მთის კილოთა ლექსიკონი

There are 380 names in this directory beginning with the letter კ.
კ, -კე, -კედ
ჴ. თანდებულია, რომელსაც უდრის სალიტერატურო ქართულის კენ: არხვატისკ, ხალხისკ; მშავისკე, სოფლისკე; საისკედ, მტრისაკედ (ჴ. მას.).

კა, კაი
ჴ. კარგი (საპირისპიროა უფერი): კამ, კას, კაის, კაით, კაად (ჴ. მას.).

კაბალახი
(?), კამალახი ფშ. ნ. ბაშლაჴა.

კაბარჭი
(1) თ. საისრე, ისრების ჩასაწყობი ბუდე.

კაბარჭი
(2) ჴ., კაპარჭი ფშ. (ჭყ.) ფუტკრის საშოვრიანი ფეხი. კაბარჭა ნ. მჴარკაბარჭა.

კაბიწი
თ. საწყაოა: ლიტრაზე ცოტა მეტი. ოთხი კაბიწი ხუთი ლიტრაა. ლიტრა ქერი ათ გირვანქას იწონის, ლიტრა ქერ-იფქლი (არეული) – თორმეტ გირვანქას, ლიტრა იფქლი – 13-14 გირვანქას. კაბიწი მთლიანი ხეა, ამოთხრილია, ძირი ვიწრო აქვს და პირი – ფართო.

კადაჸი
თ., კიდო ფშ. უბატკნოდ მეწველი ცხვარი.

კადრება
ჴ. დაწონვა (ნ.), გაბედვა, ვერ იკადრა ჴ. ვერ გაბედა. მკადრე ჴ. (იშვ.) მედროშე (ვინც ჰკადრებს ჯვარსა და დროშებს წაღებ-წამოღებას). საკადრისი ფშ. ხატისად შეწირული რამ (უმთავრესად დროშაზე შებმული ხელსახოცი). „საკადრისი“ ხევსურებმა არ იციან. ნ. უკადროება.

კავ-საბელი
ფშ. ნ. საბელ-ორხალი.

კავშირი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ტყვია და კალა ერთურთში გადადუღებული.

კაზარა
(1) გუდ., მთ., ფუტკარზე დიდი ბუზია, ბუბუნა ფუტკარი მთ. ფუტკარზე დიდია, არ იკბინება; დიდი ხმა აქვს, როცა ბზუის, სათიბში იცის ბუდის კეთება, თაფლს აკეთებს. კუდიანთ კაზარა გუდ., მთ.

კაზარა
(2) მოჴ. ა) ფუტკარი, ბ) კრაზანა.

კაზმულობა
ნ. კმაზულობა.

კაიდარანა
მოჴ. ტაფა (ეხლა თითქმის აღარ იციან).

კაკანა
ნ. ცის კაკანა.

კაკაჩუნა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) ცეცხლისაგან კეცის გადმოსაღები მოკაული ხე. „ჩვენ ხოწს ვეტყვით“ (მთ.). ხოწი რკინისაა.

კალ
(1): ჩაკვლა, მიკვლა გადაკვლა (ჯორაკისა და სხვა ცხოველებისა) საგინებელი სიტყვაა (ჴ. მას. 137).

კალ
(2): დავაკალ ჴ. დავაკელ, დააკლა, დააკლო, მიკლავის მიკლია, გადაკლებული ვინც დააკლდა გვარს ან ოჯახს (ჴ. მას.).

კალ-ზალტე
ჴ. ხანჯრის ქარქაშზე შემოვლებული სალტე (უმეტესად ვერცხლისა). ზალტე თ., ჭავლი ფშ.

კალაპოტები
თ., ჩალხნი ჴ. სალუდე ქვაბის გვერდზე ჩაკერებული სპილენძის ფურცლები. ნ. ჩალხი.

კალდამა
მოჴ., ეკალდამა ფშ., ჴ., კალდამაჸი თ. აკლდამა, მიცვალებულის საფლავი, ამოშენებული ქვებით.

კალდიმი
ნ. იარაღები.

კალთა
კალთის მოჭრა ჴ. „რძლის ან გვარეული ქალის გაუპატიურებისა თუ მშობლების ცემის წინააღმდეგ მიმართული ზომა“ (ჩაჩ. 42).

კალთ-თიკვი
ჴ. (<კალთათ თიკვი) ნ. თიკვი.

კალმახა ზოკო
ფშ. (რაზ-ჭყ.) საჭმელი ზოკოა. „დამპალმა წიფელმა იცის, ერთათ რამდენიმე ამოვა და სულ შეიხურხლება ხე. რამდენიმე დღეს გაძლებს. არა მგონია, ამაზე უგემრიელესი სოკო კიდევ იყოს“. კალმახი ზოკო თ. (ალვანში). თუშეთში იციან, მაგრამ თუშეთში არ მოდისო.

კალო
ჴ., ფშ., გუდ., მთ. სახლის მესამე სართული, სადაც ძნას და გასანიავებელ პურს ინახავენ; სახლს ზემოთ, სადაც კალოს ლეწვენ.

კალტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხაჭო“, ფშ. ცხვრის ხაჭო. თ., ჴ. ა) ხაჭო საზოგადოდ; ბ) ნადუღალი (ნ.). კალტი სვლისაც არის და დოვისაც (დოსი): ჴ. ა) სვლისაგან ამოღებული სიმსუქნე, ბ) გამთბარი დოსაგანა ამოღებული ხაჭო. თ. ხაჭო დოსი („დოვისა“).

კამათი
ჴ., კამათა ფშ. ნაირი, მსგავსი, „ჩემ კამათი კაცი ას“ (ჴ.), ტურის კამათი – ტურის მსგავსი.

კამარა
ჴ., ფშ. ის ადგილი, სადაც წარბია ამოსული (ცოტა ზემოთაც).

კამპვა
(რაზ.-ჭყ.) ფშ., მთ. ცხენის კბენა. „მკამპავს უკან მოექეც და მწიხლავს წინაო“ (ანდაზა). ნ. მკბილავი.

კან
(1) ნ. ნაკანები.

კანთიალ, კანთიელ
საკანთიალო გუდ., მთ., საკანთიელო ჴ., ფშ., მოჴ. გასაოცარი, გასაკვირვალი, „საკურველი“ (გუდ.), კარგი (მთ.).

კანთურა
ფშ. ნ. კინთა, ცუნცულა.

კანკეშა
გუდ. ნ. კენკეშა.

კანოლი
ჴ. კანონი (ჴ. მას.).

კანტა-კუნტად
(ყ. 48,6 ქვ.), კანტი-კუნტად მოჴ. აქა-იქ, დრო-და-დრო, იშვიათად. კანტი-კუნტა ფშ., ჴ., თ.

კანტალა
ჴ. შინაური ქურდი (შინ რომ ქურდობდეს), კანტალა ფშ. ქურდი. ცრუ-კანტალაი მთ. ფრანტი. ნ. ჴელ-კატუტაჸი.

კანჩური
ფშ. (ვაჟა, 488,1) კანტური, თავის ქნევა (მიზის ორი კითხვის ნიშანი).

კანძი
მთ., მოჴ., ფშ. ერთი ცხვრის განაპარსი მატყლი, ერთად შეკრული. ნაპარსი თ., ფშ., „ჩვენ ერთ მატყლს ვეტყვით იმას“ (ჴ.).

კანჭი
(1) მოჴ., ფშ., ჴ. კუთხე რომელიმე საგნისა, მაგ., მაგიდისა, ქიმი თ. (ქიმი უფრო კუთხის ნაპირია).

კანჭი
(2) თ. მოხარშული ხორცის ამოსაღები სამ-კაპიანი რკინა.

კანჭულაჸი
თ., ქიჭო გუდ., ქირჭო ჴ. ჩამოსაკიდი კავი.

კაპარი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სასმელია. ქართლში ბურახს ეძახიან“. დ. პ. ასე ხსნის: „ხევსურების სასმელია. რუსულ კვასს ჰგავს. აკეთებენ ალაო ფქვილისაგან, რომელსაც აძლევენ საფუარს, ე. ი. ლუდის ქაფს“. ამ ახსნას შეგვიძლია დავურთოთ ა. ყაზბეგის ახსნა: „ქატოსაგან გაკეთებული სასმელი“ (ყ. 124,6 ქვ.), სამარხვო სასმელია მჟავე. ფქვილს ჩაჰყრიან წყალში და აადუღებენ, მერმე ფორს დააყრიან, დააყენებენ და მეორე დღისათვის კარგია. მოჴ. იგივე, შიმჟავე თ. იგივე. ნ. ლამონი. კაპარი ნახსენებია დავით აღმაშენებლის მიერ შიო-მღვიმისთვის მიცემულ სიგელში.

