‘ნაშეკვეცილი ზმნა უნდა: არ’ნა იყვეს − არ უნდა იყოს (შდრ. ‘და).
ამომს, ამონსამბობს; ამომ, ამონ − ამბობ.
ამოჟუჟვაამოჟლეტა, ამოწყვეტა.
ამრავინიამნაირი, ასეთი: ამრავინათ − ამნაირად.
ამტელიამდენი: ამტელ-ამტელ ქალაქს დაგითმემ − ამდენ-ამდენ ქალაქს დაგითმობ.
ანყოლიკარის ჩარჩოს ქვედა და ზედა ნაწილი: ზღურბლი და ქუდი (კარისა).
ანჯახმხოლოდ, მარტო; ძლივს: ანჯახ ამას ვეჩხუბოო, შენ რაღას წამოხველიო?
აროვია, აროვინაარონინა, ატარა.
აქნამდისინაქამდის, დღემდის.
აყენებადამალული პატარძლის თავის სახლში მოყვანა (შდრ. ქვაბის აყენება).
აშლა ხარებისადაწოლილი დამძღარი ხარების აყრა, აყენება: ავშლით ხარებს.
აძვიამს, აძვიენს(აძვია) აძოვებს.
აჯლასაგანგებოდ გაკეთებული ტახტი, რომელზედაც ნეფე-დედოფალი ჯდება ან დგება.
აჯჷღიჯავრი. ჯიბრი; აჯჷღზე − ჯიბრზე.
ბანისახლის ბრტყელი სახურავი მიწისა; ბანში დატოვებული ჭრილი სინათლის ჩასასვლელად.
ბებებებია, დიდედა; ბებერი.
ბებერაბებია. დიდედა: ბებერაჩემი − ბებიაჩემი.
ბიშიერბოში ან ზეთში გამომცხვარი თხელი მრგვალი ნამცხვარი.
ბოჩოლობოჩოლა, მეორე წელში გადამდგარი ხბო.
ბუზარაომსკუდაწეული ხარი (საქონელი), გარბის კოღო-ბუზისაგან შეწუხებული.
გაარონიაგაარონინა, გაატარა; გაატანა (შუაში).
გაბეზრებაა) მოწყენა: არ გაბეზრდი − არ მოგწყინდა; ბ) შეწუხება.
გადაალაჯანს(< გადაალაჯამს) ლაჯებს შუა გაატარებს.
გამიე-ჯერ ასიმილაციითა და შემდეგ დისიმილაციითაა მიღებული გამო- პრევერბისა და ვნებითის ე- თავსართის შეხვედრისას: გამო-ე > გამე-ე- > გამიე-; გამიეწყობა − გამოეწყობა.
გამოზამთრულიზამთარგამოვლილი ხბო, მეორე წელში გადამდგარი ხბო.
გამონადირებაგამოსეირნება.
გაფუჭებადაშავება: გაგაფუჭამსო − დაგაშავებსო.
გაჯავრებახარ გაუჯავრდებით − ხარს გავრეკავთ.
გაჰყიდამშენ რას გაჰყიდამ − შენ რას გააწყობ.
გეყურბანეგენაცვალე (ყურბანი − მსხვერპი, შესაწირავი).
გიე-მიღებულია გა- პრევერბის -ა- ხმოვნის ვნებითის ე- თავსართთან დამსგავსებისა და შემდეგ გადამსგავსების შედეგად: გა-ე- > გე-ე > გი-ე-: გიენთავისუფლებინა − განეთავისუფლებინა.
დაშეკვეცილი ზმნა უნდა: შვილი’და გაგიჩნდეს − შვილი უნდა გაგიჩნდეს (შდრ. ‘ნა).
დააგრიადააგროვა, შეკრიბა.
დათალვნადაწიოკება, დაძარცვა. ძარცვა-გლეჯა: დათალნამდნენ .
დათაფულებადატაცება: დაითაფულემდნენ.
დათოფლამთლიანად, სულ წაღება ან წაყვანა, წასხმა: ცხვრიები... დაუთოფლიათ.
დაკვირტებულიდაბალი და ჩასუქებული.
