ადესა სიმინდისიმინდის საგვიანო ჯიშია, დიდი ტარო და ფართო მარცვალი იცის.
ალექსანდროულივაზის ძველი ჯიშია, შედარებით მაგარი ღვინო გამოდის.
ამოთხენია(სული) ამოხდომია, ამოსვლია.
ამოკუკურებანამყენი მახის ამოჭრა, ამოსვლა, კუკურის გამოღება.
ამოოფხილოებაქვევრის (ჭურის) ამოწმენდა და ამომშრალება ოფსილოთი (იხ.): ამოვაოფსილოეფთ.
ამოღუჭულიამოტეხილი, ამოგობილი, გულის ამოღებით ამოთლილი, ამოღრმავებული (მორი, ქვა).
ამოჭყურტნაამოჭყლეტა, საფუვრის ჩაზელა საცომე ფქვილში.
ამყოლი ბალახისარეველა ბალახი, ბალახი რომ პურის ნათესს ამოჰყვება, აეხვევა და მოედება.
ამჯავრებს„აწუხეფს“, ვნებს, ჩაგრავს, ხელს უშლის.
ანეული„მოხვნა დაუთესავათ“, პირველი ნახნავი.
არებიებსავლებინებს (მორება მოვლა).
აფუნებააფუება: აფუნდება აფუვდება.
აფშარაბოკონივითაა (იხ.), ოღონდ უფრო წვრილია და მაღალი, გვაჯილის (სულუგუნის) ჩასადებად და ყალიბად იხმარება.
აქნობამდიაქამდის; ამ დრომდის.
აყალო მიწათიხა მიწა, წითელი მიწა. „სამუშაოთ მაგარია ნამეტანი. თუ გარმოაბრუნე, მერეთ გახმება, დააწუმს, დეიფშვნება“. იყენებენ ჭურის თავის დასაგლესად და ჭურჭლის საკეთებლად.
აყვე(< აქვს-ყე) აქვს მას ისინი; აყვენ (< აქვს-ყე-ნ) აქვთ მათ ისინი (ბევრი).
ახოსაყანედ მოქნილი ტყეგაკაფული ადგილი, „ახალი მოქნილი მიწა, ხეებს მოკაფავ, მოჭრი, შიგნი დათოხნი და დათესავ, ახოს ვეტყვით“.
ახოვაახვევა; ავახოვთ − ავახვევთ.
ბეღელია) პურეულისა და სხვათა შესანახი ნაგებობა; ბ) ჯვარედინად დაწყობილი ათასი-ათას ორასი ფრთა ყავარი, რაც ათ-თორმეტ ლეჩხუმურ ურემს უდრის.
ბიმბილიყურძნის მარცვალი მტევნის კინწზე (ან კომბალზე).
ბოკონისაწველელი, ხის ჭურჭელი საწველად, მთლიანი გულამოღებული ხის კასრი, ვედროსავით მაღალი, 15 სმ. დიამეტრისა.
ბოქშჩახუტებულიბავშვჩახუტებული.
ბრეღომის, ზანდურის ან მახის ნაცეხვი, კილი, მარცვლის ბუდე.
ბულთოობაბურთაობა: ბულთოობს − ბურთაობს.
ბურულირაც დაბურულია (დახურულია), უბრალო ნაგებობა (საბძელი, საღორე და მისთ).
ბუში„ნაყარი“, ამონაზარდი, ვაზის ფურცლის ძირში ამოსული ზედმეტი ყლორტი, „ძალა გააქვს და ვაცლით“.
ბღვერიმიწის ნაფშვენი, დაფშვნილი მიწა, ფხვიერი მიწა, მტვერი.
გადაბრუნება, გარაბრუნებარძის (სველისა და მისთ.) ადუღებისას ჭურჭლის ნაპირიდან გადმოსვლა.
გადაღებაგადუღებთ გულს (ქფილს) საცომე ფქვილის გადაწევ-გადმოწევით შუა ადგილას ჩაღრმავება საფუვრის ჩასადებად.
გაზელა(ყურძნისა) დაჭყლეტა.
გამარგლასარეველა ბალახის ხელით ამოცლა პურის ყანაში.