კაპარჭი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფუტკრის საშოვარი, ფეხებით რომ მოაქვს“. ფუტკრის საშოვრიანი ფეხი. ნ. კაბარჭი.

კაპკურა
ზ. ფშ. ჯამი, თეფში (მიზის კითხვის ნიშანი). მიღებულია, ალბათ, ტაბკურასაგან.

კაპორჩხალა
მთ., კაპორჩხინა გუდ., კაჭკაჭი ფშ., ლითონი მოჴ. „ბორბალი კაპორჩხალაზე ბრუნავს“ (მთ.). საკოჭური თ.

კარ-ი
კარის კედი ნ. საგოდელი. კარის შუკუნა მოჴ. ნ. შუკუმი. ომის კარ ჴ. ბრძოლის ველზე; ჯვარის კარ ჴ. ხატის კართან, ხატში (ჴ. მას.).

კარ-კური
თ. ადგილი სახლის გარშემო.

კარადა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „შკაფ-კამოდის ყაიდაზე გაკეთებული დგამი“. ორ-თაროიანი შკაფი საჭმელებისთვის (ოთხი კარი აქვს). კარადა ჴ. „საპურე შკაფი, ძველი, ჴევსურული“ (ბეს.).

კარასტე
ჴ. ჩარჩო კარისა.

კარაქის ძირი
ნ. დაძირება.

კარაჩხა
(1), კარჩხა ჴ., კარჩხა, კრჩხა მთ., კირჩხა ფშ., ჩხა, რჩხა თ. კაპებიანი ხე რისამე ჩამოსაკიდებლად.

კარაჩხა
(2) მოჴ., ჴ. (არხ.) ჩიჩილაკი (იციან ქორწილში).

კარახანა
ჴ. (ვაჟა, 105,7 ქვ.) პურის ჭამის შემდეგ პირველად დასალევი ლუდი ან არაყი. ხევსურეთში სმა და ჭამა ერთად არ იციან. ჯერ ჭამენ და მერმე სმენ. ჭამას რომ მორჩებიან, ერთ თასს (ან ყანწს) გამოსცლის თვითეული. აი ეს არის კარახანა.

კარახანა
„მე სადღაც განმარტებაში წავიკითხე (ახლა აღარ მახსომს), კარახანა თასი არისო. არა, კარახანა არ არის ისეთი სიტყვა, რომ ერთი რომელიმე სასმისით აისახოს. სიტყვა კარახანა არის ისეთი სასმისი, რომელიც პურის ჭამის შემდეგ პირველად დაილევა. შეიძლება არაყი იყოს, ან ლუდი, ანდა ორივეც. მხოლოდ ერთზე მეტი არ შეიძლება კარახანად ჩაითვალოს. იმას კი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რით დაილევის – თასი, ყანწი, ჭიქა თუ სხვა რამით. რამდენადაც პურის ჭამასთანაა დაკავშირებული ეს სიტყვა, მინდა, რომ ისიც ავღნიშნა, რომ პურის ჭამა განსაზღვრულ დროში იცოდენ წარსულში“ (სამუკა ფაშქოშისძე ზვიადაურის წერილიდან, რომელიც მივიღე 24.5.1967 წ.). ს. ზვიადაური არდოტელია, წერილის გამოგზავნის დროს მასწავლებელი იყო გომბორში.

კარგუნელა
ფშ. (ჭყ.), ჴ. კარგი, ჴ., პატარა და ლამაზი. „ქალ რა კარგუნელაიო“ (ჴ.).

კართ-ი
ჴ., კარტი მთ. მყესი მუხლის უკან.

კართანა
თ. ეზო.

კართუკენითი, კართუკვენითი
ჴ. ადგილი კარების უკან (ჭერხოშიც და ბოსელშიც, ე. ი. მეორე სართულშიც და პირველშიც). შდრ. კარსუკენა.

კარი-კურად ფშ., მთ., ჴ. „კარი-კურად დადიხარ“.

კარიბჭე, კარიმჭე
მოჴ. ორი დიდი ქვა, თაღად გადმოყვანილი კარის თავზე.

კარის კედი
ჴ. ნ. საგდოლი.

კარკალი
„კაჟი ქვა, ქარწბი, კარკალი / შეუძრავს, შეურყევია“ (რ. ერისთავი, „ივერია“, 1886, № 108). მთიულეთსა და ხევში არ იციან.

კარკაცობა
(<კარგ კაცობა) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გამჩვენეობა“, პირ-მოთნეობა.

კარს მყოფი
ნ. კარს ყოფა.

კარს ყოფა
გუდ., ფშ., ჴ., თ. ბოსელში ყოფნა თვიურის დროს. ნ. ბოსელი (2). კარს მყოფი თვიურიანი ქალი ან დედაკაცი. კარს ნამყოფი ბოსელში ნამყოფი.

კარსე
თ. შუას (ნ.) გვერდზე მიშენებული ოთახი, სადაც უმთავრესად რამე-რუმეებს ინახავენ (იქ ჩვეულებრივ ცეცხლი არ ინთება).

კარსუკენა
მოჴ. შდრ. კართუკენითი.

კარტი
ნ. კართი.

კარტოხა
ჴ., მოჴ. (ყ. 125,12) კარტობილი მთ.კარტოფილი.

კარუზ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მამალი ფუტკარი“. კარუზა ჴ. კარული ნადირი ჴ. გარეული ნადირი (რაც იჭმევა: თხა, ვაცი, ჯიხვი, ირემი, შველი, ფსიტი). ველის ნადირი რაც არ იჭმევა.

კარღალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფარღალალა“ (მე კითხვის ნიშნები მისხედს).

კარში
ჴ. გარეთ. კარშიგით გარიდან (ჴ. მას.).

კარშიკი
ჴ. აბზინდი, ბალთა, რისაც უნდა იყოს, ქარშიკი ა) გუდ. მთ., მოჴ. შუა მოსართავი ცხენისა, მოქსოვილი; მას აბზინდა აქვს შემობმული საპალნისთვის და უნაგირისთვის, ღვედია. ქარშიკი ბ) მთ. კაცის ან ქალის სარტყელი, მოქსოვილია. მოჴ. მოქსოვილი სარტყელი კაცისთვის. ნ. გარსაკრი.

კარჩხა
ჴ., მთ., კირჩხა ფშ. ნ. კარაჩხა.

კასრი
ჴ. მომცრო კოდი (ხის მორი, გულ-ამოთხრილი და ძირ-გამოკერებული), რომელიც ყველისა და ერბოს შესანახად იხმარება.

კასრი
თ. ჭურჭელი, რაშიდაც ცხვარს წველავენ. უფრო მემცხვარეები ხმარობენ. ოჯახში დედაკაცებმა დურკი იციან.

კატათ კვირაჸე
თ. ნ. კიდინის კვირაჸე.

კატაღუა
ფშ. (რაჭ-ჭყ.) „მამლისაგან დედლის მიალერსება დასაპეპლათ“. მართალიაო, მიმიწერია. არ დამენახვის თვალითა / სამაიაში თავისა: / ქალ-ვაჟნი ერთ-ურთს უვლიან, / კატალუასა ჰგავისა (ფშ.).

კატაში
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დამჟავებულ რძეს რომ ხაჭოთ გაათბობენ, იმის ზემოთ მოგდებული ქაფი“. მართალიაო, მიმწერია. ჴ. დამჟავებული სველი რომ თავზე ქაფს მოიგდებს (მაშინ სველი არაფრად ვარგა). „იმას პერს ვეძახით“ (მთ. ).

კატოში
თ. ფიჩხი.

კატუნი
თ., ღადუნი ფშ. გარეული კატა.

კაფია
(არაბ. რითმა) გუდ., მთ., ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. ხელდახელ ნათქვამი ლექსი; გაბაასება, გაუბნება, შემღერება ლექსად; კაფიაობენო, იტყვიან, როცა ერთიმეორეს ელექსებიან. წაუკაფიაებავ ჴ. კაფია წარმოუთქვამს. ზოგის ახსნით, კაფია უფრო მარტო ერთი კაცის ნათქვამ ლექსს ერქმის, რომელშიც რაიმე სენტენციაა გატარებული.

კაღი
ნ. ყაღი.

კაშტე
თ. (გომეწარში) კალტის გასახმობი გოდორი.

კაჩა
ფშ. კაცის ფეხი მთლად, ძროხის უკანა ფეხი (მთლად). კაჩაი მოჴ. უკანა ფეხის ძვალი მუხლს ქვემოთ. ქაჯია მოჴ. წინა ფეხის ძვალი მუხლს ქვემოთ.

კაცობა
ჴ. ხანი მოწიფულობის შემდეგ (ჴ. მას.).

