There are currently 226 names in this directory beginning with the letter ქ.
ქაბილა
ჴ., ქაბილაჸი თ. ერთხელ გადაჩეჩილი მატყლი, დაგუნდავებული. მატყლი სამჯერ (თუშეთსა და ფშავში ორჯერ) უნდა გადაიჩეჩოს. კიდევ უნდა გადაიჩეჩოს და ჴერელი გამოვა. ნ. აკეცილი, ნამტენაი.
ქადაგ-ი
ჴ., ფშ. კაციან ქალი, რომელიც ვითომც „ქადაგად დაეცემა“ ღვთის ძალით და შემდეგ რომ ქადაგობს, ვითომც ღვთის პირით უქადაგებს ხალხს. ქადაგ-მკითხავნი ჴ. (ჴ. მას.).
ქადლ, ქედლ
მიქადლება გუდ., ფშ. (ვაჟა, 486, 7 ქვ.), მიქედლება ჴორ. მიყრდნობა. მიქედლება თ. გვერდის წაკვრა ვიწრო გასავალში.
ქავ-ი
(1) ჴ. (ნ. ურბ.-ჭყ.) „ციხე, გალავანი“. ბესარიონით: „ქავი სიმაგრე ქვისა, აშენებული როგორც კრეპოსტი საყარაულო ადგილას“. ქარ-ციხე მთ. იგივე. ქავი ჴ., თ. ციხის გალავანი.
ქაზდარი
ჴ. „სახლის უფიცრო პოლი“ (ბეს.). ადგილი სამყოფოში (ნ.) ყვერფსა (ნ.) და არდაბაგას შორის (ნ.), შუაყანა მოჴ.
ქაიბური
ფშ. (ხიზ. 196, 1; 197, 3) მშვილდის ტარზე მბრუნავი ნაჭდევებიანი რგოლი, რომელიც მშვილდის დაჭიმულ ლარს იჭერს, ვიდრე დასხლტებოდეს. გოზა გუდ., ბოძალდი ფშ.
ქალ-ზალი
ჴ. ქალი და რძალი. ქალი ვინც ერთ რომელსამე გვარში დაიბადა და გაუთხოვარია, ან გათხოვილია და სხვა გვარშია წაყვანილი. ზალი ვინც სხვა გვარში დაიბადა და აღიზარდა და შემდეგ გამოთხოვდა და თავის გვარში შემოიყვანეს. მექალზლე მემრუშე (საგინებელი სიტყვაა).
ქალ-ი, ქალა
ქალა (ყ. 890, 8 ქვ.) მიმართვა ცოლისადმი. ქალ-შავა (ყ. 238, 17, 25; 641, 10 ქვ.); ქალ-შავო გუდ., მთ., მოჴ. ქალ-კუპრო გუდ., მთ., მოჴ. მიმართვა ქალისადმი გაჯავრებით; წყევლაც არის. ნ. კუპრი, ქალ-შა(ვ)ო.
ქალმანი
ქალამანი: ფეჴის ქალმანი გუდ., მთ., ფშ. ბახშიში, на чай, ფეჴის ქირა ჴ., თ.: ფეჴის ქალბანი თ. მეველისთვის მისაცემი საჩუქარი (ვთქვათ, რომ ფარა ან ჯოგი გაატარონ და მეველემ გზა უჩვენოს).
ქამარი
(სპ. كمر ჴ., ფშ. ვერცხლით ან რითიმე შეზიკული სარტყელი [სარტყელი ჴ., ფშ. ღვედი (მარტო) სარტყლად].
ქამფარი
მთ. (იშვ. ქაფარი) მაღალი კლდე: „ქამფარს შეუდგაო“ – „მე კი გამიგონიაო“ – ერთმა მლეთელმა [ქაფარში გადასმული ჩანს შუა და ბოლო თანხმოვანი: ქარაფი → ქაფარი].
ქანქანი
„იქ (დარიალში) კლდე იყო გახვრეტილი, გზა ქანქანით გაყვანილი... ამ ქანქანის ნაპირას გაეჩაღებინათ ცეცხლი“ (ყ. 5; 287, 15 ქვ.).
ქანჩ-ი
თ., ფშ., ჯოხი, რომლითაც თოკს მოუჭერენ რასმე („მოქანჩვენ“). ქანჩი მოჴ. ურემში სახმარი ჯოხი. ნ. საკოტარი.
