სახელურ ომონიმთა ისტორია ქართულში


There are currently 1027 names in this directory
მასა
საშ. ქართ. I. მასა ცალწვერი და კენჭებმობმული ბადე – საბა. მასე თევზთბადე, ცალწვერი და მსუბუქი – დ. ჩუბ. ვეჭვ, მას დარჩეს პირველობა, დაგიხიოს შენი მასა (არჩილი 195, 80, 3). ახ. ქართ. II. მასა [ლათ. massa ზოდი;ლოდი] 1. მრავალრიცხოვანი ჯგუფი ხალხისა;ფართო მოსახლეობა. 1. უპირატესად მრავლობითში მრავალრიცხოვანი მთლიანი ჯგუფი ხალხისა;ფართო მოსახლეობა. მუშათა მასა. – მშრომელთა მასები. 2. რაიმე ნივთიერება ცომისებური სახით, რომლისგანაც წარმოიქმნება ან კეთდება რაიმე საგანი ან ნივთი. 3. ფიზ. სხეულისა და ენერგიის ინერციულობის საზომი. შდრ. I. მაზა.დიალექტ. III. მასა (არ. მასა) სუფრა, მაგიდა. „მასაზე დვია კრისტალი ვაზო (ინ.). „მასას სანდალიები მუუწყე და მოსაფირებ დუუძახე სადილზე (ინ., ჩვენ. ფუტკ.). მასა (თურქ. მასა) მაგიდა ზან. (ლაზ. თანდ.).
სალათა
საშ. ქართ. I. სალათა (ოსმალ.) მცენ. (დ. ჩუბ.). სალათა (თურქ.) სალატან – ქინძი, ან სალათა და ან ისპანახი გამოუხარშონ (იად. 107, 32). სალათა ბალ. (ფრანგულია), ქართულად ტაბუცუნი ჰქვიან – საბა.ახ. ქართ. II. სალათა [იტალ. salato-დან დამარილებული] 1. [Lactucasativa] ბოსტნეული მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა;აქვს მკრთალი მწვანე, ფართო ფოთლები, რომლებიც იჭმება უმად, სათანადოდ შეკაზმული, მეტწილად ხორცთან ერთად. კვლებზე მოჩანდა ოხრახუში, პრასა…, სალათა (დ. კლდ.). მწვანილის კვლები სავსე ჩანდა ქორფა სალათითა და ჭარხლის ტკბილი ფოთლებით (თ. რაზიკ.). 2. ცივი კერძი, რომელსაც ამზადებენ წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისაგან (ზოგჯერ ხორცისა და თევზისაგანაც) ზეთით, ძმრითა და მისთ., – ტაბუცუნი. დიალექტ. III. სალათა წნელისაგან დაწნული დიდი ლაგანი სალათაში ჩავაწყე პური (შდრ. საბა, საჭეჭავი ხალა). „სალთაში ჩავაწყე პური“ (ჯავახ. მელიქ.).
ტერ-ი
ძვ., საშ., ახ. ქართ. I. ტერი ძვ. «ქვეშსაფენელი და საგებელი» (საბა). ტერი: „მოართუეს მას ათი ტაბასტი და ათი ტერი და ათი ქუაბი, სიავი…“ ასე იკითხება ეს ადგილი სამ ძველ რედაქციაში: ათინურსა (ოშკურსა), იერუსალიმურსა (№113) და მცხეთურში (A– 51).ძნელია, ძველ ქართულში ნახმარი ტერის ზუსტი მნიშვნელობის დადგენა, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად ის აღნიშნავდა ზეწარს, საბნის შალითას, შემდეგ კი საგებ-სარეცელს, ხოლო ბოლოს –ყოველგვარ ქვეშსაფენელს (ნოხს, ფარდაგს, და მისთ. „შესამოსელის“ სინონიმად გვხვდება ტერ-ფუძისაგან –ეულ სუფიქსით ნაწარმოები სიტყვა ტერეული. ვითარცა სამოსელნი განკფდენ და ვითარცა ტერეულნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ (სტიქომეტრია, კ. დანელია 1998, 99), ძირეული ერ იგივეა, რაც სომხური տեռ რომელიც თხელგამჭვირვალე ქსოვილს აღნიშნავს (დანელია 1998, 250). საშ. ქართ. II. ტერი (სომხ. ტერ). უფალი, მფლობელი პატრონი. შენ მოგკლა, ვინ დაგიტირებს, ან შენი ტერი ვინ არის (შჰნ. II, 3809, 2). რომ დავანანოთ აქ მოსვლა, არ ჰყვანდეს პატრონ ტერია (ი. ტფ. 602, 57, 4). აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა (ვეფხ. 651, 1). დიალექტ. III. ტერი ზმ. მტერი (რაჭ. კობახ.). ტერი. მტერი. – მე აწი არ მოვრჩე, ტერი არაა იმის უფრო (რაცხ. გურ.). შდრ. მტერი ავის მდომი, მავნებელი – დ. ჩუბ.
ფერვან-ი
დიალექტ. I. ფერვანი (< ფეროვანი) ღაჟღაჟა ფერისა, გაჟინჟილებული. შათანაჲ ყველაზე უმფო ჯანთელი და ფერვანია (აჭარ. ნიჟ.). იხ. I. ფერი.დიალექტ. II. ფერვანი (თ. pervane) ხრახნი: დუზგარი აქ იმას, ფერვანები აქ იმა (ბაზგ., შავშ.).
წურწუმა
საშ. ქართ. I. წურწუმა კუმკუმა. უანგარიშო ტაშტი, წურწუმა, ზოგი ოქროსა (საბა 242, 18). ახ. ქართ. წურწუმა 1. ვიწროყელიანი ჭურჭელი წყლისათვის, – კუმკუმა. ხალხმა ხელის დასაბანად წყაროს მიაშურა, ბატონებს წურწუმით მიართვეს წყალი მოახლეებმა (ნ. ლორთქ.). 2. რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი. ტაშტ-წურწუმა. წურწუმა ხის სასმისი, ყანწის უფსკერო წინამორბედი, რომელსაც ხელით დაუხშობდნენ ძირს და ისე გამოცლიდნენ;წუმწუმა, სპილენძის მაღალყელიანი, მუცლიანი ჭურჭელი ზან. (მეგრ. ქობ.). წურწუმაი პატარა ჭურჭელი დოქი (სვან. ლიპარტ.). ახ. ქართ. II. წურწუმა ერთგვარი ბალახია – ნემსივით გაუვლის ცხვარს ეს ბალახი (რ. ერ.). შდრ. IV. წუმწუმა.
ჭყუტ-ი
ახ. ქართ. I. ჭყუტ-ი, ჭყუტა «უხეირო, მჟავე (ხილი)» (კირ.). ზოგს ჭყუტა ვაშლივით აკრავს ცხვირი და არც კი უჩანს (ს. მგალობ.). დიალექტ. II. ჭყუტი საუბ ავადმყოფობა, რომელიც აიძულებს ადამიანს ბევრი სითხე სვას, – დიაბეტი. რა ჭყუტი დაგემართა, რა ბევრს სვამ? (ღარიხევი, ზ.-იმერ. ძოწ.). ჭყუტია ბევრი სითხის (წყლის თუ ღვინის მსმელი. მონადირის შვილმა უთხრა ამ ჭყუტიას: აპა შენ იცი და ამ ღვინომო (ღარიხევი, ზ.-იმერ. ძოწ.). იხ. I. ჭყურტი. დიალექტ. III. ჭყუტი წვრილი. ჭყუტი მარცვალი აქ წელს პურს (ზედუბანი, ზ.-იმერ. ძოწ.). შდრ. ჭიოტა წვრილი – ქეგლ. ჭყიოტ-მატი (ფშ. ჭყ.).
აბდარ-ი
საშ. ქართ. I. აბდარი (სპარს.) მეფის წყლის მნე – დ. ჩუბ. არის მისი მოწამე თავად ღმერთი;კაცთაგან: მამასახლისი ბახუტა… აბდარი სულოა და სოფლის ქეთხუდები (სამ. IV, 298, 10). დიალექტ. II. აბდარი ავდარი (გურ. ს. ჟღ.). იხ. II დარი.
აბზინდა
საშ. ქართ. I. აბზინდა ეწოდების: თასმა ანუ ქსოვილი რა(ჲ)მე მის მიერ შეიკროდეს საჩხვლეტელითა: და ერთს ბალახსაც ჰქვიან – საბა, დ. და ნ. ჩუბ. მაშია, წინ აბზინდით შესაკრავი (ტ. გაბაშ. 190, 3).ახ. ქართ., დიალექტ. აბზინდი, აბზინდა ლითონის ენიანი შესაკრავი ქამრისა, ცხენის მოსართავისა და მისთ. (შდრ. ბალთა). თასმის შესაკრავად აბზინდა ჰქონიათ (ივ. ჯავახ.). მეიტა, მელანო, ჩხინკი იქნება რამე… ენა არ ქონებია აბზინდს! (დ. კლდ.). ვერცხლის აბზინდა მზეზე ულაპლაპებს (თ. ბიბილ.). გუდუნას ისე არ გაუშვებდა… რომ არ ეჩუქებინა: კანფეტი, თოხი, აბზინდი (ჭ. ამირეჯ.). ქამარ თასმისა არის. მას ერთ მხარეს აქვს, აბზინდი (ენიანი) ლითონისა. ქამრის შემორტყმისას მეორე პირი გაეყრება აბზინდში და უკანასკნელის ენა დაიჭერს მას (თუშ. მრეწ. III, I, 75). აბზინდა, აბზინტა ბალთა, თასმის შესაკრავი (ფშ. ხორნ.). აბზინტ-ი/ა ვერცხლის სამკაულია ლობიოს ლებნის ფორმისა;აბზინტების ასხმულა შეადგენს ყაწიმს. ვაჟის მჴრით მისცემდეს სამს აბზინტს (დიალექტ. 10, 7). აბზინტა ვერცხლისა, ჴევსურეთ ალაქანან აკეთებდიან აბზინტებს (ხევს. ალ. ჭინჭ.). საშ. ქართ. II. აბზინდა მცენ. – დ. ჩუბ. აბზინდა [Artemisia absinthium] სამკურნალო ბალახი, მონაცრისფრო, ბუსუსიანი, ფოთლებდანაკვთული. აბზინდა იხმარება, როგორც კუჭის წვენის მომგვრელი საშუალება (ი. ქუთათ.). ბალახებიდან ღია ადგილებში ურო, შიგადაშიგ აბზინდა მძლავრობდა (ნ. კეცხ.). ყვავის თავბრტყელი ფარსმანდუკი, ვერცხლის მტვერგადაფრქვეული აბზინდა (რ. ინან.). ეს აბზინდა ვარო! (გ. ლეონ.). დიალექტ. აბზინდა სურნელოვანი ბალახია, რომელსაც ტახტის ქვეშ შეინახავენ, რომ ტილი და რწყილი ამოწყდესო (მესხ.-ჯავახ. ლეონ.). აგრეთვე: აბზინტა, აბზინტი (ფშ., ხევს.). მცენარის ეს სახელწოდება დასტურდება ზანურ-სვანურ ენებშიც. აბზინდი // აბზინდე (მც.) ზან. (მეგრ. ქობ.). აბზინდჲ, აბზინდაჲ, აფსინდ, ბზინდ (სვან. თოფ., ქალდ.). აბზინდა წარმოადგენს ნასესხობას ბერძნულიდან. შდრ. ბერძნ. apsintion (Deeters 1973, 263;ურუშაძე 1980, 213;გიგინეიშვილი 2016).
აბლ-ი
დიალექტ. I. აბლი ავლი (გურ. შარაშ.). კარქი თუთუნი აბლს მეიგდებს. გადატ. აბლივით დაცვივდა ის დღეები და იმ დღეთა მოგონება (ფ. ხალ., აჭარ. ნიჟ.). სული შეუბერე, ვერ ხედავ, აბლი ყრია? აქ არ სვა თუთუნი, აბლი დეჲყრება. აბლი-ბაბლი, ვერცხლი ტახტი, მზით ავიღე, მთვარით დავდგი (გამოცანა). გაავსე ერთი მეშოკი აბლით და ერთი მეშოკი ნახშირით გაავსე (კირნ., სამხ., ცინც., ფაღ.). აგრეთვე: (იმ., ჩვენ. ფუტკ.). გურულსა და აჭარულში ავლის ფონეტიკური ცვლილებების შედეგი უნდა იყოს ამავე მნიშვნელობის აბლი, რომელიც როგორც სამართლიანად მიუთითებენ ავლ-ისაგან სუბსტიტუციით არის მიღებული (კბილბაგისმიერ ვ-ს შეენაცვლა ბაგისმიერი ბ) (ცინცაძე, ფაღავა 1998, 176). დიალექტ. II. აბლი ცოტა, მცირე. „აბლი შეარ და წითლეკარ ახუალ“ (ტ.). მურღულში „ცოტა“-ს იტყვიან, ჩუენ „აბლ“-სა ვიტყვით“ (ტ.). ორი ქალი აბლი ყავს“ (ტ., ჩვენ. ფუტკ.). დიალექტ. III. აბლი „გაუგებარი, უთაური;თავდაბალი;პირუტეხი, („შეუწყინარი“) (ხევს. შან., ჭინჭ.). აბლა-დაცემული დაჴამლული. კოჭლი – ა. შან. შდრ. აბლაობა სიბრიყვე, სირეგვნე. ათასი ტარალობა და აბლაობა შემომაყუედრე (ვისრ. 266, 2). შდრ. „მე თუმცა ეგეთი რეგუენი არ ყოფილ ვიყავ… შენადმცა მოქენედ არ ვიყავ“ (იქვე 266, 3).დიალექტ. IV. აბლი საბავშვო თამაშის დროს, გათვლისას სახმარი სიტყვა: აბლი, ბაბლი, ოქროს ტახტი…! (გ.-კახ. სახლთხ.).ვფიქრობთ, რომ აბლი < მებელი „სახლის მორთულობა, საფენი“ – დ. ჩუბ. თავის მხრივ მებელი < სპ. მობლ.
აბრა
საშ., ახ. ქართ. I. აბრა სასწორისა, თათართ ენით არის, ქართულად საჭარბი ჰქვიან – საბა. ცოთი, საჭარბავი – დ. ჩუბ. გვერდთ, ხელთ, ფერხთ სისხლი შენი სასწორს აბრად შეუდევ (დ. გურამ. 311, 7, 3). სასწორს აბრა დაადო და გაასწორა. ფიგურ. [ნენე] ადგებოდა და კატაც აბრასავით თან აჰყვებოდა (ს. მგალობ.). დიალექტ. გადატ. აბრა 1. სამაგიერო, წონით თანაზომიერი. 2. ოდნავ მეტი, ვიდრე საჭიროა. „მიეცით აბრა და ისთე დაჭარი მაი კაბა“ (შემ., გურ. ჯაჯ.). ბრუდი რო მოვა სასტორი, დოუდებენ კვერცხს, ქვას გასასტორებლად. აბრა არი ისი. ქალი რო არ ივარგეფს, მუუმატებენ მზითეფს. კაცი ამბოფს: ქალი ნაკლებია და მამეცი ბარგიო. აბრა არი ესეც (ხიდარი, ზ.-იმერ. ძოწ.). გადატ. აბრა ძვირფასი თვლებით მორთული სამკაული, ძღვნად მისართმევი. ჴორწილჩი აბრაი წავიღეთ საჩუქრად (მოხ. ქავთ.). ახ. ქართ. II. აბრა (სპ.) დაფა, რომელზედაც წარწერილია წარმოების, დაწესებულების სახელწოდება − ფირნიში. აუარებელი ხალხი რიგში იდგა, აბრაზე ვატყობ: დამზღვევი საზოგადოება უნდა იყოს (კ. გამს.). მალე… სამიკიტნო რესტორნად აქცია და ძველ მღებავს დიდი აბრა გააკეთებინა (რ. გვეტ.). ოდესღაც მხატვრად თვლიდნენ. მაღაზიის აბრებზე კოხტად გამოჰყავდა ქართული ასოები (ა. სულაკ.).
აბრაგ-ი
აბრაკი, ხელსაბანი ჭურჭელი, წურწუმა, ლულეინი, ალთამა (საბა, დ. და ნ. ჩუბ.). ძვ., საშ. ქართ. I. აბრაგი გამოიყოფა რთულ სიტყვაში ტაშტ-აბრაგი (სპ. ტაშტი და იბრკ – მაღალ-ყელიანი თუნგი): „და ვეცხლისა ტაშტ-აბრაგი დიდი, წყვილი ორი, და ბერძული ტაშტ-აბრაგი ვეცხლისაჲ ოქროჲთა ცურვებული ერთი“ (მელქისედეკ კათალიკოზის გუჯარი 1020 წლისა) (პეტრ. ტიპ.).ტაშტ-აბრაგი ჭურჭელი. ნოხითა და ტაშტ-აბრაგითა და ყოვლი ფერითა შეკაზმული იყო (ამირან. 536, 8). გვხვდება აბრაიგის სახითაც;სასმისი აბრაიგი, მაშრაბები, საყარყები (შჰნ. III, 243, 22). დიალექტ. „ჩვენებურების ქართულში“ დადასტურებული იბრიღი // იბრეღი (არაბ. იბრიკ) წყლის დოქი (სპილენძისა) ამავე წარმომავლობისა ჩანს. იბრიღსა წმურტაი პირი აქ (იმ.);იბრეღში ცივი წყალია (იმ., ჩვენ. ფუტკ.). ახ. ქართ. II. აბრაგი 1. ძვ. რუსეთის მეფის მთავრობასთან მებრძოლი მთიელი პარტიზანი. ესენი განთქმული აბრაგები იყვნენ, რომელთა სახელი და ვაჟკაცობა შორს იყო გავარდნილი (ა. ყაზბ.). ძმადნაფიც აბრაგს, ილალ ზანკშის ეძებდა (ჭ. ამირეჯ.). 2. კუთხ. ყაჩაღი, ტყეში გავარდნილი. მართლაც რომ ნამდვილი აბრაგი და ყაჩაღი იყო ის წყეული იერემია (გ. წერეთ.). დათას ტემპერამენტისა და სულიერი წყობის კაცი მონასტერს ვერ შეეწყობოდა, ისევ აბრაგად უნდა წასულიყო (ა. ბაქრ.). ჯერ კიდევ ადრე იყო, მაგრამ აბრაგების შიშით უღელტეხილზე ღამით მგზავრობა აღარ ისურვეს (პ. ჩხიკვ.). დიალექტ. აბრაგი ყაჩაღი, მძარცველი (ვ. ბერ.;გურ. ჟღ.). აბრაგი (აბრეკ) სიტყვები დასტურდება ზანურ და სვანურ ენებშიც (მეგრ. ელ., სვან. ლიპარტ., თოფ., ქალდ.). მზ. ანდრონიკაშვილის აზრით აბრაგი საერთო კავკასიური სიტყვაა, წარმოშობით საშუალო ირანული, ფალაური *āparak, āpartan „ძარცვა, āpar ძარცვა ტაცება, ქურდობა (ანდრონიკაშვილი 1966, 76). დიალექტ. III. აბრაგი უშნო, შეუსაბამი მაღალი. ჩვეულებრივ ცხოველზე იტყვიან (ქვ.-იმერ. ჯაჯ. IX, 242).
ადიმ-ი
საშ. ქართ. I. ადიმი (სპ. ადიმ) გათრიმლული ტყავი. ოქროისა და ვერცხლის მკედით ნაქსოვი დიბა. სხეპლას დებაგი ტყავი მოუქნელი – საბა. ადიმი ოქროთი ნაკერი დიბა – დ. ჩუბ. დიალექტ. ადიმაჸ ადიმი, ოქრომკედით ნაქსოვი საფენი. მოდ, ქალო, ფარსმას წავიდეთ, ჩამოგსვამ ადიმაჸზედავ (თუშ. ცოც.). ლხინის წალკოტი შეამკუეს, უჭრელეს მართ ადიმისა (ქილ. 923, 20). „ადიმი“ სემიტური წარმოშობის სიტყვაა, რომელიც არაბულიდან შესულია სპარსულ და თურქულ ენებში. მისი მნიშვნელობებია: ზედაპირი, კარგად დამუშავებული ტყავი. მხატვრულ ტექსტებში მეტაფორად იხმარება და ნიშნავს: ღირსებას, პატივს, რეპუტაციას (წაქაძე 1988, 82-84). საშ. სპარს. II. ადიმი (თურქ. ადიმ) ბიჯი, ფეხის გადადგმა, ნაბიჯი. ზურამ თქუა: „მას ვერ უქნია დღეს აქა ომთა ადიმნი (შჰნ. I, 2815, 1). ამავე მნიშვნელობით დასტურდება ადუმი (ჩვენ. ფუტკ.).დიალექტ. III. ადიმი ნადიმი, დროსტარება. ბედიანაიმც დაჯდების თქვენთან იმ ადიმზედაო (ხევს. ჭინჭ.).საადიმოდ სანადიმოდ, დროის გასატარებლად, სალაღობოდ;ბალხი ყმა ბალხმა დედამა გაზარდა საადიმოდა, – მკლავნი უზილნა, უპოხნა, გაგზავნა სანადიროდა (ეთნ. კალენდ. 16, 345) – ალ. ჭინჭ.შდრ. ნადიმი, ნადიმობა (არაბ.) სტუმრობა, წვეულობა, ტაბლა – დ. ჩუბ.
ავალა
საშ. ქართ. I. ავალა ვექსილი. რვა კაბა და ტოლომა გამასყიდვინეს ჩემის ოჯახის ავალაში (სამ. VII, 155). შდრ. (თურქ.) ავალ ვექსილი.ავალი სპეც. სათამასუქო თავდებობა, რასაც მესამე პირი იძლევა თამასუქის წინა მხარეზე ან დამატებით ფურცელზე გაკეთებული მინაწერით, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ გაანაღდებს თამასუქს – ქეგლ.ახ. ქართ. დიალექტ. II. ავალა 1. სავალი. ბუხარს მაღალი ავალა უნდა, რომ ბოლი ასწიოს. წყალს ავალა პირაღმა აქვს…, როგორ უნდა იდინოს? (ილია). 2. გადატ. სამოქმედო არე, გასაქანი, ასპარეზი. დიდი ავალა მიეცემა, ფართო გზა გაეხსნება (ილია). ერთად განვლეთ ზოგჯერ ნარეკლიანი, მაგრამ ჩვენი თაობის ადამიანისთვის მეტად ბედნიერი გზა, ძალზე საინტერესო ავალა (ნ. აგიაშვ.). ბუხარს მაღალი ავალა უნდა, რომ ბოლს ასწიოს) (ქიზ. მენთ.). აგრეთვე: (ქართლ. მესხ.).
ავან-ი
ძვ. ქართ. I. ავანი სოფელი: „მოიწივნეს ავანსა თილს“ (ნრს. 79, 5). სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ სპ. āvahana > სომხ. > աւան > ქართ. ავანი (აბულაძე 1944, 83). შდრ. ამავე წარმომავლობისა და მნიშვნელობის ვანი. საშ. ქართ. II. ავანი (არ. მრ. რ. ავანი) [მხოლ. რიცხვისაგან ანია] ჭურჭლები, ვაზები. მერმე ავანშიგა ჩაასხენით დამბალნი და დანაყილნი წამალნი (კარაბ. 393, 16). საშ. ქართ. III. ავანი (სპ. ჰავანი, ან ჰავანგ) ქვის სანაყელი, როდინი. სადაჯი ჰინდი ავნისა არ ვარგა, რაცა ავანშიგა ძირსა დარჩების, ისი არ ვარგა (ფანასკ. 71, 10). ჰავანი: აიღე სურმაგი, სპაჰანი… კეკელად ჰავანთა ჩასდვა… ესე დაჰგალნე წმიდად (ფანასკ. 75, 11). ავანშიგან ნუ დანაყ, ქვისა ავანშიგან დანაყე, მისი ჯანგი ავია (ფანასკ. 340, 16). დანაყენ წამალნი… და ავანთა უკან აქცივე (ქანან. 56, 1). ბროწეული… დამარცულონ და კურკითვე ავანშიგა დანაყონ (იადიგ. 186, 21).ახ. ქართ., თანამედროვე ქართულში ავანი შემონახული უნდა იყოს კომპოზიტებში: ავან[გ]დასტა: თითბრის როდინი თავისი სანაყით. – თაროებზე უწესრიგოდ ყრია საკითხავები, ეტრატის გრაგნილები… ავანდასტები და ფიალები (კ. გამს.). ზოგს ქვაბი მიაქვს, ზოგს ტაფა, ზოგს ავან{გ}დასტა (ი. მაჭავ. თარგმ.). ავანგ ნიშნავს ფილს და ასტე – ხელს (ი. გრიშ.). დიალექტ. ავანქვიჯა: სანაყელი, ფილი, როდინი, ქვიჯა (ხევს. ა. შან.).ამავე წარმომავლობისა ჩანს ზან. არვანი ქვიჯა (მეგრ. ელ.). დიალექტ. IV. ავანი: ხევსურულში ავანი მოუსვენარი, ანცი, ამრევ-დამრევი (უფრო ბავშვზე იტყვიან). ალაგზე არ მივა ე ვაჟ-ჴმელა, დაუდეგარ, ავან. − ყმაწვილებჩი გასატევარა, ავან, მარღვიელ (ხევს. ჭინჭ.).შდრ. ავანაღი (თურქ. ავანაკ) ბრიყვი, ბოთე;ავანალობა (თურქ. ავანალ(კ) სიბრიყვე ზან. (ლაზ. თანდ.). V. ავანი (მოხ.) ვინმე. მწუხარებით ფიქრობდა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სახელის მოსაგონებლად ავანიც კი არ რჩებოდა (ა. ყაზბ.).ჩვენი აზრით, ავანი < მავანი.თავის მხრივ მავანი, სპ. ჰაბმნ > ვაჰმან > ვმან და ბოლოს, მარცვლების გადასმით, ანუ მეტათეზისით – „მავან“, «მამათა ცხოვრებაში» ეს სიტყვა „ვაჰმან ფორმითაა წარმოდგენილი, ხოლო «ვისრამიანში» – „ვაამან-ით“ (აბულაძე 1976, 197).ავან-ფუძე [ფრ. avant წინ] აგრეთვე გამოიყოფა ხუროთმოძღვრულ ფრანგული წარმომავლობის ტერმინებში: ავანლოჟა, ავანპორტი, ავანსცენა, ავანვესტიბიული – მ. ჭაბ.
ავანგ-ი
საშ. ქართ. I. ავანგი ტრედფილი, სინის როდინი – საბა., დ. ჩუბ. იხ. II. ავანი.ახ. ქართ. II. ავანგი (სპარს., თ. ჰევენგ) თოკი, რომელზედაც რამეს აასხამენ გასაშრობად;თამბაქოს ხმელი ფოთლის ასხმულა. ფარდულის მთელი ჭერი სიგრძე-სიგრძობამდე თამბაქოს ავანგებით (გამხმარი, ზონარგაყრილი თამბაქო) იყო გამოჭურჭლული (დ. ზურაბ.). დიალექტ. ავანგ თოკზე გასახმობად აცმული თამბაქოს ფოთლების ასხმულა. თთნი ფოთოლს ვიშზე (კანაფზე) ნემსით არიგევენ (აცვამენ), დარიგელ (აცმულ) თთნს აჴმოვენ, გაჴმოვას უკან ეემ ვიშევს ერთა ჰკრნ (ერთად კრავენ), ემ ერთა შანაკარ (შეკრულ) თთნი ვიშევს ავანგ ეზახიან) (ინგ., ღამბ., როსტ.). დასტურდება ასევე ავანგის ფონეტიკური ნაირსახეობანი: ჰევენგი, ხევენგი (აჭარული), ხეფენგი (გურული).
ავარ-ი
ძვ. ქართ. I. ავარი ალაფი, ნაძარცვი, «წარმონაღები»: „აღიჭრეს ავარი მისი“ (ეზეკ. 29, 19). მოიღე თავსნიერი ავართა ნატყუენავისაჲ G, – მოიღე მეათედი წარმონაღებისა მის ნატყუენავისა (pb., რიცხ. 31, 26).საშ. ქართ. ავარი ავარი (სომხ.) იავარი, ალაფი, ნაშოვარი – დ. ჩუბ. ავარ სომხ. იავარი, კვალად ქართულად ნატყვენავი (თ. ბაგრატ.). დიალექტ. ავრად აღება რაიმე დაკარგული ნივთის ქანცის გაწყვეტამდე ძებნა და ვერ პოვნა. სანდრომ მთელი სახლი ავრად აიღო, მაგრამ ქუდი მაინც ვერ იპოვნა (მთ.-რაჭ. ლობჯ.). შდრ. იავარი ილ. აბულ. საბას ლექსიკონში შემორჩენილი ავარი არის იგივე იავარი < ფალ. āvār და უნდა იყოს მიღებული ჯავარი საფეხურის გავლით (ქავთარაძე 1964, 64).საშ. ქართ. II. ავარი იგივე უნდა იყოს, რაც აური. უპეს ქვეით ნაწლევი მოკლე და ფართო და ერთი პირი აქვს – საბა. ავარი (სპ.) (ნაწლევთაგანია) მსხვილი ნაწლევი. და მას წულილსა ნაწლევსა სხუა ნაწლევი შეედგმის და მოეკიდების, რომელსა სახელი ჰქუიან ავარი (ფანასკ. 121, 31). საშ. ახ. ქართ. III. ავარი ავარნი, ავარელები, ხუნძები. ზედა მთასა ავართასა, აწ მამეშველეო (დ. გურამ., 118, 379, 4). ორი ქართველი ვიყავით და ერთი ავარი (პრესა. გე).
ავთ-ი
საშ. ქართ. I. ავთი აუზი, ბასეინი, წყალსაცავი, ავაზანი. ვარდის წყლითა სავსე იყო ისი ავთი (შჰნ. III, 248, 2). ამოდიოდა წყარონი, მოცინარი, ავთითა მოკაზმული ვარდის წყლითა საგუბარი (შჰნ. II, 370, 29). შდრ. არ. ჰავდ > „ავთი“. საშ. ქართ. II. ავთი იგივეა, რაც აფთი „მახვილია ბრტყელი“ (საბა). ამაზედან ჴორშედმან ცხენი შეუტია, ჴელთა ბასრი ავთი აქვნდა (შჰნ. III, 459, 13). იხ. I. აფთი.
ავლ-ი
ძვ. ქართ. I. ავლი „ფერფლი“, „ნაცარი“: ეს სიტყვა ძველსავე ქართულში დასტურდება, მაგრამ გადატ. მნიშვნელობით. „შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი“ (შუშ. XIV, 3). „იგიცა ავლ იქმნა“ (მ. ცხ. 440r). ასევე გადატ. ნიშნავს მშრალს, გამომშრალს. „დაიწუა წყალიცა და ავლ იქმნა ადგილი“ (ფლავ. 8: 13, 5). საშ. ქართ. ავლი ფერფლი – საბა. ავლი ნაკვერცხალთა ფერფლსა ნიშნავს;ის არის რომელსაც ფერფლი ეწოდება – თ. ბაგრატ. ავლი გადატ. შეუქმნია გული ავლად (ვეფხ. 932, 3). დიდება ყოვლი სოფლისა განქარდეს, ვითარცა ავლი (არჩ. 419, 1115, 1). ეფარვოდა მას მნათობსა ღაწვთა სხივნი თვალთა ავლად (ნ. ციც. 695, 1590, 2). ახ. ქართ. ავლი „ფერფლი“. დაგიმიწდეს წამწამთ ხედვა, ავლად გექცეს ავი სული! (ი. გრიშ.). ფიგურ. ნინოს მხევალო და დიდო დედავ, გოლგოთას ავლად დაფენიო („ლიტ. საქ.“). დიალექტ. ავლ ხის ფერფლი, ნავლი. ფიჭვის შეშამ მეტაჸ ავლი-დ დაკვლ იცის (თუშ. ცოც.).გადატ. დასტურდება კომოზიტიც: ავლიხურული ჭრელი წინდები ერთგვარი. ჭრელი წინდები იყო ხომე, დაატანენ ქსოვნაში სხვადასხვა სახეებსა და ავლიხურული ერქო. როგორც ფარდაგში დაატანდნენ წითელსა, ყვითელსა, წინდასაც ისე ქსომდნენ ხომე (იგ.). იჰ, რამდენი ავლიხურული წინდა გამიცვეთნია ახალგაზრდობაშია! (იგ., ქართლ. მესხ.). ვფიქრობთ, რომ ავლი მომდინარეობს სომხურის ნაგავი // ნაგევი სიტყვის აღმნიშვნელ ავლუგ // ავლინქ // ავლანქ სიტყვიდან. შდრ. ასევე სომხურის გვის აღმნიშვნელი ავლილ // ავლინქ // ავლანქ სიტყვები (უცხო შესატყვისობანი, საბა). ძვ. ქართ. II. ავლი «ნესტჳ», სალამური: ვითარცა ავლი, ოხრიდეს გული ჩემი კაცთა ზედა pb., − ვითარცა ნესტჳ, ოხრიდეს გული ჩემი კაცთა ზედა (O, იერემ. 48, 36). უბრძანა მას მცვალებელსა ავლისასა უმკჳრცხესობით მეავლეობაჲ (ამონ. 14, 240). საშ. ქართ. საბა უთითებს ავილი ნესტვია ერთი, ავლი. ცალკე უთითებს ასევე ამავე მნიშვნელობის ავილს. მეავილე || მეავლე ავილის მკვრელი მენესტუე – საბა. ავილი – დ. ჩუბ. ახ. ქართ. ავილი, ავლი [ბერძ. აულოს ფლეიტა] «ნესტვია ერთი» (= ჩასაბერი საკრავი) (საბა). || სიმებიანი საკრავის მნიშვნელობით უხმარიათ. კვნესდა სიმი ავილისა (ი. გრიშ.).ამავე მნიშვნელობით დასტურდება ავლოსიც: -ავლოსების ოსტატებსა და ავლეტისტებზე რაღას იტყვი, მათ მაინც თუ აბოგინებ ამ ჩვენს სახელმწიფოში? განა ავლოსი ყველაზე მრავალხმიანი საკრავი არ არის? ასე რომ, ყველა კილოს ნაზავი მხოლოდ მისი ხმიანობის მიბაძვად გვევლინება (თარგმნ. ბაჩ. ბრეგვ.).
ავლინ-ი
საშ. ქართ. I. ავლინი სანაგვე – დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. ავლინი გზავნიდი – საბა. შდრ. ავლენს გაგზავნის, მიავლენს ზმნის ფორმა.
ავჟანდა
ძვ. ქართ. I. ავჟანდა შეწევნა, დახმარება: „ხოლო ნეტარი იგი ანატოლე ავჟანდა ექმნა წმიდასა ანდრიანეს. აღუდგა ჴელი ნიკაფსა მისსა და ეგრე მიჰყვანდა“ (ანდ. -ანატ. 219, 28). საშ. ქართ. II. ავჟანდა უნაგირის უზანგო ან პაიჭთა და შალვართა ფეხ-ქვეშ გამოსაკრავი ზორტი – დ. ჩუბ. ავჟანდა უზანგი. დარეჯანისძემან… აიდგნა ფერჴნი ავჟანდათა ზედა (ამირან. 478, 10). „აწ უკუე ვამცნებთ, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ადგილსა დასათრგუნველსა ჯუარისა სახესა გამოსახვად, გინათუ ქუეყანასა ზედა, ანუ ავჟანდებსა ზედა, ანუ თუ შატროვანთა ზედა“ (მც. სჯ. 61, 15). იქით-აქათ გარდიზიდა, ავჟანდათა ჩააჭირნა (შჰნ. I, 2037, 1). მან ისწავლა ცხენოსნობა, ისრის სროლა, საგდებლისა/ სადევისა ჴელთა ქონა, მოჴმარება ავჟანდისა (შჰნ. II, 2953, 1). -ესე უხანო და მიუნდობელი ქვეყანა ამად არა ღირს, რომ გავისარჯო და ფეხი ავჟანდაში შევდგა (მეფ. სალ. 340, ქვ. 6). -თქუენი გამარჯვებულის ავჟანდის აქა მოშრომისა მიზეზი რაჲაო? (ქილ. 900, 25). დავსცადო, კიდევ გამაგრდეს ჩემი ავჟანდის ღვედია (ი. ტფილ. 650, 318, 4). ახ. ქართ.: აბჟანდი, ავჟანდა უნაგირის ნაწილი, ფეხის შესადგმელი, – უზანგი. ავჟანდას ფეხი გაუგდო, უნაგირს გადააფრინდა (ბაჩ.). ვინც ეს ფიცი გატეხოს…, წყალში შესულს ავჟანდამც გაუწყდების! (ა. ყაზბ.). ძველი ქართული «ვენახი»-საგან წარმომდგარია − «ბინეხი», «ავჟანდა»-საგან − «აბჟანდი» (ივ. ჯავახ.). დიალექტ. ავჟანდი, ავჟანდა უნაგირის ნაწილი, ფეხის შესადგმელი, – უზანგი. ავჟანტა პაჭანიკი, შარვლის ან ქვედა საცვლის ტოტზე ამოკერებული ზონარი ფეხის ტერფებზე ამოსადებად (მესხ. მაისურ.). ავჟანდა ფეხის ძირის შუა ნაწილი. „რაი მაგიჴდა? როგორ აგითრია ცხენმა? – უზანგაჩი გემეჭედა ავჟანდაი და“… (მოხ. ღუდუშ.). აგრეთვე: (ხევს. პოეზ. 62, 11) – ალ. ჭინჭ. ავჟანტაჲ (თუშ. ხუბ.).როგორც საშ. ქართულში ისე თანამედროვე დიალექტებში ამავე შინაარსისაა აბჟანდა, აბჟანდი, აბჟვენდი. აბჟანდი // აბჟვენდი ავჟანდი უზანგი, პაჭანიკი, შარვლის ან ქვედა საცვლის ტოტზე ამოკერებული ზონარი ფეხის ტერფზე ამოსადებად. გილმაკინალი უზანგის დამჭერი ბატონის მსახურეულთაგან ზან. (მეგრ. ქობ.). აჟნდ, 1. უზანგი. 2. შარვლის ან პაიჭის პაჭანაკი (სვან. თოფ., ქალდ.). სიტყვა შემოსულია სპარსულიდან: ახ. სპ. awžand „უზანგი“ (იუსტ. აბულაძე 1916, 791). „ავჟანდა“ ტექსტობრივ სომხურ աւժանդակա-ს ხვდება, რაც თავისი-ակ სუფიქსით ქართულისთვისაც ასეთ დაბოლოებას გვავარაუდებინებს და ამავე დროს გვაფიქრებინებს, დავუშვათ აზრი, ხომ არ არიან ქართულისა და სომხურის ეს თანხვდენილი ფორმისა და შინაარსის სიტყვები მომდინარე ფალაურიდან, რომლისთვსაც-ակ დაბოლოება მეტად დამახასიათებელია? საბოლოოდ მას დაადასტურებდა ახალი სპარსული, თუ მასში აღმოჩნდებოდა სათანადო კანონზომიერებით შესაფერისი ფორმის სიტყვა (აბულაძე 1976, 256). კ. კაკიტაძის ვარაუდით, ავჟანდის თავდაპირველი მნიშვნელობა სწორედ შეწევნის აღნიშვნაა. თუ ის ფალაურშიც მართლაც ამ მნიშვნელობით იხმარება და არა უზანგის აღსანიშნავად, მაშინ აშკარაა, რომ ავჟანდა ნიშნავს დამხმარეს, შემწეს სწორედ ადამიანის ცხენზე შეჯდომაში. ასეთი გადააზრება და მისი ტერმინად ქცევა სავსებით ბუნებრივია (კაკიტაძე 2005, 87).
ავრეზ-ი
საშ. ახ. ქართ. I. ავრეზი ძვ. «ღვინის საწურავი» – საბა, ქეგლ. ავრეზი ფილტრი (ზნენი სამამაცონი).საშ. ქართ. II. ავრეზი უნაყოფო. ვით ბოლოკი მქნა ავრეზი, ამაჩოყა, ამაღერა, თესლ-აშრეტით გამახმო და უნაყოფოდ დამაბერა (დ. გურამ.). ყველა მრავლდება, ჩვენ კი ვკლებულობთ /ავრეზი, ბერწი დავისვით რძლადო (ვ. საღლ. 11, 14). შდრ. ავრაზი, აფრაზი ბერწი – ალ. ნეიმ.
ავშარა
საშ. ქართ. I. ავშარა ქორაკი, ავშრიკი, სილავშარა, ჭიმი – საბა. ძვ. ქართ. ავშარაჲ ულაგმო აღვირი. „გარდაჰჴდა ონისიფორე, უპყრა ავშარასა“ (Ath- 30r, 20-21) – ზ. სარჯ. „ყოველივე ოქროცურვებული, ყოველივე ვეცხლისა მკედითა კერული: ავშარაები ძოწეულები“ (ბას. კეს. სწავლ. 92, 2). ავშარა (სპარს. აფსარ) სილა, ქორაკი, ულაგმო აღვირი. რა ერთხელ დიაცისაგან ნებასა აიღებ, პირს ავშარა ამოდებულსა დაამსგავსებ (ვისრ. 79, 24). ეს იმის ავშარა ასე შეინახე, არავინ მოგპაროს (რუსუდ. 279, 26). ჯორმან ავშარა წაიყარა და აეშვა (საბა). ახ. ქართ. წამოიშალა ერთ წამს ლაშქარი, აასხეს ცხენებს აღვირ-ავშარა (ვაჟა). მხედარს ხურჯინებგადაკიდებული ცხენი ავშარით მოჰყავს (ალ. ჭინჭ.). თოლიღემ… ავშარა შეუსწორა ფაშატს (მ. ელიოზ.). მიჩნეულია ნასესხებად ახალი სპარსულიდან: შდრ. სპარს. āfsār (იუსტ. აბულაძე 1916, 791). საშ., ახ. ქართ. II. ავშარა ბალახია, სურნელოვანი, პიტნის მონათესავე, ჩრჩილის წინააღმდეგ ხმარობენ (ი. გრიშ.). ავშარა < ავშანა (სპარს. იავშან) მცენ. – საბა, დ. ჩუბ., ქეგლ. შდრ. ავშანი [Artemisia hanseniana] მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე (რთულყვავილოვანთა ოჯახისა), გავრცელებული ტრამალებსა და ნახევრად უდაბნოებში. ფოთლები დანაკვთული აქვს, ბუსუსებიანი, მონაცრისფრო. ითვლება ცხვრის კარგ საკვებად. იხმარება აგრეთვე მწერების მოსასპობად. იხ. აგრეთვე: ავშანი (ა. მაყ., ხევს. ჭინჭ., ალგ. სალ.).
აზან-ი
საშ. ქართ. I. აზანი (არაბ.) აზანის დაძახება, მოწოდება სალოცავად მაჰმადიანთა – დ. ჩუბ. რა ჴმა-ჰყო მუყრმან აზანი, რომელ განთენდებოდა აიდი მათი აღვსება (ქ. ცხ. IV, 190, 2). ახ. ქართ. აზანი მუეძინის მიერ მაჰმადიანთა მრევლის სალოცავად მოხმობა მინარეთიდან. ამავე წიგნში სწერია… აზანის შესრულების ვადები (კ. გამს.). მინარეთებიდან მიუწყებია მართლმორწმუნეთათვის აზანი (კ. გამს.). შდრ. დიალექტ. ეზანი „ლოცვის გამოცხადება“: „ეზანს იკითხავს, არ ილოცავს“ (გამოცანა მამალი) (აჭარ. ნიჟ.). ეს სიტყვა შესულია კავკასიის სხვა ენებშიც (ბუკია 2013, 78). საშ. ქართ. II. აზანი გვარდიდობა – საბა.აზნი (სპარს.) დიდგვარი, წარჩინებული, ამისგან აზნაური, ე. ი. აზნათაგანი, დიდებული, გვაროვანი. ძველს-წერილებში ეს სიტყვა იხმარებოდა თავადის მაგიერად (დ. ჩუბ.). ს.-ქართვ. *ზან – „აზანი;ეთნონიმი“ (ჩუხუა 2000-2003).
აზარ-ი
ახ. ქართ., დიალექტ. I. აზარი ასი «წმინდა» (ჩლიქიანი) ნადირი, მოკლული მონადირის მიერ – ქეგლ. აზარს ათავებს (ასრულებს) დათქმულ ას ნადირს კლავს და თოფს მარხავს (აზარს რომ შეასრულებდა, მონადირე ვალდებული იყო მიწაში სამი დღით დაემარხა თოფი, როგორც ბევრი სისხლით დამძიმებული). გენაცვლე, ჩემო ყირიმო, …სა მჯერ ხომ ჩაგფალ მიწაში, სამი ვათავე აზარი, ერთიღა მიკლავ მეოთხეს, − შენი საფლავიც მზად არი (ვაჟა). თითო აზარი ბევრს ჰქონდა ათავებული (გ. ხორნ.). დიალექტ. შემდეგ კი თოფი თუ ხმალი, როგორც ცოდვებით დამძიმებული, პატრონს მიწაში უნდა დაემარხა სამი დღით. „დიდ დედომ მითხრ, რომა – სამჯერა – ხქონდა – შეთესა – აზარი ათავებულიო-დ“ სამჯერა – მიწაშიგ დამარხა ჴმალი –“ (თუშ. ხუბ.).შდრ. საშ. ქართ. აზარვაჲ აღძრვა, საომარი მომზადება. იხილნა …მან ყოველნი აზარვით (ქ. ცხ. II, სიმფ. 14). საშ. სპარს. āzvar ხარბი, შურიანი, მხიარული > ქართ. აზარ „აზარვით, მხიარულად“(ანდრონიკაშვილი I, 1966, 183).II. აზარი: ა. შანიძე აღნიშნავს: ზოგიერთის აზრით აზარი ნიშნავს ათას მოკლულ წმინდა ნადირს (სპ. ჰაზრ „ათასი“), გომეწრელი ფშაველის ხიწუას ახსნით: „ძველთაგან გამიგონია: აის ასი, შვილო, აზარიო“. „შვიდასიც გამიგონია“ (მოჴ.). ჴევსურეთში აზარი ჩამიწერია „ბევრის, უთვალავის“ მნიშვნელობითაც. ტაზარი ქვ. მთ. „ასი ნადირი, ფრინველის გარდია“ (შველიც, დათვიც). თუშეთში აზარი არ იციან. – ა. შან. შესაძლებელია რომ ამ მნიშვნელობის აზარი < სპ. ჰაზრ. დიალექტ. II. აზარი ძალიან დიდი, ვეებერთელა (ქართლ. ძიძ., კეცხ., ხუბ.). ვფიქრობთ, რომ აზარი < აზავერი. ძვ. „ხარი საკიდარი“ (საბა). სიტყვა ხშირად დასტურდება ძვ. და საშ. საუკუნეების სამწერლო ძეგლებში იხ. (I ნშტ. 12, 40;რუსთაველი;ქილ. 289, 20;აზავერი / აზავარი ამირან. 640, 6).შდრ. აზავერი გადატ. მაღალი, ახოვანი, დიდი ტანისა. „დიდი აზავერივით ქალი იყო, იმას თუ მეერეოდა რამე ავანტყოფობა, რავა იფიქრებდი, რაფერ დალია ამ კიბომ!“ (საჩინ. შარაშ.). თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში აზავერი (საკიდარი ხარი) არაპროდუქტიული სიტყვაა, რადგან მას აღსანიშნი ობიექტი აღარ აქვს. ხარი, როგორც გამწევი ძალა, დღეისათვის მხოლოდ უღელში შესაბმელად გამოიყენება. ამ დანიშნულებით, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, ძროხასაც იყენებდნენ. თვითონ ლექსემა არ გამქრალა, ოღონდ ის დღეს არა არსებითი, არამედ ზედსართავი სახელია და მისი აღნიშვნის საგანია ფიზიკურად ძლიერი, ახოვანი ადამიანი: აზავერი ვაჟკაცი (ლეჩხ.) – დიდი, ძლიერი ადამიანი. აზავერის შეკვეცილი ფორმა დადასტურებულია რაჭულში;აზავა ძლიერ დიდი. აზავა ქალი იყო ბებიაჩემი, მაღალი და სრული. აზავა კაცები იყვნენ ჩემი მამა-ბიძანი, დევებივით ვაშკაცნი. აზავა ხარები ყავდენ ბაბუაჩემს (მთ.-რაჭ. რეხვ.). იხ. კაკიტაძე 2005, 87. შდრ. ზან. 1. აზარა ოჩხარი, საქონლით შეწევნა სტიქიით ან სხვა რამ უბედურებით დაზარალებულისთვის, შეგებება (ძღვენი). 2. აზარელი იხ. აზუერი გამწევი, მაშველი, ძალა, გახედნილი მოზვერი. აზავერით მიღებული, შეწევნილი საქონელი. 3. აზარი ცას აწვდენილი კივილი;გლოვის ზარი;4. მონადირის მიერ ასი ჩლიქოსანი ნადირის მოკლვის შემდეგ თოფის დამარხვა სამი დღით სინანულის, მონანიების ნიშნად აზარუა იხ. აზარა, აზარება, იხ. აგრეთვე: აზხარ (მეგრ. ქობ.). დიალექტ. III. აზარ [აზარ] 1. დაავადება, სნეულება, ავადმყოფობა. ყარაჲაზზე (გაზაფხულზე) ჭრიან (ხნავენ) მიწას, აგდევენ ფაჲზიბე (ტოვებენ შემოდგომისათვის) ფაჲზამდინ, რაც აზარ არის, დაიწვ (დაიწვება) 2. გადატ. საწყევარი სიტყვა: ჭირი! ჯანდაბა! ჰა აზარმა მოგიყნა? (რა ჭირმა მოგიყვანა?) (ინგ. ღამბ., ინგ. იმნ. 202, 14. ინგ. როსტ.). აზარრუჲ ავადმყოფი (ინგ. როსტ.).
აინა
საშ. ქართ. I. აინა (სპ.) მიჭვრიტანა, სარკე. იგ ბაღსა შუა სალხინოდ მორთვით დგას აინახანები (ფეშ. 186, 1). აინა // აჲნა (< თ. ayna) სარკე. ანაშია ჩევიხედე დევინახე ჩემი ჩევრე (დანისპარაული). ამ ბიჭმა თან წეჲღო აინა, გადეიხედა მეორე მხარეს, დადგმულია მინდორ ადგილზე ჩადრები (ბ. ფ. IV2, 109, გურგენიძე 1973, 26). აჲნა მინა, სარკე (ინგ. იმნ.). თეთრი შუბლი შეკრული აჲნას გიგავს (თ. ქ.). აჲნაში იყურება მალ-მალე (ად., ჩვენ. ფუტკ.). ახ. ქართ. II. აინა კოლხური ნავის ნაწილი-ბრტყელი ლატანი – ა. სიხ. ნავის... ...კი ჩოს პოტოსტომაზე... ფიცარს მიაჭედებდნენ, რომელსაც აინას უწოდებდნენ ამ ფიცრის დანიშნულებას ნავის შეკვრა და მისთვის სიმტკიცის მიცემა წარმოადგენდა (სარფი, 2015, 194). ახ. ქართ. III. აინა ჩაკრამა. ადგილმდებარეობა – ნათხემის მიდამო. ეს ჩაკრამი მთავარია შვიდი ჩაკრამებიდან (ადამ., 6).
აკუმ-ი
ძვ. ქართ. I. აკუმი ტაბლა ან დასაჯდომი: „დაჯდა აკუმსა ჭამად პურისა“ (ler. –140, 182v). ამ სიტყვის ფონეტიკური ვარიანტი აკო მეტნაკლები სემანტიკური გადაწევით შემონახულია ფშაურში, ხევსურულსა და მოხეურში (ჭყონ., ჭინჭ., ქაჯ., შან). საშ. ქართ. II. აკუმი (არაბ.) ხროვა ან გროვა რისამე ზვინი. ოქროს აკუმი – დ. და ნ. ჩუბ. საქართველოში არჩევდნენ მარგალიტის სახესხვაობებს: წვრილ მარგალიტს „ჭიოტა“ ჰქვია, საშუალო ზომისას – „ხოშორი“, დიდი ზომისას „ობოლი“, ხოლო ბევრ მარგალიტს ერთად „აკუმი“ (ნადირაძე 2011). მარგალიტისა აკუმი მთათა ოდენი შექმნილ იყო (ვისრ. 64, 8). ჩემისა საყუარელისა თმისაგან მუშკისა აკუმი მედგას (ვისრ. 230, 33). საშ. ქართ. III. აკუმი: ესე არს არც მამალი, არც დედალი, გინა ქალი ბუნებით ქმრისაგან გა(ნ)უხრწნელი“ – საბა, დ. ჩუბ. ახ. ქართ. აკუმი (ბერძნ.) ძვ. ორსქესოვანი, ჰერმოფროდიტი;[შერვაშიძის ქალს] სიყვარული როდეს განეცადა თავათ, რადგან აკუმი იყო იგი (კ. გამსახ.) – ქეგლ.
ალ-ი
ძვ. ქართ. I. ალი „ცეცხლი ანადენი“ – საბა. „ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაჲ“ (ფს. 28, 7). „ალი პირისაგან მისისა გამოვალს“ (იობ. O, 41, 12). „მეკეცემან, რაჟამს ქმნის კეცის ჭურჭელი და შედგის იგი საცხობელსა… არცა დააკლის ალი, რაჲთა არა უმცხუარი დაშთეს“ (მ. სწ. 309, 35).საშ. ქართ. მე კვლა მიმცა ალმან მურსა (ვეფხ. 395, 4). ამას მოჰკლავ უბრალოსა, მოგედების ზეცით ალი (შჰნ. II, 3093, 2). ანაზდად თუ არ გარდაგდებ, ნატისუს ალი უდისა (არჩ. 333, 720, 4). გადატ. რიყე თვალისა სწორ-ნათალისა,/ წყალნი მგზებარობს შიგან ალითა (შავთ. 43, 2). ახ. ქართ. ალი 1. ცეცხლის მნათი ნაწილი, რომელიც ცეცხლმოდებული საგნის თავზე ჩანს, – ცეცხლის ენა. ისეთი ჭიაკოკონა უნდა დაანთო, რო ცამდი ადიოდეს იმისი ალი (ნ. ლომ.). მარტო ერთადერთის სანთლის ალი თრთოდა ლოგინის თავში (ილია). ცეცხლი მიეცით საძნოვარს, – ცასა სწვდებოდეს ალები (ვაჟა). ფიგურ. ქართველობა ფანატიკოსობის ალით აღგზნებული და ბრმა თაყვანისმცემელი არავისა და არაფრისა არ ყოფილა (ე. მაღრ.). დიალექტ. ალ ცეცხლის ბოლისაგან მიღებული მური (თუშ. ხუბ.). მური ქვაბისა გარედან (თუშ. შან.). ეს ლამფის შუშაიც ისრ ალისგნივ გაშავებულ, რო შუქ ვერას გამაჸტანს (თუშ. ცოც.). ალი (არაბ.) ცეცხლის ღვივილი წითლად აღმავალი;სიყვარულის ცეცხლი (დ. ჩუბ.). სიტყვის ძირი ალ- შესაძლოა უკავშირდებოდეს ინდოევროპულ ენათა al- ძირს, რომლის მნიშვნელობაა „წვა“. ქართულის უშუალო წყარო უცნობია (თურქ. ალევ მოდის alaw არაბული ფორმისაგან (გიგინეიშვილი 2016).ძვ. ქართ. II. ალი: XII ს-ის „გელათურ ბიბლიაში“ ალი ნახმარია „მახვილის ლითონიანი ნაწილის“ მნიშვნელობით. მოიღო მახჳლი… და შეამაგრა იგი მუცელსა მისსა და შეაგდო ტარიცა უკანა ალისა. და შეიყენა ცმელი ალისა ზედა (მსაჯ. 3, 22) (გიგინეიშვილი 2016). დიალექტ. III. ალი აღნიშნავს წითელ, ან თაფლისფერ ფერსაც: ალი თაფლის ფერი. ერთი ალი ცხენი აბია. აუშვი ალი ცხენიო (ჯავახ. მარტ.). ალის ლობიო სარის ლობიო, აქვს ალისფერი ყვავილი და ლურჯი, თეთრწინწკლებიანი მსხვილი, მოგრძო მარცვალი (საკორ., ქართლ. ლექსიკ.). სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით ახ. სპარსული āl „ღია წითელი“, აბაევის აზრით, შესაძლებელია დაუკავშირდეს არაბულ alaw-ს (თურქ.) alāv, ალევ – „ალი“ (ანდრონიკაშვილი II, 1996). საშ. ქართ. IV. ალი: „მშობიერის მაცთურს იტყვიან“ – საბა; ალი ავი, მავნე. მდაბიონი უხმობენ მინდვრის ალსა – დ. ჩუბ. შდრ. (სპ., თურქ.) ალ.ალის დაწოლა ქაბუსი, ავადმყოფობა, ძილში ბნედასავით დაემართება და ალის დაწოლასა ქაბუსი ქუიან (იად. 429, 9).ახ. ქართ. ალი ძველი ხალხური რწმენით – ზღაპრული მავნე არსება ლამაზი ქალის სახით. ალი ეშმაკების დედაკაცია… ისეთი ლამაზია, ისეთი, რო მზეთუნახავსა ჰგავს (ნ. ლომ.). არა ვართ ხევსურთ შვილები ყმანი ეშმაკის, ალისა (ვაჟა). დიალექტ. ალი ავი სული, ფერია. მელოგინე ქალ მარტუაი არ დევტევდით, გვეშინოდა, ალი არ დეეცესო“ (თ. ქ., ჩვენ. ფუტკ.). ალი, ალი ქალი წყლი ქალი, წყალში ცხოვრობს, ხშირად ნაპირზეც გამოდის. ერთხელ წყლი ნაპირზე ალი ქალი თავ იბარცხნიდა თურმე, ერთი ჩვენი გვარის კაცი მიპარვია და საბარცხელი წაურთმევია. ალი ქალიც აღარ მოსცილებია… (ჯავახ. ზედგ.). დიალექტებში ალი ხშირად დასტურდება ნათვალევის შელოცვებისას გამოყენებულ მყარ გამოთქმებში: მაგ.:გათვალულის შელოცვა იწყება ასე: „ალისას, მალისას, შეგილოცავ თვალისას“, (ალისასა ალი სიტყვის ნანათესაობითარი მიცემითია, თვით ალი ავი სულის მნიშვნელობით არ იხმარება) (იმერ. გაჩ., გურ. ჯაჯ.) და სხვ. ამავე ალ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობა უნდა იყოს მთიულურში დადასტურებული ალი გიჟი, გადარეული: ალი ცხორი (მთ. კაიშ.). საშ. ქართ. V. ალი მცენ. აიღე… ალი და კილამონი (ფანასკ. 145, 25). ჩვენი აზრით ეს სიტყვა წარმომავლობით უნდა უკავშირდებოდეს ძველ სამედიცინო წიგნებში დადასტურებულ „კარდამონის“ აღმნიშვნელ სპარსულ ჰილ-ს, ახ. ქართულის ილი-ს.დიალექტ. VI. ალი || ალის ხეჲ ალვა. „ტანით ალი ვარ, სახით-მზე, თუშთა თემისა ქალია“ (თუშ. ცოც.). ალის ხე ალვის ხე. ბანკოზე გამოსერნავდი, ალის ხეს გიგავ ტანია (ხევს. -პოეზ. 588, 13) – ალ. ჭინჭ. იხ. II. ალვა. დიალექტ. VII. ალი (გურ.) სახის გამომეტყველება:„ალში დედამისს გავს“ (გურ. შარაშ.).შდრ. ასევე ალი-კვალი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კვალ-ფუძის გაორკეცებითა და პირველი ფუძის თავკიდური თანხმოვნის დაკარგვით მივიღეთ ალიკვალი < *კვალ-კვალი „მსგავსი“, „პირწავარდნილი“ (სანიკიძე 1976, 54). VIII. ალი: [ლათ. ალა] რომაული ლეგიონის ფლანგის საფარი – ა. სიხ.
ალა
საშ. ქართ. I. ალა იგივეა, რაც ალი – ცეცხლი ანადენი – საბა. ალა (კნინ. ფორმა): იგი ორნივე გაყრის დაწვნა ცეცხლის ალამა (ვეფხ. 1660, 2). მაგრამ ცეცხლმან დაუშრეტმან მისმან ყმასა გულსა ალა (ნ. ციც. 469, 353, 3). საშ. ქართ. II. ალა „მთოვარის პირის ლიბრი“ (საბა), ლაქები მთვარის ზედაპირზე – ქეგლ. საშ. ქართ. ალამჩენარი ალადაჩნეული. გულია ჴელმწიფობისა ვით სარკე ალამჩენარე (ქილ. 664, 28). შდრ. ბერძნულ ἃλως ერთ-ერთ მნიშვნელობა წრე, რგოლი;მანათობელი რგოლი, შარავანდედი (მზის ან მთვარის გარშემო) (თ. გიორგ.). საშ. ქართ. III. ალა: „სიგრძედ ამართული“ (საბა). ყუნცი, ცუცქილი, ჩაცუცქება;კალხზედ დგომა (დ. ჩუბ.). პირველ ნახული ორნი იგი თევზნი რომელი ალას აემართნენ, ესე იგი არს – სარანდიბის მჴარით დესპანი მოგივა (ქილ. 901, 31). ახ. ქართ. ალაზე ჯდომა დაყუნცება, ჩაცუცქება. ძაღლი ალაზე დაჯდა (გ. გოგიაშვ. თარგმ.). [ზოგ ჯარისკაცს] ალაზე დაყუნცულ ძაღლივით ჩამოსძინებოდა (დ. შენგ.). დიალექტ. ალაზე დგომა 1. არასიბრტყივ, ნაპირით (წიბოთი) დაყენება რაიმესი. ეს ქვა ალაზე დგას, გადმობრუნდება და ავნებს ვინმეს. 2. პირუტყვის უკანა ფეხებზე, ყალყზე შედგომა. „…ერთსა ვკარ, ფეხი მოვტეხე, მეორე ადგა ალასა (ხალხური) 3. გადატ. ადამიანზეც იტყვიან, რომ არ შეეპუება, დაუპირისპირდება… ამამ რო ისე უთხრა, ისიც ალაზე დაუდგა (ჯავახ., ზედგ.). IV. საშ. ქართ, ალა საფქვილე კასრი: „წისქვილის ალატა“ (საბა), ჩანახი. შდრ. ბერძნ. άλέτης, ουό წისქვილის ქვა, დოლაბი (თ. გიორგ.). ახ. ქართ. ალა წისქვილის ნაწილი, რომელშიც ფქვილი ჩამოდის, – საფქვილე (იხ. ალატი). ფქვილი გადმოდის და ალაში ხრიალი ჩააქვს (შ. არაგვ.). ალაში დაგროვილი ფქვილი მისწი-მოსწია და დოლაბებიდან მომავალ ფქვილს გზა გაუკაფა (დ. დონდ.). დიალექტ. სადაც დაფქვილი ჩამოდის, იმას ვეტყვით ალას (ზ.-ქართლ. მრეწ. IV, III, 196). მშრალი საკვები – ალაფი (დოლ.) იყრება ბაგაში, ალაში (აჭარ. სურმ. VII, 5). საშ. ქართ. V. ალა: ალაი შაფი თვალის მკურნები შაფი, ანუ გამოსავლები წამალი. და შაფი ალა, ზემოთ რომე დავწერეთ, ისიცა ამოავლე და უშუელოს (ფანასკ. 61, 36). საშ. ქართ. VI. ალა ალახი, ღმერთი არაბულად – დ. ჩუბ. ალა: ალაი (ალაჰი?) რაღაც შესაწირავის თუ ღვთაების სახელია. მონადირეები ჯიხვს რომ გაატყავებენ, ფაშვ-ნაწლავებს და თავს გადაყრიან და თან დააყოლებენ: – ეს ალასაო (მოხ. ქავთ.). ალას აძახებს ცუდ დღეში ჩააყენებს, თავზარს დასცემს, „ალლაჰ, ალლაჰ“-ს აძახებს. აბეჩავ, არხოტივნებო! ბევრას აძახებთ ალასა (ხევს. პოეზ. 563, 1) – ალ. ჭინჭ. შდრ. არაბ.-თურქ. ალლაჰ ალაჰი, ღმერთი. გადატ. ალა სიმღერა. შენგან დაჩუმდა სოფელი, აღარ ვინ იძახს „ალა“-სა (ხევს. თავისებ. 412, 9) – ალ. ჭინჭ. დიალექტ. VII. ალა: [აზ. ლ = „საუკეთესო“, „კარგო“, „დიდებულო“) (ინგ. იმნ. 121). VIII. ალა სარეველა ბალახია (ივ. ჯავახ.). დიალექტ. ალაჲ [აზ. ალა] სარეველა ბალახის ზოგადი სახელწოდება. თქენ დანათეს სიმინდში ალაო მოსულა (ინგ. ასრათ., ღამბ., საინგ. მრეწ. IV, II, 19). ძვ. ქართ. IX. ალა მრავალთა „ლაპარაკი;საუბარი“. აღდგენილია ს.-ქართვ. *ალ-ლაპარაკი, საუბარი (ჩუხუა 2017).X. ალა (არქიტ.) ლათ. დამხმარე სათავსი ძველ რომაულ სახლში – ა. სიხ. XI. ალა თევზის ფერფლის წაგრძელებული ქერცლი – ა. სიხ. XII. ალა (ბერძნ.) გაცვლილი, სანაცვლოდ მიღებული. მოაქვს ცეცხლი მოსადებლად, მასთან მოაქვს ამას ალა/ალმასისა გულსა ფარად ხამს და არ უნდა ამას ალა;ამისათვის სჯობს ეს მთვარესა, არ აჩნია ამას ალა (თეიმურაზ I, მაჯამა) – ა. სიხ.
ალავ-ი
საშ. ქართ. I. ალავი ძალი. მისი ქარი და ალავი კაცსა ტვინსა და დამაღსა, თავსა და კეფასა შემოეჭიდების (იად. 246, 36). ამისი ალავი და ქარი მეჭეჭებად გამოჰყრის (იად. 511, 15). ჰალი (არაბ. ჰალ) ღონე, ძალა, ჯანი, ენერგია. ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით დასტურდება აგრეთვე: (აჭარ. ნიჟ., ჩვენ. ქართ. ფუტკ.). საშ. ქართ. II. ალავი: (თ. ალევ ცეცხლის ენა, ცეცხლი) ალი. მიიღეს პირ-მზე საყეთა ღვინო გულისა ალავნი (ნ. ციც.). დიალექტ. ალავი ალი, სიცხე, ალმური. ნახო, რო სახლიდან ალავი ავარდა (ჯავახ. ბერ., ზედგ., მარტ.). თუ არ გააქრე, ალავი დაარტყამს, ყველგან მეეკიდება (ტანძ. ქართლ. ლექსიკ.). „სიმწარითა მოსდიოდა, მწვანე ალავი პირშიო“ (აჭარ. ხ. პოეზ.);…ვინ ცხაჲ ჩვენ დაგვაშორებს, – იმას დაწვავს ალავიო“ (აჭარ. ნიჟ.). ამავე მნიშვნელობით ალავი აგრეთვე: დასტურდება (მესხ. ფეიქრ.). ალავი გვხვდება ჰალავი-ს სახითაც: ჰალავი პირპილობს (ფერეიდ. ჩხუბ. 346). შდრ. ალევი: (თურქ. ალევ) ალი (ცეცხლისა) ზან. (ლაზ. თანდ.). ახ. ქართ. ალავი ძვ. ეთნ. საქორწილო საჩუქარი‚ სასიძოს მიერ საპატარძლოსთვის მირთმეული. ქალი მომზადებულია… ალავისთვის, ოცი თუმნის ნიშანი ნაყიდი და ჩალაგებულია და ახლა უკან იხევ? (ეკ. გაბ.). შდრ. (სპარს.) ალ საჩუქარი.
ალავერდ-ი
საშ. ქართ. I. ალავერდი მცენ. იონჯა – საბა, დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. ალავერდი ოსმ. ღმერთმა შეგარგოს – დ. ჩუბ. ახ. ქართ. ალავერდი ღვინის სმაში შეპატიჟების სიტყვა‚ რომლითაც სუფრის ერთი წევრი მეორეს იწვევდა შეესვა წარმოთქმული სადღეგრძელო (უპირატესად იმავე სასმისით‚ რომლითაც თვითონ შესვა). მაწვდენდნენ სასმოს სიტყვით «გაამოს!» რომ გადავკრავდი, მეც − «ალავერდი!» − სხვასა ვეტყოდი იმავ სასმოთი (აკაკი). ღვინო როგორღაც ყელში არ ჩადის, თუ «ალავერდი» არვის უთხარიო (ილია).სიტყვა თურქულია და მომდინარეობს შესიტყვებისაგან ალლაჰ ვერდი („ღმერთმა მოგცა“) (გიგინეიშვილი 2016).III. ალავერდი სპილენძისაგან ან რაიმესაგან დამზადებული სასმისი (ჯიბო ლომაშვილი) – ა. სიხ.
ალათ-ი
ახ. ქართ., დიალექტ. I. ალათი კუთხ. (გურ.) ბაცი წითელი ფერის საქონელი (სინონ. ქართლ. კახ. თაფლა). თეთრშუბლა ცხენს საღარა ჰქვია, აქედან − საღარაძე. ბაცი წითელი ცხენი − თაფლა, ალათი, ქარცი − თაფლოშვილი (კ. კობ.). ალათი (al + at) წითელი ფერის ცხენი: „ცხენი მყავდა ხანხალაკი არც ალათი, არც ტორათი (აჭარ. ხ. პოეზ.) (აჭარ. ნიჟ.).დიალექტ. II. ალათი ფანჯრის ჩარჩოს შუაში ჩაყოლებული ხიდი მინის ჩასამაგრებლად. ალათა ვეტყვით, შუაში რაშიც არი ჩასმული;ჩარჩოს შიგნითა ხიდები არი ალათი (კავთ., ქართლ. მესხ.). ალათი ფიცარი, რომელიც ორ ბაზოს (კარის ან ფანჯრის დარაბის გულფიცრის ჩარჩოს) აერთებს (ლატი) (ოკრიბ. ალავ. X). შდრ. I. ალათა.
ალათა
ახ. ქართ. I. ალათა სპეც. ყდა, ჩარჩო (ფანჯრისა). ასაწევი ალათა. − საგდულებიანი ალათა. − ქარხანაში სტანდარტული ზომის ალათას აკეთებენ. − ნათიას ფანჯარასთან მიედგა სკამი, იდაყვებით დაყრდნობოდა ალათ[ა]ს და დაფიქრებული იცქირებოდა გარეთ (გ. ბუთხ.). ახ. ქართ., დიალექტ. II. ალათა: ალათასა, ბალათასა… ალილოს სიმღერის დასაწყისი. «ალათასა, ბალათასა, ხელი ჩაჰკარ კალათასაო», რომ შემოსძახეს, მაშინ გამოეღვიძა მამაჩემს (აკაკი). დასწყევლოს ღმერთმა − ალათაში, ბალათაშია − შენ ის ქალი ხარ, ვისიც ბედი მარად გზაშია (მ. ლებან.).ალთა-მალათა: ალათა, მალათა ალილოს ერთ სასიმღერო ტექსტს იწყებდნენ ამ სიტყვებით (ნადურშიც მღეროდნენ). „ალათასა, მალათასა, ხელი ჩაკარ კალათასა, ამეიღე ვორი კვერცხი, ღმერთი მოქცემს ბარაქასა…“ (იმერ. გაჩ.).
ალალ-ი
საშ. ქართ. I. ალალი (არაბ.) ზედ. სამართლიანი, რჯულიერი – დ. ჩუბ. თუცა კაცი მეტისმეტსა ჭამასა და სმას გაჰყვება, ვეღარ შეიტყობს, ალალი რომელი არის და არამი – რომელი (მეფ. სალ. 337, ქვ. 1). დატყვევება მადლია მათთვის და ალალია ნაქონები მათი და ცოლ-შვილი (ი. ბაგრატ. 388, 14). ალალი იყოს იმისთვის, თუ ჩემს თავს არამი იყო, თუ შენ ყოველიფერი იმას მიეც (ხოსრ. 53, 13). ახ. ქართ. ალალი (არაბ. ჰალ›ლ) მართალი, პატიოსანი, უცოდველი. 1. ამ თამროს ხსენებაზე დალია იმ ალალმა ადამიანმა თავისი ალალი სიცოცხლე (ილია). ბრალი რად უნდა დაედვას ალალს, არმქმნელსა ცოდვისა? (ვაჟა). 2. ღვიძლი, მკვიდრი, საკუთარი. ალალ დას არ ეყვარება მათიაი ისე, როგორც მე მიყვარს (ა. ყაზბ.). დიალექტ.: აღნიშნული სიტყვა დიალექტებშიც ფართო გამოყენებისაა და სხვადასხვა სინტაგმებში დასტურდება. ამისდა მიხედვით იცვლება მისი სემანტიკური ნიუანსებიც: მაგ.:ალალი ნამდვილი. ჯავარაი და ივანე არიან ალალ შინშები: (ბ. 348, 23) – ივ. ქეშიკ. იმედა ალალ ბიძა იყვი გიორგისა (ხევს. ჭინჭ.).ალალი შვილი თავისი ნაშობი შვილი, არაგერი (ქიზ. მენთ.). ალალი ოფლი პატიოსანი შრომა. ალალის ოფლით ნაშოვნსა ლუკმას ვჭამ გემრიელადა (ვაჟა). ალალი ლუკმა პატიოსანი, დაუმადლებელი სარჩო– საბადებელი. ეს მარჯვენა თუ ცოცხალია, ალალ ლუკმას ყოველთვის გაჭმევ! (ა. ცაგარ.) ალალი რძე ნაღებმოუხდელი რძე (მთ. კაიშ.). ალალი სერი გარკვეული, უდაო სერი ცხვრისა, ისეთი სერი, რომელიც არავისას არ ემთხვევა (ფშ. ხორნ.).ალალი ქსელი ცალი თხორით, ცალპირად დაქსული ქსელი, ცალშიანი, რომლისგანაც ტანსაცმლის შალს ქსოვდნენ (ფშ. ხორნ.). ალალი გუელი იგივეა, რაც ფუძის გუელი. ძვ. ცრურწმ. ზოგიერთ ოჯახში დასადგურებული გველი, რომელსაც ბედნიერება და ბარაქა მოაქვს. მის წყენინებას ერიდებოდნენ, ხვრელთან რძიან ბაკანს უდგამდნენ, ეძახოდნენ ალალ გველსაც (მოხ. ქავთ.). შდრ. ასევე ალალაჸ. წყნარი, მშვიდი, უწყინარი. დედა მოგიკვდეს, ჩემ თევდორ, დედაი, ჩემ ალალაჸო, დედისად კარგაჸო. ალალაჸ ცხენ არ დამთხვებ, წიხლს არ გიჸქნევს. 2. გადატ. ბოში არა მაგარი არაყი. შესვ, ზალვ, შესვ, არას გიზამს ალალაჸ (თუშ. ცოც.). ალალი: კოჭის მხარეებია: ალალი, ჴელმწიფე, ქურდი (ფშ. გოგატ. 308). ალალი: ძველების რწმენით, როდესაც ადამიანი სჭამს, თუ ვინმემ დააყვედრა, ყელზე დაადგება, ამიტომ ლუკმა რომ დაადგება, ბეჭებზე ხელის დარტყმით ეტყვიან: ალალი, ვინ დაგაყვედრაო (ჯავახ. ზედგ.). ბიჭო ალალი, ალალი,/მე როდის გითხარ არამი (ა. ყაზბ. IV, 43, 4). საშ. ქართ. II. ალალი (ფრინ.) – საბა. ალალი მფრ. ოლოლი ს. ჰალალ, თ. ლეი – ნ. ჩუბ. ოლოლი სომხ. ალალი – საბა. ალალი მონადირე მფრინველი არის და დიახ მსწრაფლი… ალალი მოშავო მფრინველია ფერით (თ. ბაგრატ.). ალალი ქორი. ჴორცისმჭამელნი: …ალა ლი… ქორი თეთრი და წითელი, ქორი შაბარდუხი (ქ. ცხ. IV, 42, 15). თქვა: იყო ჩვენთვის ხვარაზმშა, მწყერთათვის ვით ალალია (რუსთ. მიმბაძვ. 34, 4). მიმინო, ფიღო, მარჯნები, ვადევნეთ ხან ალალები (არჩ. 244, 308, 4). მივხვდი, ვით მწყერი ალალთა დღეს მტერთა ღარმეო (დ. გურამ. 128, 448, 6). ახ. ქართ. ალალი [Falco tenunculus] მტაცებელი ფრინველი – ქორსა ჰგავს, ოღონდ მომცროა. ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო (ანდაზა). ნეტამც არ დაგძინებოდა, ჩიტო ნიბლია, ნარზედა, გამოგიქროლებს ალალი, წაგიყვანს მაღლა მთაზედა (ხალხ.). მტაცებელი ფრინველებიც ბევრნაირია: სვავი, არწივი, შავარდენი, ბუ, მიმინო, ალალი, ძერა (ი. გოგებ.). ოთარაანთ ქვრივი მიმავალი [რომ] დაენახათ, ისე დაიფანტებოდნენ აქეთ-იქით, თითქო ალალმა დაჰქროლა წიწილებსაო (ილია). დიალექტ.: ალალმა სულ დამტაცა ქათმები. ალალი იხვს დააცხრა (ჯავახ. ზედგ.). შდრ. ახ. ქართ. ოლოლი იგივეა, რაც ზარნაშო. ვენახში ჭოტი იძახის, ოლოლი ბანს ეუბნება (ვაჟა). პირის მაგივრად… [ყმაწვილს] ოლოლის ნისკარტი ჰქონია (მელან.). ამ დროს… წყეულმა ოლოლმა შემომძახა (რ. ერისთ.). გამოთქმულია მოსაზრება, რომ ს.-ქართვ. *ალალ- „ზარნაშო“ > ქართ. ალალი: ზან. ოლოლი (ჩუხუა 2000-2003).
ალამ-ი
საშ. ქართ. I. ალამი (არაბ. -სპ.) მომცრო დროშა, ან ნიშანი რამე შუბთა ზედა. ალამი საქართველოსი იყო წითელ-შავი (დ. და ნ. ჩუბ.). ალამი ზეწრის კუთხე(?): სუდარა ოთხი ოქროწერილითა ალმითა (პეტრიწ. 34ა, 49).ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია (ვეფხ. 1607, 1). ქოს-ალამნი ჯეონისებრ მოდიოდეს (ვისრ. 293, ქვ. 2). ზედ ორის ქვეყნის იგავი, მაზე თავდახრით ალამი (დ. გურამ. 96, 239, 3). ანგარიში არ აიღებოდა დროშისა და ალმისა (რუსუდ. 345, ქვ. 9). მზეს წაუვიდა სინათლე, ვეღარ იცნობდა ალამსა (შჰნ. II, 3681, 1). ქეგლ-ის მიხედვით ალამი, დროშა, ბაირაღი. დაინახა გაშლილი ალმები გამარჯვებული ხალხისა (ა. ყაზბ.). სამხიარულო ალამი ჩემს ერში ავაფრიალო (ს. შანშ.). მეფის სასახლის კოშკებზე შავი ფრიალებს ალმები (ვაჟა). თუშურშიც ალამი დროშა, ბაირაღია. – მეტაჸ კარგაჸი, რაჸიოდ კარგაჸი ალამ ხქონდჷ! (თუშ. ხუბ.). ამავე დიალექტში ალამ ნიშნავს ასევე დოღში გამარჯვებული ცხენის ჯილდოს. ჩალა რო დოღში რეულიყვ, იმას ალამ არ ასცდებოდ (თუშ. ცოც.).მეალმეჲ სადგინში ალამი აბარია. იგივე ადევნებს ცხენებს თვალს, რომელი მერამდენედ მოვიდა. მეალმედ უფროს კაც დაჸყენიან, ჭკვიან (თუშ. ცოც.).შდრ. ალამდარი ძვ. მედროშე. გაქრნენ ყველა ურდოები, მტრის მრისხანე ალამდარი (გ. ლეონ.). დასალოცად გამზადებულნი… ამ სადღესასწაულო კრებულს წინ მიუძღოდნენ ალამდარის გასწვრივ (ი. გრიშ.) – ქეგლ. ქართულში ალამი ლექსემის შემოსვლა სპარსულს უკავშირდება, დაახლოებით XI-XII საუკუნეებიდან (იმედაძე 2014). დიალექტ. II. ალამი (არაბ. ჸლამ „ქვეყანა“) ბევრი. ყმაწვილიც თოფსა გააგდებდაო, – ალამს დაღლალეს ჴარავანსაო (ხევს. თავის. 421, 222). ამავე მნიშვნელობით „ჩვენებურების ქართულში“ იხმარება ალემი. ალემი [არაბ. თურქ. ალემ] 1. სამყარო, 2. ხალხი, საზოგადოება. ერთ ალემში არიან მაგერესენი (სტ.). იმდენ ალემში უთხრა მეგემ (სტ.). „ალემის შვილო, შენა!“ (ად.) (საგინებელი სიტყვები) (ჩვენ. ფუტკ.). დიალექტ. III. ალამი: ალამს ვერ (არ) მოუკლავს შიმშილს ვერ დაუცხრობს, გასაძღომად სრულებითაც არ ეყოფა: მისანა მჭამელია [პირუტყვი], რომე ორმა გოდორმა ეკლის ფოთოლმა ალამი არ მოუკლა (იმერ. ქავთ. III). დასტურდება ზმნური ფორმაც: დაალამებაჲ შიმშილის ავადმყოფობა, ჭამის უნარს კარგავს. ყველ ვსლიკიდითა-და წყალ ვსვიდით, არ დავალმდენთ – ყველს ვლოკავდით და წყალს ვსვამდით არ დავლამდით (თუშ. ცოც.). შდრ. I. ამალი. დიალექტ.: IV. ალამ-სალამი იერუსალიმი. …ხთის წესით, მღდლის წესით… ალამ-სალამის ნათლით… (ეთნ. სტმასპ. 21, 272, ხევს. ჭინჭ.). ნათელია, რომ ერთი შეხედვით ეს რთული სიტყვა იერუსალიმის ფონეტიკური ცვლილებების შედეგია.
ალან-ი
საშ. ქართ. I. ალანი (სომხ.) უმარილო – საბა. საშ. ქართ. II. ალანი ალანთა ისტორიული ტომის წარმომადგენელი. ჯიქისა და ალანისა დაუდგომლად სისხლთა მღურელად (ფეშ. 493, 3). ალანელი ალანეთის მცხოვრები, ალანთა წარმომადგენელი (ალანთა ერთ-ერთი ტომი ოსები არიან). ყირიმელთ, ჯიქეთ, ალანელთ, კემურგელთ ამცნეს ცნობითა (ბეს. 124, 6).ახ. ქართ. ალანი მდინარის პირას დგას სარდალი მამაც ალანთა! სუფევს სიჩუმე («ლიტ. საქ.»). დიალექტ. III. ალანი (ვახანი) ალალი, პატიოსანი (სიალნე) (იმერ. ჯაჯ. IX). ალანი იქნება იმაზე, რაც ამან იწვალა (ზედა საქარა);პაპიაჩემი ალანი კაცი იყო (პერევი);რაც ალანი იყო, ქე დარჩა (ზ.-იმერ. ძოწ.). ალანად თქუენთუის გუიბოძებია (Hd – 2007, 1466 წ.) შდრ. ალალს მონასყიდეს მოხმარებოდეს (Hd – 2028, 1746 წ.) (ქავთარაძე 1964, 315). ალნათ ალალად, პატიოსნად, სიმართლით. ის ერთი სვეტი იყო ალნათ ნაკეთებიო (პერევი, ზ.-იმერ. ძოწ.).იხ. აგრეთვე: ალნა[დ] || ალალად;1. ალალად. 2. წაღმა (იტყვიან ნაქსოვზე) (ხევს. ჭინჭ.). ალნ – ალალისაგან შეიძლება იყოს მიღებული: ალალ > ალლ > ალნ ე. ი. ალალ-ფუძეში ა ხმოვნის რედუქციის შედეგად ორმა ლ-მ მოიყარა თავი, რომელთაგან მეორე დისიმილაციის შედეგად ნ-მ შეცვალა. ეს იყო შეუძლებელი ლლ ჯგუფის დაძლევის ერთ-ერთი გზა (გიგინეიშვილი 1975, 112).
ალაო
საშ. ქართ. I. ალაო «ფქვილი დანოტიოებული» (საბა). ახ. ქართ. ჯერ გაღვივებული‚ შემდეგ გამხმარი და დაღერღილი პური‚ ქერი‚ სიმინდი‚ ხორბალი… ლუდის‚ არყის ან ბურახის გამოსახდელად. − ეს რაღაც ნაწვიმი ჩანს, − უთქვამს ერთი ჯიშის ხორბალზე, − შეიძლება ალაო გამოვიდეს (გ. პაპუაშვ.). ფიგურ. ჰაერში წვიმის ალაო ტრიალებდა (გ. გეგეშ.). 2. ნოტიო და ჩახურებული ფქვილი. ◊ ალაო პური ასეთი ფქვილის პური (გული არ უცხვება). ◊ ალაოდ არის საუბ. ცოტას აფრენს‚ ურიკინებს. − თავში ალაოთ არი, − იცინის ვაჟა [მიხაზე] (მ. ელიოზ.). დიალექტ. ალაოს ეძახდენ, იმას გააკეთებდნენ (ფშ. ცოც.). წამავე საწისქვილოდა, ალაო უნდა დავფქაო (ხევს. ჭინჭ.). ალაო ფქვილისა პურიც ლიჟ გამოდის – ალაო ფქვილისაგან პურიც ლიჟი (გულში გამოუმცხვარი) გამოვა (თუშ. ცოც.). თუ ხორბალი ნაწვიმია და მემრე ჩაჴურებული, იმისი პური ალაო გამოდის (ქიზ. მრეწ. III, II, 10). დასტურდება ალაო სიტყვის შემცველი სინტაგმები: 1. მზის ალაო, წყლის ალაო. მარცვლეულის დაალაოებას იწვევს ორი მოვლენა: დანესტიანება და ჩახურება. ამ მიზეზით ალაო ორ სახელს ატარებს. წყლის ალაო ნესტის, ნოტიოს, წვიმის მიზეზით გამოწვეული ალაო. მზის ალაო მზის მიზეზით გამოწვეული (გ. შატბ.). მზის ალაო მზეზე ნაადრევად გამხმარი ნედლი ხორბალი. მზეზე რო ძალა მოსდის, მზის ალაო არის. პურს რო გამოაცხოფ, წოროწორო მიდის თონეში (ძეგ.);მზის ალაო გამოვიდა, არაფერში გემო იმას არა აქ (ძეგ., ქართლ. ლექსიკ.). მზის ალაო – მოთიბულ ყანას რომ უყურებს დიდხანს, გაალოვდება და თონეში რომ დააკრამ, აღარ გაჩერდება (ზ.-ქართლ. IV, II, 196). II. მზის ალაო ერთ-ერთი სარეველა მცენარის სახელდებისთვისაც არის გამოყენებული. მზის ალაო სარეველა მცენარეა ერთგვარი, ამ სარევლიანი ხორბლის ფქილის ცომი თონეზე კარგად არ მაგრდება და პური ხშირად ცვივა თონეში (ქართლ. გაჩ. XVIII).სვანურში დადასტურებული თხელი ფაფის აღმნიშვნელი ალააო იგივე ზემოდასახელებული ალაო უნდა იყოს. ალააო! თხელ ფაფას ჰქვია. თხელი და ნელთბილი (სვან. ლიპარტ.). დიალექტ. III. ალაო დიდი სიცხე. აქანე დაჟდომა რავა შეილება ამ სიცხეში, ალაოა აქანე (საჩინ. შარაშ.). შდრ. ბერძნ. ალეა სითბო. დიალექტ. III. ალაო ხვავი, ბარაქა, ნაყოფი. ზარმაცი კაცის მუშაობას ალაო არ ააქ, მიტოა იგი ღარიბი (გურ. ჯაჯ.).ჩვენი აზრით ამ მნიშვნელობის ალაო < ალავი < ჰალი (არ. ჰალ). შდრ. ალავი ძალი. მისი ქარი და ალავი კაცსა ტვინსა და დამაღსა, თავსა და კეფასა შემოეჭიდების (იად. 246, 36). შდრ. ჰალი (არ. ჰალ) ძალა, ღონე, შეძლება. „შენ რომ დიგინახავ, დაჰა ჰალი მომივა“ (ინ., ჩვენ. ფუტკ.).
