ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 24 names in this directory beginning with the letter ლ.


ლაგლაგი
კუთხ. (იმერ.) უთავბოლო და ბევრი ლაპარაკი, – ყბედობა

ლაკლუკი
კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ლუკლუკი

ლაპარაკი
რაიმე ამბის გადაცემა, – საუბარი, ბაასი, მასლაათი.

ლაფასი
კუთხ. (კახ.) ქოშინი

ლაქლაქი
უთავბოლო და ბევრი ლაპარაკი, – ყბედობა

ლაღლილი
იგივეა, რაც ლაყლაყი

ლაყლაყი
ხმა, რომელსაც გამოსცემს შენჯღრევისგან ლაყე კვერცხი ან სითხე ნაკლულ ჭურჭელში

ლაწ!
ხმაბაძვ. ლაწუნის ლაწანის, გალაწუნების ხმა

ლაწა-ლუწი
ხშირი ჯახების ხმა

ლაწანი
საერთოდ, რისამე გარტყმის, დაჯახების ხმა, – ჯახუნი

ლაწი-ლუწი
იგივეა, რაც ლაწა-ლუწი

ლაწუნი
იგივეა, რაც ლაწანი

ლიგლიგი
კუთხ. (იმერ.) ხმამაღალი უაზრო ლაპარაკი

ლიკლიკა
ვინც რაც ლიკლიკებს, – მოლიკლიკე

ლიკლიკებს
1. ხმაბაძვ. ლიკლიკით დის მდინარე, ნაკადული, – რაკრაკებს. 2. ლიკლიკით ლაპარაკობს, – ტიტინებს

ლიკლიკი
1. ხმაბაძვ. პატარა და სწრაფი მდინარის ან ნაკადულის მიერ გამოცემული ხმა, – რაკრაკი. 2. ბავშვის ლაპარაკი, – ტიტინი

ლიკლიკობს
იხ. ლიკლიკებს

ლიწინ-ლიწინი
იგივეა, რაც ლაწა-ლუწი

ლიწინი
იგივეა, რაც ლაწანი

ლიწლიწი
წვრილი ხმების გამოცემა, – ჭრიჭინი

ლოყინი
ვირისა და კამეჩის ხმიანობა

ლუკლუკი
იგივეა, რაც ლიკლიკი

ლუღლუღი
არამკაფიო, გაურკვეველი ლაპარაკი

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!