ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

-
There are currently 531 names in this directory

აბალე
(< აბალეღა) შორისდებ. აბა, აბა ერთი.

აბზინტი
ვერცხლის სამკაული.

აგებ
ეგებ ეგების: აგებავ ეგებისო.

აგება
იხ. ძნის აგება.

აგერაილე
(აი) აგერ. (აი) აქ.

ადეში
ფიჩხი, ხის ტოტები, რომელთაც ჭერს (იხ.) ზემოთ აწყობენ, რომ ზედ დაყრილი მიწა არ ჩაცვივდეს.

ავლევს
(ავლია) იხ. ვლევა.

აზრახდომა
იხ. აძრახდომა.

აისეთა, აისთა
აი ისეთი: მავლიესავ აისეთაივ აი ისეთი მატარესო; აისთა... გამაურთმავ აი ისეთი გამოურთმევია.

ალერდი
ა) მაღალი მაგარი ბალახია და კარგად იგრიხება; ბ) ამ ბალახისგან დაგრეხილი „თოკი“.

ალღი ჭაბუკი
დევებთან მებრძოლი გმირი (ზღაპრების მიხედვით).

ამაგება
(ჴმლისა) ამოგება, ამოღება, ამოწვდა: ამააგი (< ამააგიღა) ამოიღე.

ამაკრება
(წყლისა) ამოღება.

ამარიდება
(თირკმლისა) ამოცლა, ამოღება.

ამაწვდა
ამოღება, ამოგება; ამორთმევა.

ამჴდარ
(< ამჴდარა) ასულა.

ანაბრ, ანაბრი, ანაბრივ
ალბათ.

ანდრეზი
(< ანდერძი) გადმოცემა, ძველი ამბავი.

არა
(< არრა < არარა) არაფერი: არა შენ საქმეიავ შენი არაფერი საქმეაო, შენ არაფერი გესაქმებაო.

არას
(მიც. არა ნაცვალსახელისა) არაფერსაც არ, სულაც არ.

არც მი ეგი
იხ. მი.

არცრუ
(< არც სრუ < არც სრულ) სულაც არ, სრულებითაც არ: ჴმას არცრუ არ ამაიღებს.

არხოტი, არხვატი
მდებარეობს პირიქით ხევსურეთში, კავკასიონის მთის გადაღმა, შეადგენდა ხევსურთა ერთ საზოგადოებას (სასოფლო საბჭოს). არხოტელები (არხოტივნები) წინათ თავიანთ თავს ხევსურებს არ უწოდებდნენ. უმეტესობა გადმოსახლდა და დამკვიდრდა სხვადასხვა რაიონში.

ას
შემოკლებული მეშველი ზმნა არს არის.

აუჩქამდომ
ხმის ამოუღებლად, ხმის გამოუცველად, უხმაუროდ: აუჩქამდომ წავიდოდ (იხ. აჩქამდომა).

აქათი
აქეთ, ცოტა აქეთ.

აქით
აქედან.

აჩქამდომა
ჩქამის გაღება, ხმის ამოღება, დალაპარაკება.

აძრახდომა, აზრახდომა
ხმის გაცემა, დალაპარაკება: აზრახდა (შენ) დაელაპარაკო, ხმა გასცე.

აძრახებული
დალაპარაკებული.

აწევს
აწვევს, იწვევს, პატიჟებს (იხ. წევა).

აწყენს
აწყენინებს.

ახა
რახან, რადგანაც; როცა.

ახალზალი
პატარძალი, დედოფალი.

ახალუხალი
ახალგაზრდობა, ტოლი ვაჟები, ტოლი ქალები.

აჴხნევა
გზათაჴსნევა − გზის გახსნევინება. ხევსურთა წესით ახალდანიშნული პატარძალი ქმრის სოფელში ვერ მივიდოდა, ვიდრე საქმროს მახლობლები არ წაიყვანდნენ საქმროს სახლში. ამის შემდეგ პატარძალს გზა ხსნილი ჰქონდა ეარა საქმროს სოფელში.

ბაკანი
ა) დიდი ჯამი ხისა ან სპილენძისა (შდრ. სვან. ფაკნ); ბ) ვარცლის მსგავსი მრგვალი ჭურჭელი, რომელშიც რძეს ჩაწურავენ.

ბარება
დაძახება, წვევა, დაპატიჟება: უბარებავ უძახია, მოუწვევია.

ბედგამაცლილი
მეორედ გათხოვილი, ნაქვრივალი.

ბეწეწიკურეები
მრ. პატარ-პატარები, პატარები.

ბეწვი
ბალანი, თმა.

ბეჯითად
უეჭველად, ნამდვილად.

ბინა
დროებით საცხოვრებელი სახლი; საერთოდ, ბარგი, ოჯახის მოწყობილობა, ავეჯეულობა.

გაბედვა
გაგიჟება გაებედ გაგიჟებამდე მისულიყო, კინაღამ გაგიჟებულიყო.

გადასჩომიან
(< გადაჰრჩომიან) გადარჩენიან.

გადასხმა
(თოფებისა) საყრდენზე თოფების დადება და დამიზნება.

გადმატანება
გადმოხტომა: ჴმლით გადმეეტან − ხმლით გადმოუხტა, გადმოუვარდა.

გადმაჴდომა
გადმოსვლა: გადმაჴდების გადმოვა.

გავ
გავა.

გაზელა
ტყავის გაზელა − ტყავის მოქნა, ტყავის დამუშავება.

გათელვა
ტოლისა − მოთელვა, დასველებული ტოლის ლასტზე დარბილება.

გაიხახან
(< გაიხახანა) გაიხარხარა, ხმამაღლა გაიცინა.

გალავანი
სოფელს შემოვლებული მაღალი ქვის კედელი თავდასაცავად.

გალალვა
გარეკვა, გაგდება; გაგზავნა.

გამადგომა
გამოკიდება, გამოდევნება: გველ რო გამაგიდგებისთავ.

გამავ
გამოვა.

გამალალვა
გამორეკვა, გამოდენა; გამოგზავნა.

გამაწურა
(არაყისა) − გამოხდა.

გამახვეწება
გამოხწევა, გამოქცევა: გამეეხვეწ − გამოექცა, გამოუსხლტა.

გამწვავება
გაცხელება, გახურება: გაამწვავა.

გამჴმარი
გამჴმარი დიაცი − ხანში შესული ქალი. სამრელოში რომ აღარ დადის, დედათწესი რომ არა აქვს, შვილი რომ არ გაუჩნდება.

გარდაჴდომა
გადასვლა: გარდავჴეითავ − გადავედითო.

გაყინვა
(ხავიწისა) გაცივება, გაცივებით შეყინვა, გამაგრება.

გაწირვა
დატოვება.

გახენება
გახედვა: გახენებდ − გახედავდა; გახენ − გახედა.

გაჴდომა
გასვლა: გავჴდიდივ − გავიდოდი ხოლმეო.

გვერდის სამჯდომრო
უფრო სწორია გვერდით სამჯდომრო. სისხლის საფასური, რომელსაც, ხევსურთა წესით, მკვლელი იხდიდა მკვლელისა და მოკლულის ნათესავთა შემოსარიგებლად. ჯერ აძლევდა ხუთ ძროხას, შემდეგ სამ-სამ ცხვარს სამჯერ. გარდა ამისა, მკვლელი ასრულებდა სხვა მოვალეობასაც. მოკლულის მამის თუ ძმის მიერ პირველად გამორთმეულ სამ ცხვარს გვერდით სამჯდომრო ერქვა.

გზაურ
ზმნს. გზაზე, გზისას.

გითხა
გითხარ.

