There are currently 1825 names in this directory




აბილაური
(ქარ. რაზიკ.) ვაშლის ერთი საუკეთესო ქართულ ჯიშთაგანი, ხარობს ქართლში; ზამთარში ძალიან ინახება და კაი ფასათაც გადის.

აბლაუცა
(გურ. ც. გ) საქმის გაუგნებელი, საქმის გაუკვლეველი (შდრ. აბლაბუცა).

აბრა
(ქარ. პ. მირ) აბრათ გაუხთა, გაუსწორდა. გურიაში აბრის აღება თოფის ან დამბაჩის ნიშანზე მოწყობას ნიშნავს. იხთენს, სასირცხო საქმეს, სიღარიბეს ან სხვა რამ საჩოთიროს ფერებს [შდრ. პირის წყალი.

აბურძგალა
(რაზიკ. ფშ) ქათამი. „აბურძგალამ სიპი შობა, სიპმა აბურძგალა შობა” (ხალხური ჩქარა-გამოსათქმელი).

აბუჩი
(ნ. ა.) არა-რათ მისაჩნევი, ასაგდები. „დაუპატიჟებელ სტუმარს აბუჩი ქვია“ ანდაზა).

აგვართა
(გურ. მეგრ.) მწყემსის და მონადირის საყარაულო ქოხი.

აგულიანება
(ნ. ა.) წაქეზება, წახალისება.

ადარო აიღო
(გურ. ტ. გ.) ფრინველზე იტყვიან. ზოგი ფრინველი, მაგ. შავარდენი, ტანს რომ დაიბანს, კუდის ბოლოდან გამოიღებს რაღაც ზეთის მსგავსს სითხეს და გადისობს ფრთებზე გასაკეკლუცებლათ. ამას ეტყვიან „ადაროს აღებას“.

ადება
(ქარ. რაზიკ.) ერთი ადება თივა, რაც, ერთ საძნე ურემზე დაგდება თივა, ძნა თუ ბზე.

ადრაბაგი
(სპარს. 1. დ) ფანჯარა, სარკმელი.

ავან-ჩავანი
საქმის სრული გარემოება, თავგადასავალი.

ავგავანი
(გურ. ტ. გ.) ირგვლივი სივრცე.

ავლახა
(ნ. ა.) ურმის ჭალების შესაკრავი წნელია.

ავრეზი
უნაყოფო ხე.

აზართიანება
(ნ. ა.) აგულიანება, ჩაგონება.

აზარი
(ვაჟ. ფშ.) ასი წმინდა ნადირი, მონადირისაგან მოკლული, რის შემდეგ მონადირე ხმალს დროებით მიწაში ჰფლავს.

აზაქარი
(ფშ. რაზიკ.) ზარმაცი, უკეთებელი, გაურჯელი.

აზნაურა
(ნ. ა.) ურმის ფრჩხილების შესაკრავი წნელი. ქართლში აზნაურა ბალახია (რაზიკ.).

აზრომლება
(ქარ. რაზიკ.) დაჩირქება, აყროლება.

ათასში
(ა. ი) შარდის ქცევა, შირიში

აიაზი
(ა. ი.) რწყევა და ფაღარათი.

აიბი
(მთ. .მ. ჯ.) მდარე, ძაბუნი.

აინონი, აინუნი
(ნ. ა) აზრი, ფიქრი, მაგ. აინუნშიაც არ მომსვლია, აზრათაც არ გამიტარებია.

აკაპიწება
(გურ. იმერ.) ტანთ-საცმელის კალთების აწევა, გადაკაპიწება, ტანთსაცმელის სახელოების გადაკეცა.

აკვარჩხალება
(ვლ. ბზვ.) წყლის ძლიეგრი ადუღება.

აკვიწინება
(გურ. ტ. გ.) მიწყივ ვინმეს გაღიზიანება. „ამიკვიწინდა ეს კაცი და აღარ მეშვება“, „რას ამკვიწინებია, ნეტავი?“

აკიბვა
(ნ. ა.) რამესთვის კიბის სახის მიცემა, ჩამოსხმა, ჩამოცმა.

აკო
(ფშ. რაზიკ.) ფქვილის ჩასაყრელი, амбар, ბეღელი.

აკონვა
კონათ შეკრვა. „ჩალა აკონილი მაქვს“.

ალაბალა
(ქარ. რაზიკ.) დავიდარაბა.

ალადასტური
ანუ ანადასტური შავმარცვლებიანი ყურძენი, ანდასოულს ჩამოჰგავს, ხარობს უფრო საჯავახოში, გურიაში.

ალაია
(გურ. იმერ.) ორ წყებათ დაწკაპულ (მწკრივათ დამდგარ) ადამიანთა შუა ადგილი, ალაიში გატარება უწინ ნიშნავდა ადამიანის წკეპლით, ჯოხით ანუ მათრახის ცემით გატარებას ორ წყებათ დარაზმულ ჯარისაგან. ახლა ნიშნავს საჯაროთ შერცხვენას.

ალამათები
(ა· ი.) ნიშნები სენისა.

ალაყი
(ნ. ა.) тормаз.

ალაშა
(ქარ. ან. ე.-ხ.) თამამი საქციელის და ენა დაუმაგრებელი ქალი.

ალახა
(ფშ. რაზიკ.) ქართლურათ ალაქანა, წინდის მეორეთ გამოქსოვილი ძირი.

ალეინა
(ა. ი.) ოყნა.

ალი-კვალი
(ქარ. რაზიკ.) პირ-წავარდნილი. ქართლში იტყვიან: „ეს ბავში ალი–კვალი მამა არისო, ვითომ ძალიან ჰგავსო“.

ალის-ყური
(ქარ. იმერ. რაზიკ.) დიდრონი ზღვის ჭრელი ლოკოკინის ბუდე; სადაფი.

ალმანი
(რაზიკ.) „ვისიც იარაღი მოჰკლავდა ან დაჭრიდა, იმ იარაღის პატრონს უნდა ეზღო სისხლი, იარაღი გინდ სხვას სჭეროდა, ამ საზღაურს ჰქვია ალმანი.

ალო
(იმერ.) რამეს შესაფერი დრო, სეზონი. „ამ ტანი-სამოსის ალოა ახლა“. „ასეთს ჩოხას ჯერ ალო არ დადგომია“.

ალოშა
(ფშ. რაზიკ.) ბოყვი.

ალყას ცემა
(გურ. ტ. გ.) მოწყურვებულზე წყლისაგან და მოშივებულზე გაძღომისაგან უცებ წყენა.

ამ-დროული
(ციცქ.) თარამედროვე, ამ დროს შესაფერი. „იმის ძიებაში არ შევალთ, რამდენათ ამ-დროულია ეს საკითხები“ (ცნ. ფურც., .1906. #36016).

ამ-ნიაგავათ
(გურ. ტ. გ.) ამ-ნაირათ, ამის მსგავსათ.

ამაშუყელის მეფობა
იმერეთში სამეფოს არეულობის დროს მე-XVII საუკუნის დამლევს კანონიერი მეფე იძულებული ყოფილა გაქცეულიყო. უმეფოთ დარჩენილ ხალხს მოუნდომებია სხვა მეფის არჩევა. დიდებულთაგანი არავინ დათანხმებულა, ხოლო მცირე აზნაური ამაშუჟელი დაყოლია ხალხის სურვილს და ამოურჩევიათ მეფეთ. არჩევისათანავე მოსულა მახარობელი, კანონიერი მეფე მობრძანდა და იწყო სამეფოს მართვაო…. დასავლეთ საქარ. „ამაშუჟელის მეფობას“ ხმარობენ იმ აზრით, როგორც ევროპაში «ხალიფა ერთი საათით“.

ამოკალთავება
კაბის კალთას რომ ამოიწევს ქალი ან ჩოხის კალთას კაცი. ამოიკალთავა, კაბის ან ჩოხის კალთა აიწია.

ამოლანგვა
(ნ. ა.) ამოთხუპნვა, ამოსვრა.

ამოჟიჟინება
(ფშ. რაზიკ.) გაზაფხულზე, როცა პირველათ თოვლი ადგება და ბალახი წვერს ამოჰყოფს მიწიდან, ამ ბალახს ქართლში ჟიჟოს ეძახიან.

ამოშპუნება, ამოვიშპუნებ
(გურ.) ელვის სისწრაფით იარაღის ამოღება: ყამას, ცხემლაიშის (გურული სატევრები) და ხრმლის ქარქაშიდან, ფიშტოს (დამბაჩა) სარტყელიდან და თოფის კი ბუდიდან.

ამოწუმპული
წყალში დასველებული. „მეგრელია, კუდურია, წყალში ამოწუმპულია“. (ხალხური).

ამპურა
(ფშ. რაზიკ.) ხეა, წითელ ნაჟოფს ისხამს, ცოტათი კუნელს ჰგავს, ჭამენ.

ამხდური
(ქარ. რაზიკ.) ვალის გადასახდელათ საკმაო ქონება, რომ ვალს აუვიდეს.

ანაგებ, ანაგებათ
(გურ.) ბუნებით, ბუნებითათ. „იმას ანაგებ არაფერი არ გაეგება“, „ანაგებათ ასე იცის იმ გლახის მოდგმამ!“.

ანგალი
(პეტ. მირ.) დასაწონი, დანაწონი.

ანდასოული
შავი დიდ-მარცვლებიანი ყურძენი, ხარობს უფრო რიონის მარცხნივ, ქუთაისის მაზრაში, საჩინოს მხარეს.

ანდებარი
(ქარ. რაზიკ.) ურემი, რომელიც უკანა ძლევს.

ანდრიული
(ქარ. რაზიკ.) შავი სხვილ-მარცლოვანი ყურძენი.

ანტრია
(ფშ. რაზიკ.) გათხელებული მოხარშული ცომი.

ანჩახი
(ნ. ა.) უნაგირი.

აპლაკვა
(ც. ფ.) აშვერა, აპლაკული, აშვერილი, ავპლაკე ფეხები, ავაშვირე ფეხები; ავპლაკე იგი, წამოვაქციე ისე, რომ ფეხები აიშვირა.

აპლაკუნებს ყალიონს
(იმერ.) ჩიბუხს ტუჩების პლაკუნით წევს (გ. წ-ლის ნაწ.).

აპრაჭიჭა
(ჯ. ვაზ.) ყვავილია.

არაზანი
(ქარ. აწ. ე-ხ.) თავსხმა წვიმა, იხ, ლესტერი.

არაჟანი
(ქარ. პ. მირ.) უდუღარ რძეს ნაღებს რომ მოხთიან,

არას მიქინით
(გურ. ტ. გ.) არას გზით, არას საშუალებით.

არდისულათ
(გურ.) შუათანა რიცხვით, დაახლოვებით. „არ დამითვლია, მარა რამდენათაც თვალი მოვკარი, იქნება ასე, არდისულათ რომ ვთქვათ, სამასი ღერი ხე“. „ზოგან რომ ასი ჩავაგდოთ დ სოგან ორმოცდაათი, ასე, არდისულათ, იქნება 75“.

არეკლვა
თინათინება, ანარეკლი.

ართვალი
(იმერ.) ადამიანი, რომელიც შესახედავათ მოსაწონი არ არის.

არნაბი
(გურ. ტ. გ.) მოთხრილ მიწის გადასატანათ მოწყობილი ძელი (ფიცარი).

არნაგი
(ლეჩხ. პ. მირ.) კარიანი ფიცარი კალოზე დ სახლის გადმოსათოვლათ სახმარი.

არნობა მისცა
(გურ. ტ. გ.) ნება მისცა.

არჟის სოკო
(ფშ. რაზიკ.) სოკოა, არყი ისხამს და ამ სოკოსას ბურთებს თლიან.

არყის ტილა
(ფშ. რაზიკ.) წვრილი, მწვანე ქინქლა, რომელიც არყის ფოთოლს ახვევია.

არხიმი
(ფშ. რაზიკ.) ავი კაცი, მონჩხუბარი.

არჯალი
(ქარ. რაზიკ.) უკანასკნელი დღე, იტჟვიან: არჯალი მოუვიდაო, ვითომ კვდებაო. საბა ასე ხსნის: ურცხვათ ანჩხლიო. ხევსურეთშიაც ასე ხმარობენ, როგორც საბა.

არჯეკელი
(ფშ. ბაჩ.) მთის ბალახია.

ას-ფურცელა
(ქარ. რაზიკ.) ფაშვის დაკეცილი ნაწილი საქონლისა.

ასავალ-დასავალი
ადამიანის სადმე მყოფობის და მისი მოქმედების ამბვის ცოდნა. „…მისი ასავალ-დასავალი ვერ გაიგო…“ (ია ეკალ. ნაწ., გვ. 217).

ასაკი
(პ. მირ.) ზომის, მოწიფულობის დრო.

ასანიგი
(პ. მირ.) ჯალათი (აბიათ. მღვდ., ქ. ცრ., ნაწ. I).

ასახსნელი
არითმეტიკული ამოცანა, задача, გამასარკვევი.

ასიორება თვალისა
(გურ. ტ. გ.) შემცთარათ დანახვა რამესი.

ატალ
ი (ა. ი.) мышца.

ატორღიალება
(ქარ. რაზიკ.) ადევნება უკან. „რას ამეტორღიალა ეს კაცი“, ვითომ რას ამედევნა ეს კაციო.

ატრუვება, ატროვება
(ნ. ა.) ატეხა, ატყდომა.

აქენთელება
მეტის-მეტი დაღალვა და ქშინვა, აქენთელებული, ერთობ დაღალული და მქშინავი.

აქია
(რაზიკ.) анекдот, საბას აუხსნელათ აქვს სიტყვა „აქაია“.

აქნა
(ნ. ა) ასო-ასოთ დაჭრა, მაგ. ქათმის, ცხვრის და სხვ.

აღიზიანება
(ნ. ა.) გაჯავრება, გაბრაზება კაცისა ჩაგონებით, ლაპარაკით.

აყირო
(ნ. ა.) მსხვილი და ტკბილი მსხალია, ადრე მწიფდება.

აყლაყუდა
(ქარ. რაზიკ.) დიდი უხამსის კანის კაცი, აყაყული. იხ. ოტროველა.

აშხვართვა
(ცნ. ფ.) ტანით მაღლა ასული, ანუ მაღლათ გაზრდა ადამიანისა გინა მცენარის. აიშხვართა, მაღლა ავიდა; გაშხვართვა, გაწოლა, გაშხვართული, გაწოლილი.

აჩათანა
(ფშ. რაზიკ.) ტარ-მოკლე ნიჩაბი.

აძმორება
(რაზიკ.) აყროლება, დასავლეთ საქართ. აშმორებას იტყვიან.

აძრახდომა
(ფშ. რაზიკ.) ხმის გაცემა, ხმის ამოღება.

აწაპნვა
(გურ. იმერ.) წაღლეტა, წართმევა, წაგლეჯა; ავწაპნი, აწაპნის.

ახორმაზი
(ქარ. რაზიკ.) გაუმაძღარი ყველაფრით.

აჯამი
(რაზიკ.) ბრიჟვი, გაუთლელი.

აჯუჯ-მაჯუჯი
(გურ. ტ. გ.) დაბალი დ ცუდი თვალ-ტანადი ადამიანი.

ბაბაჲ
(გურ.) მამაჲ.

ბაბაყველა
(ჯ. ვაზ.) მცენარეა ბუჩქნარიანი, რწყილს წყვეტს.

ბაბრი
(ფშ. რაზიკ.) ძალიან დიდ დათვს ეძახიან.

ბაგბაგი
(ფშ. რაზიკ.) ბაბანი, კბილის კბილზე ცემინება სიცივისაგან.

ბაგრა
(მთ. მ. ჯ.) ძალიან.

ბაზი
(ნ. ა) ხმელი, მაგ. სიმინდი დაბაზდაო.

ბაზო
(ქარ. რაზიკ.) სამწვანილე კვლებს შუა დარჩენილი ცარიელი ადგილი.

ბათმანი
20 გირვ., ართვინსა დ ბათომის მხარეში 18 გირ., ერევნის გუბერნიაში 12 გირვანქა.

ბათომი
(ჭანური) საფლობი, ჭონჭყო მიწა, იხ. ლეთემი.

ბაიბური
(ნ. ა.) ჩამი-ჩუმი, მცირე ხმაურობა.

ბალახის ჩახდომა
(ფშ. რაზიკ.) ბალახის წასვლა, შემოდგომით რო გახმება და ჩაიფშვნიტება.

ბალდუმი
(იმერ. პ. მ.) კურტნის დასამაგრებელი ტყავი, ძუას ქვეშ ამოდებული.

ბალყუმი
(ხევს.) მიწის ნიადაგი.

ბანქო
სათამაშო კარტი. „ნარდი ბედია, ჭადრაკი ჭკუა, ბანქო ცუდია, განჯაფა „ტყუა“ (ანდაზა).

ბაჟე-მკვახე
(ნ. ა.) უმწიფარი ლეღვი.

ბარასი
(ა. ი.) „საშვილესაგან ბარასი რომ გამოებმის“, მაგარი სიმსივნე.

ბარგის ურმები
არტილერიის ბარგის ურმები. მეფე ერეკლე მეორის ერთ სიგელში ნახმარია იშ აზრით, როგორც რუსული артиллерийский обоз.

ბარდაგი
(რაჭ.) ათი გირვანქა ღვინო და სხვ.

ბარნელა
(ფშ. რაზიკ.) ჯოხზე გაკეთებული ჯვარი რძის სადღვებათ.

ბარღოჯანა
(ფშ. რაზიკ.) ავი სული, აშ სახელით აშინებენ ბალღებს.

ბასარსხლები
(გურ. ნ. ნ.) ბარტყები ჩიტისა, იტყვიან აგრეთვე პაწაწა ბალღებზედაც. „იმ ქალს ბასარსხლები დაესია“.

ბატილა
(ქარ. რაზიკ.) თეთრათ დახლილი (დახალული) სიმინდი.

ბატის-კურტუმა
(ქარ. რაზიკ.) ბალახია.

ბატკი
(გურ. ტ. გ.) შემოდგომაზე ნაშობი შინაური საქონელი.

ბაურა
(ფშ. რაზიკ.) საქონლის შემაწუხებელი.

ბაქთაში
(ქარ. გ. ეკ.) კირი და სილა კედელსა ანუ ჭერზე შენალესი, შტუკატური.

ბაჩა
(ნ. ა.) ცხენი, რომელსაც ძუა-ფაფარი აქვს გაკრეჭილი.

ბაჩაჩუყი
(ნ. ა.) პატარა ბავშის შესახებ იტყვიან მოფერებით, თუ მსუქანია და მასთან დაბალი ტანის.

ბაცი
(ნ. ა) ღია ფერი.

ბაციკუკუ
(იმერ. გურ.) გამოცანა „ყველა იქით მიწვა-მოწვა, ბაციკუკუ ფეხზე დგას“ (ქვიჯა, ფილი).

ბახი
(გურ. იმერ.) მოყივნება, საჯაროთ გალანძღვა, შეურაცხება. ზნეობითათ თავის მოჭრა. „გამოაბახა ქვეყანაში“.

ბახი
(იმერ. ნ. ა.) უვარგი ცხენი. ოსურათ ბახ ცხენია.

ბაჯვა
(ფშ. რაზიკ.) მალვა-პარვით გაუბარაქოვება რამესი.

ბდღვირი
რაიმეს დაცემისაგან, დარტყმისა გინდ დაკვრისაგან აყენებული მტვერი, კორიანტელი. „ბდღვირს ადენს ნაცარში“, ე. ი. ნაცარში ეცემა და ნაცრის მტვერს აყენებსო, იტყვიან სანაცარქექიო საქმეზე ან ისეთ კაცზე, რომელიც სულ პატარა საქმეს ერთობ აზვიადებს.

ბებრის ჭიპა
(ქარ. რაზიკ.) მხალია.

ბედრანგი
(ქარ. რაზიკ.) უშნო, ულაზათო, გახუნებული, გაბედრანგებული.

ბეზი
(გურ. ტ. გ.) ჭინჭი. როშელსაც თოფის გატენის დროს თოფის წამალს დაატენიან.

ბეკეკა
(ნ. ა.) თხა მოფერებით.

ბეკენწალი
(ნ. ა.) უხეირო ძროხა.

ბელასინი
(გურ.) უბედურება, საწვალებელი. „რა ბელასინს გადავეკიდე“, ე. ი. რა უბედურებას გადავეკიდეო. „რა ბელასინათ გინდა დათვის ბელს რომ ჰყიდულობთ“, ე. ი. რა უბედურებათ გინდა დათვის ბელს რომ ჰყიდულობო.

ბელიში
(ნ. ა.) ხეზე ანახეთქი დიდი ნაფლეთი.

ბემბლი
(გურ. ტ. გ.) ბუნებით ზანტი ადამიანი, ზოგჯერ ცხოველიც.

ბენტერი
(ქარ. რაზიკ.) ჩერჩეტი, გამოსულელებული.

ბერბეტი
(გურ. ტ. გ.) ჩერჩეტი.

ბზეკალი
(გურ.) ხის პატარა მშვილდი საბავშო.

ბიაბანი
(ნ. ა.) ვრცელი და გაშლილი ადგილი.

ბიასაბი
(ნ. ა.) უსიამოვნების მაძიებელი.

ბიბა
(ნ. ა.) ქოსა ბობრი (მხოლოთ უფრო – თეთრი, ბალნის მქონე).

ბიგა
(ფშ. რაზიკ.) ხის ნაჭერი, რამესთვის გასამაგრებლათ შეყენებული.

ბითაო
(რაზ.) კაცი, რომელსაც გვერდის ძვლები და წინ მკერდი სულ ერთის ძვლისა აქვს.

ბირწკნილი
(ხევს.) ფრჩხილი.

ბიტლი
(ფშ. რაზიკ.) წვრილი, ხილზე იტყვიან.

ბლაჩუა
(იმერ. გურ.) უმარჯული კაცი, რომელსაც არაფერი ეხერხება და მალეც ვერაფერს შეისმენს და შეიგნებს.

ბლიყინი
(გურ.) ერთ-ნაირ ცუდი გამოთქმით ლაპარაკი, იტყვიან დაუფიქრებელ, სულელურ ლაპარაკზედაც.

ბოგანო
(ნ. ა.) ყოველ ქონებას მოკლებული.

ბოგვა
მოჯადოვება; ტიტინი, ტიკტიკი.

ბოგინება
(გურ. იმერ.) ყოფნა, ჭაჭანი, ქაჭანება – „რა მდგომარეობაშია შენი მეზობელი“? „ბოგინობს როგორცაა“, „გამეცალე, თვარა მე შენ აქ არ გაბოგინებ“, „შენ რა გენაღვლება, მე აქ ვიბოგინო?“ „სული კიდევ მიდგია, ვბოგინობ ღვთის მადლით“, «მოღალატეებს ჩვენს შორის არ ვაბოგინებთ“, ე. ი. არ ვამყოფინებთ, არ გავაჭაჭანებთ, „გამცემნი ჩვენში ვერ იბოგინებენ“, ე. ი. ვერ გაჭაჭანდებიან.

ბოგირა
(ქარ. რაზიკ.) თავ-წვერა, გაუთლელი, ახირებული.

ბოთბაღი
(ნ. ა) ქართულ უნაგირის სამკაულია.

ბოთე
(ნ. ა.) უგუნური და ზანტი კაცი.

ბოიდაღი
(ნ. ა.) ლოთი და გარყვნილი კაცი.

ბოლათი
(გურ. ტ. გ.) თევზის შესაშრომი ღრუ მდინარეში ანუ ტბაში.

ბოლო-მოღებელი
ადამიანი, რომლის საქმე დაღუპულია, ანუ საქმე, რომელიც წამხდარია.

ბოლო-ქანქალა
(იმერ) იხ. მაბზაკუნა (ჩიტია).

ბოლქვა
კვამლის ანუ ღრუბლის ნაწყვეტ-ნაწყვეტი გროვა. ბოლქვა-ბოლქვათ, გროვა- გროვათ. ამ სიტყვას ის მნიშვნელობაც აქვს, რაც ჩუბინაშვილის და საბას ლექსიკონებშია ახსნილი.

ბოჟირი
(ვაჟ. ფშ.) დაწიოკება, თ. რაზიკაშვილის განმარტებით – აშლა, აყრა: „არწივი წეროებს ააბოჟირებს“, „ღრუბლები ამობოჟირდენ“.

ბორეა
(ნ. ა.) ქართულ უნაგირის გადასაფარებელი ქსოვილი ან ნაქსოვი ტყავი.

ბორიო
(ნ. ა.) უთავ-ბოლო კაცზე იტყვიან, პირდაპირი მნიშვნელობით კი იხ. დავ. ჩუბ. ლექსიკონი.

ბორობანი
(ქ. დ.) ზამბახი.

ბორტვი
(ფშ. რაზიკ.) ბელტი.

ბორჯი
(გურ. იმერ. ტ. გ.) მორიგეობის დრო, ვახტა.

ბოსლობა
(ფშ. რაზიკ.) ფშავში, ხევსურეთში და თუშეთში ქალები თვიურ წესის დროს სახლში არ შევლენ, ვიდრე არ დაირეცხებიან, და ბოსელში ცხოვრობენ. ამიტომ დარქმევია ბოსლობა.

ბოსტანა
(ხევს. რაზიკ.) ბოლოკი.

ბოტოტინა
(ფშ. რაზიკ.) დიდი, ზორბა, ღონიერი.

ბოღმა
(ქარ. ნ. ა.) გულის ჯავრი.

ბოყვი
(ქარ. რაზიკ.) მომცთარი ნაჟოფი ტყემლისა ან ქლიავ-ღონღოშოსი (ოღნოშო).

ბოჩოლა
(პ. მირ.) ცხოველთა ტყავი გატენილი რითიმე.

ბოძალდი
(ფშ. რაზიკ.) თოფის მსგავსათ სასხლეტი მშვილდ-ისარი.

ბოწიწკობა
(ფშ. რაზიკ.) ფეხების მაგრათ დადგმა.

ბოხროიანი მუხა
გამობოხროვებული, კოწოლიანი. ჩუბინაშვილს სხვა აზრით აქვს ნახმარი.

ბჟუი
(გურ. ფ. გ.) გონება-ჩლუნგი, შეუგონებელი.

ბჟუტური
დაულაგებლათ, საგნის შეუგნებლათ ლაპარაკი.

ბრაგვანი
(ქარ. რაზიკ.) ტყაპანი, ძირს დაცემა.

ბრაწვა
(ნ. ა.) შეწვა, მოხრაკვა ისე, როშ გაწითლდეს. „სუფრაზე მოგვართვეს დაბრაწული გოჭი…“

ბრეგვა
ძლიერათ დარტყმა ხელით ანუ სხვა რამეთი.

ბრეგი
მიწის მომაღლო ადგილი, მთის მცირე კონცხი.

ბრელო
(ნ. ა,) სიმინდის მარცვლის კანი, რომელიც ცეხვის დროს შორდება,

ბრეშა
(ფშ. რაზიკ.) ხარი როცა ხართან საჭიდაოთ ემზადება, ბრეშას იწყებს.

ბრილვა
(მთ. მ. ჯ.) სხვილათ თოვა.

ბროწი
(ნ. ა.) მუქი წითელი ბროწეული.

ბრძამი
(ვაჟ. ფშ.) მთის მცენარეა, უფრო ბალახსავით.

ბუა
ზებუნებრივი სულიერი, რომლის სახელით ბავშებს აშინებენ, იხ. დ. ჩუბ. ლექს. „ბულა“.

ბუბუნი
(ფშ. რაზიკ.) ხარის ყვირილი.

ბუბღი
(ნ. ა.) პატარა და გამხთარი პირ-უტყვი.

ბუდარობა
(ფშ. რაზიკ.) ფრინველთ ბუდობის დრო.

ბუდეშური
(რაზიკ.) ძალიან ტკბილი, მოგრძო მარცვლიანი თეთრი ყურძენია.

ბუდნა
(ქარ. რაზიკ.) ხელით ჩარიგებული ლობიო ვენახში. იმერეთში კი ჯგუფ-ჯგუფათ დათესილი მარცვალი, „ბუდნა-ბუდნა დათებვა“ (ნ. ა.).

ბუდუაჲ
(გურ.) ნათლია.

ბუზალაყი
(ფშ. რაზიკ.) არაყის გამონახადი.

ბუზუნვლო
(ნ. ა.) ჩონჩხი მტევნისა უმარცვლოთ.

ბუზურა
(ფშ. რაზიკ.) მწერი, მიწაში აკეთებს თაფლს. „ბუზურა ბევრი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო“ (ანდაზაა).

ბუთქვი ზე
(ფშ. რაზიკ.) დაბურული ხე.

ბუკნა-ჭოტი
(ქარ. რაზიკ.) ბუკიოტი, პატარა ბუ.

ბუკუკა
(ფშ. რაზიკ.) კოღო.

ბულულა
(ფშ. რაზიკ.) ყვავილი.

ბულული
თივის პატარა ზვინი.

ბუნგალი
(ფშ. რაზიკ.) მტვერი, ბდღვირი.

ბუნჩო
(ქარ. რაზიკ.) ბურდო, ჩალაბულა.

ბურბური
(ქარ. რაზიკ.) გურგური ცეცხლისა.

ბურბუშელა
(ქართ. იმერ.) დურგალთაგან ფიცრებიდან ანათალი, სილბილით დახვეული.

ბურტყუნი
(ქარ. რაზიკ.) დათვის ხმაურობა.

ბურძგალი
(ფშ. რაზიკ.) გინგლი, აშლილი ბეწვი.

ბურწინი
(გურ. ტ. გ.) დიდი კასრი, ბოჩკა.

ბურჭალი
(ნ. ა) ცელქობა, თავის შექცევა ბავშთა.

ბურხალი
(გურ. იმერ.) უწესოთ ჭიდაობა. ვბურხალობ, ბურხალობენ, იხ. კოწიაწი.

ბუსკნაობა
(იმერ.) საქონლის თავ-რქით ჭიდაობა; ებუსკნება, ებუსკნებოდა, ეჭიდავება, ეჭიდავებოდა, ხარების ბუსკნაობა.

ბუტაყი
(ფშ. რაზიკ.) მსუქანი, დიდი, მსუქან ბავშზე იტყვიან.

ბუწუწება
(ფშ. რაზიკ.) ბუწუწის გაშლა ან თმისა.

ბუჭყა
(ფშ. რაზიკ.) მაგარ-მხრიანი მწერები საზოგადოთ.

ბუხუნძელა
(ქარ. რაზიკ.) სხვა და სხვა მწერების ბუსუსიანი მატლები.

ბღეჟელობა
(გურ. ტ. გ.) ცხვრის ბღავილი.

ბჯღალი
(ფშ. რაზიკ.) ბრჭყალი.

გაბიცება
(გურ. ტ. გ.) ღომის დიდხანს გაჩერება დაუზელავათ.

გაბორჯება
(გურ. იმერ.) დრო გადუწყვეტლათ შეფერხება საქმისა, გაბორჯებული, დრო-გადუწყვეტლათ შეფერხებული საქმე (იხ. ბორჯი).

გაბჟინება
(გურ. ტ. გ.) გაყინვა კაცისა სიცივისაგან.

გაბრიცინება
(გურ.) გაქცინება. ხმარობენ მარტო „თავის“ შესახებ. „შენი თავის გაბრიცინებამ ისე, შენ ეს არ იცოდეო“.

გაბუსუნება
(ნ. ა.) სულის განაბვა, მოყრუება.

გადაბირება
(ნ. ა.) მიმხრობა სხვისი მომხრის.

გადამეტი
(იმერ. პ. მირ) ნამეტნავი.

გადამკიდე
(გურ. იმერ.) გამო, შენი გადამკიდე, შენგამო. „უშენობის გადამკიდე, დამაყოვნდა შუა-მარხვამდის“ (ტარიელ თავდგირიძის ლექსი), ე. ი. უშენობის გამო დამაყოვნდა შუა-მარხვამდინო.