ალატ-ი
საშ. ქართ. I. ალატი წისქვილის საფქვილე კასრი – დ. ჩუბ. ალატა საფქვილე ალა – საბა. ახ. ქართ. ალატი იგივეა‚ რაც ალა1. ზოგი… ბორბალსა სინჯავდა სხვა − სარეკელას, ხვიმურს, ალატს და წისქვილის ქვებსა (ვაჟა). ის-ის იყო, უნდა დამდგარიყო, რომ ამ დროს მეწისქვილეს გამოეღვიძა, ნახა ალატი და შენიშნა, ფქვილის მაგივრად მიწა იყო (ვაჟა). შენმა ცოლმა რომელ წისქვილშიც პირი გიქნას, იმ წისქვილის ალატის ძირი მენახოს გამომძვრალი (ვ. ჩორდ.). დიალექტ. ამავე მნიშვნელობით ალატი დასტურდება რიგ დიალექტში, როგორიცაა, მაგ.: ქართლური, ფშაური, ხევსურული, მოხეური, თუშური… ბიგას ღგვიხარ ალატშია, აისრ გაგაქვ ცანცარია. – თავ ჴუმბურაჩი ჩაგიდვეს, ფეჴნი ალატჩი გესხნესა (ალ. ოჩ. 93, 28) – (ხევს. ჭინჭ.). „ბიჭ, ჸიჸიღ ქოჯოი-დ გამოგავეღ ჲეგ ალატი“ (თუშ. ხუბ.).შდრ. ზან. ალატი გოდორია ერთგვარი (მეგრ. ქობ.). ამავე წარმომავლობისა ჩანს თუშურში დაფიქსირებული შემდეგი სიტყვებიც: 1. ალატებ ოდ. მრ. წისქვილის მოსადევარი, მის გასამართად საჭირო რამეები. „ალატებ თუ მექნებ კი წისქვილის გამართებას რაჸიღ უნდ“ (თუშ. ცოც.). ალატის ხეჲ: ხე საღორეში, რომელსაც ეყრდნობა წისქვილის ბორბალი, მასვე აბია ამოსაზიდი. „ამოსაზიდს რო სოლს შაჸტანვ, ალატის ხე მაღლ იყწევსა-დ საზედაო ერულსაც მაღლ ასწევს. წისქვილ გვრიშად (მსხვილად) დახფქავს“ (თუშ. ცოც., ხუბ.). საშ. ქართ. II. ალატი მც. სოჭი (დ. ჩუბ.). ალატი < ელატი. ქეგლ-ის მიხედვით ელატი [ბერძ. elatē] [Picea orientalis] ძვ. იგივეა, რაც აღმოსავლური ნაძვი. ეკალმუხისა ისარი ელატის მშვილდით მშვენოდეს (ა. ჭავჭ.). დიალექტ. III. ალატი წვრილი, სწორი და გრძელი ჯოხი. ალატი აიღი შნდი დაახრელა (ინგ. ასრათ.). ბარჟ (ბარჯი) ორ გზელ ალატი (ლატანია) დაგრეხულ ვაზით გადნამბავ (გადაბმული) (საინგ. მრეწ. I, 127). აგრეთვე (ინგ. ღამბ.).შესაძლებელია, რომ ფონეტიკური ცვლილების წყალობით ამ მნიშვნელობის ალატისთვის ამოსავალი იყოს ლატანი წვრილი და გრძელი ძელი – საბა., დ. ჩუბ.
ალაფ-ი
ძვ. ქართ. I. ალაფი «ნატყუენავი», ნაძარცვი, ნადავლი. „მოიღეს… ტყუე და ნატყუენავები და ალაფი ბანაკად“ (G, რიცხ. 31, 12). „თჳნიერ საცხოვართა და ალაფთა ქალაქისა შინათასა“ G – „ნატყუენავი, რომელ იყო ქალაქსა შინა“ (M, ისუ ნ. 8, 27) – ზ. სარჯ. საშ. ქართ. ალაფი: ალაფი საფენელი და ჭურჭელი (+ ნატყვენავი). ალაფობა რბევა – საბა. ალაფი სპარს. ნაშოვარი ბრძოლის დროს. – დ. ჩუბ., ნ. ჩუბ. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე (ვეფხ. 455,1). ავიღევით ალაფი, რომლისა არა იყო რიცხუი, და მოვედით გამარჯუებულნი (ამირან. 153, 7). აღიღეს ალაფნი ურიცხუნი და შემოიქცნენ გამარჯუებულნი (ქ. ცხ. 209, 13, 23). მოიქცნენ ქართველნი ალაფითა დიდითა (თ. ბაგრატ. 52, 35). ალაფი გაყვეს (შჰნ. II, 513, 12). და უკეთუ მტერთაგან მიხმული საქონელი იცნას ალაფსა შინა პატრონმან, ნუ იკადრებს მაშინ გამოთხოვად მისა (სამ. ბატ. დავ. 74, ქვ. 2). ალაფთა მაშოარნი მას ადგილს დახაროდეს (ქილ. 209, 14). ახ. ქართ. ალაფი 1. ლაშქრობაში ნაშოვნი ქონება, – დავლა, ნადავლი. საძევარი აქვთ ხევსურთა ძვირი განძი და ალაფი (ვაჟა). მსახურთუხუცესი განაგებს ალაფს და დავლასა (შ. დად.). [იანიჩრებმა] გუნდ-გუნდად ახლომახლო სოფლებისაკენ ალაფის და ტყვეების საშოვნელად გაუტიეს (რ. ჯაფ.). საქონელს გაირეკავდნენ, ალაფს წაიღებდნენ, ტყვეებს წაასხამდნენ (ჯ. ქარჩხ.). დიალექტ. აქ-იქ დიალექტებშიც შემონახულია ამ მნიშვნელობის ალაფი. მაგ., როგორც გ. ხორნაული უთითებს ალაფი ფშაურში როგორც ძველ ქართულში დავლა, ომში ნაშოვნი ქონებაა (ფშ. ხორნ.). აიალაფებს ნაძარცვს, ნადავლს წაიღებს ომიდან. ოხერი თათარი რო შამეესეოდა ჩვენ ხარესა, გაჟლეტამდა, გაძარცვამდა, აიალაფებდა, რაც ალაფათ არ გამაადგებოდა, იმას კიდენ ცეცხლ წაუკიდებდა (გრაკ., ქართლ. მესხ.). ალაფ- სიტყვიდან უნდა მომდინარეობდეს ასევე შემდეგი ნაწარმოები სიტყვებიც. გადატ. ოჯახის ალაფი ოჯახის მოწყობილობა (ავეჯი და მისთ.) ოჯახის ალაფი ყორფელი მოუტანეს გზვითათ. ჯაჭუიდან დაწყებული ყორფელი (საჩინ. შარაშ.) ალამფეულობა ჭურჭლეულობა. თავისი ალამფეულობა გეიყვეს ფუძეობის მიხედვით (ბერეთისა (ზ.-იმერ. ძოწ.). გადატ. ალაფალა მუქთი, უშრომლად ნაშოვნი. ალაფალა, ესე რო მუქთი, რო არ ირჯება და შოულოფს ადამიანი, ან იპარავს, ანა, ალაფალაც ითქმის, ალა-ალაცა, ორივ ერთია (გრაკ.). ალაფალა კი არ არი მუქთი, უშრომლად ნაშოვნი კი არ არის. ის იმოტენა კრამიტი რო გაუზიდნია, ალაფალა კი არ არი, მაგისეეფ მუქთათ კი არ მამდის მე! (კავთ., ქართლ. მესხ.). საშ. ქართ. II. ალაფი (არაბ.) საკვები. ალაფი (არაბ.) მეფქვილე – დ. ჩუბ. ალაფი მეფქვილე, ფქვილის მოფარდული (თ.) ალაფ – ნ. ჩუბ. საშ. ქართ. 1. ალაფი მარცვლეულისა და ფქვილის ვაჭარი. შეიცვალნენ კაცნი იგი ალაფები, რომელნიც ატყუებდენ საწყაოსა შინა ხალხთა (კალმას. 344, ქვ. 6). ახ. ქართ. იმის უცნობი არ იყო ბაზაზი, აღარც ალაფი (ვაჟა). მოედნის თავში რამდენიმე ალაფის ლაპარაკს მოვჰკარი ყური (ი. მაჭავ. თარგმ.). 2. ალაფი [არაბ. ალაფ] 1. საქონლის საკვები. სოფლელები მხოლოდ მაშინ ისვენებენ, …რო ცა ადრევე მომარაგებული აქვთ ალაფი და შეშა („მნათ.“). აჰა, ზამთარი მოდის, ძროხები უნდა დავაბათ, ალაფი არაა (ფ. ხალვ.). [თავმჯდომარეს] აქვს… ნადირისა და ფრინველის ალაფი, კომბინირებული საკვები, თივა და ქერი (ა. გალდ.). დიალექტ. ალაფი (არაბ.) საქონლის საკვები ზამთრისათვის (მესხ. ფეიქრ.). საქონელს საკვებს, ალაფს მიართმევენ დღეში ორჯერ დილას და საღამოს (ზ.-აჭარ. კობერ.). ეემაგრ განაკეთევიბე ამბოვდნენყ „ლაჟ“ დოგიგიავ, ალაფ (საკვები ზროხის) ჩააყრელა (საინგ. მრეწ. I, 131). ალაɸი (თურქ. ალაფ) შვრია, ალაფი ზან. (ლაზ. თანდ.). გამოთქმულია მოსაზრება, რომ ზან. ალაფი არაბულსა და სპარსულ ენებში ნიშნავს ფურაჟით მოვაჭრეს. ქეგლ-ის პირველი განმარტება „ნადავლი“ უნდა წარმოადგენდეს ალაფის სემანტიკურ განვითარებას. აქვე აღვნიშნავთ, ალაფის განმარტებისას „ქალაქური ლექსიკონის“ ავტორი წერს – „ალავა ყოფილა პირუტყვის საჭმელი ბალახეულობა“-ო. ალავა ‘ალლაფ-ის ფონეტიკურად სახეცვლილი ფორმა ჩანს. მოხდა ბაგისმიერი ბ თანხმოვნის ჩანაცვლება კბილბაგისმიერი ვ თანხმოვნით, რაც როგორც სპარსულის, ისე ქართულისთვის დამახასიათებელი მოვლენაა (ბართაია 2010, 140).ალაფის ომონიმური ცალები სხვადასხვა დროსა და გზებით უნდა იყოს ქართულში დამკვიდრებული.
ალახ-ი
საშ. ქართ. I. ალახი, ღმერთი არაბულად (დ. ჩუბ.). ახ. ქართ. არ მინდა არავის დანახვა. მარტო ვარ და პირქვე ვგდივარ. არ არის არც შენი ალახი. არც ჩემი იესო. მცივა. ქარია (თ. ნაროზ.). ხანდისხან არაყ თუ დავკრამ, აღარ მამუქრო ალახი (ვ. ხორნ.) დავსისხლე ქვიშა თუ ბალახი და ჩემგან, მხარმოჭრილ ჯიგიტებს, თვლითაც ვერ ითვლიდა ალახი (თ. წიკლ.). დიალექტ. ალახ, ალახ სიტყვა-სიტყვით „ღმერთო-ღმერთო“. გამოთქმაში იხმარება გაოცების, დანანების ან აღტაცების გამოსახატავად. ალახ, ალახ, სიკუდილს გადარჩა, ალახ, ალახ, რა ცუდუბრალოდ დასაჯა (მოხ. ქავთ.)ახ. ქართ. II. ალახი დარგ. მარხილის ფეხზე ამოსადები წნელი, რათა არ დაცურდეს – ქეგლ. დიალექტ. ალახი 1. წნელის ან ღვლერჭის გვერგვი (ზოგჯერ ჯაჭვის ნაწყვეტი, რომელსაც დაღმართში ჩამოსატარებელ მარხილს უკეთებენ დაცურების შესანელებლად, დასამუხრუჭებლად. 2. შეშის კონა, რომლის წვრილი თავები წკნელებისაგან გაკეთებულ გვერგვშია გაჭედილი და რომელიც შუროზე თრევით ჩამოაქვთ ხელით (რაჭ. კობახ.). წნელის არი დაგრეხილი, გინდა მარხილს ამოვდეფთ ალახათა, გინდა საქონელ დავაბამთ იმითი (მეჯვრ.);ფარცხის კაბდოს უკეთდება ალახი, ხარები რო გაიწევენ, კაბდო ძირს არ გახოხდეს და არ გაფუჭდეს. კაბდო მაღლა დგას, ალახი მიეთრევა მიწაზე და ფარცხი ფარცხავს მიწასა (რუისი, ქართლ. მესხ.). შდრ. ამავე მნიშვნელობით: ალახა (აჭარ. ნიჟ.);ავლახა (იმერ. გაჩ.);აგრეთვე: ალაჴი (თუშ. ცოც., მოხ. ღუდ.).
ალვა
ძვ. ქართ. I. ალვა [ბერძნ. aloē] სუნელ-საკმეველი: „მისცეს…ალვაჲ ასი ლიტრაჲ (ი. -ე. 23, 5). დააკუმივეს ალვა, მუშკი და ამბარი (ვისრ. 35, 30). დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი (ვეფხ. 330, 1). ოქროდ სემურად, მურად ქამურად, ალვად, კინამოდ, სარდა-სარო ხით (შავთ. 8, 3). მას შიგან დადგეს აჯისა ტახტი. მოიღეს ალვა-ქაფური და მუშკი, თავი მით გაუტენეს (შჰნ. II, 413, 14). ახ. ქართ. ალვა: ძვ. აშკარაა აქ „ალვა“ ხეს კი არ ნიშნავს, არამედ სულნელ-საკმეველს… იგი კეთდებოდა ალვის ხისაგან ან მისი შემადგენელი ნაწილისაგან, როგორიცაა: წიწვები, გირჩები, თესლი, კანი და სხვა (ვ. მირზ.). საშ. ქართ. II. ალვა ალვის ხე;სარო, კვიპაროზი (დ. ჩუბ.). ალვას სამოთხის ხედ სახელ სდებენ, რომლისა ყვავილნი და ნაყოფნი ფრიად მშვენიერ სურნელნი არიან;ჩინარსაც ალვის ხე ეწოდება (თ. ბაგრატ.). ალვა [ხე]: ვით ედემს ალვა რგულია (ვეფხ. 50, 1). ვნახე ზაალ ფალავანი: – „ალვა ედემს ნაზარდია!“ (შჰნ. I, 1472, 3). გივმან თქვა: „რა გძეს ნიშანი, გიცან ალვისა ტანადა“ (შჰნ. II, 3208, 1). იყო იგი სახლი ალვისა და თუალ-მარგალიტითა შეკაზმული (ამირან. 334, 9). ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი (ბეს. 35, 11). თავ-მაღლობისა ალვანი ღრუბლამდე იდგნენ, მეფეო (ვახტ. VI, 20, 14). ახ. ქართ. 1. [populus pyramidalis] მაღალი და კოხტა ხე, ტანწერწეტა, აქვს ვიწრო პირამიდული ვარჯი. შტო ალვისა შენი ტანი მგონია! (გ. ორბ.). არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემ ხებული (რუსთაველი). ფიგურ. ტანად ალვა და პირად მზე გურამიშვილი რომ ქალების კერპი იქნებოდა, ამას რაღა ფიცი-მტკიცი უნდა! (ე. მაღრ.). 2. ძვ. კვიპაროსი. რომე მათ თანა ალვის ხეც ვარგიყოს ხედ არად (რუსთაველი). 3. (მესხ. ჯავახ.) ჭადარი. საშ. ქართ. III. ალვა იგივეა, რაც ჰალვა: შაქრით შემზადებული საჭმელი, „ქართულად პუნგია ეწოდების“ (საბა);(სპარს.) ალვახაზი, თაფლის სანუკვარი, პუნგია (დ. ჩუბ.). ალვა შაქრისა (არ. ჰალვა/ე შაქარი). მოთმენა მწარობს, ხილს ისხამს უტკბოსსა შაქრის ალვათა! (ქილ. 353, 15). ახ. ქართ. დავაცხობინე ნაზუქები, გავაკეთებინე გოზინაყი, ალვა (ვაჟა) – ალ. ჭინჭ. დიალექტ. IV. ალვა ჯერი, რიგი. მაგათ ალვაჩი მე რაად ვიმწყემსებ, მაგათ მეჯამაგირე ხო არ ვარ (ხევს. ჭინჭ.). შდრ. II. ალო. V. ალვა ალის ცეცხლისა გულსა შინა თვისსა აღზნება, ქართული ლექსია – თ. ბაგრატ. ალვა: წვა, დაგვა (დ. ჩუბ.). საშ. ქართ. ალვა [ალის მოკიდება]: შორით დაგვა, შორით ალვა (ვეფხ. 27, 3). მოელოდა ნატურფალსა ვისგან ჰქონდა გულსა ალვა (ნ. ციც. 79, 4). ახ. ქართ. გადატ. ალვა ალის მოდება: ძლიერი სიყვარული. ქალი სხვა ვაჟს მიჰყვება, სხვა ქალის წაწალს და ამგვარად იბადება „შორით დაგვა, შორით ალვა“ – ჩნდება დარდი, ვარამი, – პირობები პოეზიისათვის (ვაჟა) – ალ. ჭინჭ.
ალია
საშ. ქართ. I. ალია ალი, ალია კეთილშობილი, დიდებული, აღზევებული. ყაზი-ყუმუხის პოსლანიკთ, ორთავე ბედით ალიად (ბეს. 89, 1). იხ. შდრ. ალი (არაბ.) მაღალი, კეთილშობილი. საშ. ქართ. II. ალია შდრ. I. ალი. …ვსტი რი სისხლისა ცრემლითა, დამწვავს საჴმილთა ალია (შჰნ. I, 3653, 4). ცეცხლს ჰქონდეს მაღლად ალია (ვახტ. VI, 29, 4).ახ. ქართ. III. ალია [ებრ. ა’ლია ამოსვლა] ისრაელში ებრაელთა გადმოსახლების, იმიგრაციის პროცესი სხვადასხვა ქვეყნიდან – ქეგლ. ახ. რედ. ებრაელი ქართულად მეტყველებისას მხოლოდ ისრაელში დაბრუნების / გადასვლის / ჩასვლის აღსანიშნავად იყენებს ალიას / ასვლას, ანუ ისრაელში /იერუსალიმში ადიან, მაგრამ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სხვა ქვეყანაზე იტყვიან ჩასვლას, ანუ სხვა ქვეყნებში ჩადიან. ამ აზრის გამოსახატავად ებრაულში უკვე სხვა ზმნა გამოიყენება (გულედანი, ლომთაძე 2017, 13-14). დიალექტ. III. ალია: დრო მცირე, მოკლე (ლეჩხ. ალავ.). შდრ. I. ალო.დიალექტ. IV. ალია ჩიტია ერთგვარი (ხევს. შან.). ალია(ის) ჩიტა (არხ.), ჩიტია (შან.). შდრ. ლათ. ăles ჩიტი.
ალიონ-ი
საშ. ქართ. I. ალიონი «რა ღამე და დღე გაირჩეოდეს» (საბა). ახ. ქართ. რიჟრაჟი‚ განთიადი‚ ცისკარი. მოაწია ალიონმა და გაისმა არემარეში მამლების ყივილი (ე. ნინოშ.). ამოვიდა ალიონიც (ილია). სადაც იყო, ალიონი ამოვიდოდა და ლუსკუმ ღამეს ცისკრის ციატი გაცრეცდა (ა. გალდ.). ჩვენთან ერთად ფეხდაფეხ მოაბიჯებდა ალიონი (ნ.  დუმბ.). ალიონზე ზმნს. გარიჟრაჟზე‚ გათენებისას. ღამის სიოც კი არ დაძრულა. მხოლოდ ალიონზე, თითქო ქვეყანამ ამოისუნთქაო, ერთი გაინძრა ხის წვერები (ე. ნინოშ.). [ბიძა თებროს] ხანდახან ალიონზე წამოაგდებდა (თ. ჭილ.). საშ. ქართ. II. ალიონი (არაბ. ჰალიონ) მც. ალიონი, ვითამცა სატაცურიო (იად. 180,27). ალიონი და წიწმატი ჭამონ (იად. 446,31).
ალმან-ი
საშ. ქართ. I. ალმანი შუბი, ლახვარი – დ. ჩუბ. ახ. ქართ., დიალექტ. II. ალმანი ფშ. საზღაური, რომელსაც იხდიდა იარაღის პატრონი, თუ მისი იარაღით ვისმე მოკლავდნენ ან დაჭრიდნენ (ქეგლ ახ. რედ.). ალმანი საზღაური, გამოსასყიდი, ნაფასური. „არც გავწირავ ქალს აქა, არც ალმანს მოგცემთ მისასა“ (ბაჩანა) – ივ. ქეშიკ. ალმანი /რაზ. =ჭყ./ „ვისაც იარაღი მოჰკლავდა ან დაჭრიდა, იმ იარაღის პატრონს უნდა ეზღო სისხლი იარაღი გინდ სხვას სჭეროდა: ამ საზღაურს ჰქვია ალმანი“. სწორი ფორმაა ალმანია (ფშ. ხორნ.). გადატ. ალმანი მოჴ. მაგიერი. „შენს ალმანზედ მამივიდა ჩხუბი – შენს მაგივრად, შენს თაობაზე, შენის გულითვის“ (შან.). ალმანი, ალმანზე – ოჯახი, მემკვიდრეობა რომ გაუნადგურდება ადამიანსა, მაშინ იციან თქმა: „იმი, ან იმათ ალმანზე აღარვინ დარჩაო (მოხ. ღუდუშ.). შდრ. ალიმ (თურქ.) საფასური.ფონეტიკური ცვლილებით ალვანია / ალონია ჭრილობა თუ საუჴმროოში სჭირს და ფეხი დაუსახიჩრდა, „ალონიასაც“ აიღებს დაჭრილი დამჭრელისაგან და საუჴმროოსაც“ აიღებს (ეთნ. მედიც. VIII, 88) – ალ. ჭინჭ.გადატ. ალმანი, ალმანობა 1. ბარობა, ანაბარა. ცოლის მეტი იმის ალმანზე არც ვინ იყო. საცოდავი ბალღის ალმანობაზე დარჩა ავადმყოფი ბებერი. 2. თაობაზე, შესახებ, დაკავშირებით. მაგის ალმანობაზე დღეის ამას იქით ჴმა არვინ ამაიღას, თუ სიცოცხლე არ შაღბეზრებიაო (მოხ. ქავთ.). დიალექტ. III. ალმანი (თ. ალმან) გერმანელი. ალმანი თურისთი მეიყუანა ერთი (ინ., ჩვენ. ფუტკ.).
ალო
ძვ., საშ., ქართ. I. ჰალო სურნელი ხე, საკმევლის ხე, ან ნაწვეთი ამ ხისა, საბრი, ალო, ალოე: „მური და ალოჲ ყოველთა თანა სულნელთა (მოვისთულე)“ (კ. იერ. -აღდგ 159, 36). ალო სურნელოვანი მცენარე და მისი გამონაჟონი წვენი, აგრეთვე სურნელოვანი ნივთიერება. ძეწნი თუ ალოდ მიგაჩნდეს, ზარდო, შესწვართო, მობარო (ქილ. 933, 30). ზმირინ-გუნდრუკთ საკმეველო, საყნოსელად ალო, / ქალწულთ გვირგვინთ სამკაულო, თავ-ჯიღოანთ ალო (გურამ. 153, 1, 3). ყრჩის ცა რაზარინ-ნარდიონ ალოდ (ბეს. 51, 4). შდრ. I. ალვა. საშ. ქართ. ალო „სამურავია. ბალახი არს დიდი ფურცელი, ასთა წელთა შემდგომად აყვავდების და ერთსა ნაყოფსა გამოიბამს და რა განსქდება, დიდსა ხმასა გაიღებს, და მისგან უცხო სუნნელი გამოვა, და მისის ფურცლის წვენი საბრად გაკეთდება და მისი ღერო სუნნელი ხეა უდის მსგავსი (საბა). ახ. ქართ. ალოე [ბერძ. άλόη, ης, ή] მრავალწლოვანი ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარე: ალოე – (აზუა) კალკ. არაბ. თავდაპირველად „ალოე“ ნიშნავდა მოხარშულ წვენს, რომელიც მზადდებოდა ერთ-ერთი სქელფოთლებიანი მცენარისაგან. შემდეგში ეს სახელწოდება მიენიჭა მთელ მცენარეს (ზ. მაყაშვილი, მ. ივანიშვილი). საშ. ქართ. II. ალო: 1. ძვ. დღიური ნახნავი, ხვნის დროს გუთნეულში მონაწილეთა სარგოს ერთეული;„ჯილღის მიზდი“ (საბა);ნახნავი მიწა მიზდად გუთნის დედისა, ან მეხრეთა შებმულთა ხართა და სხვ. (დ. ჩუბ.). და პატრონმან მიწისამან დასთესოს მიწა იგი, მაშინ მომხვნელსა მისცეს მართებული თვისი, ესე იგი არს – ჯერეთ ალოჲ, და ანუ ეგოდენივე მოუხნას (სამ. ბატ. დავ. 93, 14). ხარი ხარათ მაკლია და ალო ალოთ მაკლია (სამ. VII, 237). ბანბის ალო რომ გავათავეთ, ხათრისათვის თითოს დღის ალო ოს მანჯანას და ბაბაშის მოუხანით (სამ. VII, 436, 3). ახ. ქართ. ალო დარგ. 1. დღიური ნახნავი, – ხვნის დროს გუთნეულში მონაწილეთა სარგოს ერთეული. ორი დღის ალო მერგება, გადამიხნავენ ხელადა (რ. ერისთ.). ალოში გუთნისდედას მეტს არგუნებთ ხოლმე, ვიდრე – მეხრესა (ილია). ალოს გამოყვანა ცალკეული ალოების შეთავება, 23 სამუშაო დღის გამოყვანა. ხარები გვება უღელში, გამოვიყვანეთ ალოო (ხალხ.). 2. რისამე შესაფერი დრო;სეზონი. როცა სადილობის ალომ მოაწია, ეკვირინე თავად შევიდა რძალთან (დ. კლდ.). ალო დადგა ხვნა-თესვის, წადი, უგდე ყურიო! (აკაკი). თევზაობის ალო წავიდა და მეთევზე უმეტესად მეწისქვილეს ეხმარებოდა (ა. სულაკ.). ყველაფერს თავისი დრო და ალო აქვს – ცოლის თხოვასაც (კ. ბუაჩ.). ალო მეტნაკლები სემანტიკური გადაწევით და სხვადასხვა წარმოებით ფართოდ გავრცელებული სიტყვაა დიალექტებშიც. ალო დრო, სეზონი (სვან. ლიპარტ.). ზან. ო-ლე = ა-ლო (ჩუხუა 2000-2003). ახ. ქართ. ალო: [ინგლ. hallo] შორისდ. იხმარება ტელეფონით ლაპარაკის დროს, ნიშნავს: გისმენთ! მისმინეთ! ერთი წუთის შემდეგ გიორგი ასმეთაურს ელაპარაკებოდა: –ალო!… გისმენთ (კ. მუმლ.). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ, რიგ შემთხვევაში ალო – ს ომონიმური ცალები თავკიდურად ხშირად ჰ-აეთია წარმოდგენილი და ცალკე ომონიმურ ჯგუფს ქმნიან. ალო [ძვ. ბერძ. Άλλος სხვა] სიტყვათა ნაწილი, რომელიც აღნიშნავს „სხვას, სხვანაირს“ მაგ.: ალოქორია.
ალქატ-ი
ალქატი უქონელი ანუ გლახაკი;ალქატი ორსახედ გამოითარგმანების – 1. ალქატი პირველად ღარიბსა ჰქვიან, რომელ არს უცხო, ესე იგი უცხოს ქვეყნით სტუმარი მოსრული ანა გარდმოვარდნილი, ხოლო 2. მეორე ალქატი – ესე არს ქალი მოქერაო და მოოქროს ფეროვნედ თმათა მექონი და პირისა ფერსა მისსა აქვს უცხოდ რამედ ალქატად შესახედაობა, რომელიც განსხვავებული იქმნების სხვათა საზოგადოთა მშვენიერთაგან სილამაზითა, ვითარცა საიშვიათო რაჲმე ანუ ანტიკი და ესე საიშვიათოდ ათასში ერთი ძლივს იპოვების და ფრიად შვენიერნი და მოხდენილნი იქმნებიან ქალნი ალქატნი. ალქატი ღარიბად ანუ საიშვიათოდ საპოვნელი;ვაალქატე ესე იგი გავაღარიბე;ანტიკი ალქატი, არმაღანი (თ. ბაგრატ.). „ვეფხისტყაოსნის ხელნაწერ ლექსიკონებში ალქატი შემდეგნაირადაა განმარტებული: 1. მსუბუქი, მჩატე, დამშხალული, ღარიბი, გლახა A2. გლახაკი, ანუ უპოვარი, რომელსაც არარა მოეპოვება გლახა B3/ სომხებიც ამას ეძახიან B6, B12 (წაქაძე 1976). ძვ. ქართ. I. ალქატი ღარიბი, ღატაკი: „მარადის სიტყჳთა ჰყუედრინ და ჰგუემნ (მდიდარი ცოლი ქმარს), ვითარცა კუერთხითა და ეტყჳნ: ჩემგან მიკჳრს, რომელ შენ სახესა ალქატსა ცოლ-ვეყავ“ (მ. სწ. 416, 20). საშ. ქართ. ლხინი ჩემი ვაალქატე (ვეფს. 251, 2). საალქატო გაგიხადოს მტრობის კლიტემ გასაღებლად (ვახტ. VI, 43, 81, 4). ახ. ქართ. ალქატი ძვ. 1. ღარიბი‚ გლახაკი‚ უქონელი. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა (რუსთაველი). შდრ. II. არქატი. ალქატი 1. მწირი‚ გამოფიტული. ჩანდა, მიწა მეტად ალქატი იყო, მაგრამ ასეთი მიწების გაკეთილშობილება შეიძლება (ნ.  კეცხ.). ალქატი მიწა – მსუბუქი მიწაა, არ არის ღონიერი მამული, ფერად თეთრია (ზ.-ქართლ. მრეწ. IV, II, 192). ალქატი ყვითელი მიწა, უნაყოფო (ქართლ. მენთ.). უალქატო მიწებია, არაფერიც არ მოდის (კარალ., კოდ. ქართლ. ლექსიკ.). ◊ ალქატი ღომი კუთხ. (გურ.) თხელი ღომი – ქეგლ. ალქატი მარცვალი მსუბუქი, მოუსვლელი, ბჟიტი მარცვალი (გ. შატბ.). ალქატი სახე აქვსო, გამხდარ, სახეგალეულ ადამიანზე იტყვიან (გ. შატბ.).ახ. ქართ. ალქატი სხვადასხვა სინტაგმებში გვხვდება: ალქატი ხასიათი: ნუშო ბოროტი ადამიანი არ იყო ბუნებით, მხოლოდ ალქატი ხასიათი დაიჭირა (ვ. ბარნ.). ვერ შეითვისა ქართულმა კერამ უცხოური ქცევა თამამი, სიხასე თუ ალქატობა წრეგადასული (ვ. ბარნ.).შდრ. (სპ.) აქანტე უვარგისი, გაფუჭებული.დიალექტ. II. ალქატი ფერმკრთალი, მონაცისფრო, ქერა (იტყვიან კაცზე) საიქიოს იმით არიანავ უფერულნი კაცნივ, რომ იქ მკრთალი, ალქატი სინათლე აქვავ (ეთნ. საიქიო,VII, 73) – ალ. ჭინჭ. ფერალქატი: „ეს ძაბებ ძალიან ფერალქატებია, დაო, ვერ დაგიღებიან კარგადა“ (ფშ. ხორნ.).ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ფერის აღსანიშნავად აქატი „აკატი“ იქნა გამოყენებული. შდრ. აქატე achates: „ყოველი ქვაჲ პატიოსანი შეგემოსა…, ლიგჳრიონი და აქატჱ“ (I, ეზეკ. 29, 13).
ალყა
საშ. ქართ. I. ალყა: სალტე, რგოლი ან რკალი;გარშემო მდგარი ლაშქარი (დ. ჩუბ.). ალყა წრე, რგოლი. შენისა ტოილოსაგან ერთი ალყა წამატანე მის ყმისა (ვისრ. 256, 34). იმისი ერთგულების ალყა ყურში უნდა გამეყარაო (შჰნ. III, 319, 3). ერთგულების რგოლის (ალყის) ყურში გაყრა ნიშნავს ვინმესადმი თავდადებას, მორჩილად ყოფნას, მონად გახდომას. მრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს (ვეფხ. 73,2). და სუფრასა ზედა მაშხალის ასანთები ალყა ქონითა ანუ სელითა იქნების (გარიგ. 75, 11). ახ. ქართ. ალყა წრე, რკალი. მშვენიერ დაცემულ მინდოზე… მოჩანდა ალყად შემორტყმული ურმები (ა. ყაზბ.). 2. გარემოცვა, ბლოკადა. ალყა შემოურტყამს დიდ მოურავს ნარიყალასთვის (ვ. ბარნ.). შემოარტყეს ზარნავას სახლ-კარს ალყა წინასაწარ (ჭ. ამირეჯ.).არაბ. ჰალქატ „წრე, რგოლი“ (სპ., თურქ. ჰალკა) > ქართ. „ალყა“ (წერეთელი 1992, 92). ახ. ქართ. II. ალყა ძვ. აბრეშუმის, ნაწლავის ან ლითონის სიმი (ძალი), უმთავრესად – საკრავისათვის. მე ის მიკვირს, … ამ ოთხ უბრალო და მოუხეშავ ალყას ვინ მისცა ამდენი მელოდია (ჭ. ლომთ.). დიალექტ. ალყა, მრ. ალყაჸები ჩონგურისა თუ ფანდურის სიმები. გოგალ (სახ.) ჲე მაგ ცხარს რო დაჰკლავ, ალყაჸებიღ // ალყებიღ გაჸაკეთიდი (თუშ. ხუბ.).მაგის მეტს აღარ გიამბობთ, ფანდურის ალყა გამწყდარა (ხევს. პოეზ. 593, 11). დაგიკარ, ჩემო ფანდურო, ალყებმ გაიღა ჟრიალი (ხევს. პოეზ. 584, 1) – ალ. ჭინჭ.ალყა–წრე და ალყა–სიმი წარმოადგენენ ე. წ. ჰეტეროგენულ ომონიმებს, ე. ი. მომდინარეობენ სხვადასხვა არაბული სიტყვებიდან, რომლებიც ქართულში დაემთხვა ერთმანეთს სიტყვის თავში ع–სა და ح–ს დაკარგვის გამო (ანდრონიკაშვილი 1965, 311;იმედაძე 2014, 107).
ალხ-ი
საშ. ქართ. I. ალხი ნაზამთრი მჭლე პირუტყვი (საბა, დ. ჩუბ.). დიალექტ. ალხი 1 გამხდარი, ლუბი საქონელი. 2. თხელი აგებულების კაცი (მთ. კაიშ.). ალხი ცხოველი, რომელიც არ სუქდება. „– როგორ გამჴდარი ცხენი გყავ, სტეფანე? მე კი მსუქანი ვარ? ალხია, ვერ სუქდება“ (მოხ. ღუდ.).ალხი (მოხ., მთ.) გამხდარი, ხმელი (ლ. ლეონ., ო. ქაჯ., ლ. კაიშ.). შდრ. ზან. არხი, ახი გამხდარი (მეგრ. ქობ.). საშ. ქართ. II. ალხი დიდი სიცხე‚ პაპანაქება. დაბნდეს, მკვდარსა დაედარნეს, მჭვრეტთა სწვევდა გულსა ალხი (ნ. ციც. 355, 4). შდრ. (თურქ.) ალიქ. ისეთი ალხი იდგა, სიცხის ბუღი თონედან წამოსულ მხურვალებასავით სახეში ალმურად სცემდა (გ. ციც.). ხელისგულივით მოჩანდა სიცხის ალხში გახვეული სოფელი (ნ. შატ.). შუადღე. ზღვა და მზისგული, ალხი. სიცხეში სილას გართხმია ხალხი (გ. შაჰნ.). დიალექტ. III. ალხი მუცლისა (დ. ჩუბ.). ალხი კუჭის აშლა‚ ფაღარათი. მუცელში ალხად ხომ არა ხარ? (ლ. ქიაჩ.).სიალხე კუჭის აშლილობა. მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს დიდიხანია სიალხე აქ (პირველი სვირი) (ზ.-იმერ. ძოწ.).ალხის ცემა (გურ.) საჭმლის ან სასმელის წყენა, კუჭის აშლილობა, ცუდად გახდომა (ი. ჭყონ.). მიმინოს ერთგვარი ავადმყოფობა (ა. რობ. 170) – ალ. ღლ. დიალექტ. IV. ალხი || ჰალხი ხალხი (ზ.-იმერ. ძოწ.). V. ალხი: ალხზე დგომა დიალექტ. ყალყზე დგომა. „მაინც დგებოდა ალხზედა“ (გურ. ღლ.).
ამალ-ი
საშ. ქართ. I. ამალი ანაზდად შიმშილით მიბნედა – საბა, დ. ჩუბ. ნავღლისა ჭამა მომარჩენს და გარდამიგდებს ამალსა! (ქილ. 677, 13). ამათითა ჭამითა ამალსაცა ვერ მოიბრუნებენო (ქილ. 836, 17). ამალ- ძირისაგან სამწერლო ქართულსა და დიალექტებში გვხვდება შემდეგი ზმნური ფორმები: დაიამლება (ხევს. ქიზ.) შიმშილისააგან ძალ-ღონე გამოელევა, დასუსტდება. თუ რძე არა აქვს, ბატკანი დაიამლება («დიალ.»). დაამლული, დაამლებული ძალიან მოშივებული, მოწყურებული;შიმშილისაგან დასუსტებული. ბალახს არა უშავდა რა საძოვრად. ამ ადგილას კარგა ხანს იტრიალა დაამლულმა ცხვარმა (გ. ბუთხ.) – ქეგლ. ამავე მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა მთიულურში, ფშაურში… მოხეურში კი დაამლული სენისაგან არაქათგამოცლილს ნიშნავს. ეგ ცხორი საყვალად აღარ გამადგება, ავამტყოფობისაგა დაამლულია (მოხ. ღუდ.). დასტურდება ამალ-სიტყვიანი ფრაზეოლოგიზმიც: ამალს მოიბრუნებს მშიერი ოდნავ დანაყრდება და სულს მოიბრუნებს. „რო ჲშიან და ცოტაჲ შეჲჭამს, ვიტყვით: ამალი მაიბრუნაო“ (ფარცხ., ქართლ. მენთ. XVII). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ივ. გიგინეიშვილს „ვეფხისტყაოსნის“ 398-ე სტროფის მეორე სტრიქონის „ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა“. „ამ ალა-ს“ ნაცვლად სწორ ფორმად მიიჩნევს ამალ-სიტყვას. შდრ. ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამალსა (ვეფხ.). ამასთან დაკავშირებით იგი შენიშნავს, როგორიც უნდა იყოს ამალ-სიტყვის წარმოშობა. ამჯერად ჩვენთვის მთავარია ის, რომ ქართულში იგი უფრო „სურვილის“ მნიშვნელობითაა გავრცელებული, ოღონდ მნიშვნელობის მხრივ ორგვარი ნიუანსი მოეპოვება. ეს მნიშვნელობაა ფიქსირებული ს.-ს ორბელიანის ლექსიკონში და ეს მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას „ქილილა და დამანაში“. მეორე მხრივ, ამალი სურვილსავე ნიშნავს „სიყვარულის, ტრფობის“ გაგებით, ოღონდ სამალის სახით შემოუნახავს ქართული მწერლობის ძეგლებს (გიგინეიშვილი 1975, 41). შდრ. ამალ არაბ.-თურქ. სურვილი. საშ. ქართ. II. ამალი ზურგით ტვირთის მზიდავი მუშა. (თ. -არაბ.) ჰამალ / ამალი – დ. და ნ. ჩუბ. იგივე სიტყვა ოღონდ ფონეტიკურად ცვლილი უნდა იყოს ამბალი მეკურტნე მუშა (ხუნდ. ფსევდ.) – ი. გრიშ. ახ. ქართ. დიალექტ. III. ამალი (ამალა) ამყოლები, ერთნაირი ხასიათის ამხანაგები. თუშნი გაწყუიტეს, ერეკლემ შექნა გაქცევის ამალი (ფეშ. 849, 1). გურიაში ჩამევედი, ვერსა ვიშოვე ამალი (ფირ., გურ. ჯაჯ.). ამალა (არაბ.) საკუთრება;მხლებელნი (დ. ჩუბ.) – ქეგლ.დიალექტ. IV. ამალ [აზ. მლ] ოინი, ხრიკი, ფანდი. მოღაჲ ჩემთან, მე ერ ამალს დაგაჩვ (მოდი ჩემთან, მე ერთ ოინს გასწავლი);გადევ (ვაჟები) მიდოდნენ იმასთან ამლევ დაასწავლეველა (ფანდების სასწავლად) (ინგ. ღამბ.).
ამან-ი
საშ. ქართ. I. ამანი (არაბ.) იმამი – დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. ამანი ემიდა, ჰურიათა მღვდელნი მარცხენასა მკლავსა შეიცვემდენ სარტყელსავით – საბა. ახ. ქართ., დიალექტ. II. ამანი ღონე‚ ჯანი. ეგ ყველაფერი, ჩემო ლუარსაბ, თავისუფალი მოქმედების ამანი გახლავს (მ. ელიოზ.). [დავითს] არც ფიქრის ამანი ჰქონდა და არც ოცნების (ა. გალდ.). „ისე დავიღალე, ამანი არა მაქვს“ (იმერ. ბერ.).
ამანათ-ი
ამანათი (არაბ.). საწინდარი;მზევალი;ანაბარი, ნივთი მიბარებული ან გაგზავნილი ვისთანმე – დ. ჩუბ. საშ. ქართ. I. ამანათი იგი მამას შეავედრებს ამანათად ფალავანსა (შჰნ. I, 1181,1). ახ. ქართ. ამანათი ძვ. მძევალი. ან ვის გზავნიან ვოლსკთა შორის რომს ამანათად? (ი. მაჩაბ. თარგმ.). ჩემი შვილი შენი ამანათი იყო და სად დამიკარგეო (ეკ. გაბ.). უფრო გულდაწყნარებული იქნები, როდესაც ლეკთა წარჩინებულნი ამანათებივით გეყოლებიან ხელში (ვ. ბარნ.). დიალექტ. ამანათი (არაბ. ამნათ) გუდ., ხ., ფშ., თ. შეხიზნული (ა. შან., თუშ. ცოც.). საშ., ახ. ქართ. II. ამანათი ძვ. მიბარებული‚ მინდობილი რამ. ასი ოქრო ერთ კაცს ამანათად მიაბარა («მელის წიგნი»). აქაოდა კამეჩი პირუტყვია, შებრალება არ უნდა?! თუნდაც სხვის ამანათი, სხვის მონაბარი არ იყოს! (ილია). ახ. ქართ. III. ამანათი შეკრულ-შეფუთული ნივთი‚ რომელიც სადმე იგზავნება ფოსტით. ქალმა ფოსტალიონს ამანათი ჩამოართვა (ი. მოსაშ.). მე წერილსა და ამანათს მოველოდი (ქ. ბაქრ. თარგმ.). იუსტ. აბულაძე ამ სიტყვას უკავშირებს ამანათ-ს არაბულ ამნთ, რაც ნიშნავს „სანდოობა, ერთგულება, „შენახვა-მინდობა ერთგულ ხელში“, ოღონდ იუსტ. აბულაძე ამ სიტყვის ასეთ მნიშვნელობებს I. იძლევა: საზრუნავი, ზრუნვის საგანი, დანაკვეთი, ჩასაბარებელი, დეპო (იუსტ. აბულაძე 1916, 792). გ. წერეთლის აზრით, ამანათი იმავე არაბულ სიტყვას უკავშირდება, ოღონდ მნიშვნელობა მისი არის „შენახვა ერთგულ ხელში, შესანახად მიბარებული“ (გ. წერეთელი 1951, 18). შდრ. დიალექტ. ამანეთი (არაბ.) ღმერთზე (ვინმეზე) მიბარებული შესანახავად. მემრენ ამასა ამანეთათ გვიტევენ (ჰ.). სტუმარი ღმერთის ამანეთია, იმა ლამაზი თუალით შევხედავთ (იმ., ჩვენ. ფუტკ.). ემანეთი (არ. emanet) საპატრონებლად ჩაბარებული, შესანახავად მობარებული, ყურადღება მისაქცევი. ესა ჩემი ემანეთია, მის ბაბომ დიმიტია (ინ.), ჩუენა ღმერთის ემანეთი ვართ (მ., ჩვენ. ფუტკ.). სავარაუდოა, რომ ეს სიტყვა სხვადასხვა გზებით იყოს ქართულში დამკვიდრებული.
ამარ-ი
ამარი: ძვ. რაოდენობა, რაერთობა – დ. ჩუბ. ძვ. ქართ. I. ჰამარ-ყოფა ანგარიში;აღრიცხვა: „უკუეთუ პირველ ჰამარ-ყოფისა და მიჴდილობისა აღესრულოს ვინმე ზემოთქუმულთა მათგანი“ (დ. სჯ. 166, 20). საშ., ქართ. I. ამარი სიმრავლეთ რიცხვი, ანუ რაოდენობა;განდიდებულება აღარიცხველთა რაჲსაცა (თ. ბაგრატ.). ძვ., ახ. ქართ. ამარი ძვ. რიცხვი, რაოდენობა (შდრ. უამრავი). რაც მიიწერა სოფელმან, ვერღა დავსთვალე ჰამრითა (ბეს. 79, 7). იგი ნავი მეკობრეთა მას დღეს ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს (რუსთაველი). ღჳნის ამარი რა იყო, მოიღეს ურმითა და ჭურითა (ქ. ცხ. II, 261, 18). ეგევე ფუძე გამოიყოფა სიტყვაში უამრავი «ურიცხვი» (საბა).საშ. ქართ. II. ამარი: „მისი იმედნეულივით“ (იმედნეულობა – გულდებულობა) – საბა. არ მებრალების საქებრად თამარი, მისი ამარი (არჩ. 182, 24, 2). მე დავრჩენილვარ შენი ამარი (გ. ლეონ. 138, 14).
ამარა
საშ. ქართ. I. ამარა მღერი. ამარა მღერი არის ერთობ მხურვალი და წვითა ამოვა (ქანან. 379, 16). თუ ტანზედა მღიერები გამოესხას, ის ოთხი ფერი არის. ერთსა ამარ ჰქუიან… მესამესა ნამლა (ქანან. 379, 13). საშ. ქართ. II. ამარად, ამარა ზმნს. თავის ნებაზედ, ან ვისისმე იმედით, ვითარ, დაშთომილი ღვთის ამარად. დაგდება პერანგის ამარად. შენს ამარად (დ. ჩუბ.). იხ. II. ამარი. ამარა ზმნს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რისამე მქონე. სოფლელი გლეხის შვილი ვარ, მჭადითა გამოზრდილია, უქუდო, ჩოხის ამარა, ქალამნებგაცვეთილია (ი. დავით.). [წყლიდან] ამოხდა, ქვაზე ჩამოჯდა, მარტოკა შარვლის ამარა (ვაჟა). მარტოდმარტო მოდიოდა ხანჯლის ამარა (ვ. ბარნ.). ამარა ამარი, ჰამრ, ამარაჲ – ამარა (სვან. თოფ., ქალდ.).
ამარტა
საშ. ქართ. I. ამარტა აღრალების ქვა – საბა. ამარტა ქარვა. და თუ ამარტა ღაწუთა და ბაგეთა მოსდვის ვინ (ვისრ. 68, 25). ირისე ცასა ჰფერობდა, ცით კრთოდეს ამარტანია (ბეს. 84, 17). გადატ. ამარტის ველი ლოყა. გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად (ბეს. 35, 8). ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან (რუსთაველი). უზის ლალი და ზურმუხტი ტახტსა, ვინ ჰკადრა ამარტა (ფეშ. 184, 2).ახ. ქართ. ამარტი ძვირფასი ქვა‚ − ეშმი‚ იასპი. და შენი მხოლოდ ნაჩუქარი მიყვარს ამარტი (რ. გვეტ.). სადაც ეყარა მოწიწებით თვალსატყუარი: სათი, ამარტი, ამეთვისტო, ძოწი, გუარი (ი. გრიშ.). საშ. ქართ. II. ამარტა მბრძანებელი, მმართველი, უფალი. თუალთა მისთა მარგალიტი ხოვრიელად ამარტასა ზედა დაასხეს (ვისრ. 144, 11). შდრ. ამირა, ემირატი საემირო (უნივერს. ელერდ.).
ამბა
ძვ., საშ. ქართ. I. ამბა ამშენებელი – დ. ჩუბ. „მიუგო მათ ამბა იოანე“ (მარკ. 247). „აღწერა ამბა (ანბა) იოვანე“ (ლიმ. 1, 6). საშ. ქართ. კუალად ჰყო ალავერდელი ეპისკოპოსად, რამეთუ იყო აქამომდე ამბა და მონასტერი და მისცა სამწყსო და ხარისხი თავ კახთა ეპისკოპოსთა (ქ. ცხ. IV, 568, 9). ამბა ძვ. მამა (მონასტრისა] მონასტრის წინამძღვარი. – ამბა ალავერდელი. – ამბა გიორგი (ოპიზელი). ზოგჯერ ამბა და ანბა ერთი და იმავე თხზულების ერთსა და იმავე გვერდზეა ნახმარი: რომელსა ერქუა ამბა ისაკ და კუალად სხუასა ამბა ასონა და ანბა ივლიანე (ეფრემ. ცხოვრ. 94, 5) (სარჯველაძე 1984, 313). იხ. I. აბა.დიალექტ. II. ამბა შესაკავებელი (ურმისა, მარხილისა) – ა. შან. ვფიქრობთ, რომ ამბა < ამბოლი უკანა უღლეული – საბა, ქეგლ. ამბოლი უღლეულთა წინა ხარი (ი. გვარ.) – ალ. ღლ.
ამბარ-ი
ძვ., საშ. ქართ. 1. ამბარი (არაბ. ანბარ) სულნელია ერთგვარი. „წარმოიღეს ხარკი…, მუშკი-ლიტრა ათასი, ამბარი – ეგზომვე“ (ქ. ცხ. 172, 9). საბას მიხედვით ამბარი სუნ(ნ)ელია, ზღვისაგან გამოიღებენ, რომელ(ნ)იმე ფუტკართ(ა) ფიტს(ა) იტყვიან (იტყვის B), სხვანი თევზთა (თევზის B) შავასა (შავათა B+ და Z) სხვანი სხვასა დ. ჩუბინაშვილი მიუთითებს მხოლოდ ამბრი (არაბ.) ფორმის შესახებ. და უდისა, სანდლისა, ამბრისა, ლადანისა და ღალია მუშკისათვის ხშირად ასუნებინეთ (იად. 247, 17). ამას უსუნებ ამბარით (ვახტ. VI, 33, 96, 2). უკმევდეს მუშკს და ამბარს (რუსუდ. 89, ქვ. 1). მისგან მოდის სურნელება, მუშკ-ამბრისა მას უდისა, შეყრა მიღირს ყოვლს ქვეყანად მას უცხოსა, მას უდისა (თეიმ. 319, ქვ. 6). აქა არს ყუავილი სუმბული, ფერით სპეტაკი, მგზავსი ნარისა, და მიწასა ზედა განრთხმული, სურნელი, ვითარცა ამბარი (ქ. ცხ. IV, 314, 19). კაცს ვისმე სახლი-სამყოფი, ზღუდე უყვარდეს ამბარით, იგ ტყვიას როდის იქონებს, ამას უსუნებ ამბარით. ვზარდო ფერადი ყვავილნი, მოვიღოთ მთით და ამბარით, მას ვინ გაუშვებს, გამკილვენ: „ამან მისთანა ამბარით“ (ვახტ. VI, 96, 1). ახ. ქართ. ქეგლი – ამბარი სურნელოვანი ნივთიერება (შდრ. მუშკ-ამბარი). ზღვის ზვირთნი ამბრისა და მუშკის სურნელებას ფენდნენ (გ. ყიფშ. თარგმ). || ირონ. მყრალი რამ, ცუდსუნიანი რამ. დიდი საქმე იყო პატრონამდის ისე მიგეღწიათ, რომ ან არ გასვრილიყავით, ან კიდევ ერთი ამბრის სურნელება თან არ აგეყოლიათ (ილია). ზან. ანბარი ამბარი;ამბრი (მცენ.) (მეგრ. ქობ.). ლექსიკოგრაფიულ შრომებში ანბარი განმარტებულია, როგორც არაბული წარმოშობის სიტყვა. შესაძლოა სიტყვის შემოსვლის გზა უშუალო იყოს (იმედაძე 2014, 106-107). ძვ. ქართ. II. ამბარი საჭმელი, საჭამადი: „ამბარსა განუყოფდეს ჴელმწიფეთა“ (იპ. რომ. – კურთხ. ისაკ და იაკ. 114, 2). საშ. ქართ. III. ამბარი (სპარ.) საფქვილე ზანდუკი ან სახლი პურის შესანახავი, ბეღელი. ამბარი ამბრი. ამბრი (არაბ.), ამბრა – დ. ჩუბ. სახელმწიფო ამბარი: მცირისა საქმისათვის არა მოიყვანებიან ტანჯვად თავადნი… ხუცესნი და დიაკონნი, თვინიერ მეფის ორგულებისა და მამულისა., ეკკლესიისა გატეხისა, საჴელმწიფოსა ამბრისა და საჭურველოთა სახლთა (სამ. ბატ. დავ. 147, ქვ. 3). ხოლო ვინცა აღმოჩნდეს წარმხდენელ მიბარებულთა ლართა, ამბართა… ერთისათვის ორად ზღვევითა და პატივისა მოკლებითა გარდახდეს (სამ. ბატ. დავ. 36, 6). ანბარ, ამბარ საწყობის, სამ. შესანახის, საკუჭნაოს სახელია (ჯავახიშვილი V, 1986, 107). ქეგლში ამბარი გვხვდება შემდეგი მნიშვნელობებით: ამბარი (სპარს.) ბეღელი. ქურდმა დაჩხრიკა სულმთლად სახლ-კარი, ხულა, მარანი, ჭერი, ამბარი (რ. ერისთ.). 2. ყუთის მსგავსი დიდი (რამდენიმე ათეული ფუთის) ტევადობის სათავსი-ხორბლეულის ან ფქვილის შესანახად (ქართლ-კახეთში). მარცვლეულის ამბარი-ფქვილის ამბარი. ორი გამოცხობა რომ კიდევ იყოს ამბარში, მეტი აღარ იქნება (ა. ერ.-ხოშტ.). ამბარი (არაბ.-სპარს.) დიალექტებში მნიშვნელობის მეტ-ნაკლები გადაწევით იხმარება. 1. ხარო, ბეღელი, საწყობი, ფქვილის შესანახავი ადგილი. „ქიბილის ჩასაყარი ამბარი ბილა არ გუაქ“ (ხ. ფ.) (ჩვენ. ფუტკ.). 2. ბეღელი. მივიდა და ამბარში ჩაჯდა (ჯავახ. მარტირ., ზედგ.). 3. ოთახი ან კიდობანი ხორბლეულის ან ფქვილის შესანახავად. წინეთ აქაც ვიცოდით ამბარი პურისთვინ. ამბარი ფიცრის დიდი ყუთი, ზანდუკის მაგვარი, ზოგჯერ კედელზეც მიაშენებენ ხოლმე, ხმარობენ მარცვლეულის, ხილისა და მისთ. შესანახად (იმერ. გაჩ.). ბეღლის გარდა ამბრებიც აქვთ. ამბარი ფიცრის ყუთია ოთხფეხზე ასხმული. ამბარი აბანოზისაა მიღებული, ცაცხვისაც იციან (ქიზ., მრეწ. I, 73). 4. წისქვილში მარცვლეულის ჩასაყრელი ნაწილი. ჩონ ამბარ უძახით კიდო წისქვილის ნაწილს, სადაც რო მარცვალი ჰყრია და ჩამოდის დასაქბავათ (მესხ. ფეიქრ.). 5. წისქვილში დადგმული სამინდე ჭურჭელი, გატიხრული სამად ხორბლისათვის, ქერისა და სიმინდისათვის (ქართლ. ძიძიგ. ანგარიში). ამბა[რ]ი ნავის თავისუფალი ადგილი, სადაც დაჭერილ თევზს ყრიან (აჭარ. ნარაკ.). კ. კაკიტაძის აზრით დასტურდება ამბარის შემდეგი მნიშვნელობები 1. შენობა ხორბლეულის ან ფქვილის შესანახი || ბეღელი. 2. საფქვილე ზანდუკი (საბა, ჩუბ.). 3. წისქვილში დადგმული სამინდე ჭურჭელი (შ. ძიძიგ.). 4. საჭმელი, საჭამადი (ი. აბულ.). მნიშვნელობათა ცვლა სახეზეა. მისი დანიშნულება ნათელია – იგი არის შენობა ან ჭურჭელი, საკუჭნაოს, საწყობის ფუნქციით. საყურადღებოა მისი მნიშვნელობა, როგორც საჭმლის აღმნიშვნელისა. ცხადია, რომ იგი სწორედ საჭმლის (ხორბლის, ფქვილის) შესანახი ჭურჭელია და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელობის გადაწევა არ არის გამორიცხული. თანამედროვე ქართულში მისი გამოყენების არე შეზღუდულია, საქმე ის არის, რომ ბეღლის, ამბარის ადგილი დაიკავა ელევატორმა [ლათ. elevo-დან მაღლა ვწევ) [ხორბლის შესანახი დიდი შენობა, ბეღელი, რომელსაც აქვს სპეციალური მექანიკური მოწყობილობა მარცვლის გასანიავებლად, გასახმობად, დასახარისხებლად და სხვ.). მას დარჩა მხოლოდ საშუალო ზომის საფქვილე ყუთის აღნიშვნის ფუნქცია. ე. ი. სახელთა ერთი კლასიდან (სამეურნეო შენობები) იგი სხვა (სამეურნეო სათავსოთი) კლასში გადავიდა (კაკიტაძე 2005, 69).
ამბოხ-ი
ძვ. ქართ. I. ამბოხი ხალხი. „ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი მამათაჲ და დედათაჲ“ (შუშ. IX, 17). „იესუ მიჰრიდა ამბოხისა მისგან მოადგილსა მას“ (ი. 5, 13 C).ძვ. ქართ. II. ამბოხი «ამბოხი», არეულობა, ჩოჩქოლი. „უფროჲსი ამბოხი იქმნებოდა“ C, – „უფროჲსღა შფოთი იქმნების“ (DE, მთ. 27, 24). „ამბოხი იქმნა სოფელსა მას იონთასა“ (რიფს. 166, 6). „ამბოხი და ღაღადებაჲ და რისხვაჲ აღადგინა მის ზედა“ (მრთ. S. ოქრ. მარხ. და იონ. 104, 37). სიტყვა შემოსულია სომხურიდან: შდრ. სომხ. ამბოხ ბრბო“, „სიმრავლე (აჭარიანი 1971, 151, აბულაძე 1956, XVI;ანდრონიკაშვილი 1966, 223, გიგინეიშვილი 2016). ძველ ქართულში ვლინდება ანბოხიც. ანბოხის აღძრვა: „აღიძრა ანბოხი დიდი სტჳრითა და ბობღნითა… განვიდეს… შემთხუევად მისსა“ (H – 341, 3). ძველსავე ქართულში გვხვდება ამბოხ-ფუძისაგან ნაწარმოები და რთული სიტყვები: მაგ.: ამბოხოანი, მეამბოხე.საშ. ქართ. II. ამბოხი: ამიერიდგან დააცხრონ ამბოხი (სამ. IV, 499, 13). ახ. ქართ. ამბოხი ამბოხება, არევ-დარევა, აღშფოთება. ძნელია სთქვას ვინმემ, ეს ამბოხი რით გათავდება (ილია). ფხოვში მგზავრობამ დაარწმუნა მეფე, ხელახალი ამბოხი არ უნდა ყოფილიყო მოკლე ხანში მოსალოდნელი (კ. გამსახ.). ეს ფიქრი უკვე ამბოხს ნიშნავდა დედის ოთახის წინააღმდეგ (ნ. გელ.).საშ. ქართ. III. 1. ამბოხი დაუმჟავებელი მაჭარი – საბა. ახლად დაწურული ყურძნის წვენი, ოდნავ შემაჭრებული, შუშხუნა. ქვევრებში დადუღდნენ ამბოხი მაჭრები (შ. ფორჩხ.).დიალექტ. ამბოხი – მაჭარი დუღილისას და ახლად დადუღების ხანაში (იმერ. გაჩ.). ტკბილი მეორე დღესვე „იღვიძებს“, წვრილ ბუშტულებს დაიყრის, ამოძრავდება, თანდათან „შეხურდება“, ბუშტებს დაიმსხვილებს, „აბუყბუყდება“, აფოფუნდება, ქაფდება, შფოთავს, დუღს“. ასე იქცევა ტკბილი „ამბოხად. ამბოხი „ენას კბენს“, გემოტკბილი, მაგრამ თბილი. მესამე-მეოთხე დღეს ნელ-ნელა „ჩაიქოშინებს“, ქაფს გადაიწმენდს და „მიიძინებს“;ხანდახან „შეიშმუშნება“, ამოისუნთქავს. ამბოხი დამაჭრდება, მაჭარი გრილია, მაგრამ მწარე, ენას ცოტა ეთამაშება (რაჭ. ფრ. 214). იხ. აგრეთვე: (ზ.-იმერ. ძოწ., ლეჩხ. ალავ.). დიალექტებში ამბოხი შეიძლება შეგვხვდეს ქამბოხის ფორმითაც. მჟავე წყალივით რო დეიწყებს ღვინო ციცხინს ის არი ქამბოხი (რაჭ. კობახ.). ამ შემთხვევში ქ ბგერის გაჩენა ადვილად აიხსნება, თუ გავითვალისწინებთ რომ ამბოხი < hambōh (ანდრონიკაშვილი I, 1996). 2. ამბოხათ იქნება შემჟავდება. მიყვარს ახალ-ახალი კუპუსტო, ამობახათ რო იქნება (ზ.-იმერ. ძოწ.). გადატ. ჭაბუკზე იტყვიან „ამბოხიაო“, უფრო დასრულებულზე ამბობენ „დამაჭრდაო“, დავაჟკაცებულზე „დაღვინდაო“ (რაჭ. ფრ. 221).ომონიმი ამბოხი სხვადასხვა დროსა და გზებით უნდა დამკვიდრებულიყო ქართულში.
ამბრ-ი
ახ. ქართ. 1. ამბრი [ფრანგ. ამბრე < ამბარ] იხ. I. ამბარი. ამბრი (ამბრისა) [ფრან. ამბრე სურნელი < არაბ. ‛ანბარ] ||  გადატ. სურნელება. ყველაფერს, რაც კი... კეთილხმოვანობს, ლამაზობს... მოვსტაცე ამბრი, ფერად − სხივები (კ. მაყ.). საშ. ქართ. II. ამბრი: ამბრი არაბი ხალხური ეპოსის პერსონაჟის სახელი. დაიწყო მან კაცმან ამბრი არაბისა ამბისა თქმა (მოსე ხონელი). მაშინ დაუმძიმდა ამბრი არაბსა და ჰრქუა აბუტარს (ამირან. 157, 8).
ამება
საშ. ქართ. I. ამება სიამე. ვირ ცოცხალ ვიყავ, არ მომხვდა, მზეო, შენთანა ამება (თეიმ. I, 60, 82, 3). შდრ. ძვ. ქართ. ჰამება სიამოვნება. ახ. ქართ. ამება სახელი აამებს ზმნის მოქმედებისა, – სიამე, სიამოვნება. ნათელი და ბნელი, ტკივილი და ამება ერთმანეთში გაება და ჩაეწნა (ილია). გულხელდაკრეფილს ერთს ვერ ნახავდით – ყველა ცდილობდა მეფის ამებას („მნათ.“).ახ. ქართ. II. ამება [ბერძ. amoibē ცვალება, შეცვლა] უმარტივესი, მიკროსკოპული ერთუჯრედიანი არსება, არა აქვს სხეულის მუდმივი ფორმა;ცხოვრობს წყალში (იწვევს ნაწლავების ავადმყოფობას). ყოველ სულიერს, ერთუჯრედოვან ამებასაც კი… უფლება აქვს უყვარდეს ვინმე (კ. ბუაჩ.).
ამლაკ-ი
საშ. ქართ. I. ამლაკი „ჭრელი ცხენი“ (საბა). ამლაკი ჭრელი ცხენი თ. აბლაყი – ნ. ჩუბ. აბლაყი, ამლაკი – ჭრელი ცხენი“- (საბა). ამლაკ < არაბ. (კ. წერეთელი 1992, 94). დიალექტ. II. ამლაკი აზიზი. ე გოგო ცოტა ამლაკი მჭამელია (ზარანი, ზ.-იმერ. ძოწ.). ამლაკი მჭამელი, ამლაკად ჭამს იტყვიან პირუტყვზე და ადამიანზე, თუ უმადოდ, უხალისოდ ან ცოტას ჭამს (იმერ. ქავთ.) იხ. I. ამალი.
ამო
საშ. ქართ. I. ამო ზედ. საამოვნო – დ. ჩუბ. საამოვნო, სასიამოვნო, განსასვენებელი – ნ. ჩუბ. დაუწყო მათ ამო საუბნარია (ვეფხ. 34, 4). ვჭამეთ ხილი იგი, რომელ არა უნახავს პირსა კაცისასა ეგზომ ამო რამე (ამირან. 424,1). მისთვის თქმულია, მსმენელნო: «ამო საჭვრეტელია ერთი მტკიცე პირი»ო (ბეს. 125, 26). ამირბარს ვეყმე ავთანდილ ამოდ რა ლმობიარესა (ბეს. 115, 3). ამოსა წყაროსა ზედან მიმიყვანა (რუსუდ. 23, 4). საამური იწყო მობერვად ნიავმან ამომან და იშვა მათგან ქალი… თამარ (ქ. ცხ. II, 115, 6). შდრ. ძვ. ქართ. ჰამო გემრიელი, საამური. – ილ. აბულ.ახ. ქართ. ამო ძვ. მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო (ნ. ბარათ.). ამოდ ზმნს. – თქვენ…იმ სახსორებს ამოდ სასმენი სიტყვებიც თან გამოატანეთ (ი. მაჩაბ.). ამო-გემო წყნარი, დინჯი, ტკბილი. ვაჟკაცი ამო-გემო სჯობ, რო გაჭირდება, – მჭეხარი (ვაჟა). საშ. ქართ. II. ამო ჩვენებურად, განქარვებადად და ფუჭათ დაინიშვნის. ամայի (ამაი) ვერანა, აოხრებული ქვეყანა ანუ ნასოფლარი ანუ ნასახლარი, სომხურათ ასე დაინიშნება (თ. ბაგრატ.). შდრ. ამაო.ამო ბრძან. შემოკლებული ამოდი! ყური დაგიჩნდა, სხივი კრთის, სრულად დამიჩნდი, მთვარეო! …გულს სწყურის გნახოს ბადრადა, ამო, ამოდი მალეო! (ვაჟა).
ამოვან-ი
საშ. ქართ. I. ამოვანი სასიამოვნო, საამო – დ. ჩუბ. ძვ. ქართ. ჰამო > ამო > ამოვანი.საშ. ქართ. II. ამოვანი იგივეა, რაც მავანი: ესა და ეს. ამოვანი კაცი გამოჩენილა, მრავალი დეუი მოუკლავს (შჰნ. III, 181, 18). ამოვანი < მავანი. საშ. ქართ. III. ამოვანის მთა // ამონის მთა დამავენდის ანუ დემავენდის მთა. ამოვანის მთაში და ორმოა მეტად ბნელითა (შჰნ. III, 687, 3). შდრ. რომლის ჯურღმულში ზოჰაქი ჩაჰკიდეს. ამონისა მთასა შიგა, ორმო არის მეტად შავი (შჰნ. III, 426, 3). ამოვანი < ამონი.
ანაფორა
ანაფორა ზედამიმართად ითქმის – საბა. ანაფორა ნაკურთხი ბერი – დ. და ნ. ჩუბ. სიტყვა ანაფორა ხშირად გამოიყენება საეკლესიო ლიტურგიაში როგორც ძირითადი ისე გადატ. მნიშვნელობით. ანაფორა 1. სამღვდელო ფართო სამოსელი, სინანულისა და მორჩილების სიმბოლური გამოსახულება. „ანაფორა“ მიუთითებს, რომ მისი მატარებელი ასრულებს უსისხლო მსხვერპლის აღვლენას. 2. უსისხლო მსხვერპლის (ე. ი. პურის და ღვინის) მომზადება ჟამისწირვისათვის. 3. „ანაფორა“ ეწოდება ზოგჯერ „დიდ ცას“ (დიდი დაფარნა), რომლითაც იბურება ბარძიმი და ფეშხუმი სამსხვერპლოდან საკურთხეველში საუფლო ძღვენის გადატანისას. 4. საიდუმლო ლოცვა, რომელიც იკითხება ჟამისწირვის დროს. მაგ.: ბასილი დიდის ანაფორა (ე. ი. ლოცვა, რომლის ავტორია ბასილი), იოანე ოქროპირის ანაფორა და სხვ. 5. „მრწამსის“ გალობის შემდეგ იწყება ევქარისტული კანონი, რომელიც ლიტურგიის ძირითადი ნაწილია, „ანაფორა“ წმ. ძღვენის ამაღლება ტრაპეზიდან (ჰომილ. მელიქ.). გამოიყოფა მისი შემდეგი ომონიმური ცალები. ძვ. ქართ. I. ანაფორაჲ დიდი სეფისკვერი. „თანაშეწირულ იქმნას ჴსნისათჳს სულთა ჩუენთაჲსა სამი სეფისკუერი უდიდროვნესი, რომელსა ანაფორაჲ ეწოდების“ [პეტრ. ტიპ. 21, 9]. საშ. ქართ. II. ანაფორა (ბერძ.) სამღდელოთ ზეიდამ საცმელი სახლებ-განიერი, პალეკარტი – დ. ჩუბ. ანაფორა [ბერძ. anaphoro < anapherō ზევით აწევა, აღმართვა] 1. მღვდლის სამოსი, ფართო და გრძელი. მღვდელმა გადაიცვა ანაფორა და წამოვიდა დათიკოსაკენ (ილია). შავი ანაფორა ეცვა ხუცესს, თეთრი ოლარი ეკიდა მხრებზე (კ. გამს.). [წინაპარი] ღამეებს ტეხავს და წიგნებს თარგმნის, ანაფორის ქვეშ ჯაჭვი აცვია (შ. ნიშნ.). 2. საღვთო ლიტურგიის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი – ღვინისა და პურის ზიარებისთვის კურთხევა. ძვ. ქართ. III. ანაფორაჲ მოხსენება;თხოვნა. „და მისცეს მას მათ მიერ აღწერილი ანაფორაჲ პაპაჲს თანა შესასმენელად წმიდისა მის, დაბეჭდული ბეჭდითა ექსარხოსისაჲთა“ [ler. = 179r, 16-18). ძვ. ქართ. IV. ანაფორა [ბერძ. anaphora] პოეტური და ორატორული ხერხი – ერთისა და იმავე სიტყვის (წინადადების, ბგერის) გამეორება რამდენიმე ტაეპის (ფრაზის) დასაწყისში. მაგ.: „სიყვარული სულ გრძელ არს სიყვარულსა არა შურნ: სიყვარული არა განლაღნის“ (I კორ 13, 4).
ანგალ-ი
ძვ. ქართ. I. ანგალი გველთევზა. ანგალი რ. ერისთავთან ახსნილია, როგორც ანგალი (ანგალი ლათ. ანგუილლა – ფუძეს ხომ არ იმეორებს?) (ქერქაძე 1974, 201). ახ. ქართ. II. ანგალი ლაზღანდარა მასხარა. ვიღაც ანგალს საკონტროლო ორმოსთვის ხუფი აეხადა (კ. გამს.). ხეხელა ჭიტუამ, სოფლის ანგალმა და ენაკვიმატმა დედაბერს ალერსიანი ხმით დაუძახა (ნ. შატ.). ეს ანგლები, ესა, − ბურტყუნებდა მღვდელმსახური, − რომ არ დაიშლიან! (ა. ჭუმბ. თარგმ.). ვამბობდი: «ცოდნას ვინ მომანიჭებს, ან რას შევიძენ ანგალ პირებთან?» (ი. გრიშ.).სპარსულში არის ლექსიკური ერთეული [ანგალ] შემდეგი მნიშვნელობებით: 1. ბიოლ. პარაზიტი;მუქთამჭამელი;2. საუბ. აბეზარი.აშკარაა, რომ ქართული და სპარსული ანგალი ერთი და იგივე ლექსიკური ერთეულებია (ბართაია 2010, 16).დიალექტ. II. ანგალი მომიჯნავე. ბინა ერთი აქ არი, მეორე იქ, აი ესენია ანგლები (ფარცხ. ქართლ. მენთ.). ანგალი < ამგალი.ამგალი სამწყსო მეზობლად მდგარი (საბა). შდრ. აგრეთვე დიალექტ. ამგალი მხოლოდ მრ-ად ამგლები მომიჯნავენი (თონ., დვალ., ღოლოვ.). აიქით ის იდგმება, მე აქეთ ვიდგები (გუთანია თუ ცხვარი), ამგლები ვიქნებით (მარაბ.). მოანგლე მეზობლად მყოფი მსგავსი მეურნეობა. ჩვენი მოანგლე იყო მთაში (ღოლოვ., ქართლ. მენთ.).
ანგალა
საშ. ქართ. I. ანგალა ბეჭი – დ. ჩუბ. ახ. ქართ. ანგალა საკლავის ნაწილი, მუხლიდან ბეჭის სახსრამდე, − მხარი უბეჭოდ – ქეგლ. ახ. ქართ. II. ანგალა სპეც. ოქრომჭედლის იარაღი – ქეგლ. ახ. ქართ. III. ანგალა კნინ. ლომინა… ცოტა ხანს სამადლობელ სიტყვას ეძებდა, რომ ვეღარ იპოვა, დათვის ანგალა თვალები ერთბაშად აუწრიალდა («ცისკ.»).შდრ. ანგალი საუბ. ლაზღანდარა, მასხარა;ოხუნჯი, ანცი. ვამბობდი: «ცოდნას ვინ მომანიჭებს, ან რას შევიძენ ანგალ პირებთან?» (ი. გრიშ.). ანგალა < ანგალი. შდრ. II. ანგალი.
ანგარ-ი
საშ. ქართ. I. ანგარი „უსამართლოდ შემკრებელი“ საბა;შდრ. ანგაარი, ანგარი უსამართლოდ შემძინებელი;ვეცხლის მოყვარე – დ. ჩუბ. თაგვებრ გაებმის საბრჴესა, არ შეუძლია ანგარი (ქილ. 548, 21). თვალ-გულ ხარბი, ანგარი, მუცელი გაუძღომელი ანგარსა ბევრჯელ მოუვა ეს საქმე ამა წესადა (ვახტ. VI, 41, 59, 4). თუ ეგ გჭირდეს მარტო ოდენ, ანგარსა და უსამართლოს (არჩ. 451, 124, 1). პირველად მითხარ ვერცხლის მოყვარებისათჳს, თუ რაჲ არს, და ანუ ანგარებად (კალმას. II, 527, 3). ვეჭვობ, ის იყოს ორგული, ვინც გახლავთ წინამძღომელი, თვალ-გული ხარბი, ანგარი, მუცელი გაუძღომელი (დ. გურამ. 200, 10, 4). მომდინარეობს ძვ. ქართ. ანგაჰრი, ანგაჰარი ხარბი, გაუმაძღარი ფორმებიდან: ანგაჰარი: ვითა არიან ბუნებით მძლავრნი და ანგაჰარნი და ჴელოვანნი (პეტრ. ტიპ. 24, 2). თავის მხრივ კი გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქართული ფორმა ანგაჰრება მომდინარეობს საშ. სპარსული სიტყვიდან (h)angārtan „თვლა, აღრიცხვა (ანდრონიკაშვილი 1966, 282). ახ. ქართ. ანგარი ძვ. 1. ადამიანი, რომელიც პირადი სარგებლობის, გამორჩენის მიზნით მოქმედებს. 2. ასეთი ადამიანის შესაფერი, – გაუმაძღარი, ხარბი, ანგარიშიანი. კაცისა ხელმა ანგარმა მითც არ დაინდო იგია: მუხას მიუხდა ცულითა ვიღაცა ერთი გიგია (ვაჟა). კეთილს ამბობდა, თუმცა გული ანგარი ედვა და მოსისხლე (ვ. ბარნ.).ამავე შინაარსისაა ჰანგარი ძვ. ანგარი. მიქელი თვითონ იყო ჰანგარი, მექრთამე (ი. გოგებ.) – ქეგლ. დიალექტ. II. ანგარი ეკლის ღობე, მცენარეთა საფარი (მ. ჩიქ.). ანგარა ეკალბარდიანი ნაპირი ყანისა (გურ. ჯაჯ.). ს.-ქართვ. *ა-გარ-ა „შემოღობილი ადგილი, სახლი, ბაკი“ > ქართ. აგარა || ანგარ-ი : ზან. ა(ნ)გვარა < აგორა < *ოგორა (ჩუხუა 2000-2003).ანგარი სამზარეულო ზან. (ლაზ. თანდ.). შდრ. ჰანგარ (თურქ.) ფარდული.ამავე მკვლევრის აზრით ეს სიტყვა ქართველურიდანაა შესული ინდოევროპულ ენებში. III. ანგარი [ფრანგ. hangar] სპეციალური ნაგებობა თვითმფრინავების სადგომად, დასაცავად და მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად. დიალექტ. IV. ანგარი ამალა;მხედრობა. სოლომან ბძენი მოდიოდა თავის ანგარით (სანახშირე, ზ.-იმერ. ძოწ.).
ანდაზა
საშ. ქართ. I. ანდაზა ანდერძი. ასრე დახვდენ ორნივ ძმანი, ვით მამისგან ეანდაზა (არჩ. 373, ქვ. 3). დიალექტ. ჲეს რაჸიმ ძველ ანდაზა კი გამიგია-დ მერავ, მართალიმ რაი ან ტყუილ – ეს რაღაც ძველი გადმოცემა კი გამიგონია და არ ვიცი მართალია თუ ტყუილი (თუშ. ცოც.). შდრ. ანდერძი, ანდერზი «წიგნი» დანაბარები – აბულ. ეს ტერმინი სპარსულია და სპარულად „ანდარზ“, „ანდერზ“ რჩევას, განგებას, შევედრებასა და ანდერძსა ჰნიშნავს (ჯავახიშვილი VII, 277). იხ. II ანდაზა საშ., ახ. ქართ., დიალექტ. II. ანდაზა სპარ. მორფი, მაგალითი;იგავი, სიტყვის მასალა (საბა, დ. ნ. ჩუბ.).ანდაზა დასრულებული სახის მოკლე გამონათქვამი (ჩვეულებრივ დამრიგებლობითი ხასიათის ბრძნული დასკვნის შემცველი). იტყვიან ერთსა ანდაზას: ნემს-მახათს ნუ სცემ მჯიღებს (დ. გურ. 103, 288, 1). ბევრი ნათქვამი რუსთაველისა მშვენიერ ანდაზად გადაიქცა (ი. გოგებ.). ნიკოსთვის… ანდაზების გახსენება ერთგვარი თამაშია (ო. ჭილ.). ზოგი ანდაზაც მაცდურია, წამაქეზები (ო. ჩხ.). დიალექტ. ანდაზა 1. საერთო მნიშვნელობით: სუ ანდაზებით ლაპარაკომს (ჯავახ. ზედგ.). ანდაზა ქართულში მომდინარეა სპარსული სიტყვიდან [ანდარზ], რომელიც „ქართულში დაახლოებით XI საუკუნიდან გვხვდება. „ანდაზას“ ქართულში გადმოჰყვა ყველა ძირითადი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენში მან დამატებით შეიძინა „აღმზრდელობითი ხასიათის ალეგორიული გამონათქვამის შინაარსი…“ (შურღაია 1989, 117). ანდაზა გრძელი ამბავი;თადარიგი;თავდაპირველი გეგმა;თარგი, ქარგა (ამბისა) ზან. (მეგრ. ქობ.). საშ. ქართ. III. ანდაზა – სამოსელთა და საბუხართა და ხამლთა და რაოდენნი გამოიკვეთებიან ეგევითარნი (საბა). რაც უცხოს სანახავს ვნახევდით, თითოს ანდაზას ავიღებდი (ხოსრ. 32, 10).ანდაზით ზომით, ზომაზე, ზომიერად. ანდაზით აჭამეთ და ასვით (ქანან. 41, 27). შდრ. სპარს. ანდაზა (სპ. ანდაზე ზომა, წესი) ზომა, საწყაო, სიდიდე;წყრთა, ადლი, ოდენობა. დიალექტ. 1. ანდაზა თარგი (ტანისამოსისა, ფეხსაცმლისა). ეხლა რო ახალგარდები რიკრიკას ეტყვიან, რიკრიკას დაადებენ, შემოხაზამენ და გამოჭრიან, წინათი ვეტყოდით ჩვენა – ანდაზა (ხც.). ვინც კერვა იცოდა, ის გამოგვიჭრიდა ანდაზასა და იმითი ვკერამდით ხომე (ნაბახტ., ქართლ. მესხ.). ამავე მნიშვნელობით გვხვდება ანდეზიც (ქვ. იმერ., მრეწ. ტ. III, ნაწ. I, 21). 2. ანდაზა 1. სახე, ორნამენტი. კინთაჲთ თენთენიებს ვქსოვდით, ანდაზებს გამოვყვანდით. 2. ნიმუში. რაც რომ მოგწონდეს და გედეჲღებ, ანდაზა ჰქვია (აჭარ. ნოღაიდ. X). 3. ანდაზაჲ (თუშ.) ყალიბი, კალაპოტი, ფორმა. მაგ., ბალკონის მოაჯირისათვის ანდაზას დაადებენ ფიცარს, გადახატავენ და ისე გამოსჭრიან (თუშ. ბოჭორ. 51, თუშ. მრეწ. 1, 161). 4. ანდაზა: დო ცოტა რო მოსქელდების, თითან ანდაზა აქ, თაის დრო აქ, ჩავაქრობავთ და დავლევით (ფერეიდ. ჩხუბ. 309). 5. ანდაზა: „პადოში“ რუსულია, ქართულად ლანჩა არის, თარგს ანდაზს ვეძახდით (ზ. ქართლ. მრეწ. III, I, 175). დიდრონები…იმავე ფეხის ანდაზეზე იჭრება (ქიზ.მრეწ. III, II, 30). საპირე იჭრება ჯერ, თუ ხმელია, დავნამავთ, გავჭიმავთ, რო გუდალი არ გამოვიდეს ფეხსამოსი. ქუდის სახმარ[ა] ანდაზა ანუ თარგი (ქიზ. მრეწ. ტ. III, ნაწ. I, 23). 6. ანდაზა: ფიცრის ნაჭერისაგან დამზადებული კუთხის საზომი ხელსაწყო, თარგი. „სახლი ქოშა“ ანდაზაზე თუ არ დაიჭირე, ბრუდეთ მოგივა (ჯავახ. ზედგ.). ანდაზები – სალესი ტყავის გასაქნელათ (ქიზ. მრეწ. III, I, 29). ვკუწავთ ანდაზებზე;ანდაზები გაწყობილია კალაპოტზედ (ქიზ. მრეწ. III, I, 30). ვაჭრიდით ქაღალდ ანდაზებზე;ანდაზები პირისა ცალკე იყო და ძირისა ცალკე (გ.-კახ. მრეწ. III, I, 58).
ანტლია
ძვ. ქართ. I. ანტლია ტვირთი: „არს ნავი… ოდესმე ანტლიასა მისგან შინაგანისა დამძიმდების და დაინთქმის“ (მ. ცხ. 294v). საშ. ქართ. II. ანტლია ბერძულად საყენებელი წყალთა – საბა, დ. ჩუბ. ახ. ქართ. ანტლია გალაქტიკა. სფერული ჯუჯა გალაქტიკა ანტლია მზის სისტემას 4,6 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული (გალაქტიკა).
არაბ-ი
საშ. ქართ. I. არაბი (არაბ.) არაბეთის მკვიდრი, არაბის ტომი. აწ მერაბ ნათესავია არაბთა ჴელ-მწიფისანი (შჰნ. I, 1390,2). ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა (საბა). ახ. ქართ. არაბი საერთო ეთნიკური სახელი სემიტური მოდგმის ხალხებისა, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიაში და სხვაგან;არაბთა წარმომადგენელი. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს, და დროშა ქართველობისა… ხელში შევირჩინეთ (ილია). დგახარ ქუჩის განაპირას, ვარდებს ჰყიდი… – ჩემო კარგო, არაბი ხარ? – იეზიდი (ანა). საშ. ქართ., დიალექტ. II. არაბი არაბული ცხენი. არაბი ცხენი (შავი). ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გაცვლის შენს შავს არაბზეო (დ. გურ. 121, 396, 4). ამათ ჰყამდათ არაბი ცხენი (ჯავახ. მარტ.). ზან. არაბი შავის სინონიმი;არაბია არაბული ცხენი (მეგრ. ქობ.).III. არაბი ბერიკების წინამძღოლი, შემურული, მურით გაშავებული (მთიულ. მაკალ.) – ალ. ღლ.ახ. ქართ. დიალექტ. IV. არაბი კუთხ. (რაჭ.) ვისაც ზედა ტუჩი დაბადებიდანვე გაჭრილი აქვს (ვ. ბერ.) (კურდღლის ტუჩი).შდრ. ურიბი „მრუდად გაჭრილი“ – საბა. შდრ. wirāb „სიმრუდე“, „ალმაცერობა“, „არაპირდაპირობა“ (გიგინეიშვილი 2016). ვეჭვობ, რომ *ირაბი / *ურაბი > არაბი.
