There are currently 540 names in this directory beginning with the letter ს.
საანჯმო
(სპ. انجمن კრება) საფეხნო, საფეხვნო ჴ., საერობო მო ჴ., მთ. ხალხის შესაკრები ადგილი: „საანჯმო საბაასო, დილა-საღამოს ხალხის შესაყრებელი ადგილი“ (ჩაჩ. 119).
საბაკნია
მოჴ. ა) კედელზე ჩამოკიდებული გოდორი, ჭურჭლის შესანახავად. ბ) რაშიც ლენცოფის თესლი არის მოთავსებული, ძაღლის ფსელაი ჴ. (მთლად).
საბაყაყე
მოჴ. ცხენის ფეხის ფლოქვის შუაგული („საბაყაყე ამასჭერ“), სამყვრე ჴ., სალი ჴ. (შატ.), ყვატი თ., ბაყაყი ფშ.
საბელ-ი
ჴ. „ცაცხვის ხის კანისაგან (ე. ი. მუშისაგან) დაგრეხილი საბელი ხევსურეთში ბაწრის მაგივრობას ეწეოდა“ (ჩაჩ. 26). ნ. საბრუნავი, შუბის ტარი.
საბელ-ორხალი
ჴ., კავ-საბელი ფშ. თივის ქვეშ გასაგდები ორი ხალი (ფშავში უმთავრესად ერთი ხალი) და ზედ გადასაჭირები საბელი.
საბლის მიწა
„გასაბლვა მიწებისა თავდაპირველად ყველა ქიზიყის სოფლების გარეშემო, უფრო კალოებამდის (კალოები სოფლელთ მოშორებით აქვთ), მიწები კომლეურად ოჯახის მოთავეთა შორის ათ-თხუთმეტ წელიწადში ერთხელ უეჭველად ისალბებოდენ (თოკით ჰყოფდენ). ასე განაწილებულ მიწებს მდიდარნი კალოს ხარის საძოვრად ჰყორუღავდენ. სახელს „საბლის მიწას“ ზოგან ქიზიყში არ ხმარობენ და ეძახიან დასაკუთრებულ მიწებს“ (შაქრო, „დროება“, 1884, № 168).
საბრმობელა
ჴ., ყოვის საცუარა ჴორ., ყოვის საჩუარა (ასეა!) გუდ., ყოვთ საცუარა მთ., კუსკუსელა მოჴ., დათვის ქაჩქაჩა მოჴ., ყვავთ კუსა ჴ. (სანამ გაიზრდებოდეს; გაიზრდება და საბრმობელა), ყვავთ ყველი თ. (პატარა), საცუარა თ. (დიდი).
საბრუნავი
„წვერ-მოკაუჭებული ჯოხი, რომელსაც ოდნავ მოხრილი სახელურა აქვს“ (ჩაჩ. 25). „გამშრალ მუშს კვლავ წვრილ ზოლებად ხლეჩდნენ, შემდეგ საბრუნავზე ახვევდნენ და გრეხავდნენ“. ორ წვერად დაგრეხილ მუშს საბელი ეწოდება (ჩაჩ. 25).
საბუჴარი
(მრ. საბუჴრები) ჴორ., საფუჴარი ჴ., საჴელური, ჴელის ჯაგები მოჴ., ქურო თ. ხელთათმანი. ნ. საფუჴარი.
საბღუჯი
ჴ., ფშ. ფარის ჴელ-ჩასაჭიდი. საბუჯღი ჴ. (არხ.), დასაბღუჯება (ფარისა) ჴ., ფშ. ფარის ხელში აღება და მომარჯვება (ბაჩ. „დ.“ 70). დაისაბღუჯა ფარია ჴ. (ჴ. მას.).
საგან-ი
ფშ., ჴ. სამიზნე. საგანზე გაიტანე ფშ. შორს გაიტანე, გასაგნვა ფშ. (სროლა, გაკვრა, გასროლა (ისრისა, ჯოხისა). ნ. გან.
საგდოლი
მთ. ურდული, „საგდოლი წამაუგდე კარსაო“. კედა მოჴ., კარის კედი ჴ., საგდოლი თ. ზემოდან ჩამოსაშვები კედია, განზე გასაწევი – ურდული თ. ნ. წელთა.
საგრეხელა
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ხის ჯამბურა, თითის ტარის სატრიალებელი“. ნატეხარი მთ., სახრელი ჴ., თ. (ჴევში ტარს ძირს არაფერი არ უძევს).
საგულე
მოჴ. დედაკაცის ტანსაცმელი. გარედან აცვიათ, გრძელია, ახალოხის მაგვარი. „ახალოხის მაგიერი ქალების ტანსაცმელი“ (ყ. 486, 512, 8). დუშლუყი მთ., გუდ. ახალოხისებრი ჩასაცმელი დედაკაცებისა. საგულე ჴ. ახალოხი (კაცისაც და ქალისაც). საგულე ფშ. ჟილეტი.
სადიაცო
ჴ. (ჭყ., ვ. წ.) „ქვემო სართულის ოთახი ხევსურეთში. იხ. სამყოფო“ შეცდომაა. სადიაცოა ა) დედაკაცის ჩოჴა (ჯუბა), შიგნით ჩასაცმელი (გარეთ ჩასაცმელია ქოქლო); ბ) დედაკაცის ჩამოსაჯდომი მხარე (ჭერხოშიც და ბოსელშიც. ე. ი. ზემო სართულშიც და ქვემო სართულშიც). კაცები და ქალები ერთად არ დასხდებიან: ერთ მხარეს სამამაცო არის, ხოლო მეორე მხარეს – სადიაცო . სადიჸაცო თ. ა) დედაკაცის ჯუბა (ჩოჴის ქვეშ), კაბის მაგივრობას სწევს; ბ) სადედაკაცო.
სადისწულო
თ. შვილების მიერ დედულეთის ხატში გასაწევი წვეულება, რომელზედაც უნდა მიიწვიონ დედულნი. სანოვაგე (პური, ყველი და სხვა) შინიდან უნდა წაიღონ. ლუდი კი დედულეთში უნდა ადუღონ. შდრ. საქალთანო.
სადუმე
მოჴ., თ. საქონე, ქონის შესანახავი, რომელიც ქამარზეა ჩამოსაკიდებელი. „ამოსრისა ძველს ქონში, რომელსაც სადუმეში ყველა მთიელი ატარებს“ (ყ. 694, 5 ქვ.).
სადღობელი
მთ., მოჴ., ვორია ჴ., ჩხუტი თ., ფშ., ვარია, სადღვებელი (ჩხუტი დგას და შიგ ბარნელას ურევენ, ვარია კი გვერდელად ძევს და აქანებენ).
სავარცხალი
ფეჴის სავარცხალი მოჴ., ფშ. ფეხის ზურგი (თითებამდე), ფეჴის საორცხალი ჴ. იგივე. ჴელის სავარცხალი ფშ. ხელის ზურგი (მაჯიდან თითებამდე), ჴელის საორცხალი ჴ. იგივე.
სავსავი
გუდ., მთ., მოჴ. ხელების თრთოლა (ბოღმისაგან, გულის წასლისაგან, ავადმყოფობისაგან). გასავსავება გუდ., მთ. „ვერა და ვერა! დამშვიდების შემდეგ აღელდა ისევ და ხელები გაასავსავა“ (ყ. 588, 18 ქვ.).
საზარაჸი
თ., საჭივარა ფშ. სიკორკობილა (გურიაში), ე. ი. ფიცარი, დადებული შუა ნაწილით ქვაზე ან ხის ნაჭერზე. ფიცრის ბოლოებში დადგება ორი ბავშვი და ხან ერთი ადის ზევით და ხან მეორე. ამ თამაშობას თუშები ეძახიან ყინტრაობას.
საზარე
გუდ. სასიმინდე, ნალია. თითქმის ყველგან კედლები დაწნულია, რომ ჰაერმა იმოძრაოს და სიმინდი კარგად გახმეს. გუდამაყარში მითხრეს, რომ ზარს ბარში ზარულს ეძახიანო. მთიულეთსიც ეგრე მითხრეს: ბარში იციანო. ჴ., მოჴ. არ არის.
საზელელი
თ., საღენჭელი მთ., მოჴ., ჴიმური ჴ. გულ-ამოღებული ქვა ან ხე, რომელშიც ტყავის საზელ კეტს უძევს თავი.
სათაგვე
ჴ. ხელის ნაწილი მხარსა და იდაყვს შორის. სათაგვე თ. ხელის კუნთი (იდაყვს ზემოთ), სათაგვე ფშ. ხელის სახრელი მწყესი იდაყვთან.
სათავნო
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. ქალის მიერ საკუთარი შრომით შეძენილი ქონება (როგორც უძრავი, ისე მოძრავი). უფრო ხშირად სათავნო აღნიშნავს ქალის მზითევს. სათავნოს ხევში უფრო მალვით თუ შეიძენენ. თუ გაუგეს, ოჯახში უსიამოვნება ჩამოვარდება.