გადაოგნებული
(ფშ. რაზიკ.) დაჩლუნგებული.

გადასახდთა ინსპეკტორი
(დ. მ.) ფინანსთა სამინისტროს მოხელე, რომელიც ყურს ადევნებს, ზედამხედველობს მაზრაში სახელმწიფო გადასახადთა გაწერას და სხვ.

გადაფიჩინება
სიცილით ანუ ტირილით, გულის შეწუხება სიცილის ანუ ტირილისაგან.

გადაღაჟღაჟება
(ნ. ა.) თეთრ-წითლათ გასუქება.

გადაშენება
(გურ. იმერ. ნ. ა.) ამოწყვეტა, გადაგვარება, გადაჯიშება.

გადახურვა
იხ. ქვემოთ „წაბურვა“.

გაზები
(ფშ. რაზიკ.) ფრინველთ კლანჭები ან საქონლის ფეხები.

გაზიფთვა
ქონის, თაფლის, სანთლის და მათებრ ნივთიერების წასმა ტილოსა და მის მსგავს ქსოვილებზე.

გათარანება
(ნ. ა.) სიცხისგან მეტათ შეხურვება (ადამიანისა).

გათახსირება
(ნ. ა) გაფუჭება, ბოლოს მოღება, დაცემა.

გათვალული
(იმერ.) ბავში ან საქონელი ავათ რომ გახთება უეცრათ, იტყვიან, გათვალულიაო, ე, ი. ხარბის თვალით შეუხედავს ვინმესო.

გათიშვა
(გურ. იმერ.) ძალით დაშორება ადამიანის ერთმანეთისაგან, გათიშული, დაშორებული; გამოვეთიშე, ძალით გამოვეცალე.

გათხინვა
(გურ.) გათხუნვა, გასვრა. „ავსა კაცსა ნუ ენდობი ნურცა გზასა, ნურცა კვალსა, ჯოხს გათხინავს, ხელში მოგცემს, ვერას გამორჩები მას“ (ხალხ. თქმულება).

გალაქლაქებული
(ვლ. ბზ.) ურცხვი მოლაპარაკე.

გალაღება
(ფშ. რაზიკ.) გახარება.

გალო
(ფშ. ძვალი. ნ. ურბნ. განმარტებით – ფეხის წვივი, დიდი ნაჭერი ბარკლისა (რაზიკ.).

გალოცვა
გურიაში ახალ წელიწად-დილას (კალანდას) სახლის უფროსი ხონჩაზე დაწყობილ შემწვარ და ცივათ მოხარშულ ქათმით, ღორის თავით და სხვა საჭმელებით, სახლის კარს გარედან მიადგება, კარს შიგნით ცოლი დგას. ქმარი დააბრახუნებს და დაიძახებს: „კარი გამიღეთ!“ ცოლი შეკითხავს: „ვინ ხარ“. ქმარი მიუგებს, ვინც არის. ცოლი ჰკითხავს: „რა მოგაქვს?“ ქმარი სხვა და სხვა ვარიანტით მიუგებს, რომ მოაქვს წმიდა ბასილის ლოცვა-კურთხევა, ცისა და ქვეყნის სიკეთე, ამა თუ იმ გამოჩენილ კაცების და მდიდრების რაიმე თვისება და სიმდიდრე და სხვ. ეს დიალოგი სამჯერ უნდა გამეორდეს. შემდეგ ქმარი შევა სახლში, ხონჩას დადგამსშუა ოთახში, მთელი სახლობა შემოეხვევა გარს და შეილოცვენ, რომ ახალი წელიწადი ყველა მათგანისათვის ბედნიერი და ნაყოფიერი იყოს და სხვ. მერე მთელი სახლობა დაიარს მთელ კარ-მიდამოს – ბოსელს, საქათმოს და სხვ.

განის კარი
боковая дверь.

განჯაფა
იხ. ბანქო.

გაოგნება
(ნ. ა.) გაყეყეჩება, გალენჩება.

გაპოხიერებული
(რაზიკ.) გასუქებული.

გარა
(ფშ. რაზიკ.) ქსლის იარაღი, კეტი, შუაზე გასაყრელი.

გარაიას საყვანელა
(ფშ. რაზიკ.) გარას ასაწევ-დასაწევი კავი.

გარდამეისათ
გაისს მომდევრო წელიწადში, მესამე წელიწადი.

გარესამხრობა
(ფშ. რაზიკ.) გარეთ უსახლკაროთ ცხოვრება, ცხვარში ან ლაშქრობას.

გარიალება
(გურ. ტ. გ.) გინება, კიცხვა, გაარიალა, გაჰკიცხა.

გასაგნვა
(ფშ. რაზიკ.) გაკვრა ისრისა ან ჯირითისა.

გასავათება
(ნ. ა.) მძიმე ავათ გახთომა.

გასამაგისება
(ნ. ა.) გარიგება, გასამაგისება, სამათ თანასწორათ გაყოფა (ქარ. რაზიკ.).

გასანსალებული
(ვლ. ბზვ.) გალესილი მეტათ.

გასწვრივ
გეზად.

გატეხა ენის ან თვალის
ენის ან თვალის მიჩვევა. „ამ ძნელ გამო სათქმელს რომ მალმალე იტყოდე, ენას გაიტეხ“, „ბევრნი ამ ჟამნ-დავითნსაც ძველისძველ ხელთნაწერებში აკითხებდენ, თვალს გაიტეხს და კარგიაო“ (ივ., 1904, # 179, ფელეტ.).

გატვრინვა
(ნ. ა.) ხმის გაკმენდა.

გატლიკინებული
(ვლ. ბზვ.) დიდი ენის პატრონი, ბევრის მოლაპარაკე.

გაფხლაკვნა
(ფშ. რაზიკ.) გაფანთხალება.

გაქშერება
(ფშ. რაზიკ.) გამეტება, რომ არაფერი დაენანოს სხვისთვის.

გაღოჯვა
(ნ. ა.) მცენარის თესლი, რომ პირველათ ფესვებს (ღოჯებს) გაიდგამს, იმას ეძახიან.

გაშპა
(გურ.) მოსხლეტით უცებ გაქცევა, გახტა, გაიქცა, მოშპა, გამოიქცა, მიშპა, მიიქცა უცებ მოსხლეტით, გამპა-გამოშპა, გახტა-გამოხტა, ამოშპა, ამოხტა.

გაშუალება
(ნ. ა.) შუაზე გაყოფა.

გაწამაწია
(იმერ. პ. მირ.) გასაჭირი, ერთსა და იმავე დროს რამდენსამე საძნელო საქმეზე ყოფა, კაცს რომელსაც ბევრი საქმე ექნება, იტყვიან, დიდ გაწამაწიაში არისო.

გაწაფვა
(ნ. ა.) გაწრთვნა, დაგეშვა.

გაწრიოკებული
(ქარ. რაზიკ.) გაწვრილებული, გაბეჩავებული.

გაჭიკნვა
(ფშ. რაზიკ.) ძალზე გატენა გუდისა, მუცლისა, ჯიბისა და სხვ. იმერეთშიაც ასე ეძახიან, გაჭიკნული, გატენილი.

გაჭყაჟირება
(გურ. ტ. გ.) ერთი მწუხარების ანუ სამგლოვიაროსი სხვა ახალი მწუხარებისა ანუ სამგლოვიაროსაგან განელება,

გახანხლვა
(ქარ. რაზიკ.) ტყუვილის გამოცხობა ხელ-და-ხელ.

გახდომა
(ნ. ა) გაწვდომა, ყოფნა.

გახერება
(ფშ. რაზიკ.) უძრავათ დადგომა, გაშეშება.

გახვლეპა
(ქარ. რაზიკ.) გაყვლეფა.

გახიდურება
(ნ. ა.) ორ დაშორებულ საგანზე მესამის გადება ხიდივით.

გახინწვა სახლისა
(ქარ. რაზიკ.) სახლიდან ყველაფრის გაზიდვა შესაჭმელათ ან ფარულათ.

გაჯახირება
(გურ. იმერ.) გაწვალება, მაჯახირებს, ვაჯახირებ.

გეზი
(ნ. ა.) მოხერხებული, მარჯვე ადგილი სათვალ-ყუროთ (გეზათ დგომა). გურ. თოფის ზუმპა (ტ. გ.).

გენცი
(სპარს. ქ. დ.) სათნო.

გეჯეჯი
(ნ. ა.) მუნი თუ გაძნელდა, გეჯეჯათ გადიქცევა, ტყავი დაუსკდება პირუტყვს და ჩირქი დის.

გვარ-შერეული
(იმერ.) ერთი და იმავ გვარის ცოლ-ქმრის, გვარის შერევა ერთი და იმავ გვარის ქალის და კაცის შეუღლება.

გვარიანი
(ქ. დ., გვ. 4, იმერ., გურ.) რიგიანი, კარგს ჩამოღმა; გაგვარიანება, ცოტათი გაუმჯობესება.

გველანა
(ქართ. რაზიკ.) თევზია ერთგვარი,

გველის ნალოკი ქვა
(ფშ. რაზიკ.) ბროლი.

გველის რქა
(რაზიკ.) ხუთო, გალესენ წყალში დ გველისგან ნაკბენს წაუსმენ ან დაალევინებენ.

გვერგვი
რგვალი ძელი, შუა ამოჭრილი, რომელსაც გადააცმენ ღობის ორ სარს გასამაგრებლათ. შეიძლება გვერგვი დაღვლეჭილი წკნელისაც იყოს. „ივერიის და დროების შემაერთებელო გვერგვო“ (აკაკის ლექსიდან).

გვერდალი
(ფშ. რაზიკ.) გვერდად დაქანებული ადგილი.

გვიზი
წინ გამოშვერილი მუცელი.

გვილანერა
(გურ. ტ. გ.) დიდი რამ საგანი ანუ ცხოველი.

გვირილა
(ფშ. იმერ. რაზიკ.) კვირია ფრინველი; იმერეთში ბალახია, რომელსაც რწყილის წამლათ აკეთებენ.

გვრილობს
(გურ. ტ. გ.) პატიოსანი შრომით იძენს. „ის კაცი შოულობს და გვრილობს“.

გვრიჭა
(ნ. ა) ბურთივით დახვეული ძაფი, მურგვი.

გზას ეწია
(თ. პუსა.) გზას შეუდგა, გზას დაადგა, გზას ეწიე, გზას შეუდეგ ანუ დაადეგ. (მათი სულები შეფრინდა და სამოთხის გზას ეწია: (პატ. გაზ., 1906, #7, თ. პუსა).

გიდელი
(გურ. იმერ.) ყურძნის საკრეფი გოდორი თავ-ფართო და ბოლო-ვიწრო, საბას და ჩუბინ. შეცთომით აქვთ განმარტებული.

გლანი
(გურ. ტ. გ.) რგვალი, პატარა ხე, ქორთუხის ქვეშ ამოსადები გასათრევად.

გლემურძი
(იმერ. პ. მირ.) მაგარი, ძლიერი, ხელ-მარჯვე.

გლონ
(ქ. დ., გვ. 17) ფრინველია ერთგვარი.

გლუვი
(ფშ. რაზიკ.) ტლუ.

გლურძი
(იმერ. პ. მარ.) ტლანქი, უხასიათო.

გოთაული ანუ გოთაური
(გურ.) საერო ანუ სათემო საქმისათვის გამდგარი და იარაღით მებრძოლი ადამიანი. საბ. და ჩუბინ. ლექსიკონებში შეცთომით არის განმარტებული.

გონიო
(ქარ. რაზიკ.) იარაღია კალატოზებისა, გონიო დაბასაც ჰქვია ბათომის ოლქში.

გონჯა
(იმერ. ნ. ა.) თუ ზაფხულში გვალვა და ნათესები დაზარალდა, ბავშვები და ქალები ფეხ- შიშველა დადიან სოფლათ სიმღერით, რომლითაც ღმერთს ევედრებიან წვიმის მოყვანას; ყოველი მოსახლე შეძლებისადაგვარათ ასაჩუქრებს მათ და თანაც ფეხზე წყალს მიასხამს.

გოჟო
(გურ. ტ. ბ.) ყვითელი, გამხთარი და მუცლიანი ბავშვი.

გორა ძირი
(ნ. ა) ტორა, რომელსაც წვეროზე ვაგე აქვს. თ. სახოკია ზეგანს უწოდებს.

გორა-შესკვნილი წარბი
(გურ. ნ. ნ.) შეერთებული წარბები.

გორგურიანი
(ფშ. რაზიკ.) გორებიანი.

გორელა
(რაზიკ.) თეთრი მსხვილ-მარცვლოვანი ყურძენია.

გორიცა
(გურ.) პატარა გოდორი, მოგრძო, ორ სახელურიანი, რომლებშიაც მუშა მკლავებს გაუყრის, ზურგზე მოიკიდებს და ისე მიაქვს.

გორო
(ლეჩხ.) ოთხი ბათმანი (სიმინდი, ხორბალი და სხვ.).

გრეხილი
(ნ. ა.) შეგრეხილი რამ ძაფის ან სხვა რაშესაგან.

გრინვა
(პ. მირ.,) ხმა-მაღლა ტირილი.

გუგუა-კაკა
(ფშ. რაზიკ.) სათირებელი [იხ. დათირება] ბავშთა.

გუგულის-კაბა
(ვაჟ . ფშ.) მცენარეა. გუგულის კაბა, ყვავა (ფშ. რაზიკ.).

გუგულის-ჯამი
(ფშ. რაზიკ.) წითელი სოკოა, ჯამებივით ამობრუნვით იცის ამოსვლა ნადირთ დანეხვილზე ტყეში.

გულ-არჯალი
(ქარ. რაზიკ.) გულ-ბოროტი.

გულ-გაკვერილი
ქვებური გულის პატრონი „…მსურს კი იმდენი შეძლება მქონდეს, რომ შენისთანა გულ-გაკვერილი ყმაწვილები… კაბის ბოლოზე გამოვიბა“ (ია ეკ. ნაწ., გვ. 21).

გულ-ქართლი
(ფშ. რაზიკ.) პურადი, გამმეტებელი.

გულ-ღვარძლი
(ფშ. იმერ; რაზიკ.) უწმინდურის გულის მქონებელი, დაუნდობელი ხასიათისა,

გულა კაცი
(რაზიკ.) გულ-მოსული.

გულამბარი
(იმერ. პ. მირ.) გულის ასაფარებელი ბავშვთათვის.

გურაბი
(ფშ. რაზიკ.) მორევი.

გურგულა
(ფშ. რაზიკ.) პურის გული.

გურგური
(მ. ჯ. ინგილ.) ქუხილი; გურგურებს, ქუხს. ცეცხლზედაც იტყვიან, გურგურებსო

გურჩი
(ფშ. რაზიკ.) როდინის ქვა, ფილთა-ქვა.

დაბანდება, დაბანდებული
გაცთენა, გაცემული. „… საზოგადოება… კომიტეტების შედგენას… საქმის დაბანდებათ (ე. ი. გაცთენათ) თვლის“… (ცნ. ფურც. 1906, # 2997, ფელეტ.,… „ფული საქონელში მაქვს დაბანდებული“, ე. ი. გაცემული.

დაბანძვა
(იმერ. ნ. ა.) კარგათ მოსხმულ ხეხილისა. «რა დაბანძულია ეს ხეო, იტყვიან.

დაბარძღული
(იმერ. ვლ. ბზვ.) დაბალი ტანისა, მახინჯი კაცი.

დაბასმული
(ნ. ა.) სახიანი, წინწკლებიანი ლეჩაქი.

დაბგა
(გურ.) ფანჯრის ქვემო ფიცარი რამეს ჩამოსადებათ.

დაბდური
(ქარ. რაზიკ.) დამბლა; კაცი, რომელსაც არაფერი საქმე არ ეხერხება.

დაბჩენა
დაღება; პირ-დაბჩენილი, პირ-დაღებული, პირი დააბჩინე, პირი დააღე.

დაგაზვა
(ფშ. რაზიკ.) ფრინველი რომ ფრინველს დაჭრის.

დაგაწიწება
(ნ. ა) დაკარწახება.

დაგლილი
(ნ. ა) შიგნით დაბეჟილი და დაავადებული ხორცი, იხ. საბ. ლექსიკონი.

დადანდლვა
(ქარ. რაზიკ.) ურმის დანდლებით გამართვა.

დადეგი
(გურ.) ძველ დროში წლის დასაწყისი, რომელიც ყოველთვის შემოდგომის დამდეგს, ე. ი. ენკენის-თვის 1 მოდიოდა. ეხლა კი დადეგს გურულები ჩვეულებისამებრ იხთიან 1 ენკენის-თვეს, მარა წლის დასაწყისს აღარ ნიშნავს.

დადეგობა
იხ. დადეგი.

დადურაღვა
(რაზიკ.) დურაღის კვრა, დაზრობა, ცხვარი რომ დაიზრება ზამთარში.

დათვა
(ნ. ა.) ურმის ზედადგარის ნაწილი, რომლითაც ღერძას ეხება.

დათირება
(ფშ. რაზიკ.) დაყვავება, ბავში რო ტიროდეს, დაუყვავონ და გააჩუმონ.

დათხევა
(ფშ. რაზიკ.) უცებ დაკარგვა, მიმალვა, დაითხიე აქედან – წაეთრიე აქედანო.

დაკენწებული
(გურ. 48. ტ. გ.) დამტერებული.

დაკმინება
(ფშ. რაზიკ.) დაჩუმება.

დაკოსვა
(იმერ.) დაგლახაკება.

დაკოღინება
(გურ. ტ. გ.) მცენარის ანუ სულიერის ზრდის დაბრკოლება, შეყენება; დაწევა მდგომარეობით, სხვებს უკან ჩამორჩენა (ართმ.).

დაკრიალება
(ქარ. იმერ. და სხვ. რაზიკ.) წმინდათ დაგვა, ჭურჭლის დაწშენდა.

დალანდვა
(ნ. ა) თვალის შესწრება, თვალის მოკვრა (მაგ. თვალით დავლანდეო).

დალდე
(ფშ. რაზიკ.) კლდეში შეზნექილი ადგილი, სადაც ნადირი დაწვება ან თოვლი შერჩება.

დალუჭდა
(ფშ. რაზიკ.) დაწყვილდა, «დალუჭდა ორი ყორანი, ჩაცვინდენ უღრანს ტყეშია“. [შდრ. ლუწი].

დამშმარი
(ფშ. რაზიკ.) დამპალ-დაობებული და ასულებული, დასავლ. საქართველოში აშმორებულს ეტყვიან.

დანაზასული
(ქარ. რაზიკ.) ყურძენია შავის ფერისა,

დანაღრვა
(ნ. ა.) პატარაობითვე დასუსტება, ავათ-მყოფობით ანუ უპატრონობით.

დანდალი
(ქარ. რაზიკ.) ურმის ნაწილი, ხელნებში გაყრილი ხეები.

დაოსება
(ფშ. რაზიკ.) დაღალვა, დაოსებული, დაღალული.

დაპანკვა, დაპანკული
იხ. დაყურსული.

დაპოპრვა
(გურ. ტ. გ.) იხ. დაჩვანვა.

დაჟამება
(ფშ. რაზიკ.) დამწიფება, დაჟამებული, დამწიფებული.

დაჟარვა
(ფშ. რაზიკ.) საბა ამბობს: „ხილის ყინვით დაზრობა“. დაჟარული იმას ჰქვია, გვერდები რომ დაჟეჟილი და ჩაჭყლეტცილი ექნება რამეზე დაცემით დ არა ყინვით.

დაჟილვა
(ფშ. რაზიკ.) თხილისა ანუ კაკლის ჩენჩოს გაცლა.

დარუფული
(ა. ი.) ფეხი ან ერთი ასო რომ გაუსივდება.

დარუყება
(ფშ. რაზიკ.) მოშლა კეთილის ცხოვრებისა.

დასამხრისი, დასამხარი
(იმერ. ნ. ა.) ადგილი, რომელიც კაცს ემარჯვება, ემხრობა მისასვლელათ ანუ სამოსახლოთ და სხვ.

დასი
პარტია, სათეატრო ტრუპპა. სხვა მნიშვნელობა ამ სიტყვისა იხ. დ. ჩუბინ. ლექსიკონში.

დასინული
(ფშ. იმერ. რაზიკ.) გაკალული.

დასისხლვა
(პ. მირ.) საურის გადახთევინება.

დასიცხული
(ნ. ა.) სიცხისგან შეწუხებული, სხეული სიცხისაგან.

დატიტბვა
(მ. ჯ. ინგილ.) ცხელ წყალში რამეს გამოხარშვა, მაგ. ძაფის.

დაუცადი
(ნ. ა.) ნამდვილი, უებრო.

დაფევა
(ფშ. რაზიკ.) ჭურჭლის პირში დაცობა ან ჭრილობაში.

დაფელვა
(ნ. ა.) გაღება, მაგ. ფანჯრისა და კარებისა.

დაფეფქვა
(რაზიკ.) დაჩეჩქვა, დაფეფქვილი, დაჩეჩქვილი, ძვალი და ტყავი ერთმანეთში დანაყილი.

დაფოლება
ჩაფოლება, დაწუნება; დამიფოლა ანუ ჩამიფოლა, დამიწუნა.

დაქმიტება
(ქარ. რაზიკ.) თვალი და გული რო ვერაფრით გაუძღება.

დაქონქილი
(ნ. ა.) ნამეტანი სიძველისაგან დამდნარი და დაგლეჯილი ტანისამოსი და სხვ.

დაღირსება
(ნ. ა.) დანატრულება, ვისაც სანატრელათ გაუხთება ის; რასაც ნაჩვევი იყო.

დაღრნობა
(იმერ. გურ.) დაჭკნობა, დამღნარი, დამღრალი, დამჭკნარი.

დაღურბლებული
(ფშ. რაზიკ.) შუბლ-შეკრული, გაუცინარი. „ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი ჯობს დაღურბლებული“.

დაყრანტალება სიტყვისა
(ქარ. რაზიკ.) ერთი სიტყვის წამოცთენა, რაც სათქმელათ არ უნდოდა კაცს.

დაყურსული
(გურ. იმერ.) დაპანკული, ერთობ დატვირთული, უფრო კი იტყვიან ხეხილის შტოზე, რომელსაც იმდენი ხილი გამოსხმია, რომ იზნიქება. იტყვიან წმინდა ვეცხლზე ანუ ოქროზე: „დაყურსული ოქროა, ან ვეცხლიო“. იხ. დ. ჩუბინ. ლექსიკ. „დაყურსება“.

დაშამათება
ჭადრაკის თამაშის ტერმინია (შაჰ და მათ), ცხოვრებაში ნიშნავს კაცის ისეთს მდგომარეობაში ჩაყენებას, როცა არაფრის მოხერხება არ შეუძლია, ვერაფერს ვერ შეძლებს, „ისე დაგვაშამათა იმ კაცმა, რომ ვერაფერს ვახერხებთ“, „მისი წყალობით ისე ვარ და დაშამათებული ამ საქმეში, რომ საძრაობა არა მაქვს“.

დაჩვანვა
(გურ. ტ. გ.) ბავშისაგან სატირლათ სახის დაპრანჭვა. „როგორ დაჩვანა აძ ბავშმა სახე“.

დაწეპა
(რაჭ. პ. მირ.) მრგვალი ტკეჩის გოდორი, სასიმინდო. მხარზე გასადები.

დაწვერვა
(ფშ. რაზიკ.) ტაბაკით ხორბლის გადარკვევა.

დაწირეხება
(გურ.) წკნელის დაგრეხა.

დაწყემსება
(ფშ. რაზიკ.) დასაჭერათ გამოდგომა რბენით.

დაჭვარჭვალიტება
(პ. მირ.) კანის აჭრელება, ველურმა ხალხმა რომ იცის (გაზ. კვალი).

დახამება
(ნ. ა.) დიდი ხნის შესვენებული და ნაპატივები ცხენი ან ხარი, ხშირათ ისე იქცევა, როტორც გაუხედნელი, ხამი; ამგვარს საქონელს ხელახლათ გაწრთვნა ჭირდება.

დახამლული
(ფშ. რაზიკ.) მწერელ ჩვილი (?) დახამლული, დაჩაგრული.

დახაფვრა
(ფშ. რაზიკ.) დაკარგვა, დამალვა, მიფარება.

დახედვა
(ქარ. რაზიკ.) გემოს მიცემა სახურავისაგან. ქვევრმა დახედა, სარქველმა დახედა და ღვინო წაახთინა.

დახელ-ფეხება
საქმის სასწრაფოთ გაკეთებას რომ შეუდგება კაცი. „ძალიან დახელ-ფეხებული არ შეუდგა ეს კაცი საქმეს!“

დახემსება
(იმერ. ვლ. ბზვ.) ცოტა რამეს შეჭმა. დავიხემსე, დავიხემსებ.

დახიცვა
(გურ. ტ. გ.) ჭოკების გადება ისლის სახურავზე, რომ ქარმა არ წაიღოს, დავხიცავ, დახიცული.

დახუნძვა
(იმერ. ნ. ა.) ვაზზე იტყვიან, როცა კარგი მოსხმულია.

დაჯღავლება
ცუდი ხმით დაყვირება.

დგანდგარი
(ფშ. იმერ. გურ. რაზიკ.) გრიალი, მიწის ხმაურობა, როცა მიწა იძვრის.

დგმა
(ნ. ა) მოდგმა, შთამომავლობა, თაობა, ახალი დგმა, ახალი თაობა.

დგნალი
(ფშ. რაზიკ.) წნორის გვარის ხე.

დედა-მანია
(გურ. ტ. გ.) ბებია ქალი, იხ. ტატბერი.

დედოფალა ჩიტი
(ფშ. რაზიკ.) გულწითელი ჩიტი.

დევ-კაჟი
(ფშ. რაზიკ.) გმირი კაცი.

დევის ყურა
(ქარ. რაზიკ.) მცენარეა.

დეკა
(ფშ.) ჯაგის გვარი მცენარეა.

დემფა
(ფშ. რაზიკ.) ზედადგარივით სამ-ფეხა სათამაშო ხისა, ბალღები დადგამენ და მერე შორიდან რიკებს ესვრიან.

დემფილა
(ქარ. რაზიკ.) მსუქანი ძროხა.

დენგარი
(ფშ. რაზიკ.) წვრილმანი ტყე, გაუვალი ჯაგ-მაგი.

დვიბე
(გურ.) მთის ხეობიანი ფერდი, ყანის დასამუშავებლათ გამოსადეგი.

დირე
(ფშ. რაზიკ.) ხე, ფიცარი, კედლის ქვეშ დადებული მიწასა და ფიცრებს შუა, რომ ფიცრები არ დალპეს, დასავ. საქართველოში კარის ჩარჩოს ქვემო ნაწილი. იხ. კარაბა და კარნაგელა.

დიხა-შვილდი
(გურ. ტ. გ.) ნადირის ანუ მხეცის გასარებზე მოწყობილი თოფი (უწინ შვილდი), რომელიც აუცთენელათ მოხვთება ნადირს.

დობილო
ასე ეძახიან დასავ. საქართველოში ერთს რომელიმე ადგილას ხშირათ გაშნებულ ხეებზე აშვებულ ვენახს.

დოგმა
(გურ. იმერ.) შესაკრავი ღილები ლითონისა (ენიანი): ენიან დოგმას მამალს ეტყვიან, უენოს დედალს.

დოლა ძროხა
(ფშ. რაზიკ.) ურქო ძროხა.

დოლის ჭირნახული
(ქარ. რაზიკ.) ვადაზე მოხნულ-დათესილ-დაფარცხული.

დომბაი
იშვიათი ჯურის გარეული კამბეჩი. იპოება მხოლოთ უწინდელ პოლონეთში, ბელოვეჟის ტევრში დ აბხაზეთში „რიცა“ ტბის მიდამოებში, მდ. ბზიბის ღელეში (ბასეინში). კ. ყიფიანი თავის ლექსიკ. უწოდებს „ადომბაის“ და „დომბას“.

დონა
(ქარ. რაზიკ.) მონა დამბლა, უთაური.

დონდლოჩინა
(ქარ. რაზიკ.) დონე კავი.

დორანი
(ქარ. რაზიკ.) კაი დორანში ჩავარდაო, იტყვიან ქართლში, კაი ბედი მოუვიდაო.

დოსმარი
(ფშ. რაზიკ.) ცრუ მოლაპარაკე კაცი.

დოსტოღრივ
(ფშ. რაზიკ.) პირ-და-პირ მისვლა გაბედულათ და შეუპოვრათ. ეს სიტყვა იხმარება „სარკე თქმულშიაც“. გურიაში დოსტოღრივის მაგიერ იტყვიან „ჯიქურ“.

დოყვი
(ფშ. რაზიკ.) მუწუკი.

დოყი
(იმერ. ნ. ა.) გულის ჯავრი.

დოჩხაური
(გურ. ტ. გ.) კარგათ დანთებული ძლიერი ცეცხლი. „ეს ცეცხლი სწორეთ კაი დოჩხაურია“ [შდრ. მეგრ. დაჩხირი].

დოხანი
(დ. პ.) ხევს. უდრის კოლიოს, იმ განსხვავებით, რომ გარდა წმინდა პურისა, დოხანს აკეთებენ აგრეთვე ცერცვისა და სიმინდისასაც; ლობიო და ხორბალი ერთათ მოხარშული (ფშ. რაზიკ.)

დროსეული
(ფშ. რაზიკ.) ავის საქნელათ დროს მომლოდინე კაცი.

დუგუნა
(გურ. (ტ. გ.) მეტის-მეტი სიცხე.

დუდურა
(ფშ. რაზიკ.) ხმელი ბალახის ღერის გახვრეტილი ლულა.

დუმა
(ნ. ა.) თოფის კონდახის ბოლო.

დუმბარა
(ფშ. რაზიკ.) ნაკერი ბამბიანი საცმელი, ისე რომ სახე გამოდიოდეს.

დურკი
(ფშ. რაზიკ.) ცხვრის საწველი ტავანი.

დუსტათ, ზუსტათ
(იმერ. ნ. ა.) არც მეტი, არც ნაკლები, სწორეთ ზომაზე.

დღზოლა
(ნ. ა.) აუტანელი სიმყრალე, დღზის, ჰყარს მეტათ, ადღზოლდა, მეტათ აყროლდა.

ეზალი
(გურ.) ფისტონი.

ეკალ-ძმარა
(გურ. რაზიკ.) კოწახური ხეა.

ელანდზე
(გურ.) წარმომდგარია ორი სიტყვისაგან „ერთი“ და „ლანდი“: ერთს ლანდზე ნიშნავს უცებ, მეყსეულათ..

ელეგი
(გურ.) ჟილეტი.

ენა-მოქარგული
(იმერ. ნ. ა.) ენა მჭევრი, ხერხიანი მოლაპარაკე.

ენა-ჩასაცივებელი
ისეთი ადამიანი, რომელიც ღირსია ენის სამუდამოთ გაცივებისა.

ენა-წყლიანი
(ფშ. იმერ. რაზიკ.) მჭევრ-მეტყველი, შვენიერი მოლაპარაკე, ენამჭევრი.

ენათ გაკრეფა
(ქარ. რაზიკ.) მომეტებული ბევრის ლაპარაკი. ანდაზაა: „ბალღი რო ენათ გაიკრიფება და მოზვერი რქათ, იმათში ხეირი არ არისო“.

ენიაზება
(ფშ. რაზიკ.) გულით ენატრება; „ვაჟის ყოლა ენიაზება“.

ერაწი
(ხევს. რაზიკ.) პატარა ქვაბი, იხ. კაპჭანა.

ერთცახე
ერცახე, მრავლ. ერთცახვანი, ერთცახეები (იმერ. გურ.) სულ პატარა, წარმომდგარია ორი სიტყვისგან „ერთი“ და „სახე“, იხ. ვეფხის-ტყაოს. დ. კარიჭაშ. გამოც., გვ. 311.

