მთის კილოთა ლექსიკონი

There are 119 names in this directory beginning with the letter ც.
ცა: ცის პირის ძვრა
ჴ. რიჟრაჟი, ცის გიდელ-გიდელ, ცის კიდელ-კიდელ ჴ., ცის ტატანთ თ. ჰორიზონტზე. ნ. გიდელ-გიდელ. ცის ერი: „ცის ერზე დაჩნდა კაციო“ მთ. (მლეთე). ცა-ღრუბელთ ომობა: „აჴვან ცა-ღრუბელთ ეომებიან“ (ჴ. მას. 189, 14). „ცა-ღრუბლის მეომართ ჴევსურეთში ვინც ძალიან გვარ-ძლიერნია, ბევრნი, იტყვიან: ის ხალხი ცა-ღრუბელთანაც შაიძლებენ ომობასაო“ (ბეს.).

ცალ-ბანი
ჴ. ერთ-სართულიანი სახლი.

ცალ-გული
მთ., მო ჴ. ერთგული. ცალ-გულაჸი თ. ერთგული. ცალ-გული ჴ. ვინც ადვილად გაჯავრდება და ადვილადვე დაწყნარდება. ცალ-გული ფშ. სტუმართ მოყვარე.

ცალ-დირაი
ნ. ცალ-დირე.

ცალ-ი
ჴ., გუდ., მთ. საპალნის ნახევარი. საცალო გუდ. ღვინიანი ტიკი.

ცალ-ღო, ცალ-ღოლი
მთ. ცალფა. ნ. ღო, ღოლი.

ცალ-შკამაი
მოჴ. სკამი. სამარტო შკამი (შკამთან).

ცალ-ჴელა
მთ. ერთ-კაპიანი ერქვანი: ნ. ქიბოჯა, ორ-ჴელა.

ცალა-დირე
(ყ. 293,1 ქვ.). ხიდად გადებული ხე. ერთი რიდე (ჰო, ასეა!) გუდ. ერთი ხე რო იქნება გადებული ხიდად. ცალ-დირაი ჴიდი იყოვო (მოჴ.).

ცალაი
მოჴ. მუჭა (წყალი, ხორბალი და სხვ.). პევშაი მოჴ. ორი ხელი ერთად.

ცალგან
თ., თავადაჸ თ. ცალკე.

ცალე
ჴ. ცალიერი, ცარიელი, უიარაღო; მოცლილი; ცალეზე ჴ. ჴელ-ცარიელად (ჴ. მას.).

ცალთა (ცხენი)
მოჴ. უბარგო ცხენი. ნ. სალთა ცხენი.

ცამცამი
ჴ. პირამდი სავსე.

ცანგალა
მთ., მოჴ. სიმღერა, რომელზედაც ტაშს ააყოლებენ და თამაშს (ცეკვას) გამართავენ: „ცანგალა და გოგონაო, ჰოჲ, შენი ეგ არ მეგონაო. ოდელა-დელა“.

ცანდის დადება
ჴ. ნ. დაცანდვა.

ცარგვალი
ფშ. ცის კამარა.

ცას წავალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ტოროლა ფრინველისათვის ფშავლები იტყვიან: ტოროლა რომ მაღლა-მაღლა წავა გალობით, ის ამბობს: „ცას წავალ, ცას წავალ, ცას წავალ“. მერე ისევ დაეშვებაო: „ვტყუი, ვტყუი, ვტყუიო“. მოხევეებშიც იმას ამბობენ. ცას-გავალა მოჴ. ტოროლა. (იშვ.) ნ. მთიულა, შდრ. საწიედაჸი.

ცაცანა
ფშ. ნ. ციცანა.

ცაცუნი
მთ. ნ. ფათუნი.

ცდა
გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. (ყ. 620, 13) გმირობა, ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობა.

ცდენა
გააცდენს (ტყვიას) ააცდენს, ვერ მოახვედრებს; გააცდინე ააცილე, ვერ მოარტყი. გასცდა ასცდა, არ მოჰხვდა (ჴ. მას.).

