მთის კილოთა ლექსიკონი

There are 243 names in this directory beginning with the letter ნ.
ნაარხაჯალი
ნაწიდვარი, ცხვრის ნაბინავარი. ნ. არხაჯი.

ნაბაკარი
ჴ. ნ. ნაწიდვარი.

ნაბარევი
ჴ., ფშ., მთ. ბარიდან შეყოლილი სიცხე, ან სატკივარი (კაცისა, ცხვრისა).

ნაბეჩხარი
მოჴ. გამოფიტული მიწა. ნ. აბეჩხარი, ხირხატი.

ნაბიჭვარი
ჴ. ბუში.

ნაბოტარი (თხა)
მთ., მოჴ., თ., ფშ. დანაკოდი (თხა). ნ. თხა.

ნაბუგალი, ნაბუნგალი
მთ. (ჴადა) თივის, ჩალისა და სხვა რამის ნამცეცები. ნ. ბუნგალი.

ნაბჯა
ჴ. ნ. ნამჯა.

ნაგაბარი
ჴ., ფშ. (იშვ.) ნაგლეჯი, ნაფლეთი (ბალახისა, ტანისამოსისა და სხვ.). გაანაგაბრებს ნაფლეთებად აქცევს (ჴ. მას.).

ნაგაზარი
შავარდენთ ნაგაზარი ჴ. შავარდენთ კლანჭგაკრული (ჴ. მას.).

ნაგალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყლისაგან გაცვეთილი კლდე და მისთანა“. ეგეც არისო, მიმიწერია. ნაგალი მთ. სამჭედლოში გახურებული რკინისაგან კვერის მიერ ჩამოცლილი ნამცეცები. ნაგალი მოჴ. ნახმარ-ნამუშევარი (ვთქვათ, ურემი და სხვა, მაგ., იარაღი). გაგლილი თ. ნ. გლა.

ნაგერალი
თ. ფშ., ნ. გერი.

ნაგრილი
მოჴ. ნ. გრილი, ჩდილი.

ნაგულა
ფშ., მთ., ჴ., ნაგული მოჴ. საჩეჩელში დამრჩალი დაბალი ხარისხის მატყლი. კიდევ რომ გადასჩეჩენ, კვირტი დარჩება. ნაგულა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მატყლს რომ ჩეჩენ, რაც დაბალი მატყლია და საჩეჩლის კბილებში რჩება, იმას ჰქვიან“. მთ. იგივე („ზოგი ნაგულას ეტყვის, ზოგი კვირტს, მთ.). ნაგულავი მოჴ. იგივე. „ნაგურა შეიკვრება ხმარების დროს (მუთაქებში ყრიან) და კვირტი ჰქვიან“. ნაგულა ჴ. „საორცხლის (საჩეჩლის) კბილებში დამრჩალი მატყლი კვირტია, კვირტს შემდეგ კიდევ გადასჩეჩენ და რაც იმას მატყლს გამორჩებიან, არის ნაგულა“ . კვირტი თ. პირველად იყოს გადაჩეჩილი, გინდა მეორედ.

ნადგომი
ჴორ. ნ. ნაარხაჯალი, ნაწიდვარი.

ნადედობი
თ. დედინაცვალი. ნამამობი თ. მამინაცვალი. ნადედობი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დედობილი, დედათ მოკიდებული“. მთ., ჴ., თ. იგივე. (თ.,ჴ. დედობილი არ იციან. ფშავში ორივე იციან: დედობილი, ნადედობი).

ნადირი
კარული ნადირი ჴ. რაც საჭმელია: ვაცი, ჯიჴვი, ფსიტი, ირემი. ველის ნადირი ჴ. რაც იჭმევა: მგელი, დათვი, მელა, კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ღორიც კი. ნადირი მოჴ., მგელი, ტურა, დათვი, ირემი, კურდღელი, შველი, ჯიჴვი, ფსიტი. „ნადიტს არა-იშვიათად მგელსავ უწოდებენ“ (ყ. 32, შენიშვნა), „ნადირი დეერიაო, მემცხორე იტყვის მგელზე“ (მოჴ.). ნადირი თ. ტყე-ველად მცხოვრები ცხოველი საზოგადოდ (მჴეცი თუშეთში არ იციან).

ნადობი
ფშ. (რაზ.-ჭყ.). „დობილი, დათ მოკიდებული“. მთ., ჴ. იგივე. ჴ., ფშ. ქალი კაცისთვის ნადობია, ქალი ქალისთვის – დობილი.

ნადუღალი
მოჴ., ჴ., თ. ადუღებული სვლისაგან ამოღებული სიმსუქნე. ყველს რომ ამოსწურვენ, დარჩება სველი (შრატი), სველს აადუღებენ და ამოიღებენ ნადუღალს . ნ. რძე, კალტი.

ნავ-ი
გუდ., მთ., ნაველა მოჴ., ნაჭლიკა ჴ. კრიჭა, წისქვილში ჴვიმირის ქვემოდან მობმული ღარი, საიდანაც დოლაბში დასაფქველი მარცვლები ცვივა.