სათარი
ფშ. თივის ქვეშ გაგდებული ჯოხი. ეს ხალა არისო, გუდამაყარსა და მთიულეთში მითხრეს. საცა ხალაა, იქ სათარი არ არის საჭირო, სადაც სათალია , იქ ხალა არ უნდა, ერთ-ერთი უნდა, ორივე თავისთვის იხმარებაო. საცა გვერდოა, იქ სათარი უნდა, კაცი წინ უძღვება; ვაკეზე ხალა უნდა, გასწევს და გაათრევსო.
სათარი
ფშ. ა) თივისა, ბ) ჩამოსათრევი ხე, ხარებით ჩამოსათრევი შეშა. სათრულა ფშ. ძნისა. სათარი მოჴ. თივისთვის. სათარი ჴ. ყველაფრისთვის იხმარება: თივისთვის, შეშისთვის, ძნისთვის. მთიულეთში: სათარი თივისთვის არის, ფუცხი – ძნისთვის. ნალო, ქვემოთ იციან ლაჩქინი (ქვემოთ, ე. ი. არაჴვეთის ქვემოთ ქიმბარიანთასა, მაშასადამე, ქვემო მთიულეთში).
სათარი
თ. ჩამოსათრევი ხე. სათარი მოჴ. თივის სათარი: არყის ტოტებისაგან დაწნული ჩელტი, რომელზედაც მთაში თივას აგებენ, რომ ზამთარში თოვლზე დაითრიონ. ერთი სათარი სამ-ოთხ წელი/p388/წადს კმარა. თივას აქვს თავისი სათარი. იმ სათარს აქვს: ვალდახი (დაგრეხილი ბალახისა), საკუდური და სამჴრეები. წამოღებისას თოკით შეჰკვრენ კიდევ.
სათაურა
(4) თ. ა) აღვირისა და ავშარის თასმა ცხენის ყურებს უკან გადაგდებული, ბ) შარვლის ზემოთ მოკერებული სხვა ქსოვილი.
სათაურაი
(2) გუდ. ხე, რომელიც ზევიდან არის მიდებული კერაზე და იწვის. (ქვევიდან არის კიდევ მიდებული და მას ძელი ჰქვია). სასთაულაი, სართაულაი მთ. კერაზე ზემოდან მიდებული ხე, „ძელი ქვემოდან რი“ (მთ.).
სათითე
ჴ., ფშ. „რკინის საცერული თითზე გასაკეთები ჩხუბის დროს, რითაც ურტყმენ მოშუღლარნი ერთუცს“ (ბეს.) ცერზე წამოსაცმელი ყოველგვარი საჩხუბარი იარაღი. ნ. მაღალი, საცერული, ღაჯია.
სათითე
მოჴ. ა) სათითური, ბ) ცერზე წამოსაცმელი საჩხუბარი იარაღი; გ)ყანის მკაში თითებზე წამოსაცმელი, ხისა, რომ ნამგალი არ მოხვდეს თითებს.
სათითური, სათითურაი
მოჴ. სადღვებლის სულის საქცევი (ნახვრეტი), შუშუტა მთ. წიწიეთა მოსავალი სადღობელჩი ჩაჰყარიან; როცა ბევრი მოუვიდის, სათითურზე მოჰყარიან (მოჴ.).
სათუთქავაი
მთ. საწერელი (ფრჩხილის ავადმყოფობა). გაცმული ფშ., თითბეჭედაჸი (თით-ბეჭედაჸი თუშეთში ცისარტყელაც არის და საწერელიც, ფრჩხილის ავადმყოფობა).
საით
მოჴ. (ყ. 57, 14; 71, 15 ქვ.; 212, 8; 241, 17, 10 ქვ.; 247, 17) როგორ. რაჴლა ჴ., რაჸგვერ თ., საით-როგორ მთ., მოჴ.,
საკარგყმო
ჴ. (ნ. ურბ.) „კარგი ყმის სადღეგრძელო“. თუ ვინმემ თავი ისახელა რითიმე (ვთქვათ, თუ მოსისხლე მოკლა), ხატში საკლავს დაკლავს და პატივისცემის ნიშნად სასმელს (ლუდს, არაყს) მიართმენ კოშით, ჭურჭლით ან ჩხუტით (ნ. ჩხუტი (2). საკარგყმო თ. ნასახელარი კაცისათვის ტარ-კოშით მირთმეული ლუდი.
საკედური, საკედურა
ჴ., ფშ., თ. კედელში დატანებული ხვრელი კარებთან ურდულის („კედის“) თავის შესადებად.
საკვამი
ჴ. ა) სარკმელი (სინათლისთვის), ბ) ერდო (ასაჴედ – ჩამოსაჴედი), ჴ. (მიღმაჴევში) სარკმელი მხოლოდ. ასაჴედ – ჩასაჴედს ერდო ჰქვია. სარკმელი თ. სინათლისათვის, ერდო – ასაჴედ – ჩასაჴედი, საკვამლაჸი თ. კვამლისთვის. საკომი ფშ. საკვამლეც არის და სარკმელიც. ნ. შუკუმი.
საკვირაო
ჴ. „დილას კიდე ღამის მთეველ ჟამის საწირს მაიტანს: სამს ქადას, ცხრას ზედ საკვირაოს“ (ჴ. მას. 122,28).
საკინძი
ჴ. ღილი. „ჴევსურეთში ქალებმა, კაცებმ იციან პერანგის და ფარაგის ნაპირზე; მძივისა არის გაკეთებული“ (ბეს.).
საკლავი
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. (ყ. 13,8; 94 შენიშვნა) ცხვარი, უმთავრესად ხატში მიყვანილი დასაკლავად.
საკოტარი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „მანქანა ცხენის უკანა ფეხებზე გასაკეთებელი, რომ წიხლი აღარ გაიქნიოს“, პალავანდი. საკოტარი ფშ. ფურმა რომ წიხლი არ გაიქნიოს წველის დროს, ჯიჯიტას ჩამოაცმევენ წინა ფეხის მუხლზე და უკან ჯოხს გაუყრიან, რომ არ წამოიძროს. ფური ფეხს ვერ გაშლის და წიხლს ვერ გაიქნევს (სამ ფეხზე დგას). ცხენისა კი დუშაყი არის. დუშაყი მოჴ., ფშ. სამ ფეხს ცხენისას (ორს წინასა და ერთ უკანას) თასმებითგადააბამენ. ეს არის დუშაყი. იგი ღვედისა არის, მათრახადაც იხმარება.
საკოჭურა
ფშ., სალაჴი თ. შარვლის ბოლოს მიკერებული ნაჭერი, რომელიც ფეხის გულს ამოედება და შარვალს იჭერს.
საკუდე
ჴ. თალა, ბოჭკის შემოსაჭირებელი. ყაპყატო ფშ., თ., საკუდე მთ., საკუდნა ჴ. (ბაკურჴ.). ნ. ყაპყატო, ჭრო.
სალამურაჸი
(2) თ. გველანა, გველთევზა. თევზია წვრილი და გრძელი, მუცელზე ნახვრეტები აქვს სალამურასავით.
სალებავი
ფშ. (რაზ.–ჭყ.) „სამღებროსთვის საჭიროა. როცა ყვითლათ ან მწვანეთ ღებავენ, ნართს ჯერ ტყემლის წყალში ამოავლებენ და მერე სამღებროში ჩააგდებენ“. ლები ჴ., ფშ. კლდეს გამოსდის, მლაშეა. დიში თ. იგივე.
სალთა ცხენი
მთ., ფშ., ჴ. ცალთა ცხენი მოჴ. უბარგო ცხენი, უსაპალნო. სალთა თ. ა) უბარგო (ცხენი), ბ) მარტო კაცი (უბარგო, უცხენო).
სალუდე ქვაბი
(რაზ.-ჭყ.) „რაშიაც ლუდს ხარშავენ. სამი ალაბი სიმაღლე ექნება. ძირი წოწოლა აქვს შაქრის თავსავით და პირი განიერი“. სპილენძისაა.
სამ
ფშ., ჴ., გუდ., მთ. სადღაც, ოდესღაც. ახლა სამ ვიყავ, აქათ სამ მოკლეს. სიდაჸმ თ. იგივე. ჲაქ საიდაჸმ, კარგადაჸ სიდაჸმ, შარშანის სიდაჸმ.
სამ-ფეჴა
მოჴ., სიფრო მოჴ., ტაბლა ჴ. დაბალი, ვიწრო და გრძელი მაგიდა. სიფრო მოჴ. მრგვალიც არის, მას სამ-ფეჴასაც ეძახიან.
სამაია
(არაბ. სამჸ سماع დერვიშთა რელიგიური ექსტაზი როკვა-ცეკვისა და გალობის თანხლებით) ცეკვაა, ფერჴისა არ არის. მხრებზე აქვთ გადადებული ხელები და ირგვლივ უვლიან, ტრიალებენ. ერთიკი შუაშია და სასმელს აწვდის მოთამაშეთ (ეგ ფერჴისა არისო, გუდამაყარში მითხრეს).
