ააბდღვრიალებს ძლიერ გაანათებს
ააბრჭყვიალებს ბრჭყვიალს დააწყებინებს
ააელვარებს ელვარებას დააწყებინებს
ააელფერებს ელფერს მისცემს, ხასხასა ფერს მისცემს
აალაპლაპებს ლაპლაპს დააწყებინებს
აალმასებსალმასივით აბრწყინებს
აანთებსსინათლეს აანთებს, გაანათებს
ააპრიალებსაალაპლაპებს, ააელვარებს
ააფერადებს ფერადს გახდის, ნაირ-ნაირ ფერად ააბრჭყვიალებს
ააჭრელებს ჭრელს, ნაირფეროვანს გახდის
აბდღვიალდება იგივეა, რაც აბდღვრიალდება
აბდღვრიალდება ძლიერ განათდება
აბდღვრიალებსძლიერ ანათებს
აბინდებს ბინდსა ფენს, – აბნელებს
აბნელებინებს ავალებს ან საშუალებას აძლევს˹და˺აბნელოს
აბრწყინებს ბრწყინვას გამოაცემინებს
აბრწყინვალებს იგივეა, რაც აბრწყინებს
აბრჭყვიალდება ბრჭყვიალს დაიწყებს
აბრჭყვიალება ბრჭყვიალის დაწყება
აბრჭყვიალებს ბრჭყვიალას ხდის
აბრჭყვიალებული რაც ააბრჭყვიალეს ან აბრჭყვიალდა
აბჭყვრიალება იხ. აბრჭყვიალება
აბჭყვრიალებს ბრჭყვიალას ხდის; რისამე ბრჭყვიალს იწვევს, − აელვარებს
აგურისფერი მოყვითალო წითელი
აელვარდება ელვარებას, ელვას დაიწყებს, – განათდება, გაბრწყინდება
აელვარება ბრწყინვა, ბრწყინვალება, ბზინვა, ლაპლაპი, თვალისმომჭრელი სინათლის გამოცემა
აელვარებს ელვარებას აწყებინებს, − აბრჭყვიალებს
აელვარებული რაც ააელვარეს, − აბრჭყვიალებული, განათებული
აელვებს ელვასავით ანათებს
ავარვარებს ანათებს კაშკაშით
ათასფერადი იგივეა, რაც ათასფერი
ათასფერება რასაც მრავალი შეფერილობა აქვს
ათასფერი სხვადასხვაფერი, მრავალგვარი, მრავალნაირი
ათასფეროვანდება ათასფეროვანი ხდება, მრავალფეროვნდება
ათასფეროვანი მრავალი ფერისა
ათასფეროვნება მრავალფეროვნება, ნაირგვარობა
ათინათი ჭუჭრუტანიდან ბნელში შემოტანებული სინათლის სხივი
ათინათინდება ციმციმს დაიწყებს
აირეკლავს უკუფენს, სინათლის სხივებს არეკლავს
აირუჯებაშავ ფერს დაიკრავს, გაშავდება
აიყვავებსჭრელჭრულს, ნაირნაირს გაიხდის
აიწითლებს წითლად აიფერადებს
აიჭიჭყნდება აჭრელდება უშნოდ
აიჭრელებს ააჭრელებს თავისას
აკაშკაშდება კაშკაშს დაიწყებს
აკიაფდება კიაფს დაიწყებს‚ − აციმციმდება
აკიაფებული რაც აკიაფდა‚ − აციმციმებული
აკრიალებს კრიალას‚ ლაპლაპას ხდის‚ კრიალს აწყებინებს‚ აბრწყინებს
ალაპლაპდება ლაპლაპს დაიწყებს‚ − აელვარდება
ალაპლაპებს ლაპლაპს გამოაცემინებს‚ − აელვარებს
ალდაკრული რასაც ალისფერი გადაჰკრავს‚ − შეწითლებული
ალისფერირა ფერიც ალს აქვს‚ − ღია‚ კაშკაშა წითელი
ალმასდება ალმასივით ბრწყინავს
ალუბლისფერი რაც ფერით მწიფე ალუბალს მოგვაგონებს
ალურჯებს ლურჯსა ხდის, ლურჯ ფერს აძლევს
ალუჩისფერი რაც ფერით ალუჩას მოგვაგონებს‚ − ღია მწვანე
ამოანათებს ამოვა და გაანათებს, − ამოაშუქებს
ამობზინდება ბზინვით ამოვა; ამოვა და აბზინდება
ამობზინებული რაც ამობზინდა, − ბზინვით ამოსული
ამოთეთრებული ამოვსებული თეთრი რამეთი; თეთრად ამოლესილი; გათეთრებული შიგნიდან
ამოიელვარებს ამობრწყინდება
ამოკამკამდება კამკამით ამოვა,−ამოციმციმდება
ამოკაშკაშდება კაშკაშით ამოვა, − ამოანათებს
ამონათდება ნათებით ამოვა, ამოვა და გაანათებს
ამონათებული რამაც ამოანათა ან რაც ამონათდა
ამოფერავს ლითონის საგნებს ოქროს (ვერცხლის) ფერს დაადებს
ამრავალფერებს მრავალფერს ხდის
ანათებსსინათლეს მიმართავს რამეზე
ანარეკლი რაც აირეკლა, − უკუფენილი, არეკლილი სხივი, გამოსახულება..
ანარინჯისფერებს ნარინჯისფერს ხდის, ნარინჯისფრად აქცევს
არეკვლა უკუქცევა, უკუფენა სხივისა
არყისფერი მღვრიე მოთეთრო-მონაცრისფრო.
ასაჭრელებელი რაც უნდა ააჭრელონ
ასინათებს სინათლეს ფენს, ანათებს
ასფალტისფერი ნაცრისფერი, რუხი
ასხვადასხვაფერებს სხვადასხვა ფერს, ნაირფეროვანს, მრავალფერს ხდის
ასხივოსნება სხივების მოფენა
ატმისფერი ღაჟღაჟა ვარდისფერი
აუბზინდება ბზინვას დაიწყებს მისი
აუბრჭყვიალდება აბრჭყვიალდება მისი ან მისთვის
აუბრჭყვიალებს ააბრჭყვიალებს მისას
აულაპლაპდება ალაპლაპდება მისი‚ − ლაპლაპს დაუწყებს
აულაპლაპებს ლაპლაპს დააწყებინებს მისას
აულილავებს ლილისფრად გაუხდის
აუმწვანდება ამწვანდება მისი‚ − მწვანე გაუხდება‚ მწვანით დაეფარება
აუმწვანებს აამწვანებს მისას‚ მწვანით დაფარავს მისას
აუნთებს აანთებს მისას ან მისთვის
აუფერადდება აფერადდება მისი‚ − ფერადი გაუხდება
აუფერადებს ააფერადებს მისას
აუფერულებს ფერს უკარგავს‚ უფერულს ხდის
აუხაშხაშდება ხაშხაშა გაუხდება, წითელი გაუხდება
აფერადდება ფერადი გახდება, − ნაირ-ნაირ ფერად აჭრელდება
აფერადება ნაირფერად გახდომა
აფერადებინებს ავალებს ან საშუალებას აძლევს გააფერადოს
აფერადებს ფერადს ხდის,− აჭრელებს
აფერადებული რაც ააფერადეს ან აფერადდა
აფერმკრთალებს ფერმკრთალს ხდის‚ ფერს უკარგავს
აფითრებს ფითრის ფერისად ხდის, − ფერს უკარგავს
აფორეჯებული ფორეჯივით აჭრელებული, დაწინწკლული
აღაჟღაჟდება ღაჟღაჟს დაიწყებს, ღაჟღაჟა ფერი მიეცემა
აღუდღუდებს ღუდღუდს აწყებინებს, − წითლად აბრიალებს, აელვარებს
აყვითლებს ყვითელს ხდის, − ყვითელ ფერს აძლევს
აშავებს შავს ხდის, შავად ღებავს
აშუქებს შუქს, ნათელს ჰფენს, − ანათებს
აჩრდილი იგივეა, რაც ჩრდილი
აციმციმებული რაც აციმციმდა, − ციმციმით მანათებელი, მოციმციმე
აწითლდება წითელი ფერი მიეცემა, სიწითლე წამოუვლის, − გაწითლდება
აწითლებს წითელს ხდის, წითელ ფერს აძლევს
აჭრელდება ჭრელი გახდება, – აფერადდება
აჭრელებს ჭრელსა ხდის, − ნაირ-ნაირ ფერს აძლევს, აფერადებს
აჭრელებულინაირ-ნაირი ფერისა
ბადრიჯნისფერი რაც ფერით ბადრიჯანს მოგვაგონებს
ბალახისფერი რაც ფერით ბალახს მოგვაგონებს; მწვანე
ბასმასაღებავი, ჩვეულებრივ, შავი
ბაყამიძვ. ლაქა (საბა). კუთხ. (ქიზ.) უხეირო ლურჯი საღებავი
ბდღვრიალა რაც ბდღვრიალებს, ბდღვრიალის გამომცემი, − ელვარე, კაშკაშა
ბდღვრიალი ძლიერი ნათება; ელვარების გამოცემა, ბრწყინვა, კაშკაში
ბზინავს ბრწყინავს, ელვარებას გამოსცემს
ბზინვა ბრწყინვა, ელვარება
ბზინვარება იგივეა, რაც ბზინვა
ბინდი ნაწილობრივი სიბნელე დაღამებისას ან გათენების წინ, დღე-დაღამის გასაყარი
ბინდისფერი დაბინდული; ბნელი
ბნელეთი სადაც მუდამ სიბნელეა
ბნელი სინათლეს მოკლებული საპირისპ. ნათელი
ბნელუკუნი ბნელი უკუნი, უკუნი ბნელი, წყვდიადი
ბნელწყვდიადისაშინლად ბნელი, უკუნი ბნელი
ბოლისფერი რაც ფერით ბოლს, კვამლს მოგვაგონებს, − მოცისფრო-მონაცრისფრო
ბორდოშვინდისფერი, მუქი წითელი
ბორდოსფერი შვინდის ფერი, მუქი წითელი
ბრინჯაოსფერიმოყავისფრო, მოშინდისფრო
ბრკიალიბზინვარება, ბრწყინვა
ბროლაბროლივით გამჭვირვალე
ბროლანკარა ბროლივით ანკარა, ბროლივით გამჭვირვალე
ბროლიგადატ. სუფთა თეთრი, ძალიან თეთრი
ბროლისფერი ბროლივით თეთრი
ბროწეულისფერი წითელი, მეწამული
ბრწკიალიბრწყინვა, ბრჭყვიალი
ბრწყინავს ანათებს სხივების ძლიერი უკუფენით