ქანჩახ-ი
თ., ფშ. (ვაჟა, 290, 6 ქვ.) კლდიანი ადგილი. ქენჩახი გუდ., მთ., მოჴ. ტიტველი კლდე, კლდიანი ადგილი, მაღალი კლდე; ქენჩახი, ქენცახო მოჴ. კლდის წვერი. ქენჩახი ფშ. მაღალი მწვეტი კლდე.
ქარა-ცვარა
ჴ., ფშ. ცრუვი (ნ.), ამპარტავანი; უვარგისი, მწერელთ-ტყვე. ქარაჭი ჴ. პირზე ან ტანზე ამძვრალი კანი (ვთქვათ, ნასიცხარისგან).
ქარასყა
ნ. ქარასხა. ქარასხა ფშ., ქარაზღა ჴორ., ქარასყა, ქარასხა გუდ. გუდა-სტვირის ჩასაბერავი და დასაკვრელი ნაწილი. თითის დასადები თვალი ქარასხაზე – დედანი (გუდ.).
ქარაფი
(ს. ქარაფ) ფშ., გუდ. დიდი ჴაჴი. ქარაფი მოჴ. გალესილი კლდე, სალი კლდე (ჴელ-ფეჴი ვერ მოიკიდოს კაცმა). ქარაფი ჴ. მთაზე გადმოკიდებული კლდე; გადმოხურული, წამოხურული კლდე; ქარაფი ფშ. მაღალი კლდე. ქარაპი თ. მაღალი, მიუვალი კლდე. კეპი ჴ. გამოცხვირული, გამოკუზული კლდე. ნ. ქამფარი.
ქარაშოტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უცებ ამოვარდნილი ქარი“, თანაც წვიმიანი. ქარაშოტი მთ. ძლიერი წვიმა და ქარი. ქარაშოტი თ. ქარი და თოვა.
ქარაჭი
ფშ. გადამძვრალი ქერქი (აიქერაჭა). ხის ქერქზედაც ითქმის – ხის ქერქი, თხლად გადამძვრალი. ქერეჭა თ. ხის ქერქი.
ქარიპანი
ჴ. აივანი (ზევიდან დაფარებულია და გვერდებზე არაფერი არა აქვს). წინგარდა ჴ. ბანი ქარიპნის შემდეგ (დაუხურავი).
ქარსაოტი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „მსუბუქი რამე. ხა იხვია, ხა ბატიო, ახლა წმინდა საოთები. არ მინდიხარ, არ წამოვალ, თვალში მექარსაოტები“.
ქარსლი
(2) მოჴ., ჴ. გაყვლეფილი ტყავი თხისა, ცხვრისა ან ხბოსი. გაქარსლვა მოჴ. კანის აძრობა. ბერებს ესროლესო, საკუარში ააცდინეს (ტყვია), ის გაუქარსლესო (მოჴ.).
ქარშიკი
ფშ. ცხენის შუა მოსართავი, მოქსოვილი (საპალნისთვის და უნაგირისთვის ღვედია). ქარშიკი მოჴ. მოქსოვილი სარტყელი (კაცისთვის). ნ. გარსაკრი, კარშიკი.
ქარჩ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „რკინის იარაღი, მიწის სათხრელი, წერაქვი“. ქარჩვა გუდ., მთ., მოჴ., ფშ. ჴ. თოჴნა, მიწის დამუშავება ქარჩით. ქარჩი თოჴის მაგივრობას ეწევა მთაში ქარჩი წერაქვივით ან თოჴივით არის. ბოსტანს იმით სწმენდენ გუდამაყარში. თოჴი ბევრს არც კი აქვს, ქარჩი კი ბევრია. თოჴი (მიღმაჴევში) წერაქვი. ქარჩი, თოჴი და წერაქვი (ორზაპი) არხოტში: ქარჩი: ერთი მხარე პირიანია (სამი თითის სიფართე), მეორე – მწვეტი. თოჴი: ქვედა მხარე მწვეტი, ზედა მხარე ყუა. ორზაპი (წერაქვი): ორივე მხარე მწვეტი.
