ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 193 names in this directory beginning with the letter ა.

ააბაკუნებს
ბაკუნს დააწყებინებს (ფეხებს)

ააბუყბუყებს
ბუყბუყის ხმას გამოაცემინებს

ააბღავლებს
ბღავილს დააწყებინებს

ააზუზუნებს
ზუზუნის ხმას გამოაცემინებს

ააკაკუნებს
კაკუნის ხმას გამოაცემინებს

აალაპარაკებს
ლაპარაკს დააწყებინებს, − აამეტყველებს

აამქუხარებს
ქუხილს დააწყებინებს, − ააგრიალებს

ააჟრიალებს
ჟრიალს დააწყებინებს

ააჟღრიალებს
ჟღრიალს დააწყებინებს

აარიკრიკებს
რიკრიკს დააწყებინებს

აატკაცუნებს
ტკაცუნს დააწყებინებს, ტკაცუხმას გამოაღებინებს

ააქუხებს
ქუხილს დააწყებინებს, ქუხილისებურ ხმას გამოაცემინებს

ააღავღავებს
ღავღავს დააწყებინებს, ღავღავით ააყეფებს

ააღრიალებს
ღრიალს დააწყებინებს, − ააყვირებს

ააყაყანებინებს
აიძულებს ააყაყანოს, ყაყანს აატეხინებს

ააყაყანებს
ყაყანს დააწყებინებს, − ხმამაღლა აალაპარაკებს, აახმაურებს

ააწრიპინებს
წრიპინს დააწყებინებს

ააჭიჭყინებს
ჭიჭყინს დააწყებინებს, − უხეიროდ დაუკრავს

ააჭრიალებს
ჭრიალს დააწყებინებს, ჭრიალით აახმაურებს

ააჭყიპინებს
ჭყიპინს დააწყებინებს

აახმატკბილებს
ტკბილი ხმით აამღერებს, აამეტყველებს

აახმაურებს 
ხმაურს დააწყებინებს, ხმას გამოაცემინებს

აბაკუნდება
ფეხების ბაკუნს დაიწყებს

აბაკუნება
ბაკუნის დაწყება

აბაკუნებს
ფეხის ცემით მკვეთრ ხმა გამოსცემს

აბზუილდება
ბზუილს დაიწყებს

აბზუილებს
ბზუილის ხმას გამოაცემინებს

აბრაგუნებს
ბრაგუნს გამოსცემს ან გამოაცემინებს

აბრახუნდება
ბრახუნის ხმას გამოსცემს, ბრახუნს დაიწყებს

აბრახუნება
ბრახუნის დაწყება

აბრახუნებინებს
აიძულებს ან შეაძლებინებს აბრახუნოს

აბრახუნებს
ბრახუნს გამოსცემს ან გამოაცემინებს

აბუყბუყდება
ბუყბუყს დაიწყებს

აბღავლება
ბღავილის დაწყება

აბღავლებს
აიძულებს იბღავლოს; ბღავილის ხმას გამოაცემინებს

აგრიალდება
გრიალს დაიწყებს

აგრიალებს
გრიალის ხმას გამოაღებინებს, − ძლიერ ახმაურებს

აგუგუნდება
გუგუნს დაიწყებს, ძლიერ ხმას გამოსცემს

აგუგუნებს
გუგუნის ხმას გამოაცემინებს

აზავთდება
ახმაურდება

აზავთებული
აზვირთებული, ახმაურებული, მქუხარე

აზრახდება
 ხმას ამოიღებს, ალაპარაკდება

აზრიალდება
ზრიალს დაიწყებს, ზრიალით ახმაურდება

აზუზუნ-ასისინებს
აზუზუნებს და ასისინებს

აზუზუნდება
ზუზუნით ახმიანდება − ზუზუნის ხმას გამოსცემს

აზუზუნება
ზუზუნის დაწყება, − აზმუილება

აზუზუნებს
ზუზუნის ხმას გამოაცემინებს

აზუზუნებული