ბრწყინვა ელვარება, ბრჭყვიალი, კაშკაში
ბრწყინვალე რაც ბრწყინავს, − ელვარე, კაშკაშა
ბრწყინვალება ელვარება, ბრწყინვა
ბრწყინვალებს იგივეა, რაც ბრწყინავს
ბრჭყვიალა რასაც ბრჭკვიალი გააქვს, − მბრწყინავი, მბზინვარე
ბრჭყვიალება ბრწყინვა, ბზინვა, ბრჭყვიალი
ბრჭყვიალებს ბრჭყვიალი გააქვს, − ბრწყინავს, ბზინავს
ბრჭყვიალი ბრწყინვა, კაშკაში; სხვადასხვა ფერის გამოშუქება სინათლის უკუფენისას
ბრჭყვინავს იგივეა, რაც ბრჭყვიალებს
ბუნდოვანი რაც მკაფიოდ, გარკვევით არა ჩანს, რის გარჩევა-გარკვევაც ჭირს საპირისპ. ნათელი, გარკვეული
ბურისიბნელე, რაც ჰაერს გამჭვირვალებას უკარგავს
ბღვრიალიიგივეა, რაც ბდღვრიალი
გააბდღვრიალებს კაშკაშით გაანათებს, გააჩირაღდნებს
გააბრწყინებს ბრწყინვას, კაშკაშს დააწყებინებს, გაანათებს, ბრწყინვალებას მოჰფენს
გააბრჭყვიალებს ბრჭყვიალს დააწყებინებს, − გააბრწყინებს, გააელვარებს
გააელვარებს ელვარებას დააწყებინებს
გააელვებს ელვასავით გაანათებს, – გააბრჭყვიალებს
გააკაშკაშებს ძლიერ გაანათებს
გააკრიალებს კრიალს დააწყებინებს, − კრიალას, ლაპლაპას გახდის
გაალაპლაპებს ლაპლაპს დააწყებინებს
გაალაჟვარდებს ლაჟვარდის ფერს მისცემს, ცისფერს გახდის
გაალეგავებსგაარუხებს, გაანაცრისფრებს
გაალურჯებს ლურჯს გახდის, ლურჯ ფერს მისცემს, ლურჯად შეღებავს
გაამუქებს მუქს გახდის, მუქ ფერს მისცემს
გააპრიალებს პრიალს დააწყებინებს, პრიალას გახდის, − გააკრიალებს, გაალაპლაპებს
გააუფერულებს უფერულს გახდის, ფერს დაუკარგავს
გააფერადებინებს აიძულებს ან საშუალებას მისცემს გააფერადოს
გააფერადებს რაიმე ფერად შეღებავს
გააფერადოვნებს ფერადოვანს გახდის
გააფერმკრთალებს ფერმკრთალს გახდის, ფერს დაუკარგავს
გააღადღადებს გააბრწყინებს, გააჩახჩახებს
გააღაჟღაჟებს ღაჟღაჟას გახდის, − გააწითლებს
გააღუდღუდებს აალაპლაპებს, ააელვებს
გააყვითლებს ყვითელს გახდის, ყვითლად შეფერავს
გააშავებს შავს გახდის, შავ ფერს მისცემს
გააჩახჩახებს ჩახჩახს დააწყებინებს, – ძლიერ გაანათებს
გააწითლებს წითელ ფერს მისცემს, წითლად აქცევს, წითლად შეღებავს
გააჭრელებს ჭრელს გახდის, ნაირ-ნაირ ფერს მისცემს
გაახუნებს ფერს დაუკარგავს, ფერს წაართმევს
გაბდღვ[რ]იალება კაშკაშით განათება
გაბდღვინდება ბდღვრიალს დაიწყებს, − გაბრწყინდება
გაბრწყინდება ბრწყინვას, კაშკაშს დაიწყებს, − განათდება
გაბრჭყვიალდება ბრჭყვიალა გახდება; ბრჭყვიალს დაიწყებს
გადაათეთრებს ერთიანად გაათეთრებს, თეთრად დაფარავს
გადააყვითლებს ერთიანად გააყვითლებს
გადააწითებსიგივეა, რაც გადააწითლებს
გადააწითლებს მთლიანად გააწითლებს, წითლად დაფარავს
გადააჭრელებს მთლად ააჭრელებს, – ნაირ-ნაირი ფერით დაფარავს
გადანარინჯდება მთლად ნარინჯის ფერი დაედება, ნარინჯის ფერისა გახდება
გადაფერადებული ნაირ-ნაირად ფერმიღებული, აჭრელებული
გადაყვითლდება მთლად, ერთიანად გაყვითლდება
გადაწითლება მთლიანად გაწითლება, წითლით დაფარვა
გადაჭრელება მთლად აჭრელება; ნაირ-ნაირი ფერით დაფარვა
გაელვარდება ელვარებას დაიწყებს, – გაბრჭყვიალდება, გაბრწყინდება
გაელვებაელვასავით განათება; ელვარების გამოცემა; გაბრწყინება
გათეთრდება თეთრი გახდება, თეთრი ფერი დაედებ
გაიელვებსელვასავით გაანათებს, – ელვარებას გამოსცემს, გაბრწყინდება
გაიკიაფებს კიაფით გაანათებს, – გაიელვებს, გაიციმციმებს
გაიკრიალებს კრიალს დაიწყებს, კრიალით გაიბრწყინებს, გაიელვებს
გაიციმციმებს ციმციმით გამოჩნდება, გამოკრთება
გაკრთება გაიელვებს, გაიციმციმებს
გაკრთომა გაბრწყინება, გაკიაფება შუქისა
გალაპლაპებული რაც გაალაპლაპეს ან გალაპლაპდა
გალურჯდება ლურჯი გახდება, ლურჯი ფერი დაედება
გალურჯებული რაც ვინც გაალურჯეს ან გალურჯდა
გამ[ს]ჭვირიიგივეა, რაც, გამჭვირვალე
გამკრთალიიგივეა, რაც მკრთალი, ფერმიხდილი
გამოანათებს მოანათებს; შუქს გამოსცემს, – გამოაშუქებს
გამოაშუქებს შუქს, სინათლეს გამოსცემს, – გამოანათებს
გამოახუნებს ფერს დაუკარგავს, ფერს გამოაცლის
გამობჟუტავს ბჟუტვით მოჩანს, ოდნავ ანათებს (შიგნიდან)
გამოკრთება მკრთალად გამოანათებს, კრთომით, ციმციმით გამოჩნდება
გამოკრთის მკრთალად [გამო]ანათებს, კრთომით, ციმციმით მოჩანს
გამომკრთალი რაც გამოკრთა, – კრთომით, ციმციმით გამოჩენილი
გამომჭვირვალი რაც გამოსჭვივის
გამონაკრთომი რაც გამოკრთა, – გამომკრთალი
გამოშუქება შუქის გამონათება, გამოსხივება
გამოხუნებული იგივეა, რაც გახუნებული
გამუქდება მუქი გახდება, მუქი ფერი მიეცემა
გამქრთალდებაფერმკრთალი გახდება
გამჭვირვალე სინათლის შუქის გამტარებელი
გამჭვრეტიიგივეა, რაც გამჭვირვალე
განაცრისფ[ე]რდება ნაცრისფერი გახდება, ნაცრისფერი დაედება, ნაცრისფრად შეიღებება
განსხივებული რაც განსხივდა, რაც სხივებს გამოსცემს; გაბრწყინებული, გაშუქებული
გაპრიალდება პრიალა გახდება, გააპრიალებენ, – გაკრიალდება. || გაიელვებს
გასპეტაკდება თეთრად გაქათქათდება, გადათეთრდება
გაუფერულებაუფერულად ქცევა, ფერის დაკარგვა, გაფერმკრთალება, გახუნება
გაფერადება ფერებით (საღებავებით) შეღებვა
გაფერადებული რაც გააფერადეს ან გაფერადდა
გაფერავს (ოქროს, ვერცხლის) ფერს დაადებს
გაფერმკრთალდება ფერმკრთალი გახდება, _ ფერი დაეკარგება, გაუფერულდება
გაფერმკრთალებული რაც (ვინც) გააფერმკრთალეს ან გაფერმკრთალდა, − ფერდაკარგული
გაფითრებულიფერწასული, ფერდაკარგული, გაფერმკრთალებული
გაღადღადება ღადღადის დაწყება, ძლიერ განათება
გაღაჟღაჟებული რაც ან ვინც გააღაჟღაჟეს ან გაღაჟღაჟდა, – გაწითლებული, აწითლებული, ღაჟღაჟა
გაყვითლდება ყვითელი გახდება, ყვითელი ფერი მიეცემა
გაყირმიზდება ყირმიზი გახდება, – დაიბრაწება, წითელი ფერი დაედება
გაშავდება შავი გახდება, შავი ფერი დაედება
გაჩახჩახდება ჩახჩახს დაიწყებს, – ძლიერ განათდება
გაციმციმება ციმციმით გაბრწყინება
გაცისკროვნდებაგასხივოსნდება, გაბრწყინდება, ნათელი დაადგება
გაცრიაგდებაკუთხ. (ქართლ., კახ.) ფერს, სინათლეს, სხივებს დაკარგავს
გაცრიატდება გაუფერულდება, გაფერმკრთალდება
გაწითლდებაგააწითლებენ; წითლად შეიღებება, წითელი ფერი დაედება, წითელი გახდება
გაწითლება წითლად შეღებვა, წითლად გახდომა
გაწითლებული ვინც ან რაც გააწითლეს ან გაწითლდა, – წითლად შეღებილი
გაჭარხლდება ჭარხლისფერი გახდება, ჭარხალივით გაწითლდება
გაჭრელება ჭრელად გახდომა, – ნაირ-ნაირ ფერად შეღებვა, შეფერადება, აჭრელება
გაჭროღებული ფერშეცვლილი და აჭრელებული
გახუნდება ფერი დაეკარგება, ფერი წაუხდება, – გაუფერულდება, გაფერმკრთალდება, გაბაცდება
გაჯისფერი მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი
გვერდწითელი, გვერდწითელა წითელი გვერდის მქონე, რასაც გვერდ[ებ]ი წითლად უღაჟღაჟებს
გვიმსი ძვ. „მქრქალი“ დ. ჩუბინ.