კაცშუაკაცი
ჴ. (კოლექტ. სახელი) მედიატორეები. შაკაცი ჴ. ერთი მედიატორე, შაკაცი მთ., მოჴ., თ. იგივე. მოჴ. მაჭანკალი, შუამავალი.

კაწაი
მოჴ. ბალახია. მისი ძირი იჭმევა. თვითონ ძირსა ჰქვიან კაწაი. გუთანს ამოაქვს ძირები. მაჩიკა (მოჩიკა) ჴ., მაჩიკა თ., ნაჩიკა ფშ.

კაწალბი, კაწარბი
მთ., კრაწალები მოჴ. ბრჭყალები (ცხოველებისა, ფრინველებისა), კაწრები ჴ. იგივე (ფრჩხილზედაც ითქმის); მწკლები ჴ., ფშ., თ. იგივე („ბრჯღალი“ არ იციან მთიულეთში, არც „ბრჭყალი“).

კაწანი
თ., ფშ. ჯაგების ღობე ცხვრის ბინის გარშემო (დაბალი, უსარო).

კაწახი
ფშ., მთ. კაკლის წენგო. ნ. ლეჯა.

კაწიბანა
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მოჩხუბარი, მოუსვენარი. უფრო ბალღზე იტყვიან“. მართალიაო, მიმიწერია. სუმუდამ მყეფარი ძაღლი.

კაწრვა, გაკაწრვა, გამოკაწრვა
ფშ., გუდ., მთ., გაქურდვა. „ისე გაქურდეს, რომ გამოკაწრეს იქაურობა“. ნ. ხრუწვა.

კაჭალა, ენა-კაჭალა
გუდ., ფშ., ჴ. (შატ.) ენა-ტანია, მაბეზღარი, ცუდი ენის პატრონი („კაცს გადაჰკიდებს კაცს“). ენა-მაწიკელა მთ., მოჴ., მეტის-მეტი მოლაპარაკე. ენათ-მზიდავი ჴ., ენა-კაჭალა ჴ. (შატ.) მაბეზღარი. წელღონა თ. იგივე.

კაჭკაჭ-ი
ფშ., ლითონი მოჴ., კაპორჩხალა (ნ.).

კაჭკაჭა
ბალახია. ნ. მელისკუდა.

კახპა
ჴ. (არაბ. კაჰბა). ბოზი; გაკახპება გაბოზება (ჴ. მას.).

კბენჩა
ნ. კმეჭა.

კბილ-სავარცხალა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ზღაპრული ქალი, რომელსაც ისეტი კბილები ჰქონდა, ხეებს ცულდივით ჭრიდა“. ბრტყელ- და გრძელ-კბილიანი. კბილ-საორცხალა ჴ. დიდ-კბილიანი (კაცი), თ. იგივე (ზღაპარში). „არეკში კი გამიგონია, ქალი ყოფილა, დედ-მამა და ძმები დაუჭამია“ (მთ.).

კბილვა
მკბილავი ჴ. ნ. კამპვა.

კბილი
ძაღლის კბილა ჴ., თ., სათხილე კბილი მთ. ეშვი (კაცისა). ძაღლის კმილა თ. უკანა კბილი. ნ. თაგვის კბილა, თივის კბილა (თივასთან).

კდინის კვირაჸე
ნ. კიდინის კვირაჸე.

კე
(ნაწილაკი) მთ., მოჴ. ხოლმე. გაიქცევა-კე, უჴდება-კე, წავიდი-კე, მითხრის-კე და სხვ.

კედ-ი, კედები
ფშ., ჴ. ორი ერთი თავში ერთურთზე გადაბმული კეტი ლუდიანი ტომრის ან ცვილის დასაწურავად. კედი თ. მარხილის ლვილი. ნ. დგალა. კედი ჴ., თ. ურდული. კედა მოჴ. (ყ. 506,19) ურდული. კედი ჴ., ფშ., თ., მოჴ. კეტი ნ. შუკუმი, წელთა, საღენჭელი.

კედელი
ჴ., თ. ხის კედელი (ყორე ქვის კედელი).

კედვა
ჴ., ჩაკედვა ჴ. ჩაკეტვა.

კედლის ჩიტა
მოჴ., ჭივჭავი მთ. ბეღურა. ჭიპჭავაი ჴ., ჭიპჭო თ. ნ. საბძლის ჩიტა.

კევნა
მოჴ. ცოხნა. ნაკევარი მოჴ. ნაცოხნი. „ნაკევარი ამაიღა ჴარმა“ (მოჴ.).

კეზი
ჴ. უმთავრესი დირე სახლის შუა ადგილზე, რომელსაც სხვა მომცრო დირეები („ხეები“) აძევს. „კეზ გაგერეკას კერასა“ (ჴ.) წყევლაა. თავხე ფშ., თავხე, თავი ხე მთ., ტანი მოჴ. შდრ. კესი. ნ. ხეები.

კეთება
(1), დაკეთება გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ხორბლის დარკვევა ტაბაკით, ცხრილით ან ჴელ-ვარცლით. სრავალი დააკეთე (მოჴ.). დარიჭნვა თ. იგივე.

კეთება
(2) ჴ., თ. ქარგვა, გაკეთებული ჴ., თ. მოქარგული.

კეთილობს
ჴ., ფშ., ჴარობს მთ., მოჴ., ეჴარების თ. ატეხილია (ფური). მძუნობს მოჴ. (ძაღლი, კატა). ცხოველთა (და ფრინველთა) დამშვიდება კეთილობის შემდგომ მთიულურად: გრილდება, დაგირლდება ცხენი, იჭეკნება ცხენი, ინერბება ცხორი, იბოტება თხა, იპეპლება ქათამი.

კელა
ჴ. კრაზანა. ნ. კრაზანა.

კელაპტარაჸი
თ. დეკის ყვავილი (ჭამენ, მწნილადაც ინახავენ).

კელობს
ფშ., ჴ., თ. ცოტად კოჭლობს. ამასთან უნდა იყოს ეტიმოლოგიურ კავშირში ბაკურჴეველ ხევსურთა მკლე – ფეხით ხაიბარი. ნ. თარყაუშობს.

კემპი
ჴ. მწვეტი კლდე, ცხვირ-წამოწვდილი კლდე, კეპი ჴ. (არხ.), გამოცხვირული, გამოკუზული კლდე.

კენკეშა
ფშ., ჴ., (რაზ.-ჭყ.), კანკეშა გუდ. მცენარეა, იზრდება მთაში, ჭამენ. მთის მცენარეები (ბალახები) მთიულის ჩვენებით: კანკეშა (კენკეშა), დუცი (დუსი, მთ.), ხოზო, ყროლაი, ყოვის პწკალაი, შუპყაი, წიწმატი, დიყი, ვირ-დუცაი, ტიტა, ფხოლის თავაი.

კენტ
დაკენტვა ჴ., დაკეჭნა ფშ. დაჭდევა. ნაკენტი ჴ. ნაჭდევი (ნახე დაღილვაო, მიწერია, მაგრამ სათანადო ბარათი არ აღმომაჩნდა).

კენტი
გუდ., მთ. არა წყვილი. ლუწი თუ კენტი (თამაშობაში) ნ. კენტი. კენტი ჴ. ერთი ძნა. ნ. ჴელი.

კენჩხო
(ვაჟა, „ივერია“, 1886, № 35) თავის სარქველი (მისხედს კითხვის ნიშნები. არ არისო, მიმიწერია).

კენწერი
ფშ. კენწერო, ხის წვერი. კენწერბი მთ. ნ. წიწკი.

კენწლვა, გაკენწლვა
(ყ. 573,1) ოდნავ გაკვრა ტყვიით.

კენწუხი
გუდ., წვეტიანი მთა. შდრ. კინჭუხი.

კენჭ
ნ. ნაკენჭალა.

კენჭ-ი
გაკენჭვა მთ., მოჴ., კენჭების აკრეფა და გადაყრა მოსახნავი ადგილიდან.

კეპი
ნ. კემპი.

კერასი
გუდ. წვრილი სანთელი. მიცვალებულის დამარხვის დროს იხმარება. გამდნარ ცვილში პატრუქს გაავლებენ და, რაც აჰყვება, ის არის.

კერკატ
ნ. ნაკერკატი.

კერკენი
მოჴ. მაგარი მიწა (არც მიწა და აღაც ქვა).

კეს-ი
ფს. შუა სახურავზე ქვეშ გაგდებული დირე. კესი, კესის ჴიდი თ. შუა სახურავზე დატანებული შოლტი, ისარი, კესი, საყუე ფშ.

