოჴ.). ნ. ჩუთქი თუ ქანა საღარა.
ლუწკეტობია
„დილით კალოს კარზე გაუთხოვარი ქალები ცალკე იკრიბებოდნენ, თან თხილი ან კაკალი მოჰქონდათ და საფეხნოს კარზე მყოფ ბიჭებთან შარის გასწვრივ ლუწუკეტობიას თამაშობდნენ“ (ჩაჩ. 144). „ბიჭები საფეხნოში ჭიდაობდნენ, შვილდ-ისარს ისროდნენ, ლუწკეტაობდნენ“ (ჩაჩ. 145).
აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი
ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.
აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.
ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