ქარჯინა
(ოს. ქრძინ) მოჴ. ქერის ხმიადი. ცივ წყალში მოზელილი და უხაშოდ გამომცხვარი ქერის პური. გუდუნა იგივეა, რაც ქარჯინა, მაგრამ პატარა კვერად გამომცხვარი. ნ. გუდუნა.
ქასქასი
(რაზ.-ჭყ.) „ქაქანი სიცხისა და დაღალვისაგან“. ქასქასებს მთ. „გული იბრძვის, იტაცებს, მაგრა არა გამოუდისო, ხოვი არა აქვსო“.
ქაქ
გაქაქული ჴ., თ., ფშ. გაფანტული, დაქსაქსული: „ბატონო, – ხევსური ეუბნება მომრიგებელ მოსამართლეს, – ჩვენჩი ძველის-ძველი ბელ-ას გაქაქული და შენ ენა-პირის მეტი ვერა გასწმენდსო“.
ქაქეში
ჴ. (?) „(ცოლმა) წინა დღით მოკლული ჯიხვის ხორცი აიღო და გახურებულ ქაქეშზე... მწვადის საამო სუნით იჟღინთებოდა ჰაერი (ლ. ბალიაური, ბუსკაის მწკალი, „ლიტ. საქ.“ 20. 7. 1939).
ქაჩაჩი
(1) თ., ქუჩუჩი ჴ., ქუცუცი მთ., მოჴ. (მრ. ქუცუცები) ჩლიქი (ცხენისა, ძროხისა და სხვ.). ნ. ჩიქი.
ქაცაბანი
ფშ., ჴ. (არხ.) უბალახო ადგილი. ქაცაბანი ჴ. (შატ.) გვერდო ადგილი: ქაცაბანი მოჴ. (?) დაბალი ბალახი, წვრილი. ცხვრისთვის არის კარგი. საპირისპიროა შალდაყი.
ქერაჭი
ფშ. ამძვრალი კანი (კაცისა, ხისა). ქერეჭა თ. ხის ქერქი. ნ. ქარაჭი. ქერაჸ-ჩიტი თ. ჩიტია ერთი (ქერონა?). ქერის ხატორი ფშ. (რაზ.-ჭყ.). „ჯინჯილა ქერისა“, ნაჯენჯალი ქერისა, ჩერჩო (ქერქი რომ შემოსცვივა).
ქერონა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბეღურას ჰგავს. ფრინველია. ხევსურები ქეროზას ეძახიან“ („ქერს ჭამს და იმად ვეძახითო“, ხევსურებმა). ქეროზა ჴ., ქერუა ჴ. (მიღმაჴ.) ნ. ჭივჭავი.
ქერქ-ი
გაქერქული ჴ. ქერქ-გამძვრალი (ხე), გაქერქილი გუდ., მთ., მოჴ. იგივე (საქონელზედაც, თუ გაყვლეფილია).
ქეჩი
(თურქ. ქეჩი თხა) ჴ., ფშ., მთ., მოჴ., (რაზ.-ჭყ.) „ცხვრის ფარის წინამძღოლი ვაცი“. ვაცი თ. „მაღალი, რამდენიმე წლის თხა, რომელიც წინ სიარულს დაჩვეულია და ცხვარს გზას უკვალავს“ (ყ. 542, შნშ.; 650 შნშ.). გაქეჩვა თ. ვაცის წინ გაგდება ცხვარში. ა, ქეჩი! (გუდ.).
ქვე
(ნაწილაკი) იხმარება უმთავრესად (ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად) ზმნის მნიშვნელობის გასაძლიერებლად, როგორც ქვ. იმერული ქე, ან (კიდევ უფრო) რაჭული ქვე (მეგრ. ქო, სვან. ჩუ). ქართულ სალიტერატურო ენაზე მისი ბადალია ზოგჯერ კი, ღა. იხმარება ყოველგვარ წინადადებაში (თხრობითში: ჩვენ ქვე გაგვიდისა-დ’ ნაჩალნიკ-პრიშტავები ქვე შჭამთავ; არ მინდავ არაყივ, თივას ქვე მივსცემავ; ახლა ბევრ ქალ ქვეც არ ასრულებს ამ კანოლს), ბრძანებითში (ცხენებით ქვე წავიდათ!), კითხვითში (უთქომ ერეკლეს: ქვე ჩემნ ჴევსურნ რას ჩადიან? ...შვილო, რაიღ გვეშველების, ქვე ომში მიგვიხოლა?... მაგან ქვე რად შეგაწუხა?), ნატვრითში: („აი ქვემც გწყალობდასთ ნაჴსენებ ანგელოზი!... შვილ რო გაჩინდების, მამაიმც ქვე მახკვდებითავ) (ჴ. მას.).