ნავერღვენაი
ჴ. ნ. ნაორღვენი.

ნავლი
გუდ., მთ., მოჴ. ნაკვერცხლის ფერფლი. ნ. დაკვლი.

ნავღელი
ნ. ნაუღელი.

ნაზამთვრევი
ჴ. ბიჭა-ბატკანი (ნ.).

ნაზაყები, ნაღირძები
ჴ. ნაღრძობი. ნ. იზაყა (ზაყებასთან).

ნაზდი
თ. ნასთი, ნართი. ნაზდის შიტე ნ. შიტე.

ნაზვავი
ჴ., ნაზვავარი თ. ნ. ნაზოვარი.

ნაზლობი
ჴ., თ. ნამეწყრალი, ნამზღვლევი, მონახეთქი მიწა. ნ. მომხვლევა, დაზვლევა.

ნაზოვარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ადგილი, სადაც ზვავი დებულა და ამშრალა“. მთ. იგივე, ნ. ნაზვავი.

ნაზღვლევი, ნაზღლოვი
ნ. დაზვლევა.

ნათავარი
ფშ. ნ. საფუვრის თავი.

ნათელ
განათვლა ჴ. „საკლავის დაკვლა და ხელზე მისი სისხლის ცხება“ (ბეს.). სანათლავი „საკლავი, რომლითაც ინათლების“ (ბეს.).

ნათერძი
მთ., ჴარვეზი ჴ., რუყი მოჴ., ხავრეზი ფშ. მოუხნავად დარჩენილი მიწა ნახნავში. ნ. ჴარვეზი.

ნათოზი
ჴ. ნამსხვრევი, ნაფლეთი. ქარის წაღებული თივა. ჯიჴვნი მთა-წვერთ მაენათოზებიან (ჴ.) – მთა-წვერებს მოედებიან ქარივით (ჴ. მას.). ნ. ნათოსი.

ნათოსი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წყლისაგან გამორიყული ხე“.

ნაკ-ი
ნაკი დარჩაო ნ. მოჯეყვა.

ნაკანები
ჴ. ნაჯერები: გული აქვ ნაკანები მტერზე (ჴ. მას.).

ნაკაწრი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნაფხანი“. მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. იგივე, დაფხრაჭული მოჴ.

ნაკევარი
მოჴ. ნაცოხნი. ნ. კევნა.

ნაკენტი
ჴ. ნაჭდევი. ნ. კენტ.

ნაკენჭალა
მთ., მოჴ. ნ. ნაკირკალა.

ნაკერავი
მოჴ. ნაკერი.

ნაკერკატი
გუდ., ნაკერკატალი ჴ. ნ. ნაკირკალა.

ნაკერკატი
გუდ., ნაკერკატალი ჴ., ნაკენჭალა მთ., მოჴ.

ნაკიდელი
ჭირის ნაკიდელი მოჴ. ნ. ჭირის ოფლი.

ნაკირკალა
ფშ. ცხვრის ტყავის გამოუსადეგარი ნაჭერი,

ნაკრაული
ჴ. შეშის კონის შესაკრავი წნელი (ბალახისა ან თივის შესაკრავი – ალერდი, ძნისა – ულო).

ნაკუდი
თ., ნამკუდი ფშ. უხეირო მარცვლები, რომლებიც განიავების დროს ხვავშიც ვერ რჩება და შორსაც ვერ მიაქვს ქარს (ცალკე ინახავენ).

ნაკუთალი
ფშ. ნ. თიკანი (1).

ნაკუთალი
ნ. კუთი, თიკანი (1).

ნალა
ჩემო ნალავ ფშ., ჴ. სალანძღავი სიტყვაა. „აღარც ლანძღვაა, აღარც უიმისო“ (თ.). შემოუთვალა ერეკლეს: / ერეკლე, ჩემო ნალაო, / გამომიგზავნე სუსათი (ასეა!) / ჩვენი თბილეთის ღალაო (ჴ.), რომელიღაც სიმღერაშია.

ნალაჴი
ჴ., ფშ. სადაც თვიურიანი ქალი ან დედაკაცი გაივლის. ნალაჴი თ. ნატერფალი.

ნალევი
ფშ. გაცვეთილი ცელი (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 36). გუდ., მთ., მოჴ., ჴ. საზოგადოდ გაცვეთილი რამ (ცელი, ცული, დანა, ხანჯარი, მარჴილი). გალეული თ. იგივე.

ნალეწი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ., თ. (ვაჟა, 255,11) ხმელის ხის ტოტი, ნამტვრევი, წაქცეული ხის ტოტები. ლეწილიანი ჴ.

ნალო
ნ. სათარი.

ნამ-უკრავი
გუდ. თივა, რომელსაც წვიმა არ დასცემია. საპირისპიროა ლები. ნ. ლები (2).

ნამაგდარა
(ყ. 537,9 ქვ.) ნაამაგდარი.

ნამამობი
(1) თ. მამინაცვალი. ნ. ნადედობი.

