ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 32 names in this directory beginning with the letter გ.

გაბედვა
გაგიჟება გაებედ გაგიჟებამდე მისულიყო, კინაღამ გაგიჟებულიყო.

გადასჩომიან
(< გადაჰრჩომიან) გადარჩენიან.

გადასხმა
(თოფებისა) საყრდენზე თოფების დადება და დამიზნება.

გადმატანება
გადმოხტომა: ჴმლით გადმეეტან − ხმლით გადმოუხტა, გადმოუვარდა.

გადმაჴდომა
გადმოსვლა: გადმაჴდების გადმოვა.

გავ
გავა.

გაზელა
ტყავის გაზელა − ტყავის მოქნა, ტყავის დამუშავება.

გათელვა
ტოლისა − მოთელვა, დასველებული ტოლის ლასტზე დარბილება.

გაიხახან
(< გაიხახანა) გაიხარხარა, ხმამაღლა გაიცინა.

გალავანი
სოფელს შემოვლებული მაღალი ქვის კედელი თავდასაცავად.

გალალვა
გარეკვა, გაგდება; გაგზავნა.

გამადგომა
გამოკიდება, გამოდევნება: გველ რო გამაგიდგებისთავ.

გამავ
გამოვა.

გამალალვა
გამორეკვა, გამოდენა; გამოგზავნა.

გამაწურა
(არაყისა) − გამოხდა.

გამახვეწება
გამოხწევა, გამოქცევა: გამეეხვეწ − გამოექცა, გამოუსხლტა.

გამწვავება
გაცხელება, გახურება: გაამწვავა.

გამჴმარი
გამჴმარი დიაცი − ხანში შესული ქალი. სამრელოში რომ აღარ დადის, დედათწესი რომ არა აქვს, შვილი რომ არ გაუჩნდება.

გარდაჴდომა
გადასვლა: გარდავჴეითავ − გადავედითო.

გაყინვა
(ხავიწისა) გაცივება, გაცივებით შეყინვა, გამაგრება.

გაწირვა
დატოვება.

გახენება
გახედვა: გახენებდ − გახედავდა; გახენ − გახედა.

გაჴდომა
გასვლა: გავჴდიდივ − გავიდოდი ხოლმეო.

გვერდის სამჯდომრო
უფრო სწორია გვერდით სამჯდომრო. სისხლის საფასური, რომელსაც, ხევსურთა წესით, მკვლელი იხდიდა მკვლელისა და მოკლულის ნათესავთა შემოსარიგებლად. ჯერ აძლევდა ხუთ ძროხას, შემდეგ სამ-სამ ცხვარს სამჯერ. გარდა ამისა, მკვლელი ასრულებდა სხვა მოვალეობასაც. მოკლულის მამის თუ ძმის მიერ პირველად გამორთმეულ სამ ცხვარს გვერდით სამჯდომრო ერქვა.

გზაურ
ზმნს. გზაზე, გზისას.

გითხა
გითხარ.

გირჩევ
გირჩევნია: სა გირჩევავ? − სად გირჩევნიაო?

გონი
გონება, ჭკუა, ცნობიერება: გონი კაცისი: გონ ამჴდა − გონება წამივიდა; გონთ მოვედი − გონზე მოვედი, ცნობიერება დამიბრუნდა.

გონობა
გონობით − მოფიქრებით, წინასწარგანზრახვით.

გუგუტა
გუგული.

გულდაღრიანი
მძლავრი, შემმუსვრელი.

გულდიდი
ამაყი, მედიდური, ამპარტავანი.
Don`t copy text!