არაკ-ი
ძვ. ქართ. 1. არაკი რაღაც საშენი მასალა: „ვითარცა-იგი ნაშენები ქვითა თლილითა და არაკითა განგებით აღშენებულ არნ“ (მ. სწ. 160, 4). შდრ. სპ. არიკილ მინ. კაოლინი. ძვ. ქართ. II. არაკი (ბალ.) ნედლი ცერცვი (საბა): „პოვა არაკი მცირე ნედლი გზასა ზედა“ (მ. ცხ. 108r). შდრ. (თურქ.) არაკა „ბარდის, მუხუდოს სახეობა“. საშ. ქართ. III. არაკი… ანეგდოტი (თ. ბაგრატ.). არაკი სომხურად იგავს ჰქვიან (საბა). არაკი ზღაპარი, იგავი (დ. ჩუბ.). არაკი სიყვარულისა არაკი ზღვისა მსგავსი, მისი ძირი და ნაპირი არა ჩანს (ვისრ. 270,17). და რომ მასმია, დამემართოს მე ნათქუამი არაკისა (შჰნ. I, 1545, 4). ერთი არაკი მასმია ბრძენთა ნათქუამი შორიო (შჰნ. I, 1546, 1). ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია (ვეფხ. 854, 1). (ლომისა ბოკუერ)… ესდენ დიდი და საზარელი შეიქმნა, რომელ არცა ველური, არცა შინაური გაზრდილი არცა-ვის უნახავს მისი არაკი (ქ. ცხ. II, 62, 2). აქ ცხადად ითქმის… მაზედან ქართლის არაკი, მტერთაგან გაბასრულისა (დ. გურამ. 88, 184, 3). არაკად თქმულა-შენს იქით კაცის ისარის კვრა ბუხუას ცემას დაადარეო! (საბა 34, 9). ახ. ქართ. არაკი 1. ზღაპრული შინაარსის იგავი, იგავი, ზღაპარი. წუხელის აღარ დაგვაძინა, გვიამბო ზღაპრები, არაკები (ვაჟა). ერთი პატარა წიგნი მომიტანა… „არაკი“ კი ჰქვია, მაგრამ, რაც შიგა სწერია, სრულებით მართალია (ნ. ლომ.). გადაგიშლი წიგნსა პატარას, მეც მოგიჯდები გვერდსაო;გასწავლი წერა-კითხვასა, არაკებს გეტყვი ბევრსაო (ხალხ.). 2. გადატ. ტყუილი, მოგონილი ამბავი. შენ ყური უგდე ჩემს ლაპარაკსა, მე მართალს გეტყვი, არ თუ არაკსა (დ. გურამ.). ისევ იმათ გადაუგდეთ, ვისაც კვებდით არაკებით (ი. ევდ.). || თქვა რუქამ არაკი საუბ. დაცინ. დიდი რამ „სიბრძნე“ კი თქვა [გამოთქმა წარმომდგარია საბას „სიბრძნე სიცრუისა“-ში რუქას მიერ მოთხრობილი არაკების მიხედვით] (ქეგლ). დიალექტ. არეკი მთ., ფშ. ზღაპარი (ა. შან.). არეკაჸ || არიკაჸ არაკი, ზღაპარი: „თებრომ იცის ბევრ არეკაჸებ, წედ, გიამბობს“ – თებრომ იცის ბევრი ზღაპრები, წადი, გიამბობს (თუშ. ცოც.). არაკი ანდაზა. საიარაკო საარაკო, ანდაზად სათქმელი, არაჩვეულებრივი ამბავი: საიარაკო საქმეა (იმერ. ქავთ. III).სვან. არაკ ამბავი, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის (სვან. ლიპარტ.). მეცნიერთა აზრით: შემოსულია სომხურიდან არაკ „იგავი“ (გიგინეიშვილი 2016). მ. ჩუხუას მიერ აღდგენილია ს.-ქართვ. *არეკ-არაკი;ზღაპარი“. მისივე აზრით ქართველურ-აფაზურ-აბაზურ ძირ-ფუძეთა ერთიანი წარმომავლობა გამორიცხავს ქართველურ ალომორფთა სომხურ წარმომავლობას, მით უფრო, მაშინ, როდესაც დაღესტნურ ენებში ლაპარაკის აღმნიშვნელი მონათესავე ზმნები დასტურდება (ჩუხუა 2017).
არამ-ი
ძვ. ქართ. I. არამი (Αράμ) არამეა, არამეელთა (სემიტური მოდგმის უძველესი ხალხის) ქვეყანა: „თავ არამისა დამასკე, და თავ დამასკისა რასენ“ (ეს. 7, 8) – კ. დან. იხ. აგრეთვე არამეული და არამეისტიკა – ქეგლ. საშ. ქართ. II. არამი (არაბ.) არა რჯულიერი, აკრძალული, აშლილი, შეუნდობელი, მავნებელი – დ. ჩუბ. არამ სიცოცხლე უშენოდ (ვეფხ. 1302,3). მე ეს მიყო საწუთრომან, ხან-გრძლად არვინ გათავდების, / არამი და ცრუ, მტყუანი–ყოვლსა კაცსა ემტერების (შჰნ. I, 2826, 3). მეტად უზომოდ არამსა ალალში არა რევდესა (დ. გურ. 68, 46,3). ახ. ქართ., დიალექტ. არამი 1. რაც არ ეკუთვნის, რაც არ შეერგება;რაც ამოშხამდება (საპირისპ. ალალი). არამი იყოს იმისთანა მწყემსზე შენი ტყავი! (ვაჟა). 2. ის, ვისთვისაც რამე არმად მიაჩნიათ, – უპატიოსნო, უძღები, უკუღმართი. ალალი – არამთ საფარი (ანდაზა). 3. დარგ. ხის (ვაზის) ძირზე ამოსული ზედმეტი ყლორტი, – ბარტყი. მიწის პირად ვაზის ტანზე ხშირად „ბღალა“ ანუ „არამი“ ამოიყრის (ა. ლეკ.). იხ. აგრეთვე დიალექტ.: არამი (ზ.-იმერ. ძოწ., ქართლ. ლექსიკ., ხევს. ჭინჭ.) და სხვ. დიალექტებში გვხვდება ჰარამიც (ინგ. ღამბ., ჩვენ. ფუტკ., ჯავახ. ბერ.). ჰერამი, ხერამი (აჭარ. ნიჟ.). დასტურდება აგრეთვე არამ – ფუძიანი ნაწარმოები სიტყვებიც როგორც სამწერლო ქართულში, ისე დიალექტებში. მაგ.: ნაარმი, ნაარმები, ნაარმალი, ნაარმევი – ქეგლ.არამა ნახშირი, ფული ან სხვა რამ, რომელსაც ხუმრობით ხინკალში დებენ (მთ. კაიშ.).არამი ხარბი ზან. (მეგრ. ქობ.).საშ. ქართ. III. არამი, არამხანა (არაბ.-სპარს. Harāmchāne აკრძალული სახლი, საჯალაბო, ჯალაბის სადგომი სახლი – დ. ჩუბ. დიახ ბევრს ეცადა, რომ არამხანის კარზედ მისულიყო (შჰნ. III, 298, 30). ახ. ქართ. ათასობით გზავნიდნენ სტამბოლში ტყვე ქალს ოსმალთა დიდკაცების ჰარამხანების დასამშვენებლად (უიარ.). არამხანა საშუალ ქართულში გვხვდება მარტივი „არამ“ სიტყვის სახითაც, როგორც ჩანს მან იტვირთა მთლიანად კომპოზიტის შინაარსის გადმოცემა და მეტყველების ერთი კლასიდან მეორე კლასში გადავიდა. შე უმგზავსო, შენ ვინა ხარო, რომ ჩემს არამში შემოსულხარ და ჩემს ტახტზე ზიხარო! (შჰნ. III, 308, 19). რომელიც უკეთესი მხევალი იყოს ჩემს არამში, გაიყვანე, ქალაქი დააროინე (რუსუდ. 521, 37). შდრ. აგრეთვე დიალექტური ჰერამ ოდა (არაბ. +თ.) ძველებური სახლის ერთი იმ ოთახთაგანი, რომელშიდაც ცხოვრობს ცოლშვილის პატრონი ოჯახის წევრი;ამ ოთახს ოჯახის საერთო ჯალაბობის ან სტუმრისათვის ჩვეულებრივ არ იყენებენ (აჭარ. ნიჟ.).
არაყ-ი
საშ. ქართ. I. არაყი არაბულად ოფლს ჰქვიან, ვინადგან იგიცა ქვაბისა ოფლი არს, ხოლო ქართულად არაყსა სახელად იყი ეწოდების – საბა. ხანდისხან ცამ რომ ნამი გამოუშვას, ისე სურნელის არაყების ნამი მოვიდის (რუსუდ. 218, 30). ამავე ძეგლში დასტურდება არაყ-ფუძიანი კომპოზიტები: არაყბარი და არაყბარაყი. სურნელოვანი მცენარის ნაყენი, არაყშერეული. დედოფლის ავზი ბროლის ეშმისა იყო არაყბარით (რუსუდ. 219,16). ხან ზილფაღა ჩამოეკიდის უცხო ჭიქებითა, ხან არაყ-ბარაყი (რუსუდ. 218, 32).ახ. ქართ., დიალექტ. არაყი მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი (გამოხდილი პურეულისა, ჭაჭისა თუ ხილისაგან). არყით სავსე ჭიქას ხელი წამოავლო (შ. არაგვ.). ავი ენები იძახდნენ, სანთლის არაყმა გადაუწვა ხმაო (გ. დოჩ.). დიალექტ. II. არაყი: ოქროს არაყი ოქროს ვარაყი. ოქროს არაყჩი ნაღები, ხანჯარი ნასევდიანი (ხევს. პოეზ. 347, ბ, 9) – ალ. ჭინჭ. შდრ. ოქროს ვარაყი: ოქროსა და ვერცხლის ვარაყი ათ ათი დირჰამი (იად. 572, 10).არაყი < ვარაყი. ვარაყი [არაბ. ვარაკ «ფურცელი»] ლითონის (ოქროს, ვერცხლის...) თხელი ფენა, ნივთებზე გადაკრული შესამკობად- ქეგლ.
არდ-ი
საშ. ქართ. I. არდი კაჭაჭი – საბა. I. არდი შინაური ვარდკაჭაჭა – ნ. ჩუბ. აჭამე მხალთაგანი არდი და ხავარტი… (ფანასკ. 235, 2). არდის წყალი, არდის ფურცელი (ქანან.). ახ. ქართ. არდი [Cichorium indivia] ვარდკაჭაჭას მსგავსი ერთ- ან ორწლოვანი ბოსტნეული მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა;ფოთლებს იყენებენ სასალათედ. ახლა სხვა წამლები დაუნიშნა ახალმა აქიმმა: კიტრის თესლი და აყიროს თესლი, არდის თესლი და კატკატოს თესლი (კ. გამს.). საშ. ქართ. II. არდი (სომხ.) ჟამი.არდიფრუ ანაზდი, აწ (სომხ.) – საბა, ნ. ჩუბ.
არე
არე: არე რომელსა ეწოდების ჰარე. ესე არს უქვემოესი ჰაერი ქვეყანისა მახლობელად, რომელსა თემთა ზედა სადამე ჰაერ-კეთილობასა და მაშვნეობასა იტყვიან და სადამე ჰაერ- მძიმობასა და უმაშნოობასა – საბა. საბა მიუთითებს: არე ესე ოთხნი დრონი არიან წელიწადთანი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. რომელსა მსოფლიონი ჯგუფად სახელ-სდებენ.არე (ბერძ.) ოთხი კუთხე ხმელეთისა, ან ოთხი დრო წელიწადისა, საკუთრად გაზაფხული (ნ. ჩუბ., თ. ბაგრატ.). არე ბერძნ. ოთხი კუთხე ხმელეთისა ან ოთხი დრო წელიწადისა, საკუთრად გაზაფხული სანახები, გარემონი ადგილები თემი, მხარე – დ. ჩუბ. ძვ. ქართ. I. არე „ყანა, ველი, ადგილი“. „ვიჴსნნეთ დღეს არენი და ვენაჴნი და ზეთისხილოვანნი“ (O, ნეემია, 5, 11). „შეწჳს არჱ“ (ფიზ. 4, 9). „დაშთომილი მისგან განვიდის მით არით“ (გრ. ნოს. კაც. აგებ. 170, 8). „შესაბამისად არეობა გარეთ ყოფნა, ღია ცის ქვეშ ყოფნაა: „არას გუავნებდეს ჩუენ… ვიდრე-იგი ვიყვენით ჩუენ არეობად“ (M, I მფ. 25, 15). საშ. ქართ. მას თურე არესა არა იყო (ამირან. 523, 5). სხვათ მზღვართა არე იარა (ვეფხ. 178, 2). ღამით შიშველ მთას მოვადექ შუა დაღისტნის არესა (დ. გურამ.). ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს (ჰარეს) (ნ. ბარათ.). მივიდა მალვით იგი ყმა საჭვრეტლად მზისა არესა (ნ. ციც. 490, 467, 1). დიალექტ. არე მხარე: ჩვენ არესკენა ფახირი არი, ათასში ხუთი გრამი (უ., შავშ.). არე -კაცის ეზო-ყურე. აი ჩემი არეო (ფარცხ.) (ქართლ. მენთ.). დასტურდება თანხმოვანშეცვლილი ფუძეგაორკეცებული კომპოზიტიც. არე-არე;არე-მარე. არე გამოიყოფა რთულ სიტყვებში: არე-კარე, ყურე-მარე.ახ. ქართ. ტერმ. არე მათემატიკაში, ევკლიდეს სივრცის ღია ბმული ქვესიმრავლე. ე. ი. ისეთი ქვესიმრავლე, რომელიც ყოველ თავის წერტილთან ერთად შეიცავს ამ წერტილის მომცველ რაიმე სფერულ მიდამოს და ყოველი ორი წერტილის შეერთება შეიძლება ამ სიმრავლეში მდებარე უწყვეტი წირით (ქსე). ძვ. ქართ. II. არე «ზაფხული» დრო, სეზონი (ბერძ. ეარ): „შენ დაჰბადე ზაფხული და არე“ (მც. სჯ. 124, 25). არე გაზაფხული: „დღეთა მათ არისათა ერთი იგი ბუნებაჲ მათი აჩუენეს, რომელ არს სიცხჱ“ (ბ. კეს. 111, 28). „ახლოს არნ ზაფხული, DE − ახლოს არნ არჱ“ (C მთ. 24, 32). „ვითარცა ღრუბელი ცუარისაჲ დღეთა არისათა“ (I ეს. 18, 4). „არა აქუს მას ჟამსა ნაყოფი არესა მას ზამთრისასა“ (მრთ. F 134r). საშ. ქართ. არე გაზაფხულისა (ქ. ცხ. 302, 26). მოეწურა არე ზაფხულისა (ქ. ცხ. 303, 24). მეტის არის სიცხის ჭრტიალისაგან ფრინველთა ძვლიდამ ტვინის ნიჟი სდიოდა (ქილ. 267, 6). დასტურდება ეარი ფორმაც ამავე მნიშვნელობით. „ხოლო მოიწია რა ეარი, წარავლინა მჴედართმყვანებელი იოავოს“ (ფლავ. 7: 6, 3). მ. ჩუხუას აზრით ქართული არე ფორმის სტრუქტურულ-სემანტიკური შესატყვისი ორა (ჭან.) შეთვისებულია ლათინურ-იტალიკური ენების მიერ, შდრ. ora „ჟამი“ ზან. ორა მკვლევარი აღადგენს ს.-ქართვ. *არ- „არე;ჩრდილიანი ადგილი;აჩრდილი;მზის სხივი“ > ქართ. არ-ილ-ი, არ-იელ-ი, არ-ე: ზან. ორ-ო, ორ-ა: სვან. ჰრ- < რ – (ჩუხუა 2000-2003). ბ. გიგინეიშვილი კი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ჭანური ორა ნასესხებია ბერძნულიდან (შდრ. ōra, დროის მონაკვეთი, „წელიწადის დრო, „გაზაფხული“, რაზეც მიუთითა ნ. მარმა. ბერძნული ōra ინდოევროპული ეტიმოლოგიის მქონე სიტყვაა და ჭანურიდან მის სესხებას ვერ ვივარაუდებთ, მეორე მხრივ, ძნელია ქართული არე-ს ახსნა, რომელსაც ზუსტად ის მნიშვნელობა აქვს, რაც ბერძნულ ფორმას და ჭანურს. ფონემურად არე ვერ გამოიყვანება ōra-საგან, ვერც იმას დავუშვებთ, რომ ეს სიტყვა ნასესხებია ჭანურში, ქართულმა გადაიკეთა კანონზომიერ შესატყვისობათა დაცვით თავის ყალიბზე. ეს გამორიცხულია, ქართულ არესა და ჭანურ ორა-ს შორის ფონემურ- სემანტიკური კანონზომიერი დიფერენციაცია შემთხვევითი არაა (გიგინეიშვილი 2016).
არვე
საშ. ქართ. I. არვე ქარი (დ. ჩუბინაშვილის განმარტება, იხ. ხელნაწ. 1, 3723, გვერდის არშია). დამქროლო ნიაო, არვედ ეარე! (ბეს. 54, 2). არვე < არავი ძვ. სამხრეთის თბილი ქარი – საბა, ქეგლ. ძვ. ქართ. II. არვე // არვეზი «ცხოვარი», ფარა. „მროწეულითგან ანუ არვისაგან“ pb., – „სამროწლეთაგან ანუ ცხოვართაგან“ (G, ლევიტ. 22, 21). „თმაჲ შენი ვითარცა არვე თხათაჲ“ (O, ქება, 4,1). საშ., ახ. ქართ. არვე ჯოგი, ფარა თხათა და ცხვართა – დ. ჩუბ. წარმოიღეს არვე დიდძალი (ქ. ცხ. IV, 617, 12). თხის არვესავით წინ გაიგდეს აზნაურები (კ. გამს.). მინდორზე გამოვიდნენ, სადაც თხების არვე მისეოდა ბუჩქნარს და წიწკნიდა (გ. გეგეშ.). უფრო ძველი ფორმაა არვეზი, რომელიც დაუცავს ოშკურ ხელნაწერს ბიბლიისას იგავთა წიგნში: ცნობით იცნნე სული საწმყოჲსა შენისანი და მიჰსცე გული შენი არვეზთა შენთა (იგავ. 27, 23(O). არვეზ ფორმის არსებობა კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას ჰმატებს მ. ანდრონიკაშვილის მოსაზრებას, რომელსაც იგი მიაჩნია ოსურიდან ნასესხებად (შდრ. ærwæz „ირმების ჯოგი“;ანდრონიკაშვილი 1966, 77;გიგინეიშვილი 2016).
არია
საშ. ქართ. I. არია ცთომილნი – საბა. არია მარიხი, -პლანეტა მარსი (ბერძნული მითოლოგიის ომის ღმერთის სახელის მიხედვით). ახ. ქართ. II. არია [იტალ. arie სიმღერა] მუს. ერთხმიანი ვოკალური ნაწარმოები აკომპანემენტით (ჩვეულებისამებრ − ოპერაში). კიაზოს არია ოპერა «დაისიდან». − ლენსკის არია ოპერა «ევგენი ონეგინიდან».
არიელ-ი
ძვ. ქართ. I. არიელი, არიილი: (ებრ. ბერძნ.) ძირი, საფუძველი, სამსხვერპლო;საკურთხეველის ზემოთა ამაღლებული ნაწილი, საკუთრივ საკურთხეველი, საიდანაც იწყებოდა მსხვერპლის შეწირვის ცერემონიალი. არიელი (არიილი Ⴂ): „წყრთითა ოთხ და არიელითგან (არიილითგან Ⴂ) ვიდრე ზემო რქათამდე წყრთა ერთ“ (ეზეკ. 43, 15-16) – თ. ცქიტ.საშ. ქართ. I. არიელი არიის მკვიდრი. არია (ბერძ. არია) ძველი საბერძნეთის აღმოსავლეთი მხარე. თქვენ ინდოეთი, კვირინ-გუთეთი, / არიელ-ფოტელ-გერგესეველი (შავთ. 60, 1). ახ. ქართ. II. არიელი: არიელები [სანსკ. arias] 1. ინდოირანულ ენებზე მოლაპარაკე ტომებისა და ხალხების (ინდოელების, ირანელების…) საერთო სახელწოდება. 2. საერთოდ, ინდოევროპული მოდგმის ხალხი. «საიდან გაჩნდა ეს გერმანელი?» − ჰკითხა იქვე მდგომ ადიუტანტს და ფერწასულ არიელს მიუახლოვდა (კ.  მუმლ.). III. არიელი პლანეტა ურანოსის თანამგზავრი, აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უ. ლასელმა 1851 წელს – ალ. ელერდ. IV. არიელი (ებრ.) წყლის სული. საჰაერო სული, უდანაშაულოთა მცველი – ალ. ელერდ.
არილ-ი
საშ. ქართ. I. არილი ძვ. «დასასვენებელი სიწმიდეთანი» (საბა).საბას ლექსიკონში შესულია გვიანდელი არიილ იკითხვისის გამარტივებული არილი და (ეზეკ. 43, 15-ზე მითითებით განმარტებულია, როგორც „დასასვენებელი სიწმიდეთანი“ (თხზ. IV, 68). ცხადია, „სიწმიდეში“ ნაგულისხმევია შესაწირი მსხვერპლი, საკურთხველზე მიტანილი (დანელია 1998, 139). გადატ. არიილ («ლომი ღმრთისა») აღნიშნავს იერუსალიმსაც, როგორც ღმრთის ქალაქს (ჰარ – „ქალაქი“, ელ|ლი «ღმერთი», ი შემაერთებელი ხმოვანი);„ვაი ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა“ (ეს. 29, 1). ასევე აღნიშნავს „ლომს ღმრთისასა“ ანუ ძლიერ, ღმრთისაგან დაცულ ქალაქს – იერუსალიმს, რომელიც მძიმე დღეში ჩავარდება: „რამეთუ ვაჭირვო არიილსა და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა“ (ეს. 29, 2M) (დანელია 1998, 138).‘არიელ || არიილ’ საკუთარი სახელიცაა. ვ. გეზენიუსით საკუთარი სახელი ასე დაიშლება: ლომი ღმრთისა (ცქიტიშვილი 1976, 294, სქ. 4).ახ. ქართ. II. არილი „მზის შუქი, რამეზე დამდგარი» (ბ. გაბ.). ცთომილის სხივებს ზეთავი მთისა შეემოსათ უცხო არილით (კ. გამს. თარგმ.). წითელი მზე მოჩანდა, რომლის სხივთა არილი არანივთიერ მეწამულ სითხესავით შეშხეფებოდა ცის უსასრულო ტატნობს (გ. გეგეშ.). ფიგურ. თვითონ ზამთარიც ბებრულ ნაოჭებს ისრესდა თოვლით და მზის არილით (შ. ნიშნ.). დიალექტ. არილი სინათლის მკრთალი ანარეკლი. ტუტილის კიდურ ნისლი დგას, არილს გაიგდებს მზისასა (ხევს. პოეზ. 246, 1) – ალ. ჭინჭ. არილად (მოხ.) ბუნდოვნად, გაურკვეველად. ამ კაცის სახე არილად მახსონო (ო. ქაჯ.). არილი-სათვის მ. ჩუხუა აღადგენს ს.-ქართვ. *არ- „არე;ჩრდილიანი ადგილი;აჩრდილი;მზის სხივი“ (ჩუხუა 2000-2003).
არიფ-ი
არიფი საყვარელი, ფავრიტი – საბა. თ. ბაგრატიონის განმარტებით, „არიფი ეს არის ერთი მეორის აზრზედ მდგომი. არიფ – ესე იგი ნერიფ, არაბული სიტყვა არის, ნიშნავს მეგობრობაში, გინა ჭკვაში თანასწორებას და თანახმაობასა ნიშნავს, გინა ურთიერთის სიყვარულშია თანასწორებასა“ (წიგნნი ლექსიკონნი, 1979). არიფი (სპარს. პურის მტე, ან შესაკუთრებული შინაყმა) – დ. ჩუბ.საშ. ქართ. I. არიფი ამხანაგი, ტოლი. უსენ არიფი მეფისა (ვეფხ. 1165, 2). მიწყივ მისი არიფი (ვისრ. 72, 5). ანუ ვით მკადრაო ჩემს გვერდით ჩემის არიფის მოკვლაო (რუსუდ. 205, 26). არა ვარ მისი არიფი, არც მისი მეომარია (შჰნ. III, 129, 1). ახ. ქართ. არიფი ძვ. ტოლი, ამხანაგი, თანამოზიარე, თანამეინახე (სუფრაზე). ყაფლანი დიდხანს ცეკვავდა ცალფად და განგებ ეძებდა არიფს (რ. გვეტ.). ვეება კაკლის ხის ძირას ინებეს არიფებმა სუფრის გაშლა (ლ. ავალ.). არიფანა (სპარს.) ყრმათა საერთოდ პურობა – დ. ჩუბ. არიფანა ბავშვებმა იციან, იქეიფებენ. დედ-მამა გაატანს საჭმელს (ღოლოვ.). არიფანა ქალების სუფრაა (ფარცხ.). არიფანა გავაკეთოთო, ვიქეიფოთო“ (მარაბ., ქართლ. მენთ.). საბას მიერ განმარტებული „არიფი“ სპარსული გზით შემოსული არაბული სიტყვაა (იმედაძე 2014). ახ. ქართ. II. არიფი 1. საუბ. გამოუცდელი, ხეპრე, ხალხში გამოუსვლელი. ბადე წყლიდან ხშირად ცარიელი ამოდის და… არიფ მებადურებს… იმედი უცრუვდებათ (ა. ქუთათ.). ელგუჯამ იფიქრა, ალბათ ცუდად მაცვია და [გოგოს] არიფი ვგონივარო (რ. ჭეიშვ.). 2. მასწავლებლის დამხმარე;მოსწავლე. უნდა მომდინარეობდეს არაბული სიტყვისაგან ‘არიф – „რწმუნებული“. მასწავლებლის დამხმარე. XIV-XV საუკუნეების სირიის ქლაქებში, …უს ტაბაშებს , ე. წ. „არიფებს“ ამტკიცებდა მუჰთასიბი (კუცია 1984, 86).ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მოტანილი განმარტებანი ორი არაბული სიტყვის კონტამინაციას წარმოადგენს. 1. ‘არიф – „რწმუნებული“. 2. ჰარიფი–ტოლი, ამხანაგი, თანამონაწილე. ორივე შემთხვევაში არაბული თავკიდური عდა ح ნასესხობებში იკარგება (იმედაძე 2014, 112).
არმუჯ-ი
საშ. ქართ. I. არმუჯი უწყლო ტკბილი ღვინო – დ. ჩუბ. ახ. ქართ. თუ გული გიძგერს დაჰკარ დაირას, რომ შევარწიო ტუჩთან არმუჯი (ი. მამულ.). საშ. ქართ. II. არმუჯი ბალ. – საბა, დ. ჩუბ.
არულ-ი
საშ. ქართ. I. არული: ზამთრისა ჭირმა მიგურიდა, ლხინი მოგვეცა არული! (ქილ. 634, 22). იხ. II. არე.ახ. ქართ. II. არული ძვ. ეთნ. 1. ხალხის წარმოდგენით: ავი სულების მიერ ანთებული ჭიაკოკონა და მის გარშემო ცეკვა-თამაში. ვაიმე, აყრილა ავი სული, ქაჯი. მავნე, მაცდური და არული გაუმართავთ (ო. იოს.). შვების პოეზია თანადთა გეზია, ვით ცოფი ფარული ეშმათა არულის (ზ. გამს.). 2. შეძახილი ჭიაკოკონასთან ავი სულების დასაფრთხობად. თუ არ დავსძახე ავსულთ არული, ისე მერმისი რამ განანათლოს? (კ. კალ.). ღმერთო, შენ დაგვიფარე, არული კუდიანებს! (რ. ჯაფ.).
არფა
საშ. ქართ. I. არფა Lapidium sativum. წიწმატი. და უყო აბიბალასანი და ძირი არფასი (ფანასკ. 35, 9, 2). საშ. ქართ. II. არფა ჩანგი – თ. ბაგრატ. ახ. ქართ. არფა [გერმ. Harfe < ლათ. harpa] უძველეს სიმებიანი საკრავი (ხის სამკუთხედ ჩარჩოზე ვერტიკალურად დაჭიმული სიმებით). მარინა...უკრავს არფას და ზედ დამღერის (ეკ. გაბ.). III. არფა (თურქ. arpa) ქერი ზან. (ლაზ. თანდ.).
არქ-ი
საშ. ქართ. I. არქი ბერძულად მთავარი – საბა. შდრ. არქეჲ მთავარი. „პეროჟავრი დედოფალი ქართლისა ერისთავისა დედაჲ იყო არქისი“ (მოქც. 100, 17). არქი- [ბერძ. Archē დასაწყისი;უფროსობა, ხელმძღვანელობა] – წიგნ. თავსართი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს უფროსობას ან რაიმე უმაღლეს ხარისხს. რაც მოცემულია სიტყვის ძირითად ნაწილში: არქიეპისკოპოსი, არქიმილიონერი, არქიპატრიოტი. არქიერი, არხიერი – დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. არქი: „წისქვილის თოხი“ (საბა).დიალექტ. არქი წისქვილის ღერძზე ჩამოცმული სქელი ბრტყელი რკინა, რომლის ფრთებიც ჩასმულია ზედა ქვის ჭრილებში, არქი ღერძთან ერთად ბრუნავს და აბრუნებს ზედა ქვასაც.არქი გამდის ხმარობენ მაშინ, როცა უნდათ აღნიშნონ, რომ მათ თავიანთი გააქვთ, წარმატებას აღწევენ. მაგასთან გამდის არქი მე და სხვებისა არ ვიცი“ (ჯავახ. ზედგ.). აგრეთვე: არქი: (ზ.-იმერ. ძოწ., იმერ. წერეთ., ქართლ., სალარ., მესხ. ფეიქრ.), არქა (იმერ. გაჩ.);ალქე (გურ. ჟღ.).ზან. არქე / არქი რკინის ღერძი, რომელზედაც ტრიალებს დოლაბი (მეგრ. ქობ.).მეგრულად თოხს „ბერგი“ ეწოდება. „ბერგი“-საგან ნაწარმოები ნასახელარი ზმნაც არსებობს, „ბარგუა“, რომელიც თოხით მარგვლას ჰნიშნავს. „მაბარგალი“ მთოხნელს ეწოდება… როგორც „თოჴნა“ თოხისაგან არის ნაწარმოები, ისევე მეგრული „ბარგუა“ უნდა „ბერგ“-საგან იყოს ნაწარმოები. „ბარგუა“ თავისი „ბა“ მარცვლით უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ თოხს უნდა „ბარგიც“-ც რქმეოდა ოდესღაც. საფიქრებელია, რომ „ბარგის“-აგან უნდა იყოს წარმომდგარი, თავკიდური ბგერის ჩამოცილებით „წისქვილის თოხის“ აღმნიშვნელი ტერმინი არქიც (ჯავახიშვილი 1930, 212). მ. მაჭავარიანის აზრით არქი ნამდვილად მიღებულია ბარგისაგან, მაგრამ არა „თავკიდური ბგერის ჩამოცილებით“ (როგორც ამას ივ. ჯავახიშვილი ფიქრობს) არამედ ასე: * ბარგი > * ჰარგი >არქი (მაჭავარიანი 1989, 252).
არქატ-ი
დიალექტ. I. არქატი ფერმკრთალი. არა ჰყოფილხარ, ძმავ, ბადრო / ფერი არქატი გქონია, დაჯე და ჰკერე ტყავები, სხვა ხელი არა გქონია. ამ სიტყვებით ამირანი მიმართავს ბადრის, რომელმაც უარი უთხრა დახმარებაზე გველეშაპთან შებმის წინ. ივ. ქეშიკაშვილი შენიშნავს რომ ეს კონტექსტი თ. რაზიკაშვილის მიერ ფშავში ჩაწერილი „ამირანის“ ტექსტში გვხვდება და ალქატის მსგავსად საერთოდ უქონლობაზე მიუთითებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ უკვე ფერის არქონაზე, მხოლოდ სიფერმკრთალეზეა საუბარი (ქეშიკაშვილი 1969, 29). იხ. II. ალქატი.დიალექტ. II. არქატი „უბარაქო, უხვოფა“ (გურ. ჯაჯ.). იხ. I. ალქატი.ახ. ქართ. III. არქატი ქურუმი, სიდჰა, რომელსაც ჯერ არ დაუმთავრებია ცხოვრება და შესაბამისად, ბოლომდე არ მოსცილებია ამქვეყნიურს.ვარდჰამან… უარი თქვა ყველანაირ ამქვეყნიურ საკუთრებაზე სამოსის ჩათვლით და ცხოვრობდა უკიდურესად ასკეტური მკაცრი წესების შესაბამისად. მან მოახერხა თავის გრძნობებისა და შეგრძნებების დაუფლება… ეს მისი სულიერი გზის ყველაზე ღირსშესანიშნავი წლები იყო, რომლის ბოლოსაც მან მიაღწია არქატის მდგომარეობას (ინდ. კულტ. 51). იხ. I. ალქატი.
არღავან-ი
საშ. ქართ. I. არღავანი წითელი – საბა. სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს“ (ვეფხისტყ. 943, 3). მათის სისხლით არღავანად მინდორი შემიღებია (შჰნ. II, 4083, 2). „…და სისხლის ღვარი წავიდა, რომე კაცის მძორი მიჰქონდა, უნაოდ არ გაისვლებოდა და კლდე და მინდორი არღავნის ფერად იყო (რუსუდ., 290, 10). ახ. ქართ. II. არღავანი (არაბ.-სპ.-თურ.) [Cercis siliquastrum] ძვ. წითელი ხე. ჭიჭიკო დაიღალა და ცოტა ხნით ბილიკის პირას მდგარ არღავანის ხეს მიეყრდნო, ატმიყვავილას (გ. გეგეშ.). სპ. არღავანი, აქედან არაბიზირებული არჯავან-არღავნის, ანუ არჯავნის ხე. (თურქ.) არგუვან – იუდას ხე, ლამაზი ხე, რომელიც იასამნისფერ-წითელ ყვავილებს ისხამს (გვახარია 2008, 55). არაბულ ენაში arjavān 1. ძოწეული 2. ხის სახელი. Arjavānī – ძოწისფერი. ახალ სპარსულში არგავანი წითელი, მეწამული, ძოწისფერი (რუხაძე, კაჭარავა 2014, 81-85).
არშივ-ი
საშ. ქართ. I. არშივი ურჩი – დ. ჩუბ. შდრ. სიმიოსინი ერთი მიხაელ მეფისაჲ პეწინაგისა ჰარშივისათჳის (პეტრიწ. 35ა, 12). მოჰარშივეობაჲ შეძენა;მიტაცება: „უვნებელად დაშთენ ძნიად მოჰარშივეობისა და მომხუეჭელობისა ზრახვათაგან“ [A = 689 45r, 36-39b] – ზ. სარჯ.დიალექტ. არშივი ურჩი, ჯიუტი, თავისნება. არშივი შვილის ყოლასა, სულ არ გყამდეს, ის ჯობია“. არშივობა ურჩობა, ჯიუტობა. შვილი არშივობას რო დაგიწყებს, რაღა უნდა ქნა!“ ჰო, მარა ეგ არშივობას ვერ გამიბედამს (ჯავახ. ზედგ.). ა. შანიძის აზრით „ჰარშივის“ მნიშვნელობა იგივე უნდა იყოს, რაც სომხურ ჰაშივისა რომელიც „ანგარიშს“ ნიშნავს (პეტრ. ტიპ.). საშ. ქართ. II. არშივი: არშივი, ს. ორბელიანის ახსნის თანახმად, არის კერძი (BC) ან საჭმლის კერძი (Z) – საბა. არშივი წილი, კერძი – ნ. და დ. ჩუბ. არშივი არჩივი, წილი, კერძი, სარგო: რადგან ის წევიდა, მისი არშივი ალაგ-მამული შენთვის მოგვიცემია: (ქუთ. მუზ. საბ. №1488, 1805 წლ.).არშივი (სპ. აშ) სახვრეპი (სახვრეტელი), საზრდო, საკვები, კერძი, შეჭამანდი. მოართვეს მას ერთი კვერი, დიდი და საკვირველია;ვერა ვართ შენნი არშივნი, ვინ ხარ, სით მოხველ ხელია?! (შჰნ. II, 5084, 4). რა გამოჰსცვალიან ჭურჭელნი, თვის-თვისი არშივი ჩვენთა სახლთა წარიღიან და სხვა მოიტანიან (პ. ლარ.). „შენი არშივი“ – ეტყვიან დასალოცად, ჭამის დროს ვისმე ხველა რომ უტყდება სასულეში ნამცეცის გადაცდენით (ეს უკანასკნელი თითქოს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცამ ლუკმა დაამადლა) (იმერ. ქავთ. III). დიალექტ. III. არშივი არამი, ფუჭი, ამაო. „არშივია ზოგითვინ სიკეთე, გლახა მაინ არ დაგისწავლის“ (მთ.-რაჭ. რეხვ.). დიალექტ. IV. არშივი არქივი. „ერზრუმის ჲაოთ თრაბზონის არშივებში ბელქიდა იქნება გურჯების ქითბები“ (იმ., ჩვენ. ფუტკ.).
არხ-ი
საშ. ქართ. I. არხი ბერძულად მთავარი – თ. ბაგრატ. არხიდიაკონი ბერძ. მთავარდიაკონი;არხიეპისკოპოსი ბერძ. მთავარ ეპისკოპოზი. იხ. I. არქი.საშ. ქართ. II. არხი რუ, რუსხმული (დ. ჩუბ.). სახასოს მამულში არხის სათავეა ამოღებული (სამ. VIII, 604, ქვ. 4). ახ. ქართ. არხი 1. წყლის სადენი საგანგებო თხრილი. ბევრგან ახლაც იპოვება გრძელი სარწყავი არხები (ი. გოგებ.). || წყალსაწრეტი თხრილი. [სოფელს] ირგვლივ… საწრეტი არხებით დასერილი საძოვრები და სათიბები არტყია (რ. ჯაფ.). 2. ზღვათა (ან მდინარეთა) შორის გაჭრილი თხრილი ამ ზღვების (ან მდინარეების) ერთმანეთთან დასაკავშირებლად. არხებს ზუსტად უნდა გაყვე, თორემ თავთხელზე დაჯდები (რ.  ჩაჩან.). 3. ტექ. ჰაერის სადენი მილი. − ჰაერმომყვანი არხი. 4. ანატ. ცოცხალ ორგანიზმში − მილის მსგავსი სადინარი. ყურის არხი. 5. თხრილი, ახალშენი ვაზის ჩასაყრელად. ცარიელებში არხები გავჭრათ და ვენახები გავაშენოთ (დ. მაჩხ.). ||  იგივეა, რაც ბაგა3. ცარიელ ადგილში ახლო-ახლო არხებსა ჰყრიან და სამ-ოთხ წელიწადში ვენახად აქცევენ ხოლმე (დ. მაჩხ.). 6. გადატ. გზა, საშუალება. დიპლომატიური არხები. დიალექტ. გარდა „არხისა“, ამავე მნიშვნელობით გვხვდება ხარღი // ჰარღი (აჭარ. სურმ. 1979, 28). არხი შემოსული ჩანს თურქულიდან არა უადრეს XVIII საუკუნისა (გიგინეიშვილი 2016).
არჯალ-ი
ახ. ქართ., დიალექტ. I. არჯალი / აჯალი (არაბ.): „ბოლო დღე სიცოცხლის“. არჯალი მოუვა აღსასრულის დღე დაუდგება. წამალი დავალევინე, მაგრამ კაცს რომ’ არჯალი მოუვა, მაშინ ყველაფერი ტყუილია! (ა. ერ.-ხოშტ.).არჯალი შეეყარა, არჯალი მოუვიდა მოკვდა (ქართლ. მენთ.). რა არჯალი აწვალამს ამ სამგლე ძროხას (ჯავახ. ბერ.). არჯალი შეეყარა, არჯალი მოუვიდა მოკვდა (ქართლ. მენთ.). არაბულსა და სპარსულ ენებში არის ლექსემა [ağal]. მისი მნიშვნელობებია: 1. დროის მონაკვეთი;2. საზღვარი, ვადა;3. დასასრული, სიკვდილი, საიდანაც მომდინარე ჩანს ქართული არჯალი. [ağal]-იდან არჯალ-ის მიღება (აჯალ > არჯალ) კანონზომიერი ფონეტიკური მოვლენაა – ხშული ჯ-ს წინ მოხდა ვიბრანტ რ-ს განვითარება. ეს პოლისემანტი სიტყვა ქართულში მონოსემანტად არის გადმოსული (ბართაია 2010). საშ., ქართ. II. არჯალი საძაგელი „ურცხვად ანჩხლი!“ (საბა). ნუმცა შენი არჯალი პირი და უბედური (ვისრ. 88, 23). და ზააქის უსამართლეობასა ქვეყანასაგან გასწმენდს, არჯალსა და წარმართსა მისა თავსა ვეშაპიანსა საწუთროშიგან გააქარვებს (შჰნ. II, 384, 5). ახ. ქართ. არჯალი ავი, კაპასი. არც [ბესოს ცოლი] არის გულზე დასახატი, არჯალია, არჯალი (კ. კობ.). არჯალი რძალი შუბლშეკრული შეხვდა მაზლს (რ.  ჯაფ.). დიალექტ. გადატ. არჯალი ადამიანი საშინლად ავი, ანჩხლი. „ვერ გადავრჩი მაგ არჯალს“. „არჯალ კაც არ’ ნა ელაპარაკო (ჯავახ. ზედგ.). 2. გალანძღული. რა მინდა მაგასთან, არჯალი ქალია, შერცხვენილი (შომახეთი, ზ.-იმერ. ძოწ.). არქალი: გულ-არჯალი ფშ. ავი, ბრაზიანი. ბოზო, რას მბობ, დიაცო, არჯალო აუგიანო? უწყლო, უღარო წისქვილი მთაში ვის აუგიანო? (მერკ. 13) – ა. შან. დიალექტ. III. არჯალი 1. არჯანი, მაგარი, გამძლე, ჯანმრთელი. არჯალი კაცი ვარ (ქორეთი). არჯალი კაცია ბაბუა (შომახეთი,ზ.-იმერ. ძოწ.). შდრ. არაჯანი საუკეთესო, ჩინებული, გამორჩეული, წარჩინებული (სპარსული არჯუმად) ფიცხლა გაგზანეს ფაიქი, ცქვიტი და არაჯანია (შჰნ. III, 620, 4).
ას-ი
ძვ. ქართ. I. ასი ათჯერ ათი, ხუთმეოცი – საბა. ასი 100: „რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი“ (მთ. 18, 28). „ას წლის სადამე იყო“ (ჰრომ. 4, 19). „უკუეთუ ასისა წლისასა ესუას“ (O, დაბ. 17, 17).ახ. ქართ. – ასი რიცხვი 100, – ათჯერ ათი. ას ლიტრა რკინას დავღეჭავ კევივითა და ყლაპს ვუზამ (ხალხ.). კაცმა რომ შემომხედოს, ასი წლისა ვეგონები (ილია). ხუთ წუთსაც არ გაევლო, ასამდე ქალსა და ბერიკაცს მოუძღოდნენ წინ (კ. კობ.). || ელიფს. ასი კაცი (სული). ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქნელია (ხალხ.). ასნი რად უნდა დედასა, ერთი სჯობ დაღურბლებული (ხალხ.) – ქეგლ ახ. რედ. ს.-ქართვ. აღდგენილია *ას – არქეტიპი (ფენრიხი, სარჯველაძე 1990).საშ. ქართ. II. ასი – Myrtus communis – მვირსინი. ამისი წამალი: მატყლი, ას[ი] იყოს (ფანასკ. 261, 36). III. ასი [ფრანგ. as tuzi] – 1. სახელგანთქმული მფრინავ-გამანადგურებელი, საჰაერო ბრძოლის ოსტატი, რომელმაც გარკვეული რაოდენობის მტრის თვითმფრინავები ჩამოყარა. 2. საუკეთესო (ექსტრაკლასის) სპორტმენზედაც იტყვიან – მ. ჭაბ. IV. ტერმინი ასი 1. (ლათ.) სპილენძისაგან ჩამოსხმული რომაული მონეტა (წონა 272, 88გ) მონეტის შუბლზე გამოსახულია იანუსი, ზურგზე – გემის ცხვირი (ქსე).
ასაკ-ი
ძვ. ქართ. I. ასაკი/ჰასაკი ძალა: „გიორგი მოუწოდა ვისმე ჭაბუკსა ასაკითა, რომელ არს ძალითა“ (ზარზმ. 328, 6) – ზ. სარჯ. საშ. ქართ. ასაკი ტანი. სად არი შენი საროს უმაღლე თავი და ასაკი ტანი? (რუსუდ. 146, 34). ასაკი ტანადობა. ტანადი იყო სახითა შვენიერი და ასაკითა სრული (რუსუდ. 322, 8). დაიბადა მთვარისაგან საწუთროსა მჭირავი ვაჟი, ასაკითა სრული (შჰნ. II, 414, 22). იყო კაცი ასაკით შუენიერი (ქ. ცხ. I, 33, 13). რა ესენი ნახა ყარმან მეფემან, თავად მათსა შვენებასა და ასაკოვნობასა გაჰკვირდა (რუსუდ. 398, 35). ძვ., საშ. ქართ. II. ასაკი წლოვანება, ხანი. ყუავილონებაჲ იგი სიჭაბუკისაჲ შეურაცხ-ყვეს და უფროჲს მამა- დედათა და შვილთა უფალი შეიყუარეს და ამას ოდენ ჰასაკსა ცხორებისასა ზედა დადგეს (სინ. მრ. 123, 15). რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო (ვეფხ. 879, 1).შვენებითა სრული და ასაკითა მცირე (რუსუდ. 12, 9). რა იგი ჩჩვილი ასაკით აღმორჩდა, ახევდა (დ. გურ. 73, 81, 1).ახ. ქართ. ასაკი 1. წელთა რაოდენობა, ათვლილი დაბადებიდან. უნივერსიტეტი 22 წლის ასაკში დავამთავრე. 2. ადამიანის სიცოცხლის ესა თუ ის ხანი, პერიოდი. თითოეულს ცალკე ადამიანს თავისი ასაკი აქვს: ბავშვობა, ყრმობა, ჭაბუკობა, ვაჟკაცობა და ბოლოს სიბერე (ილია). სიტყვა შემოსულია სომხურიდან, სადაც მას იგივე ფონემური სახე და მნიშვნელობა აქვს (hasak ხანი, ხნოვანება“). რაც ძველ ქართულში ჰქონდა მნიშვნელობის განვითარება ასე გვესახება „მოზრდილობა ანუ სიდიდე (ტანის ან წლოვანების) > წლოვანების სიდიდე. თვით სომხურში ეს სიტყვა გაურკვეველი წარმომავლობისაა. მ. ანდრონიკაშვილი ფიქრობს, რომ იგი უნდა იყოს საშუალო ირანული *hasak, რომელიც თვით ირანულში დაიკარგა და ქართულსა და სომხურში შემოგვრჩა (ანდრონიკაშვილი 1966, 278;გიგინეიშვილი 2016). ასაკი / ჰასაკი < პართ. ასა, სა მსგავსი (ო. კახიძე).ვფიქრობთ, რომ ასაკი-ს ომონიმური ცალები სხვადასხვა გზებით დამკვიდრდა ქართულში.
ასალ-ი
საშ. ქართ. I. ასალი (იმერ.) ყაჯარი – დ. ჩუბ. აბაიებ-ასალებზე ევლო ხალასი მილია (შჰნ. I, 198, 3). ასალი მარგალიტისა ალმასის ყუთაზიანად (ფეშ. 983, 3).ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული იყო ოქრომკედით ნაქარგი და ოქროს ან ვერცხლის კილიტებით, კოპლებით, ბურთულებით, ზოგჯერ კი ძვირფასი თვლებით შემკული ასალი – ქსე. დიალექტ. ასალი (ან ასლი) ცხენის ჩული ძვირფასი ფარჩეულისაგან. ასალი ფოჩიანი ქეჩა სედლოს ქვეშ დასაგებია (გურ. ჟღ.). ასალი || ასანი უნაგირქვეშ დასაფენი ქსოვილი, რომელიც გადაყვლეფისაგან იცავს ცხენის ზურგს, საბურველი საქალო უნაგირისთვის, რომელსაც ამხედრებული ქალი დაუფარებდა ხოლმე;ქალის მხედრულ კაბაზეც იტყვიან;სიმაღლეში წასასვლელი ადგილი;ასავალი, ასასვლელი, ცხენზე ასამხედრებელი ზან. (მეგრ. ქობ.). ს.-ქართვ. *ა-სალ-ა- < „ქეჩა, ჩოხა, პერანგი“ (ჩუხუა 2000-2003). საშ. ქართ. II. ასალი: და ნიადაგ ასალითა ან პირსა წაიგდებინოს (ფანასკ. 257, 15). შდრ. ისალი „სისხლის ყვანა“ (ფანასკ. 255, 9).
ასლ-ი
ასლი მცენ. ასლი (არაბ.) ზედ. ნამდვილი – დ. ჩუბ. ძვ. ქართ. I. ასლი მარცვლეული (ბრინჯი). ასლი არს მსგავსი პურის მარცვალთა (თ. ბაგრატ.). და შენ მოიღე თავისა შენისა იფქლი და ქრთილი და ცერცჳ და ოსპნი და ფეტჳ და ასლი (ეზეკ. 4, 9). ხოლო იფქლი და ასლი არა იგუემა (სეტყჳთა) (გამ. 9, 32) – კ. დან. საშ. ქართ. მხვნელმა უთხრა (მეაქლემეს) ასლსა ვთესაო (საბა). ფეტუისა და ასლისა გუნება ერთია (ფანასკ. 431, 1). ახ. ქართ. ასლი [Triticum dicoccum] კილიანი ხორბალი;კორკოტი ვჭამე ასლისა, დრო არის ჩემი წასვლისა (ხალხ.). ამ მიწებში ეთესა…ლობიო, დიკა, ასლი…(ნ. ლომ.). ასლმა კაი ხალიფაფაც იცოდა, სახაჭაპურედ ხომ მას ვერც ერთი ხორბალი ვერ შეედრებოდა (ნ. კეცხ.). დიალექტ. ასლი დასტურდება (ქიზ. მენთ., აჭარ. ნიჟ., ალგ. სალ., ფშ. ხორნ., ფშ. მრეწ. IV, II, 184., ქიზ. მრეწ. IV, II, 158., ჯავახ. ზედგ.). ივ. ჯავახიშვილს ასლი, ისე როგორც იფქლი და დიკა, ქართულ სიტყვად მიაჩნია;„არც ერთ სხვა ენაში ხორბლეულის ამ ჯიშს ასეთი სახელი არ ეწოდება და ამის გამო ეს ტერმინი, ნამდვილ ქართულ სიტყვად უნდა ვიცნათ (ჯავახიშვილი 1930, 338;კახაძე 1987, 35, 36). საშ. ქართ. II. ასლი სხვადასხვა სახის იარაღი (არაბულ-სპარსული ასლაჰე). მოასხეს ოთხასი დარჩეული ტაიჭი ოქროთა აკაზმულითა უნაგირთა და ჩარყაფისა ასლითა და აბაითა დაკაზმული (შჰნ. III, 243, 43). იხ. I. ასალი.ახ. ქართ. III. ასლი (არ. ასილ || ასლი) ასლი ძვ. დედანი, ორიგინალი;ნამდვილი. ასლი საომარი მოედანი კია ბანკი (ილია). 2. ზმნს. სწორედ, ნამდვილად. ეგ ქალი ასლი საშენოა! (ა. ერ.-ხოშტ.). 3. პირი (დედნისა), – ნუსხა. საჩივრის ასლი… სიმონას მუდამ თან ჰქონდა (დ. კლდ.). 4. ძალიან მსგავსი, ზედგამოჭრილი, პირწავარდნილი. ყმაწვილი პირწავარდნილი დედა იყო, ცაგოს ნამდვილი ასლი (გ. აბაშ.). ◊ ასლი და კვალი ინდ. იგივეა რაც ასლი (მნიშვ. 4). ბიჭიკო შესახედავად ასლი და კვალი მამა იყო (ო. კუპრ.).დიალექტ. ასლი აბრეშუმი – „ასლი აბრეშუმი ყაჭის პარკია“ (აჭარ. ნოღაიდ. X). იხ. აგრეთვე: (ჩვენ. ფუტკ., ხევს. ჭინჭ., ქიზ. მენთ., აჭარ. ნიჟ., გურ. შარაშ.). მკვლევართა აზრით: 1. ასლი არაბულ-სპარსული ლექსემაა – ასლ (ბართაია 2010, 143). 2. ასლი-ს კავშირი არაბულ ასლ-თან (ძირი, ფესვი, ორიგინალი) საეჭვოა (გიგინეიშვილი 2016).
ასპიდ-ი
ძვ. ქართ. I. ასპიდი άσπισ გველი: „და ყრმამან ჩჩჳლმან ჴურელსა ასპიდისა საჴელი დასდვას“ (ეს. 11, 8). – კ. დან. „და თქუა: ასპიდსა და იქედნესა ზედა ხჳდოდი“ (მ. ცხ. 62, 37). „გამოჴდენ ნაშობნი ასპიდთანი“ (O, ეს. 14, 2). ახ. ქართ. გადატ. ბოროტი, ავი. „საძაგელო, ასპიდო“… შენ ჩაყლაპე ჩემი გული (ა. ყაზბ. IV, 405, 36). ძვ. ქართ. II. ასპიდი ფარი: „ნაწლევნი მისნი − ასპიდნი რვალისანი“ (O, იობ. 41, 6) – კ. დან. „ფარი ასპიდი რვალისაჲ შორის ბეჭთა მისთა“ (I მეფ. 17, 6).ახ. ქართ. III. ასპიდი (ბერძ. iaspis (iaspidos) შერეული მინერალი, შავი ფიქალი, რომლისაგანაც ამზადებენ გრიფელით საწერ პატარა დაფას (ფიცარს). ასპიდის ფიცრით, წიგნებით მიდიან სკოლის კარსაო (ი. დავით.). კეთილშობილი ასპიდის სახურავი შეეცვალათ უბადრუკ თუნუქზე (გ. ქიქ. თარგმ.). ასპიდივით ჩაშავებული ფანჯრის იქით არაფერი ჩანდა (ს. დემურხ.).
ასპიტ-ი
ძვ. ქართ. I. ასპიტი, იხ. I. ასპიდი. „კუერცხნიასპიტთანი განტეხნეს“ (I, ეს. 59, 5). „მე უწყი, რამეთუ ასპიტნიცა ნელითა სიტყჳთა დაიმწყსიან“ (სინ. მრ. 214, 14). “რაჲ სათჳს ისმენთ ამას ყოველსა და დაიყოფთ სასმენელთა თქუენთა, ვითარცა ასპიტნი“ (მ. სწ. 269, 23). „გულის წყრომაჲ მათი მსგავს არს გუელისა ვითარცა ასპიტსა და იქედნისა ყრუისა, რომლისანი დაყოფილ არიედ ყურნი მისნი“ (ფსალმ. 57, 5). „მოსრნეს გუელნიცა იგი ნაშობნი ასპიტთანი“ (აპოკრ. 4, 30). „და იყო ადგილი იგი მეყსეულად სავსე საცთურებითა, გუელებითა, ასპიტებითა“ (მ. ცხ. 15, 15).საშ. ქართ. ასპიტი (ბერძნ.) გველი ფრიად გესლიანი ჯარბი (დ. ჩუბ.). ასპიტი გველი ფრიად სასტიკი (თ. ბაგრატ.). გარდაემოეცემოდა გესლი ასპიტისა ბაგეთაგან მისთა (ქ. ცხ., II, 451, 4). ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი (ვეფხ. 1231, 4). ძალ-გულად მჴნეო, სვე-ბედით ქვეო, ასპიტ-ცემულ-ჰყოფ მტერთა, ახოვნად მყის მოამდოვრებ (აბდულ., 57, 3). მაშინ დამოყვრდნენ ყოველნი მტერნი,… კაც, ასპიტნი, გველნი, ცხვარნი, თხა და მგელნი (დ. გურამ. 293, 543, 3). ენას აქვს გესლი ბოროტი, უმწარე ასპიტისაგან (არჩ. 468, ქვ. 5). იგ ზარიანობს ჩვენზედა, ვითა ასპიტი გველია (შჰნ. II, 4433, 2). იგი ასპიტი გველი გაუწყრა: რას იკითხავ, ვინც უნდა იყოსო! (რუსუდ. 549, 9). ახ. ქართ. ასპიტი [ბერძ. aspis (aspidos)] [Vipera aspis] 1. ერთგვარი შხამიანი გველი. იქ, სადაც იქედნე, ასპიტი… ბუდობენ,… უბრალო გველ-ბაყაყს ვინღა მიაქცევს ყურადღებას? (აკაკი). 2. გადატ. ავი, ბოროტი (ადამიანი). დაჩუმდი, შე ასპიტო! (ა. ცაგარ.). ასეთი ანჩხლი და ასპიტი ხდებოდა, როცა ამღვრეული თვალებით მიეჭრებოდა ქვეყნიერებას (ნ. სამად.). ფიგურ. ზუოდა კარი, ასპიტი ქარი (ო. ჩხ.).დიალექტ. იყო ქვა სიპი, იჯდა გველი ასპიტი (ფშ. ბოძ., 96). გადატ. ბოროტი, ავი. ასპიტი ავი, ცუდი ხასიათის ქალია (ჯავახ. ბერ.). ცოლი ყამდა ძრიან ასპიტი (ჯავახ. მარტ.). ასპიტი ავი, არსზი, უმეტესად ბავშვზე ან ქალზე იტყვიან. „ისრეთი ასპიტია, ეგ გასაწყობი, რო ცხენიდან კაც ჩამოიღებს“ (ჯავახ. ზედგ.). საშ. ქართ. II. ასპიტი: ასპიტის ქვა ჭრელი ქვაა ერთგვარი – საბა. ასპიტი, შავი ქუა ფილაქანი, დარქმეული იაშმისა ან იასპის ფერისაგან – ნ. ჩუბ. იხ. III. ასპიდი.ახ. ქართ. ასპიტი პიტალო, სალი, მიუკარებელი,− ასპიდი (კლდეს) სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც კი არა სცვიოდა (ვაჟა) – ალ. ჭინჭ. შდრ. III. ასპიდი.
ასულ-ი
ძვ., საშ., ახ. ქართ. I. ასული ქალიშვილი: „ასული ჩემი აწღა მოკუდა“ (მთ. 9, 18). „არა მისცნენ ასულნი მათნი ძეთა მათთა და არცა მოჰგუარნენ ასულნი იგი მათნი ძეთა თჳსთა“ (O, ნეემია 13, 25). „ერთი ასული ესუა“ (შუშ. I, 34). უფალმან თვისად მიზიდა, ყრმა იყო, გინა ასული (არჩ. 478, 245, 4). ასული 1. ადამიანის შვილი მდედრობითი სქესისა, − ქალიშვილი, გოგო. შეკრთა წერეთლის ასული (აკაკი). ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვანი ასული… თავის ტიკინებიანად მიიყვანეს ბუკლეონის სასახლეში (კ. გამს.).   ფიგურ. ნაზიბროლა სახელია, სამეგრელოს ასულია (აკაკი). 2. აუცილებელი ელემენტი ქალის მამის სახელით მოხსენიების დროს. თამარ პეტრეს ასული გელაშვილი. *ასულ- არქეტიპი აღდგება საერთო-ქართველური ფუძე-ენის დონეზე (ფენრიხი, სარჯველაძე 1990). საშ. ქართ. II. ასული აწეული, აყვანილი (ასვლა) – დ. ჩუბ.ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული (ვეფხ. 33, 4). ასული აზრდილი, ამართული. ათინას აღზრდილს აქებდეთ ალვად ავნორჩად ასულსა (ბეს. 96, 1). ცოდვისგან უფრო მადლისას ხარისხისა ზედან ასული (არჩ. 478, 245, 2). ახ. ქართ. ასული 1. ქვემოდან ზემოთ სვლით გადაადგილებული. სასაფლაოზე ასულმა ბიჭებმა ხმელ-ხმელი წკირები მოამტვრიეს (რ. ინან., ნ. ლომ.). 2. გადატ. უფრო მაღალ დონეს მიღწეული. განვითარების უმაღლეს საფეხურამდე ასული ტექნიკა და მეცნიერება. ◊ ტახტზე ასული გამეფებული. ფიგურ. ტახტზე ასული ფარისევლობა სისხლით და ცრემლით შავ პირს იბანდა (აკაკი).ასული ასვლა ზმნის მიმღეობური ფორმაა.
ატლას-ი
საშ. ქართ. I. ატლასი (არაბ.) აბრეშუმის ნაქსოვი – საბა;დ., ნ. ჩუბ. სხვა სტავრა, სხვა ატლასია (ვეფხ. 471, 1). მოითხოვს, მჴევალთა კეკლუცთა… ოქროისა სარტყლითა და ატლას-ოქსინოითა მოსილსა (ვისრ. 39, 19). მოაღებინა ბერძული ძვირფასისა ატლასები (შჰნ. II, 388, 9). შავი ატლასი ჩაიცვა, მარგალიტითა ნაკერი (ნ. ციც. 433, 150, 2). მკერვლის ნემსმა ატლასში გაიაროს (შჰნ. III, 325, 12). ახ. ქართ. ატლასი აბრეშუმის პრიალა ქსოვილი. იერემიას ეცვა წითელი ატლასის ახალუხი, სირმით გაწყობილი (გ. წერეთ.). [თოჯინებს] ზემოდან ეფარათ… ატლასის საბანი (რ. ინან.). მკლავზე შავი ატლასის ბაფთა ეკეთა (ჭ. ამირეჯ.). დიალექტ. ქალის ჩაფკანსაც ჰქონდა ყოშები უკან, წელზე გადაკიდებული, სიგრძით ოთხი მტკაველი იყო და ლაბადას ჰგავდა. მას ჰკერავდნენ ისტიფაჲთი, დიბაჲთი, მახმურით, ატლასით, ზარბაბით და სხვ. (საინგ. III, I, 66). ახალოხი შაიკერებოდა ქიშმირისა, სარის, ატლასის, ყარაბანდულის (შ. კახ. მრეწ., III, 1, 35). საშ. ქართ. II. ატლასი წიგნი ღეოღრაფიული ქარტათა – დ. და ნ. ჩუბ. ახ. ქართ. ატლასი [მითოლოგიური ტიტანის − ატლანტის − ბერძ. ატლას (ტლანტოს) სახელიდან] გეოგრაფიული რუკების კრებული. [ვახუშტიმ] შეადგინა გეოგრაფია საქართველოსი გეოგრაფიული ატლასით (ი. გოგებ.). ატლასმა უდიდესი როლი შეასრულა საზღვაო მოგზაურობებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს (რ. ჯაფ.). 2. სპეციალური ნახატებისა და ტაბულების ალბომი (ჩვეულებისამებრ, მეცნიერულ წიგნებს დართული). ანატომიური ატლასი. ახ. ქართ. III. ატლასი ტერმინი: იგივეა რაც ატლანტი, კისრის პრველი მალა ქვეწარმავლებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში (ი. ლაჩაშ.) – ა. სიხ.
აფთ-ი
ძვ. ქართ. I. აფთი ბრტყელი, ტარიანი მახვილი: „გარემოჲს უკუე საყდარსა მისსა მდგომარე იყვნეს კაცნი, მქონებელნი აფთთანი“ (ფლავ. 11, 6, 3). საშ. ქართ. აფთი მახვილია ბრტყელი – საბა;ნ. ჩუბ. ზოგსა თავსა აფთი შევიდის, ვითა ტუინი (ვისრ. 50, 5). ლახტის, ხლმისა და აფთისა ცემა საშინელი იყო (რუსუდ. 292, 37). ჭეხა ისმოდა აფთისა (შჰნ. I, 1513, 2). ჴმლითა სჭრიან ჯაჭვ-ბაბრაბსა, აფთებისა არის ელვა (შჰნ. II, 4357, 2). არმურისკენ ამწეველსა ალმასს აფთსა აქაქებდეს (ვახტ. VI, 63, 4). მემნას უხეთქა აფთითა თავს (ქ. ცხ. IV, 202, 20). ახ. ქართ. აფთი ძვ. მარჯვნივ ჰქონდა დაწყობილი: ხმალი, შუბი, აფთი (გ. წერეთ.). ზღუდესთან მდგარმა სპარსელმა მეციხოვნემ თავში აფთი სცა და ცხენიდან უსულოდ გადმოაგდო (გ. აბაშ.). აფთივით [დანა, ხანჯალი, ცული…] ძალიან გალესილი, ფხააწყობილი. აფთივით ა, აფთივით, აფთივით, ე რას არ გაშჭრის? (ხევს. ჭინჭ). მკვლევართა აზრით I. აფთი (ოსმ.) სამკუთხი ეჩოს მსგავსი თოხი, ფართე თოხი (იმერ.) (იუსტ. აბულაძე 1916).2. ა-ფთ-ი „იარაღი“ < ეტ. „საჭრელი“. ს.-ქართვ. *ფეთ- / *ფით- „ჭრა, კრეჭა“ (ჩუხუა 2000-2003). საშ. ქართ. II. აფთი ქერქი მუხისა. აფთი არს ქერქი მუხისა (ფანასკ. 415, 33).
აფსინდ-ი
ძვ. ქართ. I. აფსინდი ვარსკ. ესე იგი ვარსკვლავია იოანე მახარობელმან რომ იხილა – საბა. და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი (გამოცხ. 8, 11). – სამოც. სიმფ.ძვ. ქართ. II. აფსინდი, აფსინთი იხ. II. აბზინდა. „მცირე აფსინდი დაამწარებს დიდსა ჭურჭელსა თაფლსა“ (მ. ცხ. 160v). საშ. ქართ. და მით მწყევარსა ჩვენსა აჩრდილის ფერსა ბედსა აფსინდისა უმწარესთა სიტყვათა დაუფენ (ბეს. 69, 5). „მაშინ მიიღე ერთი მჯიღი აფსინდი“ (ფანასკ. 127, 33). გვხვდება ფონეტიკური ვარიანტებიც:გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად (აპოკ. 8, 11).ავსანთინი // აფსანთინი // აფსინთა || აფსინთი (ფანასკ. 177, 7;130, 5;9, 30).
აფურ-ი
საშ. ქართ. I. აფაური / აფური მრგვალი სალესავი ჩარხით საბრუნავი – დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. აფური ძველი ფული – დ. ჩუბ.
აღაჯ-ი
საშ. ქართ., დიალექტ. I. აღაჯი (თურქ.) იელის ხე. აღაჯი ვითამცა და იელის ხეო მხურვალი და ხმელია (იად. 470, 5). 2. აღაჯი „თათრულად ჯოხიო“ (ღოლოვ., ქართლ. მენთ.). საშ. ქართ. II. აღაჯი ძვ. სიგრძის საზომი;უდრიდა დაახლოებით 5-6 კილომეტრს. იმ კაცმა უთხრა: მარჯვენას მხარეს არისო და ერთი აღაჯი სავალი იქნება (შჰნ. III, 314, 41). აღაჯი, თუ მილი? გმართებს შენ დუმილი მის სარიცხველად (დ. გურამ. 297, 568, 3). ერთს აღაჯსა მოეგება შარიერი ამა ყმასა (ფეშ. 658,1). არხი ძველათგან გამოტანილი არის ერთს აღაჯს გაივლის (სამ. VIII. 60, ქვ. 2).ახ. ქართ. ჯალალედინ უკუ მიდგა, სამს აღაჯზე დაბანაკდა (რ.  ერისთ.). მიჰყვნენ ქართველნი ოთხს აღაჯზე, ასე გააქციეს მაჰმად-ხანი (პ. ორბ.).
აშ-ი
საშ. ქართ. I. აში ახი ანუ აჰყი არაბულად სამართლიერად თვის საყოფელსა რაჲმესა კაცისასა განიმარტება – თ. ბაგრატ. საშ. ქართ. II. აში: (თურქ.) აში დო ჴორცით ნამზადი. მასტაფა – საბა. მოსამსახურემან აში შემოტანა (მეფ. სალ. 364, 8). იხ. II. აშა. ახ. ქართ. III. აში ქელეხი – ი. გრიშ. IV. აში (ეგვ.) ერთ-ერთი უძველესი ღმერთი ეგვიპტური მითოლოგიისა. გამოისახებოდა შევარდნისთავიანი ადამიანის სახით (ენციკლ. ლექსიკ.).
აშა
საშ. ქართ. I. აშა უარის თქმა. აშა თქვა, აშა ჰკრა – დ. ჩუბ. აში (თურქ.) აშა ვარძმი. ვარძმი უარის ყოფა, რომელსა სპარსნი ჰაშას უწოდენ – საბა. ლაჯანდრისშვილი იმ წიგნს აშას იყო: ჩემი მოცემული არ არისო (სამ. IV, 419). ახ. ქართ. აშა: ◊ აშას ჰკრავს: ხელაღებით უარს იტყვის (ეტყვის), ჯიქურ უარყოფს. ერთმა… კნიაზმა აშა მკრა ას თუმანზე! (ს. მგალობ.). ◊ აშას კვრა რაკი დამტკიცებაზე მიდგა საქმე, უარყოფა განა დამტკიცებაა ბრალდების ტყუილისა? უარყოფა პატიოსანი კაცისა და აშას კვრა ქურდისა ერთმანეთისაგან როგორ არ უნდა გაირჩეს? (ილია). საშ. ქართ. II. აშა (სპარს.) ფლავი აშითა და ბორნით – დ. ჩუბ.
აშარ-ი
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. აშარი (არაბ.) თავხედი – დ. ჩუბ.აშარი კაპასი, ანჩხლი. − როგორც კი ვუხსენებ ხოლმე თქვენს დიდებულ სახელს, მეტი აღარ ეჭირვება, მოთვინიერდება ხოლმე ის აშარი! (აკაკი). რა გადაარჩენს… აშარი დედინაცვლისგან დამონავებულ-დაძალულს? (ვაჟა). რა აყვირებდა იმ აშარს? (დ. მეგრ.). აშარი ანჩხლი, მეტად ავი, შარიანი. „მაგრაინ აშარ ქალ რა’ნა ელაპარაკო!“ აშარ კაცთან ქეიფიც არ ვარგა“ (ჯავახ. ზედგ.). დიალექტ. II. აშარი (არაბ.-თურქ.) თურქობის დროინდელი გადასახადის ერთ-ერთი სახეობა, რევოლუციამდელ აჭარაში. აჭარის სახით თვითეულ კომლს უნდა გადაეხადა შემოსავლის ერთი მეათედი. მოგშორდებათ რუსუმატი, თახშირი და თუნდ აშარი (მ. ვარშ.) – შ. ნიჟ.
ახ-ი
საშ. ქართ. I. ახი ვაება – დ. ჩუბ. ოხვრა, ოხვრა-კვნესა. თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა (ვეფხ. 688,1). კმარა მუდამა სულთქმა, ახი (თეიმ. I, 72, 142, 4). ვარ ვაით მგონე, შენაღონე, / მომხსენი ახის, / აჰა, მანდა ვით! (ბეს. 67, 5). საშ. ქართ. ახი აღტაცების გამომხატველი სიტყვა. დანაზრახისა თუ სადმე, ბრძენთა საქებად ახისა, / ახისა მუფარახისა, ვაი, აწ განალახისა! (ბეს. 85,14). შდრ. წუხილისა და წუხილის გამომხატველი შორისდებული „ახ“ – ქეგლ. საშ. ქართ. II. ახი ანუ აჰყი არაბულად სამართლიერად თვის საყოფელსა რაჲმესა კაცისასა განიმარტება (თ. ბაგრატ.). თუ ტყუილათ მამეცით, რაც ახი იყო, რათ მამატყუეთ (სამ. VII, 623, ქვ. 4). ჩემს ახს არ მაძლევსო (სამ. IV, 629, ქვ. 8). ახ. ქართ. ახი 1. სამართლიანი, კუთვნილი, ჯეროვანი. სამართლიანია! ეგრე უნდა! ეგრე ეკუთვნის! ღირსია იმისა, რაც მოუვიდა! ბრალი ჩემია და ტუქსვაც ჩემი ახიაო (ილია). ◊ ახია (მასზე)! ფუტკარს ჯერ გული მოუვიდა და იფიქრა: «ახი არ იქნება, რომ ამ ბრიყვს ჩემი შხამიანი ისარი ვჰკრა!» (ი. გოგებ.). 2. სამართლით კუთვნილი. ვაჟო, რა გინდა, რას მერჩი? ხომ მოგე შენი ახია? მიიღე თავნი და ვახში, განა კი დასაძრახია?! (რ. ერისთ.). ◊ ახი არა მაქვს? საუბ. არ ვემართლები? არ ეკუთვნის? განა ღირსი არ იქნება?! ახი არა მაქვს, ახლა ერთი ბიჭი გამოვუყენო და სულ თავ-პირი დავამტვრევინო?! (ა. ცაგარ.). ახია ჩემზე, რაც დამემართა! (ილია). ვიშ! რად გავტეხე მამის ნათქვამი!. ◊ იხ. აგრეთვე ახი / ჰახი – ი. გრიშ. დიალექტ. III. ახი საფასო. ერთი ძროხის ახი მამე, მეტს კი აღარას გელო (მოხ. ღუდ.). ახი გადასახადი მარცვლეულის დაფქვისათვის, – მინდი. საწყაოთი დააყარე პური და იმის მიხედვით ახიც აიღე! (ჯავახ. მარტ., ქართლ., სალ.). არაბულსა და სპარსულ ენებში არის ლექსიკური ერთეული [ჰაქქ] მისი მნიშვნელობებია: 1. ჭეშმარიტი, მართალი;უფლება;2. ფულის გადახდა, საფასური, გასამრჯელო;3. კუთვნილი, განკუთვნილი. ვფიქრობთ, ქართული ახი და არაბულ-სპარსული [ჰაქქ] ერთი და იგივე ლექსიკური ერთეულებია. ფორმით [ჰაკ], თურქულშიც არის დამკვიდრებული (ბართაია 2010, 145).
ახორ-ი
ძვ., საშ. ქართ. I. ახორი ბოსელი: „შევალს ახორსა მათსა და აღჰჴსნის კარაულსა მათსა“ (მ. ცხ. 107v).ახორი / ახური (არაბ.) ცხენთ ბაგა, საჯინიბო – საბა, დ. ჩუბ. ცხენი ჩემი, რომელ კანჯარსა აჯობებდა, ახორსა ზედა ჩემებრ იგიცა დაუსუსურებულა (ვისრ. 235, 6). სითაც ცხენებს თავი ჰქონდა, ლამაზად გაკეთებული ახორი იყო (რუსუდ. 212, 22). არცა ახორსალარი დარჩა და არცა მეაქლემე (შჰნ. III, 209, 30). ახ. ქართ. ახორი 1. ცხენის ბაგა (საბა). 2.  სახლს მოშენებული (ან მოღობილი) სადგომი, სადაც ზამთარში საქონელს აბამენ, − ბოსელი. სახლის უკან ახორში ჩალას ახმაურებენ (დ. შენგ.). წყლის პირას ნაუცბათევად გამართულ ახორში ცხენები დააბინავეს (ო. დგებ.).დიალექტ. ახორი (სპარს.-თურქ.) ბოსელი. ახორი ბოსელ ჰქვია. ამა აქ ხშირათ არ იხმარება, უფრო ბებრები თუ ვიტყვით (მესხ. ფეიქრ.) აგრეთვე: (აჭარ. ნიჟ., ჩვენ. ქართ. ფუტკ.);ახური (ქიზ. მენთ.). ახვირი (მთ. კაიშ.).დიალექტ. II. ახორად მრავლად, ბევრად (მოხ. ქაჯ.) – ალ. ღლ. მოხ. ახორი მრავალი, ბევრი. ს.-ქართვ. *(მოხ.) ახორი, მრავალი, ბევრი (ჩუხუა 2017).
აჯ-ი
საშ. ქართ. I. აჯი (არაბ.) მომლოცავი წმიდათა ადგილთა – დ. ჩუბ. „ჰაჯი საერთო-მუსლიმურ ტერმინად არის ქცეული და ნიშნავს არა ზოგადად მლოცველს, არამედ, კონკრეტულად – მექაში მოსალოცავად წასულს“ (ბართაია 2010). საშ. ქართ. II. აჯი არაბ. სპილოს ძვალი – დ. ჩუბ.აჯი „რქის მშვილდი“ – საბა. აჯი: აჯის ტახტი… გვირგვინი და აჯის ტახტი მათ წავუღო, ვარ მოსურნე (შჰნ. II, 3679, 1). მაში აჯის ტახტი იდგა, მარგალიტის გვირგვინები იდვა (რუსუდ. 489, 38). გადატ. წარბი აჯისა მშვილდისა (შჰნ. III, 450,12). მიუხედავად ლექსიკოგრაფთა აჯი ლექსემის არაბულ წარმოშობისად მიჩნევისა, გასათვალისწინებელია ს. –ს. ორბელიანის სწორი მინიშნება ამ სიტყვის ფალაური ენიდან მომდინარეობის შესახებ. როგორც არაბიზებული ფორმა სავარაუდოა ამ ლექსემის ქართულში სპარსულის გზით დამკვიდრება დაახლოებით XV საუკუნიდან (იმედაძე 2014, 145).
აჯამ-ი
საშ. ქართ. I. აჯამი (‘აჯამ) ირანი. ნუშრევანს უკან აჯამთა ჴელმწიფენიცა დიდის სურვილით ამასავე იკითხვიდენ (ქილ. 195,31). საშ. ქართ. II. აჯამი ირანელი (არ. აჯემ). ამისთვის რომე არაბთა და აჯამთა, ფრანგთა და თურქთა აქიმთა ყუელათ ასრე უთქუამს (იად. 244, 33). ახ. ქართ. III. აჯამი უჭკუო, რეგვენი, ბრიყვი. მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენი, ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი (ილია). ისევ მოსეს უნდა შევუჩნდე, აჯამი და უვიცია (დ. ზურაბ.). დიალექტ. აჯამი ფშ. (რაზ. -ჭყ.) „ბრიყვი, გაუთლელი“, მთ. გაუგონარი, კერპი. რომ არ ეყურება, ჯიუტი. ჴ., თ. გაუგებარი (არაბ. აჯამ) არა-არაბი, სპარსი, გამოუცდელი) (შან., ხორნ.). შდრ. აჯემი უცოდინარი, ნაკლებად კვალიფიციური. ეს გელინი თლათ აჯემია (ინ., ჩვენ. ფუტკ.). საშ. ქართ. II. აჯამი ჰანგი. აჯამისა მცოდინარეთ და ბრძენთა ასრე უთქვამთ ესე ამბავი (ხოსრ. 30, 4). ნ. ბართაია შენიშნავს რომ აჯამი, როგორც ჰანგის სახელი, მის ხელთ არსებული სპარსულ ლექსიკონებში არ დასტურდება (ბართაია 2010, 146).
აჯილა
საშ. ქართ. I. აჯილა საქორწილო ტახტი – საბა, დ. ჩუბ. შდრ. II. აჯი.დიალექტ. აჯლა, აჯილაკი პატარა მაგიდა, ტახტის მაგვარი. „ჩემ განაყოფებიდან წამოვიღე ეს აჯილაკი, ისე მაგარია, ჩემ თორუნსაც ეყოფა“ (ჯავახ. ბერ.). აჯლა ქორწილის დროს ნეფე-დედოფლის სადგომად გამართული ტახტი. როცა ნეფე-დედოფალი, ნათლია შედიან, აჯლაზე, აჯლის წინ ერბოთი სავსე ქოთანს დადგამენ (ჯავახ. ბერ., მარტ., ზედგ.). აჯი > აჯილა > აჯლა > აჯილაკი.საშ. ქართ. II. აჯილა ჩადრი, თერისტრო, ქალთ მოსაფარი თეთრი ზეწარი – დ. ჩუბ.
ბა-ი
საშ. ქართ. I. ბაი ძვ. კაკაოს ხის თესლი. ბაი, ბაიკი კერკი, ჩოკოლათოს შესამზადებლად – დ. ჩუბ. ახ. ქართ. II. ბაი: (თურქ. bay) ოქტომბრის რევოლუციამდელ შუა აზიაში, ყაზახეთში, ალტაის მხარეს და ნაწილობრივ, კავკასიაში მსხვილი მიწათმფლობელი, მესაქონლე, მევახშე (შდრ. ბეი, ბეგი).
ბაბღან-ი
საშ. ქართ. I. ბაბღანი – (ფრინვ.) ფრინველია მოწყენილი, წყლის უსმელი, რომელსა თურქნი ბუთიმარს უხმობენ– საბა. ბაბღანი (თათრ.) (მფრინ.) – დ. ჩუბ. ბაბღანი ბუ. რა ძაღლი მივიდა, მაშინვე ბაბღანი გამოჰყვა და მოვიდა (ქილ. 887,10). სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ კლასიკური და აღორძინების პერიოდის არც ერთ ლიტერატურულ ძეგლში ეს სიტყვა არ არის მოხსენიებული, მხოლოდ „ქილილა და დამანაში“ ვხვდებით პირველად (იმედაძე 2014, 20). საშ. ქართ. II. ბაბღანი დათვის ტყავი – დ. ჩუბ.
ბადალ-ი
საშ. ქართ. I. ბადალი (თურქ.) ნაცვალი, მისი მაგიერი – საბა. ამ გიორგის სანაპიროს მიწის ბადალი მიწა სხვა მივეცით ჩინელსა (სამ. IV, 386, 13). იმ სოფელში ამის ბადალი გლეხი დათებმა ამ თავის ძმას ქაიხოსროს მისცეს (სამ. IV, 579. ქვ. 10). ახ. ქართ. დიალექტ. ბადალი 1. ტოლი, სწორი, მსგავსი. კარგიო?!. ბადალი არა ჰყავს, ბადალი ამ სოფელში! (ილია). ეგეთი ექიმი დააყენეს [ელგუჯას], …რომ თემობაში ბადალი არა ჰყავს! (ა.  ყაზბ.). ჩვენს სოფელს, უნდა გითხრა მართალი, არ გაუზრდია მისი ბადალი (გ. აბაშ.). 2. მაგიერი, სანაცვლო. მიაქვს და აღარა მოაქვს წაღებულისა ბადლადა (ვაჟა). აგრეთვე: (თუშ. ცოც.).შდრ. ბედლობა (არაბ.) კერძო მეურნეთა ურთიერთდახმარების ფორმა (აჭარ. ნიჟ.). სიტყვა არაბული წარმომავლობისაა (შდრ. არაბ. badal ტოლი“, „ეკვივალენტი“, „შემცველი“ – (წერეთელი 1951, 24;გიგინეიშვილი 2016).დიალექტ. II. ბადალი 1. თამამი მაღალი ბალახი, ხარობს გაპატივებულ ადგილზე ბოსელთან, კალოსთან (თუშ. დიალექტ., 577). მსუქან ადგილზე ამოსული თამამი ბალახი (თ. უთურგ.) – ალ. ღლ. აგრეთვე: (თუშ. ცოც.).ვფიქრობთ, რომ ბადალი < ბადალო < ფათალო // ფათალა (ბადალო ქიზ., ფათალო ქიზ., ქართლ;ფათალა ფშ., ხევსურ., მოხ., მთიულ. თიან;ფათარი მოხ.). საინტერესოა, ამ სიტყვების მიმართება ს.-ქართვ. *ფოთელ-ძირთან (ფოთელი // ფოთოლი) (ფენრიხი, სარჯველაძე 1990).დიალექტ. III. ბადლი: ბადლ მიწა შავი, ნაკელით გაპატივებული მიწა, რომელიც კარგ მოსავალს იძლევა. ძირში დააყრიან სიპ-ადეშზე ბადლ მიწას, მემრ-კიშს (შინამრეწვ. 198, ხევს. ჭინჭ).აღდენილია არქეტიპი *ბადლ- (კელაურაძე 2017).
ბადია
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. ბადია დიდი ჯამი საბა. ბადია თავს დასაფარებელი არის ორმოსი+ თავს დასაფარებელს ფრინვლის შესაპყრობსა ბადესაც ჰქვიან (თ. ბაგრატ.). ბადია (სპ.) ღვინის საწყაო. მერმე ოქროსა ბადია შემოიღეს (შჰნ. III, 246, 9). მოიღეს დიდი ბადია, დადვეს აავსეს ღვინითა (შჰნ. I, 230, 1). ბადია ქუსლიანი დიდი ჯამი (უპირატესად – ლითონისა). 2. ყანწის მაგიერ ბადია აიღეს ხელში (ნ. ლორთქ.). ასოცამდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, თორმეტი აზარფეშა და სხვ. (ვ. ბარნ. 3). გადატ. რაც ბადიაში ჩაეტევა. ოთარაანთ ქვრივი ყოველკვირა დღეს ერთ ათიოდ შოთს და ერთ ბადია კორკოტს თავის ფეხით გადაუტანდა ხოლმე [ქვრივ დედაკაცსა] (ილია). 3. სპეც. ამწეზე დაკიდებული ლითონის დიდი ჭურჭელი;იხმარება მშენებლობაზე ბეტონის, აგურის და მისთ. გადასატან-გადმოსატანად.ახ. ქართ., დიალექტ. ბადიაჲ თხელი და ღრმა თასივით მრგვალი დიდი ჯამი სპილენძისა, ძველად თიხისაც ყოფილა, შიგ რძეს წველიდნენ და ინახავდნენ (თუშ. ცოც.). საშ. ქართ. II. ბადია ბადე. პირბადე. ოდეს ახადეს ქალს პირს ბადია, / პირთ სანახავად ვერცხლის ბადია (დ. გურამ. 251, 266, 2). ბადე > ბადეა > ბადია. ა პროსოდიული ხმოვანია.დიალექტ. III. ბადია ბადექონი. ღორს შიგნი აქ ღვირძლი, წელები, ფიჟვი, გული, ჭაჭები, თათბურა, ბადია (ხვაშითი, ზ.-იმერ. ძოწ.).აღდგენილია ს.-ქართვ. *ბად-„ქსოვა“, ბადე „ბადე, ქსელი“ (ჩუხუა 2017).