ქვენ
ფშ., ჴ., თ. ქვევით, ქვემოთ (საპირისპიროა ზენ): თუ მუხლის ქვენ დაიჭრა (ჴ.), ქუენ ჩაიარა (ჴ.), ქვენ წავალი (თ.); ქვენით ჴ. ქვეიდან.
ქვის გადაწევა
მოჴ. (ყ. 547, 11 ქვ.) თამაშობაა. ჯილდოს ის აიღებდა, ვინც დანიშნულ ალაგს ქვას გააცილებდა („გადაუწევდა“). ქვის რეკება თ.
ქიბოჯაი
მთ. ორ-კაპი ჯოხი, რომელიც უჭირავს გუთნის დედას, თუ ცალ-ჴელიანი გუთანი აქვს. მარცხენაში უჭირავს ცალ-ჴელა და მარჯვენაში ქიბოჯა, რომლითაც აწვება წერწენას (წერწერას), რომ გუთანი მიწიდან არ ამოვარდეს და ღრმად მოიხნას. უყუსაყრელი მოჴ. (ფარცხვაშიც იხმარება).
ქიმიტი
გუდ., მთ. „სვემდას, შჭამდას, ვერ ძღებოდას“. აქიმიტდა, დაქიმიტდა (გუდ., მთ., მოჴ.) მეტის მეტად მოჰშივდა (კაცს, საქონელს). „იტყვიან მსუნაგ კაცზე: აქიმიტდაო“ (მთ.). შდრ. დაქიმიტება ქარ. (რაზ.-ჭყ.) „თვალი და გული რო ვერაფრით გაუძღება“.
ქინთელა
ჴ. შარდის ბუშტი. ქინთელა თ. საქონელს მუცელში გაუჩნდება პატარ-პატარა წყლიანი ბუშტები და იმას ეძახიან. ნ. თინქელა.
ქირ-ი
(1) ჴ., ბირკი ფშ. ძირხვნისა ან სხვა ბალახის ყვავილი, რომელიც გახმება და ცხვარსა და კაცის ტანისამოსს მიეკვრება.
ქირმანი
მოჴ. ნამჯაში დარჩენილი ბალახი. ვინც შეასწრებს და ცხვარს მოაძოვებს, ნამჯის მეტი იქ არა დარჩება რა.
ქირჯვა
(რაზ.-ჭყ.) „ძრახვა, ვინმეზე აუგის ლაპარაკი, იმერ. ქირდვა“. ქირჯლვა მთ., მოჴ. გაქირჯლა, ქირჯლავს მოჴ. დასცინის, აძაგებს.
ქისი
თ. (კახეთიდან შემოტანილიაო) სათამაშო კოჭის მესამედ დაჯდომა ჭვირის ხვაცზე. თუ კოჭი პირველად დაჯდა ჭვირის ხვაცზე – ჩურგენი, თუ მეორედ დაჯდა – პატივი, მესამედაც თუ დაჯდა – ქისი.
ქიშელა
მოჴ. „ტყავის ტომარა, მოქნილი და მოზელილი, რომელსაც სისველისა და ნოტიოსი არ ეშინიან“ (ყ. 779). ქიშელა გუდ., მოჴ. გაყვლეფილი გუდა. ქეშელა მთ. „ბატარა რუმბი“, ღვინის გუდა. ქეშელა, ქეშლური უბეწვო გუდა.
ქიჩ-ი
(1) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქსლის საქსოვი, ყდის ნაწილია“. ქიჩ-ი (მრ. ქიჩები) ზ. ფშ., ჴ., გუდ., ჴორ., მთ. საქსოვი ყდის თიკები.
ქმნა
იქამს ჴ. შვრება, ჩადის; იქმენ ჴ. შვრებიან, ვიქამ, ვიქამთ (ჴ. მას.). (წყვეტილში იკარგება მ: ქნა). ნ. შემდგომი სიტყვა.
