ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 10 names in this directory beginning with the letter ჩ.

ჩავლევა
ჩაყვანა, ჩატარება: ჩაავლევენ − ჩაიყვანენ.

ჩამაღება
ჩამოღება, ჩამოტანა.

ჩასხმა
ჩასმა, ჩადება (ბევრისა), ჩაწყობა: ჩაუსხმიან ცეცხლში − ჩაუდვიათ, ჩაუწყვიათ ცეცხლში; ჩასხით ფორები − წყალში ჩადევით საარაყე თუ სალუდე ხორბლით სავსე ტომრები დასალბობად და დასატკბობად.

ჩატანება
ჩახტომა, უცებ დაცემა; ერთირაოდ თუ ჩაეტანებოდ უცებ ჩაჰკრავდა თურმე (წყლის ჭურჭელს).

ჩაყენება
საარაყეს ჩააყენებენ არაყის გამოსასლელ მასალას შეამზადებენ.

ჩაშჭობა
ჩარჭობა; ჩაფლობა: ჩეეშჭობი − ჩაეფლობი.

ჩაჴდომა
მიხვედრა: ჩავჴდ ი მივხვდი.

ჩი
თანდებ. -ში: სოფელჩი, წყალჩი.

ჩინს
ჩანს.

ჩქამი
რისამე გამოცემული ხმა, ხმაური: დროშათ ჩქამი დროშებზე შებმული პატარა ზარების ხმა.
Don`t copy text!