ბადრ-ი
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. ბადრი გავსილი მთვარე – საბა. მთვარე ბადრი მო და მნახე (ნ. ციც. 1550, 2). დილა ჩემი როს გათენდეს პირო ბადრო და სათელო?! (ალ. ჭავჭ. 60, 11). ახ. ქართ. ბადრი სავსე, სრული (მთვარე). ამ დროს აღმოხდა ბადრი მთოვარე და სიამითა მოფინა არე (ნ. ბარათ.). ჩვენ კი დღეისთვისაც ის ბადრი მთვარე გვყოფნის (რ. ინან.). ფიგურ. სქელი გაშლილი თმა შემობურდნოდა ბადრ მთვარესავით გადაშლილ სახეს (გ. წერეთ.). || გადატ. სავსე, სრული (სახე). მზის სხივით განათებული ჰქონდა ბადრი სახე (ვაჟა). იხ. აგრეთვე: (ა. შან., ჯავახ. ზედგ.).არაა დადგენელი, ბადრი როდის შემოვიდა ქართულში, რადგან ცნობილ წერილობით ძეგლებში გამოვლენილი არაა. დასტურდება საბას ლექსიკონში ბედუა (არაბ.-თურქ ბედავა) სავსე მთვარე ზან. (ლაზ. თანდ.). ქართულში ეს სიტყვა ატრიბუტის ფუნქციით იხმარება და ხშირად ადამიანის სახესთან დაკავშირებით… …თურ ქულ ენაში ეს ტერმინი საერთოდ არ ფიქსირდება. თანხმოვანთა სრული დაცვითაა „ბადრი“ ლექსემა ქართულში დამკვიდრებული. რადგან ძველ და კლასიკური პერიოდის ქართულ წერილობით ძეგლებში იგი ნაკლებად დასტურდება, სავარაუდოა მისი, როგორც ასტროლოგიური ტერმინის, ზეპირი გზით გავრცელება. ხოლო მოგვიანებით მოხდა მისი წერილობითაც გაფორმება (იმედაძე 2014, 116). ბადრი არაბული წარმომავლობისაა (გიგინეიშვილი 2016). დიალექტ. II. ბადრი: ბადრი ჩითი იგივეა, რაც ბადლის ჩითი. რავა დაქტკუცვია კანჭები ბადრი ჩითივით (შომახეთი (ზ.-იმერ. ძოწ.).შდრ. ბადლის ჩითი ჭრელი ჩითი. ბადლის ჩითის კაბა შევიკერე (ბაჯითი. ზ.-იმერ. ძოწ.). ბადლის ჩითი // ბარდლის ხამი (ტილო), რომელზედაც ფერადი ფოთლოვანი სახეებია (ზ.-იმერ. წერეთ.). სავარაუდოა, ფართალი საუბ. „საფეიქრო ნაწარმი“ < ბარდალი > ბადრი. შდრ. ს.-ქართვ. *ბარდ – „ნაქსოვი, ქსოვილი“ (ჩუხუა 2017).
ბადრაგ-ი
საშ. ქართ. I. ბადრაგი, ბადრანგი (სპ.) მცენარეა – დ. ჩუბ. ახ. ქართ. II. ბადრაგი 1. შეიარაღებული რაზმი, რომელიც ადგილზე იცავს ან აცილებს რაიმე დასაცავ ობიექტს. ბადრაგი გვექცეოდა ძალიან კორექტულად. შეიმჩნეოდა, რომ მათ ამის შესახებ ბრძანება ჰქონდათ მიღებული («24 საათი»). საზღვაო ბადრაგი სამხედრო ხომალდების ჯგუფი, რომელიც სამგზავრო ან სავაჭრო გემებს აცილებს. 2. ასეთი რაზმის წევრი თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაზე შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ბადრაგი ორდენს მიიღებს («ახ. ამბ. -საქ.»). შდრ. საშ. ქართ. ბადრაგა // ბადრა ჭაბუკი მოგზაურთა წინამავალი, რათა მეკობრეთაგან უვნებელად გაატაროს – საბა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა (ვეფხ. 1037, 2). ვიცით მტერი ვერ დაუდგამს, არც უნდა გზისა ბადრა (ფეშ. 1071, 4).ბადრაგა (სპ. ბადრაკაჰ) გამძღოლი, ყულაოზი (აბულაძე 1916, 795).
ბადურ-ი
ძვ. ქართ. I. ბადური (ბაღათური, ბაჰადური) მამაცი, გულადი, გაბედული, გმირი, მონღოლ დიდებულთა საპატიო წოდება იყო (ძვ. ქართ. შეერთ. ლექსიკ.).ახ. ქართ. II. ბადური ბადისებრი. ქალს სახეზე ეხურა წმინდა აბრეშუმის ბადური დოლბანდი (გ. წერეთ.). ქალი ბადურად ნაქსოვ თეთრ ხელთათმანებს იხდიდა (რ. ინან.). ბადე > ბადური.
ბავრუკ-ი
ძვ. ქართ. I. ბავრუკი nitrum: „გან-თუ-იბანო ბავრუკითა“ (იერემ. 2, 22). „ვითარცა მოვიდოდეს გზასა, პოვა მცირე ბავრუკი“ (მ. ცხ. 164v). საბავრუკე ბავრუკისა: „წარვიდა ტბასა მას საბავრუკესა“ (მ. ცხ. 347r). საშ. ქართ. ბავრუკი // ბავროკი მარილს ჰგავს, ოქრომჭედელნი იჴმარობენ ოქროსა დასადნობელად. „აიღე ბავრუკი ერთი ნაწილი და მარილი საცომე ერთი ნაწილი“ (ქანან. 24, 24). „დაუზილე ტანი ზეთითა ბერძულითა და ბავრუკითა“ (ფანასკ. 227, 28). „მაშინ, თუ ათხევდე, აიღე ბოკილი და ბავრუკი და შეგბოლე“ (ფანასკ. 356, 32). გვხვდება ბავროკი-ც: რომელსა წაეკიდოს დღისა ცხრო, თუ წუნწუბისა წყალსა ბანილ იყოს, …ანუ ბავროკისასა (ფანასკ. 881, 9). საშ. ქართ. II. ბავრუკი ერთს საჭმელსაც ჰქვიან – საბა. იხ. II. ბორაკი.
ბაზ-ი
საშ. ქართ. I. ბაზი შევარდენი. მონადირენი ჯერგა გაშვებული ფრინველთა ადევნებდეს ბაზთა გონებახალისიანთა (ქილ. 261,31). არამედ არცა ერთმან მიხედა ბაზმან, თჳნიერ წითლის ქორისა, და მით შეიპყრნა ყოველნი (ქ. ცხ. IV, 578, 2). ახ. ქართ. ძვ. მწყერჩიტა ზეცას მიფრინავს, …შე დგა ჰაერში, ფარფატებს, ბაზსაც არ უკრთის მუხთალსა (რ. ერისთ.). ვამეხ თორელიც ბაზთა მოყვარული აღმოჩნდა (კ.  გამს.).როგორც ძვ. ისე ახალ ქართულში გვხვდება ბაზი-საგან ნაწარმოები სიტყვები: ბაზიერი ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშველი;ბაზიერთუხუცესი ბაზიერთა უფროსი ბაზიერობა ბაზიერის თანამდებობა, ბაზიერის საქმიანობა, -ქორ-შევარდენთა დამგეშველობა-მწვრთნელობა. ბაზი (მფრ.) სომხურად ქორს ჰქვიან, ხოლო ქართულად ეწოდების ზოგად მონადირეთა მფრინველთ: ქორთა, შავარდენთა, მიმინოთა – ნ. ჩუბ. ბაზი ფიქსირებულია მე-12 საუკუნიდან, შემოსული უნდა იყოს ახალი სპარსულიდან. თვით სპარსულში იგი არის დერივატი (bāz შევარდენი“) სიტყვისა. ეს უკანასკნელი სპარსულში არაბულიდან ჩანს ნასესხები (გიგინეიშვილი 2016).საშ. ქართ. II. ბაზი ფრთიანი ყვითელი მწერი, ფუტკარს ჩამოჰგავს (საბა). ახ. ქართ. არ დაგინდობს უჯიშო და მკაცრი, გიკბენს, როგორც ბაზი (მ. ვარშ., აჭარ. ნიჟ.). დიალექტ. უსარგებლო ფუტკარს ბაზი ფუტკარი ქვიან (ზ. -ქართლ. მრეწ. IV, II, 22). ს.-ქართვ. *ბეზ-„ბზიკი;კრაზანა;ზან. (მეგრ.) ბაზი ბუზანკალი;ბზიკი;კრაზანა“ (ჩუხუა 2017). დიალექტ. III. ბაზი, ბაზე სიმწიფეში შესული მარცვლეული. ბაზი ლობიოს პარკიდან მარცვლებს იღებს (რაჭ. კობახ.). შდრ. დამბაზებული, დაბაზებული. სიმწიფე დაუსრულებელი ლობიო ან სიმინდი. –აი ლობიე არაა კაი წიფე, დამბაზებულია (რაცხ. გურ.). ს.-ქართვ. *ბაზ- „სიმწიფე;სიმწიფეში შესვლა;ნაყოფიერი“ არქეტიპების კანონზომიერი შესატყვისი უნდა ჩანდეს ბასკურ ბიზი „სიცოცხლე, ცოცხალი;ცხოვრება“ ფუძეში (ჩუხუა 2017). საშ. ქართ. IV. ბაზი ბაძი, ბაძვა. ტახტზე დასხდეს საფერისოდ, მათ აიღეს მზისა ბაზი (ფეშ. 349, 2). ბაზი – „შური“ – ი. გრიშ.დიალექტ. შურმა დალივა სოფელი, ბაზმა კი ააშენაო (ფშ. ხორნ.).ბაზი ბაძი, ბაძვა. თხაივ თხის ბაზით გაიბოტნავ (ხევს. თავისებ. 437, 32). აგრეთვე: ბაზიანი, ბაზილი, მიღბაზოის. – ალ. ჭინჭ.ბაზი < ბაძი. საშ. ქართულში ამ მნიშვნელობით გვხვდება ბაძი < ბაძვა, მიმბაძველობა. ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია (დ. გურამ.).მაცთუნებელია კავშირი ბრძ-ძირთან, შდრ. ბაძა-ავ / ბრზ-ავ- (არაბული 2001, 65).
ბაზარ-ი
საშ. ქართ. I. ბაზარი სავაჭრონი დუქნები (თ. ბაგრატ.). მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია (ვეფხ. 1460, 4). მოეგება ბაზარს ძესა თჳსსა (ქ. ცხ. II, 383, 2). ერთი ცუდი ვერცხლის ბეჭედი ვიშოვნე, ის ბაზარში ჩავიტანე (რუსუდ. 612, ქვ. 10). ჩემს ეზოში პატარა დუქანი არის, პირი ბაზრისკენ აქვს (სამ., VII, 403, ქვ. 8). ოთხბაზარი: ბაზარში ორი რიგის გადაკვეთაზე გადახურული მოედანი. ოთხბაზრის ბოლოს მეჭიქის დუქანია (ქილ. 667, 22). გადატ. ის მეჯლიში აშიყობის ბაზარი იყო (ხოსრ. 43, 34). მოწყალების ბაზარი მან გაამრავლა (ხოსრ. 30, 7). ბაზარი (სპ. ბაზარ.) „ბაზარი“ სავაჭრო მოედანს ერქვა და იგი, როგორც ჩანს, ქართულ ენაში XII ს-დან დამკვიდრდა. XII ს-მდე ბაზრის მაგიერ, როგორც ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, „სავაჭრო“ უნდა ყოფილიყო“… ჩვენთვის ცნობილი დოკუმენტების მიხედვით თბილისში შემდეგი ბაზრებია: „ზემო ბაზარი“, „ქვემო ბაზარი“„მეიდნის ბაზარი, ანუ „რასტაბაზარი“ და „ჩარსუბაზარი“ ანუ ჩორსო დიდი და პატარა (მესხია II, 1983, 637, 638). ახ. ქართ. ბაზარი 1. სურსათ-სანოვაგისა და ფართო მოხმარების საგნებით ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილი (ჩვეულებისამებრ მოედანი). მეურმეები დაქსასულიყვნენ, ბაზარში გასულიყვნენ, ზოგს რა უნდა ეყიდა საშინაოდ, ზოგს – რა (ილია). 2. ძვ. ვაჭრობა ასეთ ადგილას, – ბაზრობა. დღეს კარგი ბაზარი იყო. 3. საუბ. გადატ. გასავალი, გასაქანი. მედიდურობას და ბღინძვას ბაზარი აქვს (ვაჟა). ახლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტად ჭრის! (დ. მაჩხ.). 4. საქონლის მიმოქცევის სფერო. საშინაო ბაზარი. – საგარეო ბაზარი. || ქვეყანა (ქვეყნები), სადაც ქვეყნის საქონელი გააქვთ გასასაღებლად. 5. საუბ. გადატ. უწესრიგობა, აურზაური. რა ბაზარია აქ?! ბაზარ-ბაზარ ზმნს. ბაზრიდან ბაზარში, ბაზრებში (ხალხის სიმრავლეში). ახ. ქართ. ნაწარმოები სიტყვები: ბაზრობა, ბაზრული – ქეგლ. საშ. ქართ. II. ბაზარი ფაზარი, ცხოველური ქვა. იდგა ბაზარი თეთრი ძოწეულისა და ტახტი შანშისა (შჰნ. II, 412, 19). იუსტინე აბულაძის განმარტებით, «ბაზარი – სპ. ბადზაჰრ ბადზარი, ანუ ფაზარი – ბაზაჰრი, ცხოველური ქვაა – იპოება ცხოველთა ღვიძლში, ან მინერალური ფაზარი, რომელიც ჩნდება ძვირფასი ქვებისაგან – ლალისა, იაგუნდისა, ძოწისა და სხვათაგან, აქ სწორედ ამ უკანასკნელზეა ლაპარაკი» (აბულაძე 1934, 570). იხ. აგრეთვე: (დარსაველიძე 1987, 10-11;ქაზემი 2008, 103).
ბაზმა
ძვ., საშ., ახ. ქართ. I. ბაზმა // ბაზმაკი «სანთელი», სასანთლე.„დაბურონ … ბაზმაკნი მისნი და მარწუხნი მისნი და მისაყოფელნი მისნი“ G – „შებურონ სანთელნი მისნი და მოსაჟღუნნი მისნი და განსაჴოცი მისი“ (pb., რიცხ. 4, 9).ძველსავე ქართული დასტურდება ნაწარმოები სიტყვა საბაზმაკე «სასანთლე».ბაზმა ბროლისაგან ქმნული სანათებელი (თ. ბაგრატ.). ბაზმა, ბაზმაკი (სომხ.) ლამპარი, სანათი ან კანდელი – ბაზმის ზეთი (დ. ჩუბ., ნ. ჩუბ.). ტარიელს პირსა ციმციმი ათქს (=ადგას) უნათლესი ბაზმისა (ვეფხ.). სანათი და ზეთისა ბაზმა თუ წაგიღო, ცუილისა სანთელი მოგცა (ვისრ. 66, 7). ბაზმათა შინა… თუალ-მარგალიტის უძვირფასე ზეთი ავანთო (ქილ. 227, 5). ბაზმა ხშირად გადატ. იხმარება. პირსა ასეთი სინათლე ადგა, ვითა ბაზმა ენთებოდა (რუსუდ. 69, 7). თვალთ ანათებს, ვითა ბაზმა (შჰნ. III, 13, 4). სულ[ა] ცხოვრების მპყრობელი, ვით ბაზმა გაუქრობელი (დ. გურამ.).ახ. ქართ., დიალექტ. შუა ცეცხლმა და მარჯვენა კუთხეში, თაროსთან, ანთებულმა ბაზმამ გაანთა შიგნიდან სახლი (მელნ.). 2. ძვ. ეთნ. ყვავილით, ქუნთრუშით, წითელათი დაავადებისას ე. წ. „ბატონების“ საამებლად ანთებული ნიგოზი – ახ. ქეგლ.იხ. აგრეთვე: დიალექტ. (ქიზ. მენთ., ინგ. ღამბ., გურ. ღლ.). ეგევე ფუძე უნდა დასტურდებოდეს სიტყვებში 1. ბაზალაჲ // ბაზმალა „პატარა თიხის ლამპა, ფითილად შეგრეხილ კარკატანს ხმარობდნენ, საწვავად შავ ნავთს ასხამდნენ. აანთებდნენ მხოლოდ პირსაღამოზე, ვახშამზე, მერე აქრობდნენ“ (ინგ. როსტ.). 2. ბაზმაკალმასი ძველი წეს-ჩვეულება ერთგვარი. ბატონები რო ჰყავთ შინა, შეუთქვამენ ბაზმა შემოვლასა, შემოივლიან, მოაგროვებენ კაკალსა და ფულსა ან კვერცხსა, წაიღებენ ბარბარეში, ან რომელ ხატსაც შეუთქვამენ, და ღამეს უთევენ ხატსა, ეგ არი ბაზმა კალმასი (რუისი) (ქართლ. მესხ.), კალმასი სომხურია, კალოზე პურის მოშოება, ქართულად მ უ ჩ ი რ ო ბ ა ჰქვიან – საბა). ბაზმა სომხური բապմակ ჭრაქი, შანდალი სომხური თავის მხრივ უკავშირდება (ირან.) ბაზმაკ „ჭრაქი, შანდალი“ (აჭარ. I, 375).სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით სიტყვები ბაზმა // ბაზმაკი განვითარების ასეთ სურათს უჩვენებს. სანთელი, სასანთლე, სასანთლე ჭურჭელი გარკვეული რიტუალური ქცევა. … სინათლის აღნიშვნის მნიშვნელობა ამ სიტყვამ კვლავ შეინარჩუნა, ოღონდ არა უშუალოდ განათების მიზნით (კაკიტაძე 2005, 103). საშ. ქართ. II. ბაზმა ლხინი, ქეიფი. აქ არის ბაზმის სოჰბათი, სუფრისა შემკობილობა (თეიმურაზ I, ბაზმა გრემის სასახლე, 3, 1).სპარსული „ბაზმ“ – „ლხინი, ქეიფი“ (გვახარია 1983, 132). შდრ. სოღბათი საუბარი, ურთიერთობა, შექცევა. მისცეს თავი ლხინსა და შექცევასა, სოღბათსა (შჰნ. III, 248, 40). დიალექტ. III. ბაზმა იაზმა. პატარა ბაზმა გვიბოძეთ, ჩვენ ღვთის კარს დიდად გაგვივა (ფშ. ხორნ.). ამ შემთხვევაში სიტყვა მისი გადააზრების შედეგადაა მიღებული, ან ფონეტიკური ცვლელებებით: იაზმა [ბერძ. აგიასმოს კურთხევა] წმინდა, ნაკურთხი (წყალი) > ბაზმა.
ბაზმანდ-ი
საშ. ქართ. I. ბაზმანდი (სპარს.) ტილისმა. ბაზმანდიანი ბაზმანდის მქონებელი – დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. ბაზმანდი ცალ სასწორი – დ. ჩუბ. შდრ. ახ. ქართ. ბეზმენი [რუს. безмен] ხელში დასაჭერი ზამბარიანი ან ბერკეტიანი სასწორი, რომელსაც საწონი (გირები) არ სჭირდება, – ცალსასწორი. ჩარჩებმა, ქორვაჭრებმა ფულები იშოვნეს, ბეზმენები და არშინები გადაყარეს, ვითომ კაცები გახდნენ (ჭ.  ამირეჯ.).
ბაია
ძვ. ქართ. I. ბაია, ბაჲა palma palmulas, ფინიკი: „განთიად დავალბობ ბაჲასა და ვშურები“ (მ. ცხ. 116v). „დაულბო მას ბაჲა და განუმზადა მას საკერავი“ (მ. ცხ. 72v). „ჟამსა ბაჲასსასა სცვიდეს ნაყოფსა მას ხეთასა“ (მ. ცხ. 296v). საშ. ქართ. ვით სონღულს დრო ხვდა შეფრინვად წეროთა დამზარ ბაიას (ბეს. 128, 2). ახ. ქართ. [baion] ბზა 1. ძვ. ფრთისებრი ფოთოლი პალმისა. 2. კუთხ. გვიმრის ფოთოლი.ბაია ბზა (ბერძნ. ბაიონ) ბზობის კვირა, ზან. (მეგრ. ყიფშ., ქობ.). ახ. ქართ. II. ბაია იხ. I. ბაი. საშ., ახ. ქართ. III. ბაია (anunculus) დანაკვთულ-ფოთლებიანი და ყვითელ პრიალა ყვავილებიანი ბალახი. ყვითლად ყვაოდეს ბაია, ნარგიზი ვერ ედაოსა (ვახტ. VI, 27, 35 2). წახდა [იერემია], თურმე ფერი ეცვალა, ისე გახდა, როგორც ყვითელი ბაია (გ. წერეთ.). ბაია: ბაიას ფერი სიმინდის ფქვილი უხდება ტომრებს, ვით ოქრო – ქისას (ა. აბაშ.). საშ. ქართ. IV. ბაია (იმერ.) იმერულად კომში (დ. ჩუბ.). საშ., ახ. ქართ., დიალექტ. V. თვალის გუგა. ვით ორბი მაღლით მხედვარე ხედვას მისცემდა ბაიას (ბეს. 128, 2). თუალის ბაიათა სინათლესა უძღვნის (ქილ. 196, 26). ტრფიალო ლამაზო მეტრფიალა ბაია შენი (მ. ბარათ. 27, ქვ. 1).თვალის კაკლის შუაგულში ჩვენ მრგვალ შავს ბაიას ვამჩნევთ და ბაიის გარშემო ფერადს სალტასა (ი. გოგებ.). დიალექტ. ბაია თვალის ჩინი, თვალის შავი ნაწილი. შიგან თუალის ბაიაში მოხდენია ფწკალი (იმ., ჩვენ. ფუტკ.). ბაია თოლის ბაია, გუგა (ფერეიდ. ჩხუბ. 310). ზან. თვალის გუგა (მეგრ. ქობ.). საშ. ქართ. V. ბაიას ჩჩვილნი ჩჩვილთა უწოდენ – საბა. ახ. ქართ. ბაია ჩვილი ბავშვი (ბავშვის ენაზე). თამარო, ჩემო თამარო, მითხარი, ჩემო დაია! რატომ არ მოდის ჩემთანა შენი პატარა ბაია? (შ. მღვიმ.).შდრ. აგრეთვე: ბაა „პატარა ბავშვს ეტყვიან, „აღუს რო ეტყვიან“ (მარაბ., ქართლ. მენთ.). საბას მიხედვით „ბაიას ჩჩვილნი ჩჩვილთა უწოდებენ“. ხომ არა გვაქვს აქ საქმე მცირეწლოვანთა, პატარათა, უჰასაკოთა აღსანიშნავად ქართველურ ტერმინებში დადასტურებულ ბაა − ელემენტთან, რომელიც გვხვდება სიტყვებში: ბავშვი, ბალღი. ძნელი აქ ალბათ ვამტკიცოთ ი. ჯავახიშვილის კვალდაკვალ, რომ უთუოდ სქეს-კატეგორიის აღმნიშვნელი ბ-თავკიდური გვაქვს. სამაგიეროდ, არ არის გამორიცხული, რომ აქ რაღაც საკმაოდ არქაულ სიტყვათმაწარმოებელ ძირთან გვქონდეს საქმე, რომელიც „მცირეს, უმნიშვნელოს“ გაგებას შეიცავდა (გორდეზიანი 1985, 63). ახ. ქართ. VI. ბაია რუმინული ფული, კაპიკის მესამედი (ი. იმედ.). დიალექტ. ბაჲა (თ.) საკმაოდ, საერთოდ, თითქმის, როგორც საჭიროა. ბაჲა ღამე გამხდარა (მეზ., ჩვენ. ფუტკ.).
ბაკან-ი
საშ. ქართ. I. ბაკანი ხის ჯამი, გინა კუს ზურგი – საბა, ნ. და დ. ჩუბ. მოგართმევს კვერცხით სავსე ბაკანსა (დ. გურამ.). თუცა შემძლებოდა მისსა თავისა ბაკანსა ველთა მიწათა გავასწორებდიო (ქილ. 340, 33). ახ. ქართ. ბაკანი 1. კუს ზურგის რქოვანა ფარი. კუს ბაკანი გაუტყდა – ჭირადაც ეყო და ლხინადაცო (ანდაზა). ფიგურ. ქვეყანა დავიწროვდა, ჟინჟღლიანი ბურუსის ბაკანში შეძვრა (ნ. შატ.). 2. ხის ჯამი. ვხვეწდი თაბხებს, ხონჩებს, ხის ჯამებს, თეფშებს, ბაკნებს (ვაჟა). დედამ უბრად დაწველა ფურები, უბრადვე შეზიდა რძიანი ბაკნები სარძევეში (ს. ქეთ.). 3. სამზარეულოს ონკანის ქვეშ დამონტაჟებული ფაიფურის ან ლითონის ავზი. ზინა სამზარეულოში გავიდა, ჭუჭყიანი თეფშები ბაკანში ჩააწყო (თ. ჭილ.). დაიბზარება ნაპირიდან ნაპირამდე შედუღაბებული ბაკანი (ვ. ჩხიკვ.). დიალექტ. ბაკანი მეტ-ნაკლები სემანტიკური გადაწევით დასტურდება: დიდი ჯამი ხის ან სპილენძისა;2. ვარცლის მსგავსი მრგვალი ჭურჭელი, რომელშიც რძეს ჩაწურავენ;ქვაბი (თუშ. ხუბ., ცოც. ფშ. ხორნ.). ისრი უსო კოზო, რო ბაკანიღა გაჴვრიტა (მოხ. ღუდ.). ბაკან, მრ. ბაკნები ქვაბი. მაქალათები იტყვიან ჸიჸიკიდეთა– ფაფიან ბაკნებიო-დ’ წავიდეთა– (თუშ. ხუბ.). რაჭულში გვხვდება ბაკანას სახითაც. საწყაო (ოთხი ბაკანი ერთი ფუთია).ს.-ქართვ. *ბაკან- „ბაკანი;ქვაბი;სკამი (ჩუხუა 2017).საშ. ქართ. II. ბაკანი ჭიის ყირმიზი. წითელი სამხატვრო წამალია ჭიაფერისაგან ქმნილი. ლათინურად ეწოდების ფლორენციის სანდალოზი, ხოლო რუსულს ენაზედ მიუღიეს სახელი თჳსი სპარსეთის ქალაქისა ბაქოსაგან, სადაცა ჭიაფერისა სიმრავლისა გამო აკეთებენ წამალსა ამას საკმაოდ (ი. ბაგრატ.). III. ბაკანი (თურქ.-არაბ.) ერთგვარი ლაქის საღებავი – მ. ჭაბ.შესაძლებელია, რომ II და III ბაკანი < ბაკამი;ბაკამი იუსტინე აბულაძე ამ სიტყვას არაბულიდან შემოსულად მიიჩნევს: «ბაკამი – არაბ. baqam ბაკამ ბრაზილიის ხე» (აბულაძე 1934, 570). „ტურფა საჩრდილი ხევნარი დარიგებულ: ნარინჯი ...ბა კამი (შჰნ. I, 370). მ. ანდრონიკაშვილის მიხედვით, «ბაკამი – საღებავი (წითელი), ბრაზილიის ხე, სინათლის ზოლი მთვარის ან მზის გარშემო (ანდრონიკაშვილი 1996, 66). შდრ. ბაკმი მკრთალი შუქის რკალი მთვარის ზოგჯერ კი (მზის) ირგვლივ, შარავანდედივით.
ბაკი
ბაკი მრგულად მოვლებული ღობე ან ფიცრული ხვასტაგთ დასაყენებელი // მზისა ანუ მთოვარის გარემო ზოგჯერმე ხილული ნათლის სარტყელი – ნ. ჩუბ. ბაკი მოზღუდვილი ხეებითა და ხარიხებითა;ეზო, რომელსა შინაცა გლეხნი ზროხათა და საქონელთა დააყენებენ;მთოვარეს რომ შემოერტყმის, გარშამო რომ შუქი მოევლების მას ეწოდების. ბაკმა ესაეთსა სიმგრგვლესა ეწოდების, რომელიცა სიმრგჳლე კაცისასა შეუცავს (თ. ბაგრატ.).ძვ. ქართ. I. ბაკი «ეზო», საჩეხი: «სხუაცა ცხოვარ არიან ჩემნი, რომელ არა არიან მის ბაკისანი“ C, – „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსანი“ (DE, ი. 10, 16). „გამოგიყვანე შენ ბაკისაგან უკუანაგან სამწყსოთა“ (I ნშტ. 17, 7). „მპარავნი იგი უხილავმან ძალმან ბაკსა მას არვისასა შეაკრნა“ (მ. ცხ. 347r). საშ. ქართ. ბაკი და ძველი სახლები ყველას ამილახორის შვილებს დარჩა (სამ. IV, 433, 5). რომელი იყო ბაკი, ფიცხელად შებმა გვიყვეს (ქ. ცხ. IV, 133, 5). ექმნათ ბევრი საშოვარი, დაეცალათ ცხვართა ბაკი (არჩ. 468, 11). გადატ. მერმე დათმენის ბაკთა შევიდა (ქილ. 940, 8). სიკუდილის ბაკიდამ გამოსულა შეუძლებელია (ქილ. 462, 22). ახ. ქართ. ბაკი 1. საქონლის სადგომი, ირგვლივ მოზღუდული, უსახურავო. ჩვენი კამეჩი მეველეებს ბაკში ჰყავთ დაჭერილი (ილია). [ბაბუცა] ნახირიდან მომავალ ძროხას მიეგება, ხბო ჩამოაცილა და ბაკში დაამწყვდია (ნ. ლომ.). სახლებისვე გვერდით გაკეთებული აქვთ ბოსლები და ბაკები (ი. გოგებ.). 2. ძვ. ურმების დასაყენებელი მოზღუდული ეზოყურე ქალაქში. პეტრემ ნაყიდი წისქვილის ქვები დაუდო ურემზე და ბაკში მიიტანა, საცა ქარავანი იყო გამოშვებული (ილია). ხარ-ურემი საბურთალოს ბაკში დააყენა (ბ. ჩხ.). დიალექტ. ბაკი: ძველებურ მიწურ სახლში შესასვლელი, ვიწრო და ბნელი დერეფანი (მესხ. მაისურ.). ბაკი გავრცელებული სიტყვაა დიალექტებში მაგ.: ფშაურში, თუშურში, კახურში, იმერულში, აჭარულში… გვხვდება ბაკე-ს სახითაც (ზ.-იმერ. ძოწ.).ბაკ 1. პირუტყვის შემოღობილი სადგომი ცის ქვეშ ცხვრის საწველი ადგილი მეცხვარეთა საზაფხულო ბინის კომპლექსში. საწველავ მოუწველავი გადასვლა გვინდა ბაკშია.ბაკ ეზოს მიბმული სახნავი მამული ბარად. წინავ გზაზედ არა მუჸარიდით, ბაკებზე-დაჸ გადავ-გადმოვიდნიდით – უწინ გზაზე არ მოუვლიდით, პირდაპირ ბაკებზე გადავდი-გადმოვდიოდით.ბაკის კარ ბაკის მისადგომები – თავდასხმის ობიექტი მეკობრული ლაშქრობების დროს. „წინავ მომიყვანე ბაკის კარ, თვალ გქონდეს მოჯერეზედა“ (თუშ. ცოც.). მებაკეჲ მეწინავე მეკობრული ლაშქრობის დროს, პირველი დამცემი. ხულანტითებ რო გადმოედით იობს ერთ ჭედილაჸ მისცეს, მებაკეიავ ესევ (თუშ. ცოც.). ბაკი // ბაჭი ბოსელი ზან. (ლაზ. თანდ.). 1. ს.-ქართვ. *ბაკ- „საქონლის დასამწყვდევი ადგილი“ (ჩუხუა 2017). სომხ. =bak „ეზოს შენობის მახლობლად (გიგინეიშვილი 2016). საშ. ქართ. II. ბაკი 1. ბაკმი, მთვარის გარშემო სინათლის რკალი (ნ. ჩუბ.). მთვარე იჯდა ბაკსა შუა, პირი ბადრი მოევანა (არჩ. 572, 6).დიალექტ. ბაკი მთვარის გარშემო მოყვითალო ფერის რგოლი, – ბაკმი;ამბობენ, ცუდი ამინდის მანიშნებელიო (იმერ. გაჩ.). სავსე მთვარეს გარს მოვლებული ნათლის ზოლი. „მთვარეს რო ბაკ ექნების, სიციობა იქნებავ, იციან“ – მთვარეს რომ ირგვლივ ბაკი ექნება, სიცივეები იქნებაო, იტყვიან (თუშ. ცოც.).ბაკიან თვალ, ბაკის თვალ იყოს. ნაქსოვის ორნამენტი – წრეში ჩასმული წერტილი. თეთრ მირგველაჸში რო თეთრ ზის, იჸმისად იციან ბაკიან თვალივ (თუშ. ცოც.).ახ. ქართ. III. ბაკი [ფრან. bac] ლითონის დიდი დახურული ჭურჭელი სითხის შესანახად – ავზი. წყლის ბაკი, – ბენზინის ბაკი – მ. ჭაბ. დიალექტ. ბაკი წუღის მკერავის ტყავის სალბობი ჭურჭელია (გურ. ჟღ.). ახ. ქართ. IV. ბაკი (ნიდერ. bak ტაშტი) ხომალდის კიჩოს დაშენება ზედა გემბანის დასაცავად შემხვედრი ტალღისაგან, ჩაუძირაობის გასაზრდელად (დახურული ბ.). აგრეთვე ღუზისა და გემსაბლის განლაგებისათვის;მოდის ფორშტევენიდან და ეწოდება ნახევარბიჯი;2. დიდი ჭურჭელი სითხისათვის. ახ. ქართ. V. ბაკი (გერმ.) უპირატესად მრ. ფორმით მოკლედ შეჭრილი ბაკენბარდი – მ. ჭაბ.
ბალ-ი
საშ. ქართ. I. ბალი წვეულობა – დ. ჩუბ.დიდს ბალს უკეთებს (ნ. ბარათ.) – გ. გოგატ. ახ. ქართ. ბალი: [ფრან. bal] საზეიმო წვეულება (მუსიკით, ცეკვით), – მეჯლისი. დაგვხვდება ბალი გაჩაღებული, ხალხი მრავალი (აკაკი). ან კიდევ ბალი, სტუმართა გროვა, ქარვის ვარაყი, დეზთა ხმაური… მუსიკა, ცეკვა, ქათინაური (ი. გრიშ.). საცეკვაო საღამო ბალში ვნახე ერთხელ და მასუკან გაგიჟებულსავით დავდივარ (ა. ყაზბ. IV, 379, 13). საშ. ახ. ქართ. II. ბალი ხე – ნ. ჩუბ. ბალი [Cerasus avium] 1. საშუალო სიმაღლის ხეხილი ვარდისებრთა ოჯახისა;აქვს მსხვილი დახრილი ფოთოლი, თეთრი ყვავილი და კურკიანი წვრილი ნაყოფი. პეტრეს… იმ სახლთან ედგა მსხალ-ვაშლი, ბალი, ქლიავი, ჭანჭური (ბაჩ.). ბლის ქერქით ჭურს თავი გაურეცხა… და ბლის კანის ორჩხობით ხელმეორედ დაუწყო ჭურს რეცხა (ნ.  ლორთქ.). 2. ამავე ხეხილის ნაყოფი, გრძელყუნწიანი, მომრგვალო, წვნიანი და ტკბილი. ბალი კენწეროში გამწარდებაო (ანდაზა). ბალი დამწიფდა ლალისფრად, ძირს დაუხრია ტოტები (აკაკი). დამწიფდა ბალი, დაშაქრდა, გამოჩანს, ვითა ბროლია (ი. გოგებ.). მარგალიტის ტყუპის ცალი ტოკავს ბალი ნება-ნება (გ. ლეონ.). დიალექტ. აგრეთვე: ბალი (ჩვენ. ფუტკ.). სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ სიტყვა სპარსული წარმოშობისაა. სხვათა კვალდაკვალ ჩვენ მივიჩნევთ, საერთო-ქართველური ფორმაა. შდრ. : ქართ. ბალი : მეგრ. ბული : ლაზ. ბული (ფენრიხი, სარჯველაძე 2000). ახ. ქართ. III. ბალი: [ფრან. balle] 1. ამა თუ იმ მოვლენის (მაგ. : ქარის ქროლის, ზღვაზე ღელვის და მისთ.) ინტენსიურობის ციფრობრივი გამოხატულება. ზღვის ღელვა რვა ბალს აღწევდა. – მიწისძვრის სიძლიერე ოთხ ბალს უდრიდა. 2. მოწაფეთა ცოდნის შეფასების ნიშანი (შდრ. ხუთბალიანი [სისტემა]). 3. ციფრებით აღნიშვნა მოპოვებული წარმატებისა სპორტის ზოგ სახეობაში.
ბალიშ-ი
ბალიში თავის ქვეშ სადები სასთაული დასაძინებლად // სვეტთა, ბოძთა და მისთანათა თავს შესადგმელი ქა ან ხე, ბუღაური – ნ. ჩუბ. საშ., ახ. ქართ. I. ბალიში (სპ.) ბუმბულით ან სხვა რბილი მასალით გავსებული თავქვეშ სადები (ჩვეულებისამებრ, ოთხკუთხა ფორმისა). მას ბალიში შემოეგდო (ვეფხ. 409, 3). თავით დასადები ბალიშიც აღარ მომცეს (სამ. VII, 155).გიორგის თავი უღონოდ მოწყდა ბალიშზე (ილია). თავით ბალიშად ქვა ედვა, ლეიბად – შამბი ძირზედა (ვაჟა). საბრალო დედაც ბალიშთან უჯდა ნინოს (რ. ერისთ.). ეს სიტყვა დასტურდება სხვადასხვა წყვილებში: უნაგირის ბალიში, ჟანგბადის ბალიში, თითის ბალიში …დიალექტ. ბალიში ლავაშის თონეში ჩასაკრავი ბალიში (ფერეიდ. ჩხუბ.). დიალექტ. II. ბალიში (სპ. ბალეშ) თხელი პური. ბალიშსაც მოიტანთ, პური ბალიშია (ფერეიდ. ჩხუბ.). ახ. ქართ., დიალექტ. III. ბალიში 1. ძელის ქვეშ საყრდენად ამოდებული ხის ნაჭერი. 2. არქიტ. ძელის (კოჭის) ქვეშ საყრდენად ამოდებული ხის ნაჭერი. || სვეტისთავი (ოთხკუთხა ფილა). [მარანს] ორ ნაწილად ჰყოფს თაღებიანი კედელი ან ხის დედაბოძი ზედ დაბჯენილი გრძელი ბალიშით, რომელიც უხვადაა მოჩუქურთმებული (ა. ლეკ.). დიალექტ. ბალიში ბელიში. რვილის თავის დასდები ღირღიტაზე (ღოლოვ., ფარცხ., ქართლ. მენთ.). ტორმუზის ღერძს აქ ხის ნაჭერი, რო ტორმუზის ღერძს არ შეეხოს ბორბალი, და იმას ქვია ბალიში (სხვიტორი, ზ-იმერ. ძოწ.). აგრეთვე: (თუშ. ცოც.).შდრ. ბელიში «ხეზე ანახეთქი დიდი ნაფლეთი» (რაჭ. კობახ., ქეგლ, ზ.-იმერ. ძოწ., ი. ჭყ.).ვფიქრობთ, რომ ბელ-ეში < ბელ-ვა. სპ. ბალიშისა და ქართ. ბელიშის ფონეტიკური მსგავსების გამო განხორციელდა სიტყვათა მნიშვნელობის გადააზრება.
ბამ-ი
საშ. ქართ. I. ბამი „ადგილი არს შესაწყვდეველი, ვითარცა ჩვეული კერპთა ბოროტად მსახურებისა“ (საბა). საშ. ქართ., დიალექტ. II. ბამი ძვ. „ალყის (= აბრეშუმის სიმის) ბოხი ხმა“ (საბა). დაბალი რეგისტრის ბგერის აღმნიშვნელი ძვ. ქართული მუსიკის ტერმინი;იოანე პეტრიწის (XI-XII სს.) განმარტებით – სამხმიანი სიმღერა, გალობის მესამე ხმა და სამსიმიანი საკრავის მესამე სიმი. დიალექტ. ბამ [აზ. ბმ, ბამ] დაბალი ხმა, ბანი;ბამ ნაღრაჲ, ბამ იგივეა, რაც დიდ ნაღრაჲ (ინგ. ღამბ.). შდრ. ბამბი ბოხი ხმა დუდუკის დაკვრის დროს – ი. გრიშ. საშ. ქართ. III. ბამი: პილპილი ინგლისური (დ. ჩუბ.). ახ. ქართ. IV. ბამი [Abelmoschus esculentus] ერთწლოვანი მცენარე (ბალბისებრთა ოჯახისა);|| ბამბის თესლი. მასალად მიეცით: …რვა ბაჰარი ანუ (= ანდა) ბამი (ბ. ჯორჯ.) – ქეგლ., ახ. რედ.
ბან-ი
ძვ. ქართ. I. ბანი: აბანე ბანის მაგიერ მიუმღერე. და ეს სიმღერა მის თქმას, მოძახილს აბანე (მც. სჯ. 313, 11, 4). საშ. ქართ. ბანი ბანი გალობაში ანუ საკრავში დაბალი და ბოხი ხმა – ნ. ჩუბ. ძველად ბანი ხმაშეწყობილობას ეწოდებოდა (ჯავახიშვილი 1990, 306). ხოლო სხჳათა გალობათა შინა ჴმა არს: მთქმელი, მაღალი ბანი, ანუ მომძახნებელი, და ბანი, ანუ მობანე (კალმას. II, 524, 1). ახ. ქართ. ბანი მითხარით, ბიჭებო, ლექსი უნდა ვთქვაო! (ხალხ.). ჯაჯალამ დაიწყო სიმღერა, იმას სხვებმა მისცეს ბანი (ა. ყაზბ.). ბანი ისეთი ძლიერებით გუგუნებდა, რომელაც ხუთ-ექვს კაცზე ნაკლები ვერ მოახერხებდა (ნ. ლომ.). დიალექტ. ბანი: ექო, გამოძახილი. „მე რომ სიმღერას ვიტყოდი, სხვები ბანს მომცემდნენ“. „ჰო ამან თქვა და იმანაც ბანი მომცა“. ისრე ყვიროდა, რო ხევი ბანს აძლემდა. „საყდარი ისეა გაკეთებული, რო დაილაპარაკამ, ბანს მოგცემს (ჯავახ. ზედგ.). ებანი უძველეს ხანში მხოლოდ შებანებისათვის იყო განკუთვნილი, მარტო შემბანებელი საკრავი იყო და ამიტომაც გვებადება აზრი, რომ ბანი, რომელიც თავდაპირველად აგრეთვე მხოლოდ შებანებასა ნიშნავდა და ებანი, რომელსაც ეგვიპტურს ზემოყვანილ სახელთან, უეჭველია, კავშირი უნდა ჰქონდეს ერთი და იმავე წარმოშობის სიტყვები უნდა იყოს (ჯავახიშვილი 1990, 275). ბანი ბანი;მესამე სასიმღერო ხმა ზან. (მეგრ. ქობ.). საშ. ქართ. II. ბანი ერდო, სართული სახლის //კომლის სავალი კერისა, ბუხრისა – ნ. ჩუბ. საშ. ქართ. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი (ვეფხ. 478, 1). …სა მნი კაცნი ბანთა ზედა სხდეს (ამირან. 111, 8). მაშინვე ფიცხლად ჩაირბინა ბანი (ვისრ. 137, 28). ერდო წარმოდგეს ბანსა ზედა (ქ. ცხ. II, 59, 3). წინ დალალი დავითას ბანის გზამდინა (სამ. VIII, 703, ქვ. 9). ყარიბთა ბანი, გზის საბანი, ეკლით შევსჩმახეთ (ბეს. 47, 9). ახ. ქართ. ბანი დატკეპნილი მიწის სწორი (ბრტყელი) სახურავი სახლისა თუ სხვა ნაგებობისა (ოდნავ უკან დაქანებული). ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა, თავს დავაქციოთ ბანიო! (ხალხ.). გაშალეთ სუფრა, გადმოფინეთ ბანზე ხალები (ი. გრიშ.).ბანი მომდინარეობს შემდეგი სპარსული ლექსიკური ერთეულიდან – [bân], მოგვიანო გამოთქმაში – [bâm]. მისი მნიშვნელობაა – ბანი (ანდრონიკაშვილი II, 1996;ბართაია 2010, 25;გიგინეიშვილი 2016). ბანე ბანი;მოსწორებული ადგილი ზან. (მეგრ. ქობ.). საშ. ქართ. III. ბანი ბალახი. ბანი ერთი ბალახი არის რომე მისრეთს იშოვების … ყუელა კარგად დანაყონ (იად. 521, 16). და ზეთი ბანისა და ზეთი ნარდისა… მოუსუას ქანთელსა (კარაბ. 301, 28). ახ. ქართ. IV. ბანი ქართული ანბანის მეორე ასოს სახელწოდება. ანს დახედე, ბანს დახედე, სიგრძესა და განს გახედე! (ანდაზა). ეს არის ანი, ეს არის ბანი; ისწავლეთ, გენაცვათო! (ი. გოგებ.). ხელახლა უნდა მოვინათლოთ ყველანი ქართველებად და ხელახლა უნდა შევისწავლოთ ანი და ბანი. მტერმა შეიძლება სკოლა დაგვინგრიოს (ო. ჭილ.). ახ. ქართ. V. ბანი (რუმ. ბან) მოლდავეთისა და რუმინეთის ხურდა ფულ-მონეტა, უდრის ორ ლეის – ა. სიხ.
ბანგ-ი
საშ. ქართ. I. ბანგი ბანაკი. გზანი შეიკრნეს მძორითა, ჰყრია, მართ ვითა ბანგია (შჰნ. I 499, 1). ბანგი (თურქ.) ბანკ-ათასეული, ათასეული, ათასიანი, ათასი – იუსტ. აბულაძე. შდრ. ძვ. ქართ. ბანაკი «ერი», მხედრობა, რაზმი;გუნდი, ჯგუფი.საშ. ქართ. II. ბანგი (სპ.) ბანგ-მათრობელა მცენარე;აქ კი მთვრალი, ნათრობი. საამისურ არ იყურა, ვითამც იყო ღვინით ბანგი (შჰნ. I, 1025, 3). ნუთუჭკუა შემეცვალა, ანუ ვიყავ მეტად ბანგი? (ნ. ციც. 424, 103, 3). ეშყით ბანგობს ვითა მთურალი (ფეშ. 740, 2).ახ. ქართ. ერთხელ შეაპარა ბანგი, დაათრო ქალი და ვაჟი (ზღაპ.) ლამის ისიც ვიფიქრე, ვინმემ ბანგი ხომ არ შემაპარა-მეთქი (ო. ჭილ.). ფიგურ. სიტყვისა და ლექსის სიტკბო ეკიდება, როგორც ბანგი (გ. ლეონ.).ბანგი ირანული წარმომავლობისაა „მათრობელა მცენარე“ (იუსტ. აბულაძე).დიალექტ. III. ბანგი ბანკი. იმ სახელმწიფოში იყო ერთი ბანგი. სუყოველღამე ტყდებოდა ი ბანგი (ხიდარი, ზ.-იმერ. ძოწ.).ბანგი < ბანკი. შდრ. ახ. ქართ. ბანკი [ფრან. Banque] 1. მსხვილი ფინანსური დაწესებულება, სადაც ხდება ფულადი სახსრების თავმოყრა, მისი წარმართვა მიმოქცევაში, საკრედიტო ოპერაციები და სხვ.
ბანდ-ი
საშ. ქართ. I. ბანდი ნაჭერი: „იხილეს ძმაჲ ვინმე შიშუელი, რომელსა ბანდი რაჲმე მოესხა სარცხინჳელთა მისთა“ (მ. ცხ. 208r). „და ბანდი ჩასჭრა და ჩასცვივდა ნაკაზმი დანაფერია“ (შჰნ. I, 1972, 4). ახ. ქართ. ბანდი 1. ჭრილობის შესახვევი (ქსოვილი). შდრ. ბინტი. ფეხზე მალამო წაუსვა და ბანდით შეუხვია (ლ. მალაზ.). ვანოს ცხვირ-პირი ბანდით აქვს აკრული (რ. ინან.). ჩანთაში მუდმ დახვეული ბანდის ნაჭერი მოუჩანდა (ფ. ხალვ.). 2. წვრილი თოკი ან თასმა (რისამე სახლართად, მოსაკრავად). ქალამნები დამიძველდა, ზედ ავიხვიე ბანდები (ხალხ.). დიალექტ: ბანდი ძველი ქსოვილის (ტყავის) ნაგლეჯი ქალამანში ჩასაფენად, ფეხზე დასახვევად. ქალმეფში რო ჩაიგებენ ხომე ჩვრეფსა, იმას ჲქვიან ბანდი (ტყვ.). ახალ წინდას რო ჩაიცვამდენ, ზედ გადაიხვევდენ ბანდას, როქალმეფს არ გაეფუჭებინა წინდები (ოძ., ქართლ. ლექსიკ.). ბანდი, ბანდები 1. ძარღვებს ნიშნავს. ადამიანი რომ დაიხუთება იტყვის: „დამხუთა, ბანდებ მტკივაო“ ამასთან, იგი გურულში დადასტურებული სემანტიკური ელფერითაც გვხვდება. ცუდ, უვარგის, საქმის შემაბრკოლებელ თარს ადამიანს აღნიშნავს. ასეთი ადამიანი საქმეს ვერ ახანებს, აბანდებს, დროში აჭიანურებს. დაბანდება საქმის გაჭიანურებაა. 2. ქალამნის ამოსასხმელი ანუ ამოსაბანდავი (=ამოსახლართი) წვრილად დაჭრილი თასმებია, იგივე საბანდი, კოპი. ვაჟა-ფშაველასთან ეს ლექსიკური ერთეული გადატ. მნიშვნელობით გამოიყენება და 3. დოვლათს, ბარაქას აღნიშნავს. „ცხვარს დიდი მადლი აქვს, ბევრი ბანდი სცვივა;წელში ერთი ორადა ხდება, ორჯერ იპარსება, ახლა ყველი ვიანგარიშოთ, ხაჭო (ფშ. გოგატ. 6). აგრეთვე: (ინგ. ღამბ., როსტ., ზ.-იმერ. ძოწ., ჩვენ. ფუტკ., ზ.-იმერ. წერეთ., თუშ. ხუბ., ქართლ. ლექსიკ., ფერეიდ. ჩხუბ., აჭარ. ნოღ., ნიჟ.). ბანდი სიტყვა ირანული წარმომავლობისაა (შდრ. ფალ. ბანდ „შესაკრავი“, „რგოლი“, „შეკვრა“) (გიგინეიშვილი 2016). დიალექტ. II. ბანდი ჯებირი. ერთ ჯებირია ჩონ სოფელჩი, ჰქიან ირაკოტის ბანდი (ჯებირი) (ფერეიდ. ჩხუბ.).გამოთქმულ მოსაზრებათა მიხედვით 1. ბონდი საფიქრებელია, რომ ეს არის ლათინური პონ-ს / ნათ. პონტ-ის („ხიდი“) ფორმის ნაირსახეობა, მიღებული გამჟღერებით, რაც უნდა მიეწერებოდეს შუამავალი ენის გავლენას. თვით შუამავალი ენა გამოვლენილი არაა (გიგინეიშვილი 2016).ქართ. ბანდი, მეგრ. ბონდი, „დაწნული;დაკიდებული დაწნული ხიდი“;ბონდილი „ბადე“;სვან. ლიბნდე „გაკერილი“ სპარსულიდან კი არაა ნასესხები, არამედ საერთო-ქართველური ოდენობებია (ბუკია 2013, 282). III. ბანდი თეთრი ყურძენი, ნახჭავნის უბანსა და შარურში იყო გავრცელებული (ჯავახიშვილი V, 570).დიალექტ. IV. ბანდი ცუდი, უვარგისი „ყოლიფერი ბანდი საქმე მეზარება“. „ბანდი კაცი, ყოლიფერს რუ ეტანება და ვეფერს აკეთებს, აგია“ (ს., გურ. ჯაჯ.). შესაძლოა, რომ სპ. „ცუდის“ მნიშვნელობის ბადი-საგან ნ-ს განვითარებით მიგვეღო ბანდი. IV. ბანდი უნიკალური არაბული სალექსო ფორმა (ლექსი პროზად, სხვადასხვა სალექსო სტრიქონის გაერთიანებით). ბანდი არის შუალედური რგოლი ლექსსა და პროზას შორის (სილაგაძე 1992).
ბანდა
საშ. ქართ. I. ბანდა მონა. მეც თქვენი მოსამსხურე ვარ, შენ თუ გინდივარ, მით, და არ[ა] ამითა, შენი ბანდა ვარ (ხოსრ. 54, 21). შდრ. (სპ.) ბანდე მონა; 2. ლაქია – ალ. ელერდ. ახ. ქართ. II. ბანდა [იტალ. ბანდა] რაიმე სახის დამნაშავეთა (ყაჩაღთა, მძარცველთა, დივერსანტთა…) დაჯგუფება. ილიას ეტლს თავს დაესხა შეიარაღებული ბანდა და „მოკლეს, განგმირეს მგოსანი“ („არქივი“). [არსებობს] ტერორისტული ბანდის მაგვარი რაღაც (რ. თვარ. თარგმ.). საშ. ქართ. III. ბანდა, ბანდი (სპ.) შეკრული, შეშარტული;უხმარი ძონძი;წვრილი თასმა სახლათავი;რომელიმე სენი ხვასტანგთა (დ. ჩუბ.). იხ. I. ბანდი.
ბანიან-ი
ახ. ქართ. ბანიანი I. ბანის მქონე (სახლი). [მეფეს] ორიოდე ბანიანი სახლი ედგა (კ. კობახ.). ყველა შეამჩნევდა…პატარა ბანიან სახლს (რ. ინან.). იხ. III. ბანი.ახ. ქართ. I. ბანიანი [ჩინ. ] ფიკუსის სახეობა, მრავლდება და იზრდება სწრაფად. არ ცდილობს ბანიანის ხედ გადაიქცეს და ამის გამო დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება (რ. ინან.). კრიტიკა ვერ მოითმენს შთაგონების სიმულციას, – როცა ბალახი ცდილობს ბანიანის ხედ იქცეს (ა. კალანდ.).
ბაჟ-ი
ბაჟი სომხურად თუმცა ეძახიან բած (ბაჟ ანუ პაჟ), მაგრამ ბაჟ სპარსული არის და არა სომხური. ქართულად ბაჟი ზვერი არის, აქედამ მეზვერე-მებაჟე (თ. ბაგრატ.). ძვ. ქართ. I. ბაჟი (სპ.) საქონელზე დადებული გადასახადი: „იხილეს რაჲ მეზუერე მისცეს ბაჟი მათი“ (მ. ცხ. 55r) „ანუ სამუშაო, ანუ სუხრაი, ანუ ბაჟი აღებული, ვითა არაი ზედა სდებია“ (საბუთ. 6:15).ძველსავე ქართულში დასტურდება მებაჟე, საბაჟე. ანუ ბაჟს, დავღას, რად იღებთ სადუქნეს, საქულბაქოსა (დ. გურ. 138, 511, 4), იმერეთში ბაჟს ყოველს ალაგს იღებენ და გზაზედ გაგვრჯიან (სამ. VIII, 58, 10). ასე, რომ საჩხერის ბაჟი მესამედი ჩვენს ძმასა ბერს ქონდეს (სამ. VIII, 924, ქვ. 7). აიღონ ბაჟი… საჰყათ საქონელზე, ესე იგი საწვრილმანოზე, რომელ არს კალა, შაქარი, ჩაი… სანდალი (სამ. ბატ. დავ. 159, ქვ. 6). ართმევს ბაჟსა იმა ბოღაზში გავლის მიზეზით (კალმას. II, 77, 23). არ შეუნდო საწუთრომან, ბაჟ-ბეგარა მასცა სთხოვა (შჰნ. I, 182, 606, 30). ახ. ქართ. ბაჟი 1. სახელმწიფო გადასახადი ქვეყანაში შემოსატანსა თუ ქვეყნიდან გასატან საქონელზე. გატანილ ნავაჭრზე ბაჟი უნდა გადაეხადა (დ. კლდ.). 2. მოძვ. გადასახადი ამა თუ იმ საქონლის დამზადებაზე. სოფლის სამართველოს დადგენას ზედ მოჰყვა ცვლილება ღვინისა და არყის ბაჟის თაობაზე (ილია). ბაჟი გადასახადი, ბეგარა ბაჟი გადასახადი, ბაჟი. ზან. (მეგრ. ელ., სვან. თოფ. ქალდ.). დიალექტ. II. ბაჟი, ბაჟე შეთვალებული ლეღვი. „ჩამოდი, გოგო, ძირს, ბაჟე ლეღვით რას ითითქავ ტუჩებს! (იმერ. გაჩ.). დასტურდება ბაჟ- ფუძიანი შემდეგი ნაწარმოები სახელები და ზმნური ფორმები: ბაჟიანა დაუმწიფებლად, დაუვარგებლად. სულ ბაჟიანა ვჭამეთ ლეღვი (განთიადი, ზ.-იმერ. ძოწ.). დაბაჟდება ლეღვი შემწიფდება. დაბაჟდა ლეღვი, მალე დამწიფთება. დაბაჟებული შემწიფებული (ლეღვი). ლეღვი დაბაჟებულია უკვე. შებაჟებული სიმწიფედაწყებული, შეთვალებული (ლეღვი). ჩვენი ბორა ლეღვი ქეა შებაჟებული (იმერ. გაჩ.).
ბაჟე
დიალექტ. I. ბაჟე შეთვალული ლეღვი. ბაჟე ლეღვს ჩვენ ვეძახით, როდესაც კუხია, კანს რომ მოვაძროვთ, თეთრი რძესავით გამოვა. ბაჟეს ვეძახით კიდო, ქათამს რომ დავკლავთ და მის ნიგვზისაგან წვენ რომ გაუკეთებთ, ნიგვზიდან ზეთს გამოვხთით ხელით და იმ წვენში გოურევთ (ზ. ქართ. მრეწ. IV, III, 1989, 53). იხ. II. ბაჟი.ახ. ქართ., დიალექტ. II. ბაჟე უმად შეკმაზული ნიგვზისა და ნივრის საწებელი. შენ წარმოიდგინე, ხეირიანი ნიგვზის ბაჟეც ვერ შეკაზმეს (ს. კლდ.). ბაჟეში ჩაწყობილი ქათმის ჩიჩია მოგიტანე (ნ.  შამან.). წინ გვედგა სავსე სუფრა… ბაჟეთი, ღომით… (ტ.  ჭანტ.). [გულჩინამ] ბაჟეში ჩაწყობილი წიწილი ტაბლაზე ჩამოდგა (ო. იოს.). დიალექტ. ბაჟე ნიგოზს, ხმელ ქინძს, ზაფრანს, ნიორს, მარილს და პიმპილს დანაყავენ, გახსნიან გადახარშულ ცივ წყალში და ჩააწყობენ შიგ მოხარშულ აქნილ ქათამს, კვერცხს. ბაჟე აჭარაში ცნობილია აგრეთვე ზანტაკას და კაკლის წუწუნას სახელებით (აჭარ. ნოღ. 1986, 32). ამავე მნიშვნელობით დასტურდება ბაჟა: ბაჟა წვენი ხორციანი კერძის შესაკმაზავი მომჟავო წვენი, ხაჟუჟი წვენი. ბევრჯერ მომენატრება შენი ნახელავი ბაჟა (ბ. თათარ.). ზან. (მეგრ.) ვამზადებდით აგრეთვე წვენს, რომელსაც ვეძახდით ბაჟაში საწბელი (ქვ. სამეგრ. მრეწ. III, II, 214).
ბარ-ი
ძვ. ქართ. I. ბარი «ველოანი», «ღელე», ვაკე: ქუეყანაჲ მთაჲ და ბარი M, – „ქუეყანაჲ მთოანი და ველოანი (არს) (G, II შჯ, 11, 11). „ვერ შეუძლეს დამკჳდრებად მკჳდრთა მათ ბარისათა“ M, – „ვერ შეუძლეს მოსრულებაჲ მკჳდრთა ღელისათა“ (მსჯ. 1, 19). საშ. ქართ. ბარი „ვაკე“. მთა-ბარი ახლორებს ესრეთ (ქ. ცხ. IV, 657, 15). მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა (რუსთაველი). ასი არაბთა ნახედნი ცხენი, მოსრული ბარითა (ნ. ციც. 601, 1082, 2).გამოყენებულია როგორც საკუთარი სახელი, ადგილის აღსანიშნავად: ბარის ერისთავი: რამეთუ ესე ბარის ერისთავი იყო გენათელი (ქ. ცხ. IV, 886, 4, 8). ახ. ქართ. ბარი 1. დაბლობი, ვაკიანი ადგილი, ჩვეულებისამებრ – დასახლებული და სახნავმიწებიანი (საპირისპ. მთა). მთისა მეცხვარესა ჰკითხე, ბარისა – გუთნისდედასაო (ანდაზა). 2. გადატ. ბარის მცხოვრებნი ერთობლივ. მაშ, ბარი რაღასა ჩადის და ან იმისი ერთობა? (ბაჩ.). საშ., ახ. ქართ. II. ბარი [Falco cherrug] მონადირე ფრინველი, მოლურჯო ფერით. ჴორცისმჭამელნი: ყაჯირი, სუავი,… ბარი, ქორი თეთრი და წითელი (ქ. ცხ. IV, 42, 13). ჰკრა, მოკლა და ჩამოყარნა, გლონი ჯოგი ვითა ბარმან (შვიდ. 508, 1064). გავაზები და ბარები გავჰყარეთ, მაღლა აუშვით (არჩ. 392, 317, 3). მოასხმევინის მრავალი სონღული, შავარდენი, გავაზი, ბარი, ქორი, მიმინო და ავაზა (რუსუდ. 323, 31). ფიცხლა აცნობეს, აფრინეს, ვითა ორბი და ბარია (შჰნ. I, 865, 4). გავაზს ბარი მივადევნოთ (ფეშ. 233, 3). იხ. II. ბაჰრი. საშ. ქართ. III. ბარი: …მი სთვის არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარია (ვეფხ. 1116, 4). გლეხთა: ცული და წალდი, ბარი, თოხი (კალმას. 558, 6). არარა ჰქონდა პინა და ჯოხი / და კუთხეშია ეყუდა ბარი (ს. რაზმ. 118, ქვ. 2).ახ. ქართ. ბარი 1. ბრტყელი წვერმახვილი რკინის იარაღი, ხის ტარზე დაგებული (მიწის ჩასაჭრელ-გადასაბრუნებლად ან სათხრელად). ბარს დაჰკრავს, ბარს, ასე გგონია, დედამიწა უნდა შუაგულამდე ჩაანგრიოსო! (ილია). 2. იგივეა, რაც სახნისი. გუთნისდედამ შეაყენა გუთანი, ბარი ძირს დაუშვა, ნაკვეთი შესაფერად მოუწყო და თავში ერთის მხრიდან სოლი მისცა საკვეთს (ილია). ბარ-ფუძიანი ნასახელარი ზმნები, ნაწარმოები და რთული სახელები ფართოდაა გავრცელებული მეტ-ნაკლები სემანტიკით, როგორც სამწერლო ენაში ისე მის ყველა დიალექტში. მაგ. ბარავს, გაბარვა (აჭარ. ნიჟ.;რაჭ. ასათ.;ზ.-იმერ. ძოწ.).მეგრულად თოხს „ბერგი“ ეწოდება. ეს ტერმინი ჭანურშიც არსებობს და „ბერგი“-სავე (არქაბ., ვიწ. ხოფ.) და „ბერჯი“-ს სახითაა დაცული. იქ ეს სიტყვა ვიწრო, წვეტიან რკინის თოხსაც ჰნიშნავს, რომელიც მიწას ღრმად არ სთოხნის, და ცულსაც… შესაძლებელია, „ბარგი“-საგან იყოს წარმომდგარი მიწის სათხრელი იარაღის სათხრელი „ბარიც“ („გ“-ს გაქრობით, როგორც „მორგვისაგან წარმოსდგა „მორი“, კარგისაგან – „კაი“ და სხვ. იხ. სქ. 2 (ჯავახიშვილი 1930, 212, 213). წარმომავლობა უცნობია. შესაძლოა ბარი ნასესხები იყოს ზანურიდან (შდრ. ბარუა „ბარვა“), ხოლო ქართული შესატყვისი – *ბერი ან *ბელი – დაკარგული იყოს. იგი შემონახული ჩანს ფალაური ან. ახ. სპარსული bēl („ბარი“) სიტყვის სახით, რომელსაც ინდოევროპული ეტიმოლოგია არ ეძებნება და ქართულიდან ჩანს ნასესხები (გიგინეიშვილი 2016). აღდგენილია ს.-ქართვ. *ბარ – „ბარი, ბარვა“. მ. ჩუხუას აზრით საკითხი დამატებით შესწავლას მოითხოვს (ჩუხუა 2017). დიალექტ. IV. ბარ მარილში გამოყვანილი და გამშრალი ან შიგნეული. ხარშავენ ან როგორც ხაშს, ან მხალეულის შებოლილი პირუტყვის წვნიანს, უშვრებიან ცხიმის მაგივრად. შეიძლება დაალბონ და ხინკალიც გააკეთონ. ბარიან კვერებ ბარის ხინკალი. ბარიან კვერებ მეტაჸ საკარგაჸოდ იტყვის წინავე-დ ჲახლ კი აღარა იციან (თუშ. ცოც.). ბარი ძროხის, ცხვრის, თხის ან ნადირის ფაშს (ფაშვი), ნაწლევს და ფირტვა[ჸ]ს გარეცხავენ, გასუფთავებენ, …ბარს ხმარობენ ან კვერის (ხინკლის) გულად (ხშირად), ან კიდევ ხორცად (იშვიათად) (თუშ. მრეწ. III2, 84). ბარ (ინგ.) ღვიძლის ნაჭერი. „ფრტს – ფილტვს წვრილად დასჭრიან, ნაწლავებს მოახვევენ და მოჰხარშავენ. ამას ბარი ჰქვიან (მ. ჯან., 163;ა. შან., 347). ს.-ქართვ. *ბარ-„ფილტვი;კუჭი“ (ჩუხუა 2017). ახ. ქართ. V. ბარი [ინგ. bar] 1. პატარა რესტორანი, სადაც, ჩვეულებისამებრ, დგომელა შეექცევიან საჭმელ-სასმელს. ბარში ბევრი ხალხი იყო;ბლუზს უკრავდნენ (ე. მაღრ.). 2. სპეციალური მისასხდომი დახლი ასეთ სასადილოში. 3.  სასმელების შესანახი კარადის სახეობა. ახ. ქართ. VI. ბარი [ინგლ. bar] თავდაპირველად შემოსაზღვრული ადგილი (დგამი) სასამართლო დარბაზში, რომლის უკან დგას მოსამართლე.ახ. ქართ. VII. ბარი (ინგლ. bar, აქ – ლითონის ზოლი), საყელავი მანქანის (ან სამთო კომბაინის) მუშა ორგანო, მიმმართველი ჩარჩო, რომლის რალში მოძრაობს კბილებიანი ჯაჭვი. განკუთვნილია მასივში (მაგ., ნახშირის ფენაში) ყელის შესაქმნელად – ქსე. ახ. ქართ. VIII. ბარი (< ინგლ. bar, ფრანგ. barre, აქ – მეჩეჩი). 1. სანაპირო ბარი ხმელეთის ვიწრო ნაპირის გაყოლებით წარმოიქმნება ზღვასა და ლაგუნას შორის ტალღების მიერ ზღვის ფსკერის ნატანი – ქვიშის, ნიჟარების, კენჭებისა და კაჭარის ნაპირისაკენ მოხვეტის შედეგად. ახ. ქართ. IX. ბარი [ძვ. -ბერძ. βάρος სიმძიმე. [ატმოსფერული წნევის საზომი ერთეული (შდრ. ბარომეტრი). ახ. ქართ. X. ბარი (Bari) ქალაქი და დიდი ნავსადგური სამხრ. იტალიაში – ქსე. დიალექტ. XI. ბარი (თ. bar) ხალხური ცეკვა. ბარი კაი ყეჲდია, ართვინლები ზოვლი ისამებენ (ინ., ჩვენ. ფუტკ.). დიალექტ. XII. ბარი წილი, არჩივი. ნუ გეშინია, მეცხვარევ, ეგ ჩემი ბარი იქნება (ქხპ., 1973). შდრ. IV. ბარა, ბარობა. დიალექტ. XIII. ბარი ბრალი, დანაშაული. – შენ თუ მუცელი გტკივა, რა ჩემი ბარია (რაცხ. გურ.). ბარი < ბრალი.
ბარა
საშ. ქართ. I. ბარა გადასახადი. იქაურს მამულის ბარაზედ ხელი აიღონ (სამ. VIII, 728, 15). ნიქოზი ჩემი არის, ა[მ] მამულის ბარას მე ავიღეფო (სამ. IV, 362, 24). რომელიც ამ არზით თქვენის სიმაღლისათვის მომეხსენებინოს, სამართლით თეიმურაზ ფარეშთუხუცესსა ებრძანოს ამ მამული ბარისა და კულუხის აღებისა (სამ. VIII, 461, 19). შარშან მერგებოდა ორმოცი კოდი ბარა (სამ. IV, 512, 5). დიალექტ. ბარა, ბაჰრა მოსავლიდან ბატონისათვის გადასახადი (ჯავახ. მარტ.). საშ. ქართ. II. ბარა მცენ. წბო – დ. ჩუბ. საშ. ქართ. III. ბარი, ბარა, ბარე ვაკე ადგილი, დაბლობი. აწ გესალმები ყველასა, სოფელსა, მთა და ბარასა (ბეს. 156, 18, შერითმულია სიტყვებთან არასა, ჩქარასა). -ოდეს გასცილდა სოფლისა არესა, მთასა და ბარეს (ბეს. 159, 9). დიალექტ. ბარა არემარე, ეზო-ყურე. – მაგან ისე გამამწარა, რომე ვერ გეიარს ჩემ ბარაზე (რაცხ. გურ.). ცოცხალმა აფერმა გეიარა მის ბარაზე (გურ. ჟღ.).ზან. ბარა სამზეო, მზიანი, გაშლილი ადგილი, სანიავო;ეზოს მიმდებარე სასიცოცხლო სივრცე, გასაქანი, მიდამო (მეგრ. ქობ.).ს.-ქართვ. *ბარა „კარ-მიდამო“ (ჩუხუა 2017). დიალექტ. IV. ბარა || ბარობა. ჩემ ბარაზე ჩემს წილად. ჩემ ბარაზე არაფერი ყოფილა (ტაბაკინი, ზ.-იმერ. ძოწ.). აი ერთი ბიჭია, მეტი აფერია ჩემ ბარაზე (ჩოჩხ.). ყოველთვის-ზე თანდებულით იხმარება (გურ. ჯაჯ.).დიალექტ. V. ბარა: ერთ ბარაში ატარებს (გაატარებს) ერთი საზომით უდგება (მიუდგება), ერთნაირად {და}აფასებს. უხეიროსა და კარქს რო ერთნაირათ გამოიყენეფს, იმაზე იტყვიან, ერთ ბარაში გაატარაო (კავთ.). ანჩხლი დედაკაცია და სუ ჩხუბოფს განთავათა, არც ბებერი იციჲ, არც ჯეელი, სუყველაჲ ერთ ბარაში ატარეფს (წილკ., ქართლ. ლექსიკ.).შდრ. ბერაში გატარება ვისიმე დამარცხება ან დაშინება და შერცხვენა (შდრ. ალაიაში გატარება). ყველა ჩვენს მჭამელ-მცარცველსა ბერაში გაატარებენ (ბაჩ.). ჩოხელმა არ იფიქროს, მისი ადგილი უნდა და ბერაში ატარებსო (კ. ლორთქ.).VI. ბარა ძვ. შვილის ორივე სქესის მაუწყებელი ზოგადად (ივ. ჯავახ.).
ბარაკ-ი
საშ. ქართ. I. ბარაკი // ბარაკია (სომხ.) იხ. I. ბავრუკი. აიღე ბარაკი, მარამხოტი, თეთრი ხარბაყი (ფანასკ. 47, 38). ახ. ქართ. II. ბარაკი [ფრან. baraque] 1. ხის სახელდახელო ნაგებობა (დროებით საცხოვრებლად). სამუშაო გაუჩინა თავის ქარხანაში და ცალკე ბარაკშიც მოათავსა (შ. დად.). ვიდრე ბურიდან დაბრუნდებოდა, მირიანი იმავე ბარაკში შეუსახლებიათ (ა. სულაკ.). [სოფლის] ერთი მხარე… ბარაკებმა და კოტეჯებმა დაიკავეს (რ.  ინან.). ერთ-ერთი ბარაკი ზედ კოლექტორზე დაიდგა (ჭ.  ამირეჯ.). 2. მოძვ. განცალკევებული საავადმყოფოს შენობა გადამდები სნეულებით დაავადებულთა საიზოლაციოდ (ეპიდემიების დროს) – ქეგლ.
ბარდ-ი
საშ. ქართ. I. ბარდი მცენარეა: უგრეხელი – დ. ჩუბ.საშ. ქართ. II. ბარდი ბუჩქის ღერო. ბიისა მშვილდო ფიცხელო, ბარდის ისრისა მძმურო-და (ბეს. 115, 8). ახ. ქართ., დიალექტ. ბარდი ბუჩქების ან ბალახეული მცენარის ერთმანეთში გართხმულ-გადახლართული ღეროები. დავუწყე ძებნა, გადავწი-გადმოვწიე ბარდები და მივაგენი ერთ მწიფე ნესვს (აკაკი). ტყის პირად გაბმულ ბარდებში შვილებს რომ ვეტყვი ნანასა… (შ. მღვიმ.). მიყვარს შაშვიცა, შავად მბზინავი, ეკლის ბარდებში რომ იმალება (დ. მეგრ.). ზან. ბართვი ბარდი (მეგრ. ქობ.). დიალექტ. III. ბარდი საფარველი. მაშინ თოვლის ბარდი ჰფარავდა, მაგის შაოსან სახეს (ბ. „ჯეჯ.“ – ივ. ქეშიკ.). იხ. II. ბარდანი.ახ. ქართ. IV. ბარდი [კელტ. bard] კელტური ტომების სახალხო მგოსან-მომღერალი (ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში). გამოჩენილი ბარდის დაბადების დღეს მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ («ახ. ამბ. -საქ.»).
ბარდა
საშ. ქართ. I. ბარდა ჩენჩო, პარკი მწვანე ცერცვისა, მუხუდოსი და სხვ. ბარდა, ცერცვი;ბარდის გული – დ. ჩუბ. ბარდა ბალ. კატაბარდა – საბა. ახ. ქართ. ბარდა [Pisum sativum] ერთწლოვანი პარკოსანი კულტურული მცენარე;ღერო-ფოთოლი იხმარება საქონლის საკვებად, მწვანე პარკი და მარცვალი – ადამიანის საკვებად. მწვანე ბარდა მოხარშეთ 8 წუთის განმავლობაში («იმედ. ფორ.»). მინდვრის ბარდა [Pisum arvense] იმავე მცენარის სახეობა, რომელიც უმთავრესად მინდვრად ითესება საქონლის საკვებად. ახ. ქართ. II. ბარდა (თურან.) სპირტის წარმოების მეორადი პროდუქტი, რომელიც იქმნება კარტოფილის, მარცვლეული ან ბადაგის დუღილისას – ა. სიხ.
ბარდან-ი
საშ. ქართ. I. ბარდანი ძაძის ტომარა საბზეე. სხვათა ენაა, ქართულად თ ა ლ ი ა ჰქვია(ნ) – საბა. ბარდანი ბარგი, ტვირთი. შდრ. II. ბარდანა. „ოუკიდი ვირითვინ ბარდანი ბერსა“ (იმ., ჩვენ. ფუტკ.). ახ. ქართ. II. ბარდანი ბლომად დადებული თოვლის ფანტელები (შდრ. ბარდნა, ბარდნის). ტოტებზე ფოთლების მაგივრად თოვლის ბარდანები და ყინულის ლოლუები ჰკიდია (ი.  გოგებ.). თოვლი ლხვებოდა პირმზითში, ბარდანი ჩამოდიოდა (ვაჟა). დიალექტ. ბარდანი ახლად ნათოვლი ხეებს რომ დაედება. ამ ბარდანში რა ნადირობისია, ტყეში არ შეისვლება (ფშ. ხორნ.). ქარმა ახალი თოვლი და ხეებიდან ჩამონადენი ბარდანი შეაყარა ყურებში (თ. მოთხ. 38, 1 – ივ. ქეშიკ.). აგრეთვე: (თუშ. ცოც.). შდრ. ბარდამი მცენარეებზე, ხის ტოტებზე შერჩენილი წვიმის წვეთები ან სველი თოვლი (ხევს. ჭინჭ.). შდრ. სვან. ბურდან თოვლიანი ნამქერი (თოფ. ქალდ.). იხ. შდრ. III. ბარდი. დიალექტ. III. ბარდანი იხ. II. ბარდი. ბუჩქები იყო გადასული, ბარდანი ის იყო, ქვეშ იმტენი ადგილი იყო, ნადირი დაიმალებოდა (იგ.);კაპარჩხანამა დიდი ბარდანი ბუჩქები იცის (იგ.);ბარდანში ვერ გაივლი (კავთ., ქართლ. მესხ.).
ბარდანა
საშ. ქართ. I. ბარდანა მც. ძირხვენა – დ. ჩუბ. ახ. ქართ. II. ბარდანა დიდი ტომარა, ჩვეულებისამებრ, მატყლის, ბამბის, ბზისა და მისთანათა ჩასადებ-გადასაზიდად. ეს ბარდანები აქეთ დააწყეთ (ვ. ჩეკურ.). მარტო სამი ბარდანა წვრილი წიწაკა მაქვს დაკრეფილი (რ. ინან.). ერთი ბარდანა მზესუმზირა მოეპარა ვეშაპა ნაპოს (ა. გალდ.). ფიგურ. თქვენ ბარაქის ბარდანები მოგაქვთ ყველა მხრიდან (გ. ლეონ.). დიალექტ. ბარდანა ფშ., თ. ტილოს ან შალის ტომარა მატყლისათვის – ა. შან. შდრ. (სპ.) ბარდან საგზაო ჩანთა.
ბარსაბონ-ი
ძვ. ქართ. I. ბარსაბონი რაღაც მოხელეა: „აჰა ბარსაბონი სომხითისაჲ… …რო მელ იყო მფლობელ ქუეყანისა ჩუენისაჲ და აქუნდა ჴელმწიფებაჲ დივანთა განგებასა ზედა“ (Sin –11, 44r). ძვ. ქართ. II. ბარსაბონი ბალზამი Balsamum: „სხუაჲ არს ასქინოჲსა გომიზი და სხუაჲ ბარსაბონისაჲ“ (ბას. კეს. -ექუს. დღ. 74, 8). ბარსაბონი არაბ.-სპ. balasān – „ბალზამის ხე“ (ანდრონიკაშვილი II, 1996). ძველ ძეგლებში ამავე მნიშვნელობით გვხვდება აგრეთვე: ბალსამი, ვალსამო, ვალანო.
ბარქაზ-ი
საშ. ქართ. I. ბარქაზი (არაბ.) დიდი გემი – დ. ჩუბ. იგივე უნდა იყოს რაც ახ. ქართ. ბარკასი [ჰოლან. barcas] 1. დიდი მრავალნიჩბიანი ნავი (გემზე). 2. თვითმავალი პატარა გემი ნავსადგურის მომსახურებისათვის, – კარაპა – ქეგლ. საშ. ქართ. II. ბარქაზი სოკოა – დ. ჩუბ. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, კერძოდ რომელ სოკოს მიეკუთვნება მთელი რიგი ქართული სახელები: ბარქაზი, გორნიჭულა, თხილის … სოკო (სამზარ.).
ბასმა
საშ. ქართ. I. ბასმა (სპარს.) თმის შავი საღებავი – დ. ჩუბ.ახ. ქართ. ბასმა დარგ. 1. საღებავი, ჩვეულებისამებრ, შავი. ერთი ჩარექა ჰინა და ბასმა ბროწეულის ქერქარეული – თავის ტკივილისათვის კარგია (ი. გრიშ.). 2. თეთრი წებოვანი საღებავი, ჰაერზე მალე შრება;ქალის ლეჩაქებზე ამ ბასმით გამოჰყავდათ ყვავილის სახეები. დიალექტ. II. ბასმაჲ ერთგვარი ავადმყოფობა. უმთავრესად ბავშვებს ემართებათ, სუნთქვა ეკვრით და ახველებთ. ყმაწლს ბასმაჲ ქნაში მიჰყონენ ბებერთან. ეე ბებერ ლაჴავს ყმაწლს (ინგ. ღამბ.). დიალექტ. III. ბასმა (თურქ. basma) ჩითი, მიტკალი. სიცხეში ბასმა გუაცვია (ინ., ჩვენ. ფუტკ.). საშ. ქართ. IV. ბასმა სტამბა სპ. თურქ., სომხ. ბასმა;ესე არს დასაბეჭდავი წერილთა, რომელ არს თ ე გ ი – საბა. ბასმა [თათრ. ბასმა ანაბეჭდი] – (ისტ.). 1. ლითონის (ვერცხლის, სპილენძის, ოქროს) თხელი ფურცლები ზედ ამოტვიფრული ნახატით;ხმარობდნენ სამკაულად. 2. ლითონის ფირფიტა (ან ბეჭედი), რომელზედაც გამოსახული იყო თათრის ხანი;წარმოადგენდა რწმუნების სიგელს – მ. ჭაბ.
ბასრ-ი
საშ. ქართ. I. ბასრი ფოლადი, რკინაა – საბა, ნ. ჩუბ. ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი (ვეფხ. 439, 3). ჴმალნი ბასრისა მკვეთელნი (ამირან. 475, სქ. 8). ცეცხლსა ზედა ჯდომა ვით დავთმო, თუ სული ჩემი ბასრიცა იყოს ანუ რვალი? (ვისრ. 198, 3). მისითაა ჴელოვნებითა და გრძნეულობითა ეგზომ მაგალითი იყო, რომელ ბასრისა გურდემლისაგან ვარდსა ააყუავებდა (ვისრ. 151, 33). გადატ. სიხარულისა წალკოტსა შიგან სარო ვიყავ და ომისა ველსა ბასრი მთა (ვისრ. 194, 3).ნავშადურ… ამას იტყოდა: ბასრისა რკინისა გამტეხელო (რუსუდ. 155, 9). ოდეს ისარს ხმალი ბასრი შეხვდეს, ვეღარ ღონით ისროს (ბეს. 128, 229). ვით ფურცელი, კაცის თავი, მოცვიოდა ბასრის ჴრმლითა (შჰნ. III, 357, 4). რაც რბილად ჰგონოს, უმაგრდეს, ვით ბასრი წყალსა ნაყოფი (ვახტ. VI, 135, 4). პირბასრი პირმახვილი, პირწვეტიანი. მათ შუა მოციქულად ქორაფისა ისრები არწივისა ფრთოსანი, პირ-ბასრნი, მიდიოდეს და მოდიოდეს (ვისრ. 49, 30). პირ-ბასრი არყის ისარი ქარქაშიგა მიც ლესული (შჰნ. I, 1509, 3). ხელთ პირბასრი ხიშტი უჭირავს (რუსუდ. 289, 21).ახ. ქართ. ბასრი 1. მეტად მჭრელი, მახვილი. ბასრი ყოფილხარ, ფოლადო, თუ აგრე ჭრიდი ძვალსაო (ხალხ.). და გაკვეთს ბასრი მახვილი ერთად რბილსა და ძვალსაო (აკაკი). ფიგურ. ძნელად შეიძლება საქმე ისე წარიმართოს, რომ პირადობამ არ ამოყოს თავი და თავისი ბასრი კლანჭი არ გამოჰკრას საზოგადო საქმეს (ილია). 2. მკვეთრი, ძლიერი, მძაფრი. დაუნდობელმა, ბასრმა ტკივილმა აზროვნება ჩაუხშო (გ. გეგეშ.). 3. ძვ. მაღალი ღირსების ფოლადი. ისრის პირი ბასრისა იყო (საბა). ცელო, გამიჭერ! მჭედელმა პირი გიდუღა ბასრისა (ბაჩ.). ||  ასეთი ფოლადისაგან გაკეთებული იარაღი (ხმალი). დაე, მოვკვდე მე უპატრონოდ, მისგან ოხერი! ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი! (ნ. ბარათ.). ◊ ბასრი ენა მჭრელი ენა;მომწყვლელი მეტყველება. დიალექტ. ბასრი ძალიან მჭრელი რკინა, ფოლადი. ჩემი დანა იგეთია, როგორც ბასრი რკინა (ქიზ. მენთ.).ბასრის ჴმალი მჭრელი, მკვეთრი ხმალი. ქმოსტელი ყარდანაული ბასრის ჴმალია ფხიანი (ხევს. პოეზ. 169, 10). გახუა ხიტალიონი ბასრის ჴმალია ფხიანი (ხევს. პოეზ. 51, 8) – ალ. ჭინჭ. დიალექტებში გარდა ზემოაღნიშნული მნიშვნელობისა ბასრი გვხვდება შემდეგ სინტაგმაშიც: ბასრის ქვა ბასრი ქვა, რიყის ქვა. შდრ. ხოხის ქვა. ზენ-უბან დაგიჯაბნებდი ნაგებსა ბასრის ქვისასა (ხევს. პოეზ. 134, 18) – ალ. ჭინჭ. ბასრი მოშავო ფერის ქვის ერთ-ერთი სახეობაა. ბასრი ქვა ხოხად არ ვარგა – მაგარია და ვერ ლესავს ცელესა (მოხ. ღუდ.). ბასრი (ქვა, კლდე) ფშ., ჴ., გუდ., მთ., მოჴ. მაგარი, საპირისპიროა ჩეთი: ჩეთი კლდე მთ., გუდ., ადვილად დასაშლელი კლდე. მაგარი ქვა, სალესავი ქვა – ა. შან. ბასრი არის დანა-ჩხირი (დანა), რომელიც იხმარება ვიწრო ჭურჭლის გვამისა და ყელის თავის შემოსაჭრელი – შემოსაწმენდად (ზ.-იმერ. ძოწ. 575). სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით 1. ბასრი რკინა (მომდინარეობს ერაყის ქ. ბასრადან, განთქმული იყო იარაღით) (კობიძე I, 1983, 323). 2. შემოსული ჩანს არაბულიდან (შდრ. არაბ. ბასრ „ბასრული „ბასრელი – (წერეთელი 1951, 27;იმედაძე 2014, 117). 3. ივ. ჯავახიშვილის აზრით, სიტყვა ბასრი ქართული წარმოშობისაა: «იგი მოდის უძველესი, ნამდვილი ქართული ზმნისგან – «სრევა»-საგან და წარმოადგენს მის უსქესო მიმღეობას, ე. ი. ეს ცნება უძველეს დროს ეკუთვნის» … «სრეველა უძველესი ქართული სიტყვაა და სალესს ნიშნავს» (ჯავახიშვილი 1962, 251-252). 4. მ. ჩუხუა გამორიცხავს ქართული ბასრი ფორმის რაიმენაირ კავშირს არაბულ ბასრა-სთან (ქალაქია) (ჩუხუა 2017). იგი აღადგენს ს.-ქართვ. *ბასრ- ფოლადი (ს.-ქართვ. *ბასრ- „ბასრი, მჭრელი;მამრი“ > ქართ. ბასრი: ზან. ბოშ-ი: სვან. ბსრ < *ბშრ-;ს.-ქართვ. *ბასრ- ფუძეს შესატყვისები ეძებნება სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებშიც (ჩუხუა 2000-2003).5. მოჩვენებითია ამ სიტყვის ასოციაცია ზმნასთან ბასრობა (დაცინვა, „ბოროტი ენამახვილობა, გაკიცხვა“), რომელიც ძველ ქართულში გვხვდება და რომელიც კავშირშია ძველ სომხურ ფორმასთან ბასრელ „გაკიცხვა, გაკილვა“ „საყვედურის თქმა“ (გიგინეიშვილი 2016).საინტერესოა ამ თვალსაზრისით „დაცინვის“ აღმნიშვნელი ბასრ- „შეფერვის“ აღმნიშვნელი ფუძეთა ურიერთკავშირი. შდრ. ს.-ქართვ. *ბასრ-შეფერვა, შეღებვა ქართ. ფშ. ბასრავს, გაბასრავს შეღებავს, შეფერავს (ჩუხუა 2017). დიალექტ. II. ბასრი ქათმის ავადმყოფობაა, უეცრად კლავს. შარშან ჩვენ ქათმეფს ბასრი დეერია. ქათამა იცის ბასრი, ინდოურმა – ჭირი (შომახეთი, ზ.-იმერ. ძოწ.). შდრ. ბასერანი, ბასრანი სენია, რომელსა ბერძულად აბასარიკას უჴმობენ – საბა.