რაც აზუზუნდა ან ააზუზუნეს

ათასხმიანი
მრავალხმიანი, მრავალი ხმის შემცველი

აიტკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს თავისას

აკაკუნდება
კაკუნს დაიწყებს, − არაკუნდება

აკაკუნებს
კაკუნის ხმას გამოაღებინებს

ალაპარაკდება
ლაპარაკს დაიწყებს‚ ლაპარაკს მოჰყვება − ამეტყველდება

ალაპარაკებს
ლაპარაკს აწყებინებს, − აიძულებს ილაპარაკოს

ალაპარაკებული

ალიკლიკებს
ლიკლიკის ხმას გამოაცემინებს

ამობაკუნდება
ფეხების (ფეხსაცმელების, ჩლიქების) ბაკუნით ამოვა

ამოგმინვა
გმინვის აღმოხდომა, ამოკვნესა

ამოზუზუნდება
ზუზუნით ამოვა

ამოთქვამს
იტყვის, წარმოთქვამს

ამოიბღავლებს
ბღავილი აღმოხდება, ბღავილით ამოიძახებს

ამოიგმინებს
გმინვით ამოიოხრებს, გმინვა აღმოხდება, − ყრუდ ამოიკვნესებს

ამოიგრგვინებს
გრგვინვისებურ ხმას გამოსცემს, − ამოიქუხებს

ამოიკნავლებს
კნავილის ხმას გამოსცემს

ამოიკრინებს
კრინით, წვრილი ხმით იტყვის, − ამოიკნავლებს

ამოისტვენს
ქვემოდან აქეთ დაუსტვენს

ამოიქუხებს
ქუხილისებურ ხმას გამოსცემს

ამოიჩურჩულებს
ჩურჩულით, ხმადაბლა ამოთქვამს

ამოიძახებს
ქვევიდან ან სიღრმიდან დაიძახებს

ამოიწრიპინებს
წრიპინის ხმას გამოსცემს, წრიპინით იტყვის

ამოკვნესა
კვნესის აღმოხდომა, ამოგმინვა

ამოსჩხავის
ჩხავილით ამოსძახის

ამოქუხდება
ქუხილით ამოვა

ამოქუხს
ხმაურით ამოდის

ამოძახილი
რაც ამოიძახეს ან ამოსძახეს

ამოხმიანი
ვისაც ან რასაც ამო, საამო, სასიამოვნო ხმა აქვს

ამოხრიგინდება
ხრიგინით ამოვა

ამქუხარება
ძლიერი ახმაურება, − აქუხება, აგრგვინება

ამქუხარებული
აქუხებული

ანაძრახი
ახმიანებული

აჟივჟივდება
ჟივჟივს დაიწყებს, − აჟღურტულდება, აჭიკჭიკდება

აჟიჟინდება
ახმაურდება, აყაყანდება

აჟრიალდება
იგივეა, რაც აჟღრიალდება

აჟრიალებს
იგივეა, რაც აჟღრიალებს

აჟრიამულდება
ჟრიამულს დაიწყებს, − ახმაურდება, ახმიანდება

აჟღავჟღავდება
ჟღავჟღავს დაიწყებს მრავალი, − ახმაურდება, აყაყანდება

აჟღერებს
ჟღერის ხმას გამოაცემინებს

აჟღრიალდება
ჟღრიალს დაიწყებს, − აჟღარუნდება

აჟღრიალებს
ჟღრიალს გამოაცემინებს, ჟღრიალით ახმაურებს

აჟღურტულდება
ჟღურტულს დაიწყებს, − აჭიკჭიკდება

არაკრაკდება
რაკრაკს დაიწყებს. 1. რაკუნს, რაკარუკს დაიწყებს, − არაკუნდება. 2. რაკრაკით ახმაურდება, ახმიანდება სითხე. 3. გადატ. ამღერდება, აჭიკჭიკდება, ახმიანდება მუსიკალურად

არაკრაკებს
1. აკაკუნებს, არაკუნებს. 2. რაკრაკით ახმაურებს. 3. გადატ. ამღერებს, ათამაშებს, აკანკალებს ხმას; მღერის

