ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 80 names in this directory beginning with the letter ჭ.


ჭანჭყარი
სითხის ნჯღრევა ნაკლულ ჭურჭელში

ჭაპა-ჭუპი,
ჭაპი-ჭუპი ხმაურით პირმოუკუმავად ღეჭვა, – წკლაპუნი

ჭაპუნი
იგივეა, რაც ჭაპა-ჭუპი

ჭაქანი
ჭახანი

ჭაქი-ჭუქი
ხმაურობა, ჭახანი, ჭახა-ჭუხი

ჭაჭა-ჭუჭი
იგივეა, რაც ჭრიალი

ჭაჭი-ჭუჭი
იხ. ჭაჭა-ჭუჭი

ჭაჭუნი
იგივეა, რაც ჭრაჭუნი

ჭაჭყანებს
უსიამოვნოდ ხმიანობს

ჭაჭყანი
ხმამაღალი, უსიამოვნო ლაპარაკი

ჭაჭყი-ჭუჭყი
სველ ადგილზე სიარულის ხმა

ჭახ!
ხმაბაძვ. გატეხის, თოფის გავარდნის და მისთ. მკვეთრი ხმა

ჭახა-ჭუხი
ხმაბაძვ. ხშირი ჭახანი

ჭახანი
გატეხის, დაჯახების, თოფის გავარდნისა და მისთ, მკვეთრი ხმა

ჭახუნი
იგივეა, რაც ჭახანი

ჭახჭახი
1. ზოგი ფრინველის მაღალი და მკვეთრი ხმიანობა. 2. იგივეა, რაც ჭახა-ჭუხი

ჭახჭუხი
იგივეა, რაც ჭახა-ჭუხი

ჭექ!
ხმაბაძვ. თოფის გასროლის ხმა, – ჭახ! ჭექ!

ჭექა
ჭექისებური ძლიერი და მკვეთრი ხმის გამოცემა

ჭექა-გრიალი
ჭექა და გრიალი, ძლიერი ჭექაქუხილი

ჭექა-ქუხილი
ხშირი და ძლიერი ქუხილი

ჭექს
ქუხილის ხმას გამოსცემს, – ქუხს, გრგვინავს. || ჭექისებურ, ძლიერსა და მკვეთრ ხმას გამოსცემს, – იგრიალებს

ჭეხს
კუთხ. (ფშ., ხევს.) იგივეა, რაც ჭექს

ჭვიტინი
იგივეა, რაც ჭყვიტინი

ჭი!
ხმაბაძვ. ჭრიჭინასი და ზოგი სხვა მწერის ხმიანობა

ჭიგინა
კუთხ. (რაჭ.) მგლების გახშირებული ღმუილი

ჭივ, ჭავ
ხმაბაძვ. ჩიტების ხმიანობა, ჭივილი

ჭივის
ხმიანობს წვრილი ფრინველი

ჭიიტ-ჭიიტ 
ხმაბაძვ. თრითინის ხმიანობა

ჭიკჭიკ-გალობა
ჭიკჭიკი და გალობა

ჭიკჭიკი
ზოგი ფრინველის ხმიანობა,– ჟღურტული.