ნამამობი
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მამობილი, მამათ მოკიდებული“. მთ., ჴ. იგივე.

ნამგალ-წვერა
მთ., ნამგლის კუდი მოჴ. ნ. სამკლის კუდი.

ნამგალა
(1) ნ. კლდის მერცხალიკა.

ნამგალა
(2) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მეზობელი მწყემსი“. მოჴ., მთ., თ. იგივე, მონამგლე თ. მეზობელი, ახლო მყოფი მწყემსი. ნამგალა (ყ. 733, შნშ) ამხანაგი.

ნამგალაობა, ნამგლობა
(ყ. 496,9 ქვ.; 503,15) ამხანაგობა (მწყემსებისა). „გაბედულის და გამოცდილის მწყემსის მეზობლობა ძვირად დასაფასებელი იყო“ (ყ. იქვე).

ნამგლის კუდი
მოჴ. ნ. სამკლის კუდი.

ნამგლის კუდი
მოჴ. დიასახლისს ერთ მუჭა თავთავს მიუტანენ და მიულოცავენ: დარჩი, მაჴნულო, დარჩი მამკულო, დარითამც გაილეწები, ორმოს ჩახოლ, ძველად გახოლ, ჴორწილ-ნათლობაჩიმც დაიხარჯებიო. თუშეთში მკის გათავების შემდეგ სამ თავთავს ძირიანად ამოიღებენ, თაროზე დაჰკიდებენ და გიორგობას ლუდის დუღებაში გამოხარშავენ.

ნამეტნავ
ჴ. უმთავრესად, განსაკუთრებით (ჴ. მას.).

ნამზვებლავი
ნ. ზვება.

ნამზველი
ჴ., თ. საქონელი, რომელიც იზვა, რომელმცა მოიგო. მონაგები გუდ. ნ. ზვება.

ნამზვლევი
ჴ., ნამზღვლევა გუდ., ჴ., ნა(მ)ზღლოვი მთ., ნაზლობი თ. ნამეწყრალი, გამოსაქანებლად დაპირებული მიწა.

ნამკალი
თ. ნ. ნამჯა.

ნამკუდი
ნ. ნაკუდი.

ნამტენა
ჴ. მესამედ გადაჩეჩილი მატყლი, სართავად გამზადებული. ფარტენა მოჴ., ჴერელი თ., ფოლი ნ. ფშ. ერთად შეკრული მატყლი.

ნამუსი
ნ. სანამუსოე.

ნამუშაელი
ჴ. ნამუშევარი (ჴ. მას.)

ნამცოფა
ერწო, ნარცოფა გუდ. ეკლიანი ბალახია, თხა და ცხვარი ძალიან ჭამს. ლემი თ. იგივე.

ნამწერავი
ჴ., თ. ბუზი რომ კვერცხებს დააყრის რასმე, მაგ., საჭმელს. ნამწრევი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხრსილი, ბუზების კვერცხები“.

ნამჭლეური
გუდ. ნ. მაჭლეური.

ნამჴრევი
ჴ., მოჴ. ნ. ნაფთევი.

ნამჯა
გუდ., მთ. მომკილ ყანაში დარჩენილი ჩალა. ნამკალი თ., ნამჯავი მოჴ. მკის შემდეგ დარჩენილი ჩალა.

ნანდაური
ფშ. (ჭყ.) „საყვარელი (ბაბ. მინდოდაურის ლექსი, „ივერია“, 1886, № 204), რაზიკაშვილის ახსნით – სასურველი, ნანდაური – ვინც მინდა, ვინც მსურს, ვინც მომწონს, ვინც მიყვარს, (მინდა თ. ა) მსურს, ბ) მიყვარს). ნანდაური ჴ. წინათ ნაყვარები.

ნანდობი
თ. ა) გამორჩეულად საყვარელი; ბ) საყვარელი. ნ. ნანდაური.

ნანჩქარი
„თერგიც ათას ნანჩქარებს ისროდა ქვიდგან ქვაზედ“ (ყ. 136, 4). აბაშელის გამოცემაში ამ ადგილას ჩანჩქარებს იკითხება (გვ. 117,7 ქვ.).

ნაობრანცობა
ჴ. ჯარში ახლად გაწვევის დრო (ჴ. მას.).

ნაოზღარი
მთ. ადიდებულ წყალზე იტყვიან გაზაფხულზე. „ნიორღალს ვეტყვით ჩვენ“ (მთ., მლეთე).

ნაორღვენი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დიდი ღვარი“. დიდი ავდარი (ბაჩანა, „დ.“ 59). ნავერღვენი ჴ. ძლიერი წვიმა. ნაორღვენი, ნაურღვენი ფშ. დიდი წვიმა. შდრ. ნაოზღარი.

ნაოჴარი
ჴ. აკლებული, აოჴრებული (მტრისაგან) (ჴ. მას.).

ნაპარსი
თ., ფშ. ნ. კანძი.

ნაპრალი
თ., ნაქარი ფშ. ნამქერი.

ნარ-ცოფა
ნ. ლემი.