ქნა
პურის ქნა ჴ. პურის გამოცხობა. ქნა ჴ. გამოაცხო. „ჩემ დიამც გიქნა ჴ. ჩემმა ცოლმა გამოგიცხო. შდრ. დაქნა.
ქოოდ
ჴ. მთლად, სულერთიანად, სრულიად (ჴ. მას.) „ქოოდ კილოს მიმიყვანეს – ძალიან შემაწუხეს“. „ქოოდ არა შესძლებია ხო მაგას, ბეჩავ ყოფილა“ (ბაჩ. „დროება“ 1885, № 187).
ქორო ზოკო
მთ., ფშ. კირცხილი და წიფელი ისხამს, საცა ზადი აქვს ან დამპალია. საჭმელია (კირცხილი არ დაისხამსო, ფშავლებმა მითხრეს). ქორა ზოკო ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ქორაფი ისხამს; დიდრონი მსხვილი სოკოა, ჭამენ ფშავში, თუმცა გემო მაგდენათ არაფერი აქვს“.
ქოსმანი
ფშ., გუდ., თ. ხელზე გასუქებული, ფარაში გაურვი (ცხვარი, ღორი). „უბეწვო საქონელი უჯიშო“ (ერთმა თქვა), „ბევრი ქოსმანი სჯობია ბალნიან ჴარს“ (მეორემ). ქოსმანი მოჴ. ა) თხელ-წვერა, ქოსა (კაცი). ბ) უბეწვო, უმატყლო (თხელ-მატყლა) ცხორი (ცუდია, რადგანაც მატყლი არ უვარგა, მხოლოდ ტყავი ქოსმანისა სჯობს, რადგანაც უფრო მაგარია. რომელსაც დიდი მატყლი აქვს, მისი ტყავი მალე იხევა). გ) ხელზე გასუქებული ღორი.
ქოქ-ი
ფშ., გუდ., მთ., მოჴ. (ვაჟა, 401, 2 ქვ.). იხმარება წყევლაში: არ იყოს შენი ქოქი (გუდ.), გასწყდა შენი ქოქი (მთ.), შენი ქოქი ნუ იყოს აქაო“ (მოჴ.) (თურქ. ქქ ძირი).
ქოქლო, ქოქლუაი
ჴ. გარეთ ჩასაცმელი ქალთა (შიგნით ჩასაცმელი – სადიაცოი). ქოქომო ჴ. ჯუბაზე შემოსაკერებელი ნაოჭებიანი ნაკერი. ქუქუმო თ. ჯუბის ბოლო აშია, აჭრელებული. ნ. თიკვი.
ქოშა, ქოშაი
მოჴ. „ხის ჯამი ტარით, საიდანაც ცხელ წვენსა სმენ. მშვენივრად სხვადასხვა გვარად მომზადებულ წვენს თითქო რაღაცა განსაკუთრებითი გემო ეძლევა ქოშაში“ (ყ. 345). ქოშა მთ., მოჴ. დიდი კოვზია. ორი ქოშა ერთ ჯამს ავსებს (ქოშაი დიდია ქიტზე). აფაკაი ჴ. ღრმა კოვზი, უფრო ერბოს ამოსაღები (ჩამჩაზე ცოტა პატარაა).
ქოჩახ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ძველი უხმარი ქოთანი“. მთ. ქოჩახში (ან სადღვებლის ძირი იქნება, ან რკინის ქვაბი), დედაკაცები მწვირეს დაიჭერენ და თავს დაიბანენ. ქოჩახა ფშ., გუდ., მთ., მოჴ. ქვევრის ან ქოთნის ნატეხი, რომელშიც საქონლის შარდს ასხამენ და თავს იბანენ ქალები (წყლით დაბანა წილს გააჩენს თავშიო), საზოგადოდ თიჴის ჭურჭლის ნატეხები (გუდ.). ქოჩხისა (ასეა!) მოჴ. იგივე. ნატეხარა ჴ., თ. იგივე.
ქოჭი
ჴ. ხისგან კუთხედ გაკეთებული წყვილ-წყვილი გადასაკიდებელი ჯორისა ან ვირისა, რომ აქეთ-იქით შეშა, ძნა ან თივა ჩაუწყონ და შინ მოატანინონ. ქოჭის კაპებზე ჩამოცმულია ლვილი, რომ ქოჭის ნაწილები თავისუფლად არ მოძრაობდეს. ქოჭი თ. ა) იგივე, რაც ხევსურეთში, ბ) ფხინი საქსოვ ყდაში. ნ. საჩიტურა.