გირჩევ
გირჩევნია: სა გირჩევავ? − სად გირჩევნიაო?

გონი
გონება, ჭკუა, ცნობიერება: გონი კაცისი: გონ ამჴდა − გონება წამივიდა; გონთ მოვედი − გონზე მოვედი, ცნობიერება დამიბრუნდა.

გონობა
გონობით − მოფიქრებით, წინასწარგანზრახვით.

გუგუტა
გუგული.

გულდაღრიანი
მძლავრი, შემმუსვრელი.

გულდიდი
ამაყი, მედიდური, ამპარტავანი.

დ’
შეკვეცილი კავშირი და: ეესი-დ’ ეეს წავლენა-დ’ ჴარებით მაიღებენ... ზოგჯერ იგი სულ იკარგება და ტექსტში (აპოსტროფით) არის აღნიშნული: გაიმართების... თამაშობაი, მღერაი’ სხვაი; შასმენა’ სოფელჩი შამავლენ (იხ. -ა3).

დაბარება
დაძახება, მოწვევა, დაპატიჟება.

დაბარებული
დაძახებული, მოწვეული.

დაბღლეძა
(ტყავისა) − დახევა, დაფლეთა.

დაგზება
დანთება (ცეცხლისა).

დავიბრუნ-მავიბრუნე
დავიბრუნ-მავიბრუნევ თავიო − მივიხედ-მოვიხედეო.

დაზუბუქება
დამსუბუქება.

დათქმა
დანთქმა, ჩანთქმა (ბევრისა).

დაკეფა
დაკეპა, დაჭრა.

დაკვრა
თოფის დაკვრა − ტყვიის მორტყმა; ხანჯრის დაკვრა − ხანჯლის დარტყმა.

დალაჴვა
ფეხის დადგმა, ფეხით გადავლა.

დალევა
გაფუჭება: თუ არა დაულივ − თუ არაფერი გაუფუჭა, თუ არაფერი აწყენინა.

დალიშნული
დანიშნული (საცოლე, საქმრო).

დამრჩალი
დარჩენილი.

დამწყალობნება
დალოცვა ხატის სახელით, შეხვეწება ხატისათვის.

დანათვლა
საკლავის დაკვლა დანაშაულის პატიების გამოსათხოვრად ხატისაგან. ეს ხდებოდა მაშინ, როცა უქმეს, აკრძალულ დღეს იმუშავებდნენ: უნდა დანათლანა კი.

დარბაზი
ჯვარის ნაგებობათა შორის მთავარი სადგომი, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ დასტურ-ხელოსნებს ჰქონდათ.

დარისხება
დაწყევლა ხატის სახელით.

დასთული
ნართი, დართული (მატყლი).

დასრევიება
დაყრევინება, გაგდებინება.

დასტური
ხატის (ჯვარის) მსახური, რომელსაც ერთი (ორი) წლით მორიგეობით ირჩევდნენ სოფლები. იგი გარკვეულ მოვალეობას ასრულებდა: ლუდს ადუღებდა სოფლისათვის, პურს აცხობინებდა, ეხმარებოდა საკლავის დაკვლასა და ხორცის განაწილებაში.

დასხმა
დასმა (ბევრისა); დადება (ბევრისა): დაუსხმავ ჯარი − დაუსხამს (დაუსვამს) ხალხი; ზე ხორცის წილობებს დასხმენ.

დატანება
ა) მიშველება. დახმარება: დაიტანებენ − დაიხმარენ; დაგვეტანებითავ − დაგვეხმარეთო, მოგვეშველეთო; ბ) წატანება, გამოკიდება: დავეტანე მგლებსა − მგლებს გამოვეკიდე.

დაუმძრახება
უმძრახად ყოფნა, ხმის გაუცემლობა, ხმის ამოუღებლობა: დაუძრახდების − ხმას არ ამოიღებს. არ დაილაპარაკებს.

დაქნევა
ზედიზედ მოქნევა, დატრიალება (ხმლისა).

დაყინული
(ჩახმახი) ზედ გაყინული. ჩახმახს დუმით (ქონით) პოხავდნენ და ძლიერ სიცივეში შეიძლებოდა დუმა გაყინულიყო და ჩახმახი არ დასხლეტილიყო.

დაშლა
დანგრევა, დარღვევა: სახლ დაიშალ.

დაცემა
დასც ჴელი ხელი სტაცა ხელი დაავლო.

დაწურვა
(საარაყეებისა) (რამდენიმე ქვაბი) არაყის გამოხდა.

დაწურვილები
(საარაყეები) (რამდენიმე ქვაბი) გამოხდილი არაყი.

დაწყეული
დაწყევლილი.

დაჭრელებული
დახვრეტილი, დაჩხვლეტილი (პური).

დაჭრეხილი
პური, რომლის ნაპირები ამოწეულია და ხელით აზნექილ-ჩაზნექილი.

დახიზული
(ძვლები) დახრული, გამოხრული.

დახტა კვეთასა
მიტყუპებული ფეხებით ხტომა დაიწყო.

დაჴელნაცვლება
ნადობა, მუშაობაში ერთმანეთის მიშველება: დღეს ერთი დაეხმარება მეორეს, შემდეგ კი მეორე პირველს.

დაჴოციდგეს
დახოცვიდან, დახოცვის შემდეგ (იხ. -იდგეს).

დედანი
მრ. ქალები: დედათა სქესისანი.

დედროვანი
ქალთა ჯგუფი, ქალები, დედათა სქესისანი.

დევკერპნი
მრ. დევები, დიდტანიანი ავი სულები.

დი-დიდი
დიდ-დიდი, მოდიდო.

დიასახლისი
მოხუცი ქალი, რომელიც სარიტუალო ნამცხვრებს აცხობდა ხატში (ჯვარში)

დიაცი
ა) დედაკაცი, ქალი; ბ) ცოლი.

დილათენება
გათენების დრო, ადრიანი დილა: დილათენების ხანი − განთიადი.

დიშვილებიცეევ
(< დიშვილები-ცა-ე-ვ) დისშვილებიცო.

დუღება
ხარშვა: ლუდს ადუღებენ.


შეკვეცილი ნაცვალსახ. ეს, ეგ; ემ, ამ: ე სოფელჩი − ემ (ამ) სოფელში.

ე-
იგივეა, რაც ა1 (აი) ნაწილაკი, დამსგავსებული მომდევნო ნაცვალსახელის ან ზმნისართის თავკიდურ ე-სთან: ეეგ, ეეგი − აი ეგ; ეეს, ეესი − აი ეს: ეესი-დ’ეეს − აი ესა და ეს; ეემ, ეემა − აი ემ (ამ): ეემა-დ’ ეემ − აი ამა და ამ; ემმას − აი ამას; ეემის − აი ამის.

ეგი
ეგ (ეგე).

ეეგ
იხ. ე-.

ეეგრ
(< აი ეგრ) აი ეგრე; ეეგრავ − აი ეგრეო (იხ. ე-).

ეემ
აი ამ (იხ. ე-).

ეეს
აი ეს (იხ. ე-).

ეესრ
(< აი ესრე) აი ასე (იხ. ე-)

ეეხლა, ეეხლად
აი ეხლა, აი ახლა; ეეხლადა − აი ახლადაც (იხ. ე-).

ეკვლევა
ეკვლევინება.

ერაწი
რკინის პატარა ქვაბი.

ერთირაოდ
ერთბაშად.

ერთუცი
(< ერთურთს-ი) ერთმანეთი: ერთუცს − ერთმანეთს; ერთუცისად − ერთმანეთისთვის.

ერთხან
ერთხელ.

