ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 7 names in this directory beginning with the letter ბ.

ბაკანი
ა) დიდი ჯამი ხისა ან სპილენძისა (შდრ. სვან. ფაკნ); ბ) ვარცლის მსგავსი მრგვალი ჭურჭელი, რომელშიც რძეს ჩაწურავენ.

ბარება
დაძახება, წვევა, დაპატიჟება: უბარებავ უძახია, მოუწვევია.

ბედგამაცლილი
მეორედ გათხოვილი, ნაქვრივალი.

ბეწეწიკურეები
მრ. პატარ-პატარები, პატარები.

ბეწვი
ბალანი, თმა.

ბეჯითად
უეჭველად, ნამდვილად.

ბინა
დროებით საცხოვრებელი სახლი; საერთოდ, ბარგი, ოჯახის მოწყობილობა, ავეჯეულობა.
Don`t copy text!