ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 15 names in this directory beginning with the letter თ.

თავაღმ
თავაღმა, ზევით (საპირისპ. თავჩაღმ).

თავგაღმ
ქვევით, წყლის დინების მიმართულებით (საპირისპ. თავშაღმ).

თავრიელა
თავი

თავრიელაგახეთქილი
თავგატეხილი, თავგახეთქილი.

თამაშობა
ცეკვა.

თანოოდ
თან (იხ. -ოდ).

თაო, თაოდ
თავად, თვითონ.

თასი
სასმისი, უპირატესად ვერცხლისა.

თელვა ტოლისა
დასველებული ტოლის ლასტზე დარბილება.

თემ-სოფელი
მთელი თემის მოსახლეობა.

თემი
ერთი სოფლის მცხოვრებნი მეზობელ სოფელზე იტყვიან.

თესლ-ჯილაგი
თესლი და გვარი, ჯიში, წარმომავლობა, წარმოშობა.

თვალის (|| თვალთ) დაცემა
თვალის მოკვრა, ნახვა: თვალთ არ ექნებოდ დანაცემი − არ ეყოლებოდა ნანახი.

თოფვა
თოფის სროლა (ვინმეს ან რამის მოსაკლავად).

თუ
თურმე: თუ.
Don`t copy text!