ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 14 names in this directory beginning with the letter ქ.

ქადა
ყველაზე დიდი ნამცხვარი, ხავიწის, ყველის ან ხორცის გულიანი. ქადის კვერი იგივეა, რაც კეცეული (იხ.).

ქავჩიგური
(ქავ-ჩიგ-ურ-ი) ქავური, ქავში რომ არის თუ იყო (ქავი გეოგრაფიული სახელია).

ქაზდარი
სამყოფოს (სახლის ქვემო სართულის) მიწის იატაკი, სოხანე.

ქალ-ზალი
ქალი და რძალი.

ქალა
კნინ.-მოფერ. ქალი.

ქამ
იქამს − იზამს, შვრება; უქამს − უზამს, უშვრება.

ქვე
მტკიცებითი ნაწილაკი (იგივეა, რაც იმერული ქე, რაჭული ქვე, მეგრული ქო და სვანური ჩუ) კი, კიდეც: მენამგლეებ ქვე მკიან, სხვებ ქვე უკონვენ.

ქვიაც
(< ქვე-ა-ც) კიდევაც.

ქოო-ქოოდ
(< ქვე-ოდ) მთლად, სულ, ერთიანად; ქოოდიოდ (< ქვე-ოდე-ოდ) მთლიანად.

ქოქომო
ქსოვილის ვიწრო ნაჭერი. სხვადასხვა (სამი ან ხუთი) ფერის ქოქომოს მოაკერებენ ქალის კაბის ბოლოზე. საქოქომოე ქოქომოსთვის დანიშნული ქსოვილის ნაჭერი.

ქრეჯა
კაცის გამოჯავრება, წაბაძვით ქცევა: უქრეჯს.

ქრისტეშობისთვე
დეკემბერი.

ქური
ლოყა.

ქცევა
პასუხის მიცემა: არა მიქციესავ უანგარიშოდავ − ცუდად არაფერი მოპასუხესო.
Don`t copy text!