ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 30 names in this directory beginning with the letter ზ.


ზავთი
ძლიერი ხმა

ზავთიანი
ძლიერი, ომახიანი, რიხიანი ხმა…

ზათქი
ძლიერი, ყურთასმენის წამღები ხმა

ზათქიანი
ისეთი, რასაც ზათქი ახლავს, რასაც ძლიერი, გამაყრუებელი ხმაური სდევს თან

ზაპა-ზუპი
რბილ რამეზე ჯოხის, წკეპლის ცემის ხმა

ზაპანი
მძიმე და დიდი რისამე ძირს დავარდნის ხმა

ზაპუნი
ცემა რამე რბილ საგანზე

ზარიანი
ზარის რეკის მსგავსი ხმა

ზახი
ძვ. ხმაური, ყვირილი, ძახილი

ზახიანი
 ომახიანი, მაღალხმიანი

ზახილი
ყვირილი; ღრიანცელი, აყალ-მაყალი

ზიმზიმებს
ჩოჩქოლი, ჟრიამული აქვს

ზიმზიმი
ერთად შეყრილი მრავალი ადამიანის ხმაურიანი მოძრაობა, ჩოჩქოლი, ჟრიამული

ზლუქუნ–ზლუქუნით
განუწყვეტელი ზლუქუნით

ზლუქუნებს
გულამოსკვნით ხმამაღლა ტირის

ზლუქუნი
გულამოსკვნითი ხმამაღალი ტირილი

ზმუილი
გაბმული ხმადაბლა ბღავილი საქონლისა

ზმუის
ხმადაბლა გაბმით ბღავის (საქონელი)

ზმუკუნი
ჭირვეული ტირილი

ზრიალი
ზარის ხმის მაგვარი ძლიერი ხმა, რისამე რყევის დროს გამოცემული

ზუ
ხმაბაძვ. ზუზუნის, ზუილის ხმა

ზუზუნ-ზუზუნი
ერთი-მეორეს მიყოლებული ზუზუნი

ზუზუნ-შუილი
 ზუზუნი და შუილი

ზუზუნებს
ზუზუნს გამოსცემს, ზუზუნი გააქვს

ზუზუნი
გასროლილი ან ძლიერად მოქნეული საგნის მიერ ჰაერის გაპობით გამოწვეული წვრილი, გაბმული ხმა

ზუილი
იგივეა, რაც ზუზუნი

ზუის
ზუილს გამოსცემს

ზღრიალებს
კუთხ. (გურ.) იხ. ზრიალებს

ზღრიალი
კუთხ. (გურ.) ზრიალი

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!