ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 28 names in this directory beginning with the letter ტ.


ტაკა-ტუკი
რისამე პერიოდული ცემის ან მექანიზმის – საათის, მანქანის მუშაობის ხმა, – რიტმული კაკუნი

ტაკი-ტუკი
იხ. ტაკა-ტუკი

ტაკტაკი,
ტაკტუკი

ტახუნი
რისამე დარტყმის ხმა, – რაკუნი, ჭახუნი

ტიკტიკი
ბავშვის საამო ლაპარაკი, – ტიტინი

ტიტინი
ახლად ენაამოდგმული ბავშვის ლაპარაკი, – ტიკტიკი

ტიხტიხი
ხმაბაძვ. ზოგი ფრინველის (ღალღის) დამახასიათებელი ძახილი

ტკაცა-ტკუცი
ზედიზედ, ზედმიყოლებით გამეორებული ტკაცანი

ტკაცანი
რისამე შეშის წვით, მტვრევით ან ხელის, შოლტის მოქნევით, შემორტყმით გამოწვეული მკვეთრი ხმა, – ლაწანი

ტკაცი-ტკუცი
იგივეა, რაც ტკაცა-ტკუცი.

ტკაცუნი
ზედიზედ, გაბმით გამეორებული ტკაცანი, – ტკაცა-ტკუცი

ტკაცუნობს
ტკაცუნი გააქვს, ტკაცუნის ხმას გამოსცემს

ტკბილხმიანი
ტკბილი, სასიამოვნო ხმის მქონე, – ხმადამტკბარი

ტლაშა-ტლუში
იგივეა, რაც ტყლაშა-ტყლუში

ტლაშანი
იგივეა, რაც ტყლაშანი

ტლაშუნი
იგივეა, რაც ტყლაშუნი

ტლუპით სიარული“

ტრუხუნი
ღორის ერთგვარი ხმიანობა

ტუხუნი
იხ. ტრუხუნი

ტყაპა-ტყუპი
ზედიზედ დარტყმის ან დაცემის ხმა, ხშირი ტყაპუნი

ტყაპანი
რისამე ბრტყლად, მძიმედ დაცემის ხმა

ტყაპუნებს
ტყაპუნის ხმას გამოსცემს

ტყაპუნი
მაგარ რამეზე რისამე დარტყმის, ცემის ხმა

ტყვრება
კუთხ. (ფშ.) სკდომის ხმას გამოსცემს, – გრიალებს, ჭექს, ქუხს

ტყლაშა-ტყლუში
ხშირი ტყლაშუნი

ტყლაშანი
რისამე მოქნევით დარტყმის ან დაცემის ხმა, – ტყლაშუნი

ტყლაშუნი
რისამე (სახრის, შოლტის) ქნევის ან გარტყმის ხმა

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!