ეშმაკის სანთელა
(ჯ. ვაზ.) უბრალო ბალახია.

ეშმაკუჭა
(ხევს. რაზიკ.) ოფოფი (ფრინველია).

ეწერი
(ნ. ა.) მაღალი მთის ბალახია, სახლების სახურავათ ხმარობენ, იხ. დ. ჩუბ. ლექსიკონი.

ეხში
(ხევს. ნ. ურბ.) გამოქვაბული კლდე.

ეჯელი
(გურ. ტ. გ.) საეგებიოთ გაბედვა. „ეჯელზე ჰქენი, რაც იყოს და იყოს“.

ვაზის-ძირა
(ქარ. რაზიკ.) ერთგვარი ბალახია.

ვაკასა
(იმერ. ნ. ა.) ბალახია, თუ პირუტყვს უდროვოთ კბილი ჩავარდა, იტყვიან – ვაკასა მოხვედრიაო. ვაკასა ერთ-ნაირი მწვანე ბაყაყიცაა, ხეზე ცხოვრობს; როდესაც ის ყიყინს დაიწყებს, წვიმა მოვაო, ამბობენ.

ვანება
კაშკაში; სავანე, იარაღი განათების (ნ. მარრი, ТР, IV, გვ. რმგ).

ვაჟიანობა
(ქარ. რაზიკ.) ვაჟის ყოლა. „შენი ვაჟიანობა გამაგონოს ღმერთმაო“.

ვარაუდი
(ნ. ა.) ანგარიში დაახლოვებით, მეტ-ნაკლებობით.

ვარაყანი გადასდის
(ქარ. რაზიკ.) ყვითელი ფერი ადგია.

ვახშმის პირით გადატანა
(ფშ. რაზიკ.) ვახშმის ისე ჭამა, რომ საქმეს თავი არ დაანებოს.

ველობა
(ფშ. რაზიკ.) საომრათ წასვლა ან სათარეშოთ.

ვერძა
(რაჭ.) მადნის წყალი.

ვეფხ-აქლემი
(პ. მ.) გარეული ცხოველია (გაზ. კვალი).

ვეძა
იხ. ვერძა.

ვირი-კბილა
(ჯ. ვაზ.) უბრალო ბალახია.

ზაპუნი, ზაპა-ზუპი
(იმერ. ნ. ა.) ცემა რამე რბილ საგანზე.

ზარ-წყალი
(ფშ. რაზიკ.) წყალი და სისხლი მუწუკიდან გამოსული.

ზარბაზანი
(იმერ. პ. მირ.) „აგცილდეს კაცხის ზარბაზანი“, ე. ი. უბედურებას გადარჩიო, უბედურება აგცილდესო.

ზარდაგი
(იმერ.) ერთობ დიდი ტანის ბედაური ცხენი. ზერდაგი ნ. ურბ-ს „კარგ იაბო ცხენათ აქვს განმარტებული (ივერ., 1888, # 49).

ზაქარ-თამა
(მ. ჯ. ინგილ.) ძველი სახელი ახლანდელის ქალაქის ზაქათალისა (სავაჭრო გზა, 1908, #23).

ზდურთვა
(იმერ.) გაქცევა. ვზდურთე თავი ბუჩქებში, შევრგე თავი ბუჩქებში, შევირბინე ბუჩქებში.

ზერდაგი
იხ. ზარდაგი.

ზერელე
(იმერ.) ცოტათი ზევით.

ზიდი
(ფ. ქ.) მუსიკალური ტერმინი.

ზიზია
(ქარ. რაზიკ.) ჭრელ-ჭრელი ბავშთა ჩასაცმელი.

ზითხი
(იმერ. ნ. ა) ჭუჭყი, ზინზლი.

ზინკლვა
(ქარ. რაზიკ.) კოტვა. რას იზინკლები? რას ჰკოტავ?

ზინტლი
(ქარ. რაზიკ.) ჭუჭყი, უსუფთაობა.

ზიყ-ნაფაზი
(არაბულია, ა. ი.) ხაფაყანი, ქშინვა.

ზმა-კიდური
აკროსტიხი, ე. ი. ლექსთა პწკრების პირველ ასოების ზემოდან ქვემოთ ჩაკითხვით რაიმე აზეიანი სიტყვა რომ გამოდიოდეს.

ზმუკი
წყევლა.

ზმუკუნი
(ქარ. ფშ. რაზიკ.) დუდღუნი, ბურტყუნი.

ზრიმლი
(ქარ. ფშ. რაზიკ.) ცვარი, ნამი.

ზრო
(ფშ. რაზიკ.) ისრის წვერი რკინისა. ჩუბინ. და საბ. „ღეროთ“ აქვსთ ახსნილი. ქვემო იმერეთში მდინარის კალაპოტს, ლუბრმას ეძახიან.

ზრომლი
(ფშ. რაზიკ.) ჩირქი, ბაყლი.

ზუპანი
(გურ. ტ. გ.) დიდი ტვირთი.

ზურტუხი
(ფშ. რაზიკ.) საცემრათ დაღირება, ცემის დაპირება.

თაბალა
(ქარ. რაზიკ.) ნგვის საზიდავი ტყავ-გადაკრული ცხავი ან ხოკერი. დ. ჩუბინ. ხუნდათ ხსნის.

თაბაური
(ნ. ა.) ავ-კარგიანათ გარჩევა, ანგარიშობა.

თაბიათი ძილისა
(ა. ი.) гигиена сна.

თავ-გზიანი
(ფშ. რაზიკ.) ყველაფრის მომხერხებელი.

თავ-დაწერილი
საცხოვრებლათ რომელიმე ადგილს მიწერილი, იქაურ მცხოვრებთა დავთარში ჩაწერილი.

თავ-კვერი
(ქარ. რაზიკ.) მსხვილ-მარცვალა შავი ყურძენია; ქერქი რომ გაჭყლიტო, ხელს წითლათ შეღებავს, ქართ. და კახეთ. ღვინის წითლათ დასაყენებლათ ხმარობენ. კახეთში და იმერეთში საფერავს ეძახიან.

თავ-მძიმე
(ქარ. რაზიკ.) ურემი, რომლისაც თათები ძლევს.

თავ-მძიმეთ ყოფნა
(ქარ. რაზიკ.) ქეიფიანათ, მთვრალათ ყოფნა.

თავ-პატიჟის დება
(ნ. ა.) განზრახ უარზე დგომა; თავ-პატიჟს იდებს, განზრახ უარზე დგას.

თავ-საცობი
ცობოლი, пробка; ბოთლისა და სხვა ჭურჭლების თავ-დასაცობი, თუმცა შეიძლება არა ყოველი თავ-საცობი იყოს ცობოლისა, იხ. საფევი.

თავ-სახურა
(ფშ. რაზიკ.) სახურავიანი თაბახი ან ქვაბი.

თავ-სხმა
ძლიერი, კოკის-პირული წვიმა; უხვათ: მასპინძელს ღვინო თავ-სხმათ ჰქონდაო, ე. ი. უხვათ ჰქონდაო.

თავ-ყრილობა
ძველათ ნიშნავდა თემის ყველა ერის კაცთა საერთო კრებას საქმეების გადასაწყვეტათ; ეხლაკი თავყრილობა ნიშნავს კრებას, შეკრებილებას. „თუ სადმე თავყრილობას შეხვდით… საზოგადო საქმეზე გაიგონებთ სჯა-ბაასს“ (ცნ. ფურ., 1905, #2803).

თავ-ჩალა
(ქობულეთ.) მოუფიქრებლათ საქმის გადამწყვეტი კაცი; თავ-ჩალათ, მოუფიქრებლათ.

თავ-ჩითა
(ფშ რაზიკ.) თავ-შალი.

თავ-წვერა
(ფშ. რაზიკ.) თავნება.

თავ-ხრილი
(ფშ. რაზიკ.) კომბალი.

თავთავ-კვალი
(ქარ. რაზიკ.) ხნულის თავზე წყლის სადენლათ გადაჭრილი კვალი.

თავი კაცი
(ნ. ა.) უფროსი კაცი, მოთავე; თავ-კაცობა, უფროს-კაცობა.

თავი ხელათ
არ მავს, გაქვს, აქვს, გარემოებ ნებას არ მაძლევს, რომ ამა და ამ საგნის, საქმის გინა კაცისათვის მოვიცალო.

თავის-თავადი
(ნ. ა.) ორიგინალური; სხვისგან დამოუკიდებელი.

თავისიანი
(ფშ. რაზიკ.) მოკეთე, ნათესავი.

თათები
(ქარ. რაზიკ.) ურმის წინა ნაწილი, რაშიაც უღელი უყრია.

თათლიბი
(ა. ი.) ანუ ტათლიბი ძირტკბილისაგან გაკეთებული წამალი.

თანა-ცალი
(ნ. ა.) ერთი წყვილთაგან.

თარნაკი
(იმერ. დ. ნ.) ქენქრეხი, ანჩხლი ქალი.

თარჯი
(იმერ. პ. მირ.) ხეზე ამოჭრილი ნიშნათ სამზღვარისა.

თახვი
(ფშ. იმერ. რაზიკ.) თხუნელა.

თბე
(ხევს. ურბ.) ფრთა.

თბუნება
(ქარ. რაზიკ.) ჩათბუნება, თბილათ ჩაწოლა ლოგინში.

თეგრი
(ფშ. რაზიკ.) გარეულ ღორების საზამთრო ბინა.

თეთრ-ყირმიზი
თეთრ-წითური.

თეთრი მდინარი
(რაზიკ.) თეთრი ყურძენია.

თელება
(ფშ. რაზიკ.) დასაჯდომათ დაღირება, ფრინველები როცა ლეშს უნდა დაასხდენ, ეთელებიან, „მოკლეს მოკლია ხირჩლაი, ყორნები ეთელებოდა“.

თენგი
(ნ. ა.) მცირე სატეხი (დურგალთ იარაღი).

თვალ-მაისა
(ქარ. რაზიკ.) წითელ-თვალა, პატარა თევზი.

თვალ-საზრისი
(პ. პ.) точка зрения „ახლათ მოვლენილი მეცნიერები არაფრათ აგდებენ ყველას, ვინც მათებურ თვალ-საზრისით არ უყურებს საქართ. წარსულს“ (ივ., 1904, # 189).

თვალ-საჩინოება
(ალ. ჭიჭ.) наглядность.

თვალ-საწიერი
(გურ. მ. გ.) უშორესი ადგილი, სადამდისაც ადამიანის თვალი უწევს. „შორს, თვალ საწიერს გამოჩნდა… ოჰ წეროების გუნდი ყოფილა“! (მ. გურ. ნაწერები, ტ. I).

თვალის დავლება
(ფშ. რაზიკ.) დათვალიერება.

თვალის-ჩინი
точка зрения: „ამ გარემოებამ იმათ თვალის ჩინი არ დაუკარგა და სამშობლოს ეროვნული ინტერესები არ დაავიწყა“ (ცნ. ფურც., 1905, #2935)·

თვინიერი
წყნარი, მშვიდი. უფრო ცხენზე იტყვიან.

თიკრუნი
(ხევს. რაზიკ.) პატარა გუდა. ხევსურულათ კიდევ გუდას აშ სახელებსაც ეძახიან: შოლტა, ხასუნა, ქეშელა.

თოთო ბავში
(იმერ. გურ.) ახალ დაბადებული ბავში, ხბოზედაც იტყვიან თოთოაო.

თოქალთო
(იმერ. ნ. ა.) სქელი ნაბადი ტყავგადაკრული, უნაგირ-ქვეშ დასადები, საოფლის ზევით.

თოქარქაში…

თრაქვა
(ნ. ა.) გაჭირვებით იდვა.

თუილი
(ფშ. რაზიკ.) ჭიების თუთუნი.

თულუხი
(ვაჟ. ფშ.) სპილენძის კოკა; თულუხს, წყალი რო დააქვთ კამეჩის ტყავით, იმასაც ეძახიან.

თუნთრუბა
(გურ. ნ. ნ.) მეტის-მეტი მსუქანი, ფუნთრუშა. „როცა ბატონმა გაიგო, რომ ხარი თუნთრუბასავით არის, რომ იმის ჭამას აღარაფერი ჯობს, აფრინა ბიჭი ყველა თავის აზნაურებთან“.

თქარათქური
ცხენის ფეხის ხმა.

თქვარვა
(ქარ. რაზიკ.) მოქვარავი, რომელი მიწაც რწყვაში კარგათ იჟღინთება წყლით.

თხორი
(ფშ. რაზიკ.) გორგალი დართულის ძაფისა.

ია!
(იმერ.) ხმარობენ ოკრიბაში ნაცვლათ შორის-დებულთა „ა! იმე!“ ამავ შორის-დებულს ხმარობენ ერევნის გუბერნიის თათრები და სომხებიც.

იაკამი
(გურ. ტ. გ.) ძალიან ნათელი მთვარე.

იარყანი
(ა. ი.) სიჟვითლე, ნაღვლის ფერი.

ილეთი
(ვაჟ: ფშ.) შნო

ილენცრათ
(ნ. ა.) ალმაცერათ, გვერდელათ.

ინდური
(ნ. ა.) საწნახლის ბოლო, რომელზედაც ტკბილი გადადის.

ინჭყვი
(გურ. (. გ.) სახსარი.

იოგი
(ფშ. რაზიკ.) ნაწილი თითისა.

იოლი, იოლათ
თათრული სიტყვაა, ნიშნავს გზას. ქართლ-კახეთში ხმარობენ სინონიმებათ სიტყვებისა: ადვილი და ადვილათ.

იონქრათ
(მთ. მ. ჯ.) ოდნავ.

ირგვლივ
(კ. ყ.) გარშემო.

ირმის-ნაფრენი
(ფშ. რაზიკ.) მგლის მუხლი, ვარსვლავი ცაზე რომ გზასავით მისდევს, ვარსკვლავთა გროვა.

ირმის-ტურფა
(ფშ. რაზიკ)…

ირმის-ტუჩა
(ფშ. რაზიკ.) სოკოა, შემოდგომაზე იცის ამოსვლა, ღრუბელსა ჰგავს.

ირწევანი
(იმერ. ნ. ა.) აზარმაცი, ოწინარი, გრძელი ხეა, რომელსაც ცალის თავით შეუდებენ იმ საგანს, რომლის აწევაც უნდათ; იმ თავთანვე ახლოს, ძირს, დაუდებენ რამე მაგარს (ქვას, ხეს) და შემდეგ მეორე თავს ძირს დაწევენ; ამ გვარათ ძალიან დიდი მძიმე საგნების აწევა შეიძლება სულ მცირე ძალით.

ისიდორა
(ა. ი.) დედათ წესის შეკვრა.

ისტიფრალი
(ა. ი.) რწყევისაგან დაცლა.

იშტა
(ქარ. თათ.) მადა.

კაბარყული
(ნ. ბ.) ქვაბის ყური ჩამოსაკიდებლათ.

კადონი
(გურ. ტ. გ.) კოცონი.

კავკავი
ძაღლის წკმუტუნი, ყეფა. „აიკიდებენ, საცა ქვეყნის ძაღლებია, არც კადრულობენ სახლში შეშვებას დ საცოდავათ კარში აკავკავებენ ამ ყინვაში“ (ცნ. ფურ. სურ, დამ., 1905, #306, არჩილ ს-ელი).

კაკაბი
(ქარ. რაზიკ.) გუთნის ნაწილია. აგრეთგე ფრინვ. куропатка.

კაკალ-გულში
(გურ.) შიგ შუა გულში, „გენაცვალე კაკალ გულში, როგორც ყველი ხაჭაპური“ (ხალხური).

კაკაროტი
(ქარ. რაზიკ.) ხმელ–ხმელი ხეხელა.

კაკაჩუნა
(ფშ. რაზიკ.) კავი კეცების ცეცხლიდან გადმოსაღები.

კაკრა
(კახ. რაზიკ.) ფითრის ნაყოფი.

კალამგირი
კალმის ბოროტათ მხმარებელი მწერალი.

კალანჩხა
(ქარ. იმერ. რაზიკ.) პატარა კალათი. „კამეჩს კალანჩხით ბზე რა გაუხდება“ (ანდაზაა).

კალთა-მადლიანი
(მეგრ. იმერ. გურ.) უნამუსო ქალს ნიშნავს.

კალმახი სოკო
(ფშ. რაზიკ.) დამპალმა წიფელამ იცის, ერთათ რამდენიმე ამოვა დ სულ შეიხურხლება ხე. რამდენიმე დღეს გაძლებს. ერთობ გემრიელია.

კალტი
(ხევს. რაზიკ.) ხაჭო.

კამპი
(ფშ. რაზიკ.) ეს სიტყვა საბას აუხსნელათ აქვს მოყვანილი. კამპვა ცხენმა იცის, იკბინება. ანდაზა: „მკამპავს უკან მოექეც დ მწიხლავს წინაო“.

კანარული ჩიტი
მოყვითანო პატარა ჩიტი, მგალობელი, რომლის სამშობლო კანარის კუნძულებია.

კანკურაზი
(იმერ. გურ.) კანკურაზი აბხაზია, ე. ი. ნამდვილი, წმინდა აბხაზია.

კანტალაობა
(ფშ. რაზიკ.) ქურდობა.

კანტი-კუნტათ
(ნ. ა.) გაუბედავათ, გამოურკვევლათ გამოთქმული აზრი, აქა-იქ.

კაობით-კაი
(გურ.) ერთობით კარგი.

კაპარი
(ფშ. რაზიკ.) სასმელია, ქართლში ბუხარს ეძახიან. იმერეთში ხე, რომლის ყვავილებისგან ჯონჯოლს აკეთებენ; დ. პ. ასე ხსნის: ხევსურების სასმელია, რუსულ კვასს ჰგავს, აკეთებენ ალაო ფქვილისგან, რომელსაც აძლევენ საკუთარს, ე. ი. ლუდის ქაფს.

კაპარჭი
(ფშ. რაზიკ.) ფუტკრის საშოვარი, ფეხებით რომ მოაქვს.

კაპი
პოტიკი; ორ-კაპიანი, ორ-პოტიკი; კაპი სომხურია, პოტიკი ქართული.

კაპჭანა
(გურ.) პატარა ქვაბი.

კარაბა
(იმერ.) კარის ჩარჩოს ქვემო ნაწილი, კარნაგელა, იხ, დირე.

კარადა
(ფშ. რაზიკ.) „შკაფ-კამოდის ყაიდაზე გაკეთებული დგამი“.

კარგუნელა
(ფშ. რაზიკ.) კარგი.

კარკალი
(გურ. ტ. გ.) ქათმის ხმაურობა კვერცხის დების დროს და შემდეგაც.

კარკაცობა
(ფშ. რაზიკ.) გამჩვენეობა.

კარლალა
(ფშ. რაზიკ.) ფარღალალა.

კარნაგელა
(იმერ. ოკრიბ.) იხ. კარაბა.

კარუზი
(ფშ. რაზიკ.) მამალი ფუტკარი.

კატაბარდა
(იმერ. პ. მირ.) მხალია.

კატამარია
(ქარ. რაზიკ.) მწერი, წითელი ბუჭყაა.

კატაღუა
(ფშ. რაზიკ.) მამლისაგან დედლის მიალერსება დასაპეპლათ.

კატაში
(ფშ. რაზიკ.) დამჟავებულ რძეს რომ ხაჭოთ გაათბობენ, იმის ზემოთ მოგდებული ქაფი.

კაფა-ფშატა
(ქარ. რაზიკ.) ქალის ფშატი.

კაფე
(გურ.) გუგული: „აგერ კაფემ გადმოგვძახა“ (ეკალი, 1908, #4).

კაფია
(ფშ. რაზიკ.) ხელ-და-ხელ ნათქვაში ლექსი. გურიაში მონასიბს ეტყვიან.

კაწიბანა
(ფშ. რაზიკ.) მოჩხუბარი, მოუსვენარი. უფრო ბალღზე იტყვიან.

კაჭალი
(გურ.) წენგო შემოცლილი ნიგვზის კაკალი, ახალ მოჭრილი მანეთიანი: „ეს ცხენი კი ღირს ასი კაჭალი მანეთი“.

კაჭვა
(მ. ჯან. ინგილ.) ბალახის კაჭვა ნამგლით, მოთიბვა (გაზ. სავაჭრო გზა, 1908, #25).

კაკასი
(სვ. თ. დ.) თეთრ-თოვლიანი, თოვლით მოსილი.

კბილ-სავარცხალა
(ფშ., რაზიკ.) ზღაპრული ქალი, რომელსაც ისეთი კბილები ჰქონდა, ხეებს ცულდივით ჭრიდა.

კბილა
ჩემი კბილა, ჩემი ტოლა, ჩემი ხნის; ერთი კბილი ნიორი გინდა ხახვი, ერთი თავი ნიორი, ერთი თავი ხახვი; კბილის მოჭრა, კბილის მოკვეთა მჟავე საჭმლისაგან.

კედარო
(გურ. იმერ.) მხარე; ამ კედრით, ყოველ კედრით, ამ მხრით, ყოველ მხრით.

კევატი
(გურ. ტ. გ.) ჟინიანი.

კელავერი
(ნ. ა.) დასაკლავ საქონლის გვერდების ნაწილი, რომელიც ბეჭქვეშაა დაფარული.

კელამიდა
(გურ.) პატარა კეცი.

კემუტი
(ქარ. რაზიკ.) ჯიუტი, გაუგონარი, შეუპოვარი.

კენკეშა
(ფშ. რაზიკ.) მცენარეა, ფშავლები ჭამენ გაზაფხულზე, ტკბილია.

კენტი
ერთათ ერთი, არა ლუწი.

კეროსინ-მწრთობი განათება
(ცნ. ფურც) керосино-калильное освещение.

კესანე
(ფშ. რაზიკ.) ყვავილია, აგრეთვე საალერსო სიტყვა: გენაცვალე.

კეტრი
(ფშ. რაზიკ.) სატკბური მუწუკები თავზე.

კეტრიანი ვაშლი
(ფშ. რაზიკ.) ვაშლს თუ კანზე ჭორფლივით ანუ მეწუკებივით გაუჩდა, იმას კეტრიანს ეძახიან.

კვანტი
(იმერ. გურ.) ჭიდაობის ერთი ხერხთაგანი, სარმა, ფეხის გადადება ან გამოკვრა დასაცემათ. განთქმულია გოცირიძის „კვანტი“.

კვანწია
(გურ.) მოხთენილი, ტანადი და ცქვიტი ახალ გაზდა ქალი: „წინ შემოხვდათ ერთი ციცა, კვანწია და შავ-თვალ წარბა“. იხ. გამოკვანწული.

კვეთილიანი
(ფშ. რაზიკ.) ქალი რომ საქმროს დაიწუნებდა, ფშავლების ადათით ქმარს ვეღარ შეირთავდა და ამაზე იტყოდენ, „კვეთილიანი ქალია“-ო.

კვეკვერა, კვერები
(რაზიკ.) პაწაწა რგვალი, შუაზე გახვრეტილი პურები. მთელიც შეიძლება.

კვენდღი
(გურ.) ახალ-ამოსული ხე, მოჯრილი, დაგრეხილი და კავზე შემოჭირებული.

კვეტება, კვეხება
(ნ. ა.) მაგრათ ჩასობა, ჩაჩრა, მაგ. ჯოხისა მიწაში.

კვიმატი
(იმერ. გურ.) ბედითი, ბოროტი. მაგ. ორშაბათს ფჩხილის მოქნა გურულების ცრუ-მორწმუნოებით კვიმატია.

კვინტი
(ნ. ა.) წიხლი.

კვირა-ძალი
შაბათ საღამო.

კვირკვილი
(გურ.) ტარბი (?), ქართლში კვირიას ეძახიან, პატარა გრძელ-ნისკარტა ჩიტია, მუდამ „კვირკვის“ იძახის, ძალიან ეტანება კალიასა და ჭიაღუებს.

კვიტიტი
(ქარ. რაზიკ.) წვრილი, მოუსვლელი სიმინდის ტარო.

კვიწიალი
(იმერ.) სწრაფი ტრიალი, შეკვიწიალება, სწრაფათ შეტრიალება: „შეხტა და შეკვიწიალდა“, ე. ი. შეხტა და სწრაფათ შეტრიალდა.

კვიჭიჭი
(ნ. ა.) სიმინდის პატარა ტარო.

კვლიავი
(ქარ. იმერ. რაზიკ.) ბალახია ერთგვარი და არა ზირა, როგორც ჩუბინაშვილი ჰგონებს. ზირას ფშავში ტყიურას ეძახიან.

კიაპი
(გურ. ტ. გ.) არწივის, ორბის და შევარდენის ყვირილი.

კიაფი
(ნ. ა.) ოდნავ ნათება; როდესაც ღამე შორიდან ძლივს ჩანს სინათლე, იტყვიან, „გამოკიაფობს“-ო.

კიბურჭიანი
(ხევს. რაზიკ.) კლდიანი ღადა-ღუდა გზა.

კილდონი
(ფშ. რაზიკ.) ფოცხვერი ნადირი.

კილი
(რკილი) თუ ჭიამ ხე დაღრღნა, გაუჩნდება ფხვნილი, რკილი.

კილოკავათ
(ნ. ა.) გადაკვრით.

კიმანი
(გურ. ტ. გ.) ხარის სამხიარულო დაბღავლება.

კინწოლი
(ფშ. რაზიკ.) ნაპერწკალი, წვეთი.

კინჯალი
(ნ. ა.) მაგარი თუთუნია; თ. სახოკია წეკოს უწოდებს.

კიოფი
(იმერ. ნ. ა.) ცხენის შუბლზე თეთრი ნიშანი პატარა, თუ დიდი წილი შუბლისა თეთრი აქვს, მაშინ ნოთას (საღარს) ეტყვიან; ხარს, ცხვარს – ნიშას, ძროხას, კამეჩს – ნიკორას. ნიკორას ზოგჯერ ხარზეც იტყვიან.

კიპკიპა
(რაჭ.) ქათმის საწეწკარი ანუ საწიწკნარი, ლავიწი.

კიპკიპები თვალისა…

კირჩხა
(ფშ. რაზიკ.) კაჩხა.

კისერა
(რაზიკ.) კისერ-მოღრეცილი, ქუნთრუშა.

კიწანია
(ნ. ა.) მომეტებული სიფიცხე, სიცხოველე.

კიწაწი
(ფშ. რაზიკ.) კეწეწი, ჩინჩხვარი.

კოდალი
(გურ. იმერ.) პატარა ისარი საბავშო.

კოდი
(ფშ. რაზიკ.) დიდი კასრის მსგავსათ ამოხვრეტილი ხე.

კოდმე
(გურ.) მთის კონცხი, გორის ფერდობი, გვერდობი [მეგრ. კოდმე].

კოთხო
(ნ. ა.) ჭურჭელი ხის.

კოკორი
(ნ. ა.) პურის კვერი პატარა. სხვა მნიშვნელობა იხ. დ. ჩუბინ. ლექსიკონში.

კომიჭა
(ფშ. რაზიკ.) გოროხი.

კონთხუნჯი
(ქარ. რაზიკ.) გონჯი, მახინჯი.

კონტარო
(გურ.) ჭიდან წყლის ამოსაღები რგვლათ გათლილი ხე, რომელსაც თოკით ან ჯაჭვით მოაბმენ ჭურჭელს წყლისათვის, დასწევენ თვით კონტაროს, ჩაუშვებენ ჭურჭელს იმ თოკით ან ჯაჭვით წყალში, შემდეგ აწევენ იმავ კონტაროს, რომელსაც ამოყვება თოკი და თოკს წყლით სავსე ჭურჭელი; სასირეში ბადის ასაწევ-დასაწევი ხე.

კონწარი
(გურ. ტ. გ.) მიზეზიანი კაცი.

კონწიალი
(ქარ. რაზიკ.). რამე დაკიდებულის მოძრაობა.

კოპალი
მრავლობითი რიცხვი კოპლები ქამრის, უნაგირის ანუ ლაგამის, ლითონის ღილები.

კოჟიჟი
(ქარ. იმერ. რაზიკ.) დაჟეჟილ ადგილზე ამობერილი კანი.

კოჟრი
ნუჟრი ანუ კორძი.

კორა
(ფშ. რაზიკ.) თოფის გასახედი სანიშნებელი. საბა ამბობს, ბარის სატერფული.

კორკიმელი
ჭანჭური.

კორჩიოტა
(ნ. ა.) მინდვრის მცენარეა, ხახგივით თავი იცის, უფრო კი მაგარი.

კოფა
(იმერ. ნ. ა.) საწყაო ბათმანის მეოთხედი.

კოფჩხილო
(ქარ. რაზიკ.) ბალახია გაზაფხულზე ჯეჯილებში თხრიან და პწნილათ დებენ.

კოშრი
(ფშ. რაზიკ.) მურკლი, წყლისაგან შეკუმშული ფქვილი.

კოწიაწი
(იმერ.) იხ. ბურხალი.

კოწლვა
(ფშ. რაზიკ.) ძალიან რომ დუღს (წყალი).

კრაველი
(რაზიკ.) ბატკნის განაკრეჭი მატყლი. მატყლს სამ ნაირათ ჰყოფენ ფშავლები: ბატკნის განაკრეჭს ჰქვია კრაველი, შემოდგომაზე განაკრეჭს დიდ ცხვრებისას – მატყლი დ გაზაფხულზე განაკრეჭს რისვი. კრაველისას ჩოხა-შარვლებს ჰქსოვენ, მატყლისას – ტომარა-ფარდაგებს და რისვისას – წმინდა ხურჯინებს.

კრიახი
(ტ. გ.) ქათმის ხმაურობა გაჭირვების დროს.

კრიმანჭული, კრინ-მანჭული
მუსიკალური ტერმინი, დისკანტი.

კრიპუჭი
(გურ. იმერ. აჭარ.) вид меда.

კრიჭა
(ქარ. იმერ.) ყბები.

კრუხვა
(ტ. გ.) ქათმისაგან წიწილების მიფერება, კიდევ იტყვიან, ქათამმა მოიკრუხაო, როცა კვერცხის დებას მოათავებს და დასაჯდომათ მოემზადება.

კუბერა
(გურ. ტ. გ.) პურეულის თველის ერთი პოწკი.

კუბო-კრული
ოთხ-კუთხი, კვადრატული (ივერ., 1903, #188, გვ. 3 სვ. 4). ოთხკუთხ ფიგურებით ნაქსოვი, ნაკერი, ნაქარგი, დახატული და მებრვე სხვ.

კუდურა
(ფშ. რაზიკ.) პატარა ბაყაყს ჰქვია, ვიდრე წყალშია და კუდი აბია.

კუზლარა
(ქარ. რაზიკ.) კუზიანი.

კუთვა
ნელი კვნესა, კუთავს, ნელა კვნესის.

კუკუზნაქი
(ქარ. რაზიკ.) კუდის ბოლო.

კულუმბური
(ნ. ა.) შავი მწერია, ბოსტნის დიდათ მავნებელი.

კუმპალი
(გურ. იმერ. ტ. გ.) ყურძნის ერთს პოწკზე გამოსხმული მარცვლები პოწკიან- მარცვლებიანათ.

კუნკრუხა
ის ადგილია ცხენის ტანისა, სადაც ფაფრის ბოლოა და ზურგის დასაწყისი.

კუნკრუხი
(ქარ. რაზიკ.) ცხენის უხეიროთ ტარება.

კუნკული
(ნ. ა) ყრმათა და მოხუცთა ჩქარი სიარული.

კუნკუხო
(ფშ. რაზიკ.) იგივე კუკუხო, უკანანი.

კუნტი წელიწადი, თვე
(ნ. ა.) სრული წელიწადი, სრული თვე, იხ. საბას ლექსიკონი.

კუნტულა
(ფშ. რაზიკ.) უკუდო.

კურხალი
(ფშ. რაზიკ.) ორთქლი.

კუსი
(ხევს. რაზიკ.) ყველი.