გიზგიზებს ბრიალებს || გადატ. ანათებს, ბრჭყვიალებს, ბრწყინავს
გიშრისფერი გიშერივით შავი, ძალიან შავი
გრემაძვ. მკრთალი, მქრქალი ფერი
დააბნელებსბნელს გახდის, სიბნელეს მოფენს, სინათლეს დაუკარგავს
დააფერადებს სხვადასხვა ფერად შეღებავს, − დააჭრელებს
დააფორეჯებს ფორეჯებს გაუჩენს
დააჩრდილებსიხ. დაჩრდილავს, – ჩრდილს მიაყენებს; გააფერმკრთალებს
დათალხავსშავ ფერს მისცემს, გააშავებს
დაინაცრებანაცრისფერი გახდება, გაფერმკრთალდება
დაიფერავს დაფერავს თავისას
დაიჩრდილებაჩრდილით დაიფარება, ჩრდილი დაეფინება; ჩრდილი მიადგება
დალურჯდებამთლად გალურჯდება
დალურჯებულირაც ან ვინც დაალურჯეს ან დალურჯდა, – ლურჯ ფერისად ქცეული, მთლად გალურჯებული
დამუქებულირაც მუქი გახდა, რასაც მუქი ფერი მიეცა, – მუქად ქცეული, გამუქებული
დარიჩინისფერირასაც დარიჩინის ფერი აქვს
დატკრეცილიდაწითლებული, ღაჟღაჟა
დატკრუცულირაც დაეტკრუცათ ან დაიტკრუცა, – დაწითლებული
დაუთალხავსდათალხავს მისას, – თალხით, შავებით შეუმოსავს
დაუფორეჯდებადაფორეჯდება მისი, – ფორეჯები გაუჩნდება, ფორეჯებით დაეფარება
დაფერადდება სხვადასხვა ფერად შეიღებება, ფერადი გახდება (ბევრი)
დაფერადება სხვადასხვა ფერად შეღებვა, ფერებით დაჭრელება
დაფერადებული რაც დააფერადეს ან დაფერადდა, − სხვადასხვა ფერად შეღებილი
დაფერავს ლითონის ნივთს ოქროს (ვერცხლის…) ფენით დაფარავს
დაფორეჯებაფორეჯების გაჩენა, ფორეჯებით დაფარვა
დაფორეჯებულირაც დააფორეჯეს ან დაფორეჯდა, რასაც ფორეჯები გაუჩნდა, – ფორეჯებიანი
დაშავდებაშავად იქცევა, – გაშავდება, ჩაშავდება
დაჩითულიდაჭრელებული ქსოვილი
დაციმციმებს (აქა-იქ) ციმციმებს
დაცრიატდებაგაცრიატდება. გადატ. გაფერმკრთალდება
დაწითლდებაწითელი გახდება, წითელი ფერი დაედება, – გაწითლდება
დაწითლებულირაც დააწითლეს ან დაწითლდა, გაწითლებული
დაწინწკლავსსხვა ფერის წინწკლებით დააჭრელებს, წინწკლებს დააყრის ქსოვილს
დაწინწკლულ-დაჩითულიდაწინწკლული და დაჩითული, – სხვადასხვა ფერის წინწკლებით დაჩითული
დაწინწკლულისხვა ფერის წინწკლებით დაჭრელებული
დაჭადრაკებულიჭადრაკის დაფასავით უჯრაუჯრად დაყოფილი
დაჭარხლებულიჭარხალივით გაწითლებული
დაჭრელებაჭრელად ქცევა, ნაირნაირ ფერად შეღებვა
დურაჯისფერი რასაც დურაჯის ფერი აქვს
ელვარერაც ელავს, რაც ელვარებს, – ბზინვარე, ბრწყინვალე, ლაპლაპა
ელვარებაბრწყინვა, ბრწყინვალება, ბზინვა, ლაპლაპი
ელვარებსელვარებას გამოსცემს, – ბრწყინავს, ბზინავს, ლაპლაპებს
ელფერიოდნავ შესამჩნევი სხვაობა ერთისა და იმავე ფერისა; კოლორიტი; ადამიანის სახის ფერი, იერი
ენდროსფერიენდროს დამახასიათებელი ფერი, – წითელი
ერთფერიერთი ფერისა, ერთნაირი ფერისა
ვარაყშეყრილი რაც ოქროსფრად შიგადაშიგ ბზინავს
ვარდისფერი მკრთალი მოწითალო
ვარდულივარდისნაირი, ვარდის ფერი
ვარვარებს გაწითლებულია, გათეთრებულია და შუქს გამოსცემს, ელვარებს
ვარვარი სხეულის უპირატესად ლითონის ძლიერი გახურება, როდესაც ის ფერს იცვლის წითლდება, თეთრდება და შუქს გამოსცემს, ელვარებს
ვასვასებსელვარებს, პრიალებს
ვასვასიკუთხ. (ქიზ.) ელვარება, ლაპლაპი; ბიბინი
ვაშლავაშლაკუთხ. (ქიზ.) ფერადი; ღვინის ფერი საქონელი
ვერცხლავს ვერცხლისფრად [შე]ფერავს
ვერცხლისფერი ვერცხლის დამახასიათებელი ფერი, მბზინავი თეთრნაცრისფერი
ვერცხლოვანი იგივეა, რაც ვერცხლისფერი
ზანგელაწაბლისფერი, შავწითელი
ზანგიანიკუთხ. (გურ., იმერ.) ჭუჭყიანი, შავად გასვრილი
ზერდაგიჩალისფერის, მოყვითალო ცხენი
ზოლებიანი რასაც ზოლები დაჰყვება
ზოლი გრძელი და ვიწრო სიბრტყე რისამე, რამეზე გავლებული, დაჩნეული
ზურმუხტისფერი რაც ფერით ზურმუხტს მოგვაგონებს, – მწვანე
ზურმუხტოვანი ზურმუხტისფერი
ზღვისფერთვალება ვისაც ზღვისფერი თვალები აქვს, – ლურჯთვალება
ზღვისფერი რაც ფერით ზღვას მოგვაგონებს, – ლურჯი, ლაჟვარდი
თაგვისფერი რაც ფერით თაგვს მოგვაგონებს, – მუქი ნაცრისფერი
თალხი 1. «სამგლოვიარო ფერი» (საბა). შავი ფერისა (ტანისამოსი, ქსოვილი)
თამბაქოსფერი რაც ფერით თამბაქოს მოგვაგონებს, – მოყვითალ-მოყავისფრო
თანაფერები ფერები, რომლებიც ერთი-მეორესთან შერევით იძლევიან თეთრ ფერს
თაფლარასაც თაფლის ფერი აქვს, – მოყვითალო, ჩალისფერი
თაფლისფერი რაც ფერით თაფლს მოგვაგონებს, – მოყვითალო, ჩალისფერი
თეთრ-მოყვითალო მოთეთრო–მოყვითალო
თეთრ-სპეტაკი ძლიან თეთრი,–სპეტაკი
თეთრ-წითელითეთრი და წითელი, – მოწითალო-მოთეთრო
თეთრიანი ჭრელი ქსოვილი, რომელშიც თეთრი ფერი ჭარბობს
თმათაფლავისაც თაფლისფერი თმა აქვს, – ოქროსფერთმიანი
თმაშავი ვისაც შავი თმა აქვს
თრთვილაწითელი ან შავი ცხენი, თეთრად დაწინწკლული
თრთოლაციმციმი, კრთომა, თამაში ფერთა, სხივთა
იასამნისფერი იასამნის ყვავილის ფერი, – მოწითალო იისფერი
იაჯავარილამაზი რამ ლურჯი ფერისა
იბრწყინვალებსბრწვინვალებას გამოსცემს