ერცხვა
(< ერთსხვა) ერთმანეთი.

ესი
ნაცვალსახ. ეს.

ესრ
ზმნს. ასე.

ესრიე
ესროლე (იხ. სრევა).

ესწების
ირწევა, ქანაობს.

ექნებო
ექნებოდა, ეყოლებოდა.

ეშურების
სურს, ძალიან უნდა: ვეშურებითავ.

ვაცუნი
მეორე წლის მამალი თიკანი.

ვითა
რამდენი; ვითას − რამდენს.

ვინ
ვინმე, ვიღაც: ვის − ვისმე; ვისა ა) ვისაც; ბ) ვისი, ვისიც: ვისად − ვისთვისმე.

ვინამ
ვინმე, ვიღაც.

ვლევა
მავლიეს − მატარეს.

ზალბარიკნო
მრ. წოდებ. (?)

ზალი
რძალი.

ზამთრის
ზმნს. ზამთარში.

ზაპასი
(რუს.) მარაგი.

ზე
ზედ; ზევით.

ზედამრჩო
მიცვალებულის ჭირისუფალი, ზეზე დარჩენილი, ცოცხალი.

ზეთი
ზევით, ზევითა (შდრ. გარეთი): ზეთი კლდეთ მეეფარ.

ზისცვარი
(< სძის ცვარი) რძე; მრ. ზისცვარნი სადღვებელში ჩასასხმელი ნაღები კარაქის მისაღებად.

ზღუბლი
ზღურბლი, სწორკუთხედი ქვა, რომელიც კარის ქვეშაა (ოდნავ წინ) დადებული.

თავაღმ
თავაღმა, ზევით (საპირისპ. თავჩაღმ).

თავგაღმ
ქვევით, წყლის დინების მიმართულებით (საპირისპ. თავშაღმ).

თავრიელა
თავი

თავრიელაგახეთქილი
თავგატეხილი, თავგახეთქილი.

თამაშობა
ცეკვა.

თანოოდ
თან (იხ. -ოდ).

თაო, თაოდ
თავად, თვითონ.

თასი
სასმისი, უპირატესად ვერცხლისა.

თელვა ტოლისა
დასველებული ტოლის ლასტზე დარბილება.

თემ-სოფელი
მთელი თემის მოსახლეობა.

თემი
ერთი სოფლის მცხოვრებნი მეზობელ სოფელზე იტყვიან.

თესლ-ჯილაგი
თესლი და გვარი, ჯიში, წარმომავლობა, წარმოშობა.

თვალის (|| თვალთ) დაცემა
თვალის მოკვრა, ნახვა: თვალთ არ ექნებოდ დანაცემი − არ ეყოლებოდა ნანახი.

თოფვა
თოფის სროლა (ვინმეს ან რამის მოსაკლავად).

თუ
თურმე: თუ.


შეკვეცილი ნაცვალსახ. ის; იმ.

იმაად, იმად
იმიტომ; იმისთვის.

იმასოოდ
სწორედ იმას (იხ. -ოდ),

იმაჩიით
(< იმა-ში-ით) იქიდან.

იმთვენი
(< იმოდენი) იმდენი.

იმი
იმით: იმი დაიწყ სრევა.

იმით
იმიტომ: იმით ხქონდის იმის ჯავრ.

ისი
ა) ის იგი; ბ) ისიც; ისი ქალს... წაუყვანავ − ისიც ქალს წაუყვანია; გ) ისივ მისულ... წაუყვანავ − მისვლისთანავე წაუყვანია.

ისრ
ზმნს. ისე: ისრევ − ისევ.

იქავ(ა)
ისევ: დაიწყ იქავ − ისევ დაიწყო; იქავ გაიქცევის − ისევ გაიქცევა.

იქამს
შვრება, იზამს.

იქი, იქით
(< - იქ-ით) იქიდან.

იქითი
ა) იქით, ცოტა იქით; ბ) იქით, გადაღმა: იქით მჴაროზეით − იქით მხარიდან.

იქნებო
იქნებოდა.

კა
(მრ. კანი) კარგი.

კაად
ზმნს. კარგად (იხ. კა).

კაისდროს(ა)
საშუალო ასაკისა, მოწიფული, არც ძალიან ახალგაზრდა.

კანდლაკაცუა
ჯუჯა, ცეროდენა, ქონდრის კაცი.

კართანით
(< - კარ-თან-ით) კარ[ებ]იდან.

კარი
ა) ჩვეულებრივი გაგებით კარი: კარჩი − კარში გარეთ: ბ) ეზო-მიდამო, არემარე: ჯვარის კარი − სამლოცველო ადგილის კარ-მიდამო, სადაც დღეობაზე ხალხი იყრიდა თავს.

კედი
ურდული, ბოლში გამოყვანილი მაგარი, მსხვილი კეტი კარების დასაკეტად.

კეცეული
ხაჭაპური ხავიწის ყველის (სატნის) ან ხორცის გულიანი ნამცხვარი, მცირე ქადის კვერი.

კვალის დაჭერა
საახალწლო წესი: ხატიდან მეკვლეთა შინ დაბრუნებამდე შინმყოფნი კარის ზღურბლს ვერ გადმოსცილდებოდნენ, გარეთ ვერ გამოვიდოდნენ.

კვერი
პატარა მრგვალი ნამცხვარი (უგულო ან გულიანი), ჩვეულებრივ დაჭრელებული.

კვეცა
იხ. დახტა კვეცასა.

კიაო-დ’
კიო და.

კიდობანი
ფიცრებისგან შეკრული სახურავიანი დიდი ყუთი ხორბლის შესანახად. ზოგს რამდენიმე განყოფილება აქვს სხვადასხვა მარცვლეულის ჩასაყრელად და შესანახად.

კოდი
ღრუ მორისაგან გულგამოღებული და ძირგაკეთებული ჭურჭელი საარაყე თუ სალუდე მასალის ჩასაფუებლად, ერბოს ან ხორბლის შესანახად. ,

კოზი
კოვზი.

კოში
დიდი სასმისი, სპილენძის (რვალის) ან ხის დიდი თასი ლუდის დასალევად.

კოჭუკუღმ
ქუსლუკუღმა, ფეხშებრუნებით.

კრაველი
ბატკნის მატყლი (რომ ასხია, ან ნაპარსია).

კრავლიანი
მატყლიანი.

კურეტი
კურატი, ჯვარისთვის (ხატისთვის) დასაკლავად შეწირული მოზვერი.

კუსი
ერთი თავი ყველი, შედედებული (დამჟავებული) რძისგან ამოღებული ყველი.

ლასტი
წნული, წკნელის ჩელტი.

ლიკლიკებს
მოძრაობს, ტივტივებს, ლიცლიცებს (სითხე).

ლიტრა
ლიტრა სპილენძი − ოთხი კილო სპილენძი.

ლიტრის ქვაბი
ა) ათი გირვანქა სპილენძი; ბ) საწყაოა: ოთხი ჩარექა.

ლიშან-სამთხოვრო
სამი ადლი ფარჩა (ფართალი), რომელზედაც ლიშანს (იხ.) დააკრავდნენ და საპატარძლოს სახლში დატოვებდნენ. სანამ ეს ფარჩა იქ იყო, საპატარძლო სხვაზე ვერ გათხოვდებოდა.

ლიშანი
ნიშანი, წინდი, შარნა, საპატარძლოს დასანიშნი: ლიშნის დაჭერა − წინდის აღება საპატარძლოს მშობლების მიერ.

მა-
იგივე მო- პრევერბია.

მაგთვენი
(< მაგ-ოდენი) მაგდენი.

