ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 36 names in this directory beginning with the letter ყ.


ყარყარი
არწივის ხმიანობა

ყარყაში
„განგაში, ხმაურობა“ (დ. ჩუბინ.)

ყაყანებს
ყაყანით ლაპარაკობს

ყაყანი
ხმამაღლა, არეულად, ერთად ლაპარაკი (ბევრისა)

ყაშყაში
არწივის, ორბის და მისთ ხმაური, ყივილი

ყვა-ყვა
ხმაბაძვ. ყვავის ხმა, ყრანტალი

ყვირილი
ხმამაღლა ძახილი ადამიანისა

ყვირის
ყვირილი გაუდის, ხმამაღლა იძახის, დიდ ხმას გამოსცემს ადამიანი

ყვიტ
ხმაბაძვ. ზოგი ფრინვლის (სვავის, იხვის, ინდაურის…) ხმა

ყვიტ-ყვიტი
ზოგი ფრინველის (იხვის, სვავის…) ხმიანობა

ყიავ-ყიავი
ზოგი ფრინველის (მაგ., წეროს) ხმიანობა

ყივ-ყივი
ზოგი ფრინველის (არწივის, წეროს, იხვის…) ხმიანობა

ყივილი
მამლისა და ზოგი სხვა ფრინვლის ხმიანობა

ყიპყიპი
შავარდნისა და გავაზის ხმიანობა

ყიჟინი
მრავალთა შეძახილი, მრავალი ადამიანის ყვირილი, კიჟინი

ყიყინი
ბატის, იხვის, ბაყაყის და მისთ. ხმიანობა

ყიყლიყო
ხმაბაძვ. მამლის ძახილი, ყივილი

ყლანტი
წყალში კენჭის ჩაგდების ხმა

ყლაპა-ყლუპი
ყლაპვის ხმა

ყლაპანი
წყალში ჩავარდნის ხმა

ყლარწა-ყლურწი
იგივეა, რაც ყლაპა-ყლუპი

ყლურწუნი
კუთხ. (ფშ., კახ., იმერ.) ჩაყლაპვის დროს ხმაური ყელში

ყმუილი
მგლის, ძაღლისა და მისთანათა გაბმული ხმიანობა.

ყოყინი
ყროყინი ზაქისა, კამეჩისა

ყრანტ
ხმაბაძვ. ყვავისა და მისთ. ხმა

ყრანტალი
ყვავის, ყორნისა და მისთ. ხმიანობა

ყრიალი
ყვავ-ყორანთა, წეროთა და მისთ. ხმიანობა

ყრიგინი
იგივეა, რაც ყრიალი

ყრიტინი
წეროთა და მისთანათა ხმიანობა, – ყრიალი, ყრიგინი

ყრიყინი
ზოგი ფრინველის ხმიანობა

ყროყინი
ვირისა და კამეჩის ხმიანობა

ყრუნტ-ყრუნტი
ყვავთა, წეროთა და მისთ. ხმიანობა

ყურყური
მუცლის გრიალი

ყუტყუტი
მწყრის ხმიანობა

ყუყუნი
1. მუცლის ხმაური, ბუყბუყი, ყურყური. 2. კუთხ. (ფშ.) ხმაური

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!