კუტალა
(ხევს. რაზიკ.) კინკრიჟო.

კუტი
(ქარ. რაზიკ.) ბალახია, მუცლის გვრემის წამალია.

კუტი-კალია
(ნ. ა.) пешая саранча.

კუჭვა
დაჭმუჭნვა, მოკუჭული, დაჭმუჭვნილი.

კუჭიანი
(გურ.) კცი, რომელსაც გული ხშირათ მოდის, გაკუჭიანდა, გული მოუვიდა; გაკუჭიანებული, გულ-მოსული; კუჭიანობს, გულს იყვანს, ავ-გულაა, გულ მოსულისათვის კუჭიანი ხალხს დაურმევია იმის გამო, რომ შეუნიშნავს, ვისაც კუჭი მოშლილი აქვს, ის თითქმის მუდამ ცუდსა და ავ გუნებაზეა და ადვილათ იყვანს გულს.

ლაგინა
ნიშნავს ბოთლს, გურიაში პატარა დოქს ეძახიან.

ლაკორა
(იმერ. პ. მირ.) წისქვილის ხვიმირიდან გამოსულის ხორბლის ჩასაყრელია დოლაბში.

ლამადე
(ხევს. რაზიკ.) ნისლი.

ლამბი
შორი-შორს ნაკერი, სანამ გვირისტით შკერავდენ. დალამბული, ლამბით ნაკერი. იხ. საბ. და ჩუბინ. ლექსიკონები.

ლარძაყინი
(იმერ. პ. მირ.) გადასაკიდელი ძელი ფინის დასაჭერათ.

ლასლასი
ენისა, სხარტალი, ლიკლიკით ლაპარაკი.

ლაფერთხა
(ლეჩხ. პ. მირ.) გათლილი ჯოხი თავ-ოთხათ გახეთქილი საფაფე ფქვილის ამოსაკიდებლათ.

ლაფშა
იაბო. დ. ჩუბინაშვილის ქართულ ლექსიკონში შეცდომით ავს განმარტებული, ხოლო რუსეთში სწორეთ.

ლაქა
(ნ. ა.) ცხენის სენი. უბალნო ადგილები გაუწითლდება და დაუსივდება, წვრილათ დაყრის და ექავება.

ლაქარდიანი ენა
(ფშ. რაზიკ.) ენაწყლიანი, ენატკბილი.

ლაქაცური
(გურ.) ლაქუცი, პირ-ფერობა: „გენაცვალე, ნუღარ იცი მანამდელი ლაქუცი“ (გურ. ლექსი).

ლაღვა
(ა. ი.) დაბლა ნახევარი პირი სახისა.

ლაყუნი
(ვლ. ბზვ.) უსაქმოთ სიარული; თრევა; „რას დალაყუნობს ის კაცი?“ ე. ი. რს დაეთრევა უსაქმოთ ის კაცი.

ლაჭანი
(ფშ. რაზიკ.) წნელისაგან მოქსოვილი ლოგინი, შიგ თივა ან ბურდო აგია და ისე იძინებენ.

ლახანა
(ფშ. რაზიკ.) მწვანე თავდაუხვეველი კომბოსტო.

ლახიანი
(ფშ. რაზიკ.) ფეხებს რომ ძლივს დაათრევს ისეთი კაცი.

ლახიწი
(ნ. ა.) ძალიან გამხდარი ცხოველი.

ლებვა
(ფშ. რაზიკ.) შესაღებავათ გამზადებულ ნართის მჟავეში გავლება.

ლევა
სმა, გათავება, დადნობა, დათმობა. მაგალითათ, სმა: „დალიე, დამალევინე, დალიე!“ გათავება: „გზა სიარულმა დალია (ე. ი. გაათავა), სიპი ქვა წყლისა დენამა, პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთისა ცქერამა!“ გავლა: „სიბერე მახლავს, დავლიე (ე. ი. განვვლეო) სიმაწვილისა დღენია“. დადნობა: „ის საწყალი, სულ ლევა შვილის ჯავრისაგან“. დათმობა: „ამ მიწას თუ შეველევი, შენი გულისათვის“.

ლეთემი
(გურ.) საფლობი, ჭონჭყო მიწა, იხ. ბათომი.

ლეკია, ლეკ-მარხილა
(ნ. ა.) ციგა, პატარა მარხილი.

ლელ-ქაში
(რაზიკ.) ჩალა-ლერწამი.

ლელო
(გურ. იმერ.) ბურთის თამაშის დროს დასავლეთ საქართველოში მობურთალნი იყოფიან ორ მხარეთ. თითოეულმა მხარემ ბურთი უნდა გაიტანოს იმ მხარეს, რა მხარეზედაც დგას მისი მოპირაპირე. იმ ადგილს, სადაც ბურთია მისატანი, ჰქვია ლელო.

ლენა
მცენარეა წითლათ საღებავი.

ლენჩი
დიდათ სულელი, იდიოტი.

ლეჟერი
(გურ. ტ. გ.) ზაფხულს ტყეში დამდგარი წყალი წვიმიანობის ანუ წყალ-დიდობის დროს.

ლერდანი
(ცნ. ფურც.)

ლესტერი
(ქართ. ან ე. ხ.) თავსხმა წვიმა. იხ. არაზანი.

ლიანგი
(გურ.) ბევრი ერთათ, масса.

ლიბანი
(ნ. ა.) მეტათ მაღალი და სწორე ხე, ტანზე უტოტებო.

ლიბი
(ძვ.) ურმის და საზოგადოთ ეტლის ღერძი.

ლიოფი
(მთ. მ. ჯ.) შეწუხებული.

ლიჟრიანი
(მთ. მ. ჯ.) სველი, ნამიანი, იხ. ლეჟერი.

ლიღარი
(ფშ. რაზიკ.) სურვილი.

ლიყიანი
(იმერ. ნ. ა.) ენა ბრგვილი.

ლომპორია
(ფშ. რაზიკ.) ლაქაში ჭია-კოკონა.

ლორწამი
(ნ. ა.) საქვაბის ჩამოსაკიდი დირე.

ლორწკი
(ნ. ა.) დუჟი, ნერწყვი.

ლოტნარი
(ნ. ა.) იხ. ლიბანი.

ლუბი
(ფშ. რაზიკ.) გამხდარი.

ლუკლუკი
მდინარის ჭევლთა ქვებს შუა ჩარების ხმა: „მდინარე კვლავ ლუკლუკებდა“ (ია ეკალაძის ნაწ., გვ. 242).

ლულუა
(ფშ. რაზიკ.) ზიზია.

ლურთი
(ფშ. რაზიკ.) ძალიან მსუქანი.

ლურუმა
(ფშ. რაზიკ.) მცენ. ბალახია.

ლუსკუმი ღამე
ბნელი ღამე.

ლუწი
(სომხ.) წყვილი.

მაბზაკუნა
(გურ.) პატარა ჩიტია ბეღურას ოდენი. იმერეთში ბოლოქანქალა ჰქვია, როცა არ ფრინავს, უფრო ხშირათ ქვას დააჯდ ბა, წმუკავს და ბოლოს აქანქალებს და ურტყამს ქვას.

მაგი
ნაქსოვის ფა: ორ-მაგი, სა.-მაგი, იხ. ფა.

მავლი
(გურ. ტ. გ.) ფრინველის ფრთის დამბლა.

მაინდი
(ართმ.) უსასყიდლოთ სამუშაოში დახმარებისათვის მეზობელი რომ მეზობელს გადაუხდის სამაგიეროს უსასყიდლო დახმარებითვე.

მაკვინტალი
(ნ. ა.) წიხლის მსროლელი.

მაკრატელა
(ქარ. რაზიკ.) მცენარეა.

მალა
(ქარ. რაზიკ.) თხელი ქაფჩა, ბათქაშის საქნელი, კალატოზის იარაღი.

მალიხულია
(ა. ი.) ერთგვარი ჭკუის შეშლაა, როდესაც კაცი გულ-დახურულია, დაღონებული.

მამა-სისხლათ
მეტისმეტ ძვირათ.

მანათი
(ა. ი.) შარდის ბუშტი.

მანამდელი
(გურ.) წინანდელი.

მანგია
(ხევს. რაზიკ.) კაცის სახელია ხევში, საბა ამბობს: მანგი – მარგალიტი ანუ მთვარე; ბ-ნი ჭარაია ჰხსნის: მეგრულათ – სწორე, თანასწორი, მოყვანილი, სიმეტრიული. ხევსურეთში დღესაც კაცის სახელია.

მანეული
(ქარ. რაზიკ.) საგოდრე წნორი.

მანჩა
(ნ. ა.) ბეღლის თვალი.

მანძილა
(ხევს. ნ. ურბ.) დიდი ირემი.

მანჭი
(ქარ. რაზიკ.) გუთნის ხელის-მოსაჭიდი.

მარანიჭე
(ჯ. ვაზ.) უბრალო ბალახია.

მარახული
(ფშ. რაზიკ.) შემოდგომის ყვითელი ფერი. „მთას მარახული მოჰკიდა, მწყემსო, აყარე ცხვარია! არ მოგწყინდაა მთაშია? არ მოგინდაა ბარია?“

მარი
(ქ. დ.) ქებინი, მაჰმადიანთა ჯვარის წერა.

მარიამობისთვესა და ენკენისთვეში
უფრო ვაკე ტყე უყვარს და მსუქან ადგილს არჩევს

მარიფათი
(ნ. ა.) სიმარჯვე, მოხერხება.

მარულა
დოღი, ცხენოსანთ შეჯიბრება ცხენების გაჭენებით.

მარცო
ტბა (ივერ., 1903, #243, გვ. ვ. სვ. 1).

მასმონთა
(ქ. დ.) მანწყალი.

მატ-აოცი
(ნ. ა.) ვინც ყველაფერს ადვილათ გაიკვირვებს, გაიოცებს და შეშფოთდება. იხ. ქარ-აოცა.

მატალა
(ფშ. რაზიკ.) შირიმის კლდე, წყალი რომ წვეთავს მაღლიდან და თან კირიან კლდეებს აკეთებს. ფშავში ბევრია ამისთანა კლდეები.

მაქნისი
(ნ. ა.) გამოსადეგი, მოსახმარი: „რის მაქნისია ის?“

მაღალი ვახშმობა
(მ. გ.) გვიანი ვახშმობა: „…მაღალ ვახშმობაზე გორაკთან მინდვრებზე გამოდი“ (ცნ. ფურ., 1906, #377).

მაყალურძა
(ფშ. რაზიკ.) ბალ.

მაყე
(მთ. მ. ჯ.) შემრგე.

მაჩხატელა
(ინგილოური) ღამურა (ივერ., 1900, #121).

მაცილი
(ფზ. რაზიკ.) მაცდური, ეშმაკი.

მაცნე
(ვაჟ. ფშ.) შიკრიკი, იფრინდა, კურიერი.

მაჭატა
(ქარ. ა. ე-ხ.) დასაცინი ადაშიანი, იხ. უსნიფერა.

მაჭკატი
(დ. პ.) ხევსურულია, იგივეა რაც რუსების ბლინი: გათქვეფილ ფქვილის სითხეს შუშავენ ცხელ ტაფაზე და ამ მოშუშებულ ცომს აწებენ ერბოში დ ისე გიახლებიან.

მაჭუტი
(ქარ. რაზიკ.) პატარა, გამხდარი, დალეული, მაგრამ ემშაკი.

მახობელი
(ქარ. რაზიკ.) მცენ. ქართლში პურში იცის მორევა; თუ ბევრი არ ურევია, ძალიან აკეთებს დ აფაფუკებს პურს.

მახსოვრობა
(გურ. იმერ. სამცხე) მეხსიერება, ხსოვნა.

მაჯაგანი კაცი
(გურ. ტ. გ.) დიდი შრომის ამტანი კაცი.

მაჯავრელა
ე. ი. ადამიანი, რომელსაც სხვისი გაეჯავრება უყვარს.

მგებრნი
(ფშ. რაზიკ.) ფშავლების რწშენით, კაცი როცა კვდება, იმის სულის წასაყვანათ შავეთიდან სულ ცხენოსანი ნათესაობა მოდის. იმათ ჰქვია „მგებრნი“.

მგელთ-კვერი
(ფშ. რაზიკ.) დიდ-მარხვაში იციან, მგლის კვერებს დააცხობენ ფშავში, მგლების მსგავსათ, მერე ცერცვს დაჰხლიან დამბალს, იმ მგელთკვერს წაიღებენ ბიჭები და ისარს ესვრიან. ვინც მოარტყამს, კვერიც იმას დარჩება და ერთი ჯამი ცერცვიც.

მგელთ-უქმობა
(დ. პ) დიდ-მარხვის პირველ შაბათს ხევსურები უქმეთ ატარებენ ფ ჰგონიათ, თუ ეს დღე იუქმეს, მათ საქონელს მგელი ვერას დააკლებს. ამდღეს ისინი არავითარ საქმეს ხელს არ ჰკიდებენ.

მგლის-სოკო
(ჯ. ვაზ.) მცენარეა შავათ საღებავი.

მებარგული
ბარგის მზიდავი.

მეგორავე
(იმერ.) მოსაზღვრე, იხ. საგორავი.

მეკოპარი
(ფშ. იბ.) წინაჯარი; ავანგარდი.

მელაღუნი
(ხევს. რაზიკ.) შავი მელა.

მელეშო
(ფშ. რაზიკ.) სამხრის სამხარი.

მელოგინე
ორსული ქალი მოსალოგინებლათ დაწოლილი; მოლოგინება, ორსული ქალის მშობიარობისაგან გათავისუფლების შემდეგ ლოგინიდან ადგომა; დალოგინდა იცყვიან ორსულ ქალზე, სამშობიაროთ რომ დაწვება.

მემინდე
(იმერ. პ. მირ.) წისქვილში მინდის ამღები.

მერდინი
წმინდათ გამცრელი საცერი; მერდინში გაცრილს „გამტკიცულს“ ეძახიან.

მესოფლია
(ვლ. ბზვ.) სოფელში უსაქმოთ მოყიალე თავის შესაქცევათ.

მეურნე
პატრონი, გამრიგე; მეურნე სულისა, ჭირის-უფალი. მეურნეობა, პატრონობა, გამრიგეობა; სასოფლო მეურნეობა; იხ. დ. ჩუბინ. ლექსიკონი.

მეჩხერი
თხელი, იქა-აქ. მეჩხერი ტყე, რომელშიაც ხეები იქა-აქ ამოსულან; მეჩხერი მოსახლობა, იქა-აქ დასახლებული მცხოვრებნი დ სხვ.

მზეკაბანი
(ფშ. რაზიკ.) ყანას რო ქარი უქრის, აღელვებს და სხვა-და-სხვა ფერს იცემს: „მომკალი უზანდარელი, შენ მოჭკალ, უთანელაო! – არცა მე მოვკალ, არცა შენ, მამულშა მოჰკლა, ველმაო; მინდორში მინდვრის ნიავმა, მზეკაბათ ქანებამაო“.

მთა-ბარობა
(ნ. ა.) кочевать, ქოჩათ-მავლობა.

მთავარი სული
(გურ. იმერ.) იხ. სულიერება.

მთვარიობი
სულიერი ავათ-მყოფობა, რაც ახალ მთვარეზე მოუვლის ავათ-მყოფს, მთვარით ავათ-მყოფი.

მთის-თაგვი
(კ. ყ.) бабук.

მიდმორობა
(ფშ. რაზიკ.) გაზიდულობა, ბევრი საქმის ქონვა.

მიის-მიისობას
( გურ.) იქეთ-იქეთობას.

მიკიბ-მოკიბვა
(ნ. ა.) მიდებ-მოდება, არეულათ მსჯელობა.

მიკირკილობს
(ცნ. ფურ.) მიექანება ხტომით: „ფხეკებს წვეთიც რომ დაეცეს წვეროზე, ისიც რიონში მიკირკილობს“…

მიკიტანი
მედუქნე, რომლის დუქანშიაც იყიდება სასმელ-საჭმელი დ აგრეთვე სხვა წვრიმალი საქონელი.

მიმდვალება
(გურ. დ. გ.) მინდობა. მიმდვალებული, მინდობილი.

მინანათ
(ნ6. ა.) სისუსტისა ან ავათ-მყოფობისაგან ძილი (მინანათ მიგდება).

მინდი
(იმერ. პ. მირ.) დასაფქვავის ბაჟი ფქვილათ ან მარცვლათ გადასახადი.

მისამართი
მოსამართი, ადრესი.

მიქლიო
(ნ. ა.) სოკოა.

მიღმართ
პირ-იქით. „ქართ. ცხოვრ.“ ზაქ. ჭიჭინ,., გვ. 66: „თუ ვისშე მიღმართ ჰბრძოდე, შეგეწეოდით“.

მიწის-მგელი
(ქარ. რაზიკ.) მდაბიოთა აზრით, თუ საქონელმა მიწის-მგელი დაინახა, მაშინვე გასქდებაო.

მიწის-ფუტკარი
(რაზიკ.) მწერი.

მიწლიკონა
(ფშ. რაზიკ.) მწერია ერთ-გვარი. ფშავში რო იპოვონ, თუ მიწა არ გათხარეს და არ ჩაფლეს, არ იქნება, თან ასე ამბობენ: «დევთა ხმა, გორთა კივილი, მიწლიკონაი კვდებაო, იმისი ფარი და ხრმალი ჩვენსა ბიჭებსა რჩებაო.

მიჭრა
მიხტომა, სწრაფათ მივარდნა: „მივიჭერი იმ ადგილს, საიდანაც ყვირილი მომესმა“.

მკვარი
(რაზიკ.) კახეთში ბიკვანი, ფშავში ჩირეხი, კახეთში ლეკებს გადმოაქვს და იქნება ლეკური სიტყვა უნდა იყოს, ფშავში შირაქიდგან მოაქვთ ჩირეხი და ვგონებ, თათრული სიტყვა უნდა იყოს, ნამდვილი ქართული იქნება – მკვარი.

მლიაობა კუდისა
(ფშ. რაზიკ.) მელია ამლიავებს კუდსა.

მოგლილი
(ა. ი.) შემაგრებული კანი ფეხზე.

მოგუმბათება
(ნ. ა.) შეგროვება, ერთათ თავის მოყრა.

მოდი
ერთ-გვარი ღალა მიწისა.

მოვარქნილი
(ნ. ა.) მოღრენცილი, მახინჯი.

მოთადილი
(ა. ი.) საშუალი თვისება საგნისა, მაგ., წყალი არც თბილი, არც ცივი.

მოთანის თქმა
(გურ. იმერ.) თავდაბლათ თქმა, მორჩილების სიტყვის თქმა, ანუ თანხმობის განცხადება, სხვის აზრის-და-გვარ ლაპარაკი: „თქვი მოთანი და მოგეშვები“, „მოთანს ეუბნება, ეგებ რამეს ჩამოვრჩეო“.

მოთენთელება
(ც. ფ.) მზისაგან დაღრნობა (დაჭკნობა) მცენარეულობისა, ჩალისა დ სხვ.

მოი [მოჲ]
(გურ.) მოდი, მოი აქ [მოჲ აქ], მოდი აქ.

მოიარებით
მოიარებულათ, გადაკვრით, ქარაგმულათ: „იმ ბიჭმა რა მოიარებით (ანუ მოიარებულათ) იცის ლაპარაკი“), ე. ი. ქარაგმულათ იცის ლაპარაკიო.

მოის, მოისობას
(გურ.) აქეთ, აქეთობას.

მოკალათება
დაბინავება, ფეხ-მორთხმით დაჯდომა.

მოკასკასება
(ც. ფ.) ძალიან გაწმენდა ლითონის რამე ნივთისა, მოკასკასებული ცა, ძალიან გადაწმენდილი ცა.

მოკიდება ნათლიათ, შვილათ
ნათლიათ, შვილათ გახდომა: „იმ კაცს ის შვილათ მოკიდებია“.

მოკლე მწყრთის ძვალი
(ა. ი.) მწყრთა არის სიგრძე ხელისა ნიდაყვიდან დაწყებული თითების წვერამდე. მწყრთას აქვს ორი ძვალი, მათ ჰქვია სხვათა სახელთა შორის болшая труба, локтевая кость. ქართულათ შეფერის სახელათ მწყრთის ძვალი, малая труба, лучевая кость. მოკლე მწყრთის ძვალი. ნიდაყვი არის გრძელი მწყრთის ზედა თავი გამო შვერილი.

მოკუპრულიდან მოუკუპრავში
რუმბიდან მუცელშიო, იტყვიან ღვინის სმაზე: „რას გაგიჩერები“ მაგ ჟანწი? მოუქციე თავი და გადაუძახე ღვინოს, მოკუპრულში ნადგომს მოუკუპრავში“, „ბევრი ვსვით წუხელ ქორწილში. ბევრს გადვუძახეთ მოკუპრულიდან მოუკუპრავში“.

მომზვლევა
(ფშ. რაზიკ.) მოხეთქა ადგილისა, ჩამოზვავება.

მომთაბარე
(ნ. ა.) ქოჩათ-მავალი, кочевник.

მომრიგე
(ნ. ა.) შუა-კაცი, შემრიგებელი, იხ. გამრიგე.

მომხეული
(იმერ. გურ.) მოშივებული, მომშეული.

მომხობილი
(ნ. ა.) таз, უკანალი მედიცინაში.

მონავარი
(ნ. ა.) ამაოხრებელი.

მონაყული ღვინო
(იმერ. გურ.) გადაბრუნებული ღვინო.

მონოყვა გულისა
(ნ. ა.) გულის მომსუყება. მომნოყა გული, მომისუყა გული.

მოპირვა
რკინეულ იარაღის პირის შესწორება, კაცის შეუგერება: „ვიყავი მამასახლისთან და… მოვპირე!“

მორიგე
(ხევს. რაზიკ.) ღმერთი ცისა და ქვეყნის გამრიგებელი, წესისა და რიგის მიმცემი.

მოსავება
მეტის-მეტი. შიშისა ანუ მწუხარებისაგან სულიერი ძალისა და ფიზიკური ღონის გამოლევა: „იმ საზარელ საქმეს რომ წავაწყდი, მთლათ მომისავდა“, „ისეთი ზავთით შემომიტია, რომ მუხლებში მომისავდა და ვერ გავექეცი“, „მკლავში მომისავდა“, მისავდება, გისავდება, უსავდება. რამ მოგისავაო?

მოსამატი
(ქარ. რაზიკ.) საყევრის დასაგრძელებელი მოკლე ღვედი.

მოსანცველება
(იმერ.) გაბატონება. ხოლო არა ყოველ ტგვარი, დაპატრონება, მაგალ. კატა რომ რამდენეჯერმე, პატრონის წყრომის მიუხედავათ, ლოგინზე დაწვეს მოურიდებლათ, მაშინ იტყვიან, „როგორ მოისანცველა ამ კატამ აქაურობაო… ან და ვინმე ნაცნობმა პატრონის დაუკითხავათ მის სახლ-კარში შევიდეს და განკარგულება დაიწყოს, იტყვიან: «რა უფლებით მოუსანცვლებია ამ კაცს აქ?“

მოსაქცევი, საქცევი
(ნ. ა.) მოსაბრუნებელი, მოსატრიალებელი ადგილი.

მოსაშვალე
(გურ.) გამრიგე, შუა-კაცი, მოლაპარაკებასა და დავაში დამხმარე.

მოსწავება
წინასწარი ნიშნები: „ხვამლის მთაზე ღრუბლები ქუთაისის მხარეს წვიმას მოასწავებს“, „ავსტრიის ჯარის მდ. სერეტზე შეყრა, რუსეთთან ომის მომასწავებელია“.

მოუპირავი
(ნ. ა.) შეუჯერებელი, უძღები. რკინეულებაზედაც იტყვიან, როცა დაჩლუნგებულია, „მოუპირავია“-ო, იხ. მოპირვა.

მოქრიახე
(ფშ. რაზიკ.) დაუდგრომელი.

მოღმართ
პირ-აქეთ, „ქართ. ცხოვ. ზ. ჭიჭინ., გვ. 66: „თუ მტერი მოღმართ გბრძოდეს… ჩვენ თანა დაგიდგეთ“…

მოღნეშვა
(ნ. ა.) მოუძლურება სიცხით ან ავათ-მყოფობით.

მოღრეცა
მოღრინცვა, მახინჯათ მოქცევა სახის ანუ რამე სხვისა: „რას იღრიცები“, ე. ი. რატომ იქცევ მახინჯათ სახეს გინდ ყბას, „ეს ქაღალდის კოლოფი წვიმისაგან მოიღრიცა“… ე. ი. გამრუდდაო.

მოყერყეტება
(ნ. ა.) უსაქმოთ და უაზროთ სიარული: „რას მოჟერჟეტობ?“ როგორ უსაქმურათ მოდიხარო.

მოჩ-ხოროზი
(გურ. ტ. გ.) ახალ-ფრთა შესხმული წიწილი, შეფრენა რომ შეეძლება. მოჩხოროზებული, ახალ მოფრთიანებული წიწილი.

მოცეცებული
(ნ. ა.) ცეტი.

მოძირე
(იმერ. სიტყვისაგან ძირი) ერთათ ერთი ვაჟი გადაშენებულ ოჯახიდან დარჩენილი, რომლისაგანაც დამოკიდებულია შთამოშავლობის შექნა.

მოწვერვა
(რაზიკ.) ყანის მაღლა მომკა.

მოჭახრაკება
(ნ. ა.) გაჩარხვა, მარჯვეთ მოგვარება, მოწყობა საქმისა.

მოჯორიელება
(გურ. ტ. გ.) [მოჯურიელება] კაცთა მოდგმის ანუ საქონლის ჯიშის გადაგვარება.

მრავლიანი
(ფშ. რაზიკ.) შვიდნი ვარსკვლავნი.

მტავრო
(ფშ. რაზიკ.) მუჭა.

მტევან-დიდი
შავ-მარცვლებიანი ყურძენი, ხარობს უფრო გურიაში, ს. ბახვის მიდამოებში.

მტრელი
(ნ. ა.) გაუტანელი, დაუნდობელი.

მულუბი
(ა. ი.) საშვილოსნოს გამრუდება.

მუმიის [მომიის] ფასი
(გურ.) წარმოუდგენელი ძვირი: „კაი საქონელი აქვს, მარა რათ გინდა, მუმიის ფასს არქმევს“, ვითამ წარმოუდგენელ ძვირათ აფასებსო. „ჰყიდის, მარა მუმიის ფასათ უნდა გაყიდოს“.

მუნასიბი
იხ. კაფია.

მურაზი
(რაზიკ.) გულით დიდათ ნატვრა.

მურგვი
(ნ. ა.) იხ. გვრიჭა.

მურდალი კაცი
(ფშ. რაზიკ.) ღრძუ კაცი.

მურო-ბალახი
(ფშ. რაზიკ.) ბალახი წმინდა, ქალის თმასავით დავარცხნილი.

მუფარიჯი
(ა. ი) დამბლა ცალის ხელისა და ფეხისა.

მუყაითი
(ნ. ა.) ბეჯითი, საქმის ერთ-გული.

მუცელ-ოხერი
(ნ. ა.) ხარბათ მჭამელი, მსუნაგი.

მუცელ-ღმერთა
(ქარ. რაზიკ.) მუცელზე გადაგებული.

მუწუხი
(ლეჩხ. დ. მ.) მუწუხი საქმე, ძალიან საჩქარო ანუ დანიშნულ დროზე უსათუოთ ასასრულებელი საქმე რომ ექნება კაცს: „იმ დროს ძალიან მუწუხი მქონდაო“.

მუხეპრი წვიმა
(ფშ. რაზიკ.) დელგმა.

მუხშავი
(ფშ. რაზიკ.) წყევლაა.

მფერხავი
გურიაში ახალ-წელიწადს მოსახლესთან პირველათ მისული ფეხბედნიერი სტუმარი.

მღირკლე
(ფშ. რაზიკ.) ოდნავ გაღებული კარი.

მცურავი
(ქარ. რაზიკ.) გველი.

მცხუნავი
(იმერ. დ. კ.) მცხინვარი: „მზის მცხუნავი სხივები“.

მწვანე
თეთრი ყურძენია, კარგი ღვინო იცის.

მჭვრინავი
(ნ. მარრი) ძველი ქართული სახელი ბულბულისა.

მჭრელი იარაღი
ხმალი, სატევარი და. სხვ. ერთს ქართულ გაზეთში მჭრელი იარაღის მაგიერ „ცივი იარაღი“ იყო ნახმარი.

მხვევრა
(ფშ. რაზიკ.) ამხვევი მცენარენი.

ნაბოტარი
(ფშ. რაზიკ.) ნავალი დიდთა ცხრველთა, აგრეთვე თხა დაუკოდავი.

ნაგალი
(ფშ. რაზიკ.) წყლისაგან გაცვეთილი კლდე და მისთანა.

ნაგმობი
(რაზიკ.) გმობილი, უარ-ყოფილი.

ნაგულა
(ფშ. იმერ. რაზიკ.) მაცულს რო ჩეჩენ, რაც დაბალი მატყლია და საჩეჩელის კბილებში რჩება, იმას ჰქვიან.

ნადედობი
(ფშ. რაზიკ.) დედობილი, დედათ მოკიდებული.

ნადობი
(ფშ. რაზიკ.) დობილი, დათ მოკიდებული.

ნადოხოკნაი ქათამი
(გუდ. ტ. გ.) შემოდგომაზე გამოჩეკილი.

ნაეზოვარი
ეზოთ ყოფილი ადგილი, სადაც მოსახლობა იქნება გაწყობილი და შემდეგ გადიტანენ დ ცარიელს დატოვებენ.

ნაზოვარი
(ფშ. რაზიკ.) ადგილი, სადაც ზვავი დებულა და ამშრალა.

ნათოსი
(ვაჟ. ფშ.) წყლისაგან გამორიყული ხე.

ნაისრალი
(რაზიკ.) ისრისგან დაჩნეული წყლული ტანზე.

ნაკარკაცევი
(ქ. დ.) ნაკარგ-კაცევი, ნაკაი-კაცევი, ე. ი. კაი-კაცობით ვისაც რა ექნას სხვისთვის: „მისი ნაკარკაცევი არ დაივიწყის“ (ქილ. და მან., გვ. 354).

ნაკაცვარი
ყმათ ნამყოფი.

ნაკაწრი
(ფშ. რაზიკ.) ნაფხანი.

ნაკლის უფალი, დამკლის უფალი
(იმერ. გურ.) ვინმესაგან ზარალ-ნახული, ნაზარალევი.

ნაკრუხალი
(იმერ. ქარ. რაზიკ.) კრუხათ ნამყოფი ფრინველი.

ნალ-ფარა
(ქარ. რაზიკ.) ქართული ცხენის ნალი.

ნამამობი
(ფშ. რაზიკ.) მამობილი, მამათ-მოკიდებული.

ნამბული
(იმერ. პ. მირ.) ზამთრის სითბო, თოვლს რომ დნობას დააწყებინებს.

ნამგალა
(ფშ. რაზიკ.) მეზობელი მწყემსი.

ნამლევია
ნამლევა, ნაბოლარა, ქათმისაგან ბოლოს დადებული პაწაწა კვერცხი.

ნამშრალი
(ნ. ა.) ყოველი შენობა, რომელიც სახურავს ქვეშაა.

ნამწრევი
(ფშ. რაზიკ.) ხრსილი, ბუზების კვერცხები.

ნამხრევი
(ქარ. რაზიკ.) ვაზის რქა რქებზედვე ამოსული.

ნანდაური
(ფშ.) საყვარელი, რაზიკაშვილის ახსნით – სასურველი.

ნანოფირი
(ქ. დ.) ლილიფარი, მზეს-უმზირა, მზეს-უჭვრიტა (ნინოფი).

ნაორმოვალი
(რაზიკ.) ადგილი, სადაც ორმო ყოფილა.

ნაორღვენი
(ფშ.) დიდი ღვარი.

