ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 30 names in this directory beginning with the letter ჟ.


ჟაპა-ჟუპი
მათრახის, შოლტის, სახრის ცემის ხმა

ჟაპუნი
ცემის ხმა

ჟივილ-კივილი
ჟივილი და კივილი

ჟივილ-ხივილი
ჟივილი და ხივილი, – ჟრიამული

ჟივილი
1. ხმაბაძვ. ჩიტების გუნდის ხმიანობა, – ჟივჟივი, ჭიკჭიკი. 2. ბევრი ბავშვის, ადამიანის ხმაურობა, ყვირილი, – ჟრიამული

ჟივის
ხმაბაძვ. ჟივილის ხმას გამოსცემენ

ჟივჟავი
ხმაბაძვ. იგივეა, რაც ჟივჟივი

ჟივჟივი
ხმაბაძვ. ფრინველთა განუწყვეტელი ხმიანობა, – გაბმული ჟივილი

ჟიჟინი
ხმაურობა; ძახილი, ყვირილი

ჟრიალი
1. ხმაბაძვ. ჩიტების გუნდის ხმიანობა, – ჟივჟივი, ჭიკჭიკი. 2. იგივეა, რაც ჟღარუნი

ჟრიამული
ფრინველთა ან ადამიანთა ხმაური უპირატესად მხიარული, – ჟივილი, ჟივილ-ხივილი

ჟრიკჟრიკი
ხმაბაძვ. ფრინველის გალობის ხმა, – ჟრუანტელი, ჭიკჭიკი

ჟღავი-ჟღუვი
უწესრიგო ხმაური, ყაყანი, ჟღავილი ბევრისა

ჟღავილი
ჩხავილი, ყვირილი

ჟღავის
ჟღავილი გააქვს, – ჩხავის, ყვირის

ჟღავჟღავი
იგივეა, რაც ჟღავი-ჟღუვი

ჟღარა-ჟღური
ხმაბაძვ. ჟღარუნი. ჟღრიალი ბევრი საგნისა

ჟღარუნი
ხმაბაძვ. ლითონის საგნების ერთმანეთზე მირტყმის ხმა, – ჟღრიალი

ჟღერა
იგივეა, რაც ჟღარუნი

ჟღერება
რაც სასიამოვნოდ ჟღერს ჟღერის თვისების მქონე

ჟღერს
ჟღერის ხმას, კეთილად მოსასმენ ბგერებს გამოსცემს, საამურად ხმიანობს (უპირატესად საკრავი)

ჟღივილ-ყაყანი
ჟღივილი და ყაყანი

ჟღივილი
იგივეა, რაც ჟივილი

ჟღრიალ-წკრიალი
ხმაბაძვ. ჟღარუნი, ჟღრიალი ბევრი საგნისა

ჟღრიალა
რაც ჟღრიალებს

ჟღრიალებს
ჟღრიალი გააქვს, – ჟღარუნებს

ჟღრიალი
ხმაბაძვ. იგივეა, რაც ჟღარუნი

ჟღურტულებს
ჟღურტულის ხმას გამოსცემს, – ჟივჟივებს, ჭიკჭიკებს

ჟღურტული
1. ხმაბაძვ. ფრინველთა გალობა, – ჭიკჭიკი. 2. გადატ. ტიტინი, ტიკტიკი (ბავშვისა)

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!