ცდილობა
(ყ. 195,7 ქვ.) ცდა, გმირობა, თავის სახელება.

ცეგოი
მოჴ., შოკო ჴ., ფშ., შუკო ჴ. (არხ.), ქაბუზვაჸი თ., კოკობზიკა თ. ბზრიალა. ქაბუზვას მათრახით სცემენ, კოკობზიკა პატრაა და ხელით ატრიალებენ.

ცელი
თ. ნ. ჴენცელი.

ცელი
თ. ნამგალი. ნ. წოდგელი.

ცენდარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მოჭრილი ხის გამხმარი ძირი“. ცენდარი ფშ. ხის ანატკეცი, ნაცხერი.

ცერი
თ. ნ. თითი.

ცეროდენა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცერის ტოლა კაცი“.

ცერცვალა
ფშ., მთ. სარეველა ბალახია. ნ. ნაცვრეცვალა.

ცეტი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. უჭკო, გიჟი, გადარეული.

ცეცხლ-მგზნები
ჴ. „ოჯახის ვაჟები ჩეჩის დროს“ (ჩაჩ. 39).

ცეცხლი
თვალის ცეცხლი ჴ., ცეცხლი-თოლი გუდ., ბია-თოლი მოჴ., გუგაჸი თ. გუგა (თვალისა).

ცვარი
ნ. ზისცვარი.

ცვარცვა
ფშ., ჴ., თ. ძარცვა. უცვარცავ ჴ. უძარცვავს.

ცვეთა, ჩაცვითა
ჩააცვეთს (იგულისხმება: ჴმალს) ბაბურაული (ჴ. მას. 252,12).

ცვერცვალა, ცვერცველა
ნ. გორახა, ნაცვერცვალა.

ცვილი
ჴ. თაფლის სანთელი. ცვრივი ნ. ცრუვი.

ცია-თეთრი
ნ. ცივად თეთრი.

ციბალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ცუდი კაცი, მარტო თავის ჩაცმა-დახურვაზე მზრუნველი“. ქუდი მრუდია ციბალთი, შუშპარი მშვენიერიო, – რაცა აქვ, ტანზე აკრია, შინ სახლი ცარიელიო. (ვაჟა, „პაპას მსოფლიო ფიქრები“, თხზ. VI, 75).

ციგა
მთიულეთში ციგა მარხილსავით მოხრილი ხისგან გაკეთებული საქანელაა.

ციგლიგი
(ყ. 876, 12 ქვ.) „ციკოს სიტყვებმა თავბრუ დაახვია გუგუას, თვალთ დაუბნელდა და იმედმა სასიამოვნოდ ციგლიგი დაუწყო“ (ყ. 141, 15 ქვ.), ღიტინი. გაუციგლიგა მოჴ. გაუღიტინა.

ცივ-ი
ჴ. მიცვალებული. ცივ-ნარევი სახლიაო, ვიცით, თუ მიცვალებულია სახლში (გუდ.).

ცივ-ყორე
ფშ. უკიროდ აშენებული ქვის კედელი.

ცივ-ცივ
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. ასწიეს ცივ-ცივ (ყ. 242,24). ცივ-ცივ აიყვანაო. აიღოვო (გუდ.), ცივ-ცივ ასწიაო, აუცივცივაო მოჴ. მხოლოდ აღება-აყვანა-აწევაზე ითქმის.

ცივად თეთრი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. მეტისმეტად თეთრი (ცხვარი), „ულიშნოდ თეთრი, არც წითელი აქვ, არც შავი“ (გუდ.). ცივად თეთრი მოჴ. იგივე. ცია-თეთრი თ. იგივე. ითქმის საქონელზე.

ციკინკალა
მოჴ., ჴ. ცალ ფეხზე გავლა. ცინკილაობა ფშ. მიცინკილაობს.

ციკნური
ნ. თიკნური.