ბატონ-ი
საშ. ქართ. I. 1. ბატონი (სწარმოებს) პატრონისაგან, რომელიც არის ლათინური სიტყვა და ჰნიშნავს: მფარველსა, ან მფლობელსა) – დ. ჩუბ. ახ. ქართ. ბატონი [ლათ. patronus მფარველი] 1. პრივილეგირებული წოდების წარმომადგენელი ბატონყმობის დროს, მიწისა და ყმების მეპატრონე, – მებატონე, მემამულე. მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი, როცა ბატონმა სახლს მომაშორა (ილია). მხოლოდ საფლავი ჰქონიათ ბატონის წაურთმეველი! (გ. ლეონ.). 2. მპყრობელი, მმართველი, მბრძანებელი, მეფე. ბატონს თვის ჯარი კრწანისის მინდვრად დაებანაკა სპარსთა საომრად! (ნ. ბარათ.). 3. გადატ. რისამე განმგებელი, უფროსი. ან მე უნდ ვიყო მთებში ბატონი, ან შენ, არწივო! ორივეს აქ ბინა არა გვაქვს [ამბობდა სვავი] (თ. რაზიკ.). 4. თავაზიანი მიმართვა ან ხსენება ვისიმე (ჩვეულებისამებრ, სახელთან ერთად) გემორჩილებით, ძმაო ბატონო (ნ. ლორთქ.). 5. თავაზ. საპასუხო სიტყვა დაძახებისას. „დედა, დედა!“ – „ბატონო! –„ბიჭო, დათიკა!“ – „ბატონო!“ (ნ. ლორთქ.). დიალექტ. ბატონი ხატი, ჯვარი. შდრ. ყმა. უკენ ჩვენ წაოლთ საყმონი, წინ ბატონ გაგვიძღებაო (ეთნ. რელიგ. 15, 175, ალ. ჭინჭ.). ბატონი ფშ., გუდ., ჴ., თ. „ხატი თემის „ბატონია“, თემი კიდევ ამ ბატონის „ყმა“ (ურბნელი, „ივერი“). „გუდამაყრელები ეძახიან ბატონსა“ (მთ. ა. შან.). ბატონი მე-15 საუკუნითგან ჩნდება ბარად და ამიტომაც მთიანეთის წარმართულ სიტყვიერ ძეგლებში მე-16 ს-ზე საყოველთაოდ ძნელი წარმოსადგენელია (ჯავახიშვილი 1950, 171). ბატონი (პირდაპირი მნიშვნელობის გარდა) პატრონი. რეიქნა ამ ცხენის ბატონი? (აჭარ. ნიჟ.). იხ. აგრეთვე: (ნ. მარი, იმერხ., საჩინ. შარაშ. ჩვენ. ფუტკ., იმერ. ქავთ.).დისიმილაციური გამჟღერების შედეგია (პატრონისაგან წარმომდგარი ბატონი რომლის ფარდი დღესაც პატონი (ან პატენი) არის მეგრულში) თვით „პატრონი“ ლათინურისაგან შემოვიდა ქართულში (შანიძე III, 27ა). ბატონ-სიტყვიანი მრავალ ნაწარმოები თუ რთული სიტყვები დასტურდება: დავასახელებთ ზოგ მათგანს. მაგ.:ბატონები [მხოლოდ მრავლობითში] ეთნ. ბავშვთა გადამდებ (მოარულ) ავადმყოფობათა (წითელა, ქუნთრუშა, ყვავილი, ყივანახველა…) კრებსითი სახელი. აქ ბატონები მობრძანდნენ, იავ-ნანინაო! (ხალხ.). ◊ დიდი ბატონები ძვ. ყვავილი (მოარული სენი) – ქეგლ ახ. რედ. ბატონიანი, დაბატონებული ცრუმორწმ. „ავი სულების“ ფერიების, ქაჯების მიერ დასადგურებული, დაპატრონებული ადგილი ეს ღელეღურდანი ბატონიანია, მარტუაი რომე გეიარო, ვინცხაი ქვებ დაგაყრის, შაგაშინებს ილლა“ (ინ., ჩვენ. ფუტკ.). გაბატონებული ქარი: როცა ქარი ერთი და იმავე მიმართულებით ხშირად ქრის, მას გაბატონებულ ქარს ეძახიან (თ. წყ., ალგ. სალ.). 2. ბატონ ძალუას… მოვახსენებ (ნ. ბარათ.).XIX საუკუნის გასულამდე ბატონი იხმარებოდა (მიმართვაში მაინც) როგორც მამაკაცის, ისე ქალის მიმართ. წინათ ბატონი სიტყვის ფარდი იყო როგორც ქალბატონი, ისე ვაჟბატონი. ეს უკანასკნელი უარყოფით ემოციურ იერს არ შეიცავდა. თქვენის კარგად ყოფნით, ბატონო, დავლევთ და დავლევთ ჩვენი ახალგაზრდა ქალბატონის და ვაჟბატონის სადღეგრძელოს (ე. ნინოშვილი). მას შემდეგ, რაც პატივსაცემი ქალის აღნიშვნაში ქალბატონი დამკვიდრდა, ბატონი უპირატესად ქალბატონის საპირისპირო მნიშვნელობით დარჩა, ე. ი. „მამაკაცი ბატონის და „პატივსაცემი მამაკაცის“ მნიშვნელობა მიიღო. ამრიგად, ბატონი და ვაჟბატონი სინონიმებად იქცა. ეს სიტყვები ძალიან ჩქარა განსხვავდნენ ემოციური ელფერის მიხედვით. უარყოფითი ელფერი – ვაჟბატონი – სიტყვას დაუმკვიდრდა (ფოჩხუა 1974, 281). ბატონი (ქართ.) ბატონი ზან. (ლაზ. თანდ.). ახ. ქართ. II. ბატონი ბატონი [ფრან. bâton ჯოხი] 1. წაგრძელებული ფორმის თეთრი პური. 2. საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც ფორმით პატარა ჯოხს მოგვაგონებს. შოკოლადის ბატონი. 3. ბუტაფორული ჯოხი, – ჩალიჩი – ქეგლ ახ. რედ. შდრ. ბასტონი (იტალ.-თურქ. ბასტონ) ტროსტი ზან. (ლაზ. თანდ.).
ბაღ-ი
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. ბაღი 1. (სპარს.) შემოკავებული მიწის ნაკვეთი საგანგებოდ დარგული ხეებით. ბუჩქებით ანდა ყვავილებით სამოთხე, წალკოტი, ხილნარი, მტილი ხეხილთა (დ. ჩუბ.). ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა (ვეფხ. 47, 2). არ დარჩა ერთი ბაღი-ვენახი (ვისრ. 71, 8). მეკრემან ფარდასა ასწივა, შევლეს ბაღისა კარია (შჰნ. I, 250, 1). ორს ძმასა მთელი ქვეყანა სახნად, სათესად, ბაღადა რატომ არ ეყოთ, ეს მიკვირს, ერთმანერთს ხოცდენ რაღადა? (დ. გურ. 205, 41, 3). სიბრძნე ბაღია კაცისა, ხე-ხშირი, მსხმოვიარები, / ბაღისა ვარდი ლექსია, მკითხველნი-მობაღნარები (ნ. ციც. 5, 407, 1). გიგლა სწავლობს გაკვეთილს, არ უყურებს ბაღში ხილს (რ. ერისთ.). წინ უძევს ბაღი ხეხილის, ხელოვნად შენაკაზმისა (აკაკი). ბაღი სხვადასხვა საწარმოქმნო საშუალებით და ასევე სხვადასხვა სინტაგმებში ნაირგვარი მნიშვნელობით ხშირად დასტურდება. დავასახელებთ ზოგ მათგანს. მაგ: საბავშვო ბაღი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება სკოლამდელი ასაკის ბავშვთათვის. დეიდა ვარო… საბავშვო ბაღის გამგე იყო (თ. ჭილ.). ბაღი ვაშლი ქვ. საზაფხულო ვაშლის ჯიშია. ნაყოფი მსხვილი აქვს, შეფერილი წითელი ზოლებით, მომჟავო-მოტკბო გემოსი (რაჭ. კობახ.). ბოტანიკური ბაღი სამეცნიერო-პრაქტიკული დაწესებულება, რომელშიც საგანგებოდ გამოჰყავთ და აშენებენ სხვადასხვა სახის მცენარეებს. ზოოლოგიური ბაღი იხ. ზოოპარკი. ბაღნარი ადგილი, სადაც ბევრი ბაღია, აყვავებული ადგილი. გაზაფხულის პირზე ვარდები კოკრდებიან იმ ბაღნარში (კ. გამსახ.). იხ. აგრეთვე: დიალექტ. (ზ. ქართლ., მესხ., ქვ. იმერ., შ. კახ., ზ. რაჭა, მრეწ, IV, III).დიალექტ. II. ბაღი (თურქ. სპ. ბაღ) თასმა, ბაწარი. თითების შემწეობით ვქსოვთ წვივსაკრავებს, ყაითნებს, ბაღებს და ხონჯრებს (მესხ., მრეწ. II, II, 157). იფარებს წითელი შალის ფეშტამალს და ბაღებით იმაგრებს წელზე ხუთ-ექვსჯერ გარშემოხვევით (ჯავახ., მრეწ. III, I, 206). იხ. აგრეთვე: (გურ. ჟღ., საინგ. მრეწ. IV, II, 51., ჩვენ. ფუტკ., ინგ. როსტ., აჭარ. ნიჟ., ინგ. ღამბ.). საინტერესოა ბაღ სიტყვის შემცველი კომპოზიტები: ქალიმბაღი – (ქალმნი ბაღი, ქალმი ბაღი) ხეჲ სპეციალური ფიწალივით ხე ქალამნის შესაკრავი ზონრის დასაწნავად (ინგ. ღამბ.);ბელბაღ [აზ. დიალ. ბელბაღы+ სარტყელი] მეტად მსხვილი აბრეშუმის ძაფი. ბელბაღსაც მანჟნიკში ახევენ (ახვევენ), ჰათაარაც (როგორც) ხაჲათს (ინგ. ღამბ.). ყოლბაღი ძვ. «სამაჯური». ქალის სამკაული: …პე რანგის იახა, ყოლბაღი და სხვ. (ი. გრიშ.).სალიტერატურო თურქულ ენაში დადასტურებულია ყოლბაღი, გოლბაღი „სამკლავურის“ მნიშვნელობით. თურქულ-აზერბაჯანული სიტყვა გოლბაღი კომპოზიტია, მისი შემადგენელი ნაწილებია კოლ, გოლ (მკლავი) და ბაღ (შემოსაკრავი, საბამი (შდრ. ყელსაბამი) (რუხაძე 1988, 144-152). დიალექტ. III. ბაღი სართული. მივცემ შქერის ჩივს. ამით აშენდა ქვეშაჲ ბაღი (აჭარ. მრეწ. I, 416). სახლი იქნება სამბაღიანიც (აჭარ. მრეწ. I, 417).ზან. (მეგრ.) ერთ სახლს კაცი ოც ისეთ ხეს მოანდომებდა ხოლმე, რომელთაგან თითოეულისაგან ორმოც-ორმცი ბაღი ყავარი გამოდიოდა (ზ. სამეგრ. მრეწ. I, 386). ხოლა ბაღჷ სიმინდის ჩასაყრელი შენობა სამეგრელოში ბაღჷ ფიცრებისაგან ყურებდაფსკვნილი პატარა სახლია (ქვ. სამეგრ. მრეწ. I, 399). შდრ. ბეღელი. ქართ. ბეღი-: მეგრ. ბაღ-: ლაზ. ბაღ- ზმნურ ძირთა შეპირისპირებით შეიძლება ქართულ-ზანური ერთიანობის ხანისათვის აღვადგინოთ *ბეღ- არქეტიპი (ფენრიხი, სარჯველაძე 1990).
ბაღჩა
საშ., ახ., ქართ., დიალექტ. I. ბაღ სპარსულად წალკოტსა ჰქვიან. ბაღჩა სპარსულად მცირეს წალკოტს ჰქვიან. ჩა- კნინობითი მარცვალი არის სპარსულად (თ. ბაგრატ.).ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა (ვეფხ. 341, 1). განათლდა მათის შუქითა ბაღი, ბაღჩა და უბანი (ნ. ციც. 434, 154, 4). ბაღი თუ ბაღჩა, ნაჴნავი თუ რამე წააჴდინონ, ბატონთან იჩივლონ და ჩვენ გავამტყუვნოთ (სამ. IV, 224, 4). მე თითონ არ ვიცი, რა გზით და როგორ მივადეგ უეცრად პეპიას ბაღჩის ღობეს (ილია). 2. საზამთროს, ნესვის ბაღი. ერთი მანქანა გვაკლია და როგორმე მოვაგროვებთ საზამთროს ამ ჩამქრალი ბაღჩიდანო («ლიტ. საქ.»). დიალექტ. 1. ახალქალაქის ბაღს ხან ბაღჩას უძახოდნენ (ჯავახ. ზედგ.). ნაფუძარს ბაღჩასაც ეძახიან… ბაღჩის საუკეთესოდ მოვლილ ნაწილს გულბაღჩას უწოდებენ „გულბაღჩა დავთესე და გარეთა ყანა როიცხა იქნება – მაშვინ“;საშვაგულოზე გულბაღჩაში დავრგე ჩხოლა (აჭარ. სურმ.). ბაღჩა: ზოგან ტირიფს ხეს უძახოდნენ. კარებს წინ იმთენი ბაღჩა ურგია რო (ჯავახ. ზედგ.).„ბახჩათა შიგან ამოა ყვავილი ფერად-ფერები“ (ნ. ციც. 407, 1).ხშირად დასტურდება ფონეტიკური ვარიანტი: ბახჩა (სპ.) (განსაკუთრებით დიალექტებში). აჭარ. ნიჟ., ქვ. იმერ. მრეწ. IV, III, 50, გურ. მრეწვ. IV, II, 148, გურ. მრეწ. IV, II, 223, IV, II) და სხვ.აგრეთვე: ბახჩეჲ, ბაღჩეჲ 1. თუთის ხეების ბაღი აბრეშუმის ჭიისათვის. 2. იგივეა, რაც ფურცელ (ინგ. ღამბ., როსტ.). ქართ. II. ბაღჩა თვლებით შემკული შუბლის ქინძისთავი;ჩიხტში გასამაგრებელი დიდი თვალი, ირგვლივ წვრილი ქვებითაა „ჩაქვავებული“. არის აგრეთვე „ბაღჩა ბეჭედი, „ბაღჩა საყურე“ და სხვა (ი. გრიშ).შდრ. ბახშიში (სპ. ბახშიშ) საჩუქარი. მებრე ბახშიშ მოკრეფდნენ (თ. ქ.). შდრ. (ნ. მარი (იმერხ.) ჩვენ. ფუტკ.). შდრ. ბახჩა (თურქ. ბახჩა) ზან. (ლაზ. თანდ.). ბახჩიში (სპარს. თურქ.) საჩუქარი ზან. (ლაზ. თანდ.).
ბაყ-ი
საშ. ქართ. I. ბაყი «მესერი, ღობე» (დ. ჩუბ.).საშ. ქართ. II. ბაყი ამას ქუიან, რომე კაცსა პირსა, ანუ ტანზედა დაუფოლხუდეს და გათეთრდეს (ფანასკ. 317,11). მერმე ბევრი მლაშე ჭამოს მისგან ბაყი დაიბადების (ქანან. 27, 32). შდრ. ბაჰყი აბიაზ კეთრი. ავადმყოფობაა, კაცი რომ აჭრელდების და თეთრი ლაქები დააჩნდების (ქანან. 27, 32).საშ. ქართ. III. ბაყი ძვ. „გარდმოვლით სამდურავი“ (საბა), – ყვედრება. საწუთრომ უთხრა ბაყითა: «რაღა არს ბოდიშთ ხდილობა?» (დ. გურამ. 204, 38, 1). დიალექტ. ბაყის გატეხა დაბრალება. სხვას რო დააბრალებენ, იტყვიან ბაყი ჩვენზე გატეხესო (ფარცხ.). კაცი რო ტყუოდეს და გავიტეხინოთ, ბაყი დავადეთო (მარაბ., ქართლ. მენთ.).საშ. ქართ. III. ბაყი // ბაყვი წვივის წინა დიდი ძვალი – დ. ჩუბ. ახ. ქართ. ბაყვი: „მუხლს ზეითი“ (საბა), – ბარძაყი. || ბარძაყის შიგნითა მხარე. [ხიხუნა] დაჯდა და აბგა ბაყვებში ამოუდო, არავინ მომპაროსო (ნ. შამან.). 2. თეძოს ძვალი.აღდგენილია ს.-ქართვ. *ბაყ- „ბარძაყი“, ბაყვი (ჩუხუა 2017).
ბაყამ-ი
საშ. ქართ. I. ბაყამი იხ. II. ბაკანი. ახ. ქართ. ბაყამი 1. ძვ. «ლაქა» (საბა). 2. კუთხ. (ქიზ.) უხეირო ლურჯი საღებავი. საშ. ქართ. II. ბაყამი იხ. II, III. ბაკანი. ბაყმის ხე. ბაყმის ხე. თათრ. მცენ. – დ. ჩუბ.
ბაჯ-ი
საშ. ქართლ. I. ბაჯი (თურქ.) დაი – საბა. საშ. ქართ. II. ბაჯი იხ. I. ბაჟი. მერმე დაასხა ისარი, ეს არის მძიმე ბაჯია (შჰნ. II, 3683, 2). დიალექტ. შამეეყარა თათარი;„ბაჯ უნდა მამცა ცხვრისაო!“. „მე ბაჯს ვერ მაგცემ, თათარო, ცხვარი მბარავის სხვისაო!“ (ხევს. თავისებ. 404, 27-28). – ალ. ჭინჭ.
ბაჰრ-ი
ძვ. ქართ. I. ბაჰრი ორკბილიანი ძალაყინი: „საჴმარ იქმნის მათდა შემზადებაჲ რომელთამე სამუშაკოთაჲ, საჴნისისა გინა ბაჰრისაჲ“ (ფლავ. 6: 6, 1). შდრ. საერთო-ქართველური *ბახ;„ნიჩაბი, კეხი“;– სინდ. *ბაჰ-ა „ნიჩაბი“ (ჩუხუა 2017).საშ. ქართ. I. ბაჰრი – შავარდენს ჰგავს (საბა). იხ. II. ბარი.
ბე-ი
საშ. ქართ. დიალექტ. I. ბეი ესე არს მცირე საწინდარი, რომელსა თურქნი ბეჲს უწოდებენ ZAB– საბა. ბე, ბეი თათრ. არამონი, საწინდარი – საბა, დ. ჩუბ.ბეი 1. წინდი, დაწინდვის დროს ვაჟის მხრივ ქალიშვილისათვის მირთმეული საჩუქარი. „ჩვენებმა ანანიენთ მართას ერთ კვირის წინ მიუტანეს ბეი“. 2. ვაჭრობაში წინდი. „ხარებ მოურიგდა, ორი თუმანი ბეიც დაუტოვა“ (ჯავახ. ზედგ.).ახ. ქართულში ქეგლის მონაცემებით აღნიშნული შინაარსით დასტურდება ბე სათანადო ილუსტრაციებით. საშ. ქართ. II. ბეი ძველი თურქული ტიტული, ბატონი, უმაღლესი ოფიცრისა და მოხელის ტიტული – ა. სიხ.
ბეგ-ი
საშ. ქართ. I. ბეგი (თურქ.) ბატონი, წარჩინებული. მიეტევა ერთსა… წარჩინებულსა ბეგსა ოსმალსა (ქ. ცხ. II, 529, 18). ხანები უსხდა მრავალი, ბეგი, სულთანი აღარა (ფეშ. 208, 1).ახ. ქართ. ბეგი [თურქ. ბეჲ «ბატონი»] ძვ. ფეოდალი, ბატონი, მემამულე (თურქებში, აზერბაიჯანელებში). ერთმა თათრის ბეგმა შეაჭენა ამ ფრიალოზე ცხენი (ს. მგალობ.). ოსმალეთისგან წაქეზებულმა ბეგებმა თავი აიშვეს (ს. შანშ.).ბეგი გამოიყოფა აგრეთვე სიტყვებში: ბეგთაბეგი და ბეგლარბეგი [თურქ. ბეგლრ ბეგი „ბეგთა ბეგი“] ისტ. თურქული სამოხელეო ტერმინი;ძველ ოსმალეთში ერთ-ერთი უმაღლესი ხელისუფალი;შემდეგში, უბრალოდ, საპატიო სახელწოდება.დიალექტ. მემლექეთში ბეგებმა ჩამოკიდება იცოდენ თავაწევლ, იგით კაცებზე“ (შავშ.);იხ. აგრეთვე: (ჩოხარიძე 2013, 21). საშ. ქართ. II. ბეგი, ბეგობი პატარა გორა – ნ. ჩუბ.ახ. ქართ., ბეგი იგივეა, რაც უფრო მართებული ბექი. ღენერალს მოართვეს ჩინებული ცხენი, რომელზედაც შებრძანდა, გააკუნტრუშა და ბეგზე გადადგა, მის წინ გაიჭიმა დარაზმული ლაშქარი (ა. ყაზბ.). ამ ხევხუვის ზემოთ ერთ ბეგზე დაცემული ტრიალი მინდორია (გ. წერეთ.). აგრეთვე, დიალექტ. (მთ.-რაჭ. რეხვ., ზ.-რაჭ. ლობჯ., მოხ. ღუდ.). ტერმ. ბეგი მცირე სიგანის ბაქანი, რომელზედაც სამუშაოები არ წარმოებს (სამშენ.).II. ბეგი ტექ. 1. ბეგი ფოლადის რგოლი ხიმინჯის თავზე, რომელის ჩასობისას იცავს მას. 2. მიწის მაღალი კაშხალის, რკინიგზის ყრილის, არხის ან კარიერის ფერდობზე გაკეთებული საფეხური, რომლის დანიშნულებაა ფერდობის მდგრადობის გადიდება და მისი დაცვა ატმოსფერული წყლით წარეცხვისაგან (სამშენ.).
ბედ-ი
ძვ., საშ., ქართ., დიალექტ. 1. ბედი ბედნიერობისა და უბედურებისა საშუალი სახელი. ბედი-ცხოველი ცხოველი ბედი ბედნიერება არის, ხოლო მკვდარი ბედი – უბედურება – (თ. ბაგრატ.). აგრეთვე: საბა, დ. ჩუბ. ბედი განგება, სვე, წერა: „განუმზადებდით ბედსა ტაბლასა და აღუვსით ეშმაკსა საწდე“ (ეს. 65, 11). „ბედმან დაიცვა საპყრობილე“ (თომა მოც. 16, 21). ძვ. ქართულში დასტურდება აგრეთვე: ძნელბედი, ბედიანი, ბედნიერი.ვთქვი, თუ: „მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა! (ვეფხ. 357, 4). სოფელმან და ბედმან კრულმან ჩემი ლხინი განაქარვა (ნ. ციც. 707, 1654, 3). არ ასცილდების ღმრთისაგან კაცსა ბედი და აწერა (ფეშ. 651, 3). ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი (ვაჟა). ერთი ვაჟიშვილი ჰყოლოდა თურმე და ისიც შეშურებოდა იმისთვის ბედსა და წაერთმია საწყლისათვის (ილია). ყველა ხომ ერთი ბედის არ არის! (რ. ინან.). სამყაროს კონცეპტური სურათის აგებაში დიდი ადგილი უკავია ბედის კონცეპტს, რომელიც ცნობიერების უმნიშვნელოვნესი კატეგორიაა. ქართველის ენობრივ ცნობიერებაში ბედი არსებობს როგორც სავსებით რეალური – ადამიანი გრძნობს მის თვისებებს, მის გამოვლინებას, რასაც გამოხატულება აქვს ქართულ ენასა და დისკურსში (ომიაძე 2009, 96-108).ბედი ხშირად დასტურდება სინტაგმებსა და მყარ გამოთქმებში. იტვირთება ახალი სემანტიკით და დამოუკიდებელი ერთეულის სახით გვევლინება. მაგ.: ბედი ვაჟიშვილი, წული, ვაჟიანობა. წულ-ყმათ გახვეწებდას, უზიანოდ დაუზარდნიდი, ბედ მარიგეს ღმერთს გამუთხოიდი, დიდ კვირაეს გამუთხოიდი. 2. სამეკვლეოს ამოხვრეტილ გულში ჩატენილი ბაწარი (მატყლისა ან ბამბისა), რომლის ნაგლეჯსაც ოჯახის ყველა წევრს მიაბამდნენ (ან ჯიბეში ჩაუდებდნენ) (ხევს. ჭინჭ.). ბადი – ბედი;ვაჟიშვილი, მემკვიდრე ზან. (მეგრ. ქობ.). ბედ(ნ)ი შეამხანაგებული, თანამოზიარე. [აშლის გადაშლისას] ზოგი ბავშვები შეამხანაგდებიან და ამ შეამხანაგებას „ბედი“ ჰქვიან. ერთი-მეორეს ეტყვიან: „ბედნი“ ვიყვნათ“-ო ე. ი. ამხანაგნი, და აშალს რასაც მოკრეფენ…, ბოლოს გაიყოფენ (ეთნ. კალენდ. 12, 136) (ხევს. ჭინჭ.). ბედი წარმომავლობით იგივე უნდა იყოს რაც არაბულსა და თურქულში ლამაზის, ჩინებულის, დიდებულის აღმნიშვნელი ბედი. ძვ. ქართ. II. ბედი „ამაო, ფუჭი“. დაჰჴსნა ვარსკულავთმრაცხველობაჲ და განაქარვა ბედსა მეტყუელებაჲ (Ler-12, 63r 3-4).შდრ. ბედითი ძვ. ბედუკუღმართი, ავი ბედისა, ავი მომასწავებელი – ქეგლ.დიალექტ. ბედი უქნარა, უხეირო, ბედოვლათი. ბედის ერთია, ვერაფერში ვერ ვარგომს. „მაგ ბედს სად ნა უყურო, რო წამოვიდეს“ (ჯავახ. ზედგ.). ბედიქალი „ცუდიქალი“. ბედი მეტსახელიცაა. შე ბედო, აქ რა გინდა, ცხვარი წავიდა, გაჩუმდი, შე ბედო, შენანა (ჯავახ. ბერ.). გამოთქმულია შემდეგი მოსაზრებები 1. ბედი ფორმაში ბოლოკიდური -ი-ს გავლენით მომხდარა ა > ე. მეგრული ფორმა უბადო („ბოროტი“, „ცუდი“), ი. ყიფშიძის აზრით, ნაწარმოებია არსებითი სახელისაგან *ბადი, რომელიც „ბედნიერს“ ნიშნავდა. მაგრამ დღეს გაძევებულია ქართული ბედის მიერ (ყიფშიძე 1994, 403). 2. საინტერესოა მიმართება ძვ. სლ. беда-სთან „ბედისწერა“ (გიგინეიშვილი 2016). 3. ს.-ქართვ. *ბედ-ცუდი, ბედითი (ჩუხუა 2017). შდრ. აგრეთვე: სპარს. ბად 1. ცუდი, უვარგისი. 2. ავი, ბოროტი – ალ. ელერდ.
ბედენ-ი
საშ. ქართ. I. ბედენი კათოლიკე ძარღჳ. ბედენი BD, ბედენ C.) (+ კარაბად ZAa) მკლავის შუა ძარღვი, (+ რომელსა თურქნი ბ ე დ ე ნ ს უჴმობენ Z) – საბა.დიალექტ. III. ბედენი ახალუხის წინა ფერდი ზედმოყოლებული თავისი კალთით, მთლიანია (ქიზ. მენთ.). ბედენი < ბადენი.ბადენი ესე არს ლევიტელთ სამოსელი სპეტაკი, გინა ყვავილოვანი ZA – საბა.ბადენი ტილოს პერანგი: „ჰრქუეს კაცსა მას, რომელსა ემოსა ბადენი“ (დან. 12, 6). 1. ეს სიტყვა ებრაული წარმომავლობისად მიაჩნიათ (ე. დოჩანაშვილი, ჰ. აჭარიანი, ა. ხუდაბაშიანი), სომხურიდან ნასესხებად მიიჩნევენ (დ. ჩუბინაშვილი, ჰ. აჭარიანი) – (ბინიაშვილი 1997, 7). 2. ქართ. ბადენი „სამოსელი ზან. (მეგრ.). ბედანი „ჩოხის ნაწილი“. სვან. ბარდ-ან „ფართალი“. ჯერ კიდევ გ. კლიმოვმა შეაჯერა ერთმანეთს ყველა ქართველური მონაცემი (კლიმოვი 1964, 48). მაგრამ ავტორი ბად- – „ბადე“ ძირს თვლიდა ამოსავლად. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ქართ. ბადენი, მეგრ. ბედანი და სვან. ბარდან ერთიანი წარმომავლობის სხვა ალომორფემებია და ამიტომაც რეკონსტრუირდება *ბარდ „ნაქსოვი, ქსოვილი“ (ჩუხუა 2017).
ბერილ-ი
ძვ. ქართ. I. ბერილი მსუბუქი: „ხოლო ჰოროლი იყო არა ბერილი, ტჳრთული მარჯუენისაგან“ (ფლავ. 6: 9, 1). საშ. ქართ. II. ბერილი გამოყვანილი ილეკრო – საბა. ახ. ქართ. ბერილი 1. მიმღ. ვნებ. ნამ. რაც ‛გა’ბერეს ან ‛გა’იბერა. 2. დარგ. «ბერვით გამოყვანილი (ლითონი)» (საბა) – ქეგლ. დიალექტ. ბერილი ამობურცული ადგილი (გზაზე, მინდორში, ყანაში) (იმერ. ქავთ. სტრუქტ. IV).დიალექტ. ბერილი (რაჭ.) „ბუჩქებისაგან ან წაქცეული ხის ტოტებისაგან შეკავებული თოვლის გროვა“ (ვ. ბერ.). – ქეგლ.ზემონახსენები ომონიმების ამოსავალი უნდა იყოს საერთო ქართველური *ბერ-არქეტიპი (ბერვა „ქროლა“) (გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965, 250). დიალექტ. III. ბერილი „ერთგვარი ბალახი“ – საბა.ბერილი (ზ. იმერ.) შვია (ა. მაყ.). იხ. აგრეთვე: ბერილა ბალახი ერთგვარი;მაღალი იზრდება, ორლებნიანია (იმერ. გაჩ.). დიალექტ. IV. ქართ. (აჭარ.) ბერილი „დათვის ბუნაგი;გურ. ბერეთი „ხვრელი, ბუნაგი“. გამონაწევრებული –ილ, -ეთ სადერივაციო აფიქსებია ქართულში, ხოლო ბერ- -ბუნაგის აღმნიშვნელი ძირი. ბერ- საერთო ქართველური წარმომავლობისა ჩანს. გამომდინარე გარეენობრივი მონაცემიდან (ჩუხუა 2017). ახ. ქართ. V. ბერილი ბერძნ. 1. სილიკატების ჯგუფის მინერალი, რომლისგანაც ბერილიუმს იღებენ. 2. სხვადახვა ფერის გამჭვირვალე ძვირფასი თვალი (ბივრილი, აკვამარინი, ზურმუხტი და სხვ.) – მ. ჭაბ.ძვირფასი ქვა ბერილი ქართულ წყაროებში ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით: ბერილოსი, ბივრილი, ბივრიტი, ბერილიონი ქართულ ენაზე მას მეტწილად ბივრიტს ან ბერილიონს უწოდებდნენ (ჩაჩანიძე 2012, 84-86). ქეგლ-ში მითითებულია ბერილიუმი [ლათ. Beryllium] ქიმიური ელემენტი;ვერცხლისფერი ლითონი, მეტად მსუბუქი და მაგარი.
ბია
საშ. ქართ. I. ბია: ბია (ხე) გარეული წჳრილი კომში – ნ. ჩუბ. ბია (სპარს. ბიჰ და აბიჰ) კომში. ეს ხილები არის რომე კაცსა შეჰკრავს ბია, ვაშლი, სხალი და ბროწეული (იად. 106, 30). თურინჯი, ბია, ოქროვე, გვანდა – მოსილი ტყე არი (შჰნ. II, 4285, 4). ჩემს დროს ასხია ხეზედან ნარინჯ-თურინჯი ბიაო (თეიმ. I, 126, 30, 1). ახ. ქართ., დიალექტ. ბია [Cydonia oblonga] 1. გარეული კომში. გდია ე დედაკაცი და ისეთი ფერი კი აძევს, როგორც ყვითელი ბია! (რ. ერისთ.). 2. კუთხ. იგივეა, რაც კომში. ნორჩი ხეხილები – ლეღვი, ატამი, ბია და სხვა საქონელს დაუმტვრევია და გაუფუჭებია (ე. ნინოშ.). იხ. იგივე ბია: (ქვ. იმერ. მრეწ. III, II, 174;ზ.-აჭარ. კობერ. 95;საინგ. მრეწ. III, 273;ინგ. ღამბ.;ზ.-იმერ. ძოწ. და სხვ.).საშ. ქართ. II. ბია სნეულება. ამა მონადირეთა ფრინველთა სნეულება ეს არის, და მეტადრე უფრო ქორისა: ხაფაყანი, მავლი, კვანჯალი, კორი, ბია, ტილი, ღრღილი… (კალმას. 246, 16).შდრ. ბია საქონლის ნალურსმევი ჩლიქის აყროლება დაჩირქების გამო (ქიზ. მენთ.). შდრ. (თურქ.) bihal სისუსტე. დიალექტ. III. თოლის ბიაი თვალის გუგა (მოხ. ქავთ.). დიალექტ. IV. ბია მიმართვაში: ლამაზი, კარგი, საყვარელი. „დამჭუხე თოლები, ჩემო ბიავ, და დეგეძინება“ (მოხ. ქავთ.).
ბიამან-ი
საშ., ახ. ქართ. I. ბიამანი უკაცრიელი, ყრუ, უხვედრი, მიუვალი ადგილი. ისეთი მივარდნილი იყო, ისეთი ბიამანი, რომ შევფიქრიანდი, თითქმის შიშმა ამიტანა (ვ. ბარნ.). ბიამანი და უკაცრიელი ხატის გალავანი… უეცრად ლაშქარმრავალ ბანაკად იქცა (ლ. გოთ.).ბიაბანი სპარს. ვერანი მინდორი, ტრამალი – დ. ჩუბ. აგრეთვე: ფერეიდ. (დიალექტ., 628). ახ. ქართ. II. ბიამანი: ბიამანზე დარჩენილი ქალი უნებლიეთ მომავლისაკენ იყურებოდა (ვ. ბარნ., „ვარდფანჯრები“, 202). ამბობენ, ამა და ამ კაცმა ბიამანი გამხადაო“ – ი. გრიშ. ნ. ბართაიას აზრით სპარსულ ენის ბიაბანი „უდაბნო“ წარმოქმნილი სიტყვაა და იშლება უარყოფის მაწარმოებელბი ბი „უ“ პრეფიქსისაგან აბან „წყლები“. სპარსულ ენაში არის ასევე ანალოგიურად წარმოქმნილი სიტყვა ბიამანი მნიშვნელობებით ულმობელი, დაუნდობელი, შეუბრალებელი;2. უმოწყალოდ, შეუბრალებლად, სადაც ასევე ბი არის უარყოფის მაწარმოებელი პრეფიქსი -უ, ხოლო მან უსაფრთხოება, სიმშვიდე. ეტყობა, ბიაბანისა და ბიამანის ფონეტიკურმა ურთიერთ სიახლოვემ ქართულში მათი სემანტიკური დატვირთვის ურთიერთ არევა განაპირობა. ი. გრიშაშვილის მიერ ნიმუშად მოყვანილ წინადადებებში ჩვენთვის საინტერესო სიტყვა არის სწორედ [bīâmân]-ი „უსაფრთხოების გარეშე არა – მასთან მხოლოდ ფონეტიკურად ახლოს მყოფი [bīâbân] – უდაბნო. ვფიქრობთ, სახეზეა ორი სხვადასხვა სიტყვის კონტამინაცია (ბართაია 2010, 32).
ბინარ-ი
საშ. ქართ. I. ბინარი სნეული ჩუმად მივარდნილი – დ. ჩუბ. ბინა ხომ არ არის ფუძე? შდრ. მელოგინე. ახ. ქართ. II. ბინარი (ფრან. binaire) ორი წევრისაგან შემდგარი, ორწევრა. გვხვდება ნაწარმოები სიტყვაც ბინარული 1. ორი ნაწილისაგან შემდგერი, – ორმაგი, ორფა. 2. სპეც. ორობითი. ბინარული თვლა. ბინარული თარგმანი უშუალოდ თარგმანი ერთი ენიდან მეორეზე – ქეგლ.
ბირკ-ი
საშ. ქართ. I. ბირკ-ი (თათრ.) ოქროს ბირკი ან ღილი, ჯოხზედ ჭდე – დ. ნ. ჩუბ.ზაალს რკინისა ოთხყური ბირკი შეექნევინა და იგი მოაყრევინა და ესერა არცა ვის აჴსოვდა. მას ბირკისა რა დააგდებდენ, მას ერთი თავი შუბისა პირივითა და მაჴვილი თავი აღმა აემართებოდა. რა იგი ბირკი იმა კაცმან ყოველსა ადგილსა მოაბნივა, დაბრუნდა, ფიცხლად ზაალს წინაშე მოვიდა (შჰნ. III, 491, 4). იხ. I. ბირკადიალექტ. II. ბირკი პირუტყვის გამოსაცნობი ნიშანი, ყურზე გაკეთებული. იხ. II. ბირკა. დაადვა ცხუარსა ბირკი (ჩვენ. ფუტკ.). საშ. ქართ. III. ბირკი იხ. III. ბირკა. ბირკი და ეკალი გამომივიდა თმობისა გზასა ზედა (ვისრ. 196, 24). …ვი თამცა საგებელი მისი მას ქუეშე ეკალი და ბირკი ყოფილ იყო (ვისრ. 240, 7).დიალექტ. ბირკი ბირკა. ბირკი ბალახია, რო გაიარო, ზედ ეგედება (ქართლ. მენთ.). ამავე სახით დასტურდება გარეკახურში, ხევსურულში…
ბირკა
საშ. ქართ. I. ბირკა ძვ. „ოქროს მძივი“ (საბა). იხ. I. ბირკი.ახ. ქართ. II. ბირკა ქაღალდისა თუ პლასტმასის სათანადო წარწერებიანი პატარა ფირფიტა, რომელსაც აკრავენ ბაგაჟს, სამრეწველო საქონელს. დიალექტ. III. ბირკა ყურზე დადებული ნიშანი საქონლის გამოსაცნობად. ზაფხულში რო თაში საქონელი მიდის, ყველას ბირკა აქ ყურზე (მესხ. ფეიქრ.). ახ. ქართ. IV. ბირკა 1. ზოგიერთი ბალახის ნაყოფი, შემოსილი კაუჭიანი ეკლით. ნუ მიდიხართ ამ ცუდ გზაზე, ვერა ხედავთ, ბირკები გედებიან, ეკლები გესობიან…? (აკაკი). ბირკა მოსდებოდა ქუდზედაც ბერს (კ. გამსახ.). მისი კაბის კალთები და წინდები სავსე იყო ბირკებით (ო. ჩხ.). ბირკითგადაპენტილი ფაფარი ცხენებს ლამის კოჭებამდე დასთრევდათ (ო. ჭილ.). ფიგურ. მე ბირკებმა დამიქარგეს კაბა (ო. ჭილ.). ყანის ბირკა [Caucalis daucoides] ხორბლეულის ნათესებში გავრცელებული ერთწლოვანი მცენარე (ქოლგოსანთა ოჯახისა);ჩიტის ბირკა [Lappula] ცისფერყვავილებიანი მცენარე (ლაშქარასებრთა ოჯახისა);ბირკა ბალახი ბალახი, რომელიც ბირკას იკეთებს;ბირკიანი ბალახი. ეს ბირკა ბალახი ცოტა ხანში თუ არ ამოაგდეთ… აბლაბუდასავით გაებმება (მ. კახ.). დასტურდება აგრეთვე: ქართლურში, ფშაურში, ინგილოურში, იმერულში და სხვ.
ბირკიან-ი
ახ. ქართ. I. ბირკიანი 1. რასაც ბირკა აქვს, ბირკის მქონე. ღორის ტყავის ქალამნებს ზემოდან ლობიოს ფოთლები და ბირკიანი ძურწა მიჰკვროდა («ცისკ.»). 2. იგივეა, რაც ბირკამოდებული. ბირკა > ბირკ-იან-ი იხ. III. ბირკა. ახ. ქართ. II. ბირკიანი რასაც ბირკა (წარწერებიანი პატარა ფირფიტა აქვს დაკრული. იხ. II. ბირკა. ბირკა > ბირკ-იან-ი.
ბისტ-ი
საშ. ქართ. I. ბისტი თვალში ფრჩხილი – ნ. ჩუბ. ახ. ქართ. ბისტი თვალის გუგაზე თეთრი ლაქა, – ლიბრი, კატარაქტა. ბერის ბრდღვიალა თვალებს ბისტი ჰქონდა გადაკრული (კ. გამს.). ◊ თვალებზე ბისტი გადაეკრა დაზაფრულს (კ. გამს.). შდრ. ბლიტი (ზ.-რაჭ.) თვალის ქუთუთოს დავადება, გამონადენი ჩირქი (რეხვ., ჭიორა) – ალ. ღლ.საშ., ახ. ქართ., დიალექტ. II. ბისტი [სპარ. bīsthī] ძვ. სპილენძის ფული, წვრილი შავი ფული. ხუთი ბისტის ხორცი მინდოდა მეყიდა (საბა).ბისტი შავი ფული ესე იგი სპილენძისა ოთხფულიანი, იჭრებოდა ტფილისში, რომელს ბისტს ეძახდნენ;ბისტი სპარსული სახელი არის: ხუთი ბისტი, რომელ არს ათი ორფულიანი_ორი შაური არის, რომელ არს კირმანეული ანუ თენგირი;ათი ბისტი ერთი აბაზი არის, რომელ არს ერთი თელთი (თ. ბაგრატ.). ახ. ქართ. ქართ. ოცი თეთრი მინალთუნი ჩაგითვალე ხელში, შენ კი ერთი ბისტისაც არა გააკეთე რა! (ვ. ბარნ.). ბისტსაც ნუ მომცემ, ბატონო! (ვაჟა). საქმისათვის ხელიც არ გაუნძრევია და ერთი ბისტიც არა გაუღია რა! (თ. ბუაჩ.).ბისტი (სპარს.) სპილენძის წვრილი შავი ფული (ფშ. ხორნ.).
ბიჭ-ი
ძვ. ქართ. I. ბიჭი «ნაბიჭი», ნამცეცი: „ტაბლასა ქუეშე ჭამედ ბიჭისაგან შვილთაჲსა“ DE – „ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნაბიჭსა ყრმათასა“ (C, მრ. 7, 28). ნაბიჭი, ნაბიჭევი «ბიჭი», ნამცეცი: „სწადინ განძღომად ნაბიჭევისა მისგან, რომელი გარდამოვარდის ტაბლისაგან“ (C, ლ. 16, 21). „კრებდეს ნაბიჭევსა ტაბლასა ჩემსა ქუეშე“ (M, მსჯ. 1, 7).ავთ. არაბულის აზრით ბიჭ-ზმნური ძირი აღდგება ქართ. ნაბიჭი // ნაბიჭევი და სვან. ბიჭკ // ბეჭკ, ბაჭკ (ლიბჭკე „სკდომა“, აბიჭკ „გახეთქა“) აბლაუტური ფუძის შეპირისპირებით. ეს ძირიც, როგორც ჩანს, გართულებულა თემის ნიშანზე -ენ სუფიქსის დართვით: ხევს. ბჭვნის;ნაბჭვენი „ნამსხვრევი“. ბიჭი სიტყვის ძველი მნიშვნელობა იგივეა „ნაბიჭია“. ჩანს, მისი მნიშვნელობა მეტაფორულ ნიადაგზე გადაწეულა: ბიჭი − ბუში. ბიჭი ლექსემის სემანტიკური ამპლიტუდა გასაგებია: შდრ., ერთი მხრივ, ნაბიჭევი, მეორე მხრივ − ნაბიჭვარი (არაბული 2001, 59).ს.-ქართვ. *ბიჭ -დანამცეცება;სკდომა. ძვ. ქართ. ბიჭ- ნაბიჭი // ნაბიჭევი, ნამცეცი (ჩუხუა 2000-2003) საშ. ქართ. II. ბიჭი ყმაწვილი, ახალგაზრდა ვაჟი. ბიჭი არაცოლთან შობილი, ბუში საბა. ნაბიჭვარი ბუშის შვილი – საბა. შდრ. თავჴსნიერი მართალი შვილი – საბა. დ. ჩუბინაშვილი მიუთითებს ბიჭი (სპარს.) ბოვში, ბავშვი, მოსამსახურე (ძველ ქართულში ამავე მნიშვნელობით გვხვდება მამძირი ნაბიჭვარი. მართლიად გეტყჳ შენ, მამძირო (მ. ცხ. 308, 17-18) – ზ. სარჯ. მათგან შობილნი შვილნი, ვითარცა უწესოჲსაგანნი, არცა ბუნებითნი არიან, არცა ბიჭნი (დ. სჯ. 177, 43). უბედური და ბიჭი იყოს (ეტლ. 8, 49). ოდეს ცხენსა სხდეს, ყოლა არა გვანდეს ესრეთ, ვითამცა ცუდთა ბიჭთა რკენასა ერთმანერთს ფრჩხილები დაემტვრეს და სისხლი სდიოდათ (ამირან. 676, სქ. 9). ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკუარება (ქ. ცხ. II, 30, 20). ერთი პატარა ბიჭი გავზარდე და ახლა იმ ბიჭს მართმევენ (სამ. VIII, 70). მუნით წყალს-ლეკნი რჩეულნი, დაღისტანს ბიჭად თნულები (ბეს. 81, 5). ახ. ქართ. ბიჭი 1. მამრობითი სქესის მოზარდი ადამიანი, – ყრმა (საპირისპ. გოგო) ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი, დაურჩი დედა-შენსაო! (ხალხ.). || ახალგაზრდა, ყმაწვილი, – ჭაბუკი. გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა წყალთა დენამა, ლამაზი გოგო და ბიჭი ერთმანეთისა ცქერამა (ხალხ.). 2. ვაჟკაცი. შენი გამჩენის ჭირიმე, შენი! ბიჭი ყოფილხარ, ხმლისა დამშვენი! (ილია). 3. ვაჟიშვილი. ერთი ძუძუთა ბიჭი ჰყავდა (თ. რაზიკ.). 4. ძვ. ხელზე მოსამსახურე ყმაწვილი. „ერთად წამოდით! − უბრძანა ბატონმა თავის ორ ბიჭს“ (ნ. ლორთქ.). სხვა ნაწარმოებ სიტყვებთან ერთად როგორც სამწერლო ენაში ,ისე მის დიალექტებში დასტურდება ნაბიჭვარი (ბუშის შვილი). მაშინ იყო ვინმე იმერელთ ბატონის ბაგრატის ნაბიჭვარი (ქ. ცხ. II, 442, 23). ჩვენ დაგვარქმევენ ბოზთ, მეძავს, მრუშებს, და ჩვენს შვილებსა ნაბიჭვრებს, ბუშებს (დ. გურამ. 220, 77). ნაბიჭვარი დავიბადე, მიმაბარე ნაბიჭვარად მეცხოვრეთა (შჰნ. II, 4986, 2). არის მოსაზრება, რომ ნაბიჭვარი წარმოსდგება სიტყვიდან ნაბიწვარი (ბიწი, ბიწიერება) – ი. გრიშ.
ბიჭობა
ახ. ქართ. I. ბიჭობა 1. ბიჭად ყოფნა;ბიჭად ყოფნის დრო. ალაზანშია ვყრიდით ძროხასა, თან ჩავყვებოდით უკანაც ჩვენა… ბევრიც სხვა ახსოვს ჩემს ბიჭობასა, მაგრამ სად არის ახლა ის ლხენა?! (ილია). 2. ვაჟკაცობა. მართლაც ბიჭობა დაიტრაბახოს, ვინც ახლა ოჯახი შეინახოსო (ო. ჩხ.). 3. კრებ. ბიჭები, ბიჭების ერთობლიობა. მას დასდევს მთელი სოფლის ბიჭობა (ვ. ჩხიკვ.). ◊ კარგი (კაი) ბიჭობა ვაჟკაცობა. გურამმა გვიან გამოიჩინა თავისი კარგი ბიჭობა (თ. ნატრ.). კარგ ბიჭობაზე ვდებ თავს და კარგი ბიჭი უნდა ვიყო («ცისკ.»). იხ. II. ბიჭი. საშ. ქართ. II. ბიჭობა მოღორება, მატყუარობა. არა გავა ეგე შენი მაღორებლობა და ბიჭობა (ვისრ. 77, 29). …ძი ძამან… საღორებელნი სიტყუანი შეკაზმნა და ბიჭობისა სიამოვნობითა შეამკუნა (ვისრ. 80, 27). შდრ. ბიჟ (აზ. ბიჟ) 1. ეშმაკი, გაიძვერა, ცუღლუტი. აღნაზარაჲ (საკუთ. სახელია (ბიჟ ყოფილ;2. იგივეა, რა ნაბიჟოვარ. ბიჟოვაჲ, ბიჟუვაჲ ეშმაკობა, გაიძვერობა, ცუღლუტობა. შენ ერ ბიჟოვაჲ მაჲგონ! ქაჩალ ბიჟოვით (ეშმაკობით, ტყუილად) ავად ჴდევ (ინგ. ღამბ.).
ბოა
ახ. ქართ. I. ბოა [ლათ. boa] მახრჩობელა გველი. შდრ. ბუა (თურქ.) მორიელი – საბა. ახ. ქართ. II. ბოა 1 [ფრან.boa] ქალის ბეწვის მოსასხამი. ბედნიერია [ევგენი], თუ მოახურავს მას ბეწვის ბოას მხრებზე, შემთხვევით (ვ. ჭელ. თარგმ.). || ბეწვის საყელო (აკერებენ ზამთრის პალტოებს). ქათიბი ქათიბია შვილო, აი, ბოა, ქალები, რომ იკეთებენ ხოლმე პალტოს საყელოზე, ისაა (რ. ინან.).
ბოზ-ი
საშ. ქართ. I. ბოზი (ფუთანა B.;ყახბა ZAaBCqD, ყაჰხბა Cab.;ბუოზ ZAa, ბოზ CqD.) ძ. მეძავი A. ესე ბოზობა განიყოფებიან ორად: სიძვად და მრუშებად – საბა. ბოზი (სომხ.) როსკიპი – დ. ჩუბ. ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ (ვეფხ. 577, 4). ჩვენ დაგვარქმევენ ბოზთ, მეძავს, მრუშებს, და ჩვენს შვილებსა ნაბიჭვრებს, ბუშებს (დ. გურამ. 220, 77). ქურდსა და ბოზს როდესაც მოურავი დაიჭერს, ამის ჯარიმას მოურავი რომ გამოართმევს, ათისთავი მოურავისა არის (კუცია 205, 38).ახ. ქართ. ბოზი საუბ. ცუდი ყოფაქცევის ქალი, – მეძავი, როსკიპი, კახპა. ორთაჭალის ტურფას – თვალებმოხატულ ბოზს – ვევაჭრები «პედროს», ვევაჭრები «ტურბოს» (ტ. ჭანტ.).ბოზვი ბოზი (შდრ. ა. შან.: ბოზვი). ბოზ-ტროკი მექალთანე, მუსუსი. [ვაჟა] თუ ქალებთან თავ-დაუჭერია, [ეძახიან]: „ბოზვ.ტროკს“, საწლე-გახსნილს, „ბოტს“… (ეთნ. სწორფრ. 22) – ალ. ჭინჭ. აგრეთვე: ქურდ-ბოზვი (ხევს. ალ. ჭინჭ.). 1. ბოზი თურქული წარმომავლობისა ჩანს. შესაძლოა, ნასესხები იყოს ქართულში უშუალოდ თურქულიდან ან სომხურის მეშვეობით (გიგინეიშვილი 2016).2. ს.-ქართვ *ბოზ-ქართ. ბოზი და ზან. ბოზო სიტყვები ერთი არქეტიპიდან მომდინარეობენ, რომელსაც „გოგოს, ქალიშვილის“ მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა (კელაურაძე 2017, 20).დიალექტ. II. ბოზი მონაცისფრო, ბოზი ჯორი – მონაცისფრო სახედარი (ჯავახ. ზედგ.). ბოზი სერი, რუხი ხარი (ჯავახ. მარტ.). აგრეთვე: (აჭარ. ნიჟ.). შდრ. ბოზო /-ჲ (თ. boz) რუხი, ლემა (ხარი, კამეჩი…) (აჭარ. ნიჟ.).
ბოკელ-ი
ძვ. ქართ. I. ბოკელი ნაზუქი, ზეთიანი პური: „სამინდოჲ შესუარული ზეთითა ბოკელთა თანა“ (ლევიტ. 7, 12). საშ. ქართ. ბოკელი ერთგვარი პური, მრგვალად გამომცხვარი, აფუებული. ანუ აიღე ბოკელი სქელი, აფუებული (ფანასკ. 137, 32). ს.-ქართვ. *ბოკელ- „ნამცხვარი“ (ჩუხუა 2017). საშ. ქართ. II. ბოკელი, ბოკილი შულო – დ. ჩუბ. ბოკელი რაჲც მობოკლვით შემოხვეულია: ოქროს თმა და რაჲც ილეკროს აშკი, ანუ ალყა და ძალი და დვრინი, გინა პური მობოკლვით შექმნილი – საბა. ახ. ქართ. ბოკილი, ბოკელი ძვ. «ქორის ფეხსაბამი თასმა ან ზონარი, ვითა ბორკილი“ (ნ. ჩუბ.);ფიგურ. ცა ახურავთ თავზე ქუდად, დააქვთ ელვის ბოკელი (ნ. ჯალაღ.). საშ. ქართ. III. ბოკელი ცერცვი, ჴნდური ბოკლად ითქმის საბა. ბოკოლი ცერცვი – დ. ჩუბ. შდრ. ბაკლა (თათრ.). შდრ. საშ. ქართ. ბაკილა სომხურია, ქართულად ჴნდური ჰქვიან – საბა. ბაკლა ცერცვი რომე კაცმან ჭამოს, პირიდაღმან ავსა სულსა გაუგდებს (იად. 332, 27). ახ. ქართ. ბაკლა [Vicia faba] «მსხვილი ცერცვი» (საბა), ცერცვის სახეობა. კირკაჟი იყიდე, ბაკლა არ იყიდო! (გ. ერისთ.).
ბოლტ-ი
დიალექტ. I. ბოლტი 1. ბელტი. „დიდი ბოლტები ჴვნის დროს დავკუწითკე“;„ბოლტითა და ქვით ამაგართომს სულსა“, 2. გამინდვრებული ნიადაგი (მოხ. ქავთ.). იხ. II. ბორტი.ახ. ქართ. II. ბოლტი [ქვ. გერმ. bolt] სამაგრი დეტალი, ჩვეულებრივ ექვსწახნაგა ან კვადრატული თავიანი ღერო კუთხვილით ქანჩის მოსაჭერად – ს. თეზ.
ბოლქვ-ი
ძვ., ახ. ქართ., დიალექტ. I. ბოლქუი ძირი: „ვიხილეთ მსგავსი კაცისაჲ, მდგომარჱ მახლობელად ბოლქუსა მარილმხლისასა“ (მ. ცხ. 252, 16) – ზ. სარჯ. ბოლქვი ბალახთ ძირი, ხახვისა ან ნივრისა – საბა, დ. ჩუბ. ზოგი ბოსტნეულისა და ბალახოვანი მცენარის მსხვილი მომრგვალო ძირი. ხახვის ბოლქვი. – ყოჩივარდას ბოლქვი – ქეგლ. დიალექტ. ნიორს, რომელსაც ბოლქვი კიბილებად დაყოფილი არა აქვს, ობოლს ეძახიან (აჭარ. სურ. II, 44). ბოლქვი ფშ. ჯგუფად ამოსული ყანა, გროვა, ქუჩი;ერთ მარცვალზე ბურჩხად ამოსული ღერი (ოთხი-ხუთი);თ. ჯინჭველაჸის ბოლქვი, ჯინჭველთ გორალა – ა. შან. შდრ. ბურქვი კუკური (სინონ. ხუხური). როცა რო გაშლილი არ არი სოკოი, ბურქვი ქვია იმა, მანჭკუალას არა აქ ბურქვი (ქორეთი). ახალი ამოსული როა სოკო, კუკური როა ამოსული ბურქვია (იქვე) (ზ.-იმერ. ძოწ.). თუ ჩავთვლით, რომ ზემოიმერული ბურქვი არის მეგრულიდან ნასესხები სიტყვა, რომელიც თვით მეგრულს არ შემოუნახავს, შეიძლება აღვადგინოთ ქართ.-ზან. არქეტიპი *ბოლქ-ი „მრგვალი, ფენოვანი ძირი ზოგი ბოსტნეული მცენარისა“. მეორე მნიშვნელობა მეტაფორიზაციით ჩანს მიღებული (გიგინეიშვილი 2016). ახ. ქართ. II. ბოლქვი კვამლის მრგვალ-მრგვალი ფარტენები. ქარხნის მილიდან კვამლი ბოლქვებად ამოდიოდა – ქეგლ. შდრ. ბურქუად-ბურქუად ბოლქვებად: „ვინ არს ესე, რომელი გამოვალს უდაბნოჲთ, ვითარცა ბურქუად-ბურქუად კუამლისა აღსვლაჲ“ (შატბ. კრებ. 266, 5). „ვიდრე ცეცხლი იგი აღბულქუებული ატყდებოდა“ (Ath. -11, 88r). – ი. აბულ. ბურქი ბოლქვი (კვამლისა) ზან. (მეგრ. ქობ.). სავარაუდოა, ეტიმოლოგიური კავშირი ლექსემებთან: ბური, ბოლი, ბუქი, ფუქი „ბუქი (კახ.) ფრქუევა „ფრქვევა“ (აბაშია 1997, 29).III. ბოლქვი გროვა, ჯგუფი. ბოლქვი შვლების და არჩვების ირმებს კვალ-დაკვალ ჰყვებოდა („ნახევარ–წიწილა“, VIII). ბოლქვად „ჯგუფად“. ჩვენ ერთ მუხის ქვეშ მივსხედით, მივიკუნჭენით ბოლქვადა (ვაჟა).ბოლქვი < თათრ. ბოლუქი თათრ. გუნდი – დ., ნ. ჩუბ., თ. ბაგრატ. ბოლიქი ჯოგი, ფარა (ფშ. ქეშიკ.). შდრ. ბოლუქ-ბოლუქ (თ. bolük bölük) ჯგუფ-ჯგუფად, გუნდ-გუნდად (აჭარ. ნიჟ.).დიალექტ. IV. ბოლქვი ამაღლებული მიწა, აგრეთვე ბელტი მიწა (თუშ. ხუბ., ცოც., ხევს. ჭინჭ.). შდრ. ბექი.საშ. ქართ. V. ბოლქვი ZAB (ხე) ეკლიანი ბუჩქი C (ხე) – საბა.
ბომონ-ი
ძვ. ქართ. I. ბომონი „ბაგინი“, კერპთა ტაძარი, საკურთხეველი: „დააქციენით ბომონნი მათნი“, G – „ბაგინები დაამჴჳთ“ (M, II შჯ. 12, 3). „რომელი დადგრომილიყო ბომონსა მას შინა არტემისსა“ (ი. მოც. 66, 9). „აღჰმართა ბომონი ბაალისა სახლსა შინა საძაგელებისასა“ (III მფ. 16,22) – ი. აბულ.ბომონი კერპთშესაწირავის ტაბლა. ბრძანა მოღებად ბომონი რვალისაჲ, რომელ-იგი არს ტაბლაჲ საკერპოჲსაჲ [A= 1104 277v, 11-13b].ბომონიანი კერპთთაყვანისმცემელი: „ჰაერი წმიდა იქმნა, ბომონიანთა სისხლთაგან გავთავისუფლდით“ [A= 182 8r, 2-4b].საშ. ქართ. ბომონი სვეტია, ხატსა ანუ კერპს(ა) ზედ აღმართვენ ძA. სვეტია, ხატთა ანუ კერპთა ზედ აღსამართავი. კედელი (+ ბ ო მ ო ნ ი – ურიათ შესაკრებელი Cb) – საბა.ხომ იცით, თეატრი ჩემი ბომონია (მ. თუმან. 651, ქვ. 3). ახ. ქართ. ბომონი ძვ. წარმართთა ტაძარი – სალოცავი;სვეტი, რომელზედაც კერპს აღმართავდნენ. და კაცთა კერპნი და ბომონნი პირქვე დაამხოს (ვ. ორბ.). [მამამზესა და ჭიაბერს] მიუვალ მთებში წარმართული ბომონები ჰქონდათ მუხოვანებში აღმართული და იქ ლოცულობდნენ იდუმალ თავად (კ. გამს.). || გადატ. საერთოდ, სალოცავი. ჩვენს ბომონში სურს თავის სჯულზედა წიროს… (აკაკი). სასაფლაოს ბოლოში ნახევრად დანგრეული ბომონი იდგა (გ. გეგეშ.). სიტყვა შემოსულია ბერძნულიდან აკუზატიური ბრუნვის ფორმით (შდრ. bōmōs „ამაღლებული ადგილი“„კუარცხლბეკი“, „საფეხური“„ საფეხურებიანი საკურთხეველი“ (გიგინეიშვილი 2016). საშ. ქართ. II. ბომონი ჰასი. აიღე აყირყარა, ქუნჯითა და პილპილი თეთრი, და ანჯუდანი და ბომონი (ფანასკ. 296,30).
ბორ-ი
ახ. ქართ. I. ბორი [ლათ. borum < ლათ. borax < არაბ.) სპეც. ქიმიური ელემენტი, რომელიც შედის ბევრი მინერალის შემადგენლობაში. ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელია ალუმინი, ნიკელი, ბორი, ბარიუმი... („საქ. ბუნ.“). ბორის მჟავა სპეც. თეთრი კრისტალური ნივთიერება, იხსნება წყალში;იყენებენ მედიცინაში ანტისეპტიკურ საშუალებად (ქეგლ.).ამავე მნიშვნელობით გვხვდება ბორაქი. მოიტანე ოქრომჭედლის ბორაქი და მარილი თვითო დირჰამი (იად. 307,13). შდრ. ბორაყი, ბორაყიანი.საშ. ქართ. II. ბორი ხმელი ნისლი. მტვრის მსგავსი. შენს დღეთა ვერას გააგებ, ვით ბორი ჭარმაღიაო! (ქილ. 818, 12). დიალექტ. III. ბორი ბელტი;ამწვანებული მინდორი, მოლი (ფშ. ხორნ.). დიალექტ. IV. ბორი (თ. ბორუ) 1. მილი, მილაკი (თუნუქის ღუმელისა). ბუხარში ბორით შეყუდებული სობა იცი შენცა? (ად.). თიჴის ბორები ამოვყარეთ სოფლის თავში (იმ., ჩვენ. ფუტკ.). ბორები დახეთქილა (დას);წყალი არ გაქ, შეიყვანო’ნა ბორით (უ., შავშ.). წყალი არ გაქ, შეიყვანო’ნა ბორით (უ);თიხიდან ვაკეთეფთ სობისი ბორს [ფეჩის მილია] (აჭარ. მრეწ. I, 439). 2. ბორი ბუკი, საყვირი boru. „საათი ხუთზე მივიდა, დუუკრეს სიკ[ვ]დილის ბორიო (შდრ. მარი, იმერხ.: არ მომიკლა ჩემი გული, შიგან დოუკარი ბორი (ჟღ. ჭან. ტექსტ. ბორუ (აჭარ. ნიჟ.). ბორი დუუკრა (იმ. ჩვენ. ფუტკ.). ახ. ქართ. V. ბორი [გერმ. bohr ბურღი] ბორმანქანის სპეციალური მინიატურული ბურღი, რომელსაც კბილის სამკურნლოდ (დასაბურღად) იყენებენ – ქეგლ ახ. რედ. ახ. ქართ. VI. ბორი (ძვ. -ისლ. borr შობილი) სკანდინავიურ მითოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი ღმერთი, პირველი ადამიანი, ბურის ვაჟი – ს. თეზ.
ბორა
საშ. ქართ. I. ბორა იგივე I. ბავრუკი. საცხები ამისი: გოგირდი, ამლაჯი… ბორა (ფანასკ. 231, 9). ჯავაშირი, ბორა, შამიანდალი ესე სამივ დანაყე (ქანან. 73, 33). მერმე პატარა თაფლი და პატარა ბორა, -რომე ოქრომჭედელნი იჴმარებენ… მერმე უკანასა კარშიგან ჩაასხი (კარაბად. 289, ქვ. 5). ბორა – ოქრომჭედლობაში ბორა გამოიყენებოდა ვერცხლის ნაჭრების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. პოტაშს და თანუქარს ერთმანეთში აურევდნენ, ზედ მარილს დაურთავდნენ და ცეცხლზე აადუღებდნენ. დუღილის შემდეგ ჯამის ძირში დალექილი მასა არის ბორა. დასაკავშირებელ ნაჭრებს გაახურებდნენ, ერთმანეთზე დაადებდნენ და ზედ ბორას დააფრქვევდნენ, შემდეგ კვლავ გაახურებდნენ და ნაჭრები ერთმანეთს მიედუღებოდა (ქართ. მატ. ლექს.). საშ. ქართ. II. ბორა დიდი ბუზი და მკბენარი, ცხენთ ძალიანა ჰკბენენ და აწუხებენ ესენი (თ. ბაგრატ.). ხოლო მწერნი: კოღო, ბუზი, ბორა, კრაზანა… და სხუანიცა დიდნი და მცირენი მრავალნი (ქ. ცხ. IV, 44, 2). შდრ. ბოვრი (მწერ.) სომხ. ბორ, დიდი ბუზი – საბა. ახ. ქართ. ბორა [oestridae] ერთგვარი ფრთიანი მწერი, რომლის ჭუპრებიც ხშირად პარაზიტობენ საქონლის კანქვეშ, ცხენის კუჭ-ნაწლავში, ცხვრის შუბლის ფოსოში. ძროხის ბორა [იპოდერმა ბოვის] (შდრ. ზღმურდლი). ცხვრის ბორა. [Oestus bovis]. ცხენის ბორა [astrophilus intestinalis] – ქეგლ ახ. რედ. დიალექტ. ბორა ბუზი ბუზია ერთგვარი, ფუტკრის ტოლი იქნება. დიდი გვალვების დროს საქონელს ეხვევა. მწარედ იკბინება. ბორა ძაან მავნებელი ბუზია, კრაზანასავით იკმინება და თანაც სისხლსა ჲწოვს ბლომათ (გ.-კახ. სახლთხ.). იხ. აგრეთვე: (ქიზ. მენთ., თუშ. ხუბ.). ბაურა (ფშ. ხორნ.). დიალექტ. III. ბორა მცენარის ფოთოლი, რომელსაც ფორს ქვეშ უფენენ. ბორაში კარგი ფორი გამოდის (მთ. კაიშ.). ვფიქრობთ, რომ ბორა < ბუერა. ბუერა [Petasites] მრავალწლოვანი ბალახი რთულყვავილოვანთა ოჯახისა;გავრცელებულია ტენიან ადგილებში;აქვს დიდი, გრძელყუნწიანი ფოთლები – ქეგლ. საშ., ახ. ქართ., დიალექტ. IV. ბორა (ფრინ.) ძერას (ჰ)გავს, უდიდეა – საბა, ნ. და დ. ჩუბ. შემომაყარენ მიწა-ყორები, არ დამეხვივნენ ყორან-ბორები (ბეს. 156, 11). ახ. ქართ. ბორა [Milvus milvus] მოზრდილი მტაცებელი ფრინველი, ძერის მსგავსი.უბრძანა ჯაფარას: „მომიყვანე ძერა, ქორი, სვავი, ორბი, არწივი და ბორა!“ (თ. რაზიკ.). სარკმლიდან შემოსულ უსუსურ ნათელს გაუჩრდილავს ბორას ნისკარტივით მოდრეკილი, სიფრიფანა ცხვირი და პერგამენტივით გაყვითლებული სახე [ფარსმანისა] (კ. გამსახ.). ჩვენ ბევრა ბორა მავკალით, შენ არ მაგიკლავ მწყერიო (ალ. ოჩ. 119, 20, ხევს. ჭინჭ.). შდრ. ბურაული ძვ. მწყაზარი ქორი (საბა, ქეგლ), რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში დაკავშირებულია ფერის აღმნიშვნელ სპარს. სიტყვასთან ბურ, ბორ „რუხი, ყვითელი, წითური“ (ანდრონიკაშვილი 1966, 82). ახ. ქართ. V. ბორა იხ. II. ბორია.ახ. ქართ. VI. ბორა დიდი, მსხვილი. ამ მნიშვნელობით ბორა გამოიყოფა შემდეგ რთულ სიტყვებსა და სინტაგმებში: 1. ბორავაშლი ვაშლის ერთ-ერთი ჯიშის ხე. [ის] ბორავაშლის ქვეშ... მაგიდასთან იდგა (ო. ჩხ.). || ამ ხის ნაყოფი. [თამრომ] ახადა ხის ყუთსა, ერთი ბორავაშლი ამოიღო (ს. მგალობ.). ტასა ბორავაშლივით დაუბეჟავთო (ი.  ეკალ.). დიალექტ. აქანა იყო ერთი ძირი ბორავაშლი, თითო გირმაქა მოდიოდა თითოი (იმერ. გაჩ., ქავთ.). გვხვდება დამოუკიდებელი სახითაც: ბორუა საშემოდგომო მსხლის ჯიშია. ნაყოფი მრგვალი ფორმისა, მსხვილი, წვნიანი (რაჭ. კობახ.). 2. ბორა ბატკანი;3. ბორა კარტოხაი (მოხ. ქავთ.). 4. ბორაცხვარი უდუმო, გრძელრიკიანი და მოკლებეწვიანი ცხვარი. ბორაჲ (ბორაცხვარ) მატყლი არ უვარგა, ბეწვი მოკლე ეზდება, სამაგიეროთ ხორცი აქ ბევრი და მაგრათაც სუქდება (გ.-კახ. სახლთხ.). მერინოსის ცხვარი (მოხ. ქაჯ.) – ალ. ღლ. ბორა გამოიყოფა კომპოზიტშიც: თავბორა დიდთავა (ჩვეულებრივ, ძაღლი, უპატივც. იტყვიან ადამიანზეც (იმერ. ქავთ. სტრუქტ. IV). შდრ. მეტსახელი თავბერა. ისე რა მაგარია არა? კარგი გუნდი რო გყავს ჰანიკენის (რეგბის ჩემპიონთა ლიგაა) თასს თამაშობ და ყოველ კვირა ესეთი ამბავი გაქვს ქალაქში! – ამბობს თავბერა (ლ. კილას.). ახ. ქართ. VII. ბორა მთის ძაღლი. საქართველოს ფარგლებში ბორა გვხდება თითქმის ყველგან (ნადირ.). // ძაღლის სახელი. მონადირე ძაღლების ...კარ გი ქართული სახელები... დექსი, დორა, ბორა, ბოი, ყანწია, ყელისა და უამრავი კარგი სახელები (ბაზ.). შდრ. მურა შავ-წითელი ძაღლი (საბა). საშ. ქართ. VIII. ბორა იხ. I. ბორანი. ბორა „საჭმლის“ მნიშვნელობით ჩვენ ვერ დავადასტურეთ. შეიძლება საჭმელი ბორა ბერძნულის საჭმლის, საკვების მნიშვნელობის ბორა-დან მომდინარეობდეს (ბერძნ. გიორგ.). არც ისაა გამოსარიცხი, რომ ფონეტიკურად იგი უკავშირდებოდეს თურქულ-სპარსული წარმომავლობის ბორან-ს რომელიც მეტნაკლები სემანტიკური გადაწევით დასტურდება როგორც სამწერლო ქართულში, ისე მის დიალექტებში.
ბორაკ-ი
საშ. ქართ. I. ბორაკი იხ. I. ბავრუკი. გაურიე ბორაკი – ერთი დრამი (ფანასკ. 220, 20). საშ. ქართ. II. ბორაკი ფახლავა – საბა. იხ. II. ბავრუკი. შდრ. ბორეგი, ბურეგი (თ. ბორეკ) ნამცხვარი: პურის ცომის თხელ-თხელ ფენებში ჩატანებულია დანაყილი ნიგოზი, რომელიც შეზავებულია შაქრით და გამომცხვარია, ერბოთი (საბა (თ.) ღუეძილი ბორაკ, ბორაკი, ფახლავა, მარი ჭან. გრამ. ბურეღი) (აჭარ. ნიჟ.).
ბორან-ი
ახ. ქართ. I. ბორანი ერთმანეთთან შეერთებული ორი ბრტყელძირა ნავი, ზედ დაგებული ფიცრებით, მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად და ტვირთის გადასაზიდად (მოძრაობს ნაპირებს შორის გაბმულ ბაგირზე). ოძელაშვილი არსენა ზედ ბორანზედ დაუდვესა (ხალხ.). გაღმა გასვლისა მსურველთა უკუღმა მიგვყავს ბორანი (ვაჟა). დიღმის ბორანთან მოწყდა ადგილიდან და გამიჭენდა [ცხენი] (კ.  გამს.). სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეს სიტყვა მე-19 საუკუნემდე არ გვხვდება. ბორანი შედარებულია რუს. пором /паром ასევე ამ წარმომავლობის სერბ.-ხორვ., ჩეხ., ქვ. გერმ. სიტყვებთან და შენიშნულია, რომ ძნელი ასახსნელია თავკიდური ყრუ თანხმოვნის გამჟღერება ქართულში. ბოლო კიდური ნ < მ (გიგინეიშვილი 2016)საშ., ახ. ქართ., დიალექტ. II. ბორანი კულინ. 1. მაწონგადასხმული მხალეული (დ. ჩუბ.). 2. მწვანე ლობიო ვარიით. აქ იყავით! ...მწვა ნე ლობიო გვაქვს ბორნით, შენი საყვარელი საჭმელი (ვ. ბარნ.). ახალი ლობიოს ბორანი (ბ. ჯორჯ.). შემდეგ ქალს ბორანი შემოაქვს (ფ. ხალვ.). დიალექტ. ბორანი (თურქ., სპ. ბორანი) ერთგვარი კერძი (კარაქში შემწვარი კვერცხი და ყველი). ბორან რომ მეიტანებენ, შენ ხელები შიგიკრან და მე ფეხები (ინ. ჩვენ. ფუტკ.). იხ. ასევე: (ინგ. როსტ. აჭარ. ნიჟ., ნოღაიდ. VI, 1987, 34). დიალექტ. III. ბორანი არც ძილი და არც ღვიძილი, ძილ-ბურანი (მაღალიტემპერატურის დროს მოსდის ადამიანს): დილლამდინ ბორანში ვიყავ, ერდნა არ დამიზინნი) (ინგ. როსტ.). იხ. შდრ. I. ბურანი.
ბორაყ-ი
საშ. ქართ. I. ბორაყი იხ. I. ბორაკი (ფანასკ. 220, 20). საშ. ქართ. II. ბორაყი ნისლი ხმელი და მტვერის მსგავსი – დ. ჩუბ. შდრ. ბორიაყი – ქეგლ. ახ. რედ. ახ. ქართ. დიალექტ. III. ბორაყი ხევს. იგივეა, რაც ბაირაღი. წინათ, როცა ხევსურეთი გაილაშქრებდა მტერზე, გუდანის დროშა – „ბორაყი“ –წინ მიუძღოდა ჯარსა (ნ. ურბ., ქეგლ ახ. რედ).ბორაყ-ალვისტანი იხ. ბორაყი. „გამიძღვასავ თათარივ, აბაის შვილივ ჩამიბარებასავ ჩემ ბორაყ-ალვისტანივ [დროშა]“ (თ. ოჩ. სარწმ. 68). – ალ. ჭინჭ.ბორაყი < ბავრაყი. ბავრაყი ბაირაღი. ლომსა... მისი სვიანობისა ბავრაყი აუმართავს (ქილ. 325, 30).
ბორია
საშ. ქართ. I. ბორია იხ. I ბორა. „ოქრომჭედელნი რომე ბავრუკსა იჴმარებენ, ბორია იმას ჰქუიან“. „ცოტა ბორია გაურიე“ (ფანასკ. 51, 4).ძვ., საშ. ქართ. II. ბორიაჲ ჩრდილოეთის ქარი: „ქარი იგი ჩრდილოეთისაჲ, რომელსა ეწოდების ბორიაჲ, იგი ქროდა მას ღამესა სასტიკად“ (ბ. კეს. სწავლ. 174, 17). „ჩრდილოჲსა ქარი შეძრვიდა, რომელსა ბორია ეწოდების“ [ler. = 151 108v, 7-8). …ზე ფიროს, ფვინიქსი, ბორია, ნოტოს (დ. გურამ. 208, 5).იქმნა ჰავა ბორიასა კეთილი (ტ. გაბ. 126 ,5). ახ. ქართ. ბორია კუთხ. სიო, ნიავი. ოჰ! მეტისმეტად ცხელა, ლამის სული შემიგუბდეს, ერთი კაი ბორია ახლა ათას ქისა მარჩილად ღირს! (უიარაღ.). მეზობლებიდან თუ მეიტანა ბორიამო [თოფის წამლის სუნი] (ე. ნინოშ.).საქართველოს ზღვისპირეთში, ისევე, როგორც სხვაგან, სხვადასხვა მხრიდან მონაბერ ქარს კონკრეტული სახელიც გააჩნდა. სამხრეთის ქარს სამეგრელოში „წანი ბორია“ (ჭანური ქარი) ან კიდევ „გურული ბორია“ ეწოდებოდა. აჭარასა და ჭანეთში ჩრდილოეთის ქარის აღმნიშვნელად „ფოთის ქარი“ იხმარებოდა. დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში ჩრდილოეთის ქარს ზოგჯერ „ბორას“ ან კიდევ „ფორიაშს“ უწოდებდნენ. ორივე ძველი ბერძნული „ბორიასიდან“ მოდის, რომელიც ჩრდილოეთის ქარს ნიშნავს. ბორა ძველი ბერძნული სიტყვის იტალიური ვარიანტია, ხოლო ფორიაში ამავე ქარს ეწოდება შუასაუკუნეების ბერძნულის ერთ დიალექტში. შესაძლებელია ეს ტერმინები ჩვენში უშუალოდ ამ ენებიდან იყოს შემოსული ან თურქულიდან, სადაც ორივე ეს სახელწოდება რამდენიმე საუკუნის წინ დამკვიდრდა (ბერაძე 1981, 42).სიტყვა ნასესხებია ბერძნულიდან (შდრ. boréas „ჩრდილოეთის ქარი“) თავდაპირველად ბორეა ფორმით, რომელიც შემდეგ კანონზომიერად იცვალა ბორია-დ (შდრ. თეატრი > თიატრი და სხვ), მეტყველებაში. ბორიო ფორმა შესაძლოა მოდიოდეს (ბორეიოს ჩრდილოეთის“, „ჩრდილოური“) ფორმისაგან ან საკუთრივ ქართულ ნიადაგზე -ო სუფიქსის დართვის ნიმუში იყოს (გიგინეიშვილი 2016).
ბორიო
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. ბორიო. 1. ქარი ზამთრისა ვარდთა და ყვავილთა შემაწუხებელი (თ. ბაგრატ.). ნარგისთათ იძვრის ბორიო (ვეფხ. 1456, 4). ნავით მომავალნი მონაზონნი ბერვითა სპეტთა იალქანთათა ბორიოს მიმოტაცებული თვალთა მხედველთასა განაცვიფრებდა (ტ. გაბაშ. 151, 9).ბორიო დაღმუით თავზე ბორიო, აგლეჯს თმა-წვერს და ქოჩორსა (ვაჟა). ფხიან ბორიოს ნისლი გაეფანტა და ნახევრად მოწმენდილი ცის კიდე ჩამავალი მზისაგან წითელ შუშასავით ბრჭყვიალებდა (რ. გვეტ.). ბორიო ნელი ქარი (გურ. ჟღ.). ბორიო „ჩრდილოეთის ქარი“ (ა. შან.). შდრ. II. ბორია. დიალექტ. გადატ. 2. ბორიო იმერ. გადატ. უთავბოლო კაცი (ი. ჭყ.). გადატ. ბორიო უთავბოლო, მოუწესრიგებელი. სიმონაანთ რძალი ძიელ ბორიო რამა ყოფილა, თელი დღე ფეხზე ტრიალეფს და გაკეთებული კი არა უჩანს რა (ნაბახტ., ქართლ. მესხ.).ბორიო ხალხი უსაქმოდ მოხეტიალე ხალხი. „მაისანა ბორიო ხალხს რა გამოლევს, მაგას რო უყურო შენ, დეიღუპები“ (საჩინ. შარაშ.).ბორიო ზედმეტად ხელგაშლილი ადამიანი. „ბორიოა, ბორიო ფაციე, – იტყოდა ბაბუაშენი, – ქვეყანასა გარდაყოლილი და არ უმადლის არაკაცი“ (ი. ჭყ. უთავბოლო) (საჩინ. შარაშ.). დიალექტ. II. 1. ბორიო ოქრომჭედლის ხელსაწყო: გრძელი მილია, რომლითაც ჭრაქის ცეცხლს უბერავენ და ოქროს ან ვერცხლს ახურებენ (ქიზ.). შდრ. V. ბორი.2. ბუკი, საყვირი. „სათი ხუთზე მივიდ, დუუკრეს სიკ[ვ]დილის ბორიო (შდრ. მარი. იმერხ.). კ. კაკიტაძის აზრით ბორიო იმავე წარმომავლობისა უნდა იყოს რაც ძველსავე ქართულში დადასტურებული საბერველი. …მა შასადამე, საბერველის ფუნქციის მქონე ხელსაწყომ სახელი ქარისაგან აიღო;ქარი – ის რაც უბერავს. ბორიო – ის, რითაც უბერავენ (კაკიტაძე 2005, 75).
ბორტ-ი
დიალექტ. I. ბორტი (მთიულ.) უძრავი მიწა (მთ. კაიშ.). გაბორტული (მიწა) ნახნავი, მაგრამ სულ ბალახად ქცეული (მთ. კაიშ.). ბორტი გუდ. მთ;ბორტვი, ბორტი (რაზ. ჭყ.) – ა. შან. ბორტვი 1. დაბალი ბალახით დაფარული, ბელტებად შეკრული მიწა (ხევს. ჭინჭ., თუშ. ცოც., ფშ. ხორნ., რაცხ. გურ.). ბორტოჲ (ინგ. ასრათ.).აგრეთვე: გაბოტებული დიდი ხნის ნასვენი მიწა. „მიწა თუ ქვიშრობი და ნაბეჩხარი იყო, სამს-ოთხს წელს აღარ ვჴნავდით, გაბოტებული გაუშითკე“ (მოხ. ქავთ.). ბორტ-ფუძე გამოიყოფა ძველი ქართულის ნაწარმოებ ლექსემაში ბორტნოანი ბაღი, ბაღჩა: „შეჰგავს მონაზონსა, რაჲთა არა მოცალე იყოს… არცა წყაროებისათჳს კეთილად აღმომდინარისა ანუ სამოთხეთათჳს და ბორტნოანთა და ფერდ-ფერადთათჳს მხალთ“ (მ. ცხ. 79r). ეგევე ფუძე დასტურდება „მხვნელის“ შინაარსის ბოლტველ სიტყვაშიც ქართულისათვის დამახასიათებელი ფონეტიკური პროცესით რ > ლ. მპოვნელმან საფატოჲს ყრმისა, ელისსეოჲსმან, მჴნელად და მის თანა სხუათა ვიეთმე, ბოლტველთა ათორმეტთა უღლეულთას (ფლავ. 8: 13, 7). ახ. ქართ. II. ბორტი [გერმ. Borg, Borte] 1. გემის, თვითმფრინავის… გვერდითი კედელი. მარჯვენა ბორტი. – გემის მარცხენა ბორტი. || სატვირთო ავტომობილის, ღია საბარგო ვაგონის და მისთ. ძარას კედელი. მანქანის უკანა ბორტზე რკინის პატარა კიბე იყო ჩამოკიდებული (რ. ინან.). 2. გემის, თვითმფრინავის, კოსმოსური ხომალდის, მთვარემავლის შიდა სივრცე. [კორესპონდენტი] გამანადგურებლის ბორტიდან გამოგზავნილ რეპორტაჟებში მოუთხრობდა მკითხველს მეომრების თავდადებაზე (გ. აბაშ.). 3. პალტოს, პიჯაკის მარჯვენა ან მარცხენა ნაპირი (ღილებიანი და კილოებიანი). ახ. ქართ. III. ბორტი [ნიდერ. boort) დაბალი ხარისხის ალმასის კრისტალები – მ. ჭაბ.ახ. ქართ. IV. ბორტი (გერმ. Bord) 1. შემოღობილი, შემოსაზღვრული მაგ. ბილიარდის მაგიდის ზედა კიდე, აუზის ან ჰოკეის მოედნის კედელი და ა. შ.
