ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 97 names in this directory beginning with the letter ხ.


ხა, ხა, ხა!
ხმაბაძვ. გამოხატავს ხარხარს

ხავილი
ყრუ, თითქოს ჩახლეჩილი, ხმის გამოცემა

ხავხავი
სუსტად, ჩახლეჩით ხმიანობა

ხათქა-ხუთქი
ხმაბაძვ. ხეთქების, დაცემის, დარტყმის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა

ხათქანი
ხმაბაძვ. ხეთქების, მაგრად ცემის ხმა

ხათქი-ხუთქი
იგივეა, რაც ხათქა-ხუთქი

ხათქუნი
იგივეა, რაც ხათქანი

ხათხათი
ხმაური, ხმამაღალი ლაპარაკი

ხაპა-ხუპი
მრავლის ცემის, კაკუნის ხმა; თქარა-თქური

ხარხაზი
კუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც ხორხოზი

ხარხარი
ხმამაღალი სიცილი

ხაფი
ძლიერი, მჭექარე, ზარდამცემი ხმა

ხაფხაფი
სქელი რისამე დუღილის ხმა

ხაშა-ხუში
იგივეა, რაც ტკიცინა

ხაჭუნი
კუთხ. (გურ.) იგივეა, რაც ჩხრიალი

ხახანი
კუთხ. (ხევს.) იგივეა, რაც ხარხარი

ხვათქუნი
კუთხ. (რაჭ.) „წყალში თევზის სწრაფი მოძრაობა“, – დგაფუნი

ხვივილი
ხმაური

ხვივის
იგივეა, რაც ხუის

ხვიხვინი
ხმადაბალი ჭიხვინი

ხვნეშის
ღრმად, ხმაურის გამოცემით სუნთქავს, – ქშენს

ხვრემს
ხრამახრუმით ჭამს, – ახრამუნებს

ხვრენა
იგივეა, რაც ხვრინვა

ხვრინვა
ხიხინით სუნთქვა ძილში

ხვრინი
იხ. ხვრინვა

ხი-ხი-ხი!
ხმაბაძვ. გამოხატავს ხითხითს

ხივილი
1. ხმაური მდინარისა, ქარისა. 2. ერთობლივი ხმიანობა ჩიტებისა

ხივის
ხმაბაძვ. ხმაურობს მდინარე, ქარი, – ხუის

ხინდიკი
კუთხ. (იმერ.) რამეში ხრაგუნით მოძრაობა

ხირხიცი
კუთხ. (გურ.) „უწესო სიცილი“

ხიხინი
ხრინწიანი ხმის გამოცემა სუნთქვის დროს, ხრინწიანი ხმაური ფილტვებში

ხლაპუნი
პირის ხმაური ხარბად ჭამის დროს

ხლაფუნი
კუთხ. (იმერ.) პირით გამოცემული ხმაური, ხრიალის მსგავსი

ხლაწუნი
კუთხ. (რაჭ. იმერ.) იგივეა, რაც ლაწა-ლუწი

ხლიჩინებს
კუთხ. (იმერ., გურ.) ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობს ან მღერის

ხლოპინი
ძაღლების ერთობლივი ყეფით გამოწვეული ხმაური

ხლურჩუნებს,
ხლუჩუნებს

ხმა
ყურით აღსაქმელი ტალღისებრი რხევა ჰაერისა, – ბგერა

ხმააწეულად
ხმას აუწევს და ისე, – ხმამაღლა

ხმადაბალი
ჩუმი, ნელი, დაბალი ხმით თქმული

ხმადაშვებით
იგივეა, რაც ხმადაწევით

ხმადაწევით
ხმის დაწევით, – ხმადაბლა, ხმადაშვებით

ხმამაღალი
რაც მაღალი ხმით ხდება, – კარგად გასაგონი

ხმამაღლა
მაღალ ხმაზე, მაღალი ხმით ლაპარაკობს

ხმამაღლივ
იგივეა, რაც ხმამაღლა

ხმამაღლიობა
იგივეა, რაც ხმამაღლობა

ხმამაღლობა
1. 

ხმამიმქრალი
ვისაც, რასაც მიმქრალი, სუსტი ხმა აქვს; ვისაც ხმა მიუსუსტდა

ხმამოდაბლებით
ხმის დადაბლებით, – ჩუმად

ხმაურა
ვინც, რაც ხმაურობს ხოლმე, – ხმაურიანი

ხმაურიანი
რასაც ხმაური ახლავს; ხმაურის შემცველი

ხმაშეუწყობელი
რაც ხმაშეწყობილი არაა, – შეუთანხმებელი სიმღერა და სხვ.