კესანე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ყვავილია; აგრეთვე საალერსო სიტყვა: გენაცვალე“. „ყვავილია“, ამაზე მე კითხვის ნიშნები მისხედს. შენი კესანე ფშ., მთ. (<შენი კვნესა მე?) ბავშვებს მიეალერსებიან.

კეტ-ი
მოჴ., ჴ. კენტი. საპირისპიროა ლუწი, ლუჭყი (ნ.).

კეტ-მალულა
მოჴ. კეკე-მალულობა.

კეტამი
ფშ., ჴ. (შატ.), (ვაჟა, 220,4) მთის წაკიდებული წვერი, მთის წვერი.

კეტრი
ფშ. (რაზ-ჭყ.) „სატკბური მუწუკები თავზე“. კეტრი ჴ., მოჴ. მუწუკი თავზე, „ქაჩლიანსაც ვეტყვით და კეტრიანსაც“ (მოჴ.). კეტრიანი ვაშლი ფშ. „ვაშლს თუ კანზე ჭორფლივით ან მუწუკებივით გაუჩნდა, იმას კეტრიანს ეძახიან“.

კეტრი
ჴ. ქეცი (თმას რომ გააყრევინებს სულ). კეტრი თ. გამხმარი მუწუკი. კეტრიანი ფშ. ქეციანი, თავზე მუწუკებიანი.

კეცეული
ჴ., ფშ. თხელი ქადა (გულად ყველი და ხორცი უძევს). ნ. ცხრეული.

კეწერაჸი, კეწარაჸი
თ., მწყურიელა ჴ. (ნ.).

კეწკერბი
მთ. ნ. წიწკი.

კეჭე
თ. ცოტა მატყლი, მატყლის ნამცეცი.

კეჭნ
(იშვ. კენჭ): დაკეჭნა მთ., მოჴ. კაცი დაჭრა. ნ. ნაჭრევი. დაკეჭნა, დაკენჭნა ფშ. იგივე (მიმიწერია: ფშავლებმა იციან ხევსურების დაცინვისას. ხევსურული არ არის).

კვადი
ნ. ერთკვადი.

კვალ
ჴ., ფშ., მსგავსი, ფერი, ნაირი, ჩემ კვალ კაცი ჴ. ჩემფერი კაცი. ჩემ კოლ კაცი (გუდ.) ნ. კოლ. იმისდა კვალად (ყ. 677,8 ქვ.) იმის მიხედვით.

კვალა
(1) ჴ.: ჩემ კვალა ჴ. ჩემოდენა (ჴ. მას.).

კვალა
(2) ფშ., ჴ., თ. გირკლის თავშესაკვრელი ბაწარი. ნ. გირკალი. ერთ ხევსურს ვჰკითხე: რას ეძახით თქვენ კვალას-მეთქი? ერთბაშად ვერ გაიგო და შემომეკითხა: რაო? იქ იმ დროს იყო ერთი ჴორჴელი კაცი და ჩემ მაგივრად მან უპასუხა: კოლას გეკითხებაო.

კვალთ, კვართ
ფშ., კოლთ მთ., გუდ., მოჴ. აკვალთვა, დაკვალთვა, შამოკვალთვა, აკვართვა, დაკვართვა ჴ. დამკვართვა თ. დაკოლთვა მოჴ. აკაპიწება, და-, შემო-, დაკოტავება (სახელოებისა, შარვლისა). ქისტი ელვის სიწრაფით გადახტა წრეში, ჩოხის კალთები აიკვართნა (ლ. ბალიაური, ბუსკაის მწკალი: „ლიტერ. საქ.“, 20.7,1939).

კვალობა
იმის კვალობაზე (ყ. 858,8 ქვ.) იმისდა გვარად, იმის კოლობაზე გუდ., მთ. იმის ბადლად, იმის მაგივრად.

კვამლი
საკვამი ჴ. ერდო, კვამლის ამოსავალი სახლიდან და სინათლის ჩასავალი სახლში (ჴ. მას.). ნ. საკმისი, საკომი, შუკუმი.

კვარიხი
ფშ. ეხი, გამოქვაბულ კლდე. კორახი გუდ. წამოზიდული კლდე.

კვეთ
ნ. ნაკუწ-ნაკუწად.

კვეთა
ჴ. აკრძალვა. უკვეთ ვუკრძალავ (გათხოვებას გარკვეულ პირზე). კვეთილში ნაჯდომ ქალი, ქმარ-ნაკვეთ ქალი, კვეთილიანი ქალი (ჴ. მას. 134-136).

კვეთილიანი
ფშ., ჴ., თ. (რაჭ.-ჭყ.) „ქალი რომ ქმარს დაიწუნებდა, ფშავლების ადათით ქმარს ვეღარ შეირთავდა და ამაზე იტყოდენ: კველითიანი ქალიაო“. კვეთილიანი ქალი ჴ. ქმარ-გაყრილი ქალი, რომელსაც ქმრისაგან აღკვეთილი აქვს (აკრძალული აქვს) ერთ რომელსამე (ეჭვ-მიტანილ) პირზე გათხოვება (ჴ. მას.). ჴ. თუ ქმარმა „სამწუნობრო“ არ აიღო, შეუძლია კვეთილში ჩასვას, ე. ი. აუკვეთოს გათხოვება. შდრ. მოკვეთილი.

კვეთილობა
გუდ. რისამე აღთქმა ღვთისადმი.

კვენჩა
ნ. კმეჭა.

კვერ-ი
(1) ჩაქუჩი.

კვერ-ი
(2) ხინკალი. არის სამეკვლაო კვერი ჴ., ცხვართ კვერი ჴ. (ჴ. მას.).

კვერცხი
ჴ. (როგორც საწყაო) სტილის მეოთხედი. 4 კვერცხი ერთი სტილია.

კვერცხის საპონი
ხელის საბანი საპონი. ნ. მარანდულის საპონი.

კვეც, კვეწ
ნ. ნაკუწ-ნაკუწად.

კვიმატი
ნ. კუბატი (1).

კვირ
ეკვირება თ. აშტერდება.

კვირაე ჴ.,
კვირაჸე თ. ა) კვირადღე. ბ) „ღვთიშვილია ერთი“ (=კვირია).

კვირიონი
თ., გვირილა ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კვირია ფრინველი. იმერეთში ბალახია, რომელსაც რწყილის წამლათ აკეთებენ“.

კვირტი
(1) ჴ., თ., მთ., მოჴ., კვირტა გუდ., მთ., მოჴ., მაჭაჭა, მაჭეჭა ფშ. მეჭეჭი. ნ. მაჭეჭა.

კვირტი
(2) ა) ჴ. ბოლონდელ ჩეჩვაში დამრჩალი მატყლი.ნ. ნაგულა. ბ) თ. „ფეჴების“ (ნ.) ძირების გამოსაქსოვი მსხვილი ძაფი.

კვისტავი
გუდ., მთ., კვიშტავი მოჴ., ჴ., ფშ. ა) მუხლის თავი, მუხლის კვერი, კვიშტავი, მუჴლის ფარდა მოჴ., კუშტავი თ. ბ) ტარზე წამოცმული ქვის რგოლი, კვირისთავი.

კვლავ უფრო
(ყ. 138,8; 313,10 ქვ.), კვლავ უფრო, კვლავ უფრო! (ყ. 520) „ამ სიტყვებით მიმართავენ ხოლმე სანადიროდან დაბრუნებულ მონადირეს“; სხვა დროსაც, როცა კარგ რასმე დაინახავენ (მთ. კლო უფრო!).

კვლევა, დაკვლევა
ფშ. გაშინჯვა. ჩხრეკა მთ. ქალს ნუ ჰკვლევ ჯარობაშია: / ტანზედ ნათხოვი აცვია. / ქალი თუ გინდა ლამაზი, / დაჰკვლიე ქერის მკაშია (ვაჟა, „ივერია“ 1886, № 30). ნადირის კვლევა ნადირის ძებნა.

კვლიავი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბალახია ერთგვარი და არა ზირა, როგორც ჩუბინაშვილი ჰგონებს, ზირას ფშავში ტყიურას ეძახიან“, კვლიავაჲ მთ., მოჴ. ბალახია, კვლივა ჴ.

კვლივა
ნ. კვლიავი.

კვრენცა
მოჴ. მოწვერვა, ყანის მაღლა მომკა. გაკვრეცა ჴ. „დუქარდით“ გაჭრა. კვრენცა თ. მაკრატლით მოჭრა. აკვრეცა ფშ. მაკრატლით (პატარა მ.) გაჭრა. უბედურო კენცელაო, / ცხოთა ყანის მკვრენცელაო (მოჴ.). კვრეცა: შუაზე გააკვრეცივა ჴ. შუაზე გააჩეხინა (ჴ. მას.).