მაგრა, მაგრე, მაგრემ
მაგრამ.

მადენა
ა) მოდენა: სისხლ მაზდენივ − სისხლი მოსდენია, გამოსვლია; ბ) გაგონება, მოსმენა: მეედინა ძახილი.

მაედით
მოდით.

მავ
მოვა; მავი − მოვიდა.

მავლიეს
მატარეს.

მათრა
მოთრევა: მავსთრითავ − მოვათრევთო.

მაკეთე
მოკეთე, მოყვარე, ნათესავი.

მაკეთეობა
მოკეთეობა. მოყვრობა.

მაკვლევა1
მოკვლევინება: არავინ მაუკვლევავ.

მაკვლევა2
მოკვლევა. მოკითხვა, მოძებნა, მონახვა, შეპირება: მაიკვლევენ მთიბლებს.

მალალვა
მოლალვა, მორეკვა, მოდენა.

მალედავ
ადრიანადვე.

მამანი
მრ. მამაკაცნი.

მამიედით
მოდით ჩემთან.

მამისახლი
მამის სახლი, საიდანაც გამოთხოვილია ქალი.

მამკალი
მომკალი, მკელი; მრ. მამკალნი მკელთა ნადი.

მამროვანი
მამაკაცთა ჯგუფი, მამაკაცები, მამათა სქესისანი.

მამული
სახნავ-სათესი მიწა.

მამჩალნი
მრ. დარჩენილნი.

მანდელი
მანდილი, ქალის გრძელი ოთხკუთხედი თავსაფარი შავი ან ლურჯი ცალპირა შალის ქსოვილისა, ნაქარგკიდურებიანი.

მანდლიანი
მანდილიანი, მანდილოსანი, ქალი, ვინც მანდილს ატარებს.

მანდობება
მონდომება, დაპირება, განზრახვა: მაუნდობებავ − დაუპირებია.

მარჴილის უბე
იგივეა, რაც სერკვი (იხ.).

მასდობნივ
შორისას მავლა მასდობნივ − იძულებული გამხდარან შორიდან შემოევლოთ.

მასჩან
მორჩნენ (რასმე), გაათავონ (იხ. სჩ).

მასწრობა
მოსწრება: მაასწვრან − მოასწრონ; მავასწვერივ − მოვასწარიო.

მაქაცი
გრაკლა, დაბალი ტანის ბუჩქის მცენარე.

მაქცევა
გაქცევა (ბევრისა): მაიქცნეს − გაიქცნენ

მაღება
მოღება, მოტანა: მაიღე − მოიტანე.

მაში
მაშინ; მაშივე − მაშინვე.

მაშორდომა
მოშორება, მოცილება: მაშორდომივ − მოშორებია.

მაწვდა
მოწოდება: მამაწვადეს − მომაწოდეს.

მაწირვა
დატოვება (ბევრისა): მაუწირიან − დაუტოვებიათ.

მაჭიკნება
მოჭერა: ჴელნ მაუჭიკნიანავ − ხელს მოუჭერდნენ ხოლმეო

მახილვა
მოხილვა, ნახვა: მაიხილა − ნახა.

მაჴდომა
მოხდომა, მოსვლა; მაგვიჴდების − მოგვივა.

მაჯარება
მოახლოება: წუხრიხან მასჯარებიყვ − საღამო ხანი მოახლოებულიყო.

მესადილე
სადილის მიმტანი.

მესახლენი
მრ. მშენებლები, სახლის ამგებნი ერთად.

მეჴენცლე
ნამგლით (ჴენცლით) მთიბავი ქალი.

მზეგადენის დრო
მზის გადახრის, მზის დასავლეთისკენ დაშვების დრო.

მზეგასვლიდგე
მზის ჩასვლის შემდეგ.

მთელავი
დასველებული ახალმოქსოვილი შალის (ტოლის) დამრბილებელი, მომთელავი.

მთელი
ცოცხალი; სულ.

მთხილი
ფრთხილი: მთხილა[დ] ფრთხილად.

მი
(< მინდა): არც მი ეგი − არც მინდა ეს.

მიდენა
(მისვლა) სმენა, გაგება: ენა მიზდენივ − ენა ესმოდა თურმე.

მივ
მივა; მივი − მივიდა.

მილალნა
მიგზავნა; მირეკვა, მიდენა.

მიღება
მიტანა: მიიღებენ მიიტანენ.

მიხქადიან
ემუქრებიან.

მიჯდომა
მივარდნა, ცემა, მიხტომა: ეშმა მიაჯდა ეშმასა − ეშმაკი ეშმაკს მივარდა, ეცა.

მოკლე
მოკლედ, მოკლე დროში, ჩქარა.

მოკმეჭა
მოკბეჩა.

მოქცევა
იგივეა, რაც მაქცევა (იხ.): მოქცეულან − გაქცეულან.

მოყვარე
სატრფო, საყვარელი.

მუშანი
მრ. ნადი, მამითადი (დამხმარენი მატყლის ჩენასა და სხვ.).

მუჯი
მუნჯი.

მყოლი
პატარძლის მხლებელი, მაყარი; მრ. მყოლნი, მყოლები − მაყრიონი.

მცეს
მცემეს.

მწურე
საქონლის შარდი.

მჴარო
მხარე.

მჴრის ქცევა
მხარის აქცევა, კვალის აცდენა: მჴარ უქციათავ მდევარსავ.

მჴრის წევით
მხარში შედგომით, იღლიაში მხრის მიცემით.

ნათვლა
საკლავის დაკვლა, რომ ხატმა დანაშაული აპატიოს: უქმს ნათლავს − უქმეს ტეხს, საკლავს კლავს და ღმერთს (ხატს) შეევედრება: მაპატიე, უქმე გავტეხეო (იხ. დანათვლა).

ნაკვეთი
ნაკრძალი, აკრძალული.

ნაშალი
ნანგრევი.

ნახარჯავი
ხარჯგაწეული. ხევსურული წესით სასიძოს ოჯახს საპატარძლოს სახლში ყოველ წელს მიჰქონდა არაყი და სხვა ხარჯი. ქალის მიერ ვაჟის (სასიძოს) დაწუნებისას ამ გაწეულ ხარჯს უკანვე ითხოვდნენ, თავსაც ადვილად არ ანებებდნენ

ნელა
გვიან

ნიადე
(< ნიადეგ) რასაკვირველია, რა თქმა უნდა.

ნიკორა
თითი ნეკი.

ოდ-ოდენეები
გაორკეცებული ოდენა (იხ. ჴელის ოდ-ოდენეები).

ოჟი
ვაჟი; მრ. ოჟები − ვაჟები.

ორ
ვარ; ორთავ − ვართო.

ორშიანი
შალის ქსოვილის ერთგვარი სახე, ორპირად ნაქსოვი.

ოჴშამი
ვახშამი; ოჴშამთ უკვენა − მეორე ვახშამი, პირველი ვახშმის შემდეგ მეორედ ჭამა მჩეჩელთა ნადის მიერ.

ოჴშმობა
ვახშმობ: ოჴშმობისას − ვახშმობის დროს, ღამე.

პერანგი
მამაკაცის ტანსაცმელი.

პირიქითელი
კავკასიის მთავარი ქედის გადაღმელი (არხოტელი, შატილელი) პირაქეთელი ხევსურისათვის. პირაქეთელი ხევსური ქედის გადმოღმელია.

პირჩაღმ
პირდაღმა, თავდაღმა, თავქვე

პური
საჭმელი: პურსა ნუ აჭმევს.

ჟამსაწირი
ახალი წლის დილას ჯვარში (ხატში) გამოცხობილი ქადა.