ნაოში
(ქარ. რაზიკ.) შემოდგოშის მოხნული და თან დაფარცხული.

ნარვალი
(იმერ. გურ.) ვაკის ნიაღვარი.

ნარუალი
(რაზიკ.) სადაც რუ ყოფილა.

ნარწყული
(ნ. ბ.) იხ. საბას შამათი.

ნარჯი
(ე. დ.) მურაბა.

ნასაგძლი
(რაზიკ.) მგზავრობიდან მიყოლილი პური ან სხვა რამ საჭმელი.

ნაუარი
(გურ. ტ. გ) უმართლოთ შეძენილი, ნაარმევი.

ნაურვალი ცხენი
(რაზიკ.) კარგათ მოვლილი.

ნაფაზი
პაპიროსის ანუ ყალიონის მოწევა კვამლის გადაყლაპვით.

ნაფუტკნი
(ფშ. რაზიკ.) უმამლოთ დადებული კვერცხი.

ნაქალობი
(ფშ. რაზიკ.) ქალობილი, ქალათ-ხმობილი.

ნაქუჩი
(ქარ. რაზიკ.) უმარცვლო სიმინდის ტარო. იმერ. და სხვ. ნაქურჩალა.

ნაღრიბა
გამხდარ დალეულ ბავშზე იტყვიან.

ნაყევრალი
(ფშ. რაზიკ.) ხატის მიწებს ერქვა ფშავში, დღეში რასაც ყევარი ხარი მოჰხნავდა, სოფელი მოვალე იყო, ერთ დღეს ყველა მისულიყო და ეხნა ის ხატის მიწები. მერე ქერს დათესავდენ, სასოფლოდვე მომკიდენ, მერე იმისას სასოფლოთ ლუდს მოადუღებდენ და დღეობა როცა მოვიდოდა, სასოფლოთ სვამდენ.

ნაყულაი
(გურ. ტ. გ) თუთუნზე, მდოგვზე, კომბოსტოზე და მისთანათა მცენარეულებაზე შეტეხილ ფოთლის ნაცვლათ სხვა ახალ ამოსული ფოთოლი.

ნაჩიკა
(ფშ. რაზიკ.) მაჩიტელა, მცენარეა, თეთრი ძირი აქვს, რომელიც იჭმება.

ნაცხერი
(ფშ. რაზიკ.) ხე რო მოტყდება და ნაპობები აეყრება; ან რაც ამოშვერილი მწვეტი დიდი ნაფოტები შერჩება მოტეხილ ხის ძირს, ასე რომ შეიძლება გაქცეული ნადირი ან კაცი, თუ უცებ დაეჯახა, ზედ აეგოს.

ნაძმობი
(ფშ. რაზიკ.) ძმათ-შეფიცებული, ძმობილი.

ნაძოძი
(ფშ. რაზიკ.) ნაგლეჯი, ნაფლეთი.

ნაწეკვი
(იმერ. გურ.) ნაწყვეტი ანუ ნაგლეჯი გინა ნაჭერი რამესი, მაგ. ჩითეულის, ქაღალდის ანუ მიწისა და სხვ.

ნაწვავ-ნადაგი
(ფშ. რაზიკ.) წვითა და დაგვით [დიდი შრომით] შეძენილი.

ნაწიდვარი
(ფშ. რაზიკ.) ცხვრის ნაბინავარი.

ნაჭა
(იმერ. გურ.) შუა ცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდებელი ჯაჭვი, საკიდელი.

ნაჭაპნი
(ფშ. რაზიკ.) თმის ნაწნავი.

ნაჭლიკა
(რაზიკ.) ხვიმურასა და ქვას შუა დაკიდებული მარცვლისა ჩამოსადენი.

ნაჭრევიანი
(ფშ. რაზიკ.) დაჭრილი.

ნახელავი
(იმერ.) გაკეთებული ხელოვნების აზრით.

ნახელარი
(ფშ. რაზიკ.) ხელ-ნახლები.

ნდომისათ ქნა საქმისა
(გურ. ტ. გ) ჯეროვანათ გაკეთება.

ნეგრო
იხ. ნოგრო.

ნერგის-სოკო
(ქარ. რაზიკ.) წნორზე იცის ამოსვლა, საჭმელათ ხმარობენ.

ნერჩი
(გურ. ტ. გ.) ახალ დაბადებულ ბავშის დასალოცავათ ლხინის გამართვა დედამანიის და მის დამხმარეთა თანა-დასწრებით. „ნერჩი უქნეს ბავშს“.

ნიავის დაყრა
(რაზიკ.) სულის აღება ნადირისაგან.

ნიგზური
(ფშ. რაზიკ.) მუგუზალი.

ნიგო
(ნ. ა.) ცხენის კისრის დასასრული, ბეჭების შესაყარი. საბა ჯიდაოს უწოდებს, მგონი, შეცდომით უნდა იყოს. იხ. ჯიდაო.

ნირი
ზნე, ჩვეულება.

ნისანი
(ა. ი.) დრო გამოშვებით ჭკუის შეშლა.

ნოგრო
(იმერ. გურ.) ქათმის ჯიში, აგრეთვე ღორისა და სხვ. საქონლისა.

ნოთა
(იმერ. ნ. ა) საღარი, შუბლ-თეთრი ცხენი, იხ. კიაფი.

ნოლი
(გურ.) წყლის-პირი საყანე მიწა, წყლისაგან ახალ მიტოვებული; მიწა ახალ ამწვანებულ ბალახით შემკული.

ნორდი
(გურ. ტ. გ.) ხის გადანაჭერზე, სწორათ ამოსული ლორთქი ღერი.

ობროდი
(ნ. ა.) ჩერჩეტი.

ოდოში
(მთ. მ. ჯ.) ნახევრათ უმწიფარი.

ოდრიკალი
მახინჯი თვალ-ტანადი: „ღმერთო, ხვალე დარი ჰქენი, დადიანი მკვდარი ჰქენი, მისი შვილი ოდრიკალი, ღმერთო, მალე მოუკალი!“ (ხალხური).

ონჩორი
(ფშ. რაზიკ.) ორთქლი.

ორ-ტოლი
(ნ. ა.) ორ-მაგი, სამ-ტოლი, სამ-მაგი.

ორ-ფა
(ნ. ა.) სამ-ფა ორ-კეცი, სამ-კეცი.

ორ-შიანი
(ფშ. რაზიკ.) ორ-მაგი, ორ-პირათ ნაქსოვი.

ორი-ორზე სიარული
(იმერ.) ნელ–ნელა სიარული: „შეხედე ამ კაცს. ავათმყოფობის შმდეგ როგორ ორ-ორზე დადის“.

ორმო თუნდი
(ა. ი) გულის წუხილია (?).

ოროვანდი
(ქარ. რაზიკ.) მცენარეა.

ორომი
(იმერ. პ. მირ.) ცომის გუნდის გასაპრტყელებელი ფიცარი.

ორტიპალდი
(გურ. ტ. გ.) პარალელური ხაზის გასაყვანი, ხელ-საწყო დურგლისა.

ორღვიანი
(ფშ. იბ.) შესახედავი, წამოსადეგი ვაჟ-კაცი.

ორწოხი
(გურ. ტ. გ.) ვიწრო და ტალახიანი ბილიკი, უფრო ორ ღობესშუა გაყვანილი.

ორჭიორა
(ნ. ა.) ჭოჭინი, ბავშებისათვის აკეთებენ, რომ ფეხი აიდგას. გოგრებზეა მოწყობილი, შეად. ოჭიორა.

ოსტური
(ცნ. ფ.) ერთ-ნაირი ჯიშის ყურძენია.

ოტროელა
(ქარ. რაზიკ.) უხეიროთ გაზრდილი, დიდი ტანის კაცი, იხ. აყლაყუდა.

ოქრო-მარწყვია
(რაზიკ.) ყვითელი მარწყვი.

ოქრო-ჟოლა
(ფშ. რაზიკ) ყვითელი ჟოლი.

ოქრო-შვინდა
(რაზიკ.) ყვითელი შვინდი.

ოღრამუში
(გურ. ტ. გ.) ადგილის ერთ პატრონთაგან ცალკე, მისდა საკუთრათ ადგილის დამუშავება.

ოღრო
(გურ. იმერ.) კრატერ, ოღროს ფისი, კრატერის აღმოტეული ლავა: „ოღროს ფისი მის პირს“ დიდი წყევლაა. ოღრო-ჩოღრო, უსწორ-მასწორი ადგილი.

ოჭიორა
(რაჭული) სამ- ან ოთხ- ბორბლიანი საგორებელი ანუ მიწაში ჩარჭობილ სარზე რგოლით მიმაგრებული წნელი ან სხვა, ფეხ-ადგმულ ჩჩვილი ბავშის სიარულის მისაჩვევათ, შეად. ორჭიორა.

ოხერ-მატეხნი
(რაზიკ.) ცუდათ მოსიარულენი, მოხეტიალენი.

პანა
(ნ. ა.) ქონი; გურიაში კაცის სახელია.

პანკვლიანი
(ნ. ა.) ბანჯგვლიანი და მკვირცხლი კაცი, დაბალი ტანისა.

პაპასკირი
(მეგრ.) შარდის ხუთვა.

პარმაღი
(გურ.) აივანი, ბალკონი, ტერასა.

პარპალი თვალისა
თვალის პაჭუნი.

პატივი თქვენთან
უკაცრავათ თქვენთან.

პატრონ-ყმობა
იხ. ივ. ჯავახიშვილი, საქ. მეფე, გვ. 24-34.

პაქსი მანდი
(გურ. ტ. გ) ერთობ ძველი ნივთი, ზოგჯერ დაკრილულიც·

პაჭუნი თვალისა
პარპალი თვალისა.

პეპერა
(გურ. იმერ.) ბაბუას მამა.

პეტელი
(ტ. გ.) თხის ძახილი.

პეტეტი
(ქარ. რაზიკ.) ყეყეჩი, სულელი.

პეწენიკი
(ქარ. იმერ. გურ.) კოხტა, კოპწია, ქალი, რომელიც გადამეტებით ინაზება, იხ. პუწკია.

პეწი
(ქარ. რაზიკ.) ბრწყინვალება, ფერი.

პინტილა
(გურ. ართმ.) ჩერიის დატრიალების დროს: „აპინტილებს“-ო იტყვიან „ერთი პინტილა ბამბა“, რაც ჩერიის ერთი დატრიალებით დაირთვება.

პირ-ამთქმელი, პირ-ამთქმელობა
პირში მართლის თქმა მოურიდებლათ.

პირ-აღია
(ნ. ა) დოყლაპია, უხეირო.

პირ-კომლიანი
(ფშ. რაზიკ.) თოფზე იტყვიან.

პირ-ნათლათ
ჩემი მოვალეობა პირ-ნათლათ შევასრულე, ე.ი. სინდისიერათ შევასრულეო.

პირ-ღნიოში
(რაზიკ.) ენა-ჭარტალი, სიტყვა შეუნახველი.

პირიმზე
(ვაჟ. ფშ.) ყვავილია ერთ-ნაირი, წითელი. ბაჩანას სიტყვით ალპიის ვარდი. თ. რაზიკ. განმარტებით: წითელი ღერი აქვს, მშრალ კლდეზე იცის მოსვლა. იშვიათი საპოვნელია, ბედნიერის წამლათ ხმარობენ.

პიწკი
(ნ. ა.) მომეტებული სიფრთხილით რამესი შეხება ასაღებად.

პლეტი
(ქ. დ.) ახალი ხილი, ნუგბარი.

პოტიკი
(გურ. იმერ.) რჯღა ხეზე ანუ ჯოხზე. ქართლში ამ სიტყვის მაგიერ ხმარობენ სომხურს კაპს, ორ-კაპიანი = ორ-პოტიკა, იხ. კაპი.

პოწკი
ყურძნის მტევნის პატარა ღერო, ან სხვა მცენარეთა და ხეების ნორჩი ღერი.

პრაკა-პრუკი
(ნ. ა.) მაგარ საგანზე სიარულის ხმა.

პრატუნი
წარა-მარა სიარული.

პრაწვა
(ნ. ა.) თვალების ბრიალი, ქაჩვა, იხ. „თვალებს პრაწავს“, „თვალებს უპრაწავს“.

პროტი
(გურ. ტ. გ.) მოგონებული ამბავი, პროტიალი მოგონებული ანუ მოჭორებული ამბის თქმა.

პურჭყი
(იმერ. გურ.) ფურთხი, აპურჭყებს, აფურთხებს, იპურჭყება, იფურთხება.

პუყა
(იმერ.) იტყვიან ფუნთრუშა ლოყებიან ბავშზე.

პუწკი ხელისა
(გურ. ტ. გ.) მაჯის ქვემოთ ხელის ნაწილი.

პუწკია
(იმერ. გურ.) ადამიანი, რომელიც გადაჭარბებით ინაზება, უფრო ქალზე ითქმის. „რას იპუწკება“, ე. ი. „რას ინაზებაო, იხ. პეწენიკი.

პწკალა
(გურ.) კიბე.

ჟამთა სიავე
დროის უბედურება ანუ სიავე.

ჟაპუნა
(ნ. ა.) დიდი წვიმა, იხ. შხაპუნა.

ჟგლეთი
(იმერ.) კოკის-პირული წვიმა.

ჟერნება
(ფშ. რაზიკ.) რამდენიმე კაცის ერთათ ხმა მაღლა მღერა.

ჟვავი
(გურ. ტ. გ.) დაცვარული მაღალი ბალახი ანუ ბალახ-ბულახი.

ჟვერი
(გურ. ქვემ. იმერ.) ცუდი მაღალი ბალახი, ერთგან სქლათ ამოსული, ხოლო ზემო იმერეთში და საბას და ჩუბინაშ. ლექსიკონ. ჟვერს, ფოთლიან შტოს ეძახიან.

ჟიკჟიკი
(რაზიკ.) ბრწყინვალება, პრიალი, მზე ჟიკჟიკებს.

ჟინჟლი
(ფშ. რაზიკ.) თითქო საცერში ცრიანო, იმ გვარი წვიმა.

ჟინჩვა
(გურ.) დაგრძელება, გაყინჩული, დაგრძელებული.

ჟიჟო
(ქარ. რაზიკ.) ახლათ თავ-ჩენილი ბალახი, იხ. ამოჟიჟინება.

რაგვი
(ნ. ა.) ღობე.

რაყა
(გურ. ნ. ნ.) ახალ მოზარდი ხეები ჯგუფათ ერთს ადგილას ამოსული.

რახშა
(თათრულია ა: ი.) ტანის ცახცახი.

რევმა
(ქ. დ.) ხილთი, ნაკადული.

რეში
(ნ. ა.) დიდი წვიმა; თავსხმა.

რიალი
(ფშ. რაზიკ.) ზიანი, ნავნები.

რისვი
(ფშ. რაზიკ.) გასაფხულზე გაკრეჭილი მატყლი.

როკაპი
დასავლეთ საქართველოში როკაპათ მდედრობით სქესის კუდიანების უფროსს გულისხმობენ. ქვემო იმერლები და ოდიშელები როკაპის ბინათ ტაბაკელას მთას თვლიან (ცხენის წყლის მარჯვნით, ხონის პირდაპირ).

რუახი
(ქუთ. პ. მ.) გონება.

რქა-ბუდიანი ან ქორ-ბუდიანი ირემი
(ფშ. რაზიკ.) ირემი, რომლის რქებს წვერში ერთათ ამოსული ხუთი ან ექვსი ტოტი აქვს, ასე რომ შიგ შეიძლება ფრინველმა ბუდე გაიკეთოს. სოფ. ყვარელში (კახეთშია), მონადირე ტურიკომ მოჰკლა ერთი ხარ-ირემი, რომლის რქებსაც ოცდაოთხი ტოტი ჰქონდა. ამნაირივე რქა იპოვნეს ქართლში ახალ-ქალაქის ტყეში.

საბატავი
(ქარ. რაზიკ.) ბატილის დასაბატი ჭურჭელი.

საბაშტაო
(ნ. ა.) სასიყვარულო, თავის შესაქცევარი, ხელში სათამაშო (ბავშვზე იტყვიან).

საბძელი
(ქათმის) ქათმის ზურგი გვერდებიანათ კურტუმოსა და კისერს შუა, იხ. ფაცხა (ქათმის).

საგთა
(ა. ი) ღრმა ძილათ მივარდნა (არაბულია), საღათას ძილი.

საგორავი
(იმერ.) სამეზობლო საზღვარი. იმერეთში მემამულეებმა საზღვარზე თხრილის ამოღება იციან. ამოღებულ მიწას იმის მიწაზე დაყრიან, ვის მიწაზეც თხრილია ამოღებული. თუ თხრილს ორივე მეზობლის მიწებზე იღებენ, მაშინ ამოღებულ მიწის ნახევარს ერთი მეზობლის მიწაზე დაყრიან, ნახევარს მეორისაზე. „ეს ბარდი ჩემ საგორავზეა ამოსული“, ე. ი. ნაყარ მიწის იმ მხარეზეა ამოსული, საითკენაც მე ვმოსახლობ, იხ. მეგორავე.

საგრეზელა
(ფშ. რაზიკ.) ხის ჯამბურა, თითის ტარის სატრიალებელი.

სადიაცო
(ხევს. ვ. წ.) ქვემო სართულის ოთახი ხევსურეთში, იხ. სამყოფო.

სავათი
(ნ. ა.) საშველი.

სავსება
ყოვლათ უნაკლულობა, ყოვლადი სისრულე, მთელი კომპლექსი. „სავსე ამა ქვეყნისა“. ყველაფერი რითაც ეს ქვეყანა სავსეა გინა მდიდარი; „სავსება სიტურფისა“, უნაკლულობა სიტურფისა. „გულის სავსებით“, გულის ყველა გრძნობებით, გამოუნაკლოთ. ამ სიტყვას ჩვენი ჟურნალ-გაზეთები ხშირათ შეცთომით ხმარობენ უალაგო ალაგას, სიტყვების „მთლათ“ და „სრულიათ“-ის ნაცვლათ, მაგ. „სავსებით ჩამოწერა“ „მთლათ ჩამოწერას“ მაგიერ, „სავსებით მართალია“ – „სრულიათ მართალიას“ ნაცვლათ.

საზღო
(ნ. ა.) ცარიელი ალაგი თავლაში ნაგვის ჩასახვეტათ.

სათავდარიგო ჯარი
რეზერვის ჯარი.

სათბილო
1. საკლავ საქონლის თეძოა [2. საუკეთესო: ულუფა ან არშივი ჭაჭებიანი].

სათული
(ქარ. რაზიკ.) ხორცის საჭრელი დიდი დანა.

სათუო
(იმერ. პ. მ.) ავათმყოფის ან უკეთ ანუ უარესათ გახდომის დრო, кризис, სათუოში გამოსვლა.

საინი
(გურ. იმერ. მეგ.)

საირმე
(ფშ. რაზიკ.) სადაც ირმები ბინადრობენ ტყეში.

საკარგ-ყმო
(ხევს. ნ. ურ.) ვაჟკაცთა დასამწყალობელი, საჩუქარი მოთავისა, წინამძღოლისა, კარგი ყმის შესაფერი საჩუქარი, სადღეგრძელო. ჩვენ ვფიქრობთ საჩუქრის აზრით იხმარება ეს სიტყვა «ვეფხ-ტყაოსანშიაც“, 306 ტაეპში (კარიჭაშვ. რედაქ.) თუმცა იქვე განმარტებულია, „საკარგყმო“ „სამფლობელოა“ო. შეცდომათვე გვგონია ჩუბინ. ლექსიკ. განმარტებაც: „მამული მდიდარი ყმებითა“ო. შეიძლება, „სამფლობელო“ და „მამულიც მდიდარი ყმებითა“ საკარგყმოთ იქნეს გაჩუქებული, როგორც ვეფხტყაოსნის 306 ტაეპშია, მარა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი სამფლობელო დ მამული მდიდარი ყმებით საკარგყმო იყოს, დ. ხიზან. შეკრ. ფშ. ლექსებში „საკარგყმო“ ნახმარია «სადღეგრძელოს აზრით.

საკბილო
(ს.) ხელმოსაჭიდი. „ყოველ ღამე ეცემიან ოჯახებს, მარა ბევრ ალაგას საკბილოს ვერას ხედვენ…“ (ცნ. ფურ. 1906, # 3012), „ის ჩემი საკბილო არ არის“, ე. ი. საჩემო არ არის. „ის ქალი მისი საკბილოა“, ე.ი. საიმისოაო, იხ. დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონი.

საკომლო
რამდენიმე კომლ გლეხისათვის საზიაროთ მიზომილი მიწა მთიულეთში.

საკოტარი
(ფშ. რაზიკ.) მანქანა ცხენის უკანა ფეხებზე გასაკეთებელი, რომ წიხლი აღარ გაიქნიოს.

სალებავი
(ფშ. რაზიკ.) სამღებროსთვის საჭიროა, როცა ყვითლათ ან მწვანეთ ჰღებავენ, ნართს ჯერ ტყემლის წყალში ამოავლებენ და მერე სამღებკიში ჩააგდებენ.

სალეჟრობო
(გურ. ტ. გ.)

სალმუნობა
ლექსის შედგენა სხვა და სხვა ავტორთ ნაწარმოებთაგან, ან ერთის სხვა და სხვა ლექსებისაგან, უფრ ხშირათ აკროსტიხათ (ზმაკიადურათ.)

სალოველი
(ქ. დ.) სიქანჯაბინი, სიქანჯუბინი, სიქანჯამინი.

სალუდე ქვაბი
(რაზიკ.) რაშიაც ლუდს ხარშავენ, სამი ალაბი სიმაღლე ექმნება, ძირი წოწოლა აქვს შაქრის თავსავით და პირი განიერი.

სამადნო
მადნის შესახები; სამადნო საქმე, მადნის შესახები საქმე. სამადნო გამგეობა, მმართველობა, რომელიც მადანს განაგებს.

სამატი
(ნ. ა.) დაგრეხილი თასმა, რომლითაც ურემს უღელზე ამაგრებენ.

სამთიობო
სამგუმბათიანი, სამთავი შენობა, უფრო ეკლესია.

სამკლავე
(ფშ. რაზიკ.) ნიდაყვიდან მაჯამდე ასაკვრელი ფოლადის ფიცარი, ამოღარული, ფარათ სახმარი ფარიკაობასა და ომში.

სამოსახლო
მიწა კარ-მიდამოს გასაშენებლათ ვარგისი, საეზოვე, აგრეთვე მოსახლობა გლეხთა.

სამტკიცი
(იმერ. ქარ.) წმინდა საცერი.

სამყადი
(გურ.) აბრეშუმის სარტყელი, რამდენიმე ფათ წელზე შემოსარტყმელი.

სამყოფო
(დ. პ.) ხევსურები ეტყვიან ქვეითა სართულის იმ ოთახს, სადაც უფრო ხშირათ იმყოფებიან, ვიდრე ზემო სართულის ოტახში, რომელსაც ჭერხოს ეძახიან, იხ. სადიაცო.

სამცხვირ
(სვან. თ. ს.) კოშკებსა და ციხეებში სათოფურები, ამბრაზურა.

სამჭიდობელი
(ნ. ა.) გრძელი და მოდრეკილი ჭოგრი, რომლითაც საძნე ურემს დააკრავენ ძნას, რომ არ დაიშალოს.

სამჭრელო
(ნ. ა.) რაიმე მახვილი იარაღი, იხ. მჭრელი იარაღი.

სანათხოვრო
(იმერ. ს. დ.) დროებით, დროებითი. „ბიგეულში, რონზე, სანათხოვრო ხიდი გააკეთეს და გუშინწინ რიონმა ასიც მოიტაცა“. (ცნ. ფურც., 1905, #2848).

სანარწყული
(ქარ. რაზიკ.) ადგილი ბოსელში, სადაც ნეხვს მიაგროვებენ.

სანერგე
იხ. საჩქოლე. აგრეთვე ნერგათ გამოსადეგი ახალ მოზარდი ხე. იხ. დ. ჩუბინ. ლექსიკ.

სანიაზო
(ფშ. რაზიკ.) სასურველი, სანატრელი.

სანსალა
(ფშ. რაზიკ.) წყალში მცხოვრები მწერია, მთის წყლებში იცის, კალნახი ჭამს.

სანსლვა
მსუნაგათ ყლაპვა, ჩასანსლა, მსუნაგათ გადაყლაპა.

საოლველი
(ძ. ქარ.) სამოსელთა არშია, კრუჟევო.

საპოხი
(ფშ. რაზიკ.) ცხიმი ყოველნაირი.

საჟური
(ფშ. რაზიკ.) ერთი წყლის რუს შემდეგ (განით) გაკეთებული მეორე რუ. რაც წყალი პირველს რუს გასდის, იმის წასაყვანათ.

სარაკუნე
გურიაში ეძახიან ხის პატარა ზარას, რომელსაც ხბოს და სხვა საქონელს შეაბმენ ყელზე, რომ მწყემსს არ გაუჭირდეს ღრე-კლდეებში მათი ძებნა (ახალი დროება, 1906, #6).

სარისა, ურჩუზი
(ა. ი.) ბნედა.

სარმა
(ქარ. კახური) ჭიდაობის ერთი ხერხთაგანი, ი. კვანტი.

სარნა
(ფშ. რაზიკ.) წყაროსთვის დადგმული გეჯი.

სარსამი
(ა. ი.) ერთ-გვარი ჭკუის შეშლაა.

სარჩუტი
(ქარ. რაზიკ.) უვარგისი სარი.

სარჯვალი
ბარკლის ზემო ნაწილი მუხლიდან თეძომდი.

სასაკლაო
დასაკლავი ადგილი, საქონლის სასაკლაო, საქონლის დასაკლავი ადგილი.

სასვარი
(ფშ. იბ.) წყალში მოდუღებული ქატო ძაღლების საჭმელათ.

სასველე
(ქარ. რაზიკ.), ღვინოს რომ ამო რწყავენ, მყიდველს რასაც ზედ-მეტათ დაუსხამენ სათვალავს გარდა.

სასიკვდილე
(ნ. ა.) სიკვდილის ღირსი.

სასირხარი
(პ. მირ.) სისხლის სამართლისა, სასირხარი საქმე.

სასროლი იარაღი
თოფი, დამბაჩა და სხვ.

სასუტელა
(ფშ. რაზიკ.) წუწნელა, მცენ. თაფლოვანი.

სასუტკაც
(ვაჟ. ფშ.) მცენარეა.

სასუფთია
(ფშ. რაზიკ.) სეფის კვერი ან ხატში მისატანი ქადა-პურები.

სასწავლი
(აჭარ. ქობულეთ. – გურ. პ. მირ.) სკოლა, სასწავლებელი.

სატე
(იმერ.) საგანთა, ნივთთა გინა სხეულთა დამტევნელობა.

სატევარა
(ჯ. ვაზ.) უბრალო ბალახია.

სატკბური
იხ. კეტრი.

საუშვილო
მებატონის უფლება, რომლის ძალითაც უძეოთ გადასულ (ამოწყვეტილ) ოჯახის სამკვიდრო, ე. ი. მამული, მოძრავი ქონება და ქალიშვილი ბატონის საკუთრებათ ხდებოდა.

საფაფური
(ნ. ა.) სახლის სახურავსა და კედელს შუა ცალიერი ადგილი.

საფევი
(ფშ. რაზიკ.) ჭურჭლის პირში საცობი, იხ. თავსაცობი და ცობოლი.

საფეხვნო
(ხევს. ნ. ურ.) ალაგი, საცა ხალხი თავს მოიყრის. იხ. საფიხვნო.

საფიფხვნო
(ფშ. რაზიკ.) ერის შესაკრებელი ადგილი, ყრილობის ადგილი, იხ. საფეხვნო.

საფნი
(ა. ი.) სისხლის გამოსაშვები ძარღვი ფეხში (ივერია, 1900).

საფუხარი
(დ. პ.) ასე ეტყვიან ხევსურები მარტო ცერა-თითიან ხელთათმანს.

საქარი
(ნ. ა.) გრძელი ტოგრი, რომელსაც პურის განიავების დროს ხმარობენ, რომ პური ბზეს არ გაჰყვეს.

საღამორელე
(ქვემო იმერ.) საღამოს მოახლოვებისას.

საღარი
იხ. კიოფი.

საღვარე
(ფშ. რაზიკ.) წისვილის ქვეშ ადგილი, სადაც ბორბლებიდან წყალი გადის.

საყადელი
(გურ.) ზომა შეშისა, უდრის 11/2 საჟენს.

საყანული
(გურ.) ყანის ღალა.

საყარი
(ქარ. რაზიკ.) ადგილი, სადაც ზაფხულში ნახირს დაჰყრიან დასასვენებლათ.

საყუათო
(ნ. ა.) საჭმელზზრ იყუბიან, როცა შესარგოა ადამიანისათვის

საყუდი
(იმერ. ა. ა.) საყუდი ან საწენური იმ ქვას ან ხეს ჰქვია, რომელსაც ძირს უდებენ ირწევანს.

საყუჩი
(ფშ. რაზიკ.) საფარი.

საშალი
(რაზიკ.) ჭახრაკების მოსატრიალებელი იარაღი.

საჩერნე
(ფშ. რაზიკ.) მუხლებს ქვემოთ ასაფერებელი ჯაჭვი.

საჩქოლე
ადგილი, სადაც კარგო ჯიშის ხეების, ხელილების, ბენახის და სხვ. გასამრავლებლათ ეგვენ და მოაშენებენ ხოლმე პატარა ნერგებს, იხ. სანერგე.

საცერელი
(ფშ. რაზიკ.) ცერზე გასაკეთებელი ლითონის რგოლი, ჩხუბში სახმარი.

საცეხველი
(ქარ. რაზიკ.) თოხმახი.

საცივი ქათამი
ან სხვა რამ ფრინველი, შემწვარი, მერე გაცივებული და ნიგვზის წვენში ჩაწყობილი.

საცინი
დასაცინი, დაცინვა. „აუგი, დაცინვა. „აუგი ყველა სენია, საცინით მოსარჩენია“ (ხალხ. თქმულება).

საწარბავი
(ფშ. რაზიკ.) დურგლების იარაღი.

საწენური
(იმერ. ნ. ა.) იხ. საყუდი. პ. მირ. საწენურს ხსნის შუა დირეზე დასარჭობ ბოძათ (ივ., #80, 1900).

საწერელი
(იმერ. პ. მ.) დუდკო, ფრჩხილის ავადმყოფობა.

საწკვერტი
(იმერ. ნ. ა.) უნაგირს წინა და უკანა ტახტზე თავისუფალი თასმები, ხურჯინის, ნაბდის, და სხვ. მისაკრავად.

საჭვრეტი
(იმერ. პ. მ.) სანახავი, საცქირალი, სამზირალი, საჭვრეტში წასვლა.

საჭიკი
(ხევს. რაზიკ.) მოსართავი ცხენისა.

საჭირნიგე
(რაზიკ.) სანაგვე.

საჭმო
(ფშ. რაზიკ.) რკო და წიწიბო ღორის საჭმელი.

სახელები საერო ქართული
ქალების: ანქალა არმინდა, აფელა, გუგუნია, გუნდო, გულსუნდა, გულქან, დედაქალა, ვარდო, ვარდოფინე, ზენო, თვალმშვენიერი, თვალლამაზი, თინათინ, თინა, კაკალო, კაკუნილ, კოჭიბროლა, კუკუნილ, ლალება, მაქამ მეყუა, მეცვიყო, მზეთამზე, მზექალა, მზისდარი, მინდა, ნაგულა, ნათელა, ნამეტი, პიტმთვარე, პირიმზე, როსსკან, სათვით, ფოფალა, ქალინა, ქალიკმარა, ხვარამზე და სხვ. კაცების: ავთანდილ, ამანჩაყო, აღდგომელა, ბახვა, ბერუკა, გიგიტა, გოდერძი, დათუნა, ვარდენ, ვარძიგულა, თაყა, კაკო, კახაბერი, კიწი, ლომკაცი, მაგონა, მალხაზ, მამულა, მაციკუა, მგელა, ოტია, პაატა, რევაზ, ტურია, ქრისტესია, ქუვარხ, ღვთისია, ღვთისავარ, ყაზმაქვა, შაქარა, ჭარო დ სხვ.