სამაია
ფშ., გუდ. ცეკვაა: ხალხი წრეს აკეთებს და უყურებს: ქალ-ვაჟი (ფშავში) ან ორი ვაჟი (გუდამაყარში) დაუვლიან ცეკვით და ერთი-მეორეს აშაირებენ. გუდამაყარში ქალის სიმღერა სირცხვილია. არ დამენახვის თვალითა სამაიაში თავისა. (ნ. კატაღუა). ფერჴისა. ბევრი ხალხი გააბამს ხელებს, ნელ-ნელა უვლიან და მღერიან ერთს სიმღერას. ერთი იწყებს, მეორე იმეორებს. სამაიას ჩამაუვლი კაცი ნაბად-ჩალიანი. სამათურო გზა მასწავლეს, სოფელ მიქეს ქალიანი. მე იქ ქალი ვერა ვნახე, ბებრებ ისხდენ ტყავიანი. (ზანდუკი, 19. 6. 1913).
სამამფიცრო
ჴ. თუ ვისმე ქურდობა დაჰბრალდა სოფელში და მან დაიფიცა ჯვარში და ფიცით გამართლდა, დამკარგავს (ქურდობის დამბრალებელს) ხუთ მანეთს გადაახდევინებს, რასაც სამამფიცრო ჰქვია (ჴ. მას. 138 – 139).
სამბური
(2) ჴ., მოჴ. ( < საბმური) ძროხის მარგილზე მისაბმელი მოკლე თოკი ან წნელი, საძირე გუდ., მთ., ჯარჯაკვალა თ., წინდის სამბური მთ. ნ. გირკალი, სახვიელა.
სამთელ-მკვდრო
ჴ. „თუ კაცმა კაცს თოფი ესრივა და გასცდა, არ მახვდა, მაშინ სამთელ-მკვდროს აიღებს ხუთს ძროხას“ (ჴ. მას.) ნ. სამთლო-სამკვდრო.
სამთლო-სამკვდრო
ჴ. თუ ჩხუბში დაჭრილი განსაცდელშია (არც მთელია და არც მკვდარი), შეიძლება შერიგება მოხდეს. მაშინ მომეტებულს აძლევენ (ვთქვათ, ოცდახუთ ძროხას), შემდეგ გინდ მოკვდეს, სისხლი არ დაედება. ამ შემთხვევაში სამთლო-სამკვდრო შესარიგებლად მიცემული ძროხებია. ნ. სამთელ-მკვდრო.
სამკლავე
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ნიდაყვიდან მაჯამდე ასაკვრელი ფოლადის ფიცარი, ამოღარული, ფარათ სახმარი ფარიკაობასა და ომში“. [მკლავი ჴ., თ. ხელის ნაწილი იდაყვიდან მაჯამდე].
სამკლის კუდი
ჴ. მკას რომ გაათავებენ, იქვე, ყანაში მიულოცვენ ყანას და თავის თავს: ყანავ, არული, მარული, მთური, ბარული, მიღმაური, მოღმაური. დაიჭირე ულოჩია, გაუტიე კალოჩია. ჩაე გოდრადა, გაე ძველადა, პატრონის სამშვიდობოდ, საქორწილოდ (არხოტსა და ჯუთაში: საჴორწილოდ.). ეს მაშინ იციან, რომელიმე ყანას რომ გაათავებენ. მეორე ყანის გათავების შემდეგაც ამას იტყვიან: სამკლის კუდი სულ ბოლოს არის. მთელ სამკალს რომ მორჩებიან, შინ მოვლენ და დიასახლისს ეტყვიან: სამკლის კუდ მაგიღეთ, ფაფან ადუღენო და კარგ ჯერს ჭამენ.
სამკლის კუდი
გუდ. სამკალს რომ გაათავებს რომელიმე ოჯახი, მოვლენ, მოიტანენ ნამგლებს და ვარცლში ჩაჰყრიან (ფშავში ნამგლების ვარცლში ჩაყრა არ იციანო). დიასახლისი კარგ ჯერს გაუკეთებს. ამას ეძახიან სამკლის კუდს. ნამგალ-წკერა მთ.
სამრევლო, სამრელო
ჴ., ფშ. ცალკე სადგომი ქალებისთვის დედათა წესის დროს. ნ. ბოსელი (2). მშობიარე დედაკაცების სადგომს კი ჰქვია ქოხი.
სამსალა
ა) ჴ. (შატ.), ბუთულა ჴ. სანსალა მოჴ., ჭია-კუდა მოჴ. (მშრალზე), კუდურა ფშ. თავ-კომბალა, ბ) წყლის მწერია, იჭერენ, ანკესზე წამოაცმენ კალმახის დასაჭერად.
სამყარო სახლი
მოჴ. ერთ-სართულიანი სახლი, რომელიც მიწაზე დგას (საპირისპიროა ზედაქვე). პყარი თ. მიწა, რომელზედაც პირდაპირ დგას სახლი (უიატაკო).
სამყოფო
ჴ. ი. ჭყონია დ. პავლიაშვილზე დაყრდნობით წერს: „ხევსურები ეტყვიან ქვეითა სართულის იმ ოთახს, სადაც უფრო ხშირად იმყოფებიან, ვიდრე ზემო სართულის ოთახში,რომელსაც ჭერხოს ეძახიან“. საჯალაბო (ჭერხოშიც და ბოსელშიც). სამყოფა თ. იგივე.
სამყოფო სახლი
მოჴ. (ყ. 206, 17), ფშ. საჯალაბო სახლი ან საერთო ოთახი. ხევსურულ სამყოფოში აუცილებლად არის: ყურე, ყვერფი, ქაზდარი და არდაბაგა. ყვერფის აქეთ-იქით არის სამამაცო და სადიაცო.
სამყოფო სახლი
მოჴ., ჴ., ფშ. საერთო საცხოვრებელი (როცა მთელი ოჯახი იყო) ზევითაც და ქვევითაც: ზაფხულში ზევით, ზამთარში ქვევით (საპირისპიროა საწვალა). შუა თ. იგივე.
სამჩხირ-ი, სამჩხირავი
ფშ., გუდ., სამჩხირა ჴ. (შატ. – მიღმაჴ.), თ., სარი მთ. ჯოხი, რომელზედაც თივაა აგებული (ქარმა რომ არ დაშალოს). „სამჩხირაიც არის და ოთხჩხირაიც“ (მთ.).
სამძახ-ი
ჴ. თუ ვისმე ისეთი საქმე დაემართა, რომ ადათ-წესების საწინააღმდეგო იყოს, კალთებს დააჭრიან, არც ხატში, არც მკვდარე „მიუტევენ“, არც ქალს მისცემენ. ასეთზე იტყვიან: სამძახ დაკვეთილ-აქვ. სამძახ დეკვეთაო. ნ. კვეთილი.
სამწავე
(1) ჴ. დიაცების მოსასხამ ან ჩასაცმელ საზამთრო ტყავზე შემოსაკერებელი თეთრი ხბოს ტყავი. როცა მოეკვრება, მოსასხამი ჰქვია. მომწაული ტყავი ჴ. [ალბათ, ძველად ხბოს ტყავის ნაცვლად მწავის ტყავს აკერებდნენ და იმიტომ დაერქვა].
სამწუნობრო
ჴ. თანხა, რომელიც უნდა მიეცეს დატოვებულ ცოლს ხევსურეთში. ნ. საუპატიურო, სადაც სამწუნობრო სხვა მნიშვნელობით არის მოცემული.
სამხრის კუდი
ფშ. შდრ. სერის კუდი. ერთმა მოხევემ: „სერის კუდი და ოხშმის კუდი გამიგონიაო“, სხვები უარყოფენ.
სანაგარამოე (-მაე)
ჴ., გარემო გუდ., მთ., მოჴ. წისქვილის ქვის გარშემო მოვლებული ფიცარი (ფქვილი რომ არ დაიბნეს და ალატში ჩაიყაროს). ალატები თ. (ასეა!). ნ. ჴრილი.
სანამ
(ყ. 234,20; 246, 12 ქვ.; 254, 4 ქვ.; 302, 14 ქვ.), სანამც (ყ. 185, 5) ვიდრე: სანამ... სანამ (ყ. 867, 22) მანამდე... ვიდრე (ახლა თითქმის აღარ იხმარება).
სანაქო
ჴ. თვიურიანი ქალების საფეხნო (ჩაჩ. 178 მ. ბალიაურის მიხედვით), შენაქო ჴ. იგივე (ვ. ბარდაველიძის მიხედვით, ჩაჩ. 178).
სანაცური
ფშ. ქვეშ დასადბი ოთკუთხი ბალიში ხნიერი დედაკაცების დასაჯდომად. ძირს საფენი გუდ., ძირს სადებელა მთ., ქუნთაი მოჴ., ჴ.