არაკუნებს
რაკუნის ხმას გამოაცემინებს,

არახრახდება
1. რახრახს დაიწყებს. 2. რახრახით ავა ქვემოდან ზემოთ. 3. გადატ. უშნოდ ხმამაღლა გაიცინებს

არახუნდება
რახუნს დაიწყებს; რახუნის ხმას გამოსცემს

არახუნებს
იგივეა, რაც აბრახუნებს

არეკინებს
ავალებს დარეკოს

ატკაცუნდება
ტკაცუნს დაიწყებს

ატკაცუნება
ტკაცუნის დაწყება

ატკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს, ტკაცუნით ხმაურობს

ატკაცუნებული
რაც აატკაცუნეს ან ატკაცუნდა, რამაც ტკაცუნი დაიწყო

ატლაშუნება
იგივეა, რაც ატყლაშუნება

ატლაშუნებს
იგივეა, რაც ატყლაშუნებს

ატყაპუნებს
ტყაპუნის ხმას გამოაცემინებს

ატყლაშუნება

ატყლაშუნებს
ტყლაშუნის ხმას გამოაცემინებს

აუბაგუნდება
გული ბაგაბუგს დაუწყებს

აუბღავლდება
აუბღავლდა, აბღავლებია

აუბღავლებს
ააბღავლებს მისას

აუღავღავდება
ყეფას დაუწყებს

აუყაყანდება
ყაყანს დაუწყებს

აუყაყანებს
ააყაყანებს, აამხედრებს მის წინააღმდეგ

აფათქუნებს
ფათქუნით ამოძრავებს‚ ფრთხიალით ერთმანეთს სცემს

აფაჩუნებს
წყნარი‚ ფრთხილი მოძრაობის დროს ოდნავ გასაგონ ხმაურს იწვევს

აფშვინდება
ფშვინვას დაიწყებს

აფშვინებული
რამაც‚ ვინაც ფშვინვა დაიწყო

აფხაკუნებს
ფხაკუნის ხმას გამოაცემინებს

აფხაჭუნებს
ფრჩხილების ან ბრჭყალების მოსმით უსიამოვნო ხმას გამოსცემს

აქუხდება
ქუხილს დაიწყებს‚ ქუხილისებურ ხმას გამოსცემს

აქუხება
ქუხილის დაწყება; ქუხილისებური ხმის გამოცემა

აქუხებს
ქუხილის ხმას გამოაცემინებს

აქუხებული
რაც აქუხდა

აღავღავდება
ღავღავს დაიწყებს‚ ღავღავით აყეფდება

აღავღავებს
აყეფებს

აღავღავებული
რამაც ღავღავი დაიწყო‚ − აყეფებული

აღაჭუნებს
ღაჭუნის ხმას გამოსცემს − აკრაჭუნებს

აღიღინდება
ღიღინს დაიწყებს, − დაბალ ხმაზე ამღერდება

აღიღინება
ღიღინით, დაბალ ხმაზე სიმღერის თქმა

აღიღინებს
ღიღინით დამღერს, სიმღერას დაბალ ხმაზე ამბობს

აღიღინებული
ვინც აღიღინდა, − ღიღინით, დაბალი ხმით ამღერებული

აღრაჭუნებს
ღრაჭუნის ხმას გამოაცემინებს

აღრიალდება
ღრიალს დაიწყებს

აღრიალებს
აიძულებს იღრიალოს, − აყვირებს, აბღავლებს

აყაყანდება
ყაყანს დაიწყებს, − ალაპარაკდება

აყაყანება
ყაყანის დაწყება

აყაყანებს
აიძულებს იყაყანოს

აყაყანებული
ვინც ააყაყანეს ან აყაყანდა

აჩახუნებს
ჩახუნის ხმას გამოაცემინებს

აჩოჩქოლდება
ჩოჩქოლს დაიწყებს, − შეშფოთებით ახმაურდება

აჩურჩულდება
ჩურჩულს დაიწყებს, ჩურჩულით ალაპარაკდება

აჩურჩულება
ჩურჩულის დაწყება

აჩურჩულებს
ჩურჩულით ალაპარაკებს

აჩურჩულებული