ქოხ-ი
(1) გუდ., მთ., მოჴ., თ. საძოვარზე გაკეთებული მემცხვარის ბინა. ქოხი ჴ. სოფლის მოშორებით აშენებული კარავი, სადაც მშობიარე დედაკაცი მარტოდ-მარტო იმყოფება. შდრ. ბოსელი (2), სამრევლო, საჩეხი (1).
ქოჯო
ჴ. ფოჩი. ქოჯონი ფშ. (რაზ.-ჭყ.) „კონა, გროვა“. ქოჯო თ. ა) რძის საწურავი, ბ) კონა საზოგადოდ, კერძოდ ცოცხი. ქოჯო ფშ. კონა (მაგ., ისრისა). ნ. ჩინჩხი.
ქრეჯა (უქრეჯს, მიქრეჯდი)
ვისიმე საქციელის გამოჯავრება ამ საქციელის გამეორებით, მაგ., რომ დაახველოს, სხვამაც დაახველოს (ჴ. მას.). ნ. გაქრეჯა.
ქრისტეს ბალახა
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „უღრან ხევებში ამოდის, გრძელი მსუქანი ფოთლები აქვს. არდი-გარდმო სრე და სრე გადასდევს. ფშავლებს წამთ, რომ ამ ბალახზე უცნაური ასოებით ქრისტეს ტირილი წერიაო“.
ქრიჯ-ი
თ. ა) ნაველა მოჴ., ნაჭლიკა ჴ. ბ) ფქვილის ამოსაღები ალატიდან. ქრიჯა ფშ., ყოში ჴ. ალატიდან ფქვილის ამოსაკრეფი. ქრიჯი შატ.-მიღმა ჴ. ალატიდან ფქვილის ამოსაკრეფი ჴელ-ნიჩაფი. ჩიკორა გუდ.
ქსვა
ვქსავ ქსელს ვაბამ საქსოვად. შემდეგ კი ვქსოვ. ვიქსავ თ. ქსელსვაბამ. გამაექსოვების თავის თოფს ჴ. „გამაეკვრება თოფს“ (ბეს.).
ქსუვი
ჴ., ფშ., ქსვივი თ. ძნელად დასაჭერი, მიუკარებელი (საქონელი). ქუბ-ი მოჴ. მჟოლი, ჟოლო, ჟოლი ჴ., ფშ., ჴვაფა თ., ქუბი და შავი ხილი (ყ. 239, 8 ქვ.), ხახამა, შავი ხილი და ჭუკი (ყ. 240, 8 ქვ.). „შავ-ხილაი კა ჩვენში (მთ.). „ჭუკი“ არ იციან ხევში.
ქუბდე
ჴ., ქუბდია (ქობდია) ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ხის სამარილე თავსახურავიანი“. ტაგანაჸი თ. იგივე მთიულეთსა და ხევში არ იციან.
ქუდ-მოურობა
მოჴ. თამაშობაა. „ქუდ-მოურობა ცხოა“ (მოჴ.) ზემოთ აწერილ ქუდის გატაცებასთან შედარებით. ნ. ქუდ-უკვენაჸობა.
ქუდ-უკვენაჸობა
თ. თამაშობაა. ერთი გადაბოტებულია თავის ქუდზე და იცავს, სხვები ირგვლივ ეხვევიან და ცდილობენ, ფეხი გაჰკრან და გაიტაცონ. ქუდ-მაურაობა ფშ., ქუდ-მოურობა მოჴ. იგივე.