იბრჭყვიალებსბრჭყვიალს დაიწყებს
იბჭყვრიალებსიხ. იბრჭყვიალებს
იელვარებსაელვარებს თავისას
იელვებსელვასავით გაანათებს
ითალხებათალხი ფერი, მუქი ფერი ედება
ილიფლიფებსლიფლიფს დაიწყებს, ლიფლიფს გამოსცემს
ილიცლიცებსლიცლიცს დაიწყებს
ინდუშა ძვ. შავი-წითელი (საბა)
ირისისფერი რაც ფერით ირისს მოგვაგონებს, – ზამბახისფერი
ისრიმისფერი რაც ფერით ისრიმს მოგვაგონებს, – მოლურჯო-მომწვანო
ისხივებაგამოჭვივის, [გა]მოჩანს
კაბელაჭრელი შავთეთრა საქონელი
კაბელოკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც კაბელა
კაბიაკუთხ. (გურ.) ჭრელი შავთეთრა საქონელი
კაკუნათიიგივეა, რაც კუკუნეთი
კამკამაანკარა, გამჭვირვალე, წმინდა
კამკამებს კამკამი გააქვს წყალს, კამკამით ჩამოდის, მორბის წყარო
კანაჟანიკუთხ. (მთიულ.) ჭრელი პერანგი
კანჯარაკუთხ. (ფშ.) ზოლებიანი ჭრელი საქონელი, – ვეჟანა
კაპრაში«ყვითელმოწითალო» (საბა). ყვითელმოწითალო ფერის საქონელი
კაფიობსკიაფი გააქვს, – კრთის, ციმციმებს
კაშკაშა ძლიერ ელვარე, ბრწყინვალე
კაშკაშებს ელვარებს, ბრწყინავს
კაშკაში ელვარება, ბრწყინვა
კაჭკაჭა კუთხ. (ხევს. თუშ.) თეთრითა და შავით ჭრელი, „თეთრი და შავი ერთმანეთში ნაწყვეტებად შერეული“
კვამლისფერი რასაც კვამლის ფერი აქვს – ნაცრისფერი
კიალინათება, ბრწყინვა; კიაფი, ელვარება
კიანთიკუთხ. (იმერ. გურ.) ძლიერი ნათება, – ელვარება
კიაფ-კიაფით კაშკაშით, ციმციმით
კიაფა რაც კიაფობს, – ციმციმა
კიაფი ღამით სინათლის შორიდან კრთომა, – ციმციმი
კინოვარიამ მინერალისაგან დამზადებული წითელი საღებავი; ხმარობენ მხატვრობაში
კომლისფერირაც ფერით კომლს, კვამლს მოგვაგონებს, მონაცრისფრო ან მოშავო
კოჭბროლიკუთხ. (კახ.) იგივეა, რაც კავშა
კრემისფერი რასაც კრემის ფერი აქვს, – მოყვითალო
კრთისციმციმებს, ციმციმით ბრწყინავს
კრთოლა იგივეა, რაც კრთოლვა
კრთოლვა იგივეა, რაც კრთომა
კრიალამბზინავი, მბრწყინავი, ბრჭყვიალა, პრიალა; ლაპლაპა
კრისტალნათობაგამოსხივების თვისება ზოგიერთი მინერალის კრისტალისა
კუდნაცარანაცრისფერი კუდის მქონე
კუკუნახი კუთხ. (იმერ.) ბნელი
კუკუნეთიკუთხ. (იმერ.) უკუნეთი, ბნელი
კუნაპეტიძალიან ბნელი – ძალიან შავი
კურდღლისფერი ნაცრისფერი, ლეგა, რუხი
ლალისებური ლალივით წითელი
ლანდი ცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი გამოსახულება მეორე მხარეს
ლაპლაპა რასაც ლაპლაპი გააქვს, რაც ლაპლაპებს, – მბზინავი, ელვარე
ლაპლაპი1. რისამე მაგ., გლუვი ლითონის, წმინდა წყლის ზედაპირის ბზინვა, ელვარება. 2. ციმციმი
ლაჟვარდალაჟვარდის ფერისა, – ლურჯი
ლაჟვარდიღია ლურჯი ფერისა, ცის მუდმივი ეპითეტია
ლაქაგანსხვავებული ფერის პატარა ადგილი, ნიშანი რაიმეს ზედაპირზე
ლები1. ცემით ან დაცემით დალურჯებული ადგილი ტანზე. 2. ჭაობიანი ნიადაგების ფენა მოლურჯო ფერისა
ლეგამუქი ნაცრისფერი, – რუხი, ყომრალი
ლეგლუგალეგა და ლეგა, სხვადასხვანაირი ლეგა
ლემანი კუთხ. (მოხევ.) „ნაცრისფერი“
ლიანქრადკუთხ. (გურ.) ოდნავ, მკრთალად, თხლად წასმა ან დაჩნევა რაიმესი
ლიბრედიმუქი ფერი, საშუალო თეთრსა და შავს შორის
ლიპლიპაკუთხ. (ფშ. ქიზ.) რაც ლიპლიპებს,
ლიპლიპიკუთხ. (ფშ. ქიზ.) იხ. ლაპლაპი
ლიფლიფებსლიფლიფით, მკრთალად ანათებს, – ციმციმებს
ლიღალიღას ფერი მიწა, კუთხ. (იმერ.) ერთგვარი წითელი მიწა, რომელიც საღებავად იხმარება
ლომაბაცი შავი, მოჩალისფრო შავი კამეჩი
ლოყებაწითლებულივისაც ლოყები აწითლებული აქვს
ლოყებდაჭარხლებული ვისაც ლოყები დაჭარხლებული აქვს, – ლოყებაწითლებული
ლოყებღაჟღაჟა ვისაც ღაჟღაჟა ლოყები აქვს
ლურჯ-მოშავო ძალიან მუქი ლურჯი
ლურჯ-წითელი ლურჯი და წითელი
ლურჯგულარასაც ლურჯი გული აქვს
ლურჯდება ლურჯი ხდება, ლურჯი ფერი ედება
ლურჯთვალა ლურჯი თვალების პატრონი, – ლურჯთვალებიანი
ლურჯი სპექტრის ერთი ძირითად ფერთაგანი, – მუქი ცისფერი
ლურჯკაბიანი ვისაც ლურჯი კაბა აცვია
ლურჯმოშავო მოშავო ლურჯი, – ძალიან მუქი ლურჯი
ლურჯმუქისფერი მუქი ლურჯი ფერისა
ლუსკუმაკუთხ. (გურ.) იხ. ლუსკუმი
ლუსკუმილუსკუმი ღამე “ბნელი ღამე”
მარღიულამაზო თეთრი, ითქმის თვალის შესახებ
მარჩხიჭროღა, ჭრელი თვალები
მარჯნისფერირაც ფერით მარჯანს მოგვაგონებ, მუქი წითელი
მაყვლისფერიმაყვალივით შავი
მაჭატაკუთხ. (ქართლ.) მყვირალა, არასასიამოვნო ფერი
მბზინავირაც ბზინავს, – მბრწყინავი
მბრწყინავირაც ბრწყინავს, – მბრწყინვალე
მბრჭყვინავირაც ბრჭყვინავს
მგლისფერიმგლის ფერისა, – რუხი
მიმკრთალდებამკრთალი ფერი დაედება
მიმკრთალირაც მიმკრთალდა, – მკრთალი ფერისა
მიყმენდილიფერდაკარგული, გაყვითლებული
მიწისფერირა ფერიც მიწას, მტვერს აქვს, – რუხი
მიხაკისფერიიგივეა, რაც ყავისფერი
მკრთალლურჯიმკრთალი ლურჯი, ბაცი ლურჯი
მკრთოლვარეცეცხლივით ელვარე, – ბრწყინვალე
მკრთომარერაც კრთის; მოელვარე, მოკიაფე
მკრთომელიგამომცემი სინათლისა და მისთ.