რა
ა) რა; რასა − რასაც; ბ) რამე, რაიმე: თუ რა ათქმივეს.

რაად
რად; რისთვის; რაადაღ − რადღა; რაადამ − რადმე; რისთვისმე.

რაი
რა: რაისაც − რისაც; რაიცაღ (< რაი-ცა-ღა) რაღაც.

რაიმ
რაიმე, რამე, რაღაცა: რაისამ − რისამე.

რაიმ
რაიმე, რამე, რაღაცა: რაისამ − რისამე.

რამ
რასამ − რასმე, რამეს, რაღაცას; რომელიღაცას; რაშიამ − რაშიმე; რომელიღაცაში.

რამთვენი
(< რაოდენი) რამდენი.

რასამ
იხ. რამ.

რაშიამ
იხ. რამ.

რახა
(< რა ხან), რახანისა − რაჟამს, როცა, როდესაც.

რაჴელ
ზმნს. როგორ: რაჴელც − როგორც, ვით.

რაჴელი
როგორი: რაჴელ გული გაქვთავ − როგორი გული გაქვთო; რაჴლები − როგორები; რაჴლად − ზმნს. როგორ.

რიყე
რიყედ დაგყრიდით მკვდარსაო − ისე დაგყრიდით, როგორც რიყეზე ქვები ყრიაო.

რომენი
რომელი.

როსა, როსაც
როდესაც.

რუსული
რუსული ხმალი.

სა
სად: სა გირჩევავ? − სად გირჩევნიაო?

საარაყე
არაყის გამოსახდელი მასალა.

საბალახე
საკლავი (ცხვარი), რომელსაც სოფელი საძოვრის ფასად ართმევდა მეცხვარეებს.

საბანდი
ტყავის წვრილი თასმა ჯღანის (იხ.) ძირის გამოსაწნავად (გამოსაბანდად).

საბაჭიჭე
საპაჭიჭე. საპაიჭე ქსოვილი სამწევრი ნართისაგან.

საგძალი
საგზალი.

სადამ
ა) თურმე; ბ) სადღაც.

სადედროვ[ა]ნო
დედროვანისთვის, ქალებითვის განკუთვნილი.

სადიაცო
ქალის მთლიანი კაბა შალისა.

სადიური
სადაური.

საით
საიდანმე.

საკანტალაოდ
საქურდლად, საპარავად.

საკუდური
საძუე.

სამამკლო
ა) ჯვარის ყანის მომკა; ბ) ჯვარის ყანის სამკალად გასული სოფლის ლხინი საამისოდ ადუღებული ლუდით.

სამეკვლეო
ახალ წელს გამომცხვარი მრგვალი მოზრდილი პური, რომელსაც ერთი მხარე დაჭრელებული აქვს და მეორე მხარე სწორი. მას დიასახლისი ჯვარიდან მოსულ მეკვლეს კარებში მიაგებებდა და ისიც სამჯერ შეაგორებდა სახლში; სამეკვლეო-სასანთლე.

სამეული
დაწყობილი სამი ძნა (ძირს ორი ძნაა, მესამე ზედ აძევს).

სამთხოვრო
იხ. ლიშან-სამთხოვრო.

სამკლავე
მკლავზე გასაკეთებელი რკინის იარაღი, მუზარადის ნაწილია.

სამრელო
ქოხი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ დედათაწესის დროს.

სამუშაო
გასამრჯელო, შრომის საზღაური.

სამჴსნელო
საფლავ-სამარის სამჴსნელო, ჯვარ-ჯვარისკრის სამჴსნელო − მკვლელის მიერ მოკლულის ჭირისუფლისათვის მიცემული სამ-სამი ცხვარი. ამ სამჴსნელოს მიცემის შემდეგ მკვლელს, რომელიც მანამდე გახიზნული იყო, უფლება ჰქონდა დაბრუნებოდა თავის სახლ-კარს და მიეხედა საფლავ-სამარისა და სალოცავისათვის.

სანიაზო
სასურველი, სანატრელი.

საორცხალი
სავარცხელი; მრ. საორცხალნი − საჩეჩელი.

საპერანგე
პერანგისათვის (მამაკაცის ტანისამოსისათვის) დანიშნული შალი (ნართი და სხვ.).

საპირბეწვე
მესამე ვახშამი, ღამე მესამედ ჭამა მჩეჩელთა ნადის მიერ (პირველად ოჴშამია, მეორედ − ოჴშამთ უკვენა, მესამედ − საპირბეწვე).

სარევანი
ფაფის სარევანი − ფაფის მოსარევი ქაფქირი, ხისა, მოგრძო ნახვრეტებიანი.

სასაბანდე
წვრილად (თასმად) დასაჭრელი ტყავის ნაჭერი, საბანდისთვის (იხ.) განკუთვნილი.

სასანთლე
კეცეული (ხაჭაპური), რომელსაც სანთელს მიაკრავდნენ და მიმტანს დალოცავდნენ (?).

სატაბლო პური
სუფრის პური, მრგვალი ხმიადი.

სატანი
ძროხის მოხდილი რძის ყველი.

სატნის კუსი
ერთი თავი სატანი (იხ.), ერთი წველა ყველი (იხ. კუსი).

საფაფანაგე
ფაფანაგისთვის (იხ.) დანიშნული (შალის ქსოვილი, ნართი).

საქონელი
ჴორც... კა საქონელი ას − ხორცი კარგი რამეა.

საქონი
საქონელი, მსხვილფეხა პირუტყვი, ძროხების ნახირი.

საქოქომოე
ქოქომოსთვის (იხ.) დანიშნული ქსოვილის ნაჭერი.

საყარწიკაე
ყარწიკასთვის (იხ.) დანიშნული.

საყურები
მოსასმენი: რაჴელ საყურებიავ − როგორი მოსასმენიაო.

საყუჩი
ჩასასაფრებელი ადგილი.

საშურველი
სასურველი, საინტერესო.

საჩოჴე
ჩოჴისთვის (იხ.) დანიშნული.

საძევი
საძებნი.

საძმო
ხუთი ძროხა, რომელთაც მკვლელი აძლევდა შერიგებისას მოკლულის გვარეულობას სისხლის საფასურად.

საწდე
რვალის (სპილენძის) ჭურჭელი, რომლითაც ლუდი მოჰქონდათ და რომლიდანაც ლუდს იღებდნენ და ხალხს ურიგებდნენ.

საწელწდო
საახალწლო.

საწყლე
წყლის ჭურჭელი.

სახვიელი
ასახვევი (თვალებისა).

სახლისკაცი
შორეული ბიძაშვილი.

საჯღნე
მოქნილი ტყავის კარგი ნაწილი ჯღანისათვის (იხ.).

სერკვი, მარჴილის უბე
ძნების (პურეულის) ზვინი. ქვეშ უგებენ უხეშ ბალახს.

სველი
ხაჭოს ამოღების შემდეგ ნარჩენი სითხე.

სვიანი
სვიანი ლუდი − ლუდი, რომლის დუღებისას სვეს (სვიას, ფშალას) ჩაყრიან და ხარშავენ. ასეთი ლუდი მწარეა, მაგრამ მათრობელია.

სვილი
ჭვავი.

სიმური
წყალი ხატის ენაზე.

სისვი
მწვანე.

სკლატი
მაუდი. მის ფერად ნაჭრებს იყენებენ ტანსაცმლის მოსართავად.

სრუ
სულ; სრუყველა − სუყველა.

