ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 32 names in this directory beginning with the letter რ.


რაზრაზი
გრიალი, ზრიალი

რაკა-რუკი
ხმაბაძვ. ხშირად გამეორებული რაკუნის ხმა

რაკი-რუკი
იგივეა, რაც რაკა-რუკი

რაკრაკა
რაც რაკრაკებს

რაკრაკებს
საამოდ, ტკბილად გალობს ფრინველი

რაკრაკი
1. ხმაბაძვ. წყაროს, ნაკადულის ხმაური. 2. მგალობელ ფრინველთა ჭიკჭიკი, სიმღერა

რაკუნი
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა, რომელსაც გამოსცემს მაგარი საგნის ასეთივე საგანზე ხშირი ცემა, – კაკუნი

რაჟღა-რუჟღი
იხ. ჟღარა-ჟღური

რაჩხუნი
იხ. ჩხარუნი

რაწკი-რუწკი
იხ. წკარა-წკური

რაწკუნი
იხ. წკარუნი

რახ!
ხმაბაძვ. მაგარ რამეზე მაგარი და მძიმე სხეულის ძლიერი დაცემის ან მიჯახების ხმა

რახა-რუხი
მაგარი სხეულების ვარდნის, ცემის, ერთმანეთზე მიხლის ხმა

რახვანი
იგივეა, რაც ბრაგვანი

რახი-რუხი
იხ. რახა-რუხი

რახრახი
უსწორ-მასწორო ზედაპირზე მძიმე სხეულის (ქვის, ეტლის, მანქანის…) მოძრაობით გამოცემული ხმა

რახუნი
მაგარ სხეულზე მაგარი სხეულის ცემის ხმა, – ბრახუნი

რეკს
(ზარს და მისთ.) რისამე ცემით ხმას აღებინებს

რეხვა
მაგარი რისამე დარტყმა, თხლეშა

რეჯგვა
მძიმე სხეულის დაცემა, მიხეთქება, მიხლა

რიკინი
ერთგვარი ხმიანობა, ხმაური, – რაკუნი

რიკრიკა
რაც რიკრიკებს, რასაც რიკრიკი გააქვს, – რაკრაკა

რიკრიკი
1. მგალობელ ფრინველთა ჭიკჭიკი, – რაკრაკი. 2. წყლის, ნაკადულის… ხმაური

რიწკინი
კუთხ. (იმერ.) იხ. წკარუნი

რიხინ-რიხინი
გაბმული რიხინი

რიხინი
იგივეა, რაც რახრახი

როყინი
კამეჩის ხმიანობა

როყროყი
უხეში, უშნო, დიდი ხმით ლაპარაკი

როხროხი
უშნო, ბოხი ხმით ხმამაღლა ლაპარაკი, ხმაური

რუზრუზი
ხმაური, ჩოჩქოლი, აურზაური

რუხრუხი
რახრახი, გრიალი, გრგვინვა

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!