ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 91 names in this directory beginning with the letter შ.


შარი-შური
ფოთლების, აბრეშუმის ქსოვილისა და მისთ რხევის ხმა – შრიალი

შე-ჰ-ყაყანებს
ყაყანით მიმართავს

შეაბაკუნებს
ბაკუნით შედგამს (ფეხს)

შეაზუზუნებს
ზუზუნს დააწყებინებს

შეაჟღარუნებს
ჟღარუნს დააწყებინებს, ჟღარუნით აახმაურებს

შეაჟღრიალებს
ჟღარუნს დააწყებინებს, ჟღარუნით აახმაურებს

შეარაწკუნებს
იგივეა, რაც შეაწკარუნებს

შეაღრჭიალებს
ღრჭიალს დააწყებინებს, დააღრჭიალებს კბილებს

შეაწკაპუნებს
წკაპუნის ხმას გამოაცემინებს, წკაპუნს გააღებინებს

შეაწკარუნებს
 წკარუნის ხმას გამოაცემინებს

შეაჯახუნებს
ჯახუნით შეხურავს, შევა და კარს ჯახუნით დახურავს

შებაკუნდება
ბაკი-ბუკით, ბაკუნით შევა

შებაკუნება
ბაკი-ბუკით, ბაკუნით შესვლა

შებრახუნდება
ბრახუნით შევა

შებრახუნება
ბრახუნით შესვლა

შეზმუის
ზმუილით ეხმიანება

შეზრიალდება
ზრიალს დაიწყებს, შეზანზარდება

შეზუზუნება
ზუზუნის ხმის გამოცემა

შეზუზუნებს
ზუზუნით შედის, ზუზუნით იჭრება რამეში

შეიბრახუნებს
შევა და ბრახუნით მიიხურავს (კარს)

შეიშრიალებს
შრიალს დაიწყებს, შრიალით შეირხევა, გაიშრიალებს

შეიწკრიალებს
წკრიალის ხმას გამოსცემს, წკრიალით გაიხმაურებს, გაიწკრიალებს

შეიჭახჭახებს
ჭახჭახით შეიხმაურებს

შეიხმატკბილებს
შეუხმატკბილებს, შეუწყობს თავისას (ხმას, ჰანგს…)

შეიჯახუნებს
ჯახუნით შეიხურავს კარს

შემობაკუნდება
ბაკი-ბუკით, ბაკუნით შემოვა

შემობრახუნდება
ბრახუნით შემოვა

შემობრახუნება
ბრახუნით შემოსვლა

შემოგრიალდება
ხმაურით, გრიალით შემოვა, შემოვარდება

შემოესმის
ესმის ამას, მოესმის

შემოზუზუნებს
ზუზუნით შემოდის

შემოიზუზუნებს
ზუზუნით შემოიჭრება, ზუზუნით შემოჰბერავს

შემოღიღინებს
ღიღინით იძახის, – ღიღინებს

შემოჰკრავს
ზარს შემოჰკრავს, − ზარს დარეკავს

შემღერა
სიმღერის წამოწყება

შეჟიჟინებს
ჟიჟინით ელაპარაკება, ემასლაათება; შეჟღურტულებს

შესჭეხს
ძლიერი ხმით შესძახებს, შეჰყვირებს

შეტყაპუნდება
კუთხ. (იმერ.) ტყაპუნით შევა წყალში

შეტყაპუნება
კუთხ. (იმერ.) ტყაპუნით შესვლა წყალში

შეუბოხდება
რამდენადმე ბოხი გაუხდება ხმა, ცოტათი გაუბოხდება

შეუღრიალებს
ღრიალით შესძახებს, − დაუღრიალებს

შეღიღინება
ღიღინით წამღერება, წაღიღინება

შეღიღინებს
ღიღინით მიმართავს, – შემღერს

შეღრიალება
ღრიალთ შეყვირება, ღრიალით შეძახება

შეყაყანება
ყაყანით მიმართვა

შეჯახუნება
ჯახუნით შეხურვა კარისა

შეჰყიჟინებს
ყიჟინით შესძახის, შეუყიჟინებს, უყიჟინებს

შვლეპს
რამე გრძელსა და წვრილს სწრაფად დაჰკრავს ისე, რომ ხმა გამოსცეს

შვლეჭს
კუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც შვლეპს

შვრინავს
ხმაურით სუნთქავს, ფშვინავს

შივილი
ერთგვარი შხივილის მაგვარი ხმა, რასაც გამოსცემს ნედლი შეშა წვისას, გაბერილი ტიკი დაფუკვისას