სჩ
(ს- III პირის ობიექტური თავსართი და ჩ ძირი რ-ჩ-ო-მ, რ-ჩ-ებ-ი-ს ზმნისა): მასჩან − მორჩნენ, გაათავონ; ვერას სჩომიან − ვერაფერს რჩებოდნენ, ვერაფერს აკლებდნენ ხოლმე.

სწორფრები
მრ. (< სწორ-ფერი) ტოლები, ერთი ასაკის ქალები და ვაჟები.

სხავ
(< (ა)-სხია) ყრია: დი-დიდ ქვა რო სხავ.

ტაბლა
ა) სუფრა, პატარა დაბალი მაგიდა: ტაბლის პური; ბ) გაწყობილი სუფრა.

ტანებულ
ტანებულა, ახლდა თურმე.

ტკბისველა, ტკბისველი
ყველის ამოწურვის შემდეგ დარჩენილი სითხე; ტკბისვლის წვერი − სველი, შრატი, ტკბისვლის მოდუღებისა და ხაჭოს გადაწურვის შემდეგ დარჩენილი სითხე.

ტოლი
შინ მოქსოვილი შალი ტანისამოსის შესაკერად.

ტოტაობა
თამაშობა, როცა ხელებით (ტოტით) ერთმანეთს ეხებიან, ხელების ფათური.

ტოშ-ფანდურა
ტაში და ფანდურის დაკვრა.

ტყავის გაზელა
იხ. გაზელა.

უანგარიშოდ
ცუდად, ურიგოდ, ანგარიშგაუწევლად (იხ. ქცევა).

უბარებავ
უძახია, მოუწვევია (იხ. დაბარება).

უბნობა
თქმა: უუბნავ − უთქვამს; რო გეუბენითაევ − რომ (აკი) გითხარითო.

უკენ, უკენა
უკან; უკენავ − უკანვე; იმის უკენ − იმის შემდეგ.

უმძრახი
უბარი, ვინმესთან უბრად მყოფი.

უუბნავავ
უთქვამსო (იხ. უბნობა).

უფერი
ცუდი, შეუფერებელი

უფირჩხილოდ
უფრჩხილოდ.

უქამს
უზამს, უშვრება.

უქრეჯს
აჯავრებს, წაბაძვით მისებურად იქცევა.

უჴორწილოდ
უქორწილოდ.

ფაფანაგი
ქალის გარეთა მოკლე ჩასაცმელი კაცის ჩოხის მსგავსი, შავი ან ლურჯი შალისა, მოქარგული: საფაფანაგე − ფაფანაგისთვის დანიშნული (ქსოვილი...).

ფირჩხილი
ფრჩხილი.

ფორი
ალაო, დამტკბარი ფქვილი ლუდის ან არაყის გამოსახდელად (ხორბალს წყალში ჩადებენ ტომრებით და დაალბობენ, შემდეგ თბილ ადგილას დააწყობენ ტომრებს და ზედ დააფარებენ; თუ ზამთარია, თბილ წყალს დაასხამენ. ასე ინახავენ მარცვალს გაღივებამდე, შემდეგ გაახმობენ და დაფქვავენ. ფქვილი ტკბილია).

ქადა
ყველაზე დიდი ნამცხვარი, ხავიწის, ყველის ან ხორცის გულიანი. ქადის კვერი იგივეა, რაც კეცეული (იხ.).

ქავჩიგური
(ქავ-ჩიგ-ურ-ი) ქავური, ქავში რომ არის თუ იყო (ქავი გეოგრაფიული სახელია).

ქაზდარი
სამყოფოს (სახლის ქვემო სართულის) მიწის იატაკი, სოხანე.

ქალ-ზალი
ქალი და რძალი.

ქალა
კნინ.-მოფერ. ქალი.

ქამ
იქამს − იზამს, შვრება; უქამს − უზამს, უშვრება.

ქვე
მტკიცებითი ნაწილაკი (იგივეა, რაც იმერული ქე, რაჭული ქვე, მეგრული ქო და სვანური ჩუ) კი, კიდეც: მენამგლეებ ქვე მკიან, სხვებ ქვე უკონვენ.

ქვიაც
(< ქვე-ა-ც) კიდევაც.

ქოო-ქოოდ
(< ქვე-ოდ) მთლად, სულ, ერთიანად; ქოოდიოდ (< ქვე-ოდე-ოდ) მთლიანად.

ქოქომო
ქსოვილის ვიწრო ნაჭერი. სხვადასხვა (სამი ან ხუთი) ფერის ქოქომოს მოაკერებენ ქალის კაბის ბოლოზე. საქოქომოე ქოქომოსთვის დანიშნული ქსოვილის ნაჭერი.

ქრეჯა
კაცის გამოჯავრება, წაბაძვით ქცევა: უქრეჯს.

ქრისტეშობისთვე
დეკემბერი.

ქური
ლოყა.

ქცევა
პასუხის მიცემა: არა მიქციესავ უანგარიშოდავ − ცუდად არაფერი მოპასუხესო.

ღალა
რძის ცხიმი, ნაღები.

ღამის სამთევლო
ახალი წლის წინა საღამოს გამომცხვარი ქადა.

ღონ-ღოლისა
ღონ-ღოლისა დადგებიან − გათანაბრდებიან, ბარიბარ გახდებიან.

ღორღი
ქვების გროვა, ქვები.

ღრეობა
დიდი სმა, ქეიფი.

ყარწიკა
მხრებზე მოსასხამი ნაბდისა, საწვიმარი.

ყმაწვილყმუწვილები
მრ. ბავშვები, პატარები, უასაკონი (ყმაწვილი − ბავშვი).

ყოლა
გაყოლა, თან ხლება: ვაზუაიც ხყოლივ თან − ვაზუაც თან დაჰყვებოდა თურმე.

ყონდაყი
კონდახი, დუგლუგი, თოფის ხის უკანა ნაწილი.

ყოფილამ
თურმე.

ყურება
მოვლა-პატრონობა: არ აყურებიებენ − არ მოავლევინებენ.

შა-
იგივე შე- პრევერბია.

შავ
შევა.

შამაოლ
შემოვალ.

შამასახვა
უსწორმასწორო ნაპირების შემოჭრა (ტყავისათვის).

შარშ
შარშან.

შაყრა
შეყრა, შეგროვება: შაყრა ძნისა; შაყარეს ძვალები − აასხეს, ერთმანეთზე ააგეს ძვლები.

შაშანდობარი
შესანდობარი, მკვდრის სულის მოსახსენებელი.

შაჴდომა
ასვლა: შაჴდებიან − ავლენ.

შეწყლე
წყლის მიმტანი.

შინ
სახლში; შინამდი − სახლამდე; შინით სახლიდან.

შინა
ხევსურული სახლის ქვემო სართული, სადაც ზამთრობით ცხოვრობენ, სამყოფო.

შოლტი
საქალამნე ტყავი, ქალამნისთვის საკმარისი გამოჭრილი ტყავი.

შუაკაცი
მაჭანკალი, შუამავალი ქალის გასარიგებლად.

შუნი
დედალი ჯიხვი, ფურჯიხვი: შუნ-ჯიხვი − ფურჯიხვი და ხარჯიხვი.

შუღლი, შუღლობა
ჩხუბი.

ჩავლევა
ჩაყვანა, ჩატარება: ჩაავლევენ − ჩაიყვანენ.

ჩამაღება
ჩამოღება, ჩამოტანა.

ჩასხმა
ჩასმა, ჩადება (ბევრისა), ჩაწყობა: ჩაუსხმიან ცეცხლში − ჩაუდვიათ, ჩაუწყვიათ ცეცხლში; ჩასხით ფორები − წყალში ჩადევით საარაყე თუ სალუდე ხორბლით სავსე ტომრები დასალბობად და დასატკბობად.