სანახ-ი
გუდ., სანახავ-ი მოჴ. ფილთა, წყლულში ჩასადები პატრუქი. „გაქონილი კანაფი ფილთასავით გააგრძელა და იარის პირებში სანახავად მისცა“ (ყ. 694). სანახავი მოჴ. კანაფის საძენძი, ნაჭრევში შეჩურთილი, რომ ჭრილობას პირი არ შეეკრას და ჩირქმა იდინოს. გარეცხენ კარგად საპნით, ყარტს მოაშორებენ და ისე ჩადებენ ნაჭრევში. სანახავი მოჴ. იარაში სიბინძურის გამოსატანად და ბალღამის სამუშაოდ გაკეთებული (მილი); „სანახავი“ იარას პირს არ აკვრევინებს, ჭრილობას ძირიდგან აწყებინებს რჩენას.
სანერწყული
ფშ. (რაზ.-ჭყ. სანარწყული), სანაწყერი მთ. ერდო ბოსელში, საიდანაც ნეხვს გაყრიან გარეთ (ჴ. არ იციან სრულებით).
სანთლის ფეჴი
გუდ., ჴ., თ. სანთელი, ჩამოქნილი სანთელი (ფეჴი ამ შემთხვევაში ღერი?). „სანთლის ფეჴ დაახვიე“ – ჩამოქენ სანთელი.
სანიაზო
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „სასურველი, სანატრელი“ (სპ. نياز ) მთ. მოსარიდებელი (?). ნიაზი ჴ., ფშ. დიდი სურვილი. სანიაზე მაკეთეაო ჴ. (მაკეთე – მოკეთე). სანიაზო თ. სასარგებლო. „ამ დროს (ზამთარში, 24 ქრისტეშობის თვეს) ჯიჴვ-შუნი ძალიან სანიაზო ას მასაკლავად: ტყავიც კა-აქვ. ჴორც ხო ამ ზამთრის დროს კა საქონელი ას“ (ჴ. მას.).
სანსალა
ა) ფშ., მოჴ., სასალა, სარსალა თ., სამსალა ჴ. თავკომბალა. ბ) სანსალა ჴ., მოჴ. პაწა წლის ჭიაა კიდევ. გ) სანსალა ფშ. (რაზ. – ჭყ.) „წყალში მცხოვრები მწერია. მთის წყლებში იცის. კალმახი სჭამს“. (ბ და გ თითქო ერთი და იგივე უნდა იყოს). სანსალა ფშ. და კუდურა ფშ, სხვადასხვააო ნ. სამსალა, ძგინველა.
საოკ-ი
ფშ. ხორბლეულის ან ფქვილის ამოსაღები წისქვილში ან დუქანში (რუსულიდან: სავოკ) ნ. ყოში. ჩიკორა გუდ., მთ., – წისქვილისა. ჩიკორა მოჴ., ქრიჯი თ., ქრიჯა ჴ. (შატ.).
საპოხი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ცხიმი ყოველნაირი“, ყ. 208. ჴევსურეთში საპოხი უმთავრესად ერბოა. საპოხი თ. უფრო ქონი, რითაც გაპოხენ ფეხსაცმელს და სხვას (უმთავრესად მურდლის ქონი).
სარათი
თ. სარყი (თავზე ბალახი აქვს მრგვლად მიკრული), სარყე მთ., მოჴ. სარათი, სარყი თ. დასობილი ჯოხი ცხვრის ბინებისა და სათიბის გარშემო, რომელსაც თავზე ბალახი აქვს დაკრული.
სარევი
ჴ. ფაფისა და ხავიწის სარევი ჯოხი, რომელსაც სამი კაპი აქვს. ჴირტალა მოჴ., „მთიულები ფოცხს ეძახიან“ (მოჴ.).
სარეკავი
(ქართლში) ურმის თვლების წინ ხელნებზე მიკრული გრძელი გალი, ურმის თვალი რომ შებმულ ხარ-კამეჩებს არ მიედვას.
სართაულ-ი
(1) ფშ. მუთაქა (რისაც უნდა იყოს: ხისა, ხავსისა, მატყლისა). სართაულ-ი გუდ., მთ., ბალიში (და არა მუთაქა).
სარკმელი
მოჴ., თ. სინათლის ჩამოსაშვებად კედელში დატანებული ამოუშენებელი ადგილი. სარკმელი ფშ. საკმეველი.
სარქალი
გუდ., მთ., მოჴ., თ. (სპ. (سركار „მწყემსების პირველი ან მოთავე“ (ყ. 375, შნშ.), პირველი მეცხვარე, მწყემსების უფროსი, მეთაური. „შეკრული ბინა“ ირჩევდა სარქალს და სწყვეტდა, სად არეკონ საქონელი („დროება“, 1884, № 270).
სარყვა, და-, შემო-
(ქართლში, ქიზიყში) სათიბისა და სამკლის დაყორუღვა. შემოსარყულის შიგნით არავის შეუძლია თიბვა, თუნდაც პატრონი იყოს. სარყე მთ., ჴ. გაყვლეფილი ჯოხი, დასობილი სათიბის ან სამკლის პირად. სარყე ხევში ქვებისა არის და კოშკს ეძახიან.
სარჩილი
ა) გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ. ცელის ან წალდის ტარზე ჩამოსაცმელი რგოლი გასამაგრებლად. ჩარჩი თ. იგივე (წოდგელსა, ხოწსა და წალდს აქვს).
სარცხა
ჴ. რძის საწურავი ცოცხსავით. ჩინჩხი გუდ., მთ., საწურავაი მოჴ. სარცხა ჴ., საწურავა მოჴ. მცენარეა, მის ნაყოფს ჴევსურეთში მწყურიელა ჰქვია.
სასვარი
ფშ. (ჭყ.) „წყალში მოდუღებული ქატო ძაღლების საჭმელათ“. ჴ. წყალში ადუღებული სიმინდის ფქვილი, ან ქერის ფქვილი, ან კიდევ (თუ ვინმე ღარიბია მეტად) ქატო ძაღლებისთვის.
სასკივარა
გუდ., ფშ., ბალახია, აკეთებენ სტვირის ენად, რომელიც უკრავს. სასკივარა ჴ. (მიღმაჴ)., თ. სტვირი (რომელიმე ჯოყრისა: სვილის ღერისა, სკიპალოსი, ბუერასი).
სასორი
მთ., მოჴ. წყალში ადუღებული სიმინდის ფქვილი ან ქერის ფქვილი ძაღლებისთვის (ქატო ძალიან ძვირად, ვისაც არ შეუძლია). სალაფავი თ.
სასულე
„გულში ადუღებული სისხლი ყელში მომებჯინა და სასულესთან მომადგა“ (ყ. 435, 1; 499, 4), გუდ., მთ., მოჴ. სულის საქცევი ყელში. სასულაჸი თ., ყინჭარა ჴ. (შატ. – მიღმაჴ.).
სასუტელა
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „წუწნელა, მცენ. თაფლოვანი“. მთ. იგივე. თეთრი ბალახია, მოჰგლეჯენ და მის ღერს გამოწუწნიან, ტკბილი წვენი აქვს. სასუტავა მოჴ., საწოვა ჴ., საწოვარა თ.
სასწორ-ჩარექანი
ფშ., გუდ., მთ., სასწორ-ჩარექა(ნი) მთ. სასწორის თანავარსვლავედი. „ტაბლის ფეჴანი მოჴ., წალიკანი მოჴ., სომხების (ან ურიების) სასწორ-ჩარექა, სასწვრები თ. ქართვლის სასწვრები სასწორის თანავარსკვლავედი (სწორად რომ დგას), სომხის სასწვრები (მრუდედ რომ დგას). ნ. სულ-თოჴანი.
სასხეპია
მოჴ., ფხოლის თავაი მთ., ჴერნია, ჭიმა ჴ. (არხ.), ჭიმა ჴ., ჭიმი თ., ხიფხოლა ფშ. (ძირიც, ღერიც და ფოთლებიც).
სატკეპნა, სატკეპნელი
ჴ. ბანის დასატკეპნი კეტი. საზეპელი გუდ., მთ., სატკეპნელი მოჴ. (ხშირად), საზეპელი მოჴ. (იშვ.), სატკეპნაჸი თ. ნ. ტაბოცი.
სატოტია
ზ. ფშ. ორი გრძელი ჯოხი მიწიდან ნახევარი არშინის სიმაღლეზე გაკეთებული გასწვრივ, ჩვილი ბავშვებისთვის, რომ ფეხი აიდგან. მიზის კითხვის ნიშანი.
სატრია
გუდ. ტარების (თითის ტარების) ჩასაწყობი, ხის ქერქისაგან გაკეთებული. ხოკერი მთ., ჴ., ფშ., გიდელა მოჴ.