ქუდის გატაცება
მოჴ. თამაშობაა, რომლის აღწერა აქ ვრცლად მოგვყავს: არჩევნების გათავების შემდეგ „აიღეს ერთი სიპი რგვალი კენჭი და,ზედ დაფურთხების შემდეგ, მშრალი მხარე ქვისა ერთმა მიიღო თავის ნიშნად და დასველებული მხარე – მეორემ. შეაგდეს მაღლა. რომელი გვერდიც, სველი თუ მშრალი, ზეიდგან მოჰყვებოდა, იმ გვერდს ამრჩევ ბიჭებს ქუდი უნდა დაეცვათ და მეორეს კი გაეტაცნა. – თქვენია, თქვენია! – დაიძახა ერთმა მხარემ. – დასხედით, დასხედით! – მოისმა მეორეს ხმა და თამაშობა გაჩაღდა. პირველ ნაწილთა მოთამაშეთა ცალ მუხლზე ისე დაიჩოქეს, რომ ზურგი ერთმანეთსა ჰქონდათ შექცეული. ხალხი გაიშალა, გზა დაუგდო და მოთამაშეთ მეორე ნაწილმა დაუარა. ამათ უნდა ქუდი გაეტაცნათ და საკმაოდ მოშორებულს დანიშნულს ადგილზედ უნდა მიეტენათ, ხოლო მხსდომთ ან უნდა დაენებებინათ, ან დაეჭირათ მისკენ გაქანებული მტაცებელი და თუ ვინიცობაა, გაიტაცებდნენ, მსხდომნი წამოუცვივდებოდნენ, გამოუდგებოდნენ და ერთმანეთის მიშველებით უნდა წაერთვათ“ (ყ. 547 – 8).
ქუმელი
მთ., თ., ფშ. სელი. მცენარეა. იზრდება ფეტვის ოდენა. წვრილიმარცვლები აქვს. ზეთიანია. დანაყილს ან დაფქულს ერბოში გაურევენ (ქუმელ-ჴალი) და ჭამენ. ზეთსაც ჴდიან იმისგან, მხოლოდ ჩვენ კი ვერ გამოვჴდითო. „ზელის ზეთი მისი იჴდება“ (თ.).
ქურ-ი
ფშ. (რაზ.-ჭყ.) „ბავშვების მსუქანი გამობერილი ლოყა“. მიზის კითხვის ნიშანი. ქური ჴ. ლოყა, უმთავრესად რბილი ნაწილი. ლაყო გუდ., მთ., ჴ. „ქური“ მთიულეთსა და ხევში არ იციან. ნ. ლაყო.
ქურდ-ი, ქურდებ-ი
ჴ. ხუცესის მიერ კუმეტს (ორ იანვარს) ღამით განგებ სოფელში წაყვანილი დასტურები, რომ რამე „მოიპარონ“ (არაყი, ხორცი) და ხატში წაიღონ (ჴ. მას. 145 – 146).
ქურდად გასამჴდელო
ჴ. თუ ვისმე სოფელში რამე დაეკარგა და დამკარგავმა ვინმეზედ ეჭვი აიღო, იმან მომპარაო, უნდა დაუმტკიცოს. თუ დაუმტკიცდა, გადაახდევინებს. თუ ვერ დაუმტკიცდა, ეჭვ-მიტანილი კაცი თვითონ გადაახდევინებს ქურდობის დამბრალებელს ხუთ ძროხას, რასაც ქურდად გასამხდელოს ეტყვიან. „სამამფიცროი და ქურდად გასამჴდელო ხუთ ძროხაი ას რჯულად“ (ჴ. მას. 139, 14 – 15).
ქურთ-ი
ჴ., გუდ., მთ., თხა-ცხვრის ნეხვის წივა, კალაპოტში ამოჭრილი. მოჴ. იგივე (ამოუჭრელი, უბრალო ბართი-ა მოჴ.). ქურთი თ., ფშ. ცხვრის ნეხვი საზოგადოდ. წივადაც ხმარობენ და ქურთია მაინც. ხევსურეთში, სადაც შეშა იშოვება, ქურთში ჴარ-ფურის ნეხვი არ ერევა, ყანებში გააქვთ სასუქად. სადაც შეშა არ იშოვება (როშკაში, ჯუთაში, ჭიმღაში, აგრეთვე მთელს ხევში), იქ ქურთი ნარევია: ჴარ-ფურის ნეხვზე შეაყენებენ ცხვარს, დაატკეპნინებენ და შემდეგ ამოსჭრიან. ქურთი გუდ., მთ. იხმარება კედლების შესალესად და ზამთარში ცეცხლის დასანთებად. ნ. დრემლა.
ქურთული
მთ., მოჴ., თ., თურქული ჴ. საქონლის ავადმყოფობაა: პირი ასტკივდება, დააყრის პირში და პერი ამოსდის, ვეღარ ჭამს. ფეხები ასტკივდება და ქიჩებს გააყრევინებს.
