ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 7 names in this directory beginning with the letter ტ.

ტაბლა
ა) სუფრა, პატარა დაბალი მაგიდა: ტაბლის პური; ბ) გაწყობილი სუფრა.

ტანებულ
ტანებულა, ახლდა თურმე.

ტკბისველა, ტკბისველი
ყველის ამოწურვის შემდეგ დარჩენილი სითხე; ტკბისვლის წვერი − სველი, შრატი, ტკბისვლის მოდუღებისა და ხაჭოს გადაწურვის შემდეგ დარჩენილი სითხე.

ტოლი
შინ მოქსოვილი შალი ტანისამოსის შესაკერად.

ტოტაობა
თამაშობა, როცა ხელებით (ტოტით) ერთმანეთს ეხებიან, ხელების ფათური.

ტოშ-ფანდურა
ტაში და ფანდურის დაკვრა.

ტყავის გაზელა
იხ. გაზელა.
Don`t copy text!