სატყრობელა
ჴ., სატყეშებელა მოჴ. ბალახია, ლილის ფერი ყვავილები აქვს. სატყრობელა (სატყეშებელა) უფრო ყვავილს ჰქვია, რადგანაც შუბლზე მიირტყმენ და ტკეცას გაადენს.
საუდარო(ბო)
ჴ. ადგილი, სადაც მზე ამოხდება მარიამობისთვის ბოლოს (ოციდან) და მარტის (ბოლოს?). ავდრები იცის, სიცივე.
საუნამუსოე
ჴ. გადასახადი (ცხრა ცხვარი), რომელიც უნდა მისცეს დამჭრელმა დაჭრილს, თუ ჭრილობა ბარკალში აქვს და იძულებულია ჭრილობის შესახვევად ნიფხავი გაიხადოს (ჴ. მას.).
საუპატიურო
ჴ. თუ ქმარმა ცოლი დაითხოვა, წლის დამლევს სამი ძროხა უნდა მისცეს, თუ „უპატიურად“ გაშვებულმა ცოლმა მოითხოვა. ნ. ძროხა (2). (სამწუნობრო მხოლოდ კაცზე ითქმისო, ცოლმა რომ დაიწუნოს).
საუსხე, საოსხე
თ., ჴ. (შატ.) სახარჯო, გიორგობისთვეში დასაკლავი ცხოველი (ცხვარი, ძროხა). „საუსხედ გავწირე“ (ჴ.) – დასაკლავად დავტოვე. საუსხე არის, რაც შინ უნდა დაიკლას, სახარჯო კი გასასაყიდია. გიორგობისთვეში დაჰკლავენ საუსხეებს (ცხვარს, ძროხას), რამდენიც ეყოფათ ზამთარში და ნედლად შეინახავენ (ყაღი კი ზაფხულში გამხმარი ხორცია).
საუქმო
გუდ., ჴორ., ჴ. ადგილი სოფელს გარეთ (სხვის მიჯნაში), სადაც სამუშაოდ იკრიბებიან ქალები (ქსოვენ და სხვ.) ისეთ უქმე დღეებში, რომლებსაც ეკლესია უქმეებად არ თვლის (მაგ., ორშაბათი, პარასკევი და სხვ.). მთიულეთში და ხევში არ იციან, არც თუშეთში.
საფანდარი
მთ., მოჴ., ჴ., საბანდარი ფშ. ერთად მიყრილი თივა მთაში. ერთად რომ მიაქუჩებენ, შემდეგ დააქანებენ და თივა ძირს დაცურდება.
საფანელი
გუდ., მოჴ., ჴ. გაახმობენ ქერს კეცზე, შემდეგ მსხვილად დაფქვენ (დაღერღენ). ამგვარად დაღერღილ ხორბალს საფანელი ჰქვიან. მისგან ფაფას აკეთებენ. საფანელი ჴ. (მიღმაჴ.), თ. ფქვილს რომ მიაყრიან ცომს. ქალაქიდან მოვდიოდი, მე და ბიჭი ქაქანელი, ვარცლის ყბაზე დაგიკუე, დაგიშალე საფანელი. პასუხი ყანაში გამაერივა ფართალაი და ჭიოტა. შუკუმში ჩამოგიკუე, ბალღები დაგიწიოკა. (ზანდუკი, 19. 6. 1913).
საფაფრეჲ
ჴ. ჭრელი ქსოვილი, დაკრული „დასამწყალობნებ“ ცხენის დაწნულ ფაფარზე მიცვალებულის დასაფლავების დღეს.
საფევი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ჭურჭლის პირში საცობი“, პირ-საფევი, პირის საცობი, პირ-საცემი მოჴ., მთ., პირ-საშჭმელაჸი თ. ნ. დაფევა.
საფეხვნო
ჴ. (ნ. ურბ.-ჭყ.) „ალაგი, სადაც ხალხი თავს მოიყრის“, ხალხის შესაკრებელი ადგილი სოფელში. ფეხონი ჴ., ფიხონი ფშ., ბეხვნე თ. (სოფ. შენაქოში, ხალხის შესაკრებელი მოედანი ეკლესიასთან სოფლის პირას), საერობო მთ., მოჴ., საანჯმო თ. მე გამიგონია საფეხვნო და საფიხვნო (და არა საფიფხვნო, რომელიც ჭყონიას მოჰყავს).
საფუვრის თავი
თ., ნათავარი ფშ. დასაკურთხი ლუდი. მღვდელი თუ დაესწრო, კოდშივე აკურთხევს ლუდს, თუ არა და, ამოიღებენ ერთ ტარკოშას და შეინახვენ, სხვას კი დახარჯვენ. იმ შენახულს დააკურთხებინებენ მღვდელს შემდეგ. ეს არის საფუვრის თავი.
საფუჴარი
ჴ., ფშ. (დ. პ.-ჭყ.) „ასე ეტყვიან ხევსურები მარტო ცერა-თითიან ხელთათმანს“. მართალიაო, მიმიწერია. საფუჴარი ისეთი ხელთათმანია, რომელსაც მარტო ბერა-თითის გასაყრელი აქვს, სხვა თითებისთვის კი მთლიანია. ქურო მთ. ნ. საბუჴარი.
საფხეკელ-ი, საფხეკელა
ფშ. (?) ვარცლის საწმენდი ცომის ნარჩენებისაგან; გუთნის საწმენდი მიკრული მიწისაგან. გუდამაყარში და მთიულეთში უმეტესად ხოწი იციან (ხოწი კეცის გადმოსაღებადაც არის მთიულეთსა და გუდამაყარში). ასტამი ჴ.; ასტამი მოჴ. (ვარცლისთვის), საფხეკელა მოჴ. (გუთნისთვის), ასტამაჸი თ. ნ. ასტამი.
საქალთანო
თ. გათხოვილი ქალი ვალდებულია გათხოვების შემდეგ ოდესმე (თუნდაც ქმარიც მოუკვდეს, მაინც) ქმრეულეთიდნ საჭმელ-სასმელი წამოიღოს თავის მამულში და წვეულბა გაუმართოს თავის სოფლელებს. თუ დააგვიანეს საქალთანოს მოტანა, სიძეს თუ მოუხდა ცოლეურთან წასვლა, ქალები ციხენს ან ქუდს წაართმევენ. სანამდე თავდებს არ მოიყვანს, მანამდე წანართმევს არ მისცემენ. შდრ. სადისწულო.
საქო
ზ. ფშ., ჴ. (მიღმაჴ.) ხისა ან სპილენძის დიდი ჭურჭელი, რომელიც იხმარება სალუდე ქვაბიდან „ტკბლისა“ და „სისწვნის“ საწურავ ტომრებში გადასაღებად. ჩამა ჴ.
საქონი
ჴ., თ., საქონელი მოჴ. საქონელი (უფრო ხარ-ფურზე ითქმის). ცხვარ-საქონი ჴ. ცხვარი და საქონელი (ხარ-ფური).
საღენჭელი
მოჴ. გულ-ამოთხრილი ქვა ან ხე, რაშიდაც საქალმე ტყავს ზელავენ (შიგ რომ ჯოხია გაგდებული, ის არის კედა). ჴიმური ჴ.
საღვარე
ჴ., ფშ. (რაზ. – ჭყ.) „წისქვილის ქვეშ ადგილი, სადაც ბორბლებიდან წყალი გადის“. საღორე მთ., მოჴ., თ. (ხევსურები დარანსაც ეტყვიან).
საღონი
ჴ., თ. სახმარი, გამოსადეგი, მოსახმარებელი რამ (ჭურჭელი, ტანისამოსი, ცული, ჯოხიც კი), „საერთოდ რამე სახლში მოსახმარი, იარაღი თუ სხვა რამე, რომელიც კაცს არგია საქმის დროს სახლში“ (ბეს.). საღონი მოჴ. შეძლება.
საყალავი
მოჴ. მარხილის ფეხებზე გარდი-გარდმო გაგდებული წვრილიფიცრები (ორი ან სამი). მარჴილის კედები თ. საყალავი ჴ. ლასტის სარებზე ჩამოცმული ნახვრეტებიანი ლატანი.
საყარი
(2), საყრები გუდ., აყრები მთ., მოჴ. საკიდლის ანუ ჯაჭვის ჩამოსაკიდი კერის თავზე, ოჯინჯალა (საჯავახოში).
საჩალე
(1) მოჴ. (ყ. 211, 5 ქვ., 213, 19 ქვ.) [აჩალე ყ. 200, 20, ალბათ, კორექტ. შეცდომაა], საჩალური გუდ. ჩალის შესანახავად შემოღობილი ადგილი. „ საჩალე სხოა, კალოსხო, საბძელი კიდევ სხო“ (მოჴ.).
საჩეხი
(1) ჴ. (შატ.) მშობიარე დედაკაცისთვის ცალკე გაკეთებული ქოხი (უბრალო). საჩეხები სამრელოების მიდამო (ჩაჩ. 178).