გამოდენა(წიწილისა) გამოჩეკა, გამოტეხა.
გამოპწკარვაგამოწკრივება, მწკრივად, ერთმანეთის მიყოლებით გამოსვლა.
გამოსვლაგამოსავალი, აღებული მოსავლის რაოდენობა.
გამოტნევაგამოყოლიება; გამეიტნიოსო − გამოიყოლიოსო.
გამოჩალვაგამოხშირვა. ზედმეტი სიმინდის ღერის გამოჩეხა (ან ამოთხრა), სიმინდის ძირის ერთ ადლზე დატოვება, რომ უფრო დიდი ტარო გაიკეთოს.
გამოწყობილიგამართული, შეიარაღებული.
გამტყელებაგაბრტყელება: გავამტყელეფთ.
გარა- -დ- დაკარგული გარდა- პრევერბი: გარატანილი (< გარდატანილი) გადატანილი; გარევიტანეთ (< გარდავიტანეთ), გადავიტანეთ.
გარაბრუნებაიხ. გადაბრუნება.
გარაცინებამიძინებული ნაკვერცხლის გადაწევა, მოთავება ცეცხლის გასაღვივებლად: ცოტა უნდა გაროუცინოთ ნაკვერცხალას (ღადარას).
გარახუნებულიგადახუნებული.
გარმო-და- დაკარგული რთული პრევერბი გარდა-მო (- გარმო-) გარმოვაბიჯე გადმოვაბიჯე: გარმოვდგამთ, გარმოვასხამთ.
გვარალიულო, ძნის შესაკრავი.
გვაჯილისულუგუნი, აფუებული უმარილო ახალი ყველი, მოხარშული და გადაზელილი მრგვლად.
გომიჯიცოტათი მოგრძო, ერთ მხარეს სქელი და მეორე მხარეს თხელი პური.
გოროსაწყაო ერთეული: ოთხი ჩაფი ანუ ორი დორა, რაც უდრის სამოც ჩარექას (ლიტრს).
გრანიცა სიმიდი(რუს. граница) სიმინდის საგვიანო ჯიში, შემოტანილია, არის თეთრი და ყვითელი, დიდ ტაროსა და ფართო მარცვალს იკეთებს.
დაბაზებასიმწიფეში შესვლა. ხონჭკად გახდომა, ჭყინტლობიდან გამოსვლა და ხმობის დაწყება.
დაბაზებულისიმწიფეში შესული.
დაბალი, დაბალი ადგილიბარი, დაბლობი: დაბლიდგან იყო მოტანილი.
დაგოზვადაგლესა, „დაწებება“.
დაგუნძულიდახუნძლული. ბლომად მოსხმული.
დაკოტვრასაყავრე მესრის დაპობა კოტრებად (იხ.).
დანიხვანიხებად (იხ.) დაყოფა, მოხნულის დაკვალვა (კვალის გავლება) 4-5 მეტრის დაშორებით, რომ თესვის დროს დაუთესავი ადგილი არ დარჩეს.
დაჟინჟღილებულიჟინჟღილივით გამხდარი, კარგი ფერისა.
დაქნარძის დაკვეთა, რძეში კვეთის, საკიდელის ჩასხმა და დარევა, რომ შედედდეს ყველის ამოსაყვანად.
დაყონოდადაყოვნებოდა, შეგვიანებოდა.
დაშთილვა, დაშტილვადაჩრდილვა (იხ. შტილი).
დახასურავებარამე ნაქსოვის დახურვა სითბოს შესანახად.
დეიწარითდაიწიეთ (მიხ. ჩიქოვანი).
დორაღვინის საწყაო თიხის ჭურჭელი, ჩადის ორი ჩაფი ანუ ექვსი თუნგი (30 ლიტრი) ღვინო.
დოქითიხის ჭურჭელი, გამოყენებულია ღვინის საწყაო ერთეულად, ჩადის ოთხი-ხუთი ჩარექა (ლიტრი) ღვინო (შდრ. თუნგი).
ეშეკვეცილი ნაცვალსახ. ეს, ეგ: ე ციხე.
ერქვანისახვნელის ნაწილია, ხელმოსაკიდი, მაჭი, სახელური.