კიბალი
თ. სამ-კაპი ხე (შეყრილი). მემცხვარეებში თუშის მაგივრობას სწევს. გუდამაყარში სწორედ თუშს ეძახიან კიბალს.

კიბირჭი
ჴ., კიბურჭი ჴ. (უკენაჴო), კიბურჭი, კიპურჭი ფშ., კიბორჭაჸი თ. კლდის პირზე გაყვანილი ვიწრო, ჭყორ-ღორღიანი და ძნელად გასავლელი გზა. ნ. კიბური.

კიბორჭაჸი
თ. ნ. კიბურჭი.

კიბურ-ი
გუდ. კლდეზე ასასვლელი, მიხვეულ-მოხვეული გზა.

კიბურჭი
ნ. კიბირჭი. კიბურჭიანი (რაზ.-ჭყ.) ჴ. „კლდიანი ღადა-ღუდა გზა“.

კიდება
ჴელის მაკიდება ჴ. ფიცში ჩაყოლა; მაიკიდ ჴელს ფიცში ჩაიყოლია მაეკიდებიან ჴელს ჴ. ფიცში ჩაჰყვებიან, ჴელს-მამკიდე ფიცში ჩაყოლილი (ჴ. მას. 138-139).

კიდევაც
მთ. რატომაც არა.

კიდელ-კიდელ
ცის კიდელ-კიდელთ ჴ. ცის ტატნობზე, ჰორიზონტზე, ნ. გიდელ-გიდელ.

კიდვა
მკიდავ ჴ., ფშ., თ., მკიდია მოჴ. მმართებს (ვალი), მეკიდ ჴ. მემართა. ნ. გადი.

კიდინის კვირაჸე (კდინის კვირაჸე), კატათ კვირაჸე, შურის კვირაჸე
(სამივე ერთია) თ. ხორცის აღების კვირიაკის წინა კვირიაკე, შურის კვირა ფშ.

კიდო
ფშ., მოჴ. უბატკნოდ მეწველი ცხვარი, უთიკნოდ მეწველი თხა, უბოჩოლოდ მეწველი ფური (როცა მოუკვდება ბატკანი, თიკანი, ბოჩოლა). „ჩვენ იმას ვეძახით ბერწა ცხორს“ (მთ.), კიდუ ჴ. (შატ.) უდედო ბატკანი (ჰო ასეა!).

კიდობანა კბილი
მთ., მოჴ., ფშ., ჴ. უკანა კბილი.

კიდუ
ჴ. (შატ.) ნ. კიდო.

კილდე
ჴ. კლდე. კილდის ფეჴი ჴ. კლდის ძირი.

კილდონი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ფოცხვერი ნადირი“. კილდონი, კინდოლი ფშ., კინდოლი ჴ. „ტურის კამათი არის“ (ჴ.), [ე. ი. ტურის მსგავსიაო], ფოცხვერი. კინდოლაი ხარის სახელია.

კილვა
ფშ., მაკილვა ჴ. ნ. ჩაკრენტვა.

კილო
კილოს მიყვანა ჴ. ბოლომდე მიყვანა. „ქოოდ კილოს მიმიყვანეს“ – ძალიან შემაწუხეს.

კიმო
თ. კუთხე, ყურე. შდრ. ქიმი.

კინაღ
ჴ. კნინღა, კინაღამ (ჴ. მას.).

კინდოლი
ჴ. კილდონი.

კინთ-ი
ფშ. მოთაკილე.

კინთა, კინთულა
ჴ., კანთურა ფშ., კინტულა მთ., მოჴ. „არა, ცუნცულას ვტყვით“ (მთ. მლეთე), კოტნაჸი თ. კნუტი.

კინკრიჟო
ნ. კუტალა.

კინტულა
მოჴ. ნ. კინთა.

კინძ
ნ. საკინძი.

კინწოლი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნაპერწკალი, წვეთი“. „ნაპერწკალი“ წამიშლია და დამიწერია: ადუღებული წყლის გადმონასროლი წვეთი. კინწოლ-ი, კინწოლა ჴ. პაწაწინა, პატარა რამე. „ჩვენ კინწოლაიას“ (ბავშვზე). არხოტელი უარყოფს.

კინწრისო (კლდისა)
ყ. 212,4 ფრიალო კლდე.

კინჭლე
ჴ. (შატ.) ნ. კოფა, ჩამა.

კინჭუხი
ტყე ველსა თოვლი ყინულსა, ბრაწი კინჭუხებს შაჰრთვია (ბაჩ., „დროება“, 1885, № 181).

კიპურჭი
ნ. კიბირჭი.

კირკ
ნაკირკალა ფშ. ცხვრის ტყავის გამოუსადეგარი ნაჭერი. ნაკერკატი გუდ., ნაკერკატალი ჴ., ნაკენჭალა მთ., მოჴ.

კირკალი
მთ., გუდ., მოჴ. ნ. გირკალი.

კირკენაჸი
თ. ნ. კირკინა.

კირკილი
მოჴ. კრკილი.

კირკინა
ფშ., კირკენაჸი თ. კრიკინა, ზღვამლი, გარეული ვაზი.

კირკიტა
მოჴ. ფრინველია.

კირჩხა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კაჩხა“ გუდ., კარჩხა მთ., ჴ., კარაჩხა მოჴ., რჩხა, ჩხა თ. ჩამოსაკიდი, ტოტებიანი ბოძი, რომელზედაც ხარიხო გაიდება. „წუხელ, ძმისავ, კარგი სიზმარი რომ ვნახე, ტყავს რასმე გავზილავდი, ლეშს რასამ ვკიდებდი კირჩხაზე (ვაჟა, „ივერია“, 1886, № 34). კარჩხა, კრჩხა მთ. შდრ. ჯღრდე.

კირცხვა
ნ. გაკირცხვა.

კირცხილი
ფშ. ქრცხილა, რცხილა.

კირძა
ქ. ფშ., კენკეშა (ქვ. ფშ.).

კირწლა
ნ. კიწლა.

კირწყილი
მთ., გუდ. რწყილი. ნ. გირწყილი.

კისა
ჴ. ა) ვერძის ყვერისაგან გაკეთებული საბურნუთე. ბ) penis.

კისერ-დაზარნიშული (თოფი)
ნ. ყელ-ჭრელი.

კისრის ჴვაფი
თ., კისრისი ჴოფი მოჴ. ნ. ტილთ ჴოფაი.

კიტი
მოჴ., რიკი თ. ჩილიკი, რიკი, ჴმალ-კიტობაში (ე. ი. ჩილიკაობაში) სახმარი რიკი (კიტი მოკლე ჯოხია, ჴმალი – გრძელი). ნ. ჴმალ-ჯოხაობა.

კიტრა
ჴ., კიტრანაი მთ., კიტრი-კობალა მოჴ. ბალახია, მისი ნაყოფი მეტად წვრილია და კიტრსა ჰგავს. ჭამენ.

კიტრინი
მთ. ქაჩალი, მელოტი, თანაც მუწუკებიანი ნ. კეტრი. შდრ. ბუგრიანი.

კიცვი
ჴ. კვიცი (ჴ. მას.).

კიცხვა, დაკიცხვა
ნ. გაზველვა.

კიწაწი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კეწეწი, ჩინჩხვარი“, გამხმარი ნეკერი. კიწეწი, წიწკარი ფშ. ტოტი წვერი.

კიწეწი
ნ. კიწაწი.

კიწვი
ჴ. წვივი, მუხლის ძვალი (უფრო საქონლისა). შდრ. წიკვი.

კიწლ-ი
ჴ., კიწლა ფშ., გუდ., ჯარაზე გამოძახული ძაფი, სანამ ამოიხვეოდეს (გადაიხვევა). კირწლა მთ. რაც გაძახვის დროს ბეწვი გასცვივა („ხარჯი“).

კიწოწი
ჴ. წვრილ ხელ-ფეხიანი.

კლდე
კლდის თბე ჴ. ნ. თბე. კლდის თხა ჴ. კლდის თხა სხვაა კიდევ, ვიდრე ფსიტი და ჯიჴვი.

კლდე-კინჭუხიანი
სამშობლო (ბაჩ. „დროება“, 1885, № 187). შდრ. კენწუხი. კინჭუხი ფშ., ჴ. ფხვიერი კლდე (იშლება), სადაც კაცს გავლა შეუძლია; სადაც ფეხი მოეკიდება (მოსხმული აქვს ქვები და არ არის მთლიანი). ნ. კუნჭუხი.

კლიტე
ჴ. ნ. სასხლეტი.

კლოვ, კლო, კლო
ჴ. კვლავ; შემდეგში, მომავალში. კლო მთ., მოჴ. გაისად. კლო-კლო ხელმეორედ.

კლო უფრო
მთ. ნ. კვლავ უფრო.