ნარდიშ
განარდიშება ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თავს გასვლა, გახალისება ვიზედმე, დაჩვევა“. თ. იგივე (ჴევსურეთში არ იხმარება).

ნარევი
ა) ქალი ან დედაკაცი, რომელსაც თვიური სჭირს. შდრ. მირეული. ბ) ჴ. „ნარევები ისინი არიან, რომელთაც მკვდარი უნდა მოამზადონ დასამარხავად“ (ურბ. „ივერია“, 1887, № 170). ნ. მხლებელი.

ნართი
მთ., ნასთი მოჴ., თხორი ჴ. ბურთივით დახვეული ძაფი. ნასთი ფშ. დასთული ძაფი. ნაზდი თ. მატყლის მსხვილი ძაფი (წინდისა, ფარდაგისა და სხვათა საქსოვად).

ნარიალევი
თ. ნ. რიალი.

ნარიყ-ი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. ნ. ნათოსი. ნარიყი თ. ნაპირზე გამოტანილი ხე (ნოჯარი თ. ისევ წყალში რომ არის).

ნარიყალი
ნ. ნათოსი.

ნარჩევი
ჴ. რჩეული: ნარჩევ იარაღი ჴ., ნარჩევი ვაჟები.

ნარცხვა
თ. ვარცხნა. ღნარცხავს თ. ვარცხნის, დაგნარცხავ თ. დაგვარცხნი, დავინარცხავ თ. დავივარცხნი.

ნარცხი
ჴ. ქვაბის, ჯამისა და კოვზის მონარეცხი. ნერცხი მთ., მოჴ.

ნარჴი
ჴ. დანალეკი.

ნასამალი
თ. მესამედი. (როგორც საწყაო) ერთი ლიტრა (დაახლ. ათი გირვანქა). გვერდი ორი ნასამალი; საწყავი ორი გვერდი.

ნასახელარი
ნ. საკარგყმო.

ნასერი
გუდ., ჴ. თეთრი, ჭაღარა. სერ-შერეული თ. ჭაღარა (ნასერი მთიულეთში არ იციან, არც ხევში). დავბერდი, მშვილდი დამვარდა, / ნასერი შამამერივა. / ეხლა სუყველამ გადმაგდო, / სალამი ჩამამელივა (გუდ., ს. თოთიაურთ კარი).

ნასთი
მოჴ. ნ. ნართი, თხორი.

ნასია
ფშ., ჴ. (არაბ. ) ნისია.

ნატეხარ-ი
გუდ., მთ. რაშიდაც სართავი ტარი ტრიალებს. ხისაა, იშვიათად ქვისა. ნ. საგრეხელა.

ნატეხარა
ჴ., თ. ბუნაგის (ჭურჭლის) ნამტვრევი.

ნატვეფი
ნ. ტვეფ.

ნატყლაპი
„ჯღანს ნატყლაპს ან სხვა მშრალ ბალახს უფენდნენ და ზაფხულში შიშველ ფეხზე იცვამდნენ“ (ჩაჩ. 24).

ნაურღვენი
ფშ. ნ. ნაორღვენი.

ნაუღელი, ნაღელი
ჴ. მოჴ., თ., ფშ. ნაღველი. შენ არას ინაუღლებ ჴ. (ჴ. მას.). ნაღლობს თ., ბევრსაც არას ინაღლის თ. ნ. ალექს. ყაზბეგის ლექსი ხრიაკ-თან.

ნაფარახალი
მთ. ნ. ნაწიდვარი.

ნაფახი
თოვლის ნაფახი ჴ. ნაქარი, ქარის მოტანილი თოვლი (ჴ. მას.). ნ. ნაქარი.

ნაფთევ-ი
ფშ. რასაც მოსთიბს ერთხელ მოქნეული ცელი; ნამჴრევი, მჴრეული მოჴ., ნამჴრევი ჴ., ნაფთევი ჴ. ერთხელ წაღებული „თბე“, მთ. ერთი ცელის მოქნევით მოთიბული. ღორეული მთ. უფრო სრელია თიბვაში.

ნაფთევა
ნ. ღვერა.

ნაფთულაჸი
თ. წამოფარებული ადგილი სახლის გვერდით. ლაფარო (გურიაში).

ნაფთული
ჴ. ბანიდან გადმოყრილი თოვლი.

ნაფოლი
ნ. ფოლი.

ნაფუტკნი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უმამლოთ დადებული კვერცხი“. ნაფუტკნის კვერცხი ჴ. (არხ.), ნაფუტკვაჸები კვერცხი თ., ნაფუტკნისაგან ვერ გამოსჩეკს. (უფუტკნიაო, ვიტყვით, უხეიროდ რომ მოსთიბოს კაცმა“ (მთ.). ფუტკნა ფშ. ქათმის გორვა მიწაში („კვერცხი მაშინ ესახება“). კუტკვნა ჴ. (არხ.) იგივე.

ნაფუძარი
თ., ნაჴოლარი ჴორ., ნაჴოვლარი ფშ. სახლის ნანგრევები, ნასახლარი.

