ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 12 names in this directory beginning with the letter ე.


ეგუგუნება
გუგუნით ეხმაურება

ელვა-ქუხილი
ელვა და ქუხილი

ენატკბილი
ტკბილმოსაუბრე, ტკბილად მოლაპარაკე

ერთხმიანი
ერთ ხმაზე შესასრულებელი (სიმღერა)

ექვსხმიანი
ძვ. მუს. ექვსი ხმისაგან შემდგარი (გუნდი)

ექო
რაიმე საგნის ბგერის არეკვლა, – გამოძახილი, ნახმევი

ეყაყანება
ყაყანით ელაპარაკება

ეჩურჩულება
ჩურჩულით ელაპარაკება

ეხლიჩება
ჩახლეჩილი, ხრინწიანი უხდება ხმა

ეხო
იგივეა, რაც ექო

ეხრინწება
ხრინწიანი უხდება, – უხრინწიანდება ხმა

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!