კმაზულობა
შეკმაზულობა, მართულობა ჴ., კმაზულობა, შაკმაზულობა გუდ., შეკაზმულობა ფშ., საკმაზულობა ფშ., აკმაზულობა თ. ცხენი მორთულობა. კმაზულობა მოაყრევიე (გუდ.) – მორთულობა მოჰხადე.

კმენჩა
მოჴ. ნ. კბენჩა, კვენჩა.

კმილი
თ. კბილი.

კობიჭა
თ. ნ. კომიჭა.

კობოხინი
ნ. კოპოხინი.

კობრჩხილაი
მთ. (მლეთე) ნ. ყოვის მჩხილაი.

კოდ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „დიდი კასრის მასგავსად ამოხვრეტილი ხე“, ჭურჭელი პურის ჩასაყრელად. კოდი გუდ. საწყაო, დაახლოებით სამი ფუთი. კოდი ჴ. გულამოღებული ხის მორი, რომელსაც, თუ ძირი აქვს, შინ იხმარება ჭურჭლად (მაგ., პურის ჩასაყრელად), ხოლო უძიროს წყაროზე ჩასდგმენ, რომ შიგ წყალი დაგუბდეს, როდესაც წყალი ცოტა ამოდის მიწიდან (ჴ. მას.). ნ. შემდგომი სიტყვა.

კოდვა
ფუტკარმა მიკოდა გუდ. ფუტკარმა მიჩხვლიტა.

კოდის წყალი
ჴ., კოდაის წყალი მთ. თუ წყალი ბლომად არ ამოდის მიწიდან რომ სოფლის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, გულ-ამოღებულ ხის მორს ჩასდგმენ, რომ შიგ წყალი დაგუბდეს. კოდის წყალი თ. ჩამდგარი კოდიდან ამომდინარე წყალი.

კოვზი
ბაყაყის კოვზა მთ. (ჴადა), კოვზის ტარა მთ. (მლეთე), ერწო, გუდ. თავკომბალა. ნ. კუდურა.

კოვში
ჴ. ნ. კოში.

კოზი
მოჴ., ჴ., თ., კოზი ფშ. კოვზი.

კოკვ ნ. შეკოკვება.

კოკობზიკა
თ. პატარა უბრალო ბზრიალა. ნ. ქაბუზვაჸი.

კოკოშაი
ჴ. ვერცხლის ხრიკა (კოპე) არაყისა და ლუდის ამოსაღებად. გუდ., მთ., მოჴ. მწარე გოგრისაგან გაკეთებული ხრიკა (კოპე) წყლის ამოსაღებად. კოკოშა თ. (ალვანში) მწარე გოგრა წყლის ჭურჭლად სახმარებელი.

კოლ
ჩემ კოლ კაცი გუდ. ჩემისთანა კაცი. ნ. კვალ.

კოლა
ნ. კვალა.

კოლთ
გუდ., მთ., ნ. კვალთ.

კოლობა
გუდ., მთ., კვალობა. იმის კოლობაზე ნ. კვალობა.

კოლტება
აკოლტება (ავაკოლტებთ) მოჴ. აგროვება. შაკოლტება გუდ. შეგროვება, შექუჩება; „რო შაიყრებიან, შაკოლტდენო“ (გუდ.).

კოლტობა
ვკოლტობთ ჴ. გაჭირებით ვცხოვრობთ (სხვა ფორმები თითქო არ იხმარება).

კომახი
ფშ. ნ. კოპოხინი.

კომბული
ჴ. ქვამარილი.

კომიჭა
ფშ., კობიჭა თ. გუნდა (თოვლისა, მიწისა), ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გოროხი“. კომიჭა, კორკომიჭა ჴ. შეკრული ფქვილი ცომში.

კომლ-შესული
ნ. შემკმარი.

კონკი
ფშ., გუდ., მთ. ტანისამოსი (და არა იმ გაგებით, როგორც სხვაგან, ე. ი. არა დახეული ტანისამოსი). კონკები არა მაქვს, კონკები უნდა დავირეცხო. კონკის ძველი გუდ., ძველი ტანისამოსი. კონკი მთ., მოჴ., ფშ. ძველმანი.

კონტა
ჴ. (ბაკურციხე) ნ. ისკორტა.

კონჩხა, კონჩხო
ფშ., ჴ. მეცხვარის წყლის სასმისი, ყურიანი, ხისა (მეცხვარეს იგი წელზე ჰკიდია). მათარა ტყავისა არის. კოჩხო თ. ა) მეცხვარის წელზე შესაკიდი წყლის სასმისი, ყურიანი, ბ) ქაფჩა (ტარიანი).

კონჩხულა, კონჩხულაჸი
თ. პატარა ყველის კვერი (ძროხისა), კუშკანა ჴ., მოჴ. კონჩხულა ძროხისა არის მხოლოდ, ცხვრისას დიდ ყველს აკეთებენ.

კონწოლი, კოწოლი
ნ. წკინტოლი.

კოპ-ი
ფშ., თ. ქალამნის ამოსასხამი თასმა. „კოპი ეწოდება ტყავის წვრილ ზონარს, რომლითაც ქალამანი ისხმება“ (ჩაჩ. 23).

კოპალა
„ხატია“ ხევსურებისა და ფშავლებისა. მისი ეპითეტია „ბერი“.

კოპოხინი, კობოხინი
ჴ., ჴომი თ., კომახი ფშ. ქულს ზემოთ აქეთ-იქით ამობერილი ძვალი, კოჭი.

კოჟრიანი
ნ. ლიჟრიანი.

კორ-ი
მოჴ. ხის ბურთი, კორ-ჯოხობაში სახმარი. კორ-ჯოხობა მოჴ. თამაშობაა. ერთი პარტია შეაჯდება მეორეს („დედა“ დედას და „ამხანაგი“ ამხანაგს). დედა დაიჭერს კორს და გარას (ჯოხს) გაჰკრავს. სადაც კორი დავარდება, იქ უნდა მიარბენინონ „ცხენებმა“. შემდეგ გარა უნდა ესროლოს „ცხენზეით“ კორს და გააგოროს. თუ ააცდინა დედამ, „შვილი“ გაჰკრავს და გააგორებს. თუ ყველამ ააცდინა, „ცხენები“ „მჴედრებად“ გადაიქცევიან და „მჴედრები“ „ცხენებად“.

კორა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თოფის გასახედი სანიშნებელი. საბა ამბობს ბარის სატერფულიაო“. გასანიშნავი მოჴ., კორა ჴ., კორამი ჴ. (შატ.).

კორამი
ნ. კორა.

კორაქი
(ერწო) უღლის შუა ადგილზე ჩარჭობილი ორი მოკლე ჯოხი.

კორახი
გუდ., ნ. კვარიხი.

კორკომიჭა
ჴ. ნ. კომიჭა.

კორკოტა
ჴ., თ. სეტყვა. შდრ. ხორხოშა.

კორნე
ჴ. (შატ.) დაწნული აკვანი (პირველად იმაში აწვენენ ბავშვს). კორნილა ფშ. აკვანი (მისხედს კითხვის ნიშნები. ალბათ, სადაც შევამოწმე, იქ არ იცოდნენ).

კორსალა
თ. კოდალა. ნ. ყოდალაი.

კორუმი
თ. პატარა ტყე, განცალკევებით მდგომი. ფშ. (ბაჩ. „დროება“, 20) ერთად შეყრილი რამ.

კოტი
ჴ. შვეული, отвесный.

კოტნაჸი
თ., კინთა ჴ., კანთურა ფშ. კნუტი, ცინტალი. ნ. ცინცულა.

კოტორი
თ. ქადა.

კოფა
ჴ., ტაგანა მოჴ., კინჭლე ჴ. (შატ.). ნ. ჩასმა.

კოღო
მთ. (ჴადა) ბუზია ერთნაირი, რომელიც მწარედ ჰკბენს ცხენს, მოჴ. თითქო იგივეა. კარგად ვერ ამიხსნეს. კოღო მთ. (მლეთე) იგივე, რაც სალიტ. ენაში.

კოში
(1) ჴ., ფშ. ნ. თუშურა, ქოშაი, ყოში.

კოში
(2) ჩამჩა, ლუდის ამოსაღები (ტარიანი). „დიდი სალუდე თასია“ (ბეს.). „სალუდე ჯამი რვლისა“ (ბეს.), „რვლის დიდი თასი; ვინც რამე სახელს იზამს ჴევსურეთში. ეს კოვშს დიდი მნიშვნელობა აქვს“ (ბეს.).