ცილება, დაცილება
ჴ. (და)ვიწყება. არ დაიცილებს ჴ. არ დაივიწყებს; ნუ დაიცილებთ ნუ დაივიწყებთ. დასცილდა ჴ. დაავიწყდა. დამცილებივ დამვიწყებია (ჴ. მას.)

ცილჴვა
ჴ. (ბაკურჴ.) ნ. ცლიფა.

ცინკილაობა
ფშ. ნ. ციკინკალა.

ცინტა
ფშ (რაზ.-ჭყ. „სურდო“. მაცინტავებს ფშ. ცხვირს მაცემინებს. ცრინტა, სეერო ჴ. იგივეა, ცქრინტაი მთ. იგივე. ცინტა ჴ., თ. ცხვირის დაცემინება.

ცინტავება, ცრინტავება, ცქრინტავება
ნ. ცინტა, დაცინტავება.

ცინცულა
მთ., კინთა ჴ., კოტნაჸი თ. კნუტი.

ცირცელი
ფშ., ჴ., თ., წორო მთ., მოჴ. ჭნავი, ცირცელი.

ცირცველი
ნ. გორახა.

ცის კაკანა
ჴ. (მიღმაჴ.) ბროლის მსგავსი ქვა (ციდან ჩამოვარდნილს ამბობენ).

ცის კიდელ-კიდელ
ჴ. ნ. გიდელ-გიდელ, ცის-პირა.

ცის კიდურ-ი
(ყ. 51, 188), ცის კიდურთა მოჴ. ნ. ცის-პირა.

ცის ტატანთ
ჴ., თ. ჰორიზონტზე.

ცის-პირა
ფშ (რაზ.-ჭყ.) „ტატანი, ჰორიზონტი. ცის-პირა, ცის-კიდურთა მოჴ. ჰორიზონტი, ცის კედელ-კედელ ჴ.

ცის-პირის ძვრა
ჴ. რიჟრაჟი.

ცისმარე (დღე)
გუდ., მთ., მოჴ., ფშ. ვაჟა, 6,7) ყოველ დღე, განუწყვეტლივ, მუდამ. ცისმარე საათი (ფშ.).

ციცა
ჴ., თ., ფშ. ა) კატა, ბ) გადატანით: ქურდი, ციცა, ციცო თ., ქალის ციცოი ჴ. „ქალიშვილი“ (ბეს.).

ციცანა
ჴ., თ., ცაცანა ფშ. ციცებისა და მყეფრების გადასადები ჭირი. თ. იგივე („ძაღლზე გამიგია“). ღოკი (ღორის ჭირი) კიდევ სხვაა.

ციცო
ნ. ციცა.

ციცუნა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „დგნალისყვავილი“.

ციხია
ჴ. (არხ.) ნ. მილიონა, კოშკი.

ცლინგური
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხელიდან გასხლტომა“.

ცლიფა
ჴ., ცლიჴვა ჴ., ცილჴვა ჴ. (ბაკურჴ.) ურძნის ნაყოფი.

ცოდნა
მაცოდარი ჴ. მცოდნე (ჴ. მას.).

ცოდო
ჴ. ცოდვა (ჴ. მას.) ნ. შაცოდება.

ცოკავს
ჴ., თ. დადის (ჭია, მწერი, ფრინველი).

ცოლიაჸობა
თ. თამაშობაა.

ცომი
ჴ., გუდ., მთ., მოჴ. (ჩვეულებრივი მნიშვნელობის გარდა), ცხობა-დაკლებული, ხარშვა-დაკლებული (კარტოფილი, ხორცი, პური). ცომაჸი თ. უმი, მოუხარშავი (ხორცი), გამოუცხობი (პური).

ცოტა
გუდ., მთ., ფშ., ჴ. პატარა. „ეგ ცოტა ქობია და ეს კიდევ მოდიდო“ ფშ. (აჴადი). ცუტუნაჸი თ. იგივე. ცოტაჸი თ. ცოტა. ხევსურეთში „პატარა“ არ იციან. დიდი და ცოტა ჴ. დიდი და პატარა, ცოტაად უშიშრად (ჴ. მას. 189,2), ცოცოტაად (ცოტ-ცოტაად), ცოცოტინა (ცოტ-ცოტინა) (ჴ. მას.).