მოალისფრორასაც ალისფერი დაჰკრავს, ოდნავ ალისფერი
მობჟუტავსოდნავ ანათებს, გამოკრთის, ძლივძლივობით ანთია
მობრჭყვიალერაც ბრჭყვიალებს, – მოკაკშკაშე, მოელვარე
მობრჭყვინავსიგივეა, რაც მობრჭყვიალებს
მოელვარერაც ელვარებს, – მბრწყინავი, მბზინავი
მოემწითურებამწითური, მოწითალო გაუხდება
მოვარდისფროვარდისფერი რომ დაჰკრავს, ისეთი, ოდნავ ვარდისფერი; ვარდისფერნარევი
მოვარდისფრო-მოყვითალომოვარდისფრო და მოყვითალო
მოვერცხლისფროვერცხლისფერი რომ დაჰკრავს ისეთი, ოდნავ ვერცხლისფერი; ვერცხლისფერნარევი
მოთეთრო-მონაცრისფროოდნავ ნაცრისფერი, ღია ნაცრისფერი
მოთინათინემოციმციმე, მოკიაფე
მოიკუპრებაკუპრის ფერი დაედება, – გაშავდება
მოკამკამერაც კამკამებს, რასაც კამკამი გაუდის, – მოციმციმე
მოკაშკაშერაც კაშკაშებს, რასაც კაშკაში გაუდის
მოკიანთეკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც მოკიაფე
მოკიაფერაც კიაფობს, – მოციმციმე
მოკრთისკრთომით მოჩანს, – გამოკრთის
მოლაპლაპერაც ლაპლაპებს, რასაც ლაპლაპი გაუდის, – მოელვარე
მოლეგორასაც ლეგა ფერი დაჰკრავს, – ოდნავ ლეგა
მოლისფერირაც ფერით მოლს მოგვაგონებს, – ღია მწვანე
მოლურჯოშავიშავი, რომელსაც ლურჯი ფერი დაჰკრავს
მომწვანორასაც ოდნავ მწვანე ფერი დაჰკრავს
მონარინჯისფერო-წითელიწითელი, რომელსაც დაჰკრავს ნარინჯისფერი
მონაცრისფერორასაც ნაცრისფერი დაჰკრავს, ოდნავ ნაცრისფერი
მონაცრისფროიხ. მონაცრისფერო
მოოქროსფროოდნავ ოქროსფერი
მოპეპლულიკუთხ. (გურ.) მოჩითული, მოხატული
მოპრიალერაც პრიალებს, – პრიალა
მოქათქათერაც ქათქათებს, – ძალიან თეთრი
მოქერაოცოტათი ქერა, ოდნავ ქერა, ქერასავით
მოღადღადერაც ღადღადებს; რასაც ღადღადი გააქვს
მოყავისფრო-მოწითალომოყავისფრო და მოწითალო
მოშავგვრემანოოდნავ შავგვრემანი
მოშავო-მონაცრისფრომოშავო და მონაცრისფრო
მოშავფროიგივეა, რაც მოშავო
მოჩახჩახემოკაშკაშე, მოელვარე
მოციმციმ-მოელვარემოციმციმე და მოელვარე
მოცისკროვნეცისკრის მსგავსი, ცისკარივით კიაფა, ნათელი
მოწაბლისფროოდნავ წაბლისფერი
მოწითალო-ვარდისფერივარდისფერი, რომელსაც წითელი ფერი დაჰკრავს
მოწითალო-მწვანემწვანე, რომელსაც წითელი ფერი დაჰკრავს
მოწითალო-ყავისფერიყავისფერი, რომელსაც წითელი ფერი დაჰკრავს
მოწითალო-ყვითელიყვითელი, რომელსაც წითელი ფერი დაჰკრავს
მოწინწკლულირაც მოწინწკლეს, – წინწკლებდაყრილი
მოხასხასერაც ხასხასებს, რასაც ხასხასი გაუდის
მრავალფერადიიხ. მრავალფერი
მრავალფერისხვადასხვა ფერი, ათასფერი, მრავალგვარი, ნაირ-ნაირი
მრავალფეროვანისხვადასხვა ფერისა, ფერადფერადი
მრეში ძვ. წაბლისფერი (საბა)
მრუმეძვ. „ესე არს ბნელად საჩინარი, გინა შავი ბინდის მსგავსი“ (საბა)
მტრედისფერიღია ლურჯი, მოცისფრო ცის მუდმივ ეპითეტად იხმარება
მურისფერირაც ფერით მურს მოგვაგონებს, – შავი
მუქი1. თალხი, არანათელი, მოშავო ფერისა 2. მოჭირებული, მოჭარბებული ფერი
მქრალი1. მილეული, მიმქრალი. 2. იგივეა, რაც მქრქალი
მქრქალიარამკვეთრი სინათლე, არაპრიალა, ბრწყინვას, ელვარებას მოკლებული ზედაპირი რისამე
მღვრიებრწყინვას, ელვარებას მოკლებული, მქრქალი
მწვანენედლი ბალახის, ფოთლის და მისთ. ფერი
მხეძვ. „ნაცრისფერი, მხიე“
მხიეძვ. „მრეში, ნაცრისფერი“
ნავთისფერი გარდამავალი რუხი, მოლურჯო – რუხი ლურჯი
ნაზიარამკვეთრი, თვალისათვის სასიამოვნო ღია ფერი
ნათელისინათლით მოცული, – სინათლიანი, შუქიანი, განათებული
ნათელმიხდილირასაც ნათელი, სინათლე ჩამოეცალა, მოაკლდა, აკლია
ნაირფერადისხვადასხვა ფერისა, – ნაირფერი, ჭრელი
ნაირფერისხვადასხვა ფერისა, – ფერად-ფერადი
ნაკრთომიმკრთალი, გამკრთალი; მიხდილი ფერი
ნალაქირაზედაც ლაქების კვალია, ლაქებით დაფარული, – ლაქებიანი
ნამჯისფერიიგივეა, რაც ჩალისფერი
ნარგიზინარგიზის ყვავილის ფერი, – მკრთალი ნარინჯისფერი
ნარინჯიიგივეა, რაც ნარინჯისფერი
ნარინჯისფერირაც ფერით ნარინჯს მოგვაგონებს, – მოწითალო ყვითელი
ნაშური„ლურჯად შეღებილი ნარმა“
ნაცრისფერირაც ფერით ნაცარს მოგვაგონებს, – რუხი, ლეგა
ნაჭორფლიჭორფლის მსგავსი წინწკლების მქონე
ნიგროზინიერთგვარი მოშავოლურჯი ფერის საღებავი
ნისლანისლის ფერი, ნაცრისფერი საქონელი
ორფერიორი ფერის მქონე, ორი ფერის შემცველი
ოქროსფერი ფერით ოქროს მსგავსი
ოღნაშოსფერი კუთხ. (ქვ.-.იმერ.) იხ. ღოღნოშოსფერი
პირისფერიმკრთალი წითელი, – ვარდისფერი
პირყვითელი ვისაც ან რასაც პირი, სახე ყვითელი აქვს
პრიალა რასაც პრიალი გააქვს, – მბრწყინავი, მოლაპლაპე, მოელვარე
პრიალებსელვარებს, ბრწყინავს, ბზინავს, ლაპლაპებს
პრიალიელვარება, ლაპლაპი, ბრწყინვა, ბზინვა
ჟანგაროსფერიჟანგაროს მნიშვ. 1 დამახასიათებელი მწვანე ფერი
ჟანგისფერი რაც ფერით ჟანგს მოგვაგონებს, – წითელმურა
ჟიკჟიკიკუთხ. (ფშ.) ბრწყინვა, ციმციმი, პრიალი
ჟოლოსფერი რაც ფერით ჟოლოს მოგვაგონებს, – მოწითალო ვარდისფერი
ჟრუნიმონაცრისფრო ჭრელი ფერი
ჟღალი1. შავთეთრი, რუხი, მუქი ნაცრისფერი 2. შავმოწითალო ფერი
რუხი თეთრნარევი შავი ფერი, მუქი ნაცრისფერი, − ლეგა
რძისფერი რაც ფერით რძეს მოგვაგონებს, – თეთრი
სადაფისფერირაც ფერით სადაფს მოგვაგონებს
საიასადა, მარტივი, არაჭრელი
სამფერირასაც სამი ფერი აქვს, – სამფეროვანი
სანთლისფერი ფერით სანთლის მსგავსი, – ყვითელი, გაფითრებული, მკვდრისფერი (ადამიანზე იტყვიან)
საფირონისფერი რაც ფერით საფირონს მოგვაგონებს
საღებარიიგივეა, რაც პიგმენტი
სვილისფერიმკრთალი შავგვრემანი
სიბნელებნელის თვისება, – ბნელობა
სითეთრე თეთრის თვისება, თეთრი ფერის ქონა; თეთრი ფერი
სიკვდილისფერი ძალიან მკრთალი
სინათლერამე წყაროს მიერ გამოსხივებული შუქი, ნათელი
სინათლიანი სინათლის მქონე, – ნათელი, განათებული
სიყვითლემორეული ვისაც ყვითელი ფერი, სიყვითლე აქვს მორეული
სიწითლეწითლის თვისება, – წითელი ფერის ქონა; წითელი ფერი