კოშკი
მოჴ. სათიბში ქვა ქვაზე შეწყობილი (ნიშანია იმისი, რომ არავინ მოაძოვოს). სათიბის ნაპირში დგამენ. ლიგანა, ციხია ჴ. (არხ.), ლიგანა, კოშკი ჴ., სარყი მოჴ., სარყე ფშ. დასობილი გაყვლეფილი ჯოხია იმავე მიზნისთვის.

კოშრი
ფშ. (რაზ-ჭყ.) „მურკლი, წყლისგან შეკუმშული ფქვილი“, კომიჭა ჴ., კორკომიჭა ჴ. (შატ.).

კოჩა
ჴ. (შატ.) ნ. კუნტულა.

კოჩხო
თ. ჩამჩა (კოჩხო ტარიანიც არის და უტაროც (უტარო მეცხვარისა არის). ჩამჩას ხევსურეთში ქიტი ჰქვიან.

კოწლვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.), ჴ. „ძალიან რო დუღს (წყალი)“, კოწლობს თ. ძალიან დუღს. ნ. შემდგომი სიტყვა.

კოწოლი
(1) ფშ. ადუღებული წყალი რომ ისვრის შხეფს. წკინტოლი ფშ., კოწოლი ჴ. ადუღებული წყლის მიერ ამონასროლი წვეთი. ნაწკინტოლი გუდ., წინწალი მთ. (წინწალი მოჴ. ნაპერწკალი). ნ. წკინტოლი.

კოწოლი
(2) თ. დალალი, ნაწნავი.

კოჭ-ი
ჴ., ფშ., თ. ქუსლი. ნ. თოლკოჭი, თხუსი, წისქვილი.

კოჭა
ნ. თხუსი.

კოჭაობა
ჴ.: ბედნი (მხ. ბედი) ამხანაგები კოჭაობაში ან სხვა თამაშობაში (ორი ერთ მხარეზე იყოს და ორი მეორეზე). ჟანტა-მშრალა კენჭის ყრა (ორს შუა), ფერი კაი გვერდი, ჭიტი ამოთხრილი გვერდი, ზიქა თხელი გვერდი. ჩამიდგი კოჭი მასესხე. მავსწუყე, მავიწუყე მოვიგე. ჯილაზე გასვლა თავნზე ყოფნა, ფრედ თამაში.

კოჭაული
მთ. „კოჭაულს ვტყვით, ცხრა ძნაა შიგ“ (მთ.), ნ. წერი.

კოჭვა
ნ. დაკოჭვა.

კოჭობ-ი
(1) გუდ., მთ., მოჴ. სპილენძისგან (ან თიჴისგან) ერბოსთვის გაკეთებული ყურიან-ყელიან-ჭოჭიანი ჭურჭელი, პატარა, თუნგივით მოყვანილი.

კოჭობ-ი
(2) ჴ. ვერცხლის თასი, მაღალი. „კოჭობი არის ვერცხლის თასი ლუდის სასმელი“ (ბეს.).

კოჭობა
ფშ., გუდ., მთ. მინდვრის სოკო, ნ. ზოკო.

კოხი
(1) ფშ., მთ., მოჴ. გურჩი, ფილთაქვა, მრგვალი ქვა, „მირგოლი ქვა“ (გუდ.), „გურგალი ქვა“ (მთ.), მოჴ. იგივე და ქვა საზოგადოდ. ჴ. ქვა, რასაც ხელით აიღებს კაცი. ნ. ფილთაკოხი.

კოხი
(2) თ. წიხლი. დაკოხვა თ. დაწიხლვა.

კოხი
(3) ჴ. მკვახე.

კოხმიჯი
ფშ. ნ. კოხუჯი.

კოხუჯი
გუდ., მთ., მოჴ. ქალამანი, კოხმიჯი, კოხმინჯი ზ. ფშ. სიტყვა გამოსულია ხმარებიდან: კოხმიჯნი ჩაიცვენ, შვილო, გამიგონავ ბებრისაგან“ (ფშ.). კოხუჯი მოჴევეებმა იციანო (მთ.), „ჩვენ ქალბანს ვეძახით“ (ჴ.). კოხუჯს ხევში ზემოდან არა აქვს რა და წმინდა მოჩანს. მხოლოდ ძირი აქვს და ზედაპირი – არა. თასმებით არის გადაკრული. ნ. ბანდული, ჴუნჩა.

კრაველი
ჴ., მოჴ., თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბატკნის განაკრეჭი მატყლი. მატყლს სამნაირად ჰყოფენ

კრაზანა
(1) შდრ. კაზარა.

კრაზანა
(2) თ. ბალახია. ცხვარმა რომ ჭამოს, მატყლი გასცვივა ტანზე, ზოგი მოკვდება კიდეცო.

კრაწალები
მოჴ. ნ. კაწარები, მწკლები.

კრაჭუნა
თ., რეტ-რეტა ჴ., კუტ-რეტა ფშ. ცხვრის ავადმყოფობაა: უცბად კლავს ცხვარს. (ცხვარს) კბილების კრაჭუნი აქვს და იმიტომ დორბლსა ჰყრის პირიდან.

კრეფა
(1) (კრეფ-კრიფ), ყ. 674,5 დაწევა. მიწევა.

კრეფა
(2) ჴ. თივის მოხვეტა ფოცხით. „საკრეფლა მივალი“ (ჴ. შატ.) ნ. საკრეფელი.

კრიჭა
ნ. ნაჭლიკა.

კრკო
ნ. კურკო.

კროჭი
თ. პატარა ყუთი ხისა, სახურავიანი. კროჭაი ჴ. დიდი ტაგრუცი, კიდობანი.

კრუმა
ფშ., ტრუპკა ჴ., ფშ. წიწიბურა.

კრუტი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. (არხ.), ფშ., თ. (თუშეთში იშვიათად, ჩვეულებრივ კრუხი იხმარება) კრუხი. მოკრუტება მოკრუხება. შენი და კვერცხად აქცია, / მენამც ზედ მომაკრუტაო (ფშ.).

კრჩხა
მთ. ნ. კირჩხა, ჯღრდე.

კუა
თ. კუ.

კუაი
მოჴ., ბელი ჴ., მოჴ. (იშვ.), მძღრენი მოჴ. განავალი. კუაი ჴ. კუილი (ბავშვისა).

კუბატი
(1) თ. კვიმატი, მარცხიანი დღე.

კუბატი
(2) ჴ. პატარა ქადის კვერი, კუტაპი მოჴ. სამარხვო ხინკალი (შიგ კარტოფილი იქნება ან სხვ.).

კუდ-ბეჭედა
თ. ნ. კუდოვანი.

კუდ-ი
სამხრის კუდი ფშ. ჭამა სამხარსა და ვახშამს შუა. სამხართ უკენა მთ. „სამხრის კუდი არა და ვაჴშმის კუდი გამიგონია“. ნემსის კუდი გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. ნემსს რომ ძაფი შერჩება კერვისა ან ქსოვის შემდეგ.

კუდ-ჯიჯიტაი
მოჴ. კუდ-მოხვეული. ჯიჯიტაი ჴ., ფშ. რკალი რამ (სათამაშოდ).

კუდიან-ი
ჴ. ავ სულად წარმოდგენილი არსება, რომელიც კუდიანთ ღამეს ტილს და რწყილს გადააშლის თავზე მესმიანებს და იტყვის, ვინ რისგან მოკვდება სოფელში (ჴ. მას. 149-151)

კუდიანთ კაზარა
გუდ., მთ., კელა ჴ., ფშ., კრაზანა, ბზიკი. ნ. კაზარა.

კუდიანთ წუხრა
ჴ. დიდ მარხვის უკანა კვირის ოთხშაბათ ღამეს სახლის პატრონი ნახშირს მოაყრის ყოველგვარ საგანს სახლში (ტანისამოსს, იარაღს, ლოგინს და სხვ.) კუდიანთაგან დასაცავად (ჴ. მას. 149-150).

კუდო
ნ. წერწა.

კუდოვანი
ჴ. ბოლო-თეთრი ძერა (ტანი შავი აქვს. თუ ტანიც თეთრი აქვს, მაშინ ორბს ეძახიან). კუდ-ბეჭედა თ., ფშ.

კუდურა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) თავკომბალა. სანსალა მოჴ., სამსალა ჴ. (შატ.), ბუთუთა ჴ., ბაყაყის კოვზა მთ., სასალაჸი, სალსალაჸი თ.

კუზურაჸი
თ. ეს მეტაჸ კუზურაჸი არს თ. – ამან ბევრი სატნის (ყველის) მიჭმევა იცის. აკუზურაჸებ ატან, აჴდურებ. უდერაჸს ნუ აკუზურაჸებ თ. – ბევრს ნუ ატან.

კუთ-კუთად
ქუჩად: კუთ-კუთად ჩამოწვა ნისლი (ყ. 480,1). შაკუთება ჴ. (სისხლზე).

