ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 36 names in this directory beginning with the letter ა.

აბალე
(< აბალეღა) შორისდებ. აბა, აბა ერთი.

აბზინტი
ვერცხლის სამკაული.

აგებ
ეგებ ეგების: აგებავ ეგებისო.

აგება
იხ. ძნის აგება.

აგერაილე
(აი) აგერ. (აი) აქ.

ადეში
ფიჩხი, ხის ტოტები, რომელთაც ჭერს (იხ.) ზემოთ აწყობენ, რომ ზედ დაყრილი მიწა არ ჩაცვივდეს.

ავლევს
(ავლია) იხ. ვლევა.

აზრახდომა
იხ. აძრახდომა.

აისეთა, აისთა
აი ისეთი: მავლიესავ აისეთაივ აი ისეთი მატარესო; აისთა... გამაურთმავ აი ისეთი გამოურთმევია.

ალერდი
ა) მაღალი მაგარი ბალახია და კარგად იგრიხება; ბ) ამ ბალახისგან დაგრეხილი „თოკი“.

ალღი ჭაბუკი
დევებთან მებრძოლი გმირი (ზღაპრების მიხედვით).

ამაგება
(ჴმლისა) ამოგება, ამოღება, ამოწვდა: ამააგი (< ამააგიღა) ამოიღე.

ამაკრება
(წყლისა) ამოღება.

ამარიდება
(თირკმლისა) ამოცლა, ამოღება.

ამაწვდა
ამოღება, ამოგება; ამორთმევა.

ამჴდარ
(< ამჴდარა) ასულა.

ანაბრ, ანაბრი, ანაბრივ
ალბათ.

ანდრეზი
(< ანდერძი) გადმოცემა, ძველი ამბავი.

არა
(< არრა < არარა) არაფერი: არა შენ საქმეიავ შენი არაფერი საქმეაო, შენ არაფერი გესაქმებაო.

არას
(მიც. არა ნაცვალსახელისა) არაფერსაც არ, სულაც არ.

არც მი ეგი
იხ. მი.

არცრუ
(< არც სრუ < არც სრულ) სულაც არ, სრულებითაც არ: ჴმას არცრუ არ ამაიღებს.

არხოტი, არხვატი
მდებარეობს პირიქით ხევსურეთში, კავკასიონის მთის გადაღმა, შეადგენდა ხევსურთა ერთ საზოგადოებას (სასოფლო საბჭოს). არხოტელები (არხოტივნები) წინათ თავიანთ თავს ხევსურებს არ უწოდებდნენ. უმეტესობა გადმოსახლდა და დამკვიდრდა სხვადასხვა რაიონში.

ას
შემოკლებული მეშველი ზმნა არს არის.

აუჩქამდომ
ხმის ამოუღებლად, ხმის გამოუცველად, უხმაუროდ: აუჩქამდომ წავიდოდ (იხ. აჩქამდომა).

აქათი
აქეთ, ცოტა აქეთ.

აქით
აქედან.

აჩქამდომა
ჩქამის გაღება, ხმის ამოღება, დალაპარაკება.

აძრახდომა, აზრახდომა
ხმის გაცემა, დალაპარაკება: აზრახდა (შენ) დაელაპარაკო, ხმა გასცე.

აძრახებული
დალაპარაკებული.

აწევს
აწვევს, იწვევს, პატიჟებს (იხ. წევა).

აწყენს
აწყენინებს.

ახა
რახან, რადგანაც; როცა.

ახალზალი
პატარძალი, დედოფალი.

ახალუხალი
ახალგაზრდობა, ტოლი ვაჟები, ტოლი ქალები.

აჴხნევა
გზათაჴსნევა − გზის გახსნევინება. ხევსურთა წესით ახალდანიშნული პატარძალი ქმრის სოფელში ვერ მივიდოდა, ვიდრე საქმროს მახლობლები არ წაიყვანდნენ საქმროს სახლში. ამის შემდეგ პატარძალს გზა ხსნილი ჰქონდა ეარა საქმროს სოფელში.
Don`t copy text!