ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 6 names in this directory beginning with the letter ლ.

ლასტი
წნული, წკნელის ჩელტი.

ლიკლიკებს
მოძრაობს, ტივტივებს, ლიცლიცებს (სითხე).

ლიტრა
ლიტრა სპილენძი − ოთხი კილო სპილენძი.

ლიტრის ქვაბი
ა) ათი გირვანქა სპილენძი; ბ) საწყაოა: ოთხი ჩარექა.

ლიშან-სამთხოვრო
სამი ადლი ფარჩა (ფართალი), რომელზედაც ლიშანს (იხ.) დააკრავდნენ და საპატარძლოს სახლში დატოვებდნენ. სანამ ეს ფარჩა იქ იყო, საპატარძლო სხვაზე ვერ გათხოვდებოდა.

ლიშანი
ნიშანი, წინდი, შარნა, საპატარძლოს დასანიშნი: ლიშნის დაჭერა − წინდის აღება საპატარძლოს მშობლების მიერ.
Don`t copy text!