კუთი
მთ., მოჴ., თ. წვივის უკანა (რბილი) ნაწილი.

კუთხი
ჴ. კუთხე. ზენ-უბან ციხე დაიქცა, კუთხი გამასქდა ქვისაო (ჴ.).

კუკი
თ., კუტნი ჴ. cunnus ნ. კუტნი, ზუტი.

კუკუხო
მოჴ. ნ. კუნკუხო.

კულა
(1) მოჴ. ხშირად ხმარობენ დედაკაცები: კარგი-ღა, ჩე, კულა! სუ-ღა, კულა ჩე! თავად წავა კულა. მაიტა-ღა, კულა ჩე! კარგი-ღა ბეჩა კულა.

კულა
(2) ჴ., მოჴ., ფშ., გუდ. „სახლში ბოძივით აშენებული ქვისა, რომელიც იმაგრებს სახლს“ (ბეს.). ქვებისაგან აშენებული კედელი, ბოძის მაგიერ ამოყვანილი. მთ. ქვით აშენებული ბოძი (არშინ-ნახევარი იქნება ირგვლივ). კულო ჴ. (შატ.) ოთხკუთხი ბურჯი. შდრ. ლიკვი (2).

კულაჸი
თ., კლოვ ჴ., ფშ. გაისად.

კულო
ჴ. ნ. კულა (2).

კულუხი
მთ., ფშ., მოჴ., ჴ. ღვინის ღალა ხატისთვის. ხატებს წინათ მამულები ჰქონდათ ბარში. კულუხი საზოგადოდ ღალა არის, უფრო კი სასმელებისას ჰქვია. ნ. მათარა (2).

კუმეტი
ჴ. ახალწლის მეორე დღე, 2 იანვარი. ნ. წელწადი.

კუმპაი
მოჴ. ძროხის ნეხვი ახალი. დაკუმპა მოჴ. კუმპა დააგდო, მოსკორა. სკორე ჴ., თ.

კუნელი
(1) ჴ., ჴრილი ჴ. მტვერი. კუნელი ფშ. კორიანტელი, ქარით აყენებული მტვერი ან თოვლი.

კუნელი
(2) თ. ორთქლი. ნ. ონჩარი.

კუნკ
იკუნკება მოჴ. ნ. წამოყუნტვა.

კუნკუხო
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „იგივე კუკუხო, უკანანი“. კუნკუხონი, კუკუხონი ფშ. გავა (?). კუკუხო მოჴ. საჯდომი ძვალი მეჯების ქვემოთ.

კუნტულა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უკუდო“, კუდ-მოკლე (ცხვარი); მოკლე-ტანისამოსიანი. მოჴ., თ. უდუმო ცხვარი, მცირე დუმიანი; ცხვარი, რომელსაც დუმა არ აჩნია. კოჩა ჴ. (შატ.), დუმა-კუნტა ჴ.

კუნძი
მთ. (ჴადა) კერაზე ქვემოდან ცეცხლის მისადები ხე. ნ. ძელი.

კუნჭუხი
ჴ., თ. წვეტიანი კლდე. ნ. კინჭუხი.

კუპრი: ქალ-კუპრო, ბიჭ-კუპრო
გუდ., მთ., მოჴ. წყევლაა. ნ. შავი.

კურ-ცეცხლა
ჴ. ნ. ყურ-ცეცხლა.

კურატი
ფშ., მთ., კურეტი ჴ. ხატისად შეწირული ხარი, რომელიც არ დაიკოდება და არც უღელში გაიბმის. დაუკოდავი ხარი („მოზვერი“ ბეს.), ხატის დასაკლავად განკუთვნილი.

კურკლი
ჴ. ნ. დრემლა.

კურკო
ფშ., თ. გირკო ჴ. რკო.

კურუმი
ფშ. ნ. კორუმი.

კურხალი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ორთქლი“, კურხელი ჴ. კურხელი ჴ. ნ. კურხალი.

კუს-ი
(ჭყ.) ჴ. ყველის კვერი. კუს-ერბო ჴ. ერბო ყველი. კუსი თ. ახლად ამოღებული ყველი უმარილო.

კუსება
გავრცელებულია აზრი (ა. ზისერმანსაც მოჰყავს იგი „კავკაზში“ 1851 წ.) თითქოს ხევსური ჭერხოდან ჩასძახებდეს თავის დიაცს: კუს თუ გეკუსებისაო? დიაცი თითქო უპასუხებდეს: მეკუსებისაო, ან მეჴსენ, მეძინებისაო, მეხიმც გედღლიშებისაო! მაგრამ დამარწმუნეს, რომ სულ ტყუილიაო. ასეთი სიტყვები არ არსებობს ხევსურეთში (არ არსებობს არც მეხი). საჯამბარაოდ რომ მიდიან ხევსურები ბარში (ჭაპნის დასაწნელად), მართალია, მაშინ ეუბნებიან ბარელებს (ან ვისაც შეხვდებიან) ეგრე ვიცითო, მაგრამ ხუმრობითო (ნ. მაინც კუსკუსობა).

კუსკანა
ნ. კუშკანა.

კუსკუსა
ნ. კუსკუსელა, დათვის ქაჩქაჩა.

კუსკუსელა, კუსუსა
მოჴ. გუდა-ფშუკა, დათვის ქაჩქაჩა, ყოვის საჩუარა მთ., ყვავთ კუსა ჴ., მყვართ კუსაი ჴ., მყორთ კუსაი (ჰო, ასეა) ჴ. (არხ.), ყვავთ ყველი თ. სანამ პატარაა, გაიზრდება, გაშავდება და საცუარა თ. (დიდი), ყოვთ საცუარა ფშ., კუსკუსელა (ან კუსუსა) პატარაა, რომ გაიზრდება – დათვის ქაჩქაჩა.

კუსკუსობა
ჴ. „ქალი და ნეფე იმ ღამეს ერთუცს მიუცოცდებიან, კუსკუსობას დაიწყებენ“ (ჴ. მას. 133,7).

კუტ-ეკალა
ფშ. ბურბუშელა თ. ბალახია შირაქში.

კუტ-ი, კუტნ-ი
ჴ. Cunnus, pudenda mulieris, ორივე ბაგე vaginae. ზუტი თ.; „დიაცმ თუ გაგვაჯავრ, «დაგეწვნეს კუტნიო» ვეტყვით“ (ჴ.). კუკი თ. იგივე.

კუტ-რეტა
მოჴ., ფშ., რეტ-რეტა გუდ. ნ. კრაჭუნა.

კუტალა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „კინკრიჟო“. კითხვის ნიშნები მისხედს. არ იციანო, მიმიწერია. ზემო ფშავლებმა იციანო, გომეწრელმა მითხრა.

კუტაპი
მოჴ. ნ. კუბატი (2).

კუტუ, ყუტუ
თ. ლაგინა (ლაგინას გურიაში პატარა საწყლე დოქს ეძახიან თუჯისას).

კუშკანა
მოჴ. (<კუსკანა?) პატარა ყველის კვერი; კონჩხულა თ.

კუშტავი
თ. ნ. კვისტავი.

კუწ (კვეწ), კვეთ, კვეც
ნ. ნაკუწ-ნაკუწად.

კუჭ-ი
(1) გუდ., თავ-ქუდი მთ., ქუჩალა (<ქუდ-ჩალა?) ფშ., ჴ. მოწვერილ თივაზე დასაფარები (ისევ თივისა), რომ წვიმა არ ჩაუვიდეს.

კუჭ-ი
(2) ჴ. ქუდის თავი (უბეწვო), კუჭულაჸი თ.

კუჭ-ი
(3), მრ. კუჭები გუდ., მთ., მოჴ. ჩოხის ნაოჭის თავები. ნ. გუჯასტა.

კუჭალი
ფშ. ა) ბატი-ბუტი, ბატილი, დახლილი სიმინდი, ბიჭონი ჴ.; ბ) ოთხკუთხი ქადა.

კუჭეჭი
ნ. ჩიჩქი.

კუჭმაჭები
ყ. 274,19 შიგნეულობა საქონლისა. კუჭმეჭები მოჴ. თირკმლები. კუჭმეჭა ჴ. ჩიჩაყვი (ფრინვლისა).

კუჭოი
თ. ხბო, სანამ ძუძუს აბია. ნ. მზორაი.

კუჭულა
ჴ. ქოჩორი. კუჭულა მოჴ. შეკრული ბალახი ქალამნებში ჩასაგებად. კუჭულა თ. გადაყრილი ნაგავი.

კუჭურაჸი
თ. ჯვარ-დაწერილი დედაკაცის თავზე სატარები ჩიხტა-კოპის მსგავსი.

აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი

ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.

აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.

ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ

Don`t copy text!