ნაფშრუკ-ი
გუდ., ნაფშრუკა მთ. ცომი, რომელიც დარჩება მოზელის შემდეგ ვარცლზე ან ხელებზე. ნ. ფშრუკვა.

ნაქათრი
ფშ., გუდ., ნაფხვერი, ნაფჩხვენი, მსხვილი ნამცეცი (პურისა და სხვ.). გამქათრა (ჯაგმა) გამფხაჭნა, გამკაწრა.

ნაქალობი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქალობილი, ქალათ-ხმობილი“. მიზის კითხვის ნიშანი.

ნაქარი
ფშ., ჴ., ქარის მოტანილი თოვლი (ჴ. მას.), ნაპრალი თ.

ნაქცი
ჴ. მეორედ განაპარსი მატყლი (პირველად გაპარსვენ მკათათვეში, მეორედ – გიორგობის თვეში). თუშეთში გიორგობის თვეში არ პარსვენ.

ნაღვენთი
ნ. ღვენთება.

ნაღვერდალი
ფშ. ნაკვერცხალი. ნ. ღადარი.

ნაღირძები
ჴ. ნაღრძობი.

ნაღორეობა
ნ. ხალარჯობა.

ნაყევრალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხატის მიწებს ერქვა ფშავში. დღეში რასაც ყევარი ხარი მოხნავდა, სოფელი მოვალე იყო ერთ დღეს ყველა მისულიყო და ეხნა ეს ხატის მიწები. მერე ქერს დათესავდნენ, სასოფლოდვე მომკიდენ. მერე იმას სასოფლოთ ლუდს მოადუღებდნენ და დღეობა როცა მოვიდოდა, სასოფლოთ სვამდენ“. მართალიაო, მიმიწერია. ნაყევრალი ფშ. ხატის მიწა.

ნაყვერი
გუდ., მთ., ნაყვრიანი ფშ. ტყე, სადაც ხეები შემოყვერილია, რომ გახმეს. როცა მოიჭრება ხეები და ყუნჭები დარჩება, ეძახიან აჴოს. მერმე შიგ გუთანი გაივლის, ჭუნჭებს ამოჰყრის და მამულად იქცევა (ახალ-ნატეხი). ტყე გაყვერა.

ნაყრი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. საუზმე. სანაყრო თ. საუზმედ მოტანილი საჭმელი. გავნაყრდი თ. საუზმე ვჭამე, განაყრებული თ. საუზმე-ნაჭამი. ნ. ჯერი.

ნაყრობა
ჴ. მკვდრის წლისთავზე ხალხს გაუმასპინძლდებიან და შინ გაისტუმრებენ.

ნაშალაი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. მოქსოვილი წინდისაგან გამორღვეული ძაფი, რომელიც ისევ თვლებზე შედგება; ნარღვევი (მაგ., წინდა). ნ. ნაშლად დარჩომა.

ნაშენი
თ., ნაშენობა ფშ. დედ-მამის ტანი. ნ. ტანი.

ნაშიშაქვარი
ნ. შიშაქი.

ნაშლად დარჩომა: ნაშლად დარშჩები
(ჰო, ასეა!) თ. უხეიროდ, ცუდად დარჩები (საქმეს რომ ასრულებდეს). ნ. ნაშალაი.

ნაშჭობი
ჴ. ნარჭობი. „სხვათა ნაშჭობ ისარივ ყუნჭს ესჭვავ“ (ანდ.). ასე აქვს მოყვანილი ეს ანდაზა ბესარიონ გაბუურს, მაგრამ მე მგონია, რომ „ნაშჭობი“ ლაფსუსია „ნასრევის“ მაგივრად. ხევსურული ანდაზა, ჩემი აზრით, ასე უნდა იკითხებოდეს: „სხვათა ნასრევ ისარივ ყუნჭს ესჭვავ“... ე. ი. სხვების ნასროლი ისარი მიზანს კი არ მოხვდა (მაგ., ჯიხვს), არამედ ყუნჭსაო, ე. ი კუნძსო. მკვეხარა კაცზე უნდა იყოს ნათქვამი.

ნაჩალიკი
(რუს.) მაზრის უფროსი (ჴ. მას.).

ნაჩიკა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მაჩიტელა. მცენარეა, თეთრი ძირი აქვს, რომელიც იჭმევა“. მთ. მაჩიტაი. ნ. მაჩიკა, კაწაი.

ნაჩხატები
მოჴ. ყამირად დაგდებული საყანე ადგილები. „ცხორი ნაჩხატებჩი მყავდაო“ (მოჴ.).

ნაჩხატი
(ყ. 61,12), ჩხატი გუდ., საჩქეფი მთ. ჩანჩქერი.

ნაცარ-თვალი
ჴ., ფშ. ტუტა, წყალში გახსნილი და ადუღებული ნაცარი. ნაცარ-ტუტა მთ., მოჴ. წყალი და ტუტა ერთურთში არეული რისამე გასარეცხად.

ნაცაფი
თ. (ჩაღმებში) მრგვალად შეხვეული და სარზე ჩამოცმული თივა.