ვინც აჩურჩულდა, − ჩურჩულით მოლაპარაკე

აჩუჩუნდება
ჩუჩუნს დაიწყებს, − ამოძრავდება, აფაჩუნდება

აჩუხჩუხდება
ჩუხჩუხს დაიწყებს, − ჩუხჩუხით ადუღდება

აჩქამდება
 ჩქამს გამოსცემს, − ახმაურდება

აჩქაფუნებს
ჩქაფუნის ხმას გამოაცემინებს

აჩქრიალდება
ჩქრიალის ხმას გამოსცემს

აჩხავლდება
ჩხავილს დაიწყებს

აჩხაკუნებს
ჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს

აჩხარუნებს
ჩხარუნით ახმაურებს

აჩხერებს
ჩხერის ხმას გამოაღებინებს, − აჩხრიალებს

აჩხლაკუნებს
ჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს

აჩხრიალდება
ჩხრიალს დაიწყებს

აძრახდება
ახმიანდება

აწიწინებს
ხმაბაძვ. წვრილ ხმაზე უკრავს რაიმე საკრავს

აწკლაპუნებს
ხმაბაძვ. წკლაპუნის ხმას გამოაცემინებს

აწკლატუნებს
წკლატუნის ხმას გამოაცემინებს

აწკმუტუნდება
წკმუტუნს დაიწყებს

აწლაკუნებს
წლაკუნის ხმას გამოაცემინებს

აწლაპუნებს
წლაპუნის ხმას გამოაცემინებს

აწლაქუნებს
იგივეა, რაც აწკლაპუნებს

აწრიპინდება
წრიპინს დაიწყებს

აწრიპინება
წრიპინის დაწყება

აწრიპინებს
აიძულებს ან საშუალებას აძლევს იწრიპინოს

აწრიპინებული
რაც ააწრიპინეს ან აწრიპინდა

აწრუწუნდება
წრუწუნს დაიწყებს, – აწრიპინდება

აწუილდება
წუილს დაიწყებს, − აწივლდება

აწუწკუნდება
იგივეა, რაც აწკმუტუნდება

აჭახჭახდება
ჭახჭახს დაიწყებს

აჭიჭყინდება
ჭიჭყინს დაიწყებს, უსიამოვნო ხმებს გამოსცემს, − აჭყიპინდება

აჭიჭყინება
ჭიჭყინის დაწყება, − აჭყიპინება

აჭიჭყინებს
ჭიჭყინს დააწყებინებს, − უხეიროდ დაუკრავს, ააჭყიპინებს

აჭრაჭუნება
ჭრაჭუნის დაწყება

აჭუკჭუკდება
ჭუკჭუკს დაიწყებს

აჭყვიტინდება
ჭყვიტინს დაიწყებს, − აჭყიპინდება

აჭყვიტინებს
ჭყვიტინის ხმას გამოაცემინებს, აჭყიპინებს

აჭყივლდება
ჭყივილს დაიწყებს

აჭყიპინდება
ჭყიპინს დაიწყებს

აჭყიპინებს
ჭყიპინის ხმას გამოაცემინებს, − აჭიჭყინებს, აჭყვიტინებს

ახმატკბილდება
ვინც ან რაც ხმატკბილად, საამო ხმაზე ამღერდება, ალაპარაკდება

ახმატკბილებს
ხმატკბილ, საამო ხმას გამოსცემს

ახმაურდება
ხმაურს ატეხს, ხმაურს დაიწყებს

ახმაურება
ხმაურის ატეხა

ახმაურებს
ხმაურს ატეხინებს

ახმიანებს
ხმაურით ავსებს, − ახმაურებს

ახრანტალებს
ხრანტალის ხმას გამოსცემს

ახრიალდება
ხრიალით ახმაურდება

ახროტინდება
ხროტინს დაიწყებს

ახრჭიალებს
ხრჭიალს დააწყებინებს

ახუვლდება
ხუილს დაიწყებს, − ძლიერ ახმაურდება

აჯახუნებს
ხმაურით ახლის, ახეთქებს

აჯაჯგურებს
ხმაურით ანჯღრევს

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!