ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 17 names in this directory beginning with the letter ს.


საუბარი
გაბმული, მშვიდი ლაპარაკი ვინმესთან, – ბაასი

სთხლეშს
რაიმეს მაგრად დაარტყამს

სივილი
ძლიერ მაღალი, წვრილი ხმის გამოცემა, – წივილი, სისინი

სიმღერა
ლექსთან შეწყობილი მუსიკალურ-ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც ასრულებს მომღერალი ან მომღერალთა გუნდი

სისინ-ზუზუნი
სისინი და ზუზუნი

სისინი
ხმაბაძვ. გველის, ბატის მიერ გამოცემული ხმა, – სივილი

სიტყვატკბილი
ტკბილად მოსაუბრე, – ენატკბილი

სიცილი
სიხარულის, მხიარულების, კმაყოფილების… გამოხატვა სპეციფიკური წყვეტილი ხმებით

სლაპა-სლუპი
სვლეპით ჭამის ხმა

სლუკ-სლუკი
ზედიზედ განმეორებული სლუკუნი

სლუკუნებს
სლუკუნით ტირის

სლუკუნი
გულამოსკვნით ხმამაღლა ტირილი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვითა და სპეციფიკური ბგერების გამოცემით

სრუტუნი
ცხვირით ჰაერის შესუნთქვა ხმის გამოცემით

სტვენა
1. მკვეთრი და მაღალი ხმა, რომელსაც გამოსცემენ ერთმანეთთან მიახლოებული ტუჩებიდან ჰაერის ამოსუნთქვით ან რაიმე საგანგებო ხელსაწყოთი სასტვენით. 2. ქარის ან რაიმე საგნის სწრაფი მოძრაობით გაპობილი ჰაერის ხმა. 3. ზოგიერთი ფრინველის (მაგ., ბულბულის, შაშვის…) ხმ

სტვენს
ერთმანეთთან მიახლოებული ტუჩებით ან საგანგებო ხელსაწყოთი – სასტვენით მაღალ, მკვეთრ ხმას გამოსცემს

სხივილი
იგივეა, რაც შხივილი

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!