ვინცხა(< ვინ-ცა-ღა) ვიღაცა, ვიღაც.
ვქიდებ(<) ვჰკიდებ: ვქიდეფთ.
ზანდურიხორბლის ძველი ჯიშია. თავთავს კრეფდნენ და ცეხვავდნენ. ახლა არ ითესება (არჩევენ ორ სახეს; ესაა: გვაწა ზანდური Triticum monococcum და ჩელტა ზანდური Triticum Timopheevii).
თავდოუხსნელი(გლეხი) ბატონყმობიც გადავარდნის შემდეგ ყმას შეეძლო ფული მიეცა მებატონისათვის და თავი გამოესყიდა (თავი დაეხსნა). ვინც ვერ შეიძლებდა ფულის მიცემას, თავდაუხსნელი იყო და მებატონის ყმადვე რჩებოდა.
თავთუხი, თანთუხიხორბლის ჯიშია, იკეთებს ფხიან ოთხკუთხ თავთავს, გამოსავალი დიდი აქვს. მაგრამ ლეჩხუმში ვერ იხეირაო.
თავსკვნილიკოროლის ერთი შეკვრა, მახის ამოთხრილი ღეროების თავის მოგრეხით გამოსკვნილი კონა.
თუნგისაწყაო ერთეული: ხუთი ჩარექა (ლიტრი) ღვინო (შდრ. დოქი).
თურჯითუჯის ქვაბი: თურჯი საღომეა.
იშეკვეცილი ნაცვალსახ. ის, იგი: ი ქალი.
იგენიმრ. ისინი, იგინი: იგენს იმათ.
იკვირებსიხეირებს, კარგად იხარებს პურეული.
იმგენსმიცემითი ბრუნვა: იმათ.
იმისანე(<) იმისთანე − იმისთანა.
ისთეისე: იმგვარად: ისთევე ისევე.
იფქლიხორბლის ჯიშია, ფხიანი, მარცვალი ჯერ სცვივა, „პური კარგი იცის“.
იშთილეიჩრდილე (დაშთილვა − დაჩრდილვა.
იწევსმოსავალს (სიმინდსა და სხვ.) იღებს (იხ. მოწევა).
კაბისტონი, შავი კაბისტონივაზის ყურძნის ჯიშია.
კავისახვნელის ხელნა, რომლის ძირი (მოხრილი ნაწილი) ქუსლში ზის და თავი უღელს ებმის.
კაკალიმარცვალი: პურის კაკალი, სიმიდის კაკალი.
კასრული(რუს. кастрюля) ქვაბქოთანი, საჭმლის მოსახარში ჭურჭელი ლითონისა,
კვარკვალიტე(Vicia) ცერცველა, გორველა, ყვავიცერცვა, პარკოვანი სარეველა მცენარე, შავი მრგვალი მარცვლები აქვს.
კინწიმტევნის ნაწილია: მთავარი ღეროს ძირი, რითაც მტევანი მიბმულია ვაზს: ტევანი მიმბულია კინწით.
კმილიკბილი: კმილი ყველი − ერთი ამოღება ყველის ნახევარი. ნახევარი წველა (იხ.).
კონაა) კონა; ბ) ძნა: ნაბჯებს „შევკრავთ და... შეკონილს კონა ეწოდება“.
კოროლიმახის (ზანდურის, ქუბის) ღეროები, წველი. კოროლს (თავთავის მოკრეფის შემდეგ დარჩენილ ძირებს) მოთხრიდნენ, მიწას დაბერტყადნენ, თავს მოუგრეხდნენ, შეკრავდნენ და უბრალო ნაგებობის სახურავად ხმარობდნენ.
კოტოტიანიგრძელი, სქელი, მრგვალთავიანი პური. საგანგებოდ აცხობდნენ და ახალმოლოგინებულს ძღვნად მიუტანდნენ.
კოტრიმესრის (იხ.) ნაპობი, გამოდის სამი-ხუთი ფრთა ყავარი.
ლასტიჩელტი, წნელის წნული (იყენებდნენ მახის თავთავის ცეცხლზე გასახმობად).
ლერწივაზის ტოტი, შტო; ვაზის ძირი.
მარგლასარეველა ბალახის ხელით ამოცლა პურის ყანაში.