სახელმწიფო რჩევა
государственный совет.

სახელმწიფო საბჭო
государственная дума, ქართულ გაზეთები კი სახ. საბჭოს მაგიერ „სახ. სათათბიროს“ ხმარობენ. სათათბირო არაბულიდან შემოღებული თათრულშიც ხმარებული (თათბირ) სიტყვაა, ხოლო საბჭო ქართული. იგივე გაზეთები городская дума-ს ქალაქის საბჭოს უწოდებენ. რაკი სიტყვა дума საბჭოა, როცა თანასდევს სიტყვას городская-ს, საბჭოდვე უნდა დარჩეს მაშინაც, როს მას წინ უძღვის სიტყვა государственная.

სახეხავი
(ფშ. რაზიკ.) ქსლის საქსოვი იარაღი.

სახვიელა
(ფშ. რაზიკ.) წინდის სახვევი.

სახიბი
(ნ. ა.) ორ-პოტიკა (ორ-კაპა) მოგრძო ხეს შეაბმენ საქონელს ყელზე, რომ ღობეზზე ვერ გადახტეს ან არ გაძვრეს ყანიიის გასაცუჭებლად.

სახლის შეკრვა
(ქართ.) ბოიკოტი, სახლი შეუკრეს, ბოიკოტი გაუმართეს. „ბესოს სახლი შეუკრეს, ე.ი. აღარსათ უშვებდენ: არც სამეზობლოთ, არც საძოვარზე, აღარც ელაპარაკებოდენ, არც ჭირში და ლხინში ეკარებოდენ…“ (ივ. 1904, #110).

სახმუწი
(ფშ. რაზიკ.) პირის მოსაკრავი.

საჯარე
(ფშ. რაზიკ.) ხატში ხალხის დასასხდომი ადგილი.

საჯაყი
(გურ.) სასირცხვო, მომჯაყა, შემარცხვინა.

საჯი
(ა. ი.) ფაღარათობა, საჭმლის მოუნელებლობა.

საჯიხვე
(ფშ. რაზიკ.) ჯიხვების საცხოვრებელი ადგილი, მიუდგომელი კლდე.

სერობ-საღმურთობა
(რაზიკ.) თავი და თავი დღეობები, ფშავლებისა ლაშარ-ღელეობა.

სეფა
(გურ. იმერ.) ფარდული დიდ წვეულებისათვის სადილის ან ვახშმის მისართმევათ.

სეფეთი
(იმერ. პ. მ.) დიდი სკივრი.

სვილის ფერაი
(ფშ. რაზიკ.) შავგვრემანი.

სიალნე
(ფშ. რაზიკ.) სიმართლე, სიალალ-მართლე.

სიგრიგელა
(ფშ. რაზიკ.) ორონტრიალი, ჩხუბი.

სილაღი
(გურ.) იარაღი (საომარი).

სიმცრო
სიმცირე, „სიმცროს ჩამოღმა გურია ბრძენს კარგათ უხსენებია“ (ძველი თქმულება).

სინდიოფალა
(ნ. ა.) გარეული ცხოველია, ვირ-თაგვის ოდენი, თეთრ-წითლათ ჭრელი; წიწილების მტერია.

სირონი
(ქარ. გურ.) საზღვარი.

სისვი
(ხევს. რაზიკ.) ხმალი. იმერ. გურ. ლურჯა ცხენი.

სისონა
(ხევს. რაზიკ.) ყაპყაპი, ურიის მტრედი ფრინ,, გურია და იმერეთში მამაკაცის სახელია“.

სისხამი დილა
იხ. უთენია დილა.

სისხლის ბალახა
(ფშ. რაზიკ.) წყლულის წამალი ბალახია.

სიტყვის საქცევი
(ქ. დ., გვ. 4) ენის მოქნილობა.

სკვარამი
(გურ. იმერ.) ქვესკნელი.

სკვიაობა
(ფშ. რაზიკ.) ხტუნაობა კალიისა ან ფრთა მოტეხილი ფრინველისა.

სკნირიარი
(ქ. დ.) „მუსტოფი“.

სლაქვა
(იმერ. გურ.) ტლეკა, ლოკვა (ივ., 1903, # 168).

სლიკინი
(ნ. ა.) მოლიფულ რამეზე ცურვა.

სმური
(ნ. ა) სადღეგრძელო. (ა. ყაზიბეგი).

სნეკვა
(ფშ. იმერ. რაზიკ.) მტკივანი ადგილი რო ფეთქს და თრთის.

სოი
(გურ.) ნაირი, ფასონი, მოდა, „ამ სოის ჩოხა უნდა „შევაკერვინო“. „იმ სოის ქილები მომწონს, იმ კაცს რომ უყიდია“, „რა სოის ქარქაში გაგიკეთებინებია ხმლისთვის?“ „დაიწყო… ახალი სოის დემოკრაციზმის ქადაგება…“ (მოგზაური, 1905, #32).

სოკოები
არყა (ა. ჭ.) მოდის ივნისში, თეთრი ფერის აქვს ზედა და ქვედა პირი, მწარეა, რძიანი, იჭმება. არჟის სოკო (ფშ. რაზიკ.), არყი ისხამს და ამ სოკოსაგან ბურთებს თლიან, გუგულის ჯამი, წითელი სოკოა, ჯამებივით ამობრუნვით იცის ამოსვლა ნადირთ დანეხვილზე ტყეში. გუგულის ქუდი (ვ. ჭ), წითელი სოკოა, პატარა ფეხი არა აქვს, ცუდია. გუდაფშუტა, მრგვალი სოკოა, ძალიან პატარა, გახმება და გულში მტვერივით გახდება ხოლმე. ფერათ თეთრია, დაჭრილს აყრიან ჭრილობაზე წამლათ. გადამრევა, წითელი ზურგი აქვს, თეთრი ქვედა პირი, ამის სიავკარგეს სახელიც გვიმტკიცებს, შხამიანია. გველის სოკო, შავი გული აქვს, მოთეთრო ზურგი, სილის სოკოს ძალიანა ჰგავს, შხამიანია. დათვის სოკო ანუ დათვი-მჩარა, ყველა სოკოზე დიდი იზრდება, სქელი დედა პირი აქვს, მუქი ყვითელი ფერი ზედა და ქვედა პირისა, შხამიანია. ირმის ტუჩა (ფშ. რაზიკ.) შემოდგომაზე იცის ამოსვლა, ღრუბელსა ჰგავს. კალმახი სოკო, დამპალმა წიფელამ იცის, ერთათ რამდენიმე ამოვა და სულ შეიხურხლება ხე, რამდენიშე დღეს ძლებს, არა მგონია ამაზე უგემრიელესი სოკო კიდევ იყოს. კრიანტელი (ვ. ჭ.) მუქის ფერისაა, ცოტა მოყვითანო ზედა და ქვედა პირი აქვს, მსხვილი ფეხი, ძალიან კარგია, ურძეოა, იჭმება. კვერცის-გულა, ზედა და ქვედა პირი ყვითელი აქვს, იჭმება. მაჭკვნარა დამპალ ხის ძირზე ამოდის ჯგუფათ, წვრილი სოკოა, კარგია. მიქელა მთლათ ყვითელია, პატარა იზრდება, კარგია. მტრედო, ზედა პირი მორუხო ფერი აქვს, ხოლო ქვედა – თეთრი, კარგია. მჭადო, ყვითელის ფერის ზედა პირი აქვს, ხოლო გული თეთრი, რძიანია, იჭმება. ნიყვი (ილ. ალხაზ.) მეფის სოკოს უწოდებენ, ქამაზე უფრო გემრიელია, მოდის_x000D_

სოროტი წვიმა
(გურ. ტ. გ.) თხელს წვიმას ეტყვიან.

სოხანე, სოხანო
(რაჭ., იმერ.) იატაკათ დატკეპნილი მიწა.

სოხახი
(გურ. ტ. გ.) ორ მოსაზღვრე ღობეს შუა დატოვებული ერთობ ვიწრო ადგილი, ვიწრო ორ-ღობე.

სროლი
(იმერ. გურ.) მანძილი ორ აღნიშნულ ადგილს შუა. „ამ ერთ სროლ ადგილს მეც დავიმუშავებ“. ე.ი. ამ მიწას ამ ადგილიდან იქამდე მეც დავიმუშავებო. „ამ ერთ სროლში ეს და ეს დავთესე“, ე.ი. აქედნ იქამდე ეს და ეს დავთესეო.

სუბრეტი
(გურ. ტ. გ.) ყმაწვილი გოგო, ჭკვიანი და მარჯვე.

სუდა
(ა. ი.) ბევრი წყლის სმა, ჭყურტი. საბას ლექსიკ. სუდა შვრიათ აქვს განმარტებული.

სუთი
(იმერ.) ღომის დასაზელი, შეად. ჩოგანი.

სულ-მნთები, სუმ-მნათი
(ძვ.) პოეტი.

სულ-ხავი
(ნ. ა.) სულ-წასული, მოუთმენარი, გაუმაძღარი.

სულეთი
(ხევს. ნ. ურბ.) საიქიო.

სულთა-კრეფა
(დ. პ.) ასე ეტყვიან ხევსერები მიცვალებულთა მოგონების დღეს.

სულთუხის-ტარანი
(ფშ. რაზიკ.) ვარსკვლავი „სასწორი“.

სულიერება
მთავარი სული გონებითი ნამოქმედარისა, ნაწერისა და სხვ.

სულს ქვეშე
თქმა გულ-ახდილათ, გამოტეხით თქმა რამესი.

სურსნელი
(ნ. ა.) ერთ-გვარი ავადმყოფობა. დაჰყრის კაცს და თუ დროზე არ უწამლა, შეიძლება ცხვირი, ყურები ან ტუჩები სრულიათ მოაძროს.

სურსუტი
(ვლ. ბზვ.) მოუთმენელი, სულ-წასული.

სურუხი
(ნ. ა.) სხვილი ჯოხი, კერი.

სუსანდარა
(ა. ი.) სიმხურვალით რომ სისხლზე იყვანდეს.

სწორ
ერთათ, „ვახშამი სწორ ვჭამეთ“, ე.ი. ერთათ ვჭამეთ.

სხარტი
(ნ. ა.) კანტი, წვრილი ტანადი.

სხარტის ტანისა
(რაზიკ.) მოხდენილი ტანისა.

სხლტე
სამოსახლოს ირგვლივ ღობეთ შემოვლებული ბუჩქნარ-ბარდი.

ტაბაკა-მხალი
(ქართ. რაზიკ.) მხალია.

ტაბუცუნი
(გურ. ტ. გ.) მთელათ მოხარშული თევზი მარილ-წყალში.

ტათლიბი
იხ. თათლიბი.

ტალიკ-ტალიკი ბიჭები
ახალგაზრდა, ჯანმრთელნი და მარჯვე ბიჭები.

ტარბი
(ნ. ა.) კვირკვილი.

ტარტალი
(ფშ. რაზიკ.) ყბედობა, იგივე რაც ტარტარი, იხ. დ. ჩუბ-ლის ლექსიკონში.

ტატ-ბერი
(ა. ი.) ბებია, მოურავი. კარაბადინში არ არის მოხსენებული, მარტო ქალს ჰქვია ტატბერი, თუ ვაჟსაც. მგონი ორივეს უნდა ნიშნავდეს, რადგანაც საშველათ უწინ და ეხლაც იწვევენ ქართლ-კახეთში, იხ. დედა-მანია.

ტატანი
(ფშ. რაზიკ.) ცის-პირი. ჩუბ. ხსნის: ვარსკვლავ მორბედი, რომელიც ღამე გამოჩნდება და თანვე გაქრებაო.

ტაფა
(ნ. ა.) ბუხრის ძირა ქვა, რომელზედაც ცეცხლი ინთება.

ტაფობი
(ფშ. რაზიკ.) ჩავარდნილი დაბალი ადგილი ტყეში, მაყვლიან ბალახიანი.

ტახტი
(ნ. ა.) კოტა, უნაგირის წინა და უკანა ამაღლებული ნაწილები.

ტელეფა
(სვანური) აივანი, პარმაღი.

ტვლივი
(ქარ. რაზიკ.) დიდი ხორციანი ძვალი.

ტილ-ჩუტა
(ფშ. რაზიკ.) სენია ერთ-გვარი, მომეტებულათ ფეხისა და ხელის გულებში დაგმართებათ ხოლმე. შიგნით კან ქვეშ საშინელ ქავილს და წვას გრძნობს ადამიანი. წამლათ ხმარობენ: ნედლს თხილის ჯოხს მოჭრიან და ცეცხლში გაახურებენ და იმით დადაღავენ.

ტინგიცა
(იმერ.) უშნოდ ხუმარა, მოუხვენარი.

ტისნა
(რაზიკ.) (ჩილ–ჩაოტი?) მკბენრის მოშორება. ქარ. ფშ. ხილვა.

ტიფსი
(ნ. ა.) წვრილი რამე.

ტიღუა
(ფშ. რაზიკ.) ტიღუნა. ქართლში შავ-შავი ბიჭი.

ტიხარი
(ნ. ა) თუ შენობის დაყოფა სურთ, ახალ კედლებს ამოიყვანენ შენობაშივე და მას ეწოდება ტიხარი. გამტიხრული, კედლით გაყოფილი. გამტიხრვა, კედლით გაყოფა.

ტლეკვა
(გურ. იმერ.) ლოკვა.

ტლიკინი
ჩქარა და უთავ-ბოლოთ ბევრის მოლაპარაკე.

ტლოკი
(ქარ. რაზიკ.) ტიტველი კანჭი ან წვივი.

ტმასნა
(ქარ. იმერ.) ძაფის თავებს რომ ერთმანეთს მიაგრეხენ. კიდევ: „რას ეტმასნები“, რას ეკვრი, რომ არ. უნდიხარ.

ტმუკვა
(ფშ. რაზიკ.) ხტომა, ტოკვა. ვირი ტმუკავს, როცა საკუდურს ამოსდებენ ხოლმე.

ტოლუმ-ბაში
(ქართლ.) თამადა.

ტომსიკა
პატარა ტომარა.

ტორვა
(ფშ. იმერ.) ხარბათ ჭამა, ყლაპვა.

ტორი
(ფშ. იმერ. რაზიკ.) საცემი რამე მუშტი, მიტორვა, მიტყეპა.

ტოქი
(ნ. ა.) ჟინი, ჯიბრი.

ტრიამელი
(ნ. ა.) თვალ-უწვდენელი, გაშლილი ადგილი.

ტრიკი
(ქარ. იმერ. რაზიკ.) ფუში, სენია ერთ-გვარი.

ტუაფე
(ნ. ა.) გორაკებით გარემოცული ადგილი.

ტუნტული
(ქარ. იმერ. რაზიკ.) სიარული უდროვო დროთ.

ტუსტუსი
(ქარ. რაზიკ.) ბავშვის სიარულზე იტყვიან.

ტყიურა
(ფშ. რაზიკ.) ზირა, იხ. სიტყვასთან კვლიავი.

ტყლარჭვა
(ქარ. რაზიკ.) თავის გამოდება, მედიდურობა, დღლარძვა.

უამაგო
(ქარ. რაზიკ.) ამაგ-დაუდებელი. უამაგო მამა არ იყოო.

უბეური
(ქარ. რაზიკ.) კვადრატული, ოთხ-კუთხი. „ივერია“ ერთ დროს ხმარობდა სპარსულს „ჩორსოს“, ნამდვილი ძველი გამოთქმით „ჩაარსუ“.

უგაბი
(გურ. ტ. გ.) უშნო მიხრა-მოხრის ადამიანი.

უზალიკი
(ჯ. ვაზ.) უბრალო ბალახია.

უთენია დილა
დილა ოდნავ გათენებული, იხ. სისხამი დილა.

უთირ-მათარი
(ნ. ა) გაბნეული, დავთრებ-არეული.

უკანალი
(ნ. ა.) უკანა ნაწილი სხეულისა.

უკარება
(ნ. ა) მიუკარებელი ხასიათის მქონე.

უკლისა
ადამიანი, რომელიც არაფერ შემთხვევას არ დაიკლებს.

უკლონი
(ფშ. რაზიკ.) შავეთში მყოფნი გარდაცვალებულთა სულნი.

უკმეხი
(ნ. ა.) ჯიუტი, გაუტეხელი.

უკმიახი
(ფშ. რაზიკ.) უკადრისი, თავ-მომწონე.

უკუნეთი
ადგილი, სადაც სიბნელეა დამკვიდრებული.

უმარტისოთ
(ქარ. რაზიკ.) უდროვოთ.

უმაქნისი
(ნ. ა.) გამოუსადეგარი, მოუხმარი.

უნასი
(ნ. ა.) ქვე-მძრომნი: გველი; ჯოჯო და სხვ.

უნდომი
(გურ.) ცოტათი სნეული.

უნიათო
(ნ. ა.) უყუათო, ურგები, უძლური; ნიათ-გამოლეული, ძალა-გამოლეული, ყუათ-გამოლეული.

უპუ
(გურ. გ. ე.) გამოძახილი, эхо.

უჟმური
(გურ. ტ. გ.) ჭაობიან ადგილის ცივება.

ურა
ზნე-ხასიათ-მოუხეშელი კაცი, გაუხედნელი ცხენი.

ურდუმი
(რაჭ. ნ. ა.) ბოსლის სარკმელი ნეხვის გადასაყრელათ.

ურმეული
(ნ. ა.) ძნა დადგმული გრძლათ, ძელულ სახლივით.

ურუღვიანი
(ხევს. რაზიკ.) ზავთიანი.

ურძანი
(ფშ.) ჯაგის გვარის მცენარე.

ურძენი
(ფშ. რაზიკ.) ერთ-ნაირი ხეა, თეთრ-ბურუსიანი ფოთოლი ასხია, წითელი ნაყოფი იცის, მთაში ჰგვარობს. ჯოხებათ ქრიან, ნაყოფსა ჭამენ.

უსაშველო
უსაშველოთ არის მისი საქმე, ისეა მისი საქმე, რომ ხსნა არსაიდან აქვს; „გადაწყვიტა პროლეტარიატის მიმხრობა, მისი გარესპუბლიკელება… და რესპუბლიკის უსაშველოთ გაზვიადებით“… (მოგზაური, 1905, #18). აქ უსაშველო ნიშნავს მეტის-მეტს, „მეტის-მეტათ გაზვიადებით“.

უსახათო
(გურ. დ. გ.) უძლური.

უსიერი
(ნ. ა.) მიუდგომელი, ყრუ ადგილი, კაცის ფუხ-შეუდგმელი. უსიერი მთა გინდ ტყე.

უსნიფერა
(ქართ. ან ე-ხ) იხ. მაჭატა.

უსტვენს კოდარას
(გურ.) მცონარეთ დროს ატარებს, არაფერს აკეთებს.

უსული
(გურ. ს. გ.) მუსიკაში ხმის დიდათ დაწევა, ინტერვალი.

უტიფარი
(ნ. ა.) უსირცხვილო, უნამუსო.

უღბი
(ფშ. რაზიკ.) აუგი. „ჩემს თავზე უღბის მოთქმასა ჭირიმც მიუვა კარადა, ნუმც გამარიდებს სიკვდილი ლამაზის მოუკლავადა“.

უღიმღამო
(ნ. ა.) უსირცხვილო.

უშტარი
(ფშ. რაზიკ.) ბრმა.

უჩუმალაჲ
(იმერხეული, ნიკ. მარი) ჩუმჩუმათ, ჩუმჩუმობით.

უჩუმრათ
(ქართლ. კახ. ზ. გ.) ხმაგაკმენდილი, მდუმარეთ. „ხმა ვერ ამოიღო დედა მელანიამ, უჩუმრათ მოართვა საყვარელ მეუღლეს თულუფი“. („სულის მისწრაფებანი“).

უძლები
ორსული. „ქართლის ცხოვრება“, გვ. 47, ზ. ჭ-ძის გამოცემა.

უწვიმარა
(ნ. ა.) მუცლის ხორცი პირ-უტყვთა (საბა კელივერს უწოდებს).

უწმაწური
(ნ. ა.) უხამსი, ბინძური მოლაპარაკე.

უხა
(ნ. ა.) მრგვალი და ხმელი ლავაში; ლხინში სულ ბოლოს მიიტანენ სუფრაზე.

უჯრიკი
(გურ. ტ. გ.) მოუხეშავი.

ფა
ნაქსოვის კეცი ანუ მაგი, ორ-ფა, სამ-ფა, იხ. მაგი.

ფაა
(ა. ი.) ასო ადამიანისა.

ფათვათი გააქვს
(ქარ. რაზიკ.) ზედ დაკანკალებს, ვინმეს სიყვარულით სულ თრთის.

ფათური
ხელის რევა რამეში, საეგებიოთ ან უთავ-ბოლოთ ძებნა.

ფათქა
(იმერ, ნ. ა.) ჭურჭელია.

ფანდალა
(ნ. ა.) პირუტყვის სნეულება, მთვრალსავით დაწყებინებს ბარბაცს და ჰკლავს.

ფანქარი
ყარანდაში.

ფართი-ფურთი
(ნ. ა.) პატრა საქმისათვის დიდი მზადება.

ფართხალი
(ნ. ა.) მიწაზე დაგდებული სულდგმულის მოძრაობა (თევზის, მომკვდავ კაცის და სხვ.).

ფართხუნი
(იმერ. ნ. ა.) ხმაურობა რბილის საგნისა, როცა მოიქნევენ, მაგ. ხალიჩისა, როცა გარეკვენ.

ფარსაგი
(გურ. იმერ. ტ. გ.) საკვირველი, მოულოდნელი, უმაგალითო სენსაციური, იხ. დ. ჩუბინ. ლექსიკონი.

ფარფაში
(ნ. ა.) უზრუნველათ, თავისუფლათ სიარული.

ფარხა
(ფშ. რაზიკ.) ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილი.

ფარხები
(ფშ. რაზიკ.) კონკები, ძველ-ძველები.

ფაფანაგი, ფაფანაკი
(ფშ. რაზიკ.) ქალების გარედან ჩასაცმელი ჩოხა, იმერ. და გურიაში კაცის ძველებურ თავსახურს ეძახიან.

ფაფხური
შესაშინებლათ შეტევა, შეფახვა.

ფაყვე
(ნ. ა) ზომაზე დიდი ტანისამოსი.

ფაცხა
(ქათმის) იხ. საბძელი (ქათმის).

ფეთხუმი
(ქართ. რაზიკ.) უსუფთაო ადამიანი; გაზვიადებული საქმიანობაც.

ფელენგი
(გურ. ტ. გ.) ფელენჯის ანუ ნავის გასათრევათ ქვეშ ამოსადები ხე.

ფელენჯი
(ა. ი.) ფელენჯის ქარი, სენი დამგრეხელი (საბა).

ფელიკი
(რაჭ.) დაკლული ღორის ნახევარი, სიგრძისათ გაჭრილი.

ფენთხი
(ნ. ა) გვერდების ნაწილი, რომელიც ნეკნებით არ არის დაფარული.

ფერვა
წმენდა, გავფერავ, გავწმენდავ.

ფეხის გაცხება ჩემი, მისი და ამებრვე სხვ.
(გურ.). სიკვდილი (უეცარი) ჩემი, მისი და ამ. სხვ. „ფეხის გაცხება მისი, რა გამაგონა ეს?!“

ფილაკოზი
(ა. ი.) ასე ეძახიან რაჭაში ქლიავისა და ალუბლის ხის გამონაჟონ წებოს. წამლათაც იხმარება.

ფინთიხი
(ნ. ა.) თოფის ტყვიაა.

ფინჩხა
(გურ. იმერ.) გამომცხვარ პურეულის ან ღომის ნაფშვენი, ფხვნილი ნამცეცი. ზოგან „ფუნჩხას“ ხმარობენ. «დაკრა ქვა და ფუნჩხათ (ფხვნილათ) გაუხადა თავი“.

ფიოლიო
(ჯ. ვაზ.) უბრალო ბალახია.

ფიორი
(იმერ. გურ) ნამცეცი; ერთი ფიორი, ერთი ნამცეცი.

ფიტონი
ვარცლის ფიცარი.

ფიც-ვეცხლი
(რაზიკ.) ფშავ-ხევსურეთში როცა ორი ვაჟ-კაცი დაძმობილდებოდა, არაყსა ან ღვინოში ვეცხლს ჩაფხეკდენ დ ამას დალევდენ. ამას შემდეგ ძმები ხდებოდენ ფ ღალატი ან ფიცის გაცეხა შეუძლებელი ხდებოდა.

ფიხონი
(ფშ. რაზიკ.) ლაყბობა, ყრილობა, ლაზღანდარობა.

ფლიკვინი
(იმერ.) უხმოთ და თავ-დაჭერილი ტირილი.

ფლოქვი
(იმერ. ნ. ა.) რქიანის საქონლისა დ აქლემის ფეხი (ფლოქვი ორის ჩლიქისაგან შესდგება).

ფოლი
(იმერ. ნ. ა. ცხენის, ჯორის, ვირის ჩლიქი (ერთიანი).

ფონდიკა არ ეკიდება
(გურ. დ. გ.) იტყვიან ისეთს კაცზე, რომელიც ბევრს შრომობს და ხეირს ვერ ეწევა, „გამრჯელი ძალიანია, მარა ფონდიკა არ ეკიდება“…

ფორჩხი
ფოჩიხი, ადამიანის ცოდვილი. „მთელი დღე ფორჩიხობს ეს კაცი“. ე. ი. მთელი დღე ცოდვილობს ეს კაციო.

ფორჩხი
(გურ. ნ. ა.) ჯღებიანი შტო ხისა, მოჭრილი და ფოთლებ- ჩამოცლილი:

ფრახი
უნამუსო დედაკაცზე იტყვიან.

ფრთქიალი
(ნ. ა.) (ფრთხიალი) ფრინველთა ფრენის ხმა.

ფრჩხილა
(ნ. ა.) აჩაჩა ურმის ორპოტიკი ხე, რომლითაც ურემი უღელს უერთდება.

ფუა
(ქართ.) სენი

ფუთფუთა
(ა. ი.) სინამაქი

ფუნჩხა
იხ. ფინჩხა.

ფუტი
(ნ. ა.) ფრინველთ ავადყოფობა, ძალიან გახდება და კვდება. ასეთ სნეულებით შეპყრობილ ფრინველს რომ თავი მოჭრათ, ორი ან სამი წვეთი სისხლი თუ გამოუა.

ფშანტალი
(ფშ. რაზიკ.) ძალიან რბილი ქვაა. „მოამბეში“ (1899, #4) დამპალ ქვას ეძახიან.

ფშრუკვა
(რაზიკ.) ცომის ასვრემა ან ნაცრის აზელა.

ფშურუტო
(რაზიკ.) შიგნით ცალიერი: „ფშუტურო კერპის წინაშე მუხლ-მოდრეკილი იდგა“ (მეგობარი, 1906, #53, გვ. 3.), გურულათ – ფშუტურაჲ. „ნიგოზი ფშუტურაჲ გამოდგა“, ე. ი. ღენჭეპოს შიგნით გული არ ჰქონდა.

ფხეკი, – კები
(ც. ფ.) მიწა მოკლებული ყოველ გვარ მცენარეულობას და იმავ დროს გამოფიტული. ფხეკათ უფრო ხშირათ ფერდობი ადგილები და მთის გვერდობი იგულისხმება.

ფხლაკვნა
(ფშ. რაზიკ.) ხტომა, განძრევა, შეთამაშება.

ფხოველი
(ქარ. რაზიკ.) ფხიანი, ძალიან ყოჩაღი, მარჯვე.

ფხრე
(ფშ. რაზიკ.) კარღალალა.

ფხუნება
(ფშ. რაზიკ.) მისხმა რისამე, მიფხუნება, მიწრინტება (იმერ. ფხუნება).

ქავ-ციხე
(ფშ. რაზიკ.) ციხე-გალავანი.

ქავი
(ხევს. ნ. ურბ.) ციხე, გალავანი.

ქალი-შვილი
(გურ, იმერ.) ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალი, აგრეთვე ასულიც, როგორც დ. ჩუბინაშვილსაც აქვს. ანდაზა: „ალი-შვილის კალთასაც შია“.

ქალტა
(იმერ.) იგივეა, რაც ქართა.

ქამალაღო
(ფშ., რაზიკ.) მთარა, წყლის სასმელი, ირმის ფეხისგან განაძრობი ტყავი.

ქამბოხი
(რაჭ.) დადუღებული ტკბილი დამაჭრებამდე. ქამბოხი მოტკბო და ფუცხუნა სასმელია, იხ. საბას და ჩუბ-ის ლექსიკონებში „ღვინო“.

ქამიანი
(გურ. ტ. გ.) მოსველო.

ქანთელა
(ნ. ა.) პირუტყვის სნეულება, ენა ატკივდება და ბოლოს სულაც მოწყდება.

ქარაოცა
(გურ. იმერ. ტ. გ.) ადამიანი, რომელიც მცირე რამეს იწყენს ანუ მცირე რამეს შეიცხადებს; აგრეთვე აჩქარებული ხასიათის ადამიანი, სულ მცირე რამეს რომ გაიოცებს ანუ ირწმუნებს და გაიკვირვებს. იხ. მატაოცა.

ქარაქუცა
(ქართ. რაზიკ.) ჭკუა მსუბუქი გაცი.

ქარაშოთი
(ფშ. რაზიკ.) უცებ ამოვარდნილი ქარო.

ქარბაქ
(სვან. თ. ს.) შემოზღუდული ადგილი საჯოგეში ნახირის დასამწყვდევათ, იხ. ქართა და ქალტა.

ქართა
(იმერ. გურ.) ეზოსთან შემოღობილი ადგილი, ღამით საქონლის დასამწყვდევათ. იხ. ქალტა, ქარბაქ.

ქართული: ეს რა ქართულია?
თქმა, ეს რა თქმაა? ეს კარგი ქართულია, ე. ი. ეს კარგი თქმაა ანუ კარგათ ნათქვამია.

ქარმჭვალი
(აკ.) ორ-ქარს შუა, მჭვალათ გამკრავი ქარი.

ქარსალაობა
(ფშ. რაზიკ.) ზამთარში სუბუქათ ჩაცმა ან სიცივეში გაუფრთხილებლათ სიარული.

ქარსაოტი
(რაზიკ.) მსუბუქი რამე. „ხა იხვია, ხა ბატიო, ახლი წმინდა საოთები, არ მინდიხარ, არ წამოვალ, თვალში მექარსაოტებით“ (ხალხური).

ქარჩი
(ფშ. რაზიკ.) რკინის იარაღი, მიწის სათხრელი, წერაქვი.

ქასქანჯიელი
(რაზიკ.) ეშმაკი, მაცილი.

ქასქასი
(რაზიკ.) ქაქანი სიცხისა და დაღალვისაგან.

ქაქანი
წყრომით და სხაპა-სხუპით ლაპარაკი.

ქაჩაჩი
(იმერ. ნ. ა) პირ-უტყვებს ფოლს ზემოთ ფეხი მოვიწროებული აქვთ და ამ ადგილს საოლავე ეწოდება; მას ზემოთ, სადაც საოლავე თავდება, პატარა გამობერილი კორძი აქვთ (რომელიც უკან არის მოქცეული), იმას ეწოდება ქანაჩი.

ქეთავათი
(გურ. ტ. გ.) უცნაურა ჭირი გინა გაჭირვება ანუ სამწუხარო რამ.

ქენქრეხი
ანჩხლი, კაპასი ქალი, იხ. თარნაკი.

ქერის ხატორი
(ფშ. რაზიკ.) ჯინჯილა ქერისა.