ცოტაიც არის
(ყ. 284, 17) უკიდურეს, შემთხვევაში, ცოტა არ იყოს ასე ვთქვათ.

ცოტიკუა
ჴ. ნ. ბეწიკუა.

ცოცვა
გუდ., ფშ., ჴ. ნელ-ნელა წასვლა. დაცოცვა: დავცოცდე. თ. მწერი ცოცავს.

ცოცოტინა
ჴ., ცოტ-ცოტინა: რა კაია ქალსთან წოლა, უბიაში ჴელანია! ცოცოტინან ძუძუანი, ვაშლის ოდოდენანია! (ჴ.).

ცრევა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დრო ცხვრის მოწველისა“.

ცრინტა
გუდ., მოჴ. მაცრინტავებს გუდ. ცხვირს მაცემინებს. ცინტა ჴ., თ. ცქრინტა მთ. ცხვირის ცემინება. ნ. ცინტა.

ცრუვი
(1) გუდ., მთ., მოჴ., ჴ., ცვრივი თ. ვინც კოხტაობს. „ცრუვაი რამ არი ჩემაი ძიკურაი: ქუდს გვერდზე იხურავს“, თქვა ერთმა ხორხელმა დედამ თავის ვაჟზე.

ცრუვი
(2), ცრუ ჴ., გუდ. ხორცი კანს შიგნით. „ცრუვს უწიაო“, იტყვიან ხევსურეთში, როცა ცხენის დაჭედვის დროს ლურსმანი ხორცს მოჰხვდება. „ხანჯარი რო სისხლჩი შავალს, ცრუ იმას ხქვიან“ (ჴ.). „ტყავი რო აძვრება ჴელზე, ფეჴზე, დაცრუვდა, დაცრუვებულიაო“ (გუდ.). „დაცრუვდაო, იმას კი ვიტყვით, დაჭრილი რომ იყოს“ (მოჴ.).

ცუგრუმელა
ფშ., იმერ. (რაზ.-ჭყ.) „საალერსო სიტყვა ბავშვთათვის. პატარა პირის მქონებელი. ლამაზი“. მიზის კითხვის ნიშანი. ცუგრუმელა მთ., მოჴ., „ბატარა“ (კაცი, ქალი), ბალღი.

ცულ-თოჴანი, ცულ-თოჴის
ტარანი. ნ. სულ-თოჴანი.

ცულის ყუობა
„ხალხის უმრავლესობა გასაჭირშია ჩავარდნილი. „ცულის ყუობას“ რომ იტყვიან, სწორედ იმნაირ დროს დავესწარით. მთაში ორ-სამ მანეთს ზევით წმინდა პური არ წასულა. დღეს კი თორმეტ მანეთადაც საშოვარი არ არის. ქერი კიდე ხუთი მანეთიდამ თუმნამდე იყიდება კოდი“ (ბაჩანა, „სახალხო ფურცელი“, 1916, № 552). ცულის ყუობა და (ჴმლის) ქარქაშობა გუდ., მთ., მოჴ., ჴ. უწინდელ დროში, როცა პურის მოსავალი არ ყოფილა, ცულს აძლევდენ ფულის იმდენ მარცვალში რამდენსაც ყუა დაიტევდა, და ჴმალს აძლევდენ იმდენში, რამდენიც ჩავიდოდა ქარქაშში“ („ეგ მაშინ იყო, როცა რუსი გადმოიდა პირველში“, გუდ.). განა ცულის ყუობაა, განა ქარქაშობაა, პური რომ არ მოგცეთო (მოჴ.). ცულის ყუობა თ. იგივე.

ცუმცქარა
ნ. ფუთქი.

ცუნცრუკი
ნ. აცუნცრუკებული.

ცუნცულა
მთ. (მლეთე), მოჴ. (იშვ.), კინტულა მოჴ. კნუტი. კინთა, კინთურა ჴ., კანთურა ფშ., კოტნაჸი თ.