ხმაჩახლეჩილი
ვისაც ხმა აქვს ჩახლეჩილი, – ხმაწასული

ხმაწართმეული
ვისაც ხმა წაერთვა

ხმაჭკვა
კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ხმა

ხმიანდება
ხმიანი ხდება

ხმიანი
1. მაღალი ხმის მქონე. 2. ხმამაღალი ბგერადობა

ხმიანობს
ხმას გამოსცემს, – ხმაურობს

ხმიერი
ხმის გამომღები, ხმის გამომცემი, – ხმიანი

ხმობს
ხმიანობს; ამბობს; გაიძახის

ხმოვანებს
ხმებს გამოსცემს, – ხმიანობს, ჟღერს

ხმოვანი
1. ხმის გამომცემი, – ხმიანი. 2. ხმამაღალი, დიდხმიანი

ხორხოზი
1. კუთხ. (გურ., იმერ.) ხმამაღალი უწესრიგო ლაპარაკი ბევრისა, – აურზაყური. 2. ბოხი, ხმამაღალი, როხროხა ხმა

ხორხოზობს
კუთხ. (გურ., იმერ.) უწესრიგოდ ხმაურობს

ხორხორი
აურზაური, როხროხი

ხორხოტი
გაბრაზებული ღორის ხმამაღალი ღრუტუნი

ხორხოცი
კუთხ. (გურ.) „მამალი ღორების ხმაურობა და ბრძოლა დედლებისათვის“

ხოხორობა
კუთხ. (ფშ.) ყაყანი, ხმაურობა ბევრისა

ხრაგა-ხრუგი
იგივეა, რაც ხრაგუნი

ხრაგუნი
მაგარ რამეზე ადგილის მონაცვლეობით გამოწვეული ხმაური

ხრამა-ხრუმი
„ქერქთ ჭამის ხმა“ (საბა); ხრამუნით ჭამა

ხრამუნი
მაგარი ან ხმელი რისამე ჭამის ხმა

ხრანტალ-პრანტალი
როხროხი, ბოხი ხმით ხმამაღლა ძახილი

ხრანტალი
ყელში ხრიალი, ნახველის ამოწმენდის ხმა

ხრაპა-ხრუპი
ხმამაღალი ხვრეპის ხმა

ხრაშა-ხრუში
1. ხრეშზე ან გაყინულ ფხვიერ თოვლზე სიარულით გამოწვეული ხმიანობა, – ხრაშუნი. 2. იხ. ხრამა-ხრუმი

ხრაშუნი
იგივეა, რაც ხრამუნი, ხრაშა-ხრუში

ხრიალ-ღრიალი
მეტად დიდი ხმაური, − ღრიანცელი

ხრიგინ-ხრიგინი
გაბმული ხრიგინი

ხრიგინი
ეტლის, ურმის და მისთ. მოძრაობით გამოწვეული ხმაური

ხრინწიანი
ჩახლეჩილი, არასუფთა ტონის ხმა

ხრიტინი
იხ. ხროტინი

ხრიწინებს
ხრიალებს, ხროტინებს

ხრიწინი
ხრიალი, ხროტინი

ხროტინი
სუნთქვაშეკრულის ხრიალი

ხროხინი
კუთხ. (იმერ.) ბოხი ხმით ხმამაღლა ლაპარაკი, – როხროხი

ხრუტუნი
იგივეა, რაც კრუტუნი, ღრუტუნი

ხრჭიალი
იგივეა, რაც ღრჭიალი

ხუვილი
იგივეა, რაც ხუილი

ხუთხმიანი
ხუთი სხვადასხვა ხმისაგან შემდგარი

ხუილი
ხმაბაძვ. მდინარის და ქარის ხმაური

ხუის
ხმაბაძვ. ხმაურობს მდინარე, ქარი

ხუფხუფი
ხმაბაძვ. წყლის დუღილის ხმიანობა || ყრუ ხმიანობა დიდი ყელვიწრო ჭურჭლიდან სითხის გადმოსხმის დროს

ხუშხუშებს
იხ. ჩუხჩუხებს

ხუჩხუჩი
უხმო, გულამოსკვნით ტირილი, – ქვითქვითი

ხუხუნი
ხმაბაძვ. „გატყორცნის ხმა“ (საბა), – ხრიალი, შხუილი

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!