ბორჯ-ი
საშ. ქართ. I. ბორჯი ვალი – დ. ჩუბ. ახ. ქართ. ბორჯი (თ. ბორჯ) ვალი, გადასახადი. მაშ, გავყიდოთ, შვილო, შენი ჩვრები…, გავისტუმროთ ხარჯი, ბორჯი! (ი. ევდ.). ბორჯიც მიიღო, რადგანაც დარწმუნდა, რომ ფულს მალე მიიღებ ბანკიდამ (აკაკი). დიალექტ. იმ ზავალსა ბორჯიც ახლა აართვეს მეგემ (იმერ.);ბორჯიდან თავი ვერ გამეიღო ზავალმა, ქულფეთ ვერ უუთავა ვეეფერი (სტ., ჩვენ. ფუტკ.). „მე რომ [რ]ძალი მოვიყვანე, ოც მანათი ბორჯითაო (აჭარ. ნიჟ.). ხარჯი-ბორჯი: „ეგეც კარგი, ეხლა გადახდილი გვექნება მაგისი ხარჯი-ბორჯი“ (ჯავახ. ბერ.).საშ. ქართ. II. ბორჯი, ბორჯალი (თათრულად ეწოდების ვალსა) ქართულად და იმერულად უხმობენ პაემანსა, ვადასა, срок – ნ. ჩუბ. ბორჯი კუთხ. 1. მორიგეობის დრო, – ჯერი, რიგი, ვადა. მხიარული დრო არის, მაგრამ სამი თვის მეტი ბორჯი კი არც ამასა აქვს (აკაკი). მოჯალაბემ მოგახსენათ, ექვსი თვის ბორჯი გამოვიდა და უნდა წევიდეო (გ. წერეთ.). იმ თათარმა ორი საათი მოგვცა ბორჯად (აკაკი). ბორჯი დრო. ბორჯი შფოთი ზან. (მეგრ. ფიფია).შდრ. ბორჯალი ძვ. „პაემნის ჟამი, პაემანი“ (საბა).საშუალო საუკუნეების ძეგლებში ხშირად იხმარება სიტყვა ბორჯალი (დრო, გარკვეული ვადა, ხანი;პირობა) რომლის თავდაპირველი სახეა ძველუზბეკური bulčar, mulğau, bolğar. ქართულში შესაძლოა ბოლჯარ (> ბორჯლი) ფორმაც ყოფილიყო (ქავთარაძე 1964, 361). თუ ამ ბორჯალზედ თეთრი ვერ მოგცეთ, მასუკან ნასყიდობის წიგნი მოგცეთ (სამ. VIII, 856). ბორჯალზე ყუელა მოვიდენ (ფეშ. 821, 1). შესაძლოა I ბორჯი და II. ბორჯი ერთი წარმომავლობის სიტყვებია, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა დროს და გზებით უნდა იყოს ქართულში დამკვიდრებული.დიალექტ. III. ბორჯი დიდ მაღალ ადგილებსა ბორჯს დაჲძახიან, ქართულად ბურჯს იტყიან (ფერეიდ. ჩხუბ. 311). შდრ. ბურჯი (ჩიქ.) (არაბ.) კოშკი (ფერეიდ. ჩხუბ. 312). ახ. ქართ. IV. ბორჯი ფესვი (შდრ. ბორჯღალი). ◊ ბორჯს გა‛ი’დგამს ფესვს გაიდგამს. ჯეჯილმა ამოიწია, გაიდგა ბორჯი და ძირია (ი. ევდ.). ფიგურ. ფეხის თითებმა ბორჯი გაიდგა, შავმა ქოჩორმა ცვივნა დაიწყო (ხალხ.). || გადატ. ერთ ადგილას დიდხანს დარჩება. რა ბორჯი გაიდგი და აღარ იძვრი ადგილიდან?! – ქეგლ.ბორჯგადგმული ფესვგადგმული. მატიტელა, მრავალძარღვა და საძირკველში ბორჯგადგმული ბალბა… თეთრად არიან გაგანგლულები (კ. კობ.).შდრ. დიალექტ. ბორჯვ (თუშ. ცოც.). – ქეგლ. ბორჯოყო ვაზის განტოტვილი ადგილი (ალავ., ასათ., კობახ.). შდრ. ბორზ (ბარზე) 1. ამაღლებული ადგილი. 2. ხის ტოტი (სპარს. ალ. ელერდ).
ბოტ-ი
საშ. ქართ. I. ვაც-ბოტი თხა. ბოტი თხის ერკემალი – ნ. ჩუბ. „ვაც-ბოტისა კისერი გაქუს“ (ჯუანშ. 190, 7). აწ სად წაგვივლენ არდავლით სულტანნი ხრდალნი და ბოტნი (არჩ. 378, 917, 4). ბოტის ნაღველი იხმარებოდა წამლად (იადიგ. 299, 22). ახ. ქართ., დიალექტ. ბოტი 1. დაუკოდავი მამალი თხა, სანაშენე და ფარის წინამძღოლი (სინონ. ვაცი, ელქაჯი;გუდამაყ. ხევს. ქეჩი). რა გიჭირს, ცხვარო, ტიალო, ძოვე ბალახი ხშირია! ბოტო, გუძეღ იქისკე, სადაც ალაზნის პირია! (ვაჟა). იყო ერთი თხაო, ბოტად გადიქცაო (ი. დავით.). || ირონ. ამ ჯარგვალში ხუთი სავაცე ბოტი რომ იზრდებით, წყვილგამოუსხამი, ისიც კმარა, ჭირიმე! (ლ. ქიაჩ.). 2. გადატ. ყოჩაღი, მამაცი. ეს მხვდა, როგორც ლომს, არ ვიღებ მალვით… ესეც მე შემხვდა, როგორც ძლიერ ბოტს (რ. ერისთ.). დიალექტ. ბოტი (თ. ბოტ) მამალი თხა. წრევლაი სულ ბოტებ შოვნილობენ თხები, წალი ნაკლებია (აჭარ. ნოღ. VII, 36). გვიან შემოდგომით, ნერბობის დრო რო დადგება, ბოტებსაც გავურემთ ხომე ცხვარში (ჯავახ. ზედგ.)ამავე მნიშვნელობისაა ბოტი (ხევს. ჭინჭ., მესხ. ფეიქრ., თუშ. ცოც.) ბოტალი ექვსი თვიდან დაუკოდავი მამალი თხა. „ნუ აჭყერ ბოტალსავით თოლებსა“ (მოხ. ღუდ.). შდრ. სვან. ბოტა (სვან. ლიპარიტ.). ზან. ბოტი (მეგრ. ქაჯ. II). ბეტარი მამალი თხა (მეგრ. ფიფია). 1. ბოტი-ში ჯავახიშვილი გამოყოფს სქეს –კატეგორიის აღმნიშვნელ უჰასაკოთა აღმნიშვნელ ბ-თავსართს და მიაჩნია, რომ ბოტი დროთა განმავლობაში არის მამალი თხის სახელად ქცეული, თავდაპირველად და წინათ-კი ეს სიტყვა თხისა და მისთანათა ზოგადი აღმნიშვნელი სახელი იყო. თუ იმ დროს ამ ცხოველის მამრობითობის აღნიშვნა ჰსურდათ, მაშინ ბოტს წინ მამალი ცხოველის სახელი ვაცი ერთვოდა ხოლმე (ჯავახიშვილი X, 1992, 217). 2. ბოტი ნასესხები ფუძეა ქართულში (ქერქაძე 1974, 154). ახ, ქართ. II. ბოტი (ჰოლანდ. botte) ძვ. დიდი ნავი (ნიჩბიანი ან ანძიანი ან მოტორიანი). ხომალდი-ლოცმანის ბ., სამაშველო ბ., სადესანტო ბ., სათევზაო ბ. და ა. შ. ახ. ქართ. III. ბოტი (ფრანგ.) დაბალყელიანი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი სინთეტიკური მასალისაგან. [პეპელა ძალომ] დაიწყო ბოტების ჩაცმა (რ. ინან.).
ბჟირ-ი
საშ., ახ. ქართ. I. ბჟირი უგულო ფეტვი – საბა, დ. ჩუბ. ბჟირი ფშუტე, უგულო მარცვალი, ფეტვი ან პურეული (განიავებისას ნიავს მიაქვს ან გვერდზე ცვივა). ბჟირივით ზმნს. მრავლად, ბზესავით, თავზე საყრელად. იმ დროს ფული ბჟირივით იყო (გ. წერეთ.). დიალექტ. ბჟირი იგივეა, რაც ბჟიტი. ბჟირი მშიერი, უგულო ფეტვი;განიავებისას ნიავს მიაქვს ან გვერდზე ჰყრის (ქიზ. მენთ.).შდრ. ბჟირი უმწიფარი ზან. (ლაზ. თანდ.).დიალექტ. II. ბჟირი 1. წვრილი ნამსხვრევი. შოთამ ფანჯარას თოფი ხკრა, ჩამეედინა ბჟირია. 2. ერთი ბეწო რამ, ნამცეცი. ოცდაათის ხინკლისაი არ გასწირე ბჟირიაო (ფშ.-ხევს. პოეზ. 248, 20) – ალ. ჭინჭ. ბჟირი წვრილი, სასროლი ბადის ღონეს აქვს ბჟირი თვლები, რომ თევზი არ გამოძვრეს. რაც ღონეს ვცილდებით, თვლები დიდდება (შროშა, ზ.-იმერ. ძოწ.). ბჟირვა რაიმეს წვრილ ნამსხვრევებად ქცევა, ძალზე ხმელი მზეზე გაფიცხებული თივის ფშვნეტა სეტყვის შემდეგ (ამიტომ ასეთს არა ხვეტენ) (ფშ. ხორნ.). საშ. ქართ. III. ბჟირი ჟირი ან ჯირი, ორპირად მოქნილი ტყავი ირმისა და მისთანათა – დ. ჩუბ. შდრ. (სპარს.) ჯირ ნატი, ზამში ნატი – ალ. ელერდ.
ბრა
საშ. ქართ. I. ბრა გავუცვლი – დ. ჩუბ. იხ. I. გაბრა ახ. ქართ. II. ბრა [ფრან. bras ხელი] კედელზე მისამაგრებელი ელექტროგასანათებელი მოწყობილობა. კედლებზე… ბრები მიუჭედეთ («ლიტ. საქ.»).
ბრაგა
საშ. ქართ. I. ბრაგა ზღვაში გორა უხილავად – საბა. შდრ. ბრაქა: ბრაქათა შეეხეთქები აფრითა მოკუეთილითა (ქილ. 807, 2). ახ. ქართ. ბრაგა (თითქმის წყლის ზედაპირამდე ამომავალი წყალქვეშა კლდე (მთა) ზღვაში, – რიფი. ბიჭი წავიდა. მარჯნის ბრაგებზე ფეხშიშველი მიაბიჯებდა (ნ. ღამბ. თარგმ.). ჩრდილოეთის მხრით ბრაგებია, სასწაულით თუ გადარჩება გემი (ო. იოს.). დიალექტ. ბრაგა ყამირი მიწა;გამოფიტული, მწირი მიწა, ადგილი. ბრაგა ყანა ქონია და იმა ხნევდა მეგემ (თ. ქ., ჩვენ. ფუტკ.). ახ. ქართ. II. ბრაგა [რუს. брага] შინ დამზადებული ლუდის მსგავსი სასმელი. ბუდარიხა ბრაგას რომ დააყენებდა და გადაწურავდა, ბოზალუყი მთლად სევასი იყო (ჭ. ამირეჯ.). უკვე გამოეტანათ: შემწვარი შინაური ძეხვი, მჟავე კიტრი…, ორი შტოფი შინნახადი არაყი, დიდი ქვაბი ბრაგა და ერთი ლიტრი მურაბით შეფერილ-შემტკბარი არაყი ქალებისათვის (ჯ. იოს.).
ბრაწ-ი
ძვ., საშ., ახ. ქართ. I. ბრაწი styrax;გრაკის ხე (საბა, დ. ჩუბ.). „იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისაჲ ნიგუზისაჲ“ (დაბ. 30, 37)ბრაწი კლდის მცენარე უცვეთელს ჰგავს (თ. რაზიკ.). [ცირცელს სურდა] მოესმინა იმ ბრძენი ბრაწის ნაამბობი, ბერიკაცის წვერებივით კლდეს რომ ეკიდა (თ. რაზიკ.). თუმც ბევრი ვცემე, არ ადგა, ზედ დავამტვრიე ბრაწია (ვაჟა). ს.-ქართვ. *ბრაწ – „წითელი;შებრაწვა (ქართ. ბრაწი „წითელივით“ (საბა), (ჩუხუა 2008, 135). დიალექტ. II. ბრაწი: (იმერ., გურ.) გამოსაჯავრებლად, ნიშნის მოსაგებად აწეული ცერის ჩვენება;(გადატ.) ნიშნის მოგება. შდრ. ბრანწი – ქეგლ. შდრ. პრეწა, ვიპრუწ ტუჩსა, ვიპრიწები – დ. ჩუბ.
ბრინჯ-ი
ძვ., საშ. ქართ. I. ბრინჯი (ხე) აკაკის ხე – საბა, ნ. ჩუბ. იგივე უნდა იყოს ბრინჯაოს ხე, ხე ბარდა – დ. ჩუბ.„და მუნ დგა ხჱ შუენიერი ბრინჯისაჲ, მაღალი და რტომრავალი“ (შატბ. კრ. 336, 7).ბრინჯი < ბრინჯაო. ბრინჯაო ირანული წარმომავლობისაა. შდრ. ფალ. ბირინჯ (გიგინეიშვილი 2016). ქეგლში ამ მნიშვნელობით მხოლოდ აკაკია დაფიქსირებული. საშ. ქართ. II. ბრინჯი (ბალ.) მარცვალი თეთრი – საბა. ბრინჯი (თათრ.) ქრთილის გარი თეთრი მარცალი – ნ. ჩუბ. მისი საჭმელი გიშრფეთი და ბრინჯი რძითა შექნილი (ფანასკ. 378, 4). მე ვჰგდივარ წყალში ნავითა, ვით ქვაბში ბრინჯი სადამე (დ. ორბელ. 38, 13). კაცთა საზრდელნი: ბრინჯნი, ძაძა, მაშა // სელი და სხვანიცა (ვ. ბაგრ. 67, ქვ. 4). ოცდახუთი ლიტრა ბრინჯი მოგვცეს (ი. ბარათ. 228, ქვ. 3). ახ. ქართ. ბრინჯი [Oriza sativa] პურეული მცენარე (მარცვლოვანთა ოჯახისა);მოჰყავთ ტენიან ადგილებში. ოდიშში... ბრინჯი ნაყოფიერებს ურწყავად (ვახუშტი). [წიგნში] ენციკლოპედიური სიზუსტით არის საუბარი საქართველოს კულტურულ მცენარეებზე. ესენია... ბამბა, ქერი, სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი («ლიტ. საქ.»). ჩანს, რომ სამეგრელოში ბრინჯის მოყვანას დიდი ხნის წარსული უნდა ჰქონოდა და ფართოდაც ყოფილა გავრცელებული (ივ. ჯავახ.). ბრინჯი სპ. „ბირინჯ“ ტერმინი გვხვდება ბიბლიის ქართულ თარგმანში (IX). შემოტანილია ახალი სპარსული ენიდან. მეგრულში ხმარობენ ფიტონიმ „ორიზას“ – ბრინჯის მნიშვნელობით. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ეს ტერმინი შემოტანილია საბერძნეთიდან (ზ. მაყაშვილი 1996, 107).
ბრუტ-ი
საშ. ქართ. I. ბრუტი ძვ. «მეკეცე», C თიხის ჭურჭლის მკეთებელი (საბა). ბრუტი. ZAaBCE;ბრუდ ZAaBCE ბრტი E – საბა. საშ. ქართ. II. ბრუტი 1. ბრუტიანი და ბრუციანი – ნ. ჩუბ. დიალექტ. ბრუტი საქონლის დაავადება ერთგვარი. ბრუტით დაავადებულ საქონელს ახასიათებს საერთო სისუსტე, ბარბაცი, მოწყენილობა და სხვ. ზოოპათოლოგიაში შეესაბამება მზის დაავადება (აჭარ. ნიჟ.). „შე ბრუტო, შენ! შენ გნახას კაცმ!“ 2. ბრაზი, ბოღმა, დარდი. … მაგრამ ბევრი მაქვ ბრუტადა საგონი სხვა-და-სხვისაო (ხევს. პოეზ. 453, 9) – ალ. ჭინჭ. ბრუტს ადენს აბრაზებს. ყმაწვილო, შენ აქით დაიკარგ, ბრუტს ნუ მადენ, თორე!… (ხევს. ჭინჭ.). შდრ. ქეგლ – ბრუტიანი ბრუციანი. ირემი კოჭლი იყო და ბრუტიანი (ნ. ლორთქ.). ყველა ყრუ და ბრუტიანი რატომ უნდა გამოერიოს ჩვენში (გ. დოჩ.). მაგას თუ ი ბრუტიანი ცხენის გაშვება არ მოვაშლევინე, არ იქნება (რ. ინან.). ბრუტდასეული საუბ. ბრუდასხმული, ბრუდახვეული. რა უთხრას ტანდაბეგვილმა ბრუტდასეულის თავითა? (ვაჟა).დიალექტ. ბრუტიანი / ბრუციანი ცუდადმხედვლი. ძველ ქართულში გამოვლენილი არაა. ეს ფორმები ნაწარმოებია -იან ბოლოსართით. დარჩენილი ბრუტ-/ბრუც-ფუძეც, ჩვენი აზრით, შესაძლოა იშლებოდეს ბრ-ძირად (შდრ. ბრმა და -უტ/-უც ელემენტებად, რომელთა ფუნქცია დადგენილი არაა. ეს მსჯელობა, ცხადია, უაღრესად ჰიპოთეტურია (გიგინეიშვილი 2016).
ბუ-ი
ძვ., საშ., ახ. ქართ. I. ბუ//ბუი თავდიდი ფრინველი ღამისა – საბა. დ. ჩუბინაშვილს მისი წარმომავლობაც აქვს მითითებული ბუ, ბუვი (სპარს.), მფრინ. Сова, Филинь. ბუ ზარნაშო, ჭოტი ანუ წოტი, ბაიყუში და სხვანი ესენი სხვადასხვა გვარნი მღამიობნი მფრინველნი არიან, ღამე ხედვენ და დაფრინვენ, დღე ბრმანი არიან და დაიმალებიან (თ. ბაგრატ.). სამწერლო ქართულსა და მის დიალექტებში დასტურდება ბუი / ბუვი/ ბუ ფორმები, რომელიც მრავალფეროვანი სემანტიკით გამოირჩევა (გვანცელაძე 2009). „ვიყავ მე, ვითარცა ბუვი (ბუჲ g) ნატამალსა“ (a, ფს. 101, 7). ქეგლ-ში ამ სიტყვის მნიშვნელობით დაფიქსირებულია ბუ და ბუვი.გამოთქმულ მოსაზრებათა მიხედვით: 1. ბუ სპარსული წარმომავლობისაა (დ. ჩუბინაშვილი, ანდრონიკაშვილი II, 1996). 2. ბუ ძველ ქართულში შემოსულია სომხურიდან (შდრ. ძვ. სომხ. ბუ „ჭოტი“ სადაც მას ინდოევროპული ეტიმოლოგია აქვს (გიგინეიშვილი 2016).3. საერთო ქართველური სიტყვაა. მკვლევარი აღადგენს ძირს *ბღუ- „ბუ“ > ქართ. ბუვ-ი // ბუ-: ზან. ბღუ > ღუ : სვან. ღუჰ (< *ბღუ) (ჩუხუა 2000-2003). ახ. ქართ. II. ბუი [პოლანდ. boei] 1. ბუი – სხვადასხვა ფორმისა და ფერის წყლის ზედაპირზე მცურავი მსხვილი სასიგნალო ტივტივა მეჩეჩების, წყალქვეშა ქვების ან სხვა მხრივ სახიფათო ადგილების აღსანიშნავად – მ. ჭაბ.
ბუა
საშ. ქართ. I. ბუა // ბუ // ბუვი – ნ. ჩუბ. ბუა იხ. I. ბუი. სიფიცხე მათი ამსგავსეს, რა ბარი სცემდეს ბუასა (არჩილი, 901, 2). ღამით ეშმაკსა შეგადრიან, დღისით «ბუაო» (ბეს. 99, 3). ახ. ქართ. II. ბუა მოგონილი საფრთხობელა, რომლითაც ბავშვებს აშინებენ. [ქალები] ეუბნებიან: შვილებო, მამას უძახეთ «პაპაო», სამშობლო ენა ნუ გინდათ, ის ბუამ გადაყლაპაო! (ი. დავით.). ლიზა [ეუბნება]: «სად წავიდა, და… ბუამ მოიტაცა!» (ა. ცაგარ.). სადღა არიან დედოფლები? ბუას შეუჭამია სულ ერთიანად! (თ. რაზიკ.). შდრ. ბულასაშ. ქართ. III. ბუა (თურქ.) მორიელი – საბა.
ბუთა
საშ. ქართ. I. ბუთა (თურქ.) „სასაგნო“ – საბა. ესე არს მშვილდოსანნი, სადა ნიშანსა დასდებენ ისართა სასროლელად ჴელის წაყრის სიმარჯვისათვის – საბა. ბუთა დასვეს, დაერჩივნეს, მშვილდოსნები უკეთესი (შჰნ. I, 1713, 4). შესტყორცა და ბუთასა ჰკრა, ჭანდართშიგან გაირბინა (შჰნ. I, 1714, 4). ახ. ქართ. II. ბუთა (ქიზ.) «ოქრომჭედლის ხელსაწყო: თიხის ჭურჭელი ოქრო-ვერცხლის დასადნობად და დასახალასებლად» (ს. მენთ.). მეგრ. ბუთა, ბუთი ოქრომჭედლის იარაღი. ზან. (მეგრ. ქობ.). ახ. ქართ. III. ბუთა კონა. ამბობენ: ეს გუდურა ბუთად შეკრული არ არისო, ე. ი. დაშლილია და რიგზე არ არის შეკონილიო. ამბობენ კიდევ: ეგ ბოხჩა რა ბუთად შეგიკრავს (ი. გრიშ). შდრ. ფუთა // ფოტა შეკვრა ნივთებისა, ერთად შეკრული ტანსაცმელი ხელში დაჭერა რომ შეიძლება (გურ. იმერ.) – ალ. ღლ.
ბუკ-ი
საშ. ქართ. I. ბუკი საყვირი დიდი ბუკი (სპარ.) რქის ნაღარა;ნოვბათი, ტაბლაკი (დ. ჩუბ., საბა, ნ. ჩუბ., თ. ბაგრატ.).„დილასა შევჯე, ვუბრძანე: „ჰკარით ბუკსა და ნობასა!“ (ვეფხ.). „ეგრეთვე წარმოდგეს ყოველნი კაცნი და სცემდეს ბუკსა და დაბდაბსა“ (ამირან. 18, 8). ბუკმან მოაბადის დარბაზსა ტირილი დაიწყო… (ვისრ. 145, 22). შეიქნა ბუკთა ტკრციალი და ნაღარის დგერა (რუსუდ. 287, 7). აგრეთვე: (ქ. ცხ. II, 452, 11;ბეს. 126, 2;ვახტ. VI, 85, 187;შჰნ. I, 211, 2). ახ. ქართ. შეიქნა ბუკის, საყვირის ცემა, ატყდა ჭიჭყინი ზურნის საზარი… აჰა, თენდება დ ემზადება სისხლის სათხევლად ორივე ჯარი! (აკაკი). ატყდა ბუკის ხმა მეფის ნაკრძალში (კ. გამს.). ბუკი არ.-სპ. ბუკ-საყვირი (ანდრონიკაშვილი II, 1996). სიტყვა არაბულია (შდრ. არაბ. būɡ) (გიგინეიშვილი 2016). საშ.ქართ. II. ბუკი გურულად სკა – დ. ჩუბ.ახ. ქართ. ბუკი 1. დიდი მრგვალი კუნძი, მორი. 2. კუთხ. იგივეა, რაც სკა (გეჯად გამოთლილი მორი) ბაღში მოუწყვიათ საფუტკრე და დგას ასამდე ბუკი (ს. ქვარ.).ამავე მნიშვნელობით გვხვდება დიალექტებში: (აჭარა. IV, II, 35;გურ. ღლ;ქვ. იმერ. მრეწ. IV, II).ბუკი სკა ზან. (მეგრ. ფიფია). ბუკი გამოფიტული ხის ნაჭერი, გადატ. ბუკის მსგავსი ზან. (ლაზ. თანდ.). ბიკვი შდრ. აგრეთვე: ღოფირას ბიკვსაც ვეტყვით (ლეჩხ. IV, II, 28). დიალექტ. III. ბუკი || ბუკვი პირი, სახე: „მარტივი ბუკები გვეჩნდაო“ (იმ., ჩვენ. ფუტკ.). შავი ბუკი, თეთრი კბილი. ბუკზე შეეტყობა ინსანსა, რა სურიელია, გულში რა აქ (მეზ., იმერხ. ფაღ., ცინც.).ბუკი რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი ცხვირ-ბუკი (სინ. ცხვირპირი;) ერთ გაცინებულს ვერ შეხდები, ყოველთვინ უტირის ცხვირ-ბუკი (აჭარ. ნიჟ.). შდრ. ბუკა გაბუშტული. [პატიამ] ბუკა ცხვირში რაღაცა გაურკვევლად ჩაიბლუკუნა (ბ. ჩხ.).ზან. ბუკა თავმორგვა (მეგრ. ქობ.). წინდის ბუკი (ხელვ.) ჯერ ვქსოვთ წინდის ბუკს, მერე თათს, ქუსლს (აჭარ. ნოღ.). დიალექტ. IV. ბუკიჲ სულელი, ყეყეჩი ადამიანი: აჲ ბუკი! (ინგ. როსტ., ღამბ.).
ბულა
საშ. ქართ. I. ბულა – დ. ჩუბ. იხ. II. ბუა.ფშ. ბულა საშინელი რამ, ვისი სახელითაც ბავშვებს აშინებენ (შან., ხორნ.).შდრ. ბულოჲ ბუა. ნუ სტირ, დედავ, ნუ სტირ, თვარ ბულოს გეჸგონების (თუშ. ცოც.). ს.-ქართვ. *ბულა დიდი არსება (ტყიური);მამალი ცხვარი (ჩუხუა 2017). საინტერესოა ამ თვალსაზრისით ადიღეურ ენაში დადასტურებული ბლამარლა „გველი“ და სვანურ ენაში მე-ბულ-//მე-ბილ სიტყვებში გამოყოფილი ბულ // -ბილ ძირი (საღლიანი 2013, 42). ახ. ქართ. II. ბულა (ლათ. bulla) რომის პაპის სპეციალური მიმართვა მორწმუნეებისადმი (დაერქვა მრგვალი ბეჭდის სახელის მიხედვით, რომელიც ასეთ მიმართვაზე იყო ხოლმე მიმაგრებული). ირონ. კორპუსების უფროსებმა. პატიმრებს ციხის უფროსის – ბატონი კოცის შეთხზული ბულა წაიკითხეს (ჭ. ამირეჯ.). ბულა: ძვ. რომში ბურთულისა და დისკოს ფორმის ამულეტი, რომელსაც კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდნენ ბავშვები სრულწლოვანებამდე – ა. სიხ. ქართლის უძველეს ნაქალაქარზე, ძალისში, ახ. წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნის პერიოდის ბულა აღმოაჩინეს, რომელზეც სპარსეთის შაჰის თავია – (ქართლ.).
ბულქვ-ი
საშ. ქართ. I. ბულქვი ეკლიანი ბუჩქი – საბა. იხ. V. ბოლქვი. დიალექტ. II. ბულქვი რამდენიმე თხილი ჯგუფად. ორი ბულქვი მოვწყვიტე. ბულქვი, 4-5 თხილი ერთათ რო იქნება (ფუთი, ზ.-იმერ. ძოწ.). იხ. I. ბოლქვი.
ბუმბა
საშ. ქართ. I. ბუმბა მც. შავცეცხლა საბა. დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. ბუმბა (ბერძნ.) ბომბი – დ. ჩუბ. საშუალი და ახალი ქართულის სამწერლო ძეგლებში ამ მნიშვნელობით ბომბი დასტურდება.შდრ. ბომბი: ხმა დაუმდაბლდათ, მოულბათ სიტყვის თქმა ამაყობისა, რა ნახეს ცეცხლი, ნაწვიმი ყუმბარისა თუ ბომბისა (დ. გურამ.).ბომბი [ფრან. bombe] 1. ასაფეთქებელი ნივთიერებით (ანდა ცეცხლგამჩენი ან ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებით) დატენილი ჭურვი სხვადასხვა ფორმისა და სიდიდისა.
ბუნ-ი
ძვ. ქართ. I. ბუნი ნამდვილი, მკჳდრი: „წარვიდეს… ბუნსა თჳსსა სამკჳდრებელსა საზეპუროსა სოფელსა“ (სჰკ. 83, 11). კ. დანელია ბუნს განმარტავს (ύτόχδώυό) „მკვიდრი, ადგილობრივი (და არა მოსული)“. მოისოს კაცი იგი ერისაგან ძეთა ისრაჱლისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შვილთა ბუნთა (დაბ. 12, 19). შდრ. აგრეთვე ქართული სიტყვები ბუნი (ბუნ-თურქნი „მოქც. ქართ.“) და ბუნაგი, რომლებშიაც იგივე ძირი ბუნ- გვაქვს შემონახული (ანდრონიკაშვილი I, 1966). ძვ. ქართ. II. ბუნი ბუდე (თვალისა). რამეთუ იყო იგი ჴორცითაცა განრღუეულ და თუალნი არა ბუნსა ზედა სხდეს (მ. ცხ. 37, 23). ბუნი რისამე ჩასათესად ამოთხრილი ორმო (თონ., დვალ., ღოლოვ.) (ქართლ. მენთ.). შდრ. ბუნე ბუდე, ბუნაგი. „ზამთრობით დათვი თავი ბუნეში წევს და თათ ილოკამს“ (ჯავახ. ბერ.). შეიტანა ისევ თავის ბუნეში (ჯავახ. მარტ.). შდრ. ბუნაური საბუდარი – დ. ჩუბ. გამოთქმულია, მოსაზრება, რომ 1. ბუნი || ბუნია არაბულათ საფუძველს ნიშნავს – ბუნიათ;სომხურად უფრო ჰგავს բուն (ბუნ, პუნ) (თ. ბაგრატ.). ბუნი – სომხ. Բուն (ნ. მარი, Тексты 3, 62). 2. ფალაური ბუნ საფუძველი, ძირითადი პრინციპი, საბაბი, ფესვი < ახ. სპარსული − ბუნ „ძირი, ფუძე, საძირკველი, ნიადაგი, სომხური բուն, բնութիւն... შეადარეთ აგრეთვე ქართული სიტყვები ბუნი (ბუნ-თურქნი „მოქც. ქართ.“) და ბუნაგი, რომლებშიაც იგივე ძირი ბუნ- გვაქვს შემონახული (ანდრონიკაშვილი I, 1966). 3. აღდგენილია ს.-ქართვ. *ბუნა „ბუდე, ორმო, საძირკველი (ჩუხუა 2017). დიალექტ. III. ბუნი „ერთი წინაპრის შთამომავლობა მეოთხე-მეხუთე თაობამდე“ ერთ ბაბუიშვილებს ერთი ბუნი ქვია. ჩვენ ერთი ბუნის ვართ, ისი არ არი ჩვენი ბუნის (ხანისწყალი, იმერ. გაჩ.). ბუნი წრე ბიძაშვილებისა, რომელთაც საერთო წინაპარი ჰყავთ: ბუნი მოიცავს სამ, ხუთ (ზოგჯერ, თუ სათვალავი იციან, – თორმეტ) თაობას, რომლის შიგნით ქორწინებაა არაა მიღებული (იმერ. ქავთ.). ბუნი // ბუნე მნიშვნელობით: ერთი პაპის შთამომავალნი, ერთი ოჯახის განაყოფი. 10 მოსახლე ვართ განაყოფი, გვიძახიან ერთ ბუნს, ერთი ბაბუის ნაშიერს (ხიდარი). ერთ ბუნს მაღრაძეებისას ბაბუა ყოლებოდა მორჩილი კაცი და აქედან დეერქვათ კუკური (ლეღვანი). თქვენი ბუნეს გარდა არიან ხარატიშვილები? (ხიდარი). ერთი ბაბუის განაყოფი ერთი ბუნეა (ტაბაკინი). რაც იქ ვიცით, ის ვიცით ამ ჩემ ბუნეშიც (ფუთი). ბუნობით „გვარის შიგნით“. ერთი პაპიდან წარმომავლობის, ბუნის მიხედვით“. „ჩვენე ბუნობით მახარობლიშვილებს გვიძახოდენ“ (ლეღვანი, ზ.-იმერ. ძოწ.). აღდგენილია ს.-ქართვ. *ბუნ- „შთამომავლობა“. მ. ჩუხუა სინდურ ენებთან პარალელებთან გავლებით ამყარებს ამ მოსაზრებას (ჩუხუა 2017). ძვ., საშ. ქართ. IV. ბუნი შუბის ტარი (საბა). ბუნი ტარი შუბისა ანუ იარაღთა ხელთსაქმარისათა – ნ. ჩუბ. ბუნი ტარი, წვერი: „ბუნი ჰორლისა მისისაჲ ექუსასი სასწორი“ (I მფ. 17, 7). „მიყო ბუნი ჰორლისა თჳსისაჲ, დააწო გოლსა მას თაფლისასა“ (I მფ. 14, 27). „ბუნი ჰორლისა მისისაჲ იყო ვითარცა ლვილი ქსლისაჲ“ (II მფ. 21, 19). ორთავ ოროლის ტარები მიჰყვეს (ბუნი) (ამირან. 590, სქ. 4 ტარი). ახ. ქართ. ბუნი 1. დროშის ტარი. დროშები სხვადასხვაგვარი იყო და არის ხოლმე: ზოგს ალამი ლურსმნებით აქვს ბუნზე მიკრული, ზოგს კი ტილო საჭიროებისამებრ მიებმება და ჩამოეშვება (ივ. ჯავახ.). მედროშენი დროშის ბუნს ადგამდნენ სულით ავადმყოფს ქედზე (კ. გამს.). || შუბის ტარი. შუბს ბუნი გაუტყდა. 2. იგივეა, რაც ბუნიკი. მჭრელი ფრანგული უბრჭყვინავს ბუნით ვადამდე (ვაჟა). ქვევით გაისმა ლოდებზე მგზავრის ხმლის ბუნის ჩხარაო (ვაჟა). აფშინამ ხანჯრის ბუნისა ვერცხლი არაყში ჩათალა (ვაჟა). დიალექტ. ბუნი ხანჯლისა და ხმლის ქარქაშის ბოლოზე წამოსაცმელი რკინა – ბუნიკი (ხევს. ჭინჭ.).ბუნი ბუნიკი, დროშის შუბის ტარის დაბოლოება ზან. (მეგრ. ქობ.). 1. ბუნიკი < სომხ. ბუნიკი (ანდრონიკაშვილი 1966).მიგვაჩნია, რომ ბუნი < ბუნიკი.1. ძვ. ქართულის 1. „ბუნი „ტარი“ და 2. ბუნი „მკვიდრი, „ძირითადი“. 2. ეს ორი მნიშვნელობა ალბათ ერთიანდებოდა უფრო ზოგად ერთ მნიშვნელობაში: ძირი „საფუძველი, საყრდენი, რომელთაგან ერთის მხრივ მივიღეთ „მკვიდრის მნიშვნელობა“. მეორე მხრივ კი – „კონკრეტული საგნის საყრდენის“ ანუ „ტარის“ მნიშვნელობა. შემოსულია სპარსულიდან (შდრ. ფალ. ბუნ „ნიადაგი, საფუძველი, „სულიერი ღერძი“, „სულიერი საყრდენი“, ახ. სპ. ბუნ იმავე მნიშვნელობით (გიგინეიშვილი 2016). საშ., ახ. ქართ. ამავე მნიშვნელობისაა ბურნუკი ბუნიკი (დ. ჩუბ.). ბურნუკი. უხდებოდა ქავთარს მაღლა აწეულ ხელზე ბეჭედი, ძირს – ტყავის პალტოს კალთიდან გაშვერილი ბრჭყვიალა ბურნუკი (გ. ბუთხ.).
ბუნა
საშ. ქართ., დიალექტ. I. ბუნა (თურქ.) განაბული. შიშით გაცქნაფული – საბა. ბუნა გაუგებელი, მიუხვედრებელი, უბირი. ბუნაჲ იმითანა კაც ვეტყვით, ვინცა გამოუსვლელია, არა იციჲ რა (წილკ.). ნამდვილი ბუნაა ჩვენებიანთ სიძე, იმი კარებ წინ ვიდექი, და ერთი არ მითხრა, წამო შინ, დაღლილი იქნებიო (ქართლ. ლექსიკ.). ახ. ქართ. II. ბუნა კუთხ. «ნაწილი, ზომა» (ვ. ბერ.). ◊ ერთი ბუნა ერთხანს. ერთი ბუნა წრფელი გზით იარეს, მერე – მიტეხილ-მოტეხილით (ა. გალდ.). ერთი ბუნა ქვეითად მივდიოდი, მერე ცხენი ვიქირავე (ვ. ბერ.). || ერთ მომენტში, დროის მცირე მონაკვეთში. [დათიკომ] ერთი ბუნა ისიც კი გადაწყვიტა, სულ მიეტოვებინა ეს მუდრეგი ხარები (ა. გალდ.). ბუნა (ქვა): მარტო ძირს იყო ერთი ბუნა ქვა გამოშენებული (ლეჩხ. მრეწ. I, 36). ზან. ბუნა წყება (მეგრ. ქაჯ. IV). ბუნა-ბუნა წყება-წყება;ბმული: (ბუნა-ბუნათ ჯგუფ-ჯგუფად) (მეგრ. ქობ.). ახ. ქართ. ტერმ. III. ბუნა [ინგ. buna] სინთეტიკური კაუჩუკის ნაირსახეობა. ახ. ქართ. IV. ბუნა ტერმ. [ინგ. buhne] ბუნა (გერმ.) – 1. რეგულაციური ნაგებობა, რომელიც ნაპირს (ნახ. 1) ან ჰიდროტექნიკურ ნაგებობას იცავს წარეცხვისაგან;2. მორებისაგან შედგენილი მცურავი ჯაჭვი სავაჭრო ნავსადურის რომელიმე უბნის გადასაღობავად (სამშენებ. ტერმ.).
ბურ-ი
საშ. ქართ. I. ბური, ბურუსი (არაბ.) ბორი, ნისლი – დ. ჩუბ. მყის მოეხვია ბური და იქმნა ბნელი მძაფრი (ქ. ცხ. IV, 86, 9). პირსა ოფლი მოედინა, თავს დაადგა სიცხის ბური (დ. გურამ. 295, 3). გადატ. მაგრამ კვლავ შესცდენ მის მზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა ჩაცვივდენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა (დ. გურამ. 83, 145, 3). ახ. ქართ. ბური 1. სიცხის დროს ჰაერში დამდგარი მტვერი, რაც ჰაერს გამჭვირვალობას უკარგავს. გადეყარა ნარიყალას ნაცრიანი ბური (გ. ლეონ.). 2. ანაორთქლი, ბურუსი (შდრ. ბუერი). იმ მთას გაუწყვეტელი ნისლი და ბური ახვევია (მელან.). ალაზნის ველი ჩანს. დილაა მზიანი, გარშემო ბურია ღამენათევარი (გ. ტაბ.). 3. გადატ. სიბნელე. მთისკენ აღმოჩნდა ღრუბელი, ცას მოეფინა ბურია (ხალხ.). დიალექტ. ბური ნისლი. დილას ისეთი ბური იყო, კაცს ვერ დეინახთი (ტაბაკინი, ზ.-იმერ. ძოწ.). ბური ბურუსი. [საკიდლიანი] ვეშაგთ ნადენთა მთა-წვერთა თან ბურს დაადებს ნისლისა (ქხპ. I, 73, 16) – ალ. ჭინჭ.საშ. ქართ. II. ბური ხორბალი ჩვეულებრივი Triticum vulgare. აიღე ნიშასტაკი, დამწუარი ბური (ფანასკ. 339, 8). დიალექტ. III. ბური ნაღმის ასაფეთქებელი იარაღი, ქვის საჭრელი. ბურია, ქვას რო ჭრიან, ფოლადია გამოპირული (ვახანი, ზ.-იმერ. ძოწ.). ბურს თავი რგვალი აქვს, პირი კი თხელი ლაღუმის საცლელად (ქვ.-იმერ. მრეწ. I, 320). კდეს ვბურღავთ ბურით (ქვ. რაჭ. მრეწ. I, 334). შდრ. ბურო (რუს.) საბურღი, სატეხი. ბურაო, ბურავო ბურღი (ხის სახვრეტად). – (ხევს. ჭინჭ., ზ.-იმერ. ძოწ.). IV. ბური გარეული ფუტკრის შავი ჯიში ზან. (ლაზ. თანდ.),დიალექტ. V. ბური თავსახური. დახურეს ორმოს ბური და ორმოში დარჩა (ჯავახ. მარტ.). შდრ. საბურველი, საბურავი.
ბურან-ი
საშ., ახ. ქართ. I. ბურანი 1. «არც ძილი, არც ღვიძილი» (საბა), – გარდამავალი მდგომარეობა ძილსა და ღვიძილს შორის (დაძინებისას და გაღვიძებისას). ვაჟო! მე ბურანში ვიყავი;სიზმარს თუ გიამბობდი. არაფერია (ს. შანშ.). 2. გადატ. გაურკვეველი მდგომარეობა, უგონობასავით. გულმა ცემა ერთს წუთს შეწყვიტა, დამეცა ბურანი, თვალთ დამიბნელდა (ილია). ◊ ბურანში ყოფნა თავის ტვინის ავადმყოფური მდგომარეობა. || გაუნათლებლობა, ბნელში ყოფნა. გეყოფათ ამდენ ხანს ბურანში ყოფნა… ახლა მაინც აახილეთ თვალები! (დ. მაჩხ.). აგრეთვე: (თუშ. ცოც.).ვფქრობთ, რომ ბურანი < ბურჰანი. ბუჰრანი (არაბ. ბუჰრან) კრიზისი ავადმყოფობის დროს. ბურჰანი გამომავალსა ოფლსა ჰქვიან. ბუჰრანისა და ცხელებისა ნობათის დროსა ავად მყოფსა კაცსა საჭმელი არ უნდა აჭამონ (იად. 122, 22). დიალექტ. II. ბურანი იხ. II. ბორანი. ტრიან გოგრისა და ხორცის ბორანი (ინგ. ჯან.) – რ. ღამბ.
ბურახ-ი
საშ., ახ ქართ. I. ბურახი «ქერ-ფეტვთა და სხვათაგან სასმელი რამე» (საბა). ბურახი (თათრ.) ბოზა ფეტვისა – დ. ჩუბ. ბურახი კვასის მსგავსი სასმელია (ზ. ჭიჭ.). მერე ჩამჩებით აყოლებდნენ ზედ ჩამჟავებულ ბურახს, ლხინობდნენ (ე. ზედგ.). კერძებს ერთი გრაფინი ბურახიც მოაყოლეს (რ. ინან.). ახ. ქართ. დიალექტ. II. ბურახი მსხვილღეროიანი მაღალი ბალახი, – ლიხი. ფშ. თ. შამბი – ა. შან. ბურახი ბუერა, „უეცრათ ტახი გამოძვრა, ტაფობში ბურახიდამა (ბ. 343, 18 – ივ. ქეშიკ.). ბურახი ხშირი და მაღალი ბალახი (ხევს. ჭინჭ.). ბურახ [ბურახა] ტყე უღრანი ტყე. ძალიენ არს დათვიანი, ტყენ გვხვდებიან, ბურახანი (ხევს. ჭინჭ.).
ბურდო
საშ. ქართ. I. ბურდო (სპარს.) დურდო, მღვრიე სასმელი (დ. ჩუბ.). ვიეთნიმე დურდოს და ბურდოს არ განარჩევენ ხმარებაში – დ. ჩუბ. ბურდოიანი მღვრივე სასმელი – დ. ჩუბ. შდრ. დურდო წამხდარი ყურძენი – საბა. დურდო წყალი რო აიმღვრევა ხოლმე, იმას ვეტყვით (ღოლოვ.). ძირში რო ჩაილექება (მარაბ., ქართლ. მენთ.). საშ., ახ. ქართ., დიალექტ. II. ბურდო ზრო, ღერი მცენარისა – დ. ჩუბ. ბურდოსა და მტკველს შემოვიტან აივანზე ქვეშ გასაშლელად (ნ. კეცხ.). ქალმა წუმწუმას გაჰკრა და ბურდის შეუკეთა (ნ. ლორთქ.). შდრ. ბარდი. ბურდო ეკალ-ბარდი, ჩირგვი (მესხ. ფეიქრ.).შდრ. ბურდოსფერი მწვანე, ბალახისფერი. „სკლატის ხალათ ეცვავ, ბურდოსფერივ“ (თუშ. ცოც.). საშ., ახ. ქართ., დიალექტ. III. ბურდო ულეწავი ბზე (ფეტვისა) – (საბა), ფეტვის ნალეწი ანუ ბზის მტვერი (ვიეთნიმე ხმარობენ დურდოს მაგიერადაც) – ნ. ჩუბ. მიაშურეს სოროებში ფეტვის ბურდოს [თაგვებმა] (რ. ერისთ.). || ჩალაბულა, აწეწილი თივა. წამოვედით შინ და ხელით ყველამ თანაც წამოიღო ბურდო ქალამანში ჩასაგებლად (ვაჟა). დიალექტ. ბურდო ხორბლის, ქერის ან ფეტვის გალეწილი ჩალა „(ნანება) შორიდან აღმე სათრევსა, ბურდოს და თივას ჰტვირთავდა“ (ბ. 427, 21) – ივ. ქეშიკ.ბურდო ფეტვის წველი, არ ილეწება (ქიზ. მენთ.). იხ. აგრეთვე: ბურდნა (ნაწარმოებია ბურდო სიტყვისაგან) ფეტვის ლეწვა. შდრ. ბონდო (აჭარ. ნიჟ.).ბურდო თოკის მოკლე ნაჭერს რომ დაშლიან, დაარღევენ და ხელით მატყლივით გაწეწავენ, ამას ბურდოს ეძახიან. ხვრელები ბურდოთი მაინც ამოტენე, რომ სახლში მტვერი აღარ შემოვიდეს, – სთხოვა ცოლმა მეუღლეს (მთ.-რაჭ. ლობჯ.). ს.-ქართვ. *ბურდ- „ფშვნა, ლეწვა“ (ჩუხუა 2000- 2003).
ბურსა
ახ. ქართ. I. ბურსა [ლათ. bursa ჩანთა;სალარო] სასულიერო სასწავლებლის, სემინარიის საერთო საცხოვრებელი. წარმოვიდგინოთ თბილისის სემინარია. წარმოვიდგინოთ მისი ბურსა, მოწაფეთა კარჩაკეტილი ცხოვრება (თ. სახ.). დიალექტ. II. ბურსა თოვლიანი ნისლი (ქართლ. კირიონი) – ალ. ღლ. ს.-ქართვ. *ბურსა „ნისლი (თოვლიანი) (ჩუხუა 2017).
ბურჯღულ-ი
საშ. ქართ. I. ბურჯღული ბურჯი. სადა არის შენი ლამაზად მოხდომილი ტანი და შავი თმა, ბროლის ბურჯღულზე სწორად შემოკეცილი (რუსუდ. 150, 31). ვფიქრობთ, რომ ბურჯღული < ბურჯი. ადვილი შესაძლებელია ბურჯი სიტყვის უშუალოდ არაბულიდან სესხება. შემდგომი ლექსიკური დამატებანი უფრო მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება და სპარსული გზა იგულისხმება, რადგან XII საუკუნე სპარსული სიტყვების შემოდინებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია (იმედაძე 2014, 120). საშ., ახ. ქართ. II. ბურჯღული (ბურჯღლი Cq) [დიდ–დიდი ნაბერწყალი ZA. დიდრონი საბერწყალი BCD. ცეცხლი – საბა. ბურჯღუმი, ბურჯღული ბლომად გამოყრილი ნაპერწკლები. შდრ. ბურჯღალი. ტერფით ცეცხლი დააკვესა, ქვათ ბურჯღული გაადინა («შაჰნამე»). მე მარად ვიყავი ცეცხლი სიყვარულის, ალი, ღველფი, ნაკვერჩხალი..., ბურჯღული (მ. სალუქვ.). ფიგურ. წავიდა ის დრო, თვალთაგან ცეცხლს რომ ბურჯღუმად ისროდა (ვაჟა). ზან. ბორჯღება თვალის მოჭრა, აჭრელება, ბორჯღოლი, ბორჯღლედი ნაპერწკლები (თვალისა) (მეგრ. ქობ.).
ბუტ-ი
საშ. ქართ. I. ბუტი ბუშტი. ბუშტი (ვესიკა;ფუჩიკ CbqDE, ფუჩიეკ Ca) (ბუშტი და ბუტი E) ფსლის პარკი დაბუშტება – საბა. ბუშტი < (თურქ.) ბუშტ (იუსტ. აბულაძე).ს.-ქართვ. *ბუშთ-ბუშტი;დაბუშტება ქართ. ბუშტი (ჩუხუა 2017).ახ. ქართ. II. ბუტი [ლათ. buttis კასრი] დიდი, მუცელგანიერი ჭურჭელი, უმეტესად პლასტმასისა ან ხისა. მათ გულდასმით დარეცხეს ვეებერთელა კასრები და მუხის ბუტები («სოფ. ცხ.»). ყველაფერი გაწკრიალებული დახვდა – უზარმაზარი ბუნკერები, ბუტები, ჩანები, ქვევრები («ლიტ. საქ.»).
ბუხარ-ი
საშ. ქართ. I. ბუხარი (არაბ. ბუხარი) ორთქლი, კვამლი. ბუხარსა მალედ თავშიგა გაიყუანს (იად. 172, 36). თუ კაცისა ცხუირსა სისხლმან დაუწყოს დენა… ისი ცხროსა და სასისა ბუხრისაგან არის (ქანან. 229, 25). ღვინითა გამძღარიყო და ბუხრითა გატენილი მაღლად ამას იზახდა (შჰნ. III, 289, 28). საშ., ახ. ქართ. II. ბუხარი ღია (უკარო) ღუმელი აგურისა ან ქვისა, სახლის კედელში შიგნიდან დატანებული. გამიკვირდა: კამარა და კამარა შეკრული და იმაში ბუხრები იყო და საწვავი ყველა იქ მზადდებოდა (რუსუდ. 255, 9).იქით, პატარა მოშორებით, ვიღაც დედაბერი კედლის პატარა ბუხრის წინ ქვაბებს დასტრიალებდა (ილია). მამიდამ… ბუხარს შეშა შეუმატა (ნ.  დუმბ.).საბას მიერ „თურქთა ენად“ კვალიფიცირებული – „ყოველსა აორთქლებას სტომაქისა ანუ ქვეყნისა ბუხარად უწოდენ“ არაბულიდან მომდინარე სიტყვაა, ხოლო „კედელთა სახლისათა დატანებულსა საცეცხლეთა ბუხარსავე უჴმობენ, ქართული არ არის“, არაბულიდან მიღებული სპარსული / ბოჰარი ფორმაა (იმედაძე 2014, 54). საშ. ქართ. III. ბუხარი მარამა დევა დაბანი, კოჩივარდა, ვირის ყურა (იად. 205, 33). დიალექტ. IV. ბუხარი კაპარი „ბურახი“ – ა. შან. ბურახი > ბუხარი.
ბჭე
ძვ. ქართ. I. ბჭე შესასვლელი სახლთა ტაძართა – საბა. ბჭე «კარი», მთავარი შესავალი, კარიბჭე: „დადგეს შესავალთა მათ ბჭეთა ქალაქისათა“ – M, დადგეს კარსა ზედა ქალაქისასა“ (G, ისუ ნ. 20, 4). „შევიდოდეთ იწროს მას ბჭესა“ (მთ. 7, 13). „მიეახლნეს იგინი ბჭეთა ქალაქისათა“ (ლ. 7, 12). „აღიკიდიან და დასჳან… ბჭეთა თანა მის ტაძრისათა“ (საქ. მოც. 3, 2). „დადვეს იგი ზღურბლთა ზედა მის ბჭისათა“ (H – 341, 685). „დაშთეს იგინი გარეშე ბჭეთა“ (მ. სწ. 59, 3). ბჭითი-ბჭედ კარიდან-კარამდე. განზომა ეზოჲ იგი ბჭითი-ბჭედ (O, ეზეკ. 40, 23). საშ. ქართული: ბჭე: მუნებურნი ვაჭარნი ფარჩას გაუშლიან შესავალს ქალაქის ბჭეშია და ზედან გარდაუვლის ხელმწიფე თუ ხანი (კალმას. 222, 4). აღახვენით, მთავარნო, ბჭენი (დ. გურამ. 155, 7, 1). საშ. ქართ. გადატ. ბჭე „გულის კარი“. ქაავ მჭედელს წინა ქონდა ტყავი, კალთას უკუსაკრი, / ცეცხლისათვის მოსაფენი ბჭედაზედა წესი არი (შჰნ. III, 443, 2). შენი სიცოცხლე გაგრძელდეს საუკუნემდე ბრჭეო და, მოჩივართ დია ეღირსოს თქუენის გულისა ბჭეო და! (ქილ. 402, 15). ახ. ქართ. ბჭე ძვ. 1. დიდი კარი, შესასვლელი. მზის ყვავილი გადაშლილა დიდუბიდან ისნის ბჭემდე (ა. ბაშ.). ბაღი მაქვს იგეთ-აგეთი, გარს ზღუდე, ხუროს ნაგები… უჩემოდ ვერვის მიართვეს იმის ბჭის კარის საღები (ბაჩ.). ისევ დახშავდნენ ბჭეებს ციხისას (კ. გამს.). გუნდის ზეციურმა ხმებმა კვლავ აღავსეს ტაძრის მაღალი ბჭეები (რ. ჯაფ.). ბჭენი ჯოჯოხეთისანი ძვ. ჯოჯოხეთის კარი. გაისმა ჯოჯოხეთის ბჭეთა რაკუნი (ვაჟა). დაიქცა ბჭენი ჯოჯოხეთისანი (ნ. ლომ.). 2. გადატ. ზღუდე-გალავანი, რაშიც ასეთი შესასვლელია დატანებული. იქნებ დაღამებამდე რომელიმე ქალაქის ბჭეს მივაღწიოთ (ა. სულაკ.). ფიგურ. გაზაფხული სალამზეა, ქართლის ბჭესთან შემოსული (გ. ლეონ.). ბჭე გამოიყოფა ხევსურულში დადასტურებულ კომპოზიტში ჭერაბჭონი სახლის ჭერი და კუთხე-კუნჭულები, – ჭერი და ბჭეები (ხევს. ჭინჭ.). გამოთქმულია მოსაზრება რომ ქართ. ბჭე ნასესხები უნდა იყოს ადიღური ენებიდან (შაგიროვი, 1977, 84). ვფიქრობთ, რომ ბჭე < მჭე „მჭერი“.ძვ. ქართ. II. ბჭე «მთავარი», «კრიტისი», მსაჯული, მოსამართლე. მისცეს პილატეს ბჭესა C – „მისცეს იგი პილატეს მთავარსა“ (DE, მთ. 27, 2). „მე დღეს მოცალე ქმნილ ვარ და ბჭე და კრიტის“ (მ. ცხ. 225r). „უკუეთუ დიდი... საქმე არნ გინა სამეფოჲ, გინა ბჭისაჲ, ეკლესიას დაიუბნის ძმანი“ (ი-ე. 38, 4). ბჭეთ-მწიგნობარი მდივან-მწიგნობარი: „დავწერე... ბჭეთ-მწიგნობარმან გორდიანე მეფისამან“ (ფლკტ. 160,22).ბჭე მოსამართლე: „ესე ბურჯი კათალიკოზთა, ებისკოპოსთა და ბჭეთაჲ არს“ (ეტლ. 9, 12) ...„მი სნი არიან... და ადგილთაგან ეკლესიაჲ და მონასტრები და ბჭეთა საჯდომი“ (ეტლ. 9, 16). საშ. ქართ. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა;ტარიელ უთხრა: „შენ დაჯე! სწადიან ბჭესა ბჭეთასა“ (რუსთაველი). თქვენსა და ჩვენსა შუა მოსამართლე და, შემოქმედი იყოს ამისა მოწამე ბჭე (შჰნ. III, 473, 38). პირველ ბჭედ საშუალ გცნობდეს (თეიმ. 325, ქვ. 3). ყოველსა წელიწადსა ჰხამს გამორჩევა ბჭისა, ნებითა მეფისათა (სამ. ბატ. 12, ქვ. 5). დავსხედით ღმრთის შიშს ქუეშე ბჭედ და მოსამართლედ (სამ. IV, 691, ქვ. 14). ახ. ქართ. მოსამართლის მნიშვნელობის ბჭე ქეგლის მიხედვით უკვე ძველი ფორმაა. ბჭე ძვ. სადავო საქმის გამრჩევი, – მედიატორი, მოსამართლე. სტუმარი რომ ბჭედ დადგება, სახლი მაშინ სწორდება (ანდაზა). ბჭეების მეტი ყველანი დაითხოვეს და დაიწყეს განსჯა და აწონა ყველა ჩვენებისა და გაგონილისა (ა. ყაზბ.). დიალექტ. ბჭე რაიმე სადავო საქმის გადასაწყვეტად თავშეყრილი უფროსები, მერჯულე ხალხი. ლხინსა ვეძებდი, ვერ ვპოვე, ჭირი ჩემზედა ბევრდება. ბჭეს ვკითხე, მითხრა: „გაიძელ, შენ სხვა არაი გერგება“ (ხევს. პოეზ. 675, 5). სალაშქროს დროშას ხკაზმევდეს ბჭენი და ჴევის-ბერია (ხევს. პოეზ. 541, 23). – „რაი გაღბჭევით, ბჭეებო? რაისანი ხართ მთქმელნია?“ (ხევს. პოეზ. 560 ბ, 18) – ალ. ჭინჭ. ბჭენ სასამართლო, მსაჯულთა შეკრებილობა. ბჭენ შიჸყარნიან (თუშ. ცოც.). ბჭე შეიძლება შემდეგი ფონეტიკური სახითაც შეგვხვდესბრჭე ან მობრჭე განმსჯელსა და მოსამართლესა ეწოდება (თ. ბაგრატ.). გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა (ვეფხ. 959, 1)....შენ მარტო მისრულ ხარ ბრჭისასა და ცუდად უსამართლო დია გითქუამს (ვისრ. 118, 16). ვაჟო, რად ვიბრძვით, ბრჭემ გვისამართლოსო! (ქილ. 402, 10). ჩუენ ბრჭეთა ასრე გავაჩინეთ (სამ. IV, 52, 15). დავსხედით მათისა კარისა ბრჭენი და მოურავნი (სამ. IV 46, ქვ. 1). სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა (ვეფხ. 1542, 2). პრჭე: გივი იტყვის: შემოქმედო, პრჭე ხარ, ამას ემართლები (შჰნ. II, 4256, 1).პჭე: შეწევნითა ღმრთისათა დავსხედით ჩუენ პჭენი (სამ. IV, 114, 53, 11). საშ. ქართულში ერთმანეთის პარალელურად გვხვდება ბრჭე და პრჭე შდრ.: გათენდა და ტანს ჩაიცვა, ეხვეწების პრჭეთა პრჭესა (შჰნ. II, 4505, 1). ხევსურულში გვხვდება მბჭე: ბევრაის მტრისა გამრიგესაო ენასა მბჭეჩი ზიდავ-ღაეო? (ეთნ. III, 1, 11) – ალ. ჭინჭ. მბჭე-ჴევისბერნი: აბეჩვ, ჴუნჩალაურაო, მბჭე-ჴევისბერჩი მაარულო (ეთნ. III, 2, 4) – ალ. ჭინჭ. ბჭე სიტყვის ომონიმურ ცალების შესახებ შემდეგი მოსაზრებები არსებობს სამეცნიერო ლიტერატურაში:1. სახელთა ფუძეებისაგან ნაწარმოები მოქმ. გვარის ობ-იან ზმნათა შორის ა. შანიძეს დასახელებული აქვს ასევე ბჭე (= მოსამართლე) – ვბჭობ („კაცი ბჭობდა“) (შანიძე 1980,402). 2. ივ. ქავთარაძეს მიაჩნია, რომ საშუალი გვარის -ობ სუფიქსი მოუდის მოქმედებითსაც, რომელსაც ჩვეულებრივ ა- პრეფიქსიც შეიძლება ექნეს: გან-ა-ბჭობ-ს, ნამყო წყვეტილი განაბჭო (კიმ. I, 120,14). უძველესი წარმოების დამახასიათებელია მიმღეობა ბჭე < მ-ბჭე (შდრ. ძალ-ი: მ-ძლ-ე) (ქავთარაძე 1954, 109). 3. ფუძის მომდევნოდ გაუჩინარებულია -ევ მარცვალი: ბჭ < *ბჭევ (კაცობრივ განბჭე, სწავლ. 29, 20;ფრიადითა გამოძიებითა განბჭო, ცხრ. 118, 20;შდრ.: განვაბჭვეთ, სკლ. სბთ. II, 158, 5;*ბჭევ > ბჭვ. ბჭვ-მარტივდება, > ბჭ, ამ უკანასკნელისაგან > პჭ, შდრ.: პჭობა, გურმ. 169, 23, 1;ერთელიშვილი 1970, 271). 4. ბჭე სიტყვათა ომონიმია მეორეულია და ბიბლიურ რეალიებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ცნობილია, რომ ბიბლიურ სამყაროში, -იერუსალიმსა თუ სხვა ქალაქებში გალავნის შესავლელთან, ბჭესთან, კარიბჭესთან თავს იყრიდა მილეთის ხალხი და აქ წყდებოდა ქვეყნის ყველა საქმე – სასამართლო, სამედიატორო თუ სხვ. ეს იყო მსჯელობის, თათბირის, ბჭობის ადგილი. ამ საქმიანობის წარმმართველი კი იყო ბჭესთან მდგომი პიროვნება – გამრიგე, მომწესრიგებელი, რომელსაც როგორც საუბარში ზ. სარჯველაძემ აღნიშნა, შეიძლება მ-ბჭე ერქვა. შემდგომში თავკიდურა მ-ს დაკარგვამ გამოიწვია კიდეც ის ომონიმია, რაზედაც ზემოთ იყო ლაპარაკი. ამგვარად, მოსამართლის“, „მსაჯულის“ სემანტიკას ამ შემთხვევაში უდევს „კარის“ (ბჭის), „შესასვლელის“ მნიშვნელობა. თვითონ ბჭე კი უნდა მომდინარეობდეს მჭე სიტყვისაგან, სადაც უნდა გამოიყოფოდეს ჭ ძირი, მ- ე კონფიქსით ნაწარმოები. მ-ჭე კონფიქსით ნაწარმოები მ-ჭე (> ბჭე) ოდესღაც ნიშნავდა – „მჭერი“, დამჭერი“. კარი – ბჭე < კარის მჭე „კარის დამჭერი“. ...ამა ვე სიტყვას უკავშირდება ბჭობა-ც *მბჭის საქმიანობა (თოფურია 1998, 106-108). 5. ბელა შავხელიშვილის ზეპირი ცნობით, ბჭე-ში თავკიდური *ბ- კლასის ნიშანი უნდა იყოს, მისი *ბ-კლასი იმას მიუთითებს, რომ შესაძლოა ბჭე - *ჭა-ს (*ჭა-ი > *ბ-ჭ-ე) უკავშირდება, და თუ გავითვალისწინეთ, რომ ჭა მოსახლეობის თავშეყრის ადგილი იყო, მაშინ *ბ-ს დამატება ზმნაში *ბ-ჭობა – კანონზომიერია, რადგან იგი მრავლობითი კლასის მარკერია. ჭიშკარიც ხომ აქედანაა > ჭი-ს-კარი (თავდაპირველად ჭას ხომ უკეთდებოდა ერთგვარი ღობედაცვა, რომ არ დაბინძურებულიყო ან განგებ არ შეელახათ ეს ადგილი.6. ბ. გიგინეიშვილის მოსაზრებით, ბჭე წარმოშობით მიმღეობაა და აღნიშნავს მას, ვინც ბჭობს. ნაწარმოებია იგი მ–ე ცირკუმფიქსით ბჭა- ძირისაგან. თავდაპირველი *მ-ბჭ-ე არ შემონახულა მ-ს დაკარგვის გამო ბ-ს წინ სიტყვის თავში… თვით ბჭ- ძირის ეტიმოლოგია დაუდგენელია (გიგინეიშვილი 2016). ჩვენც მიგვაჩნია, რომ ბჭე (< მ-ბჭ-ე) ვინც ბჭობს.
გაბრა
საშ. ქართ. I. გაბრა ძვ. „ცხენის საწმედელი» (საბა). შდრ. ამავე მნიშვნელობის (თურქ.) გებრე.საშ. ქართ. II. გაბრა: გაბრა ანგარიშში ჩავუგდებ – დ. ჩუბ. ახ. ქართ. გაბრა სახელი გაუბრის, გაებრება ზმნათა მოქმედებისა, – რაიმეს ბადლად მიჩნევა, ანგარიშში ჩაგდება, რაიმეს სამაგიეროდ ჩათვლა, – გაქვითვა. ვალში გაბრა. – იმ ბიჭებს რომ ღვინის მაგივრად წყალი მიეცი, იმას გაბრა არ უნდოდა? (გ. პაპუაშვ.). შდრ. ბარება გავუბრი, გავუთვლი – დ. ჩუბ. ზან. გაბრა საწონი, პინების გამთანაბრებელი. გაბრა თანასწორი, გულისსწორი;თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში;ცხენის სამუნველზე იტყვიან (მეგრ. ქობ.).
გაზ-ი
საშ. ქართ. I. გაზი ჰაეროვანი სინოტიე – დ. ჩუბ. ახ. ქართ. გაზი [ფრან. gaz] 1. ნივთიერების აიროვანი მდგომარეობა, – იგივეა, რაც აირი. რატომ ამოგუდეს გაზით პარტიზანები, რას ამბობდნენ? (ო. იოს.). 2. საერთო სახელწოდება გაზისებრი ან ორთქლისებრი საწვავი ნივთიერებებისა, რომელთაც იყენებენ გასანათებლად, გასათბობად და სხვა მიზნებისათვის. შიშინობდა სადგურის დარბაზში და ბაქანზე დაკიდებული გაზის სანათი (ს. კლდ.). ◊ მძღოლმა… მანქანა დაძრა, გაზი მისცა (რ. ინან.). საშ. ქართ. II. გაზი მარწუხი – საბა.განჴურვებულის გაზებით დაგლიჯეს (ქეთევანს) ძუძუები (ქ. ცხ. II, 402, 9). ვერავინ გაგვყრის გაზითა, ვერცა კვერითა (რუსთ. მიმბაძ. 36, ქვ. 1). ტანთ მიჭირებენ ცხელ-ცხელ გაზებსა (დ. გურ. 308, 4). ახ. ქართ., დიალექტ. გაზი 1. ლითონის ორტუჩა ხელსაწყო, რომელიც იხმარება რაიმეს (ლურსმნის, კბილის…) ამოსაძრობად. ვუთხარი თუ არა კბილის ექიმს ჩემი სურვილი…, მაშინვე სავარძელში ჩამსვა და საუკეთესო გაზები ამოალაგა (შ. არაგვ.). ხედავ, თაროზე პატარა ჟანგიანი გაზი დევს (ჭ. ამირეჯ.). იხ. ამავე მნიშვნელობით: (თუშ. მრეწ. I, 160.,ზ.-იმერ., მრეწ. I, 266., ქვ. სამეგრ. მრეწ. III, 1, 249). აღდგენილია ს.-ქართვ. *გაძ- „თოხი“, „მარწუხი“ (ჩუხუა 2000-2003). საშ., ახ. ქართ. III. გაზი ბრჭყალი (ცხოველისა, ფრინველისა). გველნი ნაკუთალთ მღერღენ გაზებსა (დ. გურ. 308, 14, 2). არწივი გაჯავრდა, დაჰკრა გაზი; ყორანი მხარგაშლილი თავქვე წამოვიდა (ვაჟა). [ვეფხვმა] გაზით გაართვა კალთანი ჯაჭვისა, ჯავშანისანი (ხალხ.). დიალექტ. გაზით გაართომს გაზით დაუგლეჯს, დაუფხრეწს. [მოყმე] ფარს უფარობს და ვერ ასწრობს, ვეფხვნი ჩქარნია კლდისანი, გაზით გაართვნა კალთანი ჯაჭვისა, ჯავშანისანი (ხევს. პოეზ. 519, 11), – ალ. ჭინჭ. შდრ. გაზვაჲ (თუშ. ცოც.). მ. ჩუხუას აზრით, ს.-ქართვ. *გაზ- „წვივი;წვივის ძვალი (ძარღვი)“ > ქართ. გაზ-(ა) : სვან. გოჯი < *გოჟი: სვან. განზ < *გაჟ (ჩუხუა 2000-2003).ახ. ქართ. IV. გაზი ქსოვილი. საღამოს დიასახლისი... პირისფერი გაზის კაბით დაფრიალებს (ეკ. გაბ.). საყელოდან ოდნავ ამოსწეოდა გაზის წითელი შარფი (რ. ინან.). დიალექტ. გაზი (გაზ) მარლა. გაზი [სირიის ქალაქ ღაზის სახელის მიხედვით] თხელი, გამჭვირვალე. თავზე ლამაზი გაზი ებურა (ინ., ჩვენ. ფუტკ.). სახლეების მაგივრათ გაზსა და აგრამატის არშიას აკერებდნენ (შ. კახ. მრეწ. III, I, 42).დიალექტ. V. გაზი გაზის ხის მტვრისაგან დამზადებული ტკბილეული (შდრ. სპ. Gäz − მცენარე, რომელიც იძლევა ტკბილ ფქვილს) (ფერეიდ. ჩხუბ.)
გაზირ-ი
საშ. ქართ. I. გაზირი მისანი (დ. ჩუბ.). ახ. ქართ. II. გაზირი იხ. IV. გაზი. სამი საზაფხულო თავზე მოსახვევის მეტი ვერ გიშოვე, შვილო…;აი, ალისფერი გაზირისა, ჩაგხატავს, შენმა გაზრდამ (ლ. არდაზ.).
გაზმაზუ
საშ. ქართ. I. გაზმაზუ: იგივე გაზამაზუ. გაზმაზუ (იმას ჰქუიან) რომე გუნდშიგან სხუავე გუნდა იდვას (ქანან.). საშ. ქართ. II. გაზმაზუ ძროხის ენა (სპ. gavzabani), ქართ. გრაკის ხე გრაკის ხის ხილი აიღე… ამულა, გაზმაზუ თვითოსაგან ოროლი დანგი (ქანან. 73, 37).ცხელი მას ესე ყურსი შეუწყევით, – გაზმაზუ (ფანასკ. 243, 21).
გალ-ი
საშ. ახ. ქართ. I. გალი მშვილდად მაქვს და ისრად გია (ბეს. 115, 14). ცრუმან საწუთრომ მარიდა პირი, ვით გალსა ხესა გამიხმო ძირი (დ. გურამ.). შემქმნა უშრტო, უნაყოფო, ვით ხმელის ხისა გალია (დ. გურამ. 144, 558, 1).გალი ძვ. და კუთხ. შტოებგაცლილი, უშტოო ხე. მე მარტო რას გავხდები, გალივით ვარ ამ უდაბნოში (ნ. კეცხ.).დიალექტ. გალი გუდ., მთ., მოჴ., ჴ., თ. გრძელი და მომსხო შეშა (გაუჴეჩელი). „ხე, რასაც კაცი მჴარზე შაიდებს“. შეშას გალს აქვ ბარაქაჲ, ტოტები-დ ფიჩხ უბარაქო (თუშ. ცოც.). გალი 1. შტოებგაცლილი ან ბუნებრივი უტოტო ხის ნაჭერი….ყვე ლა სახლის პატრონი შასხამს ცეცხლში ხუთ-ხუთს შეშის გალებს, მაუდებს ცეცხლს (ბ. გაბ. 150, 19;ხევს. ჭინჭ.).2. ტყავის (ქურქის) კალთებში გასაყრელი დაჭრელებული ხეები (იყრიდნენ, რომ კალთა არ დაჭმუჭნილიყო). … ტყავის კალთაზე გალები, ხუთაით გავსებულია (ალ. ოჩ. 137, 12). გალ-ნ-ი ყდის, საქსოვი დაზგის იარაღი, ორი წვრილი და გლუვი ხე. ორშიანს სულ შჭირდება სამი გარა, ოთხი ქიჩი, ორნი გალნი და ერთი საშევარი (ნ. ბალ., ხევს. ჭინჭ.).ძაფის ერთი წვერი. შდრ. გალა. „თითო მარცლად ვთლი ოთხ-ოთხ გალს“ (მოხ. ქავთ.). დიალექტ. II. გალი: ფერცხლის გალი ნეკნი. შდრ. VI. გალა;I. გალო. ორ-სამ ფერცხლის გალ ხქონივ ჩამტვრეულ, იმის სიცოცხლე საორჩიგოი (ხევს. ჭინჭ.). საშ. ქართ. III. გალი საკუჭნაო (დ. ჩუბ.). იხ. I. გალია.გალეა, გალია, გალიაკი – საბა. შდრ. გალია, გალიაკი. შემოსულია ბერძნულიდან (გიგინეიშვილი 2016). IV. გალი კაბინა. გალი – ამწევი მოწყობილობა (ლითონის კაბინა), რომლის დანიშნულებაა შახტის ჭაურში სასარგებლო წიაღისეულისა და ფუჭი ქანის ვაგონებით ზიდვა, სხვადასხვა მასალისა და მოწყობილობის ჩაშვება და მომუშავეთა ჩაყვანა-ამოყვანა (ტექნ. ტერმ.). ახ. ქართ. V. გალი სპეც. [გალილეო გალილეის გვარის მიხედვით] აჩქარების ერთეული (= 1 სმ/წმ2) – ქეგლ.
გალა
საშ. ქართ. I. გალა მხალი დაწნული გასახმობად – საბა, დ. ჩუბ. ახ. ქართ., დიალექტ. გალა გასაშრობად და შესანახად დაწნული ბოსტნეული ან ხილეული (უმთავრესად – ხახვი, ნიორი, ღოლო…). ქურდი, ქურდი, ბაცაცა – ნივრის გალა მომტაცა (ხალხ.). მარნის ჭერზე ნივრისა და ხახვის გალები ჰკიდია (ო. ჭილ.). ფიგურ. ცხენების შეკრთომამ გაუწყვიტა ფიქრების გალა (კ. გამს.). სხვენში… ხახვისა და ნივრის გალები ეკიდა (გ. ლეონ.). აგრეთვე გალა-გალა{დ} – ქეგლ.ჩემმა დამ სამი გალა ღოლო გამამიგზავნა ამას წინეებზე (ჯავახ. ზედგ.). ივ. ჯავახიშვილის აზრით გალა „მხალი დაწნული გასახმობლად“ თავკვეთილი ვნებითი მიმღეობის ფორმის „ნაგალავი“-საგან შეიძლება იყოს წამომდგარი. ეს ტერმინი, ვითარცა მიწითგან ამოგლეჯილი და ნაწნავის აღმნიშვნელი გვაფიქრებინებს, რომ „გალვა“ ოდესღაც ამოგლეჯისა და მოწყვეტის აღმნიშვნელიც უნდა ყოფილიყო (ჯავახიშვილი V, 1986, 100).დიალექტ. II. გალა ტყავის გასაჭიმავი ჯოხი (ჩაჩ.) – (შან.). იხ. I. გალი. ახ. ქართ. III. გალა [ფრან. gala] 1. მე-17-18 სს.-ში დიდი ზეიმი მეფის სასახლეში. გალა-კონცერტი დიდი საზეიმო სანახაობა;დიდი კონცერტი. გალა-კონცერტების დროს… ქართული ცეკვები ჩართო („ახ. ივერ.“). დიალექტ. IV. გალა: გალა ჩაი უფერული, ღია ფერის, ბაცი ჩაი. „გალა ჩაი უნდა დავლიო მე“ (საჩინ. შარაშ.). გალა უფერო სუსტი (ზ. გურ. კიწმარ.). გალა ვოტკა სუსტი, რბილი არაყი. „აი გალა ვოტკა დალიე“ (გურ. ჯაჯ.). გალა ფერი ღია ფერი. „ეს რძე რატომაა ასთე გალა, ისე გავ წყალი დიგიმატებია!“ (აჭარ. ნიჟ.). თუ გამიგალდა (არაყი), უნდა გავაკეთო, გალა ოტკას სპირტს მივცემთ (გურ. იმნ. 301, 11). გალა (ხუმრობით) დაუოსტატებელი. „გალა უსტა“ (გურ. მალაზ.). მ. ჩუხუას მიერ აღდგენილია ს.-ქართვ. *გალ- „ძლიერება, ღონე“ > ქართ. გალ-ა, გალ-: სვან. გა- < გალ- (ჩუხუა 2000-2003). დიალექტ. V. გალა (კახ.) საქონლის ნაკვალევი ბილიკი ტყეში ან მინდორში (კახ. მარტ., იმნ.). გამოთქმულ მოსაზრებათა მიხედვით: 1. ქართულ გალ-/გლ- ძირის შესატყვისი უნდა იყოს სვანური გილ-/გლ- ძირი. ქართული და სვანური ენების მასალა შეაპირისპირა ვ. თოფურიამ. გ. კლიმოვმა საერთო-ქართველური ფუძე-ენის დონეზე აღადგინა *გლ-არქეტიპი (ფენრიხი, სარჯველაძე 2000). 2. ჰ. ფოგტიც აღნიშნავს რომ გლეჯა ზმნის ძირი მარტივი სახითაა გლა ზმნაში „დამსხვრევა“ (ფოგტი 1968, 290). 3. ს.- ქართვ. *გალ „ტეხა, დანაყვა-ჩეჩქვა“ (ჩუხუა 2000-2003). ახ. ქართ., დიალექტ. VI. გალა: იხ. I. გალო. ადგილი ფრინველის ფეხზე, სადაც დეზია;საქონლის ფეხის ძვალი კოჭსა და წვივს შორის: ფრინველის ფეხის ერთ-ერთი ძვალი კოჭსა და თითებს შორის (ყვავი) წაადგა თავსა, როს ბრძენი (სვავი) სწიწკნიდა ძროხის გალასა (ვაჟა) – ალ. ჭინჭ.VII. გალა ყომარის თამაშობის დროს იციან: გალა! (ი. გრიშ.). VIII. გალა [შუმერ. ], გალუ [აქად. ] შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში მიწისქვეშა სამყაროს გამძვინვარებული დემონები საშინელი შესახედაობს, შეუბრალებელი და მოუსყიდავი (რადგან არ საჭიროებენ საჭმელ-სასმელს) – ა. სიხ. IX. გალა (გეილ.) ახალზელანდიური ვაშლის ჯიში, წითელი ფერის ნაყოფი (ფეხმოკიდებულია საქართველოშიც – ა. სიხ.
გალია
საშ., ახ. ქართ. I. გალია: რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული (ნ. ბარათ.).აქ აღაშენა შანშემ ციხე-სიმაგრედ თჳსად, არამედ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედაწული მისი მუნიდამ (ქ. ცხ. IV, 362, 24). V საუკუნეში გალიაკი ქალებისათვის განკუთვნილი საჯდომი ადგილის სახელი ყოფილა გალიაკი (გალეაკრი) თავის სამშობლო ენაში (ბერძნულია წარმოშობით) იმას ნიშნავს, რასაც თანამედროვე გალია (პირუტყვთა თუ ფრინველთა დასამწყვდევი) (ძიძიგური 1965, 191-192).ახ. ქართ. გალია. მავთულის ან რკინის ბადის შემოზღუდული სადგომი ცხოველების ან ფრინველებისათვის. ვერ გაუძლოს ბნელ გალიას ცის კამარას დაჩვეულმა (ა. აბაშ.). ორივე გალია ვალიკომ დაწნა კატაწნორის წითელი წნელისაგან (რ. ინან.).დიალექტ. II. გალია იხ. I. გალა. წადი, ნივრის გალია რო არი იქ, შეაწყვვიტე ნიორი და წამეიღე (მანდაეთი). ნივრის გალია კიდია (წყალშავი) (ზ.-იმერ. ძოწ.). აგრეთვე: სააბრაშუნია გალია: საკერავ გარმავიტანე სააბრაშუნე გალიო (ფშ.-ხევს. პოეზ., 202, 12).
გალო
ახ. ქართ., დიალექტ. I. გალო ღრუიანი ძვალი ბარძაყისა (მკლავისა.). გალოს გავტეხდე შურთხისა (ხალხ.). მეორე დილა გათენდა, გალო გამოვხარ წვნიანი (ვაჟა). || ბარკლის დიდი ნაჭერი;გამოხრული ძვალი. ლეშზე ნაჯდომი არწივი გალოს ჩაყლაპავს ძვლიანსა (ხალხ.). გალო (ჩაჩნ. გუოლა „ნიდაყვი, მუხლი“). ღრუიანი ძვალი (ბარკლისა, წვივისა, მკლავისა…) გვერდით მოგისვა ყორანი: „გალო გამოხარ წვნიანი“ (ხევს. პოეზ. 43, 11) – ალ. ჭინჭ. გალო, გალი ნახური წარმოშობის სიტყვა ჩანს (უთურგაიძე 1966, 64). იხ. ასევე (ფშ. შან., ხორნ., მოხ. ქავთ., თუშ. ცოც., ხუბ.). ახ. ქართ. II. გალო [ძვ. ბერძ.] ღია ფერის წრეები, რკალები, სვეტები, ლაქები, რომლებიც შეინიშნება მზის და მთვარის გარშემო ან სიახლოვეს;გამოწვეულია ჰაერში შეკიდულ ყინულის კრისტალთა გარდატეხით და არეკლვით – სიხარ. ფანჯრის ცენტრში მოთავსებული მანათობელი წრე ცნობილი ალქიმიური სიბოლოა – გალო – ოქროს სული (რემბრ.). ახ. ქართ. III. გალო საწყაო. შვიდი მილიონი ძირი ვაზი ას ოცდაერთ ათას გალო ღვინოს იძლევა (თარგმ. ნ. კურდღ.). შდრ. გალონი (ინგლ. gallon) თხევადი და ფხვიერი სხეულების საწყაო სხვადასხვა ტევადობისა – მ. ჭაბ.IV. გალო [ძვ. ბერძ.] მარილი. სიტყვის ნაწილი, რომელიც მიანიშნებს მის კავშირს მარილთან, მარილებთან მაგ. გალობიონტები (გალო+ბიონტი) გადამლაშებულ წყალსატევთა ცოცხალი ორგანიზმები – ა. სიხ.
გარიელ-ი
საშ. ქართ. I. გარიელი ფრინვ. – საბა, დ. ჩუბ. ახ. ქართ. გარიელი [melanitta] გარეული ფრინველი ბატების ოჯახისა. აგრე მოგდევ თავრიზამდე, ვით მწყაზარი გარიელსა (თ. რაზიკ.). არ აკლდათ არცა დიდ ლიად და პრაწიად ხმობილნი ჩიტნი, გარიელი, ჟერო და ყანჩა (გ. გოგიაშვ. თარგმ.). ეს ფრინველი გარიელა სახით დასტურდება ფშაურში, ქართლურში, ქიზიყურში.ახ. ქართ. II. გარიელი სპარსულად ჰანგის სახელია (ი. გრიშ.).
გაფ-ი
საშ., ახ. ქართ. I. გაფი შაირი რვა მარცვლოვანი და 5 ტაეპოვანი – დ. ჩუბ. გაფი (არაბ.-სპარს. kaff) [ოთხმარცვლოვანი ტერფის ერთ-ერთი (უკანასკნელი) მარცვლის ჩავარდნა]. პოეტ. ლექსთწყობის ერთი ფორმა-რვამარცვლოვანი და ხუთტაეპიანი ლექსი. რა ზომა უფრო მოგწონს ლექსისა:შაირი, გაფი თუ მუხამბაზი (კ. მაყ.). შეიბნენ ერთად შაშვი, კაკაბი, ბესიკის გაფი და საიათნოვა (ტ. ტაბ.). დიალექტ. II. გაფი (ჩიქ.) ამბავი, საქმე: შავკერეთ გაფი – გადავწყვიტეთ (ფერეიდ. ჩხუბ. 314). დიალექტ. III. გაფი ჩათოს (თხის ბალნისაგან ან ცხენის ძუა-ფაფრისაგან, აგრეთვე საქონლის კუდის ბალნისაგან დაგრეხილი და დაწნული ბრტყელი საბელი. ერთ თავზე დამაგრებული კობალა გაფი ჩათო, ერთ თავზე დამაგრებული პატარა კობალა ხით (სოფ. ოკამი, ჯავახ. ზედგ.).
გეზ-ი
საშ. ქართ. I. გეზი წყლით კიდე გასავალი– საბა. ახ. ქართ. გეზი 1. მიმართულება;გზა;კურსი (გარკვეული პუნქტისაკენ). [ჩიტებმა] იცოდნენ მიმინოს მოსასვლელი გეზი და თვალი… ეჭირათ, რომ… მოესწროთ საბძელღობეებში შეძრომა (თ. რაზიკ.). 2. გადატ. (მოქმედების, მსჯელობის…) მიმართულება, ხაზი, კურსი. მეფის მიერ ამ ბოლოჟამს აღებული გეზი არც ჭყონდიდელს მოსწონდა (კ. გამს.). 3. კვალი, ნიშანი. ბევრი იარა კარიდან კარს ზურიამ და გიორგის გეზს ვერსად მიაკვლია (მიხ. მრევლ.). 4. კუთხ. თოფის დასატენი, – ზუმბა. 1. შესაძლოა შემოსულია თურქულიდან (შდრ. თურქ. გეზი) (გიგინეიშვილი 2016).2. აღდგენილია ს.-ქართვ. *გეზ- „გაგზავნა, სვლა;გზა, გეზი, გზა (ჩუხუა 2000-2003). საშ. ქართ. II. გეზი უფრთო ისარი – საბა, დ. ჩუბ. შდრ. (თურქ.) გეზ სამიზნე კორა.