საჩვევი
მოჴ., თ., ფშ., საჩვევა ჴ. სახაფანგე ადგილას დაყრილი საჭმელი (ჴ.), ხაფანგში დაგდებული ხორცი (მოჴ.). შაჩვევი მოჴ. მათურის ქალი გავჭიმე, როგორც მელაი შაჩვევი (მოჴ.). როგორც ჩანს, შაჩვევი ხაფანგსაც უნდა აღნიშნავდეს.
საცერული
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „ცერზე გასაკეთებელი ლითონის რგოლი, ჩხუბში სახმარი“. სათითე ჴ. საერთო სახელია ცერზე წამოსაცმელი საჩხუბარი აიარაღისა: ღაჯია – სამ რიგად ჩაყოლებული კბილები აქვს. მაღალი – მხოლოდ ერთი რიგის კბილები აქვს. ხვეული უკბილოა, სამ რიგად მიკერებული სათითეა. ნ. ღაჯია.
საძვრენა
ჴ. ძროხის ბეჭის ძვალი თასმების გასატარებლად გაკეთებული. ზურგზე ამოკუზული ძვალი რომ გადაუდის, იმას გახვრეტენ და თასმებს გააძვრენენ. ბეწვს სულერთიანად გააცლის.
საწდე
თ., სამწდე(ო) ფშ. კასრის მსგავსი ჭურჭელი, რაშიდაც ასხია ლუდი ხარჯში, ქორწილში ან ხატობაში. შეიძლება ხისაც იყოს და რვლისაც.
საწვივე
ჴ., წვივ-საკრავი მოჴ., ჩახ-საკრავი ერწო, გუდ., მთ., თ. ლეკვერთხი (გურია), წვივის მოსაკრავი მოქსოვილი, მოქსოვილი წვივ-საკრავი.
საწოვარი
წ. ფშ., ჩოინაკი გუდ. („ეგრეგამიგონია“), საწოვარა მთ. ხბოს პირზე ჩამოცმული წვეტიანი ჯოხები, რომლებიც ჩხვლეტენ ფურს, რის გამოც იგი არ აწოვებს. ქორაკები თ.
საწყევარა
ჴ. ქვებისაგან ახოხოლებული კოშკი გზის საჩვენებლად გაკეთებული: ზამთარში თოვლი ვერ დაჰფარავს, იმდენად მაღალია. მილიონა თ.
საწყინარ-ი
ჴ. რაც საწყენი არის. საწყინარ ლიშან, საწყენ ლიშან. „ხევსურებს და წინა მეომრებსაც დაცდილ ხქონია, რომ, თუ რომელიმე მჴარი შეუთამაშებდა ან წარბის თავი, ავს მოასწავებდა“ (ბეს.) „საწყინარ ეტყვის მჴარია“ (ჴევს. ლექსიდან).
საწყლე
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. წყლის ჭურჭელი. ჩვეულებრივი სიტყვაა ხევსურეთში. ხევსურის ახსნით, იგი ღიმილს იწვევს ფშავში.
საჭვრეთა
(1) ჴ. გამოსაცხობ პურზე დასარტყმელი ბეჭედი, რომელსაც პურზე რაიმე ფიგურა გამოჰყავს. საჭვრეთელი თ. იგივე (პურის დასაჭვრეთი).
საჭიკი
ჴ. (რაზ. – ჭყ.) „მოსართავი ცხენისა“. მიზის კითხვის ნიშანი. საჭიკი ჴ. მარხილზე დაწყობილი შეშის, ძნისა და თივის გადასაჭირებელი თოკი. საჭიკი თ. ა) ცხენის მოსართავის თასმა, ბ) დურგლების იარაღი ხისა, რომლითაც შეაყრელ რასმე (მაგ., ყუთს) მოუჭერენ და ჩასმენ. ნ. დაჭიკვა.
საჭმო
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „რკო და წიწიბო ღორის საჭმელი“. ეს ახსნა მე წამიშლია და დამიწერია: საჭმო ჴ., თ., ფშ. ჯერი, საჭმელი (კაცისა, ცხოველისა: ხილი, ხორცი და სხვ.).
სახარჯო
ჴ., მოჴ. ცხვარი, რომლის შენახვა არ არის ხელსაყრელი (ვთქვათ, რეტიანია, კოჭლი, პეპლიანი, წელკავიანი, ხნიერი და სხვ.) და რომელსაც დაჰკვლენ ან გაჰყიდიან. ნ. საუსხე. სახარჯი ფშ. ყველა საქონელზე ითქმის, ბებერ კაცზედაცო.
სახახო
ჴ. ხატის წმინდა, დაულაჴავი ადგილი. „გახარებულ-ას“ – ვეკრძალებით მისვლას იმ ადგილას (ხატში) [ბაკურჴ.]. ხახა თ. ადგილის სახელებია ბევრგან თუშეთში (ზოგან ხატისა არის).
სახლი(ს)შვილი
ჴ. მოჯამაგირე. ნ. სხვის შვილი. სახლიშვილი თ., დისწული ფშ. გათხოვილი ქალის შვილი ქალის მამეულთათვის.
სახმუწი
ფშ. (რაზ. – ჭყ.) „პირის მოსაკრავი“. სახმუწი ჴ. ქისის მოსაჭერი ძაფი, სახმუწი თ. მოსაჭერი ძაფი ხურჯინისა, „ფეჴებისა“. საფხუწი მთ. წინდის თავის მოსაკრავი.
სახოზდაგე
ჴ. საცა საქონელი იბმის (ხოზდაგი, ე. ი. ხვასტაგი, არ იციან ხევსურებმა). სიტყვა შესული უნდა იყოს ხევსურეთში ხევიდან., რადგანაც ხევსურულმა უა კომპლექისის ო-დ გადაქცევა არ იცის (ხუაზდაგი > ხოზდაგი).
საჴდური
თ. გაზელილი და გამხმარი ყველი. საჴდური ფშ. ყველი, ხაჭო, ერბო, თევზი და სხვა, რასაც შეატანს კაცი პურს. შდრ. უჴდური. თუშეთში ახლად ამოღებულ ყველს სამ-ოთხ დღეს შიანახავენ, შემჟავდება და გაზელენ, მარილს მისცემენ და ერთ კვირას ეგრე შეინახავენ. შემდეგ მეორედ გაზელენ და მეორე კვირის შემდეგ მესამედ გაზელენ. შრატი არ უნდა. დიდხანს ძლებს.
საჴელი
გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. სახელო. საჴლე გუდ. (?) იგივე. გავსაჴლე ჴ., თ. ხელი გავუყარე სახელოში. სასაჴლავი ტყავი ჴ. ჩასაცმელი ტყავი, საჴლებიანი. (გუდანური ჴ. უსაჴლოა, ღამით საბნის მაგივრობას ეწევა). საძელის წვერზე ვინ შახჴე, ჯავის ვინ შასძარ საჴელი? – იქნება ბაბურაული, ჴირჩლას უყვარდა სახელი (ჴ.).
საჴვრეტა
ჴ. „რკინის სოლისებური ხელსაწყოა, რომელსაც წვერი მჩხვლეტავი აქვს. საქალბნეს ქალბნის სახვრეტათი ნაწიბურებს დაუჩვრეტავდნენ... სახვრეტას ტყავზე წვერით ადებდნენ და ჩაქუჩის დარტყმით ნაწიბურებს თვლებს უკეთებდნენ“ (ჩაჩ. 24).
საჯ-ი, შაჯ-ი
გუდ., მთ., ფშ., თ. თუნუქის, რკინის ან თუჯის კეცი ლავაშის გამოსაცხობად. სახელდახელო სახმარებელია, უფრო მეცხვარეები ხმარობენ.
საჯიგვე
თ. ა) ცერზე ჩამოსაცმელი საჩხუბარი იარაღი, საცერული (ნ.), ბ) ლუდიანი ტომრების დასაწურავ არტახებზე წამოცმული ჯარჯა [ჯიგვი თ. ბერა-თითი, ცერი].
საჯოხე
მოჴ. ცხვრის მოზიარე მწყემსისთვის გაყოფის დროს ზედმეტად მისაცემი ერთი საუკეთესო ცხვარი, თვით მწყემსის მიერ არჩეული. იმ მოჯამაგირეს, რომელსაც ფული ეძლევა, საჯოხეს არ მისცემენ. საჯოხე მთ., ფშ., თ. საჩუქარი, რომელიც მოჯამაგირე მწყემსს ეკუთვნის მყიდველისაგან ცხვრის გაყიდვის დროს. საჯოზე მთ., მოჴ. ძმების გაყრის დროს მემცხორე ძმისთვის ზედმეტად მისაცემი ცხვარი (ათი, ოცი).
სეერო
მოჴ. ( < საერო), ცრინტა მოჴ., სურდო (სეეროს ეძახიან, რადგანაც გადამდებია). ხამაზდი ჴ., ხამანდი ფშ., ხამაზდი, საჴდიელი ჴ., ხაბურზაჸი თ.