ქერონა
(რაზიკ.) ბეღურას ჰგავს, ფრინველია. ხევსურები ქეროზას ეძახიან.

ქეჩი
(ფშ. რაზიკ.) ცხვრის ფარის წინამძღოლი ვაცი.

ქვა-მბილა
(ფშ. რაზიკ.) ძალიან რბილი ქვაა, ხელით იჭყლიტება.

ქვე
(რაჭ. დ ხევს.) უდრის იმერულს ქე-ს, იმერული: „ის კაცი ქე მოსულა“. რაჭული: „იმ კაცს ქვე ვიცნობ“. ხევსურული: „ქვე რა მეძინა, სიზმარი ქვე გადამლახეს“ (ვაჟა ფშ., ივ. 1889, #9).

ქვერელე
(იმერ.) ცოტათი ქვემოთ.

ქვეშ-ქვეშა
(ნ. ა.) გაიძვერა ჩუმი ეშშაკი.

ქიმუნჯი
(ქარ. რაზიკ.) ნიდაყვის წაკვრა ან მუშტისა.

ქინდრი
(ნ. ა.) კისერზე სიმსუქნისაგან კუზივით ამოსული მსხმო.

ქინჩი
(იმერ: რაჭ. ნ. ა.) ქინჩხი; ქეჩო.

ქირქილი
(გურ. იმერ.) ქარის, ნიავის გინდ სიოს ნელი ქროლა.

ქირჯვა
(რაზიკ.) ძრახვა, ვინმეზე აუგის ლაპარაკი, იმერ. ქირდვა.

ქიჩი
(ფშ. რაზიკ.) ქსლის საქსოვი, ყდის ნაწილია.

ქიჩმაჩი
დაქიჩმაჩებული ?

ქლესა
(ნ. ა.) ფლიდი, მატყუარა, ფარისეველი.

ქოთქოთი
(რაზიკ.) ხმაურობა, ხმამაღალი ლაპარაკი.

ქოლვილი
(რაზიკ.) ჩასაქოლი (წყევლა) ან მწუხარე.

ქორა
(ფშ. რაზიკ.) თეთრი ხარი.

ქორთუხი
(გურ. ტ. გ.) მოჭრილი და დასახევათ დამზადებული ხე.

ქოქინი
(ნ. ა.) ქლოშინი, დაღალულთ სულ-თქმა (საბ. ქაქანი).

ქოჩახი
(ფშ. რაზიკ.) ძველი, უხმარი ქოთანი.

ქოჩოჩი
(რაზიკ.) სიმინდის ყვავილი.

ქოჯოხი
(ვაჟ. ფშ.) კონა, გროვა.

ქრამეხა
(ჯ. ვაზ.) მცენარე ფხალეული.

ქრისტეს ბალახა
(რაზიკ.) უღრან ხევებში ამოდის, გრძელი მსუქანი ფოთლები აქვს, არდი-გარდმო სრე და სრე გადასდევს. ფშავლებს წამთ, რომ ამ ბალახზე უცნაური ასოებით ქრისტეს ტირილი წერიაო.

ქუბდია
(ფშ. რაზიკ.) ხის სამარილე თავ-სახურვიანი.

ქუდ-მოხდილი
(რაზიკ.) შერცხვენილი, აუგიანი, გაკიცხული.

ქური
(ფშ. რაზიკ.) ბავშვების მსუქანი გამობერილი ლოყა, იხ. პუყა.

ქურცინა
(ფშ. რაზიკ.) თრითინა.

ქში
ქათამს გადენიან ამ სიტყვით.

ღადუნი
(ფშ. რაზიკ.) კატუნი, გარეული კატა.

ღალბათი
(ც. ფ.) ?

ღალღა
(რაზიკ.) бекас და არა ფრინველი ყვავის მსგავსი, галка, როგორც ამბიბს დ. ჩუბინ. Галка ჭილ-ყვავია [გურ. ტილ-ყვავი].

ღამურა
(რაზიკ.) მათრობელა ბალახია.

ღანილი
(გურ. ტ. გ.) წვიმის ცოტა ხნით გადაღება, იღანილა, წვიმამ ცოტა ხნით გადაიღო.

ღარ-კავი
ყავარსა და კედელს შიგნით კარნიზი.

ღარდა
(გურ.) лощина.

ღაფვა
(გურ.) მომაკვდავის უკანასკნელ წამებში სულთქმა; სულს ღაფავს, სულს ლევს.

ღაჯ-ღაჯი
(ფშ. რაზიკ.) ღაჯ-ღაჯა ბერი, ავ-ენა ბებერი დედაკაცი.

ღბინი
(თუშ. დ. ხ.) ღიმილი. „ღბინა ქნა, კბილი აჩინა“.

ღელე
(იმერ. გურ.) პაწაწინა მდინარე, ხოლო სხვა მნიშვნელობა იხ. დ. ჩუბ. და საბ. ლექსიკონებში.

ღენჭეპო
(იმერ. გურ.) ნიგვზის (კაკლის) გარეთა კანი გინა წენგო.

ღეპეპი
(ქარ. რაზიკ.) ბალახის ღერო ახლათ ამოტანილი, ყლორტი.

ღერძ-კალია
(ქარ. რაზიკ.) პატარა ღერძი, თვლებში უბრალოთ გაყრილი.

ღეღელა
(რაზიკ.) გულ-გაღეღილი ან ტანისამოს-გახსნილი.

ღეჭია
(იმერ. რაზიკ.) უგემურათ, ღეჭვით მოლაპარაკე. ნელ-ნელა.

ღვარ-ქაფი
(რაზიკ.) ნიაღვარი, მოვარდნილი წვიმის წყალი.

ღვარეალი
(ნ. ა) რასაც მცელავი ერთ ჩავლაზე მოთიბავს, იმ მანძილს ჰქვია.

ღვარძლა-ბალახი
(რაზიკ.) მცენარეა ღვარძლის მსგავსი.

ღვერა
(რაზიკ.) ერთ ნავთევათ წაღებული გრძელი სვე სათიბში.

ღვიძლი ენა
დედა ენა.

ღივი
(ფშ. რაზიკ.) ღოლო.

ღლაპი
(იმერ.) ჩჩვილი ბავში.

ღმურძლი
(ქარ. რაზიკ.) დარგვალებული და მაგარი ხორცები კან ქვეშ.

ღოკი
(ქარ. რაზიკ.) ჭირია ერთ-გვარი, ყელში გაუჩნდება ღორს და კამეჩს და ისე ჰკლავს.

ღორთველა
(პ. მ.) ღორის სენი, წვრილ თეთრ კაკლებათ მოჩინარი.

ღოღო
(ქარ. რაზიკ.) თესლიდან ახლათ გამოსული ყლორტი. დ. ჩუბ. ლექსიკონში – კამეჩის ხბო.

ღრაჭი
(იმერ. ნ. ა.) ღრანჭი, ქვედა ყბა (საბა რომ ღრაჭს უწოდებს, იმას ხრტილს (ხრტილს) ეძახიან).

ღრიტინი
(ნ. ა.) მეტის მეტი თხოვნა, მუდარით თავის მობეზრება. ვღრიტინობ, შეღრიტინება, ვეღრიტინები.

ღრუტუნი
(ტ. გ.) ღორისა დ გოჭის.

ღული
(ფშ. ჯ. ინგილ.) მოკბილული ნამგალი (სავაჭრო გზა, 1908. # 25, ფელეტ.).

ღულით მკა
(ფშ. რაზიკ.) უსათუოთ მკა ყანისა.

ღურღორი, ღურღური
(რაზიკ.) მორევის ხმაურობა.

ღურღუმელი
(რაზიკ.) მორევი, სადაც წყალი ტრიალებს და ღურღურით წყლის უფსკრულში ინთქმება.

ყაბარჩუყი
(ნ. ა.) ავათ-მყოფობა პირუტყვისა. ქაჩაჩ-საოლავეში დაჰყრის და ჩირქი სდის.

ყაბზობა
(იმერ. ნ. ა.) მუცელში შეკვრა.

ყადანი
(ხევს.) ხარჯი, გადასახადი.

ყალამო
(ნ. ა.) ბოხოხის ქუდის ძრო.

ყალთამა
(ქარ. რაზიკ.) სენია, ქუნთრუშა, იმერ. კისერა.

ყალიოთ
(გურ. ტ. გ.) რგვლათ მოხარშული ქათამი ხახვსა და მარილ-წყალში.

ყამა
(გურ.) გურული სატევარი მრგვალ-წვერა.

ყანდი
(ქარ. რაზიკ.) ზადი, ხეს ყანდი შეუვიდა, სიდამპლე შეეპარა.

ყანდი
(ნ. ა.) ზიანი, დაყანდული, დაზიანე ბული, დაშისე სებული.

ყანთარ-ქილა
(გურ.) თოფის წამლის საზომი, „წელის იარაღის“ ერთი კუთვნილებათაგანი. დ. ჩუბინ. ლექსიკ. შეცდომით არის ახსნილი.

ყანწი
(ფშ. რაზიკ.) გრძელი ყელი.

ყაპყატო
(ფშ. რაზიკ.) ხის მუხრუჭი; ან ცხრილის მოსაქსოვათ დათლილი წკეპლები.

ყაპყი
(ფშ. რაზიკ.) თხლათ დაღებული თოვლი. იმერ. თოვლ-ჭყაპი.

ყარტი
(ფშ. რაზიკ.) ჭვავის ნაბჯა. ჭვავს კი არ ლეწენ, წვრილათ შეკრულ ხელეურებს დიდ-ხანს აშრობენ, მერე ფიცარზე ცემენ, მარცვალი ცვივა და ცალიერი ხელეური რჩება. მერე ამ ჩალას საბძლების სახურავათ ჰხმარობენ.

ყარღო
(ფშ. რაზიკ.) წვრილი სამარწყვე ხოკერი; ერთიანათ გამძვრალის ხის ქერქისა.

ყასავათი
(რაზიკ.) ყაირათი, დაზოგვა, ხელის მოჭერა.

ყაყა
(ფშ. იმერ. რახიკ.) ფინთი, იმერ.-ქართლში ხიხიას ეძახიან.

ყაშმიერობა
(გურ. დ. ტ.) დაცინვა, ირონია. „რას მეჟაშმიერები?“ რას დამცინი? უჟაშმიერა, დასცინა. „რას ჟაშმიერობ“? რას ირონიობ?

ყაშყაში
(ვაჟ. ფშ.) ორბის ძახილი; კივილი.

ყაჭიჭორა
(რაზიკ.) მხალია ერთგვარი.

ყბის-ქცევა
(გურ.) მასხრობა. „კაი ბიჭია, ყბის-ქცევა რომ არ იცოდეს უმიზეზოთი“. რას მიქცევ ყბას?“ ვითამ რას მემასხრებიო. მე ამას ყბას ვუქცევ, ვემასხრები.

ყელ-სასხამი
(ხევს.) ყელ-სახვევი.

ყელ-ფარღელა
(ფშ. რაზიკ.) დათვზე ითქმის, ყელ-თეთრი რო იქნება.

ყელის კავნი
(ფშ. რაზიკ.) სასულე გარედან.

ყერყეჩი
(გურ.) შტერი, გამაყერყეჩა, გამაშტერა, გავყერყეჩდი, გავშტერდი.

ყვაჭიჭა
(იმერ. გურ.) [ < ღვაჭიჭა] ბაყაყი (წყლისა).

ყვინთვა
თვლემა, წყალში ჩაყურყუმალება. ვყვინთავ, ყვინთავ, ყვინთავს. ჩაყვინთა, ჩათვლიმა, წყალში ჩაყურყუმელდა.

ყვირალობა
(გურ. ტ. გ.) მამალ ირმისაგან რაყიფის გამოწვევა საბრძოლველათ.

ყვირილობა
(ფშ. რაზიკ.) დრო, ენკენის-თვის ნახევრიდან იწყება და ღვინობისთვემდე გასტანს, როცა ხარი-ირემი ყვირის და ფურებს ეძებს.

ყივანა-ხველა
(რაზიკ.) სენია ერთ-გვარი, ძლიერი ხველება იცის, ბალღებს შეხვთება ხოლმე.

ყინტრაობა
(ფშ. რაზიკ.) შინაურ ცხოველების თამაშობა.

ყინტრის ყივა
(ფშ. რაზიკ.) მცენარეა, ჟინტორას ან ხიფხოლას ღეპები.

ყინჩი
(ფშ. რაზიკ.) ლამაზი, შვენიერი.

ყირანჭა
(ფშ. რაზიკ.) საჭმლის ჩასასვლელი მილი ყელში.

ყიფალი, აქალი, ბასილიყი
(ა. ი.) სამი სისხლის გამოსაშვები ძარღვი ხელში.

ყიფი
( (ნ. ა.) ფიცხი, ადვილი გასატეხი. მაგ. ბზა ყიფია, მუხა კი ძარღვიანი.

ყიყვი
(ნ. ა.) ჩიყვი, გამობერილი ყელი ჩიჩახვივით. ავადმყოფობაა.

ყიჭალა
(ფშ. რაზიკ.) ჩხიკვი.

ყორაო
(ნ. ა.) კოწახურის ან ტყემლის მჟავე საწებელი

ყოტი
(ფშ. რაზიკ.) ბაყაყი.

ყოჩი
(ფშ. რაზიკ.) დაუკოდავი მამალი ცხვარი. დაკოდილს ჭედილა ჰქვია.

ყრანტი
(ფშ. რაზიკ.) ყაყრანტო.

ყუნცული
(გურ.) დიდხანს და უნაყოფოთ მოცდა.

ყურიანა
(ლეჩხ. პ. მ.) ბათმანის ნახევარი.

ყურმელა
(ფშ. რაზიკ.) ორ-თავა მწერია, ყურში თუ ჩაუძვრა ადამიანს, ადვილათ აღარ გამოვა.

ყურყუტი
მოცდა, იხ. ყუნცული.

ყუშხალი
(თიმს.) ხავსი.

შავ-კაპიტო
(რაზიკ.) შავი, ტკბილი ყურძენია.

შავ-კოლომანი
(გურ. ტ. გ.) მეტათ მქისი, ერთობ გულ-პიწკი ადამიანი.

შავეთი
(რაზიკ.) საზოგადოთ „უკლოთ“ სამყოფი ქვეყანა, სადაც ამ სოფლით გასულნი ბინადრობენ. ჯოჯოხეთი და სამოთხე ხალხს არა აქვს გაყოფილი ამ სიტყვაში. რა კი კაცი მოკვდება, ფშავლისთვის სულ ერთია ჯოჯოხეთშია თუ სამოთხეში. იმის რწმენით სული შავეთშია და იგივე მოთხოვილებანი აქვს, რაც აქ ცოცხალს ჰქონდა. ჯოჯოხეთი და სამოთხე ქრისტიანობამ ასწავლა.

შავი მსხალი
(არ. რაზიკ.) „თავრიზულსაც“ ეძახიან, შვენიერი ზამთრის მსხალია.

შაკუთება
(ფშ. რაზიკ.) შედედება, სისხლი ან რძე.

შალბაში
(ნ. ა.) საძოვრის გადასახადი, საბალახო (ნიკ. ურბ.). „საბალახო“, როგორც იურიდიული ტერმინი, იხმარება ერევნის და განჯის გუბერნიების მაჰმადიანთა და სომხებშიაც.

შალდამი
(გურ. ტ. გ.) შამბი.

შალდაყიანი
(ფშ. რაზიკ.) მაღალ გაუვალ ბალახით დაფარული ადგილი.

შანგლვა
(მ. ჯ. ინგილ.) ბალახის შანგლვა ნამგლითა, მოთიბვა (სავაჭრო გზა, 1908, # 25).

შაპრო
(ქარ. რაზიკ.) შაპრს დაბერებულ მწვანილს ეზახიან, რომელიც საჭმელათ აღარ ვარგა, ან მხალი. ჩუბ. და საბას მცენარეთ უწერია.

შარა-ხვეტია
უსაქმოთ მოსიარულე ქალი.

შარავანი
(ნ. ა.) ზანტი, ნელი, ზარმაცი. პირუტვზე იტყვიან.

შართხა-ბურთხა
(ფშ. რაზიკ.) რომელიც არას დასდევს კოხტაობას, თავის სილამაზეს და უბრალოთ იცვამს.

შარის აკრეფა
(ნ. ა.) შარიანობა, შარის მოდება, მიზეზის ძიება.

შარნა
ნივთი საცოლოს რომ საქმრო მიუტანს დასანიშნავათ. დაშარნა, დანიშნა, სვანურათ „შარნი“ მძივს ნიშნავს.

შაფქური
(ა. ი.) აკური, куриная слепота, ავკური.

შახმუხი
(ქარ. რაზიკ.) იხ. შართხა.

შე
(ფშ. რაზიკ.) ქსლის ჩასაბმელი ძაფი.

შეთავება
(იმერ. 395) შესრულება; შევითავე ლოცვა.

შეთე-მუტა
(ნ. ა) ახირებული, გიჟმაჟი, ბრიყვ-თამაში.

შეთვალება
(იმერ. რაზიკ.) ყურძენი ან ხილი, რო ახლათ მწიფებას დაიწყებს, იტყვიან, შეთვალდაო, შეთვალებულიაო.

შეთვალიერება
(რაზიკ.) დაზვერვა, დათვალიერება.

შეთოქროვება
(რაზიკ.) გაქენე ბულ ცხენებს და მხედრებს რომ უცებ შეაკრთობს რამე და შედგებიან.

შეთქვირება
(ქარ. რაზიკ.) ქალი რო ახლათ ასაკში მოდის და ძუძუ-მკერდი ევსება ან საქონელი რო გასუქებას იწყებს.

შეკვიწიალება
(ც. ფ.) შეფხაკურება, „შეკვიწიალდა ჩემი ჯორივით“.

შეკირცხვა
(ლეჩხ. პ. მ.) იხ. შელარძაყინება.

შელარძაყინება
(რაჭ. პ. მ.) სახლის შენობის მოყრა ისე, რომ დახურვაღა აკლდეს.

შემოქიქინება ნიავისა
ბიბინი ნიავისა.

შეპრენტილი
შერეული, შერეკილი.

შეფურჩვნა
(ქარ. რაზიკ.) ვაზისათვის უვარგის ტოტების და რქების შერთმევა.

შეფუცხუნება
(იმერ) შეშფოთება. „ძლიერ შეაფუცხუნა წერილმა… ან ამდა ამ კაცმა“.

შექარაფება
(გურ. ტ. გ.) ტვირთის შემსუბუქება.

შეხანხლვა, შეხანხლული
ნაჩქარევათ შეთითხნვა, ნაჩქარევათ შეთითხნული.

შეჯოშვა
(გურ. ტ. გ.) წვერ-ულვაშის პირველათ ამოსვლა; შეიჯოშა, წვერ-ულვაში ამოუვიდა (პირველათ), შეჯოშვილი, წვერ-ულვაშ ახალ(პირველათ)-ამოსული.

შვინდა-წალა
(ფშ. რაზიკ.) ხე, შვინდის მსგავსი.

შიბზიკი
(იმერ.) ახალგაზდა კაცი ან ქალი, რომელიც გადაჭარბებულათ იჯგიმება.

შილ-შავი
(ფშ. რაზიკ.) პატარა მთის მცენარეა, შავათ მწიფდება მარიობისთვეში. გემო კვრინჩხს უგავს, ბალახებში არა სჩანს ხოლმე. черника. გურ. იმერ. – მოცვი.

შილაობა
(ნ. ა.) უსაფუძვლო, დაუსრულებელი კამათი (იხ. საბ. ლექსიკ. „შილი“).

შილინდი
(ფშ. რაზიკ.) თოფების ერთათ სროლა; გურიაში „წკაპათ სროლას“ იტყვიან [შეად. საბას ლექსიკონში შილინგი].

შიმელა
(ფშ. რაზიკ.) ახალ-მოზარდი ხე.

შინში
(ფშ. რაზიკ.) დეიდა-შვილი.

შირბულად
(გურ. ტ. გ.) მარილ-წყალში ჩათქვეფილი და მოხარშული კვერცხი.

შოლტა
(ფშ. რაზიკ.) გუდა გაუყვლეფელის ტყავისა, იხ. თიკუნი.

შორელე
(იმერ.) შორიახლო, ცოტათი შორს.

შტიმვა (თვალისა)
თვალის ქაჩვა, თვალის ბრიალი.

შუა-ხაზი
(ნ. ა.) ტირე.

შუპყა
(ფშ. რაზიკ.) მცენ. საჭმელია, ღერსა ფცქვნიან და ისე ჭამენ.

შუქი ჩაკრიფა მზისაო
(ხევს. ნ. ურბ.) ე. ი. მიიცვალაო. „ღმერთო რა დიდი ბრალია სიკვდილი კაი ყმისაო… მინდიამ შეღმაიშვილმა შუქი ჩაკრიფა მზისაო“.

შხამა
(ფშ. რაზიკ.) უცუნა, შხამიანი მცენარეა.

შხანკოლა
(იმერ.) მეტათ მწარე, შხამიანი მწარე ბალახია.

შხაპუნა
(გურ.) დიდი წვიმა, იხ. ჟაპუნა. წვიმა მოდის შხაპუნა, ძლივს გადურჩა პაპუნა, ცხელი ღომი ვერ იშოვნა, ცივი ჩააყლაპუნა“ (ხალხური).

შხივი
(იმერ.) მდინარის ის ადგილი, სადაც წყალი ისე გადადის, რომ ხმა „შხშხი“ ისმის (ივ., 1887, # 57).

შხუნა
(ა. გ.) ბუჩქნარი, უფრო ხშირათ ეკალ-ბარდიანი.

ჩაბიტება
(გურ. ტ. გ.) იხ. გაბიცება.

ჩაბჟირება
(ქარ. რაზ.) ბევრი ტირილით ან სიცილით რომ ხმა ჩაუწყდება ბავშვს.

ჩაბრასტი
(სპ.) ღილი.

ჩაბულბულება
(იმერ. პ. მ.) ზეპირად დასწავლა აზრიანათ.

ჩაირი
(რაზიკ.) საქონლის საძოვარი, ცარიელი ადგილი. აჭარლები (გურულებიც) იტყვიან, „ცხენი დავაჩაირეთო“, ე. ი. ცხენი საბალახოთ დავაბიო.

ჩაკაჭკაჭება
(ქარ. პ. მირ.) ზეპიტად დასწავლა უაზროდ.

ჩაკიპვა
(იმერ.) ლამაზათ და შეხამებით ჩამოკიდება რამდენიმე რამესი ერთათ. ჩაკიპული, ჩამოკიდებული.

ჩაკუმლება
(არ. რაზიკ.) ჩაფხვნა. მჭადი ჩაიკუმლა დოში.

ჩალილიკურება
(ფშ. რაზიკ.) სტვირის ჩაკაკანება.

ჩამოსწვრივ
(პ. მ.) ძირს ჩაყოლებით, „სადა იგი არს ჩამოსწვრივ ძირი მისი“ (თეიმ. ბატ.).

ჩამური
(გურ.) ღომის საცეხველი. წყლის ჩამური იგივეა.

ჩარუყება
(ფშ. რაზიკ.) უპატრონო ჩახეტება სადმე, მაგ. ცხენისა.

ჩარჩი
(ფშ. რაზიკ.) თოფიდგან ძონძის ამოსაღე ბი ხრახნილი.

ჩასპანდი
(ნ. ა.) ჩასხმული, მაგარი და მკვირცხლი კაცი.

ჩაქუხა
(გურ.) ჩანჩქერი.

ჩაჩიტება
(გურ. ტ. გ.) სხვას რომ ხელშიჩაუდვა რამე და მასვე შენი ხელით ელი მოაჭირებინო; ჩაუჩიტა ხელში, ჩაუდვა ხელში და მასვე ხელი მოაჭერიაო.

ჩაჩიხვა
(გურ. გაზ. „სხივი“) ჩახერგვა, ჩამწყვდევა, მტრის წინ გზაზე ბარიკადის აგება. ჩაჩიხული, ჩახერგილი, ჩამწყვდეული.

ჩაჭიჭმახურება
(ფშ. რაზიკ.) თამაშობაში ფეხების ხლართვა.

ჩახინცვა
(ფშ. რაზიკ.) საჭმელში ბევრი პურის ჩაყრა.

ჩახურვილა
(ფშ. რაზიკ.) ჭიმბური ცხელი პური ერბოში ჩაყრილი.

ჩეგერა
(ფშ. რაზიკ.) ობლათ დარჩენილი დათვის ბელი.

ჩემო
ყველავ (ა. ყ.) უუსაყვარელეს არსებაზე იტყვიან.

ჩია
(კ. ყ.) ერთობ პატარა. ჩია კაცი, პაწაწა ტანის კაცი.

ჩიბაკონა
(ფშ. რაზიკ.) ტანად დაბალი კაცი.

ჩითა
(ქარ. რაზიკ.) ღაზლის სქელი წინდა, ორ-პირათ მოქსოვილი, თუშები ფეხზე იცვამენ.

ჩიკა
(ხევს. რაზიკ.) სკამი.

ჩიკანკალა
(იმერ. პ. მ.) პატარა და საწყალი.

ჩიკორი
(ქართ. რაზიკ.) ბზრიალა.

ჩილა
(ფშ. რაზიკ.) პატრუქი.

ჩინდარი
(იმერ. ნ. ა.) გრძელი და მაგარი ეკალი.

ჩინურა
(რაზიკ). თეთრი ყურძენი.

ჩინჩილი
(ნ. ა.) „ცხოველთა ჩანჩალი, ადამიანთა სუსტი სირბილი.

ჩინჩლო
(ფშ. რაზიკ.) მამლის ბიბილო.

ჩინჩხალი
(გურ. იმერ.) ნაპერწკლები, წინწკლები, რომელსაც თავი ღვინო ისვრის. იხ. წინწკლი.

ჩირეხი
იხ. მკვარი.

ჩიტ-თავა
(იმერ.) მხალია, ხახვივით ძირი იცის, იჭმება.

ჩიტის კურტუმა
(ქარ. რაზიკ.) მცენარეა.

ჩიქჩიქი
ძუნძული, პირ-უტყვის უფრო, ვიდრე ადამიანის.

ჩიჩქვის ბალახი
(ჯ. ვაზ.) ბალახი ჩიჩქვის (ჩრჩილის) გასაწყვეტათ.

ჩიხი
(გურ. ნ. ნ.) ხერგი, ბარიკადა, იხ. ჩაჩიხვა.

ჩოგანი
(იმერ. პ. მ.) ღომის ქაფის მოსახდელი და დასაგები (ღომის ქაფის მოსახდელს და დასაგებს გურულათ ლაფერა ქვია, ჩოგანი ღომის საზელია).

ჩოდარი
(ნ. ა.) პირ-უტყვთ მოვაჭრე, თათრული სიტყვაა.

ჩოთირი
თაკილი. საჩოთირო, სათაკილო, მეჩოთირება, მეთაკილება.

ჩოკი
(ფშ. რაზიკ.) ვირი, სახედარი. ბრიყვი კაცი.

ჩორბი
(ფშ. რაზიკ.) ტუჩი, ჩიჩვირი.

ჩორთვა
(ნ. ა.) მოჩორთვა, გვერდზე მოქცევა, მოგრეხვა (მაგ. ფეხსაცმელისა).

ჩოტი
(იმერ. პ. მ.) ნაცრის ასაღები პაწია ნიჩაბსავით, ხის იქნება.

ჩოფურა
(ქარ. რაზიკ.) ყვავილისაგან დაკენკილი.

ჩოყი
(რაზიკ.) მაღლა აზრდილი უშნოთ, აჩოყილი.

ჩრაქვი
(ფშ. რაზიკ.) არაყის ქერქი გარედან აყრილი, მთაში მკვარის მაგივრათ ჰხმარობენ.

ჩუთქი თუ ქანა საღარა
(ფშ. რაზიკ.) ლუწი თუ კენტი.

ჩუკვა
(ფშ. რაზიკ.) ქექვა ჯოხით, უხეიროთ თხრა.

ჩურჩუტი
მოსულელო.

ჩუტი
(ნ. ა.) ცალიერი, დაჩუტვა მაგ. გაბერილი ტიკის და სხვ.

ჩუყვა
იჩუყება, როცა ცეცხლი არ ეკიდება კარგათ შეშას, ჩუყავს, იჩუყებაო იტყვიან.

ჩუჩხური
(ნ. ა.) ჯოხით ან სხვა რითიმე ცეცხლის სწორება.

ჩქერი
(ფშ. რაზიკ.) მდინარე წყლის დაქანებული ადგილი.

ჩქეფი
ღვინო ფეხში ამოღებული, ჭაჭაზე დაუჟენებლათ.

ჩქიფი
(გურ. აჭარ.) ჩანგალი. დანა-ჩქიფი, დანა-ჩანგალი: ძველებური მნიშვენელობა იხ. ჩუბ. ლექსიკ.

ჩქრო
(ფშ. რაზიკ.) ჩქროება, შორიდან ვითომ ნაცნობი ხმა მოესმას, ხმის მოჩვენება: „ვითომ შენი ხმა მეჩქროვა, დანახვა მომეწყურაო“… (ბაჩანა).

ჩხერკი
(გურ.) წყლისაგან მიყრილ-მოყრილი ხის შტოები და სხვა რამ ნამსხვრევები.

ჩხვერვა
(ფშ. რაზიკ.) ხარი იჩხვერება რქებითა.

ჩხიკვა-მხალა
(იმერ. პ. მ.) მხალია.

ჩხინკორა
ღორის განავალი.

ჩხოტვა
(გურ.) ხის ფოთლის კრეფვა, მოჩხოტვა, ხის ფოთლის მოკრეფა.

ჩხრიალა
(ხევს. რაზიკ.) ჩხართვი, ფრინველია.

ჩხუტი
(ფშ. რაზიკ.) სადღვებელი ზეზე დასადგმელი.

ცალ-პირი განჩინება
(გურ.) სამსჯავროსაგან დადგენილი განჩინება მოპასუხის დაუსწრებლათ.

ცანცარი, ცანცარა
ქნევა, თავ-ცანცარა – თავის-ქნევია.

ცას წავლა
(ფშ. რაზიკ.) ტოროლა ფრინველისთვის ფშავლები იტყვიან, ტოროლა რო მაღლა-მაღლა წავა გალობით, ის ამბობსო: „ცას წავალ! ცას წავალ! ცას წავალ!“ მერე ისევ დაეშვებაო: „ვტყუი! ვტყუი, ვტყუიო“.

ცბუნება
(გურ) смушение, აცბა, შეცბა, მაცბუნებს, გაცბუნებს.

ცეკა
(პ. მ.) იხ. გორიცა.

ცენდარი
(ფშ. რაზიკ.) მოჭრილი ხის გამომხმარი ძირი.

ცერევატი
(ქარ. რაზიკ.) ცერევატი გახდა, ისე შეკრთა, რომ გონება და აზროვნება სრულიათ დაჰკარგა.

ცეროდინა
(ფშ. რაზიკ.) ცერის ტოლა კაცი.

ცერული
(ნ. ა.) ცეკვის დროს ცერებზე დგომა.

ციატი
(ნ. ა.) ღია ფერი.

ციბალი
(ფშ. რაზიკ.) ცუდი კაცი, მარო თავის ცაცმა-დახურვაზე მზრუნველი.

ცივი ხმა
საცოდაობით შემზარავი ხმა. „რა ცივი ხმით ჰკივა (ჰკივის) ის საცოდავი ქალი“.

ცინტა
(ფშ. რაზიკ.) სურდო.

ცირცული
(ვაჟ. ფშ.) მჭონვი, მცენარეა.

ცის-კიდური
ჰორიზონტი, იხ. ცის-პირა.

ცის-პირა
(ფშ. რაზიკ.) ტატანი, იხ. ცის-კიდური.

ციცუნა
(ფშ. რაზიკ.) დგნალის ყვავილი.

ცლანგი
(ნ. ა.) ფუქსავატი, დაუდგრომელი, რომელიც ყველგან ეჩხრება და გაკეთების მაგივრათ საქმეს ცარავს.