შიშინი
1. ადუღებამდე მოსული წყლის (ან იმ ჭურჭლის, რომელშიაც წყალია) ხმა. 2. იგივეა, რაც შიშხინი, 3. იგივეა, რაც სისინი)

შიშხინი
ერთგვარი ხმა, რასაც გამოსცემს ხორცი (მწვადი…) შეწვისას, ან ფაფისნაირი რამე (ფაფა, ფლავი…) გაცხელებისას

შლაგა-შლუგი
შლაგუნის ხმა

შლაგუნი
შამბიანში, ბუჩქნარსა და მისთანებში გლეჯით, მტვრევით სწრაფი სიარული

შლაპა-შლუპი
შლაპუნის ხმა

შლაპუნი
მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა

შლარტუნი
კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც შლაგუნი

შლიგინი
კუთხ. (იმერ.) რამეში სწრაფად სიარული და ამ სიარულისას გამოცემული ხმა

შლიპინ-შლიპინი
კუთხ. (გურ.) შლიპინი და შლიპინი, – შლაპაშლუპი

შლიპინი
კუთხ. (გურ.) იგივეა, რაც შლაპუნი

შმაშუნი
კუთხ. (იმერ.) ნელი ძვრა, ჩუჩუნი

შმიკშმიკი
კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც სლუკსლუკი

შრაშუნა
რასაც შრაშუნი გააქვს

შრაშუნი
ხმელი რამის ერთმანეთზე ხახუნით გამოწვეული შრიალის ხმა, შარიშური

შრიალ-შრიალი
ზედიზედ განმეორებული შრიალი

შრიალა
რაც შრიალებს, მოშრიალე

შრიალებს
შრიალი გააქვს

შრიალი
თხელი, სიფრიფანა საგნების ერთმანეთზე ნელი, ხანგრძლივი ხახუნის ხმა

შრიტინი
კუთხ. (ქართლ.) იგივეა, რაც შიშინი

შტვენს
იხ. სტვენს

შუვილი
იგივეა, რაც შუილი

შუილ-ზუზუნი
შუილი და ზუზუნი

შუილ-ტკაცუნი
შუილი და ტკაცუნი

შუილ-ქუხილი
შუილი და ქუხილი

შუილი
1. მდინარის სწრაფი დინებისას, ფრენისას ან სწრაფად მოქნეული რამის (ხმლის, სახრის, წვიმის…) მიერ ჰაერის გაკვეთით გამოცემული გაბმული ხმა. 2. თავში, ყურებში გამდგარი ერთგვარი ხმაური

შუის
იგივეა, რაც შხუის

შუშხუნი
1. სითხიდან გაზების გამოყოფისას გამოცემული ხმიანობა. 2. იგივეა, რაც შიშხინი

შხაპა-შხუპი
წვიმის ხშირი და მსხვილ-მსხვილი წვეთების სხმისა და ცემის ხმა, შხაპუნი

შხაპანი
კუთხ. (ფშ.) რბილ რამეში დანის, ხანჯლისა და მისთ. ჩაცემის ხმა

შხაპუნი
წვიმის ან წყლის ხშირი, მსხვილი წვეთების სხმის ხმა

შხივილი
სწრაფად მოქნეული ან გატყორცნილი საგნის მიერ ჰაერის გაპობის ხმა; სწრაფი დინების ხმა

შხივის
შხივილი გააქვს, შხუის

შხიპ-შხიპი
კუთხ. (ქიზ.) ცხიმეულის დნობისას გამოცემული ხმა, შიშხინი

შხიპშხიპებს
კუთხ. (ქიზ.) შხიპ-შხიპი გააქვს, შიშხინებს

შხმუილი
იგივეა, რაც შხუილი

შხრიალი
წყლის ჩქარი დინების ხმა, წყლის ხმაური

შხუილ-ჩქრიალი
შხუილი და ჩქრიალი

შხუილი
მდინარის სწრაფი დინებისას, ფრენისას ან სწრაფად მოქნეული რამის (ხმლის, სახრის, წვიმის) მიერ ჰაერის გაკვეთით გამოცემული გაბმული ხმა

შხუის
წყლის მძლავრი ნაკადის მიერ ან ჰაერში საგნის სწრაფი მოძრაობისას გამოცემული ხმა

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!