სელი
ჴ., ქუმელი თ. ა) ქუმელი. ბ) კედი, კანაფის ძაფი, სელის ჴელი გუდ., მთ. ქუმლის ჩალისაგან გაკეთებული ცოცხი.
სენ-ი
ჴ. საწყენი რამ, წყენა (გადაკვრით ნათქვამი), „შენს არ ღლევენ სენსაო“ (ჴ.). „რად გამაღრიე სენია“ (ჴ.), უსენა გუდ. აწყენინა, სენავდა გუდ., წასენა მთ. გადაჰკიდა (კაცი კაცს).
სენა
მოჴ. (ყ. 205, 1 ქვ., 303, 4) საკუჭნაო, სადაც უჴდური ინახება, სენა ჴ. სადაც ერბო-ყველს და საჭმელს ინახავენ. [მიღებულია სენაკ-ისაგან].
სერ-ი
(1) გუდ., მოჴ., თ. „ყურის წვერზედ ნიშანი. ყველა ცხვრის პატრონს თავისი ნიშანი აქვს“ (ყ. 728, შნშ.). „სერს უწოდენ მეცხოვარენი ცხვართ ყურის დაჭდევასა“ (სულხან-საბა).
სერ-ჴორციანი
ჴ. კარგი, ლამაზი (კაცზე, ქალზე, უფრო სახეზე ითქმის), სერ-ჴორციანი ბიჭი გუდ. „თოლადი ბიჭი“.
სერა
გუდ., მთ., მოჴ. „იმან მოხსნა კოჭობს გადაკრული სერა“ (ყ. 368, 6 ქვ.). გამხმარი ფაშვი (ძროხისა, ცხვრისა), რომელიც სარქველად გადაეკვრის ჭურჭელს (სადღვებელს, კოჭობს). სერას ჭურჭელადაც ხმარობენ ერბოსთვის („უფრო ცხორში“ გუდ.).
სერის კუდი, სერის კუდაი
მთ. ჯერი ვახშმის შემდეგ. საბეწვე თ. (მჩეჩელში მხოლოდ). შდრ. სამხრის კუდი. „სირიკუდა ქართველებმა იციან, ხილს მოიტანებენ ვახშმის შემდეგ“ (თ.).
სერკვი
თ. ყანაში დადგმული თივა (თავგადაკრული) ან ძნები (შინ მოტანილი – ზვინი თივისა და ძნისა). სარზე აგებული თივა ან პატარა ზვინი ძნისა. სერკვი ჴ. ერთად აგებული ძნები, რამდენიმე წერი. ნ. ძნა, ჴოვლი.
სვე, სვია
(ყველგან მთაში) ფშალა, ლუდის დასადუღებლად იხმარება. ნ. ტკბილი. სვიანი სვე-მიცემული. შასვი, მინდიავ, ეტყვიან, კარგი ლუდია, სვიანი. (ვაჟა).
სველი
მოჴ. სველი, სლი მოჴ. შრატი. სელი ჴ. (უფრო ხშირად ტკბისელი) შრატი. თუშეთში გარჩეულია სელი და შტატი: სელი თ. ძროხისაა, შრატი თ. ცხვრისა. ფშავში შრატი და სელი ერთია. მთაში სხვადასხვა წესია შედღვებისა და ყველის ამოღებისა.
სთველი
ჴ., ფშ. შემოდგომა. „სთველს მავიგულებთ ჴ. სთველს მოვრჩებით, ჭირნახულს შემოვზიდავთ შინ“ (ბეს.). ზდველი თ. იგივე. ზდველთა თ. შემოდგომაზე.
სიალნე
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „სიმართლწ, სიალალ-მართლე“. მთ. იგივე: „თავის სიალნე კაცს არ დაჰკარგავსო“ (მთ.), სიალღე, სიალე მოჴ., სიალღე, სიალნე ჴ., სიალალე თ. (ალალ-ისაგან: არაბ. ჰალლ).
სიბინი
მოჴ. ბური, სიცხეში ჩამოწოლილი სქელი ჰაერი, გეგონება მტვერი დგასო. შორს ვერ გაარჩევ ვერაფერს. „ნისლიან-სიბინიანი“. წირწამული, წიწამური ჴ., ტკვიფი თ.
სივ
გასივდა თ. გაიბუტა, გამსივარი თ. გაბუტული, გაგუებული. მსივანაჸი თ. ბუტია, წუნია. დამსივარი ფშ. გასიებული.
სილაგა
ჴ. დამჟავებულ სველში ცოტა მარილს ჩაჰყრიან და ალაო ფქვილს მოუკიდებენ. ხმარობენ ბეწვის გასაყრევინებლად ტყავისაგან. სილაქი თ., ფშ.
სიმური
ფშ., ჴ. მხოლოდ ძველ სიმღერებში აქვთ გაგონილი და ესმით წყლად, მდინარედ. იმის ქავსა და ციხესა სიმურში გადაჰყრიანო (ხიზანიშვილი 153, 1 ქვ.).
სიმღერე
ჴ., ფშ. პოეტური ნაწარმოები ცდისა და მამაცობის შესახებ. სიმღერა თ. (ლექსი – სასიყვარულო ნაწარმოები ქალის სიყვარულის შესახებ. ლექსი და სიმღერე სხვადასხვა მოტივზე უნდა დაუკრან).
სინის ფერი
ღიმილი შეუთამაშდა სინისფერ სახეზე (ლ. ბალიაური, ბუსკაის მწკალი: „ლიტ. საქ.“ 20. 7. 1939).
სინტლიკაი
ჴ. (არხ.), შინტლიკა ჴ. (შატ.), ყურ-ცეცხლა, კურ-ცეცხლა ჴ. ჩიტია (გუგულს უჩეკს ბარტყებსო). შდრ. მთის ჩიტა (არხ.) (მთიულას-თან).
სიპი
გუდ., მთ., ფშ., ჴ., თ. ფიცარსავით ბრტყელი ქვა. იხმარება უმეტესად სახლების საშენებლად. ჭაჭი მოჴ. ფიქალი (შიფერი).
სისვი
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ხმალი. იმერ.-გურ. ლურჯა ცხენი“. მისხედს კითხვის ნიშნები. სისვი ჴ. მწვანე (ზოგის თქმით ლურჯი). ნ. სისონა.
სისკარი
ჴ., თ., ფშ. ცისკარი (დილის ვარსკვლავი) „ერთ წელს წუხრ ამაჴდების, ერთ წელ – დილას“ (ჴ.). შდრ. ჴარიპარია.
სისონა
ჴ. (რაზ.-ჭყ.) „ყაპყაპი, ურიის მტრედი. ფრინ.“ სისონა ჴ. მწვანე ჩიტია შაშვის ოდენი. შაშვის ტოლა ჩიტი, სულ მწვანე. გაზაფხულზე მოდის ( < სისვონა?).
სისწვენი
გუდ., ფშ., ჴ. სვისწვენი მთ., მოჴ., ზისწვენი თ. სვე-ნაქნარი ლუდი, სანამ დადდუღდებოდეს. ნ. ტკბილი.
სისხლის ყრა
გუდ., მთ., მოჴ., ჴ. (ყ. 693, 3 ქვ.) სისხლის გამოშვება. „თუ სისხლი არ ვუყარე, მხრებში დადგება“. სისხლს უყრიან კაცს მკლავში, ცხვარს და ძროხას ყურში (ყურებს გაუჭრიან), „ცხორს – თოლის ძირას“ (მოჴ.). „სისხლი უყარა“. „სისხლი უყარე ცხორსაო“ (მთ.).
სიფრო
მოჴ. (ყ. 58, 4 ქვ.; 114, 10; 696, 11) სამ-ფეხიანი დაბალი პატარა მაგიდა, მრგვალი (ზოგი სამფეჴას ეძახის). სიონში (სოფელია ხევში) სიფრო ოთხკუთხია და გრძელი (როგორც სუფრა გურიაში). მთიულეთში არ იციან.
სიწირფლე
ჴ. „სუფთად ყოფნა“ (ბეს.). სკა გუდ., მთ., მოჴ. ა) ლუდის თავზე მოყენებული პკე. „უფრო ხშირად ლუდმა იცის თეთრი პკა“ (მთ.). ბ) ტვინის ქერქი. სკაი ჴ. ა) ტვინის ქერქი; ბ) თავის ქალაზე გადაკრული ქერქი. გ) ფაშის წინ ქერქია ერთი, მუცელსა და ფაშს შუა. მწკა თ. ტვინის ქერქი.
სკაპი-სკუპი
ჴ. „როცა გახურებული მუშაობაა (მაგ., მატყლის ჩეჩვა), რომ ლაპარაკით არ მოსცდენ, ჯარიმას დაადებენ იმას, ვინც ხმას ამოიღებს. სკაპი-სკუპი არ იყოსო. პირველად იტყვიან ყველანი (ან ერთი ვინმე): „სკაპი-სკუპი, თავსა რიკი, ბოლოს ზიკი, სკუპ! და გაჩუმდებიან“ (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 207).