მარჩევალავინც არჩევს, მარჩეველი.
მაშაკი, შამკვი, შანკვიზანდურისა და მახის თავთავის საკრეფი. ორი გათლილი ჯოხი, უპირატესად შინდისა, ერთ თავში ბაწრით (წვრილი თოკით) იყო გაკრული, მეორე გახსნილ თავს გაშლიდნენ, რამდენიმე თავთავს ქვეშ ამოუდებდნენ, მოუჭერდნენ და მოწყვეტდნენ.
მაშინა(რუს. გზით) ვაზის შესაწამლი აპარატი.
მახახორბლის ძველი ჯიშია, ფხიანი, იკეთებდა ბრტყელ თავთავს, აქეთ-იქით მარცვლები ასხდა, თავთავს კრეფდნენ და ცეხვავდნენ თეთრი პური გამოდიოდა, ამჟამად არ ითესება (არჩევენ სამ სახეს, როგორიცაა: გვაწა მახა Triticum macha Dek. Et Men. ანუ Triticum tubalicum Dek. ჩელტა მახა Triticum macha Dek et Men. ანუ Triticum imereticum Dek. და წითელი მახა Triticum macha ანუ Triticum megrelicum Men.)
მერეთიმერე, მერმე, შემდეგ.
მერიქიფეღვინის მიმტანი და დამსხმელი, მწდე.
მესრისაყავრე მორის ნაპობი, გამოდის ოცი ფრთა ყავარი 16-20 სმ. სიგანისა. ყავრის გამოხდის გასაადვილებლად მორს ჯერ აპობენ მესრებად, შემდეგ მესრს − კოტრებად, ხოლო კოტრს − ყავრად.
მოგენიებაძროხის მოწველის წინ ხბოს მიშვება მოსაწოვად, რომ ძროხამ რძე გამოუშვას.
მოვსებული ქათამიკვერცხით სავსე ქათამი, კვერცხის დებას რომ მალე დაიწყებს.
მოთუთქვაწყალში აზელილი ნაცრის მოყრა ნაკვერცხლის გარშემო თორნეში დიდი ცეცხლის ჩასანელებლად.
მოთუთქული(თორნე) წყალში აზელილი ნაცრის ნაკვერცხლის გარშემო მოყრით განელებული (თორნე).
მოკაწვრაპურის ზედაპირის დაწვა, ცეცხლით მოტაცება, მოწვა: მეიკაწრავს.
მოკონვაკონად ანუ ძნად შეკვრა.
მონაბჯვა, ნაბჯვარამდენიმე ნაბჯის (იხ.) დადება ულოზე შესაკრავად.
მონართმევიანაცერი, რაც ღერღილის გაცრისას თავზე მოექცევა და ხელით მოართმევენ (აიღებენ) (იხ. მორთმევა).
მონცრევა(მარილისა) მომცვრევა, ცოტას მოყრა.
მორედიმოროდი, „მორე თოხნა“, მეორე თოხი, ყანის მეორედ (მეორეჯერ) გათოხნა.
მორთმევაა) ღერღილის გაცრისას ანაცერის თავზე მოქცევა: მაღლა მეირთვამს (|| მეირთომს) ანაცერას; ბ) გაცრისას თავზე მოქცეული ანაცერის (ქატოს, ჩენჩოს) ხელით აცლა, აღება: ანაცერას „მოვართომთ და მონართმევს საქონელს ვაჭმევთ“.
მოსარებიმოსავლელი: მოსარებათ.
მოსაფინელებასაფანელის (ფქვილის) მოყრა სასაფურეში (იხ.), რომ ცომი არ მიეკრას.
მოსტრებამოსწრება: მოუსტარი − მოუსწარი: მევესტარი − მოვესწარი; მოსტრებით.
მოწევამოსავლის აღება: სიმიდის მოწევა.
მოწიწინოფმხიარულად მოდიხარ.
მოხვერდებულიმოხვედრებული.
მოხვრამოზელა (ნაცრისა, მიწისა).
მძიმეთფეხმძიმედ, ორსულად.
მწვანესაგვიანო ლურჯი ყურძნის ჯიშია. მაგარი ღვინო იცის.