ნაცვალი
ნაცვლის ფეჴი გუდ., მთ., ჴ. ნაცვლობის განდიდატი.

ნაცვერცალა
ჴ., ცვერც(ვ)ალა ფშ., ცერცვალა, გორახა მთ., გორველა თ. სარეველა მცენარეა (პურს გაერევა). ნ. ჴატ-ჴვერაი.

ნაცილი
(1) მთ., მოჴ. ნ. მაცილი.

ნაცილი
(2) თ. მარცხი, ხიფათი.

ნაცხერი
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხე რო მოტყდება და ნაპობები აეყრება; ან რაც ამოშვერილი მწვეტი დიდი ნაფოტები შერჩება მოტეხილ ხის ძირს, ასე რომ შეიძლება გაქცეული ნადირი ან კაცი, თუ უცებ დაეჯახა, ზედ აეგოს“. გატეხილი ჯოხისაც, წვრილი ანატკეციც, ხიწიც ნაცხერია. ნაცხერი თ. რაიმე რომ გატყდება და ნამცეცი მოსხლტება და გადავარდება (მაგ., ქვისა, შაქრისა და სხვ.). ნ. ლიჩი, ხიწი.

ნაძირალაი
ნ. დაძირება.

ნაძმობი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ძმათ შეფიცებული, ძმობილი“. ნაძმობი ფშ. უფრო ქალი იტყვის ვაჟზე.

ნაძოძი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნაგლეჯი, ნაფლეთი“. ნაგაბარი ჴ.

ნაწვავ-ნადაგი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „წვითა და დაგვით შეძენილი“, დიდი შრომით მოპოვებული. მთ. იგივე. „მიწოვ-მიდაგნია“ (მთ.), დამწვა-დამდაგა ფშ.

ნაწვლის კარი
ჴ. ბოსელში (ე. ი. ქვემო სართულში) სამყოფოდან საძროხეს გადასასვლელი კარი.

ნაწიბური
მთ., ფშ. ნაპირი, წახნაგი.

ნაწიდვარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) ცხვრის ნაბინავარი. მთ. იგივე, აგრეთვე ნაფარახალი, ნაბაკარი ჴ., ცხვრის ნადგომი თ. ნ. ნაარხაჯალი.

ნაწილიანი
ჴ. სასწაულებრივი, ღვთისაგან ნაკურთხი, დალოცვილი (ტერმინი წარმომდგარია უთუოდ ნაწილიანი ხატებისაგან) (ჴ. მას.)

ნაწინწალი
მოჴ., ნაწინწელა ჴ. ნ. წინწელი.

ნაწინწელი
თ. წყლის შხეფი.

ნაწინწკლები
(ყ. 510,13) ნაპერწკლები.

ნაწკინტოლი
გუდ. ნ. წკინტოლი.

ნაწლევი
ჴ. ნაწლავი (ჴ. მას.).

ნაწოლა
ჴ. (ბარისაჴო) ტიხარი (ძირია წვალ). ნ. როფსანი.

ნაწური
ჴ. (შატ.) ბაზალუყი (ნ.).

ნაწყლი, ნაწყლნი
ჴ. cunnus, ნაწყლი ფშ. ა) cunnus, ბ) penis.

ნაჭაპნი
ჴ. ფშ. (რაზ.-ჭყ.) თმის ნაწნავი.

ნაჭდევი
ნ. კენტ.

ნაჭერი
ფშ., ჴ., თ. ქსლის ძაფი, რაც მოუქსოველი დარჩება ბოლოს (მოსჭრიან და საკერავად ხმარობენ).

ნაჭეჭი
ნ. ნაჭუჭი.

ნაჭლეკარი
მოჴ.: „ვიმალებოდი ჴარის ნაჭლეკარშია და ცხენი ნატერფალშია“ (ბედნიარის ლოცვაში).

ნაჭლიკა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ხვიმურასა და ქვას შუა დაკიდებული მარცვლის ჩამოსადენი“. ნავი მთ., ნაველა მოჴ., ქრიჯი თ. ნ. ნავი, წისქვილი.

ნაჭოჭი
ნ. ნაჭუჭი.

ნაჭრევი
ჴ. ჭრილობა, წყლული. ნაჭრევიანი დაჭრილი.

ნაჭუჭელაჸი
თ. თაგვი რომ დაგლეჯს რასმე.

ნაჭუჭი
მთ., ფშ., ნაჭეჭი, ნაჭოჭი ჴ. მაგარი კანი (კვერცხისა, კაკლისა, თხილისა).

ნახელიტრა
ჴ. ნახევარი ლიტრა ე. ი. ათი სტილი (ჴ. მას.). ნ. ლიტრა.

ნახერხალა
ჴ. ცერზე წამოსაცმელი წვეტებიანი რკინის საჩხუბარი იარაღი (ორ-პირია, დაბალი). ნ. მაღალი, ღაჯია.

ნახვა
უნახავ დაუნახავს (ჴ. მას.).

ნახირი
მოჴ. ნ. ჴარავანი. ნახირი ჴ. „ტაბუნი, ბევრ ცხვარ-საქონის ჯოგი“ (ბეს.).