ჩატანება
ჩახტომა, უცებ დაცემა; ერთირაოდ თუ ჩაეტანებოდ უცებ ჩაჰკრავდა თურმე (წყლის ჭურჭელს).

ჩაყენება
საარაყეს ჩააყენებენ არაყის გამოსასლელ მასალას შეამზადებენ.

ჩაშჭობა
ჩარჭობა; ჩაფლობა: ჩეეშჭობი − ჩაეფლობი.

ჩაჴდომა
მიხვედრა: ჩავჴდ ი მივხვდი.

ჩი
თანდებ. -ში: სოფელჩი, წყალჩი.

ჩინს
ჩანს.

ჩქამი
რისამე გამოცემული ხმა, ხმაური: დროშათ ჩქამი დროშებზე შებმული პატარა ზარების ხმა.

ცალბარიტნო
მრ წოდებ. (,:).

ცეცხლმგზე
ცეცხლის დამნთები ვაჟი (მოწვეული მჩეჩლები მთელ ღამეს მუშაობდნენ, მატყლს ჩეჩდნენ და მათთვის რამდენიმე ვაჟი ცეცხლს ანთებდა და თანაც ართობდა).

ცივი
ცხედარი, მიცვალებულის გვამი.

ციცურიკა
სალანძღავი სიტყვაა: ქურდი, ქურდბაცაცა (ნაწარმოებია სიტყვისაგან ციცა „კატა“).

ძაბი
ძაფი (მატყლის დართულ ძაფს ნაჭერი ჰქვია, ხოლო ნაჭრის ნაწყვეტს − ძაბი).

ძალია
ზმნს. ძალიან.

ძევა
ძებნა: მიძევდიან − მეძებდნენ ხოლმე.

ძნის აგება
ძნის დაზვინვა.

ძრახ-დ
იხ. აძრახდომა.

წაედი
წადი.

წავ
წავა.

წამავი
წამოვიდა.

წამალალვა
გაგზავნა: წაულალავ − გაუგზავნია.

წამალალვა
გამოგზავნა: წამაელალ − გამოეგზავნა.

წამატანიება
წამოღებინება, მოტანინება: წამაატანიას − მოატანინოს.

წაოლ
წავალ.

წატანა
წაღება: წაიტანენ − წაიღებენ

წაუოლავ
წავუვალო, წავყვებიო (ცოლად).

წაყრა
გახდა: წაეყარ... ტყავი, ჩოჴა გაეხადა.. ტყავი, ჩოხა.

წეედი
წადი.

წევა
წვევა, დაპატიჟება.

წელწადი
ახალი წელი: წელწადშამაეს წუხრას − ახალი წლის შემოსვლის (დადგომის) საღამოს; წელწად წუხრას (იხ. წუხრ).

წერი
ძნის ზვინი, შეიცავს სამ წერილას (63 ძნას), ზოგან 30 სამეულს, ე ი. 90 ძნას.

წერილა
კნინ. ძნის პატარა ზვინი, შეიცავს შვიდ სამეულ (2) ძნას.

წვერი
ჩვეულებრივი მნიშვნელობის გარდა, ა) მთის თავი, თხემი: ტერღის წვერი; გ) თოფის წვერი − თოფის ლულის წვერი; გ) ტკბისვლის წვერი (იხ. ტკბისველა).

წილი
ა) კენჭისყრისას გამოყენებული ნიშანი − ბალახის ღერო ან წკირის პატარა ნაჭერი: არ ჩაუდებენ წილს − კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიაღებინებენ; ბ) პატარა წკირი: მაქცის წილი − გრაკლის წკირი.

წილობა
მოხარშული ხორცის (პურის, ქადის) პატარა ნაჭერი.

წინ
უწინ, ძველად.

წინ-წინ
პირველად, თავში, წინაზე, უწინ, ჯერ, წინდაწინ.

წინავ
წინათ; წინავაც − წინათაც.

წიწკი
წკირი, ხის გამხმარი ტოტი.

წუხრ
საღამოზე; წუხრას − საღამოს; წელწად წუხრას − ახალი წლის საღამოს; წუხრიხან − საღამო ხანს, საღამო ჟამს.

წუხრეულანი
მრ. საღამოს ნადი. თავიანთი სამუშაოდან დაბრუნებული ქალ-ვაჟები საღამოს შეგროვდებოდნენ და კარისპირის ყანის მკაში მომხმარებოდნენ ვისმე.

ჭალა
მთის ძირი, მდინარის გაყოლებით მდებარე ადგილები.

ჭერი
სახლის სახურავის ხის მასალა.

ჭერხო
ხევსურული სახლის ზემო სართული, სადაც ზაფხულობით ცხოვრობენ.

ჭირის პატრონი
მიცვალებულის პატრონი, ვის ოჯახშიც მიცვალებულია, ჭირისუფალი.

ჭკა
შავი ფრინველია: „პატარა ჭილყვავი“ (საბა).

ჭრელი
მოქარგული (შდრ. დაჭრელებული).

ხავიწი
ფქვილისა და ერბოს ფაფა.

ხაზაინი, ხაზეინი
(რუს. хозяин) პატრონი, მასპინძელი, დამქირავებელი.

ხამი
გამოუცდელი, უნახავი.

ხანჯარი
ხანჯალი.

ხარშო
ხაჭოიანი შრატი, კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილი დოს ადულებით მიღებული ხაჭოიანი სითხე; ხარშოს სველი − ხაჭოს ამოწურვის შემდეგ დარჩენილი სითხე, სველი, შრატი.

ხეჭეჭა
(?)

ხომიკა
ხის მოზრდილი ჯამი.

ჴარჩამავალი
სპილენძის დიდი ქვაბი, ხარი ეტევა, ჯვარში ინახებოდა და დღეობებზე იყენებდნენ.

ჴელად ჩაყრა
ხელში მოგდება, ხელში ჩაგდება: ჴელად ჩაიყარ − ხელში ჩაიგდო.

ჴელის ოდ-ოდენეები
ხელისოდენები, ხელის ზომისა.

ჴელის ყრა
ჴელ ეყარ − სარგებლობა ენახა, გამორჩენოდა.

ჴელოსანი
ხატის (ჯვარის) მსახური, რომლის მოვალეობა იყო: სანთლის დაკვრა, შეწირული საკლავის დაკვლაში ხევისბერისთვის მოხმარება, დროშის ტარება და სხვ.

ჴიმური
ტყავის საზელი (მოსაქნელი) ხელსაწყო ქვისა ან ხისა. ზედაპირის წინა მხარე ამოღრმავებული აქვს და მასში კეტია ჩადებული. კეტის აწევ-დაწევით ზელდნენ მის ქვეშ მოქცეულ ტყავს.

ჴმის გატეხა
საგანგაშო ამბის შეტყობინება სოფლისათვის.

ჴორწილი
ქორწილი.

ჯალაფნი
ოჯახი, ოჯახის წევრები: სახლის ჯალაფი − ოჯახის წევრი.

ჯალაფობა
მთელი ოჯახი, ოჯახის წევრები.

ჯარი
ა) ჯარი; ბ) ხალხი.

ჯვარ-ჯვარისკარი ჯვარი
(ხატი) და მისი ეზო-მიდამო, ჯვარის ადგილი.

ჯვარი
(იგივეა, რაც ხატი) 1. სამლოცველო ადგილი, სადაც ნიში იყო აგებული (წმინდანის გამოსახულება, ხატი, იქ არ იყო); 2. უხილავი ძალა, რომელსაც ევედრებოდნენ და რომლის სახელობის ნიშიც იყო აგებული.