ნაბჯვა, მონაბჯვარამდენიმე ნაბჯის დადება ულოზე შესაკრავად.
ნაბჯირამდენიმე ხელეული (მუჭი) ნამკალი ერთად.
ნადელი(რუს.) ნატურალური გადასახადი ბატონყმობის დროს, მოსავლის მეათედი ნაწილი (ათისთავი) მებატონისათვის.
ნაკუთნოულიმრგვალი შავი ყურძნის ძველი ჯიშია. რბილი, მაგრამ „საჯანთელო“ ღვინო დგებოდა; გადაშენდა.
ნარჩევალანარჩევი, ნარჩევნურჩევი.
ნაყარიბარტყი, სიმინდის ძირში უსარგებლო ამონაყარი, ამოსული ღეროები.
ნიგვზი ხეკაკლის ხე, კაკალი (ძირი).
ნიტრალიტრა. იყენებენ ღვინის საწყაო ერთეულად, ჩადის ორი ჩარექა (ლიტრი) ღვინო.
ნიხახნულში კვალის გავლებით გამოყოფილი ფართობი, კვალსა და კვალს შუა ფართობი (იხ. დანიხვა).
ოდოში„ცოტა სიმწიფე აკლია“, „თლათ ნამეტანი დამწიფებამდი“ (სიმიდი).
ოფსილო, ოლოფსირატარზე წამოცმული ჩვარი (ჩვეულებრივ ტილოსი) გარეცხილი ქვევრის (ჭურის) ამოსაწმენდად და ამოსამშრალებლად.
პაპაბაბუის მამა, მამის ან დედის მამის მამა.
პატვრიანიპატარ-პატარა, პატარა.
პეტერემოთხრ. და ირიბ ბრუნვებში პეტერა (პეტერამ, პეტერას და სხვ.) პატარა.
პირადიპირველი თოხი, სიმინდის პირველად გათოხნა.
პიტონიკი(რუს. питомник) სანერგე.
რაცხა(< რა-ცა-ღა) რაღაცა, რაღაც.
საგვაჯილესასულუგუნე, გვაჯილისთვის გამოსადეგი ან დანიშნული (ყველი).
საკიდელიკვეთი, დვრიტა, რძის საკვეთი, საყველედ რძის შესადედებელი სითხე.
სალასტო„თხილის ტკეჩისაგან გაკეთებული დიდი კალათი“.
სალდათი(რუს. გზით солдат) ჯარისკაცი; სალდათში − ჯარში.
სამწნეხელი, ხორგოსაწნახელი, გულამოღებული მთლიანი ხე ყურძნის დასაჭყლეტად.
სანე, სანაზოგან, „რომელიმე ადგილას“.
საოტკე(< რუს. водка) საარაყე.
სარქვიელიქვევრის (ჭურის) სარქველი, თავსახური ფართო ბრტყელი ქვა ან ფიცარი (როგო).
სარცხიგრძელ ტარზე რამდენიმე ფენად ასხმული ბლის ან არყის ქერქი ქვევრის სარეცხად.
სასაფურესასაფუვრე, ცომის ასაფუებელი ჭურჭელი.
სასერავიყავრის ამოსახდელი დანა.
საქვაბენაჭა, სხვენიდან შუა ცეცხლზე ჩამოშვებული ჯაჭვი ქვაბის ჩამოსაკიდებლად.
საქნარობსსაქმობს, საქმიანობს, მუშაობს.
საცხა(< სადა-ცა-ღა) სადღაც, სადმე.
საწბერავი, საწურავისაქაჯავი, ჭაჭის საწურავი, ჭახრაკივითაა, ღარი აქვს, ჭაჭას ჩაყრიან და წურავენ.
სახუნელისახვნელი, სასოფლო-სამეურნეო იარაღი მიწის სახნავად.
სველიყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი აწ ახალამოყვანილი ყველის გამოშვებული სითხე.
სთურე, სთურმე, თურე, სტუმრე, სტურეთურმე.
სტაქანი(რუს. стакан) ჭიქა.
სტურე, სტუმრეთურმე (იხ. სთურე).
სუთიღომის საზელი მრგვლად გათლილი მოკლე ჯოხი.