ნახშიორა
მოჴ. ნ. ხროიჭი.

ნახჭ
„ქარის დროს იტყვიან: ყანა ინახჭებაო, მელეური მისდევსო“ (ბაჩ. 24). ნ. მელეური.

ნაჴელარი
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ჴელ-ნახლები“. მთ., მოჴ., იგივე; ნაქნარი, განაკეთები. ჴ. ჴელ-წანავლები.

ნაჴენცლი
მოჴ. ნამგლით ნათიბი. ნ. ჴენცელი.

ნაჴეჩი
გუდ., მთ., ნაპობი (შეშა).

ნაჴოვლარი
ფშ., ნაჴოლარი ჴორ. ნასახლარი (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 141). ნ. ჴოლი, ნაფუძარი.

ნაჴშირი
ჴ. ნახშირი (ჴ. მას.).

ნაჸცი
თ. ნაცი. ჩიტის ნაჸცა თ., ჩიტის ნაწყლა ფშ. ინჯლი, ჯიჯლიბო.

ნდგრევა
ჴ. ნ. ანდგრევა.

ნდობა
ჴ. სიყვარული (ჴ. მას.). მინ ა) მსურს, ბ) მიყვარს. არა გინდ არა გიშავს; არცა რა ომში გვინდა – არც არაფერი ომში გვიშავს (ჴ. მას.).

ნება
მოჴ. ნებას ჴ., ფშ. ნელა, წყნარად; ნება, ნება-ნება ფშ. იგივე. ამოდა თ., ამოდ ფშ.

ნები-ნებას, ნების-ნებას
ჴ. თავისი ნებით (ჴ. მას.).

ნეთხ-ი
ფშ., ნეთხა ჴ. რქის გული, რაზედაც ყანწია ჩამოცმული.

ნეკა, ნეკურა
ნ. თითი, ნიკორა.

ნელა-ი
მთ., ჴ., ფშ., ნელადი მოჴ. გაზაფხულზე მოგებული საქონელი ან გაჩენილი ფრინველი (რ ვარგა გასაზრდელადო), ან გვიან მოხნული ყანა. ჴ., მოჴ. მაისი გასულს მოხნული ყანა. ნ. ადრიული.

ნელად
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. დიდი ხანი არ არის, რაც..., ნელა-ღა თ. იგივე (საპირისპიროა ადრევ მოჴ., მალედ ჴ.).

ნელად-ი
მოჴ. ნელაი, ნელა ჴ. არა დიდი ხნისა, ნელანდელი თ., ნელობინდელი ახლანდელი, საპირისპიროა: წინანდელი.

ნემს-კავი
ფშ., მოჴ., ჴ., თ. ანკესი.

ნემსა
ფშ. მარჴილის ლვილი (სადაც ღუა მორხილია, იქ არის გაყრილი), თავ-ჯოხი ფშ.

ნემსის კუდი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. რაც ძაფი შერჩება ნემსს კერვისა ან ქსოვის შემდეგ (საქსოვი იყოს, გინდა საკერავი).

ნერბი
ფშ. ვერძი, დაუკოდავი ცხვარი. ინერბება ცხვარი (ფშავში ნერბი თანდათან გამოდის ხმარებიდან და მის ადგილს იჭერს ყოჩი).

ნერღი
გუდ., მთ., ფშ. ნირღი მოჴ., ჴ. ყველის ან ხაჭოს კეთების დროს არეული სველი. ნირღი მოჴ. ნადუღალის შემდეგ რაც კი დარჩება. ანერღდა მთ. აიჭრა, კარგად არ შედედდა რძე.

ნერცხი
მთ., მოჴ. ნ. ნარცხი.

ნერწყვი
ნ. გუგულის ნერწყვი.

ნერჴი
ფშ. დამდგარი წყლისგან თავზე მოგდებული ჭუჭყი. ნ. ლაჴი.

ნეტავინ, ნეტარ
ჴ. ნეტავი (ჴ. მას.).

ნეფ-ი
ჴ., თ., ფშ. ნები, ხელისგული.

ნეფე
ჴ., მეფე: ნეფე ერეკლე ჴ.; ნეფ-დედუფალნი ჴ. ნეფე და დედოფალი (ქორწილში).

ნეშტარი
ფშ. სისხლის გამოსაშვები იარაღი. ნ. შაშალი.

ნეშტი
(1) ჴ. (შატ.) ნ. ნიში.

ნეშტი
(2) თ. ნესტი, ცოტად სველი.

ნეჯი
ჴ., ნეჯვი თ. მეჯი. ნ. ხეცრო.

ნიადაგ
ფშ., ჴ., თ., ნიადეგ, ნიადეგაცა ჴორ., გუდ., მთ., მოჴ. ნიადე ჴ. (ჴ. მას.) რასაკვირველია, რა თქმა უნდა, როგორ არა. რატომ მოგივიდათ, ბიჭო ჩხუბი? – ნიადაგ მოგვივიდოდა, ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა. „ვაჟკაცი ნიადაგ ვაჟკაცურად მოიქცევა“ (ყ. 276,21).

