ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 11 names in this directory beginning with the letter ჯ.

ჯალაფნი
ოჯახი, ოჯახის წევრები: სახლის ჯალაფი − ოჯახის წევრი.

ჯალაფობა
მთელი ოჯახი, ოჯახის წევრები.

ჯარი
ა) ჯარი; ბ) ხალხი.

ჯვარ-ჯვარისკარი ჯვარი
(ხატი) და მისი ეზო-მიდამო, ჯვარის ადგილი.

ჯვარი
(იგივეა, რაც ხატი) 1. სამლოცველო ადგილი, სადაც ნიში იყო აგებული (წმინდანის გამოსახულება, ხატი, იქ არ იყო); 2. უხილავი ძალა, რომელსაც ევედრებოდნენ და რომლის სახელობის ნიშიც იყო აგებული.

ჯვარის ყანა
ჯვარისთვის შეწირული მიწა, რომელსაც მთელი სოფელი ამუშავებდა და რომლის მოსავლისგანაც დღეობაზე ლუდს (ან არაყს) ადუღებდნენ და სვამდნენ.

ჯილაგი
გვარი, ჯიში; თესლ-ჯილაგი (იხ.).

ჯიჴვ-შუნი, ჯიჴ-შუნი
ჯიხვი და შუნი.

ჯიჴვი
მამალი ჯიხვი, ხარჯიხვი (შდრ. შუნი).

ჯიჴვმაზვერი, ჯიჴმაზვერი
მოზვერი ჯიხვი, ახალგაზრდა მამალი ჯიხვი.

ჯღანი
ბანდული, ქალამანი, რომლის ძირიც თასმითაა გამოწნული.
Don`t copy text!