ჭიმჭიმი
იგივეა, რაც ჭუპჭუპი

ჭიპჭიპი
იგივეა, რაც ჭუპჭუპი

ჭიყჭიყი
ერთგვარი ხმიანობა ფრინველისა, – ჭახჭახი

ჭიჭინებს
იგივეა, რაც ჭუპჭუპებს

ჭიჭინი
1. ხმაურობა; ძახილი, ყვირილი. 2. ფრინველთა ხმიანობა, – ჟივჟივი

ჭიჭყინი
უსიამოვნო წვრილი ხმა ჩასაბერი საკრავისა

ჭიხვინი
ცხენის ხმიანობა

ჭლაპა-ჭლუპი
წყალში მაგარი საგნის მოძრაობით გამოცემული ხმა

ჭლახა-ჭლუხი
კუთხ. (იმერ.) საქონლის მიერ ჩალის ღეჭვის ხმა

ჭოტ
ხმაბაძვ. ჭოტის ხმიანობა

ჭოტ-ჭოტ 
ხმაბაძვ. იგივეა, რაც ჭოოტ-ჭოოტ

ჭრაჭა-ჭრუჭი
ხმაბაძვ. ჭრიალი, ჭრაჭუნი

ჭრაჭუნი
ჭრიალი, ჭრაჭა-ჭრუჭი

ჭრიალ-ჭრიალი
გამუდმებული ჭრიალი

ჭრიალა
რაც ჭრიალის ხმას გამოსცემს, რასაც ჭრიალი გაუდის

ჭრიალებს
ჭრიალის ხმას გამოსცემს, ჭრაჭა-ჭრუჭი გაუდის, ჭრიჭინებს

ჭრიალი
1. „კართა და ურემთ ხმიანობა“ (საბა) – ჭრაჭუნი

ჭრიახი
იგივეა, რაც კრიახი

ჭრინავს
ჭიკჭიკებს, ჟღურტულებს || ჭრიჭინებს, ჭრიალებს

ჭრიჭინ-ჭრიჭინი
გაბმით ჭრიჭინი, ჭრაჭა-ჭრუჭი

ჭრიჭინი
ხახუნით გამოცემული ხმა, – ჭრიალი, ჭრაჭაჭრუჭი

ჭრიხინი
კუთხ. (იმერ., ლეჩხ.) კრუხის ხმიანობა, – კრიახი

ჭროკინი
ფრინველთ ხმიანობა, – ჭიკჭიკი

ჭრხიალი
ხოხობთა და მისთანათა ხმიანობა

ჭუკჭუკი
1. მწყრის ხმიანობა. || მწყრის ჭუკჭუკის მსგავსი წყნარი ხმიანობა. 2. 

ჭუპჭუპებს
ჭუპჭუპი გააქვს, – ჭყაპუნობს

ჭუპჭუპი
სითხის მოძრაობის ხმა

ჭუჭყუნი
უსიამოვნო ხმაური, – ჭიჭყინი

ჭუხჭუხი
1. „მწყერთ ბრძოლის ხმიანობა“ (საბა). 2. კუთხ. (იმერ.) გაბრაზებული ინდაურის ხმიანობა

ჭყავანა
ვინც ჭყავის, – მჩხავანა

ჭყავილი
წვრილი, უსიამოვნო ხმიანობა კატისა, ტურისა, ჭოტისა

ჭყავის
ხმიანობს წვრილი, უსიამოვნო ხმით კატა, ტურა, ჭოტი

ჭყაპა-ჭყუპი
ტალახიან ადგილში სვლის ხმა, – ჭყაპუნი

ჭყაპანი
წყლის წვეთის დაცემის ხმა, – ჭყაპუნი

ჭყაპუნი
სველ, ტალახიან ადგილში სვლის ხმა. || წყლის წვეთის დაცემის ხმა

ჭყვირილი
იგივეა, რაც ჭყივილი

ჭყვირის
იგივეა, რაც ჭყივის

ჭყვიტინი
ჭიჭყინი, ჭყივილი

ჭყივ, ჭყივ
ხმაბაძვ. ბეღურისა და მისთ. ხმიანობა

ჭყივილი
გაბმული ყვირილი უსიამოვნო ხმით, – ჭყვირილი

ჭყივის
გაბმულად, უსიამოვნო ხმით ყვირის, – ჭყვირის

ჭყიპინი
ჭყივილი, – ჭყლოპინი

ჭყლაპუნი
ხმაბაძვ. წვნიანის ჭამის ხმა – წკლაპუნი

ჭყლიპინებს
იხ. ჭყლოპინებს

ჭყლოპინებს
ჭყლოპინის ხმას გამოსცემს, ჟღურტულებს

ჭყლოპინი
ბარტყის ხმიანობა, – ჭყიპინი, ჟღურტული

ჭყრ
 ხმაბაძვ. მწყრის ხმიანობა აფრენის დროს

ჭყურჭყური
ხმაბაძვ. ბუყბუყი, ჭყაპუნი

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!