დარანი(მრ. დარნები, მიწისქვეშა ხვრელი, მტრის შემოსევის დროს სამალავად გამოყენებული. იგი ხელოვნურად იყო გაკეთებული: კედლები ქვისა ან ლოდებისაა, ზევით ფიქლით თუ მიწითაა დაფარული. გაყვანილი იყო სოფლების დასაკავშირებლად, ციხე-სიმაგრესთან და მდინარესთან მისასვლელად. დარნების ნაშთებით დაქსელილია მესხეთ-ჯავახეთი.
დარდიაქ: ავადმყოფობა: მე ემ დარდის წამალი ვარ.
დაყრახარის დაყრა გუთნის დამძღარი ხარების ერთ ადგილას მორეკვა, რომ დაისვენონ, დაწვნენ: ხარ დაჰყრიან − ხარს დაასვენებენ, რომ დაწვეს; ხარი უყრიათ − ხარი დასვენებული ჰყავთ, ხარი უწევთ.
დაჯდუნებადასმა: უნდა დააჯდუნონ − უნდა დასვან.
დემახესე იგი ჩანს: „ნუთუ“.
დიე-მიღებულია და- პრევერბთა და ვნებითის ე- თავსართის შეხვედრისას უკანასკნელთან ასიმილაციისა და შემდეგ დისიმილაციის შედეგად: და-ე- > დე-ე- > დიე-: დიეწევა.
ეშეკვეცილი ნაცვალსახ. ეს, ეგ; ამ: ე ფულიც.
ერმსაზღვრელია მიც. ბრუნვაში = ერთს.
ერთისადა არ იყვესერთი ვინმეს ნათქვამისა არ იყოს.
თავანთი, თავენთითავიანთი.
თალანიტაცება, ძარცვა-გლეჯა: თალანს დაჰკრამდნენ − ძარცვა-გლეჯას იწყებდნენ.
თალაფი გახადოსუგზოუკვლოდ დაკარგოს, გააქროს, დამალოს.
თამალისაძირკველი, ფუძე; შთამომავლობა.
თამაშიცეკვა; თამაშობს − ცეკვავს.
თვალი ჩამოუვარდამოეწონა; შეუყვარდა.
იშეკვეცილი ნაცვალსახ. ის, იგი; იმ: ი კაცი.
იე-მიღებულია ა- პრევერბის დამსგავსებით ვნებითის ე- თავსართთან და შემდეგ დისიმილაციით: ა-ე- > ე-ე > ი-ე-: იენთო − აენთო.
იემანდმანდ, იქ (II პირთან ახლოს).
იზაკუშკებს(იზაკუშკა) (< რუს. закуска) ისაუზმებს.
იმდენიიმდენი მამას მოსწონებოდა, ოღონდაც მამას მოსწონებოდა.
იმრაინიიმნაირი, იმგვარი, ისეთი.
იფიშნამსინანებს: ვიფიშნამთ.
კანვერტი(რუს. გზით конверт) კონვერტი.
კვლავინდებურათუწინდებურად, წინანდელივით.
კიდობანიოთხკუთხი სკივრი. ჩვეულებრივ დაჭრელებული (შოხარატებული), ტანისამოსისათვის (ან სხვა დანიშნულებისათვის).
კრუჩკა(რუს. Кружка) ტოლჩა.
ლოღმანილეგენდარული ექიმი.
ლუხუმიერბოში ან ზეთში გამომცხვარი (ქათმის) კვერცხისოდენა მრგვალი ნამცხვარი.
მანა („აზრი მნიშვნელობა: იდეა“) წესი, ჩვეულება.
მანამსანამ: მანამდე. მანამდი − სანამდის, ვიდრე.
მარამმანამ; სანამ: მარამ სადილები ვჭამოთ, ხარი ისმენამს.
მარამი’ნამაინც უნდა: მარამი’ნა შევარდეს.
მარტოკანა, მარტოკენამარტო.
მასკვან(< მას უკან) მას შემდეგ, შემდეგ, მერმე.
მასკვლავი, მასკულავივარსკვლავი; დიდი მასკულავი − ცისკრის ვარსკვლავი.
მაღარა(მრ. მაღარიები) გამოქვაბული კლდეში.
მაშკაპატარა ძაღლი, ფინია.
მახთოგადასახადის სახეობა.