სხენიხსენი, ხბოს მოგების შემდეგ პირველად გამოწოლილი რძე, უვარგისია.
სხუმისსხვა დროს, წინათ, უმალ.
ტაბაკიდაბალი სუფრა, გრძელი ფიცარი ოთხ ფეხზე საჭმლის დასადებად და მოსასხდომად.
ტევრიხშირი ტყე. „ხეტყიანი ადგილი კაი ტყე რომ არი, ფიჭვნარი, წიფლარი“.
უზაფთოთუსიცოცხლოდ, უუნაროდ (მიხ. ჩიქოვანი).
ულაშიულვაში, ტაროზე გადმოშვებული ფოჩი.
ურემისაზომი ერთეულიცაა: ა) ასი ფრთა ყავარი: ბ) ცამეტი ძნა (იხ. ცამეტი).
ფეჩი(რუს. печь) თუნუქის ღუმელი.
ფილაქსერავაზის დაავადება: ფილოქსერა, ჭრაქი.
ქე, ქვეკი; ქეც კიდეც (იხ. ქვე).
ქვაბი, ქვაბუნიგამოქვაბული.
ქვე(>) ქე მტკიცებითი ნაწილაკია: კი (მეგრ. ქო, სვან. ჩუ): ქვე დავრჩით.
ქვერექვევით, ქვემოთ; ნაკლები.
ქითხა(<) ჰკითხა (I პ. ვკითხე, II პ. ქითხე).
ქუბეხორბლის ჯიშია, ფხიანი. მრგვალთავთავიანი, ნათესში ურევდნენ, თავთავს ჩელტზე ფშვნიდნენ, მარცვალს საარაყედ იყენებდნენ, კოროლს − ბურულების სახურავად.
ქუნჩალანაქურჩალი, ნაქუჩი, ნაგულა, ტაროს გული, რაზედაც მარცვლები ასხია მარცვალგაყრევინებული ტარო.
ქუჩუჩოქოჩოჩი, კატარი, სიმინდის ყვავილები.
ქფილი, ქბილიფქვილი: ქფილი საჭადეა.
ღლეჭიდაგრეხილი მსხვილი წნელი, იყენებენ თოკის თუ წემბეშოს ნაცვლად ხელნის მისაბმელად უღელთან და სხვ.
ყვინჩილაწამოზრდილი სამამლე წიწილა.
ყიფშინაკლი, წუნი, მიზეზი.
ყოლიფერი, ყველიფერიყველაფერი.
შავი კაბისტონიიხ. კაბისტონი.
შამკვი, შანკვი(მრ. შანკვები) იგივეა, რაც მაშაკი, ზანდურისა და მახის თავთავის საკრეფი.
შეთვალებაშემწიფება აქა-იქ, სიმწიფის შეპარვა, მწიფების დაწყება.
შემოგოზვაქვევრის (ჭურის) თავის შემოგლესა აყალო მიწით.
შეხვება(<) შეჰყვება: შეხოლოდა (<) შეჰყოლოდა.
შთილი, შტილიჩრდილი (დაშთილვა, დაშტილვა − დაჩრდილვა).
შა ღვინო, შათაგანი ღვინოსაოჯახო ღვინო. სახარჯო ღვინო. წყალ-ღვინო. ჭაჭას წყალს დაასხამენ და ექვსი დღის შემდეგ ღვინოს იღებენ, ზამთარში წყლის მაგივრად სვამენ (ზაფხულში არ ვარგა).
ჩაფიკოკა, იყენებენ ღვინის საწყაო ერთეულად. ჩადის თორმეტ-თხუთმეტი ჩარექა ლიტრი ღვინო.
ჩოგანიღომის დასაგები. გათლილი ვიწრო ფიცარს (ან სქელი ყავარი), თავფართო და ტარიანი, ღომის ამოსაღებად და თეფშზე ან ტაბაკზე დასაგებად (დასადებად).
ცამეტითავთავის შიგნით მოქცევით ჯვარედინად დაწყობილი ცამეტი ძნა, ძირს ოთხი ძნაა. ზედ ოთხი და შემდეგ კიდევ ოთხი, მეცამეტე ძნით დაფარულია თავთავები, რომ წვიმა არ ჩავიდეს.
