ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 7 names in this directory beginning with the letter ნ.

ნათვლა
საკლავის დაკვლა, რომ ხატმა დანაშაული აპატიოს: უქმს ნათლავს − უქმეს ტეხს, საკლავს კლავს და ღმერთს (ხატს) შეევედრება: მაპატიე, უქმე გავტეხეო (იხ. დანათვლა).

ნაკვეთი
ნაკრძალი, აკრძალული.

ნაშალი
ნანგრევი.

ნახარჯავი
ხარჯგაწეული. ხევსურული წესით სასიძოს ოჯახს საპატარძლოს სახლში ყოველ წელს მიჰქონდა არაყი და სხვა ხარჯი. ქალის მიერ ვაჟის (სასიძოს) დაწუნებისას ამ გაწეულ ხარჯს უკანვე ითხოვდნენ, თავსაც ადვილად არ ანებებდნენ

ნელა
გვიან

ნიადე
(< ნიადეგ) რასაკვირველია, რა თქმა უნდა.

ნიკორა
თითი ნეკი.
Don`t copy text!