მევერე, მევრე(< მეორე) მერმე, მერე, შემდეგ.
მეხარე(მრ. მეხარიები) გუთნის ხარის მძოვებელი.
მეხრე(მრ. მეხრიები) ყმაწვილი, რომელიც გუთანში შებმული ხარების უღელზე იჯდა და ხარებს ერეკებოდა.
მითარჯვამიკუთვნება (მეტისა), მიკერძვა: მითარჯემდნენ − მიჰკერძავდნენ; მივთარჯე (?).
მითიმათი: დეეცა მითი ეზოში.
მინუთი(რუს. გზით минута) წუთი.
მირამ(< მინამ) სანამ, ვიდრე: მირამდი, მირამდისინ − სანამდის.
მიუძრამს(კარს) მიხურავს, მიკეტავს; მიუძრამ − მიხურავ: მიუქრა.
მიძვრამიხურვა, მიკეტვა: მიუძრამს.
მიძრულიმიკეტილი, მიხურული.
მოაგვრიამოაგროვა, შეკრიბა.
მობლეცია(რუს. გზით мобилизация). მობილიზაცია.
მონგვრევინებამოგროვებინება: მოანგვრევინა.
მორჩენაგადარჩენა: თავი მოირჩინა − თავი გადაირჩინა.
მოუწადინებს(მოუწადინა) ურჩევს.
ნიშანისაპატარძლოს დასანიშნად ძვირფასი რამ: ბეჭედი (საათი, მძივი ან სხვ.).
ოთახებიმრ. ფანჯრიანი სახლი.
ორატაჟიანი(< ორ + რუს. этаж) ორსართულიანი.
ორყანადიანიორკარედი, დარაბიანი კარი.
ოჯაღიოჯახი, კომლი; ცოლ-შვილი.
პაპაბაბუა, მამის ან დედის მამა; პაპაჩემი.
პიჭკა(რუს. спичка) ასანთი.
რაგორროგორ; რაგორც − როგორც.
რამდეოდე(= რამდენიოდე) რამდენიმე.
რახანრადგან, რაკი; რახანაც რადგანაც.
როზგი(რუს. розги მრ.) წკეპლა.
სადილიმეორე საუზმე, ცხელი კერძი, ყანაში მისდით მეგუთნეებს.
სადილობამეორე საუზმის დრო, 11-12 საათი.
სამთი, სანთიმხარე: სამთიდან − მხრიდან.
სამშობლოგათხოვილი ქალის დაბადების ადგილი, დედ-მამის საცხოვრებელი სოფელი.
სამხარისაჭმელი სადილის შემდეგ, მზის გადახრის, დროს, 3-4 საათზე (მშრალი საჭმელია: მაწონი, კარაქი, თაფლი). ხვნის დროს ჯერ საუზმეა, შემდეგ სადილი და ბოლოს სამხარი.
სანიჭარისაჩუქარი, მეფე-დედოფლისათვის მისართმევი საჩუქარი მექორწილეებისაგან.
სარუღიჩალმა, ხოჯას (მაჰმადიანთა სასულიერო პირის) თავსახურავი.
სარუღიანიჩალმიანი, ხოჯას თავსახურავიანი.
სარჯამსსჯის: სარჯემდა − სჯიდა.
საფუკი(რუს. Сапог) ჩექმა.
საცივო(სახლი) ჩრდილო მხარეს საცხოვრებელ სახლს მიდგმული და კარით შეერთებული საპროდუქტო შენობა.
სახლოსნობასახლის ავეჯეულობა და ნივთეულობა, სახლის მოწყობილობა.
სეირობაცქერა, მზერა, ყურება.
სპიჩკა(რუს. спичка) ასანთი; სპიჩკასიებ... იენთო.
სუფრაოთხკუთხი ან მრგვალი დაბალი მაგიდა.
ტანთიტანისამოსი, ტანსაცმელი (ფეხთის − ფეხსაცმლის − გარდა).
უჩუმათჩუმად, ფარულად. მალულად.
ფადიშაფადიშაჰი, ხელმწიფე.
ფაიტონი(რუს. фаэтон) ეტლი.
ფაშაუმაღლესი სამხედრო თუ სამოქალაქო თანამდებობის პირი.
