ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 15 names in this directory beginning with the letter შ.

შა-
იგივე შე- პრევერბია.

შავ
შევა.

შამაოლ
შემოვალ.

შამასახვა
უსწორმასწორო ნაპირების შემოჭრა (ტყავისათვის).

შარშ
შარშან.

შაყრა
შეყრა, შეგროვება: შაყრა ძნისა; შაყარეს ძვალები − აასხეს, ერთმანეთზე ააგეს ძვლები.

შაშანდობარი
შესანდობარი, მკვდრის სულის მოსახსენებელი.

შაჴდომა
ასვლა: შაჴდებიან − ავლენ.

შეწყლე
წყლის მიმტანი.

შინ
სახლში; შინამდი − სახლამდე; შინით სახლიდან.

შინა
ხევსურული სახლის ქვემო სართული, სადაც ზამთრობით ცხოვრობენ, სამყოფო.

შოლტი
საქალამნე ტყავი, ქალამნისთვის საკმარისი გამოჭრილი ტყავი.

შუაკაცი
მაჭანკალი, შუამავალი ქალის გასარიგებლად.

შუნი
დედალი ჯიხვი, ფურჯიხვი: შუნ-ჯიხვი − ფურჯიხვი და ხარჯიხვი.

შუღლი, შუღლობა
ჩხუბი.
Don`t copy text!