გელა
საშ. ქართ. I. გელა თორნის სარეველი კეტი – საბა. ახ. ქართ., დიალექტ. გელა 1. ხის ან რკინის კეტი მოღუნული ბოლოთი, ცეცხლის საჩხრეკი. 2. ლურსმნის ამოსაძრობი ორკაპი რკინა. მუნჯი ყველგან თან ახლდა, რათა საჭირო ხელსაწყო, ყადაღა ლურსმანი იქნებოდა თუ პირდაბჩენილი გელა, თავის დროზე მიეწოდებინა (რ. ჯაფ.). გელა ლურსმნის ამოსაღები ორკაპა რკინა (ზ.-იმერ. წერეთ.). გელა რკინის იარაღი, რომელიც ლურსმნის ამოსაღებად იხმარება. გელა მთხოვა ივანემ (განთიადი (ზ.-იმერ. ძოწ.). აგრეთვე: (ზ.-იმერ. მრეწ. I, 266;რაჭ. კობახ.;იმერ. გაჩ.). შდრ. გელბერი გელა, ცეცხლის საჩხრეკი. „გელბერი მომიტაი, სობას შუუჩიჩხინო!“ (ად., ჩვენ. ფუტკ.). შდრ. (თურქ.) გელბერი ცეცხლის საჩხრეკი, გელა. აგრეთვე: ახ. ქართ., დიალექტ. გელბარანი დიდი მარწუხი რკინის მსხვილი ნაჭრების დასაჭერად. იასაულმა… გელბარანს ფეხი წამოსდო და წაბარბაცდა (ს. დემურხ.).ახ. ქართ. II. გელა ნარდის თამაშში: მოკლული ქვის გასაცოცხლებლად საჭირო კამათელი რომ არ დაჯდება (ა. სიხ.). შდრ. ამავე მნიშვნელობის. (თურქ.) გელე დიალექტ. III. გელაი მსხვილნასვრეტებინი საცერი (ცხავი). გელაი საცერია ესა, ამაში არ გეიცრება, ქატო გაყვება (ინ.). გელაი საცერი გვათხვევითო, ბაღვმა (ინ., ჩვენ. ფუტკ.).ძვ. ქართ. IV. გელ(ის)-ყოფა ლაგმის დადება: „უბრძანა სებასტიანე გელ-ყოფად პირს მისსა, რაჲთამცა დააყენნეს სიტყუანი ჭეშმარიტებისანი“ (ფლკტ. 140, 9). „გამოვიჴსნე გელ-ყოფაჲ ესე შენგან“ (ფლკტ. 140, 13). „გელის-ყოფამან პირისამან კუალად აქცინის სიტყუანი“ (ზირ. 20, 31). შდრ. (თურქ.) გემ „ლაგამი“. ახ. ქართ., დიალექტ. V. გელა ელვა, ელვარება (ფშ. ხორნ.). გელა ელვა, ელვარება. „აიქამც გაგემარჯვება, საცა ხმალნ იქმენ გელასა“ (ვაჟა).ვფიქრობთ, რომ გადატ. ამ მნიშვნელობის გელა იგივე ფუძეა, რაც „ლაღად ჭენების, ნავარდის“ მნიშვნელობის გელვება, აგელვებს ზმნაში გამოიყოფა. – ათმა დარეკა. ეტლის გელვებით გავარდა იგი (ო. ჭელ. თარგმ.).სიტყვის მნიშვნელობა შეცვალა ელვა სიტყვასთან მისმა ხშირმა გამოყენებამ. შდრ. იშლების ცეცხლის გირკალი, ვითა ელვაი გელდება (ხევს. პოეზ. 137, 10). [ჯიხვს] მაშორდა ნისლის კოტრები, ცეცხლის გირკალი გელდება (ალ. ოჩ. 87, 31). გელავს ელავს, ლაპლაპებს, ბრდღვინავს. ჩაგროვდეს კისტნის ჭალასა, თეთრ ჩაჩქნებ გელევდისაო (ალ. ოჩ. 33, 14) – ალ. ჭინჭ. დიალექტ. VI. გელა ყოჩაღი, მარიფათიანი. „მაგაჲ ვინ აჯობეფს საქმეში, გელაა ნამდვილი, გელა“. ხშირად გვხვდება მეტსახელადაც. „პაპაჩემ ფიდო (ფრიდონი) ერქვა, მაგრამ ყველანი „გელაჲ“ ეძახდნენ (გ.-კახ. სახლთხ.). ვფიქრობთ, რომ მგელი > მგელა > გელა.
გენია
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. გენია [ბერძ. geena] რელიგ. გეენა. შემიპყრეს, წამომიყვანეს, ხელ-ფეხს მომიდვეს გენია (დ. გურ. 109, 328, 1).იხ. აგრეთვე: საშ. ქართ. გეენა, გეენია ფონეტიკური ვარიანტები (ალექსანდრ. 127, 17;ბეს. 105, 9). გაენიის ცეცხლი (შჰნ. III, 453, 9). თქვენი მტერი ცეცხლსა და გენიაში ჩავარდა! (დ. კლდ.). || ფიგურ. „გულში გენია მეკიდება, ლამის ცოცხლად დავიხრაკო და რად ილანძღებიო!“ (ა. ცაგარ.)., „გულს მეკიდება გენია!“ (გ. ლეონ.). მიწა გამისკეს, ჩამყლაპოს, ტანზე მომედოს გენია (ვაჟა).გენიას ნიჩაბი ძვ. ეთნ. გეენას ნიჩაბი, – ჯოჯოხეთის ცეცხლი, ჯოჯოხეთის ნიჩაბი. შავი (რწყილი) შინაა? – არც შინ არის, არც გარ არის, გენიას ნიჩბით სახვეტი (აჭარ. ნიჟ.).შდრ. ძვ. ქართ. გეჰენია, გეჰჱნია გეენია: „თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (მთ. 5, 22). ძველად იყო გეჰენია (ოთხთავის ძველ რედაქციებში მხოლოდ ასეა!= ჯოჯოხეთი, „აბდულმესიაში“ კი ჰაე აღარა აქვს ფორმას: გეენია 54, 3). ნ. მარი მას სომხურს უკავშირებდა. სიტყვა სემიტურია. ქართ. გეჰენია ჰაეთი სირიულ-სომხურს მიჰყვება, ხოლო ა დაბოლოებით – სირიულ-ბერძნულს (სხვათა შორის ეს სიტყვა მეგრულს აქვს დაცული გენია-სახით (ეე > ე) (დანელია 1998, 440). ქართული გენია, გეგენია, გაგანია, მეგრული გენია და სვანური გჷრგჷჭ // გეგენ უნდა მომდინარეობდეს ერთი საერთოწყაროდან. ეს წყაროა ებრაული სიტყვა – გეენია „ჯოჯოხეთი, ცეცხლი“ (მაჭავარიანი 2015, 101). ახ. ქართ. II. გენია [ლათ. genius] 1. უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი. გისურვებ კიდევ სიცოცხლეს სამოცს, მშრომელი ხალხის დიდო გენიავ“ (ი. გრიშ.). ჩემო სამშობლოვ, შენ გიხაროდეს, აზრთა გენიის რომ ხარ მშობელი (ა. მირცხ.). 2. მითოლ. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში – მფარველი სული, რომელიც თითქოს თან ახლავს ადამიანს მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში და წარმართავს მის საქმიანობას: შემდეგში ბოროტი ან კეთილი სული. გენია-დან იწარმოება მთელი რიგი სიტყვები: გენიალობა, გენიალური, გენიოსი, გენიოსობა, გენიოსური. იხ. ქეგლ.
გერმა
საშ., ახ. ქართ. I. გერმა ფრინველთ თივთიკი– საბა. გერმა რბილი, წმინდა ბუმბული;ღინღლი (უმთავრესად ბატისა), – ყურთუკი. [მელიას] ლოგინად ქათმის ბუმბული და ბატის გერმა ეგო (ვაჟა). ბურდოსა და მტკველს შემოვიტან აივანზე ქვეშ გასაშლელად. ისეთია, როგორც გერმა (ნ. კეცხ.). საშ. ქართ. II. გერმა წმინდა. აიღე ფქუილი გერმა (ფანასკ. 349, 11). ანუ მოიღე ბაკილა დაფქული, და გერმა ფქვილი (ფანასკ. 39, 20). აიღე ფქუილი გერმანდი (ფანასკ. 267, 31).დიალექტ. III. გერმა წყალი თბილი წყალი, ზამთარში ეძახიან ბუნებრივსა და ფშების წყლებს (მესხ. ფეიქრ., ჯავახ. ბერ.). შდრ. სპ.-თურქ. გერმა „ცხელი“. საშ. ქართ. IV. გერმა მქრქალი, უფერული მინა – დ. ჩუბ.შდრ. გრემლება ვიოლავ, გამოვისურმავ თვალთა საგრემლით – დ. ჩუბ. საგრემი, საგრემელი, საგრემილებელი, საგრემილველი საოლავი, წარბთ საღებავი სურმა – დ. ჩუბ., საბა.ვფიქრობთ, რომ გრემა < გრემანი. სიტყვა გრემანი ძველ ქართულში კონკრეტულ ფერზე კი არ მიუთითებდა, არამედ ზოგადად აღნიშნავდა „ლამაზი ფერისა, ლამაზი, მომხიბლავი“. მკვლევარის აზრით„ ამოსავლად გრემანისათვის უნდა მივიჩნიოთ სპარსული გუნემანდ (ანდრონიკაშვილი 1976, 18).
გვარ-ი
საშ. ქართ. I. გვარი სახე, – ნაირი. ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების (ვეფხ. 1094, 3). ფშ. გვარი სხვა სიტყვაზე დართვისას გამოხატავს ოდნაობას, უდრის თავსართ-ბოლოსართ მო-ო-ს: ჴმელგვარი მოხმელო, ტკბილ-გვარი – მოტკბილო და სხვ. (ფშ. ხორნ.).ბ. გიგინეიშვილის აზრით, ქართულ-ზანურ დონეზე შეიძლება აღვადგინოთ *გარი და მისგან ნაწარმოები ზმნა გრ-ებ-ა „მსგავსება“ (გიგინეიშვილი 2016).საშ. ქართ. II. გვარი, გუარი, გოარი: პატიოსანი თვალი და მარგალიტი. თავსა გვარი გარდააყარეს (რუსუდ. 61, 25).გუჰარი, ანუ გოჰარი, მართლაც სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ძვირფას თვალს, უპირატესად მარგალიტს. მისი სპარსული გამოთქმაა: გაჰარ, გოჰარ (უმარცვლო უნით). ქართულში იგი გადმოსულა ჰაეს ჩავარდნით და ოდნავი გამარტივებით: გოვარი, გოარი, გუარი. იგივე გაჰარი არაბულშიც გადავიდა და იქ ჯაჰარად იქცა, რომელიც სპარსულშიც იხმარება და ქართულშიც (ქართულში ოღონდ უჰაეოდ: ჯავარი) (შანიძე V, 1986, 196). საშ., ახ. ქართ. II. გვარი: აგრე მიბძანა: გვარი და ბედაურობა ბედუკუღმართს უგაო (რუსუდ. 220, 19). მონას ჰკითხა: „თუ გასმია, ვინ არიან, ვისთა გვართა?“ (შჰნ. I, 1002, 1). ამად ვჰქენი, მამით იყო ბაგრატოვანთ თესლი, გვარი, დედას ვინღა იკითხევდა, გლეხი იყო თუ რა გვარი (ტფილ. 624, ქვ. 7). და ამას ემორჩილებიან ყოველნი გვარნი სომეხთანი, და ამას აძლევენ ხარჯსა (კალმას. 364, 21). ახ. ქართ. გვარი 1. მემკვიდრეობითი საგვარეულო სახელწოდება, რომელიც ერთვის ადამიანის საკუთარ სახელს. [ქალის] გვარს შეგნებულად არ ვასახელებ (თ. ბუაჩ.). 2. ჩამომავლობა. გვარსა და ჩამომავლობაზე ნურცა რას ვილაპარაკებთ (რ. ერისთ.). || ჯიში, მოდგმა (ადამიანისა, ცოცხალი არსებისა) კვიცი გვარზე ხტისო (ანდაზა). 3. პირველყოფილ-თემურ წყობილებაში – ძირითადი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მონათესავე ოჯახების გაერთიანებას. ეგზოგამიის წესის თანახმად, გვარს არ შეეძლო დამოუკიდებელი არსებობა და ტომში იყო გაერთიანებული („ელექტრ. ბიბლ.“). || საერთო ნიშნების მქონე მცენარეთ და ცხოველთა რამდენიმე სახეობა. ბაზი – ბუდის მშენებელი მწერების გვარი ფუტკრისებრთა ოჯახისა („ვიკიპედია“). 4. სპეც. დიდი მოცულობის ცნება მასში შემავალ მცირე მოცულობის ცნებასთან (ცნებებთან) შედარებით. ადამიანის ცნება გვარია, ხოლო მისი სახეები „რუსი“, „ქართველი“ და სხვ. თანაქვემდებარე ცნებებს წარმოადგენენ. 5. ხელოვნების, მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ჟანრობრივი საკლასიფიკაციო კატეგორია. 6. სპეც. ზმნის მორფოლოგიური კატეგორია, რომელიც ზმნაში აღნიშნავს მოქმედების მიმართებას ობიექტთან. მოქმედებითი გვარი. – ვნებითი გვარი. ამავე ლექსიკონში ვრცლად არის მოხმობილი გვარ სიტყვის შემცველი როგორც იდიომატური გამოთქმები ისე ახალი ლექსიკური ერთეულები. 1. გ. კლიმოვს ქართ. გვარ-;სვან. გრე (საქონლის ან ხარის ტყავი) მიუხედავად სიტყვის პრობლემატურობისა, მაინც შესაძლებლად თვლის საერთო ქართველურ ძირად მიიჩნიოს და აღადგინოს *გვარ (კლიმოვი 1964, 61). 2. ქართული გვარი რომელშიც გამოიყოფა ძირი გარ- (გვარ) || გოარ || გოვარ || გუარ ფონეტიკურად უკავშირდება ქართული ენის დიალექტებში გავრცელებულ ტერმინებს: ნოგრო-ს (ნოგორ || გორი || გორ. ნოგრო- < (ნოგორ || გორი || ნოგრი || მონაგარი || მონაგვარი || მონაგრობა || ნაგრამი || ნაგრო) ხოლო ძირეული მასალა კი (-გორ- || -გარ- || გვარ) ჩრდილოკავკასიურ ტერმინ „გარ-ა-ს“-თან პოულობს არა მარტო ფონეტიკურ, არამედ სემანტიკურ შესატყვისობასაც (მგელაძე 2002, 117).დიალექტ. III. გვარი (ქართლ.) ჭიის ჩანასახი, ცხოვრობს ცხოველთა კუნთებში;ფეტველა – ღორ რო დავკლამთ და მარცვლებივით აყრია ხორცსა, გვარი ის არის (ბროწლ. ქართლ. ლექსიკ.). ღორი დავკალი და გვარი არ აღმოაჩნდა (გ.-კახ. სახლთხ.). იხ. ასევე (გურ. იმერ.). გორმეხა ლეჩხ. ღორის ჭირი (მ. ჩიქ.) – ალ. ღლ.თუ გავითვალისწინებთ სიტყვა ფეტველას, შესაძლებელია ზემონახსენები გვარი იმავე წარმომავლობისა იყოს რაც გორველა [Vicia] სარეველა მცენარის სახეობა. || ამ მცენარის მრგვალი და მუქი ფერის მარცვლები, რომლებიც ურევია ხოლმე ხორბლის, ქერისა და სხვათა მარცვლეულში – ქეგლ.
გვარიან-ი
საშ. ქართ. I. გვარიანი იხ. II. გოვარი. ფასდაუდებელითა გვარიანითა ძვირფასითა სარტყლითა ასულნი მოკაზმნა (რუსუდ. 107, 2).ახ. ქართ. გვარიანი 1. საკმაოდ კარგი, – რიგიანი. გვარიანი სახლ-კარი და მამულები დარჩათ (ილია). ლექსი გვარიანი გამოვიდა (ტ. ჭანტ.). 2. საკმაოდ დიდი შესამჩნევი;ბევრი ტროლეიბუსიდან ჩამოსულებს გვარიანი აღმართი დარჩათ ასავლელი (რ. ჭეიშვ.). ყოველ ჩასვლას გვარიანი ხარჯი ახლდა თან (ჯ. ქარჩხ.).საშ. ქართ. II. გვარიანი კარგი გვარისა, ჯიშიანი. ერთი ცხენი, უცხო და გვარიანი, მე მიბოძა და აგრე მიბძანა: გვარი და ბედაურობა ბედუკუღმართს უგაო (რუსუდ. 220, 18). იხ. II. გვარი.„წარჩინებული გვარისა. ერთ ქალაქში მოვიდა და ერთ გვარიან კაცთან სამ თუმნად დადგა (ქართ. ხალხ. ზღაპ.). დიალექტ. III. გვარიანი: გვარის სენით დაავადებული. მეტი წილი ღორი გამოდის გვარიანი (ატ.). გვარიანი თუ გამოგვადგა ღორი, იმი ხორცსა რაღა გვაჭმევს (კავთ., ქართლ. ლექსიკ.). „ეეჰ, დავიღუპე და ეგ არი „ამოდენა ღორი დავკალი და გვარიანი გამოდგა“ (გ.-კახ. სახლთხ.). იხ. III. გვარი.
გზა
ძვ. ქართ. I. გზა სავალი: „სხჳთ გზით განეშორნეს და წარვიდეს“ (მთ. 2, 12). „გზასა ცოდვილთასა არ დადგა“ (ფს. 1, 1). „გზანი სიბრძნისანი გასწავნე შენ“ (იგ. სოლ. 4, 11). საშ. ქართ. გზა არს ზომიერი კაცთა სავალი – საბა.ძველ და საშუალ ქართულში გზა სხვადასხვა წარმოებისა და სხვადასხვა წყვილებისა და კონტექსტების მიხედვით ნაირ-ნაირი სემანტიკით იტვირთება. საბოლოოდ კი ეს ცვლილებები ამოსავალ ფუძეში იყრის თავს, რის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ქეგლში დადასტურებული მისი მნიშვნელობები. ახ. ქართ. გზა 1. მიწის ზედაპირზე გაყვანილი (გასწორებული, გატკეპნილი…) ზოლი, განკუთვნილი მიმოსვლისათვის. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო (ანდაზა). ფიგურ. ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის (გ. ორბ.). ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება (ნ. ბარათ.). 2. ადგილი, ხაზი სივრცეში, სადაც ხდება მიმოსვლა, გადაადგილება, – ტრასა. საზღვაო გზა. – 3. გადატ. მიმართულება, გეზი, მარშრუტი. ფრთიანი კალიის გზა ქარზე არის დამოკიდებული (ი. გოგებ.). 4. მგზავრობა, მოგზაურობა. [მოხუცმა] გზა დამილოცა (აკაკი). დააპირა ყარამანმა გზის გაგრძელება (ა. ბელ.). 5. გადატ. გამოსავალი (რაიმე მდგომარეობიდან);საშუალება, შესაძლებლობა, ხერხი. ვინც გზა იპოვა, ის დაიკარგა (გ. ალხაზ.). 6. გადატ. ვინმეს მოღვაწეობის მიმართულება;რაიმეს განვითარების გეზი. ღონე გამოიჩინა ფილოლოგიამ… მაშინ, როცა ადამიანის გონებამ მიაგნო ერთგვარ გზას კვლევისას, რომელსაც «შედარებითი მეთოდი» ჰქვია (ილია). 7. ძვ. სპეც. ზმნის კატეგორია, რომელიც გამოხატავს, უშუალოდ სუბიექტის მიერ სრულდება მოქმედება თუ შუალობით (სხვის მეშვეობით), – კონტაქტი. გზა სიტყვისათვის აღადგენენ 1. *გზ – არქეტიპს აღადგენენ საერთო-ქართველური ფუძე-ენის დონეზე (ფენრიხი, სარჯველაძე1990).2. ს.-ქართვ. *გეზ- „გაგზავნა, სვლა“;გზა, გეზი, გზა (ჩუხუა 2000-2003). საშ. ქართ. II. გზა სენია. ერთი სენი სხუა არის, გზა ჰქუიან, იმავე თსანუჯსა ჰგავს (ფანასკ. 52, 32).
გლასე
ახ. ქართ. I. გლასე [ფრან. glacé] მოძვ. აბრეშუმის ბრჭყვიალა ქსოვილი. [ლიფსიმეს] ღია იასამნის ფერი გლასის(!) კაბა აცვია (ლ. არდაზ.). ახ. ქართ. II. გლასე [ფრან. glacé გაყინული] ნაყინშერეული რძიანი კოქტეილი. შდრ. გლიასე გლიასე დავალევინე ბებიას, მოეწონა (რ. ინან.).
გნომ-ი
საშ. ქართ. I. გნომი (ბერძნ.) ძალი სულისა განხილვად მსგავსებისა ნივთთასა – დ. ჩუბ. გნომი გონება, ჭკუა, აზრი, შეხედულება. არს ბრძენ გნომით, დავლის ეთერს (ბეს. 110, 1). შდრ. გნომა [ბერძ. gnōmē აზრი] მოკლე ზნეობრივდამრიგებლობითი, დიდაქტიკური გამონათქვამი (ხშირად – ლექსად);აფორიზმი – ქეგლ.ახ. ქართ. II. გნომი [გერმ. Gnom] 1. ევროპული მითოლოგიის მახინჯი ქონდრისკაცი, რომელიც მიწისქვეშა სიმდიდრეს იცავს. მისი წიგნები დასახლებულია ევროპული მითოლოგიის ისეთი ფიგურებით, როგორცაა დრაკონები, გობლინები, ელფები, გნომები და ა. შ. («ელექტრ. ბიბლ.»). 2. ქონდრისკაცი. დაფრთხა მეშჩანი, დაფრთხნენ გნომები (თ. აბულ.). გზის გასაყარზე ორი გნომი დგას («გზა»). პატარა გნომო, სად მიდიხარ ობობას ქსელით? (ანა).
გოგ-ი
საშ. ქართ. I. გოგი თითის გარეგანი ნაწევარი – საბა. გოგ-ძირიანი სიტყვები ძველსავე ქართულში იჩენს თავს. მაგ. ქუემგოგვარი მიწის (კალია): „უწჳმროებასა თანა მოჴდა მკალი ქუემგოგვარი ფრიად [მამ. ცხორებანი 101, 6] – ზ. სარჯ. დიალექტ. II. გოგი, გოგა, გონგი, გოგი მთავარი ბოძი, რომელზედაც სახლის თავია დადგმული (ზ.-იმერ. წერეთ). სათავეს ბოძი ქონდა შემდგარი, იმას გოგი ქვია. სათავეს შეუყენებდით დიდ ბოძს, გოგის, ზამთარ თოვს რომ არ ჩამოეტეხა სახლი. გოგის თავი რომ სათავეზე ქონდა მიდგმული ძირი წინაზე ედგა (ლეჩხ. მრეწ. I, 357). სახლის სახურავის დაქანებათა შესაყარის დასაყრდენი, ერთი ან ორი ბოძი ქუდით, – ვაცა. გოგი დირის შუიდან ამართული ბოძი, რომელზეც სათავეა გადებული (ზ.-იმერ. მრეწ. I, 261). მეტაფორიზაციის გზით I. გოგი-საგან მივიღეთ სამშენებლო ტერმინი გოგი (ჩხენკელი 1988).2. ძველთესულსაც აქვს გოგი, იგიც სიმინდსავენ გოგზე შედგება (აჭარ. სურმ. II, 36). დირეზე დააჯენენ გოგას, თუ არა და მარწუხებზე გადებდენ სათავეს (ზ.-იმერ. მრეწ. I, 268).ს.-ქართვ.- *გოგ- ფეხი (ჩუხუა 2000-2003). ახ. ქართ. III. გოგი და მაგოგი ყოვლისშემძლე ან შიშისმგვრელი და თავზარდამცემი ვინმე ან რამე (ბიბლიური მძვინვარე მეფის – გოგის – და იმისი ხალხის – მაგოგის – სახელის მიხედვით). დავითი… სდარაჯობდა კასპიის კარებს, რომელთა გადაღმა ჩაკეტილნი არიან გოგი და მაგოგი (კ. გამს.)
გოვარ-ი
ძვ. ქართ. I. გოვარი იხ. II. გვარი. „მრავალი კაცთაგანნი… იქადიან გოვარსა და ტომობასა ქუეყანისა ნათესავთასა და იტყჳან: „მე იგი ვინმე ვარ და მისი შვილი ვარ“ (მ. სწ. 106, 4). 1. „გუარის წინარე ფორმა ქართულ მწერლობაში „გოვარი“ ყოფილა: გოვარი > გუარი. ასეთი გადასვლა „ოვა კომპლექსისა „უა“-დ ქართულისათვის უცხო არ არის, გოვარი VII – IX სს. -ის უწინარესაც უნდა არსებულიყო ქართულ სიტყვახმარებაში. და ეს იმიტომ, რომ, როგორც ჰრ. აჭარიანს აქვს გარკვეული, ამ სიტყვის დღემდის ცნობილი სახე „გუარი“ ახლო კავშირშია ძველი სომხურის զաւառ-თან, რომელიც, მისივე მტკიცებით, სომხურს ქართულიდან აქვს შეთვისებული (ჰ. აჭარიანი II, 2. ილ. აბულაძე მიუთითებს, რომ, ძველი ქართულის ძეგლებში სომხ. Զաւառ-ის შესატყვისი სიტყვებია: სანახები, სოფელი. ქუეყანა, ჴევი) (ილ. აბულაძე 1953, ანდრონიკაშვილი 1, 1966, 303). 3. გუარი, გოვარი, გვარი სიტყვების დაკავშირება ბ. გიგინეიშვილს საეჭვოდ მიაჩნია (გიგინეიშვილი 2016).საშ. ქართ. II. გოვარი ჯავაირი ძვირფასი ქვა. გოვარის თასთა ამბარ-ბუ შიგ გაშლილ იყო, მეფეო (ვახტ. VI, 20, 18). თუალ-გოვარი მარგალიტი: აღივსნენ ოქრო-ვერცხლითა თუალ-გოვარითა (ქ. ცხ. IV, 183, 13). მოვიდეს პირმზე საყენი, მსმეველნი ხოშგოვარისა (ნ. ციც. 452, ქვ. 3). ამავე მნიშვნელობით იხმარება გოარი. ოქროსა და გოარსა აყრიდის ნიავი თავსა (ვისრ. 276, 22). უძღვნეს მდიდართა ურიცხვი გოარი ძვირის ფასისა (ნ. ციც. 532, ქვ. 4).
გოლ-ი
ძვ. ქართ. I. გოლი თაფლი ფიჭით, თაფლის კვერი;ტკბილი: „მიუპყრეს მას… თაფლისა გოლი“ (DE ლ. 24, 42). „გოლი თაფლისაჲ − სიტყუანი კეთილნი“ (იგ. სოლ. 16, 24). „დაუტკბნების ძილი მათი უფროჲს თაფლისა გოლისა“ (მ. სწ 139, 2). „გოლი არს იგი უმეტჱს ყოვლისა ქუეყანისა“ (ეზეკ. 20, 6). გოლეული თაფლი ფიჭისა: „უტკბილეს არიან იგინი უფროჲს თაფლისა მის გოლეულისა“ (ფს. 18, 11).გოლი გგონია შერგებად, ხელად გაგაჭრობს ზე ველად (ქილ. 448, 25). დიალექტ. გოლი თვით ფუტკრების მიერ აშენებული ფიჭა (მთ. კაიშ.). თაფლის ჴვეზა (საბა, ჩუბ.). ამ მნიშნელობით როგორც საშ., ისე ახალ ქართულში ძირითადად გოლეული დასტურდება. აღდგენილია ს.-ქართვ. *გოლ- „თაფლი (ფიჭა)“ (ჩუხუა 2000-2003). დიალექტ. II. გოლი ყვავილი სპ. Gol „ვარდი, „ყვავილი“. ბადიონი… ისიც თითან გოლს იქს, და გამაჲბამს იმ დანსა (ფერეიდ. უთურგ., ჩხუბ., გიუნ. იკე, XXIII, 201, 28). ახ. ქართ. III. გოლი [ინგლ. goal] –ბურთის (ჰოკეიში – შაიბის) გატანა კარში. მეკარემ ბევრჯერ იხსნა გუნდი აშკარა გოლისაგან (ვ. ურჯუმ.). დიალექტ. IV. გოლი (თ.) ტბა. „გოლში თევზი დაცურავდა“ (აჭარ. ნიჟ). აგრეთვე: (ჩვენ. ფუტკ., იმერხ. ფაღ., ცინც., გურ. ჯაჯ.). შდრ. გჲოლი (თურქ.) ტბა ზან. (ლაზ. თანდ.).
გონგ-ი
ახ. ქართ. I. გონგი [ინგ. gong] დასარტყმელი მუსიკალური საკრავი, ბრინჯაოს თეფში;უკრავენ ჯოხებით;გამოსცემს სხვადასხვა სიმაღლის ბგერას;იხმარება სიგნალის მისაცემად. ძალიან დავიღალე, გონგს რომ არ მოესწრო, წაგებას ვერ გადავურჩებოდი (რ. ჭეიშვ.). ყოველ შემთხვევაში, გონგის ხმა თითქმის მესმის (თ. წივწ.)ახ., ქართ. დიალექტ. II. გონგი პატარა ხელის ფიცარი, რომელსაც თიხის ჭურჭლის მუცლისა და ყელის გამოსაყვანად, „თორნის კედლის“ მოსაწორებლად იყენებენ („დიალ.“) ყოველი შემოქნის დამთავრებისას ქვევრს გონგით გასწმენდს [მექვევრე] (ა. ლეკ.). იხ. აგრეთვე: ქიზ. მენთ., ვ. ბერ.). გონგი < გოგი.
გრიგალ-ი
ძვ., საშ., ახ. ქართ. I. გრიგალი მსწრაფლი ქარი არის (თ. ბაგრატ.).გრიგალი ქარიშხალი: „გრიგალნი აღმარღუველნი ღელვათა ზღჳსათანი“ (მ. სწ. 124, 3). „ვითარცა გრიგალი რაჲმე მოხუეულ არს საქმეთა ზედა ჩუენთა“ (A – 92, 240). ვით გრიგალმა ჩაირბინა (ვეფხ. 867, 4). მას მოუხდა გრიგალ ქარი (ტფილ. 613, 4). შემოუმრგლო ვახტანგ სინდთა მეფესა, ვითარცა გრიგალმან (ქ. ცხ., სიმფ. II, 194, 14). აშფოთდა ავი გრიგალი და ჩამოსცვივდნენ შტოები ხესა (ილია, თარგმ.). გრიგალს წვიმა და… ხშირი და თანაც მსხვილი სეტყვა მოჰყვა (შ. არაგვ.).დიალექტ. ამოვარდა გრიგალი, დალეწა ყოლიფერი“ (იმერ. გაჩ.). გრიგალი ამოვარდა (მანდაეთი). გრიგალი ქარები იცის (იქვე) (ზ.-იმერ. ძოწ.). ამოგირგალება ქარის მოვარდნაზე იტყვიან (გურ. ჟღ.). *გირ-გირ < გირ-გილ <*გირ-ილ < გრ-ილ (ამოგირგილდება (გურ.) – ამოვარდება, ამოიჭრება (ქარი, ნიავი) (ერთელიშვილი 1980, 193).დიალექტ. II. გრიგალი 1. ღობის თავზე ტალღისებურად გადაქსოვილი მსხვილი წნელი. რომ მოღობავ ღობეს, მერე გრიგალი უკეთთება, სხვილი წკნელით გოდუვლი (ბოსლევი). წკნელ რო ერთხელ შამოავლებენ ღობის თავზე, ერთი გრიგალი ქვია (სავანე). 2. მჭადის ნაპირებზე საგანგებოდ დატოვებული კვალი. გრიგალი გოუკეთა ჭადს (მანდაეთი), – (ზ.-იმერ. ძოწ.).გრიგალიანი ჭადი მჭადი, რომელსაც, ნაპირებზე გრიგალი აქვს გაკეთებული. დედამ გრიგალიანი ჭადი დააცხო (მანდაეთი) (ზ.-იმერ. ძოწ). გრიგალი ჭილობის ნაწიბური;წნული სასიმინდის ერთგვარი სახეა: როდესაც სასიმინდე უკვე მოწნულია, ზევიდან გადაავლებენ წნელს, რომელიც ერთგვარ ხვეულ, ტეხილ ხაზსა ქმნის (ზ.-იმერ. წერ.). გრიგლური: თუ წკნელის არი სასიმინდე, სხვადასხვანაირათ ვწნავთ: ...[მას ზე] გადავაყოლებთ გვერდიდან ხუთ-ხუთ წკნელს, მერე ზევიდან გადავაყოლებთ კიდევ 2-3 წკნელს ანუ გრიგალს. ამისთანა სასიმინდეს ქვია გრიგლური, რადგანაც მიხვეულ-მოხვეული წკნელია ზედ გადაყოლებული (ზ.-იმერ. მრეწ. I, 269). გადაგრიგვლა ღობის თავის გადაწვნა ტალღისებურად მსხვილი წნელით (იმერ. ქავთ. III).შდრ. გირგლური ღობე მსხვილი წკნელებით ორმხრივად მოწნული ყველაზე მაგარი ღობე – ტყრუშული. გირგალი ღობე თავიდანვე სულ გირგალით რო იწვნება. წკნელები ერთმანეთშია გადაწნული ხან ერთი მხრიდან, ხან მეორიდან (რაჭ. კობახ.).
გრილ-ი
ძვ. ქართ. I. გრილი «ჩრდილი», ცივი: „სასუმელ ერთ წყალი გრილი“ (მთ. 10, 42). „დაფარნა მთანი გრილმან“ (ჩრდილმან Z) „მისმან და ბაბილოთა მისთა“ (ფს. 79, 11). „არცა გრილი ხარ, არცა ტფილი, ჯერ-ყო, რაჲთამცა ანუ გრილ იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელტფილი ხარ და არც გრილი, არცა ტფილი“ (გამოცხ. 3, 15-16). საშ. ქართ. იყო მუნ გრილი, და მათ გრილთა შინა შეეკაზმა პური (ამირან. 396, 1). და დედალი არს და ბუნებად გრილი და ნედლი არს (ეტლ. 20, 20). მეთერთმეტესა დღესა მივხუდით ქუეყანასა შუენიერსა, ყოვლის კეთილითა სავსესა, ვენაჴიან-ხილიანსა, წყაროებსა და გრილსა (ამირ. 422, 7). მთა ესე არს მაღალი,… წყაროიანი და გრილი ფრიად (ქ. ცხ. IV, 547, 25). და თუ სტომაქ გრილი კაცი იყოს, ხამის თაფლითა მოზილონ (იადიგ. 582, 10). ტირიფი გრილი და ნედლია (იადიგ. 405, 11).ახ. ქართ. გრილი 1. ოდნავ, სასიამოვნოდ ცივი (შდრ. თბილი). აღმოსავლეთის უფრო ხმელია და ცხელი, დასავლეთისა კი ნოტიოდა გრილი (ი. გოგებ.). მიედინება გრილი მდინარე, არც ნაკვალევი არ ჩანს სილაში (თ. ბექ.). 2. იგივეა, რაც ჩრდილი. ხევებში ჩადგა გრილები, ისმის ყვირილი წყლებისა (ვაჟა). დიალექტ. 1. გრილი ჴ., თ., ფშ. (იშვ.) ცივი (საპირისპიროა მწვავი) ნ. ცივი (ა. შან.). გრილი ცივი. ბრალია უშიშაისა, მიწას უთხრიდან გრილსაო! (ხევს. პოეზ. 108, 24). ვაშკაცს კი გრილმა მიწამა გაუდნა მკერდის ძვალია (ა. ოჩ. 204, 9, ხევს. ჭინჭ). გრილად ნაფუარი [ლუდი] გარკვეული წესით დაყენებული ლუდი, აფუებისას ცივად დაყენებული ლუდი, რაც შემდეგ გარკვეულ გემოს აძლევს მას. „ოჰ, კა ლუდ არ მოგჴდომივათა! ცოტას სვე აკლავ და გრილად ნაფუარიც ას“ (ბ. გაბ. 126, 22) – ალ. ჭინჭ. 2. გრილი ფშ., გრილო გუდ., მთ., ჴ., თ., ჩდილო ჴ. ჩრდილი. – ა. შან.იხ. აგრეთვე გრილო – ქეგლ.გრილოჲ ჩრდილი. „დავისვენოთაღ კარგა რაჸიმ გრილოჲ“ (თუშ. ხუბ.).გრილო 1. ჩრდილი. 2. გაფოთლილი ტოტებისაგან გაკეთებული ფანჩატური (მთ. კაიშ.). ნაგრილო მთ., მოჴ., გრილ 1. ცივი. „გადავალ გრილსა წყაროზე, გრილ წყარო მაღალ მთისაო“. 2 გულცივი (ადამიანი). „გრილ, თავისობა არა იმდენ იცის“ – გულცივია, ნათესაობა იმდენად არ იცის (თუშ. ცოც.). აგრეთვე: გრილოებგამოყრით საღამო ხანს, მზე რომ დასავლეთისკენ გადაიხრება და ხევებში ჩრდილები გაჩნდება. გრილოებგამოყრითაჲ ვიარენთა-დ დაღამებამდ მაინც მოახრწიეთ (თუშ. ცოც.). ახ. ქართ. II. გრილი [ინგლ. grille < ფრანგ. griller] ხორცის შესაწვავი სპეციალური მოწყობილობა – ქეგლ.
გროშ-ი
საშ. ქართ. I. გროში მომსხო. გროში მოსხოსავით – საბა. დანაყენ გროშად და ჩაასხი ქოთანსა შიგა (ფანასკ. 139, 8).გროშ როში, მსხვილად დაფქვილი, დაღერღილი, დანაყილი გროშ ფქლ;გროშ მარილ (ინგ. ღამბ.).შდრ. როში მსხვილად დაფქვილი რამ – დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. გროში (რუსულ.) ორი კოპიკი – დ. ჩუბ. ახ. ქართ. გროში [რუს. грош] 1. ისტ. რუსული (სპილენძის) ფულის ერთეული;უდრიდა ნახევარ კაპიკს. მცირე ნომინალების ღირებულება 1,5 გროშს შეადგენდა («ძეგ. მეგ.»). 2. საუბ. გადატ. ძალიან ცოტა (ფული), – კაპიკი. თუმც არა მაქვს გროში ფული, მაგრამ ბედნიერი ვარ… (აკაკი). მაწვალეს, მცემეს, გროშები მქონდა, ქრთამში ამართვეს (გ. ლეონ.).
გუარ-ი
ძვ. ქართ. I. გუარი «წესი». „დაიცევით მღდელობაჲ თქუენი ყოვლისაებრ გუარისა (წესისა pb.) საკურთხეველისაჲსა“ (G, რიცხ. 18, 7).ქართულ-ზანურ დონეზე შეიძლება აღდგეს *გუარი და მისგან ნაწარმოები ზმნა *გრება „მსგავსება (გიგინეი-შვილი 2016, 82).ძვ., საშ. ქართ. II. გუარი გვარი, ჯილაგი, მოდგმა. სამოცდამეათხუთმეტენი შვილნი ხართ თქუ(ე)ნთა გუართანი (საბუთ. 38:17). არცა ძმანი და არცა სხუანი გუარნი კაცნი არა ყოფილან ეგზომ მოყუარულნი (ამირან. 500, 6). გუარტომობა შთამომავლობა: ლანგ-თემურ გუარტომობით იყო ჩინყის სამარყანელი (ქ. ცხ. II, 446, 26). საშ. ქართ. III. გუარი იხ. II. გვარი. თავსა აყრიდენ გუარსა (ამირან. 600, სქ. 2;658, 12). მაზედ დადგეს ოქროს ტახტი, გუარითა გაფრქვეული (შჰნ. I, 2548, 2). აყრიდიან თვალ-გუარსა, პილოტანი იქივ დგისცა (შჰნ. III, 70, 2).
გულ-ი
ძვ. ქართ. I. გული «გონება», «თავი თჳსი»;შუაგული. „განადგინეს გული ერისაჲ G, – „გარდაცვალეს გონებაჲ ერისაჲ“ (M, ისუ ნ. 14, 8). „ცნა იესუ გულსა თჳსსა“ C, – „იესუ გულისჴმა-ყო თავით თჳსით“ DE, მრ. 5, 30). „შეგიშალოს გონებაჲ გულისა შალვითა“ (მ. სწ. 159, 16). გული და მისგან ნაწარმოები სიტყვები როგორც ძვ., ისე ახ. ქართულში ფართოდ გავრცელებული ლექსემაა.გული ქართულში „წარმოდგენილია აზროვნებითი პროცესების ცენტრად, გრძნობების წყაროდ, ტემპერამენტ–ხასიათის განმსაზღვრელად და ორგანული შეგრძნებების ამთვისებლად“ (ჩიქობავა 1938, 66). საერთო ქართველურისათვის აღდგენილია ს.-ქართვ *გილ- „გული“ (ჩუხუა 2017). საშ. ქართ. II. გული (სპ. „გულ“) ვარდი. სამოთხის გული, სამოთხის ვარდი. ედემს დარგული სამოთხის გული, ციერთ უმაღლე, ქვეყნის მპყრობელი (შავთ. 45, 3).ვარდი გიულის სახითაც დასტურდება: გიული შეხურიტოს. გიულის წყალი სამი ხურეტა (ქანან. 78, 28). შიგ ათასფერნი ყვავილნი, ვარდი გაშლილი გულოსა (თეიმ. I, 170, 2, 2). ცხადია, გულმა „ვარდის“ მნიშვნელობით ვერ მოიკიდა ფეხი, რადგან ქართული გულის არსებობა უშლიდა ხელს და, რაც მთავარია, მისი მნიშვნელობით ქართულს ვარდი ადრე (X საუკუნემდე) ჰქონდა ნასესხები სპარულიდან (დანელია 1998, 44).
გუნდა
ძვ., საშ., ქართ. I. გუნდა „საღებავი მუხის კაკრა“ (საბა). 1. გუნდა კრკოს მსგავსი ხილი მუხის ხისა, ხმარებული მელნის გამოსახდელად და სხვად საღებავად – დ. ჩუბ. 2. გუნდა ქვა შავი ქვა (დ. ჩუბ.). „ორნი ვინმე კაცნი წარვიდეს მთასა მას, რომელსა კარკულ ეწოდების, და ვიდოდეს მას შინა და შეჰკრებდეს გუნდასა“ (ler=3 73v, 23-25). „მოვედით მთათა ამათ კრებად გუნდაჲსა, რაჲთა ესევითარითა ამით საჴმრითა მოვირეწოთ საჭიროჲ იგი ჴორცთა საჴმარი“ (იქვე, 74r, 19-22). გუნდა მოიპოვება შავი და თეთრი. ცხვირი დანაყილის გუნდით გამოუტენონ (იადიგ. 140, 5). ვინცა გუნდა წმიდად დანაყოს და გაცრას და იასამანის ზეთშია ამოჟღვლიმოს და ყურშიგა ჩააწუროს, ტკივილი უშველოს (იადიგ. 302, 27). აიღე გაუხურეტელი გუნდა (ფანასკ. 18, 25). ახ. ქართ. გუნდა ძვ. გუნდის ხის გირჩა. || მისგან დამზადებული საღებავი. [ფუფალას] იმ ჭრელ ბოხჩაში… ფერუმარილი ულაგია, გუნდა, ლახუსტაკი, ზირა… (გ. ლეონ.). ვარდიას სჩვევოდა გუნდით შეღებილი, დადრეკილი წარბების მოშვილდვა (კ. გამს.). გუნდის ხე ძვ. კვიპაროსი – ქეგლ.გუნდა გუნდა. გუნდაშ ჯა გუნდის ხე, კიპარისი ზან. (მეგრ. ქობ.). გუნდჲ გუნდა. გუნდის ხის გირჩა ან მისგან დამზადებული საღებავი (სვან. თოფ., ქალდ.). საშ., ახ. ქართ., დიალექტ. II. გუნდა (სომხ.) დაგუნდავებული ან დასორსლებული რამ, ან პურის კუტი, თოვლის გუნდა – დ. ჩუბ. გუნდა ბურთივით დამრგვალებული ცომი, თოვლი, მიწა და მისთ. სანამ თორნე ცხელია, გუნდას დაიჭერსო (ანდაზა). იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა (ილია).გუნდა 1. ბურთი. 2. ცომის გუნდა (ფერეიდ. ჩხუბ. 316). აგრეთვე: (ინგ. როსტ., ალგ. სალ. 136;ჯავახ. ბერ., ზედგ., ერწ. თიან. მრეწ. I, 121;ქიზ. მრეწ. I, 78;ქართ. მტკვრ. ჩრ. მრეწ. I, 213).
დაბლა
საშ. ქართ. I. დაბლა დოლი, დაფდაფი – დ. ჩუბ. შდრ. დავლი ებანი, ბობღანი – დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. დაბლა: სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი! (ბეს. 30, 2). ახ. ქართ. დაბლა (საპირისპ. მაღლა) 1. ქვედა, ქვემო, ძირა. ჩაინაცვლეს მტრედებმა კაკლის დაბლა ტოტებში (ს. მგალობ.). ყველანი შინა ვართ, დაბლა ძველებურ დარბაზში (რ. ინან.). ◊ 2. ზმნს. ქვევით, ქვემოთ, ძირს, ფსკერზე. დაიჭექა თოფმა დაბლა და მაღლა ქორმა შეიფრთქიალა (აკაკი). ღააკ! ლააკ! – მიხაზავს დაბლა, ჩაღრმავებულში ჩამძიმებული ნისლის ტბორებს ღალღის ხმა (რ. ინან.). 3. ძირს, მიწაზე. დამჭრეს დაბლა დაცემულიც, ტყვედ არავის არ დავნებდი (კ. კალ.). დაბლა ნაწარმოებია დაბალ-ისაგან უფრო გვიან (ძველ ქართულში წარმოდგენილი მდაბლად არ წარმოადგენს ახალი ქართული დაბლას ადრინდელ ფორმას) (გიგინეიშვილი 2016).
დავ-ი
საშ. ქართ. I. დავი იგივეა რაც დავა. ფიცხლად დახლტოდეს ყურდგელი, სროლაზე ჰქონდეს დავია (ვახტ. VI, 29, 2). ◊ ციხე-ქალაქი ავიღეთ, გამოგვითხოვეს არ დავი (არჩ. 360, 834, 2). „რას მამდევ, შენ რა გაქვს ჩემთან დავია? (ი. ტფ. 620, 152, 1). დავი საჭმელი არ გაყიდონ და მკვახე ხილი (სამ. ბატ. დავ. 180, 18). დავი < დავა.ეს სიტყვა შემოსულია არაბულიდან (შდრ. არაბ. da’vat „სარჩელი“ (წერეთელი 1951, 72). უფრო მოსალოდნელია სიტყვა შემოსული იყოს ახალი სპარსულიდან (გიგინეიშვილი 2016).საშ. ქართ., დიალექტ. II. დავი ნარდის თამაშის ერთგვარი წესი, ანგარიშის მომატება, მოგების გაორკეცება. მას მტრობის ნარდის დავის თხოვა მოუჴდება (ქილ. 568, 19). დავი (სპ. dav) სვლა ჭადრაკის თამაშისას პირობის დადება, სიტყვის თქმა რაიმე სადავო საქმეზე მოწმეთა თანდასწრებით. „დავი ვქნათ და დავამთავროთ ეს საქმე“ (ინ., ჩვენ. ფუტკ.).
დავლა
დავლა საშოვარი ნივთნი, ანუ სიმდიდრე;+ დოვლა სპარსულად დიდებასა და სიმდიდრესა მრავალთა ოქროთა და ვეცხლის ქონებასა ნიშნავს+ესე იგი დოვლა, არაბულად დიდსა სიმდიდრესა ეწოდება. + ქართულს ენაში ნატყვენავსაც ეწოდება. ესე იგი ნატაცებსა, ეს სრულიად სხვის მნიშვნელობის ლექსი არის+ დოვლა, დოვლათი, ესე იგი სიმდიდრე და დიდება არის, დავლა საშოვარი არის, ნატაცები – თ. ბაგრატიონი. ძვ. ქართ. I. დავლაჲ ქონება: „აკურთხენინ ღმერთმან დღენი შენნი და ნაყოფიერ-ყავნ დავლაჲ შენი“ (მ. ცხ. 237, 1). საშ. ქართ. დავლა (არაბ. დავლათ) სვე, ბედი, ბედნიერება, სიმდიდრე, დოვლათი, ალაფი დოვლათი – დ. ჩუბ. სვიანმცაა დავლა თქვენი (ვეფხ. 1440, 4). დავლა ოდეს არ მისმენ სწავლასა ხუალ დაინანებ დავლასა (ქილ. 595, 10). დავლა და წაღმართი ჩემი მაშინღა იქმნების, ოდესცა შენისა პირისა ჭურეტა მომხუდეს (ვისრ. 77, 9). საამ ჩამოჴდა, რა ნახა ჴელ-მწიფე სვით და დავლითა (შჰნ. I, 666, 2). შეაძულვებს და დასწყევლის მისსა ბედსა და დავლასა (ვახტ. VI, 465, 2). ახ. ქართ., დიალექტ. დავლა ომში ნაშოვარი ქონება, იარაღი და სხვ., – ალაფი, ნადავლი. გმირს არ აჯავრებს ნადავლი, შეკრული არის წარბშია, სახელს ვერ გაცვლის დავლაზე, მით არ ერევა ხალხშია (ვაჟა). მცირე დავლით და მცირე შაშხანით ვბრუნდებით (მ. ლებან.). თათარყან… არც ერთს დავლას არ ააცდენდა (ა. ყაზბ. IV, 165, 35). აგრეთვე: (ფშ., თუშ. – ა. შან., თ. უთურგ.).შემოსულია არაბულიდან (შდრ. არაბ. დაულათ „ბედის ტრიალი“, „სიმდიდრის, ძლიერების მობრუნება“, „სვე“ (იუსტ. აბულაძე 1916, 800). ახ. ქართ. II. დავლა მოვლა, შემოვლა. მეფე ლუი მეთექვსმეტე მთელი სამეფოს დავლას აპირებდა (ი. მაჭავ. თარგმ.). აიჩემა მარტო ყოფნა, დღენიადაგ ტყეში დავლა (ი. გრიშ.). 2. ცეკვაში რამდენიმე წრის გაკეთება, წრის შემოვლა. 3. დარბენა, გავრცელება (მაგ., ტანში ჟრუანტელისა). ამის წარმოდგენა და ტანში ჟრუანტელის დავლა ერთი იქნებოდა ჩემთვის“ (გ. წერეთ.). დიალექტ. III. დავლა დამბლა. დავლა დაცემია საწყალს, რაღამ უნდა გადაარჩინოს ისი, მოხუცებული“ (იმერ. გაჩ.). დავლა აქ დაცემული, დავლა დეეცა (რაჭ. კობახ.). აგრეთვე დავლა: გურ., იმერ. (ღლ., ვ. ბერ.).დავლა < დამბლა; დამბლა სენი ხელ-ფეხის და ტანის დადუნება. წვეთის დაცემა;ზონზოლი, ზანტი უგერგილო (დ. ჩუბ.). შდრ. (თურქ.) დამლა „წვეთი“.
დალ-ი
ახ. ქართ. I. დალი 1. ეთნ. ნადირთა (შველთა, ჯიხვთა და მისთ.) მფარველი ღვთაება. ვითომდა მასზე იყო დამოკიდებული მონადირის ბედი: მას შეეძლო როგორც წყალობის მიცემა, ისე მონადირის დაღუპვაც. სვანები მონადირეობის მფარველ ღვთაებას ეძახიან «დალ»-ს, რომელიც ოქროს ნაწნავიან მშვენიერ ქალადა ჰყავთ წარმოდგენილი (ივ. ჯავახ.). მოწყალებით… დამხედა… დალმა ოქროს თმიანმა (ვ. ბარნ.). იხ. აგრეთვე: დალ (თუშ. ცოც.).ქალღმერთ დალ-ის ფუნქცია, რომელიც ნაყოფიერების ღვთაებად გვევლინება (შდრ. მისი კანონზომიერი კოლხური შესატყვისი დო-: დო-უ-ნანა. ო-დო-ია, სვან. დალ. დალ-ის სახელი ჩვენთვის საცნაური ხდება თქმულებიდან ამირანის შესახებ. სადაც დალი დედაა ამირანისა, ხოლო მამად უბრალო (რიგითი) მონადირე, ჩვეულებრივი მოკვდავი გვევლინება (ჩუხუა 2013, 229). ს.-ქართვ. *დალ „ნადირობის, ნაყოფიერების (ქალ-) ღმერთი > ქართ. დალი : ზან. [დო-], ოდოია < *ოდოლია: სვან დლ || დალ (ჩუხუა 2000-2003). დალ-სვანეთი კოდორის ხეობის ზემო წელს მოიცავს. ხეობის სახელწოდება დლ- მომდინარეობს ნადირობისა და მონადირეთა მფარველი ღვთაების, ულამაზესი ქალღმერთის დალის სახელისაგან, ადასტურებენ შუა საუკუნეების მოგზაურები ლულიე და ნორდმანი. ისტორიულ მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად ეს სახელი კოდორის ხეობას უნდა ეტარებინა უხსოვარი დროიდან, თვით მატრიარქატის ეპოქიდან მოყოლებული (მარგიანი 1998, 138). დიალექტ. II. დალი რეზინის საწოვარა. „ქალაშავსათი დალი ვერცად ვიშოვე“;„დალით ნაზარდიო“, – იტყვიან რძითა და საწოვარათი გაზრდილ ბავშვზე (მოხ. ქავთ.). დალი ფშ. მოჴ. რძის საწოვარა. დედა არა ჰყავს, დალით გაზდილია (მოჴ.) ნ. დვალი შან. 2. საწოვარა თუ არა აქვთ, „დალით წუება ხდება შემდეგნაირადაც: თითს ჩაუყოფენ პირში /ხბოს, ბატკანს.../ იმას აწოვებენ, თან ბოთლიდან ასხამენ პირში რძეს“ (ფშ. ხორნ.). ამავე მნიშვნელობით გვხვდება: I. დალა გუდ. მთ. 2. დვალი ჴ. რძის საწოვებელი ბავშვისთვის (თვითვე აკეთებენ, რქაზე ჩამოაცმენ „თითს“, ე. ი. ძუძუს წვერს) (შან.). დვალი ჴ., ფშ., ა) ჯარატარზე ჩამოსაცმელი რგოლი, შუშანაჸი თ. ბ) ყანწზე წამოცმული ძუძუს თითი, უდედო ბავშვების საწოვად. დვალაი გუდ. ორ-კაპიანი ჯოხი ჯარაში, რომელზედაც ჯარატარი ტრიალებს, ბატი თ. (ა. შან.). შდრ. სპ. დულ ჩამჩა, ძაბრი.საშ. ქართ. III. დალი: დალი შავი – დამწუარი (ფანასკ. 269, 30).
დალალ-ი
ძვ. ქართ. I. დალალაჲ ნაწნავი: „არა მოიპარსოთო გარემოჲს შესახედავი თავისა თქუენისაჲ, ხოლო უფროჲსღა – კოწოლი, რომელ არს დალალაჲ, და არს იგი ნათხზენი“ [A= 1108 22r]. საშ. ქართ. დალალები, თმები დაწნული, ზურგისა კერძ გარდაშვებული (თ. ბაგრატ.). დალალი, დალალა: გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი (ვეფხ. 1579, 3). ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელო დალალო (ბეს. 44, 2). სამნი ნაწნავნი დალალნი ოქროჲსა მეწამულისანი (ალექსანდრ. 66,14). გიშრის დალალი უწნავი, მხრებზედ აქვს გადაშლილი (ვ. ორბელ. 509,3). ახ. ქართ., დიალექტ. მშვენიერი წაბლისებრი დალალები აყრია ზურგზედა (ნ. ლომ.). ფიგურ. გელით იორი და ალაზანი – ზღაპრული ქალის წყვილი დალალი (ი. ნონეშ.). დალალ ნაწნავში დატანებული სხვისი თმა. დალალებს იტანსავ, იცოდიან, გან თავის თმებ აქვავ – დალალებს იტანსო, ამბობდნენ, განა თავისი თმები აქვსო (თუშ. ცოც.).გვხვდება დარალაი (მოხ. ქავთ., ღუდ.). დარალა (ხევს. ჭინჭ.). ს.-ქართვ *დალ- ნაწნავი, დალალი“. ძირად აქ დალ- ჩანს გამოსაყოფი, -ალ სუფიქსია (ჩუხუა 2017)საშ. ქართ. II. დალალი (არ. დალალი) მაკლერი. დალალი „რომელი ატარებს სავაჭროთა“ (საბა). მერმე მნახა დალალმა ერთმა (ამირან. 741, 5). ძოწის მჯობმან, ბალახშისა დალალმან, / უწყალოსა სიკვდილისა დალალმან, / დახე, გული მძაფრად დაწვა დალალმან. /რასა ჰყოვნი? არ მასმინო, აარე (ბეს. 174, 10). მას დღეს ფასსა არა სდებდა ლალ-გოარსა მუნ დალალი (ნ. ციც. 262, 1). სიახლეს დალალი იყო, მივა თვალის მსყიდველთანა (შჰნ. II, 4025, 4). ახ. ქართ., დიალექტ. დალალი. ძვ. დალალის გული მხიარულიაო (ანდაზა). მყიდველი და გამყიდველი თავის მოვალეობად თვლიდნენ დაეპატიჟათ დალალი (ს. კლდ.). // შუამავალი, მაჭანკალი. თედო, როგორც კარგი დალალი, არიგებდა ქალებს (ნ. ლორთქ.). 2. ფეხზე მოვაჭრე. დავითი ფეხზე მოვაჭრე იყო, დალალი (ა. ახნაზ.). დიალექტ. დალალი საქონლის ფეხად მოვაჭრე;შუამავალი ვაჭრობაში (ფშ. ხორნ.). დალალი გზირი, რომელიც მოსახლეობას ხმამაღლა რაღაც ამბავს ატყობინებს. ერთი ფაშა არის, დალალს აძახებს (ჯავახ. მარტ.). ზან. დალარი დალალი ცხენით მოვაჭრე (მეგრ. ქობ.). აღნიშნულმა ლექსემამ განვითარების მრავალი საფეხური გაიარა. ერთნაირი ინტენსივობით იხმარებოდა სპარსულ თუ თურქულ ენებში, მნიშვნელობათა მოდიფიკაციის ცვლას თუ გავითვალისწინებთ, იგი თურქული გზით დამკვიდრებული ჩანს ქართულში. დღევანდელ სალიტერატურო ენაში დალალი უკვე არქაიზმია (იმედაძე 2014, 55). სიტყვა არაბულია (არაბ. dallala „შუამავალი, „მაკლერი, „მეაუქციონე“), მაგრამ უშუალოდ არაბულიდან არ უნდა იყოს შემოსული (გიგინეიშვილი 2016).
დამ-ი
საშ. ქართ. I. დამი, დამის კაცი, სათამაშო ძვალი ნარდისა, ჭადრაკისა – დ. ჩუბ. საშ., ახ. ქართ. II. დამი (სპ.) ორთქლი ბუღი. პაატავ, გებრალებოდე: ხსნილდება, მანდ არს გულია. რამდენჯერ დამი აიღოს, გახსოვდე დაკარგულია (ბეს. 89, 8).დამი: ◊ დამის მოხდა / დამში მოყვანა / დამში მოსვლა: დამის მოხდას ეძახიან ორთქლისგან შეგროვებული ნამის გადმოწურვას (ბ. ჯორჯ.). ◊ როდესაც ბრინჯი დამში მოიყვანოთ, ბლუდზე დაასხით, ნუშ-ქიშმიშსაც ზემოდან დააყრით (ბ. ჯორჯ.). || საქმის ბოლომდე მიყვანა, საქმის მოგვარება, გათავება. თუ შენ შემეწევი, …სა ქმეს დამში მოვიყვანთ (ილია). ◊ ჩვენი ბანკის საქმე ჯერ კიდევ დამშია (ილია). საქმე დამში კი მოიყვანა წითელმა დათამ (კ. ლორთქ.). დიალექტ. დამი: ფლავის დამში მოსვლა. გადმოდგი ქვაბი, წყალში ჩადგი, დამში მოიდესო (ქიზ. მენთ.). სპ. (ბრინჯი] დო საათ უნდა დამზე დაჲდგა (ფერეიდ. უთურგ., ჩხუბ.).როგორც ჩანს, სპარსულში დამ-ს ძირითადად ორი შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონია, რომელთაგან ერთი დაკავშირებულია ჰაერთან, მეორე დროსთან. ქართულ და სპარსულ ლექსემებს ერთმანეთთან აკავშირებს საერთო სემანტიკური დატვირთვა – ორთქლი. იდენტური ფორმით შემოსული სპარსული ლექსიკური ერთეული [დამ]-ი ქართულში სემანტიკურად დავიწროებულა. აქვე აღვნიშნავთ, რომ დამ-ი იმ მნიშვნელობებით, როგორც ეს ქართულ ლექსიკონებშია მოცემული – „საქმეს დამში მოვიყვან“, ჩვენს ხელთ არსებულ სპარსულ ლექსიკონებში არ დასტურდება (ბართაია 2010, 42). იხ. აგრეთვე: (ლორთქიფანიძე 1991, 156-159). დიალექტ. III. დამი ჩითის ყვავილიანი ჭრელი წინდა ერთგვარი ჭრელი წინდა (ქიზ. მენთ.)ახ. ქართ. IV. დამი მედუდუკეთა დასტის სამთაგან ერთ-ერთი, დაბალი ხმა, ბანი. მედუდუკეთა დასტა, დოლს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად სამი მედუდუკისაგან შედგება, ხოლო ერთ-ერთი მათგანი დამია (ნ. დუმშ.). ხოლო როდესაც დაუკრეს, ერთმა მეორეს უთხრა: დამი დაბლა დაიჭიო, – ანუ ჰანგს დაუკელიო, ანუ ხმა შემიწყვიტეო, ანუ ჩემს ჰანგზე დაუკარიო (ნ. დუმშ.).
დამა
საშ. ქართ. I. დამა ხათუნი – თ. ბაგრატიონი. ახ. ქართ. დამა [ფრანგ. Dame] ძვ. საუბ. 1. გათხოვილი, ქმრიანი ქალი, – მანდილოსანი;ბურჟაუზიულ-თავადზნაურულ საზოგადოებაში – მაღალი წრის ქალი. პირველი დამა იქნება საზოგადოებაში (ლ. არდაზ.) 2. კავალერთან მოცეკვავე ქალი. მესამე, მეხუთე და მეექვსე კადრილში. კავალრები დამებს შესცვლიდნენ ხოლმე (გ. წერეთ.). საშ. ქართ. II. დამა [ფრანგ. dame, რუს. Дамка] „სამღერებელია (= სათამაშოა) ჭადრაკივით“ (საბა), – შაში მეუბნების: „ყმაწვილი ხარ, არ იციო დამა ჯერა“ (ვახტ. VI 38, 34). ახ. ქართ. ეს ახირებული სოვდაგრები დამისა და ჭადრაკის თამაშობაში აღამებდნენ (გ. ქიქ. თარგმ.). ახ. ქართ. III. დამა ძვ. აბრეშუმის ქსოვილი. „[მოვიტანეთ] დამა, გლასი და ატლასი“ (ლ. არდაზ.). შდრ. სპ. დამ ბადე, აბლაბუდა.საშ. ქართ. IV. დამა თვალის ტკივილი. არ. ზმნისაგან დაჰამა მას შეემთხვა ფათერაკი. სხუაი თვალისა ტკივილი რომე დამა ქუიან. მისი ნიშანი ისი არის რომე თვალი მუდმად სავსე იყოს ცრემლითა (ქანან. 206,11). დიალექტ. V. დამა იგივეა, რაც დაკეცა (დაკეცა გასაშრობად და შესანახად ერთმანეთზე დაკეცილი (დადებული) და ყუნწებში შეკრულ თამბაქოს ფოთლების დასტა (წყება). თუთუნის დამა მოზრდილი მორჩილია. ოთხი მოზრდილი დამა თუთუნი გავყიდე (ფარცხნალი, ზ.-იმერ. ძოწ.). შდრ. დემა (ქეგლ., გურ. შარაშ.). დემეთი (თ. demet < ბერძ.) გამხმარი თამბაქოს ფოთლების კონა – დასტა, გამზადებული დასაჭრელად (აჭარ. ნიჟ.). დამატი გამხმარი თამბაქოს ფოთლების კონა (ქიზ. მენთ.). დამათი (მესხ. ფეიქრ.).
დანა
დანა არს უდიდესი ყოველთა ჴორცისა მოსათლელი, დ ა ნ ა კ ი – უმცრო მისსა და ზომიერი, ხოლო ღ ი ნ წ ი – მცირე დანაკი კალამთ მოსაჭრელი და დანა მახვილი (თ. ბაგრატ.) ძვ., საშ., ახ. ქართ. I. დანაკი, დანა დანა, მახვილი: „დაადგა დანაჲ, რაჲთამცა განკუეთა თევზი“ (მ. ცხ. 356r). „არიან აქა ორ დანაკ“ (ლ. 22, 38).ყელსა დანა დააბრჯინა (ვეფხ. 238, 4). გული ასე დაუკუწავს, ვით გალესილს დანას ხამი (გურამ. 562, 4). რად გულს განიწონ სიკვდად დანებით? (ბეს. 32, ქვ. 4). …გულ სა დაიცეს დანაო! (ვახტ. VI, 26, 8). მათ გალესეს მისთვის დანა (შჰნ. II, 3096, 4). ახალ ქართულსა და მის დიალექტებში დანა სხვადსხვა წყვილების სახით დასტურდება: პურის დანა. – დასაკეცი დანა – სამყნობი დანა და სხვ. იხ. ქეგლ. დიალექტ. დანა „ხმლის მსგავსი, უფრო ცოტათი ხმალზე მოკლე იარაღი, რომელსაც ქამარზე შეიბამენ ხევსურები და ხმარობენ ხმლის მაგიერ“ (ალ. ოჩ.) – ალ. ჭინჭ. საშ. ქართ. II. დანა მარცვლებს ჰქვიან. თესლეულთასა დანა, რომელიც მარცვლებს ნიშნავს, არაბული ლექსია (თ. ბაგრატ.). დანა – ეს სიტყვა იხმარება მზითვის სიაში: მაგ.: „ერთი დანა დარაიის ბოღჩა, დანა მარცვალი, ან თვითოეული ერთგვარი ნივთთაგანი: ექვსი დანა ვეცხლის კოვზი, ათი დანა ხელსახოცი – დ. და ნ. ჩუბ. ორი დანა თეთრი ჩარსავი, სამი დანა იუფკა“ და სხვ. (ი. გრიშ.). დიალექტ. ვაშლები: …და ნა ვაშლი, თეთრა ვაშლა, შაქარა (ნ. კეცხ.). დანა ვაშლი, მომჟავო გემოსია, თეთრია და მოგძელო (ქვ.-რაჭ. მრეწ. IV, III, 57).დანა მომდინარე ჩანს სპარსული ლექსემიდან dâna/e/, რომლის სახით ნუმერატივის სესხება დასტურდება (ბართაია 2010, 43).
დანდალ-ი
ძვ. ქართ. I. დანდალი ლაგამი, აღვირი: „დანდალი ყბათა შენთა“ (O, IV მფ. 19, 28). დანდალი ლაგამი თუ პირის მახე– საბა. შდრ. ნადალი. 4 მეფ. 19, 28 (+ სენექერე მეფე და ესაია): აწ განვაცვათ ხატრუკი ცხვირთა შენთა და ნადალი ყბათა შენთა – საბა. საშ. ქართ. II. დანდალი დანდალუკი [სომხ.] კიბის საფეხური (დ. ჩუბ.). 1. დანდალი კიბის სახელური (ჭერი). არაბას აქ დანდალი (იმ., ჩვენ. ფუტკ.). 2. ხელნებში გაყრილი ოთკუთხი ლარტყა ურმის შესაკრავად (სინონ. სახიდარი). უბე გავაწყვე ლართხებით, დანდლებით გადაბმულია, ისე გაუძლებს ას ქვასა, არსად დასჭირდეს ცულია (რ. ერისთ.). თუ გახსოვთ ურმის ნაწილების სახელები – შეეკითხა გიორგი შვილებს. – თათი, კვერნა, ღერძი…, დანდალი ჩამოთვალეს ბიჭებმა] (ნ. კეცხ.).დიალექტ. ხელნებში დანდლების ჩასმას დადანდვლას ეძახიან (ჩხ., მაწ.) (ალგ. სალ.). აგრეთვე: დიალექტ.: (ქიზ. მენთ.,ზ.-იმერ. ძოწ., იმერ. გაჩ., ქიზ. მრეწ. I, 421, ზ. ქართ. მრეწ. I, 231). დასტურდება სემანტიკური ვარიანტიც. დანდანი ურმის ხელნების შემაერთებელი (ჯავახ. მარტ.).დანდალი 1. იაილებში გაკეთებული თაროები რძის პროდუქტების დასაწყობად;თის ქოხებს სარძე, მარანი ცალკე აქ, სარძეში დანდლები გუაქ დაკეთებული (იმ., ჩვენ. ფუტკ.). „რძით სამსე გობებს დანდალზე დავაწყობთ“ (აჭარ. ნიჟ.). სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი დანდალი ირანული ენებიდან შემოსულადაა მიჩნეული, სადაც იგი აღნიშნავს კბილებს, ღრძილებს. ნ. მარი ქართულ დანდალს სომხურიდან შეთვისებულად მიიჩნევს. მისი აზრით, ქართული დანდალი წარმოადგენს სომხური (ლაგამი) პირველი ნაწილის გადმოცემას. შდრ. დანდალი „ლაგამი ანუ პირის მახე“. მაშასადამე, სხეულის ნაწილის აღმნიშვნელი ეს უცხო სახელი ქართულმა ენამ სამშენებლო ტერმინად გადმოიტანა (ჩხენკელი 1988, 83). ახ. ქართ. III. დანდალი ნელი, მძიმე სიარული. პანტა-თაფლის საძებნელად ტყე-ტყე დადის დანდალით (გ. ჭიჭ.). დანდალი ზონზროხი, მსუქანი, ბრგე ადამიანის ტანის თახთახით სიარული. ამბროსიმ ექიმს მაინც მიაკითხოს. ამ ბოლო დროს დანდალით დადის და სიარულის დროს მთელი სხეული უთახთახებს (მთ.-რაჭ. ლობჯ.). ივარაუდება ამოსავალი ძირი სონორის ნ/ლ მონაცვლეობით (არაბული 2001, 83).
დარ-ი
ძვ. ქართ. I. დარი ცა: „გამოწერნეს მართალთაცა ზრახვანი მისნი ყოველთა შინა დართა“ [უდაბნ. მრავალთ. 144v]. საშ. ქართ. დარი ამინდი. არ დარობს დარულად (ვეფხ. 820, 4). ტრფიალთ ცეცხლს უგზავნი, / მუნ დარი დარა, ვით მზემან ღრუბლითა მუნ დარი დარა (ბეს. 53, 7). მისგან შვენის მთა და ბარი, დარი დარობს, დარანიცა (თეიმ. 317, ქვ. 3). ი. „ესროლეთ, თოფის კომლითა ვერ დაინახონ დარები!“ (ტფილ. 603, ქვ. 3). მათ ჰქონია გამარჯვება, ერანელთა დღეს აქვს დარი (შჰნ. II, 3017, 3). ახ. ქართ. დარი ამინდი. – ცინგლიანი კაცის მიზეზი ავი დარიაო (ანდაზა). || კარგი ამინდი, ტაროსი (საპირისპ. ავდარი). დარი მუშაობდა, კაცი იკვეხნიდაო (ანდაზა). გადმოიფრენს მწვანე კოდალა კივკივით – დარი, დარიო! (რ. ინან.).დიალექტ. ამინდის აღმნიშვნელი სიტყვა გურულში არის დარი. იგი გულისხმობს როგორც კარგ ამინდს, ასევე ცუდსაც („ცუდი დარები დეიჭირა“) (ტუღუში 1987, 106). დარი: არაბ. დარ -სამოთხე;აქედან დარი ნეტარი დღე, სამოთხის დღე, ნეტარი დრო. შემდეგ: კარგი ამინდი, საამო დღე. იხ. აგრეთვე (ჭუმბურიძე 1978, 60). ს.-ქართველურისათვის აღდგენილია *დარ- არქეტიპი. (ფენრიხი, სარჯველაძე;ჩუხუა 2000-2003, 91). დასტურდება ფონეტიკური ვარიანტი მდარი (ქვაციხე) (ზ.-იმერ. ძოწ.). საშ. ქართ. II. დარი შესადარი, იმისი სწორი (თ. ბაგრატ.). „მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი“ (ამირან. 326, 3).მუხთალი არის და თუ რას დარსა დაიდებს, იმას კაცსა მშუიდობით არა გაუშუებსო (ამირან. 547, 3). სულით ქებულო, შეგნებულო, სადა გყავს დარი? (ბეს. 48, 2). დარსა დაიდებს: რასაც ჩაიფიქრებს, გადაწყვეტს.ახ. ქართ. დარი ტოლი, ბადალი;შესადარი;მსგავსი. კარგი ამხანაგობა კარგი ძმობის დარიაო (ხალხ.) || ფიგურ. მზის ჭიატის დარი იყო უცნააური ეს ღიმილი (აკაკი) – მისი დარი კი არა, მისი ნახევარიც არავინ მეგულებოდა (გ. ხორნ.). დიალექტ. ილიას დარი კაცი აპა მითხარი ვინ გყამთ!. იმი დარი კაცი ჯავახეთში არ დადიოდა (ჯავახ. ზედგ. უთურ., ჩხუბ., გიუნ.).დარი წევრი, თამაშობის მონაწილე ოთხნი დარნ იყნიანყე (ფერეიდ. იკე, XXIII, 182, 31). ჰრ. აჭარიანის აზრით, დარი შემოსულია ქართულში სომხურიდან (შდრ. სომხ. დარ „ტოლი“, „მსგავსი“, „თანაბარი“, „წყვილი“), ხოლო სომხური ფორმა უკავშირდება სპარსულ (tarōh-ს („კენტი“). გიგინეიშვილის აზრით, სომხურისათვის ამოსავალია არა ტარōჰ, არამედ ფალაური –tar „-ვით“, სუფიქსი შედარებითობისა (გიგინეიშვილი 2016). III. დარი ირანელი ხალხების (სპარსელების, ტაჯიკების და სხვ.) ლიტერატურული ენა – ა. სიხ.
დარაბა
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. დარაბა საფარი ფიცარი საბა. დარაბა (არაბ.) ასაფარებელი ფიცარი ან ფიცარი მისი სისქე – დ. ჩუბ. „არ მიმიბას ყური სამსჭულითა დუქანსა ჩემსა და დამიცეს წიხლი დარაბასა ამას ჩემსა ათაბაგმან შენმან ამისთჳს (ქ. ცხ. IV, 709, 3). ახ. ქართ. დარაბა 1. ფიცრის დასაკეცი საკეტი, ასაფარებელი ფანჯარაზე ან კარზე. ფანჯრის მიხურულ დარაბაზე დავაკაკუნეთ (ა. ქუთათ.). 2. ძვ. დარაბებიანი ოთახი ქუჩის პირას (გამოყენებული იყო სავაჭროსთვის ან სახელოსნოსთვის). გავმართოთ დარაბები და დუქანი გამოვა მშვენიერი (ვ. ბარნ.). 3. (იმერ.) ფიცრის მოაჯირი მიწური აივნისა (დერეფნისა). დიალექტ. დარაბა ფიცრით გაკეთებული ტიხარი (ჯავახ. მარტ., თუშ. ცოც.).დარაბა შემოსულია სპარსულიდან დარაბა (<*დარაბანდ) ეტიმოლოგიურად უნდა იყოს „შეკრული ხის ფიცრები“. საინტერესოა, რომ ფალაური ნიშნავს დარ-ბანდ „გამაგრებულ ადგილს“, „ბარიერს“, „ჭიშკარს“ ერთიცა და მეორეც თავდაპირველად ალბათ ხისა იყო (გიგინეიშვილი 2016). ახ. ქართ. II. დარაბა იხმარება დავა სიტყვასთან. ვალი ამათ (ცოლ-ქმარს) არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა (ილია). შდრ. სპ. დარობრდ „ბრძოლა, ჩხუბი“.
დარან-ი
ძვ. ქართ. I. დარანი კლდეში ანუ მიწას ქვეშ შესასვლელი (საბა). ძველ ქართულში იგი შემდეგ ვითარებაში გვხვდება: დადარნება «დამალვა», «მზერა», «საფარს ცხოვრება»: „დაიდარნა ველსა შინა“ G − „დაემალა მათ“ (M, მსჯ. 9, 43);დადარ(ა)ნებული «მზირი», ჩასაფრებული. „დადარანებულნი იგი აღდგენ ადრე ადგილით მათით“ M − „მზირნი აღდგედ მწრაფლ ადგილით მათით“ (G, ისუ ნ. 8, 18). დადარნეულებული ჩასაფრებული: „გუელი დადარნეულებული გზასა ზედა ცემად ტერფთა ჰუნთასა“ (იპ. რომ. – კურთხ. ისაკ და იაკ. 90, 6).სადარანო, სადარნე, სადარნო «სამზირი», «სამსტრო»: „მივიდეს სადარანოდ“ M, – „წარვიდეს სამზირად“ (G, ისუ ნ. 8, 9). „მრავალ სადარნე არს ეშმაკისაჲ“ (O, ზირ. 11, 31). „სხუაჲ მთავარი მოვალს… მაღნართაჲთ სადარნოჲთ (სამსტროთაჲსა M)“ (G, მსჯ. 9, 37).საშ. ქართ. მას ღამით უქმნეს სადარნო (ვეფხ. 1412, 3). დარანი გადატანითაც გვხვდება: რისხვა გულის დარანთა ქუეშე იმალვის (ქილ. 759, 14). ახ. ქართ. დარანი 1. გამოქვაბული კლდეში ან მიწაში. გმირის ხმა ისმის მედგარი, ზანზარებს კლდისა დარანი (ვაჟა). 2. თევზის ბუნაგი, სამალავი, – ჯილე. [ორაგულები] თუ დაინახავდნენ ონავარ თევზსა, თვალის დახამხამებაში გაქრებოდნენ და აქეთ-იქით დარნებში მიიმალებოდნენ (ი. გოგებ 3. მიწისქვეშა სახიზნავი ნაგებობა, სამალავი (ჩვეულებრივ ციხის ქვედა სართულში). ორის რაინდი მზეჭაბუკი, გულის ორივე დარანი სავსებით სავსე ჰქონდა ორსახე სიყვარულით არსებით ერთით (ვ. ბარნ.). 4. გვირაბი. ამ დარანით, იგივე გვირაბით უკავშირდება ერთმანეთს ქვესკნელი და სამზეო (თ. ჩხენკ.). დიალექტ. დარანი 1. თხრილი საძირკვლის ძირში, რომ წყალი იქ დაგროვდეს და კედელს არ შეეხოს. 2. კუთხ. (ხევს.) «წისქვილის ძირის თვალი, რომელშიაც წყალი გადის» (ბ. გაბ.). დარანი მნიშვნელობათა მეტ-ნაკლები გადაწევით ქართული ენის უმეტეს დიალექტში გვხვდება, დავასახელებთ ზოგ მათგანს: (ჯავახ. მარტ., ხევს. ჭინჭ., მოხ. ქავთ., ქიზ. მენთ.) და სხვ. გადატ. დარანი საკუჭნაო. „ბუხრიან ოდაში ბუხრის გვერდზე დარანი გვქონდა (აჭარ. ფუტკ. დიალ. VI, 1987, 70). …ბა ნიდან ჰქონდა პატარა დარანი, როგორც აი კარი გააღო, დარანი ჰქონდა, ჩადიოდა მერცხალი (ქართ. მრეწ. I, 240). ზან. დარანი, გვირაბი წყლის დონისა, წყალქვეშა ბუდობი (თევზებისა), ნაპრალი, გამოქვაბული კლდეში, წყალში (მეგრ. ქობ.). გამოთქმულია მოსაზრება, რომ, ქართული დარანი შეიძლება მომდინარეობდეს 1. „აკლდამის, სამარის მნიშვნელობის სომხურ დამბარან სიტყვისაგან დარანი < დარან < *დამრან < *დამბრან < დამბარან (ლომთათიძე 1997, 3). 2. „სადარნო“ ჩასასაფრებელ ადგილს ნიშნავს. სვანური ლადრენ-ის მსგავსად სადარნო დაიშლება ასე: სა-დარნო, სადაც ძირია „დარნ“, რომელშიაც სა-პრეფიქსის დართვის შემდეგ რ და ნ თანხმოვნებს შორის შეკუმშულია ე ხმოვანი... დარენი ქართულ სვანურის წარმოშობისა უნდა იყოს და ნიშნავს სადარაჯოს, საგუშაგოს (მიბჩუანი 1987, 163). საშ. ქართ. II. დარანი მარგალიტი.ვსთქვი: რა ვნახე უცხო სახე და რანი, მიესხივნეს გულთ სათენი დარანი, ლალს მოეცვა ბარაინის დარანი,სადაფს ვარქვი: შენ ტიელად ეარე! (ბეს. 54, 13). როგორც ბესიკის თხზულებათა ლექსიკონის შემდგენელი ვ. თოფურია განმარტავს დარანი მრ. მარგალიტებია;ბარაინი კი ბაჰრაინი, ბაჰრეინი კუნძული სპარსეთის ყურეში), ცნობილია მარგალიტის მოპოვებით. დარანი მარგალიტი < სპ. Dor(r)r.
დარაჯა
დარაჯა ყარაული, მხმილავი. +სპარსულად ხარისხი არის (თ. ბაგრატ.). დარაჯაგი საყარაულო (თ. ბაგრატ.) დარაჯანი მხმილავნი, ყარაულნი, გვამის მცველნი. დარაჯება მხმილავნი, ყარაულნი (თ. ბაგრატ.). საშ. ქართ. I. დარაჯაჲ (არაბ.) გრადუსი: „ოცდაათი დარა[ჯაჲ] არს და თუითო დარაჯაჲ სამოცი დაყიყაჲ არს და რაჲ მზე პირველსა დარაჯასა მოვიდეს“ (ეტლ. 1, 6-9). „თუითო დარაჯაჲ სამოცი დაყიყაჲ არს“ (ეტლ. 1, 7). „რაჲ მზე ხუთმეტ დარაჯამდის მივიდეს, შუა გაზაფხული არს“ (ეტლ. 2, 4). დარაჯა ხარისხი. ანისონი მჴურვალი არს მეორესა დარაჯასა შიგან და გაახუამს ნესუტთა ღუიძლისათა (ფანასკ. 409, 15).დარაჯა შემადგენელი ნაწილი. ყურძენი 4 დარაჯა არის: ხორცი, 3 კურკა, 4 წვენი (ქანან). – (იუსტ. აბულაძე).დიალექტ. დერეჯე (არაბ.) ზომის ერთეული, სკალა, ხაზი – საფეხური;ხარისხი. „ცოტა კიდევ დმატე, ერთი დერეჯე მაინც, და, გასტორდება“ (აჭარ. ნიჟ.). შდრ. დარიჯი ტერასი, (ჯავახ. ზედგ.).საშ. ქართ. II. დარაჯა მცველი, დარაჯი, ყარაული. დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან (ვეფხ. 449, 1). „დაიჭირეთ და წაასხით, ჩაყარეთ ღრმასა ხაროსა;თავს დააყენეთ დარაჯა, არვინ გამოთხაროსა“ (დ. გურამ. 105, 300, 2). შავნი ჰინდნი მას დარაჯად ეარე! (ბეს. 54, 14). შეჯდა რუამ, წამოვიდა, დაინახა დარაჯამან (შჰნ. II, 3449, 1). დარაჯნი არა უდგეს სულტანსა (ქ. ცხ. II, 96, 8). მუნ მპარავი დარაჯად შეიცვალების (საბა II, 15, 36). რაც დარჩეს, წინამწოლნი და კარის დარაჯა და საწოლის მეკრე წაიღებენ (გარიგ. 76, 5). ახ. ქართ. დარაჯა ძვ. მცველი რაზმი, – დარაჯები, გუშაგები, ყარაული. [გიორგიმ] ბრძოლა…გარდაიხადა სპარსთ დარაჯასთან (ვ. ბარნ.). სიტყვა შემოსულია არაბულიდან, სადაც გვაქვს ფორმები. პირველის მნიშვნელობაა „გზა, საფეხური, „კიბე, მეორისა –აგრეთვე საფეხური, „კიბე, „ხარისხი“. ორივე ეს ფორმა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხსენებული მნიშვნელობებიდან ქართულში „გზის მნიშვნელობა იცვალა „გზის მცველად“, ხოლო შემდეგ საერთოდ „ყარაულად“. მეორე მნიშვნელობა – „საფეხური“, „ხარისხი“, გრადუსი უცვლელად გვაქვს საშუალ ქართულში. თანამედროვე ქართულში დამკვიდრდა მხოლოდ „მცველის, „ყარაულის“ მნიშვნელობა (გიგინეიშვილი 2016).
დარიჯაგ-ი
საშ. ქართ. I. დარაჯაგი, დარიჯაგი უცხოთ სავანე;სადგური;საყარაულო – დ. ჩუბ. დარაჯაგი საყარაულო ანუ ნეობახტი (თ. ბაგრატიონი). წავდეგ წინა დარაჯაგთა (ვეფხ. 1216, 2). მუნ ზაალისთვის საჭურეტელად დარაჯაგები აჰყარეს (შჰნ. I, 1744, 2).ამ სიტყვას იუსტ. აბულაძემ სპარსული ეტიმოლოგიაც დაუძებნა (დარაჯა-გაჰ) (აბულაძე 1967, 297, 348). დარიჯაგი ფანჯრის, სარკმლის სინონიმია და მომდინარეობს სპარსულ დარიჩასაგან. რომლის კანოზომიერი შესატყვისი ჩანს ქართული დარიჯაგი. დარ -კარი + კნინობ. სუფიქ. – იჩაკ). სიტყვა დარიჯაგი შემორჩა ქართულ ენას (გვახარია 1983,73-77). საშ., ახ. ქართ. II. დარ‛ი’ჯაგი «ყალიბი“ (საბა). ფიგურ. ვინც გაარღვევს სიკვდილის დარჯაგს უშიშარ გულით, ხმლითა და შუბით, მისი მარჯვენის გამოჩნდეს გარჯაც და დაიდაფნოს იმისი შუბლიც (ა. აბაშ.). ახ. ქართ. დარიჯაგი დარჯაკი. ჩვენ კი ერთს დარიჯაგში ვატარებთ ყველას (ვ. ბარნ.). ფიგურ. რაკი საბოლოვო ნაბიჯი გადადგა ოთარმა და წარმოსთქვა უკანასკნელი სიტყვა, …ჩა დგა თავის დარიჯაგში (ვ. ბარნ.). არც დრო, არც შეძლება გამოვიდეს დარიჯაგიდან (ვ. ბარნ.). დარჯაგი, დარჯაკი 1. ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბი – ქეგლ. შდრ. დარიჯა/ი: ოქრომჭედლის ხელსაწყო: ჩამოსასხმელია, ლითონის ყალიბი (ქიზ. მენთ.).