სიჭრელეჭრელი ფერის ქონა; ჭრელი ფერი
სპექტრი სხვადასხვა ფერის ზოლი, რომელიც მიიღება გამჭვირვალე პრიზმაში თეთრი სხივის გავლის დროს
სპილენძისფერი რაც ფერით სპილენძს მოგვაგონებს, – მოწითალო-მოყვითალო
სრეკუთხ. (ქართლ. კახ.) იგივეა, რაც სრელა
სრელაკუთხ. (ქართლ. კახ.) განსხვავებული ფერის ზოლი
სტაფილოსფერი რასაც სტაფილოს ფერი აქვს, − მოყვთალო წითელი
სუროსფერირაც ფერით სუროს მოგვაგონებს, – მუქი მწვანე
სხვადასხვაფერისხვადასხვა ფერისა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერისა
სხივთკონაერთი მბრწყინავი წერტილიდან, ერთი მანათობელი წყაროდან მრავლად გამომავალი სხივები
სხივთტეხასხივების გარდატეხა გარკვეულ არეში გავლისას
სხივი სინათლის ვიწრო ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული, – შუქი
სხივიანი მოელვარე, მბრწყინავი, ნათელი
სხივიერობასხივიერის თვისება, – ბრწყინვალება
სხივმფენისხივის მომფენი, რაც სხივებს აფრქვევს, გამომასხივებელი
სხივფენილირასაც სხივი მოეფინა
სხივჩამდგარისხივით განათებული, – სხივმოფენილი
სხივცისკროვანინათელმოსილი, გაცისკროვნებული, ბრწყინვალე
სხურებულიერთმანეთში არეული, შერეული ფერი; დაწინწკლული
ტიაციკუთხ. (იმერ.) თვალის მომჭრელი, კაშკაშა სინათლე; მკვეთრი, მჭახე ფერი
ტრედისფერიტრედისფრად იხ. მტრედისფრად
ტყვიისფერირაც ფერით ტყვიას მოგვაგონებს, – მუქი ნაცრისფერი, რუხი
უბრწყინავსბრწყინავს მისი, უელვარებს, – უბრჭყვიალებს
უბრწყინვალესიუფრო ბრწყინვალე; ყველაზე ბრწყინვალე
უბრჭყვიალებსბრჭყვიალებს მისი, – უბრწყინავს, უბზინავს
უელავსელავს მისი, – უბრწყინავს
უელვარებსელვარებს მისი, – უელავს
უკუნეთიდიდი სიბნელე, – წყვდიადი
უფერო იგივეა, რაც უფერული
უფერულიფერმკრთალი, ფერმიხდილი, ფერდაკარგული, უფერო
უციმციმებსციმციმებს მისი, – უკრთის
უჭრელდებაჭრელდება მისი, – ჭრელი უხდება
უხუნარირაც არ ხუნდება, – ფერუცვლელი, გაუხუნებელი
უხუნოკუთხ. (ქიზ.) რაც არ ხუნდება, – უხუნარი, გაუხუნებელი
ფერად-ფერადისხვადასხვა, ნაირ-ნაირი ფერისა, ჭრელი, ჭრელჭრელი
ფერადდებაფერადი ხდება, აფერადებენ, ჭრელდება
ფერადისხვადასხვა ფერისა, ნაირნაირი ფერისა, ჭრელი
ფერადკანიანი ვისაც (რასაც) ფერადი (შავი, ყვითელი…) კანი აქვს
ფერადობსფერადია, ნაირნაირი ფერისად ჩანს
ფერადოვანიიგივეა, რაც ფერადი
ფერავს ლითონის საგნებს (ოქროს, ვერცხლის) ფერს ადებს
ფერგადასულირასაც ფერი აქვს გადასული, ფერდაკარგული, გახუნებული
ფერგამკრთალი იხ. ფერმკრთალი
ფერგამოცვლილირასაც ფერი გამოცვლილი აქვს, ფერშეცვლილი
ფერგახუნებულიიგივეა, რაც გახუნებული
ფერიშთაბეჭდილება, რომელსაც ახდენს თვალზე საგნის მიერ ანარეკლი სინათლე
ფერითიფერის დამახასიათებელი, ფერთან დაკავშირებული
ფერმილეულივისაც ფერი აქვს მილეული, ფერმკრთალი
ფერმიხდილივისაც ან რასაც ფერი აქვს მიხდილი, ფერდაკარგული, ფერმკრთალი
ფერმკრთალდება ფერმკრთალი ხდება, ფერი ეკარგება
ფერნაკლულობა ფერმკრთალობა, უფერულობა
ფერნაკრთობი, ფერნამკრთალები, ფერნამკრთალევი იგივეა, რაც ფერმკრთალი
ფერნამკრთალობა იგივეა, რაც ფერმკრთალობა
ფერნაქცევი ვისაც ან რასაც ფერი ექცა, – ფერნაცვალი
ფერნაცვალივისაც ან რასაც ფერი ეცვალა, ფერშეცვლილი, ფერნაქცევი, გახუნებული
ფერობაიგივეა, რაც ფერი, ფეროვნება
ფეროვანისხვადასხვა ფერისა, ფერადი
ფეროვნებაფეროვანის თვისება, ფერიანობა
ფერსავსეფერიანი, ფეროვანი
ფერუცვლელირასაც ფერი აქვს უცვლელი, გაუხუნარი
ფერქცეულიფერშეცვლილი, ფერწასული; გახუნებული
ფერშეუცვლელირასაც ფერი შეუცვლელი აქვს
ფერშეცვლილირასაც ფერი აქვს შეცვლილი, გახუნებული
ფერჩატეტკილი კუთხ. (ქართლ. იმერ.) ფერდაკარგული, ფერმკრთალი, გაფითრებული
ფერწასულიუფერული, გახუნებული
ფერწერა ფერებით, საღებავებით ხატვის ხელოვნება
ფერწითელიფერად წითელი, წითელი ფერისა
ფირუზისფერირაც ფერით ფირუზს მოგვაგონებს, ცისფერი
ფორეჯებიანიიგივეა, რაც ფორეჯიანი
ფორეჯიდიდი წინწკალი, ხალი სხეულზე, ქსოვილზე, ბეწვზე…
ფორეჯიანიფორეჯების მქონე, დაწინწკლული
ქარვისფერირაც ფერით ქარვას მოგვაგონებს – ყვითელი ფერისა
ქარქარაძლიერ თეთრი, თოვლივით თეთრი, ქათქათა
ქერაბაცი ყვითელი, თაფლისფერი, ჩალისფერი თმა
ქიხორიკუთხ. (იმერ.) შავი და თეთრი ფერი ერთად არეული
ღადღადიძლიერ ნათება; ელვარება, კაშკაში, ბდღვრიალი
ღანძილისფერირაც ფერით ღანძილს მოგვაგონებს, მუქი მწვანე
ღაჟღაჟა რაც ღაჟღაჟებს, ელვარე წითერლი ფერის მქონე
ღაჟღაჟებსღაჟღაჟი გააქვს, – წითლად ღუის, წითლად ელვარებს
ღაჟღაჟიწითლად ელვარება, წითლად ბრწყინვალება
ღაღანიფერადი ციმციმი, ფერის ელვარება, ბზინვა, ხასხასი
ღაშღაშიკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ღაჟღაჟა
ღებავსსაღებავით ფერს უცვლის, აფერადებს
ღებულიიგივეა, რაც შეღებილი
ღვარალეებიანი,ღვერელეებიანი
ღვედ-ღვედადღვედის მსგავსად, ზოლ-ზოლად
ღვედიანიკუთხ. (ხევს., ლეჩხ.) ზოლიანი
ღვინისფერიწითელი ღვინის ფერის მქონე; მოშავო წითელი
ღიანათელი, არა მუქი, ბაცი ფერი
ღოღნოშოსფერი რაც ფერით ღოღნოშოს მოგვაგონებს, – მუქი ლურჯი
ღუდღუდიკაშკაშა წითელი ფერის გამოცემა
ღუისგამოჩანს, გამოჭვივის (წითლად, ყვითლად..,) ღვივის
ყავისფერირაც ფერით ყავას მოგვაგონებს, მიხაკისფერი
ყვითაყვითელი ფერის საღებავი
ყვითელ-მწვანეყვითელი და მწვანე, მოყვითალო-მომწვანო
ყვითელიერთ-ერთი შვიდ ძირითად ფერთაგანი
ყვიჟილილურჯისა და იისფერის საშუალი
ყვირჭიძვ. 1. დალაქული. 2. შავი ფერი
ყირმიზაყირმიზი, წითელი ფერისა, წითური
ყირმიზიწითელი, წითელი ფერისა
ყისინაკუთხ. (ქიზ.) ღვიძლისფერი, წენგოსფერი
ყურუმიკუთხ. (იმერ.) იხ. ყურყუმი
ყურყუმავისაც, რასაც სიშავე, სიბნელე ახასიათებს
ყურყუმელიკუთხ. (ლეჩხ.) იგივეა, რაც ყურყუმი