ცოლოკოურივაზის ჯიშია ცოლიკაური, მაგარი ღვინო დგება.
ცხვენისხვენი, „ცეცხლის თავი“.
ცხვეტიანი(ცხვედიანი) თეთრა ვაზის ჯიშია.
ძღაბიგოგო, ქალიშვილი, „გათხოული არაა“, „გათხოული ქალია“.
წემბეშოკამეჩის ტყავის დაწნული ღვედი, რომლითაც კავს (სახვნელის ხელნას) უღელს აბამენ.
წველაერთი ამოღება ყველი, ერთი წველა ყველი.
წიკვაზიდვა: უწიკავდენ უზიდავდნენ.
წინმობნევით თესვახელით თესვა წინა მხარეს.
წიფობითვემწიფობისთვე, ოქტომბერი.
ჭონტომოზრდილი სადედლე წიწილა, ვარიკა, ვარია.
ხავს(<) ჰყავს: ხავდა − ჰყავდა.
ხალამიდერგი. ფართოძირიანი პატარა ჭური, დიდი ქოთანი ყველის შესანახად.
ხალთა„ტყავის ტომარა“, ოთხად ამოღებული ხბოს ტყავის პარკი: „ხფოს ვატყავებთ მუცელზე გოუჭრელათ. გეიკერება ბოლო, გეიტენება ფუჩეჩით და გახმება. შემდექ ფუჩეჩი გამეიყრება. პატარა მოვზელთ, მოვამბილეფთ და ვიხმართ ხალთათ კაკლის [მარცვლის] ქფილის წასაღებათ“ (კოსტა გოგიძე).
ხანდაყე(< ჰყავდაყე) ჰყავდათ.
ხარალები(მრ.) ოქროსკბილი, სიმინდის ძირზე გამოსული მიწისზედა ფესვები, რომლებიც თითქმის მიწას დასწვდება“.
ხარდაღლამდე (< ხარის დაღლამდე) ხვნა-თესვის დროის ის მონაკვეთი, ვიდრე ხარს აუშვებდნენ და მხვნელ-მთ
ხაჭონადუღი. სველს (იხ.) დაადუღებენ, გადმოდგამენ, გააცივებენ და გაწურავენ. მიღებული პროდუქტი ხაჭოა.
ხელკავისაცეხვი ჯოხი, მსხვილი მოხრილი ჯოხი მახის, ზანდურის თავთავის საცეხვად.
ხვართქლისარეველა ბალახია: ხვართქლა მხვევარა, ხვიარა.
ხონდა (<) ჰქონდა: ხონებოდა (<) ჰქონებოდა, ჰქონოდა: ხონია (<) ჰქონია.
ხორგოიგივეა, რაც სამწნეხელი, საწნახელი.
ხრიკატარზე დაგებული გამოხარშული აყირო (მწარე კვახი) ქვევრიდან ღვინის ამოხაღებად და დოქში ჩასასხმელად, ორშიმო.
-თმინთანდებ. -თვის: ხალხითვინ.
-თქვასხვათა სიტყვის ნაწილაკი, იხმარება I პირის -მეთქი ნაწილაკის ნაცვლად: მეიტანეთ-თქვა.
-იზა, -იზდანანათესაობითარი ვითარებითის დაბოლოება, უდრის -თვის თანდებულს: იმიზა, იმიზდა იმისთვის; გულიზა გულისთვის.
-ითინმოქმედებითი ბრუნვის დაბოლოება (-ით-ი-ნ): სუროთინ იყო დაფარული; იმითინ ვრეცხავთ.
-კეთანდებ. -კენ: ჩთილოეთისკე.
-ყენაწილაკი. გამოხატავს მიცემითში სუბიექტისა და სახელობითსა და მიცემითში დასმული ობიექტის მრავლობითობას: მათ უთხრობიაყე უთქვამთ; მათ იმდონი შოუნახამსყე, უფუჭდებაყე; მასწავლებლები სკოლაში დავტოვეყე.
-ჩითანდებ. -ში: იმაჩი − იმაში.
-ჯენჯერ: ორჯენ, სამჯენ, სამივეჯენ, ხუთჯენ.