სკორე
თ. ძროხის ნეხვი (ხარისა და ფურისა). (სკორის) ბურკვი თ. მოგუნდავებული წივა; სკორის ტყლაპი თ. გატყლაპული წივა. მოსკორილი თ. მონაკლული, ნაკელ-დაყრილი, სასუქ-დაყრილი. „ბოლოზე მქონდა მოსკორილიო, ბოლოზე კი არა, თავში მქონდა მოსკორილიო“. ნ. კუმპა.
სმური
მოჴ. ლექსად შექება სიმღერაში. ვისი შექებაც უნდათ, ხელში მისცემენ ჯიჴვს, ერთი რომელიმე ლექსებს მოსთვლის, რომელიმე გმირს შეადარებს (ამირანს, ტარიელს, ავთანდილს, როსტომს) და სხვები ბანს ეუბნებიან. სიტყვები რაც უნდა იყოს, სულ ერთია, მელოდია კი ერთია ყოველთვის. სმური (ყ. 564, 11; 614, 12) „ლექსებად სიტყვის წარმოთქმა“, „გალექსული სიტყვით შესხმა“. „პურის ჭამის დროს თასს მიუტანენ და ლექსით შესხმას ეტყვიან“ (ყ. 737, შნშ.) ერთგვარი სიმღერა, დასხდებიან და სიმღერას დაიძახებენ (გუდ.). „ქსანზე იციან“ (მთ.). ახსნიდან ირკვევა, რომ სმური ცნობილი მელოდიაა. სიტყვები რაც უნდა იყოს, სულ ერთია.
სნეკვა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მტკივანი ადგილი რო ფეთქს და თრთის“. სნეკვა ჴ. (მიღმაჴ.) ფეთქა, თრთოლა. თ. იგივე (ჩხვლეტა მუწუკისა).
სოდომი
ფშ., გუდ., მთ. სველი, ნესტიანი (ტანისამოსი, ადგილი). სოგო მოჴ. ნესტიანი. სოგო ჴ. ცოტა სისველე რომ მეჩნევა (ტანისამოსი, მიწა და სხვ.) ჩასოგოებული თ. ლპობას რომ იწყებს სისველისაგან რაიმე (ტყავი და სხვ.)
სომეხი
(მთის კილოებში) ვაჭარი, მოვაჭრე (რადგანაც არაგვის ხეობაში უმთავრესად სომხები იყვნენ ვაჭრებად).
სორბოითლობა
„ერთი კვირის უკან შარაზედ მგზავრებმა, შემდეგ სალამისა, დაიწყეს სორბოითლობა“ (ბაჩ. „დ“. 80) (არ. „სოჰბეთ“ საუბარი).
სრავალი
„ძლიერ ტურფა და ძვირფასი. წმინდა პურსაც კი ეძახიან სრავალს“ (ბაჩ. „ივერია“, 1887, № 207). სრავალი, სრევალი მოჴ. გასახმობად გაფენილიპურის ან სიმინდის მარცვალი. სრავალი თ. გასახმობად გაფენილი პური. სრევალი გუდ., მთ., ჴ. გასახმობად გაფენილი პური (რომელიც უნდა იყოს: გინდა იფქლი, გინდა სვილი, გინდა ქერი და სიმინდი). „ხორბალს რომ გავფენთ და გავაჴმობთ“ (მთ.).
სრევა
ჴ., თ. სროლა, გატყორცნა. ისრივა ჴ. ისროლა. ესრევს, ესრივა ჴ. ესვრის, ესროლა. დასრევა. ვასრევ ვისვრი, ასროლა მოჴ., ასრია თ., დასრეული.
სრუნტ-ი
მოჴ. მორევი, მორე თ., სრუნტე თ., ფშ. ღრმა წყალი. ზრუ(ნ)ტე ჴ. ვიწროდ მიმდინარე წყალი. ნ. გურაბი.
სტომი
თ., მწყერთ-იფქლა ჴ., ხახამა მოჴ., თაგვი(ს)სტომა ჴ. (შატ.) ნ. ხახამა. სტუმარი ჴ. „სტუმარ ჩვენ გვიქვიან სხვა სოფელშიით მასულს. თავის სოფლის კაცს სტუმარ არ ხქვიან“ (ბეს.).
სულ-დაღებული
ჴ. გაჩუმებული. სულდგმული: დასულდგმულებული მოჴ. ხატისთვის აღთქმული ხარი (ფური იშვიათად), რომელიც არს გზით არ გაიყიდება. გაშობილი, გასახელებული ჴ., ასახელებული ფშ. ნ. ბერ-ზორა.
სულ-თოჴანი
ჴ., ცულ-თოჴანი ჴ., სულ-თოჴი ჴ., სასწორ-ჩარექანი მთ., ტაბლას ფეჴანი მოჴ., ცულ-თოჴას ტარანი თ., სულ-თოჴის ტარანი თ., ფშ. (რაზ.-ჭყ.). (სულთუხის ტარანი ფშ. თითქო შეცდომაა) ვარსკვლავნარი „სასწორი“ (ორივეზე ითქმის: ერთი სწორედ რომ დგას, მეორე მრუდედ). სულ-თოჴის ტარანი, სასწვრები თ. (ორივე ერთად). ნ. სასწორ-ჩარექა.
სულთა კრეფა
ჴ. „სულთა კრეფა ვიცით არხვატ დიდმარხვის მეორე კვირაე რო გათავდების, შაბათს დღეს. ამ დღისად ყველა სოფლელ მაამზადებს არაყს და სათოფეს, ვინაც რომ ჭირის პატრონი ას“ (ჴ. მას. 147 – 148). დიდმარხვის მოერე შაბათს (მე-14 დღეს) ყველა მიცვალებულს, ძველსაც და ახალსაც, მოიხსენებენ ტაბლით და სასმლით ყოველ ოჯახში. ახალ-მიცვალებული თუ ვინმე ჰყავს, რიგიც ექნება. სულთ კრეფა თ. მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი ხარჯი დიდმარხვის მეორე შაბათს. სოფლელები ყველანი გამოიტანენ ერთ უბანში სასმელ-საჭმელს, შენდობას ეტყვიან და ტაბლას შეექცევიან. ჭყონიას სულთა კრეფა აქვს დ ასეა ახსნილი: „ასე ეტყვიან ხევსურები მიცვალებულთა მოგონების დღეს“. ნ. ხარჯი.
სული შესტაცა
მოჴ., მთ. (ყ. 499, 6), სულმა შესტაცა (ყ. 505, 6 ქვ.) „სულს ვეღარ იქცევს“ (გუდ.). „რომ ვერ ისვენებს და გული უწუხს“ (მთ.).
სუნსული
გუდ., მთ., მოჴ., ფშ., ჴ., თ. რისამე ძებნა სუნით (იტყვიან ძაღლზე, ნადირზე). „რას დასუნსულებ?“.
სურიელ გაიგა
ჴ., სურიელი გაიგა მოჴ. იტყვიან, როცა ქალი შეატყობს თავს, რომ ორსულია, როცა შვილი დაეძვრის მუცელში.
სუფრა
თ. ჴალის გასაზელი და პურის მოსაზელი ტყავი (მეცხვარეებში). სახმუწით თავი მოეყრება და ხონივით კეთდება, რომ წყალი დადგეს. ვარცლის მაგივრობას ეწევა.
სჭობა, შჭობა
რჭობა. „სხვათ ნასრევ ისარივ კუნჭს ესჭვავ“ (ანდ.: სხვების ნასროლი ისარიო კუნძს ერჭოო“). ნ. ნაშჭობი.
სხვა
ჴ. მეორე. „ერთი უძახებს სხვასაო“. ერთ-მსხვა, ერთ-სხვას ჴ. ერთიმეორემ, ერთიმეორეს, ერთურთს. ცხვა თ., ცხო მოჴ.
სხვის შვილი
ფშ., გუდ., მთ. მოჯამაგირე. სხვიშვილი ჴ. ა) ცოლი, ბ) მოჯამაგირე. სხვის შვილი, ცხვის შვილი მოჴ. უფრო ცოლზე ითქმის, „ვისაც ბედრიანს კარგი ცხვისშვილი გამაადგება“ (მოჴ.). ცხვის შვილი, ცხვიშვილი თ. ა) ცოლი, ბ) გერი, გ) მწყემსი, მოჟამაგირე. ცხვის შვილობა თ. მოჯამაგირეობა. „რა მამღერებს ამ საწყალსა? ღარიბი ვარ და ღატაკი. არც ცხორი მყავს, არცა ძროხა, არც ვაჟიშვილი ასაკი. სახლ-კარი არ მაბადია, არც სხვიშვილი მყავს ფარსაკი“ (მოჴ).
აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი
ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.
აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.
ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