ცურვა
ნ. მცურავი ჯაჭვი, წამოცურდი (წამოქანდი-სთან).

ცურცუმელა(დ) დაფქული
ჴ. ა) მსხვილად დაფქული, „რო დაღროშავს“. ცურცუმელა ჴ. ბ) პურს რო შავ-შავი და მრგვალი მარცვლები შეჰყვება.

ცუტუნაჸი
თ. პატარა. ნ. ცოტა.

ცუცქ
მიუცუცქდებიან ჴ. მიუსხდებიან მუხლების მოკეცით (ჴ. მას.).

ცქერნა
თ. ღმეჭა, უადგილო სიცილი. „რაჸს იცქრინები“?

ცქმენა
ფშ. ღიმილი.

ცქრინტა
ნ. ცრინცა.

ცქრინტაი
მთ. ნ. ცინტა.

ცხავი
მსხვილ-თვალებიანი ცხრილი.

ცხემლა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „საქსოვი იარაღი, რაზედაც ძაფს ფააბამენ და ქსელში გააქვთ და გამოაქვთ. გურიაში ცხემლას „რცხმელას“, „რცხილას“ ეძახიან“. მთ. იგივე. ცხმელი ჴ., ჭაღაჭა მოჴ. იგივე. ცხმელი თ. ა) იგივე, რაც ფშავში და ჴ., ბ) წინდის ჩხირი.

ცხენ-და-ცხენ
ცხენზე მჯდომის სახით (ჴ.მას.).

ცხენ-ი
ნ. კორჯოხობა.

ცხენ-ჩიტა
ჴ.(არხ.) ფრინველია.

ცხენის მკერდა
ჴ. (არხ.) ბალახია.

ცხენის მჭამელი
ჴ. ქისტების ეპითეტია.

ცხენის ჯამაგირი
თ., დოღვი ჴ. (ნ.).

ცხენნი
ჴ., სადგინი თ. მარულა.

ცხვა
თ. სხვა. ნ. ცხო.

ცხვარ-ბუწვანი
მოჴ. haedi (მეეტლის ვასვლავნარში)?

ცხვარ-ი
ქორფა – ცხრა-ათი დღისა, მემრე – ბატკანი. თოხლი პირველი გაპარსვის შემდეგ მეორე გაზაფხულამდის. შემდეგ: შიშაქი დედალი ცხვარი, სანამ მოიგებდეს (ასე წელიწდამდის), ჭედილა მამალი ცხვარი (დაკოდილიც და დაუკოდავიც). ჭედილაა, რაკი გადადგება წელიწადს (გინდ დაკოდილი იყოს, გინდ დაუკოდავი). ნაყოჩარი = ვერძი („ვერძი“ თანდათან გამოდის ხმარებიდან). ცხვარი რომ მოიგებს – ნაშიშაქვარი, მეორედ რომ მოიგებს – ორ-ნაყოლი. ნ. თხა.

ცხვენ
ნ. რხცვენ.

ცხვისა შვილი, ცხვისშვილი
ნ. სხვის შვილი.

ცხო
მოჴ. (ყ. 8, 19) (მრ. ცხვები ყ. 21,9 ან ცხონი), სხო გუდ., მთ., ცხვა თ. სხვა.

ცხორი
მთ., მოჴ., ცხვარი.

ცხრა-ფურცელა
ნ. გუბჯაჸი.

ცხრა-ძარღვაი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. მრავალძარღვა.

ცხრაჯერობა
მოჴ. აღება დიდმარხვის წინ. ნ. პირის დაჭერა.

ცხრეული
მოჴ., აშალი ჴ., კეცეული ფშ. თხელი ქერის კვერი, კეცზე გამომცხვარი. ხატში ბავშვებს გადაუყრიან. ნ. ყურწიწკნა.

ცხროება
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. აცხროებს აკანკალებს, აცახცახებს.

აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი

ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.

აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.

ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ

Don`t copy text!