დასტ-ი
საშ. ქართ. I. დასტი კოკა – საბა. დასტი (სპ.) სასმისი. დასტიდარ (დ. ჩუბ.). დასტი ჭანნი კოკას უხმობენ (თ. ბაგრატ.).რაცა კაცნი ვიყვენით, თუითო დასტი ოქროსა წინა ყუელასა გუედგა (ამირან. 236, 8). საშ. ქართ. II. დასტი გუნდი. შვიდი დასტი „შვიდკაციანი გუნდი“ (შდრ. სპ. däst „ხელი). იწინამძღვრეს მოციქული, წინ წარმოსდგა სამი დასტი (ბეს. 127, 18). მან მელექსე მოიმდურვა აღარ მისცა დასტი ფასი (ფეშ. 5, 4).საშ. ქართ. III. დასტი ხელკეტი. ფრანგ დივზადაც თავისის დასტა შუბით შიგან გაერიუა (შჰნ. III, 350, 23). შდრ. (სპ.-თურქ.) დსტკ ჯოხი, კეტი.
დასტა
საშ. ქართ. I. დასტა საღვინე – დ. ჩუბ. საშ. ქართ. II. დასტა ჯგუფი, დასი. იქითისა მხარეს დევნი დასტა დაწყობით დადგნენ (შჰნ. III, 318, 38). საამ ფალავანის ჯარი დასტა-დასტა დაწყობით მოვიდოდნენ (შჰნ. III, 350, 5). ნახა რომე ერთმა დასტა ნადირმა ხოსროვშირს წინ ჩამოურბინა (ყარამ. 248, 5).დასტა შეკვრა. ყოვლი ფერისაგან თითო დასტა ეწყო ისრე თაქ-ნაბადები (რუსუდ. 211, 6). ახ. ქართ. დასტა [სპარს. დასთა „სახელური“] აქვს აგრეთვე სხვადასხვა მნიშვნელობები: ჯგუფი, რაზმი;გუნდი;დასი;კონა, შეკვრა და სხვ.). იხმარება მსაზღვრელადაც. 1. საწერი ქაღალდის საზომი ერთეული (24 ფურცელი), საერთოდ, კონა, შეკვრა (ქაღალდისა, ქაღალდის ფულისა და სხვ.). მაგიდას მივუჯექი… კრიალა ქაღალდის მთელი დასტა დავიდევი წინ (რ. გვეტ.). || ფიგურ. ჩამოიღო ნოქარმა ყაფაზიდან ერთი დასტა პერანგი (ი. გრიშ.). 2. აღმოსავლური მუსიკალური საკრავების დამკვრელთა მცირე დასი, ანსანბლი (სამეული, ტრიო). ყველა ეს სამუსიკო ინსტრუმენტი მოთავსებულია საზანდრისა და ზურნის დასტაში (ი. გრიშ.). მედოლეთა და მებუკეთა დასტა გამოჩნდა (ს. კლდ.). 3. ძვ. ჯგუფი, გუნდი, დასი, კრებული, რაზმი. „ახლავ გაგზავნეთ მთელი დასტა ჯარისკაცთა“ (ი. მაჩაბ. თარგმ.). სპ. däste „ჯგუფი, გუნდი“ (ფერეიდ. ჩხუბ. 104).დიალექტ. დასტა ზომის ერთეული დაბღებში (მეტყავეებში). ხუთი ცალი საპირე ტყავი (მეში, სამოგვე ქოსალა) (ქიზ. მენთ.).გამხმარ თამბაქოს დასტად შეკრავენ (ზ.-აჭარ. კობერ.). მოიტანა ერთი დასტა თუთუნი;დააწყო რამდენიმე დასტა ქალამნი ზოღი (ჯავახ. ბერ.). მოდის ძველი ქართული ფორმისაგან დასტაგი, რომელიც, წარმოდგენილია „ქართლის მოქცევის“ ტექსტში: დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუჲსათა;და ჰრქჳან ადგილსა მას ნასტაგისი (შატბ. 320, 21). ხსენებულ კონტექსტში დასტაგ ფორმას უნდა ჰქონდეს „განშტოების ადგილის“, „წყალთა შესართავის“ მნიშვნელობა. იგი შემოსული ჩანს ფალაურიდან (შდრ. ფალ. დასტაგ „კონა“, „შეკვრა“, ჯგუფი“, „კვანძი“) თითქმის ყველა ეს მნიშვნელობა დაუცავს ახალ ქართულ ფორმასაც (გიგინეიშვილი 2016).
დასტამალ-ი
საშ. ქართ., დიალექტ. I. დასტამალი ძვ. [სპარ. გასთმალ «ხელსახოცი», «ცხვირსახოცი»] ძვ. მჩვარი (დ. ჩუბ.).ზედ არის გადაფენილი ქვაბებისა და ქოთნების საწმენდი დასტამალები («ივერია»). დასტამალი მჩვარი გასაწმენდი ჭურჭელთა, ანუ პირდასაცმელი კოკათა და მისთანათა (ნ. ჩუბ.).დასტამალი კოკის პირის დასაცობი სუფთა ტილოა (დ. თონ.). დასტამალი არა გაქვთ რა, მაგიდა გადავწმინდო? (ძეგ., ქართლ. ლექსიკ. მენთ.).დიალექტ. II. დასტამალი ბევრი, ფენა-ფენა. ბევრი ჭუჭყი რო აქ, იმაზე იტყვიან, დასტამალი ჭუჭყი ედო კისერზეო, დასტამალი ფქვილი აყრია ტანისამოსზეო, უფრო ჭუჭყზე ითქმის (ერედ., ქართლ. ლექსიკ.).ამ მნიშვნელობის დასტამალი „ბევრი, ფენა-ფენა“ მომდინარეობს დასტა (სპ. „დასთა“ სახელური) „კონა, შეკვრა“ სიტყვისაგან (რამიშვილი 2016, 47).
დასტურ-ი
ძვ., საშ., ახ. ქართ. I. დასტური (სპ. დრუსტ) ჭეშმარიტი სიტყვა, სარწმუნო სიტყვა, მართალი, ნამდვილი, პირობა, თანხმობის გამოცხადება. „მითხარ დასტური, თუ რაჲ გჭირს“ (მ. ცხ. 52v). „უწყია, ვითარმედ ჴელი ესე დასტური არს და მართალი?“ (ლიმ. 79, 2). ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა (ვეფხ. 326, 4). დასტური მივეც, შეირთოს მან მისი საყუარელი (შჰნ. I, 1725, 3). ცოლის შერთვის დასტურს თუ დამცემთ, დრო არს (დ. გურამ. 263, 335, 3). მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატევებად ქალაქისა (ქ. ცხ. II, 175, 5). მერმე დასტური ვთხოვე და წაველ ისევ კარდანეხს (ი. ბარათ. 221, 20). წასვლის ნებართვის მიცემა ვეჭობ, მაინც იყოს ჩემის დასტურის ბოძების დრო (რუსუდ. 239, 3). სიტყვა «კარგი» ხშირად ნიშნავს ლაპარაკის დროს დათანხმებას და დასტურსა (აკაკი). [მან] საქმე მომწიფებულად ჩათვალა და ბექასაგანაც დასტური მიიღო (ჯ. ქარჩხ.). მამამ კი ჯერ თავი ჩაიქნია, თითქო დასტური მისცაო (მ. ჯავახ.). || აღიარება, დამოწმება. აგრეთვე: დასტური გუდ., მთ., მოჴ., ჴ. დათანხმება, დასტური დამეცი (ყ. 239, 7). დასტური დამიცია (გუდ.) – ა. შან. ძვ. ქართ. II. დასტური ნდობით აღჭურვილი პირი: „ბრძანა წარვლინებად დასტური თჳსი, რომელმან ჭეშმარიტად გამოიწულილოს მისთჳს“ (Sin – 11, 126r).ახ. ქართ. დასტური მთ. ძვ. ეთნ. ხატის მსახური, რომელსაც ლუდის ხარშვა ევალებოდა სალოცავში. იგი დეკანოზს ეხმარებოდა აგრეთვე საკლავების დაკვლასა და ხორცის განაწილებაში. დასტურს ირჩევდნენ განსაზღვრული ვადით (ერთი, ზოგან ორი წლით). რაც ეს სალოცავი დაარსდა, მას შემდეგ მის მსახურად ხევისბერები და დასტურები იყვნენ (ვაჟა). ხახმატის ჯვარში საათენგენოდ ადუღებენ დასტურები ლუდს (გ. ჩოხ.). ამავე მნიშვნელობით და სხვადასხვა სინტაგმებში იხ.: (ფშ. ხორნ., ხევს. ჭინჭ., შან.). გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქართულისათვის ამოსავალია საშუალი სპარსული ფორმა „დასტავარ“ მსაჯული, მოსამართლე, უმაღლესი მოხელე სასანიანთა სამეფო კარზე, და რომ გამოთქმაში შესაძლოა ყოფილიყო დასტურ ფორმაც, როგორც მანიქევლურ ფალაურში გვაქვს (ანდრონიკაშვილი 1966, 310). ილ. აბულაძის აზრით, ქართული ფორმის უშუალო წყაროა ახ. სპარს. დსტურ (ილ. აბულაძე 1955, XVII) – (გიგინეიშვილი 2016).
დაფ-ი
ძვ. ქართ. I. დაფი დაირა: „რაჟამს დაფსა დასციან, მუნთქუესვე მჴედარნი შეკრბიან“ (მ. სწ. 74, 2). „ბრძანა მაშინ ამირა მუმლმან დაცემაჲ საყჳრისა და დაფისაჲ“ (ი. ურჰ. 274v). ჰკრეს, გაემართნეს, იზახდა მაღლად ქოსი და დაფია (შჰნ. I, 279, 3). ნობათთა რა ცემა იწყეს დაფისა (დ. გურამ. 90. 198, 3). ჰაი რა საძაგელია: თემი დასდევს უკან დაფით (ბეს. 97, ქვ. 2). მას დღეს ღამემდის სმა იყო, კვრა ჩანგ-ბარბითთა, დაფისა (ნ. ციც. 501, 533, 3). საშუალს ალაგს ერთი დიდი ოქროს დაფი დაედგათ და ერთი ვერცხლის ჩოგანი გვერდთა მოედვათ (ყარამ. 519, 13).ახ. ქართ. დაფი [არაბ. დაფ] საცემელი საკრავი, – დაირა. დაჰკრეს დაფსა და ნაღარას, შეინძრა მთა და ბარია (ვაჟა). გმირებს უძახის, უყივის ჩემი დაფი და ნაღარა (აკაკი). გმირებს უძახის, უყივის ჩემი დაფი და ნაღარა (აკაკი). დამკვრელებმა დასცხეს დაფი და ნაღარა (ვ. ურჯუმ.). || გადატ. დაფის ხმა, – ხმაური. მატულობს წყალი! ზათქით და დაფით, ზვირთების ქაფით, შლამით და ლაფით აქ მომავალი (მ. ჯგუბ.).დიალექტ. დაფი-ზურნა საკრავი;დაფი, ზურნა, დუდუკი, დასტა დამკვრელების, დაკვრა. დაფი-ზურნა ხო გვაქვს, მეზურნეებსაც მოვიყვანთ;დაფი-ზურნა მყამდა ქორწილზე;დაფი-ზურნით გავაცილეთ (ჯავახ. ზედგ.). სპეცილურ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა დაფი ტერმინის წარმოშობის შესახებ. ზოგი მას სპარსულ ლექსემად მიიჩნევს (კობიძე 1916, 801;აბულაძე 1914, 189;ჩუბინაშვილი, 1984, 430), ზოგიც არაბულად: (იუსტ. აბულაძე 1926, 300);…და ფი უშუალოდ არაბულიდან შემოსული არაბიზებული სიტყვაა (იმედაძე 2014, 157). დიალექტ. II. დაფი იხ. II. დაფნა. – დაფს აღარ იბარებენ, ფასი დუუწიენ (რაცხ. გურ.). ზან. დაფი დაფნა (მეგრ. ქობ.;მეგრ. ყიფშ.). შდრ. დაფნი (ბერძნ.) რაფინდი, დაფნის ფოთოლი – დ. ჩუბ.
დაფა
ახ. ქართ., დიალექტ. I. დაფა დაფი. უკრავს დაფას და ზურნასა (ვაჟა). დაფა-ზურნა საუბ. დაფი და ზურნა. დაფა-ზურნის ჭიჭყინით ყურთასმენა აღარ იყო (აკაკი). || გადატ. ხმაური, მხიარულება – ქეგლ. ◊ დაფას დაჰკარით, მიმღერეთ (გ. ლეონ. 27, 11). იხ. I. დაფი. დაფაჲ დოლი. მემრ ნეფეჲ დაფას მოხპარავს (თუშ. ხუბ.). საშ., ახ. ქართ., დიალექტ. II. დაფა შავი საწერი ფიცარი – დ. ჩუბ.დაფა1 ბრტყელი ფიცარი ხისა (მარმარილოსი და მისთ.) 2. შავად შეღებილი ფართო (ოთხკუთხი) ფიცარი ცარცით საწერად (სკოლაში სახმარი). გულმოდგინედ უჩვენებდა ბავშვებს დიდი დაფაზე დახატულ ასოს (ეკ. გაბ.). რთული სიტყვები: ◊ ასპიდის დაფა, ჭადრაკის დაფა. ◊ გულის დაფა, ◊ შავი დაფა – ქეგლ. ყური დაფაჲ;ყური დაფაჲ წაღევაჲ ყურთასმენის წაღება, ვისიმე გამოყრუება. ემ ყალ-მაყალმამ ყური დაფაჲ წაჲღა (ინგ. ღამბ.). დაფა, ჩარხის დაფა მეჭურჭლის ჩარხის ქვედა ნაწილის მრგვალი ფიცარი, რაზედაც მეჭურჭლე სცემს ფეხს და ჩარხი ისე მოჰყავს მოძრაობაში (ქიზ. მენთ.). შდრ. არაბ. daffat „საბურავი“„წიგნის ყდა“ (გიგინეიშვილი 2016).
დაფნა
საშ. ქართ. I. დაფნა მიწისქვეშ დამალული ნივთები, ფული, ქონება. შენ ადექ, შადადის ხაზინა და დაფნა, რაც რამე ჰქონდეს, ეგენი სულ ერთიანათ ერანში გაგზავნე (შჰნ. III, 417, 45). დაფნა < დეფინე (არაბ. თურქ.). საშ. ქართ. II. დაფნა: აიღე... დაფნის ფურცელი (ფანასკ. 24, 15). იხ. II. დაფი.დაფნა [aurus nobilis] მორჩილი ტანის ხე ან ბუჩქი, რომელსაც აქვს მოგრძო მარადმწვანე სურნელოვანი ფოთლები, იცის მომწვანო თეთრი ყვავილები. დაფნის, ნაძვისა და ვარდის შეზავებული სურნელება სცემს (ნ. ლორთქ.).ძვ. ქართ. დაფნი: „და ყოველნი მცენარენი იქმნნეს მრავალ, ვარდი და მურტი და დაფნი“ (ბ. კეს. 69, 27). შემოსულია ბერძნულიდან (შდრ. ბერძნ. dapne „დაფნის ხე“, „დაფნა“ (გიგინეიშვილი 2016).
დაღ-ი
საშ. ქართ. I. დაღი (თურქ.) დამღა E. ესე არს საბეჭდავი გაჴურვებული ცეცხლით(ა) ZA – საბა. საშ. ქართ. დაღი (სპ.) ნიშანი დასმული სავაჭროთა ზედა ან ხვასტანგთა გასარჩეველად;იარაღი რკინისა რომელსაც გაახურვებენ და დასდაღვენ ხვასტანგთა – დ. ჩუბ. დამღა (სპ.) დაღი, ნიშანი, ბეჭედი საბაჟოსი – დ. ჩუბ.გადატ. ნუ გაჩნია გულსა დაღი (ვეფხ. 397,2). ახ. ქართ. დაღი 1. გახურებული რკინის იარაღით (შანთით…) დასმული ნიშანი (ცხენის, კამეჩის სხეულზე). [ყარამანი] სულ დაწვრილებით ჩამოუწერდა: ვისი ცხენი რამდენი წლისა იყო, …ჩამო უწერდა დაღის მოხაზულობას (ა. ბელ.). 2. რკინის იარაღი, რითაც დაღს (ნიშანს) აკრავენ. ◊ დაღის დასმა დაღის დაკვრა. || წიგნ. კვალის დატოვება, კვალის დაჩნევა. ერთფეროვან, მოსაწყენ ცხოვრებას მათ ხასიათებზეც დაესვა დაღი (რ. ჭეიშვ.). 3. გადატ. რისამე კვალი, ნიშანი. ძველი ჭრილობის დაღი შუბლზე თითქოს გამქრალა (ნ. ლორთქ.). ფიგურ. ეს საუკუნო დაღია სიყრმის ოცნებებზე დაჩნეული (ა. სულაკ.).შდრ. ძვ. ქართ. სადაგველი სადაღავი: „ბრძანა რკინისა სავარცხალთა შექმნაჲ და სადაგველთაჲ“ (საკ. წიგ. II. 76, 5). სადაგავი: „სადაგავნი უკუე და დასაწუველნი…არიან“ (მ. ცხ. 49r). საშ. ქართ. II. დაღი მთა. ფანან დაღისაკენ წავალ (შჰნ. III, 397, 11).
დაყურსვა
ახ. ქართ. I. დაყურსვა დახალასება, დაწმენდა (ვერცხლისა, ოქროსი). შდრ. ძვ., ახ. ქართ. I. ყურსი ძვ. 1. მკვრივი, კოშტი რამ (დ. ჩუბ.). 2. ზოდი (დ. ჩუბ.). ყურსი (არ. ყურს) კვერი, ტაბლეტი. ვინცა ცერეცო მოხარშოს და ამა ცერეცოს წვენითა ესე ყურსი გალესოს და სვას, გულისა და სტომაქისა ტკივილსა უშველის (იად. 586, 16). II. დაყურსვა გაჩუმება, დადუმება. შდრ. ყურსელა მისანი – დ. ჩუბ. მისანი წინამთქმელი მომავალისა – დ. ჩუბ.
დახლ-ი
ახ. ქართ. I. დახლი წინიდან დახურული გრძელი ვიწრო მაგიდა (მაღაზიაში, დუქანში და მისთ.), – გამყიდველის დაზგა. [ქონდარამ] არაყი ჩამოასხა და ბოთლი დახლზე დადგა (ს. შანშ.). ასეთი დაზგით გამოყოფილი ადგილი, – გამყიდველის დასადგომი ადგილი. გადასძახა დახლში მდგომ მედუქნეს (ნ. ლორთქ.). ახ. ქართ. II. დახლი ძვ. ვაჭრობით აღებული ფული, – შემოსავალი, ნავაჭრი. ას თუმნამდის ავიდა… დახლი (ეკ. გაბ.). ◊ კარგი (კაი) დახლი დაუდგება! ძვ. ირონ. მცირე შემოსავალი ექნება. გამოვიდა, რომ… დახლი სამთუმანნახევარი მამიტანა, რომელიც უკანვე სახარჯოდ წაიღო (ილია). [ჩიგუნიამ] ალბათ გულში გაივლო: დღეს კარგი დახლი მექნებაო (გ. წერეთ.). || ცუდად წაუვა საქმე. ამოიოხრებს ბერ-დედა ნაღვლით: «რას, ვერჩოდითო, რა ისეთი დაგვიდგა დახლი! რა მოვიგეთო, ჩალისფასად გავყიდეთ სახლი» (მ. ლებან.). თუ მთავრობის ვალმა ამგვარი ტემპით იმატა, ეროვნულ ბანკს კარგი დახლი დაუდგება («ლიტ. საქ.»). || სუყველას ლაპარაკს თუ აჰყე, კარგი დახლი დაგიდგება (გ. გოგიაშვ. თარგმ.). გ. წერეთლის აზრით, სიტყვა არაბული წარმოშობისაა (შდრ. არაბ. დახლ „შემოსავალი“, „მოგება“ – წერეთელი 1951, 71). სიტყვა უშუალოდ არაბულიდან ნასესხები არ უნდა იყოს, საფიქრებელია სპარსული გზა (გიგინეიშვილი 2016). არაბ. დაჰლ: 1. შემსვლელი. 2. შეტანილი რამეში;მონაწილე. 3. დამოკიდებული – [და:ხელ] 1. შემოსავალი;მოგება. 2. შეხების ქონა;ურთიერთობა – [დახლ]. 1. შემოსავლიანი;მომგებიანი. კომპანიონი;თანამონაწილე – [დახლდა:რ] ყულაბა – [დახლდა:ნ] დახლიდარი (ბართაია 2010).
დეზ-ი
ძვ. ქართ. I. დეზი „ცხენის საჩხვლეტელი“ – განმარტავს საბა. მხედართ ქუსლზედ მიკრული რკინა ცხენის საჩხვლეტად (დ. ჩუბ.);მჴედართა ექმნება ჩექმებზე დაკრული ცხენის ფიცხელად გაჭენებისათვის (თ. ბაგრატიონი).„ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზსა“ (საქ. მოც. 9, 4). „ვითარცა… ტანჯვაჲ ცხენსა და დეზი ვირსა“ (O იგ. სოლ. 26, 3). გადატ. „სიტყუანი ბრძენთანი ვითარცა დეზი ჴარსა“ (O ეკლ. 12, 11). საშ. ქართ. ხოსროვ… დეზი დაძრა, გააფრინვა (შჰნ. II, 3218, 3). ცხენი გაქუსლა დეზითა (ვეფხ. 214, 1). დეზებიც ყირმიზის იაგუნდისა ჰქონდა (რუსუდ. 532, 30). მოგიდებს მიზეზებს, შემოგკრავს მით დეზებს, დაგიჩხვლეტს გვერდებს (დ. გურამ. 266, 356, 3). ჩექმა დეზითურთ კმა არის (არჩ. 505, 11, 2). ახ. ქართ. დეზი (ჩვეულებრივ იხმარება მრ. რიცხვში). 1. ყანწის მსგავსი რქოვანი გამონაზარდი, რომელიც უვითარდება ფეხებზე ზოგიერთი ფრინველის (უპირატესად ქათმების ოჯახის) მამლებს. პატარა ყვინჩილა… იმ ადგილითა სცემს ფეხს, სადაც დეზები… ამოუვა (ი. გოგებ.). 2. ლითონის რგოლი, რომელსაც იკეთებს მხედარი ფეხსაცმლის ქუსლზე ცხენის საჩხვლეტად და გასარეკად. სამხედრო პირი დეზებს მოაჩხარუნებდა (ვ. ბარნ.). გავშრი, ვეღარც ხმა ამოვიღე, ვეღარც დეზი ვიხმარე (ჭ. ამირეჯ.). || გადატ. ქუსლი. დეზი ჰკრა მერანს… და გააჭენა (აკაკი). 3. ბოტან. ზოგიერთი ყვავილის (იის, სოსანის)… ჯამის ან გვირგვინის ფუძის ღრუს გამონაზარდი. ნექტრის დამაგროვებლად ასეთ გრძელ გამონაზარდებს დეზი ეწოდება (ზ. ყანჩავ.). სიტყვა შემოსული უნდა იყოს საშუალი სპარსულიდან;ახ. სპ. tēz „მახვილწვეტიანი“. ტ-ს გამჟღერება ქართულში ჩანს მომხდარი *tezi > დეზი (რეგრესიული ასიმილაციის შედეგად). ადგილი აქვს მნიშვნელობის რამდენიმე დავიწროებასაც (გიგინეიშვილი 2016). დიალექტ. II. დეზი (თუშ.) წინდის თვალი. დეზი წინდის თვალი, ქსოვის დროს დეზებს ანგარიშობენ (თუშ. მაკალ.).დეზი წინდა – სადა, ერთი ფერის ძაფით, სახეების გარეშე ნაქსოვი წინდა (თურქ. düz-ვაკე, მინდორი) (აჭარ. ნოღ. დარგ. 2008, 21).დეზდ ხელით ნაქსოვის თვალი (თუშ. ცოც.). დეზისათვის ვფიქრობთ, რომ ამოსავალი უნდა იყოს თურქული diši „ნაქსოვის თვალი“. დიალექტ. III. დეზი „კარგი, საგანგებო“. შროშა დეზია, დეზი, კაი სოფელია! საბალახო დეზი გვაქ (ზ.-იმერ. ძოწ.). დეზი მიხვეულ- მოხვეული გზაცაა (ი. გრიშ.). ახ. ქართ. მხოლოდ ერთ პატარა ვიწრო დეზში ბზინავდა წყალი (რ. გაბრ.). შესაძლებელია, რომ დეზი თურქულის დუზ სივრცის აღმნიშვნელი სიტყვიდან მიგვეღო.
დეკა
საშ., ახ. ქართ. I. დეკა ეკლიანი ჭყორი – დ. ჩუბ.დეკა [Rhododendron caucasicum] მორჩილი ტანის ბუჩქი;აქვს მარადმწვანე მოგრძო ფოთლები და მსხვილი, ლამაზი, მოთეთრო ან მოვარდისფრო ყვავილები. გავრცელებულია მაღალ მთებში. მოგესალმებით, ქედებო, მომაქვს სალამი გვიანი, ჩემსამც სამარეს ამკობენ თქვენი დეკა და ღვიანი! (ვაჟა). ახლო დეკის ჩინჩხვარს მოაგროვებდნენ, დაანთებდნენ ცეცხლს (გ. გეგეშ.). ახ. ქართ. II. დეკა [გერმ.] სიმებიანი მუსიკალური საკრავის კორპუსის ნაწილი ხის ასარეკლავად და გასაძლიერებლად.
დეკნა
საშ. ქართ. I. დეკნა „ესე კრკალი (გრკალი) არს ცისა, სამხრით კერძო, რომელსა მზე ზამთარ მას ვერ გასცილდება (საბა). დიალექტ. II. დეკნა საფურე ხბო ერთიდან სამ წლამდე. დეკნა საუბ. იგივეა, რაც დეკეული – ქეგლ. დეკნა მოფერებითი სახელი დეკეულისა (ჯავახ. ბერ.). ორი- სამი წლის საფურე ხბო დეკნაა || დეკეულია (შდრ. საბა უგი) (ზ.-აჭარ. კობერ.).შდრ. დიაკეული, დიეკეული დეკეული, საფურე ხბო „მომგუარე მე დიაკეული სამ წლისაჲ“ (O, დაბ. 15, 9). „შეჰრისხენ… კრებული ზუარაკთა და დიეკეულთა შორის ერისათა“ (ფს. 67, 31).ძვ. ქართ. დიაკეული, დიეკეული დეკეული, საფურე ხბო: დიაკეული ¬ დიეკეული > დეკეული. დიაკეულში გამოიყოფა დია „დედალს გამოჰხატავს (ჯავახიშვილი X, 1992, 183)დე- პრეფიქსი გამოყოფილია დე-კეულშიც (პარალელურად: დი-ა-კ-ე-ული, რომლის კ ძირი თავდაპირველად ადამიანის კატეგორიის შესაბამის მ-კ-ე ზედსართავში გამოიყოფა (ქავთარაძე 1954, 308). გამოთქმულია მოსაზრება, რომ დეკნა ბერძნულ ṭéḳnon („შობილი“) სიტყვას უკავშირდება (გიგინეიშვილი 2016).
დელ-ი
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. დელი [თურქ. დელი] ძვ. გიჟი, ხელი, გადარეული. საცემრად მიდგა კეტითა, ან გიჟი იყო ან დელი (ბეს. 157, 12). …ხო ლო მაჰმადიანნი უჴმობენ დელი სჳმონს (ქ. ცხ. II, 418, 2). ერთისა უებრობა და მეორის ხელქმნა დელობა (თეიმ. I, 127, 35, 3). ჩვენს დელ შვილს ჩვენვე მოვუვლით (პ. ლორ.) (ნ. მწერალ პ. ლორიას რომანი „დელი მურადი“ (აჭარ. ნიჟ.). დელი ხომ არ ხარ?! (ინ. ჩვენ. ფუტკ.). დელიანი ჭკუა ნაკლები, გიჟი;ძალიან თამამი, თავხედი. „დელიანი ბაღვები ყავან, მოსაფირთან არ შეიშვებიან (თ. ქ.). „ციცაი ყავდენ ერთი, დელიანი“ (ად. ჩვენ. ფუტკ.). გადელება ზომაზე მეტად გაბრაზება. – ჭიჭინიე ნამეტანი გაადელა ბაღანამ (რაცხ. გურ.). ახ. ქართ. II. დელი გერმ. წყლის მუდმივ ნაკადს მოკლებული ბრტყელი უკალაპოტო ღარტაფი – ქსე. ახ. ქართ. III. დელი: დელი-დელა: დელი-დელა 1. ქართული ხალხური სიმღერის მისამღერი სიტყვები. ვისმენ თქვენს სუფრულ მღერასა, იძახებთ «ჰარუნანოსა», ზედ დართულს «დელი-დელასა» (ვაჟა). 2. «ძველი ხალხური სიმღერა» (გ. შარაშ.).
დენ-ი
ახ. ქართ. I. დენი ელექტრული მუხტების მოძრაობა. დიდი ძაბვის დენი. – მუდმივი დენი. უხვი დენის მისაღებად კარგია მთის მდინარეები (ვ. კანდელ.). ისინი სკამში დენს უშვებენ (რ. თვარ. თარგმ.). თითქოს დენი უვლიდა მხარში (გ. გეგეშ.). შდრ. დენა, დინება.დიალექტ. II. დენი იხ. II. დანა. „სიმინდ რომე დავზორავთ ტოკუეცით, დენი დარჩება ცალკე“ (მ.). „ამასა დენები დიდრუანი აქ“ (იმ.) „ყურზენსა აქა წვრილი დენი აქ“ (იმ., ჩვენ. ფუტკ.). „სიმინდის დენი იშტა, დენი, ჩვენ ვეტყვით მაგა“ (ჩაქ., შავშ.). აგრეთვე: (ინგ. ღამბ.). (სპ.) დან/დანე მარცვალი (ფერეიდ. ჩხუბ. 247).
დიბა
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. დიბა (სპარს. დიბა ან დიბაჰ) სახიანი აბრეშუმის ქსოვილი ფარჩა მძიმედ ნაკერი ან ნაქსოვი ოქრომკედითა (დ. ჩუბ.). რა ზაალ წვერსა ავიდა, ფრთა ეხვია დიბაზედა / მუჯამარით ცეცხლი აგზო, ცოტა ფრთე დადვა მაზედა (შჰნ. II, 5603, 1). კარგი დიბითა სტავრა ბერძული მშრალად წახვიეს (შჰნ. II, 413, 15). ტანზედა დიბის ქათიბი, გიხდების კაბის არშია (დ. გურამ. 197, 16, 3). სამოცდაათი ხომალდი კარგის დიბით და სტავრებით სავსე იყო (ხოსრ. 39, 13).უქონლობამ დიბის კაბა მაცვეთინაო (ანდაზა). მანდილოსნები… ჭრიდნენ და კერავდნენ ფარჩას და ატლასს, დიბასა და ხავერდს (შ. დად.). ზოგადად ძვირფასი ქსოვილების აღსანიშნავად დიბა ხშირად დასტურდება სხვა ძვირფას ქსოვილებთან ერთად: დიბა-ატლასი, დიბა-სტავრა, დიბა-ფარჩა, დიბა-ზარბაბი…დიალექტ. II. დიბაჲ // დიბი (თ. dip) თამბაქოს მცენარის ძირა ფოთლები;მისგან ჩვეულებრივ დაბალი ხარისხის, რბილი თამბაქო გამოდის (აჭარ. ნიჟ., ქიზ. მენთ.).
დივან-ი
ძვ., ახ. ქართ. I. დივანი სამდივანმწიგნობრო: „ვითარცა მჴედარი, რომელმან დაიწერის თავი თჳსი დივანსა შინა მეფისასა“ (მ. სწ. 120, 8). „ოცდაშჳდი წელი განსრულდა მაგისი, ვინაჲთგან დაიპყრა მაგან დივანთა განგებაჲ“ (Sin – 11, 39v). დივანი [სპ. დივან] 1. ისტ. უმაღლესი სახელმწიფო ორგანო;სახელმწიფო კანცელარია. || სულთნის თურქეთში – დიდ მოხელეთა და დიდგვარიანთა სახელმწიფო საბჭო. დივანის წყალობით უმაღლეს ხარისხამდე აყვანილი ახმედ-ფაშა კახაბერი (აკაკი). 2. სასამართლო, ტრიბუნალი. || ისტ. საქართველოში – სამდივნო სახლი, სასამართლო დაწესებულება. დივანხანა სასამართლო სახლი: სამსჯავროსა რომელსა დივანხანად უწოდდეს (ქ. ცხ. II, 290, 15). გადატ. დივანი: დიდი სამსჯავრო, მეორედ მოსვლის დღე. მაშინ მიყოს ღმერთმან სამართალი, როდესაც დიდი დივანი იყოს (რუსუდ. 242, 10). გვხვდება დევანიც.სიტყვა შემოსულია ახალი სპარსულიდან (შდრ. სპარს. dīvān „მთავრობის ოფისი“, „მთავრობის კანცელარია„. აქედან ხდება მნიშვნელობის გადატანა იმ პირზე, ვინც ამგვარ დაწესებულებას განაგებს. ასო მ ქართულ ნიადაგზე განვითარებულა სიტყვის თავში (გიგინეიშვილი 2016). საშ. ქართ. II. დივანი „წერილი“, სადაც აღრიცხულია რამე: მისცა, ლაშქარი მისი რჩეული, რომელი დივნითა ხუდებოდა (რომელიც სიით ჩააბარა (ქ. ცხ. II, 315, 25). მე მდივანმან ავთანდილ… გომარელთ დივანი უყავ (სამ. ძეგ. IV, 184, 8). ახ. ქართ. III. დივანი (სპარს. ჩანაწერი, წიგნი) ლიტ. აღმოსავლეთის ქვეყნებში – ლირიკული ლექსების კრებული (ერთი პოეტისა). [მან] მოამზადა და დასაბეჭდად წარმოადგინა პოეტის აზერბაიჯანული დივანის მეცნიერულ-კრიტიკული ტექსტი («მნათ.»). ახ. ქართ., დიალექტ. IV. დივანი ზურგიანი რბილი (მოგრძო) საჯდომი ან საწოლი ავეჯი. რით ჰგავს ერთმანეთსა და რით გაირჩევა: მაგიდა და სკამი, დივანი და ტახტი? (ი. გოგებ.). ივანიკა წამოწოლილია… დივანზე და… „გვეგონას“ მღერის (აკაკი). დიალექტ. დივანი (სპ. divan) დივანი (ტახტი). დივანზე გიგიშალო დოშეგი?! (ინ., ჩვენ. ფუტკ.).
დინგ-ი
საშ. ქართ., დიალექტ. I. დინგი საცეხველი, ცეხვა – საბა. (ქიზ.) თრიმლის საბეგვი (წყლისაგან ამოძრავებული ბორბალი ედება და მაღლა სწევს კეტს, რომელიც შემდეგ ეცემა და ბეგვავს გულამოღებულ მორში ჩაყრილ თრიმლს) – ქეგლ.დინგი დიდი ზომის სანაყი ქვა;სადინგეჲ თოფის წამლის დასამზადებელი ადგილი უმალოში. მოხუცების გადმოცემით, საწამლე მასალას ნაყავდნენ უზარმაზარ ქვის ფილში დინგით (თუშ. ხუბ.). დინგი წისქვილთან მოწყობილი კორკოტის დასანაყი. მუსიკაანთ ბარე ორი დინგი ჰქონდათ კორკოტის დასანაყათ თავეთ წისქვილში გამართილი (ჯავახ. ზედგ.). დინგი ნიორწყლის სანაყავი, როდინი (ჯავახ. ბერ.). დინგი თრიმლის საბეგვი, ჩამური (ქიზ. მენთ.). დინგ [აზ. დინგ] ბრინჯის საცეხვი მოწყობილობა, საცეხველი (ინგ. ღამბ.). შდრ. დენგი დიდი ქვასანაყი (თუშ. ცოც.).საშ., ახ. ქართ. II. დინგი ღორის ცხვირი – საბა. დინგი 1. ზოგიერთი ცხოველის (უმთავრესად ღორის) წაგრძელებული ცხვირი და ყბები. [ზღარბები] თავისი დინგით მარჯვედ იჭერდნენ და თქვლეფდნენ მრავლისაგან მრავალ მატლსა და ჭიასა (ი. გოგებ.) 2. უმართებულოდ უხმარიათ ფუტკრის ხორთუმის მნიშვნელობით 3. ბოტან. ბუტკოს ზედა, გაფართოებული ნაწილი. ს.-ქართვ. *ნი-დგ- „ნისკარტი“ > დინგი (ჩუხუა 2000-2003). ახ. ქართ. III. დინგი: (ინგლ.) ერთგვარი პატარა ღია ნავი – მ. ჭაბ.
დიყ-ი
საშ. ქართ. I. დიყი / დიყა (არ. დიყ) 1. ჭლექი. ერთგვარი ცხრო (ციება-ცხელება). თუ ამა სენსა უკნის სილი და დიყი გამოჩნდეს, არა ეშუელების (ფანასკ. 259, 12). ჰიომაი დიყი (არ. დიყ) ჭლექი, განელებული ცხრო. „წვრილი ტკივილიო“. ამა ცხელებასა ჰომაი დიყი ჰქუიან (იად. 489, 21). ახ. ქართ., დიალექტ. II. დიყი [Heracleum] მთის მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა;რუს ნაპირებზე ერთმანეთში არეული ბუერა, დიყი და შუპყა არის ამოსული (ვაჟა). დიყიანი ადგილი, სადაც მეტწილად დიყი იზრდება. [კაცი] ხან თავს დააჩენს კლდის პირზე, ხან დიყიანში ხტებოდა (ვაჟა). იხ. აგრეთვე: (ხევს. ჭინჭ., ინგ. ღამბ.).აღდგენილია ს.-ქართვ. *დიყ- ძირი (ფენრიხი, სარჯველაძე 105).
დიყა
საშ. ქართ. I. დიყა იხ. I. დიყი. ვინცა აბანოშიგა დედაკაცთან დაწვეს, მისგან დიყა და იარაყანი დაიბადების (ქანან. 28, 5). იხ. დიყისაშ. ქართ., დიალექტ. II. დიყა ბალახი. – საბა. იხ. II. დიყი.დიყას ფართო ფოთოლი აქვს და მსხვილი ყლორტი, იხმარება საქონლის საკვებად, მთებში იზრდება (ჩიხა, ზ.-იმერ. ძოწ.). შდრ. აგრეთვე: დილყა სამკურნალო მცენარე, დიყი (იმ., ჩვენ. ფუტკ.).
დო
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. დო მაწვნის ნათქვეფი – საბა. პაპა თორნიკე… პურით სავსე დოს შეჭმანდს მადიანად შეექცეოდა (მიხ. მრევლ.) ◊ დოს პერანგი დოში ამოვლებული პერანგი (ან ზეწარი), რომელშიც ახვევდნენ ავადმყოფს, ჩვეულებრივ, სიცხის გამოსანელებლად. „თუ ციება დასჩემდეს, დოს პერანგში ჩააწვინე ხოლმე“ (ს. მგალობ.). აგრეთვე: დო (ქიზ. მენთ., ჩვენ. ფუტკ.);დოვ (თუშ. ცოც., ხუბ.). დუა რძე და სახვრეპი რამ ბავშვის ენაზე (ფშ. ხორნ., ხევს ჭინჭ.). აგრეთვე: დოილა (ხევს. ჭინჭ.). დო ხშირად დასტურდება სხვადასხვა კომპოზიტების შემადგენლობაში. მაგ.:დოს შაჭამანდი (ქიზ. მენთ.). დონთბარი, დოვღაჲ, დო-ბორანაჲ (აჭარ. ნიჟ.). დოღბაჭი // დოღობაჭი (მესხ. ფეიქრ.) დოკორკოტა (ჯავახ. ბერ.). დომბალი, დოპერა (ქართლ. ლექსიკ.). ახ. ქართ. II. დო [იტალ. Do] მუს. მუსიკალური გამის ერთ-ერთი ნოტთაგანი, მუსიკალური ანბანის დასაწყისი ტონის სახელწოდება – ქეგლ.
დოგ-ი
საშ. ქართ. I. დოგი საკრავი ბრძოლის დროს დაბდაბის მსგავსი. დუმბულსა და დოგს სცემდეს, ზედან ტკბილად იმღერდიან (შჰნ. I, 2439, 2). ახ. ქართ. II. დოგი [ინგ. dog ძაღლი] ერთგვარი ჯიშის დიდი და ღონიერი ძაღლი. მერმე უნივერმაღის გაქურდვისას… დოგმა ისე დაფლითა, რომ გაქცევა ვეღარ შეძლო (ა. სულაკ.). კართან გაშმაგებული იყეფება დოგი («ლიტ. საქ.»). და აი, იმ გოდერძი ჩოხელის სკოლის ეზოდან უნდა შევუთვალო: გოდერძო, გუშინწინ ჩემი გერმანული დოგი მომიკვდა (მ. მოსულ.).დიალექტ. III. დოგ 1. სამანი, მიჯნის აღმნიშვნელი ხის დაბალი სვეტი. პირველაჸ რო დაპლანეს, ბაკებ დოგებით გაყვეს. 2. მაქც-ფატერაგითან მტრის ხელით მოკლულის სიკვდილის ადგილზე დასობილი ხე მიცვალებულის ვინაობისა და სიკვდილის მიზეზის აღმნიშვნელი წარწერით. გარდაჸვაკეს დგას კარხილაურის დოგ (თუშ. ცოც.).
დოლ-ი
საშ., ქართ. I. დოლი გოჭების დაყრის დრო;გოჭების დაყრა. ◊ დოლის დაძვრა დოლის დაწყება. დოლი ფური – დ. ჩუბ. ორი დოლი აუღიათ (სამ. VII, 544). გამოვიდა დოლი გაიზარდა მოლი (დ. გურამ. 213, 38, 3). ახ. ქართ., დიალექტ. დოლი დარგ. წვრილფეხა პირუტყვის ნაშიერთა (ბატკანი, თიკანი) მოგების პროცესი. – ცხვარს ვუვლიდი, შენი ჭირიმე. დოლი დაიწყო და თავი ვერ დავანებე (მ. ჯავახ.).დიალექტ. დოლის დაძვრიდან ფარეხი ლასტებით დაიყოფა (ქიზ. მრეწვ. I, 66). დოლი-ბატკანი დოლის დროს დაბადებული ბატკანი (მთ. კაიშ.). აგრეთვე : დლ დოლი, ბატკნის მოგების დრო (ინგ. ღამბ.). დოლი სომხურად ხვასტაგთ შობასა ჰქვიან, რომელსა ქართულად იზვებას უწოდენ – საბა. მეგრულ-ჭანურ დვალა-სა და „დების“ სვანურ ლი-თჳალ-ს „შობის“ შეპირისპირებით ჯავახიშვილი დაასკვნის რომ დვალ ფუძე დებას და ნაყოფის გამოღებას, წარმოშობას ნიშნავს და როგორც ფრინველთა და პირუტყვთაგან, ისევე ადამიანისა, დედაკაცისაგანაცა (ჯავახიშვილი X, 231). დოლი შესაძლოა მოდიოდეს თურქულიდან (თურქ. döl „შთამომავლობა“, „ჯიში“, „ჩანასახი“) დაკავშირება პრობლემატურია (გიგინეიშვილი 2016). დიალექტ. II. დოლი მთ., მოჴ. გარეული ღორის ბინა. დოლში მიასწრო (მთ.) – ა. შან. „აგერ, ბეჟან, ღორის დოლი, ღორი შავიდა დოლჩიგა“ (ხალხ. „ბეჟანიანი“). ღორებმა დოლი აიღეს. ღორებმა ბუნაგი გააკეთეს. || იგივეა, რაც დოლაფარა, სადოლე (მოხ. ქავთ.). შდრ. (თურქ.) დოლა.შდრ. დოლფარი, დოლფარა მეცხოვ. საღორეში ან ბინაში კედელთან შემოწნული ცალკე სამყოფი, სადაც ამწყვდევენ დედა ღორს გოჭებიანად ან სადაც მაკე ღორი ყრის გოჭებს. – ეწყვნენ ლოგინში ბალღები, ვით დოლფარაში გოჭევი (ვაჟა). აგრეთვე: (ქიზ. მენთ.). დოლის სახლი: ამის შემდეგ იწყეს ჩვენში დოლი სახლის შენება, უჭერო და უიატაკო, ისლით ან ჩალით დახურული (გურ. მრეწ. I, 404). ჩვენში საცხოვრებელი ბინა იყო დოლის სახლი (დიდი დარბაზი) (გურ. მრეწ. I, 409).საშ., ახ. ქართ., დიალექტ. III. დოლი უჭვაო იფქლი – საბა. დოლი, დოლის პური: ქართული დოლის პური ქართველი ხალხის პირმშოა (ნ. კეცხ.). დოლის ხორბალი მივეცი და თავთუხს მედავებაო (გ. პაპუაშვ.). დოლის პური პურეულის ჯიშია, კარგი ღირსებისა. თეთრი დოლი, წითელი დოლი (ქიზ. მენთ.). დოლი… რაკი პურეულის სახელად ქართულს გარდა არსად იხმარება, საქართველოში კი უკვე IX ს. ქ. შ. გეოგრაფიულ სახელში, „დოლის ყანა-ში გვაქვს აღბეჭდილი, საქართველოს გარეშე მისი სადაურობა საძიებელი არ არის… თვით გამონათქვამი „დოლის პური კი, ძალიან ძველი არ შეიძლება იყოს, რადგან აქ „პურს“ უკვე მარცვლეულის მნიშვნელობა აქვს, თავდაპირველად – კი „პური“ გამომცხვარს ეწოდებოდა (ჯავახიშვილი 1930, 396-397). საშ. ქართ. IV. დოლი შაბი მარილის გვარი თეთრი ქვა (დ. ჩუბ.). ახ. ქართ. V. დოლი 1. საკრავი იარაღი – ხის რკალზე ორივე მხარეს გადაკრულია საგანგებოდ გამოყვანილი ტყავი, რომელსაც თითების ან ორი ჩხირის ცემით ხმას გამოაღებინებენ, – დაფდაფი. ◊ დოლს დაჰკრავს წინ. გადატ. ხმაურს, განგაშს ასტეხს… || ირონ. პირველად დოლი ილია ბახტაძემ დაჰკრა, მას მიჰყვა «დედაკაცების» და «მამაკაცების» ხმაც (ილია). 2. ტექ. ღრუ ცილინდრი (მექანიზმში).დავულ დიდი ბარაბანი (თურქ.) – საბა. შემოსული უნდა იყოს თურქულიდან (თურქ. დავულ „დიდი დოლი“) (გიგინეიშვილი 2016).
დოლა
დიალექტ. I. დოლა: იხ. III. დოლი. დოლა პური დოლა პური ზმ. პურის ერთ-ერთი ჯიშია, უფხო, ითესება გზაფხულზე (რაჭ. კობახ.). დიალექტ. II. დოლა ურქო ცხოველი (ძროხა, ცხვარი, თხა). || ურქო ცხვარი, – ქოიკი (საბა). დოლა თხამ წყალში ჩაიხედა: რქები არა მაქვს, ჯერ პატარა ვარო (ანდაზა). „რა ძროხებს დამიჩხვერავენ დოლეები, ურქოები) (ფშ. ხორნ., გურ. შარაშ., ქიზ. მენთ., თუშ. ცოც., მესხ. ფეიქრ., ხევს. ჭინჭ., მთ.-რაჭ. ლობჯ.). ქართული და კოლხური (მეგრული) მასალის შეპირისპირების საფუძველზე აღადგენენ *დოლ-არქეტიპს (ფენრისი, სარჯველაძე 2000). დიალექტ. III. დოლა: იხ. II. დოლი. დოლა სახლი, რომელსაც არა აქვს მიდგმული ნაგებობა. თუ სახს არ ქონდა არც ერთი კედრიდან მოდგმული, იმას ქვიოდა დოლა სახლი (გურ. იმნ. 168, 34).
დოლაბ-ი
ძვ. საშ., ქართ. I. დოლაბი მდინარიდან წყლის ამოსაღები ბორბალი: ჴმისაგან დოლაბისა მეჯურღმულესა არა ესმა რეკაჲ (ლოცვისაჲ) (ლიმ. 91, 22). გული ბრუნვასა დოლაბივითა დაგიწყებს (ვისრ. 185, 19). გარ მოვიგზნათ დახოცილი, როგორც დოლაბს ედვას ხრილი (ტფილ. 602, 60, 4). სამთავ მოიღეს ოროლი დოლაბთ ოდენი ქუანია (შჰნ. I, 59, 183, 1). გადატ. აქვს ხელთა ლახტი-დოლაბი, ტარითა რკინის ძელითა (ნ. ციც. 604, 1999, 4). ახ. ქართ. დოლაბი 1. წისქვილის ქვა. წისქვილი მოქუხს, დოლაბი ბრუნავს და ბრუნავს მალადა (რ. ერისთ.). ფიგურ. დუმდა სამრეკლო და კრიჭაშეკრული ფიქრობდნენ დოლაბები (ო. იოს.). || ხელით საფქვავის საბრუნებელი ქვა. ხელსაფქვავი დოლაბის ხრიგინი გოგიას მჭევრმეტყველებაში იკარგებოდა დროდადრო (მ. ელიოზ.). 2. გადატ. მრგვალი ფორმის მბრუნავი რამ (ქვა…). ტიხარი, რომელსაც მიწისზემოთ გამართულ ორ უზარმაზარ დოლაბს ჩაჭიდებული ორმოცი მონა ატრიალებდა, მიწისზემოთ იზიდებოდა (თ. ჩალ.). 3. (იმერ. გურ.) წისქვილი. იხ. აგრეთვე: (ჩვენ. ფუტკ., ზ.-იმერ. ძოწ., გურ. ჟღ., იმერ. გაჩ.). ზან. დოლაბი დოლაბი;დიდი ქვა (მეგრ. ქობ.). II. დოლაბი ნართის საქსელავი ხელსაწყო. „შალისათვის მოვახვევთ ორწვერად, დავზახავთ და მერე დოლაბზე დავქსელავთ“ (აჭარ. ნოღ. დარგ. X). საშ., ახ. ქართ. დიალექტ. III. დოლაბი ქვითკირის კედელში დატანებული კარადა, განჯინა, თახჩა. „რომ ავსწიე, თითოს ფარდის შიგნით, ერთი ზეით და ერთი ქვეით ასეთი დოლაბი იყო, თვითოს და თვითოში შვიდი დიდი ზანდუკი იდგა“ (რუსუდ. 454, 16).სცენის სიღრმეში დოლაბივით კარაპანია (გ. ყიფშ. თარგმ.). იხ. აგრეთვე: (აჭარ. ნიჟ., ჩვენ. ფუტკ., ჯავახ. ბერ.). ახ. ქართ., დიალექტ. IV. დოლაბი 1. ბანიანი სახლის სათვალე, სანათური, საიდანაც სინათლე ჩადის და კვამლი ამოდის. უცხო მგზავრი თუ დაიბნა ღმეში, შეხედოს და დოლაბის შუქსა ენდოს (ს. ჩიქოვ.). აგრეთვე: (ქიზ., მენთ.).სპეციალისტები სპარსულსა და თურქულში უთითებენ დოლაბის შემდეგ მნიშვნელობებს: 1. ხის ბორბალი, რომლითაც თოკზე მიბმული ჭურჭლით ჭიდან წყალს იღებენ;წყლის ბორბალი;2. განჯინა;კედლის კარადა (აბულაძე 1916, 802;გურგენიძე 1973, 25: კობიძე 1983, 392;ბართაია 2010, 47;ჩოხარიძე 2014, 52;გიგინეიშვილი 2016). როგორც ჩანს, ეს სიტყვა და მისი მნიშვნელობები სხვადასხვა დროს და გზით ისესხა ენამ.
დოლობა
დიალექტ. I. დოლობა იხ. III. დოლი. შემოდგომით თესვის პროცესს ეძახიან, რადგან შემოდგომით ითესება დოლი (ჯავახ. ბერ.) (შდრ. ქერობა, ქერი ითესება გაზაფხულზე).ახ. ქართ. II. დოლობა დარგ. დოლის პროცესი.დიალექტ. ახ. ქართ. დოლობა იხ. I. დოლი. ამ დროს არის, გვიჩნდება ბატკნები (ვაჟა). დოლობა დოლის – ბატკნების დაბადების პერიოდი (მოხ. ქავთ.). დოლობა მთ., მოჴ., ფშ., თ. ხანი, როცა ცხვარი ბატკნებს იგებს – ა. შან. დოლობაჲ ბატკნის მოგების პერიოდი ცხვარში (თუშ. ხუბ.).
დომბა
საშ., ახ. ქართ., დიალექტ. I. დომბა ოთხფეხი – დ. ჩუბ. კვლავ ნიამორი უცხონი, დომბისა შესადარები (ვახტ. VI, 28, 44, 3). ფური დომბა… უფრო მცირე ზომისა იყო (ნ. ღამბარ.). უკანასკნელი დომბა საქართველოში 1944 წელს მოკლეს («ლიტ. საქ.»). გადატ. დომბაი (dombay) კამეჩი. ბაბოს მიყავს მეგემ დომბები (კამბეშები) შაბმული (ად. ჩვენ. ფუტკ.). დიალექტ. II. დომბა ჯებირი, ხერგი, რაბი – მდინარეზე წყლის ჩასაკეტად ან მეორე მხარეზე გადასაშვებად (აჭარ. ნიჟ.). შდრ. ქეგლ – დამბა [გერმ. Damm] ხელოვნური მიწაყრილი ან ნაგებობა (ხისა, ქვისა ან რკინა-ბეტონისა) მდინარის ან ზღვის ნაპირების გასამაგრებლად და წყლის გადმოხეთქისგან დასაცავად, – ჯებირი. კაცის ხელი მოხვედრია მდინარესაც…, ჯებირით გადაუღობავთ, რკინა-ცემენტის დამბებში ჩაუსვამთ (ბ. ჩხ.).
დონა
საშ. ქართ. I. დონა ფუნდრუკის სასვენებელი – საბა. საშ., ახ. ქართ. II. დონა დედაკაცი, დიაცი – საბა. დონა (იტალ. donna) ქალბატონი – მ. ჭაბ. საშ. ქართ. III. დონა ყველა თავის დონეზედ იყოს – დ. ჩუბ. დონაზედ დადგომა. დონაზედ მოსვლა – დ. ჩუბ. შდრ. დონე.ახ. ქართ. IV. დონა კახ. ადუღებული ქონით გაჟღენთილი ბამბა, რომელსაც ადებენ ნაღრძობზე. თქვენს ნათლიდედასა ხელი რამ ეღრძო თონეში, ქადები დამიგვიანა, – ახლაც მკლავი აქვს დონაში (რ. ერისთ.). დიალექტ. V. დონა (ქართლ.) უთაური – ქეგლ. შდრ. დონე. დუნე.
დონე
ახ. ქართ. I. დონე 1. ჰორიზონტალური სიბრტყე, რომელიც საზღვარს წარმოადგენს სიმაღლის გამოსარკვევად. 2. რისამე განვითარების, სიდიდის ხარისხი. განათლების დონე. 3. გადატ. ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენისათვის მიჩნეული გარკვეული ადგილი, კალაპოტი, მდგომარეობა. [მახარე] გახვეული იყო მხოლოდ გრძნობის ქსელში, როდესაც აზრი არ მუშაობს… აი, სწორედ ამ დონემდე იყო მახარე მისული (შ. არაგვ.).ძველ ქართულში გვაქვს ზმნიზედა ოდენ „ხოლო“ და სუბსტანტივი ოდენი „ტოლი. მისგან სხვადასხვა გზით მივიღეთ დონე, ხოლო შემდგომ დონა, დუნი, დუნე (ო-უ ხმოვანთა შენაცვლებით) დონე სიტყვის სემანტიკის განვითარებით მიღებული სიტყვებია. მათ უკვე დამოუკიდებელი მნიშვნელობა მოიპოვეს, თუმცაღა მათგან სალიტერატურო ქართულში დამკვიდრდა მხოლოდ დუნე (მოშვებული, დაუჭიმავი ფომფლე;ბოში) (ჭინჭარაული 1974, 103 -111). ახ. ქართ. II. დონე (ფშ.) დუნე. დონე კაცი. დონედ ზმნს. იხ. დუნედ. «მინდია ცრუობს სწორედა»… – ამბობდნენ ხალხში ზოგები გაუბედავად, დონედა (ვაჟა). დუნე გაუჭიმავი, გინა სრულიად მოსუსტებული, უძალო Cq – E საბა. შდრ. დუნ, დუნი (სპ.) უმნიშვნელო, არაფრის მაქნისი.
დორა
ძვ., საშ. ქართ., დიალექტ. I. დორა ღვინის საწყაო: „წარიღე შენ თანა დორაჲ ერთი ღჳნოჲ და მიართუ“ (მ. ცხ. 224v). დორაკი კნინობითი ფორმა სახელისა დორა, – დორის ნახევარი (საბა). დორაკიც ლიტრიანი საზომი იყო (ივ. ჯავახ.). დორაკი სითხის საწყაო, „მოდრაკი: „აღსუარული ზეთითა მეოთხედითა დორაკისაჲთა“ (G, რიცხ. 15, 4). „მეექუსჱ ნაწილი დორაკისაჲ ჟამითგან ჟამადმდე სუემდი მას“ O, – „მეექუსედი მოდრაკისაჲ ჟამითგან ვიდრე ჟამამდე სუა“ (pb., ეზეკ. 4, 11).დორა ღვინის საწყაოდ დასტურდება სიგელში („დავთარი ბალახვნისა“. 1519 წ. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა წ. II, 1897, 342). „მმართებს საჩხეურს ღუნის ჯუმალი სამოცდა შუდი დორა“ (თაყაიშვილი ექ., საქართველოს სიძველენი, I, ტფ., 1920, 57). „ბერმა კაკრიაშვილმა შესწირა მის მიერ სოფ. წედისში ნაყიდი ყმაგლეხის ოჯახი, რომელიც ვალდებულყო ყოველწლიურად მონასტერს გადაუხადოს ოთხი დორა და ათი კოდი ხორბალი“ (1782 წ.) (დ. ფურცელაძის „გუჯრები“ (Чиджавадзе K., Виноградарство и виноделие Лечхумского и Рачинского уездов, КСХ, №481, 1903). (ზემონახსენები ლიტერატურა დამოწმებული მაქვს ლ. ფრუიძის მონოგრაფიის მიხედვით (რაჭა, 1974, 182). ახ. ქართ. დორა 1. თიხის ჭურჭელი (წყლისათვის). ძველთაგანვე აკეთებენ აქაურები (შორაპნის სოფლებში) თიხის ჭურჭელს: ჩაფს, დერგს, დორას… (ბ. ჩხ.). 2. სითხის საზომი ერთეული (სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ზომისა იყო. დორა თორმეტი მანერკა არის ანუ სამი ბათმანი (ბ. ჯორჯ.). ისე მოიდებს ხუთ-ექვს თუნგიან დორას, როგორც ერთ ჩარექიანსა (ს. მგალობ.). „დორა-ც…ხუთლიტრიანი ყოფილა“ (ივ. ჯავახ.). აგრეთვე: (ლეჩხ. მრეწ. IV, III, 1989, 153, ლეჩხ. ალავ., ქართლ. ძიძიგ., კეცხ., ხუბ., ჯავახ. ბერ.). დასტურდება აგრეთვე ვარიანტები დორობა უნისკარტო დოქი (ლიხ. გურ. ჯაჯ.). დურუბაი სწორე პირიანი, მუცლიანი და ყელდაბალი დოქი (გურ. შარაშ.). სადორე ლეჩხ. სითხის ჭურჭლის დასადები მოწყობილობა ხისა – (ღლ.). ძვ. ქართულის დორაკი-დან კი უნდა მომდინარეობდეს სიტყვებიდურაკი „საწველი ჭურჭელი“ (საბა). დურკი ფშ. ცხვრის საწველი ჭურჭელი ცილინდრული ფორმისა, – ტაგანი, საწველელი – ქეგლ.ზან. დორა (მეგრ. ქობ.). დორაჲ (სვან. თოფ., ქალდ.). ფალ. dōrak, dōlak ჭიქა, საწყაო სპ. Dōra ვაზა, თასი (აჭარ. I, 68). დიალექტ. II. დორა ძაფის საქსელავი პატარა ხელსაწყო. „დაძახილ ძაფს დორაზე დაქსელავდენ დორას ოთხი თითი აქვს, შუაზე – დირეგი“ (აჭარ. ნიჟ. დარგ. X). შდრ. (თურქ.) თარაკ საჩეჩელი.
დოსტაქარ-ი
საშ. ქართ. I. დოსტაქარი სასმისი. ხელთ აიხვნეს დოსტაქარნი, ხოშგოარსა ღვინოს სმიდეს (ნ. ციც, 610, 1133, 4).შდრ. დოსტაქანი მეტად დიდი სასმისი – საბა. ასეთი მიჯნურობისა ისარი მეცაო, რომ დიდი დოსტაქანნი უნდა და მკურნალნი მის გამოღებასაო (თიმს. 70, 3). რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი (ვეფხ. 1166,1). დოსტაქანი, ღვინით სავსე, დალივა (შჰნ. III, 5558, 2).სიტყვა შემოსულია ახალი სპარსულიდან (შდრ. სპ. dostakān „ფიალა“, სასმისი“ – (იუსტ. აბულაძე 1918, 802). დიალექტ. II. დოსტაქარი სმაში თანატოლი, თანამეინახე (ფშ. ხორნ.).დოსტაქანი (სპ.) ღვინის სმა მეგობრებში. ტერმინი დოსტაქანი მოდის სპარსული სიტყვიდან „დუსთგანი“, ან მისი პარალელური ფორმიდან „დუსთქამ“. პირველის შედგენილობაა: დუსთ (მეგობარი) + განი (სუფიქსი). მეორეში „ქამ“. ნიშნავს სურვილს. სპარსულში ამ კომპოზიტებს რამდენიმე მნიშვნელობა აქვთ: 1) სატრფო, მეგობარი;2) განსაკუთრებული საღვინე სასმისი, დიდი თასი;3) ღვინის სმა მეგობრებში. ქართულ ტექსტებში „დოსტაქანი“ ნიშნავს ძვირფას საღვინე სასმისს, რომელიც მეტწილად ლითონისაა და მორთულია ძვირფასი ქვებით (ლალი, ზურმუხტი და სხვ.) (გვახარია 1995, 186-192). ახ. ქართ. III. დოსტაქარი წიგნ. იგივეა, რაც დასტაქარი, – ქირურგი. დოსტაქარმა… ჭრილობა გასინჯა (ვ. ბარნ.). ჩვენში ტოლი არა ჰყავდა ამ დოსტაქარს გასაოცარს (გ. აბაშ.). ძალიან მესიამოვნა, რომ ასეთი დიდი დოსტაქარი დანიშნეს ჩვენს საკურნალოში (მ. ჯავახ.). ჭრილობაზე სახელდახელოდ რა დამადო და რით შემიხვია, არ ვიცი, მაგრამ დოსტაქარი რომ არ უძებნიათ ეს ვიცი (ო. იოს.). შდრ. საშ., ახ. ქართ. დასტაქარი [სპარ. გასთქარ «ხელოსანი», «ოსტატი», «დახელოვნებული ქირურგი»] «წყლულის მკურნალი, ჯარა» (საბა), ქირურგიის სპეციალისტი ექიმი, – ქირურგი. მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს (რუსთაველი). სიტყვა შემოსულია სპარსულიდან (შდრ. სპარს. dastakar) (შანიძე 1975, 55;გიგინეიშვილი 2016).
დოშ-ი
საშ., ახ. ქართ. I. დოში, ზუთხის გვერდი დამარილული და ლორად გამოსული (ნ. ჩუბ.).დოში ზუთხის (თართის და მისთ.) ლორად გამოყვანილი გვერდი. ვთქვათ ერთი რამ დიდი თევზი. იქიდან ამოდის: დოში, ზურგიელი, სათალი, ჭიპა, წელა, ხიზილალა და წებო (ა. ცაგარ.). მოსთხოვა კარგი თართისა დოში (რ. ერისთ.). თითონაც უნდოდა ერთი ამისთანა ალერსი მოეწყო რამ, მაგრამ, როცა ეს გაჭირება დაადგებოდა, თვალებში სულ ზურგიელი, თართის დოში (ილია).შდრ. დშ დიალ. (თურქ.) döş საკლავის წინა ნაწილი. დიალექტ. II. დოში (< ქისტ. დოშ „სიტყვა“) ტყუილი, ლაყაფი. ტყუილ დოშია, ჭექით არ მადის ავდარი (ფშ.-ხევს. პოეზ. 96, 16). მე გეტყვი ყველა მართალსა, არა ტყუილებს, დოშებსა (ხევს. ჭინჭ.).
დრამ-ი
საშ. ქართ. I. დრამი იხ. I. დრამა. ვაი მას კაცსა, რომელმან კიდე გლახათაგან ამათგან ერთი დრამი აიღოსო (რუსუდ. 87, 12). დრამი ლიტრა – საბა.დრამი // დრემი წონის საზომი. ოყაში 400 დრამი იყო (გურ. მატ. შარაშიძე). შდრ. დრემი (არაბ.-სპ.) (აჭარ. ნიჟ.).ერთი დრამი პაწაწა, პაწაწკინტელა, ბეწო, ნატამალი, ერთი ციცქნა, მცირე წონის (აჭარ. ნიჟ.) იხ. I. დრამა. ახ. ქართ. II. დრამი კუთხ. (ქართლ.) დროის უმცირესი მონაკვეთი, – თვალის დახამხამება, წუთი. ცეცომ მიანება საქონელს თავი… და იმავ დრამში გაჩნდა პაკოსთან (ს. მგალობ.).დრამი დროის უმცირესი მონაკვეთი, წამი. ერთ დრამში აქ მობრუნდა-მეთქი და, აბა, სად არი?! (წვ., ქართლ, მესხ.).
დრამა
ძვ., საშ., ქართ. I. დრამა ფული: „წარაგებნ დღესა შინა ასსა დრამასა… ხოლო ასისა მისგან დრამისა იყიდონ იგი თჳსა საზრდელად ათორმეტის დრამისასა“ (მ. ცხ. 208r). „ამას ოთხთავსა ზედა არს… ოცისა დრამისა ოქროჲ“ (წყაროსთ. ოთხთ., ანდ.). საშ. ქართ. დრამა, ფულსაც ჰქვიან და მცირე საწონიც არის B1) (წაქაძე 1976, 29). დრამა ექვსის დანგის წონა. 1. დრამა ძველებური წვრილი ვერცხლის ფული. წონა, მისხლის ორი მესამედი, ანუ ოთხი დანგი: საქართველოში დრამად უხმობენ მღუდელ-თავრის მისართმევსა წლის დებულებას. დრამა საწონი ფულისა და ესე ვითართა დრამა თრიმლის მარცვლები, რომელიც ფერითა მარგარიტსა ემსგავსების. დრამი საწონი, ერთი დრამი – ექვსი დანგი არის (თ. ბაგრატ.). არ მივსცემ არცა დრამასა (ვეფხ. 544, 3). წითელი იაგუნდი, წონა დრამისა ოცდაექუსისა (ვისრ. 33, 26). ჭიქასა ათსა ერთს დრამად მისცემენ (ქილ. 667, 39). დრამასა და საკანონოს. ნიკოლაოზ ააღებინებდეს (სამ. IV, 156). აწღა თქვენ გაძლევს ყოველი ხარაჯასა და დრამას (ნ. ციც. 431, 141 ქვ. 3). ხორცი ვირისა ლიტრა იყო ხუთ დრამად (ქ. ცხ. IV, 145, 27). დრამა გადატ. მცირე, ცოტა. მტერი მჩანს, ვითა დრამა! (შჰნ. I, 830, 4). ახ. ქართ. დრამა 1. ისტ. ვერცხლის ფული 20 – 25 კაპიკის ღირეულებისა. 2. ისტ. წონის ერთეული, დაახლოებით 3, 5 გრამი. 3. გადატ. საერთოდ, მცირე წონის ან მცირე მნიშვნელობის რამე, – მცირე, ცოტა. || ფიგურ. ერთი დრამისოდენა ცოდნა ყოველგვარ საგანზე მიუღია და ამით… გაამაყებულა (გ. წერეთ.). ახ. ქართ., დიალექტ. დრამა: ◊ დრამის ფული რევოლუც. გადასახადი, რომელსაც კომლი იხდიდა ეკლესიის გასამრჯელოდ. სამი წლის აუკრეფელი დრამის ფული შეაწერეს მოსახლეობას (პ. ჩხიკვ.). დრამა ფული საეკლესიო გადასახადი თვითმპყრობელობის დროს (გურ. ღლ.). დრამა – გლეხს კოდნახევარი სიმინდი უნდა მიეცა ღვდლისათვისა საწირავისათვის (ზ. ქართლ. IV, II, 208). დრამა დაჭრაში ან მოკვლაში მიცემული ფული ან საქონელი –(შან., ხევს. ჭინჭ., ფშ. ხორნ.). დრამზე გადარჩა – კინაღამ დაიღუპა, ბეწვზე გადარჩა (გურ. მალაზ.). ერთდრამხან // ერთდრამიხან ცოტა ხანს, მცირე დროით. ერთდრამხან ვიყვნეთ“ (იმ.). ერთ დრამიხან ზმა მეახლა (იმ., ჩვენ. ფუტკ.). აგრეთვე …დრამ ბაი ლითონის ფული (20-25 კაპ. ვერცხლის ფული);იხმარება სპილენძის მნიშვნელობით. „ჴემსურებმა იმ კაცის საფასურჩი დრამბაი მაითხოვეს. იმ დრამბაის სპილენძს ეძახიან“ (კარაკუჩა, მოხ. ქავთ.). სპეციალური ლიტერატურის მიხედვით: ქართულში შემოსულია 1. ფალაურიდან (ანდრონიკაშვილი 1966, 312);2. სომხურიდან (სომხ. დრამ.) თვით სომხურში ნასესხებია ფალაურიდან (გიგინეიშვილი 2016). ახ. ქართ. დრამა II. [ბერძნ. drama მოქმედება, წარმოდგენა] 1. ლიტ. დიალოგებად დაწერილი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც ასახულია მძაფრი კონფლიქტი, ძლიერი განცდები;იგი მეტწილად განკუთვნილია სცენაზე წარმოსადგენად. დრამის შექმნა ყველა სხვაგვარ პოეტურ თხზულებაზე გაცილებით ძნელია (ილია). || მხატვრული ლიტერატურის დარგი, რომელსაც ასეთი ნაწარმოები განეკუთვნება. 2. თეატრი, სადაც დრამებს (საერთოდ, დრამატულ ნაწარმოებებს) დგამენ. „მე ძალიან ხშირად დავდივარ მარტო ოპერაში, დრამაში“ (ნ. ლორთქ.). 3. წიგნ. გადატ. ცხოვრებაში მომხდარი უბედური, შემაძრწუნებელი შემთხვევა. სისხლისმღვრელი დრამა დატრიალდა. ახ. ქართ. III. დრამა მუსიკით (dramma per musica), ოპერის პირვანდელი სახელწოდება, რომელიც შემოიღეს XVII ს-ში იტალიაში (მუსიკ. ენციკ.).
დუბელა
საშ. ქართ. I. დუბელა სენი. და წაეკიდების კულა თირკმელთა დუბელა, და ჰქუიან სნება ჭურჭლისა (ფანასკ. 290, 31). თუ ძუძუსა შიგან დუბელა იყოს და ან შეექნას, აიღე სელი და ქუნჯითი (ქანან. 153, 6).ამავე მნიშვნელობისა ჩანს ძველი ქართულის დუბელი ციებ-ცხელება. „შთავარდა იგი სენსა დუბელისასა“ (A=1103 169r 30 –31b). საშ. ქართ. II. დუბელა წყალი მოთბო და მოწვდილი – საბა. ახ. ქართ. დუბელა ნელთბილი უგემური (მდგარი) წყალი. დუბელა რუში ბატ-იხვები ჰყიყინებენ (მ. ჯავახ.). დუბელა, მწკლარტე სითხემ [გიორგას] კინაღამ გული აურია (ო. ჭილ.). დუბელით, შრატით და ნაგუბარით – წყურვილს იკლავდნენ (მ. აბულ.).დიალექტ. დუბელა გუბის თბილი, ფინთი წყალი (ქართლ. მენთ.).დიალექტ. დუბელაჸ ბუნებრივად თბილი, უგემური წყალი. „რა დუბელაჸი-დ’ მონაჲ ეს კახეთის წყალ“ (თუშ. ხუბ.). შდრ. დუბე „დაბალი ადგილი“.ზან. დუბელა წყარი ხევისწყალი;ნადგომი, თბილი წყალი (მეგრ. ქობ.).
დუგა
საშ. ქართ. I. დუგა ნასკვი – საბა. შდრ. დუგმა ხრიკი სპილენძისა ან თითბრისა – დ. ჩუბ.ახ. ქართ. II. დუგა [სპარ. dugäh] 1. მელოდიის სახელწოდება. 2. ლექსთ წყობაში – ორსტრიქონიანი ლექსია ლექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „დუგა“ შდრ. (სპ. dogâh)ახ. ქართ. III. დუგა დუგლუგი, კონდახი. [ტყვიამფრქვევის] დუგა მკერდზე მიიბჯინა [კლოიამ] (დ. კვიც.). შდრ. დუგლუგი, დიბლიგი, დიგლიგი შუბისა ან თოფის ბოლო – დ. ჩუბ. IV. დუგა სოკოს სახეობა – ა. სიხ.
დუზ-ი
საშ. ქართ., დიალექტ. I. დუზი –კენჭთ სამღერელი – საბადუზი (თ. düz) ერთგვარი თამაში, ჭადრაკის მსგავსი (აჭარ. ნიჟ.). დზათ ფიგურების გარეშე, მარტივად. „ამ საკაცო წინდასა დზათ ვქსოვ (ინ.). ფიცარზე დავხაზევდით დზსა, სიმინდი კაკლებითა და ლობია კაკლებით ვითამაშებდით დზსა (ინ., ჩვენ. ფუტკ.). ახ. ქართ., დიალექტ. II. დუზი 1. (ფშ. ქიზ.) დაცემული, სწორი მინდორი, – ვაკე. ისეთ ადგილს ირჩევენ დასასხდომად, მისაპარები არა აქვს, დუზი მინდორია (ვაჟა). კავთიხევის ხიდ რო გახვალ, გძელ მიწებზე სუ დუზი გზა არი აღმართებამდინა, აღმართებ აივლი და გადახედამ სოფელსა (კავთ., ქართლ., მესხ.). იხ. აგრეთვე: (ალგ. სალ., თუშ ცოც., მოხ. ქავთ., ფშ. ცოც., ფშ. ხორნ., ინგ. ღამბ., იმერხ. ფაღ., ცინც.). იხ. აგრეთვე სინტაგმები: 1. დუზი კედელი. დუზი კედელი ის არის, რო სწორი კედელი იქნება (ქართ. მრეწვ. I, 242). დუზი წინდა: დუზი წინდა სადა, ერთი ფერის ძაფით, სახეების გარეშე ნაქსოვი წინდა (აჭარ. ნოღაიდ. დარგ. X). „დზი წინდა მოქსუა“ (მ., ჩვენ. ფუტკ.).
დუკატ-ი
ძვ., ახ. ქართ. I. დუკატი კონსტანტინე დუკას მიერ მოჭრილი დრაჰკანი (1057-1067). „ძუელი განძი იყო: რომანატი… დუკატი“ (პეტრიწ. 2, 16). და სალაროს მოლარეს – დუკატი ორი, მეგოდრეს – დუკატი ერთი (გარიგ. 75, 11).დუკატი [იტალ. ducato] ისტ. მე-13–19 სს. ჯერ ვერცხლის, შემდეგ ოქროს ფული დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ერთი ოქრო… ერთ დუკატს ნიშნავდა… დუკატი ღირებულებით 10 აბაზს ან 2 მინალთუნ ვერცხლის ფულს უდრიდა (ივ. ჯავახ.). მაშხალის შუქზე აელვარდნენ ბიზანტიური ოქროს სოლიდები, დუკატები, ბოტინატები და კონსტანტინები (კ. გამს.). ფიგურ. მე არ მინდა დაკარგოთ ლრო, თქვენთვის ეს ძვირფასი დუკატი (კ. ბუაჩ.). საშ. ქართ. II. დუკატი აქლემის გვარი, გარნა მომცრო – საბა, დ. ჩუბ. ახ. ქართ. III. დუკატი ვაშლის ჯიშია. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა დიუკიდან (ჰერცოგი) (ზ. მაყაშვილი 1996, 114).
დუმა
ძვ., საშ., ქართ. I. დუმა ცხვართ კუდის ქონი – დ. ჩუბ. „კუდური და დუმა-კუეთილი ნუ შეიწირვინ ტაძრად უფლისა“ (II შჯ. 23, 2). შამის ხელმწიფემან გაგზავნა კაცი და ასი აქლემი მაია სთხოვა, შავთვალი დუმა, მალი, წითელბეწვიანი (მეფ. სალ. 376, ქვ. 11). ჩემთა ყმათა წინ მიმასწრეს, პაღური ჰკრეს დუმაშია (არჩ. 338, 740, 4). მაჭამეს დუმა და ხალი მე დუმის ჭამას არ ვჩივი (დ. გურ. 109, 329, 1). დუმის ქონი სენს… ეს ერბოები უნდა დასცხონ, ან მართალი ერბო, ან კარაქი, ან დუმის ქონი (იად. 507, 24). იქ იქნებით დაჩვეული დუმისა, ქონისა, ხინკალის ჭამას (ი. ბაგრატ. 440, 3). ყურის დუმა ბიბილო. ყურის დუმა კაცს ასრე ეგონებოდა, რომ ბროლი მჴარზედ ჩამოსწვეთს (ხოსრ. 70, 5).ახ. ქართ. დუმა 1. ცხვრის ქონიანი დიდი კუდი. ცხვარს უთქვამს: დუმა რომ არ მიშლიდეს, ისე გავიქცევი, ვერავინ დამეწევაო (ხალხ.). || დუმა მეგონა შორიდან ყველის ნაჭერი (მ. ელიოზ.). ფიგურ. ამ ვენახს ისე უნდა მოვუაროთ, რომ სანიმუშო გავხადოთ, დუმასავით მიწაა და ვაზიც ძალიან თამამია (მ. კახ.). ◊ დუმის სარჩული დუმის ის ნაწილი, რომელიც ტიტველია. 2. კუთხ. (ქართლ.) ხელნის ნაწილი, რომელსაც ან გათლაშივე სქელს ტოვებენ, ან ნაჭერს აჭედებენ, რომ ბორბლის ტრიალისას მორგვმა ხელნა არ გახეხოს. 3. კუთხ. (იმერ.) «თოფის კონდახის ბოლო» (ი. ჭყ.). იხ. აგრეთვე: დიალექტ. დუმა (კავთ., ქართლ. მესხ., ზ. ქართლ მრეწ. IV, II, 115). გადატ. ტვინიკიანი კაბის ნაოჭს დუმებს ვეძახოდით (შ. კახ. მრეწვ. III, I, 41). დასტურდება სინტაგმა: 1. ცხვრი დუმა მცენარეა ერთგვარი, ქვებზე იზრდება როცა ქვებს მიწა თხლად დაეყრება, ზემოდან იზრდება, ჩვენ ბავშვები ვჭამდით კიდეც. 2. ცხვრი დუმა გადატ. ამბობენ ისეთ ნიადაგზე, რომელშიც კარგი მოსავალი მოდის, ნოყიერი მიწაა. „მანდ ისეთი ყანებია, როგორც ცხვრი დუმა, ძიენ კარქი მოსავალი იცის“ (ჯავახ. ბერ.). ჰრ. აჭარიანის აზრით, ქართული დუმაკ და სომხ. dmaḳ ფორმებისათვის ამოსავალია ფალაურში სავარაუდებელი *დუმაკ (შდრ. ფალ. დუმ / დუმბ „კუდი დუმა < დუმაკ საკუთრივ ქართულში (გიგინეიშვილი 2010). ახ. ქართ. II. დუმა [რუს. дума] 1. ისტ. რუსეთში – წარმომადგენლობითი კრება;ჰქონდა საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ფუნქციით. [მეფის მთავრობა] სახელმწიფო დუმას იწვევს (შ. დად.). საშ. ქართ. III. დუმა დუმილი მდუმარება, ჩუმობა – დ. ჩუბ.ზმნის ძირია დუმ-. სხვა ქართველურ ენებში შესატყვისი არ უჩანს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ (იგი შეიძლება ნასესხები იყოს. მას ერთი ერთი მხრივ აკავშირებენ გერმანიკულ ენათა ფორმებთან შდრ. გერმ. dumm „სულელი, „გონებაჩლუნგი“ შესაძლოა მეორე ვარაუდიც, რომლის მიხედვით ქართ. დუმილი უკავშირდება ხეთურ ზედსართავს დუდდუმი „ყრუ“ და მისგან ნაწარმოებ ზმნიზედას 2. დუმ-ილ-ი;-ილ (მიმღეობისა და საწყისის სუფიქსი);*დუმ- კი საერთო ქართველური ძირია (ფენრიხი, სარჯველაძე 1990). შდრ. ხეთ. duddumili (გიორგაძე 1979, 65).
დუმან-ი
საშ. ქართ. I. დუმანი ბევრი– საბა. დუმანი [თურქ.-მონღ. თუმენ „ათი ათასი“] სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული XIII–XV საუკუნეებში მონღოლეთსა და მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში (ქსე).გამოჴდა სამეფოსაგან დავითისა ცხრა დუმანი მჴედარი (ქ. ცხ. II, 235, 10). და განაჩინეს თათართა ბევრისა მთავარი, რომელსა დუმნის თავად უწოდეს (ქ. ცხ. II, 207, 10). საშ. ქართ. II. დუმანი [სპ.] ნისლი (დ. ჩუბ.). შდრ. (თურქ.) დუმან „ბოლი, ნისლი, კვამლი, მტვრის ღრუბელი.
დურა
ძვ., ახ. ქართ. I. დურაჲ მოსასხამი: „დურაჲ სამეუფოჲ ოქსიკასტორი ოთხი;ერთი მათგანი ოქროქსოვილი არს“ (პეტრ. ტიპ. 34, 47). ახ. ქართ. კიდევ გენახოთ ფირუზი…, მოესხას თავისი დურა (ხალხ.). თვალმახარამ ჭაბუკს ტახტზე ნაბადი გაუშალა, სასთუმლად ტყავი დაუკეცა, დააწვინა და დურა დაახურა (ა. გალდ.). დაბალი, შავგვრემანი, ჩოფურა, დაჯაგრული, ზამთარ-ზაფხულ დურა ტყავში გამოხვეული (გ. ლეონ.).დიალ. ◊ დურა ტყავი ცხვრის ტყავისაგან შეკერილი წამოსასხამი, რომელსაც ბეწვი შიგნით აქვს მოქცეული;იხმარება ჩასაცმელად და დასახურავადაც, – ტყაპუჭი. „შენ დურა ტყავს მკათათვეშიც არ იშორებ;რა დროს სუსხვაა?! (შ. არაგვ.). [გიგოლას] ჩააბარეს ჩომბახი მძიმე, წამოასხეს დურა ტყავი (ვ. ბარნ.).იხ. აგრეთვე: (ხევს. ჭინჭ., ფშ. ხორნ., ქიზ. მენთ., შ. კახ. მრეწ. I, 436;თუშ. ცოც., შან., ქეშიკ.).შდრ. დორა ბერძნ. ტყავი. ახ. ქართ. II. დურა საუბ. პისტოლეტი, რევოლვერი. დურის ტარებისთვის სროკს ნუ ამკიდებ, არ მეკადრება მე, მურტალოს იარაღზე ჯდომა (ნ. დუმბ.). ევგენი ალექსანდროვიჩმა დურა დაუძრო (თარგმ. თ. კვაჭანტ.). ახ. ქართ. III. დურა [არ. „დურრ“ მარგალიტი] მაილო;სორგოს ერთ-ერთი სახეობა – ს. თეზ.
დურაღ-ი
საშ. ქართ. I. დურაღის კრვა კამბეჩთა და ცხენთა ავად გახდომა შეცივებისაგან – დ. ჩუბ. დურაღი ავადმყოფობა, რომელიც ზამთარში დამზრალ ცხვარს (საქონელს) ზაფხულში გამოაჩნდება (დახეთქილი ფეხებიდან ჩირქი და სისხლი სდის). საქონელი «დურაღს», ჭირს… გაეწყვიტა (ა. ყაზბ.). დურაღი ძალიან მაგარი სიცივე, ყინვა (ხევს. ჭინჭ.).დურაღა სიცივისაგან გამოწვეული ავადმყოფობა პირუტყვის. სიცივის დროს პირუტყვს ნაუღელა და „დურაღა“ უჩნდება (მ. ბალ. ნ. მაკალ. 57, ხევს. ჭინჭ.).აგრეთვე: დურაღავს, დურაღნაკრავი, დურაღს ჰკრავს (ქართლ. ლექსიკ.).შდრ. დუმაღი (თურქ.) დიალ. სურდო.ახ. ქართ. II. დურაღი დურაყი. დურაყი «წლის ჯიხვი» (საბა).ს.-ქართვ. *დურაყ- „წალი, ბერწი“ > ქართ. დურაყი (ჩუხუა 2000-2003).დიალექტ. III. დურაღი (თ. durak) გაჩერება, სადგომი, გასაჩერებელი. ოთობუსის დურაღი ჩუენ ეზოსთან გუუკეთებიან (ად., ჩვენ. ფუტკ.).
დურბელა
ახ. ქართ., დიალექტ. I. დურბელა იხ. II. დუბელა. მოაჭყაპუნებს ჭრელი ყურშა დურბელს და ტალახს (მ. ლებან.). დურბელა ძალიან მწარე, შხამივითაა. რა უბედური წარეა, თლა დურბელაა, რაგორნა დალიო (მესხ. ფეიქრ.). ძალიან მწარე, შინაც შემოხრჩოლდა შხამი და დურბელა („ურაკპ.“). ახ. ქართ., დიალექტ. II. დურბელა იგივეა, რაც დორბელა (გურ. ჯაჯ.). „დორბელა ყოველგვარი ცუდისა და ადამიანი შემაწუხებლის ზოგადი სახელია, იხმარება სპეციალურ გამოთქმებში. რა დორბელა მოუდა?“ (გურ. ჯაჯ.). შდრ. I. დუბელა.აგრეთვე: დურბელი, დურბლის ქარი, კისრის ავადმყოფობა ძნელი მოსარჩენი (იმერ. ბერ.). ავადმყოფობა (სიმსივნე) ყელ-ყბის ჯირკვლებისა;შთამომავლობაზე გად