ყურყუმიკუთხ. (იმერ. გურ.) ძლიერ შავი, ძლიერ ბნელი
ყუყაკუთხ. (ქიზ.) მეტად შავი
შავ-თეთრიშავი და თეთრი ფერით ჭრელი
შავ-ყვითელიმოშავო ყვითელი
შავდებაშავი ხდება, შავ ფერს იღებს, შავად იღებება
შაველაკუთხ. (მოხევ.) ბნელი, ჩაშავებული
შავვერცხლისფერივერცხლისფრად მოელვარე შავი
შავიყველა ფერზე მუქი, ნახშირის, გიშრის ფერი
შავმოელვარეშავად მოელვარე
შავჭრელიშავი თეთრით აჭრელებული
შაქრისფერიღია ხორბლისფერი
შეაფერადებსრაიმე ფერად შეღებავს, რამე ფერს მისცემს; შეფერავს
შეაყვითლებსმცირედ გააყვითლებს, მოყვითალო ფერს დასდებს
შეაწითლებსოდნავ გააწითლებს
შეაჭრელებსაქა-იქ ოდნავ ააჭრელებს
შეეღებებაშეიღებება მისი ან მისთვის, საღებავით სხვაფერი გაუხდება
შეიფერებაშეფერავენ; რისამე ფერი მიეცემა, შეიღებება, შეფერადდება
შეიღებავსშეღებავს თავისას ან თავისთვის
შეიღებებაშეღებავენ; შეღებვა შესაძლებელი იქნება
შელაქულიიგივეა, რაც გალაქული
შემუქდებამუქი ფერი მიეცემა, ცოტათი გამუქდება
შემფერადებელი ვინც შეაფერადებს, − გამფერადებელი
შემწვანდებაცოტათი გამწვანდება
შემწვანებულირაც შემწვანდა, ცოტათი ამწვანებული
შესაფერადებელი რაც უნდა შეაფერადონ ან შეფერადდეს,− შესაღებავი
შეუფერადდება შეფერადდება მისი, − ფერადი გაუხდება
შეუფერადებს შეაფერადებს მისას ან მისთვის
შეუყვითლდებაშეყვითლდება მისი, ოდნავ გაუყვითლდება
შეფერადდებაფერადი გახდება, სხვა ფერი მიეცემა, შეიღებება
შეფერადებარაიმე ფერად შეღებვა, როგორიმე ფერის მიცემა, გაფერადება, შეფერვა
შეფერადებულირაც შეაფერადეს ან შეფერადდა
შეფერავსრაიმე ფერად შეღებავს, შეაფერადებს
შეფერილირაც შეიფერა ან შეფერეს, შეღებილი, შეფერადებული
შეფერილობაშეღებილობა, შეფერვა, ფერი, ფეროვნება
შეღებავსსაღებავით შეფერავს, საღებავით ფერს შეუცვლის; სხვა ფერს მისცემს
შეღებილირაც შეღებეს ან შეიღება, საღებავით… ფერშეცვლილი, შეფერილი
შეყვითლდებაყვითელი ფერი დაედება, მცირედ გაყვითლდება, სიყვითლე შეეპარება
შეწითლებაცოტათი გაწითლება, აწითლება, შეფაკლება
შეწითლებულიცოტათი გაწითლებული
შეწინწკლულიცოტათი დაწინწკლული
შეჭარხლდებაჭარხალივით გაწითლდება
შეჭრელდებაჭრელი გახდება, აქა-იქ, ოდნავ აჭრელდება
შეჭრელებააქა-იქ, ოდნავ აჭრელება, სიჭრელის შერევა
შვიდფერა იგივეა, რაც შვიდფერი
შვიდფერიშვიდი ფერისაგან შემდგარი, – შვიდფეროვანი
შვიდფეროვანიიგივეა, რაც შვიდფერი
შვიდძალიშვიდზოლიანი, შვიდხაზიანი
შვინდისფერირაც ფერით შვინდს მოგვაგონებს, მუქი წითელი
შინდისფერიიგივეა, რაც შვინდისფერი
შოკოლადისფერი რაც ფერით ყავას გვაგონებს,– ყავისფერი
შუქასხმულიშუქით მოცული, შუქიანი
შუქელვაელვარე შუქი, ელვისებრი შუქი
შუქელვარებაშუქის ელვარება
შუქი1. თვალის მიერ აღქმული სხივური ენერგია, რის მეოხებითაც ირგვლივ მყოფი საგნები ხილული ხდება, სინათლე. 2. სინათლის ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული, – სხივი
შუქმოფენილირასაც ან ვისაც შუქი აქვს მოფენილი, გაშუქებული, განათებული
ჩაამუქებსრამეში გაამუქებს, – ჩააშავებს
ჩააყვითლებსყვითელი ფერისას გახდის, ყვითელ ფერს მისცემს
ჩააშავებსშავს გახდის, შავ ფერს მისცემს, – ჩაამუქებს
ჩააშუქებსსხივს ჩაუშვებს, – ჩაანათებს
ჩაბნელებული რაც ჩააბნელეს ან ჩაბნელდა, – ბნელით მოცული, დაბნელებული
ჩაისფერირაც ფერით ჩაის ნაყენს გვაგონებს, – მუქი ჩალისფერი
ჩაკრიალებულირასაც კრიალი გააქვს
ჩაკუპრულირაც ჩაიკუპრა, – კუპრივით ჩაშავებული
ჩალაქავებულირასაც ლაქები ჩასჯდომია, – დალაქავებული
ჩალილავებალილისფრად გახდომა, ჩალურჯება
ჩალისფერირაც ფერით ჩალას მოგვაგონებს, ბაცი ყვითელი
ჩამოაბნელებსსიბნელეს მოჰფენს ქვევით მყოფს
ჩამოაწითლებსწითლად შეღებავს, ჩამოსწვრივ გააწითლებს
ჩამოგვალულიგარუჯული, გადამწვარი
ჩამოქარვულიქარვასავით ჩამოყვითლებული
ჩამოყვითლდებასიგრძივ გაყვითლდება
ჩამუქდებამუქი გახდება, მუქ ფერს მიიღებს
ჩანაყვითლირაც ჩაყვითლდა, – ჩაყვითლებული
ჩანაცრდებამთლად განაცრისფერდება, – გაფითრდება
ჩაპეპლილიპეპელასავით ჭრელი
ჩაჟამებულიჩამუქებული, ჩაშავებული
ჩაუწითლდებაშიგ გაუწითლდება
ჩაფერიანებულივინც ან რაც ფერიანი გახდა, ვისაც ან რასაც ფერი მიეცა
ჩაქათქათებულიიგივეა, რაც ქათქათა
ჩაქარვებულიქარვასავით ჩაყვითლებული ყურძენი…
ჩაღვიძლებულიღვიძლისფრად, მუქად ჩაწითლებული
ჩაღოკუთხ. (თუშ.) ღია, ცინცხალი ფერი
ჩაყვითლდებაყვითელი გახდება, ყვითელი ფერი დაედება, გაყვითლდება
ჩაყვითლებულივინც ან რაც ჩაყვითლდა, – ყვითლად ქცეული, გაყვითლებული
ჩაშავდებაშავი ფერი დაედება, შავი გახდება, ჩამუქდება
ჩაცრეცილირაც ჩაეცრიცათ, – ფერდაკარგული, გაფითრებული
ჩაწითლებული ვინც ან რაც ჩაწითლდა, _ შიგ გაწითლებული
ჩაწინწკლულიწინწკლებით აჭრელებული, წინწკლებიანი
ჩაწყვდიადებულიწყვდიადით მოცული, – ჩაბნელებული
ჩახჩახაკაშკაშა, მოელვარე, მბრწყინავი
ჩახჩახიკაშკაში, ბრწყინვა, ელვარება
ჩაჯიგრებულიკუთხ. (ქართლ.) მუქი წითელი, ჩაწითლებული სახე…
ჩინი„ზეთისხის ფოთლის ფერი“ (საბა). || ფერი
ჩირდილიმზეს მოფარებული ადგილი
ჩიჩხიკუთხ. (იმერ.) ღია ჭრელი თვალები
ჩრდილიცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი გამოსახულება მეორე მხარეს, – ლანდი
ჩრდილიანირასაც ჩრდილი აფენია, – ჩრდილით დაფარული
ჩრდილმიმდგარირასაც ან ვისაც ჩრდილი აქვს მიმდგარი, – ჩრდილით დაფარული
ჩრდილმიყენებულირასაც ჩრდილი მიაყენეს ან მიადგა
ჩრდილნათელინათელი და მუქი ჩრდილოვანი შტრიხების განლაგება ნახატზე (გამოსახვის ერთერთი ხერხია მხატვრობაში)
ჩუთრიცეცხლისაგან დაწითლებული ადგილები, ფორეჯები წვივებზე
ჩხატიანიკუთხ. (რაჭ.) ჩხია, ჭრელი თვალების მქონე
ჩხიაკუთხ. (იმერ. ლეჩხ. რაჭ.) ღია ჭრელი, ჭროღა თვალები
ცეცხლისფერი რაც ფერით ცეცხლს მოგვაგონებს, – ალისფერი