ქურსლი
ჴ. ფეხის გული საალაჴიდან თითებამდე, ტერფი თ., ფშ., გუთნის ქურსლი ჴ. გუთნის ქვემო ნაწილი, რომელზედაც საჴნისია წამოგებული და კვალს აკეთებს. ქუსლი მთ., მოჴ., თ.
ქურცინა
ჴ., ფშ. (რაზ.-ჭყ.) „თრითინა“. „მის ნაკბენს მისივე (მკვდრის) მოსმა მოარჩენსო“. ქურცინი მთ., დედუფალა მოჴ. ზაფხულში წითელია, სთველზე გული გაუთეთრდება, აჰყვება მერმე სითეთრე და ზამთარში ზურგიც გაუთეთრდება, სინდიოფალა. ქვირცინაჸი, დედუფალაჸი თ. იგივე. „წინავ დედუფალას ეძახდეს“ (თ.), ვრცინი (ძვ. ქ.).
ქუქუნაკი
ჴ., ფაფანაკი ჴ. მოკლე ჩასაცმელი, მეჯებამდე რომ უწევს; ქუქუნაკი გუდ. წამოსასხამი (ჴელები თუ არ გაიყრება საჴელეებში).
ქუჩება
ჴ. გროვება: დააქუჩეს მოაგროვეს, დაქუჩდა დაგროვდა, მაქუჩდა მოგროვდა, ქუჩდების, მაქუჩდების, შაუქუჩებავ შეუგროვებია, შაქუჩებული, მოქუჩებული (ჴ. მას.).
ქუჩუმა
ჴ. მოკლე ძაფზე ასხმული მძივები (ფარაგზე მოაკერებენ). ქუჩუმა თ. ა) ბურჩხად ამოსული მაღალი ბალახი (ქუჩი?). ბ) ბუთქვი ხე.
ქუცალა
ფშ., ჴ. „მოწვერილ“ თივაზე დასაფარებელი (ისევ თივისა), რომ წვიმა არ ჩაუვიდეს, კუჭი გუდ., თავ-ქუდი მთ.
ქჩერება
გუდ., მთ., მოჴ. ჴ., თ. გაქშერება ფშ. (რაზ.-ჭყ.) „გამეტება, რომ არაფერი დაენანოს სხვისთვის“. მექშერების ფშ., მექჩერების ჴ., თ. მემეტება, არ მენანება. საპირისპიროა მეწყალვის.
ქცევა
(1): ფეჴის ქცევა გუდ., მთ., მოჴ.., ფშ., თ. ა) გზიდან დაბრუნება. ბ) სიძის გაბრუნება ცოლეურთას ქორწილის მეორე-მესამე დღეს (ცოლს შინ დააგდებს).
ქცევა
(2) თ., მაქცეულობა, მოქცეულობა ფშ., გუდ., მთ., ჴ., თ. ყოფაქცევა. მაქცეულობა მოჴ. თავაზიანობა. უქცევს: ფშაურად უქცევს ფშაურ კილოზე ლაპარაკობს.
ქცევა
(3) ჴ., დაქცევა, მაქცევა, შაქცევა ჴ.: გაუქცევავ ცხენი ჴ. გაუჭენებია ცხენი. დაქცეულნი გაქცეულები, დაგვექცევიან გაგეგცევიან; გულ მაუქციე გული მოუბრუნე. მიაქცენით გამოიქეცით, მაიქცევიან გამოიქცევიან. შაქცევა პასუხის გაცემა, შაუქცევავ უპასუხნია, რა შაუქციოთ რა ვუპასუხოთ. ჴელის შამქცევნი ხელის შემბრუნებელნი; ზურაბისად ბევრს ვერა უქცევავ ზურაბისთვის ბევრს ვერაფერი უპასუხნია. ვერაფერი გაუწყვია. ნუ შაექცევი თავსაო – „გულს ნუ გაიტეხ, ნუ გაღბეჩავდებიო“ (ბეს.).
აკაკი შანიძე, მთის კილოთა ლექსიკონი
ლექსიკონში შესულია ის სიტყვები და განმარტებები, რომელიც ავტორმა მოიპოვა 1911 და 1913 წლებში ჩატარებული მივლინებების დროს.
აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1984 წ.
ელექტრო ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