ცლინგური
(ფშ. რაზიკ.) ხელიდან გასხლტომა.

ცობოლი
ბოთლების თავსაცობი, პრობკა, იხ, საფევი.

ცოლოური
ცოლის სამშობლო. სოფელი, გინდ ქალაქი.

ცოცობა
(ნ. ა.) შეუკავებელი ვნებათა ღელვა. ცოცობა მოსდის, ცოცობა ემართება.

ცრევა
(ფშ. რაზიკ.) დრო ცხვრის მოწველისა.

ცუგრუმელა
(ფშ. იმერ. რაზიკ.) საალერსო სიტყვა ბავშვთათვის, პატარა პირის მქონებელი ლამაზი.

ცუკია
(ნ. ა. მ.) ერქვა მეტ-სახელათ დავით რექტორს ალექსიძე-მესხიშვილს, ნიშნავს მომხიბლავს, ლამაზათ და კოხტათ ჩაცმულს.

ცულ-ქარჩი
(ფშ. რაზიკ.) მიწის სათხრელი იარაღი, ცალი პირი ცულის მსგავსი აქვს და ცალი წერაქვისა.

ცქვიტი
(ფშ. რაზიკ.) მარდი, ამ აზრითვე ხმარობენ გურია-იმერეთშიც.

ცქვრიანი, სინდიოფალა
(ნ. ა.) ქართლ-კახეთში დედოფალას ეძახიან.

ცხემლა
(ფშ. რაზიკ.) საქსოვი იარაღი, რაზედაც ძაფს გააბამენ და ქსელში გააქვთ და გამოაქვთ. გურიაში ცხემლას „რცხმელას“, „რცხილას“ ეძახიან.

ცხემლაიში
(გურ.) გურული დიდი სატევარი.

ცხვენი
(იმერ. გურ.) სახლის ჭერსა და სახურავს შია ადგილი, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ავეჯთა და ჭირნახულის შესანახავათ ხმარობენ.

ცხვირის სატეხელა
(ქარ. რაზიკ.) მცენარეა.

ძაგვრა
(ფშ. რაზიკ.) გაჭიმვა.

ძამულა
(ფშ. რაზიკ.) საალერსო სიტყვა „ძმა“, გურ. იმერ. – „ძამია“.

ძანძახი
(ქარ. რაზიკ.) დიდი ტალახი, ჭჟაპი.

ძარი
(ა. ი.) ქარები, ревматизм, ჩუბ. ხსნის: გოდორი შესანახი სიმიდისა ან ქორთა საჯდომი.

ძარძაყი
(გურ. ტ. გ.) ისლის სახურავის ჭოკებზე გარდი-გარდმო გადებული ხე.

ძაღლის-სოკო
(ჯ. ვაზ.) შავათ საღებავი ბალახია.

ძენელა
(ჯ. ვაზ.) მცენარე ყვავილია.

ძერბალი
(ლეჩხ. პ. მ.) [ < ძელ-ბარი] ქვევრის მოსახთელი პაცარა ხის ბარის მსგავსი.

ძეძგვა
(იმერ.) მორტყმა; ვძეძგვ, მოვარტყამ; ვძეძგვე – მოგარტყი; გძეძგვოს – მოგარტყას.

ძირყვალი
(გურ.) მატლი, რომელიც ნათესს ძირს უთხრის, სიმინდის ღერს გულს უჭამს და აფუჭებს.

ძიძიბი
(ქარ. რაზიკ.) პატარა მუწუკი.

ძლოკვი ან ზლოკვი
(ნ. ა.) გველია ერთ-გვარი, კუდ მომორვილი; ხალხს წამს, მეტათ უწყინარია დ ადამიანს არ ერჩისო; ჩვეულებრივ გველს მეტათ ემტერებაო.

ძმა-შინში
(ხევს. ნ. ურბ.) ბიძა-შვილი.

ძნეყვა
ბრაგვანი. „ძნეყვა გაადინა შიწაზე“, ბრაგვანი გაადინა მიწაზე.

ძოვარა
(ნ. ა.) პირუტყვის ავად-მყოფობა, კუდში ფხანას აუტეხს ან ფაფარში და ძუა-ფაფარს გააყრევინებს.

ძომანი
(ვლ. ბზვ.) ზარმაცი, ზანტი.

ძოძგინი
(ნ. ა.) ჟრჟოლვა, ძრწოლა, კანკალი (ზიზღით გამოწვეული).

ძრო
(იმერ.) მდინარის ან ტბის ფსკერი.

ძუბახი
(ნ. ა.) ბინძური, მურტალი.

ძულათაი
(გურ. ტ· გ.) ძლივს. „კბილი არც ერთი არა აქვს, ფაფასა ჭამს ძულათაი“…

ძღაბი
(იმერ. გურ.) პატარა გოგო.

წაბურვა
(გურ.) მიცვალებულის ჭირისულისათვის შემწეობის აღმოჩენა ფულით. ღვინოსა და პურსაც მიუტანებენ ამ დროს, მარა ამას შესაწირავი ჰქვია.

წაესაკრა
– ვესაკრავი, – ესაკრება (გურ. ტ. გ) კაცი რომ კაცს გადაჰყვება პატივის ცემით და სამსახურით.

წაკა
(ფშ. რაზიკ.) წათხი.

წარა-უგონოთ ლაპარაკი
(ფშ. რაზიკ.) წარა-მარათ ბოდვა.

წარბვა
(რაზიკ.) ფიცრების ნაპირების ამოღარვა ერთმანეთზე გასაწყობათ. იმერეთში ნარომანს ეძახიან.

წარზე
(ფშ. რაზიკ.) კარგათ, რიგიანათ.

წარნიკი
(ფშ. რაზიკ.) ძალიან ავი კაცი.

წაძიძგილება
(რაზიკ.) კინკლაობა.

წაწალი
(ფშ. რაზიკ.) დობილი, ნადობი.

წახურვა მხრებისა
(ფშ. რაზიკ.) ფრინველთაგან მხრების წამწვეტება ძირს დასაქანებლათ.

წბილა
(ფშ. რაზიკ.) ბალახის წვრილი ღერი, ნემსის მსგავსი.

წბოლი
(იმერ. ნ. ა) ჩირქი, ბალღამი.

წებერა
(გურ.) ნიგოზი (კაკალი) ღენჭოპოიან-წენგოიანათ.

წევე
(იმერ. პ. მ.) ნეტა მაინც, ქე მაინც.

წეკვა
(ფშ. რაზიკ.) ერთათ მეკრული თამბაქო.

წეპწკალი
(ფშ. რაზიკ.) თმისა ან წვერის საგლეჯი პატარა გაზი.

წერა
(ფშ. რაზიკ.) ოთხ-ფეხათ დადგმული ძნა, სულ რამდენიმე მეძნისა.

წვიტი
(გურ. ტ. გ.) წვრილი, წაწვეტებული, წაწვრილებული.

წიაპა
(ფშ. რაზიკ.) წიწილა.

წივლის-ჩიტა
(ფშ. რაზიკ.) ჩიტია, ბეღურას ჰგავს.

წიკვა
(იმერ. გურ.) ზიდვა. ჩუბინ. ლექსიკ. შეცთომით არის განმარტებული/

წილ-ჩაოტი
ხელებსა და ფეხებზე რომ ძიძიბს დააყრის და ექავება. ჩუბინ. ლექსიკ. წილ-ჩავატა, ჯიჯლიბო თვალში.

წიმარო წყალი
(ფშ. რაზიკ.) თავ-ანკარა წყალი. „ეს ღვინო წიმარო წყალიაო“, სულ წყალი არისო.

წინამო
( ძვ. ქარ.) თმა ყურთ საფარი, ღაწვთა დამაშვენებელი, ღულამბარი; აგრეთვე ფასადი შენობისა.

წინწკლი
(ვაჟ. ფშ.) ნაპერწკალი, წინწკალი, იხ. ჩინჩხალი.

წიპრია
(ფშ. რაზიკ.) ჩიტია, чижь.

წიფხა
(ლეჩხ. პ. მ.) ყურიანას ნახევარი.

წიწამური
(იმერ. ნ. ა.) წრიპი, რკინის ფეხსაცმელი მთებში სასიარულოთ.

წიწვა
(გურ.) ჭიმვა, გაწიწული, გაჭიმული, დაწიწული, დაჭიმული… „დაწიწული ნერვები თითქმის მიჩლუნგებული გვაქვს“ (მოგზაური, 1905, # 82).

წიწვი
(პ. მ.) ეკალი; წიწვიანი ხე (გაზ. „კვალი“).

წიწვი
(ქარ. რაზიკ.) ან ხიწვი хвоя.

წკაპი
(გურ. ტ. გ.) წყება; წკაპათ სროლა (იხ. შილინდი), შეწყობით სროლა. დაწკაპული – დარაზმული.

წკიპი
(გურ.) წკიპზეა საქმე მიმდგარი, ე. ი. საქმე ისეა მოწყობილი, რომ სწორეთ ახლა ან უნდა გამოკეთდეს, ან უნდა წახთეს.

წკმუტუნი
ძაღლის კვნესა.

წოია
(იმერ.) პატარა ჩიტი, მუდამ ერთსა დ იმავე ხმას გაიძახის.

წოპი
(რაზიკ.) მაღალი ქუდი.

წოპწოპი
(ქარ. რაზიკ.) წოწოლა.

წოწვა
(ქარ. რაზიკ.) დაწოწავს, დაეთრევა უდროვო დროს.

წრიალი
აწრიალება.

წრიაქი
(ართმ.) ქათმის წიწილების ხმაურობა.

წრინტვა
(ფშ. რაზიკ.) წყლისა ან ფურთხის პირიდან ერთ- ბაშათ გამოშვება, ხევსურები არ აფურთხებენ ერთ-ბაშათ, არამედ აწრინტებენ.

წრიოკი
(ქარ. რაზიკ.) წვრილი. მცენარეზე ითქმის: „ყანა გაწრიოკდა წვიმებისაგან“.

წრიპა
(იმერ. დ. მ.) დალეული, მიმღნარი. მცირე ასაკის ქალი გინდ კაცი.

წუა
(ფშ. რაზიკ.) квас, ხილის გამოწურული წვენი.

წუკარტი
(მთ. მ. ჯ.) წუწკი. უნამუსო, წუკატი.

წუკი
(ფშ. რაზიკ.) ცუდი:

წუმი
(გურ. ტ. გ.) მტევანი ყურძნისა.

წუპაკი
(იმერ. რაზიკ.) წუნტი, უსუფთაო. უფრო ძაღლზე იტყვიან.

წურწუტი
(ფშ. რაზიკ.) წვრილი და გრძელი; უტოტო ხე.

წუწნელა
(ქარ. რაზიკ.) თაფლოვანი მცენარე.

წყალ-ტევა
წყალ-წყვა; საზომი იმისა, თუ მდინარესა ან ზღვაში ჩაშვებული ნავი ანუ გემი რაოდენ საწყაო წყლის ადგილს დაიჭერს თავისი ქვემო ნაწილით, რაც წყალშია ჩამჯდარი.

წყლულის ბალახა
(რაზიკ.) მცენარეა, მთებში იცის, დახუჭუჭებული ფოთოლი აქვს. წყლულის წამლათ ხმარობენ.

ჭაკუნი
(გურ) ბურთის თამაში თავ-მოკაკული ჯოხებით. მობურთალნი გაიყოფიან ორათა: ერთი ნაწილი დადგება, ვთქვათ, აღმოსავლეთისკენ, მეორე კი – დასავლეთისკენ; თითოეულს მობურთალს უნდა ეჭიროს თავ-მოკაკული ჯოხი; აღმოსავლეთის მხარე გააგორებს მიწაზე ბურთს და თავ-მოკაკული ჯოხების ცემით უნდა გაიტანონ ლელო დასავლეთისკენ, ხოლო მოპირდაპირენი დახვდებიან მათ წინ და იმავ თავ-მოკაკულ ჯოხებით ცდილობენ ბურთი შემოაბრუნონ და გაიტანონ ლელო აღმოსავლეთისკენ.

ჭარი
(ფშ. რაზიკ.) გველისაგან გაზაფხულზე განაძრობი ქერქი. ჭარი – ღონე, შეძლება. ქართ. იტყვიან: „მეტი ჭარი არა აქვსო“, ვითომ „მეტი შეძლება არ მოეპოვებაო“.

ჭაჭვი
ცალი პეშვი, იხ. საბ. ლექსიკ.

ჭახა
(ფშ. რაზიკ.) წილი.

ჭევლი
(ნ. ა.) პურის ხელაურები, ჭეო-ჭეოთ დაწყობილი.

ჭერხო
(დ. პ.) ზემო სართულის ოთახი ხევსურეთში.

ჭვათირი
(გურ.) ჩაშვავებულ მიწაში (უფრო ხშირათ მთის ვაკეზე) ამოსული ტბა, ზოგჯერ თევზიანებიც.

ჭია-ღუა
(ფშ. რაზიკ.) ჭია-ჭუა.

ჭიკვა
(ნ.ურბ.) ჭიხვინი ცხენისა. თ. რაზიკაშვილი ხსნის: პატარა ბორაო.

ჭინგო
(ჯ. ვაზ.) უბრალო ბალახია.

ჭინჭველთ გორალა
(ფშ. რაზიკ.) ჭინჭველების საბუდარი გორაკა.

ჭინჭორედა
(გურ. ტ. გ.) ერთობ ჭრელი რამ, მაგ. სხვადასხვა ნაჭრებისაგან შეკერილი საბნის პირი.

ჭირით ამოგება
(ფშ. რაზიკ.) უსიამოვნების მიყენება, ცუდათ მოპყრობა.

ჭიტინი
(გურ.) ჭვრეტა, გამოჭიტინება, გამოჭვრეტა. ცალი თვალით შეხედვა, ჭუჭრუტანიდან გახედვა. „შენ გგონია იმ რუსმა სამხედრო სალამი მოგცა? არა, იგი გამოგიჭიტინა, ვინ მისცა ამ გლახას ჩინიო!“

ჭიტლაყი
პანღური.

ჭიუტი
(იმერ. ნ. ა.) ფრინველია შაშვის ოდენა, ტბა უყვარს, ნისკარტი და ფეხები გრძრლი აქვს.

ჭიუხი
(ფშ. რაზიკ.) წვეტიანი კლდეები.

ჭიფხვა
(რაზიკ.) რაც ძალი და ღონე აქვს ჭიმვა.

ჭიჭილა
(ნ. ა.) პატარა ლიტრა, ჭინჭილა.

ჭიჭინა
(ნ. ა.) რქიან პირუტყვის ავადმყოფობა. მალე უღებს საქომელს ბოლოს.

ჭიჭინობელა
(იმერ. ნ. ა.) ჭრიჭინა.

ჭკინტვა
(რაზიკ.) გამოცქერა საიდანმე ან საჩენ ალაგზე დგომა ქალისა.

ჭკუა-მხიარული
(გურ.) ოდნავ გონება შერყეული ანუ ანორმალურ ჭკუა-გონების ადამიანი. უფრო ხშირათ ასეთი ადამიანი მუდამ მხიარულია, ბევრს ლაპარაკობს და უთავ-ბოლოს.

ჭოკი
(იმერ. გურ.) გრძელი და წვრილი სარი ნიგვზის გასარეკი; ჭოგრი.

ჭოპინი
(გურ.) სხვის ქვეშ შედგომა: „მიჭოპინე. ხეზე ავალი“. ვუჭოპინებ მას, მიჭოპინა მან გიჭოპინა მან, გიჭოპინებ შენ“.

ჭორ-ტიკი
(რაზიკ.) ჭორის ტიკი, მეჭორე.

ჭოტა
(რაზიკ.) რქა-მაღალი ხარი.

ჭრიალი
(ართმ.) ბატების ხმაურობა.

ჭრიანტელი
(ქარ. რაზიკ.) ტყემლის წვენი, თვალჭრელი კაცი.

ჭრომახი
(ნ. ა.) ეჟვანა ვეფხივით ჭრელი ფერი. პირუტყვზე იტყვიან.

ჭუკი
ინდაურის წიწილი.

ჭუნჭყული, ჭუჭყუნი
(ქარ. იმერ. რაზიკ.) პატარა ბავშის აკვანში ხმაურობა.

ჭუჭრუტანა
ნახვრეტი შენობაში ან ფიცრულში, იმდენათ გაბზარული ადგილი, რომ გახედვა შეიძლებოდეს.

ჭუჭული
ქათმის წიწილი.

ჭუჭყარიტა
(ც. ფ.) ჯუჯა სიმიდი ან სხვა რამ მცენარე დაჭუჭყარიტება, დაჯუჯება.

ჭყანტი
(ფშ. რაზიკ.) ჭაობი.

ჭყაპა
(რაზიკ.) თხელკანა, წყლიანი ყურძენი.

ჭყიმა
(ფშ. იმერ. რაზიკ.) მცენარეა, იჭმევა.

ჭყინტი
ჭყლინტი. ახალი უმარილო ყველი, ანუ სიმიდის ტარო მარცვლებგაუხმარი.

ჭყიოტ-მატი
(ფშ. რაზიკ.) ჟიჟმატი, წვრილი.

ჭყიტა
(ხევს. რაზიკ.) ვარსკვლავი ჩრდილოეთისა.

ჭყორი
(ფშ. რაზიკ.) წვრილი ვა, კედლის შენების დროს შუაში ჩასაყრელი.

ხაბარდა
მავთულებიანი კრინოლინი კაბის ქვეშ ჩასაცმელი. „ქალო ხაბარდიანო, გაქვს და გიხარიანო… ხაბარდა რომ დაგიგლჯება, აღარ გიიდიანო“ (ხალხური ლექსი).

ხავრეზი
(ნ. ა.) ხნულში დაუხნავათ დარჩენილი მიწა.

ხათრითი
(იმერ. პ. მ.) თიხის იარაღი სამკბილა და შუაზე გახვრეტილი შამფურის სატრიალებლათ.

ხალ-ერბო
(ფშ. რაზიკ.) ერბოზე მოკიდებული ხავიწივით.

ხალარი ტარო
(ქარ. რაზიკ.) მსხვილი ტარო სიმიდისა.

ხალარჯობა
(ფშ. რაზიკ.) სული წმინდის მოფენის დღე. ამ დღეს იციან ფშავლებმა საფლავის კურთხევა, წირვის გადახდა და მოკეთეებმა მკვდრის პატრონის ბატკნებით მოკითხვა.

ხალი
(ვაჟ. ფშ.) ქუმელი.

ხალხა
(ფშ. რაზიკ.) კაკლების საბერტყი ჯოხი ან სარი, იხ. ჭოკი.

ხამანდი
(ფშ. რაზიკ.) სურდო.

ხანა
(ჯავახ.) ჩარჩო, რომელზედაც ქსოვენ ნოხეულობას (ხალეულობას).

ხაო
(ნ. ა.) პირუტყვის ავადმყოფობა, პირში დაჰყრის ეკლებსავით, უნდა მოიჭრას.

ხაპი
(გურ.) იხ. საბას და ჩუბ-ლის ლექსიკონები. მოხაპვა, რამესთვის თავის რგვლათ შემოთლა აუშემოჭრა, მოხაპული, თავ-შემოთლილი, თავშემოჭრილი.

ხაპია
(ქარ. რაზიკ.) ღვინის ძალიან მსმელი, ლოთი.

ხარა
(რაზიკ.) თოფია ერთგვარი.

ხარგალი
(რაზიკ.) ეზო, ბაკი.

ხარგვლა
(ქარ. რაზიკ.) შემოზღუდვა ადგილისა საქონლის შეასრეკათ.

ხარვეჟი
(ქარ. რაზიკ.) ხნულში მოუხნავათ ჩაყოლებული კვალი.

ხართ-კვერი
(რაზიკ.) ახალ-წელიწადს იციან ბედის კვერებთან ხართ-კვერსაც გამოაცხობენ საერთო ოჯახის ბედზე. როცა მეორე დილით, ახალ-წელიწადს მეკვლე მოუვათ, ხართ-კვერი უნდა შეაგორონ კარებიდან სახლში.თუ წაღმა მობრუნდება, კარგია, თუ უკუღმა, ცუდი ნიშანია. მერე ნათლიღება დღეს, რომელიც კაი ხარია, იმას გადაატეხენ კისერზე და შეაჭმევენ.

ხარი-კუდა
(ჯ. ვაზ.) მცენარეა ხველებისათვის.

ხასუნა
იხ. თიკრუნი.

ხაქოლი
(ფშ. რაზიკ.) ბალახია, მთაში გვარობს, ამ ბალახს ჰკრეფენ, ხარშავენ და ყვითლად ღებვენ იმითი ძაფს.

ხაჭმაჭიჭა
(ქარ. რაზიკ.) მცენარეა, მხლათ ხარშავენ.

ხაჯალური (ხაჟალაური)
(ნ. ა.) ორ-კოპიანი დიდი ჯირკი, რომელსაც სახიბივით შეაბამდენ მძიმე დამნაშავეს და ისე ჩააგდებდენ საპატიმროში; სხვათა შორის იმერეთის მეფემ II სოლომონმა რაჭის ერის-თავს როსტომს დაადვა ხაჯალაური და ისე დაატუსაღა.

ხელ-გამომავალი
შემძენი (კაცი).

ხელ-კავი
(იმერ. გურ.) ხის მსხვილ-თავიანი კავი ღომის ხელით საცეხვი.

ხელ-ქვეშ ვაჭრობა
ნაჭრათ. გინა წვრილათ ვაჭრობა, ხელქვეშ გავყიდე, წვრილათ, ნაჭრათ გავყიდე.

ხელ-შესული
ხელმწიფება-განსაზღვრული.

ხელ-შეუვალი
ხელმწიფე განუსაზღვრელი.

ხელი ხალთას!
ე. ი. არ მიეკარო, ხელი უშვი!

ხელის გამოღება
თავის დაცვა. „ბევრი ითმინა, მარა ბოლოს ხელის გამოღება მაინც მოუხდა“.

ხელის მოყრა
(ფზ. რაზიკ.) კარგა ხელი მოვყარე, კარგა ვისარგებლე იმისგან.

ხელის შებრუნება
(რაზიკ.) ხელის გამოღება, ჩხუბში პასუხის გაცემა.

ხემსი (> ხეფსი)
ნაწილი, ნამცეცი. „მთელი დღეა ხემსი არ მიჭამია“.

ხერკალი
(მეგრ) არტაშანი.

ხეხელა
(ქარ. რაზიკ.) ხმელ-ხმელი კაცი გამხთარი.

ხვამრიელათ
(ნ. ა.) ბლომათ, ბევრი.

ხვანცარიკი კუდისა
კუდის ქიცინი (ქნევა).

ხვაშნა
(გურ. ტ. გ.) დედალი თევზი რომ ქვირითს დაყრის, მამალი იმ ქვირითს სითხეს გადაასხამს გასანაყოფიერებლათ, ამას ჰქვია ხვაშნა. დახვაშნული, დახვაშნავს.

ხვეული ქადა
(ფშ. რაზიკ.) უგულოთ გამომცხვარი ქადა. ასე ეძახიან ბარში გამომცხვარს ქადას ფშავლები.

ხვილიფი
მდინარის ნალეკით გაპოხიერებული სახნავ-სათესი მიწა.

ხვიმენი
(კ. ჟ.) ზღვის ვეშაპის გვარის ცხოველი, акула.

ხვრემა
(რაზიკ.) ხრამა-ხრუმით ჭამა, პირის ხმიანობა ჭამის დროს.

ხიბაკი
(გურ. იმერ.) ავეჯი, ავეჯეულობა, შოძრავი ქონება.

ხიბალი
(ფშ. რაზიკ.) ეშმაკი დ კუდიანი.

ხიმანი
(იმერ. დ. მ.) შარი, მოგონება. იხიმანებს, მოიგონებს, იშარებს.

ხიმბიწარი
(ფშ. რაზიკ.) დაუდეგარი; მოჩხუბარი, დაუსვენებელი, ჩირქინა.

ხირაული
(გურ. ტ· გ.) გოგორებზე მოწყობილი ფიცრები ტვირთის საზიდავათ.

ხიფათი
(ნ. ა.) განსაცთელი, მოულოდნელი უბედურება.

ხიფზოლა
(ფშ. რაზიკ.) ყინტორა, საჭმელი ძირი აქვს, თეროსა ჰგავს.

ხიწვი
(ნ. ა.) მცირე რამ წვეტიანი, ხეზე ანახეთქი, იხ. ხიჭვი.

ხიჭვი
(ქარ. რაზიკ.) ხის ანახეთქი, ნაფოტი, იხ. ხიწვი.

ხიჭიჭური მსხალი
საზამთრო მსხალი, ხარობს უფრო ძველ სამცხის ქვეყანაში – ახალციხესა დ აჭარაში, აგრეთვე გურიასა და ქართლშიაც. ზოგან ამ მსხალს ხეჭეჭურს არქმევენ.

ხიხრიგობა
(ქარ. რაზიკ.) ქესატობა.

ხლახუნი
შეფხანა, წაფხანება.

ხოზუა
(რაზიკ.) საჭმელი ბალახია.

ხომარიელი
(ფშ. რაზიკ.) განიერი.

ხორბა
(ა. ი.) ხმელი ქავილი.

ხორგო
(ლეჩხ. პ. მ.) დიდი საწნეხელი.

ხორდი
(ფშ. რაზიკ.) იხ. ღმურძლი.

ხორხოშა
(ფშ. რაზიკ.) წვრილი სეტყვა.

ხორხოცი
(ტელ. გ.) მამალ ღორების ხმაურობა და ბრძოლა დედლებისათვის.

ხოტვრა
ბანლის ანუ თმის ძირში პარსვა. მოვხოტრავ, ძირში მოვპარსავ. მოხოტრილი, ძირში მოპარსული (ხოტორა – თავ-მოპარსული. მოუხოტრავს თავი – გადუპარსავს თავი).

ხოტი
(ფშ. რაზიკ.) ლუდის გამონახარში ქატო.

ხოტორა
მოპარსული ან ერთობ თმა-შეკრეჭილი თავის ქალა, „ხოტორ-ხოტორს ჰყრისო, ყვავი ნიგოზს ჰყრისო, დასევია ბეღურები, ბეღელაში ჰყრისო“ (ხალხური).

ხოტრავი
(ნ. ა.) ავადმყოფობაა, ბალნის ცვენა იცის.

ხოშორი
(მთ. მ. ჯ) რჩეული, კარგი [მსხვილი?]. „რა შვენიერი ნიგოზია: სულ ხოშორ-ხოშორი კაკლებია“.

ხოწი
(ნ. ა.) ხის კოვზის გასათლელი იარაღი, წვერში მოღუნული გრძელი დანა.

ხოჭოჭი
ხოჭო, ლოკოკინას, კუს დ ამებრვე სხვათა გარე-კანი.

ხოხი
(ფშ. რაზიკ.) ქისერი, მსხვილ-მარცვალა სალესავი.

ხოხნა
(ქარ. რაზიკ.) საქონელი ხოხნის ნეკერს. «ცოტა მოთოხნე, ცოტა მოხოხნე“.

ხოხნიკი
(ფშ. რაზიკ.) მხიარული.

ხრიკა
(იმერ.) მწარე კვახი გულ-გამოღებული დ ჯოხზე წამოცმული წყლის ანუ ღვინის ამოსაღებათ.

ხროიჭი
(ფშ. რაზიკ.) ხოხოზიკი.

ხრუწვა
(ფშ. რაზიკ.) ქურდობა, პარვა.

ხრჩოლა, ხრჩოლება
(იმერ. რაზიკ.) ბოლება.

ხუ
(ქარ. რაზიკ.) გუდა-ფშუტა, ყვავილში გაფუჭებული მარცვალი, გულში სულ შავი მტვრით არის სავსე; გარედამ საღია, პურს ძალიან აფუჭებს.

ხუება
(გურ. იმერ.) გულის მოყვანა, წყენა. იხუა, გული მოიყვანა, იწყინა. ხუიანი, იტყვიან ისეთ ადამიანზე, რომელმაც უცებ იცის გულის მოყვანა, წყენა.

ხუზარა
(რაზიკ.) ჭირი საქონლისა.

ხურვება
ტიფი, საოფლე.

ხუსხუსი
(რაზიკ.) ახლათ ფეხ-ადგმულ ბავშის რბენა.

ხუჩა
(ხევს. რაზიკ.) ბანდული.

ხუხუცი
(რაზიკ.) ბერი კაცის ტრფობა.

ჯალაფნა
(ფშ. რაზიკ.) მეზობლათ მდგომი ნათესავი, მეზობელი.

ჯანაბირი
(ნ. ა.) ბზის ანუ ფუჩეჩის საზიდავი დიდი ძარი.

ჯანდაკი
(ნ. ა.) ძაბუნი.

ჯანჯალი
(ვლ. ბზვ.) მაგარი ვაჭრობაში, გაჯანჯლება, გაწვალება.

ჯანჯუხი
(გურ. იმერ. მეგრ.) ჩურჩხელა.

ჯარჯი
(ნ. ა.) ეკლიან ჩირგვების კონა.

ჯაურა
(ქარ. ნ. ა) თივის ზვინი.

ჯაყვა
(იმერ. გურ.) კალმის დანა, დასაკეცი, ჯიბეში ჩასადებათ.

ჯაშარატი
(ქარ. რაზიკ.) მოჩხუბარი, მოსისხლე კაცი

ჯახირი
(გურ.) წვალება, გავჯახირდი, გავწვალდი.

ჯვალო
(ნ. ა.) სქელი დ მაგარი უბრალო ქსოვილი მატყლისა ან ჯაგარისა.

ჯვარელა ხარი
(ფშ. რაზიკ.) ჭრელი ხარი.

ჯიდაო
(ნ. ა.) ავადმყოფობა ცხენისა. ნიდო დაუსივდება და დაუჩირქდება; ძნელი მოსარჩენი სენია, კიდეც რო მორჩეს, ნახევარ ცხენობას ჰკარგავს, იხ. ნიტო.

ჯინჯილა
(ნ. ა.) бахрома.

ჯირკი
(იმერ.) ხის ძირის ნამორი, ჩამოსაჯდომათ ვარგისი, იხ. ჯორკო.

ჯიქურ, ჯიქურათ
(გურ.) პირდაპირ; ჯიქურ მისლვა, მირტყმა, დანიშნება და სხვ.

ჯორკო
დაბალი ხისგან ნამორი საჯდოში, იხ. ჯირკი.

ჯოყარი
(ფშ. რაზიკ.) გამხმარ ბალახის ღერი.

ჯუფთი
(ა. ი.) თეთრი ტვინის ძარღვი (საბ. ლექსიკ. ჯუფთი – გამხმარი ორაგულის ხორცია).

ჯუღურა
(ფშ. რაზიკ.) გაჯუღურებული, ცხვირ-მოჭრილი ან ყურებ-დაჭრილი.

ჯღა, ჯღები
(გურ. იმერ.) ირმის, გარეული თხის დ მისთანათა რქა.

ჰაისი, ხუთი ჰაისი
(ა. ი.) სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემოვნება და შეხებითი გრძნობა.

ჰემწო
(მ. ჯ. ინგილ.) ამოდენა.

ჰკამაგას, კამას, კეიმას
(გურ. იმერ.) სამხედრო შეძახილი მტერზე შეტევის დროს, ურასავით.

ილია ჭყონია სიტყვის-კონა მოიცავს XIX-XX საუკუნის მიჯნაზე გამოქვეყნებულ ტექსტებში მოძიებულ სიტყვა-ფორმებს, რომლებიც არ არის წარმოდენილი სულხან-საბას და დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონებში.

ლექსიკონი გამოიცა 1910 წელს პეტერბურგში ქართველოლოგიური კვლევების Материалы по яфетическому языкознания პირველ ტომად

ელექტრონული ვერსია მოამზადა მანანა ბუკიამ