ცვილისფერიგაყვითლებული, სანთლისფერი
ციაგლურჯიღია ლურჯი, – მოლურჯო
ციაგმკრთალიძალიან მკრთალი, – ცრიატი, გაცრიაგებული
ციალ-კიალიციალი და კიალი; გამუდმებით ციალი
ციალებსკრთის სხივი, ციმციმებს
ციალი«მცირე რამ ელვარება» (საბა), – ციმციმი
ცილისფერირაც ფერით ცილას მოგვაგონებს, – მოყვითალო თეთრი
ციმიღია ფერის ლაქა მუქ ფონზე
ციმციმისხივის კრთომა, – ლიფლიფი, ციალი, კიაფი
ცინცხალიბრჭყვიალა; ხასხასა
ცისარტყელაშვიდფერა რკალი ცაზე
ცისკროვანიცისკარივით ნათელი, ბრწყინვალე
ცისფერთვალა ვისაც ცისფერი თვალები აქვს
ცისფერთვალებიანი იგივეა, რაც ცისფერთვალება
ცისფერირაც ფერით ცას მოგვაგონებს, – ღია ლურჯი
ცრიაგიმკრთალი, ფერმკრთალი, ღია ფერისა
ცრიატდებაცრიატი ხდება, – მკრთალდება
ცრიატიმბჟუტავი, მკრთალი სინათლე; ღია, ბაცი ფერისა, – ციატი
ცქრიალიციმციმი, კამკამი, კიაფი
ცხვრისფერიცხვრის თვალების ფერი თვალი, – ჭროღა
ძოწეულიძოწის, მარჯნის ფერი, ბროწეულის ყვავილის ფერი
ძოწისფერირაც ფერით ძოწს მოგვაგონებს, – ძოწეული
წაბლარაც ფერით წაბლს მოგვაგონებს, – წაბლისფერი; ითქმის უპირატესად ხარის, ცხენის… ფერზე
წაბლისფერი რაც ფერით წაბლს მოგვაგონებს, – წაბლა, ჟღალი, თაფლა
წათეთრორასაც თეთრი ფერი გადაჰკრავს, – მოთეთრო
წალურჯორასაც ლურჯი ფერი გადაჰკრავს, – მოლურჯო
წამალიიგივეა, რაც საღებავი
წამოაწითლებსწითელ ფერს დაადებს, – შეფაკლავს, შეაწითლებს
წამოეგზნებაწამოუწითლდება, შეუხურდება სახე
წამოიჭეხებაწამოწითლდება, წამოჭარხლდება
წამოუკვერდებადაებრაწება, წამოუწითლდება ლოყები
წამოფაკლდებაშეფაკლდება, წამოწითლდება
წამოჭარხლდებამეტისმეტად გაწითლდება სახეზე
წამოჭვიებულირაც გამოსჭვივის, – გამონათებული
წამწვანორასაც მწვანე ფერი გადაჰკრავს, – მომწვანო
წარუხორასაც რუხი ფერი გადაჰკრავს, – მორუხო
წაყვითლორასაც ყვითელი ფერი გადაჰკრავს, – მოყვითალო
წაწითალორასაც წითელი ფერი გადაჰკრავს, – მოწითალო
წაწითლდებაცოტათი გაწითლდება, – შეწითლდება
წენგოსფერირაც ფერით წენგოს ნახარშს მოგვაგონებს, მუქი ყავისფერი
წვეთანკარარასაც ანკარა წვეთი აქვს
წითელ-ლურჯიწითელი და ლურჯი ფერისა; წითელი, რომელსაც ლურჯი გადაჰკრავს
წითელ-ყვითელირაც წითლად და ყვითლად არის შეფერადებული
წითელ-წითელიმრავალი წითელი
წითელისისხლისფერი, ჭიაფერი, ძოწისფერი
წითელკოპლებიანირასაც წითელი კოპლები აქვს
წითელმორეულისიწითლემორეული, მოწითალო
წითელმურარუხ-წითელი, შავ-წითელი, ჟანგისფერი
წითლდებაწითელ ფერს იღებს, წითელი ფერისა ხდება
წითსწითლად ანათებს, წითელი ფერი აძევს
წითურიფეროვანი, ღაჟღაჟასახიანი
წიმაროკუთხ. (ფშ.) წმინდა, სუფთა, ანკარა წყალი და მისთ.
წინწკალიფერადი წერტილი ერთფერ მიწაზე, ფონზე
წკრიალარასაც წკრიალი(ლაპლაპი) გააქვს
წკრიალებსბრწყინავს, ლაპლაპებს; კრიალებს
წკრიალიბრწყინვა, ლაპლაპი, კრიალი
წყვდიადიძალიან ბნელი, უკუნი
წყლისფერიოდნავ მონაცრისფრო; ჟღალი
ჭადრაკულიუჯრედებიანი ჭადრაკივით
ჭაღარა 1. თმაში გარეული თეთრი. 2. თეთრგარეული თმა, წვერი…
ჭერმისფერირაც ფერით ჭერამს მოგვაგონებს, – მოწითალო ყვითელი
ჭეჭელიაკუთხ. (რაჭ.) იგივეა, რაც ჭრელი
ჭეხეწითელიკუთხ. (რაჭ.) ღია წითელი
ჭვარტლისფერირაც ფერით ჭვარტლს მოგვაგონებს, – შავი
ჭვარჭვალიტაკუთხ. (იმერ. გურ.) წინწკლებით აჭრელებული, – წინწკლებიანი
ჭორფლაჭორფლიანივით აჭრელებული, – წვრილკოპლებიანი ცხენი
ჭორფლიმოყავისფრრო წვრილი წინწკლები სახეზე ან ხელებზე, ჩვეულებრივ გაზაფხულზე უჩნდებათ
ჭორფლიანიდაწინწკლული, წინწკლებიანი
ჭრელ-წითელიწითლით აჭრელებული
ჭრელ-ჭრელიმრავალი ჭრელი; სხვადასხვა ფერისა, ნაირფერი
ჭრელ-ჭრულიჭრელ-ჭრელი; აჭრელებული
ჭრელა-ჭრულაიგივეა, რაც ჭრელ-ჭრული
ჭრელდებაჭრელი, ნაირფერი ხდება
ჭრელი1.რასაც სხვადასხვა ფერი აქვს, – ნაირფერადი. 2. მარჩხი, ჭროღა თვალი
ჭრელობანაირსახეობა, სხვადასხვაფერობა, სიჭრელე
ჭრომახიკუთხ. (იმერ.) ჭრელი, ჭროღა
ჭყანაკუთხ. (გურ.) ჭროღა, ჭრელი თვალი, ხვლიკისფერი
ჭყარტალაუგვანი ჭრელი, – ჭყატანა
ჭყატანაიგივეა, რაც ჭყარტალა
ჭყიმაკუთხ. (რაჭ). ჭროღა, ჭრელი თვალი
ჭყრიალიიგივეა, რაც ბრჭყვიალი
ხავსისფერირაც ფერით ხავსს მოგვაგონებს, – მუქი მწვანე
ხაკისფერიმოყავისფრო მწვანე, – ხაკი
ხაჟოკუთხ. (გურ.) ჭრელი, ლაქებიანი( მაგ., ლობიო)
ხასყირმიზიკუთხ. (ქიზ.) ღვინისფერი
ხასხასარაც ხასხასებს, – კრიალა, ცინცხალი მწვანე..
ხასხასიმკვეთრი მწვანე ფერის გამოცემა, მწვანედ ელვარება
ხაშხაშაიგივეა, რაც ღაჟღაჟა
ხაჩხაჩაკუთხ. (კახ. თუშ.) იგივეა, რაც ხასხასა
ხაცავსკუთხ. (ხევს.) თვალს სჭრის თოვლი, სინათლე…
ხახვისფერირაც ფერით ხახვს მოგვაგონებს, – მკრთალი მოლურჯო-მოწითალო
ხვლიკისფერირაც ფერით ხვლიკს მოგვაგონებს, – მომწვანო ნაცრისფერი
ხმელეთზურმუხტიზურმუხტოვანი, აყვავებული ხმელეთის მქონე
ხორბლისფერირაც ფერით ხორბალს მოგვაგონებს, – შავგვრემანისა და თეთრის საშუალო კანი
ხორცისფერირაც ფერით ადამიანის ხორცს მოგვაგონებს, ხორცთან შეხამებული ფერი, – პირისფერი || მოვარდისფრო ჩალისფერი
ხოხბისფერირაც ფერით ხოხობს მოგვაგონებს, – ცისფრად მოლივლივე ჭრელი
ხსედიღია წაბლისფერი ცხენი
ხუნდებაფერი ეკარგება, – ბაცდება, უფერულდება
ხუნებადირაც ადვილად ხუნდება
ჯავარიმბრწყინავი, მოელვარე
ჯავარიანიჯავარის მქონე, – მბრწყინავი, მოციმციმე, მოელვარე
ჯაჭვედაჭრელი, თეთრშავი ქათამი
ჯაჭოლამაზი ჭროღა (თვალები)
ჯვარელაკუთხ. (ფშ.) შავთეთრად ჭრელი ხარი ან ფური
ჯიგარიკუთხ. (თუშ.) თალხი ფერის ქსოვილი
ჯიგრისფერირაც ფერით ჯიგარს (ღვიძლს) მოგვაგონებს, – შავწითელი; მუქი წითელი
ჯორა1. მუქი წითელი ან წაბლისფერი საქონელი 2. კუთხ. (იმერ. რაჭ.) მუქი წითელი, – ღვინისფერი, ჯორაფერი
ჯორაფერიმოწითალო-მოშავო; მუქი წითელი, – ჯორა
ჯღატარა ჭრელი, ჭროღა თვალების მქონე