ნიავ-ქარი
თ. ქარი, თანაც წვიმა. ნიავ-ქარი ჴ. ქარიშხალი, ჩქარი ქარი(?) („ცხენ უგავ ნიავ-ქარსაო“, ჴ. მას.). ნიავ-ქარი ჴ. ძალიან მარდი (კაცი).

ნიავ-ღვარი
ჴ. ნიაღვარი (ჴ. მას.).

ნიავის საღვერავო
ჴ. საგინებელი სიტყვებია (ჴ. მას.).

ნიაზ
(სპ. ნჲზ ხვეწნა) ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) ენიაზება „გულით ენატრება. ვაჟის ყოლა ენიაზება“. ენიაზების თ. დაინტერესებულია. ნ. სანიაზო.

ნიგზური
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მუგუზალი“. მთ. იგივე.

ნიგოზი
ჴ. ა) ნიგვზის ხე, ბ) კაკალი (გინდ გარჩეული იყოს, გინდ გაურჩეველი), ნიგოზი ფშ. დარჩეული კაკალი.

ნიგუზი
ნ. ნიგზური.

ნიგუზი, ნიგზურა
ჴ. ნიგზურაჸი თ. ნ. ჯიელაობა.

ნიკორა, ნიკურა
ჴ., ნეკა გუდ., მთ., მოჴ., ნეკურა ფშ., თით-ნიკაჸი თ. ნეკი.

ნიორღალი
ნ. ნაოზღარი.

ნიჟ
განიჟება გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. დაჟინება, გამუდმება, ხშირად გამეორება. განიჟებული წვიმა მთ., მოჴ., განიჟებული კაცი, ჟინიანი, გაუტეხელი.

ნიჟვრიანი
მოჴ. კოჟრიანი (ხე). ნ. ლიჟრიანი.

ნირი
(ჭყ.) „ზნე, ჩვეულება“. მთ. „რა ნირისა ხარო“ (მთ.), „შე ძაღლის ნირისავ“ მთ.

ნირღი
ჴ., მოჴ. ნ. ნერღი.

ნისლი
ჴ. ორთქლი (ჴ. მას.).

ნიფხავი
ჴ. შარვალი (ხევსურ მამაკაცებს წელს ქვემოთ მხოლოდ „ნიფხავი“ ეცვათ შალისა). ნ. გუგუტაჸის ნიფხავი.

ნიღარი
ჴ. ნ. ლიღარი.

ნიღლ
დანიღლებული ჴ. დაღლილი.

ნიღრი
თ. ცულის წინა და უკანა ვიწრო გვერდი (ცულს აქვს: ყუა, პირი და ნიღრი).

ნიყვი
ნ. მინდვრის ზოკო.

ნიში
ფშ., ჴ., თ., ნეშტი ჴ. (შატ.) „ხატის“ ნაწილი სადმე.

ნიხი
თ. (პირიქითში) შვრიის ფქვილისაგან გაკეთებული სასმელი. მომჟავოა. მუსხუტერა თ. შვრიის ფაფაა, ნიხი კი სასმელია („ლეკები ბოზას ეძახიანო“).

ნოლი
მოჴ., ფშ. ბალახი მომკილ ყანაში, ნორჩი ჴ. ახლად წამოზრდილი ბალახი სთველზე, გათიბვის შემდეგ. აქვიტი თ. ნორჩი ბალახი საზოგადოდ, ქორფა, გინდ გაზაფხულზე იყოს, გინდ სთველზე.

ნოჟვა
(ყ. 761,4 ქვ.) ჟონვა. ჟვენავს მოჴ., ჟონავს.

ნორჩი
ჴ. ნ. ნოლი. ნორჩი მცენარეზე ითქმის, ჩვიჩვილი (ჴ.) – ცხოველზე.

ნოტო
ფს., თ. მოსხლეტილი ჯგუფი (ცხვრისა, ჯოგისა და სხვა).

ნოქვი
ფშ. მიხვეულ-მოხვეული გზა. ქცეულა ჴ., ჭირკვანაჸი თ.

ნოღაჸი
თ., ნოღა ფშ. ცხვირ-მოკლე შდრ. პაჭუა.

ნოშო, ღოდონოშო
გუდ., ფშ., ნაგავი.

ნოჯარი
თ. (ნათოსი იშვიათად), ნარიყალი მთ., ნარიყი მოჴ., ნათოსი ფშ. ერთი ხე, გამორიყული. (ონჯარი ფშ. ერთად მოქუჩებული ნარიყალი ხეები). ნ. ჯებირი, ნათოზი.

ნოჯარი
თ., ონჯარი ფშ. წყლის გამონარიყი ხეები, შეშები. განოჯრილი თ.

ნჩქლევა
ჴ., ფშ. ღვრა (სისხლისა, ცრემლისა და სხვ.). ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთ / ცრემლის წყარონი მწარენი (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 76).

აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი

ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.

აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.

ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ

Don`t copy text!