ფეჩატი(რუს. печать) ბეჭედი.
ფიშმანიფიშმან გახდა − შეწუხდა.
ქარაფია) მაგარი და მაღალი კლდე; ბ) ასეთი კლდის ფერდობი, სადაც შეიძლება სათიბი იყოს.
ქვაბის აყენებადამხობილი ქვაბის გადმობრუნება.
ქოჩიბარგი (საოჯახო ნივთები, ავეჯი...).
ღამი მეხრეგუთნის ხარის ღამე მძოვებელი.
ყათირიჯორი; ულაყი ცხენი, მამალი ჯორი.
ყაფათავის ქალა: დაჰკრა ყაფა − თავის ქალა დადო.
ყევარიორი უღელი (ოთხი) ხარი.
ყიზილბაში(„წითელთავა“) თურქთა მიერ შერქმეული სახელი სპარსელ შიიტთათვის.
ყირხსარჩლი ხანუმიდიდი ქალბატონი (?)
შიე-მიღებულია შე- პრევერბის ვნებითის ე- თავსართთან შეხვედრისას დისიმილაციის შედეგად: შე-ე- > ში-ე-: შიესწარით − შეესწარით.
ჩაბრაჩაბარება: ჩავაბრით − ჩავაბარებთ; ჩავიბრით − ჩავიბარებთ.
ჩათააქ: თურქთა მრბეველი რაზმი.
ჩამოჯდენა, ჩამოჯდუნებაჩამოსმა, დასმა: ჩამოაჯდინა ძირს − ძირს ჩამოსვა; ჩამუაჯდუნებენ − ჩამოსვამენ, დასვამენ.
ჩემთავათჩემით, ჩემი ნებით, დამოუკიდებლივ.
ჩიე-მიღებულია ჩა- პრევერბის -ა- ხმოვნის ვნებითის ე- თავსართთან ასიმილაციისა და შემდეგ დისიმილაციის შედეგად: ჩა-ე- > ჩე-ე > ჩი-ე-: ჩიეგდო − ჩაეგდო.
ძრიელ, ძრიენძლიერ, ძალიან.
წინ-წინუწინ, ადრე, ძველ დროში.
ჭალასათიბი ვაკე ადგილი წყლის პირას.
ჭირიხტამაკარონის მსგავსი ერბოში გამომცხვარი და მაწონდასხმული საჭმელი.
ხავიწიერბოში მოშუშული ფქვილისგან გაკეთებული ფაფისებრი საჭმელი.
ხალთატყავის აპეური, რკინის უღელსა აქვს.
ხბოჯორიდროხბოსა და ვირის (ჯორი = ვირი) მორეკვის დრო, როცა მზე შუბის წვერზე დგას ჩასვლამდე.
ხიზანიოჯახი, ოჯახის წევრები.
ხის ქოლგაფანჩატური, ოთხ ბოძზე ფიცარგადებული.
ხუთნომრიანი გუთანიდიდი გუთანი; სამნომრიანი პატარა გუთანია.
ჯაზია) კუდიანი, ეშმაკი; ჯაზი ბებერი; ბ) მოჯადოებული: ყველაფერი ჯაზია, კარიც ჯაზია.
ჯანოწოდებ. სულო, სულიკო (ჯან − სული).
ჯეიზიმზითევი (ქვაბი, ქვეშაგები და სხვ., რასაც პატარძალს გაატანდნენ).
ჯეჯიმიმატყლის უხეშად, მსხვილად ნაქსოვი დასაგები.
ჯიგარიშიგანი, შიგნეულობა.
ჰამოლიერთი უღელი (ორი) ხარი.
ჰაღლიბაკი, ყორით შემოკავებული ადგილი პირუტყვის სადგომად ზაფხულში.
ჰაჯათისამუშაო იარაღი, ხელსაწყო.
ჰოლუღიწისქვილის მრგვლად შეკრული ოდნავ დახრილი ღარი.
-თვინთანდებ. -თვის: მეფისათვინ.
-თუნთანდები -თვის: ყველთუნ ყოველთვის; თავისთუნ თავისთვის; მაგისთუნ.
-ჩითანდებ. -ში: სოფელჩი, თავჩი, ყანაჩი.