ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 46 names in this directory beginning with the letter ღ.


ღადღადი
კუთხ. (გურ., იმერ.) ბევრი და ხმამაღალი ლაპარაკი, ხმიანობა

ღავღავებს
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყეფს (ძაღლი)

ღავღავი
 ერთგვარი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ყეფა (ძაღლისა)

ღავღუვი
კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ღავღავი

ღანჭალი
კუთხ. (იმერ.) რყევა, ნძრევა და თან ჭრიალი

ღარღალი
კუთხ. (იმერ.) ხმამაღლა ლაპარაკი

ღარღილი
კუთხ. (გურ.) ლაპარაკის ხმა

ღაფღაფი
ბოხი ხმით ყეფა

ღაღანი
კუთხ. (ქართლ., გურ., იმერ.) დედლის თავისებური ხმიანობა კვერცხის მოწყების ან დადების წინ

ღაჭა-ღუჭი
უგვანო ღეჭვის დროს ხმის გამოცემა

ღაჭუნი
ჭამის დროს ხმის გამოცემა

ღივის
კუთხ. (ზ.-იმერ.) ღნავის

ღივღავი
კუთხ. (ქართლ.) ღივღივი

ღივღივი
მრავალხმიანი, ყურთასმენის წამღები ხმაურობა, ჟღივჟღივი, ზრიალი

ღიჟღიჟი
ჟრიამული, ჟივილ-ხივილი

ღირღილა
კუთხ. (იმერ.) პატარა მორაკრაკე, ხმაურა რუ

ღირღიტებს
ღირღიტას ხმას გამოსცემს, ჭრიალებს, ღრიჭინებს

ღირღიტი
ჭრიალი, ღრიჭინი

ღიღინებს
დაბალი, საამო ხმით მღერის

ღიღინი
 დაბალი, საამო ხმით მღერა

ღიღინობს
იხ. ღიღინებს

ღლაჭუნი
კუთხ. (ქართლ.) ღაჭუნი

ღლოფინი
კუთხ. (გურ.) ხმამაღლა, უსიამოვნო ხმით, გაჯავრებით ლაპარაკი

ღმუილა
რაც ღმუის, ღრიალა

ღმუილი
გაბმული ხმიანობა მგლისა, ვეფხვისა და მისთ.

ღორღალი
კუთხ. (ქართლ.) გაურკვეველი ხმაურობა, ღრიანცელი, ჩოჩქოლი

ღრაჭა-ღრუჭი
ძლიერი ღრაჭუნი

ღრაჭანი
იხ. ღრაჭუნი

ღრაჭუნი
რაიმე მაგარის ერთმანეთზე დაჭერითა და გასმით გამოწვეული ხმა

ღრენა
გაჯავრებული მხეცის, ძაღლის… შემტევი, მუქარით, წყრომით ხმიანობა

ღრიალ-გრიალი
ღრიალი და გრიალი

ღრიალა
ვისაც ან რასაც ღრიალი სჩვევია

ღრიალებს
ღრიალის ხმას უშვებს

ღრიალი
1. დიდი ხმით ყვირილი ადამიანებისა. 2. ნადირის, ზოგი შინაური ცხოველის გაბმული, ხმამაღალი ხმიანობა

ღრიალობს
იხ. ღრიალებს

ღრიანცელი
ერთად შეკრებილი მრავალი ადამიანის ერთდროული ლაპარაკი, ყაყანი, დიდი ხმაურობა, აურზაური

ღრინი
ღრენის ხმა; ხმის გაღება

ღრიჭინი
მშრალ ღერძზე თვლის ტრიალის დროს გამოცემული ხმიანობა, – ჭრიალი, ღრიტინი. || გაბმულად უსიამოვნო ხმის გამოცემა, – ჭრიალი

ღროჭინი
ჩვილი ბავშვის ერთგვარი ხმიანობა, ჭყლოპინი

ღრუილი
მუცლის ხმაურობა

ღრუტუნი
ღორის ხმიანობა.

ღრჭენა
კბილების (კბილთა) ღრჭენა – კბილების ერთმანეთზე გასმით უსიამოვნო ხმის გამოცემა

ღრჭიალი
ლითონის ნაწილების ერთმანეთზე ხახუნით გამოცემული უსიამოვნო ხმა, – ღრჭენა, ღრიჭინი

ღურღური
ცეცხლის ნელი წვის ხმა. || მორევის ხმაურობა

ღუღუნი
ზოგი ფრინველის (მტრედის, გვრიტის, ქედნის…) ხმა

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!