ჯვარის ყანა
ჯვარისთვის შეწირული მიწა, რომელსაც მთელი სოფელი ამუშავებდა და რომლის მოსავლისგანაც დღეობაზე ლუდს (ან არაყს) ადუღებდნენ და სვამდნენ.

ჯილაგი
გვარი, ჯიში; თესლ-ჯილაგი (იხ.).

ჯიჴვ-შუნი, ჯიჴ-შუნი
ჯიხვი და შუნი.

ჯიჴვი
მამალი ჯიხვი, ხარჯიხვი (შდრ. შუნი).

ჯიჴვმაზვერი, ჯიჴმაზვერი
მოზვერი ჯიხვი, ახალგაზრდა მამალი ჯიხვი.

ჯღანი
ბანდული, ქალამანი, რომლის ძირიც თასმითაა გამოწნული.

-

-ა2
კითხვითი ნაწილაკი: ვერ მიცნობა ევ? ვერ მიცნობო?

-ა3
ემფატიკური ან ნართაული -ა, რომელიც გამოვლინდება ხოლმე და (-დ’) კავშირისა, სხვათა სიტყვის -ო ან მის მონაცვლე -ვ ნაწილაკისა და -ც ნაწილაკის წინ. ზოგჯერ -ც ნაწილაკი მოკვეცილია, და კავშირი დაკარგულია, მაგ.: ვისა (= ვისაც) მაეწონებოდ; რასა (= რასაც) შამასახვენ; რაშია რაშიც: ადუღებდ ლუდსა-დ’, წაღლალევდ... უფროსებს: წავლენა-დ’. ჭერს მასჭრიან; შდრ. თოფდაუკრავა’ მაუკლავ; წავიდოდესა-დ’ არაყს მიიღებდესა’ ლიშან-სამთხოვროს... ზანზარ დაიწყესაო’ გადმაიყარნესავ: კლავსავ კლავსო; დღესავ დღესაო; მაგასავ მაგასაო...

-ა4
შემოკლებული ა ი, წინ ერთვის ნაცვალსახელებსა და ზმნისართებს; მაგ: აისი აი ის: აი სეები (აი ისეები) აი ისინი; აიმას აი იმას; ააქ აი აქ; აისრ აი ისე; ამაში აი მაშინ; აეხლად (< აი ეხლად) აი ახლა და სხვ. ხშირად ეს ა- ემსგავსება მომდევნო ე-ს (იხ. ე-).

-ავ1
(< ა-ვ < ა-ო) შედგება ორი ელემენტისაგან: პირველია ემფატიკური ან ნართაული -ა ან კიდევ შეკვეცილი მეშველი ზმნის ა- და მეორეა სხვათა სიტყვის გაუმარცვლოებული -ო ნაწილაკი: კაცსავ ქალ მასწონსავ კაცსო ქალი მოსწონსო (იხ. -ა3). ხშირად ასეთ შემთხვევაში შემონახულია ადრინდელი ფორმა: არა შენ საქმეიავ არაფერი შენი საქმეაო: მაკეთეიავ მოკეთეაო.. გამაიარაო-დ, ფეხ წაუსვავ... პირველ ორ მაგალითში დაცულია სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი, მესამეში − სხვათა სიტყვის -ო ნაწილაკი. ზოგჯერ -ავ სხვათა სიტყვის მთლიან ნაწილაკადაა გაგებული და დაერთვის ბოლოხმოვნიან სიტყვებს: აისიავ აი ისო.

-ავ2
თურმეობითი პირველისა და სტატიკურ ზმნათა აწმყოს -ი-ა სუფიქსის ნაცვალი ბოლოსართია, გამოწვეული უნიფორმაციის ტენდენციით: არ დაუშლავ არ დაუშლია; გაუვლავ გაუვლია; აუშენებავ აუშენებია... სხავ (= ასხია) ყრია.

-აც
(<-ა-ც) ემფატიკური ან ნართაული -ა და -ც ნაწილაკი, აღნიშნავს კიდეც: გაატყავებსაც კიდეც გაატყავებს, ტყავსაც გახდის.

-ვ1
გაუმარცვლოებული სხვათა სიტყვის -ო: გვხვდება ხმოვნით დასრულებულ ფორმებთან ნახარჯავივ − ნახარჯავიო; კაცსავ − კაცსაო; ვეტყვივ − ვეტყვიო (იხ. -ავ1).

-ვ2
ნაწილაკი -ვე: იქავ − იქავე; უკენავ − უკანვე.

-ზეით
(< ზეით) -ზე თანდებულიანი ფორმა დაწყებით ბრუნვაში: წვერზეით ზედ წვერიდან: ტანზეით − ზედ ტანიდან, ტანზე; კუთხზეით − კუთხიდან.

-თანამდი
თანდებ. მიცემითთან -თანა + თანდებ -მდი: ჴიდსთანამდი.

-იდგე, იდგეს
(< -ით-გეს) თანდებულიანი დაწყებითი ბრუნვის ნიშნები, უდრის -ით-გან,-იდან-ის შემდეგ: წასვლიდგე წასვლის შემდეგ, წასვლიდან; დაჴოციდგეს − დახოცვის შემდეგ.

-ით, -ითა
დაწყებითი ბრუნვის ნიშანი, დაერთვის უშუალოდ ფუძეს ან თანდებულიან .ბრუნვას და უდრის -იდან (< ით-გან): შინით − შინიდან, სახლიდან; არხოტით − არხოტიდან... თავშიითავ − თავიდანვე, იმთავითვე; სოფელშიით − სოფლიდან: მჴაროზეით − მხარიდან.

-ითგე
იგივეა, რაც -იდგე, -იდგეს (იხ.) წლითგე − წლის შემდეგ.

-იონ
(მრ. -ივნ-ებ) ვინაობის, სადაურობის საწარმოებელი სუფიქსი, უდრის -ელ’ს: ამღიონი − ამღელი: შატილიონი − შატილელი, არხოტიონი − არხოტელი; მრ. არხოტივნები − არხოტელები.

-ისად
(-ისა-დ) ნანათესაობითარი ვითარებითის ნიშნები; ეს ფორმა უდრის -თვის თანდებულიან ნათესაობითს: იმისად − იმისთვის, შვილისად − შვილისთვის, გიგიაისად − გიგიასთვის.

-ისთანით
(< -ის-თანა-ით) -თანა თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: საგინასთანით წასულია − საზინასთან იყო და იქიდან წასულია.

-კან
თანდებ. -გან.

-კე, კედა
თანდებ. -კენ: ერთკე − ერთკენ; შინისკედავ − შინისკენაო.

-კნით
(< -გან-ით) -გან თანდებულიანი დაწყებითი ბრუნვა; სხვაკნით − სხვა ადგილიდან.

-ოდ
(< ოდენ) ნაწილაკი, რომლის მნიშვნელობაც ამჟამად მთლად ნათელი არ არის. ზოგჯერ უდრის -ც კი, -ღა, სწორედ (აქ სიტყვასთან ერთადაა წარმოდგენილი).

-ოოდ
(< ნაწილაკი -ვე+ -ოდ): მაშინოოდ (მაში ნვე-ოდ) სწორედ მაშინ; ქოოდ (< ქვე-ოდ) (იხ.)

-შიგით
-შიგ თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: ფეჴშიგით − შიგ ფეხიდან.

-შიით
-შ ი თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: სამრელოშიით − სამრელოდან (იხ. -ით).

-ჩიით
იგივეა, რაც -შიით: სოფელჩიით სოფლიდან: პირჩიით პირიდან.