ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 24 names in this directory beginning with the letter -.
-

-ა2
კითხვითი ნაწილაკი: ვერ მიცნობა ევ? ვერ მიცნობო?

-ა3
ემფატიკური ან ნართაული -ა, რომელიც გამოვლინდება ხოლმე და (-დ’) კავშირისა, სხვათა სიტყვის -ო ან მის მონაცვლე -ვ ნაწილაკისა და -ც ნაწილაკის წინ. ზოგჯერ -ც ნაწილაკი მოკვეცილია, და კავშირი დაკარგულია, მაგ.: ვისა (= ვისაც) მაეწონებოდ; რასა (= რასაც) შამასახვენ; რაშია რაშიც: ადუღებდ ლუდსა-დ’, წაღლალევდ... უფროსებს: წავლენა-დ’. ჭერს მასჭრიან; შდრ. თოფდაუკრავა’ მაუკლავ; წავიდოდესა-დ’ არაყს მიიღებდესა’ ლიშან-სამთხოვროს... ზანზარ დაიწყესაო’ გადმაიყარნესავ: კლავსავ კლავსო; დღესავ დღესაო; მაგასავ მაგასაო...

-ა4
შემოკლებული ა ი, წინ ერთვის ნაცვალსახელებსა და ზმნისართებს; მაგ: აისი აი ის: აი სეები (აი ისეები) აი ისინი; აიმას აი იმას; ააქ აი აქ; აისრ აი ისე; ამაში აი მაშინ; აეხლად (< აი ეხლად) აი ახლა და სხვ. ხშირად ეს ა- ემსგავსება მომდევნო ე-ს (იხ. ე-).

-ავ1
(< ა-ვ < ა-ო) შედგება ორი ელემენტისაგან: პირველია ემფატიკური ან ნართაული -ა ან კიდევ შეკვეცილი მეშველი ზმნის ა- და მეორეა სხვათა სიტყვის გაუმარცვლოებული -ო ნაწილაკი: კაცსავ ქალ მასწონსავ კაცსო ქალი მოსწონსო (იხ. -ა3). ხშირად ასეთ შემთხვევაში შემონახულია ადრინდელი ფორმა: არა შენ საქმეიავ არაფერი შენი საქმეაო: მაკეთეიავ მოკეთეაო.. გამაიარაო-დ, ფეხ წაუსვავ... პირველ ორ მაგალითში დაცულია სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი, მესამეში − სხვათა სიტყვის -ო ნაწილაკი. ზოგჯერ -ავ სხვათა სიტყვის მთლიან ნაწილაკადაა გაგებული და დაერთვის ბოლოხმოვნიან სიტყვებს: აისიავ აი ისო.

-ავ2
თურმეობითი პირველისა და სტატიკურ ზმნათა აწმყოს -ი-ა სუფიქსის ნაცვალი ბოლოსართია, გამოწვეული უნიფორმაციის ტენდენციით: არ დაუშლავ არ დაუშლია; გაუვლავ გაუვლია; აუშენებავ აუშენებია... სხავ (= ასხია) ყრია.

-აც
(<-ა-ც) ემფატიკური ან ნართაული -ა და -ც ნაწილაკი, აღნიშნავს კიდეც: გაატყავებსაც კიდეც გაატყავებს, ტყავსაც გახდის.

-ვ1
გაუმარცვლოებული სხვათა სიტყვის -ო: გვხვდება ხმოვნით დასრულებულ ფორმებთან ნახარჯავივ − ნახარჯავიო; კაცსავ − კაცსაო; ვეტყვივ − ვეტყვიო (იხ. -ავ1).

-ვ2
ნაწილაკი -ვე: იქავ − იქავე; უკენავ − უკანვე.

-ზეით
(< ზეით) -ზე თანდებულიანი ფორმა დაწყებით ბრუნვაში: წვერზეით ზედ წვერიდან: ტანზეით − ზედ ტანიდან, ტანზე; კუთხზეით − კუთხიდან.

-თანამდი
თანდებ. მიცემითთან -თანა + თანდებ -მდი: ჴიდსთანამდი.

-იდგე, იდგეს
(< -ით-გეს) თანდებულიანი დაწყებითი ბრუნვის ნიშნები, უდრის -ით-გან,-იდან-ის შემდეგ: წასვლიდგე წასვლის შემდეგ, წასვლიდან; დაჴოციდგეს − დახოცვის შემდეგ.

-ით, -ითა
დაწყებითი ბრუნვის ნიშანი, დაერთვის უშუალოდ ფუძეს ან თანდებულიან .ბრუნვას და უდრის -იდან (< ით-გან): შინით − შინიდან, სახლიდან; არხოტით − არხოტიდან... თავშიითავ − თავიდანვე, იმთავითვე; სოფელშიით − სოფლიდან: მჴაროზეით − მხარიდან.

-ითგე
იგივეა, რაც -იდგე, -იდგეს (იხ.) წლითგე − წლის შემდეგ.

-იონ
(მრ. -ივნ-ებ) ვინაობის, სადაურობის საწარმოებელი სუფიქსი, უდრის -ელ’ს: ამღიონი − ამღელი: შატილიონი − შატილელი, არხოტიონი − არხოტელი; მრ. არხოტივნები − არხოტელები.

-ისად
(-ისა-დ) ნანათესაობითარი ვითარებითის ნიშნები; ეს ფორმა უდრის -თვის თანდებულიან ნათესაობითს: იმისად − იმისთვის, შვილისად − შვილისთვის, გიგიაისად − გიგიასთვის.

-ისთანით
(< -ის-თანა-ით) -თანა თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: საგინასთანით წასულია − საზინასთან იყო და იქიდან წასულია.

-კან
თანდებ. -გან.

-კე, კედა
თანდებ. -კენ: ერთკე − ერთკენ; შინისკედავ − შინისკენაო.

-კნით
(< -გან-ით) -გან თანდებულიანი დაწყებითი ბრუნვა; სხვაკნით − სხვა ადგილიდან.

-ოდ
(< ოდენ) ნაწილაკი, რომლის მნიშვნელობაც ამჟამად მთლად ნათელი არ არის. ზოგჯერ უდრის -ც კი, -ღა, სწორედ (აქ სიტყვასთან ერთადაა წარმოდგენილი).

-ოოდ
(< ნაწილაკი -ვე+ -ოდ): მაშინოოდ (მაში ნვე-ოდ) სწორედ მაშინ; ქოოდ (< ქვე-ოდ) (იხ.)

-შიგით
-შიგ თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: ფეჴშიგით − შიგ ფეხიდან.

-შიით
-შ ი თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: სამრელოშიით − სამრელოდან (იხ. -ით).

-ჩიით
იგივეა, რაც -შიით: სოფელჩიით სოფლიდან: პირჩიით პირიდან.
Don`t copy text!